თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ენა და ლიტერატურა _ მუხრან მაჭავარიანი

პოსტის ავტორი: სოფი თარიღი: May 18 2010, 08:05 PM

არ შემეძლო თემა არ გამეხსნა მუხრან მაჭავარიანისთვის,განსაკუთრე
ით კი მისი გარდაცვალების შემდეგ...

სამწუხაროდ 17 მაისს 81 წლის ასაკში გამოგვაკლდა ცნობილი და ალბათ ბევრისთვის საყვარელი ქართველი პოეტი.იგი რუსთაველის თეატრში პოეტის ფრიდონ ხალვაშის საღამოზე სიტყვით გამოდიოდა, როდესაც გულის შეტევა დაემართა. ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლესsad.gif



მაჭავარიანი მუხრან ივანეს ძე დაიბადა სოფელ არგვეთაში, საჩხერის რაიონში 1929წლის 12 აპრილს.
დაამთავრა თსუ - ის ფილოლოგიური ფაკულტეტი 1954 წელს.
1963 – 64 წლებში იყო ჟურნალ „პიონერის“ მთავარი რედაქტორი.
1967 – 82 წლებში ჟურნალ „დილის “მთავარი რედაქტორი.
1982 წლიდან ალმანახ „საუნჯის“ მთავარი რედაქტორია.
პირველი ლექსები 1952 წელს გამოაქვეყნა, პირველი წიგნი „ლექსები“ – 1955წ.
1958 წელს გამოვიდა პოეტის 2 კრებული - „წითელი მზე და მწვანე ბალახი“ და „სიჩუმე უშენოდ“, რომელიც რუსულად თარგმნა ე. ევტუშენკომ.
ამ კრებულისათვის მ. მაჭავარიანს მიენიჭა ახალგაზრდობისა და სტუდენტთა VII მსოფლიო ფესტივალის ლაურიატის წოდება 1959წ. მომდევნო კრებულები „ლექსები, პოემა“ დაიბეჭდა 1962წ. „იარონ“ – 1970 წელს; „თქვი“ – 1971წ.; „ვინც იყო, იგი რომ არა...“ – 1973 წ.; „დუმილი რეკავს“ – 1974წ.; „ლექსები“ – 1976წ.; „ერთტომეული“ – 1979წ.
ეს იყო მკვეთრად თავისებული პოეტური ხმის დახვეწის, სრულყოფის ეტაპები.
მ. მაჭავარიანის მთელი შემოქმედება სამშობლოს სიყვარულთაა შთაგონებული, მისი შემოქმედებული კრებულიც, პირველ ყოვლისა, პატრიოტიზმზეა დაფუძნებული („საშველს რომ აღარ მაძლევს ხოლმე“, „ხარ სავსავი ჩემთვის ტაძარი“, „თქვა ოპიზარმა“, „დუმილი რეკავს“ და სხვა).
პათოსითა და სიმახვილით გამოარჩევა მუხრანს რამდენიმე ლექსი, რომელშიც ხაზგასმულია შემოქმედის, როგორც მოქალაქის პოზიცია („სხდომა“, „ხმას ამოიღებ...“, „რაშია საქმე“ და სხვა).
მ. მაჭავარიანის ლექსები ცნობილ ისტორიულ ამბავს წარმოსახავს და ბალადურად ვითარდება („საბა“ , „დავითი“, „ჭოლა“, „ვახტანგ მეფის ნანადირევი“ და სხვა). მათში აღსანიშნავია მხატვრის თვალთახედვა, ეფექტური აღქმა და ფრაზის აზრობრივი ტევადება.
მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ფილოსოფიურ ლირიკას, რომელც უმეტესწილად მცირე ზომის ლექსებით, ზოგჯერ თითო პოეტური წინადადებით არის წარმოდგენელი („უკვე მოვხუცდი“, „თქვი“, „როდემდე“, „ვეძებ და ვეძებ“ და სხვა).
ერთობ ნიშანდობლივია მუხრან მაჭავარიანის შემოქმედებაში სოფლის თემა, მშობლიური პეიზაჟები, წელიწადის დრონი და ყოფაცხოვრებითი სურატები, რომლებსაც ახლავს მზიური, მაჟორული განწყობა და ჯანსაღი დაძალოვანი შეგრძნებანი.
მ. მაჭავარიანის ლექსები ნათარგმნია რუსულ, ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ, ბულგარულ, ჩეხურ და სხვა ენებზე.


http://www.radikal.ru

აცხონოს უფალმა!

პოსტის ავტორი: სოფი თარიღი: May 18 2010, 08:37 PM

ქართული მარტო ენაა?-
ქართული ქართველთ რწმენაა!
ღმერთია!
ბედისწერაა!
ზღვა როა,-
იმოდენაა!




მიწავ ჩემო

შენი, მიწავ ჩემო,
ვინც კი იცის გემო;
როგორ დავიჯერო, -
თავს არ შემოგევლოს!

იმერეთო ქვემო,
იმერეთო ზემო, -
სიყვაროლო ჩემო,
სიხარულო ჩემო...
ძამა გურულებო,
ჯიმა სამეგრელო,
ძმაო ქართლ - კახეთო,
მესხეთ - ჯავახეთო;
მარნის ჩვენის ეშხი
მტერსაც ჩავახეთქოთ,
ოღონდ ჩვენს საქმეში
ნაკლებ ჩავახედოთ.

დიდგორისა ველო, -
ახლა ცრემლისმგვრელო,
კრწანისისა ველო, -
დღესაც გულისმკვლელო...
რაღა გავაგრძელო,
მთელო საქართველო, -
სასოებავ ჩვენო, -
რა ვქნა, რა გიშველო!
შენი მიწავ ჩემო,
ვინც კი იცის გემო;
როგორ დავიჯერო, -
თავს არ შემოგევლოს!



პოსტის ავტორი: სოფი თარიღი: May 18 2010, 08:47 PM

ჩემი ეპიტაფია

წასაწერი საფლავის ქვის ორივე მხარეზე:
(ქვედაზეც, ზედაზეც, —
მკვდარმაც რომ წაიკითხოს და ცოცხალმაც)

შენი არ იყოს, — ჩემო ირაკლი! —
ვერ ვიდევგმირე! — ვერ ვიწინაპრე! —
ჭირმა ჩემმა და ჩემმა სილაღემ! —
მამულმა შენებრ შემიწირა მე.
1995


ჩემი დუმილი ვისაც უხარის

ჩემი დუმილი ვისაც უხარის,
ვინც ფიქრობს:
- ჩაქრა შენი მუხრანი!
წადი და იმას ასე უთხარი;
ნაოცნებარით იგი ნუ ხარობს;
ორმო, რომელიც მე გამითხარა,-
თვითონ ჩაითრევს მას სამწუხაროდ.

პოსტის ავტორი: უჩა თარიღი: May 18 2010, 09:02 PM

. . .

რომ არ ამეღო ხელში წიგნი, თოხი მჭეროდა.

რომ არ გამედგა ფეხი ჩვენი კაკლის ჩეროდან.

რომ მეთოხნა და შემესარა მხოლოდ ვენახი.

დიდი ქალაქი რომ არ მენახა!

მეყოლებოდა ახლა ხარები.

შემოდგომაზე მთიდან შეშას ჩამოვიტანდი.

არ ვიქნებოდი აღარც ღარიბი, აღარც მდიდარი.

ცოლი ყოველდღე თიხის კეცებს გაახურებდა,

ცივ სოხანეზე გადმოდგამდა ლობიოს ქოთნით.

IPB-ს სურათი

მეყვარებოდა როგორც მიყვარს მინდვრის ყურება -

აიზლაზნება მინდვრებიდან როდესაც ორთქლი.

პარასკევობით საჩხერეში გავყიდდი სიმინდს;

მეუღლეს ჩემსას ჩითის კაბას ვუყიდდი იმით.

სოფლის სკოლაში ორი ბავშვი ჩემიც ივლიდა;

ბიჭს ალბათ ვანო ერქმეოდა, გოგოს ივლიტა.

რომ არ ამეღო ხელში წიგნი, თოხი მჭეროდა.

რომ არ გამედგა ფეხი ჩვენი კაკლის ჩეროდან.

მართლა ძალიან მაგარი კაცი იყო რა.ა აი ნაღდი ქართველი რა. ეხლა იხსენებდა ჩემი და 80 წლის იუბილე მივულოცე ტელეფონითო და ისე უხაროდაო...

პოსტის ავტორი: სოფი თარიღი: May 25 2010, 08:10 PM

ეს ლექსი განსაკუთრებულად მიყვარს wub.gif ოღონდ არა იმიტომ,რომ ქალი ვარbiggrin.gif

ბედნიერებაა,ასე აფასებდე ქალს...


ქალია დილა,
მიწა — ქალი
საღამო — ქალი...
წვიმა ქალია...
ყველაფერი
ქალივით მიყვარს...
და როცა ვინმე
ჩემზე უკეთ
ადიდებს დილას, — ასე მგონია:
მე რო მიყვარს, —
მართმევენ იმ ქალს.


მეუღლესთან, ლამარა ბოკერიასთან ერთად:

http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: სოფი თარიღი: Jun 17 2010, 05:12 PM







პოსტის ავტორი: სოფი თარიღი: Jun 17 2010, 06:18 PM

მზე ამოდიოდა,
მთვარე ჩადიოდა,
მამალი ჰყიოდა,
კვამლი ადიოდა,
ვიღაცა ტიროდა,
ვიღაცა ჩიოდა,
ვიღაცას შიოდა,
ვიღაცას ციოდა
და
დრო
გადიოდა.

ვითარცა ღვინო -
ქვევრიდან
ხაპში -
ხაპიდან
დოქში -
დოქიდან
ჯამში -
ქართული სისხლი,
ქართული სული,
ქართული სიტყვა,
ქართული გული
გადადიოდა
კაციდან კაცში…

გადადიოდა,
გადადიოდა,
გადადიოდა -
და მოდიოდა,
და მოდიოდა,
და მოდიოდა,
და მოდიოდა,
ვითარცა მტკვარი…

გზადაგზა სვამდნენ,
ამღვრევდნენ,
ღვრიდნენ,
უღმერთოდ ჰრყვნიდნენ,
უგულოდ ჰყიდნენ,
და…
მიუხედავად ამისა, მაინც -
გამოიარა
ვახტანგის გული,
გამოიარა
თამარის გული,
გამოიარა
სულხანის გული

და დღეს –
შოთაის ნაქონი სისხლით,
და დღეს –
ვახტანგის ნაქონი სისხლით,
და დღეს –
სულხანის ნაქონი სისხლით –
თბილისის ფართო ქუჩებში დადის:
ლეილა,
ლონდა,
ნათია,
ლალი,
ელისო,
ვაჟა,
გიორგი,
გივი.
და…
იარონ!
იარონ!
იარონ!
ამინ!


wub.gif როგორც ყოველთვის,ამ ლექსსაც შესანიშნავად კითხულობს გურამ საღარაძე.

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Jun 17 2010, 11:39 PM

სოფი

ციტატა
ამ ლექსსაც შესანიშნავად კითხულობს გურამ საღარაძე.

ნამდვილად smile.gif

საღარაძე საერთოდ კარგად კითხულობს ლექსებს

და ჯინორიაც : )

ჯინორიას წაკითხული ლექსი მაქვს მოსმენილი, პირდაპირ რომ გესმის მაინც სულ სხვაა : )

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)