IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> საქართველოს პრეზიდენტი, მისი პოლიტიკა ეკლესიასთან დაკავშირებით
კანონისტი
პოსტი Oct 18 2006, 05:52 PM
პოსტი #301


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



შეიძლება ვინმეს ცოტა შეუსაბამოდაც კი ეჩვენოს ამგვარი შინაარსის თემის გახსნა, თუმცა კი, მიმაჩნია, რომ იგი აუცილებლად უნდა იყოს.

ცხადია, აქ თავი უნდა შევიკავოთ ისეთი გამონათქვამებისაგან, რაც არც პრეზიდენტს ეკადრება და არც მართლმადიდებელ ქრისტიანს. ამავე დროს, კარგი იქნება, თუ მივუთითებთ კონკრეტულ დადებით ან უარყოფით ფაქტებს, რაც უშუალოდ ეხება მართლმადიდებელ ეკლესიას.

მქონდა ბედნიერება, რომ გარკვეული ხნის მანძილზე მქონოდა ურთიერთობა ბატონ პრეზიდენტთან და ერთი რაც შემიძლია დანამდვილებით ვთქვა და ყველა დავარწმუნო არის ის, რომ ბატონი სააკაშვილი უაღრესად კეთილგანწყობილია ეკლესიის, და განსაკუთრების მისი საჭეთმპყრობლის უწმიდესი ილია II-ის მიმართ.

პირველი რაც მომაგონდა, სჯობს ალბათ მართლმადიდებლებამდე მივიტანოთ ის სამართლებრივი აქტები, რომელსაც გამოსცემს პრეზიდენტი სააკაშვილი ეკლესიისათვის ხელშეწყობის მიზნით. ამჯერად წარმოგიდგენთ მის განკარგულებებს 2006 წლის 1 იანვრიდან დღემდე.

სხვა აქტებს შემდგომ მოგაწვდით.

ისევ ვიმეორებ, ამ თემის მიზანია, რომ შეიქმნას ობიექტური წარმოდგენა იმის შესახებ, თუ რას ახორციელებს პრეზიდენტი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.

მინდა გვახსოვდეს, რომ სახელმწიფოსა და ეკლესიის ერთობა უდიდესი წინაპირობა იქნება ივერიის გასაბწრყინებლად.

საქართველოს პრეზიდენტის
განკარგულება
N 198 2006 წლის 18 აპრილი ქ.თბილისი

საქართველოს საპატრიარქოსათვის მიწის
საკუთრებაში გადაცემის შესახებ


1. „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს საპატრიარქოს წმ. გრიგოლ ხანძთელის სახელობის ეკლესიის მშენებლობისათვის საკუთრებაში გადაეცეს მცხეთის რაიონის დაბა ზაჰესში, ენერგეტიკის ქუჩაზე მდებარე 1900 (ათას ცხრაასი) კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა.

2. მცხეთის რაიონის გამგეობამ მიწის გადასაცემად უზრუნველყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება.

მიხეილ სააკაშვილი


საქართველოს პრეზიდენტის
განკარგულება
N 289 2006 წლის 19 მაისი ქ.თბილისი

საქართველოს საპატრიარქოსათვის წყალტუბოს რაიონის
სოფელ თერნალში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული
არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის
პირდაპირი განკარგვის წესით გადაცემის შესახებ


1. დაკმაყოფილდეს წყალტუბოს რაიონის გამგეობის შუამდგომლობა და „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად საქართველოს საპატრიარქოს მართლმადიდებლური ტაძრის ასა-შენებლად პირდაპირი განკარგვის წესით საკუთრებაში გადაეცეს წყალტუბოს რაიონის სოფელ თერნალში მდებარე 1800 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.

2. წყალტუბოს რაიონის გამგეობამ უზრუნველყოს მიწის გადაცემასთან დაკავშირებული კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება.


მიხეილ სააკაშვილი



საქართველოს პრეზიდენტის
განკარგულება
N 315 2006 წლის 6 ივნისი ქ. თბილისი

საქართველოს საპატრიარქოსათვის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პირდაპირი განკარგვის წესით გადაცემის შესახებ


1. დაკმაყოფილდეს წყალტუბოს რაიონის გამგეობის შუამდგომლობა და „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად საქართველოს საპატრიარქოს მართლმადიდებლური ეკლესიის ასაშენებლად პირდაპირი განკარგვის წესით საკუთრებაში გადაეცეს ქ. წყალტუბოში, რუსთაველისა და ჭავჭავაძის ქუჩების გადაკვეთასთან სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 2000 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.

2. წყალტუბოს რაიონის გამგეობამ უზრუნველყოს მიწის ნაკვეთის გადასაცემად საქართველოს კანონმდებლობით გათვა-ლისწინებული ღონისძიებების განხორციელება.

მიხეილ სააკაშვილი


საქართველოს პრეზიდენტის
განკარგულება
N412 2006 წლის 28 ივლისი ქ.თბილისი

სახელმწიფო ქონების საქართველოს საპატრიარქოსათვის
პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ


1. „სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, დედოფლისწყაროში ყოფილი სამხედრო ნაწილის N 9 რეგიონალური ბაზის ს/ნ 05647 ს/ქ N 2, N 14 ყაზარმის მიწის ფართობი (4202 კვ.მ.), N 16 შტაბის შენობის მიწის ფართობი (2359 კვ.მ.), N 13 სასადილოს მიწის ფართობი (5493 კვ.მ.), N 71 საწყობის მიწის ფართობი (1985 კვ.მ.), N 17 სანიტარიული ნაწილის მიწის ფართობი (2881 კვ.მ.), N 64 გამშვები პუნქტის მიწის ფართობი (187,2 კვ.მ.) სიმბოლურ ფასად, 1000 (ათასი) დოლარის ეკვივალენტ ლარად, პირდაპირი მიყიდვის ფორმით გადაეცეს საქართველოს საპატრიარქოს.

2. მყიდველმა ობიექტის საფასურის გადახდა უზრუნველყოს ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთ თვეში.

3. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (ი.ჩოგოვაძე) ამ განკარგულების შესრულების მიზნით უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელება.

მიხეილ სააკაშვილი


საქართველოს პრეზიდენტის
განკარგულება
N 454 2006 წლის 15 აგვისტო ქ.თბილისი

საქართველოს საპატრიარქოსათვის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პირდაპირი განკარგვის
წესით გადაცემის შესახებ


1. დაკმაყოფილდეს გარდაბნის რაიონის გამგეობის შუამდგომლობა და „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად საქართველოს საპატრიარქოს მართლმადიდებლური ეკლესიის ასაშენებლად პირდაპირი განკარგვის წესით საკუთრებაში გადაეცეს გარდაბნის რაიონის სოფელ ახალსოფელში ომში დაღუპულთა მემორიალის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული 0,57 ჰა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.

2. გარდაბნის რაიონის გამგეობამ უზრუნველყოს მიწის ნაკვეთის გადასაცემად საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება.

მიხეილ სააკაშვილი


საქართველოს პრეზიდენტის
განკარგულება
N 453 2006 წლის 15 აგვისტო ქ.თბილისი

საქართველოს საპატრიარქოსათვის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პირდაპირი განკარგვის
წესით გადაცემის შესახებ


1. დაკმაყოფილდეს გორის რაიონის გამგეობის შუამდგომლობა და „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად საქართველოს საპატრიარქოს მართლმადიდებლური ეკლესიის ასაშენებლად პირდაპირი განკარგვის წესით უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაეცეს გორის რაიონის სოფელ ხიდისთავში მდებარე 936,0 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.

2. გორის რაიონის გამგეობამ უზრუნველყოს მიწის ნაკვეთის გადასაცემად საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება.

მიხეილ სააკაშვილი


საქართველოლს პრეზიდენტის
განკარგულება
N 479 2006 წლის 23 აგვისტო ქ.თბილისი

საქართველოს საპატრიარქოსათვის გარდაბნის რაიონის
სოფელ ფონიჭალაში მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში
არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის
ნაკვეთის პირდაპირი განკარგვის წესით საკუთრებაში
გადაცემის შესახებ


1. დაკმაყოფილდეს გარდაბნის რაიონის გამგეობის შუამდგომლობა და „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს საპატრიარქოს ეკლესიის მშენებლობისათვის პირდაპირი განკარგვის წესით საკუთრებაში გადაეცეს გარდაბნის რაიონის სოფელ ფონიჭალაში მდებარე 1000 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.

2. გარდაბნის რაიონის გამგეობამ უზრუნველყოს მიწის ნაკვეთის გადასაცემად საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება.

მიხეილ სააკაშვილი


საქართველოს პრეზიდენტის
განკარგულება
N 538 2006 წლის 15 სექტემბერი ქ.თბილისი

საქართველოს საპატრიარქოსათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პირდაპირი განკარგვის წესით საკუთრებაში გადაცემის შესახებ


1. დაკმაყოფილდეს ქ. თბილისის მერიის შუამდგომლობა და „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს საპატრიარქოს ეკლესიის მშენებლობისათვის პირდაპირი განკარგვის წესით საკუთრებაში გადაეცეს ქ. თბილისში, დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში, გრიგოლ რობაქიძის ქუჩასა და მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროს (დიღმის მასივის II კვარტლის მიმდებარედ) შორის არსებული მიწის ნაკვეთი (2000 კვ.მ).

2. ქ. თბილისის მერიამ უზრუნველყოს მიწის ნაკვეთის გადასაცემად საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება.

მიხეილ სააკაშვილი





--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
კანონისტი   საქართველოს პრეზიდენტი   Oct 18 2006, 05:52 PM
guja   ღმერთმა დალოცოს და...   Oct 18 2006, 09:51 PM
guja   http://c.foto.radikal.ru/0610/2dbb295ae987.jpg   Oct 19 2006, 06:43 PM
კანონისტი   guja სხვათაშორის, დაკ...   Oct 20 2006, 11:01 AM
კანონისტი   ვაგრძელებ ეკლესია...   Oct 30 2006, 04:51 PM
კანონისტი   სჳმეონი რატომ? ცილ...   Nov 8 2006, 11:53 AM
კანონისტი   საქართველოს პრეზი...   Jan 8 2007, 01:25 PM
კანონისტი   საქართველოს კანონ...   Jan 9 2007, 01:32 PM
კანონისტი   კანუდოსელი კონკრ...   May 25 2007, 11:14 AM
ulvashi   ილია არაა მართალი,...   May 25 2007, 11:15 AM
კანონისტი   ulvashi ყველა დემოკრატ...   May 25 2007, 11:18 AM
ილია   მაშინ ის ადამიანე...   May 25 2007, 11:22 AM
ulvashi   კანონისტი მერე სა...   May 25 2007, 11:22 AM
ილია   აქ უმციროსობის უფ...   May 25 2007, 11:25 AM
კანონისტი   ulvashi თუკი უმცირესობ...   May 25 2007, 11:28 AM
ulvashi   სექტის დანგრეული ე...   May 25 2007, 11:37 AM
კანონისტი   ulvashi ეგრე არ არის ჩე...   May 25 2007, 11:40 AM
ილია   რომელი ეკლესია და...   May 25 2007, 11:42 AM
ulvashi   სახელმწიფომ არ დაა...   May 25 2007, 11:48 AM
კანონისტი   ulvashi პირიქით, მეგობ...   May 25 2007, 11:51 AM
კანუდოსელი   მინდა დაგამწუხრო, ...   May 28 2007, 10:47 AM
ლეონტი   სახელმწიფო რელიგი...   May 28 2007, 11:12 AM
ulvashi   ეგღა გვაკლია ამ ის...   May 25 2007, 11:53 AM
ილია   კი უნდა წავიდეს რე...   May 25 2007, 11:55 AM
ulvashi   ილია არც ეგ მოხდე...   May 25 2007, 11:59 AM
ილია   ეგ ვისი მონაცემები...   May 25 2007, 12:03 PM
ulvashi   ევროპულ ქვეყნებში ...   May 25 2007, 12:05 PM
კანონისტი   ulvashi შენ არ გქონდეს ...   May 25 2007, 12:10 PM
ილია   ლოცვას როგორ აძალ...   May 25 2007, 12:10 PM
შოთა   ილია ლოცვას არავინ...   May 25 2007, 12:21 PM
მნათე   აუფფფფ, რელიგიური ...   May 25 2007, 12:27 PM
k@the   მომიტევეთ და როცა ...   May 25 2007, 12:57 PM
კანონისტი   k@the შენ მხოლოდ გერმა...   May 25 2007, 01:04 PM
ulvashi   რა შუაშია სახელმწ...   May 25 2007, 03:58 PM
k@the   თუ ეს ასეა, მაშინ მ...   May 25 2007, 05:44 PM
ილია   საქართველოში ყოვე...   May 25 2007, 06:58 PM
k@the   საქართველოში ყოვე...   May 25 2007, 11:47 PM
a-l-e-q-s-a-n-d-r-e   ჩვენი პრეზიდენტი მ...   May 26 2007, 03:24 PM
ილია   ხო შეიძლება ისეთ რ...   May 28 2007, 11:12 AM
კანონისტი   კანუდოსელი ბერძნ...   May 28 2007, 12:49 PM
მნათე   ხოდა მაგაზე დიდი ს...   May 28 2007, 01:20 PM
ulvashi   და სახელმწიფო რად ...   May 28 2007, 01:44 PM
კანონისტი   მნათე ჰო რა ვიცი რ...   May 28 2007, 01:54 PM
ulvashi   კანონისტი უფრო ცუ...   May 28 2007, 02:03 PM
მნათე   აზროვნების ზეიმი...   May 28 2007, 02:28 PM
კანონისტი   ulvashi ამ სიტყვებს ია...   May 28 2007, 02:33 PM
მნათე   კი, როგორ არა :D ყვე...   May 28 2007, 03:22 PM
ქავთარაძე   კანონისტი მიშა რატ...   May 28 2007, 04:09 PM
კანონისტი   ქავთარაძე სახელმ...   May 28 2007, 04:12 PM
ქავთარაძე   კანონისტი იცინე მე...   May 28 2007, 04:14 PM
ulvashi   კარგია, რომ უწმინდ...   May 28 2007, 04:36 PM
ქავთარაძე   ნარკოტიკების ლეგა...   May 28 2007, 04:49 PM
k@the   ისევ შემოგეჭრებით ...   May 28 2007, 06:57 PM
ნიკოლოზ_V   საქართველოს მთავრ...   May 28 2007, 07:00 PM
ulvashi   ნარკოტიკები არ მიხ...   May 29 2007, 09:27 AM
კანონისტი   როგორც არასრულყოფ...   May 29 2007, 09:53 AM
ulvashi   როგორც არასრულყოფ...   May 29 2007, 10:00 AM
კანონისტი   ulvashi შენთვის არა, ერ...   May 29 2007, 10:11 AM
ulvashi   რატომ გგონია, რომ ...   May 29 2007, 10:21 AM
ქავთარაძე   ახალი ამბავი :D   May 29 2007, 10:23 AM
კანონისტი   ulvashi და... ხორვატებს ს...   May 29 2007, 10:27 AM
ulvashi   ხორვატება სახელმწ...   May 29 2007, 10:34 AM
კანონისტი   ulvashi ზოგიერთისთვის ...   May 29 2007, 10:46 AM
ulvashi   სახელმწიფო რელიგი...   May 29 2007, 10:50 AM
კანონისტი   ulvashi სახელმწიფო რელ...   May 29 2007, 10:56 AM
ulvashi   საშინელებაა, ის, რა...   May 29 2007, 11:01 AM
კანონისტი   ulvashi გეთანხმები, მაგ...   May 29 2007, 11:03 AM
ulvashi   ვიცი, და მაგიტომ მი...   May 29 2007, 11:07 AM
კანონისტი   ulvashi სამაგიეროდ, სულ...   May 29 2007, 11:08 AM
ulvashi   ქართველები რატოიმ ...   May 29 2007, 11:15 AM
ქავთარაძე   ამით რისი თქმა გინ...   May 29 2007, 11:15 AM
კანონისტი   ქავთარაძე შენ არ მ...   May 29 2007, 11:21 AM
ulvashi   რა იყო მე-12 საუკუნე...   May 29 2007, 11:24 AM
თათი87   :unsure:   May 29 2007, 11:27 AM
ulvashi   მეც მასეთი ეჭვი მა...   May 29 2007, 11:30 AM
ნიკოლოზ_V   კანონისტი სად არი...   May 29 2007, 11:29 AM
ნიკოლოზ_V   კანონისტი მემგონი...   May 29 2007, 11:33 AM
კანონისტი   ნიკოლოზ_V ნენა რას ...   May 29 2007, 11:37 AM
ნიკოლოზ_V   კანონისტი ღმერთმ...   May 29 2007, 11:39 AM
კანონისტი   ნიკოლოზ_V მოგიტევო...   May 29 2007, 11:40 AM
ნიკოლოზ_V   კანონისტი მე პრეზი...   May 29 2007, 11:40 AM
ulvashi   საქართველოში ქუჩა...   May 29 2007, 11:41 AM
ნიკოლოზ_V   ჩემი თავის და ჩემი ...   May 29 2007, 11:44 AM
ulvashi   ჩემი თავის და ჩემი ...   May 29 2007, 11:50 AM
კანონისტი   ulvashi ნიკოლოზ_V თემისგ...   May 29 2007, 11:44 AM
ნიკოლოზ_V   კანონისტი გავსკდ...   May 29 2007, 11:57 AM
კანონისტი   ulvashi ეს მართლმადიდე...   May 29 2007, 11:58 AM
ulvashi   ulvashi ეს მართლმადიდე...   May 29 2007, 12:01 PM
კანონისტი   ulvashi მე პოლიტიკურად ...   May 29 2007, 12:03 PM
ნიკოლოზ_V   კანონისტი თუ თვალ...   May 29 2007, 12:05 PM
კანონისტი   ნიკოლოზ_V ეს თემა ა...   May 29 2007, 12:08 PM
ნიკოლოზ_V   კანონისტი ვერაფე...   May 29 2007, 12:20 PM
კანონისტი   ქვეგანყოფილება ეკ...   May 29 2007, 12:21 PM
ulvashi   საქართველოს საერო ...   May 29 2007, 12:29 PM
ნიკოლოზ_V   კანონისტი ეს წესე...   May 29 2007, 12:27 PM
ნიკოლოზ_V   რომელ კანონიკურ ს...   May 29 2007, 12:30 PM
კანონისტი   ნიკოლოზ_V შენ კანონ...   May 29 2007, 12:32 PM
ნიკოლოზ_V   მე ზოგადად საქართვ...   May 29 2007, 12:34 PM
კანონისტი   ნიკოლოზ_V კანონიკუ...   May 29 2007, 12:40 PM
4 გვერდი V  1 2 3 > » 


Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 26th May 2024 - 10:53 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი