IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

75 გვერდი V « < 73 74 75  
Reply to this topicStart new topic
> ლოცვა - სულიერი ხედვის დასაბამი
marine
პოსტი Apr 10 2024, 05:12 PM
პოსტი #1481


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,864
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ლოცვა - ეს სისპეტაკის მტრედია, რომელსაც შებილწულ გულში ადგილის პოვნა არ შეუძლია"

/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 20 2024, 12:54 PM
პოსტი #1482


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,864
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მე მახსენდება ძველი მოძღვრების დარიგება, მართალი ლოცვა რომ ჰქონდეს ადამიანს იგი უდიდეს სასწაულებს იზამს და ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ეს არის უდიდესი საუნჯე, ჩვენი სარწმუნოება"

/კათოლიკოს-პატრიარქი ილია II/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 21 2024, 09:37 PM
პოსტი #1483


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,864
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



" - მამაო, რას ნიშნავს თქვენთვის ლოცვა?

- ვაგზავნი შეტყობინებას და ვითხოვ დახმარებას. განუწყვეტლივ ვითხოვ დახმარებას ქრისტესგან, ღვთისმშობლისგან, წმინდანებისგან ჩემთვის და სხვებისთვის. თუ არ მოვითხოვ, არ მომეცემა"

/ღირსი პაისი ათონელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 24 2024, 08:26 PM
პოსტი #1484


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,864
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ვინც ქრისტეს ელაპარაკება, არასდროს ნანობს"

/ღირსი პაისი ათონელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 24 2024, 08:45 PM
პოსტი #1485


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,864
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"- მამაო, იოანე სინელი ამბობს, რომ ლოცვა არის "სამსჯავრო მსჯავრის წინ".

- ასეა. როდესაც ადამიანი სწორად ლოცულობს, მაშინ ლოცვა ხდება "სამსჯავრო მსჯავრის წინ". ვინც სულიერად ჯანმრთელია, როცა ლოცვის დაწყებამდე გულქვაობას იგრძნობს, გამოკვლევს, თუ რა არის ამის მიზეზი, რომ გამოასწოროს. "რატომ მაქვს ასეთი განცდა? - დაეკითხება იგი საკუთარ თავს, - იქნებ ჩემი საქციელით ვინმეს გული ვატკინე? იქნებ ვინმე განვკითხე ან განკითხვის გულისსიტყვა მქონდა და ვერ გავაცნობიერე? იქნებ ამპარტავნების გულისსიტყვა მქონდა ან ჩემში რაიმეს მიმართ მიჯაჭვულობაა და ღმერთთან ურთიერთობის საშუალებას არ მაძლევს?"

- ხოლო თუ ვერაფერის იპოვის?

- შეუძლებელია. თუ არქივში მოიძიებს, ანუ საკუთარ თავს დაკითხავს, აუცილებლად იპოვის საბუთს და მხვდება, თუ რაშია დამნაშავე"

/ღირსი პაისი ათონელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 24 2024, 09:30 PM
პოსტი #1486


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,864
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"თუ ქრისტესთან მდაბლად მიხვალ და მასთან საუბარს გააბამ, ისეთი საინტერესო და საამო იქნება, ვერც კი გააცნობიერებ, რა ხდება შენ გარშემო. მე ხალხთან სულიერი საუბრებიც კი მღლის მაშინ, როცა ლოცვის დროს დიდ სიამოვნებას ვგრძნობ.

ლოცვა ღმეთთან საუბარია. ზოგჯერ შვნატრი მათ, ვინც ქარისტეს ეპოქაში ცხოვრობდა, რადგან თვით ქრისტეს ხედავდნენ, უსმენდნენ და მასთან საუბარი შეეძლოთ. მაგრამ ვფიქრობ, რომ ჩვენ უკეთეს მდგომარეობაში ვართ, რამეთუ მათ არ ჰქონდათ ქრისტესთან ხშირი ურთიერთობის შესაძლებლობა, ჩვენ კი შეგვიძლია, რომ ლოცვის მეშვეობით გამუდმებით ვისაუბროთ მასთან"

/ღირსი პაისი ათონელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 25 2024, 01:35 PM
პოსტი #1487


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,864
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"როცა ადამიანი ღმერთს შეიყვარებს და მასთან ურთიერთობა ექნება, უკვე აღარაფერი მიწიერი მას არ აღელვებს, იგი შეშლილს ემსგავსება. ჩაურთე შეშლილს საუკეთესო მუსიკა, ოდნავაც არ შეძრავს. აჩვენე საუკეთესო მხატვრების ნამუშევრები, არც კი შეხედავს. მიეცი საუკეთესო კერძები, საუკეთესო ტანისამოსი, საუკეთესო სუნამო, ყურადღების ღირსადაც არ ჩათვლის, რადგან იგი თავის სამყაროშია. ასევე, ვისაც კავშირი აქვს ზეციურ სამყაროსთან, მთელი არსებით იქ არის მიჯაჭვული და ვერაფრით მოაშორებ. როგორც ჩვილ ბავშვს ვერ მოსწყვეტ დედის უბეს, ასევე ვერ მოსწყვეტ ლოცვას იმ კაცს, რომელმაც ლოცვის მნიშვნელობა გაიგო. რას გრძნობს ჩვილი თავისი დედის უბეში? ამას მხოლოდ ის მიხვდება, ვინც ღვთის თანამყოფობას განიცდის, საკუთარ თავს კი პატარა ბავშვად მიიჩნევს"

/ღირსი პაისი ათონელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი გუშინ, 07:44 PM
პოსტი #1488


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,864
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"- თუმცა, მამაო, როცა დრო გადის და პასუხს ვერ ვიღებ, მწუხარება მიპყრობს.

- როდესაც ლოცვაში რაიმეს ვითხოვთ, მოთმინებით უდნა ველოდოთ. ერთხელ თვალი მქონდა გასივებული და მტკიოდა. სამჯერ მივედი ღვთისმშობლის ხატთან და თვალის განკურნება ვთხოვე, რათა საღამოობით ფსალუნების კითხვა შემძლებოდა. კანდელიდან ცოტა ზეთიც ავიღე და თვალზე ვიცხე, მაგარმ ვერ განვიკურნე. რამდენიმე დღეში მდგომარეობა გამიუარესდა; თვალი ძალიან მტკიოდა და უფრო მეტად სივდებოდა. თხუთმეტი დღე გავიდა. მაშინ ისევ მივედი დიდი მოკრძალებით ღვთისმშობლის ხატთან და ვთქვი: "ღვთისმშობელო, მომიტევე, ისევ უნდა შეგაწუხო". ისევ ავიღე კანდელიდან ცოტა ზეთი და, როგორც კი თვალზე დავიდე, მაშინვე განვიკურნე. განა არ შეეძლო ღვთისმშობელს, რომ თავიდანვე განეკურნა ჩემი თვალი? მაგრამ რაღაცას ხედავდა და ცოტა ხნით დამტოვა, რომ ჭირთათმენა მესწავლა. შენც ევედრე მდაბლად და მოთმინებით დაელოდე. რმენით, ტკივილით, დაჟინებით და მოთმინებით აღსრულებული ლოცვა, თუკი ის, რასაც ვითხოვთ, ჩვენთვის სასიკეთოა, აუცილებლად შეისმინება"

/ღირსი პაისი ათონელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი გუშინ, 10:07 PM
პოსტი #1489


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,864
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ბოლოს, როცა ლოცვას მორჩები, მაშინვე ნუ გადახვალ სხვადასხვა საქმიანობაზე, არამედ კვლავ ცოტა ხნით შეჩერდი და დაფიქრდი, რა იქნა შენს მიერ აღსრულებული და რას გავალებს იგი, ხოლო ის, რაც ლოცვის დროს შეიგრძენი, ეცადე, მის შემდეგაც შეინარჩუნო. თუმცა, ვინც საჭიროებისამებრ წაიკითხავს ლოცვას, როგორც წესი, თავადაც არ ისურვებს! ჩვენი წინაპრები ცარგრადიდან დაბრუნებისას ამბობდნენ ხოლმე: ვინც სიტკბოს იგემებს, მწარეს აღარ ისრუვებსო. იგივე ხდება სწორი ლოცვის დროსაც. და ამ სიტკბოებიასთან მიახლებააა სწორედ ლოცვის მთავარი მიზანი, რადგანაც ლოცვის სული ჩვენში სწორედ მისით აღიზრდება"

/წმ. თეოფანე დაყუდებული/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

75 გვერდი V « < 73 74 75
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 28th April 2024 - 12:05 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი