თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ზოგადი რელიგიური საუბრები და სიახლენი _ მკრეხელობა

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 10 2024, 08:56 PM

„ჩადენილი იქნა მძიმე ცოდვა, შეურაცხყვეს ნეტარი დედა მატრონა მოსკოველის ხატი - ვევედროთ დედა მატრონას, ქართველებს ეს მკრეხელობა აპატიოს“ – მეუფე სპირიდონი

„ჩადენილი იქნა ძალზედ მძიმე ცოდვა, შეურაცხყვეს მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ აღიარებული დიდი წმინდანის, დიდი სასწაულთმოქმედის, ნეტარი დედა მატრონა მოსკოველის ხატი“, – წერს სოციალურ ქსელში სხალთის მთავარეპისკოპოსი, მეუფე სპირიდონი.

აღნიშნულით იგი სამების საკათედრო ტაძარში მომხდარ ფაქტს ეხმაურება და წერს, რომ „ეს მკრეხელობა ცხადია ეშმაკის, ბელზებელის ნამოქმედარია“

ხატს, რომელზეც სტალინია გამოსახული საღებავი შეასხეს

„ეს მკრეხელობა ცხადია ეშმაკის, ბელზებელის ნამოქმედარია, რომელიც შემსრულებლად იყენებს ეკლესიის მიმართ მტრულად განწყობილ, მისგანვე გონებაწართმეულ ადამიანებს.

„გადაწყვეტილება მიღებულია ტაძარში დაძაბულობის თავიდან ასაცილებლად“ – დღეს და ხვალ სამებაში ჟურნალისტები აკრედიტაციის გარეშე ვერ შევლენ
უფალი ბრძანებს, რომ ბოროტება ლოცვით და მარხვით განიდევნება.

ვევედროთ დედა მატრონას, ქართველებს აპატიოს ეს მკრეხელობა და, რომ დედა მატრონამ დაიცვას და დაიფაროს სრულიად საქართველო ყოველგვარი განსაცდელისა და ყოველი ხილული და უხილავი მტრებისაგან და გაამთლიანოს და გადაარჩინინოს საქართველო“. – წერს სხალთის მთავარეპისკოპოსი სპირიდონი.


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 11 2024, 12:39 PM

"წმიდაო დედაო, მატრონა, მოგვიტევე უგუნურებაი და უღმრთოებაი გულისა ჩვენისაი, მოგვიტევე სულიერი სიბრმავე, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის"

/პოეტი ლელა გაბური/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 11 2024, 09:01 PM

"როგორც დეკანოზმა შალვა კეკელიამ შენიშნა - თუ სტალინის სურათს აპროტესტებდა ეს საკუთარი თავის მტერი პერსონაჟი ნატა ფერაძე, სტალინის სურათს რატომ არ მიასხა საღებავი? დააკვირდით, სამივე შესხმული პირდაპირ წმიდა დედა მატრონას ძირითად ხატზეა.
ეს ყოველივე ადასტურებს, რომ საქმე გვაქვს გამიზმულ ხატმებრძოლობასთან და ეს ადამიანი შეგნებული ღვთისმბრძოლია. როგორც ერთერთ წინა პოსტში ავღნიშნე, სტალინის ფრაგმენტული სურათი მხოლოდ თითიდან გამოწოვილი მიზეზი იყო, რათა მათ თავისი სიძულვილი ამოენთხიათ ქრისტიანული სიწმიდეების მიმართ.
თუ ამ ადამიანებს ეს შერჩათ და 500 ლარი ჯარიმით შემოიფარგლნენ, ამის შემდეგ მეტ მკრეხელობას და შემოტევებს უნდა ველოდოთ მათგან. ამიტომ მათი ეს ზღვარს გადასული მკრეხელობა ყველა ღვთივდაშვებული მეთოდით უნდა იქნას აღკვეთილი.
როგორც წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველი გვმოძღვრავს: „როცა საქმე აშკარა უკეთურებასთან გვაქვს, მაშინ ცეცხლსა და მახვილსაც არ უნდა ვჰრიდით, არც დროისა და ხელმწიფეთა მოთხოვნებს დავემორჩილოთ“.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 31 2024, 05:02 PM

მკრეხელის შესახებ

"ერთი ოქრომჭედელი თავის სახელოსნოში იჯდა და მუშაობისას წამდაუწუმ ღმერთს ახსენებდა: ხან დასაფიცებლად, ხან როგორც საყვარელ სიტყვას. მავანი მლოცველი ამ დროს წმინდა ადგილებიდან ბრუნდებოდა, სახელოსნოს გვერდზე ჩაიარა, გაიგონა ოქრომჭედლის სიტყვები და სულით აღშფოთდა. დაუძახა იუველირს, რომ გარეთ გამოსულიყო, ხოლო როცა ის გამოვიდა, მომლოცველი კუთხეში დაიმალა. ოქრომჭედელმა ვერავინ დაინახა და უკან შებრუნდა. მომლოცველმა ისევ დაუძახა. ასე განმეორდა სამჯერ. მეოთხედ, როცა მკრეხელი იუველირი გაავებული გამოვარდა გარეთ, იქ მდუმარედ მდგომი მომლოცველი დახვდა. იუველირი ყვირილით გაექანა მისკენ:

- რატომ მეძახხი ტყუილად? ეს რა ხუმრობაა! მე ყელამდე საქმე მაქვვს!

მომლოცველმა მშვიდად მიუგო:

- ჭეშმარიტად, უფალ ღმერთს შენზე მეტი საქმე აქვს, მაგრამ შენ მას გაცილებით მეტჯერ ახსენებ, ვიდრე მე შენ დაგიძახე. ვინ უნდა გაღიზიანდეს უფრო მეტად - შენ თუ ღმერთი?

შერცხვენილი იუველირი სახელოსნოში დაბრუნდა და მას შემდეგ ენა ყოველთვის კბილებით ეჭირა".

/წმ. ნიკოლოზ სერბი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 11 2024, 09:39 PM

"ასევე აღვნიშნავთ, რომ საეკლესიო სწავლების მიხედვით, სიწმინდეთა შეურაცხყოფა წარმოადგენს ერთ-ერთ უმძიმეს ცოდვას - მკრეხელობას, რომლის ჩამდენ პირსაც სინანულის საჯაროდ გამოთქმამდე ყოველგვარ საეკლესიო ღვთისმსახურებაში თანაზიარება ეკრძალება".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 12 2024, 07:22 PM

"ამიტომ დღეს ვთხოვოთ უფალს, შეგვეწიოს, რომ გამოვსწორდეთ ამ ახალ წელს, აღარ ვცოდოთ და ვიცხოვროთ უფლისთვის სათნო ცხოვრებით და ჩვენი ხალხიც სულიერად უფრო ამაღლდეს, რომ აღარ განმეორდეს ჩვენში ისეთი მძიმე ცოდვა, ისეთი შეურაცხყოფა სიწმინდისა და მკრეხელობა, რომელიც ჩვენ რამდენიმე დღის წინ ვიხილეთ ამ წმინდა ტაძარში"

/მიტროპლიტი შიო (მუჯირი)/


უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)