ღვთიური სამართალი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ღვთიური სამართალი |
Satana |
Dec 17 2012, 06:34 PM
პოსტი
#1
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 17 რეგისტრ.: 17-December 12 წევრი № 12,821 |
წინამდებარე თემაში მსურს ვისაუბროთ იმ "ყოვლადსამართლიანი" ღვთის სამართალზე და სიმართლეზე, რომლის სამართალსა და სიმართლეში ეჭვის შეტანაც, თქვენ როგორსაც თავს უწოდებთ მართლის მადიდებლებს მომაკვდინებელ ცოდვად დაგიდგინათ იმან ვისაც ადიდებთ.
ღვთიური სამართლიანობის თვალსაჩინო მაგალითი სად უნდა ვეძიოთ თუ არა ღვთივსულიერ წერილში? ჰო და მივმართოთ მას, ვინაიდან თავად უზენაესი იმდენად შორს არის თქვენგან, რომ ერთხელაც კი არ გიხილავთ თქვენ საყვარელ შვილებს, მზრუნველი მამის სახე. სამაგიეროდ ფლობთ მამის წერილს, რომელსაც ალბათ დამეთანხმებით, რომ უტყუარია და სიცრუე არ მოიპოვება მასში. თქვენი ყურადღება ღვთის ერთგულებო, საკუთარი სულიერი მამის ხელით ნაქმნარზე მსურს შევაჩერო და რამოდენიმე კითხვა დაგისვათ, იმედია შეძლებთ სულიერი მამის საქციელის ახსნას და მისი საქციელის სამართლიანობად წარმოჩენას. ძველი აღთქმა რიცხვნი თავი მეთხუთმეტე 32. ერთხელ, როცა ისრაელიანები უდაბნოში იყვნენ, ნახეს კაცი, რომელიც შეშას აგროვებდა შაბათ დღეს. 33. მიიყვანეს მპოვნელებმა შეშის შემგროვებელი კაცი მოსესთან და აარონთან, მთელს საზოგადოებასთან 34. დაუყენეს ყარაული, რადგან არ იყო გადაწყვეტილი, როგორ უნდა მოჰქცეოდნენ მას. 35. უთხრა უფალმა მოსეს: უნდა მოკვდეს ეს კაცი, უნდა ჩაქოლოს იგი მთელმა საზოგადოებამ ბანაკის გარეთ. 36. გაიყვანა იგი მთელმა საზოგადოებამ ბანაკს გარეთ და ჩაქოლეს იგი. მოკვდა, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს. როგორც ჩანს თქვენმა სულიერმა მამამ, იმ საწყალ ისრაელიანელს, (რომელსაც მანამდე სანამ შეშის შეგროვებას დაიწყებდა შაბათობით შვილად თვლიდა), სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა და აღასრულებინა კიდევაც, ისრაელის მთელს საზოგადოებას, მოშეს ბაგით გადასცა ვერდიქტი და წერია უტყუარ წმინდა წერილში: მოკვდა, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს. დამნაშავის დასჯა რომ სამართლიანობას ეფუძნება ეს ახალი ამბავი არ გახლავთ, მაგრამ დააშავა კი რაიმე იმ ადამიანმა რომელიც თქვენი სულიერი მამის ბრძანებით სასტიკად და უმოწყალოდ მოკლეს, ქვებით ჩაქოლვით? რა დააშავა იმ კაცმა? შაბათ დღეს ტყეში საკუთარი ოჯახისათვის შეშას აგროვებდა, ეს არის დანაშაული? ეს არის ის დანაშაული რომლის გამოც ადამიანი უფლის სამართლით სიკვდილს იმსახურებს? თუ ის ვერ აიტანა მისმა აღმატებულებამ, რომ მისივე დადგენილი მცნების დარღვევა მოხდა? 4. მოიხსენე დღე იგი შაბათი და წმიდა-ჰყავ იგი: ექვს დღე იქმოდე, და ჰქმნე მათ შინა ყოველივე საქმე შენი, ხოლო დღე იგი მეშვიდე შაბათი არს უფლისა ღვთისა შენისა. როგორც ხედავთ ადამიანი თქვენმა სულიერმა მამამ სიკვდილით მხოლოდ იმიტომ დასაჯა, რომ ვერ აიტანა ადამიანის მიერ მისი დადგენილი აკრძალვის დარღვევა. შემდეგ კი არხეინად გააგრძელა მოშესთან ბაასი: 37. ასე უთხრა უფალმა მოსეს: 38. დაელაპარაკე ისრაელიანებს, უთხარი მათ: გაიკეთონ ფოჩები სამოსლის კიდეებზე და ასე ჰქონდეთ თაობიდან თაობაში. ლურჯი ძაფი გაურიონ კიდურა ფოჩს, თითქოს არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარიყოს, თითქოს მისი ბრძანებით კაცი არ მოეკლათ, არხეინად განაგრძო ბაასი მოშესთან სამოსელის კიდეებს კიდურა ფოჩებზე რა ფერის ძაფები უნდა ქონოდათ გარეული მის მონებს, ეს უფრო მნიშვნელოვანი ყოფილა თურმე ვიდრე ადამიანის სიცოცხლე. მაგრამ ღვთის მორჩილებო გამოხდა ხანი, ტყეში შეშის შემგროვებელი ისრაელიანელის ჩაქოლვის ამბავი ყველამ მიივიწყა და ერთ არცთუისემშვენიერ დღეს, ზუსტად ანალოგიურ დანაშაულში ამხილეს ერთი ფრიად საოცარი არსება, რომელიც საკუთარ თავს ღვთის ძეს უწოდებდა და ღმერთს უტოლებდა თავს. მარკოზის სახარება თავი მეორე 23. მოხდა ისე, რომ შაბათ დღეს ყანაში მიდიოდა, და მისმა მოწაფეებმა გზადაგზა თავთავებს დაუწყეს კრეფა. 24. ფარისევლებმა უთხრეს: შეხედე, რატომ აკეთებენ იმას, რაც ნებადართული არ არის შაბათს? 25. ხოლო იესომ მიუგო მათ: ნუთუ არასოდეს წაგიკითხავთ, როგორ მოიქცა დავითი, როცა გაუჭირდა და მოშივდა მასაც და მასთან მყოფთაც? 26. როგორ შევიდა ღმერთის სახლში, აბიათარის მღვდელმთავრობისას, და შეჭამა შესაწირავი პური, რისი ჭამის ნებაც არავის ჰქონდა, გარდა მღვდღებისა, და მისცა მასთან მყოფთაც? 27. და უთხრა მათ: შაბათი კაცისათვის შეიქმნა, და არა კაცი შაბათისათვის. 28. ასე რომ, ძე კაცისა შაბათის უფალიც არის. მე მსურს ყურადღება შეაჩეროთ იეჰო-შუას სიტყვაზე: 27. და უთხრა მათ: შაბათი კაცისათვის შეიქმნა, და არა კაცი შაბათისათვის. 28. ასე რომ, ძე კაცისა შაბათის უფალიც არის. აქ აშკარად და სრულიად გასაგებად იძახის ის, რომ კაცის ძე, ანუ ადამიანი, შაბათის უფალიც არის, ანუ უფლობს შაბათზე და შაბათი ამ შაბათზე უფლების მქონე კაცისთვის შეიქმნდა და არა პირიქით. უარჰყოფს ამას ვინმე? იქნებ უარჰყოს? ეხლა გეკითხებით ღვთის მორჩილებო, როდესაც თქვენს სულიერ მამასთან მივიდა მოშე სათათბიროდ, ვინაიდან ჯერ არ გადაწყვეტილიყო კაცთაგან როგორ მოქცეოდნენ მას, რატომ უპასუხა ასე: 35. უთხრა უფალმა მოსეს: უნდა მოკვდეს ეს კაცი, უნდა ჩაქოლოს იგი მთელმა საზოგადოებამ ბანაკის გარეთ. და რატომ არ უპასუხა ასე? 27. და უთხრა მათ: შაბათი კაცისათვის შეიქმნა, და არა კაცი შაბათისათვის. 28. ასე რომ, ძე კაცისა შაბათის უფალიც არის. იქნებ წარსულში სხვა ხასიათზე იყო და მომავალში აზრი იცვალა? იქნებ საკუთარი მცნება განაქარა, როდესაც საქმე მის ძესა და ძის მოწაფეებს შეეხო? რითი იყო ნაკლები ის შაბათს ტყეში შეშის შემგროვებელი კაცი, იეჰო შუას მოწაფეებზე? თუ დარღვევაა, მაშინ ორივემ სცოდა და თუ იეჰო შუას მოწაფეებს არ შეუცოდავთ და როგორც საკუთარი რაბი ამართლებს მათ მოქმედებას, ესენი შაბათის უფლებიც არიანო სიტყვებით, მაშ რაღატომ არ იყო ის საწყალი ისრაელიანელი შაბათის უფალი? იქნებ მიკერძოვებაა ღმერთში? და თუ არა მაშ გისმენთ რით გაამართლებთ მას. -------------------- Regna terrae, cantate deo, psallite Domino qui véhitur per calus, caelos antíquos!
|
ბადრი |
Dec 17 2012, 11:57 PM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,332 რეგისტრ.: 30-October 08 მდებარ.: წყალტუბო წევრი № 5,866 |
სახელს თუ გამოიცვლი და ფორუმის შესაფერისს დაირქმევ პატივს დაგვდებ.
დანარჩენზე მერე ვილაპარაკოთ -------------------- "უფალო ბაგენი ჩემი აღახვენ და პირი ჩემი იტყოდეს ქებულებასა შენსა"
"ეგრეთცა სარწმუნოებაი, უკუეთუ არა აქუნდენ საქმენი, მკუდარ არს იგი ხოლო." (იაკ 2.17) |
აკაკი |
Dec 18 2012, 12:31 AM
პოსტი
#3
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,626 რეგისტრ.: 21-May 09 წევრი № 7,018 |
ავატარსაც არ აწყენდა ცვლილება
|
ႲႭႡႰႠႬ |
Dec 18 2012, 12:51 AM
პოსტი
#4
|
ტყეების მეფე ჯგუფი: Members პოსტები: 3,137 რეგისტრ.: 19-December 07 მდებარ.: მთები წევრი № 3,444 |
საინტერესო კითხვაა. ველი პასუხებს ინტერესით.
-------------------- Go bravely into the next world, fallen warriors...
|
Satana |
Dec 18 2012, 12:52 AM
პოსტი
#5
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 17 რეგისტრ.: 17-December 12 წევრი № 12,821 |
ანუ ეს არის ღვთის შვილთა პასუხი სულიერი მამის მიმართ წაყენებულ ბრალდებაზე?
სახელი და ავატარი უნდა შევიცვალო? ვის ბაძავთ? რამდენადაც მახსოვს როდესაც იეჰო-შუას მიუახლოვდა ის ვისაც მაცდურს უწოდებთ მან კითხვებზე უპასუხა და არ მოუთხოვია სახელისა და ავატარის ცვლილება, არ უთქვამს სატანავ ჯერ სინათლის ანგელოზს დაემსგავსე გარეგნობითა და სახელით და შემდეგ გავაგრძელოთ საუბარიო. თუ პასუხები არ გაქვთ პირდაპირ დაწერეთ, საკუთარ სახელსა და ავატარს კი როგორმე თავად გადავწყვეტ რა ვუქნა. -------------------- Regna terrae, cantate deo, psallite Domino qui véhitur per calus, caelos antíquos!
|
A.V.M |
Dec 18 2012, 12:55 AM
პოსტი
#6
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
ჩემო ძმაო , სეგიძლია შენ სადაც გინდა და რაც გინდა ის დაირქვა , მაგრამ ფორუმზე ამგვარი სატანის ნიკით პოსტვა არ ხდება.
სხვა მხრივ კი სიამოვნებით ვისაუბროთ ნებისმიერ საკითხზე რაზეც გინდა ლაპარაკი... (თუ გინდა იფიქრე პასუხები არ გაქვთო რა პრობლემაა მაგაზე. მაგრამ ჯობს სხვა კუთხით შეხედო ამას თუ გინდა რომ მართლა ვისაუბროთ რამეზე. და ფორუმსაც აქვს თავისი წესები და სწორედ ამ წესების მიხედვითაა რომ ვამბობთ შეცვლაზე) -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
afxazi |
Dec 18 2012, 01:25 AM
პოსტი
#7
|
დავითი ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 |
ბადრი
ციტატა სახელს თუ გამოიცვლი და ფორუმის შესაფერისს დაირქმევ პატივს დაგვდებ. დანარჩენზე მერე ვილაპარაკოთ სახელს აწი ვეღარ შეიცვლის, ადმინმა თუ არ შეუცვალა. Satana ციტატა ანუ ეს არის ღვთის შვილთა პასუხი სულიერი მამის მიმართ წაყენებულ ბრალდებაზე? ცხადია არა, უბრალოდ შენი ჩვენდამი პატივისცემის გამოხატულებაა ის, როგორი ფორმითაც აქ დარეგისტრირდი და არა პირველად სხვათაშორის. ანუ შენი განწყობა გარკვეული ფორმით პროვოკაციულია, თუმცა ამასაც მოევლება, თუკი უკუღმართ ფორმებში არ გადაიზრდება, ცხადია. კითხვა კარგია, ნორმალურია, თუმცა, მაინც ვფიქრობ, რომ ბავშვურია, იმ განწყობისაა, თითქოსდა პასუხგაუცემელი შეკითხვა ვიპოვეო. რამდენად სრულყოფილი ვიქნები არ ვიცი, მაგრამ ცოტა მოგვიანებით ვრცლად რომ ვუპასუხებ შენს შეკითხვას ეს ცხადია. ციტატა 25. ხოლო იესომ მიუგო მათ: ნუთუ არასოდეს წაგიკითხავთ, როგორ მოიქცა დავითი, როცა გაუჭირდა და მოშივდა მასაც და მასთან მყოფთაც? 26. როგორ შევიდა ღმერთის სახლში, აბიათარის მღვდელმთავრობისას, და შეჭამა შესაწირავი პური, რისი ჭამის ნებაც არავის ჰქონდა, გარდა მღვდღებისა, და მისცა მასთან მყოფთაც? კარგია, რომ ეს მონაკვეთი სრულად მოიტანე. აქედან ცხადი ხდება, რომ უპირველესად სწორედ დავით მეფის ცხოვრებისეული ეპიზოდით უნდა დაგესკვნა თითქოსდა ღმერთის მიკერძოებულობა, მაგრამ აქცენტი ქრისტეზე გააკეთე. ეს პრობლემა არაა. აღნიშნული ორი ეპიზოდი რადიკალურად განსხვავებულია და მათი ერთ კონტექსტში განხილვა დაუშვებელია. პირველ ეპიზოდში ჩანს, რომ ადამიანი შაბათ დღეს აგროვებს შეშას, ანუ მოქმედებს იმას, რაც წინა დღეს უნდა გაეკეთებინა. აქ საუბარი არ არის რაღაც გამონაკლის შემთხვევაზე, რომ მყისიერ, გაუაზრებელ, აუცილებლობით გამოწვეულ შემთხვევასთან გვქონოდა საქმე. მსგავსად საკვებთან დაკავშირებითაც, როდესაც განჩინებული იყო, რომ ზეციური მანან 6 დღის განმავლობაში უნდა აეკრიფათ, ხოლო შაბათს ორი დღის მარაგი. აღნიშნულ შემთხვევაშიც არ ჩანს, რომ ამ ადამიანს რაიმე აუცილებლობა ამოძრავებს იმ ქმედებისკენ, რასაც იგი იქმს და რასაც ვერ გააკეთებდა დანარჩენი 6 დღის განმავლობაში. შევთანხმდეთ იმაზე, რომ ეს ადამიანი არღვევს შაბათის მცნებას, ესოდენ მნიშვნელოვანს იმ ეპოქის, განსაკუთრებით უდაბნოში მავალი ებრაელი ერისთვის. რაც შეეხება ახალი აღთქმის ეპიზოდს, როგორც მაცხოვრის მიერ დავით მეფის ცხოვრებიდან მოხმობილი ეპიზოდიდან ჩანს, მოციქულები თავთავებს აგროვებდნენ შიმშილის დაკმაყოფილებისთვის და არა საზრდოს დაუნჯებისთვის. სწორედ ამიტომვე არ იქნა შერაცხილი დავით მეფის ქმედება დარღვევად და ეს შერაცხილ იქნა, როგორც აუცილებლობით გამოწვეული ქმედება, რასაც სხვა შემთხვევაში ადგილი არ ექნებოდა. ის, თითქოსდა სისასტიკე, რაც ძველი აღთქმის ეპიზოდში ჩანს, თითქოსდა მართლაც სისასტიკე და საუმართლობაა, მაგრამ ეს მხოლოდ ზედაპირული აღქმაა ტექსტისა და ის აუცილებლად მთლიანი კონტექსტის გათვალისწინებით უნდა იქნეს განხილილი, კერძოდ თუ რა პერიოდი იყო, რა მიზანს ისახავდა ებრაელი ერის უდაბნოში მსვლელობა, რას წარმოადგენდა მოსეს რჯული და ა.შ. ამ ადამიანმა პირველ რიგში საკუთარ თავს გამოუტნა განაჩენი, როდესაც უმიზეზოდ დაარღვია უმნიშვნელოვანესი მცნება, ხოლო იგი მოკვდინებულ იქნა იმიტომ, რომ იმ უკიდურესად მერყევი ფსიქიკის მქონე ხალხზე ამ მოვლენას სავსებით შესაძლებელი იყო რომ უკიდურესად უარყოფითად ემოქმედა, რისი აურაცხელი მაგალითიც ჩვენ იმავე უდაბნოში მოგზაურობისას თვალნათლივ გვაქვს. ამიტომ ფიზიკური მოკვდინება ამ ადამიანისა იმ პერიოდში არჩეულ იქნა იმიტომ, რომ უარესი არ მომხდარიყო და საღვთო განზრახვას ადამიანთა მეშვეობით და ადამიანთა შორის საფრთხე არ შექმნოდა და ერთი ადამიანის გამო არ დაზარალებულიყო, პრინციპში, სრულიად კაცობრიობა. გარდა ამისა, ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ ფიზიკური მოკვდინება და არა ამ ადამიანის სულის სამუდამო ტანჯვისთვის გაწირვა, ამის თქმა ტექსტზე ძალადობა იქნებოდა. ხოლო ფიზიკური სასჯელი ეკლესიური გაგებით სასჯელი არ არის, რადგან, ესეც პირობითად, ერთადერთი სასჯელი არის მხოლოდ ჯოჯოხეთისეული მყოფობა. ამიტომ სრულიადაც არ არის პანიკური და დამოკიდებულება ბიბლიის ამა თუ იმ ეპიზოდთან დაკავშირებით. ყველაფერზე შეიძლება საუბარი, ოღონდ თუ ამის ნება მოსაუბრეთა ორივე მხრიდან არსებობს. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
ႲႭႡႰႠႬ |
Dec 18 2012, 01:54 AM
პოსტი
#8
|
ტყეების მეფე ჯგუფი: Members პოსტები: 3,137 რეგისტრ.: 19-December 07 მდებარ.: მთები წევრი № 3,444 |
afxazi
საინტერესო პასუხი იყო. მაგრამ აუცილებლობით გამოწვეულ ქედებაზე საუბრობდი. ხომ შეიძლება შეშის შეგროვებაც აუცილებლობით ყოფიიყო გამოწვეული? იქნებ გაუთავდა იმ კაცს წინა დღეებში მოგროვებული შეშა და ცოლ შვილი შეცივნული ყავდა? ახლა იტყვი საკმარისი უნდა მოეგროვებინაო. მაგ ლოგიკით მოწაფეებსაც შეეძლოთ წინა დღეებში მოეგროვებინათ საკმარისი საკვები და შაბათი არ დაერღვიათ. ასე რომ ამ ლოგიკით პასუხი მაინც ბუნდოვანია. ასევე გავიხსენოთ ის ფაქტიც, ქრისტემ რომ შაბათს განკურნა ავადმყოფი და მოკამათეებს კითხვით მიმართა, რომელი თქვენგანი მიატოვებს თავის ცხვარს კლდეზე გადაჩეხილს შაბათის გულისთვისო... ამიტომ იმ შეშის მომგროვებლის ჩაქოლვას მართლაც სხვა რაიმე ახსნა უნდა ჰქონდეს... -------------------- Go bravely into the next world, fallen warriors...
|
afxazi |
Dec 18 2012, 11:11 AM
პოსტი
#9
|
დავითი ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 |
syd
ვმსჯელობთ იმით, რაც ტექსტში გვაქვს მოცემული. ტექსტი კი სრული სახით (რომელსაც სამწუხაროდ თემის ავტორმა ყურადღება არ მიაქცია) ამგვარია. უფრო სწორად, ვიდრე რიცხვთა წიგნის 15 თავში ზემოთ მითითებული თხრობაა წარმოდგენილი, მანამდე ამგვარი რჯულისმიერი განჩინებაა უწყებული: 24. თუ საზოგადოების უყურადღებობით მოხდება შეცდომა, მთელმა საზოგადოებამ უნდა გაამზადოს ერთი კურატი აღსავლენად, სურნელოვან საკმეველად უფლისათვის და მისი თანმხლები ძღვენი და საღვრელი, წესის თანახმად, და ერთი თხაც ცოდვის გამოსასყიდ მსხვერპლად. 25. შეუნდობს მღვდელი ისრაელიანთა მთელს საზოგადოებას და ეპატიებათ მათ, რადგან შეცდომით იყო მომხდარი ეს და მათ შესწირეს უფალს თავიანთი შეცდომისთვის საცეცხლო მსხვერპლი და ცოდვის გამოსასყიდი. 26. ეპატიებათ ისრაელიანთა მთელს საზოგადოებას და მდგმურს, რომელიც თქვენთან დგას, რადგან შეცდომა მოუვიდა მთელს ერს. 27. თუ ერთი კაცი შესცოდავს შეცდომით, უნდა მიიტანოს წელგამოვლილი თხა ცოდვის გამოსასყიდად. 28. და მღვდელი შეუნდობს შეცდომით შემცოდეს უფლის წინაშე, შეუნდობს და ეპატიება მას. 29. როგორც მკვიდრს ისრაელში, ასევე მდგმურს, რომელიც თქვენთან მდგმურობს, ერთი წესი გქონდეთ, როცა შეცდომა მოგივათ. 30. თუ ვინმე თავხედურად მოიქცევა, მკვიდრი იქნება თუ მდგმური, უფლის მგმობელია იგი და უნდა მოიკვეთოს თავისი ხალხიდან. 31. რადგან არად ჩააგდო უფლის სიტყვა და მისი მცნება დაარღვია, უნდა მოიკვეთოს იგი, დამნაშავეა (თ. 15). ამ მონაკვეთიდან უცხადესიად ჩანს, რომ რჯული ითვალისწინებდა ისეთ შემთხვევებსაც, როდესაც ესა თუ ის ქმედება გაუცნობიერებლად, არა მიზანიმართულად ხდებოდა და ცხადია ასეთ შემთხვევაში სასჯელი მსუბუქი იყო (თუკი სასჯელი ერქვა მას). ყოველშემთხვევაში უმეცრებით, გაცნობიერებლად შემცოდი კატეგორიულად არ ისჯებოდა მოსეს რჯულის მიხედვით. და რადგან ამ განჩინებას უშუალოდ მოედევნება ზემოთ აღნიშნული ეპიზოდი, ცხადია, რომ იმ ადამიანის ქმედება არ იყო შეცდომა, გაუცნობიერებლობით ჩადენილი ქმედება, არამედ ეს იყო კარგად გააზრებული და გათვითცნობეირებული რჯულის დამრღვევი მოქმედება (თუკი გაფრთხილება ქონდათ, რაღატომ დაარღვევდა შეგნებითო არ მიიღება, რადგან მთელი უდაბნოში მოგზაურობის პერიოდ ცხადად აჩვენებს ებრაელთა იმ საზოგადოების უკიდურესად მერყევ ფსიქიკას, როდესაც მეორე წამში ავიწყდებოდათ საღვთო სასწაული და მაშინვე წუწუნს იწყებდნენ, საღვთო გაფრთხილება და მაშინვე არღვევდნენ მას), რასაც, თუკი ეს დანაშაული ასე ვთქვათ შერჩებოდა მას, ეს ფაქტი ძალიან გარყვნიდა და უარეს შედეგს მოუტანდა იმ ხალხს, რაც, როგორც ზემოთ აღვნიშნე, საღვთო განზრახვას ადამიანთა შორის ამ უკანასკნელთა მიერ ხელი შეეშლებოდა. ციტატა მაგ ლოგიკით მოწაფეებსაც შეეძლოთ წინა დღეებში მოეგროვებინათ საკმარისი საკვები და შაბათი არ დაერღვიათ. არასერიოზულია. მაცხოვრისა და მოწაფეების მსვლელობა ხდება გარეთ,ს ახლიდან მოშორებით, ამიტომ მოციქულების ქმედება კონკრეტულად იმ პერიოდში აღძრული შიმშილით იყო გამოწვეული. ეხლა არ მითხრა თუკი დაგეგმილი ქონდათ ეს მსვლელობა რატომ არ მოიმარაგესო. უფალს სახლიც კი არ ქონდა და რაღაცეების დაგეგმაზე მართლა არასერიოზულია საუბარი და რადგან უფალმა დავითის მაგალითი მოიყვანა, ცხადი გახდა, რომ მოწაფეებმა თავთავები მოწყვიტეს იმიტომ, რომ შიოდათ, შიოდათ იმიტომ, რომ იმ მომენტში საჭმელი არ ქონდათ. ასე დავითსაც უნდა მოემარაგებინა საკვები, როდესაც ისრაელის პირველ მეფეს გაექცა, მაგრამ ის სრულიად უპოვარი მივიდა აბიათართან და მანაც ის საკვები მისცა, რომლის ჭამაც რჯულით დავითისთვის აკრძალული იყო, მაგრამ ეს დარღვევად არ ჩაეთვალა მას. აგრეთვე წინადაცვეთას ებრაელები შაბათსაც აღასრულებდნენ (შობიდან მერვე დღე, ცხადია შაბათსაც დაემთხვეოდა), ანუ არღვევდნენ შაბათს იმის გამო რომ არ დაერღვიათ უმთავრესი განჩინება უფლისა შობიდან მერვე დღეს ახალშობილის წინადაცვეთის შესახებ, რაც ცხადია არ ისჯებოდა. ხოლო ის, რომ ახალი აღთქმის პერიოდში იუდეველი მღვდელთმთავრები უკიდურესი სიმახინჯით ასწავლიდნენ შაბათის შესახებს წავლებას, ამაზე საუბარიც კი ზედმეტია და მაცხოვრის ის პასუხიც: ციტატა რომელი თქვენგანი მიატოვებს თავის ცხვარს კლდეზე გადაჩეხილს შაბათის გულისთვისო... (რაღაც არასწორი ციტირებაა, მაგრამ ამინც) სწორედ ამაზე მეტყველებს, რომ ისინი (იუდეველნი) მზად იყვნენ შაბათი არ დაერღვიათ და მოყვასსაც გაწირავდნენ. ანუ მაცხოვრის სიტყვა მეტყველებს კიდევ და კიდევ იმას, რომ როცა შეუძლებელია მოცდა და საფრთხე ექმნება ადამიანს, ადამიანის სიცოცხლეს, იქ საუბარი კანონებზე უადგილოა. ამიტომაც არის დასკვნა მაცხოვრისა ამგვარი: ციტატა შაბათი კაცისათვის შეიქმნა, და არა კაცი შაბათისათვის. კიდევ ვიტყვი იმას, რომ აღნიშნული ეპიზოდი წააგავს ანანიას და საფირას ქმედებას, რომლებიც მყისიერი სიკვდილით დაისაჯნენ და ესეც სწორედ იმავე კონტექსტში განიხილება, რომ ეკლესიის დაარსების პირველ წლებში, როდესაც ახალმორწმუნეთა ფსიქიკა უაღრესად სათუთი იყო, ანანიას და საფირას კარგად დაგეგმილ და გაცნობიერებულ ქმედებას (თექსტიდან ეს კარგად ჩანს) შეიძლებოდა, რომ ეკლესიის პირველმესაფუძვლეთა, პირველი საზოგადობის გარყვნა გამოეწვია, თუკი ამს აქციელს საკადრისი, სხვებისთვის შემაძრწუნებელი პასუხი არ გაეცემოდა. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
marine |
Dec 18 2012, 12:34 PM
პოსტი
#10
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,599 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
Satana
ისეთი სახელი დაგირქმევია, რომ ჯვარი გეწეროს, რამე ცუდი არ დაგემართოს... ან გადაირქვი, ან ნორმალური სახელით დარეგისტრირდი... -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
Satana |
Dec 18 2012, 02:43 PM
პოსტი
#11
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 17 რეგისტრ.: 17-December 12 წევრი № 12,821 |
afxazi
ციტატა რაც შეეხება ახალი აღთქმის ეპიზოდს, როგორც მაცხოვრის მიერ დავით მეფის ცხოვრებიდან მოხმობილი ეპიზოდიდან ჩანს, მოციქულები თავთავებს აგროვებდნენ შიმშილის დაკმაყოფილებისთვის და არა საზრდოს დაუნჯებისთვის. სწორედ ამიტომვე არ იქნა შერაცხილი დავით მეფის ქმედება დარღვევად და ეს შერაცხილ იქნა, როგორც აუცილებლობით გამოწვეული ქმედება, რასაც სხვა შემთხვევაში ადგილი არ ექნებოდა. ანუ თქვენი პასუხია, რომ შაბათს ტყეში შეშის შემგროვებელი კაცი იმიტომ დასაჯა თქვენმა სულიერმა მამამ სიკვდილით, რომ საუნჯის დაგროვებას ცდილობდა? და დავითსა და თავისი ძის მოწაფეებს იმიტომ არ ჩაუთვალა ცოდვად მსგავსი საქციელი, რომ ისინი საუნჯეს კი არ აგროვებდნენ, არამედ შიმშილის გრძნობას იკლავდნენ? ანუ ამბობთ რომ შაბათის დარღვევის აკრძალვა მხოლოდ იმ შემთხვევაში გააუქმა იეჰო-შუამ თუ საუნჯეს არ აგროვებ? მხოლოდ მაშინ არის კაცის ძე შაბათის უფალი თუ საუნჯეს არ აგროვებს? და თუ აგროვებს არ არის მაშინ კაცის ძე შაბათის უფალი? ციტატა ადამიანმა პირველ რიგში საკუთარ თავს გამოუტნა განაჩენი, როდესაც უმიზეზოდ დაარღვია უმნიშვნელოვანესი მცნება ადამიანმა არ გამოუტანა საკუთარ თავს სასიკვდილო განაჩენი, მას სასიკვდილო განაჩენი ვინც გამოუტანა გარკვევით წერია წერილში: ციტატა 35. უთხრა უფალმა მოსეს: უნდა მოკვდეს ეს კაცი, უნდა ჩაქოლოს იგი მთელმა საზოგადოებამ ბანაკის გარეთ. და თან უმიზზოდაც არ დაურღვევია მცნება რომელსაც უმნიშვნელოვანესი უწოდე და მომავალში აღმოჩნდა რომ სულაც არ ყოფილა უმნიშვნელოვანესი. ციტატა აღნიშნული ორი ეპიზოდი რადიკალურად განსხვავებულია და მათი ერთ კონტექსტში განხილვა დაუშვებელია. პირველ ეპიზოდში ჩანს, რომ ადამიანი შაბათ დღეს აგროვებს შეშას, ანუ მოქმედებს იმას, რაც წინა დღეს უნდა გაეკეთებინა. და დაუდს ან იეჰო შუას მოწაფეებს რომ 1 დღით გადაედოთ შიმშილის გრძნობის დაკმაყოფილება მოკვდებოდნენ? შაბათს რომ არ ეჭამა დაუდს საწინაშეო პური ან მოციქულთ არ ეფშვნიტათ სხვის ყანაში თავთავები რა მოუვიდოდათ. განა ღვთის პირიდან მომდინარე ყოველი სიტყვით არ ცოცხლობს ადამიანი და არა პურთა ერთითა? მაშ შაბათის დარღვევა ცოდვად არ შეურაცხათ თქვენმა სულიერმა მამამ მათ მხოლოდ იმიტომ რომ სტომაქის ამოვსება სურდათ და შიმშილი ისეთი რამ არის რომ 24 საათი ვერ იძლივება? გმადლობთ პასუხებისათვის. ახლა ერთი კითხვაც მაქვს: დაწერილია რომ თქვენ ანგელოზებს გაასამართლებთ, ამ სამართლით გსურთ მათი გასამართლება? -------------------- Regna terrae, cantate deo, psallite Domino qui véhitur per calus, caelos antíquos!
|
marine |
Dec 18 2012, 02:54 PM
პოსტი
#12
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,599 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ბადრი
აკაკი მეც ძალიან შემაშფოთა ამ ფორუმელის სახელმა და ავატარმა რამე უბედურებას მოაწევს საკუთარ თავს თუ არ შეიცვალა მრწამსი... -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
Satana |
Dec 18 2012, 02:59 PM
პოსტი
#13
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 17 რეგისტრ.: 17-December 12 წევრი № 12,821 |
marine
ციტატა მეც ძალიან შემაშფოთა ამ ფორუმელის სახელმა და ავატარმა რამე უბედურებას მოაწევს საკუთარ თავს თუ არ შეიცვალა მრწამსი... რატომ უნდა მომეწიოს უბედურება? შეგიძლია დაასახელო ერთი ფაქტი მაინც სადაც სატანამ ადამიანი მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ მოკლა, რომ მისი სახელი გამოიყენა ნიკ ნეიმად ან მისი ხატება ავატარად? მე მასზე საშიშად თქვენი სულიერი მამა მიმაჩნია, ვინაიდან ადამიანს მხოლოდ იმიტომ მოუსწრაფა სიცოცხლე რომ მან შაბათს ტყეში შეშა შეაგროვა. სატანას არ მოუკლავს არავინ შაბათს ტყეში შეშის შეგროვებისათვის და არც მისი სახელის გამოყენებისათვის, ეგ შეიძლება თქვენმა სულიერმა მამამ მომკლას. -------------------- Regna terrae, cantate deo, psallite Domino qui véhitur per calus, caelos antíquos!
|
marine |
Dec 18 2012, 03:01 PM
პოსტი
#14
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,599 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
marine რატომ უნდა მომეწიოს უბედურება? შეგიძლია დაასახელო ერთი ფაქტი მაინც სადაც სატანამ ადამიანი მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ მოკლა, რომ მისი სახელი გამოიყენა ნიკ ნეიმად ან მისი ხატება ავატარად? მე მასზე საშიშად თქვენი სულიერი მამა მიმაჩნია, ვინაიდან ადამიანს მხოლოდ იმიტომ მოუსწრაფა სიცოცხლე რომ მან შაბათს ტყეში შეშა შეაგროვა. სატანას არ მოუკლავს არავინ შაბათს ტყეში შეშის შეგროვებისათვის და არც მისი სახელის გამოყენებისათვის, ეგ შეიძლება თქვენმა სულიერმა მამამ მომკლას. უფალს ვთხოვ, გაგინათოს გონება და სწორ გზაზე დაგაყენოს... -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
afxazi |
Dec 18 2012, 03:10 PM
პოსტი
#15
|
დავითი ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 |
Satana
ციტატა ანუ თქვენი პასუხია, რომ შაბათს ტყეში შეშის შემგროვებელი კაცი იმიტომ დასაჯა თქვენმა სულიერმა მამამ სიკვდილით, რომ საუნჯის დაგროვებას ცდილობდა? და დავითსა და თავისი ძის მოწაფეებს იმიტომ არ ჩაუთვალა ცოდვად მსგავსი საქციელი, რომ ისინი საუნჯეს კი არ აგროვებდნენ, არამედ შიმშილის გრძნობას იკლავდნენ? ანუ ამბობთ რომ შაბათის დარღვევის აკრძალვა მხოლოდ იმ შემთხვევაში გააუქმა იეჰო-შუამ თუ საუნჯეს არ აგროვებ? მხოლოდ მაშინ არის კაცის ძე შაბათის უფალი თუ საუნჯეს არ აგროვებს? და თუ აგროვებს არ არის მაშინ კაცის ძე შაბათის უფალი? საერთოდ წაიკითხე რა დავწერე? შენი პასუხი მაფიქრებინებს, რომ არ ხარ დაინტერესებული საკითხში გარკვევისთვის, არამედ უბრალოდ კამათი გინდა, ანდა სხვა რამ, ყოველშემთხვევაში რაღაცაში გარკვევა რომ არა ეს ფაქტია, რადგან ისეთი შეუსაბამო რამე დაწერე, რომ რაღა დავწერო არ ვიცი. ციტატა და დაუდს ან იეჰო შუას მოწაფეებს რომ 1 დღით გადაედოთ შიმშილის გრძნობის დაკმაყოფილება მოკვდებოდნენ? შაბათს რომ არ ეჭამა დაუდს საწინაშეო პური ან მოციქულთ არ ეფშვნიტათ სხვის ყანაში თავთავები რა მოუვიდოდათ. განა ღვთის პირიდან მომდინარე ყოველი სიტყვით არ ცოცხლობს ადამიანი და არა პურთა ერთითა? მაშ შაბათის დარღვევა ცოდვად არ შეურაცხათ თქვენმა სულიერმა მამამ მათ მხოლოდ იმიტომ რომ სტომაქის ამოვსება სურდათ და შიმშილი ისეთი რამ არის რომ 24 საათი ვერ იძლივება? არ ვიცი წყნარად ვიკითხო შენი ეს თავხედური ნაწერები, თუ გავბრაზდე. მე დაფიქრებულობა და მოკრძალება სვების რწმენისადმი. ვცდილობ საკითხი მშვიდად განვიხილოთ, მაგრამ როგორც ჩანს არ გინდა. რაც დავწერე, ვფიქრობ საკმარისია საკითხში დაინტერესებული ადამიანისთვის, თუმცა თუკი სურვილი იქნება, ცხადია შესაძლებელია საუბარი. იმ ფონზე კი, როცა მხოლოდ ბრალდებებია, საუბარი ზედმეტიც კი მგონია. ციტატა ახლა ერთი კითხვაც მაქვს: დაწერილია რომ თქვენ ანგელოზებს გაასამართლებთ, ამ სამართლით გსურთ მათი გასამართლება? ? ციტატა სატანას არ მოუკლავს არავინ შაბათს ტყეში შეშის შეგროვებისათვის სამაგიეროდ გაიძვერულად მოატყუა პირველი ადამიანები და დააკლო სამოთხისეულ მყოფობას, რაც იგივე მკვლელობაა. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
Satana |
Dec 18 2012, 03:11 PM
პოსტი
#16
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 17 რეგისტრ.: 17-December 12 წევრი № 12,821 |
marine
ციტატა უფალს ვთხოვ, გაგინათოს გონება და სწორ გზაზე დაგაყენოს... ანუ მეუბნები, რომ ბნელი ვარ და გზას აცდენილი? ასე გგონია რომ მე ბნელი ვარ და თქვენ ნათელი? გგონიათ რომ მე გზას ავცდი და თქვენ სწორ გზაზე დგეხართ. მაშ თუ შეგიძლია მიპასუხეთ როგორ ხვდებით, რომ მე ბნელი ვარ და თქვენ ნათელი? როგორ არჩევთ კეთილსა და ბოროტს? იქნებ კეთილისა და ბოროტის შეცნობის ხის აკრძალული ნაყოფი იგემეთ თქვენც და აქედან უწყით რა არის ბოროტება და რა სიკეთე? სხვანაირად ხომ ვერ მიხვდებოდით რომ მე ბნელი ვარ? და თუ ეს ნაყოფი იგემეთ მაშ თქვენშიც ყოფილა სიბნელე, ჰო და რამდენად სამართლიანია ერთი ბნელი რომ მეორეს ბნელს მიწოდებ? -------------------- Regna terrae, cantate deo, psallite Domino qui véhitur per calus, caelos antíquos!
|
marine |
Dec 18 2012, 03:14 PM
პოსტი
#17
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,599 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
marine ანუ მეუბნები, რომ ბნელი ვარ და გზას აცდენილი? ასე გგონია რომ მე ბნელი ვარ და თქვენ ნათელი? გგონიათ რომ მე გზას ავცდი და თქვენ სწორ გზაზე დგეხართ. მაშ თუ შეგიძლია მიპასუხეთ როგორ ხვდებით, რომ მე ბნელი ვარ და თქვენ ნათელი? როგორ არჩევთ კეთილსა და ბოროტს? იქნებ კეთილისა და ბოროტის შეცნობის ხის აკრძალული ნაყოფი იგემეთ თქვენც და აქედან უწყით რა არის ბოროტება და რა სიკეთე? სხვანაირად ხომ ვერ მიხვდებოდით რომ მე ბნელი ვარ? და თუ ეს ნაყოფი იგემეთ მაშ თქვენშიც ყოფილა სიბნელე, ჰო და რამდენად სამართლიანია ერთი ბნელი რომ მეორეს ბნელს მიწოდებ? ნამდვილად ხარ გზასაცდენილი, რადგან ბოროტი გირჩევნია კეთილს... სატანა გირჩევნია უფალს... ამიტომ, გირჩევ რომ უფლისკენ, ნათლისკენ მავალი გზა აირჩიო, რომ გადარჩე... -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
afxazi |
Dec 18 2012, 03:16 PM
პოსტი
#18
|
დავითი ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 |
marine
მშვიდად მარინე, არ არის საჭირო კომფლიქტური სიტუაციის შექმნაში ხელის შეწყობა. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
marine |
Dec 18 2012, 03:18 PM
პოსტი
#19
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,599 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
marine მშვიდად მარინე, არ არის საჭირო კომფლიქტური სიტუაციის შექმნაში ხელის შეწყობა. თუ ძალიან გააფთრდა, ალბათ ბანის დადება გახდება საჭირო... -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
Satana |
Dec 18 2012, 03:25 PM
პოსტი
#20
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 17 რეგისტრ.: 17-December 12 წევრი № 12,821 |
afxazi
მე თქვენ დაგიწერეთ: გმადლობთ პასუხებისათვის. თქვენი პასუხები ჩემთვის გასაგებია, თქვენი სამართალიც ცხადი გახდა. აქვე გკითხეთ: ამ სამართლით აპირებთ ანგელოზთა გასამართლებას? ციტატა სამაგიეროდ გაიძვერულად მოატყუა პირველი ადამიანები და დააკლო სამოთხისეულ მყოფობას, რაც იგივე მკვლელობაა. ვინ მოატყუა? სატანამ მოატყუა ევა და შემდეგ ადამი? იქნებ სიმართლე უთხრა? ამაზე არ გიფიქრიათ? ადამს აკლდა კეთილისა და ბოროტის ცნობადობა, რაც არ აკლდა ღმერთს, ადამი ვერ არჩევდა რომელი ქმედება იყო სიკეთე და რომელი ბოროტება, ისევე როგორც ცხოველი ვერ არჩევს, საკუთარ ქმედებებს, შიშველი დადიოდა და არ რცხვენოდა, საერთოდ არ იცოდა რა იყო სირცხვილი, მას აკლდა შემეცნება სიკეთისა და ბოროტებისა და სად ხედავ აქ ტყუილს? 4. უთხრა გველმა დედაკაცს: არ მოკვდებით. 5. მაგრამ იცის ღმერთმა, რომ როგორც კი შეჭამთ, თვალი აგეხილებათ და შეიქნებით ღმერთივით კეთილისა და ბოროტის შემცნობელნი. აბა მითხარით სად არის აქ ტყუილი, მოკვდა ადამი თუ კეთილისა და ბოროტის ცნობადი ვერ გახდა ღმერთივით? 22. თქვა უფალმა ღმერთმა: აჰა, გახდა ადამი როგორც ერთი ჩვენთაგანი, შემცნობელი კეთილისა და ბოროტისა. არ გაიწოდოს ახლა ხელი და არ მოწყვიტოს სიცოცხლის ხის ნაყოფიც, არ შეჭამოს და მარადიულად არ იცოცხლოს. marine ციტატა ნამდვილად ხარ გზასაცდენილი, რადგან ბოროტი გირჩევნია კეთილს... სატანა გირჩევნია უფალს. მსგავსი დიდაქტიკური დასკვნის გაკეთება როდის მოასწარით, თქვენ რა იცით მე რა რას მირჩევნია? ციტატა ამიტომ, გირჩევ რომ უფლისკენ, ნათლისკენ მავალი გზა აირჩიო, რომ გადარჩე.. და რომ მომკლას თქვენმა ღმერთმა იმ ისრაელიანელივით რომელსაც შაბათ დღეს ტყეში შეშის შეგროვებაც კი არ აპატია და მოკლა? ამას ეძახით გადარჩენას? -------------------- Regna terrae, cantate deo, psallite Domino qui véhitur per calus, caelos antíquos!
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 10th November 2024 - 10:07 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი