consciousness without brain..., ცნობიერება ტვინის გარეშე. საინტერესო მეცნიერული ფაქტები. |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
consciousness without brain..., ცნობიერება ტვინის გარეშე. საინტერესო მეცნიერული ფაქტები. |
გიორგი |
Jul 31 2009, 01:48 AM
პოსტი
#1
|
მეცნიერი & ხელოვანი ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 |
ამ თემაში შევაგროვოთ და ავტვირთოთ სამეცნიერო მასალები, რომელიც არაპირდაპირ, მაგრამ მაინც მიუთითებს ცნობიერების ტვინის გარეშე არსებობას. ანუ ფაქტები, როდესაც თითქოს ადამიანებმა შეინარჩუნეს ცნობიერება მას შემდეგ რაც ტვინმა ფუნქცია შეწყვიტა. ლაპარაკია NDE-ზე (Near-Death-Experinece) ანუ ე.წ. "კლინიკური სიკვდილის" მდგომარეობაზე.
ამ კუთხით მიმდინარეობს საკმაოდ საინტერესო კვლევა. პირველ რიგში ავტვირთავ ტელეკორპორაცია BBC-ის გადაღებულ ფილმს: "The Day I Died" / "დღე როდესაც მოვკვდი" "The Day I Died"- part1 "The Day I Died"- part2 "The Day I Died"- part3 "The Day I Died"- part4 "The Day I Died"- part5 "The Day I Died"- part6 -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
გიორგი |
Aug 10 2009, 03:06 PM
პოსტი
#2
|
მეცნიერი & ხელოვანი ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 |
უყურეთ ფილმს?
რატომ არ აქტიურობთ? -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
კანონისტი |
Aug 10 2009, 03:08 PM
პოსტი
#3
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
გიორგი
ვუყურებ აუცილებლად. ციტატა consciousness without brain ეს რომ წავიკითხე, ჯერ გავიგე ისე, თითქოს ჩვენ ერთ-ერთ ფორუმელზე ამბობდი, ტვინი არ აქვსო და გულწრფელად გამიკვირდა -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
ნონა |
Aug 10 2009, 03:56 PM
პოსტი
#4
|
მშვიდი სისოვლე ჯგუფი: Members პოსტები: 2,197 რეგისტრ.: 29-July 09 მდებარ.: ბათუმი წევრი № 7,322 |
ადრე მაქვს ნანახი....
-------------------- ...უფალო, უშენოდ სიზმარშიც არ გავიშვები!
|
გიორგი |
Aug 10 2009, 04:00 PM
პოსტი
#5
|
მეცნიერი & ხელოვანი ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 |
ნონა
ციტატა ადრე მაქვს ნანახი.... მერე რა დასკვნები გამოიტანე? -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
ნონა |
Aug 10 2009, 04:15 PM
პოსტი
#6
|
მშვიდი სისოვლე ჯგუფი: Members პოსტები: 2,197 რეგისტრ.: 29-July 09 მდებარ.: ბათუმი წევრი № 7,322 |
სიმართლე გითხრა შთამბეჭდავი იყო...
ვისიამოვნე კიდევ ერთი საინტერესო ფილმით (!) ზუსტად იგივე დამოკიდებულება მაქვს მაგ ფილმის მიმართ როგორც დიდი აფეთქბის თეორიაზე (თუ არ ვცდები სწორედ იგივე არხის გადაღებული იყო)... -------------------- ...უფალო, უშენოდ სიზმარშიც არ გავიშვები!
|
გიორგი |
Aug 10 2009, 04:32 PM
პოსტი
#7
|
მეცნიერი & ხელოვანი ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 |
ნონა
ციტატა ზუსტად იგივე დამოკიდებულება მაქვს მაგ ფილმის მიმართ როგორც დიდი აფეთქბის თეორიაზე დიდი აფეთქების თეორია 99.9%-ით არის მართალი. ამას ადასტურებს ის ფაქტი, რომ უშორესი გალაქტიკების და სინათლის ობიექტების სპექტრის შედარებისას მზის სპექტრთან ვხედავთ წანაცვლებას სპექტრის წითელი ბოლოსკენ, რაც ნიშნავს რომ ყველა ობიექტი სინათლის სიჩქარესთან მიახლოებული სიჩქარით გვშორდება (ნუ 200.000კმ/წმ-ში მაინც) და თანაც რაც უფრო შორია სინათლის წყარო მითუფრო სწრაფად გვშორდება ანუ სამყარო ფართოვდება და რადგან ფართოვდება ის ოდესღაც ძალიან მცირე იყო, ერთ წერტილში თავმოყრილი, სწორედ ეს არის სინგულარობის მოვლენა. არის მეორე ფაქტი. კოსმოსური მიკროტალღური გამოსხივება. ეს არის ელექტრომაგნიტური გამოსხივება, რომელიც ავსებს მთელ სამყაროს და ყველა მიმართულებიდან თანაბარი ინტენსივობით მოდის ანუ წარმოადგენს "დიდი აფეთქების" მიერ გამოწვეული ენერგიის ემისიის მიერ გამოსხივებულ ინფორმაციას 13.7 მილიარდი წლის წინ, რასაც რელიქტურ გამოსახულებასაც უწოდებენ. არადა NDE-ს შემსწავლელ ჯგუფებს არაფერი არ დაუმტკიცებიათ არც 99%, მითუმეტეს ცნობიერების ტვინის გარეთ არსებობა და კოსმოლოგების ექვივალენტური მტკიცებულებები სულაც არ გააჩნიათ თავის საქმეში. -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
lingvo |
Aug 10 2009, 04:38 PM
პოსტი
#8
|
ვახტანგი ჯგუფი: Moderator პოსტები: 4,095 რეგისტრ.: 13-July 07 მდებარ.: თბილისი წევრი № 2,456 |
კლინიკურ-ი სიკვდილი - (მედიც.). ორგანიზმის მდგომარეობა, რომლისთვისაც დამახასიათებელია სიცოცხლის გარეგნული ნიშნების (გულის მოქმედებისა და სუნთქვის) არარსებობა.
ამ დროს ვითარდება ჰიპოქსია (ორგანიზმის ქსოვილების ჟანგბადით მომარაგების მწვავე უკმარისება). ორგანოთა ქსოვილებიდან, ამ პროცესიასდმი ყველაზე მგრძნობიარეა ნერვული ქსოვილები, კერძოდ კი თავის ტვინი. ”კლინიკური სიკვდილის” შემთხვევაში თავის ტვინის ბიოლოგიური სიცოცხლისუნარიანობა მაქსიმუმ 5 წუთია. ამიტომ 5 წუთის განმავლობაში ადამაინს უნდა ჩაუტარდეს რეანიმაციული ღონისძიებები. პირველ რიგში ხელოვნური სუნთქვა და გულის არაპირდაპირი მასაჟი. 5 წუთის შემდეგ ნერვული ქსოვილები იწყებენ კვდომას და ადამიანი გარდაიცვლება, თუ ამ დროის განმავლობაში შედეგი არ მოიტანა რეანიმაციულმა ღონისძიებებმა. არსებობს აგრეთვე კომატოზური მდგომარეობაბი, რომლებიც წლობით გრძელდება (როდესაც ადამიანს ცნობბიერება წართმეული აქვს, დამოუკიდებლად ვერ სუნთქავს და ფუნქციონირებს მხოლოდ გული). არის შემთხვევები, როდესაც მა მდგომარეობიდა ადამიანი გამოსულა და დაბრუნებია ჩვეულ ცხოვრებას. ეს ყველაფერი სამედიცინო მეცნიერეიბს კუთხით. როგორც ვიცი უფალი უშვებს ასეთ მდგომარეობას ადამაინებზე, მათივე სულების სასარგებლოდ. რომ შემდეგ შეცვალონ მათი ცხოვრება. -------------------- ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია. (ინ.1,5)
|
გიორგი |
Aug 10 2009, 04:50 PM
პოსტი
#9
|
მეცნიერი & ხელოვანი ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 |
lingvo
ციტატა ტვინის ბიოლოგიური სიცოცხლისუნარიანობა მაქსიმუმ 5 წუთია. ეს თუ არ გაყინეს ადამიანი. ამერიკელებმა მომღერალ პამ რეინოლდსს ჩაუტარეს ტვინის თითქმის ექსპერიმენტული ოპერაცია (სხვა შემთხვევაში მაინც იღუპებოდა) ფენიქს სიტის საავადმყოფოში, სადაც ტემპერატურა დაუგდეს +16 გრადუსზე, გაუჩერეს გული, გაჩერდა სუნთქვა და ტვინის აქტივობა ელექტროენცეფალოგრამაზე იყო - 0. ტვინიდან კი დრენაჟით სისხლი გადმოუქციეს რომ წნევა გაეთიშათ და შვიდი საათი უტარებდნენ ოპერაციას და მერე ისევ გააცოცხლეს. ვიდეოზეც არის გადაღებული ოპერაცია. |
ნონა |
Aug 10 2009, 04:58 PM
პოსტი
#10
|
მშვიდი სისოვლე ჯგუფი: Members პოსტები: 2,197 რეგისტრ.: 29-July 09 მდებარ.: ბათუმი წევრი № 7,322 |
გიორგი
გულწრფელად გითხრა მე არ ვიზიარებ შენი ტონის დამაჯერებლობას. დიდი აფეთქების თეორია 99.9%-ით არის მართალი არც ვემხრობი და არც მის წინააღმდეგ ვილაშქრებ ახლა არგუმენტებიო არ მიხსენო როცა მეცნიერები იკვლევენ NDE-ს სადმე ღმერთს ახსენებენ? მე ყური ვერსად მოვკარი. იგივე ტონია დიდი აფეთქების თეორიასთანაც. ეს ჩემში განსაზღვრავს ნდობის ხარისხს ფილმის მიმართ... ნუ ახლა საკითხი მე ჯერ არ გამომიკვლევია საკუთარი შეხედულება რომ ვიქონიო მასობრივი ფსიქოზისგან დამოუკიდებლად -------------------- ...უფალო, უშენოდ სიზმარშიც არ გავიშვები!
|
კანონისტი |
Aug 10 2009, 05:00 PM
პოსტი
#11
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
ნონა
ციტატა როცა მეცნიერები იკვლევენ NDE-ს სადმე ღმერთს ახსენებენ? მე მიყვარს მეცნიერული კვლევებისადმი ევროპულ-ამერიკული მიდგომა: წინასწარ არაფრის იარლიკს არ იწეპებენ, იკლვევენ სუფთა მეცნიერულად. მორწმუნეს ამის არ ეშინია, რადგან წამს, რომ მეცნიერული კვლევა ადრე თუ გვიან ღმერთამდე მივა. -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
lingvo |
Aug 10 2009, 05:04 PM
პოსტი
#12
|
ვახტანგი ჯგუფი: Moderator პოსტები: 4,095 რეგისტრ.: 13-July 07 მდებარ.: თბილისი წევრი № 2,456 |
გიორგი
კი არსებობს კლინიკები, სადაც ასეთ ოპერაციებს აკეთებენ, (რუსეთშიც არის ერთი კლინიკა). ტემპერატურის დაწევით ნელდება მეტაბოლიზმი და დროც გარკვეულ წილად ხანგრძლივდება. თუმცა დიდი რისკია იმისა, რომ ტემპერატურული ცვალებადობის შედეგად დაზიანდეს უჯრედები და შეუქცევადი ცვლილებები მოხდეს. -------------------- ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია. (ინ.1,5)
|
ნონა |
Aug 10 2009, 05:13 PM
პოსტი
#13
|
მშვიდი სისოვლე ჯგუფი: Members პოსტები: 2,197 რეგისტრ.: 29-July 09 მდებარ.: ბათუმი წევრი № 7,322 |
ნონა მე მიყვარს მეცნიერული კვლევებისადმი ევროპულ-ამერიკული მიდგომა: წინასწარ არაფრის იარლიკს არ იწეპებენ, იკლვევენ სუფთა მეცნიერულად. მორწმუნეს ამის არ ეშინია, რადგან წამს, რომ მეცნიერული კვლევა ადრე თუ გვიან ღმერთამდე მივა. ჰოდა მასეთი დამოკიდებულება მეცნიერებმა იქონიონ მე დამოკიდებულებები კვლევის პროცესში შენ იცი დათ რომ საერთოდ არ მაქვს.... როცა კვლევა მივა ღმერთის აღიარებამდე მეც მივიღებ კვლევის შედეგებს წინააღმდეგ შემთხვევაში ცხადია -არა. მანამდე კი ასე უემოციოდ მორწმუნეს ჩემი აზრით, კი არ უნდა ეშინოდეს, უნდა ფრთხილობდეს. სამწუხაროდ ყველა კვლევის შედეგი უფლის გზით არ მიდის -------------------- ...უფალო, უშენოდ სიზმარშიც არ გავიშვები!
|
lingvo |
Aug 10 2009, 05:23 PM
პოსტი
#14
|
ვახტანგი ჯგუფი: Moderator პოსტები: 4,095 რეგისტრ.: 13-July 07 მდებარ.: თბილისი წევრი № 2,456 |
სამწუხაროდ ყველა კვლევის შედეგი უფლის გზით არ მიდის რათქმაუნდა. ადმაიანს დაცემული გონება აქვს და თუ მას მიენდობა ბოროტი ადვილად აცდუნებს. -------------------- ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია. (ინ.1,5)
|
გიორგი |
Aug 10 2009, 05:30 PM
პოსტი
#15
|
მეცნიერი & ხელოვანი ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 |
ნონა
ციტატა გულწრფელად გითხრა მე არ ვიზიარებ შენი ტონის დამაჯერებლობას. შეგიძლია არ გაიზიარო. თუმცა მაღალი რანგის მეცნიერები, მათ შორის ნობელის პრემიის ლაურეატები ემხრობიან ამ თეორიას. ეს თეორია 99% დამტკიცებულად ითვლება, მაგრამ იმისთვის რომ მიხვდეს ადამიანი რომ ეს დამტკიცებულია უნდა ესმოდეს რას ნიშნავს დოპლერის ეფექტი, სპექტრი, ელექტრომაგნეტიზმი და ა.შ. თუ ეს ყველაფერი არ ესმის მაშინ ვერ მიხვდება რომ ყველაფერი დამტკიცდა. ...მაგალითად იურისტს სრულიად ელემენტარული მტკიცებულებები რომ წარუდგინო კოსინუსების თეორემის დამამტკიცებელი შეიძლება არ დაეთანხმოს ან ვერ გაიგოს, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს რომ 100%-ით დამტკიცებული არაა. ციტატა არც ვემხრობი და არც მის წინააღმდეგ ვილაშქრებ OK. OK. დემოკრატიაა. თუ გინდა გაილაშქრე კიდეც წინააღმდეგ, მაგრამ მოგიწევს სტივენ ვაინებერგს ედავო ფიზიკაში. ციტატა როცა მეცნიერები იკვლევენ NDE-ს სადმე ღმერთს ახსენებენ? ციტატა იგივე ტონია დიდი აფეთქების თეორიასთანაც. და რატომ უნდა ახსენონ? ან როგორ უნდა ახსენონ? მეცნიერება იკვლევს ფაქტებს და რა უნდა თქვან? დიდი აფეთქება იმიტომ მოხდა რომ ღმერთმა ააფეთქაო? და ეს ხომ მეცნიერება არაა? შენ გინდა რომ მეცნიერებამ ღმერთი ამოხსნას? დიდი აფეთქება არის ჩვენს მიერ კარგად ცნობილი სამყაროს საწყისი, დროის და სივრცის საწყისი და "არადაკვეტური" ხდება ტერმინი: "რა იყო მანამდე?", მაგრამ დროის სინგულარობაში შეიძლება წარმოვიდგინოთ მრავალგანზომილებიანი სამყაროს არსებობა და ღმერთამდე კი ძალიან შორია... და დიდი აფეთქების თეორიას, როგორ მიაბან ღმერთი? რაც არანაირად არ ჩანს? იგივეს ვიტყოდი NDE-ს კვლევაზე. და საერთოდ ეს ყველაფერი იმას კი არ მიუთითებს რომ ან ღმერთი არ არის ან რომ ვინმეს არ უნდა მისი აღიარება ანდა რაიმე მსგავსი. უბრალოდ დღევანდელი მეცნიერება "ვერ ხედავს" ღმერთს. თუმცა ამტკიცებს დიდი აფეთქების რეალურობას, იქიდან ღმერთამდე კი 1.000.000 საფეხური შეიძლება იყოს. ნონა ციტატა ეს ჩემში განსაზღვრავს ნდობის ხარისხს ფილმის მიმართ... მე კიდევ პირიქით ვარ. მეცნიერი თუ სადმე ღმერთს ახსენებს თავის შრომებში ის მეცნიერი საერთოდ არ არის. მეცნიერება იკვლევს ექსპერიმენტებით, გაზომვით, თეორიებით და ფორმულებით და ასე ღმერთს როგორ ამოხსნი? სასაცილო იქნებოდა პირდაპირ რომელიმე მეცნიერს რომ ეთქვა, რომ დიდი აფეთქება იმიტომ მოხდა რომ ღმერთმა ააფეთქაო... არადა შეიძლება 100%-ით ასე იყო ანდა შეიძლება ღმერთი გაცილებით შორს არის ვიდრე "დიდი აფეთქება", მაგრამ ამის მტკიცებას რომ მეცნიერი დაიწყებს ის უბრალოდ აღარ არის მეცნიერი. ღმერთის არსებობის შეიძლება გჯეროდეს ან არ გჯეროდეს საკუთარი ინტუიციიდან გამომდინარე. იყო ან არ იყო რელიგიური, იმის მიხედვით თუ რისი და რამდენად გწამს. შეიძლება იყო ეკლესიური ტიპის მეცნიერიც, მაგრამ ის არ უნდა მოიბოდიალო რომ NDE ან დიდი აფეთქება ღმერთის ნახელავიაო თუ არა ცუდად იქნება საქმე. -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
lingvo |
Aug 10 2009, 05:33 PM
პოსტი
#16
|
ვახტანგი ჯგუფი: Moderator პოსტები: 4,095 რეგისტრ.: 13-July 07 მდებარ.: თბილისი წევრი № 2,456 |
გიორგი
აინშტაინი მივიდა ღმერთის არსებობის რეალობამდე. მემგონი მეცნიერი კაცი იყო -------------------- ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია. (ინ.1,5)
|
გიორგი |
Aug 10 2009, 05:48 PM
პოსტი
#17
|
მეცნიერი & ხელოვანი ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 |
ნონა
ციტატა ეს ჩემში განსაზღვრავს ნდობის ხარისხს ფილმის მიმართ... მე კიდევ პირიქით ვარ. მეცნიერი თუ სადმე ღმერთს ახსენებს თავის შრომებში ის მეცნიერი საერთოდ არ არის. მეცნიერება იკვლევს ექსპერიმენტებით, გაზომვით, თეორიებით და ფორმულებით და ასე ღმერთს როგორ ამოხსნი? სასაცილო იქნებოდა პირდაპირ რომელიმე მეცნიერს რომ ეთქვა, რომ დიდი აფეთქება იმიტომ მოხდა რომ ღმერთმა ააფეთქაო... არადა შეიძლება 100%-ით ასე იყო ანდა შეიძლება ღმერთი გაცილებით შორს არის ვიდრე "დიდი აფეთქება", მაგრამ ამის მტკიცებას რომ მეცნიერი დაიწყებს ის უბრალოდ აღარ არის მეცნიერი. ღმერთის არსებობის შეიძლება გჯეროდეს ან არ გჯეროდეს საკუთარი ინტუიციიდან გამომდინარე. იყო ან არ იყო რელიგიური, იმის მიხედვით თუ რისი და რამდენად გწამს. შეიძლება იყო ეკლესიური ტიპის მეცნიერიც, მაგრამ ის არ უნდა მოიბოდიალო რომ NDE ან დიდი აფეთქება ღმერთის ნახელავიაო თუ არა ცუდად იქნება საქმე. lingvo ციტატა აინშტაინი მივიდა ღმერთის არსებობის რეალობამდე. მემგონი მეცნიერი კაცი იყო რწმენამდე და არა რეალობამდე. აინშტაინს არ დაუწერია რომ ფარდობითობის თეორია ღმერთის არსებობას ამტკიცებსო. შეიძლება ძალიან დიდ მეცნიერს სწამდეს ღმერთის, მაგრამ თავის შრომებში როგორ უნდა ახსენოს აი ამას ვერ ვხვდები. -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
lingvo |
Aug 10 2009, 05:57 PM
პოსტი
#18
|
ვახტანგი ჯგუფი: Moderator პოსტები: 4,095 რეგისტრ.: 13-July 07 მდებარ.: თბილისი წევრი № 2,456 |
გიორგი
უდნა აღიაროს იმ ობიექტური რეალობიდან, რომ რაც უფრო უახლოვდება საიდუმლოს ამოხსნას, მით მეტი კითხვები იბადება. ღმერთს ვერ იტევს ადამიანის გონება და ამას განიცდიან და ხვდებიან. შემდეგ ღვთის მადლით მორწმუნეები ხდებიან და მიეცემათ მადლით ის პასუხები, რაც საჭიროა ადამიანებისთვის სასიკეთოდ. P.S. ფარდობითობისა და ალბათობის თეორიებმა უფრო მეტი კითხვები გააჩინა და კვლევის ჰორიზონტები დასახა. აქედან გამომდინარე მიხვდა. -------------------- ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია. (ინ.1,5)
|
CONSCIENTIOUSNESS |
Aug 11 2009, 12:19 AM
პოსტი
#19
|
Stalker ჯგუფი: Members პოსტები: 387 რეგისტრ.: 23-February 08 მდებარ.: The Dark Side Of The Moon წევრი № 4,010 |
კანონისტი
ციტატა ეს რომ წავიკითხე, ჯერ გავიგე ისე, თითქოს ჩვენ ერთ-ერთ ფორუმელზე ამბობდი, ტვინი არ აქვსო და გულწრფელად გამიკვირდა აიიიტტტ თემას რაც შეეხება არ ვიცი ძალიან მიჭირს რამე კომენტარის გაკეთება სრულიად არაკომპეტენტური ვარ ამ საკითხში. -------------------- ყველაზე დიდი ქონება არის ნათელი გონება!
For millions of years mankind lived just like the animals, Then something happend which unleashed the power of our imagination We learned to talk! Stephen Hawking, Pink Floyd. When I do good, I feel good. When I do bad, I feel bad. That's my religion. Abraham Lincoln |
მაშიკო |
Aug 11 2009, 10:07 AM
პოსტი
#20
|
მარიამი ჯგუფი: Members პოსტები: 2,850 რეგისტრ.: 18-May 09 მდებარ.: ქუთაისი წევრი № 7,002 |
მეშინია ასეთ თემაზე ფილმის ყურებაც კი, და ამ თემასაც დაფეთებული ვკითხულობ:მშიშარა მაშიკო:
-------------------- უფალო იესო ქრისტე, ძე ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი. მომეც ძალა და უნარი, ვადიდო სახელი შენი.
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 3rd May 2024 - 12:58 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი