ქორწინება საეკლესიო სამართალში, ტრადიცია, კანონიკა და ნორმა. |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ქორწინება საეკლესიო სამართალში, ტრადიცია, კანონიკა და ნორმა. |
KAIROS |
Jun 7 2007, 07:34 PM
პოსტი
#1
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ეს თემა მეტად საჭიროა, შეიძლება სხვადასხვა კითხვებში ასეთუისე საუბრობთ ამაზე, მაგრამ აუცილებელია ჩაღრმავება მოვახდინოთ ამ საკითხში, კანონისტი დაგვეხმარება, რომ წამოჭრილი კითხვები და საკითხები კვალიფიცირებულად და არგუმენტირებულად განვიხილოთ...
ამ თემასთან დაკავშირებით, ღვთისმეტყველების ბიბლიოთეკაში ძალიან საინტერესო წიგნი დავდე, მეიენდორფის " ქრისტიანული ოჯახი", სადაც ძალიან ბევრ კანონიკურ საკითხზე მიდის მსჯელობა, შესაბამისად გვსურს რომ ასეთი საკითხები ჩვენც გავარჩიოთ, ასევევ გვქონდეს საშუალება ნათლად ვიხილოთ ის "ხე" რომლის საშუალებითაც შეგვეძლება დაქორწინების აკრძალვა-ნება დართვის შესახებ წარმოდგენის შექმნა, სულ სხვა საკითხია "ნათლისღებით.მირონული" კავშირის საკითხი, მოგეხსენებათ ეს არცისე ადვილია, ასევე საინტერესო იქნება რამდენად იზიარებს ჩვენს ამათუიმ გამოცდილებას სხვა მართლმადიდებელი ეკლესიები და თუნდაც სხვა ქრისტიანული კონფესიები და საიდან იღებს სათავეს ესათუის საეკლესიო აკრძალვა ან პირიქით, ნებართვა... იხარეთ, კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
ქეთუ |
Jun 7 2007, 07:38 PM
პოსტი
#2
|
ცრემლისფერი... ჯგუფი: Members პოსტები: 2,898 რეგისტრ.: 16-December 06 მდებარ.: USA წევრი № 698 |
ძალიან საინტერესო თემაა,
ციტატა მეიენდორფის " ქრისტიანული ოჯახი", სადაც ძალიან ბევრ კანონიკურ საკითხზე მიდის მსჯელობა, ახლა ვკითხულობ, ძალიან საინტერესო წიგნია ძალიან. -------------------- "ლოცვას უდრის ზოგჯერ ფიქრი... მოხდება ხოლმე... რაც უნდა მდგომარეობაში იყოს ტანი, სული მაინც მუხლმოყრილია..." "Ce n’est rien de mourir... c’est affreux de ne pas vivre!!!" |
თამარი_ცქნაფო |
Jun 7 2007, 07:42 PM
პოსტი
#3
|
მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს... ჯგუფი: Members პოსტები: 15,854 რეგისტრ.: 1-November 06 მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს'' წევრი № 362 |
კაიროსს, ჩემმა კითხვამ გიბიძგა?
მაინტერესებს, ვერ გავიგე წესიერი პასუხი ჯერ და თუ ქალი და კაცი ნათლიები არიან, ოღონდ სხვადასხვა შვილების, დაქორწინების უფლება აქვთ? ნუ პრინციპში, კანონისტის პასუხს ველი -------------------- ''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა, ის შეიძლება უბრალო იყოს და აუტანელ ტკივილად ითქვას''... |
ქეთუ |
Jun 7 2007, 07:46 PM
პოსტი
#4
|
ცრემლისფერი... ჯგუფი: Members პოსტები: 2,898 რეგისტრ.: 16-December 06 მდებარ.: USA წევრი № 698 |
მაინტერესებს, ვერ გავიგე წესიერი პასუხი ჯერ და თუ ქალი და კაცი ნათლიები არიან, ოღონდ სხვადასხვა შვილების, დაქორწინების უფლება აქვთ? ანუ სხვადასხვა ბავშვის? მეც მაინტერესებს ეს... -------------------- "ლოცვას უდრის ზოგჯერ ფიქრი... მოხდება ხოლმე... რაც უნდა მდგომარეობაში იყოს ტანი, სული მაინც მუხლმოყრილია..." "Ce n’est rien de mourir... c’est affreux de ne pas vivre!!!" |
თამარი_ცქნაფო |
Jun 7 2007, 07:50 PM
პოსტი
#5
|
მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს... ჯგუფი: Members პოსტები: 15,854 რეგისტრ.: 1-November 06 მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს'' წევრი № 362 |
ანუ სხვადასხვა ბავშვის? მეც მაინტერესებს ეს... ჰო, ერთი ოჯახის სხვადასხვა ბავშვის -------------------- ''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა, ის შეიძლება უბრალო იყოს და აუტანელ ტკივილად ითქვას''... |
KAIROS |
Jun 7 2007, 08:13 PM
პოსტი
#6
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ციტატა კაიროსს, ჩემმა კითხვამ გიბიძგა? მიჯიკა ჰო და თან დიდი ხანი მინდოდა ეს თემა გამეხსნა, მალე ზიარებაზე კათოლიკურ სწავლების შესახებ მოკლედ დავწერ "საეკლესიო საიდუმლოებებში" და იქ ნახავთ, რომ არც არსებობს რაიმენაირი ნათესაობა მირონის ხაზით!!! მოკლედ, საინტერესო თემებია და მივხედოთ! იხარეთ, კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
თამარი_ცქნაფო |
Jun 7 2007, 08:26 PM
პოსტი
#7
|
მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს... ჯგუფი: Members პოსტები: 15,854 რეგისტრ.: 1-November 06 მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს'' წევრი № 362 |
მიჯიკა ჰო და თან დიდი ხანი მინდოდა ეს თემა გამეხსნა, მალე ზიარებაზე კათოლიკურ სწავლების შესახებ მოკლედ დავწერ "საეკლესიო საიდუმლოებებში" და იქ ნახავთ, რომ არც არსებობს რაიმენაირი ნათესაობა მირონის ხაზით!!! მოკლედ, საინტერესო თემებია და მივხედოთ! იხარეთ, კაიროსი! მე როგორც ვიცი, ბერძნებთანც კი საკმაოდ სუსტია ე სმირონისეული ნათესაობის ხაზი, მაქსიმუმ მეოთხე თაობაო, ზუსტად არ ვიცი და თავს ვერ გამოვიდებ, მაგრამ ისე კათოლიკებს ნუ მივბაძავთ, ახლა ბიძაშვილებზე დაქორწინება სულაც არ მიმაჩნია ნორმალურად, სხვა რომ არაფერი, ბიოლოგიურად გაუმართლებელია. აქედან გამომდინარე, მირონის ხაზით ნათესაობა რომ არ ჰქონდეთ მაგათ, რა გასაკვირია -------------------- ''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა, ის შეიძლება უბრალო იყოს და აუტანელ ტკივილად ითქვას''... |
KAIROS |
Jun 7 2007, 08:43 PM
პოსტი
#8
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ციტატა კათოლიკებს ნუ მივბაძავთ მიბაძვას ვინ ამბობს, უბრალოდ გვინდა გამოვიკვლიოთ, როგორ, რატომ და რა დროიდან? დიდი სამართლის მცოდნე ხალხი გვინდა აქ! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
თამარი_ცქნაფო |
Jun 7 2007, 08:53 PM
პოსტი
#9
|
მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს... ჯგუფი: Members პოსტები: 15,854 რეგისტრ.: 1-November 06 მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს'' წევრი № 362 |
მიბაძვას ვინ ამბობს, უბრალოდ გვინდა გამოვიკვლიოთ, როგორ, რატომ და რა დროიდან? დიდი სამართლის მცოდნე ხალხი გვინდა აქ! რა დროიდან იმათთან თუ ჩვენთან? მე საერთოდ, ამ ნათესაური კავშირის ისტორია მაინტერესებს, როდის დაიწყო და რამ განაპირობა, რა საფუძლები და არგუმენტები ჰქონდა -------------------- ''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა, ის შეიძლება უბრალო იყოს და აუტანელ ტკივილად ითქვას''... |
კანონისტი |
Jun 8 2007, 10:50 AM
პოსტი
#10
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
KAIROS
ძალიან საინტერესო თემაა მირონით ნათესაობაზე VI მსოფლიო კრება საუბრობს რამდენადაც ვიცი.... ნუ სახლში ისეთ ამბავი მაქვს რემონტის გამო რომ სჯულისკანონი კი არა მე სად ვარ ის არ ვიცი ასე რომ, ცოტათი თუ შემიგვიანდა პასუხი, არ მიწყინოთ იქამდე ინტერნეტში ვნახავ თამარი_ცქნაფო ციტატა ჰო, ერთი ოჯახის სხვადასხვა ბავშვის საერთოდ, მირონით ნათესაობა გვერდით შტოზე არ გადადის, ეს არის მთავარი ამოსავალი წერტილი ანუ, ჩემი ნათლულის და ან ძმა ნათესავად არ მერგება, ხოლო ნათლულის დედ-მამა და შვილები - კი. ლოგიკურად, ნათლულის ძმა ან და რახან ნათესავი არ არის, შესაბამისად არც მისი ნათლია იქნება ნათესავი, ამდენად ქორწინება დასაშვები უნდა იყოს (თუმცა ცხადია დასაზუსტებელია) -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
მხევალი ნინო |
Jun 8 2007, 10:58 AM
პოსტი
#11
|
ზღაპრის ბოლო კეთილია.. ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 |
კანონისტი
ციტატა ლოგიკურად, ნათლულის ძმა ან და რახან ნათესავი არ არის, შესაბამისად არც მისი ნათლია იქნება ნათესავი, ამდენად ქორწინება დასაშვები უნდა იყოს (თუმცა ცხადია დასაზუსტებელია) ეს საკიტხი განსაკუთრებულად მაინტერესებს, ამის გამო ერთი ნათლობა ჩაიშალა ჩემს საახლობლოში, რატომღაც არ დამიჯერეს, რომ სხვადასხვა ბავსვის ნათლიები (და-ძმის) არ ენათესავებიან ერთმანეთს. -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
კანონისტი |
Jun 8 2007, 11:32 AM
პოსტი
#12
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
ჯვრისწერისა და მასში მირონით (ანუ ნათლისღებით) ნათესაობას ეთმობა მათე ბლასტარის ანბანური სინტაგმის ასო B, თავი 8 "საქორწინო ხარისხებისა და აკრძალვის თაობაზე"
VI მსოფლიო კრების 53- კანონი ამბობს, რომ "რამდენადაც სული აღმატებულია ხორცზე, იმდენად სულიერი ნათესაობა აღსრულებული წმინდა და გამომსყიდველი ნათლისღებით აღმატებულია ხორციელზე". წმ. კრება აღნიშნავს, რომ გავრცელებულია ნათლისღებით დანათესავებულთა (არ მიუთითებს ხარისხებს) შორის ჯვრისწერა, ადგენს რომ კატეგორიულად აიკრძალოს მსგავსი რამ, და ასეთი ჯვარდაწერილნი გაიყარონ, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ დაედებათ მრუშებისათვის დადგენილი ეპიტიმია რაც შეეხება ეპისკოპოს ნიკოდიმოს მილაშის კომენტარს ამ კანონზე, იგი აღნიშნავს, რომ თავიდან იმპერატორ იუსტინიანეს 530 წლის 1 ოქტომბრის ნოველით მიმრქმელს აეკრძალა ქორწინება მხოლოდ თავის ნათლულთან. თუმცა შემდგომ პერიოდში, მალევე გაჩნდა აკრძალვა ნათლულის შვილებთან დაკავშირებითაც. ნიკოდიმოსი უთითებს, რომ ტრულის კრების ამ კანონის საფუძველზე, რომელმაც სულიერი ნათესაობა ხორციელზე აღმატებულად ცნო, ბიზანტიაში შემდგომ პერიოდში უფრო გამკაცრდა მოთხოვნები ჯვრისწერასთან დაკავშირებით და მიაღწია მე-7 თაობამდე (ციტატა: Χριστοδούλου Πρоχειρον νομικоν. Κωνσταντινούπολις, 1889, გვ. 198-201) რუსეთის იმპერიაში, იმპერატორის უმაღლესად ბოძებული 1810 წლის 19 იანვრის ბრძანებულებით სამოქალაქო ურთიერთობებში აკრძალული იყო ქორწინება მხოლოდ მეორე თაობის ჩათვლით. საგულისხმოა "თაობის" გამოთვლის წესი. გავრცელებულია, რომ ეს არის პირდაპირ შტოზე "ზეაღსვლა", რათა ორი ადამიანი მივიდეს "საერთო წინაპრამდე". რეალურად კი, კანონიკურ ურთიერთობებში, ანბანური სინტაგმის მიხედვით გამოიყენება თავებზე გადათვლა, ანუ არა საერთო წინაპრამდე მისვლა, არამედ ორ ნათესავს შორის საგვარეულო "ხე"-ში ერთმანეთამდე მისვლა ანუ, რომ განვმარტოთ. მერამდენე თაობა (თავია) ჩემთვის ბიძაშვილი? მე --> მამაჩემი (1) --> ბაბუაჩემი (2) --> ბიძაჩემი (3) --> ბიძაშვილი (4) აი, სწორედ ამ წესით გამოითვლება მე-7 თაობა (და არა ასე, რომ ბაბუაჩემის (2) ბაბუის (2) ბაბუის (2) მამის (1, სულ 7) შთამომავლები ვინც არიან, ყველა ჩემი ნათესავია) კიდევ მოვძებნი საინტერესოს და დავდებ KAIROS ციტატა იქ ნახავთ, რომ არც არსებობს რაიმენაირი ნათესაობა მირონის ხაზით!!! ???? რას გულისხმობ? VI მსოფლიო კრება აღიარებს.... -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
KAIROS |
Jun 8 2007, 01:57 PM
პოსტი
#13
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ციტატა ???? რას გულისხმობ? VI მსოფლიო კრება აღიარებს.... აი ეს არის VI მსოფლიო კრების დადგენილება: ნომ. 53 ესენი კი არ აღიარებენ: ცალკე ვისაუბრებ ამაზე, ახლა უბრალოდ ჩამოვთვლი იმ ქვეთავებს სადაც იკრძალება ქორწინება დასავლეთში: პრობლემები შეიძლება იყოს ან არის: ( საიდუმლოებებში დავაზუსტებ) 1)ასაკი 2)იმპოტენტობა 3)ცოლის ყოლა( კათოლიკებში მეორედ ქორწინება არ არსებობს) 4)სხვადასხვა რწმენა 5)სამღვდელო ხარისხი 6)ბერობა 7)ძალდატანითი ქორწინება 8)თუკი ვინმემ დაქორწინებისათვის მკვლელობა ჩაიდინა ( დავითის და ბერსაბე) 9)სისხლითი ნათესაობა ( კათოლიკებში 4 თაობამდე) 10)ცოლის ნათესაობა ( სიძე ან რძალი 2 თაობა) 11) ნაშვილებობა ( 2 თაობა) ხსენებაც არ არის რაიმე "სულიერი ნათესაობისა"... მოკლედ, ჩავუღრმავდები ამ საკითხს... იხარეთ, კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
მხევალი ნინო |
Jun 8 2007, 02:03 PM
პოსტი
#14
|
ზღაპრის ბოლო კეთილია.. ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 |
ქორწმინებას ეხება ეს თემა ამიტომ, როცა მოიცლით მიპასუხეთ. ეკლესიურად არის თუ არა აკრძალული ჯვრისწერა, როცა ცოლ-ქმარს შორის დიდი ასაკობრივი სხვაობაა, ან ცოლია უფროსი ან ქმარი. ცხადია სხვაობა როცა დიდია.
-------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
კანონისტი |
Jun 8 2007, 03:47 PM
პოსტი
#15
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
KAIROS
ციტატა ესენი კი არ აღიარებენ ანუ ლათინები არ აღიარებენ, ამას ამბობ ხომ? მხევალი ნინო ციტატა ეკლესიურად არის თუ არა აკრძალული ჯვრისწერა, როცა ცოლ-ქმარს შორის დიდი ასაკობრივი სხვაობაა, ან ცოლია უფროსი ან ქმარი. ცხადია სხვაობა როცა დიდია. კანონიკურად არ არის აკრძალული -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
მაკუნა |
Jun 8 2007, 05:25 PM
პოსტი
#16
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 4,495 რეგისტრ.: 18-March 07 წევრი № 1,409 |
რატომაა რომ კათოლიკეებში ბიძაშვილების ქორწინება შეიძლება და დეიდაშვილების არაა დაშვებული? თუ ვინმემ იცით მიპასუხეთ რაა, ძაან მაინტერესებს
-------------------- ყველას უნდა მთის მწვერვალზე ცხოვრება, თუმცა ჭეშმარტი ბედნიერება სწორედ იმაშია, თუ როგორ ადიხარ ციცაბო ფერდობზე...
ადამიანს უფლება აქვს უყუროს მეორეს ზემოდან ქვემოთ იმ შემთხვევაში, როდესაც მას წამოდგომაში ეხმარება... არც ერთი ადამიანი არ იმსახურებს შენს ცრემლებს, ხოლო ვინც იმსახურებს ის არასოდეს აგატირებს... |
KAIROS |
Jun 9 2007, 11:03 AM
პოსტი
#17
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ციტატა კანონიკურად არ არის აკრძალული წყაროებს არ ვფლობ, ამიტომ ჩემს აზრს ვიტყვი, მსმენია და მეც ასე ვფიქრობ, რომ ეკლესია თავს იკავებს ან ყოველშემთხვევაში ეპისკოპოსთან აგზავნის ძალიან და შეიძლება ითქვას არაბუნებრივად ასაკობრივ სიშორეში მყოფ წყვილებს, რათა გაირკვეს რა საფუძველი უდევს მათ ქორწინებას, ანგარება ან სხვა რაიმე მიზანი ხომ არ ამოძრავებთ... მაგ: 18 წლის გოგონას და 50 წლის კაცის ქორწინება ამორალურია და სპეციალურად განხილვას ემორჩილება, რაღათქმაუნდა პირიქით შემთხვევაშიც ასეა. ციტატა ანუ ლათინები არ აღიარებენ, ამას ამბობ ხომ? ასე გამოდის, ან შეცვალეს ან "განვითარდნენ" ( ეს სიტყვა უყვართ), დავაზუსტებ და დავწერ აქვე; ასევე დაზუსტება სჭირდება მაკუნა შენს კითხვას, ცოტა ხანი უნდა მაცალო, აქაური კანონისტი უნდა ვიპოვო იხარეთ, კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
მნათე |
Jun 9 2007, 11:42 AM
პოსტი
#18
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
სტელას შემოხვევაზე იტყვით რასმესაა?
-------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
S a l l y |
Jun 9 2007, 03:50 PM
პოსტი
#19
|
infinity... ჯგუფი: Members პოსტები: 9,631 რეგისტრ.: 11-September 06 მდებარ.: Sallylandia წევრი № 182 |
-------------------- Я хочу безумно жить: Всё сущее - увековечить, Безличное - вочеловечить, Несбывшееся - воплотить! I'm selfish, impatient, and a little insecure. I make mistakes, I am out of control, and at times hard to handle. But if you can't handle me at my worst, then you sure as hell don't deserve me at my best.. |
მაკუნა |
Jun 9 2007, 04:21 PM
პოსტი
#20
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 4,495 რეგისტრ.: 18-March 07 წევრი № 1,409 |
ასევე დაზუსტება სჭირდება მაკუნა შენს კითხვას, ცოტა ხანი უნდა მაცალო, აქაური კანონისტი უნდა ვიპოვო იხარეთ, კაიროსი! -------------------- ყველას უნდა მთის მწვერვალზე ცხოვრება, თუმცა ჭეშმარტი ბედნიერება სწორედ იმაშია, თუ როგორ ადიხარ ციცაბო ფერდობზე...
ადამიანს უფლება აქვს უყუროს მეორეს ზემოდან ქვემოთ იმ შემთხვევაში, როდესაც მას წამოდგომაში ეხმარება... არც ერთი ადამიანი არ იმსახურებს შენს ცრემლებს, ხოლო ვინც იმსახურებს ის არასოდეს აგატირებს... |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 04:08 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი