თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ზოგადი რელიგიური საუბრები და სიახლენი _ ვერბალური ინცესტი, ანუ ”ჩემი დედა...” და ა.შ.

პოსტის ავტორი: უბისელი თარიღი: Jul 1 2010, 09:39 AM

მოდი განვიხილოთ ქართული საზოგადოების ახალგაზრდა ნაწილის ეს უსაზიზღრესი დაავადება...
ახალგაზრდობის ნებისმიერი თავშეყრის ადგილას, ნებისმიერ სიტუაციაში გაიგონებთ ამ საზიზღრობას.
მე კაცს ვერ ვეძახი და ვერც ვერასოდეს დავუძახებ ამის მთქმელს...

რისი ბრალია თქვენი აზრით? რა არის ამის მიზეზი და რითი შეიძლება აღმოვფხვრათ ეს პრობლემა?
არ ხართ ფსიქოლოგები ფორუმზე არავინ?

Copy http://www.alazani.ge/forum/index.php?s=&showtopic=695&view=findpost&p=21314-დან

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Jul 1 2010, 09:52 AM

ციტატა
Copy ალაზანი.გე-დან

ეგ რა იყო ახლა biggrin.gif

რა თქმა უნდა ყველაფერი ინდივიდზეა დამოკიდებული და მის შეგნებაზე.

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Jul 1 2010, 09:52 AM

უბისელი

ციტატა
რისი ბრალია თქვენი აზრით?


პირველ რიგში მიზეზი ურთიერთობაა, ვისთანაც ურთიერთობა გვაქვს ბავშვობაში (ან მერე), იმისგან ვიღებთ ცუდ ჩვევებს.

ასევე მიზეზია, რომ ბილწსიტყვაობა მოდა იყო, ახლა შედარებით უკეთესი სიტუაციაა (იმიტომ რომ "ძველბიჭობის" ინსტიტუტი თანდათან ძალას კარგავს, ან უფრო ტრანსფორმაციას განიცდის).

მოკლედ ამ ყველაფრის ძირი ბავშვის აღზრდაში უნდა ვეძებოთ. ბავშვს არა აქვს ჩამოყალიბებული გონება და რასაც ხედავს ძირითადად იმას იმეორებს. ეს ინფორმაცია კი შეიძლება მოდიოდეს ქუჩიდან, ტელევიზორიდან, აწ უკვე ინტერნეტიდან და ა.შ.

ესაა მტავარი სოციალურ-ფსიქოლოგიური მიზეზები. უფრო დაწვრილებით და სისტემურად პროფესიონალი ფსიქოლოგი იტყვის ალბათ.

ხოლო სულიერების თვალსაზრისით მე ჩემი აზრი მაქვს, მაგრამ თავს შევიკავებ. ჯობია მართლმადიდებლური შეხედულება დაიწეროს მათგან,ვინც ერკვევა ამაში.

პოსტის ავტორი: terra თარიღი: Jul 1 2010, 10:22 AM


ხო, ეგ ცუდია.
ჯობია ასე ვთქვათ : დედამც შამერთოს ცოლადა!!
როგორც ჩვენი სახელოვანი წინაპრები იტყოდნენ.

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Jul 1 2010, 10:29 AM

terra

ციტატა
ჯობია ასე ვთქვათ : დედამც შამერთოს ცოლადა!!



ან ეს რატომ უნდა ტქვა. რასაც ამბობ, იმას ძალაუნებურად ხომ გაიზრებ? ამის გააზხრება ნორმალურია?? იმ ინტენსივობით, რაც დღეს ,,დაგინებაა,, დღეს ახალგაზრდობის ლექსიკონში, კიდევ კარგს უძლებს ფსიქიკა და ტვინი.

პოსტის ავტორი: terra თარიღი: Jul 1 2010, 10:30 AM

მხევალი ნინო

როგორც მახსოვს, იუმორთან ძმაკაცობ smile.gif)


პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Jul 1 2010, 10:32 AM

terra

ციტატა
როგორც მახსოვს, იუმორთან ძმაკაცობ )



და?

პოსტის ავტორი: terra თარიღი: Jul 1 2010, 10:37 AM


არაფერი.

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Jul 1 2010, 03:23 PM

terra
მძიმე იუმორი გაქვს biggrin.gif


ჩვენში გავრცელებული და მასობრივად მოდებული ბილწსიტყვაობა მოდის იქიდან რომ 1) როგორც ატმანმა თქვა, მოდა იყო, საკუთარი თავის რეალიზებისა და მაგრობის დასამტკიცებლად
2) შეუგნებლობიდან, როცა აზრზე არ ხარ რას ამბობ, არ უკვირდები ნათქვამს, არ გრძნობ სიტყვებზე პასუხისმგებლობას და ა.შ.

გამოსწორება გინდათ? დაიწყეთ ბავშვობიდან smile.gif მოზრდილ ასაკში ძნელია, ჩემი აზრით rolleyes.gif თუმცა ეს არ გამორიცხავს პასუხისმგებლობის გრძნობას, ადამიანი იმის ადამიანია, რომ უნდა ეცადოს გამოსწორდეს, იმუშავოს საკუთარ თავზე yes.gif

პოსტის ავტორი: terra თარიღი: Jul 1 2010, 03:34 PM

ციტატა(ქევანა @ Jul 1 2010, 04:23 PM) *

terra
მძიმე იუმორი გაქვს biggrin.gif


რეალობასთან დაკავშირებული smile.gif

ციტატა
მოზრდილ ასაკში ძნელია, ჩემი აზრით


არც ისე. თუ ქრისტიანი ხარ, საკმარისია გააცნობიერო, რომ ღმრთისმშობელია ჩვენი საერთო დედა
და მოიკვეთ ამ საძაგლობას.

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Jul 1 2010, 03:42 PM

ციტატა
საკმარისია გააცნობიერო,


მძიმე იუმორი [მძიმე] რეალობასთან დაკავშირებით მაქვსო
და ნუთუ ვერ ხვდები რომ გაცნობიერება რთულია? :დ (ან შენ გგონია მე შეუძლებლად მიმაჩნია მოზრდილ ასაკში ბილწისტყვაობის მოცილება? შეუძლებელი არაა, უბრალოდ რთულია smile.gif განსხვავებას ხომ ხედავ?)

ვაჰ მე biggrin.gif

ჰოპლა და აღიგვება მიწისაგან პირისა, არა?
ეგრე ადვილი არაა, ჰოპ საკუთარ თავს შეუძახო ასე და ასეაო და მორჩა, ეგრე ადვილი რომ იყოს ცოდვის თავიდან აცილება, დედამიწაზე უცოდველები ივლიდნენ smile.gif

რატომ მალაპარაკებ ამდენს, წესით უნდა ხვდებოდე და ... biggrin.gif

***
ისტორიკოსებთან და ეთნოგრაფებთან მაქვს კიდე შეკითხვა: დედის გინებაო მონღოლებიდან შემოვიდა ჩვენშიო, მართალია ან დასტურდება რაიმე წყაროთი? smile.gif

პოსტის ავტორი: terra თარიღი: Jul 1 2010, 03:49 PM


ქევან, რამდენი ილაპარაკე,
არ დაგეზარა? biggrin.gif

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Jul 1 2010, 04:09 PM

terra

ციტატა
არ დაგეზარა?



კი დაეზარა, მაგრამ თავს დააძალა.

პოსტის ავტორი: გრიგოლი თარიღი: Jul 1 2010, 09:05 PM

ყველაფერს გამომწვევი მიზეზე აქვს და ამასაც თავისთავად. ცუდი მუვლენები და ცუდი ზნე დამკვიდრებული საზოგადოებაში არ უნდა დავაბრალოდ ცალკეულ ადამიანებს. ასევე საზოგადოების განწმენდა ვერ მოხდება მხოლოდ უბრალო ადამიანების კეთილ სურვილზე. ერი თუ საზოგადოება როცა ავადდება რაიმე ცუდი თვისებით ეს ყოველთვის ზემოდან მოდის. ანუ მთავრობის ცუდი ზეგავლენით და ასევე პასუხისგებლობა სასულიერო პირებზეც მოდის. საზოგადოება თავისით ვერ გამოსწორდება თუ მას თავში კარგი აღმზრდელი არ ჰყავს. წარმოიდგინეთ პატარა ოჯახი, თუ ოჯახის უფროსი მამა არ დგას სულიერად სათანადო დონეზე თავისთავად ოჯახის წევრები წესიერები ვერ გაიზრდებიან. ასეა დიდი ოჯახის შემთხვევაშიც, რასაც ჰქვია ჩვენი ქვეყანა და ერი.

პოსტის ავტორი: sopo... თარიღი: Jul 2 2010, 01:55 AM

ციტატა
რისი ბრალია თქვენი აზრით? რა არის ამის მიზეზი და რითი შეიძლება აღმოვფხვრათ ეს პრობლემა?
არ ხართ ფსიქოლოგები ფორუმზე არავინ?

მიზეზი, ასეთი საქციელის -გაცნობიერებული ბლატაობის თუ გაუცნობიერებელი -ორივე მეტყველებს პიროვნების აზროვნების გარკვეულ ეტაპზე მსუბუქად რომ ვთქვათ, კომპლექსებზე,
ვინც ვიცი ჩამოყალიბებული, ღირებულებების მქონე პიროვნება, არარელიგიურიც, ეს იაფფასიანი თვისება არავის აქვს..
ანუ იმის თქმა მინდა ზედაპირული თეოლოგიური განათლებაც არ არის აუცილებელი ამ საქციელის შეფასებისთვის, თუმცა შეიძლება მსოფლმხედველობის შეცვლასთან გარკვეული როლიც ითამაშოს..
ასე ვფიქრობ,
გამოსავალს თითქმის ვერ ვხედავ, დემორატიულ სახელმწიფოში ღვთისმშობლის შეურაცხყოფის გაპროტესტებას რა ამბავი მოყვა და საკუთარ დედაზე მითუმეტეს ვერავის დაუშლი, არც ქადაგება გამოვა, კერძო ურთიერთობებში კი მოაგვარებს ადამიანი, მაგრამ მასშტაბური ალბათ ტელევიზიით ამ თვისბის იუმორით უარყოფითად გაშუქება, მგონი რუსთავი 2-ის შოუებში ასეც არის. ნუ რავიცი

აზრი გადასარევად დალაგებული გამოვიდა ალბათ, biggrin.gif :ცხელა:

პოსტის ავტორი: sicher თარიღი: Jul 2 2010, 04:41 AM

...

პოსტის ავტორი: arcivi9 თარიღი: Jul 2 2010, 03:35 PM

ციტატა(უბისელი @ Jul 1 2010, 09:39 AM) *

მოდი განვიხილოთ ქართული საზოგადოების ახალგაზრდა ნაწილის ეს უსაზიზღრესი დაავადება...
ახალგაზრდობის ნებისმიერი თავშეყრის ადგილას, ნებისმიერ სიტუაციაში გაიგონებთ ამ საზიზღრობას.
მე კაცს ვერ ვეძახი და ვერც ვერასოდეს დავუძახებ ამის მთქმელს...

რა არის ამის მიზეზი და რითი შეიძლება აღმოვფხვრათ ეს პრობლემა?


კარგი მათრახით

პოსტის ავტორი: A.v.B თარიღი: Jul 2 2010, 07:16 PM

ციტატა(უბისელი @ Jul 1 2010, 10:39 AM) *

მოდი განვიხილოთ ქართული საზოგადოების ახალგაზრდა ნაწილის ეს უსაზიზღრესი დაავადება...
ახალგაზრდობის ნებისმიერი თავშეყრის ადგილას, ნებისმიერ სიტუაციაში გაიგონებთ ამ საზიზღრობას.
მე კაცს ვერ ვეძახი და ვერც ვერასოდეს დავუძახებ ამის მთქმელს...

რისი ბრალია თქვენი აზრით? რა არის ამის მიზეზი და რითი შეიძლება აღმოვფხვრათ ეს პრობლემა?
არ ხართ ფსიქოლოგები ფორუმზე არავინ?

Copy http://www.alazani.ge/forum/index.php?s=&showtopic=695&view=findpost&p=21314-დან



1) ბავშვობაში ეჩვევიან ქუჩაში გამოსვლას რომ იწყებენ და იმათგან ესმით ეს სიტყვები ვინც ავტორიტეტები გონიათ და "ვზროსლ ძმას " ეძახიან...
2) თავისი მაგარი ბიჭობის დასამტკიცებლად იგინებიან ხომე პატარა ბიჭები...რომ უკვე დიდები არიან ვითომ და მაგარი ბიჭები
3) მერე ისე ეჩვევიან რომ სიტყვის მასალად აქვთ უკვე... ისე იგინებიან რომ ვერც კი ამჩნევენ თვითონ..
4) როცა უკვე ზრდასრულები არიან დიდიათ მოქმედებს უსწავლელობა... არ იციან რა არის როცა საკუთარ დედას აგინებენ და ამ გინებას "ახსნებს" უძებნიან.

როგორ უნდა აღმოიფხვრას და მამებმა... ბიძებმა... დიდმა ძიებმა არ უნდა ასწავლონ ბავშვობდანვე გინება.., არ უნდა ეძახონ მიდი მამა შეაგინეო... როცა ქუჩაში გავა კიდე უნდა აკონტროლონ რას სწავლობს.. ვისგან სწავლობს...ვინ არის მისთვის "ვზროსლი ძმა" ვინ გონია ... ხანდახან უნდა დაუჯდეს მამა და შეაგნებინოს რო კაი ბიჭობა საქმით უნდა დაამტკიცოს და არა საკუთარი დედის გინებით... თუ მაინც გაიგებს რომ ეგგრე იგინება ყურის აწევაც უნდა შეეძლოს და დასჯა...

პოსტის ავტორი: გრიგოლი თარიღი: Jul 5 2010, 05:33 PM

თუ ოჯახის უფროსი მამა არ დგას სულიერად სათანადო დონეზე თავისთავად
ოჯახის წევრები წესიერები ვერ გაიზრდებიან.


ამაზე შეიძლება კამათი...


sicher, რა ნახეთ და დაინახეთ აქ საკამათო?

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Jul 5 2010, 05:41 PM

გრიგოლი

ციტატა
თუ ოჯახის უფროსი მამა არ დგას სულიერად სათანადო დონეზე თავისთავად ოჯახის წევრები წესიერები ვერ გაიზრდებიან.


სულიერად სათანადო დონეზე დგომაში რას გულისხმობ?

პოსტის ავტორი: გრიგოლი თარიღი: Jul 5 2010, 05:56 PM

ციტატა(Atman @ Jul 5 2010, 05:41 PM) *

გრიგოლი
სულიერად სათანადო დონეზე დგომაში რას გულისხმობ?


აი რას ვგულისხმობ. როცა ქვეყანა, ერი დაცემულია სულიერად, ზნეობრივად თავისთავად მივიღებთ იმ შედეგს რაც გვაქვს დღეს სახეზე და ეს საკუთარი დედის გინება. ქვეყნის სულიერი კი ქრისტიანობაა. ე.ი. არ მიდის აღზრდა ისე სათანადოთ ქრისტიანულად, რომ ზნეობრივად ამაღლდეს ჩვენი ერი და ქვეყანა. ვინ დგას ამ სულიერებიშ მასწავლებლად? თავისთავად სასულიერო პირები და მათი უფროსი. ასეა ოჯახშიც. ოჯახი მიკრო სახელმწიფოა.

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Jul 5 2010, 06:01 PM

გრიგოლი

ეგ გასაგებია. კონკრეტულად მამის, როგორც პიროვნების სულიერად სათანადო სიმაღლეზე დგომა რას ნიშნავს? სათანადო სიმაღლეზე ძალიან ცოტა დგას, მითუმეტეს ერში. და მაინტერესებს შენთვის რას ნიშნავს სათანადო სიმაღლე.

პოსტის ავტორი: sicher თარიღი: Jul 5 2010, 07:31 PM

...

პოსტის ავტორი: გრიგოლი თარიღი: Jul 5 2010, 09:16 PM

ციტატა(sicher @ Jul 5 2010, 07:31 PM) *

ეს ერთერთი ხელისშემწყობი პირობაა ადამიანი "წესიერი" რომ გაიზარდოს მაგრამ არა ერთადერთი მითუმეტეს დღეს როცა მომავალი თაობა ნაკლებად ცნობს ავტორიტეტებს ოჯახში თუ მის გარეთ

შენ რას გვთავაზობ?


მე არავის არაფერს ვთავაზობ და რომც შევთავაზო ვინ დამიჯერებს? შენ?. მე ვხსნი თუ რატომ არის დღეს ჩვენს ერში ზნეობრივი პრობლემები. თვითონ ერში, ადამიანების ცხოვრებაში, ვინ რისთვის იგინება, რატომ და რისთვის ამას არსებითი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რასაკვირველია საქმის გამოსწორება გვინდა. ამ გინების გარდა კიდევ ბევრია პრობლემა. ჩნდება კითხვა, საიდან დაიბადა ეს ყველაფერი? ერმა შვა? არამც და არამც. ყველაფერი მოდის ზევიდან, ანუ ვინც არის პასუხისმგებელი ერის წინაშე. პასუხისმგებელი კი მეფეა ანუ პრეზიდენტი, სასულიერო პირი ანუ პირველი პირი. ძველებს უთქვამთ წყალი ზემოდან იმღვრევაო, თევზი თავიდან ყარსო. მოკლედ თავი მართავს სხეულს და არა პირიქით. თავმა, რომ მართოს სახელმწიფო ჯერ ის უნდა იყოს პიროვნება, პრინციპული და სიწმინდის, ზნეობის პატივისმცემელი. აღმაშენებელს თავი რომ დავანებოთ, ურჯულო ჩინგისხანი თავის ურდოში კრძალავდა ბილწსიტყვაობას. ე.ი. მას ესმოდა თუ რა ძალა იდო ზნეობაში. ასევე ბიბლიაშიც არის იმის მაგალითები თუ ზნეობას რა ძალა აქვს. მარტო ქადაგება, პირზე სიწმინდეებისა და პატიოსნების მტკიცება საქმის გარეშე ამაოა. აი ეს აკლია დღეს ჩვენს ქვეყნას საქმე და ბრძოლა ღირებულებებისთვის. მერე იქნება ავტორიტეტებიც და ჩვენი შვილებიც უფრო კარგები გაიზრდებიან. ის ურჩევნია მამულსა შვილი სჯობნიდეს მამასა.

პოსტის ავტორი: sicher თარიღი: Jul 5 2010, 09:46 PM

...

პოსტის ავტორი: გრიგოლი თარიღი: Jul 5 2010, 10:42 PM

ციტატა(sicher @ Jul 5 2010, 09:46 PM) *

ისევე როგორც პრობლემაზე საუბარი გადაჭრის გზის შემოუთავაზებლად smile.gif
ხოდა მაგას გეკითხები შენ რას ფიქრობ რა უნდა გააკეთოს პრეზიდენტმა ან პატრიარქმა? რა იქნება რეალურად შედეგის მომტანი?


ფვიქრობდი შეამჩნევდი ყველაფერს. ავღწერე პრობლემა, თუ საიდან მოდის და ისიც თუ რაგორ შეიძლება პრობლემის მოგვარება. მაგრამ პრობლემას მე და შენ კი არა, იმ თავებმა უნდა მოაგვარონ. ამ თავებს კი ამ პრობლემის მოგვარება არ შეუძლიათ. ანუ ექიმი არა მცოდნეა და ავადმყოფს ვერ არჩენს ან არ არჩენს. არის რომ ეს ექიმი მარიონეტია, სხვა მართავს. ესეც პრობლემაა. ავადმყოფი კი ჩვენი ერია. რა ვუყოთ ეხლა მე და შენ ამ ექიმს? ექიმი ძალაუფლების მქონეა, რა ვუყოთ? როგორ ვაიძულოთ მოარჩინოს ავადმყოფი? პრობლემასა და მიზეზს შეიძლება ადამიანი ხედავდეს, მაგრამ პრობლემა ვერ გადაჭრას. უბრალოდ ეს მის ძალებს აღემატებოდეს და იმიტომ. ასე რომ პრობლემის დანახვა არ ნიშნავს მის გადაჭრას. რამდენი ბრძენი და წმინდანი ხედავდა პრობლემებს, მაგრამ საქმეს ვერ აკეთებდა, რადგან ეს მის ძალებს აღემატებოდა. აბა მე რა უნდა შემოგთავაზო? შეგიძლია ერი გამოაფხიზლო და გაერთიანო? შეგიძლია დააშინო თავები, რომ გააკეთონ თავიანთი საქმე? გახდები ერის წინამძღვარი? გახდები ისეთი როგორიც დავითი იყო? გააქვს ამდენი რწმენა? ხარ ბრძენი? აი ეს გადაჭრის პრობლემას.

პოსტის ავტორი: sicher თარიღი: Jul 5 2010, 11:05 PM

...

პოსტის ავტორი: გრიგოლი თარიღი: Jul 5 2010, 11:13 PM

ციტატა(sicher @ Jul 5 2010, 11:05 PM) *

არავის დაშინებას არ ვაპირებ რა საჭიროა? smile.gif

მივესალმები ჩინგისხანის საქციელს მაგრამ შევთანხმდეთ რომ დემოკრატიული სახელმწიფოს პირვრლი პირი ბილწსიტყვაობას ვერავის აუკრძალავს. მას შეუძლია ებრძოლოს კანონიერ ქურდებს და შეასუსტოს მათი გავლენა აამაღლოს სწავლების დონე და ა.შ.

სასულიერო პირმა ზუსტადაც უნდა იქადაგოს აბა როგორ გინდა.



ეს შენ ფიქრობ რომ ვერ აუგრძალავს და დემოკრატიას ბილწისტყვაობასთან რომ აიგივებ ეგ შენი პრობლემაა. სააკაშვილი, რომ ებრძვის ეგ ბრძოლა არაა. და არც ის არის სწავლის დონის ამაღლება მანდატურებს ანუ ზედამხრდველებს რომ აყენებს. სასულიერო პირმა მარტო კი არ უნდა იქადაგოს საქმეც აკეთოს და მაგალითიც უნდა მისცეს.

დაშინების გარეშე კი, კარგი გაგებით, საქმეს ვერ გააკეთებს ვინც არ უნდა იყოს.

პოსტის ავტორი: A.v.B თარიღი: Jul 5 2010, 11:33 PM

ყველამ თავის მცირე წვრილი რომ შეიტანოს კარგი იქნება... ზოგმა არც კი იცის რამდენად ცუდია გინება... არ დადიან ეკლესიაში და არც სათანადო განათლება აქვთ. რომ შეიგინება მაშინ უნდა უთხრა რომ არ შეიძლება და ცოდვაა.

მე ჩემს ახლობლებს.. ვეუბნები და ზოგი ნელ-ნელა თავს იკავებს.. მაშინ მაინც როცა მე იქ ვდგავარ...

პოსტის ავტორი: sicher თარიღი: Jul 6 2010, 02:25 AM

ციტატა
ეს შენ ფიქრობ რომ ვერ აუგრძალავს

როგორ აუგრძალავს ფულად ჯარიმას დააწესებს გინებაზე? smile.gif

ციტატა
დემოკრატიას ბილწისტყვაობასთან რომ აიგივებ ეგ შენი პრობლემაა.

ჩემი პოსტიდან რომ ეგ აზრი გამოგაქვს ეგეც ჩემი პრობლემაა?

ციტატა
სასულიერო პირმა მარტო კი არ უნდა იქადაგოს საქმეც აკეთოს და მაგალითიც უნდა მისცეს.

მაგალითი თავისთავად და საქმეში რას გულისხმობ? ისე ქადაგება უკვე საქმეა როცა სასულიერო პირზეა საუბარი

ციტატა
ყველამ თავის მცირე წვრილი რომ შეიტანოს კარგი იქნება... ზოგმა არც კი იცის რამდენად ცუდია გინება... არ დადიან ეკლესიაში და არც სათანადო განათლება აქვთ. რომ შეიგინება მაშინ უნდა უთხრა რომ არ შეიძლება და ცოდვაა.

მე ჩემს ახლობლებს.. ვეუბნები და ზოგი ნელ-ნელა თავს იკავებს.. მაშინ მაინც როცა მე იქ ვდგავარ...

yes.gif

პოსტის ავტორი: llaasshhaa თარიღი: Jul 6 2010, 02:16 PM

აუ რა საშინელი სენია ეს რა უბედურებააა? თან უკვე მარტო თავიანთ ძმაკაცებთან ერთად კი არ იგინებიან არამედ ყველგან მარშუტკაში ავტობუსში მაღაზიაში ... არც ის აინტერესებთ რო მათ გარშემო უცხო ხალხი ზის ზოგი დიდი ზოგი პატარა და მიდიიი გეგონება იმათ არ ესმით ... და რავი დღე არ გავა ისე რო ქუჩაში ეს გინება არ გავიგო sad.gif რა უბედურებაა რააარის ეს?

A.v.B

ციტატა
რომ შეიგინება მაშინ უნდა უთხრა რომ არ შეიძლება და ცოდვაა.

მითქვამს და პასუხი ყოველთვის იგივეა რავქნა მივეჩვიეო და თავისით მეთქმევინებაო

აწი კიდე ვეტყვი ხოლმე

პოსტის ავტორი: sicher თარიღი: Jul 8 2010, 02:58 AM

...

პოსტის ავტორი: უბისელი თარიღი: Jul 14 2010, 03:06 PM

ციტატა(sicher @ Jul 8 2010, 03:58 AM) *

მოკვდა თემა??? smile.gif

გავაცოცხლოთ მერე

პოსტის ავტორი: ნანინა თარიღი: Jul 14 2010, 03:13 PM

უბისელი
ჯეგეს ტექსტი დააკოპირე და აქ გახსენი თემა? biggrin.gif

პოსტის ავტორი: უბისელი თარიღი: Jul 21 2010, 02:27 AM

ციტატა(ნანინა @ Jul 14 2010, 04:13 PM) *

უბისელი
ჯეგეს ტექსტი დააკოპირე და აქ გახსენი თემა? biggrin.gif

სადგაც ცავაწყდი ამ თემას და მომეწონა

პოსტის ავტორი: ნანინა თარიღი: Jul 21 2010, 02:53 AM

უბისელი

ციტატა
სადგაც

ალაზანზე წააწყდებოდი დამიჯერე biggrin.gif

პოსტის ავტორი: sicher თარიღი: Jul 23 2010, 09:04 PM

...

პოსტის ავტორი: ნანინა თარიღი: Jul 23 2010, 11:41 PM

sicher
ის, რომ სხვა ადამიანის ტექსტის დაკოპირება და იმ ტექსტით ფორუმზე თემის გახსნა მგონი ცოტა უხერხულია. ის ადამიანი ამ ფორუმზეცაა სხვათა შორის (ჯეგეზე მაქვს საუბარი smile.gif)

პოსტის ავტორი: neo თარიღი: Jul 24 2010, 02:22 PM

თქვენ ცდებით, ტავის დედას არავინ არ აგინებს და იგინებს. თქვენ უბრალოდ არ გესმით ის ადამიანები რას ამბობენ ან რას გულისხმობენ.

ეს გინება იმიტომ არის გავრცელებული, რომ ყველაზე შეურაცხმყოფელი და შეზარავია ქართველი ადამიანისათვის. სწორედ ეს არის ამ გინების გავრცელების მიზეზი...

ინგლიზელები საკუთრ ტავს იგინებენ მაგალითას, იმიტომ რომ მათვის ეს არის შეურაცხმყოფელი...

ეს იყო მიზეზი. რაც შეეხება ჩვევას და მოდას, ეს ლოგიკური გაგრძელებაა იმ მიზეზის რაც ვთქვი...










პოსტის ავტორი: terra თარიღი: Jul 24 2010, 02:25 PM

neo

ერთი მეზობელი მყავს, ჩემხელა ბიჭი.
რამდენჯერ ყოფილა, დედა ექაჩებოდა, შვილო სახლში შემოდიო.
ამასაც რამდენჯერ უთქვამს : დედა, შედი სახლში, ჩემი დედა მ......ო.

აი რა არის ეს?

პოსტის ავტორი: neo თარიღი: Jul 24 2010, 02:33 PM

ციტატა
აი რა არის ეს?


დარწმუნებული ვარ ეგ არ არის მაგ შენი მეზობლის ყველაზე დიდი ნაკლი.

პოსტის ავტორი: ლურჯი ბუ თარიღი: Jul 24 2010, 02:35 PM

მართალია, არაა ლამაზი, მაგრამ ისე ვისაც რა როგორ უნდა, ისე ესმის smile.gif

პოსტის ავტორი: terra თარიღი: Jul 24 2010, 02:39 PM

ციტატა(neo @ Jul 24 2010, 02:33 PM) *

დარწმუნებული ვარ ეგ არ არის მაგ შენი მეზობლის ყველაზე დიდი ნაკლი.


ეგ სხვა თემაა შოთი.

საკუთარ დედას აგინებს ტიპი.
ამიტომ ჩამოვაყალიბე ასე.

პოსტის ავტორი: ნანინა თარიღი: Jul 24 2010, 08:19 PM

ხო ისე, ბიჭებისგან გამიგია, რომ არსებობს "შეგინება" და "დაგინება". ხოდა ეს დაგინება დაფიცების ტოლფასი ყოფილა :ჩაცუცქულისმაილი: biggrin.gif
ნეო, ვერ დაგეთანხმები, ბიჭები ჩხუბის დროს ხშირად აგინებენ ერთმანეთს დედას. (საუბედუროდ უკვე გოგოებიც). ეხლა თითოეულმა დედათქვენზე წარმოიდგინეთ რა საშინელებას ამბობენ ეს ადამიანები. ეს ბიჭები ხომ იმ დედებს შვილებად ეკუთვნიან, ისინი კიდევ აგინებენ.. მოკლედ რა.. საშინელებაა. mad.gif

პოსტის ავტორი: sicher თარიღი: Jul 24 2010, 08:54 PM

...

პოსტის ავტორი: jariskaci თარიღი: Jul 25 2010, 01:11 AM

ერთი რამ მინდა გითხრათ,ბავშვობაში მეც ვიგინებოდი და როცა უკვე წამოვიზარდე მაშინაც.მაგრამ ჩემი პირიდან ცჰამი დედა და აეთი რაგაცეები არ ამოსულა,ერთხელ ჩემ ძმას გავუგე და კინაღამ შემომაკვდა.მას მერე აღარც მისი პირიდან გამიგია და დარწმუნებული ვარ რომ არც იგინება.ერთხელ საეკლესიო წიგნში ცავიკთხე რომ დედის შეგინება ღვთისმშობლის შეგინებაა და იმის მერე კი უსულო საგნისთვისაც აღარ შემიგინებია დედა.ჩხუბზე ლაპარაკიც კი ზედმეტია.მე თუ ცავიკითხე და ჩავიდა ჩემ აზროვნებამდე რატომ არ უნდა გაიგოს ეს სხვამ?აქ ხომ ბევრი ჩემზე მორწმუნეა?

პოსტის ავტორი: orthodox-georgia თარიღი: Aug 1 2010, 10:57 AM

საკუთარ დედას ვინც იგინება, იმას სხვამ რომ შეაგინოს დედა ხომ თავ-პირს დაამტვრევს (უკეთეს შემთხვევაში) ან შეიძლება მოსაკლავადაც გაიმეტოს (ეს უარეს შემთხვევაში) და თვითონ რომ იგივეს აკეთებს ეგ ვითომც არაფერი.


შეგნების (შეუგნებლობის) ამბავია უბრალოდ smile.gif

პოსტის ავტორი: sable თარიღი: Aug 6 2010, 06:58 PM

შეგნების ამბავია და ერთის მხრიც ქუჩის გავლენის როცა ეწ. '' 'ქუჩური' და მსგავსი რამ დავიწყებას მიეცემა ასეთი პრობლემაც არ იქნება. ასეთი რამ ხდება მოზარდ ბიჭებში რომლებიც ბოლომდე კაცებად არ არიან ჩამოყალიბებული, ხოლო გრძელდება მათში ვინც ამ გავლენას ასაკში შესვლის დროსაც ვერ იშორებს.

პოსტის ავტორი: terra თარიღი: Aug 6 2010, 08:55 PM

sable

ციტატა
გრძელდება მათში ვინც ამ გავლენას ასაკში შესვლის დროსაც ვერ იშორებს.


გავლენა იქეთ იყოს და..

ჩვევა, ჩემო საბლე. ჩვე - ვა.


პოსტის ავტორი: მარიამი- თარიღი: Aug 7 2010, 07:37 PM

ციტატა
ეწ. '' 'ქუჩური' და მსგავსი რამ დავიწყებას მიეცემა

იმედია მალე დავივიწყებთ

პოსტის ავტორი: A.v.B თარიღი: Aug 7 2010, 11:44 PM

ქუჩურიო რომ გავიძახით ეგ დამახინჯებული ქუჩურია ჩემი აზრით. ადამიანს უნდა ქონდეს ზრდილობა რა რამის გრძნობა.

პოსტის ავტორი: .zakaria. თარიღი: Sep 15 2010, 12:14 AM

ამ ფორუმზე არავინ იგინება?)

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Sep 15 2010, 12:19 AM

.zakaria.
ფრთოსანებრთა ოჯახიდან ვართ მაშ

პოსტის ავტორი: გიორგი თარიღი: Sep 20 2010, 01:20 AM

უბისელი

ციტატა(უბისელი @ Jul 1 2010, 08:39 AM) *

მოდი განვიხილოთ ქართული საზოგადოების ახალგაზრდა ნაწილის ეს უსაზიზღრესი დაავადება...

უპირველეს ყოვლისა ხაზგაზმით მინდა აღვნიშნო, რომ ეს არ არის საზოგადოების ახალგაზრდა ნაწილის ან ახალგაზრდობის პრობლემა. ამას გაცილებით ღრმა და მრავალსაუკუნოვანი ფესვები აქვს.

იცვლებოდა მხოლოდ ე.წ. "დაგინების" ფორმები.

მთაში საუკუნეების განმავლობაში არსებობდა ასეთი გამოთქმები:

"დედამც შეერთოს ცოლად, ვინც მტერს ზურგი უჩვენოს"

"დამც გამეხადოს ხარჭად თუ მამულს ვუღალატო"

და ა.შ.

ზოგიერთი მათგანი სხვადასხვა მხატვრულ ნაწარმოებებშიც აისახა.

ცხადია მე არ ვარ არავითარი დაგინების მომხრე და საერთოდაც არ მომწონს, არაეთიკურად და მიუღებლად მიმაჩნია ამგვარი ლექსიკით საუბარი, მაგრამ არამც და არამც ეს არ არის ვერბალური ინცესტი. ამას კატეგორიულად არ ვეთანხმები.

ე.წ. "დაგინების" იდეა მიუხედავად ძალიან უწმაწური გამოთქმისა არ ნიშნავს საკუთარი დედის, დის და ა.შ. შეგინება-ინცესტსს, პირიქით, ე.წ. დამგინებელს, ძალიან დიდ სიბინძურედ, ამორალურ, შეურაცხმყოფელ და ამაზრზენ საქციელად მიაჩნია ინცესტი და ამ მდგომარეობაში დედასთან ან დასთან მოხვედრა, შესაბამისად ამას უსურვებს და უტოლებს საკუთარ თავს იმ შემთხვევაში თუ რაიმე დიდ არაკაცობას და ნაძირლობას ჩაიდენს. ანუ, ე.წ. "დაგინება" სწორედ მაშინ გამოვა დედის შებილწვა-ინცესტი თუ "დამგინებელი" არაკაცობას ჩაიდენს.

დედამც შემერთოს ცოლად თუ მტერს ზურგი ვუჩვენო - ნიშნავს იმას, რომ დაე, საკუთარი დედის შემბილწველად (ინცესტის მონაწილედ) ჩავითვალო თუ მტრის შემეშინდეს და ლაჩარივით უკან გამოვიქცეო, ანუ აღიარებს თუ რა საზიზღობაა ეს ინცესტი და სწორედ ამის მონაწილედ ჩამთვალეთ თუ მტრის შემეშინდესო.

დამც გამეხადოს ხარჭად თუ მამულს ვუღალატო - ასევე ნიშნავს იმას, რომ დაე, საკუთარი დის შემბილწველად (ინცესტის მონაწილედ) ჩავითვალო თუ ქვეყანას ვუღალატოო.

ორივე შემთხვევაში დაუგინებელი და შეუბილწავი რჩება ადამიანი, რომელიც არც მტერს უჩვენებს ზურგს და არც მამულს უღალატებს.

იგივე "დაგინების" თანამედროვე ფორმებია:

"ჩემი დედა მოვტ...ან თუ მტრის შემეშინდეს და გამოვიქცე."
"ჩემი და მოვტ...ან თუ ჩემს ქვეყანას ვუღალატო"

ანუ ყველა შემთხვევაში მოქმედებს ლოგიკური "თუ" ნიშანი, რომელიც იმას გვეუბნება, რომ ისეთი საზიზღობის, როგორიც ინცესტია, შემსრულებელი გავმხდარიყავი თუ ჩამედინა ქვეყნის ღალატი, მტრისგან შერცხვენა და ა.შ.

შეიძლება "დაგინება" არ ეხებოდეს მაინცდამაინც სამშობლოს, ქვეყანას და საკუთარ ხალხს. მაგ:

"ჩემი დედა მოვტ...ან თუ ერთი სიტყვაც კი მეთქვას ტყუილი."

ანუ, თუ მე ახლა შენ გატყუებ და შენს ზურგს უკან რაიმეს ვმალავ, მაშინ ინცესტი მონაწილედ ჩამთვალე და ვყოფილიყავიო.

ე.წ. "დაგინებით" ხაზი ესმება სწორედ ინცესტის სიბინძურეს და მისი ასოცირება ხდება ძალიან მძიმე დანაშაულთან და უკიდურესად სამარცხვინო საქციელთან.


ცხადია ქრისტეანულად, არამც თუ "დაგინება", არამედ დაფიცებაც კი მიუღებელია და არავიტარი ფიცი-მტკიცი და აგრესიული მოწოდება საკუთარ ტავზე არ არის საჭირო საკუტარი სიმართლის დასადასტურებლად. ქრისტეანი ისედაც მართალი და მტკიცე უნდა იყოს თავის სიტყვაში. ეს ასეა და ამაზე მეორე აზრიც კი არ შეიძლება რომ არსებობდეს, მაგრამ მეორეს მხრივ ყველამ ძალიან კარგად უნდა გაიგოს, რომ ე.წ. "დაგინებას" არავიტარი კავშირი არა აქვს არც "ვერბალურ ინცესტთან" და არ შეურაცხყოფს საკუთარ დედას და დას ინცესტის გზით თუ ე.წ. "დამგინებელი" სიმართლეს ლაპარაკობს და შესაბამისად ხაზი ესმება ინცესტის ამაზრზენობას. yes.gif

ციტატა
მე კაცს ვერ ვეძახი და ვერც ვერასოდეს დავუძახებ ამის მთქმელს...

დამგინებლები კაცებიც ყოფილან და ძალიან დიდი ვაჟკაცებიც იმ დროსთან შედარებით. იყო - პირიქითაც.

თავისთავად "დაგინება" არაფერს არ ნიშნავს, ისევე როგორც დაფიცება.

აქ უბრალოდ სხვა მომენტია. თანამედროვეობის გადმოსახედიდან ძალიან არაეთიკური და უწმაწურია იმ ლექსიკით და იმ თემაზე საუბარი, რაც ე.წ. "დაგინებას" თან ახლავს + ამგვარი გამაგრება საკუთარი სიმართლის მტკიცებისა, ყოვლად მიურებელია ქრისტეანული მსოფლმხედველობისათვის, სადაც სიმართლე ისედაც სიმართლეა.



პოსტის ავტორი: A.v.B თარიღი: Sep 20 2010, 10:06 AM

ციტატა( გიორგი @ Sep 20 2010, 02:20 AM) *

უბისელი
უპირველეს ყოვლისა ხაზგაზმით მინდა აღვნიშნო, რომ ეს არ არის საზოგადოების ახალგაზრდა ნაწილის ან ახალგაზრდობის პრობლემა. ამას გაცილებით ღრმა და მრავალსაუკუნოვანი ფესვები აქვს.

იცვლებოდა მხოლოდ ე.წ. "დაგინების" ფორმები.

მთაში საუკუნეების განმავლობაში არსებობდა ასეთი გამოთქმები:

"დედამც შეერთოს ცოლად, ვინც მტერს ზურგი უჩვენოს"

"დამც გამეხადოს ხარჭად თუ მამულს ვუღალატო"

და ა.შ.

ზოგიერთი მათგანი სხვადასხვა მხატვრულ ნაწარმოებებშიც აისახა.

ცხადია მე არ ვარ არავითარი დაგინების მომხრე და საერთოდაც არ მომწონს, არაეთიკურად და მიუღებლად მიმაჩნია ამგვარი ლექსიკით საუბარი, მაგრამ არამც და არამც ეს არ არის ვერბალური ინცესტი. ამას კატეგორიულად არ ვეთანხმები.

ე.წ. "დაგინების" იდეა მიუხედავად ძალიან უწმაწური გამოთქმისა არ ნიშნავს საკუთარი დედის, დის და ა.შ. შეგინება-ინცესტსს, პირიქით, ე.წ. დამგინებელს, ძალიან დიდ სიბინძურედ, ამორალურ, შეურაცხმყოფელ და ამაზრზენ საქციელად მიაჩნია ინცესტი და ამ მდგომარეობაში დედასთან ან დასთან მოხვედრა, შესაბამისად ამას უსურვებს და უტოლებს საკუთარ თავს იმ შემთხვევაში თუ რაიმე დიდ არაკაცობას და ნაძირლობას ჩაიდენს. ანუ, ე.წ. "დაგინება" სწორედ მაშინ გამოვა დედის შებილწვა-ინცესტი თუ "დამგინებელი" არაკაცობას ჩაიდენს.

დედამც შემერთოს ცოლად თუ მტერს ზურგი ვუჩვენო - ნიშნავს იმას, რომ დაე, საკუთარი დედის შემბილწველად (ინცესტის მონაწილედ) ჩავითვალო თუ მტრის შემეშინდეს და ლაჩარივით უკან გამოვიქცეო, ანუ აღიარებს თუ რა საზიზღობაა ეს ინცესტი და სწორედ ამის მონაწილედ ჩამთვალეთ თუ მტრის შემეშინდესო.

დამც გამეხადოს ხარჭად თუ მამულს ვუღალატო - ასევე ნიშნავს იმას, რომ დაე, საკუთარი დის შემბილწველად (ინცესტის მონაწილედ) ჩავითვალო თუ ქვეყანას ვუღალატოო.

ორივე შემთხვევაში დაუგინებელი და შეუბილწავი რჩება ადამიანი, რომელიც არც მტერს უჩვენებს ზურგს და არც მამულს უღალატებს.

იგივე "დაგინების" თანამედროვე ფორმებია:

"ჩემი დედა მოვტ...ან თუ მტრის შემეშინდეს და გამოვიქცე."
"ჩემი და მოვტ...ან თუ ჩემს ქვეყანას ვუღალატო"

ანუ ყველა შემთხვევაში მოქმედებს ლოგიკური "თუ" ნიშანი, რომელიც იმას გვეუბნება, რომ ისეთი საზიზღობის, როგორიც ინცესტია, შემსრულებელი გავმხდარიყავი თუ ჩამედინა ქვეყნის ღალატი, მტრისგან შერცხვენა და ა.შ.

შეიძლება "დაგინება" არ ეხებოდეს მაინცდამაინც სამშობლოს, ქვეყანას და საკუთარ ხალხს. მაგ:

"ჩემი დედა მოვტ...ან თუ ერთი სიტყვაც კი მეთქვას ტყუილი."

ანუ, თუ მე ახლა შენ გატყუებ და შენს ზურგს უკან რაიმეს ვმალავ, მაშინ ინცესტი მონაწილედ ჩამთვალე და ვყოფილიყავიო.

ე.წ. "დაგინებით" ხაზი ესმება სწორედ ინცესტის სიბინძურეს და მისი ასოცირება ხდება ძალიან მძიმე დანაშაულთან და უკიდურესად სამარცხვინო საქციელთან.
ცხადია ქრისტეანულად, არამც თუ "დაგინება", არამედ დაფიცებაც კი მიუღებელია და არავიტარი ფიცი-მტკიცი და აგრესიული მოწოდება საკუთარ ტავზე არ არის საჭირო საკუტარი სიმართლის დასადასტურებლად. ქრისტეანი ისედაც მართალი და მტკიცე უნდა იყოს თავის სიტყვაში. ეს ასეა და ამაზე მეორე აზრიც კი არ შეიძლება რომ არსებობდეს, მაგრამ მეორეს მხრივ ყველამ ძალიან კარგად უნდა გაიგოს, რომ ე.წ. "დაგინებას" არავიტარი კავშირი არა აქვს არც "ვერბალურ ინცესტთან" და არ შეურაცხყოფს საკუთარ დედას და დას ინცესტის გზით თუ ე.წ. "დამგინებელი" სიმართლეს ლაპარაკობს და შესაბამისად ხაზი ესმება ინცესტის ამაზრზენობას. yes.gif
დამგინებლები კაცებიც ყოფილან და ძალიან დიდი ვაჟკაცებიც იმ დროსთან შედარებით. იყო - პირიქითაც.

თავისთავად "დაგინება" არაფერს არ ნიშნავს, ისევე როგორც დაფიცება.

აქ უბრალოდ სხვა მომენტია. თანამედროვეობის გადმოსახედიდან ძალიან არაეთიკური და უწმაწურია იმ ლექსიკით და იმ თემაზე საუბარი, რაც ე.წ. "დაგინებას" თან ახლავს + ამგვარი გამაგრება საკუთარი სიმართლის მტკიცებისა, ყოვლად მიურებელია ქრისტეანული მსოფლმხედველობისათვის, სადაც სიმართლე ისედაც სიმართლეა.




ადრე ეგეთ სიტვებს უკიდურეს შემთხვევაში თუ გამოიყენებდნენ ხოლმე (შედარებით მსუბუქი ფორმებით ).... დღეს კიდე სიტვის მასალად აქვთ გადაქცეული. არ გაგიგიათ ქუჩაში ყოველ სიტყვას რომ დააყოლებენ ხომე დესერტად ?


ვისაც ეგ დაგინება სიტყვის მსალად აქვს იმათ რა ვუყოთ ??

პოსტის ავტორი: გიორგი თარიღი: Sep 20 2010, 04:21 PM

A.v.B

ციტატა
ადრე ეგეთ სიტვებს უკიდურეს შემთხვევაში თუ გამოიყენებდნენ ხოლმე (შედარებით მსუბუქი ფორმებით ).... დღეს კიდე სიტვის მასალად აქვთ გადაქცეული.

მართალი ხარ. yes.gif
არ შეიძლება ყოველ წამს და ყველაფერზე იგინებოდეს ადამიანი. ამით ფასი ეკარგება სიმართლეს და უწმაწური ლექსიკა გადმოდის წინა პლანზე.

ციტატა
არ გაგიგიათ ქუჩაში ყოველ სიტყვას რომ დააყოლებენ ხომე დესერტად ?

როგორ არ გამიგონია.
და ძალიან ცუდის ნიშანია. უზრდელობა + მნიშვნელობის გაუფასურება.

არანაირად არც ვეთანხმები, არც მომწონს და სრულიად მიუღებელიცაა.

მე უბრალოდ ხაზი გავუსვი იმას, რომ ეს არ არის ვერბალური ინცესტი და რეალურად საკუთარ დედას არავინ აგინებს და ბილწავს. ეს არის უცენზურო და უტაქტო ლაპარაკი, მაგრამ არა ინცესტის შეწყნარება.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 20 2010, 04:28 PM

გოგოებმაც იციან მსგავსი გინება: "მამაჩემის საყვარელი ვიყო თუ..."

პოსტის ავტორი: გიორგი თარიღი: Sep 20 2010, 05:26 PM

marine

ციტატა(marine @ Sep 20 2010, 03:28 PM) *

გოგოებმაც იციან მსგავსი გინება: "მამაჩემის საყვარელი ვიყო თუ..."

კი, იციან....

ცხადია ეს ძალიან უტაქტო და უხამსი გამონათქვამია, მაგრამ არ გულისხმობს არავითარ ინცესტს და მის შეწყნარებას.


აქ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებას იმას, რომ ეს სიტყვები (რაც ასე მძიმეა) არ უნდა გადაიქცეს ყოველ მეორე სიტყვაში სათქმელად და ყველაფერზე დაგინებად. ამით უბრალოვდება მისი სიმძიმე და ცარიელი უზრდელობა რჩება.


ცხადია ეს მიუღებელია, მაგრამ შესაბამისად არც გოგოები არ აგინებენ საკუთარ მშობლებს.....


უბრალოდ ამის გამოსწორება ერთია. არ გვინდა არავითარი "დაგინებები", ყველამ ისედაც ვილაპარაკოთ სიმართლე და ვაკეთოთ სიმართლე, არ არის საჭირო უცენზერო ასოციაციების დამოწმება იმისათვის, რომ მართალი ვართ და სწორ საქმეს ვაკეთებთ, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც არანაირი საჭიროება არ არის.

პოსტის ავტორი: terra თარიღი: Sep 20 2010, 06:15 PM

გიორგი

საღოლ, ჯიგრულად ახსენი რაც ასახსნელი იყო.


პოსტის ავტორი: karpaki თარიღი: Sep 20 2010, 08:04 PM

წყევლას გინება ჯობიაო გამიგია tongue.gif

პოსტის ავტორი: terra თარიღი: Sep 20 2010, 08:09 PM

გინება გულის წამალიაო, ეგეც გამიგია კახელი გლეხებისგან tongue.gif

პოსტის ავტორი: sicher თარიღი: Sep 20 2010, 09:56 PM

...

პოსტის ავტორი: უბისელი თარიღი: Oct 14 2010, 12:33 PM

ციტატა(terra @ Sep 20 2010, 08:09 PM) *

გინება გულის წამალიაო, ეგეც გამიგია კახელი გლეხებისგან tongue.gif

ეგრე ზოგი ერთმანეთს აგინებს... და რავა მალამოს უსმევენ ერთმანეთს?

პოსტის ავტორი: tok@ თარიღი: Oct 14 2010, 05:11 PM

ციტატა(უბისელი @ Oct 14 2010, 12:33 PM) *

ეგრე ზოგი ერთმანეთს აგინებს... და რავა მალამოს უსმევენ ერთმანეთს?

biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: *ana* თარიღი: Oct 18 2010, 11:12 PM

ყველგან ეს საშინელება ისმის,
მეარვიცი რა ნამუსით უყურებენ მერე დედებს dry.gif

ბიჭები აღარ გვეყოფოდა თითქოს,
გოგოებმაც დაიწყეს

პოსტის ავტორი: უბისელი თარიღი: Oct 21 2010, 01:20 AM

ციტატა
გოგოებმაც დაიწყეს

*ana*
მაგენი ცოტა სხვანაირად ამობენsad.gifbiggrin.gif

პოსტის ავტორი: ნანინა თარიღი: Oct 21 2010, 12:44 PM

გიორგი

ციტატა

რეგისტრ.: 18-November 06

წევრი № 491





უბისელიციტატა(უბისელი @ Jul 1 2010, 08:39 AM) მოდი განვიხილოთ ქართული საზოგადოების ახალგაზრდა ნაწილის ეს უსაზიზღრესი დაავადება...უპირველეს ყოვლისა ხაზგაზმით მინდა აღვნიშნო, რომ ეს არ არის საზოგადოების ახალგაზრდა ნაწილის ან ახალგაზრდობის პრობლემა. ამას გაცილებით ღრმა და მრავალსაუკუნოვანი ფესვები აქვს.იცვლებოდა მხოლოდ ე.წ. "დაგინების" ფორმები.მთაში საუკუნეების განმავლობაში არსებობდა ასეთი გამოთქმები:"დედამც შეერთოს ცოლად, ვინც მტერს ზურგი უჩვენოს""დამც გამეხადოს ხარჭად თუ მამულს ვუღალატო"და ა.შ.ზოგიერთი მათგანი სხვადასხვა მხატვრულ ნაწარმოებებშიც აისახა.ცხადია მე არ ვარ არავითარი დაგინების მომხრე და საერთოდაც არ მომწონს, არაეთიკურად და მიუღებლად მიმაჩნია ამგვარი ლექსიკით საუბარი, მაგრამ არამც და არამც ეს არ არის ვერბალური ინცესტი. ამას კატეგორიულად არ ვეთანხმები.ე.წ. "დაგინების" იდეა მიუხედავად ძალიან უწმაწური გამოთქმისა არ ნიშნავს საკუთარი დედის, დის და ა.შ. შეგინება-ინცესტსს, პირიქით, ე.წ. დამგინებელს, ძალიან დიდ სიბინძურედ, ამორალურ, შეურაცხმყოფელ და ამაზრზენ საქციელად მიაჩნია ინცესტი და ამ მდგომარეობაში დედასთან ან დასთან მოხვედრა, შესაბამისად ამას უსურვებს და უტოლებს საკუთარ თავს იმ შემთხვევაში თუ რაიმე დიდ არაკაცობას და ნაძირლობას ჩაიდენს. ანუ, ე.წ. "დაგინება" სწორედ მაშინ გამოვა დედის შებილწვა-ინცესტი თუ "დამგინებელი" არაკაცობას ჩაიდენს.დედამც შემერთოს ცოლად თუ მტერს ზურგი ვუჩვენო - ნიშნავს იმას, რომ დაე, საკუთარი დედის შემბილწველად (ინცესტის მონაწილედ) ჩავითვალო თუ მტრის შემეშინდეს და ლაჩარივით უკან გამოვიქცეო, ანუ აღიარებს თუ რა საზიზღობაა ეს ინცესტი და სწორედ ამის მონაწილედ ჩამთვალეთ თუ მტრის შემეშინდესო.დამც გამეხადოს ხარჭად თუ მამულს ვუღალატო - ასევე ნიშნავს იმას, რომ დაე, საკუთარი დის შემბილწველად (ინცესტის მონაწილედ) ჩავითვალო თუ ქვეყანას ვუღალატოო.

გიო ამ ყველაფერში გეთანხმები. ჩვენ წინაპრებს ქონდათ იმის შეგნება, თუ რას ამბობდნენ და შენ მიერ დაგინებად წოდებულ "დედამც შეერთოს ცოლადაას" ტყუილ-უბრალოდ არაფერზე იტყოდნენ.
დღევანდელი ე.წ. "დაგინება" კი ძალიან განსხვავდება მაშინდელისგან. დღეს კაცები ყოველ მეორე სიტყვაზე ამბობენ: ჩემი .... (ნუ დამამთავრებინებთ ახლა biggrin.gif) თუ ესე და ესეო, და კიდე .... ვიყო თუ ასე და ასეო.
ეს უკვე მათი ლექსიკა გახდა და სრულიად გაუაზრებლად ამბობენ. ვერც აცნობიერებენ, თუ რამხელა შეურაცხყოფას აყენებენ უბრალო ნიძლავის ან რაღაცის მტკიცების გამო საკუთარ დედას. ამას მთაში არავინ იზამდა, დამიჯერე a075.gif

ხო აი შეგინებას რაც შეეხება ეს ზო საერთოდ ამაზრზენია. შენი დედა... და ასე შემდეგ. ეს ადამიანები ვერც აცნობიერებენ, თუ რამხელა შეურაცხყოფას აყენებენ საკუთარი ძმაკაცის (დიახ, ხშირად ასეა!) დედას, რომლის გაზრდილებიც ისინი ხშირ შემთხვევაში არიან, რომელთანაც მეორე დღეს მივლენ და ნანა დეიდა ან მარინა დეიდა (პირობითად ვამბობ) როგორ ხარო თბილადაც მოიკითხავენ ვითომც არაფერი. დედა-შვილობის ინსტიტუტი საქართველოში ოდითგანვე იყო და ძმაკაცის (თუნდაც ძმადნაფიცის) დედა საკუთარ დედასთან იყო გაიგივებული. ახლ აგადმოვიხედოთ დღევანდელ საზოგადოებაში და ვიკითხოთ, რატომ აგინებენ საკუთარი ძმაკაცის დედებს სრულიად გაუაზრებლად და სიტყვის მასალად დღევანდელი კაცები?
marine
ციტატა
გოგოებმაც იციან მსგავსი გინება: "მამაჩემის საყვარელი ვიყო თუ..."

ohmy.gif ohmy.gif ohmy.gif
ეს პირველად გავიგე მართლა

პოსტის ავტორი: Adam თარიღი: Oct 23 2010, 09:36 AM

"ძმი, ჩემდშცი ხატებია აქ და აღარ შეიგინო რა.. "

ლეგენდა ფრაზა, ამის ავტორი კაი ბიჭია უბანში, მომპარავი კაცია და ღვთის შეწევნით ცხოვრობს..
ცხოვრებამ მოუტანა, თორე ისე მართლა კაი ბიჭია რა.. http://www.SmileS.Ge

პოსტის ავტორი: უბისელი თარიღი: Dec 10 2010, 03:38 PM

ეს ყველაფერი მარაზმია მარა ალბათ ყველა ბიჭს აქ ნათვამი ცხოვრების ეტაპზე..... ე.წ ძველი ბიჭები მაგას თავისებურ ახსნას უძებნიან

პოსტის ავტორი: კოკა თარიღი: Dec 10 2010, 03:43 PM

თითქმის გადავეჩვიე........................ smile.gif

პოსტის ავტორი: jariskaci თარიღი: Dec 10 2010, 04:31 PM

ციტატა
ეს ყველაფერი მარაზმია მარა ალბათ ყველა ბიჭს აქ ნათვამი ცხოვრების ეტაპზე.

მე არასოდეს................

პოსტის ავტორი: ნიკა ქუცნიაშვილი თარიღი: Dec 10 2010, 08:42 PM

ციტატა
"ძმი, ჩემდშცი ხატებია აქ და აღარ შეიგინო რა.. "

ლეგენდა ფრაზა, ამის ავტორი კაი ბიჭია უბანში, მომპარავი კაცია და ღვთის შეწევნით ცხოვრობს..
ცხოვრებამ მოუტანა, თორე ისე მართლა კაი ბიჭია რა.. IPB-ს სურათი


biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 8 2014, 09:03 PM

ასეთი რამ ამოვიკითხე, რომ ბიჭები იმ დედებს აგინებენ, რომელთაც აბორტით ჰყავთ მოკვდინებული სხვა შვილები და რომ, ეს ერთგვარი სამაგიეროა ასეთი დედებისთვის...

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Nov 10 2014, 12:00 PM

marine
მარინე სად კითხულობ ხოლმე ასეთ რაღაცეებს? ohmy.gif

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Nov 11 2014, 03:06 PM

ციტატა
ასეთი რამ ამოვიკითხე, რომ ბიჭები იმ დედებს აგინებენ, რომელთაც აბორტით ჰყავთ მოკვდინებული სხვა შვილები და რომ, ეს ერთგვარი სამაგიეროა ასეთი დედებისთვის...

რედაქტორია მოსაკლავი biggrin.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 13 2014, 06:39 PM

G_saxva
ikanosi

smile.gif

ბავშვებო, ხუმრობა რომ გვერდზე გადავდოთ, დედებს ხომ მხოლოდ ის ბიჭები აგინებენ, რომელთაც მშობლის ყურადღება აკლიათ და ქუჩური ცხოვრებით ცხოვრობენ, სამწუხაროდ...

ვინც დედის სითბო იცის, დედა უყვარს და პატივს სცემს, არასოდეს შეაგინებს...

პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: Nov 19 2014, 02:16 PM

marine

ციტატა
ვინც დედის სითბო იცის, დედა უყვარს და პატივს სცემს, არასოდეს შეაგინებს...

არ გეთანხმები მარინე, ზოგი ძალიან კარგი მშობელია და შვილი მაინც აგინებს. ზოგს უბრალოდ ენა აქვს გაჩვეული რომ თქვას ეგ და შეიძლება არც იაზრებდეს რას ამბობს სინამდვილეში. (რა თქმა უნდა არ ვამართლება მაგას)

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 22 2014, 08:19 PM

"დღეს ქართველი კაცი დედას რომ იგინება, ერთ-ერთი მიზეზი არის ქვეცნობიერი ამბოხი, იმიტომ რომ მათმა დედებმა, მათმა ბებიებმა ხოცეს და ხოცეს შვილები...და იმ არსებებმა, რომელთაც ადამიანებსაც ვერ უწოდებთ და ექიმებად იწოდებიან, ხოცავენ... და რატომ ხდება ეს? მიზეზი არის ის, რომ ადამიანები არ აფასებენ სიცოცხლეს..."


დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 15 2015, 11:19 PM

“შეგინებული დედები”

"რა გულით, ანდა რა ენით ამბობთ სიბილწეს, საოცარს,
ბიჭებო! როგორ იმეტებთ დედას – ხატსა და სალოცავს,
მარილს რად აყრით სამშობლოს, ისედაც გახსნილ ჭრილობას,
კარგი დედ-მამის შვილებო, რად გინდათ ბოზის შვილობა.
ფუძის ანგელოზს რად აფრთხობთ და ეშმაკს რატომ აბუდებთ,
ცოცხლად რატომ კლავთ თქვენს დედებს და სულში რატომ აფურთხებთ.
ეს არის დიდი სირცხვილი სიგლახეცა და სილაჩრეც,
როდესაც კაცი ამგვარ ფიქრს ენას და სიტყვას მიაჩვევს.
დედაზე უფრო ძვირფასი ვინა გყავთ, რა გაბადიათ?
დედა – ქართველი ვაჟკაცის სალოცავი და ხატია!"

/FB/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 22 2016, 02:26 PM

"-შენი დედა ვატირე, იანგული! - გავიმეორე მე.
იანგულიმ თავი დახარა, შეტრიალდა და ასე თავდახრილი ნელი ნაბიჯით წავიდა. .
- ნახე, როგორ გაიძურწა, გათავდა მაგის ყოჩობა! - ვუთხარი კოკას.
- გათავდა კი არა, ახლა დაიწყო! - მიპასუხა კოკამ და ცალყბად გაიღიმა.
- როგორ?
- გაჯობა და ისე.
- მაშ, რატომ არ შემაგინა?
- გუშინ მკითხა, ჯემალის დედა სად არისო. მე ვუთხარი, აღარ
არის-მეთქი, იმიტომ არ შეგაგინა, - თქვა კოკამ.

"ჰელადოსი" - ნოდარ დუმბაძე.


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 11 2016, 08:31 PM

"პირველი დარღვევა ათი მცნებისა სიტყვიერია, როდესაც ადამიანი საკუთარი ნებით, უმიზეზოდ საკუთარ დედას აგინებს და საშინელი სიტყვებით წაბილწავს. მშობლების სიტყვით შეურაცხყოფას მოჰყვება საქმითაც შეურაცხყოფა".

/მამა ლუკა ბუცხრიკიძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 22 2016, 07:22 PM

"ძველად, როდესაც ქართველი კაცი დედას იფიცებდა, ის ღმერთს უდებდა პირობას, დღეს კი საკუთარ დედას თვითონვე აგინებენ".

/მამა კონსტანტინე გიორგაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 16 2017, 09:45 AM

"მე ვთხოვ ჩვენს ახალგაზრდებს, საერთოდ უარი თქვან ბილწსიტყვაობაზე, განსაკუთრებით კი დედასთან მიმართებით".

/ილია მეორე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 8 2018, 02:06 PM

- ზიარების წინ წასაკითხ ლოცვებში წერია: "შემწიკვლებული ბაგენი მქონან არაწმინდანი და აწ ვერ ძალმიძს მოახლებად შენდა, ქრისტე, არამედ შენ გამომაჩინე ღირსად". ბაგეების განწმენდა და დაცვა სიწმინდესთან ზიარების აუცილებელი პირობაა...

- ერთი მონაზონი თავისი ცხოვრების განმავლობაში გამუდმებით კითხულობდა ლოცვას: "ღვთისმშობელო ქალწულო..." ყოველდღე, დაახლოებით ათასჯერ იმეორებდა მას. როდესაც გარდაიცვალა, მის საფლავზე საოცარი სილამაზის ხე ამოიზარდა, რომელსაც ოქროს ფოთლები ჰქონდა და ამ ფოთლებზე ეწერა ლოცვა: "ღვთისმშობელო ქალწულო..."

იღუმენის კურთხევით, საფლავი გათხარეს და საოცარი სანახაობა იხილეს: მონაზვნის ბაგიდან იყო ეს ხე ამოსული და ფესვები მის გულში ჰქონდა გადგმული. უფალმა სათნოიჩინა ამ ადამიანის ცხოვრება და ამგვარი სახით განადიდა მისი ყოვლადწმინდა დედის მადიდებელი.

საპირისპირო რამ ხდება მაშინ, როდესაც ადამიანი ბილწსიტყვაობით შეაგინებს თავის სულსაც და სხეულსაც. ამ დროს იგი ბოროტი ძალის ჭურჭლად იქცევა. პავლე მოციქული ბრძანებს: რომელმაც სულიწმინდის ტაძარი გახრწნას, უფალი მასაც გახრწნისო. ადამიანის სული იხრწნება, როცა იგი ბილწსიტყაობს."

/დეკ. გიორგი რაზმაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 8 2018, 02:41 PM

"ნათქვამია, კაცისთვის ცუდი სიტყვის თქმას მისთვის ქვის სროლა სჯობსო."

"- დღესდღეობით ძალიან იბღალება მეტყველება. ბილწსიტყვაობის ჩვევა, განსაკუთრებით მოზარდებში, წამხედურობის გამოისობით მკვიდრდება, მათი ყოველდღიური ცხოვრების წესი ხდება...

- დღეს მართლაც ძალიან შებღალულია ენა. ისეთი სიტყვებით მოიხსენიებენ საკუთარ მშობლებს, დედას! ამით ისინი აგინებენ არა მარტო საკუთარ დედას, არამედ დედა ღვთისმშობელსაც, რომელიც ყველას დედაა. ეს ღვთის გმობის ცოდვაა,

ერის ტრაგედიაა. ენის სიწმინდეზე ეკლესია ყოველთვის ზრუნავდა. ასევე უნდა იზრუნოს სახელმწიფომაც. ჯერ კიდევ წარმართი სოკრატე მოწაფეებს მხოლოდ იმ პირობით იღებდა, თუკი ისინი სამი წლის განმავლობაში მდუმარებას დაიცავდნენ.

მდუმარება უდიდესი ღვაწლია. დღესაც ათონის მთაზე, ვათოპედის მონასტერში, ტრაპეზის შემდეგ, როდესაც სერობის მსახურება მთავრდება, ზარები ირეკება და ბერებს ერთმანეთთან საუბარი ეკრძალებათ.

რაც უფრო ცოტას ილაპარაკებს ადამიანი, მით უფრო ნაკლებ ცოდვას ჩაიდენს. ფსალმუნში წერია: "დასდევ, უფალო, საცოი პირსა ჩემსა და კარი ძნელი ბაგეთა ჩემთა". მრავლისმეტყველება განაგდებს მადლს და სპობს სულის სიმხურვალეს. მით უმეტეს, ბილწსიტყვაობა. იგი შეაგინებს ადამიანს და ეშმაკის მსახურად ხდის მას.

ეშმაკი არის უნივთო, უსხეულო. ხოლო როცა ადამიანი ბილწსიტყვაობს, თავის სხეულს უთმობს ეშმაკს და ადამიანი, ფაქტობრივად, ხდება ეშმაკეული. ნათქვამია: "თუ შენი ენა ეშმაკს უპყრია, ეშმაკისაგან შეპყრობილი ხარ".

/დეკ. გიორგი რაზმაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 24 2020, 07:39 PM

"ფრონტიდან დაბრუნების მერე ტომსკის ოლქში, სოფელ გრიშკინოში დავიწყე მუშაობა გამყიდველად. არადა სემინარიაში ჩაბარება ან მონასტერში წასვლა მინდოდა, მაგრამ სამსახურიდან არ მიშვებდნენ.

იდგა 1948 წელი. მაშინ მოხდა შემთხვევა, რომლის გახსენებაც აუღელვებლად არ შემიძლია. საღამოს შვიდი საათი იყო, სამუშაო დღე უკვე დასრულდა. უეცრად მაღაზიაში უცნობი კაცი შემოვიდა - დღემდე არ ვიცი, ვინ იყო. შესახედაობით 55 წლისას ჰგავდა, ძალზე კეთილი სახე ჰქონდა, მაშინვე კეთილად განვეწყვე მისადმი - სახე ხომ სულის სარკეა. უცნობმა კარი გადარაზა და მითხრა:

- დაიჩოქე, ვალენტინ, პირით აღმოსავლეთით, სამჯერ გამოისახე ჯვარი, მისმინე: მე შენს წარსულ და მომავალ ცხოვრებაზე მოგიყვები, შენს მეგობრებზე, ის, რაც თავს გარდაგხდა. ყურადღებით მომისმინე.

ნელა საუბრობდა, თითქოს სურდა, რომ მისი ნათქვამი ყოველი სიტყვა გამეგო და დამემახსოვრებინა. მომიყვა, თუ სად, როდის, რა შემემთხვა, აღმიწერა ყველა ადგილი, სადაც ვყოფილვარ. მიხსენა ჩემი ნათესავები და მეგობრები, ვისთან ერთადაც ვცხოვრობდი და ვომობდი. მომიყვა ჩემს ჭრილობებზე, ოპერაციაზე, მომავალ სნეულებაზე.

უნდობლად გავიფიქრე: "შეუძლებელია, მან ეს ყველაფერი იცოდეს! საიდან იცის, რომ ბლოკადაში ვიყავი?" როცა იმ კაცმა მითხრა, რომ ბეჭებში ნაღმის ნამსხვრევი მქონდა, შეძრწუნებული ავტირდი - აქ, ციმბირში, ხომ არავინ არაფერი იცოდა ამ ნამსხვრევზე, არავინ! გავიფიქრე: თუ სად ვიყავი, ამან შესაძლოა იცის, ვაითუ მზვერავია. თუ რა მედლები მქონდა და რისთვის, ამის შეტყობა ძნელი არ იყო, სუკი კარგად მუშაობდა, მაგრამ მეორე და მესამე მალას შორის ჩაჭედილი ნამსხვრევის შესახებ მშობლებისთვისაც არ მითქვამს - არ მინდოდა ენერვიულათ. ვიფიქრე, ტკივილს დავითმენ-მეთქი.

შემდეგ ეს კაცი მეკითხება:

- გახსოვს, როცა ექვსმა კაცმა მოილაპარაკეთ, რომ არასოდეს შეიგინებდით და ერთმანეთს არ აწყენინებდით?

- როგორ არ მახსოვს, - ესღა ვუთხარი (ჩემი მეგობარი ჯარისკაცების გარდა, ეს ვის შეიძლებოდა სცოდნოდა?!).

შეძრწუნებულს ცრემლები წამომივიდა, - მან ყველაფერი იცის. ადამიანმა არ შეიძლება იცოდეს ასეთი საიდუმლოებები - მე არასოდეს არავისთვის მომიყოლია ამის შესახებ. ანდა ვის სჭირდებოდა ამის მოთხრობა?

- თქვენ ილოცეთ, უფალს შესთხოვეთ, რომ ცოცხლები დარჩენილიყავით. გადარჩით. არადა ნახე, რომ გარშემო გვამები იყო მიმოფანტული? თუ თქვენ დედას შეიგინებოდით ანდა ცუდ სიტყვას იტყოდით - ასევე იწვებოდით და ახლა თქვენი ძვლებიც არ იქნებოდა. აი, რას ნიშნავს დედის გინება და რას ნიშნავს ლოცვა... ყველას უთხარით, რომ არასოდეს შეიგინონ...

ბევრი რამ მითხრა ამ კაცმა მომავალზე. ის, რაც დღეს ხდება და მოგვიანებით მოხდება. იწინასწარმეტყველა, რომ ადამიანები მილიონებს მიიღებენ ხელფასად, ორ-სამ მილიონსაც და მეტსაც.

- შენც მილიონერი იქნებიო! - მითხრა.

გავოცდი: - რა ვუყო მერე იმ მილიონებს?!

მაშინ, 1948 წელს, 46 მანეთს ვიღებდი ხელფასს. მითხრა: - ნუ იჯავრებ, ეს ფული ფუჭი იქნებაო.

რას ნიშნავს ფუჭი? მაშინ ეს ჩემთვის გაუგებარი იყო. როგორ დამეჯერებინა? მილიონი და ფუჭი? დიდად აღარ აუხსნია: - მერე გაიგებ!

და აი, 90-იან წლებში გასაგები გახდა, როგორი "მილიონერები" გავხდით. მხოლოდ ნულები იყო!

მანვე მითხრა, რომ მალე ეკლესიების მშენებლობას დაიწყებენ, ცხოვრება კი უფრო და უფრო გაუარესდება. თქვა, რომ მართლმადიდებლების უკანასკნელი დევნა იქნება, მაგრამ როდის, ზუსტად არ უთქვამს. მერე კი თქვა: - მე შემიძლია მოგიყვე შენი მომავალი ცხოვრების თითოეულ დღეზე, მაგრამ ვერ დაიმახსოვრებ. არც არის საჭირო...

რაც მიწინასწარმეტყველა - ყველაფერი ასრულდა. მომიყვა ბარდსკის ეკლესიასთან აღმართულ ფიჭვის ხეებზე, სადაც მე უნდა მემსახურა. ამ ხეებისგან ახლა ანალოღიაა გაკეთებული... ეს ყველაფერი შეიძლება მხოლოდ ღვთის კაცმა იცოდეს. არ ვიცი, ის ზეციური ანგელოსი თუ იყო, ადამიანის სახემიღებული, - ვერ განვსჯი! მაგრამ ვგრძნობდი, რომ სიმართლეს ამბობდა. წმინდა გამოხედვა ჰქონდა! მისგან თითქოს მადლი მოედინებოდა და მასთან კარგად ვგრძნობდი თავს."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 25 2020, 09:38 PM

"ბილწისტყვაობა წარმართობიდან მომდინარეობს. ეს ცოდვა ფაქტობრივად მთელი კაცობრიობის სენია. როდესაც ადამიანი ღმერთს განეშორება, იგი მაშინვე ბოროტების არეალში ექცევა და იძენს ამ საშინელ ჩვევას, ბილწისტყვაობას".

/ბერი სიმეონ ჯოხაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 30 2020, 07:58 PM

"ცნობილია, როგორ მოქმედებს ქართველ კაცზე შეგინება, განსაკუთრებით დედის გინება. მტრობის, ჩხუბის, სიძულვილის, არც თუ იშვიათად, ეს მკვლელობის მიზეზიც ხდება".

/ბერი სიმეონ ჯოხაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 4 2021, 10:33 PM

“თბილისელობა და ქართველობა მაშინ დამთავრდა როცა ქართველმა კაცმა ჩემი დედა... და ბოზ... ვიყოო თქვა. მთელი ცხოვრება ვამაყობდი, თუმცა სულაც აღარ მინდა ამ თბილისის თბილისელობა. როცა ჩემი თბილისი არსებობდა, მაშინ ქალის თანდასწრებით უხეშ სიტყვასაც კი ვერ იტყოდა მამაკაცი, დღეს კი ეს ტელე თუ კინოეკრანებიდან იღვრება. მითხარით, რა არის ეს? თავისუფლების ხარისხი?
აი, აქედან იწყება ჩემთვის ყველაფერი და იქ მთავრდება, როდესაც არანაირი ცენზი აღარ არსებობს.“
გიორგი პიპინაშვილი.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 12 2022, 05:59 PM

"თუ ადამიანი ურცხვად ბილწსიტყვაობს, ღვთისმგმობელია, მაშინ უმჯობესია მოაჩვენო, რომ რაღაცით ხარ დაკავებული და არ გესმის მისი, თავად კი ილოცო. რადგან თუ იგი მიხვდება, რომ აკვირდები, შეუძლია, გაუჩერებლად იბილწსიტყვაოს. და შენ, ამრიგად, მისი უწმინდური სულით შეპყრობის მიზეზი გახდები. თუმცაღა, თუ ბილწსიტყვაობს არა უსირცხვილო, არამედ ადამიანი, რომელსაც სინდისი აქვს, და ბილწსიტყვაობს მავნე ჩვევის გამო, მაშინ შეგიძლია, მას რაიმე უთხრა, მაგარმ თუ მას აქვს არა მარტო სინდისი, არამედ ბლომად აქვს ეგოიზმიც, მაშინ ფრთხილად იყავი. არ ელარაპაკო მკაცრად, არამედ, რამდენადაც შეგიძლია - სიმდაბლითა და თანაგრძნობით".

/ღირსი პაისი მთაწმინდელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 8 2022, 03:18 PM

"როდესაც ადამიანის გული ბოღმით, ბრაზითა და შფოთით არის აღსავსე, იგი ამ ღრმა ფსიქოლოგიურ კრიზისს ბილწსიტყვაობით გამოხატავს. ბილწსიტყვაობის ცოდვა პირველ რიგში მოქმედებს ადამიანის შინაგან სამყაროზე, უსახიჩრებს სულს და უკარგავს ღვთიურ მადლს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 21 2022, 10:23 PM

"სულ ცოტა ხნის წინ თუ მთელი რიგი "უცენზურო" სიტყვის თქმა ერთმანეთთან საუბრის დროს ორ მამაკაცსაც კი ეუხერხულებოდა, დღეს ქართულმა ტელევიზიებმა ზღვარს ძალიან გადააბიჯებს და გინებისა და უხამსობის დემონსტრირება ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. ასე რომ, მიმდინარეობს ძველი მორალური ნორმების ნგრევა და ახლის დანერგვა".

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "შუა საუკუნეების ქართული ხალხური კულტურა", გვ. 33/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 5 2022, 08:51 PM

"როცა ადამიანი უწმინდურ სიტყვებს, დედის გინებას წარმოთქვამს, იგი არა მხოლოდ შეაგინებს და სვრის თავის ბაგეებს, არამედ ჭუჭყით აღავსებს მსმენელთა ყურებსაც. იგი იქმს ბოროტებას ისე, რომ ამაზე წარმოდგენაც არა აქვს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 7 2022, 10:18 PM

"ბევრი ადამიანი დედის სადღეგრძელოს მუხლმოყირთაც ამბობს და შესაძლებელია, ყველაფერი აპატიოს ადამიანს, გარდა დედის გინებისა.

ცნობილია, რომ საქართველოში ადრე არ იგინებოდნენ, არ ბილწსიტყვაობდნენ. დედის პატივისცემა კი, იმდენად იყო გამჯდარი ქართველის გულსა და სულში, რომ ომში მტერთან ბრძოლის დროსაც არ კადრულობდა ქართველი მტრისთვის დედის შეგინებას"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 16 2022, 09:08 PM

"სახლში, ქუჩაში და თითქმის ყველგან, ჩვენ ხშირად გვესმის გაბრაზებული ადამიანისგან: "ამის დედა", "იმის დედა", "ჩემი დედა" და სხვ. მექანიკურ გინებასაც იმდენად დაეჩვია ადმიანები, რომ ხშირად ცხოველებს და ფრინველებსაც კი დედას აგინებენ. გარდა აღნიშნულისა, ამ ბოლო დროს ხანდაზმულ ადამიანებშიც მოდასავით გავრცელდა სიტყვა: "დედა აფეთქებული". ალბათ ამ ადამიანებს ჰგონიათ, რომ ეს მორიდებულად ნათქვამი გინებაა და პასუხი არ მოეთხოვებათ. ხშირად პარლამენტიდან და სხვადასხვა საპასუხისმგებლო ადგილებიდანაც გვესმის ურთიერთ გინება"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 16 2022, 09:48 PM

"სიტყვებით: "ჩემი დედა..." თავიანთ დედებზე მაგინებელნი, იმდენად არიან უხილავი ბოროტი ძალისაგან გონება დაბელებულნი, რომ ვერც კი ხვდებიან, რაც ამ ქვეყნად რაიმე სიბლწე და ნაგავი არსებობს, ყველა აი ამ ნაგავითა და სიბილწითაა სავსე მათი პირი"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 25 2022, 07:51 PM

"რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, საკუთარ დედაზე გინება მხოლოდ საქართველოშია გავრცელებული და სხვაგან არსად"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 25 2022, 08:11 PM

"ისმის კითხვა, რატომ გავრცელდა უმეტესად დედის გინება? პასუხი მარტივია: უხილავი ბოროტი ძალა, ყველაზე დიდი სიწმინდის შეურაცხყოფით გვაგდებს ყველაზე დიდ ცოდვაში"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 20 2023, 07:55 PM

"...ასე, რომ უკვე იმქვეყნიდან მიხსნა დედამ გარდუვალი სიკვდილისაგან, დღეს კი, ნაცვლად სიყვარულისა და მადლიერებისა, ღვიძლი დედები გინების ობიექტებად უქცევიათ და წამდაუწუმ შეურაცხყოფენ მათ..."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 17 2023, 01:55 PM

"დღეს მასობრივად შეინიშნება, რომ ბიჭები მშვიდი სახით წარმოთქვამენ საკუთარი დედის მისამართით ამაზრზენ, ბილწ სიტყვებს, როდესაც უნდათ თანამოსაუბრეს თავიანთი ნათქვამი დაუმტკიცონ. ეს არის შედეგი იმ წარმოსახვისა, რასაც ვაჟიშვილში გამომწვევად ჩაცმული დედის დანახვა აღძრავს. ცნობილია, რომ ბიჭი სამი-ოთხი წლიდან იწყებს დაინტერესებას საპირისპირო სქესით"

/ციცინო სუქნიძე, ბიოლოგიის დოქტორი, ნეირო-ფიზიოლოგი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 20 2023, 09:50 PM

"უნდა აღინიშნოს, რომ ბილწსიტყვაობა ცდილობს ადამიანისათვის ყველაზე წმინდა დაამციროს, გალანძღოს, ლაფში გასვაროს.

ამიტომ ბილწ ლანძღვაში ხშირად გაისმის ღმერთის სახელი, უფრო ხშირად კი სიტყვა - დედა, რომელიც წყალწაღებული არამზადების გარდა ყველასათვის ძვირფასია. ეს ტალახის ნაკადიც არ არის, ეს რაღაც ფეკალური მასაა, რომელიც ნარწყევივით იფრქვევა პირიდან. არსებობს ფსიქიური დაავადება, როცა ადამიანი საკუთარი უწმინდურობით სახეს ითხუპნის და ჭამს მას. სიგიჟის ამ სახეობით იტანჯებოდა, მაგალითად, ცნობილი მწერალი გი დე მოპასანი, რომელიც ლიტერატურული სიბინძურიდან ფეკალოფაგიაზე გადავიდა.

ბილწსიტყვაობა რაღაცით ჰგავს ამ ფსიქიკურ დაავადებას. ადამიანი სირცხვილის გრძნობისაგან თავისუფლდება და ამაშიც ასევე ხედავს თავისუფლებას. ზოგიერთ ისტერიკს ავადმყოფობის გამწვავებისას სხვების თვალწინ გაშიშვლების სიმპტომი აღენიშნება. ცნობილ დაწესებულებაში ეს პროცესი ერთგვარი სახის ხელოვნებად იქცა. არსეგბითად ბილწმესიტყვეც შიშვლდება ყველას თვალწინ და თითქოს იძახის: "შემომხედეთ როგორი გმირი ვარ, ჩემში წვეთიც არ დარჩა სირცხვილისა!" მისტიკური შინაარსით, ბილწსიტყვაობა ბნელი ძალების მოხმობაა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 24 2023, 11:18 AM

"მოზარდ ბიჭუნებს "მოდურად გაშიშვლებული" დედების შემყურეთ უადვილდებათ ყველაზე საშინელი ცოდვა "დედის გინება"!

/არქიმანდრიტი რაფაელ კარელინი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 15 2023, 06:07 PM

"თანამედროვე საოჯახო თუ სასკოლო აღმზრდელობითი მეთოდებისა და განათლების სისტემის სრული უნიათობისა და უკუღმართობის, საზოგადოების ზნეობრივი დაცემულობისა და მისი სულიერი სიღატაკის, ჩვენი ღვთისაგან ღრმა განდგომილებისა და საყოველთაო აპოსტაზიის ყველაზე თავლსაჩინო გამოხატულებად, ერთგვარ "ლაკმუსის ქაღალდად", თავისებურ დემონურ-რიტუალურ "შელოცვად" ქცეული შეგინების სწორედ ეს ფორმულა გამოდგება: "ჩემი დედა..." აგრეთვე: "... ის შვილი ვიყო".

/აკაკი მინდიაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 16 2023, 12:10 PM

"წმ. მამათა განმარტებით, დედის მაგინებელი ბილწავს და შეურაცხყოფს დედის წმინდა სახელს... უპირველეს ყოვლისა, - ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელს, რადგან სწორედ დედა ღვთისაა, როგორც წმ. მართლმადიდებელი ეკლესიის მამები გვასწავლიან, ყველა ჩვენგანის უპირველესი დედა, საერთო შემწე და შუამდგომელი უფლის წინაშე;

შემდეგ შეურაცხყოფს საკუთარ დედას, ვინც ტკივილებში შობს და მუდამდღE ზრუნავს შვილზე;

დედის მაგინებელი იმავდროულად შეურაცხყოფს დედა-ენას, რომელ ენაზეც იგინება და - დედამიწას, რომლიდანაც ღმერთმა შექმნა ჩვენი სხეული, დედამიწას, რომელიც გარდაცვალების შემდეგ კვლავ თავის გულში - თავის წიაღში ჩაგვიკრავს.

აქედან გამომდინარე, გასაკვირი აღარ არის ის, რასაც წმ. მამები დედის მაგინებელთა შესახებ ამბობენ"

ვინც იგინება, ვინც ბილწ სიტყვებს წარმოთქვამს, მისი მფარველი ანგელოზი ტირის, ეშმაკი კი - ხარობს;

დედა ღვთისმშობელი ასეთ ადამიანს განეშორება და წყევტს მის მფარველობას, ხოლო ღმერთი სხვადასხვა განსაცდელს, ავადმყოფობასა და უბედურებას უგზავნის და უმრავლებს გამოსასწორებლად და სინანულში მოსაყვანად.

სასულიერო პირებს, ღვთისმსახურებს შენიშნული აქვთ, რომ ბილწსიტყვაობის, განსაკუთრებით კი დედის გინების მოყვარულნი სინანულსა და ზიარების გარეშე კვდებიან.

ამრიგად, "ბიბლიიდან" გამომდინარე, გინება, ბილწსიტყვაობა - დემონთმსახურებაა; მაგინებელი, მაწყევარი და ბილწი პირის ადამიანი ეშმაკის მსახურია!"

/აკაკი მინდიაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 17 2023, 10:23 AM

"ვისაც გვსურს ამ სულიერი კეთრისაგან - გინებისა და ბილწსიტყვაობის მომაკვდინებელი ვნებისაგან განთავისუფლება და მარადიული სატანჯველისაგან - გადარჩენა, უპირველეს ყოვლისა, უნდა ვიზრუნოთ, ცოდვებისა და ცოდვითი მიდრეკილებებისაგან გულის განწმენდისათვის - ლოცვებითა და მარხვებით, ბიბლიის - "ღვთის სიტყვის" - ყოველდღიური კითხვითა და შეთვისებით (ღვთის სიტყვითა და ლოცვით ყოველივე განიწმინდება, - ბრძანებს პავლე მოციქული), ეკლესიაში ღვთისმსახურებასა და წმ. საეკლესიო საიდუმლოებებში მონაწილეობით, საკუთარი ცოდვვების, მათ შორის, ბილწსიტყვაობის ცოდვების აღიარებით უხილავად ღვთისა და ხილულად მღვდლის წინაშე, რადგან მხოლოდ მღვდელმსახურებს მიანიჭა უფალმა "უსაშინლესი ძალა" (ეფრემ ასურის გამოთქმაა) ჩვენი ცოდვების მიტევება-არმიტევებისა"

/აკაკი მინდიაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 9 2024, 05:17 PM

"გინებისმოყვარეობა უღმერთობის განსაკუთრებული ნიშანია. გინება და ღვთისმგმობელობა ძველ აღთქმაში შეჩვენებული იყო ღვთისგან და მაგინებელი კაცი სიკვდილით ისჯებოდა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 10 2024, 03:33 PM

"ღვთისგან მიტოვებულნი, უმადლოდ დარჩენილნი და შეჩვენებულნი არიან მშობლების მაგინებელნიც, - ისინი შეჩვენებულნი იქნებიან მარადისობაშიც და საუკუნო სატანჯველში აღმოჩნდებიან, თუ არ შეინანებენ და არ განიწმინდებიან ამ ცოდვისგან, თუ ერთხელ და სამუდამოდ არ მიატოვებენ დედ-მამის მაგინებლობას. აი, რას აცხადებს მათ შესახებ უფალი-ღმერთი:

"წყეულიმც იყოს დედ-მამის მაგინებელი"; "დედ-მამის მაგინებელს უკუნეთ ღამეში ჩაუქრება ლამპარი"; "ვინც დაწყევლის თავის მამასა ან დედას, სიკვდილით უნდა დაისაჯოს"; "ვინც თავის მამასა და დედას შეურაცხყოფს, უნდა მოკვდეს".

ხოლო, პირიქით, დედ-მამის პატივისმცემელ შვილებს ღვთისგან ყოველი სიკეთე და ხანგრძლივი სიცოცხლე აქვთ აღთქმული ამქვეყნად;

"პატივი ეცი შენს მამას და შენს დედას, როგორც გვიანდერძა უფალმა, შენმა ღმერთმა, რომ დღეგრძელი იყო, კარგად იცხოვრო იმ მიწაზე, რომელსაც უფალი, შენი ღმერთი გაძლევს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 10 2024, 05:06 PM

"მაშ ასე, თუკი გონებაში სალანძღავი სიტყვები გაჩნდებიან, ისინი დემონის წინააღმდეგ მიამრთე: ის არის ამ სიტყვების ავტორი, ამიტომ შენ მას კუთვნილს უბრუნებ"

/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)