კირიონII-ის სიტყვა ქართული უნივერსიტეტის გახსნისას, "ახლა თქვენს ხელშია, ბატონო პროფესორნო..." |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
კირიონII-ის სიტყვა ქართული უნივერსიტეტის გახსნისას, "ახლა თქვენს ხელშია, ბატონო პროფესორნო..." |
Georg |
Sep 19 2006, 10:17 AM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 424 რეგისტრ.: 29-August 06 წევრი № 122 |
კირიონII-ის სიტყვა ქართული უნივერსიტეტის გახსნისას
წმინდა მღვდელმოწამე პატრიარქმა კირიონ II-ემ მონაწილეობა მიიღო 1918წ. 26 იანვარს ქართული უნივერსიტეტის გახსნაში - მის პატივსაცემად ქართული გიმნაზიის ეკლესიაში ლიტურგია გადაიხადა, შემდეგ კი პატრიოტული სულისკვეთებით და დიდი ეროვნული შეგნებით გამსჭვალული სიტყვა წარმოსთქვა: "ახლა თქვენს ხელშია, ბატონო პროფესორნო, ბედ-იღბალი ამ მაღალი სამეცნიერო ტაძრისა. ჩვენი გული ივსება სიხარულით, რომ სიბრძნეს, რომელიც დაუსრულებელია, ვნერგავთ ამიერიდან ჩვენს ხალხში, ამ დღესაც მოვესწარით, რომ ქართულ უნივერსიტეტს ვხსნით... ლტოლვილებამ სინათლისადმი, ცოდნის წყურვილმა და ჭეშმარიტმა სიყვარულმა შეჰკრიბა დღეს აქ აუარებელი ხალხი. კაცი შექმნილია სინათლისათვის და თვით ბუნებისგან ჩანერგილია მასში ღვთიური ნიჭი - ძიება ჭეშმარიტებისა, რომელიც ჰქმნის კაცს თავისუფლად. გილოცავთ ჩვენი პირველი უნივერსიტეტის ხელმძღვანელნო და ვისურვებ ჩვენი საზოგადო საქმის წარმატებას საკეთილდღეოდ ჩვენი ერისა. განათლებით ირჩევა კაცი კაცისაგან. იგი ფასდაუდებელი საუნჯეა, რომლის შეძენას ბევრი დრო, მოთმინება და ცდა უნდა". წყარო: ივანე ჯავახიშვილი. ენციკლოპედიური ლექსიკონი; თსუ-ს გამომცემლობა 2002 წელი, გვერდი 396. -------------------- "არა გეცრუვნეთ შენ სიწმიდით, მშობელო ჩვენო წმიდაო სამოციქულო ეკლესიაო, არცა განგცეთ შენ, სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო!"
წმიდა მეფე დავით აღმაშენებელი (რუის-ურბნისის კრების ძეგლისწერა) |
თამარი |
Sep 20 2006, 01:41 PM
პოსტი
#2
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 706 რეგისტრ.: 7-September 06 წევრი № 166 |
კირიონII-ის სიტყვა ქართული უნივერსიტეტის გახსნისას წმინდა მღვდელმოწამე პატრიარქმა კირიონ II-ემ მონაწილეობა მიიღო 1918წ. 26 იანვარს ქართული უნივერსიტეტის გახსნაში - მის პატივსაცემად ქართული გიმნაზიის ეკლესიაში ლიტურგია გადაიხადა, შემდეგ კი პატრიოტული სულისკვეთებით და დიდი ეროვნული შეგნებით გამსჭვალული სიტყვა წარმოსთქვა: "ახლა თქვენს ხელშია, ბატონო პროფესორნო, ბედ-იღბალი ამ მაღალი სამეცნიერო ტაძრისა. ჩვენი გული ივსება სიხარულით, რომ სიბრძნეს, რომელიც დაუსრულებელია, ვნერგავთ ამიერიდან ჩვენს ხალხში, ამ დღესაც მოვესწარით, რომ ქართულ უნივერსიტეტს ვხსნით... ლტოლვილებამ სინათლისადმი, ცოდნის წყურვილმა და ჭეშმარიტმა სიყვარულმა შეჰკრიბა დღეს აქ აუარებელი ხალხი. კაცი შექმნილია სინათლისათვის და თვით ბუნებისგან ჩანერგილია მასში ღვთიური ნიჭი - ძიება ჭეშმარიტებისა, რომელიც ჰქმნის კაცს თავისუფლად. გილოცავთ ჩვენი პირველი უნივერსიტეტის ხელმძღვანელნო და ვისურვებ ჩვენი საზოგადო საქმის წარმატებას საკეთილდღეოდ ჩვენი ერისა. განათლებით ირჩევა კაცი კაცისაგან. იგი ფასდაუდებელი საუნჯეა, რომლის შეძენას ბევრი დრო, მოთმინება და ცდა უნდა". წყარო: ივანე ჯავახიშვილი. ენციკლოპედიური ლექსიკონი; თსუ-ს გამომცემლობა 2002 წელი, გვერდი 396. ძალიან შთამბეჭდავი სიტყვაა. ჩემი აზრით, სრულიად ლოგიკური იქნეობოდა ამის განთავსება განყოფილებაში ”მორწმუნეთა სავალი გზა”. -------------------- ყოველი სული აქებდით უფალსა! |
Georg |
Sep 21 2006, 07:34 PM
პოსტი
#3
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 424 რეგისტრ.: 29-August 06 წევრი № 122 |
ციტატა ძალიან შთამბეჭდავი სიტყვაა. ჩემი აზრით, სრულიად ლოგიკური იქნეობოდა ამის განთავსება განყოფილებაში ”მორწმუნეთა სავალი გზა”. გეთანხმებით და ვფიქრობ, რომ ეს სიტკვა უნივერსიტეტის ფასადზე უნდა ამოგვეკვეთა! -------------------- "არა გეცრუვნეთ შენ სიწმიდით, მშობელო ჩვენო წმიდაო სამოციქულო ეკლესიაო, არცა განგცეთ შენ, სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო!"
წმიდა მეფე დავით აღმაშენებელი (რუის-ურბნისის კრების ძეგლისწერა) |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 08:35 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი