ეთნოფილეტიზმი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ეთნოფილეტიზმი |
მნათე |
Feb 9 2007, 02:04 AM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
ჩვენ უკუვაგდებთ და ვგმობთ ეთნიკურ დაყოფას, ე.ი. ეთნიკურ განსხვავებებს! ხალხთა შორის ცილობასა და უთანხმოებას ქრისტეს ეკლესიაში, როგორც სახარების სწავლებისა და ჩვენი ნეტარი მამების კანონების საწინააღმდეგოს, რომლებზეც დამყარებულია ეკლესია.
მათ, ვინც ღებულობენ ასეთ დაყოფას ტომებად და ბედავენ მასზე აქამდე არნახული ტომობრივი შესაკრებლების დამყარებას, წმიდა კანონთა თანახმად ვაცხადებთ უცხოდ ერთი წმიდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიისა და ჭეშმარიტ სქიზმატებად! კონსტანტინეპოლის 1872 წ. განჩინებიდან ნაწყვეტი აღმოსავლეთის ყველა პატრიარქი იქ იყო, იერუსალიმის გარდა... -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
ზებედე |
Feb 9 2007, 02:27 AM
პოსტი
#2
|
ზეციკეთი ჯგუფი: Members პოსტები: 4,332 რეგისტრ.: 27-July 06 წევრი № 19 |
მნათე
ლევან, ვიცი ამით რისი თქმაც გინდა, იქნებ დააკონკრეტო? -------------------- მზეო ამოდი, ამოდი ნუ ეფარები გორასა წიწილის თეთრი ბუმბული, ველად გაჰქონდა ნიავსა |
კანონისტი |
Feb 9 2007, 02:55 AM
პოსტი
#3
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
ციტატა ჩვენ უკუვაგდებთ და ვგმობთ ეთნიკურ დაყოფას, ე.ი. ეთნიკურ განსხვავებებს! ხალხთა შორის ცილობასა და უთანხმოებას ქრისტეს ეკლესიაში, როგორც სახარების სწავლებისა და ჩვენი ნეტარი მამების კანონების საწინააღმდეგოს, რომლებზეც დამყარებულია ეკლესია. მეც უარვყოფ და უკუვაგდებ ცილობასა და უთანხმოებას ქრისტეს ეკლესიაში მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მე ვარ ბელორუსი ან მაკედონიელი, და რომ მე თბილისი და მინსკი ერთნაირად უნდა მიყვარდეს რამდენადაც უფალმა დაყო ადამიანები ხალხებად მისი გაერთიანების წინააღმდეგ წასვლის მცდელობაც კი არის უფლის ნების წინააღმდეგ გალაშქრება და კიდევ: განმარტე, შეეშალა თუ არა საქართველოს ეკლესიის წმ. სინოდს (უფალო, მომიტევე ეს მკრეხელობა), როდესაც წმ. ილია მართალი, წმ. ექვთიმე ღვთისკაცი, წმ. ცოტნე აღმსარებელი წმიდათა დასში შერაცხა სამშობლოსათვის თავდადების გამო?? -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
ზებედე |
Feb 9 2007, 03:20 AM
პოსტი
#4
|
ზეციკეთი ჯგუფი: Members პოსტები: 4,332 რეგისტრ.: 27-July 06 წევრი № 19 |
მეც უარვყოფ და უკუვაგდებ ცილობასა და უთანხმოებას ქრისტეს ეკლესიაში მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მე ვარ ბელორუსი ან მაკედონიელი, და რომ მე თბილისი და მინსკი ერთნაირად უნდა მიყვარდეს რამდენადაც უფალმა დაყო ადამიანები ხალხებად მისი გაერთიანების წინააღმდეგ წასვლის მცდელობაც კი არის უფლის ნების წინააღმდეგ გალაშქრება მაგრამ ქრისტეში ხომ ერთია ბერძენი ქართველი რუსი ესპანელი... -------------------- მზეო ამოდი, ამოდი ნუ ეფარები გორასა წიწილის თეთრი ბუმბული, ველად გაჰქონდა ნიავსა |
კანონისტი |
Feb 9 2007, 11:46 AM
პოსტი
#5
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
გუჯა
ციტატა მაგრამ ქრისტეში ხომ ერთია ბერძენი ქართველი რუსი ესპანელი... ერთია და არა ერთიდაიგივე ქართველი იმიტომ არის ქართველი, რომ ის რუსი არაა. ეს არანაირად არ ნიშნავს იმას, რომ რომელიმე მათგანს უპირატესობა ან ნაკლი აქვს მეორესთან შედარებით. ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ქართველი და რუსი ერთიდაიგივე არ არის. შესაბამისად, როგორც ცალკეულ პიროვნებას, ისე ერსაც აქვს თავისი ჯვარი, რომელიც უნდა ზიდოს მან და ამ ჯვრის ზიდვაში მონაწილეობას შეგვიძლია ვუწოდოთ პატრიოტიზმი. სწორედ ამიტომაა, რომ კანონიზაციის 8-დან ერთ-ერთი საფუძველი არის დიდი დამსახურება ერის წინაშე (!) ეროვნება განა ცხონებასთან არის კავშირში? ადამიანთა მოდგმას ორი სქესი არ აქვს? განა მამაკაცი და ქალი ერთი არაა უფლის წინაშე? მაგრამ ერთიდაიგივე ხომ არ არის?? ისეა ესეც.... -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
გლახა |
Feb 9 2007, 12:46 PM
პოსტი
#6
|
-------- ჯგუფი: Members პოსტები: 4,345 რეგისტრ.: 24-July 06 წევრი № 12 |
კანონისტი
ციტატა ერთია და არა ერთიდაიგივე აუ კარგი რაააა....კანონისტ.... საიდან იგონებ ხოლმე ასეთ რამეებს...ადრე ეძიკამ იცოდა ეგეთი ლაპარაკი...ალიევზე თქვა ერთხელ მძიმედ არის და თან კარგად არისო... ციტატა განმარტე, შეეშალა თუ არა საქართველოს ეკლესიის წმ. სინოდს (უფალო, მომიტევე ეს მკრეხელობა), როდესაც წმ. ილია მართალი, წმ. ექვთიმე ღვთისკაცი, წმ. ცოტნე აღმსარებელი წმიდათა დასში შერაცხა სამშობლოსათვის თავდადების გამო?? საინტერესო შეკითხვაა.... წმინდანებზე ლოცულობენ ხომ და სთხოვენ კიდეც... შეიძლება თუ არა ილია ჭავჭავაძეზე ილოცო ან დახმარება სთხოვო? |
კანონისტი |
Feb 9 2007, 01:30 PM
პოსტი
#7
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
გლახა
ციტატა აუ კარგი რაააა....კანონისტ.... საიდან იგონებ ხოლმე ასეთ რამეებს... ეს არის ელემენტარული სამეცნიერო ტერმინი. არ უნდა ამას დიდი ფილოსოფია შენ ხომ გყავს მეგობრები. ისინი გიყვარს ერთნაირად, ანუ ერთია შენთვის ისინი, ვერცერთს ვერ დააყენებ წინ, ვერ მიანიჭებ უპირატესობას, მაგრამ ერთიდაიგივე ხომ არ არის? სხვადასხვა ადამიანებია ბოდიში, თუ ბუნდოვანება შემოვიტანე, მეგონა გასაგებად ვთქვი ციტატა შეიძლება თუ არა ილია ჭავჭავაძეზე ილოცო ან დახმარება სთხოვო? თავისთავად. მართლმადიდებლებს გვაქვს მისი ხატი, და ვლოცულობთ მის წინაშე, რომ მეოხ გვეყოს უფლის წინაშე არსებობს ილია მართლის დაუჯდომელი, პარაკლისი და სხვა ლოცვები -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
გლახა |
Feb 9 2007, 01:39 PM
პოსტი
#8
|
-------- ჯგუფი: Members პოსტები: 4,345 რეგისტრ.: 24-July 06 წევრი № 12 |
კანონისტი
ციტატა შენ ხომ გყავს მეგობრები. ისინი გიყვარს ერთნაირად, ანუ ერთია შენთვის ისინი, ვერცერთს ვერ დააყენებ წინ, ვერ მიანიჭებ უპირატესობას, მაგრამ ერთიდაიგივე ხომ არ არის? სხვადასხვა ადამიანებია მე ღმერთი არა ვარ...აი ეს ყველაზე დიდი განსხვავება ჩემო ბატონო... ციტატა ციტატა შეიძლება თუ არა ილია ჭავჭავაძეზე ილოცო ან დახმარება სთხოვო? თავისთავად. მართლმადიდებლებს გვაქვს მისი ხატი, და ვლოცულობთ მის წინაშე, რომ მეოხ გვეყოს უფლის წინაშე არსებობს ილია მართლის დაუჯდომელი, პარაკლისი და სხვა ლოცვები მაპატიეთ ილია ჭავჭავაძე ჩემი საყვარელი მწერალია, მაგრამ ღმერთმა დამიფაროს მას ვთხოვო ღმერთთან მიშუამდგომლოს... შუამდგომელი ერთია! იესო მაცხოვარი! ჰო და ამინ! "სხვაში არავისში არ არსებობს ხსნა, არც არის ცის ქვეშ ხალხისათვის მიცემული სხვა სახელი, რომლითაც გადავრჩებით." საქმე მოციქულთა 4:12 |
მარიამი |
Feb 9 2007, 01:41 PM
პოსტი
#9
|
+ + + ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 |
გლახა
აქ მართლმადიდებლური ფორუმი რომაა, ხომ არ გავიწყდება ხოლმე ხანდახან? ჩვენ წმინდანთა შუამდგომლობას ვაღიარებთ, ასე რომ, ეგეთები შეგიძლია აქ არ დაწერო... მაინც არავინ დაგიჯერებს. ან ცალკე თემა გახსენი წმინდანებთან დაკავშირებით და იქ ვიმსჯელოთ -------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
კანონისტი |
Feb 9 2007, 01:47 PM
პოსტი
#10
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
გლახა
ციტატა მე ღმერთი არა ვარ...აი ეს ყველაზე დიდი განსხვავება ჩემო ბატონო.. ჰმ, გასაკვირია პირდაპირ... მეც მაგას არ ვამტკიცებ, რომ რადგან ადამიანი უფალი არ არის, ის ვერ შეიყვარებს გადამთიელს თავისი თანამემამულესავით, ვერასდროს! ამიტომ იმის მკტიცება რომ თურმე ყველა ერთნაირად გვიყვარს და უნდა გვიყვარდეს ნიშნავს ხიბლს ციტატა მაპატიეთ ილია ჭავჭავაძე ჩემი საყვარელი მწერალია, მაგრამ ღმერთმა დამიფაროს მას ვთხოვო ღმერთთან მიშუამდგომლოს... შუამდგომელი ერთია! იესო მაცხოვარი! ჰო და ამინ! შუამდგომელი ღვთის წინაშე იესო მაცხოვარიაოოო? აბა ძე ღვთისა ვინ არის? თუ იქნებ ქრისტე მაცხოვარს ღმერთად აღარც თვლი?... -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
გლახა |
Feb 9 2007, 01:49 PM
პოსტი
#11
|
-------- ჯგუფი: Members პოსტები: 4,345 რეგისტრ.: 24-July 06 წევრი № 12 |
მარიამი
როგორ გამიხარდება ხოლმე ხალხს რომ შევაფუცხუნებ ჰაჰაჰაჰაჰა უცბად ამოძრავდებით ხოლმე... ჩემნაირი პროვოკატორებიც საჭირონი ვართ..არა? ციტატა ჩვენ წმინდანთა შუამდგომლობას ვაღიარებთ აღიარე მერე..მე გითახარი არ აღიაროვო?..მე ჩემს აზრს გამოვხატავ ..21 საუკუნეა ბოლოს და ბოლოს კანონისტი ციტატა მეც მაგას არ ვამტკიცებ, რომ რადგან ადამიანი უფალი არ არის, ის ვერ შეიყვარებს გადამთიელს თავისი თანამემამულესავით, ვერასდროს! ამიტომ იმის მკტიცება რომ თურმე ყველა ერთნაირად გვიყვარს და უნდა გვიყვარდეს ნიშნავს ხიბლს გინდა განგისაზღვრო რა არის ნამდვილი სიყვარული? |
კანონისტი |
Feb 9 2007, 01:54 PM
პოსტი
#12
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
გლახა
ციტატა გინდა განგისაზღვრო რა არის ნამდვილი სიყვარული? მნათეს განუსაზღვრე შენი ჭირიმე, მე არ მინდა პატარა კაცი ვარ.... მაგას აწუხებს ეთნოაღაპია თუ პირიქით, ეთნოაღაპოფობია -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
გლახა |
Feb 9 2007, 01:57 PM
პოსტი
#13
|
-------- ჯგუფი: Members პოსტები: 4,345 რეგისტრ.: 24-July 06 წევრი № 12 |
კანონისტი
ციტატა მნათეს განუსაზღვრე შენი ჭირიმე, მე არ მინდა პატარა კაცი ვარ.... უხ კარქი ახლა რა...ნუ იკნინებ თავსა შენსა მნათეს? მივხედავ მე მაგას |
ცოტნე |
Feb 9 2007, 02:04 PM
პოსტი
#14
|
ცოტნე ჯგუფი: Members პოსტები: 320 რეგისტრ.: 1-September 06 წევრი № 132 |
კანონისტი
დავით გეთანხმები აბსოლუტურად ყველაფერში -------------------- [size=3][color=#000099]გული წმიდაჲ დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა[/color][/size]
|
კანონისტი |
Feb 9 2007, 02:10 PM
პოსტი
#15
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
Cotne
ციტატა დავით გეთანხმები აბსოლუტურად ყველაფერში გაიხარე! -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
ზებედე |
Feb 9 2007, 02:12 PM
პოსტი
#16
|
ზეციკეთი ჯგუფი: Members პოსტები: 4,332 რეგისტრ.: 27-July 06 წევრი № 19 |
დავით, ახლა მეც გეთანხმები
მივხვდი რაც დაწერე -------------------- მზეო ამოდი, ამოდი ნუ ეფარები გორასა წიწილის თეთრი ბუმბული, ველად გაჰქონდა ნიავსა |
კანონისტი |
Feb 9 2007, 02:16 PM
პოსტი
#17
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
გუჯა
ციტატა დავით, ახლა მეც გეთანხმები შენც გაიხარე! -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
მნათე |
Feb 9 2007, 02:19 PM
პოსტი
#18
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
ციტატა განმარტე, შეეშალა თუ არა საქართველოს ეკლესიის წმ. სინოდს (უფალო, მომიტევე ეს მკრეხელობა), როდესაც წმ. ილია მართალი, წმ. ექვთიმე ღვთისკაცი, წმ. ცოტნე აღმსარებელი წმიდათა დასში შერაცხა სამშობლოსათვის თავდადების გამო?? რიტორიკულ შეკითხვებს სვამ, რას ქვია შეეშალა? სამშობლოს ცნება ვინ უარყო? აქ საუბარია ეთნოფილეტიზმზე ციტატა როგორც ცალკეულ პიროვნებას, ისე ერსაც აქვს თავისი ჯვარი, რომელიც უნდა ზიდოს მან და ამ ჯვრის ზიდვაში მონაწილეობას შეგვიძლია ვუწოდოთ პატრიოტიზმი. ჯვარს ზიდავს ეკლესია და არა ერი გეკითხები არის თუ არა გლახა ქართველი? არის! არის თუ არა მუსლიმანი აჭარელი ქართველი? არის! შენ გინდა მუსლიმანს მოსთხოვო ჯვარის ტვირთვა? მაშ ვის უნდა მოსთხოვო? ეკლესიას! რა საჭიროა აქ ეროვნული დაყოფები? მე ვარ ქართველი, მიყვარს საქართველო და მისი ყოველი მოქალაქე, განურჩევნად ენისა, ეროვნებისა და შეხედულებებისა და ეს მხოლოდ იმიტომ რომ ქრისტეანი ვარ სიყვარულს მიკრძალავთ? -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
გლახა |
Feb 9 2007, 02:20 PM
პოსტი
#19
|
-------- ჯგუფი: Members პოსტები: 4,345 რეგისტრ.: 24-July 06 წევრი № 12 |
თქვენ თუ სიყვარული "ტანში ჟრუანტელის დავლა" გგონიათ..მაშ ვერანაირად ვერ დაგეთანხმებით ...
|
მნათე |
Feb 9 2007, 02:24 PM
პოსტი
#20
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
ციტატა თქვენ თუ სიყვარული "ტანში ჟრუანტელის დავლა" გგონიათ..მაშ ვერანაირად ვერ დაგეთანხმებით ... არა ზოგს სიყვარული სუფრაზე დღლორბნაობა გონია ქრისტეს ეს არ უსწავლებია! -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 01:26 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი