ფერეიდნელი ქართველები, ვისაუბროთ |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ფერეიდნელი ქართველები, ვისაუბროთ |
gugua |
Dec 30 2010, 02:47 PM
პოსტი
#581
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 392 რეგისტრ.: 26-October 07 წევრი № 3,054 |
გთხოვთ, მოინახულოთ ჩემს საიტში ბლოგი 177 - წმიდა მღვდელმოწამე გრიგოლი (ფერაძე) - Grigol Peradze
http://www.fereidani.ge/177_peraze/177_peraze.html -------------------- www.fereidani.ge
|
gugua |
Jan 4 2011, 11:01 AM
პოსტი
#582
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 392 რეგისტრ.: 26-October 07 წევრი № 3,054 |
დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის დაბადების დღეა!
ეს ლექსი კი 89 წლის ქალბატონ თამარ მიხას ასული ხელაშვილისაა, რომელიც სპეციალურად ამ თარიღისათვის დაიწერა! სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს უწმინდესსა და უნეტარესს ილია II-ს ღმერთო! მიშველე, გამხადე უებრო სიტყვის მთქმელია; ამ ოხერ წუთისოფლისგან გონება შემომელია. ავ-კარგიც ვერ გამირჩევავ, ჩემთვის გამხდარა ძნელია; რა სიტყვით აიწონება შენი სიკეთე მთელია. შენი უბრალო ნაბიჯიც ღვთის კანონების ფერია; შენი სიტყვა და დალოცვა თავად ღმერთს შეუდგენია. მრევლმა რომ ღმერთად ჩაგთვალოთ არც არა საკვირველია; ღმერთს ჩვენ სხვას აღარას ვთხოვთ სიცოცხლე მოგცას გრძელია. შვილიც ხო თავის დედ-მამის სიცოცხლის მნატრობელია. მეტს მე ვეღარას გიამბობთ სიტყვები შემომელია. ავტორი - თამარ მიხას ასული ხელაშვილი 4 იანვარი, 2011 წელი -------------------- www.fereidani.ge
|
gugua |
Jan 12 2011, 09:45 AM
პოსტი
#583
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 392 რეგისტრ.: 26-October 07 წევრი № 3,054 |
გთხოვთ, მოვითხოვ თქვენ ყურადღებას.
რამოდენიმე დღეში ქალაქ ჟენევაში შეგდება ე.წ Universal Periodical Review (UPR), ანუ ადამიანების უფლებების დაცვის საბჭოს შეხვედრა. UPR სისტემას ასევე უწოდებენ "ადამიანების უფლებების აუდიტსაც" მოცემულ ქვეყნებში. მათ შორის შედის საქართველოც . ამ საბჭოს დასკვნების მიხედვით შეუძლიათ დასავლეთის ქვეყნებს დააყენონ კონკრეტული ქვეყნის მიმართ სხვადასხვა მოთხოვნები. http://www.ohchr.org/EN/HRBodies/UPR/PAGES/GESession10.aspx დასკვნების მომზადებაში ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროც მონაწილეობს. თუმცა ამ კვირას მათი პარტნიორი ორგანიზაციის მეშვეობით მივიღე რამდენადმე საინტერესო თხოვნა – დავხმარებოდი მათ საქართველოს შესახებ ანაგარიშის მომზადებაში. "საქმე იმაშია, რომ ჯერ-ჯერობით ქართული მხრიდან მათ არავითარი ინფორმაცია არ აქვთ". მეორეს მხრივ ბევრ თქვენთაგანს, რომლებიც მუშაობთ როგორც ჟურნალისტები, არასამთავრობო სექტორი, სხვადასხვა სფეროში ან თუნდაც სახელმწიფო სამსახურში. თუნდაც კერძო პირებს, ასევე უცხოეთში მცხოვრებ სათვისტომოებს. შეგიძლიათ ჩემი საშუალებით (და არა მარტო ჩემი მეშვეობით) თქვენი შენიშვნები გადასცეთ მოცემულ საბჭოს, რომელიც შემდეგ ქართულ მხარეს მაღალ დონეზე მოთხოვს/მიმართავს: გამოასწოროს, შეცვალოს, გააქუმოს, გააკეთოს და ა.შ. ( Universal Periodical Review მნიშვნელობის შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ http://www.ohchr.org/en/hrbodies/upr/pages/uprmain.aspx კითხვა ასეთია (პირდაპირ ვთარგმნი): "გაქვთ თუ არა საქართველოს ხელისუფლების სისტემურ მოწყობასთან უარყოფითი გამოცდილება, რომლის შესახებ ისურვებდით რომ საქართველოს მთავრობამ მოახდინოს რეაქცია და გამოასწოროს.. ეს ეხება სახელმწიფო სამსახურებთან ურთიერთობას, თავისუფალი მედიის, სიტყვის თავისუფლების, ადამიანის უფლებების, ეთნიკურ უმცირესობებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, სასამართლოს სისტემას? გეძლევათ უნიკალური საშუალება ჩვენი საბჭოს მეშვეობით მიიტანოთ თქვენი მოთხოვნები უმაღლეს დონეზე განსახილველად." ასევე: "შეგიძლიათ მოკლედ გვიჩვენოთ ამა თუ იმ სახელმწიფო სამსახურის მიერ დისკრიმინაციის, ცუდი კანონის ან ნეგატიური დამოკიდებულება რომელიმე საქმესთან" ბოლოს მინდა შეგახსენოთ, რომ თუ რაიმე მასალას მომაწოდებთ ეს შესაძლებელია: ინგლისურ, ფრანგულ, გერმანულ და თუნდაც რუსულ ენებზე. თუ მაინც და მაინც ვერც ერთ ენაზე ვერ წერთ, მაშინ ვეცდები ქართულად ვთარგმნო. ოღონდ შეიძლება თარგმანი დამიგვიანდეს, ჩემი ძირითადი სამსახურის გამო. სხვა ენაზე დაწერილ ტექსტებს პირდაპირ გადაუგზავნი ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს http://www.mzv.cz/jnp/en/index.html. პატივისცემით, ჯიმი დაბრუნდაშვილი პრაღა, ჩეხეთის რესპუბლიკა + 420 724 124 981 -------------------- www.fereidani.ge
|
gugua |
Jan 15 2011, 10:59 AM
პოსტი
#584
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 392 რეგისტრ.: 26-October 07 წევრი № 3,054 |
-------------------- www.fereidani.ge
|
gugua |
Jan 19 2011, 11:22 AM
პოსტი
#585
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 392 რეგისტრ.: 26-October 07 წევრი № 3,054 |
გთხოვთ მოინახულოთ ბლოგი 179 – ერეკლე თურქაძე – «ბავშვურ ოცნებები» და სოფიკო ჯაფარიძე – «ფერეიდნელი გიორგი»
http://www.fereidani.ge/179_erekle/179_erekle.html პატივისცემით, გიორგი ალავერდაშვილი -------------------- www.fereidani.ge
|
gugua |
Jan 26 2011, 04:39 PM
პოსტი
#586
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 392 რეგისტრ.: 26-October 07 წევრი № 3,054 |
ინტერვიუ რობერტ მესხთან
ლიტფორუმი ებლიტფო იანვარი 22, 2011 http://www.fereidani.ge/145_mesxi/145_robiinter.html -------------------- www.fereidani.ge
|
gugua |
Feb 4 2011, 10:09 AM
პოსტი
#587
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 392 რეგისტრ.: 26-October 07 წევრი № 3,054 |
მეგობრებო! შაბათს, 5 თებერვალს, საღამოს 21.00 საათზე რუსთავი2-ზე P.S. –ში უყურეთ სიუჟეტს საქართველოში ნაკლებად ცნობილ გრიგოლ ფერაძის შესახებ. იქამდე კი გადახედეთ:
ბლოგი 161 – „საქართველოში გასაგზავნი 9 წერილი. ოსვენციმი. წმ. მღვდელმოწამე გრიგოლ ფერაძე.“ http://www.fereidani.ge/161_omi/161_omi.html და ბლოგი 161 – „წმიდა მღვდელმოწამე გრიგოლი (ფერაძე). Grigol Peradze. http://www.fereidani.ge/177_peraze/177_peraze.html პატივისცემით გიორგი ალავერდაშვილი. -------------------- www.fereidani.ge
|
gugua |
Feb 11 2011, 10:00 AM
პოსტი
#588
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 392 რეგისტრ.: 26-October 07 წევრი № 3,054 |
ირინა ნაჭყებია
«საფრანგეთ-სპარსეთის დიპლომატიური ურთიერთობები 1804-1810 წლებში და საქართველო» ეგზოტიკური ჩაიხანა «გულანშარო» 2011 წლის 28 იანვარი თბილისი, აბანოთ-უბანი; ი. გრიშაშვილის ქ. 14 http://www.fereidani.ge/181_irina/181_irina.html -------------------- www.fereidani.ge
|
gugua |
Mar 7 2011, 05:13 PM
პოსტი
#589
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 392 რეგისტრ.: 26-October 07 წევრი № 3,054 |
წმიდა დიდმოწამე გიორგის
წმიდა მართლმადიდებლური გამოსახულებანი http://fereidani.ge/184_cmgiorgi/184_cmgiorgi.html -------------------- www.fereidani.ge
|
gugua |
Mar 14 2011, 02:27 PM
პოსტი
#590
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 392 რეგისტრ.: 26-October 07 წევრი № 3,054 |
-------------------- www.fereidani.ge
|
gugua |
Mar 21 2011, 12:02 PM
პოსტი
#591
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 392 რეგისტრ.: 26-October 07 წევრი № 3,054 |
http://fereidani.ge/186_levili/186_levili.html
ლევილის მომავლის პროექტი – ოთარ ზურაბიშვილი – Othar ZOURABICHVILI -------------------- www.fereidani.ge
|
gugua |
Apr 8 2011, 05:37 PM
პოსტი
#592
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 392 რეგისტრ.: 26-October 07 წევრი № 3,054 |
2011 წელი 15 აპრილი, პარასკევი
ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზი კავშირ - პოეტურ ორდენ "მარადახალი ქნარის" მუდმივმოქმედი "ლიტერატურული სემინარების" მორიგი შეხვედრა. ფერეიდანის და ფერეიდნელების შესახებ საიტ www.Fereidani.ge - ს პრეზენტაცია დასაწყისი: 18 საათი და 00 წუთი მისამართი: მ. ალექსიძის ქ. N 1, კორპ. 4 (მეტრო "პოლიტექნიკური", სპორტის სასახლის მიმდებარედ, გეოფიზიკის ინსტიტუტსა და ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრთან ახლოს) -------------------- www.fereidani.ge
|
gugua |
Apr 18 2011, 07:03 PM
პოსტი
#593
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 392 რეგისტრ.: 26-October 07 წევრი № 3,054 |
http://fereidani.ge/188_prezen/188_prezen.html
მრავალმხრივ საინტერესო საიტის www.fereidani.ge-ს პრეზენტაცია -------------------- www.fereidani.ge
|
gugua |
Apr 21 2011, 10:12 AM
პოსტი
#594
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 392 რეგისტრ.: 26-October 07 წევრი № 3,054 |
მრავალმხრივ საინტერესო საიტის www.fereidani.ge-ს პრეზენტაცია
რობერტ მესხი. ფოტო-გალერეა – 7 http://fereidani.ge/188_prezen/188_prez07.html ფოტო-გალერეა – 8 http://fereidani.ge/188_prezen/188_prez08.html ფოტო-გალერეა – 9 http://fereidani.ge/188_prezen/188_prez09.html -------------------- www.fereidani.ge
|
gugua |
May 3 2011, 11:31 AM
პოსტი
#595
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 392 რეგისტრ.: 26-October 07 წევრი № 3,054 |
გილოცავთ „გიორგობას“
ერთხელ იესო ქრისტე, ელია წინასწარმეტყველი და წმიდა გიორგი ერთად გზად მიდიოდნენ. ბევრი რომ გაიარეს, მოიღალნენ და დასასვენებლად და პურის სასჭმელად დასხდნენ. იქვე, მგზავრების მახლობლად, ერთი მეცხვარე ცხვრის ფარას აძოვებდა. მიუგზავნეს ელია მეცხვარეს, სადილად ერთი ბატკანი მოგვეციო. მივიდა ელია მეცხვარესთან და უთხრა: „გულკეთილო მეცხვარე, ერთი ბატკანი მაჩუქეო“. „თუნდ ნახევარი ფარა მიირთვი, ოღონდ-კი მითხარ, ვინ ხართო“ – უპასუხა მეცხვარემ. „მე ელია წინასწარმეტყველი ვარო, პურის მოსავალს გაძლევთ, თქვენს ყანას წვიმას ვუგზავნი ხოლმე და გლეხკაცის ჭირნახულს მფარველობას ვუწევო“ – უთხრა ელიამ. „ვაჰმე! ჩემი ღმერთისა რომ არ მეშინოდეს, აი, ამ კომბლით თავს გაგიტეხავდიო“ – უპასუხა მეცხვარემ. „რათა ხარ ჩემზე გულმოსულიო?“ – ჰკითხა ელიამ. „რაზე და, დასთესავს პურს, ერთ დღიურ მიწას საწყალი ქვრივ-ოხერი ან ვინმე ღარიბ-ღატაკი, შენ მისდგები, არც აცივებ, არც აცხელებ და იმ ყანას სულ სეტყვით ჩაულეწავო“. დაბრუნდა ელია წინასწარმეტყველი ხელცარიელი თავის ამხანაგებთან და უამბო ყველაფერი, რაც მეცხვარემ უთხრა. ახლა თვითონ იესო ქრისტე წავიდა მეცხვარესთან და ბატკანი სთხოვა. „თუნდ ნახევარი ფარა ინებე, ოღონდ კი მითხარ, ვინა ხარო“ – უთხრა მეცხვარემ. „მე შენი უფალი ვარ, ქვეყნის შემოქმედიო“. „ვაჰმე! – მიუგო მეცხვარემ – ჩემი ღმერთის რომ არ მეშინოდეს, აი, ამ კომბლით თავს გაგიტეხავდიო“. „ისეთი რა დაგიშავე მერე?“ – ჰკითხა იესო ქრისტემ მეცხვარეს. „რა და, ის, რომ ჭაბუკს წუთისოფელს გამოასალმებ ხოლმე, ბევრს ისეთს მოხუცებულს ადამიანს კი, რომელსაც ცხოვრება მობეზრებია, ცოცხალს ატარებ ხოლმე დედამიწის ზურგზეო“ – მიუგო მეცხვარემ. ასე დაბრუნდა იესო ქრისტე ცარიელ-ტარიელი. ახლა ადგა და წმიდა გიორგი წავიდა მეცხვარესთან. მეცხვარე რომ შეეკითხა გიორგის, ვინა ხარო, უპასუხა: „მე წმიდა გიორგი ვარ, გაჭირვების დროს რომ შემეხვეწებით ხოლმე. მე გიფარავთ ავი სულებისა და ეშმაკებისგან და თქვენის მტანჯველის ხელიდან გიხსნით ხოლმეო“. მეცხვარემ რომ წმიდა გიორგის სიტყვები მოისმინა, შესძახა: „მთელი ფარა მომირთმევიაო“ და მის წინ მუხლი მოიყარა. ვედრება წმიდა გიორგისადმი (ავგაროზი) წმიდა გიორგის უსაზღვრო თაყვანისცემის დამადასტურებელია ერთი ორიგინალური, მცირე მოცულობის ტექსი, რომელშიც ჩამოთვლილია ქრისტიანული სამყაროს თითქმის ყველა წმინდა გიორგი, მათ შორის თითქმის ყველა ქართული ეკლესიის „წმინდა გიორგი“ და ბოლოს დართულია ვედრების ტრაფარეტი, სადაც თავისუფალი ადგილია დატოვებული მვედრებლის სახელის ჩასაწერად. ეს ფურცელი იკეცება და იდება გულზე ჩამოსაკიდებელ ფუტლარში, ე.ი. ისევე, როგორც ცნობილი ავგაროზები ანუ თილისმები. წმიდაო გიორგი კაბადუკიისაო, წმიდაო გიორგი იერუსალიმისაო, წმიდაო გიორგი ბეთლემისაო, წმიდაო გიორგი გეთსამანიისაო, წმიდაო გიორგი ეგვიპტისაო, წმიდაო გიორგი რომისაო, წმიდაო გიორგი გალატიისაო, წმიდაო გიორგი თესალონიკისაო, წმიდაო გიორგი კილიკიისაო, წმიდაო გიორგი კესარიისაო, წმიდაო გიორგი კორინთისაო, წმიდაო გიორგი ოდიშისაო, წმიდაო გიორგი აფხაზეთისაო, წმიდაო გიორგი ჩხარისაო, წმიდაო გიორგი ატოცისაო, წმიდაო გიორგი უძოსაო, წმიდაო გიორგი უსანეთისაო, წმიდაო გიორგი კავთისაო, წმიდაო გიორგი კორინთისაო, წმიდაო გიორგი გორისაო, წმიდაო გიორგი ცხინვალისაო, წმიდაო გიორგი მუხრანისაო, წმიდაო გიორგი დიღმისაო, წმიდაო გიორგი ქაშოეთისაო, წმიდაო გიორგი კალაუბნისაო, წმიდაო გიორგი თელეთისაო, წმიდაო გიორგი გორიჯვრისაო, წმიდაო გიორგი მარტყოფისაო, წმიდაო გიორგი ხაშმისაო, წმიდაო გიორგი ნინოწმიდისაო, წმიდაო გიორგი საგარეჯოსაო, წმიდაო გიორგი მანავისაო, წმიდაო გიორგი ფხოველისაო, წმიდაო გიორგი ზიარისაო, წმიდაო გიორგი კონდოლისაო, წმიდაო გიორგი თელავისაო, წმიდაო გიორგი რუისპირისაო, წმიდაო გიორგი შილდისაო, წმიდაო გიორგი გრემისაო, წმიდაო გიორგი ყვარელისაო, წმიდაო გიორგი გავაზისაო, წმიდაო გიორგი ალავერდისაო, წმიდაო გიორგი გურჯაანისაო, წმიდაო გიორგი კარდანახისაო, წმიდაო გიორგი ქიზიყისაო, წმიდაო გიორგი მელაანისაო, ღვთაებაო, პირო ღვთისაო, სვეტო ცხოველო, კვართო საუფლოვ და ყოველნო წმიდაო, თქვენ მფარველ და მეოხ ეყვენით მონასა (მხევალსა) ამას თქვენსა სახელით ( ). -------------------- www.fereidani.ge
|
gugua |
Jun 1 2011, 01:00 PM
პოსტი
#596
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 392 რეგისტრ.: 26-October 07 წევრი № 3,054 |
www.fereidani.ge
შთაბეჭდილებები, წინადადებები, შენიშვნები საქართველო 64. დიდი მადლობა ბატონო გიორგი! სასიამოვნოა, რომ თქვენისთანა პატრიოტ ადამიანს პირადად გავეცანი. მოხარული ვიქნები ჩვენი შემდგომი თანამშრომლობის და იმედს გამოვთქვამ, რომ ეს თანამშრომლობა სამშობლოსათვის კეთილის მომტანი და საბედნიერო იქნება. როგორც რიგითი ქართველი მადლობას გიხდით ჩვენი თვისტომების მიმართ გამოჩენილი ყურადღებისათვის, რაც დარწმუნებული ვარ კიდევ უფრო გააღვიძებს მათში ქართული გენის და თვითმყოფადობის შენარჩუნების სურვილს. ღმერთმა დაგლოცოს და გაგაძლიეროს! ბადრი წიქორაძე. www.raindebi.ge -------------------- www.fereidani.ge
|
gugua |
Jun 3 2011, 10:39 AM
პოსტი
#597
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 392 რეგისტრ.: 26-October 07 წევრი № 3,054 |
-------------------- www.fereidani.ge
|
gugua |
Jun 22 2011, 05:09 PM
პოსტი
#598
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 392 რეგისტრ.: 26-October 07 წევრი № 3,054 |
სპარსეთში პყრობილ ქართველთ ტანჯვა-ვაებამ აამღელვარა ქეთევან დედოფალი, სადაც ყეინს შაჰ-აბაზს ქართველთა განთავისუფლებას ავედრებდა, სთხოვდა საბრალო ტანჯულთა შინ, საქართველოში დაბრუნებას. ამ გარემოებამ შაჰ-აბაზის გული ისე გააბოროტა, ისეც მხეცი ისე გაამხეცა, რომ ქეთევან დედოფალი პატიმარ ჰყო და უბრძანა ხმის გაკმენდა და სჯულის გამოცვლა, რათ მის მაგალითით სხვა ქართველთაც მალე დაეთმოთ სჯული. ქეთევან დედოფალმა ეს არა ქმნა, იგი მაინც მაგრა იდგა და ქართველების საქართველოში დაბრუნებას ითხოვდა, ეს გარემოება შაჰ-აბაზმა ვეღარ აიტანა და ქეთევან დედოფალი ქ. შირაზს, 1622 წ. აწამა, ჯერეთ შანთით დადაღა, ძუძუები დასჭრა, სხვა ნაწილები და მერე სულ დაკუწეს ნაჭერ-ნაჭერ წამების დროს, ქეთევან დედოფალმა ციხის მცველს უფროს სთხოვა, რომ დედაკაცისთვის ჯალათის წინაშე შიშველი არ არის კარგი რომ იყოსო და ამიტომ ვითხოვ, რომ ტანზედ ერთი სუდარა შემარჩინეთ და ისე დამდაღეთო. სასჯელის წინეთ დედოფალმა ანბანთ ქება სთქვა ლექსად «გაფი». ამით მოსთქვა სპარსეთში მყოფთ ქართველთ პატიმრობა:
ან - ამას ვჰსტირი, ბან - ბნელსა მჯდომი, გან - გულსა მდუღრად დონ - დადაგული, ენ - ესრეთ ვება, ვინ - ვის მოება, ზენ - ზენი - ზედა ჱეე - დართული, თან - თვალნი ჩემნი, ინ - ისევ ირწყვის, კან - კმარის მისგან, ლას - ლამებული, მან - მილად მოდის, ნარ - ნაკადული, ონ - ოდეს ნახონ, პარ - პკურებული. ჟან - ჟამნი ჩემნი, გამოვწულილე, რაე - როდესმე სან - სული მეყოს. ტარ - ტყება ჳწყე, უნ - უთვალავნი, ფარ - ფლობა მიჯობს ესრეთ რომ მეყოს, ქან - ქცევა სოფელს ერთს წამს საყოფელს, ღან - ღიმილიცა გარდაიმეყოს. ყარ - ყველას ღმერთი თჳთ განმიმარტებს, შინ - შიშთა მისთა ჴელი მიმეყოს, ჩინ - ჩამომება სუჱ უბედური, ცან - ცრემლის დენა, ძილ - ძნელად შრება, წილ - წყარო თვალთა, ჭარ - ჭმუნვით მყოფთა, ხან - ხარბად დენით გარდმოჩქერება. ჴან - ხორცნი ღაწვთა, ჯან - ჯავრმა დაწვნა, წარხდეს ელვათა შუჱნიერება, ჰაი - ჰაი, მომშორდა ლხინი და შუჱბა, ჵი - ჵი წარმიხდა სახიერება. -------------------- www.fereidani.ge
|
gugua |
Jun 27 2011, 11:14 AM
პოსტი
#599
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 392 რეგისტრ.: 26-October 07 წევრი № 3,054 |
-------------------- www.fereidani.ge
|
gugua |
Jun 29 2011, 01:32 PM
პოსტი
#600
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 392 რეგისტრ.: 26-October 07 წევრი № 3,054 |
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი
შეხვედრა ფერეიდნელ ქართველებთან http://fereidani.ge/195_robi/195_robi.html -------------------- www.fereidani.ge
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th September 2024 - 08:20 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი