IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> რეიკი, იგივე "ღვთის მადლი"...
ქეთევანი777
პოსტი Jan 16 2013, 02:10 PM
პოსტი #1


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 14
რეგისტრ.: 15-January 13
წევრი № 12,892



ამ ბოლო დროს ბევრი დაინტერესდა რეიკით მკურნალობის მეთოდით.

რეიკი - ეს არის არატრადიციული მედიცინა, რომელშიც გამოიყენება ტექნიკა ე.წ. "ხელების შეხებით" ავადმყოფის განკურნება.

რეიკის მეთოდი დააფუძნა 1922 წელს იაპონელმა ბუდისტმა მიკაო უსუიმ.

რეიკი ნიშნავს:
რეი - სამყარო, სული
კი - ენერგია, აზრი, განწყობა.
--------------------------
ეს, ისე, მოკლედ წარმოგიდგინეთ რეიკის არსი...

მართლაც რა არის რეიკი?

ჩინელი ბუდისტი - მიკაო უსუი რეიკის გამომგონებლად გვევლინება?!:)

ჩვენთვის კი ის 2000 წელია ნაცნობია.

მართლმადიდებლობისთვის მიუღებელი, რამდენადაც მას ოკულტიზმად მიიჩნევს. ე.წ. "რეიკი" სხვა არაფერი არ არის თუ არა "ღვთის მადლი".

"ღვთის მადლი" იესოს დაბადებიდან დღემდე ქრისტიანული სამყაროსთვის კარგად არის ცნობილი...

მრავალი წმინდანი - მკურნალი (ეხლა აღარ ჩამოვთვლი) გაგვიგია და ვიცით, რომელნიც ლოცვითა და უშუალო კონტაქტით კურნავდნენ ადამიანებს მრავალი სნეულებებისაგან.

მე არ მესმის, რატომ უკეთებენ იგნორირებას სასულიერო პირები ამგვარ რამეს? რატომ თვლიან, რომ ღვთის მადლის გამოყენება ადამიანის გადარჩენისთვის აუცილებლად ოკულტიზმია? გამოდის, რომ
ქვემოთ ჩამოთვლილი წმინდანები ოკულტიზმით იყვნენ დაკავებულები... ამისი გაფიქრებაც კი მკრეხელობაა ყველა დამეთანხმებით...

წმინდა პანტელეიმონი
წმინდა ნიკოლოზ სასწაულმომქმედი
წმინდა ბარბარე
წმინდა გიორგი
წმინდა კვიპრიანე
წმინდა ირინე
წმინდა მამა გაბრიელი, რომლის საფლავთან ახლოს დგომაც კი კურნავს...
წმინდა მამა ვიტალი...

ეს არის ძალიან მცირე ჩამონათვალი იმ მორწმუნე - წმინდანებისა, რომელთაც შეეძლოთ ლოცვებითა თუ უშუალო კონტაქტებით ადამიანების განკურნება უმძიმესი სნეულებებისაგან...

მაშ, რაშია საიდუმლო?

საიდუმლო არის ღვთის სიყვარულში.

საქმე იმაშია, რომ ღვთის სიყვარულითა და გამუდმებული ლოცვებით ადამიანები სულ უფრო და უფრო ვუახლოვდებით ღვთის სამყაროს, შემომქმედს... უფრო მეტი და მეტი მადლი გადმოდის სამყაროდან ჩვენზე, გულმხურვალედ მლოცველებზე

ღვთისა და სხვა და სხვა წმინდანების ხატები სხვა არაფერი არ არის თუ არა ღვთის სამყაროში გაჭრილი სარკმელი.

იყავით მორწმუნენი ღვთისა. შეიცანით თქვენი თავი...

მოინანიეთ ცოდვები...

იესოს ათ მცნებას მისდიეთ...

შეიყვარეთ იესო...

P.S. „რეიკი“ – იგივე „ღვთის მადლი“ ჩვენშია და მისი გამოყენება ყველამ უნდა ვიცოდეთ, ეს აუცილებელიცაა...

ადამიანი შემომქმედია, რამდენადაც შემომქმედმა შეგვქმნა თავის ხატად...
------------------------------
IPB-ს სურათი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
A.V.M
პოსტი Jan 18 2013, 10:18 PM
პოსტი #2


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



ქეთევანი777
ციტატა

ქართული ეკლესიის პროგრესი მარტო ეკლესიების მშენებლობით არ განისაზღვრება...

შენ ტერმინ ეკლესიის მნიშვნელობაც არ გესმის...biggrin.gif
იმდენად ფართო ცნებაა ეს რომ არც ღირს ახლა განვიხილო...აზრი არ აქვს...
(შენი ნაწერიდან კი ადამიანი იფიქრებს რომ ტაძარს და ეკლესიას ერთმანეთისგან ვერ არჩევ)
და ტაძარზეც რამდენად ობიექტურად საუბრობ ეს კიდევ სხვა საკითხია...
ციტატა

არ გინდა ეხლა რა... რუსთავი 2ის ჟურნალისტი მგონიხარ

შემოგევლე ლოგიკაში...biggrin.gif
ციტატა
პატრიარქმა რა თქმა უნდა გარკვეული წვლილი შეიტანა საქართველოს ეკლესიის ფუნქციის შენარჩუნებაში

ტერმინ-ეკლესიის მნიშვნელობა რომ არ გესმის ეს კიდევ დაგვიდასტურე , მაგრამ ავლენ რომ არა მარტო ცნებას ვერ ხვდები არამედ სიტუაციის რეალურად აღქმაც არ შეგიძლია...
რომელი ფუნქცია შეუნარჩუნა?-6 მღვდელთმთავარი რომ იყო 1977 წელს და ახლა 38-ია? ეს შენარჩუნებაა?
ამ ექვსიდან 3-ს რომ ეპარქიაში უფლება არ ჰქონდა მსახურება აღესრულებინა(და რომც ქონოდა ეკლესია არ იყო იქ) ეს შენარჩუნებაა?
არცერთი სასწავლებელი რომ არ იყო სასულიერო და ახლა 4 მარტო უნივერსიტეტი რომაა ეს შენარჩუნებაა?
მხოლოდ 5-6 კაცი რომ დადიოდა სიონის ტაძარში და ისიც მოხუცი და ახლა რომ ახალგაზრდებითაა სავსე ეს შენარჩუნებაა?
ნებისმიერ დროს როცა ესკალირებული იყო სიტუაცია ჩვენს ქვეყანაში და პატრიარქი ახერხებდა ერის ერთ მუშტად შეკვრას ეს შენარჩუნებაა?
ქართული ჭედურობა , ხატწერა , გალობა , მინანქარი და.ა.შ რომ მკვდრეთით აღადგინა ეს შენარჩუნებაა?

და აღარ გავაგრძელებ...საუბარი ამაზე დაუსრულებლად შეიძლება...
ქეთევანმა რაც გიპასუხა იმას არ გავიმეორებ . თუ ჩარევა გახდა ჩემი აჭირო მხოლოდ მაშIნ ვიტყვი სხვა რაღაცეებს მაგრამ ამაზე რომ ამბობ:

ციტატა
ეკლესიაში სანთელი 20 თეთრი რომ ღირს და ყველას არ შეუძლია ყიდვა?

ნებისმიერ დღეს შეგიძლია მოხვიდე სიონში , საღამოს 9-ის ნახევრისთვის და დაინახავ რამხელა რიგი იქნება გაჭირვებული ხალხის რომლებსაც სემინარიის სტუდენტები აძლევენ წვნიანებს , ცხელ ჩაის , პურს და.ა.შ

შეგიძლია მოხვიდე სიონში და დაინახო ყოველი შაბათის ლოცვის შემდეგ როგორ ეხმარება უშუალოდ მამა გიორგი ზვიადაძე ფულით გაჭირვებულებს.

შეგიძლია მოხვიდე ქაშვეთის ტაძარში და დაინახო თავად მამა მიქაელი როგორ აძლევს ფინანსურ დახმარებას 9 აპრილის ბაღში მყოფ უსახლკაროებს , როგორ აძლევს მათ თბილ ტანსაცმელს და.ა.შ
(მოკლედ აღარ გავაგრძელებ , სიკეთეს უჩუმრად აკეთებენ ადამიანები და იმისათვის რომ რაღაც დაგანახო ამის აფიშირებას ვახდენ.რაც ცუდია)

შენ გილაპარაკია პატრიარქთან? დაგინახავს როგორ ატირებულა როდესაც შვილმკვდარ დედას დახმარებისათვის მიუმართავს? დაგინახავს როგორ მიუცია მეფუტკრისთვის 20 სკა ფუტკარი , რომელსაც ყინვის გამო გაუწყვა მეურნეობა და ოჯახის რჩენა არ შეეძლო , დაგინახავს როგორ დაურიგა რაიონიდან ჩამსულ სტუდენტებს 100-100 დოლარი ყველას?

და.ა.შ
(ეს სხვაგვარი დახმარებაა , მე კიდევ სხვაგვარს ვგულისხმობდი)
ციტატა
ცოდვების მონანიება ვიღაც, შავანაფორიან, ჯინსებიან, ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ მყოფ

რა გინდა?biggrin.gif
ანაფორა აცვია არ მოგწონს , ჯინსი აცვია არ მოგწონს , რა ქნას კაცმა? ღვთიური ნათლით განსპეტაკდეს და ანგელოზებრივი სამოსლით გეჩვენოს?biggrin.gif
და კიდევ რომელი მამაო დაინახე ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ და როდის ?
zaz
ციტატა
შენ ეკლესიას განიკითხავ და სანაცვლოდ რეიკს გვთავაზობ?

კაი იყო...biggrin.gif

მაგრამ საქმე რაშია იცი?
დიდი რუდუნებით დაწერე პოსტი , (გეტყბა კაი-ხანი ემზადებოდი) , ,,არგუმენტეით გაამყარე'' , ფიქრობდი ქვას გახეთქავენ ესენიო.(ბოლო-ბოლო კვიპრიანე კართაგენელი და პანტელეიმონი ახსენე biggrin.gif) მაგრამ აღმოჩნდა რომ ძალიან უსუსური იყვნენ ისინი და არგუმენტს ვერც დავარქმევთ მას . ესაა ტაგედია...


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
ქეთევანი777   რეიკი, იგივე "ღვთის მადლი"...   Jan 16 2013, 02:10 PM
A.V.M   ქეთევანი777 საუბრის ...   Jan 16 2013, 07:21 PM
zaz   თუ ბუდისტმა დააფუ...   Jan 16 2013, 08:31 PM
ქეთევანი777   აქ ციტატებით რომ გ...   Jan 16 2013, 10:44 PM
A.V.M   ქეთევანი777 და ვის მ...   Jan 16 2013, 11:11 PM
ქეთევანი777   აგრესიულ და უარყოფ...   Jan 17 2013, 11:00 AM
ხახაბოელი   [quote name='ქეთევანი777' ...   Jan 17 2013, 01:57 PM
ხახაბოელი   აგრესიულ და უარყო...   Jan 17 2013, 02:09 PM
A.V.M   ქეთევანი777 ჩემზე უ...   Jan 17 2013, 08:04 PM
ქეთევანი777   A.V.M ქართული ეკლესი...   Jan 18 2013, 08:56 PM
qetevano   თითოეული ჩვენგანი...   Jan 18 2013, 09:38 PM
zaz   ქეთევანი777 შენ ეკლე...   Jan 18 2013, 09:51 PM
qetevano   ზევით კი წერს დიდი ...   Jan 18 2013, 10:09 PM
A.V.M   ქეთევანი777 შენ ტერ...   Jan 18 2013, 10:18 PM
ხახაბოელი   ქეთევანი777 ჩვენ რო ...   Jan 18 2013, 11:40 PM
ქეთევანი777   ხახაბოელი მე რა უ...   Jan 20 2013, 12:22 AM
qetevano   ყველა იმას ხედავს ...   Jan 20 2013, 12:34 AM
ქეთევანი777   რა უნდა ვთქვა იმის ...   Jan 20 2013, 01:08 AM
ქეთევანი777   qetevano ჩემო კარგო იცი,...   Jan 20 2013, 01:22 AM
qetevano   ქეთევანი777 მოძღვა...   Jan 20 2013, 01:42 AM
ქეთევანი777   :) ბავშვი ყოფილხარ ...   Jan 20 2013, 02:11 AM
qetevano   :) ბავშვი ყოფილხარ ...   Jan 20 2013, 04:18 PM
ქეთევანი777   და როგორ მივხვდე რ...   Jan 20 2013, 02:21 AM
A.V.M   ქეთევანი777 რომელი ...   Jan 20 2013, 03:09 PM
zaz   A.V.M ამაში ვერ დაგეთ...   Jan 20 2013, 08:33 PM
A.V.M   zaz იმ დროისთვის არს...   Jan 20 2013, 09:04 PM
ქეთევანი777   qetevano ვწყვეტ საუბა...   Jan 20 2013, 09:39 PM
qetevano   qetevano მაპატიეთ, თუ გ...   Jan 20 2013, 09:51 PM
ქეთევანი777   qetevano კარგია, ამას ა...   Jan 20 2013, 10:00 PM
qetevano   [b]qetevano კარგია, ამას ...   Jan 20 2013, 10:10 PM
A.V.M   ქეთევანი777 უყურე12. მ...   Jan 20 2013, 10:08 PM
აკაკი   მივიდეთ მაშინ საავ...   Jan 21 2013, 01:49 AM
zaz   ქეთევანი777 აღსარებ...   Jan 21 2013, 12:09 PM
ხახაბოელი   ქეთევანი777 ქრისტია...   Jan 21 2013, 01:33 PM
crazy_priest   აგეტირება ამ თემას...   Jan 23 2013, 09:30 PM
nino.nino123   ეკლესიაზე და მღვდე...   Jan 23 2013, 09:41 PM
A.V.M   არ მოგვისმინო ქეთ...   Jan 23 2013, 11:39 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 15th May 2024 - 01:57 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი