რეიკი, იგივე "ღვთის მადლი"... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
რეიკი, იგივე "ღვთის მადლი"... |
ქეთევანი777 |
Jan 16 2013, 02:10 PM
პოსტი
#1
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 14 რეგისტრ.: 15-January 13 წევრი № 12,892 |
ამ ბოლო დროს ბევრი დაინტერესდა რეიკით მკურნალობის მეთოდით.
რეიკი - ეს არის არატრადიციული მედიცინა, რომელშიც გამოიყენება ტექნიკა ე.წ. "ხელების შეხებით" ავადმყოფის განკურნება. რეიკის მეთოდი დააფუძნა 1922 წელს იაპონელმა ბუდისტმა მიკაო უსუიმ. რეიკი ნიშნავს: რეი - სამყარო, სული კი - ენერგია, აზრი, განწყობა. -------------------------- ეს, ისე, მოკლედ წარმოგიდგინეთ რეიკის არსი... მართლაც რა არის რეიკი? ჩინელი ბუდისტი - მიკაო უსუი რეიკის გამომგონებლად გვევლინება?!:) ჩვენთვის კი ის 2000 წელია ნაცნობია. მართლმადიდებლობისთვის მიუღებელი, რამდენადაც მას ოკულტიზმად მიიჩნევს. ე.წ. "რეიკი" სხვა არაფერი არ არის თუ არა "ღვთის მადლი". "ღვთის მადლი" იესოს დაბადებიდან დღემდე ქრისტიანული სამყაროსთვის კარგად არის ცნობილი... მრავალი წმინდანი - მკურნალი (ეხლა აღარ ჩამოვთვლი) გაგვიგია და ვიცით, რომელნიც ლოცვითა და უშუალო კონტაქტით კურნავდნენ ადამიანებს მრავალი სნეულებებისაგან. მე არ მესმის, რატომ უკეთებენ იგნორირებას სასულიერო პირები ამგვარ რამეს? რატომ თვლიან, რომ ღვთის მადლის გამოყენება ადამიანის გადარჩენისთვის აუცილებლად ოკულტიზმია? გამოდის, რომ ქვემოთ ჩამოთვლილი წმინდანები ოკულტიზმით იყვნენ დაკავებულები... ამისი გაფიქრებაც კი მკრეხელობაა ყველა დამეთანხმებით... წმინდა პანტელეიმონი წმინდა ნიკოლოზ სასწაულმომქმედი წმინდა ბარბარე წმინდა გიორგი წმინდა კვიპრიანე წმინდა ირინე წმინდა მამა გაბრიელი, რომლის საფლავთან ახლოს დგომაც კი კურნავს... წმინდა მამა ვიტალი... ეს არის ძალიან მცირე ჩამონათვალი იმ მორწმუნე - წმინდანებისა, რომელთაც შეეძლოთ ლოცვებითა თუ უშუალო კონტაქტებით ადამიანების განკურნება უმძიმესი სნეულებებისაგან... მაშ, რაშია საიდუმლო? საიდუმლო არის ღვთის სიყვარულში. საქმე იმაშია, რომ ღვთის სიყვარულითა და გამუდმებული ლოცვებით ადამიანები სულ უფრო და უფრო ვუახლოვდებით ღვთის სამყაროს, შემომქმედს... უფრო მეტი და მეტი მადლი გადმოდის სამყაროდან ჩვენზე, გულმხურვალედ მლოცველებზე ღვთისა და სხვა და სხვა წმინდანების ხატები სხვა არაფერი არ არის თუ არა ღვთის სამყაროში გაჭრილი სარკმელი. იყავით მორწმუნენი ღვთისა. შეიცანით თქვენი თავი... მოინანიეთ ცოდვები... იესოს ათ მცნებას მისდიეთ... შეიყვარეთ იესო... P.S. „რეიკი“ – იგივე „ღვთის მადლი“ ჩვენშია და მისი გამოყენება ყველამ უნდა ვიცოდეთ, ეს აუცილებელიცაა... ადამიანი შემომქმედია, რამდენადაც შემომქმედმა შეგვქმნა თავის ხატად... ------------------------------ |
A.V.M |
Jan 16 2013, 11:11 PM
პოსტი
#2
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
ქეთევანი777
ციტატა როგორც ზემოთ დავწერე, სისტემატიური ლოცვებით ხდება მადლის გადმოსვლა ადამიანზე. და ვის მიმართაა მიმართული ეგ ლოცვები? ამის თქმას გთხოვ ზუსტად...ა თუ მეტყვი და ჩემი ეჭვები არ გამართლდება ძალიან გამიხარდება... ციტატა . თუმცა ეს რაც არ უნდა აგიხსნა, როცა ადამიანი კამათისთვის არის მომართული, მის ცრუ, ვითომ მართლმადიდებლურ რწმენას ვერაფერი ვერ შეცვლის... მოდი შენ თუ პოლემიკაში შემოსვლა არ გინდა პირდაპირ თქვი ხომ? რა შუასია ჩხუბი და უბედურება. დაწერე პოსტი რომელზეც სიტყვა-სიტყვით დაგიწერე შეკითხვები. შენ თუ მასზე პასუხი არ გინდა ჩხუბის მიზეზით ნუ გაამართლებ... ციტატა გამოდიან ეკლესიიდან და აი შენსავით შეტევაზე გადადიან... როდესაც ამგვარ რამეს წერ მართლმადიდებლურ ფორუმზე: ციტატა მე არ მესმის, რატომ უკეთებენ იგნორირებას სასულიერო პირები ამგვარ რამეს? რატომ თვლიან, რომ ღვთის მადლის გამოყენება ადამიანის გადარჩენისთვის აუცილებლად ოკულტიზმია? ანუ სასულიერო პირებს უყენებ ბრალდებას რომ საღვთო მადლში ვერ ერკკვევიან თავადაც და სხვებსაც უკრძალავენ უნდა იყო მზად რომ არგუმენტირებული პასუხი გასცე ,,შეტევის'' მოსაგერიებლად. მაგრამ მე შეტევაზე კი არ გადმოვდივარ თავს მართლმადიდებლურ მოძღვრებას და სასულიერო პირებს ვიცავ ცრუ და გაუმართლებელი ცილისწამებისაგან. თუ ცრუ და გაუმართლებელი არაა შენი განცხადება შემოდი პოლემიკაში და ვისაუბროთ. ციტატა ორივე ვარიანტში, რეიკის შემთხვევაშიც და მორწმუნეების მიერ ადამიანების განკურნებაშიც მთავარი მნიშვნელობა ენიჭება ენერგიის გატარებას ანუ გადაცემას.... ენერგია, რომელიც მოდის სამყაროდან... დემონური ძალაც რომ არსებპბს შეგახსენო? ციტატა შენ გინდა თქვა და გინდა რომ მეც ვთქვა, რომ ოკუტისტი ვარ? პირდაპირ გეუბნევი რა. საერთოდ არ მაინტერესებს რა ხარ. იმ მარტივი მიზეზის გამო რომ ჩემი საქმე სულაც არაა. მე სხვა რამ მაინტერესებს-რომ შემოდიხარ ფორუმზე და ბრალს გვდებ მათლმადიდებლებს და ჩვენს სასულიერო მოძღვრებს ეს ბრალი შესაბამისი არგუმენტების განამტკიცო. ციტატა რაზე მალაპარაკებ... ლექცია ხომ არ ჩაგიტარო? საკმარისად ძლიერი ლექტორები მყავს სასწავლებელში და ახლა შენი ლექცია არ მჭირდება ჩემო კარგო. ციტატა მე ჩემი აზრი მაქვს შენ შენი... ფორუმი გაგიხსნიათ, შემოვედი და გესაუბრები და არ ვჩხუბობ მემგონი... არც მე ვჩხუბობ. შენს მიერ წაყენებულ ბრალდებებს ვპასუხობ. და ჩვენი აზრები როდესაც იკვეთება პოლემიკაში ორიემ უნდა შევძლოთ შესაბამისი პოზიციების დაცვა... ციტატა თუ მე ვცდები რამეში მომიტევე... შენ ნუ შეცდები... აქ შეცდომებზე არ ვლაპარაკობ ჩემო კარგო... მე უბრალოდ მინდა დისკუსიაში ჩავერთოთ მე და შენ , რომ უფრო ნათლად გამოვკვეთოთ საკუთარი პოზიციების ავკარგიანობა. რომელ ჩხუბზე და დაპირისპირებაზე ლაპარაკობ კარგი რა... -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 15th May 2024 - 06:18 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი