უნდა მოხდეს დიაკონისების აღდგენა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
უნდა მოხდეს დიაკონისების აღდგენა |
ზებედე |
Jul 9 2007, 04:26 PM
პოსტი
#41
|
ზეციკეთი ჯგუფი: Members პოსტები: 4,332 რეგისტრ.: 27-July 06 წევრი № 19 |
იქნებ სერიოზულად მიუდგეთ ამ საკითხს? არ შეიძლება ხელდასხმა ქალზე? რომ მან შენდობის ლოცვაც წაუკითხოს მონანულ ქალს?
-------------------- მზეო ამოდი, ამოდი ნუ ეფარები გორასა წიწილის თეთრი ბუმბული, ველად გაჰქონდა ნიავსა |
afxazi |
Jul 9 2007, 04:30 PM
პოსტი
#42
|
დავითი ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 |
ტიმოთეს მიმართ ეპისტოლე მეორე თავი:
მოძღურებად დედათა არა უბრძანებ, არცა მთავრობად ქმრისა, არამედ რაჲთა იყოს იგი მყუდროებით. . რამეთუ ადამ პირველად დაებადა და მერმე - ევა. და ადამ არა სცთა, ხოლო დედაკაცი იგი სცთა და შჯულსა გარდაჰჴდა, არამედ ცხონდების შვილთა სხმისაგან, უკუეთუ ეგნენ სარწმუნოებით და სიყუარულით და სიწმიდით ღირსებასა ზედა. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
ზებედე |
Jul 9 2007, 05:29 PM
პოსტი
#43
|
ზეციკეთი ჯგუფი: Members პოსტები: 4,332 რეგისტრ.: 27-July 06 წევრი № 19 |
ტიმოთეს მიმართ ეპისტოლე მეორე თავი: მოძღურებად დედათა არა უბრძანებ, არცა მთავრობად ქმრისა, არამედ რაჲთა იყოს იგი მყუდროებით. . რამეთუ ადამ პირველად დაებადა და მერმე - ევა. და ადამ არა სცთა, ხოლო დედაკაცი იგი სცთა და შჯულსა გარდაჰჴდა, არამედ ცხონდების შვილთა სხმისაგან, უკუეთუ ეგნენ სარწმუნოებით და სიყუარულით და სიწმიდით ღირსებასა ზედა. აუფ, ამ ენაზე ვერაფერს ვგებულობ ვიღაცამ თარგმნეთ და მარტივად ამიხსენით რა -------------------- მზეო ამოდი, ამოდი ნუ ეფარები გორასა წიწილის თეთრი ბუმბული, ველად გაჰქონდა ნიავსა |
afxazi |
Jul 9 2007, 07:00 PM
პოსტი
#44
|
დავითი ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 |
ზებედე
არ მაქვს ეს ახალ ქართულით სახარება და რა ვქნა, ხვალიდან ვეცდები მხოლოდ თანამედროვე ქართულით მოვიყვანო ხოლმე ციტატები. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
დავით ივერიელი |
Jul 9 2007, 09:22 PM
პოსტი
#45
|
Illuminatus ჯგუფი: Members პოსტები: 1,988 რეგისტრ.: 27-July 06 მდებარ.: L.o.r.i.e.n. წევრი № 21 |
Homo Faber
ციტატა Placebo - Teenage Angst (Live On MTV) ეხლა კი დავიჯერე რომ MTV მართლა მომკვდარა მნათე იერო-დიაკონი მაყვალა და მიტროპოლიტი ნანული..... -------------------- მერე რა რომ . . .
|
Sotiris |
Jul 9 2007, 09:35 PM
პოსტი
#46
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,567 რეგისტრ.: 3-November 06 წევრი № 382 |
-------------------- მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა. |
ზებედე |
Jul 10 2007, 02:06 AM
პოსტი
#47
|
ზეციკეთი ჯგუფი: Members პოსტები: 4,332 რეგისტრ.: 27-July 06 წევრი № 19 |
იერო-დიაკონი მაყვალა და მიტროპოლიტი ნანული..... საიდან ქალ სასულიერო პირებზე ასეთი სახელები? მაგ: დედა-ნატალია, ნინო, მარინე, მარიამი....ეს ნანული და მაყვალა რა შუაშია? დიაკონისა-მარიამი არ შეიძლება? -------------------- მზეო ამოდი, ამოდი ნუ ეფარები გორასა წიწილის თეთრი ბუმბული, ველად გაჰქონდა ნიავსა |
ზებედე |
Jul 10 2007, 01:01 PM
პოსტი
#48
|
ზეციკეთი ჯგუფი: Members პოსტები: 4,332 რეგისტრ.: 27-July 06 წევრი № 19 |
ტიმოთეს მიმართ ეპისტოლე მეორე თავი: მოძღურებად დედათა არა უბრძანებ, არცა მთავრობად ქმრისა, არამედ რაჲთა იყოს იგი მყუდროებით. . რამეთუ ადამ პირველად დაებადა და მერმე - ევა. და ადამ არა სცთა, ხოლო დედაკაცი იგი სცთა და შჯულსა გარდაჰჴდა, არამედ ცხონდების შვილთა სხმისაგან, უკუეთუ ეგნენ სარწმუნოებით და სიყუარულით და სიწმიდით ღირსებასა ზედა. აქ არსად სწერია, რომ ქალმა ქალისგან აღსარება არ ჩაიბაროსო. -------------------- მზეო ამოდი, ამოდი ნუ ეფარები გორასა წიწილის თეთრი ბუმბული, ველად გაჰქონდა ნიავსა |
ზარნაშო |
Aug 23 2007, 04:54 PM
პოსტი
#49
|
рождённый, чтобы боротся ჯგუფი: Members პოსტები: 2,654 რეგისტრ.: 23-August 07 მდებარ.: წყალში დგას, ცეცხლი უკიდია წევრი № 2,633 |
19. წადით და დაიმოწაფეთ ყველა წარმართი, და ნათელი ეცით მათ სახელითა მამისა და ძისა და წმიდისა სულისა. წმ. ნინომ "მოიმოწაფა" და მოაქცია მცხეთელი წარმართები...და კიდევ, ქალს, თუ მღვდელი არ არის და უნათლავი კვდება შეუძლია მონათლოს მოუნათლავი წყლის დასხმით სამების სახელით.... ქალი უწმინდური არ არის, რა ნატქვამია, ღვთისმშობელზე მაშინ რაღა უნდა ვთქვათ? უბრალოდ, ქალის მღვდლობაზე ლაპარაკი ისეთივე უცნაურია, როგორც მამაკაცის მშობიარობაზე. ეკლესიაში ახალმოსულებს ხშირად გაგვჩენია ალბათ ასეთი უცნაური შეკითხვები. არაფერია, ეკლესიური ცნობიერება სულიერ გამოცდილებასთან ერთად მოდის. თუ მაინცდამაინც, მოციქულთა ეპისტოლეებში ნათლად ჩანს, რომ სამღვდელოები მამაკაცები იყვნენ თავიდანვე. იმიტომ იყო, ვთქვათ, მარიამ მაგდალინელი მოციქულთა სწორი და არა მოციქული, თუმცა მაცხოვრის მოწაფე იყო და მოციქულებრივი ღვაწლი ჰქონდა. უბრალოდ, მღდელმოქმედების კურთხევა არ ჰქონდა. ეს დისკრიმინაცია კი არაა, უბრალოდ ყველას თავისი ადგილი აქვს. ბიჭებო, დაცინვას შევეშვათ, ცუნცულები ჩვენი მეორე ნახევრებია და მათი პატივისცემა გვმართებს! -------------------- კარგი ყმა ლაშქარს მოკვდება, სწორების მჯობინობასა, ცუდი კი ბოსლის ყურესა, ქალებთან ლოგინობასა. ხალხური
|
abo |
Aug 23 2007, 05:39 PM
პოსტი
#50
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 3,533 რეგისტრ.: 20-March 07 წევრი № 1,441 |
საინტერესო საკითხია , თუმცა მიუღებელი. რაო ქალმა გვაზიაროს? იმან ვინც ადამიანურ ცოდვას სათავე დაუდო? რავი აბადა ვჩუმდები
-------------------- არ გაიწვრთნების სამი რამ: მგელი, არწივი, კაი ყმა.
|
.ნინო |
Aug 23 2007, 06:07 PM
პოსტი
#51
|
ნინო ჯგუფი: Members პოსტები: 3,842 რეგისტრ.: 29-December 06 წევრი № 765 |
ციტატა იმან ვინც ადამიანურ ცოდვას სათავე დაუდო? ბატონო აბო, წამიკიტხავს, რომ ქალის ცოდვის გამოსყიდვა მოხდა ღვთისმშობელში ამას ახლა ნუ გაიგებთ თითქოს მომხრე ვიყო ქალის მღვდლობისა! ვთვლი რომ ქალი არ უნდა იყოს მღვდელი (მე ვინ მკითხავს მარა მაინც). ჩემი აზრით უფალი 12 მოწაფეში აუცილებლად გამოარჩევდა დედებსაც, რომ ჰქონოდა ამის სურვილი, მით უფრო რომ დედები მოციქულებზე მეტად ერთგულები და მამაცები გამოდგნენ ჯვარცმისას... -------------------- აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, ძლევა ჯვარითა ბარბაროსთა ზედა ღვთივდაცულსა ერსა შენსა მოანიჭე და ერი შენი საფარველსა ქვეშე მისსა დაიცევ, რათა ვიტყოდეთ, უფალო, დიდება შენდა.
საქართველო იქნება მთლიანი! ნებით ქართველი არ თმობს საშობლოს, განა ადვილი დასათმობია... |
lch |
Jun 9 2008, 06:43 PM
პოსტი
#52
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 616 რეგისტრ.: 10-May 08 წევრი № 4,780 |
მგონი ეს მართმადიდებლური ფორუმია და რაღაც არ მგნია ასეთი საუბრები შეესაბამებოდეს მართმადიდებლობას!
დიაკონისას და მით უმეტეს ქალ მღვდელს ვერანაირად შევეგუები და მგონი ვერც მართმადიდებლობა შეეგუოს... ციტატა წმ. ნინომ "მოიმოწაფა" და მოაქცია მცხეთელი წარმართები...და კიდევ, ქალს, თუ მღვდელი არ არის და უნათლავი კვდება შეუძლია მონათლოს მოუნათლავი წყლის დასხმით სამების სახელით.... წმ. ნინომ კი მოიმოწაფა და მოაქცია ქართლი, მაგრამ ნათლობისთვის და ტაძრის კურთხევისათვის ბიზანტიიდან ითხოვეს მღვდლები... ნათლობა ერთერთი საიდუმლოებათაგანია და საიდუმლოს აღსრულება მხოლოდ მღვდელს შეუძლია, მაგრამ უკიდურეს შემთხვევაში, როდესაც მომაკვდავი მოუნათლავია და შეუძლებელია უცბათ მღვდლის მოყვანა, დაშვებული ნათლობის საიდუმლოება (მხოლოდდამხოლოდ ნათლობის) შეასრულოს ნებისმიერმა, ვინც იქნება ახლოს (სქესს არ აქვს მნიშვნელობა)... თუ გადარჩა მომაკვდავი (რაც ხშირად ხდება), უნდა მოინათლოს სრული წესით... ----------- საინტერესოა დედათა წესის დროს რა უნდა აკეთონ ქალმა "მღვდლებმა"?... ეჰ, სასაცილოა ეს, სატირალი რომ არ იყოს.... -------------------- "განა კაცია ტვინთხელა, ბევრს რომ ფარფატებს, ჰყვირისო. გვაშორე, ღმერთო, გვაშორე ერისთავობა ვირისო!"
|
კანუდოსელი |
Jun 11 2008, 09:42 PM
პოსტი
#53
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
მგონი ეს მართმადიდებლური ფორუმია და რაღაც არ მგნია ასეთი საუბრები შეესაბამებოდეს მართმადიდებლობას! ასეთ საკითხებზე მსჯელობისას საჭიროა ისტორიის უფრო კარგად ცოდნა ქალი დიაკონის ინსტიტუტი რამდენიმე საუკუნის განმავლობაში არსებობდა ეკლესიის წიაღში, როგორც ჩვეულებრივი ნორმა და არანაირი გამონაკლისი, რაც მიანიშნებს, რომ ის სრულიად შეესაბამება მართლმადიდებელი ეკლესიის ეკლესიოლოგიას, ღვთისმეტყველებას, კანონიკას და ზოგადად ეკლესიის მოწყობას ციტატა დიაკონისას ...ვერანაირად შევეგუები ეს მხოლოდ და მხოლოდ თქვენს ცოდნაზე მიანიშნებს ეკლესიის ისტორიის სფეროში. ნუ გამინაწყენდებით პ.ს. ცხადია ქალი დიაკონი არ იყო კაცი დიაკონის ტოლფასი, მაგრამ ის შედიოდა საკურთხეველში და იქ ეზიარებოდა -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
guest |
Jun 11 2008, 09:49 PM
პოსტი
#54
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 |
.nino
ციტატა მით უფრო რომ დედები მოციქულებზე მეტად ერთგულები და მამაცები გამოდგნენ ჯვარცმისას... ქალი ექსტრემალურ სიტუაციაში მუდამ მამაცი, ერთგული, თვდადებულია, ვიდრე კაცი ... ალბათ ერთგულების გამო არ იყო, რომ უფალმა მოწაფეებად კაცები აირჩია, მე ვფიქრობ, უფრო ფიზიკურობის გამო , სხეულებრივი სისუსტის თუ ფიზიოლოგიუერი სხვა ატრიბუტების. შენისაც არ იყოს, მე ვინ მკითხავს, მარა არა მგონია ამით კაცთა აღმატებულობა ეჩვენებინა უფალს... |
კანუდოსელი |
Jun 11 2008, 09:58 PM
პოსტი
#55
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
staywhite
ციტატა არა მგონია ამით კაცთა აღმატებულობა ეჩვენებინა უფალს... აღმატება არა, აჩვენა სხვადასხვაობა მსახურებისა საერთოდ ქალი დიაკონის თემაზე ბევრია ემოცია ორივე მხრიდან, რადგან ერთი მხრივ არის შემოტევა ფემინისტური ორგანიზაციებისა და მეორეს მხრივ - არაადექვატური პასუხები მათდამი - მოუმზადებელი კონსერვატრებისა. მე მაგალითად ფემინისტების შემოტევას და თქმას, მღვდელი რატო არ გყავთ თქვე ურჯულოებო - შევეცდებოდი დიაკონისების ინსტიტუტი აღმედგინა ისტორიული კონტექსტის ფარგლებში და მოთხოვნილების გათვალისწინებით და მეჩვენებინა - რომ ეს პრაქტიკა არსებობს ეკლესიაში პირველი საუკუნიდან, რაც ადასტურებს მართლმადიდებელი ეკლესიის არასწორხაზოვნებას და სწორედაც - ანტიდისკრიმინაციულ ფონზე მიანიშნებს პ.ს. ხშირად კონსერვატულობა ესმით იმდენად გაუკუღმართებულად, რომ საკუთარ ისტორიასაც უნებურად აცხადებენ არამართლმადიდებლურად, აი როგორც ზემო პოსტში დაწერა lch -მა პ.პ.ს. მართლმადიდებლობა 2000 წლოვანი ისტორიაა აზროვნების და ერთი ხელაღებით მსჯელობა არ შეიძლება არასოდეს... -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
argani |
Jun 11 2008, 10:14 PM
პოსტი
#56
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 333 რეგისტრ.: 15-January 07 წევრი № 859 |
ტიმოთეს მიმართ ეპისტოლე მეორე თავი: მოძღურებად დედათა არა უბრძანებ, არცა მთავრობად ქმრისა, არამედ რაჲთა იყოს იგი მყუდროებით. . რამეთუ ადამ პირველად დაებადა და მერმე - ევა. და ადამ არა სცთა, ხოლო დედაკაცი იგი სცთა და შჯულსა გარდაჰჴდა, პირველად გაჩენას ვერაფერს უზამ მაგრამ კარგ შემცდენს კარგი შეცდენილიც უნდა. ევამ აცდუნა, მაგრამ ადამმა შეგნებულად დაარღვია უფლის მითითება, რომელზედაც მას მკაფიოდ მიეთითა. ასე რომ ორივე იყო დამნაშავე. ახალ დავუბრუნდეთ პირველად დაბადების და წვერების არქონის უფრო სერიოზულ საკითხებს. |
lch |
Jun 11 2008, 11:48 PM
პოსტი
#57
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 616 რეგისტრ.: 10-May 08 წევრი № 4,780 |
ჩემმა პოსტმა ძალიან ღრმა წიაღსვლები გამოიწვია კანუდოსელის აზროვნებაში...
მე არ დავმალავ (ანდა რა არის დასამალი?) და ვაღიარებ, რომ ჯეროვნად არ ვიცი ეკლესიის ისტორია, რა ვქნა, ავად სახსენებელ კომუნისტურ ეპოქაში ანუ ჩემს ბავშვობაში, ოჯახში არავინ ზრუნავდა ჩემი და საერთოდ ეკლესიურობისათვის. სამწუხაროდ, სიცოცხლის 28-ე წელს დავუკავშირე ჩემი უბადრუკი ცხოვრება დედა ეკლესიას, ამიტომ ხარვეზები თეოლოგიურ-საღვთისმეტყველო (როგორც მეცნიერების) საკითხებში, გასაკვირი არ უნდა იყო... ამის მიუხედავათ, ვიცი, რომ დიაკონისებზე საკლესიო კანონებში (მსოფლიოს 7 საეკლესიო კრება) არაფერია ნათქვამი არსად... აგრეთვე, სჯულის კანონშიც არაფერია ნათქვამი... ე.ი. არ არის მართმადიდებლური... თუკი იმისთქმა გნებავთ, რომ ქრისტიანობის ადრეულ პერიოდში ჩვენს ეკლესიაში ასეთი რამ არსებობდა და ამიტომ მისაღებია და აღსადგენია, გეტყვით - ჩვენს ეკლესიაში ისტორიულად, გარკვეულ პერიოდებში იყო მონოფიზიტური მიმდინარეობაც, რადგან ჩვენი ისტორიის გარკვეულ ეტაპზე იყო, ესეც ხომარ აღვადგინოთ და მწვალებლობას ხომარ დავუბრუნდეთ?!! ნუ გააიგივებთ დიაკონისას დიაკონთან, არასდროს არ ქონია დიაკონისას დიაკვნის ფუნქციები... -------------------- "განა კაცია ტვინთხელა, ბევრს რომ ფარფატებს, ჰყვირისო. გვაშორე, ღმერთო, გვაშორე ერისთავობა ვირისო!"
|
კანუდოსელი |
Jun 11 2008, 11:59 PM
პოსტი
#58
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
თუკი იმისთქმა გნებავთ, რომ ქრისტიანობის ადრეულ პერიოდში ჩვენს ეკლესიაში ასეთი რამ არსებობდა და ამიტომ მისაღებია და აღსადგენია, გეტყვით - ჩვენს ეკლესიაში ისტორიულად, გარკვეულ პერიოდებში იყო მონოფიზიტური მიმდინარეობაც, ამ პარალელმა დამშოკა.... მდააა.... ციტატა ნუ გააიგივებთ დიაკონისას დიაკონთან, არასდროს არ ქონია დიაკონისას დიაკვნის ფუნქციები... ამას მე მეუბნებით? თქვენ კითხვა თუ იცით? აი მე რა დავწერე: ციტატა ცხადია ქალი დიაკონი არ იყო კაცი დიაკონის ტოლფასი და ამის მერე მაინც მიწერთ იმას, რომ ერთი და იგივე მგონია დიაკვანი კაცი და დიაკვანი ქალი? მართლა სერიოზული პრობლემაა -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
argani |
Jun 12 2008, 12:09 AM
პოსტი
#59
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 333 რეგისტრ.: 15-January 07 წევრი № 859 |
|
კანუდოსელი |
Jun 12 2008, 12:13 AM
პოსტი
#60
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
ეხ... სატირალია ყოველივე ეს...
-------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th September 2024 - 07:00 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი