IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

34 გვერდი V  1 2 3 > »   
Closed TopicStart new topic
> ათეიზმი
ოიგიუს მინიმუს
პოსტი Oct 17 2008, 01:34 PM
პოსტი #1


giorgi
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 128
რეგისტრ.: 26-December 06
მდებარ.: saqartvelo, tbilisi
წევრი № 751



ხშირ შემთხვევაში ბევრი მეცნიერი, ფიზიკოსი არის ხოლმე ათეისტი...
მოდი ამ თემაში ვისაუბროთ იმ მიზეზებზე თუ რის გამო არ ჯერათ მათ ღმერთის არსებობის?
იციან მათ ისეთი რაღაც რაც ჩვენ არ ვიცით??? blink.gif
ერთი სიტყვით ვფიქრობ საინტერესო თემაა... smile.gif


--------------------
"პირველთაგან იყო სიტყვა და სიტყვა იგი იყო ღმრთისა თანა, და ღმერთი იყო სიტყვა იგი..."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Oct 17 2008, 01:55 PM
პოსტი #2


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



gio12
ციტატა
მოდი ამ თემაში ვისაუბროთ იმ მიზეზებზე თუ რის გამო არ ჯერათ მათ ღმერთის არსებობის?



მე მგონი ახსნა არა აქვს რწმენას. ის რომ ათეისტებს ღმერთის რწმენა არა აქვთ, ესეც რწმენაა, ოღონდ არარსებობის რწმენა, ზუსტად არ ვიცი და ვერ ვხსნი მე რატომ მწამს. სწორედ, სიტყვა მწამს გამოხატავავს იმას, რომ ამას ახსნა არა აქვს, თორემ ვიტყოდით ვიცი!

ზოგი იტყვის, იმიტომ მწამს რომ სასწაული ვიხილეო, ანუ მათ უკვე ნახეს და იციან, თუმცა, იმ სასწაულს ერთ დღეს რომ ახსნა მოეძებნის და სასწაული აღარ დაერქვას, ანუ რა დარჩება მათში? ან რწმენა, რომ არსებობს, საფუძვლის (ანუ სასწაულის გარეშე) გარეშე, ან ისევ ათეიზმი.


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Oct 17 2008, 02:05 PM
პოსტი #3


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ციტატა(gio12 @ Oct 17 2008, 01:34 PM) *

ხშირ შემთხვევაში ბევრი მეცნიერი, ფიზიკოსი არის ხოლმე ათეისტი...
მოდი ამ თემაში ვისაუბროთ იმ მიზეზებზე თუ რის გამო არ ჯერათ მათ ღმერთის არსებობის?
იციან მათ ისეთი რაღაც რაც ჩვენ არ ვიცით??? blink.gif
ერთი სიტყვით ვფიქრობ საინტერესო თემაა... smile.gif


იტალიაში დაახ. 100 წლის წინ ჩატარდა სოც გამოკითხვა მეცნიერთა შორის. გამოკითხული იქნა თანაბარი რაოდენობა ფიზიკოსებისა, მათემატიკოსებისა, ბიოლოგებისა და ქიმიკოსებისა. შედეგებმა აჩვენა, რომ 50% მორწმუნეა და ამდენივე ათეისტი

რამდენიმე წლის წინ ჩატარდა ასეთივე გამოკითხვა ასეთივე განაწილებით: 250 - თითო ჯგუფიდან, და რამდენადაც უცნაური არ უნდა იყოს, შედეგი იყო იგივე: დაახლოებით ნახევარს სწამს ღმერთის არსებობა და ამდენივეს - არა.

დასკვნა: რწმენა არ კორელირებს ადამიანის ცოდნასთან, ის იმდენივე რჩება, რაც არის, წინააღმდეგ შემთხვევაში დღეს უფრო მეტი იციან მეცნიერებმა და შედეგად თითქოს უფრო ნაკლები უნდა ყოფილიყო მორწმუნე, მაგრამ აღმოჩნდა, რომ არა.


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
likka
პოსტი Oct 17 2008, 02:13 PM
პოსტი #4


გენა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,044
რეგისტრ.: 5-April 07
მდებარ.: Strawberry fields...
წევრი № 1,578



ციტატა
ხშირ შემთხვევაში ბევრი მეცნიერი, ფიზიკოსი არის ხოლმე ათეისტი...


დენვერ, გამო თქვი რამე კომპეტენტური cool.gif


--------------------
ეჰ...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი Oct 17 2008, 02:16 PM
პოსტი #5


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



უკვე არის ასეთი თემა: http://church.ge/index.php?showtopic=1575


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
constantine
პოსტი Oct 17 2008, 02:48 PM
პოსტი #6


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 139
რეგისტრ.: 8-December 07
წევრი № 3,380



მემგონი ეს ცოტა სხვა თემაა აქ მარტო ათეიზმზეა ლაპარაკი.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
orthodox-georgia
პოსტი Oct 17 2008, 06:03 PM
პოსტი #7


----
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,373
რეგისტრ.: 13-May 08
მდებარ.: იქ
წევრი № 4,815



ციტატა(gio12 @ Oct 17 2008, 01:34 PM) *

ხშირ შემთხვევაში ბევრი მეცნიერი, ფიზიკოსი არის ხოლმე ათეისტი...
მოდი ამ თემაში ვისაუბროთ იმ მიზეზებზე თუ რის გამო არ ჯერათ მათ ღმერთის არსებობის?
იციან მათ ისეთი რაღაც რაც ჩვენ არ ვიცით??? blink.gif
ერთი სიტყვით ვფიქრობ საინტერესო თემაა... smile.gif

როდესაც ადამიანი უარყოფს ღმერთს, მას ჰგონია, რომ მისი ცხოვრება მთლიანად მასზეა დამოკიდებული. იგი დასცინის მორწმუნე ადამიანებს, რომლებიც ლოცულობენ, მარხულობენ, დადიან ეკლესიაში, ინანიებენ ცოდვებს, ეზიარებიან, ღვთის გულისათვის უარს ამბობენ ამქვეყნიურ სიამეებზე. უღმერთო და ღვთის მგმობელ ადამიანს ჰგონია, რომ რადგან მას არა სწამს ღმერთი, არც მისი მცნებების დაცვა ევალება არც არავითარი პასუხისმგებლობა ეკისრება „არარსებული ღვთის“ წინაშე. ამიტომ ასეთი ადამიანები უმარავ ბოროტებას სჩადიან.

მაგრამ ერთი რამ ყველას უნდა გვახსოვდეს - ღმერთი არსებობს, მიუხედავად იმისა, გვჯერა ჩვენ ამისი თუ არა. სიცოცხლის ბოლო წუთებში ამას ნათლად შეიგრძნობს ყოველი ადამიანი მიუხედავად მისი მრწამსისა და თანამდებობისა. ამ სიტყვათა დასტურად მოვიყვანთ საქვეყნოდ განთქმულ ათეისტთა სიცოცხლის უკანასკნელი წუთების აღწერას.

ვოლტერი - განთქმული მოქილიკე და ღვთისმგმობი. მისი მომვლელი ქალი ამბობდა: „ევროპის მთელი სიმდიდრე რომ მოეცათ ჩემთვის, არ ვისურვებდი ისეთ სიკვდილს, როგორიც ხვდა წილად ვოლტერს. იგი მთელი ღამის განმავლობაში იტანჯებოდა, გაჰკიოდა და პატიებას ითხოვდა“.

დავით ჰიუმი - ათეისტი. სიკვდილის წინ იგი გამუდმებით ერთსა და იმავე სიტყვებს იმეორებდა: „მე ცეცხლში ვარ, ცეცხლში ვიწვები!“

ნაპოლეონი - იმპერატორი. მისი მკურნალი ექიმი წერს: „იმპერატორი ყველასგან მიტოვებული გარდაიცვალა. მისი სიკვდილისწინა წუთები საშინელი იყო“.

შარლ IX: „დავიღუპე! ამას ნათლადა ვგრძნობ“.

ჰობბსი - ინგლისელი ფილოსოფოსი: „მე ვდგავარ საშინელი წყვდიადის პირას!“

ფრიდრიხ ნიცშე გარდაიცვალა გაგიჟებული.

ვ.ი. ლენინი - გარდაიცვალა ჭკუაზე შეშლილი. იგი თურმე ცოდვებისათვის პატიებას სთხოვდა მაგიდასა და სკამებს. ეტყობა სიცოცხლის ბოლოს მას გამოეცხადნენ და მოჰკითხეს პასუხი მისი ბრძანებით დახოცილი უამრავი ადამიანის სულებმა.

ზინოვიევი - ლენინის თანამებრძოლი. დახვრიტეს სტალინის ბრძანებით. „ისმინე, ისრაელ, უფალი ღმერთი ჩვენი არს ერთი ღმერთი!“ - აი, ათეისტური სახელმწიფოს ერთ-ერთი ხელმძღვანელის უკანასკნელი სიტყვები.

უინსთონ ჩერჩილი - ინგლისის ყოფილი პრემიერ-მინისტრი: „ვაი მე, რა უგუნური ვყოფილვარ!“

იაგოდა - საბჭოთა საიდუმლო სამსახურის უფროსი: „როგორც ჩანს, ღმერთი არსებობს . იგი მსჯის მე ჩადენილი ცოდვებისათვის“.

იაროსლავსკი - ათეისტური ინტერნაციონალური მოძრაობის პრეზიდენტი: „გევედრებით! დაწვით ყველა ჩემი წიგნი. შეხედეთ წმინდანს! იგი დიდი ხანია მელოდება. ის აქ არის!“


უგუნური უნდა იყო ადამიანი, რომ ზემოთ მოყვანილი ფაქტების შემდეგ მაინც ვერ დაინახო ადამიანური ბუნების უსუსურობა და ღვთის სიდიადე. სიცოცხლის უკანასკნელ წუთებში ადამიანს ეცლება მისთვის დამახასიათებელი სიცრუისა და ილუზიების გარსი და იგი რჩება რეალობასთან პირისპირ. სწორედ ამ წუთებშია ადამიანი ყველაზე გულწრფელი. ამა ცხოვრების ილუზიები და ხიბლი ერთბაშად სცილდება სიკვდილის პირას მდგარ ადამიანს, ღვთის განგებულებით მას ეხსნება საიქიო ცხოვრების სახე. იგი უკვე იმქვეყნიური საზომით ხედავს ღმერთსაც, საკუთარ თავსაც, სხვა ადამიანებსაც. სწორედ ამიტომ ენიჭება ადამიანის უკანასკნელ სიტყვებს უდიდესი მნიშვნელობა.


--------------------
ამ ბოლო დროს ისედაც არ ვიკლავდი თავს აქ შემოსვლით და ვატყობ სწორადაც ვიქცეოდი. აქ ჩემი "აგრესიის" გარეშე გაცილებით კარგად გრძნობენ თავს და აღარ შევაწუხებ ამის მეტი არავის. აწი მილოცვების და პატრიარქის ქადაგების მეტი თუ სადმე რამე დავწერო, შეგიძლიათ ბანი დამადოთ :)

ყველას შენდობას ვთხოვ ვისაც რამე გეწყინათ ჩემგან.

ღმერთს ებარებოდეთ!

პატივისცემით თქვენი orthodox-georgia
20.01.2012
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დათიკო
პოსტი Oct 17 2008, 06:04 PM
პოსტი #8


დათიკო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,383
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: ვეიკი
წევრი № 10



constantine
ციტატა
მემგონი ეს ცოტა სხვა თემაა აქ მარტო ათეიზმზეა ლაპარაკი.

აბსოლიტურად ერთი და იგივეა.
ნება მომეცი გავაერთიანო smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
cros
პოსტი Oct 29 2008, 11:26 PM
პოსტი #9


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 1
რეგისტრ.: 29-October 08
მდებარ.: tbilisi
წევრი № 5,864



მოდით, განვსაზღვროთ რა არის ჯერ რწმენა და მერე იქიდან გამომდინარე ათეიზმი...
"რწმნა სხვა არაფერია გარდა იმისა,რომ ჭეშმარიტად მიიჩნიო ის,რასაც ვერ ხედავ."/ნეტარი ავგუსტინე/
გენიოსი ადამიანები,ვინც კი ათეისტები ყოფილან,გულით და გონებით კი არ აღიქვამდნენ ღმერთის არსებობას,არამედ მხოლოდ გონებით,რომელიც რელიგიურად რომ ვთქვათ,ამპარტავნებას მოეცვა...
"რწმენა დასასრულია და არა დასაწყისი ყოველგვარი ცოდნისა",თქვა გოეთემ და მგონი ამითაც აიხსნება იმ ადამიანთა ბედი,ვინც რწმენის გარეშე გაატარა თავისი ურწმუნო,ყოველგვარი ცოდნით გაჟღენთილი ცხოვრება...
"მთელი ცოდნა დაეჭვებით იწყება და რწმენით მთავრდება"/ეშენბახი/--ესეც მათი დასასრული....
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ႲႭႡႰႠႬ
პოსტი Oct 30 2008, 10:12 AM
პოსტი #10


ტყეების მეფე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,137
რეგისტრ.: 19-December 07
მდებარ.: მთები
წევრი № 3,444



ათეიზმი არ არსებობს
ყველას რაღაცის სწამს

smile.gif


--------------------
Go bravely into the next world, fallen warriors...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თემო
პოსტი Oct 30 2008, 10:38 AM
პოსტი #11


Advanced Member
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 1,357
რეგისტრ.: 30-May 07
წევრი № 2,053



ციტატა(syd @ Oct 30 2008, 08:12 AM) *

ათეიზმი არ არსებობს
ყველას რაღაცის სწამს

smile.gif


ნაწილობრივ გეთანხმები და ცოტა ხანში უფრო ვრცლადაც დავწერ რატომ
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თემო
პოსტი Oct 30 2008, 11:15 AM
პოსტი #12


Advanced Member
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 1,357
რეგისტრ.: 30-May 07
წევრი № 2,053



ჩვენი საუკუნე მიღებული რაღაცატომ ურწმუნო საუკუნედ, მაგრამ ყოველ ფეხის ნაბიჯზე გადააწყდები ადამიანს რომელსაც რაღაცის ჯერა, წამს, წამს ზებუნებრივის, მაგრამ გაგიკვირდება ადამიანს არა ის რომ მათ რაღაცის წამთ არამედ ის რომ რამდენად იოლად წამთ, საქმე იმაში კი არ არის რომ ადამიანებს ღმერთი და სასწაულები აღარ სწამთ, ასეთები იყვნენ მუდამ იქნებიან უმცირესობაში და სულ ასე დარჩებიან, ხოლოადამიანთა უმეტესობა კი რელიგიური არის და ძიებაში არიან ცხოვრების სულიერი მხარის, მაგრამ უმთავრესი საკითხი: მათ სწორად ესმით ღვთის სიტყვა? როცა ეს ასე არ ხდება ადამიანებს არ ესმით ბიბლიის ჭეშმარიტი განმარტებები მაშინ მათ უწევთ უცნაური ნივთების თუ უცხო "რაღცეების" დაჯერება , რწმენა.

დავარქმევთ ჩვენ ნივთებს უცხოს და უცნაურს თუ არა, მაშინვე უნდა გვახსოვდეს რომ ეს ასე მხოლოდ ცვენ გვეჩვენება და არა იმათ ვისაც მათი წამთ.

უცნაური და უცხო ეს ჩვენი გაგებით, უმრავლესობის, რომელთაც სახარება და ჭეშმარიტი უფალი გვწამს. და რაც განმტკიცებულია ქრისტიანული რწმენის სიმბოლოთი მრწამსით რომელიც ნიკეის და ქალკედონისს საეკლესიო კრებათა მიერ იქნა ბიბლიაზე და წმინდა წერილზე დაყრდნობით მიღებული (325 და 541 წწ.)


ისევე როგორც ადრე ჩვენს საუკუნეშიდაც ადამიანებს მრავალი რამის წამთ და მათი ქმედებებიც განპირობებულია ამ რწმენის შესაბამისად. ხშირად ამ "რწმენას" არათუ მათთვის არამედ მათ გარშემო მყოფთა ახლობლებისათვის სერიოზული ზიანი შეიძლება მოიტანოს. შემიძლია რამოდენიმე მაგალითის მოყვანაც.

რამოდენიმე წლის უკან რუსეთში ერთი პიროვნება ჩადგა მატარებლის რელსებს შუა და სწამდა იმის რომ მისი გოინებრივი დაძაბულობის და ზეგონებრივი შესაძლებლობებით ის მატარებაელს შეაჩერებდა რომელიც აწყვეტილი მოჰქროდა, ნუ რაც იქ მოხდა ვფიქრობ განმარტებას აღარ საჭიროებს. გამოძიებიებამ დაადგინა რომ ეს ადამიანი ექსტრასენსად თვლიდა თავს. ის იმდენად იყო მის რწმენაში განმტკიცებული რომ მან რუკაზე თავისი სიცოცხლე დადო.


ერთი ყოფილი დუხობორი ქალი თავის ბავშვობაში იხსენებდა რომ დედამისი ეუბნებოდა "გერმანელები ღვთის სასუფეველს ვერ იხილავენ რადგან მათ ეკლესიასი ორღანზე უკრავენ"...

საინტერესოა რათომ ფიქრობდა ის ქალი ასე?განა ღმერთი წინააღმდეგია მუსიკის? რათქმაუნდა არა, საქმე იმაშია რომ მან არ იცოდა ბიბლია, თორემ იქ ხომ ამოიკითხავდა რომ დავით მეფსალმუნე რომელიც თავადვე აკეთებდა მუსიკალურ ინსტრუმენტს და მასზე დაკვრით ადიდებდა საგალობლებით უფალს.
ამ ქალს რადგან ის დუხობორი იყო როგორც მათ სექტაშია მიღებული მხოლოდ მათი "სულიერი მწყემსის" სჯეროდა და ამის გამო ჭეშმარიტი ღვთის სიტყვა გვრდზე რჩებოდა.

ბევრი შეიძლება ამ თემაზე ადამიანმა ისაუბროს "რწმენის" ფენომენზე და რაობაზე, ვეცდები დროის მიხედვით მოგვიანებით კიდევ დავწერო.
თემო
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თემო
პოსტი Oct 30 2008, 11:29 AM
პოსტი #13


Advanced Member
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 1,357
რეგისტრ.: 30-May 07
წევრი № 2,053



ნათლისღება ვიცით რომ მხოლოდ ერთხელ სრულდება ადამიანის ცხოვრებაში, თუმცა ეკლეია იცნობს გამონაკლის შემთხვევებსაც (ახლა აქ აღარ ჩამოვთვლი ამ შემთხვევებს), ჩვენ საუკუნეში ცხოვრობდა ადამიანი - მდიდარი ქალბატონი რომელიც 30 000-ჯერ "მოინათლა" და ისმის კითხვა თუ რატომ მოიქცა ეს ქალი ასე? პასუხიც აქვეა ეს ადამიანი მორმონთა სექტას განეკუთვნებოდა რომლის მოძღვრების მიხედვით ის თავისი არაერთგზის "ნათლისღებით" იმათ სულებს ეხმარებოდა ვინნც იმ ქვეყნად მოუნათლავი წავიდა. მორმონთა სწავლებით ადამიანი უნდა "მოინათლოს" რამოდენიმეჯერ რათა სხვა მოუნათლავ სულებსაც "შეეწიოს".


რა შეიძლება ამ შემთხვევაზე ითქვას: სახარებისეული სწავლებით, მსუბუქად რომ ვთქვათ ამ ადამიანის საქციელი უცნაურია, მაგრამ რა ქნას ადამიანმა მას თუ ასე ასწავლეს? ასე შთააგონეს? მას ასე სწამს . თავიანთი თავის გასამართლებლად ისინი ბიბლიის და სახარების თავისეულ, არასწორ განმარტებებსა და ინტერპრეტირებებს იშველიებენ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი Oct 30 2008, 12:51 PM
პოსტი #14


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



თემო

თემო, რაღაც ვერ გავიგე. რას ქვია 'რა ქნას ასე სწამს'?
ორღანს და მუსიკალურ საკრავებს არც მართლმადიდებლები ვიღებთ ეკლესიაში. ცხონების შესახებ ბევრი იყო მსჯელობა ფორუმზე, რომ ეს უფლის საიდუმლოა და არავინ იცის ვინ ცხონდება ვინ არა. მაგრამ 'ასე სწამს და რა ქნას', ან არ სწამს ღმერთი და რა ქნას?

აი მართლაც, ავიღოთ რიგითი ადამიანი, რომელსაც ღმერთი არ სწამს, ნუ არ სწამს და ძალაა... იცხოვრე ამ ადამანმა პატიოსნად შეძლებისდაგვარად მთელი ცხოვრება, იქნება და ზოგიერთ მორწმუნეზე მეტად პატიოსნადაც ადამიანური გაგებით. მისთვის ღმერთი ცარიელი სიტყვაა, როგორ ფიქრობთ ღმერთისთვისაც დაკარგულია ეს ადამიანი?
რამდენად მნიშვნელოვანია სინანული?


--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თემო
პოსტი Oct 30 2008, 01:03 PM
პოსტი #15


Advanced Member
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 1,357
რეგისტრ.: 30-May 07
წევრი № 2,053



ციტატა(თემო @ Oct 30 2008, 09:29 AM) *


ციტატა
თემო, რაღაც ვერ გავიგე. რას ქვია 'რა ქნას ასე სწამს'? ორღანს და მუსიკალურ საკრავებს არც მართლმადიდებლები ვიღებთ ეკლესიაში. ცხონების შესახებ ბევრი იყო მსჯელობა ფორუმზე, რომ ეს უფლის საიდუმლოა და არავინ იცის ვინ ცხონდება ვინ არა. მაგრამ 'ასე სწამს და რა ქნას', ან არ სწამს ღმერთი და რა ქნას?


მას ასე სწამს ნიშნავს, რომ ასე სწამს და მეტს არაფერს, მე მის მრწამს რათქმაუნდა როგორც მართლმადიდებელი ქრისტიანი არ ვამართლებ და შესაბამისად არც ვეთანხმებ, ეს უბრალოდ მისი მრწამსია და ცხონებაზე აქ საერთოდ არ მაქვს საუბარი და ეს თემაც ცხონებაზე არაა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი Oct 30 2008, 01:19 PM
პოსტი #16


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



თემო

ასე, აქაც ბევრი ადამიანია, ყველას სხვადასხვა რამის სწამს. ზოგს ჰარი პოტერის და ზოგს პიტერ პენის. თან სერიოზულად ვამბობ, მართლა სწამთ რომ მსგავსი რამ შესაძლებელია.

უბრალოდ თემის აზრი ვერ გავიგე, ათეისტები არ არსებობენ იმას ვამტკიცებთ, თუ იმას რომ ყველას რაღაცის სწამს? ზოგს შავი კატის გზაზე გადარბენით უბედურების სწამს smile.gif))
ზოგს ყვავის ჩხავილზე. თუმცა ეს უკანასკნელი მე პირადად კარგად მაქვს გამოცდაზე მიმავალს დაცდილი biggrin.gif


--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თემო
პოსტი Oct 30 2008, 01:30 PM
პოსტი #17


Advanced Member
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 1,357
რეგისტრ.: 30-May 07
წევრი № 2,053



ციტატა(k@the @ Oct 30 2008, 11:19 AM) *

თემო

ასე, აქაც ბევრი ადამიანია, ყველას სხვადასხვა რამის სწამს. ზოგს ჰარი პოტერის და ზოგს პიტერ პენის. თან სერიოზულად ვამბობ, მართლა სწამთ რომ მსგავსი რამ შესაძლებელია.

უბრალოდ თემის აზრი ვერ გავიგე, ათეისტები არ არსებობენ იმას ვამტკიცებთ, თუ იმას რომ ყველას რაღაცის სწამს? ზოგს შავი კატის გზაზე გადარბენით უბედურების სწამს smile.gif))
ზოგს ყვავის ჩხავილზე. თუმცა ეს უკანასკნელი მე პირადად კარგად მაქვს გამოცდაზე მიმავალს დაცდილი biggrin.gif

syd-ს გავეცი პასუხი, ჩემი შენდამი პასუხი კი ასე ჟღერს: ყველას რაღაცის ან ვიღაცის წამს. smile.gif აი ფაქტიც ყვავის ჩხავილის პოზიტიური ზეგავლენა შენს მრწამსში გამოცდებთან მიმართებაში a075.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sandro40
პოსტი Oct 30 2008, 01:31 PM
პოსტი #18


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 539
რეგისტრ.: 7-February 08
წევრი № 3,881



ციტატა(orthodox-georgia @ Oct 17 2008, 06:03 PM) *

როდესაც ადამიანი უარყოფს ღმერთს, მას ჰგონია, რომ მისი ცხოვრება მთლიანად მასზეა დამოკიდებული. იგი დასცინის მორწმუნე ადამიანებს, რომლებიც ლოცულობენ, მარხულობენ, დადიან ეკლესიაში, ინანიებენ ცოდვებს, ეზიარებიან, ღვთის გულისათვის უარს ამბობენ ამქვეყნიურ სიამეებზე. უღმერთო და ღვთის მგმობელ ადამიანს ჰგონია, რომ რადგან მას არა სწამს ღმერთი, არც მისი მცნებების დაცვა ევალება არც არავითარი პასუხისმგებლობა ეკისრება „არარსებული ღვთის“ წინაშე. ამიტომ ასეთი ადამიანები უმარავ ბოროტებას სჩადიან.

მაგრამ ერთი რამ ყველას უნდა გვახსოვდეს - ღმერთი არსებობს, მიუხედავად იმისა, გვჯერა ჩვენ ამისი თუ არა. სიცოცხლის ბოლო წუთებში ამას ნათლად შეიგრძნობს ყოველი ადამიანი მიუხედავად მისი მრწამსისა და თანამდებობისა. ამ სიტყვათა დასტურად მოვიყვანთ საქვეყნოდ განთქმულ ათეისტთა სიცოცხლის უკანასკნელი წუთების აღწერას.

ვოლტერი - განთქმული მოქილიკე და ღვთისმგმობი. მისი მომვლელი ქალი ამბობდა: „ევროპის მთელი სიმდიდრე რომ მოეცათ ჩემთვის, არ ვისურვებდი ისეთ სიკვდილს, როგორიც ხვდა წილად ვოლტერს. იგი მთელი ღამის განმავლობაში იტანჯებოდა, გაჰკიოდა და პატიებას ითხოვდა“.

დავით ჰიუმი - ათეისტი. სიკვდილის წინ იგი გამუდმებით ერთსა და იმავე სიტყვებს იმეორებდა: „მე ცეცხლში ვარ, ცეცხლში ვიწვები!“

ნაპოლეონი - იმპერატორი. მისი მკურნალი ექიმი წერს: „იმპერატორი ყველასგან მიტოვებული გარდაიცვალა. მისი სიკვდილისწინა წუთები საშინელი იყო“.

შარლ IX: „დავიღუპე! ამას ნათლადა ვგრძნობ“.

ჰობბსი - ინგლისელი ფილოსოფოსი: „მე ვდგავარ საშინელი წყვდიადის პირას!“

ფრიდრიხ ნიცშე გარდაიცვალა გაგიჟებული.

ვ.ი. ლენინი - გარდაიცვალა ჭკუაზე შეშლილი. იგი თურმე ცოდვებისათვის პატიებას სთხოვდა მაგიდასა და სკამებს. ეტყობა სიცოცხლის ბოლოს მას გამოეცხადნენ და მოჰკითხეს პასუხი მისი ბრძანებით დახოცილი უამრავი ადამიანის სულებმა.

ზინოვიევი - ლენინის თანამებრძოლი. დახვრიტეს სტალინის ბრძანებით. „ისმინე, ისრაელ, უფალი ღმერთი ჩვენი არს ერთი ღმერთი!“ - აი, ათეისტური სახელმწიფოს ერთ-ერთი ხელმძღვანელის უკანასკნელი სიტყვები.

უინსთონ ჩერჩილი - ინგლისის ყოფილი პრემიერ-მინისტრი: „ვაი მე, რა უგუნური ვყოფილვარ!“

იაგოდა - საბჭოთა საიდუმლო სამსახურის უფროსი: „როგორც ჩანს, ღმერთი არსებობს . იგი მსჯის მე ჩადენილი ცოდვებისათვის“.

იაროსლავსკი - ათეისტური ინტერნაციონალური მოძრაობის პრეზიდენტი: „გევედრებით! დაწვით ყველა ჩემი წიგნი. შეხედეთ წმინდანს! იგი დიდი ხანია მელოდება. ის აქ არის!“


უგუნური უნდა იყო ადამიანი, რომ ზემოთ მოყვანილი ფაქტების შემდეგ მაინც ვერ დაინახო ადამიანური ბუნების უსუსურობა და ღვთის სიდიადე. სიცოცხლის უკანასკნელ წუთებში ადამიანს ეცლება მისთვის დამახასიათებელი სიცრუისა და ილუზიების გარსი და იგი რჩება რეალობასთან პირისპირ. სწორედ ამ წუთებშია ადამიანი ყველაზე გულწრფელი. ამა ცხოვრების ილუზიები და ხიბლი ერთბაშად სცილდება სიკვდილის პირას მდგარ ადამიანს, ღვთის განგებულებით მას ეხსნება საიქიო ცხოვრების სახე. იგი უკვე იმქვეყნიური საზომით ხედავს ღმერთსაც, საკუთარ თავსაც, სხვა ადამიანებსაც. სწორედ ამიტომ ენიჭება ადამიანის უკანასკნელ სიტყვებს უდიდესი მნიშვნელობა.

თუ შეიძლება წყარო მიუთითე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი Oct 30 2008, 01:34 PM
პოსტი #19


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



ციტატა(თემო @ Oct 30 2008, 10:30 AM) *

syd-ს გავეცი პასუხი, ჩემი შენდამი პასუხი კი ასე ჟღერს: ყველას რაღაცის ან ვიღაცის წამს. smile.gif აი ფაქტიც ყვავის ჩხავილის პოზიტიური ზეგავლენა შენს მრწამსში გამოცდებთან მიმართებაში a075.gif

biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
ვაღიარებ, მაშინ ღმერთის არსებობა არ მწამდა და ყვავები უფრო ხელშესახებად მეჩვენებოდნენ biggrin.gif laugh.gif


--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sergi_glaxa
პოსტი Oct 30 2008, 01:39 PM
პოსტი #20


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,015
რეგისტრ.: 12-December 07
წევრი № 3,400



ციტატა(syd @ Oct 30 2008, 09:12 AM) *

ათეიზმი არ არსებობს
ყველას რაღაცის სწამს

smile.gif


ათეიზმი ის კი არ არის არაფერი გწამდეს? smile.gif


ღმერთის არ რწმენაზეა აქ აქცენტი..
თორემ ახლა სახელსა და გვარებს არ დავასახელებ აქ ვითომ ათეისტები რომ არიან, მაგრამ მაინც რომ სწამთ - მაგრები ვართოოო laugh.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

34 გვერდი V  1 2 3 > » 
Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 18th June 2024 - 09:14 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი