IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

10 გვერდი V  1 2 3 > »   
Reply to this topicStart new topic
> ღვთივბოძებული სასწაულები, (ამ თემაში) ჩაციკლვა არ არის აუცილებელი
ubralod gio
პოსტი Feb 20 2007, 08:45 PM
პოსტი #1


giorgi
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,226
რეგისტრ.: 14-February 07
მდებარ.: saqartvelo,batumi
წევრი № 1,079



გამარჯობათ მე მინდა ამ თემით იმ სასწაულებს გავცნო რომლებიც არ გამიგია და არ ვიცი და თან ერთ ძალზზე საინტერესო ამბავს მოგიყვებითბოლო პერიოდის სასწაულია...
ეს ამბავი მუსლიმანური სახელმწიფოებიდან ერთ-ერთი ყველაზე ღრმად მორწმუნე მუსლიმანურ სახელმწიფოში სირიაში მოხდა...შეგახსენებთ რომ ეგ ამბავი არცთუ ისე დიდი ხნის წინათ მოხტა სულ რაღაც რამოდენიმე წლის წინ.იყო ერთი სირიელი მორწმუნე მუსულმანი ბიზნესმენი რომელიც თავის ქონებით საკმაოდ ცნობილი და აღიარებული პიროვნება იყო...როცა დაოჯახდა შვილი არ ეყოლა,რა არ სცადა,სად არ იყო,ხელოვნურიო ისო ესო მაგრამ ბავშვი მაინც არ უჩნდებოდათ,ბოლოს როცა ყოველგვარი იმედი ამოეწურა მუსულმან ცოლ ქმარს უცებ გაიგო რომ თურმე სიირიის რომელიღაც უდაბნოში არის მართლმადიდებლური დედათა მონასტერი სადაც არის დაბრძანებული ღვთისმშობლის ხატი რომელიც სასწაულებს ახდენდა თუკი მას რწმენით შეევედრებოდი...არცთუ ისე ბევრი იფიქრა მდიდარმა მუსულმანმა და გადაწყვიტა წასულიყო დედათა მონასტერში რათა ღვთის მშობელს შევედრებოდა ნანატრ შვილს.წავიდა ეს კაცი უდაბნოში ავიდა მონასტერში იქ მას დახვდნენ დედაოები რომლებმაც ბიზნესმენს უდიდესი სითბო აჩვენეს,მან ჰკითხა მონასტრის წინამძღვარს შეეძლო თუ არა და დართავდნენ თუ არა ნებას დედა ღვთის მშობელს შევედრებოდა შვილს,და მონასტრის წინამძღვარმაც ნება დართო და უთხრა შენ თვალებში გეტყობა ააქ რწმენით ხარ მოსულიო და უეჭველად აგისრულდებაო...შეევედრა შვილს მუსულმანი და შეჰპირდა თუ შვილი შეეძინებოდა მონასტერს 80 ათას დოლარს შევსწირავო...გავიდა დრო და ზუსტად ცხრა თვის თავზე შვილიც ეყოლა,უზომოდ ბედნიერი იყო და თავის დანაპირების შესასრულებლად გაემზადა,დაურეკა მძღოლს და უთხრა მანქანა გაამზადე უდაბნოში მივდივარო,მძღოლს ენდობოდა და უთხრა რომ თან 80 ათასი დოლარი მიჰქონდა...მძღოლი კი ბოროტ მოქმედებს შეეკრა და აცნობა რომ უდაბნოში მიმყავს უფროსი 80ათასი დოლარითო და გადაწყვიტეს დაყაჩაღება და მოკვლა.ასეც მოიქცნენ გზაზე დახვდნენ წაართვეს ფული და სიცოცხლეს გამოასალმეს,ჯერ თავი მოაჭრეს შემდეგ ხელები და მერე ფეხები და საბარგულში ჩატენეს.ამ დროს როცა წასვლა დააპირეს არცერთი მათი მანქანა არ ამუშავდა უბრალოდ ვერ ამუშავებდნენ,ამ დროს გზაზე მანქანამ გამოიარა და გაჩერებულებს დახმარება შესთავაზა,მაგრამ ბოროტ მოქმედებმა უხეში პასუხით გაისტუმრეს და მაშინ როცა მიდიოდა გამვლელი შეამჩნია რომ საბარგულზე სისხლი იყო და პოლიციას შეატყობინა,რამოდენიმე წუთსი პოლიციაც მოვიდა საბარგულის ახდა მოსთხოვეს და მაშინ როცა საბარგულს აღებდნენ იქიდან იმ კაცის ხმა შემოესმათ:არ გახსნათ დედა ღვთის მშობელი თავს მიკერავსო...ამის გამგონე ბოროტმოქმედებიდან 3 გაგიჟდა.მერე კი ააღეს საბარგული და იქიდან ხელ-ფეხ და თავ მიკერებული ცოცხალი კაცი გადმოვიდა.ამის შემდეგ მან მთელი თავისი ქონების 90%მონასტერს შესწირა.უფალმა კი მას მისიად მართლმადიდებლობის გავრცელება დააკისრა მაჰმადიანურ ქვეყნებში და დღესაც ტელევიზიით გამოდის და მართლმადიდებლობას ქადაგებს...


--------------------
"რასაც ასწავლი,იმ წესით უნდა ცხოვრობდე...სიტყვის და საქმის სხვადასხვაობისას შედეგი არასასურველი იქნება,ჯერ შენში უნდა დავანდეს ჭეშმარიტი მოძღვრება, რომ შემდეგ აღსაზრდელებს გადასცე იგი."

"სამშობლოს არვის წავართმევ
ნურც ნურვინ შეგვეცილება
თორემ ისეთ დღეს დავაყრით!!!
მკვდარსაც კი გაეცინება!!"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
S W A T
პოსტი Feb 20 2007, 08:49 PM
პოსტი #2


დაურეგისტრირებელი









აუჰ არ მჯერა და ვერც ვერასოდეს დავიჯეებ, როდის იყო ბიზნესმენი მძღოლას ეუბნებოდა 80 000 $ თან გქონდესო. ეს ხომ აფსურდია. და კიდევ რაც წერია ისიც მაგარი აფსურდია
Go to the top of the page
+Quote Post
T.L.
პოსტი Feb 20 2007, 08:53 PM
პოსტი #3


Вот бы мне крылья...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,950
რეგისტრ.: 1-September 06
მდებარ.: where the wild roses grow
წევრი № 134



ციტატა

ბიზნესმენი მძღოლას ეუბნებოდა 80 000 $ თან გქონდესო.

გქონდესო? blink.gif გქონდესო კიარა მომაქვსო უთხრა... huh.gif


--------------------
мне бы в небо...
-----------------------
სიკეთით სძლიე შენს მტერსა....
-------------------------------------------
უფრთხილდით საკუთარ აზრებს,რადგან ისინი ზეცაში ისმის...
---------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ubralod gio
პოსტი Feb 20 2007, 08:56 PM
პოსტი #4


giorgi
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,226
რეგისტრ.: 14-February 07
მდებარ.: saqartvelo,batumi
წევრი № 1,079



ციტატა
აუჰ არ მჯერა და ვერც ვერასოდეს დავიჯეებ, როდის იყო ბიზნესმენი მძღოლას ეუბნებოდა 80 000 $ თან გქონდესო. ეს ხომ აფსურდია. და კიდევ რაც წერია ისიც მაგარი აფსურდია

აჰა ესეიგი ზღაპრი დავწერე??ეგ ათონის მთიდან როცა ჩამოვიდნენ ბათუმის ეპარქიის მამები და მეუფე იმათმა ჩამოიტანეს ეს ამბავი და გაზეთებში ეწერა სხვათა სორის!!!

t.l.
ხო ზუსტად ეგრე წერიაsmile.gifგაიხარე შენ

S W A T
შენი პრობლემა ამ საკითხში ის არის რომ არც გჯერა და არც ყურადღებით წაგიკითხავს!


--------------------
"რასაც ასწავლი,იმ წესით უნდა ცხოვრობდე...სიტყვის და საქმის სხვადასხვაობისას შედეგი არასასურველი იქნება,ჯერ შენში უნდა დავანდეს ჭეშმარიტი მოძღვრება, რომ შემდეგ აღსაზრდელებს გადასცე იგი."

"სამშობლოს არვის წავართმევ
ნურც ნურვინ შეგვეცილება
თორემ ისეთ დღეს დავაყრით!!!
მკვდარსაც კი გაეცინება!!"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
missis_kartveli
პოსტი Feb 20 2007, 09:00 PM
პოსტი #5


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,142
რეგისტრ.: 14-December 06
მდებარ.: tbilisi
წევრი № 684



ubralod gio
ეს მაგარი ამბავია, მეც გამიგია

S W A T
შენ თუ გინდა ნუ დაიჯერებ, იქაურ პრესაში კი ეს იბეჭდებოდა, ვენამდეც მოაღწია ამ ამბავმა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ubralod gio
პოსტი Feb 20 2007, 09:03 PM
პოსტი #6


giorgi
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,226
რეგისტრ.: 14-February 07
მდებარ.: saqartvelo,batumi
წევრი № 1,079



miss_kartveli
გაიხარეsmile.gifდა შენც დაგვიწერე რა რაიმე სასწაული რაც გსმენია)


--------------------
"რასაც ასწავლი,იმ წესით უნდა ცხოვრობდე...სიტყვის და საქმის სხვადასხვაობისას შედეგი არასასურველი იქნება,ჯერ შენში უნდა დავანდეს ჭეშმარიტი მოძღვრება, რომ შემდეგ აღსაზრდელებს გადასცე იგი."

"სამშობლოს არვის წავართმევ
ნურც ნურვინ შეგვეცილება
თორემ ისეთ დღეს დავაყრით!!!
მკვდარსაც კი გაეცინება!!"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ubralod gio
პოსტი Feb 20 2007, 09:15 PM
პოსტი #7


giorgi
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,226
რეგისტრ.: 14-February 07
მდებარ.: saqartvelo,batumi
წევრი № 1,079




დაგვიწეერეთ რამე რა unsure.gif


--------------------
"რასაც ასწავლი,იმ წესით უნდა ცხოვრობდე...სიტყვის და საქმის სხვადასხვაობისას შედეგი არასასურველი იქნება,ჯერ შენში უნდა დავანდეს ჭეშმარიტი მოძღვრება, რომ შემდეგ აღსაზრდელებს გადასცე იგი."

"სამშობლოს არვის წავართმევ
ნურც ნურვინ შეგვეცილება
თორემ ისეთ დღეს დავაყრით!!!
მკვდარსაც კი გაეცინება!!"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზებედე
პოსტი Feb 20 2007, 09:36 PM
პოსტი #8


ზეციკეთი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,332
რეგისტრ.: 27-July 06
წევრი № 19



ციტატა(S W A T @ Feb 20 2007, 04:49 PM) *

აუჰ არ მჯერა და ვერც ვერასოდეს დავიჯეებ, როდის იყო ბიზნესმენი მძღოლას ეუბნებოდა 80 000 $ თან გქონდესო. ეს ხომ აფსურდია. და კიდევ რაც წერია ისიც მაგარი აფსურდია


მე მწამს რომ ღვთისთვის ყველაფერი შესაძლებელია...მაგრამ, დღეს გამოჩნდნენ ახალი მეზღაპრეები და მრავალ ცრუ სასწაულებსაც იბრალებენ თითქოს გამორჩეულები არიან და ა.შ. სიფრთხილე ნამდვილადაა საჭირო, ძნელია დღესდღეობით გაარჩიო რომელი სასწაულია ღვთისგან და რომელი ბოროტისგან, ასევე აფერისტებისგან smile.gif მუსულმანურ ქვეყნებში თითქმის ყველა ბიზნესმენი დაცვით დადის, მით უმეტეს კაცს 80 000 დოლარი მიგქონდეს უდაბნოში და...მე არც იმ წიგნის მჯერა სადაც გადმოცემულია კიბოთი გარდაცვლილი ქალის მკვდრეთით აღდგომა, ანუ თანამედროვე სასწაულების მოთხრობები, არ ვიცი, შეიძლება მართალია მაგრამ სიფრთხილეა საჭირო რომ ცდომილებაში არ ჩავვარდეთ...


--------------------
მზეო ამოდი, ამოდი
ნუ ეფარები გორასა
წიწილის თეთრი ბუმბული,
ველად გაჰქონდა ნიავსა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
S W A T
პოსტი Feb 20 2007, 10:01 PM
პოსტი #9


დაურეგისტრირებელი









გუჯა
ციტატა
მუსულმანურ ქვეყნებში თითქმის ყველა ბიზნესმენი დაცვით დადის, მით უმეტეს კაცს 80 000 დოლარი მიგქონდეს უდაბნოში და...

არა მარტო მუსულმანურში.
არა მანახეთ რა ბიზნესმენი რომელიც მძღოლს ურეკავს მანქანა გაამზადე უდაბნოშI მივდივართ და 80 000 $ მიმაქვსო.
ubralod gio
ციტატა
შენი პრობლემა ამ საკითხში ის არის რომ არც გჯერა და არც ყურადღებით წაგიკითხავს!

იმდენად აფსურდი იყო რომ არც დავაკვირდი. კარაგდ ვიცი ჩემი სპეციფიკიდან გამონდინარე როგორ ხდება ფულის და ბიზნესმენების გადაადგილება მითუმეტეს უდაბნოებსა და ტყე ღრეში.

მაგალითს მოგიყვანთ მესტიაში რომ ფული ადის 25 სწრაფი რეაგირიების რაზმელი აცილებს.
Go to the top of the page
+Quote Post
T.L.
პოსტი Feb 20 2007, 10:05 PM
პოსტი #10


Вот бы мне крылья...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,950
რეგისტრ.: 1-September 06
მდებარ.: where the wild roses grow
წევრი № 134



ციტატა

მანახეთ რა ბიზნესმენი რომელიც მძღოლს ურეკავს მანქანა გაამზადე უდაბნოშI მივდივართ და 80 000 $ მიმაქვსო.

დავიჯერე ეგრე შორს ხარ ნდობიდან რომ ეს შენთვის წარმოუდგენელია... თუ ასეა ეჭვი მაქვს ცუდ წრეში ტრიალებ... huh.gif ანუ ისეთ ხალხში ვისაც ვერ ენდობი huh.gif


--------------------
мне бы в небо...
-----------------------
სიკეთით სძლიე შენს მტერსა....
-------------------------------------------
უფრთხილდით საკუთარ აზრებს,რადგან ისინი ზეცაში ისმის...
---------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
S W A T
პოსტი Feb 20 2007, 10:06 PM
პოსტი #11


დაურეგისტრირებელი









t.l.
ციტატა
დავიჯერე ეგრე შორს ხარ ნდობიდან რომ ეს შენთვის წარმოუდგენელია... თუ ასეა ეჭვი მაქვს ცუდ წრეში ტრიალებ... ანუ ისეთ ხალხში ვისაც ვერ ენდობი

მე არავის ვენდობი ბოლომდე საკუთარი თავის გარდა
Go to the top of the page
+Quote Post
თათი87
პოსტი Feb 20 2007, 10:32 PM
პოსტი #12


თამარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,290
რეგისტრ.: 13-January 07
მდებარ.: sul axlos
წევრი № 852



ეს სასწაული სადღაც კიდევ მაქვს წაკითხული მგონი თუ არ ვცდები www.orthodox.ge-ზე იყო!
ისე თავის დროზე ყველა სასწაული თანამედროვე არ იყო? თუ მარტო 21 საუკუნეში შემოვიდა თანამედროვეობის ცნება ?!


--------------------
- ცოდვილთა შორის უცოდვილესი მე ვარ!




დე, ასე იყოს! შენში მიყვარს მე ის არსება,
ვისაც განგებამ განუწესა ჩემთან მსგავსება.



მაუწყე მე, უფალო, რომელი გზით ვიარო
ფსალმ. 142,8
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ubralod gio
პოსტი Feb 20 2007, 10:33 PM
პოსტი #13


giorgi
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,226
რეგისტრ.: 14-February 07
მდებარ.: saqartvelo,batumi
წევრი № 1,079



S W A T
რა არის დაუჯერებელი?ის კაცი ფულის დასამალად კიარა წასულა!ის ფულის შესაწირად მიდიოდა!
ეეეხ ძამიკო კაცი რომელიც არავის ენდობა დავთანხმები ტ.ლ-ს და ცოდოა!!!
გამოდის შენ არც ქრისტეს მკვდრეთით აღდგომისა გჯერა?!!


--------------------
"რასაც ასწავლი,იმ წესით უნდა ცხოვრობდე...სიტყვის და საქმის სხვადასხვაობისას შედეგი არასასურველი იქნება,ჯერ შენში უნდა დავანდეს ჭეშმარიტი მოძღვრება, რომ შემდეგ აღსაზრდელებს გადასცე იგი."

"სამშობლოს არვის წავართმევ
ნურც ნურვინ შეგვეცილება
თორემ ისეთ დღეს დავაყრით!!!
მკვდარსაც კი გაეცინება!!"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
missis_kartveli
პოსტი Feb 20 2007, 10:33 PM
პოსტი #14


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,142
რეგისტრ.: 14-December 06
მდებარ.: tbilisi
წევრი № 684



ციტატა(გუჯა @ Feb 20 2007, 09:36 PM) *

მე მწამს რომ ღვთისთვის ყველაფერი შესაძლებელია...მაგრამ, დღეს გამოჩნდნენ ახალი მეზღაპრეები და მრავალ ცრუ სასწაულებსაც იბრალებენ თითქოს გამორჩეულები არიან და ა.შ. სიფრთხილე ნამდვილადაა საჭირო, ძნელია დღესდღეობით გაარჩიო რომელი სასწაულია ღვთისგან და რომელი ბოროტისგან, ასევე აფერისტებისგან smile.gif მუსულმანურ ქვეყნებში თითქმის ყველა ბიზნესმენი დაცვით დადის, მით უმეტეს კაცს 80 000 დოლარი მიგქონდეს უდაბნოში და...მე არც იმ წიგნის მჯერა სადაც გადმოცემულია კიბოთი გარდაცვლილი ქალის მკვდრეთით აღდგომა, ანუ თანამედროვე სასწაულების მოთხრობები, არ ვიცი, შეიძლება მართალია მაგრამ სიფრთხილეა საჭირო რომ ცდომილებაში არ ჩავვარდეთ...


არ გჯერა კიბოთო გარდაცვლილი ქალის ამბავი? ჩემი იდი ბებიაც მოკვდა და გასვენების დღეს გაცოცხლდა. ბებია მიყებოდა ამ ამბავს
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
T.L.
პოსტი Feb 20 2007, 10:33 PM
პოსტი #15


Вот бы мне крылья...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,950
რეგისტრ.: 1-September 06
მდებარ.: where the wild roses grow
წევრი № 134



ციტატა

იმედია არგუმენტიც გექნება, რახან ასე გიქრობ biggrin.gif

რაღა არგუმენტი გინდა მითითება არ იკმარე ზემოთ აიხედეო და გადმომიკოპირე კიეც biggrin.gif laugh.gif


--------------------
мне бы в небо...
-----------------------
სიკეთით სძლიე შენს მტერსა....
-------------------------------------------
უფრთხილდით საკუთარ აზრებს,რადგან ისინი ზეცაში ისმის...
---------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზებედე
პოსტი Feb 20 2007, 10:34 PM
პოსტი #16


ზეციკეთი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,332
რეგისტრ.: 27-July 06
წევრი № 19



ხალხნო, უფალი და ღვთისმშობელი სასწაულებს 80 000 $-ზე არ აღასრულებს (მომიტევოს უფალმა), წმ. იოაკიმეს და ანას, აბრაამს და სარას არ ჰქონიათ ამდენი დოლარები, მათ ჰქონდათ სასოება და რწმენა ღვთისა...
უფალი შეიწირავდა რა თქმა უნდა ასეთ დიდ ძღვენს მონასტრის ასაღორძინებლად, მაგრამ მუსულმანის ეს შეპირება ვერ გავიგე თუ შეეძინებოდა მერე რატომ შესწირავდა smile.gif მანამდე რომ შეეწირა არ შეიძლებოდა? მაგრამ არ ჰქონდა ბოლომდე ამის რწმენა, და უფალი სასწაულებს დიდი ფულის გამო არამგონია აღასრულებდეს biggrin.gif
უამრავი სასწაული ხდება მართლმადიდებლურ სამყაროში, ამაზე დიდი სასწაულებიც, მაგრამ წმ. მამები გვაფრთხილებენ სიზმრებზე და სასწაულებზე რომ ფრთხილად ვიყოთ...შეიძლება ესეც ღვთის სასწაულია, მაგრამ დაველოდოთ მოვლენებს, აღიარებს თუ არა ამას ეკლესია როგორც ღვთის სასწაულს, და არა მუსულმანის 80 000 $ სასწაულ ზღაპარს smile.gif


--------------------
მზეო ამოდი, ამოდი
ნუ ეფარები გორასა
წიწილის თეთრი ბუმბული,
ველად გაჰქონდა ნიავსა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
T.L.
პოსტი Feb 20 2007, 10:35 PM
პოსტი #17


Вот бы мне крылья...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,950
რეგისტრ.: 1-September 06
მდებარ.: where the wild roses grow
წევრი № 134



ციტატა

გამოდის შენ არც ქრისტეს მკვდრეთით აღდგომისა გჯერა?!!

ეუფ blink.gif ეგ რა კითხე ?huh.gif


--------------------
мне бы в небо...
-----------------------
სიკეთით სძლიე შენს მტერსა....
-------------------------------------------
უფრთხილდით საკუთარ აზრებს,რადგან ისინი ზეცაში ისმის...
---------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
missis_kartveli
პოსტი Feb 20 2007, 10:36 PM
პოსტი #18


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,142
რეგისტრ.: 14-December 06
მდებარ.: tbilisi
წევრი № 684



გუჯა
ღმერთმა ეს სასწაული ფულის გმო კი არ მოახდინა, არამედ იმ მუსულმანი ცოლ-ქმრის მოსაქცევად, განა ამას მიხვედრა უნდა?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Feb 20 2007, 10:39 PM
პოსტი #19


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ოფიციალური ვერსია

ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სასწაული სირიაში
2004 წლის დეკემბერში დამასკო და საუდის არაბეთი სასწაულებმა შეძრეს
მოგვითხრობს ბეცახურის მონასტრის იღუმენი ეგნატე (მაცხოვრის საფლავის საძმო)

2004 წლის დეკემბერში ერთმა არაბმა, საუდის არაბეთიდან, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს თავისი სასწაულებრივი გადარჩენის ამაღელვებელი ისტორია მოუთხრო (გადაიცა საუდის არაბეთში, პალეტინაში და ყველა მეზობელ ქვეყანაში ტელევიზიით, რადიოთი, დაიბეჭდა ჟურნალ-გაზეთებში, განთავსდა ინტერნეტში არაბულ ენაზე).

ეს არაბი რამდენიმე წლის წინ დაქორწინდა ერთ მდიდარ ქალზე, რომელიც უშვილო აღმოჩნდა. წლები გადიოდა, მაგრამ ცოლ-ქმარს შვილი არ უჩნდებოდა. მთელს საუდის არაბეთში ბევრ ექიმს მიმართეს, მაგრამ უშედეგოდ. ვაჟს მშობლები კიდევ ერთი ცოლის შერთვას ურჩევდნენ, რადგან მამაკაცს მათი კანონი ოთხი ცოლის ყოლის უფლებას აძლევდა. არაბმა, ძალზე გადაღლილმა და გულგატეხილმა, ცოლთან ერთად მეზობელ სირიაში დასასვენებლად და გულის გადასაყოლებლად წასვლა გადაწყვიტა. დამასკოში მათ იქირავეს ლიმუზინი, მძღოლი გიდობდა კიდეც. მას სთხოვეს, რომ სირიის ღირსშესანიშნაობები ეჩვენებინა. მძღოლმა ცოლ-ქმრის მოწყენილი და დარდიანი სახეები შენიშნა და ჰკითხა - მისი მომსახურებით ხომ არ იყვნენ უკმაყოფილონი. მაშინ მათ თავიანთი პრობლემის - უშვილობის შესახებ უამბეს. ამის გაგონებისას მუსულმანმა მძღოლმა უთხრა, რომ აქ, სირიაში, მართლმადიდებელ ქრისტიანებს აქვთ „სეინდანაღიას“ (არაბულად ნიშნავს - ქალწულ დედოფალს) სახელობის მონასტერი, სადაც ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატს მორწმუნეები შვილის გაჩენას ევედრებიან. მონასტერში მათ აძლევენ ფითილს ამ სასწაულმოქმედი ხატის კანდელიდან და მაშინ, ქრისტიანების „მარია“, მათივე რწმენისა და მისწრაფების შესაბამისად პასუხობს. არაბმა და მისმა ცოლმა მძღოლს „ქრისტიანების ქალწულთან“ წაყვანა მოთხოვეს და თან აღუთქვეს, რომ თუკი ნატვრა აუხდებოდათ, მძღოლს 20000 დოლარს მისცემდნენ, ხოლო მონასტერს 80000 დოლარს შესწირავდნენ.

მივიდნენ მონასტერში და ყველაფერი ისე გააკეთეს, როგორც მონაზვნებმა აუხსნეს. სახლში დაბრუნების შემდეგ ქალი დაორსულდა და ლამაზი და ჯანსაღი ბიჭი გააჩინა. მაშინვე, როგორც კი მეუღლემ იმშობიარა, არაბმა აღთქმის შესრულება გადაწყვიტა და სირიელ მძღოლს დაურეკა, რათა მას დამასკოს აეროპორტში დახვედროდა და მონასტერში წაეყვანა. მძღოლმა, შეტყობინებისთანავე, ბოროტი საქმე ჩაიფიქრა და თავის ორ თანამზრახველთან ერთად არაბის მოკვლა და გაძარცვა გადაწყვიტა, რადგანაც იცოდა, რომ მას მონასტრისთვის განკუთვნილი 80000 დოლარიც თან ექნებოდა. მართლაც ასე მოხდა. არაბს აეროპორტში დახვდნენ, მონასტრის ნაცვლად უკაცრიელ ადგილას წაიყვანეს და მოკლეს, შემდეგ კი მისი სხეული დაანაწევრეს: მოკვეთეს თავი, ხელები, ფეხები და მანქანის საბარგულში ჩააწყვეს, სხვა უკაცრიელ ადგილზე რომ დაემარხათ. გამოვიდნენ ცენტრალურ გზაზე, მაგრამ უეცრად ლიმუზინის ძრავა ჩაქრა და ისინიც მანქანიდან გადმოვიდნენ. ერთმა გამვლელმა მძღოლმა მანქანა გააჩერა, რომ მათთვის დახმარება გაეწია, მაგრამ ბოროტმოქმედებმა, იმის შიშით, რომ დანაშაული არ გამჟღავნებულიყო, ანიშნეს, რომ დახმარებას არ საჭიროებდნენ. თუმცა მძღოლმა საბარგულიდან ჩამოღვენთილი სისხლის წვეთები შეამჩნია და პოლიციას აუწყა. პოლიციაც თითქმის ხუთ წუთში ადგილზე გაჩნდა და ბოროტმოქმედებს საბარგულის გახსნა მოთხოვა. აკანკალებულმა მძღოლმა ახადა საბარგული და იქიდან სრულიად საღსალამათი არაბი გადმოვიდა. მანქანის საბარგული სისხლით იყო სავსე. ხოლო არაბს კისერზე და კიდურებზე ნაკერების კვალი ემჩნეოდა. გადმოსვლისთანავე არაბმა ყველას აჩვენა ნაჭრილობევის კვალი კისერზე და უთხრა: „...ახალგაზრდა ქალმა, რომელმაც მითხრა, რომ ყოვლადწმიდა ღვთისმშობელია - სხეულის ნაწილები მიმიკერა“. ლიმუზინის მძღოლს და მის თანამზრახველებს ენა მუცელში ჩაუვარდათ, თვალებს არ უჯერებდნენ, ჭკუიდან შეიშალნენ და ყვიროდნენ: „...ჩვენ მოგკალით, ჩვენ აგკუწეთ, თავი მოგაჭერით და ეს შენა ხარ? შენ ადამიანი არა ხარ?“. პოლიციამ მათ ხელბორკილები დაადო და ფსიქიატრიულ საავადმყოფოში წაიყვანა. თავად არაბი კი საავადმყოფოში წაიყვანეს, სადაც ექიმებმა და მეცნიერებმა წერილობით დაადასტურეს ეს ბრწყინვალე სასწაული. თვალნათლივ ჩანდა ძაფისა და გაკერვის კვალი. არაბი საქვეყნოდ, საინფორმაციო საშუალებებში აღიარებდა: რომ „ყოვლადწმიდამ გამიკერა სხეული და აღმადგინა მისი ძის ძალით“, თან აღნიშნავდა, რომ მართლმადიდებლურად მონათვლის დიდი სურვილი აქვს.

ამ სასწაულის შესახებ სირიის საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებას ხალხში უდიდესი გამოხმაურება მოჰყვა.

მკვდრეთით აღდგენილმა არაბმა ტელეფონით შეატყობინა თავის მეგობრებსა და ნათესავებს, რათა სირიაში ჩასულიყვნენ და ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისადმი მადლიერება გამოეხატათ. მართლაც, ყველანი ჩავიდნენ და არაბმა მადლიერების ნიშნად მონასტერს არა 80000, არამედ 800000 დოლარი შესწირა. დღეს იგი თავად უყვება ყველას ამ სასწაულის შესახებ და თხრობას ასე იწყებს: „...როდესაც მე მუსულმანი ვიყავი, ეს ამბავი შემემთხვა და მას შემდეგ არც მე და არც ჩემი ოჯახი მუსულმანები აღარა ვართ...“

ამ ფაქტმა არა მხოლოდ არაბეთის მუსულმანური ქვეყნები, არამედ მთელი ახლო აღმოსავლეთი შეძრა და ხალხის მღელვარება და გაოცება გამოიწვია. თუმცა, მიუხედავად ამისა, მუსულმანი რელიგიური ლიდერები ამ სასწაულის უარყოფასა და დაკნინებას შეეცადნენ, რათა მარადცოცხალი იესო ქრისტეს ეკლესიაში მუსულმანების მასობრივი გადასვლა თავიდან აეცილებინათ.

ინტერნეტჟურნალი „ი ორთოდოქია სტინ ელლადა კაი ტონ კოსმო“
3 აგვისტო, 2005 წელი.
ახალბერძნულიდან თარგმნა ზურაბ ალასანიამ
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“, № 31, 2005


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ubralod gio
პოსტი Feb 20 2007, 10:43 PM
პოსტი #20


giorgi
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,226
რეგისტრ.: 14-February 07
მდებარ.: saqartvelo,batumi
წევრი № 1,079



გუჯა
ციტატა
დაველოდოთ მოვლენებს, აღიარებს თუ არა ამას ეკლესია როგორც ღვთის სასწაულს, და არა მუსულმანის 80 000 $ სასწაულ ზღაპარს

ეგ ვერ გავიგე???!!მე ვთქვი რომ უფალმა 80 ათას დოლარზე აღავლინა სასწაული?!!ნუ გადამრევთ ხალხო რა!!!ნუთუ სუ არ უკვირდებით???სასწაული ფულის გამო კიარ მოხდა არამედ იმის გამო რომ უფლის ნება იყო ეს!
და გჭირდება გარანტია სასულიერო პირებისგან?მაშინ კარგი ბატონო მინიმუმ სასულიერო პირებს გეტყვი ბათუმისა და სხალთის ეპარქიის ყველა მამა და დიაკონი თვით ეპისკოპოს დიმიტრის თანხლებით!ეგ თუ არ გაკმაყოფილებს მე ვერ დაგაძალებ

მნათე
შენ გაიხარე ძმაო რაsmile.gifერთი კაცი ძვლივს აღმოვაჩინე ვინაც იწამაsmile.gif


--------------------
"რასაც ასწავლი,იმ წესით უნდა ცხოვრობდე...სიტყვის და საქმის სხვადასხვაობისას შედეგი არასასურველი იქნება,ჯერ შენში უნდა დავანდეს ჭეშმარიტი მოძღვრება, რომ შემდეგ აღსაზრდელებს გადასცე იგი."

"სამშობლოს არვის წავართმევ
ნურც ნურვინ შეგვეცილება
თორემ ისეთ დღეს დავაყრით!!!
მკვდარსაც კი გაეცინება!!"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

10 გვერდი V  1 2 3 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 23rd April 2024 - 09:07 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი