IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

2 გვერდი V  1 2 >  
Reply to this topicStart new topic
> ფსიქოლოგიური ტრავმა
aleko512
პოსტი Jun 22 2014, 07:36 PM
პოსტი #1


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 5
რეგისტრ.: 22-June 14
წევრი № 13,747



გამარჯობათ,
ვარ 28 წლის, მამაკაცი. გასაგები მიზეზების გამო ვეცდები ზუსტი დეტალების დასახელებისაგან თავი შევიკავო
ფაქტიურად ადრეული ბავშვობიდანვე დათრგუნულად ვიზრდებოდი, ,მამა ადრე გარდაიცვალა, არც მახსოვს და დედა მზრდიდა მარტო, რომელიც იყო ძალიან მკაცრი, ყოველდღე თუ არა ყოველ მეორე დღეს მცემდა და ხმა რომ ამომეღო ხანდახან და ამაზე ნერვები მოშლოდა, ეგეც კი შეიძლება გამხდარიყო ცემის მიზეზი. ამის გამო გავხდი ჩაკეტილი და გულჩათხრობილი საკუთარ თავში, არც არავინ მყავდა რომ გამემხილა ან შველა მეთხოვა. ალბათ ამის გამო ადრეულ ბავშვობაშივე, ზუსტად არ მახსოვს რა ასაკში, დამეწყო რაღაც მდგომარეობა, ფიქრები, აზრები, რომლებიც თითქოს "ჩემგან დამოუკიდებლად ფიქრობდნენ", თუმცა რამე დანიშნულება არ ქონდათ, არ ვიცოდი რა იყო, რატომ იყო, თუმცა აუტანელი შეგრძნება იყო და ყოველ ღამე ვიძინებდი იმის იმედით, რომ ძილში დავისვენებდი, დავწყნარდებოდი და მეორე დღეს გაქრებოდნენ, მაგრამ არა. მერე სადღაც წავიკითხე და აღწერით მივხვდი, რომ ნევროზის ერთ-ერთი ფორმაა.. განსაკუთრებით საპირისპირო სქესთან ურთიერთობა იყო ჩემთვის თითქმის შეუძლებელი და დროთა განმავლობაში,, როცა წამოვიზარდე, უფრო აშკარად გამოჩნდა. ამავე დროს, თანატოლებისთვის ეს ჩემი მდგომარეობა ხშირად ხდებოდა დაცინვის ან ჩაგვრის პირდაპირი ან ირიბი მიზეზი და ამან კიდევ უფრო ჩაკეტილი გამხადა ადამიანების მიმართ. ნორმალური ურთიერთობის უნარი დავკარგე. იმდენად უკუღმა მიდიოდა ყველაფერი და იმდენად ნულზე იყო დასული ცხოვრების ყველა მხარე, რომ ხანდახან ვფიქრობდი, შეუძლებელი იყო ასე შემთხვევით, "ბუნებრივად მომხდარიყო", ან ჯადო მქონდა, ან რამე მაგდაგვარი, ეს არ იყო ერთი ცუდი შემთხვევა, თითქოს რაღაც საშინლად ძლიერი მაგნიტი ვიყავი, რომელიც ყველანაირ პატარა თუ დიდ ტრავმას თვითონ იზიდავდა. ეკლესიაში მისვლა გადავწყვიტე, ვიფიქრე, რომ მხოლოდ აქ თუ ვნახავდი პასუხს, მით უმეტეს, წაკითხული მქონდა ერაერთხელ რომ მოწრმუნე ადამიანზე ჯადოები და ბოროტი ძალების მსგავსი ზემოქმედება არ ჭრის. მანამდეც მწამდა ღმერთის გულწრფელად და ისედაც ვფიქრობდი რომ ეს ერთადერთი სწორი გზა იყო ეკლესია. სანამ მივიდოდი ეკლესიაში მაშინაც ვლოცულობდი, მათ შორის მათთვის, ვინც ჩემს ჩაგვრას ცდილობდა და ბოროტად მექცეოდა, გადავწყვიტე რომ ყველასთვის მეპატიებინა და ასეც ვიქცეოდი, მაგრამ დროთა განმავლობაში არათუ რაიმე კარგი მომიტანა ამან, არამედ ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობას დიდი დარტყმა მიაყენა. ეს უკვე რამდენიმე წლის მერე, როცა შედეგი უკვე აშკარა იყო და უარყოფას აზრი აღარ ჰქონდა. ეკლესიაში ვმარხულობდი, აღსარებაც ჩავაბარე რამდენჯერმე, ზიარებაც მივიღე, ვცდილობდი ყველაფერი გამეკეთებინა საჭიროებისამებრ, მითუმეტეს, ჩემი არაერთი თხოვნა უფალმა ისმინა და ბევრი მათგანი სასწაულებრივად შესრულადა, ეჭვი არ მეპარება მის არსებობაში და ძლიერებაში. , მიუხედავად ამისა, რაც არ ვთხოვე, რომ ეს აუტანელი მდგომარეობა მოეშორებინაჩემთვის და საშუალება მოეცა ნორმალური ცხოვრებით ცხოვრებისა, ეშველა ჩემთვის ამ განსაცდელში, მაინდამაინც ამ მხრივ საერთოდ არაფერი იცვლებოდა........ ის რაც ჩემთვის, ჩემი აზრით, ყოველ შემთხვევაში, სასიცოცხლოდ აუცილებელი იყო, არ მქონდა. წირვაზე ყოფნა ყოველთვის მანიჭებდა სულიერ სიმშვიდეს და ეს წირვის შემდეგ რამდეიმე საათიც გრძელდებოდა, მაგრამ პრობლემა არასდროს მოგვარებულა. მერე დავიწყე იმაზე ფიქრი, რომ რაღაც მეთვითონ უნდა მეღონა, ალბათ. იყო რაღაც პასუხისმგებლობა, რომელიც უშუალოდ მეკისრებოდა. რაც შეეხება ჩემს მოძღვარს, აღსარებას ვაბარებდი, მაგრამ პირად საკითხებზე არასდროს მისაუბრია, არც მასთან და არც სხვა ვინმესთან. სულ რამდენჯერმე მქონდა მომენტები, როდესაც რამდენიმე საათით, ყველაზე მეტი - 2-3 დღით ვიყავი ნორმალური, აბსოლუტურად ჩვეულებრივი ადამიანი და შემეძლო სხვა ადამიანებთან დალაგებულად ურთიერთობა. რამე კონკრეტული მიზეზი ამას არ ჰქონია. რაღაც თავისით მოიდიოდა და მერე ისე ქრებოდა ეს "მდგომარეობა" რომ ვერ ვახერხებდი მის "დაბრუნებას"...რაც არ უნდა მეცადა. ეს რწმენასთან არაფრით ყოფილა დაკავშირებული ან მარხვასთან, უბრალოდ იყო რაღაც უმიზეზოდ მოსული და უმიზეზოდ წასული გამონათებები ძალიან ცოტა ხნით და იშვიათად. დიდი ხანი არ გასულა, როცა უკვე ისეთ მდგომარეობაში აღმოვჩნდი, რომლის ქვევით წასვლა, ალბათ, აღარ შეიძლებოდა, ეს იყო რაღაც ფსკერი, მყრაი, როცა ყველაფერმა აზრი დაკარგა, ყველაზე უარესი, ალბათ, რაც შეიძლებოდა მომხდარიყო, მოხდა, არ მქონდა პირადი ცხოვრება, ვიყავი დათრგუნული და დაჩაგრული, ფაქტიურად ყველაფერში მარცხს განვიცდიდი, ერთადერთი სწავლა გამომდიოდა და ამ გამუდმებულმა ნეგატიურმა მდგომარეობამ მეხსიერებასა და აზროვნების უნარსაც დაატყო კვალი, განსკუთრებით მეხსიერებას.. არაფერს აზრი აღარ ჰქონდა, , თავს იმიტომ არ ვიკლავდი და არც მქონდა მაინცდამაინც ამის სურვილი, რომ საშინელებასა და უარეს საშინელებას შორის საშინელებას ვარჩევდი ისევ.
სხვებისთვის მაქსიმალურად "დახურული" ვიყავი და კი ამჩნევდნენ, რომ ვიყავი ჩუმი, ჩაკეტილი თუმცა ალბათ მეტი არაფერი იყო მათთვის გასაგები. ხანდახან ისეთ ადამიანებთან მომიწია შეხვედრა, რომელთაც დიდი გამოცდილება ჰქონდათ ადამიანებთან ურთიერთობის და მათი სულიერი მდგომარეობის შესახებ, და გაოცებული ვრჩებოდი იმდენად არაადეკვატური წარმოდგენა ექმნებოდათ ჩემზე...
გამომდინარე იქიდან, რომ ან იმავე ფსკერზე უნდა დავრჩენილიყავი, სადაც ვიყავი, ან რამე უნდა მეღონა, ინტერნეტში ვეძებდი პასუხებს ჩემს კითხვებზე, ვიღაცას ხომ მაინც ექნებოდა ასეთი რამე, და ვიღაც ხომ მაინც იფიქრებდა, თუ რა უნდა ყოფილიყო საშველი... მანამდე ასე ინტენსიურად არასდროს მიძებნია პასუხი იმაზე თუ რა მჭირდა და რატომ, როგორ შეიძლებოდა სიტუაცია გამომესწორებინა.ბევრი მეთოდი აღმოვაჩინე, ზოგმა გამოიღო შედეგი, ზოგმა არა, ყველაფერს ვცდიდი,საბოლოო შედეგი იდეალური არ ყოფილა, მაგრამ კოლოსალური ნამდვილად იყო, რომ გავაანალიზე, თავიდან როგორც დაიწყო ყველაფერი და სადამდეც ვიყავი მისული... ერთ წელიწადში ის "დავიბრუნე", რაც 10 წელზე მეტის განმავლობაში ვკარგე . უკვე შემეძლო ადამიანებთან არამარტო ნორმალური ურთიერთობა, არამედ ბევრისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა ჩემთან ურთიერთობას, ხშირად მომხდარა, ადრე რაც ყოველთვის ჩემს საჭინააღმდეგოდ ტრიალდებოდა ხოლმე, ჩემს სასარგებლოდ ვიყენებდი უკვე. არამარტო ადამიანებთან ურთიერთობაში, კარიერაშიც მნიშვნელოვანი წინსვლები მქონდა. ვაკეთებდი ისეთ რაღაცეებს და გამომდიოდა ისეთი რაღაცეები, რაც ბევრისთვის ძალიან რთული შეიძლებოდა ყოფილიყო. მერე უკვე ნელ-ნელა მცირე ნიუანსებზც დავიწყე მუშაობა და ახლა ნამდვლად შემიძლია ვთქვა, რომ ყველაფერს აზრი და მნიშვნელობა მიეცა, ვცხოვრობ ქვეყანაში, სადაც მინდოდა ცხოვრება და დაბრუნების დიდი სურვილი არ მაქვს, ალბათ ეკლესიაში გავაგრძელებ(დავიწყებ) სიარულს, ქართული თუ ვერ ვნახე, სხვა სხვა ენაზე მაინც დავესწრები წირვას. აქ მგონი არაა ქართული სამრევლო.
რამე კონკრეტული შეკითხვა, ალბათ, არ მაქვს, ეს უფრო იმიტომ დავწერე, რომ მე თავის დროზე ამ თემზე პასუხი ვერსად ვიპოვე, მათ შორის ვერც აქ. ახლა მაინც კარგი იქნებოდა, თუ სასულიერო პირი ამ კონკრეტულ მდგომარეობაში მყოფ ადამიანებს მისცემდა რჩევას. მადლობა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
MIRDAT
პოსტი Jun 23 2014, 01:31 AM
პოსტი #2


MIRDAT
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 542
რეგისტრ.: 13-October 11
მდებარ.: შუახმელეთი
წევრი № 11,666



aleko512
მეცნობა ძაან შენი მდგომარეობა... მასე ცუდად არ მაქვს გამოვლილი როგორც შენ, მაგრამ მშობლების ცუდად მობყრობას თუ გამოვაკლებთ, თითქმის იგივე მაქვს გადატანილი მეც... მეც შენსავით ყველას დაუხმარებლად გადავლახე ეგ პრობლემა, მართალია მეტისმეტად გამიჭირდა და განსაკუთრებით 19–20 წლის ასაკში თითქმის შევიშალე, მაგრამ ახლა რომ ვადადებ ჩემს ძველ და ახლანდელ თავს ერთმანეთს... სერიოზული, კოლოსალური პროგრესი მაქვს. ერთი რამეცაა, შენს შემთხვევაში ეკლესია ვერ დაგეხმარა, მარა არც არაფერი დაუშავებია, ჩემი მდგომარეობა კი რელიგიამ გაცილებით გაართულა... ისე, სიამოვნებით მოვისმენდი შენს ისტორიას...

ისე კი, მე თუ მკითხავ, შენი ნაწერი არაა იმისთვის, რომ ვინმემ პასუხი გასცეს, ან მოძღვარმა რჩევა მოგცეს, ჩემი აზრით შენ ნაწყენი ხარ, რომ ეკლესია ვერ დაგეხმარა ამ საშინელების გადატანაში და ყველაფრის გაკეთება მარტომ მოგიწია.

თუ მე ვარ მასე...

P.S. დამვორნეთ წესების დარღვევისთვის :\
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_saxva
პოსტი Jun 23 2014, 10:00 AM
პოსტი #3


I n t e r n e t
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 4,913
რეგისტრ.: 11-March 13
მდებარ.: i n t e r n e t
წევრი № 13,010



aleko512
ძალიან საინტერესო ისტორია იყო, თავისი მნიშვნელობით. უპირველეს ყოვლის ძალიან მიხარია, რომ ყველაფერს გაუმკლავდი და ცხოვრებაში წინ წახვედი. ღვთის წყალობით ყველაფერი კარგად გაქვს და ვისურვებ უკეთ გქონოდეს მომავალში.

ახლა მინდა იმ მომენტზე გავამახვილო ყურადღება, რასაც ეს ფორუმი, თავისი შინაარსით გულისხმობს ალბათ. კონკრეტულად კი იმაზე მაქვს საუბარი ამა თუ იმ მომენტში ეკლესიისგან ის დახმარება ვერ მივიღეტ რასაც მოველოდით, ამაზე საუბრით ასევე მინდა პასუხი გავცე მირდატს რომელიც, განსკაუთრებით დაჩაგრულად გრძნობს თავს ამ მხრივ. მინდა ტქვენი ყურადღება ვითომ ერთი მხრივ უმნიშვნელო, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვან მომენტზე გავამახვილო.
ციტატა
რაც შეეხება ჩემს მოძღვარს, აღსარებას ვაბარებდი, მაგრამ პირად საკითხებზე არასდროს მისაუბრია, არც მასთან და არც სხვა ვინმესთან.

როდესაც დახმარებას ვითხოვთ, ნებისმიერი სასულიერო პირისგან, მასთან ბოლომდე ნდა ვიყოთ გახსხნილები, სხვა შემთხვევაში ვერ მივიღებთ იმ სულიერ დახმარებას რასაც მოველით და ყველფერი ცოტა სხვა გზით წავა და გართულდება. როდესაც სასულიერო მოძღვარი ვერ აფასებს სწორედ ჩვენს სულიერ მდგომარეობას და იმ დახმარებას ვერ გვიწევს რაც საჭიროა, უმეტესად იმის ბრალია, ბოლომდე რომ ვერ ვიხსნებით მასთან. საკაოდ რთულია, ბოლომდე გაიხსნა და ის ყველაფერი უთხრა-გაანდო, რაც შენი სულიერი მღელვარების განმაპირობებელი ფაქტორია, მაგრამ ეს ყველა ადამანისთვის საჭიროა. ფსიქოლოგიური მომენტია, როდესაც შენს გასაჭირს სხვას უზიარებ გულზე იმდენად აღრ გხვდება, იცი მარტო არ ხარ ამ პრობლემასთან და სხვისგან თუ სანუგეშო სიტყვას მოისმენ, ეს დახმარების ხელია გამოწვდილი. ადამიანს კი ყველაზე მეტად გასაჭირის დროს უნდა დახმარება რაც სასულიერო პრისი ერთ-ერთი ძირითადი ვალდებულებაა. ამდენი საუბრის შემდეგ მინდა ვთქვა თუ ვინმეს მსგავის პრობლემა შეექმება მაქსიმალურად უნდა ეცადოს ბოლომდე გაიხსნას და გულში არაფერი დაიტოვოს ნარჩენი, ყველაფერი გაანდოს სასულიერო პირს და მისგან აუცილებლა მიიღებს დახმარებას.


--------------------
და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე?


კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
aleko512
პოსტი Jun 23 2014, 10:59 PM
პოსტი #4


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 5
რეგისტრ.: 22-June 14
წევრი № 13,747



G_saxva
თუ ადამიანი მივიდა მოძღვართან, მაგრამ ვერ ეუბნება ყველაფერს, რა უნდა ქნას?
გეთანხმებით, რომ ფსიქოლოგიური მომენტია და საჭიროა ყველასთვის პრობლემის მოსაგვარებლად ამ ბარიერის გადალახვა.
თუ ადამიანი გაიზარდა ისე, რომ მისი ყველანაირი აქტიურობა ბავშვობიდანვე მუდმივად დასჯას ექვემდებარებოდა, უნდა გაჩუმებულიყო, უნდა გაჩერებულიყო, ხმა არ უნდა ამოეღო, რაც შეიძლება წყნარად უნდა ყოფილიყო, თორემ "ცუდი იქნებოდა", არ ეყვარებოდა "დედას" (იმ პერიოდში მთავარ ავტორიტეტს მისთვის და მაგალითს) და დაისჯებოდა ამ დანაშაულისთვის. ჩემი აზრით ეს უკვე ბარიერი კი არა ამ შემთხვევაში პრობლემაა თავად და ერთ-ერთი უმთავრესი. ასეთი ტრავმის "ფსიქოლოგიური მომენტი" სწორედ ისაა, რომ ადამიანისთვის ნორმალური საქციელი, კონკრეტულად გახსნილობა ქვეცნოებიერში ასოცირდება საშინელების ჩადენასთან, რაღაც დანაშაულთან.
თუ სწორად გავიგე ერთადერთი საშუალება მოძღვრისაგან დახმარების მიღებისა არის ის, რომ ადამიანი გაიხსნას (გადალახოს არა ბარიერი, არამედ თავად პრობლემა) და საკუთარი თავის წინაშე ჩაიდინოს მისთვის რაღაც საშინელი დანაშაული, რის გამოც "აღარავის ეყვარება", "ცუდი იქნება"?
მე მეჩვენება, რომ თუ ეს ვერ მოახერხა, მაშინ ეუბნებით მას, რომ სხვაგან უნდა მოაგვაროს და სხვანაირად ეს საკითხი.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_saxva
პოსტი Jun 24 2014, 09:45 AM
პოსტი #5


I n t e r n e t
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 4,913
რეგისტრ.: 11-March 13
მდებარ.: i n t e r n e t
წევრი № 13,010



aleko512
ცოტა სხვა კუთხით წახვედი. ჯერ მთავარ კითხვაზე გაგცემ პასუხს.
ციტატა
თუ სწორად გავიგე ერთადერთი საშუალება მოძღვრისაგან დახმარების მიღებისა არის ის, რომ ადამიანი გაიხსნას (გადალახოს არა ბარიერი, არამედ თავად პრობლემა) და საკუთარი თავის წინაშე ჩაიდინოს მისთვის რაღაც საშინელი დანაშაული, რის გამოც "აღარავის ეყვარება", "ცუდი იქნება"?

მე ზემოთ საუბარი კონკრეტულად შენს მგალითზე არ მქონდა. მე ზოგადად იმას გავუსვი ხაზი, ექიმთან რომ მიხვალ დიაგნოზის დასასმელად რა გტკივა ის უნდა უთხრა, ისე რომ არაფერი დამალო, თორემ ვერც მკურნალობას მიიღებ და შეიძლება არასწორი პრეპარატებიც დაგინიშნოს თუ რაიმე მნიშვნელოვას დამალავ. ასევეა ამ შემთხვევაში როდესაც სულიერი მკურნალობა გვსურს ბოლომდე და დახმარებას ვითხოვთ უნდა გავიხსნათ და ბოლომდე გავანდოთ ჩვენი ფარული გულისტკივილი. ამას თავი რომ დავანებოთ, ყველა მოძღვარი ფსიქილოგიც უნდა იყოს და მრევლთან მიდგომისას სულიერებასთან ერთად ფსიქოლოგიასაც უნდა აქცევდეს ყურადღებას.
შენს კონკრეტულ შემთხვევაში როდესაც ბავშვობის დროინდელ ტრამვასთან გვაქვს საქმე (როგორც თავად ახსენე) მოძღვარი უნდა იქცეს ერთ-ერთ ავტორიტეტად შენს ცხოვრებაში და მისი ფრთხილი და ფაქიზი მიდგომით მოხდეს ამ მდგომარეობის დაძლევა. საერთოდ რთულია სხვის მაგალითზე მსჯელობა, მაგრამ ვფიქრობ მოძღვართან ერთობლივი მოქმედება, იმ დარდს და განსაცდელს ბევრად შეგიმსუბუქებდა, რაც მარტომ გადაიტანე სწორი გზს ძებნაში.
ციტატა
თუ ადამიანი მივიდა მოძღვართან, მაგრამ ვერ ეუბნება ყველაფერს, რა უნდა ქნას?

ძალიან რთული მომენტია, როდესაც დახმარებას საჭიროებ და ბოლომდე ვერ იხსნები. აქ შეიება მოძღვრის პორლბემაც იყოს და ესა თუ ის სასულიერო პირი ვერ მივიდეს შენ სულთან ისე ახლოს როგორც ეს შენ გესაჭიროება. შეიძლება ვერ იყოს იმდნად კარგი ფსიქოლოგი ან სულიერების მრივ დახვეწილი შენ, რომ გჭირდება და დახმარების მაგივრად უფრო დიდ განსცდელში ჩავარდე. ამ შემთხვევაში ძალიან ფრთხილად უნდა შევარჩიოთ მოძღვარი და თანდათანობით, რადგან ერთბაშად წარმოუდგენელია, გავანდოთ ის სიძნელეები თუ ფარული გულის ტკვილი რაშიც დახმარებას ვსაჭიროებთ.
ციტატა
მე მეჩვენება, რომ თუ ეს ვერ მოახერხა, მაშინ ეუბნებით მას, რომ სხვაგან უნდა მოაგვაროს და სხვანაირად ეს საკითხი.

იმას ნამდვილად არ ვეუბნები, რომ სხვაგან უნდა მოაგვაროს ეს პრბლემა, მაგრამ სახვანაირად რომ არ გვარდება ისე სწრაფად უმტკივნეულოდ და ზედმეტი გართულებების გარეშე ამას ვიტყვი. უბრალოდ ჩემი რჩევა ის არის, მაქსიმალურად შევეცადოთ მოძღვართან გავიხსნათ რათა მისგან მივიღოთ საჭირო დახმარება, საჭირეობის შემთხვევაში. მოდი მეც დავსვავ კითხვას, შენ რომ ბოლომდე გახსნილიყავი და ჰქონოდა შენს მოძღვარს იმხელა ავტორიტეტი შენს თვალში, თანდათანობით რომ დაგეძლია ის ყველაფერი რაც ბავშობის დროინდელი ტრამვის შედეგი იყო, უფრო სწრაფად და ნაკლები წვალებით არ მიიღებდი იმ შედეგს რაც საბოლოოდ გაქვს?


--------------------
და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე?


კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
qetevano
პოსტი Jun 24 2014, 01:37 PM
პოსტი #6


ბრრრრრ
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 3,683
რეგისტრ.: 27-September 12
მდებარ.: ევრივეა
წევრი № 12,646



რადგან მსჯელობაში გადავიდა ეს თემა ერთი კითხვა მაქვს aleko512სთან
რომ ამბობ რომ ეკლესიამ ვერ მიშველაო და ღმერთმაო და მე თვითონ ვუშველე ჩემს ტავსო, ის მაინტერესებს ამ შეგნებამდე ვინ დაგიყვანა რომ შენ თვითონ გეშველა, ღმერთმა არა?

ის გამახსენდა ღმერთო მიშველე ვიხრჩვებიო და მოუსვი ხელი და გეშველებაო, მარტო ღმერთოს ძახილი ხომ არაა, რაღაც შენც უნდა გააკეთო და სწორედ მასე გეშველა ხომ ნახე


--------------------
ბეტმენი ხელს არ აწერს!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
aleko512
პოსტი Jun 24 2014, 06:45 PM
პოსტი #7


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 5
რეგისტრ.: 22-June 14
წევრი № 13,747



G_saxva
რომ არ ვიმარჩიელოთ, არის ხალხი, რომელიც მისულა მოძღვართან, გაუნდვია მსგავსი პრობლემა და ზოგს ეშველა, ზოგს ვერა, ხოლო ვისაც ეშველა, სულაც არ ყოფილა ეს მარტივი და ხანმოკლე პროცესი. ასე, რომ ძალიან მარტივი პასუხი მაქვს, გულის გადაშლის აუცილებლობა განსხვავდება გულის გადაშლის შესაძლებლობისგან და რომც მომეხერხებინა, ან მივიღებდი სასურველ შედეგს, ან ვერა.

წამიკითხავს კიდევ ზოგან, რომ მდგომარეობის გაუარესებითაც დამთავრებულა, მაგრამ მაგას ვერც დავადასტურებ, ვერც უარვყოფ, არ ვიცი რამდენად ზუსტი ინფორმაციაა.

მოძღვარი არანაირ დაბრკოლებას არ მიქმნიდა და შესანიშნავი ავტორიტეტი ჰქონდა ჩემთვის, შეიძლება ვცდები, მაგრამ მე ასე მგონია. პირდაპირ ვამბობ და მაინც სხვაგან რატომ ეძებთ პრობლემებს...

qetevano
რატომ მაბრალებ რაღაცეებს smile.gif))))))))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
iohanan
პოსტი Jun 24 2014, 07:34 PM
პოსტი #8


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 260
რეგისტრ.: 9-April 14
წევრი № 13,661



aleko512
ახლა როგორ ხარ???მემგონი კარდაგ ხოოო???და(ამიტომ) მადლობა ვის?


--------------------
ხოლო როცა ჭამდნენ ისინი, თქვა: ჭეშმარიტად გეუბნებით: ერთი თქვენგანი გამცემს მე (მათე26.21)
მაშინ იუდამ, მისმა გამცემმა, თქვა: მე ხომ არა ვარ, რაბი? უთხრა მას: შენ სთქვი (მათ26.25)
მიუგო პეტრემ და უთხრა მას: ყველა რომ შეცდეს შენს გამო, მე არასოდეს შევცდები.
უთხრა იესომ: ჭეშმარიტად გეუბნები შენ: ამაღამ, მამლის ყივილამდე, სამჯერ უარმყოფ მე.(მათე26.33-34)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
MIRDAT
პოსტი Jun 24 2014, 11:34 PM
პოსტი #9


MIRDAT
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 542
რეგისტრ.: 13-October 11
მდებარ.: შუახმელეთი
წევრი № 11,666



ციტატა(iohanan @ Jun 24 2014, 07:34 PM) *

მადლობა ვის?

ღმერთს და არა ეკლესიას laugh.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
MIRDAT
პოსტი Jun 25 2014, 12:06 AM
პოსტი #10


MIRDAT
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 542
რეგისტრ.: 13-October 11
მდებარ.: შუახმელეთი
წევრი № 11,666



ციტატა(G_saxva @ Jun 24 2014, 09:45 AM) *

ძალიან რთული მომენტია, როდესაც დახმარებას საჭიროებ და ბოლომდე ვერ იხსნები. აქ შეიება მოძღვრის პორლბემაც იყოს და ესა თუ ის სასულიერო პირი ვერ მივიდეს შენ სულთან ისე ახლოს როგორც ეს შენ გესაჭიროება. შეიძლება ვერ იყოს იმდნად კარგი ფსიქოლოგი ან სულიერების მრივ დახვეწილი შენ, რომ გჭირდება და დახმარების მაგივრად უფრო დიდ განსცდელში ჩავარდე. ამ შემთხვევაში ძალიან ფრთხილად უნდა შევარჩიოთ მოძღვარი და თანდათანობით, რადგან ერთბაშად წარმოუდგენელია, გავანდოთ ის სიძნელეები თუ ფარული გულის ტკვილი რაშიც დახმარებას ვსაჭიროებთ.

გეთანხმები, მოძღვართან გახსნა ბევრს უჭირს, განსაკუთრებით კი ჩვემაირ და ელეკოსნაირ ადამიანებს. მე ბავშვობიდან უკონტაქტო ადამიანი ვიყავი, მეც მაქვს ფსიქოლოგიური ტრავმა გადატანილი სკოლაში, რამაც მეტისმეტად იმოქმედა ჩემზე...

ხოდა მითხარი ახლა, როგორ უნდა გაიხსნა ადამიანთან, რომელიც უცხოა შენთვის? არადა ყველაზე ახლოს ვიყავი მოძღვართან მე პირადად. მისი პირველი სტიქაროსანი ვიყავი და სულ მის გვერდით ვიდექი, მაგრამ არ იყო ისეთი სიტუაცია, როგორიც უნდა ყოფილიყო. თითქოს ეკლესიაში დრო არაა ნორმალური ურთიერთობებისთვის. მხოლოდ საქმე! წირვა და ლოცვაა ჩასატარებელი, იქ რაღაც უნდა აკურთხო, პარაკლისი უნდა გადაიხადო... მერე საღამოს დასხდებით მონასტერში და... და რეალურად არაფრისმომცემ რაღაცებზე საუბრობთ. მაგ დროს რომც გავხსნილიყავი, არც კი ვიცოდი რა უნდა მეთქვა, ჩემს თავშიც არ ვიყავი გარკვეული, თვითნ ეს სიტუაცია არ მაძლევდა, საკუთარ თავში ჩაღრმავების საშუალებას. ჩემი გონება იმდენად იყო ამ წესებით, ლოცვებით და რაღაც აზრებით დამძმებული, რომ ვეღარ ვიგებდი სად იყო პრობლემა, ყველაფერს რაღაცნაირად ვუყურებდი... ჩემს თავში მხოლოდ მას შემდეგ გავერკვიე, რაც ჩამოვშორდი ეკლესიას, აი ახლა კი შემიძლია მოძღვართან საუბარი, მაგრამ აზრი?

ციტატა

იმას ნამდვილად არ ვეუბნები, რომ სხვაგან უნდა მოაგვაროს ეს პრბლემა, მაგრამ სახვანაირად რომ არ გვარდება ისე სწრაფად უმტკივნეულოდ და ზედმეტი გართულებების გარეშე ამას ვიტყვი. უბრალოდ ჩემი რჩევა ის არის, მაქსიმალურად შევეცადოთ მოძღვართან გავიხსნათ რათა მისგან მივიღოთ საჭირო დახმარება, საჭირეობის შემთხვევაში. მოდი მეც დავსვავ კითხვას, შენ რომ ბოლომდე გახსნილიყავი და ჰქონოდა შენს მოძღვარს იმხელა ავტორიტეტი შენს თვალში, თანდათანობით რომ დაგეძლია ის ყველაფერი რაც ბავშობის დროინდელი ტრამვის შედეგი იყო, უფრო სწრაფად და ნაკლები წვალებით არ მიიღებდი იმ შედეგს რაც საბოლოოდ გაქვს?


შენს ბოლო კითხვას რაც შეეხება, ნამდვილად არ ვიცი უფრო უმტკივნეულოდ მივიღებდი თუ არა ამ შედეგს, მე ისაც კი არ ვიცი, საერთოდ ეშველებოდა თუ არა ამ ყველაფერს. ახლა რომ ვუფიქრდები, იმ სიტუაციაში არც ეშველებოდა. საბოლოოდ ფანატიკოსი მორწმუნე გამოვიდოდი, დიდი ალბათობით მღვდელი ვიქნებოდი, რასაც ჩემი მოძღვარი ისედაც ამბობდა ჩემზე, მერე მეც ისევე "დავეხმარებოდი" ადამიანებს, როგორც მე დამეხმარნენ...

მერიდება ამის თქმა მარა, ეკლესია მხოლოდ ხელს მიშლიდა ამ პრობლემის მოგვარებაში. ეძებო შესაფერისი მოძღვარი, მერე ან გაგიგებს ან ვერა, უხსნა იმას რას გრძნობ და დარიგებები ისმინო... რაღაც წესები... ლოცვები, მარხვები... დამატებითი პრობლემები და წუხილი "ცოდვებზე"... ეს ყველაფერი გაცილებით ართულებს სიტუაციას. ჩემი აზრით არიან ადამიანები ვისზეც ეკლესია კარგად მოქმედებს და არის ხალხი, ვინც მარტო უკეთესად ვითარდება... ყველამ თვითონ უნდა დაუმუღამოს საკუთარ თავს და მიხვდეს რომელი სჭირდება.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_saxva
პოსტი Jun 25 2014, 10:13 AM
პოსტი #11


I n t e r n e t
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 4,913
რეგისტრ.: 11-March 13
მდებარ.: i n t e r n e t
წევრი № 13,010



aleko512
ციტატა
რომ არ ვიმარჩიელოთ, არის ხალხი, რომელიც მისულა მოძღვართან, გაუნდვია მსგავსი პრობლემა და ზოგს ეშველა, ზოგს ვერა, ხოლო ვისაც ეშველა, სულაც არ ყოფილა ეს მარტივი და ხანმოკლე პროცესი. ასე, რომ ძალიან მარტივი პასუხი მაქვს, გულის გადაშლის აუცილებლობა განსხვავდება გულის გადაშლის შესაძლებლობისგან და რომც მომეხერხებინა, ან მივიღებდი სასურველ შედეგს, ან ვერა.

წამიკითხავს კიდევ ზოგან, რომ მდგომარეობის გაუარესებითაც დამთავრებულა, მაგრამ მაგას ვერც დავადასტურებ, ვერც უარვყოფ, არ ვიცი რამდენად ზუსტი ინფორმაციაა.

მოძღვარი არანაირ დაბრკოლებას არ მიქმნიდა და შესანიშნავი ავტორიტეტი ჰქონდა ჩემთვის, შეიძლება ვცდები, მაგრამ მე ასე მგონია. პირდაპირ ვამბობ და მაინც სხვაგან რატომ ეძებთ პრობლემებს...

მოდი ჯერ იქიდან დავიწყოთ საუბარი, რომ ყველა სასულიერო პირი ვერ დაგეხმარება. ისევე როგორც ექიმი, არსებობენ გამოცდილები ახალაგაზრდები კარგი მკურნალი და საერთოდ უყურადღებონიც კი, ზუსტად ასეა სასულიერო პირებთანდ აკავშირებით. ყველა ექიმი ვერ გიმკურანლებს. არის კიდევ ის მომენტიც, შეიძლება სასულიერო პირი კარგი ადმიანი პიროვნება ან მოღვაწე იყოს მაგრამ მრევლთან ვერ კონტაქტობდეს ისე კარგად, მათ სულს რომ სჭირდება. ამ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ ძირითადად მაინც მრევლის უმრავლესობა კმაყოფილებას გამოთქვავს თავიანთი მოძღვრის სულიერი დახმარებით, მაგრამ არიან ინდივიდები და მცირე მრევლის ნაწილი რომლებსაც უფრო მეტი ყურადღება და ცოტა განსხვავებული მიდგომა სჭირდება, აი აქ არის მთავარი პრობლემა. ჩემი აზრით ამ შემთხვევაში უფრო მეტი პასუხისმგებლობა სასულიერო პირს ეკისრება, მაგრამ თუ ბოლომდე არ გავანდეთ სათქმელი ეს სულიერ დახმარებას უფრო სათუოს ხდის. საკმაოდ ბევრი შეგვიძლია ამ თემის გარშემო ვისაუბროდ მაგრამ ჩემი აზრი ამ შემთხვევასი ასეთია, თუ მოძღვარს ვიპოვით რომელთანაც ბოლომდე გავიხსნებით ეს პრობლემა უფრო ადვილად და ნაკლებ დროში მოგვარდება.
MIRDAT
შენი შემთხვევა საკმაოდ განსხვავებულია ალეკოს შემტხვევისგან, რადგან შენი იცი შიდა სამზარეულო გინახავს და ის სულიერება ვერ გიპოვია რასაც ეძებდი.

ციტატა
ხოდა მითხარი ახლა, როგორ უნდა გაიხსნა ადამიანთან, რომელიც უცხოა შენთვის? არადა ყველაზე ახლოს ვიყავი მოძღვართან მე პირადად. მისი პირველი სტიქაროსანი ვიყავი და სულ მის გვერდით ვიდექი, მაგრამ არ იყო ისეთი სიტუაცია, როგორიც უნდა ყოფილიყო. თითქოს ეკლესიაში დრო არაა ნორმალური ურთიერთობებისთვის. მხოლოდ საქმე! წირვა და ლოცვაა ჩასატარებელი, იქ რაღაც უნდა აკურთხო, პარაკლისი უნდა გადაიხადო... მერე საღამოს დასხდებით მონასტერში და... და რეალურად არაფრისმომცემ რაღაცებზე საუბრობთ. მაგ დროს რომც გავხსნილიყავი, არც კი ვიცოდი რა უნდა მეთქვა, ჩემს თავშიც არ ვიყავი გარკვეული, თვითნ ეს სიტუაცია არ მაძლევდა, საკუთარ თავში ჩაღრმავების საშუალებას. ჩემი გონება იმდენად იყო ამ წესებით, ლოცვებით და რაღაც აზრებით დამძმებული, რომ ვეღარ ვიგებდი სად იყო პრობლემა, ყველაფერს რაღაცნაირად ვუყურებდი... ჩემს თავში მხოლოდ მას შემდეგ გავერკვიე, რაც ჩამოვშორდი ეკლესიას, აი ახლა კი შემიძლია მოძღვართან საუბარი, მაგრამ აზრი?

მე იმას ვერ გეტყვი როგორ უნდა გაიხსნ, მაგრამ შეიძLება რაღაც ვარაუდები გამოვთქვა ან წამოვაყენო, რაც შეიძლება საერთოდ არც იყოს სწორი და ვერც ვერავის ვერაფერში ვერ დაეხმაროს (ამ უკანასკნელს უფრო ვფიქრობ) ამიტომ თავს შევიკავებ, აზრების ფრქვვისგან ამ შემთხევაში.
ციტატა
შენს ბოლო კითხვას რაც შეეხება, ნამდვილად არ ვიცი უფრო უმტკივნეულოდ მივიღებდი თუ არა ამ შედეგს, მე ისაც კი არ ვიცი, საერთოდ ეშველებოდა თუ არა ამ ყველაფერს. ახლა რომ ვუფიქრდები, იმ სიტუაციაში არც ეშველებოდა. საბოლოოდ ფანატიკოსი მორწმუნე გამოვიდოდი, დიდი ალბათობით მღვდელი ვიქნებოდი, რასაც ჩემი მოძღვარი ისედაც ამბობდა ჩემზე, მერე მეც ისევე "დავეხმარებოდი" ადამიანებს, როგორც მე დამეხმარნენ...

ამასთან დაკავშირებით ასე სჯობს ვუპასუხო. კაცი საომრად რომ მიდის, როგორი რთულია ალბათ ყველა ვხვდებით, მაგრამ როდესაც გვაქვს შესაძლებლობა დამხმარედ მეორე კაცი წავიყვანოთ, რომელიც გამოცდილი მეომარია და არაფერს დაიშურებს ჩვენთვის, რას ავირჩვთ?

ციტატა
მერიდება ამის თქმა მარა, ეკლესია მხოლოდ ხელს მიშლიდა ამ პრობლემის მოგვარებაში. ეძებო შესაფერისი მოძღვარი, მერე ან გაგიგებს ან ვერა, უხსნა იმას რას გრძნობ და დარიგებები ისმინო... რაღაც წესები... ლოცვები, მარხვები... დამატებითი პრობლემები და წუხილი "ცოდვებზე"... ეს ყველაფერი გაცილებით ართულებს სიტუაციას.

ჩემი აზრით შენი მთავარი პრობლემა არა ეკლესიაში არამედ შენშია, ვფიქრობ საკმაოდ ემოციური და მგრძნოებიარე ადამიანი ხარ, რომელიც მიდრეკილია დეპრესიულობისკენ თავისი ჩაკეტილი ბუნების გამო. არასწორ დროს მოხვდი და ის ყველაფერი რაც შენთან თანდათანობით უნდა მოსულიყო ერთიანად მოვიდა. ვერ იპოვე ის მაკავშირებელი ძაფი რაც ღვთის მსახურებას სულიერებასტან აკავშირებს, ეს ყველაფერი ძალიან გართულდა და საბოლოოდ პრობლემად თავად იქცა, რისგან თავის დახწევა იმ დროს შეიძლება სწორიც იყო, მაგრამ საბოლოოდ მაინც იქ დაბრუნდები უფრო გაზრდილი და დალაგებული, ჩემი ღრმა რწმენით ასე მოხდება.
ციტატა
ჩემი აზრით არიან ადამიანები ვისზეც ეკლესია კარგად მოქმედებს და არის ხალხი, ვინც მარტო უკეთესად ვითარდება... ყველამ თვითონ უნდა დაუმუღამოს საკუთარ თავს და მიხვდეს რომელი სჭირდება.

არასწორი მიდგომაა,მრევლის უდიდესი ნაწილიც ზუსტად ასე უყურებს, ეკლესიაში იმიტომ უნდა იარო რომ კარგად იყო და არა იმიტომ რომ ღვთის დიდებაში მიიღო მონაწილეობა და ამ ქმდეებიდან გამომდინარე მადლით აღსავსემ საბოლოოდ ჰპოვო ცათა სასუფეველი და ცხნონდე. პირველ რიგში ეკლესიაში სიარული უფლის სასდიდებელად უნდა იყოს, მერე დახმარების სათხოვნელად და საბოლოოდ მადლობობის გადასახდელად. არასწორი დამოკიდებულება ეკლესიის მიმართ ბადებს არასწორ ჩვევებს და შეხედულებებს, რაც საბოლოოდ აისახება კიდევაც ჩვენსა და ეკლესიას შორის ჩატეხილი ხიდისა თუ გაურკვეველი წესების მორჩილების სახით.
qetevano
iohanan
ახალგაზრდებო, მთალად ასე ადვილადად არ არის საქმე, ყველამ ვიცით საბოლოოდ ღვთის წაყალბობითა და მისი შემწეობით ხდება ველაფერი მაგრამ აქ აუბარი იმ გასავლელ გზაზეა რომელიც საბოლოოდ უფალთან მიდის.


--------------------
და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე?


კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
iohanan
პოსტი Jun 25 2014, 03:26 PM
პოსტი #12


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 260
რეგისტრ.: 9-April 14
წევრი № 13,661



Mირდატ ეკლესია და ღMერთI რამ გაყო


--------------------
ხოლო როცა ჭამდნენ ისინი, თქვა: ჭეშმარიტად გეუბნებით: ერთი თქვენგანი გამცემს მე (მათე26.21)
მაშინ იუდამ, მისმა გამცემმა, თქვა: მე ხომ არა ვარ, რაბი? უთხრა მას: შენ სთქვი (მათ26.25)
მიუგო პეტრემ და უთხრა მას: ყველა რომ შეცდეს შენს გამო, მე არასოდეს შევცდები.
უთხრა იესომ: ჭეშმარიტად გეუბნები შენ: ამაღამ, მამლის ყივილამდე, სამჯერ უარმყოფ მე.(მათე26.33-34)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
qetevano
პოსტი Jun 25 2014, 03:48 PM
პოსტი #13


ბრრრრრ
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 3,683
რეგისტრ.: 27-September 12
მდებარ.: ევრივეა
წევრი № 12,646



iohanan
ციტატა
ეკლესია და ღMერთI რამ გაყო


ეკლესია მასში შემავალი ადამიანებისგან შედგება რომლებიც ხანდროს ძალიან ბოროტულად იქცევიან, ასე რომ გაყოფილია ნამდვილად.


--------------------
ბეტმენი ხელს არ აწერს!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
q.w.e
პოსტი Jun 25 2014, 05:23 PM
პოსტი #14


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 150
რეგისტრ.: 26-April 14
წევრი № 13,685



ციტატა
ეკლესია მასში შემავალი ადამიანებისგან შედგება რომლებიც ხანდროს ძალიან ბოროტულად იქცევიან, ასე რომ გაყოფილია ნამდვილად.

ეკლესია ქრისტეს მისტიური სხეულია და არანაირად შეიძლება იყოს არაჭეშმარიტი,ის ისევე ჭეშმარიტია როგორც ქრისტე ,თუმცა ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჩემი აზრით თქვენ განიხილავთ ტაძარს და არა ეკლესიას აიი ტაძარი კი ნამდვილად შეიძლება შედგებოდეს ისეთი ადამიანებისგან (მრეევლისგან და საეკლესიო პირებისგან)რომლებსაც ხშირად ბევრი რამე ეშლებათ ,ასავებენ და ამას ვერც ხვდებიან , თუმცა ეკლესია როგორც ქრისტეს მისტიური სხეული სულ სხვა დატვირთვის მქონეა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
MIRDAT
პოსტი Jun 25 2014, 05:40 PM
პოსტი #15


MIRDAT
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 542
რეგისტრ.: 13-October 11
მდებარ.: შუახმელეთი
წევრი № 11,666



ციტატა(G_saxva @ Jun 25 2014, 10:13 AM) *

ჩემი აზრით შენი მთავარი პრობლემა არა ეკლესიაში არამედ შენშია, ვფიქრობ საკმაოდ ემოციური და მგრძნოებიარე ადამიანი ხარ, რომელიც მიდრეკილია დეპრესიულობისკენ თავისი ჩაკეტილი ბუნების გამო. არასწორ დროს მოხვდი და ის ყველაფერი რაც შენთან თანდათანობით უნდა მოსულიყო ერთიანად მოვიდა. ვერ იპოვე ის მაკავშირებელი ძაფი რაც ღვთის მსახურებას სულიერებასტან აკავშირებს, ეს ყველაფერი ძალიან გართულდა და საბოლოოდ პრობლემად თავად იქცა, რისგან თავის დახწევა იმ დროს შეიძლება სწორიც იყო, მაგრამ საბოლოოდ მაინც იქ დაბრუნდები უფრო გაზრდილი და დალაგებული, ჩემი ღრმა რწმენით ასე მოხდება.

მომწონს სიტუაციის შენი ანალიზი. მოკლედ, ვაგრძელებ გზას cool.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
qetevano
პოსტი Jun 25 2014, 05:44 PM
პოსტი #16


ბრრრრრ
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 3,683
რეგისტრ.: 27-September 12
მდებარ.: ევრივეა
წევრი № 12,646



q.w.e
ტაძარი ქვია შენობას, ხოლო ეკლესია კრებულს, მორწმუნე საზოგადოებას.


--------------------
ბეტმენი ხელს არ აწერს!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_saxva
პოსტი Jun 25 2014, 05:56 PM
პოსტი #17


I n t e r n e t
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 4,913
რეგისტრ.: 11-March 13
მდებარ.: i n t e r n e t
წევრი № 13,010



qetevano
q.w.e
iohanan
მეგობრებო მხოლოდ თემასთან დაკვშირებით ვისაუბროთ და ნუ გადავალთ სხვა საკითხებზე. მოკლე რეპლიკები რომლებიც არაფრის მომცემია სჯობს არ დავწეროთ. საკუთარი აზრი ვრცლად და დასაბუთებულად გამოვთქვათ. შეიძება ბევრს დაეხმაროს კიდეც რომელიმე ჩვენგანის რჩევა. ასე რომ მხოლოდ ველი თქვენს ნააზრევს ვრცელად და საინტერესოდ დაწერილს.


--------------------
და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე?


კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
iohanan
პოსტი Jun 25 2014, 06:24 PM
პოსტი #18


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 260
რეგისტრ.: 9-April 14
წევრი № 13,661



ღერთი თუ გიყვარს ,მისი მეგობრებიც უნდა გიყვარდეს(მრვდელი.მრევლი,მოლაპარაკე და მოჯუჯღურე მოხუცები წირვაზე და ა.შ),ვერ ვიტყვი რომ მეც ბოლომდე გახსნილი ვარ მოძგვართან,რაგაცების თქმა მცხვენია,მაგრამ ვთქვი ის რასაც 1 წლის წინ ვერ ვიფიქრებდი რომ ვეტყოდი,მაგრამ გარედან რომ შევხედოთ ამ ყველაპერს სასირცხვილო არაფერია ღმერთის არ გვრცხვენია თავის დროზე როცა ცოდვას ჩავდივართ....წმ.სილუან ათონელს დაესიზმრა ერთხელ რომ მძინარეს პირში გველი ჩაუძვრა ...რომ გამოიღვიძა საშინლად ცუდად იგრძნო თავი ....გამოეცხადა ღვთისმშობელი და უთხრა რამ შეგაწუხა შენ მხოლოდ გესიზმრა და ცუდად გახდი მე შენი ცხოვრების შემხედვარე როგორ ვიგრძნობ თავს(სიტყვა სიტყვით არ მახსოვსsmile.gif)
MIRDAT
გეთანხმები იმაში რომ მე რომ მოვალ აღსარების ხასიათზე იმ დღეს შეიძლება ჩემი მოძღვარი საერთოდ არ მოივდეს ან არ ეცლოს და ა.შ.

საეროდ როცა შენსთავთან აღიარებ ცოდვას გაანალიზებ ,იტირებ კიდეც მერე უფრო ადვილი აღსარებაში თქმა თIთქოს უკვე მოგეტევა საოცარ სიმსუბუქეს გრძნობ.

საერთოდ ჩემი აზრით როცა ასეთი ბევრი დაბრკოლება აქვს ადამინას ჯობია ვინმე გამოცდილ მოხუც ბერთან თქვას აღსარება დაელაპარაკოს....რავი მე ასე ვფიქრობ.

ისე არის მომენტები როცა მღვდელს ბრმად უნდა მივყვეთ იმიტომ რომ იმ წუთში ჩვენი გამოცდილება და ცოდნა არ არის საკმარისი.მაგ.როცა ბავშვი ჭრილობაზე სილას დაიყრის დედა ეუბნება რომ არშეიძლება,მაგრამ კითხვაზე რატომ??დედა ვერ პასუხობს იმიტომ რომ ვერ გააგებინებს პატარას . რატომ??იმიტომ რომ მას არ აქვს საკმარისი ცოდნა იმის შესახებ თუ რა არის მიკრობი, რა პათო-მორპოლოგიური ცვლილებები შეიძლება მოხდეს როცა ის დაზიანების კერაში მოხვდება და ა.შ. მაგრამ თუნდაც იცოდეს იმ მომენტში ეს ყველაპერი პატარამ საბოლოოდ მაინც იმ დასკვნამდე მივალთ რომ ჭრილობაზე სილა არ უნდა დაიყაროს...ყველა "ექიმი" კურნავს,მაგრამ გული რომ გვაწუხებს ,სტომატოლოგთან არ უნდა მივიდეთ.


--------------------
ხოლო როცა ჭამდნენ ისინი, თქვა: ჭეშმარიტად გეუბნებით: ერთი თქვენგანი გამცემს მე (მათე26.21)
მაშინ იუდამ, მისმა გამცემმა, თქვა: მე ხომ არა ვარ, რაბი? უთხრა მას: შენ სთქვი (მათ26.25)
მიუგო პეტრემ და უთხრა მას: ყველა რომ შეცდეს შენს გამო, მე არასოდეს შევცდები.
უთხრა იესომ: ჭეშმარიტად გეუბნები შენ: ამაღამ, მამლის ყივილამდე, სამჯერ უარმყოფ მე.(მათე26.33-34)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
q.w.e
პოსტი Jun 26 2014, 12:16 AM
პოსტი #19


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 150
რეგისტრ.: 26-April 14
წევრი № 13,685



ციტატა
ტაძარი ქვია შენობას, ხოლო ეკლესია კრებულს, მორწმუნე საზოგადოებას.

კი მაგრამ მისტიკური(მისტიკა კი მართლმადიდებლობის განუყოფელი ნაწილია და შესაბამისად რწმენიდან გამომდინარე რეალობაა) თვალსაზრისით ტაძარი მაშინ შეიძლება იწოდებოდეს ეკლესიის ნაწილად როდესაც ბერიც და მრევლიც ღირსეულია(ცდილობენ მაინც ამას) და სადაც მეტნაკლებად სწორად ხედავენ მართლმადიდებლობის არსს, სხვა შემთხვევაში არც ტაძარი არ არის ღირებულება ეკლესიისა მითუმეტეს არც ზემოთმოყვანილი ტიპის მრევლი და მღვდელი
ციტატა
მეგობრებო მხოლოდ თემასთან დაკვშირებით ვისაუბროთ და ნუ გადავალთ სხვა საკითხებზე. მოკლე რეპლიკები რომლებიც არაფრის მომცემია სჯობს არ დავწეროთ. საკუთარი აზრი ვრცლად და დასაბუთებულად გამოვთქვათ. შეიძება ბევრს დაეხმაროს კიდეც რომელიმე ჩვენგანის რჩევა. ასე რომ მხოლოდ ველი თქვენს ნააზრევს ვრცელად და საინტერესოდ დაწერილს.

მართალი ხარ .


ძალიან მძიმეა ცხოვრება, ღმერთიც ამას გვეუბნება არ ვეცადოთ დავამყაროთ რაიმე იმედები ამქვეყნიურ,მიწიერ ცხოვრებაზე. ჩემი პირადი გამოცდილებით ამ კუთხითაც კი არანაირი პრობლემა მაქვს და არც მქონია, ხოლო ბევრ თქვენგანს ძალიან მძიმე ჯვარი ერგო(ნუ მომავალში არავინ არ იცის რა მოხდება მაგრამ ამ ეტაპზე ჩემი გადმოსახედიდან და იქიდან რაც აქ დაიწერა ასეა) ჩემთვის ამის ლაპარაკი ადვილია არც ოჯახში ქმონია პრობლემები არც ყურადღება მაკლდა და არც არაფერი, ღვთის მადლით დავიწყე ჭეშმარიტების ნელ ნელა შეცნობა (ჩემს-მიზერულ დონეზე ამგრამ ამინც)მაქვს რამდენიმე პრობლემა რომელსაც ვერავის ვეუბნები , თუმცა ამის მოგვარება შესაძლებელია და წუწუნის დაწყებაც არ მსურს იმის ფონზე,რისი გადალახვაც სხვებს უხდება. სამწუხაროდ მამაოსთან არც მე მაქვს ახლო ურთიერთობა თუმცა როდესაც შევხვედრილვარ არ ვიცი რას მივაწერო თუმცა რამდენჯერმე 1- 2 სიტყვა უთქვამს და მაშინვე "ტოჭკაში"მოურტყია რამაც ჩემში ენით აღუღწეერლი სიხარული გამოიწვია,ისე ვისურვებდი რომ ხშირად შემეძლოს მასთან საუბარი.ღმერთი მოწყალეა თუ ჩვენ თვითონ ცდას არ დავაკლებთ , ძებნას დავიწყებთ-ვიპოვით სინანულში ჩავვარდებით-ნუგეშცემული ვიქნებით,მთავარია სასოწარკვეთილებაში არ ჩავვარდეთ და რაც არ უნდა მძიმე იყოს ჯვარი გარანტირებული, ბედნიერი, მომავლის იმედით ვატაროთ იგი ეს თითქოს ყველა ჩვენთაგანმა ვიცით თუმცა ხშირად გვავიწყდება.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
aleko512
პოსტი Jun 27 2014, 01:28 AM
პოსტი #20


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 5
რეგისტრ.: 22-June 14
წევრი № 13,747



დიდი წითელი ასოებით აწერია ამ განყოფილებას: "პასუხობს მხოლოდ მოძღვარი", ეს იქნებოდა კიდეც ყველაზე კარგი გაგრძელება.

G_saxva
რომელი ექიმი გაუწევს უკეთეს კონსულტაციას პაციენტს, თეორიულად რომ იცის რა "უნდა" აკეთოს ოპერაციაზე თუ საკუთარი ხელით რომ აქვს ოპერაცია გაკეთებული?

q.w.e
ჩემი აზრითთქო ვიტყოდი, მაგრამ ჩემი აზრი არაა, სულიერი ტრავმა და განსაცდელია გასამიჯნი. განსაცდელი სულისთვის არის როგორც სხეულისთვის სიმძიმეების აწევა და ტრავმა თუ აქვს, ვარჯიში არ უშველის, შეიძლება ამით მდგომარეობა დამძიმდეს კიდეც. სამკურნალომ და ავადმყოფმა უნდა იმკურნალოს.
-----------------------

მოძღვარს ამხელა გამოცდილება აქვს, ათასგვარი სულიერი მდგომარეობის ადამიანებთან უწევს ურთიერთობა, აღსარებებს იბარებს, სტანდარტულ პროცედურებზე გადასვლის მაგივრად, იქნებ ჯერ დეტალურად გამოეკვლია ის ახალმოსული ადამიანი, რომლის დახმარებასაც ცდილობს? ეს არ გააადვილებდა საქმეს ორივესთვის?

ახლა მე შემიძლია მისვლა და ყველაფრის მოყოლა, MIRDAT-ის თქმის არ იყოს, როცა არც ისე პატარა გამოცდილება შევიძინე და ბევრი რაღაცისთვის მოვახერხე სახელის დარქმევა, მაგრამ ეს გამოცდილება არ მქონდა და ისიც არ ვიცოდი დაზუსტებით რა რატომ მჭირდა, არეულ-დარეული მქონდა თავში ყველაფერი.

რატომ არაა უფრო მეტი მასალა და თუ არის სადაა, თუ როგორ უყურებს ამ პრობლემას მართლმადიდებლობა? რა სწავლება არსებობს ამის შესახებ? ასე ადამიანი უკეთ გაერკვეოდა ჯერ იმაში თუ რა ხდება მის თავს და რა არის საშველი.

რატომ ხდება და რა დანიშნულება აქვს ქრისტიანული თვალსაზრისით სულიერ ტრავმას?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

2 გვერდი V  1 2 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 19th April 2024 - 05:36 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი