IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ძალა მოწყალებისა...
marine
პოსტი Mar 21 2008, 12:00 PM
პოსტი #1


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,854
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ვფიქრობ, ამ განყოფილებაში ერთი ასეთი თემა აუცილებლად უნდა იყოს, სადაც დავწერთ წმინდა მამათა, სათნო ადამიანებისა და ჩვენს შეხედულებებს მოწყალების, ქველმოქმედების შესახებ smile.gif

ამჯერად ჩვენი საყვარელი პატრიარქის სიტყვებს გაგაცნოთ:

საინტერესოა, რომ ძველებრაულად (ამ ენაზეა დაწერილი მათეს სახარება და ძველი აღთქმა) სიტყვა "მოწყალება" თანამედროვე გაგებასთან შედარებით გაცილებით ფართო მნიშვნელობას შეიცავს.

იგი არ ნიშნავს გაჭირვებულის მხოლოდ შველას ანდა მძიმე მდგომარეობაში მყოფისათვის თანაგრძნობას. ის ასევე გულისხმობს სხვისი მდგომარეობის იმდენად ღრმად წვდომის უნარს, რომ შეგეძლოს მისი თვალებით დაინახო სამყარო, მისი გონებით გააანალიზო პრობლემები, განიცადო მისი განცდები...

ეს კი სიბრალულზე მეტია. ეს არის არა მარტო თანაგრძნობა, არამედ საკუთარი თავის შეგნებული გაიგივება სხვა პიროვნებასთან იმდენად, რომ აღიქვამდე და გრძნობდე სამყაროს ისე, როგორც აღიქვამს მას ჭირში მყოფი. ეს არის ნიჭი სხვადყოფნისა. ღმერთმა მოგვმალდოს იგი.



"იცხოვრე სხვისთვის, თუ გსურს ემსახურო შენს თავს."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
qetevano
პოსტი Jan 10 2014, 02:04 PM
პოსტი #2


ბრრრრრ
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 3,683
რეგისტრ.: 27-September 12
მდებარ.: ევრივეა
წევრი № 12,646



marine
Aაა კაი. რომელირაც საიტზე მქონდა მე წაკითხული და... kiss1.gif


--------------------
ბეტმენი ხელს არ აწერს!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 10 2014, 02:08 PM
პოსტი #3


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,854
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ციტატა(qetevano @ Jan 10 2014, 03:04 PM) *

marine
Aაა კაი. რომელირაც საიტზე მქონდა მე წაკითხული და... kiss1.gif


ძალიან ვრცელია, ქეთ, თორემ აგიკრიფავდი a025.gif მე არ მქონდა წაკითხული და ისე ძალიან მომეწონა, რომ რა ვიცი... smile.gif

ვიპოვე ინტენეტში:

ჩარლი ჩაპლინის : “წერილი ჯერალდინას”!

“შენ ჩემი გვარისა ხარ – ჩაპლინი! ლამის ნახევარი საუკუნე ეს გვარი მთელს დედამიწას აცინებდა. მაგრამ ის სიცილი რაა იმასთან, რაც მე მიტირია, ჯერალდინა.
სამყარო სადაც შენ ცხოვრობ, მარტო ცეკვის და მუსიკის საუფლო როდია!…”

ჩემო გოგონა,

ახლა ღამეა. შობა ღამე. ჩემს პატარა ციხესიმაგრეში ყველა უაბჯრო მეციხოვნემ ძილს მისცა თავი. სძინავს შენს და-ძმას. დედაშენსაც კი ჩაეძინა.

შენ ისე შორს ხარ ჩემგან … მაგრამ დაე, თვალისჩინი წამერთვას, თუ ახლაც, ამ წუთს, შენს სურათს არ ვუმზერდე. ის აქ არის, მაგიდაზე, ჩემს გულთან ახლოს. შენ კი სადა ხარ? შორს, ზღაპრულ პარიზში. ელისეს მინდვრების თეატრში. დიდებულ სცენაზე ცეკვავ.

ხომ კარგად ვიცი ეს, მაგრამ მაინც, წყნარი ღამის მდუმარებაში თითქოს ცხადად ჩამესმის შენი ნაბიჯების ხმა. ვხედავ შენს თვალებს, ზამთრის ცაზე გაბნეული ვარსკვლავებივით რომ კიაფობენ. ვიცი, ამ ლამაზ სპექტაკლში ხანისგან დატყვევებული სპარსელი მზეთუნახავის როლს ასრულებ. იყავი მზეთუნახავი და იცეკვე. იყავი ვარსკვლავი და იკაშკაშე.
მაგრამ თუკი მაყურებლის მადლობამ და აღტაცებამ დაგათროს, თუ მორთმეული ყვავილების სურნელებამ თავბრუ დაგასხას, განმარტოვდი სადმე კუთხეში და ჩემი წერილი წაიკითხე, ყური მიუგდე მამაშენის ხმას. მე მამაშენი ვარ ჯერალდინა! მე ჩარლი ჩაპლინი ვარ, ჩარლი ჩაპლინი!

…იცი კი, რამდენჯერ დამთენებია შენს სასთუმალთან? სულ პაწია ზღაპრებს გიყვებიდი! ხან მძინარე მზეთუნახავისას, ხან ბოროტი გველეშაპისას. ხოლო როცა ჩემს ბებერ თვალებს ძილი წამოეპარებოდა, დავცინოდი მას და ასე ვეუბნებოდი: „გამშორდი“! მე ჩემი გოგოს ოცნებები მეზმანებიან! მე ვხედავდი შენს ოცნებებს, ჯერალდინა. ვხედავდი შენს მომავალს, შენს დღევანდელ დღეს! ვხედავდი სცენაზე მოცეკვავე ასულს, ცაზე მოფარფატე ფერიას. მესმოდა, როგორ ლაპარაკობდნენ ხალხში: „ხედავთ ამ გოგონას? ერთი ბებერი კლოუნის ქალიშვილია, არ გახსოვთ ჩარლის რომ ეძახდნენ?“ ჰო, მე ჩარლი ვარ! ბებერი მასხარა.

დღეს შენი ჯერია. იცეკვე! მე ფართხუნა, დაკონკილი შარვლით ვცეკვავდი, შენ პრინცესას აბრეშუმის სამოსი გმოსავს. ეგ ცეკვა და ტაშის გრიალი დროდადრო ცაში აგტყორცნის.

გაფრინდი, გაფრინდი იქით … მაგრამ ხანდახან მიწაზეც დაეშვი! შენ უნდა ნახო ხალხის ცხოვრება – ცხოვრება იმ ქუჩის მოცეკვავეებისა, შიმშილისგან დაოსებულნი, სიცივითა და სიღატაკით ათრთოლებულნი რომ როკავენ!
მათი ხვედრი მეც მიწვნევია, ჯერალდინა. იმ ჯადოსნურ ღამეებში, შენ რომ ჩემს ზღაპრებთან იძინებდი, მე არ მეძინა. დავყურებდი შენს საყვარელ სახეს, ვუსმენდი შენი გულისფეთქვას და ჩემს თავს ვეკითხებოდი: „ჩარლი, ნუთუ ეს ღლაპი შენ ოდესმე გაგიცნობს?“ შენ არ მიცნობ მე ჯერალდინა … იმ შორეულ ღამეებში უამრავ ზღაპარს გიყვებოდი, მაგრამ ჩემი ზღაპარი არასოდეს მიამბია … ისიც ძალიან საინტერესო ზღაპარია, ჯერალდინა. ზღაპარი მშიერი მასხარისა, ლონდონის ღატაკთა კვარტლებში რომ მღეროდა და ცეკვავდა, მერე კი … მოწყალებას აგროვებდა! აი, ჩემი ზღაპარი!

მე ვიცი, რა არის შიმშილი, ვიცი, რას ნიშნავს უსახლკარობა! ეგ კიდევ რაა, მე გამოვცადე დამამცირებელი ტკივილი მოხეტიალე მასხარისა, რომლის მკერდში მობობოქრე სიამაყის ოკეანე სამოწყალოდ გადაგდებულ მონეტებს უნდა დაეშრო. მაგრამ მაინც, მიუხედავად ყველაფრისა, ცოცხალი ვარ, ცოცხლებზე კი მუდამ ცოტას ლაპარაკობენ.

შენ ჩემი გვარისა ხარ – ჩაპლინი! ლამის ნახევარი საუკუნე ეს გვარი მთელს დედამიწას აცინებდა. მაგრამ ის სიცილი რაა იმასთან, რაც მე მიტირია, ჯერალდინა. სამყარო სადაც შენ ცხოვრობ, მარტო ცეკვის და მუსიკის საუფლო როდია!…

… ჯერალდინა! შუაღამისას იმ დიდებული დარბაზიდან რომ გამოხვალ, დაივიწყე შენი მდიდარი თაყვანისმცემლები, მაგრამ არ დაგავიწყდეს ტაქსის შოფერს ცოლის ამბავი გამოჰკითხო. შეიძლება ცოლი ფეხმძიმედ ჰყავს და იმის ფულიც არა აქვთ რომ თავიანთი პირმშოსთვის სახვევები იყიდონ. თუ ასეა, ადექი და ჩაუდე ფული ჯიბეში.
მე ბანკში ნათქვამი მაქვს, რომ ეს ხარჯები გაგისტუმრონ. სხვას კი მუდამ ყველას ზუსტად გადაუხადე!
დროდადრო მეტროში ჩადი. ქალაქი დაათვალიერე, იარე ფეხით ან ავტობუსით. ხალხს დააკვირდი! ქვრივ-ობლებს შეხედე! და თუნდაც დღეში ერთხელ მაინც შენს თავს უთხარი: „მეც ერთ-ერთი ამათგანი ვარ!“ დიახ, შენ ერთ-ერთი იმათაგანი ხარ, ჩემო გოგონა.
ხელოვნება, სანამ ცაში ასაფრენად ფრთებს უბოძებდეს ადამიანს, ჯერ ფეხებში ურტყამს … როცა დადგება წამი და იგრძნობ, როგორ მაღლდები მაყურებელზე, მაშინვე გადი სცენიდან. პირველივე ტაქსი დაიჭირე და პარიზის გარეუბნებს მიაშურე. მე კარგად ვიცნობ ამ უბნებს. იქ იხილავ მოცეკვავე ქალიშვილებს – შენსავე მსგავსთ, შენზე უფრო გრაციოზულებს, შენზე ამაყებს. შენი თეატრის პროჟექტირების თვალისმომჭრელ ელვარებას იქ ვერსად ნახავ! მათი სცენის პროჟექტორი მთვარეა.დააკვირდი, აბა, კარგად დააკვირდი: შენზე უკეთ ხომ არ ცეკვავენ? გამოტყდი, ჩემო გოგონა. ცოტას როდი შეხვდები ისეთს, ვინც შენზე უკეთ ცეკვავს, ვინც შენზე კარგად თამაშობს. და ეს გახსოვდეს: ჩარლის ოჯახში არასოდეს ყოფილა ვინმე ისეთი ხეპრე, რომ მეეტლისთვის უკმეხი სიტყვა ეთქვას ან სენის სანაპიროზე მჯდარი მათხოვრისთვის დაეცინოს …
ჩარლი წავა, ჯერალდინა, და შენ იცოცხლებ … მე არ მინდა, ოდესმე სიღატაკე გამოსცადო. ამ წერილთან ერთად გიგზავნი ჩეკის წიგნაკს – ხარჯე, რამდენსაც მოისურვებ, ოღონდ გახსოვდეს: ორ ფრანკს რომ დახარჯავ, შენს თავს უთხარი, მესამე მონეტა ჩემი არ არის-თქო. იგი ეკუთვნის ვინმე სხვას, უცნობს, ვისაც ის ერთი ფრანკიც სანატრელი აქვს. მისი პოვნა არ გაგიჭირდება. საკმარისია მოინდომო და ამ უცნობ ღატაკებს ყოველ ფეხის ნაბიჯზე ნახავ. ფულზე იმიტომ გელაპარაკები, რომ კარგად ვიცი ამ დემონის მაცდური ძალა …
ჯერალდინა, მე დიდხანს გამოვდიოდი ცირკში და მუდამ შიშით შევცქეროდი ბაგირზე ასულ ჯამბაზებს, მაგრამ აი, რა მინდა გითხრაჩემო გოგონა … ადამიანს ძირს, მყარ მიწაზე უფრო ადვილად შეიძლება ფეხი დაუცდეს, ვიდრე ჯამბაზს იმ ვერაგ თოკზე.
შეიძლება ამ საღამოს თვალი მოგტაცოს რომელიმე ბრილიანტის ელვარებამ და მაშინ შენი დაცემა გარდაუვალია. შეიძლება დადგეს დღე და უცხო პრინცის მშვენიერმა სახემ დაგატყვევოს. იმ წუთიდან შენ უცადი მუშაითი ხარ, გამოუცდელებს კი ბაგირი მუდამ ღალატობს, ნუ გაყიდი შენს გულს ოქროსა და სამკაულისთვის. იცოდე, ყველაზე დიდი ბრილიანტი მზეა, ის კი, ჩვენდა საბედნიეროდ, ყველას ერთნაირად დაგვნათის.
ხოლო, როცა ჟამი დაჰკრავს და სიყვარული გეწვევა, გულით შეიყვარე შენი რჩეული…

სამუშაო ძნელი გაქვს, ვიცი … სხეულს სიფრიფანა აბრეშუმის ნაჭერი გიფარავს. ხელოვნების სახელით სცენაზე შეიძლება შიშველიც გამოხვიდე, მაგრამ იქიდან კიდევ უფრო უმწიკვლო და შემოსილი უნდა დაბრუნდე …
რა ვუყოთ მერე, თუ ჩემი შეხედულება ამ საკითხზე მოძველებული გამოჩნდება, თუ ასე ჯერ კიდევ ათი წლის წინათ ფიქრობდნენ. ნუ გეშინია, ეგ ათი წელი ვერ დაგაბერებს … ჯერალდინა, მე მინდა რომ შენ ამ შიშველთა კუნძულის უკანასკნელი ქვეშევრდომი იყო …

მე ვიცი, მამებს და შვილებს ნიადაგ ბრძოლა აქვთ ერთმანეთში. მეომე ჩემო გოგონა, ჩემს აზრებს ეომე. მე არ მიყვარს მორჩილი შვილები. და ვიდრე ამ ბარათს ჩემი ცრემლი არ დასდენია, მინდა მჯეროდეს, რომ ეს შობაღამე სასწაულების ღამეა. მინდა მოხდეს სასწაული და შენ მართლა გაიგო ყველაფერი, – ყველაფერი, რაც შენთვის მინდოდა მეთქვა.
ჩარლი დაბერდა, ჯერალდინა! ადრე თუ გვიან თეთრი სასცენო კაბის მაგიერ შავებში უნდა გამოეწყო და ჩემს საფლავზე მოხვიდე. ახლა არ მინდა გული გატკინო, მაგრამ ხანდახან სარკეში ჩაიხედე – იქ მე დამინახავ. შენს ძარღვებში ჩემი სისხლი ჩქეფს. მე მინდა, რომ მაშინაც კი, როცა ჩემს ძარღვებში სისხლი დინებას შეწყვეტს, არ დაივიწყო მამაშენი ჩარლი.
მე ანგელოზი არ ვყოფილვარ, მაგრამ მუდამ ვცდილობდი, ადამიანი ვყოფილიყავი. ეცადე შენც.

გკოცნი, ჯერალდინა

შენი ჩარლი

1965 წლი დეკემბერი


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
marine   ძალა მოწყალებისა...   Mar 21 2008, 12:00 PM
სოფი   :) + ნათიას ადრენდე...   Mar 21 2008, 12:26 PM
marine   სოფი :მპუა: :ყვავილ...   Mar 21 2008, 01:13 PM
zviadauri   სოფი :მპუა: :ყვავილ...   Mar 24 2008, 05:36 PM
marine   "ღმერთმან... კეთილ...   Mar 24 2008, 03:48 PM
makiki   მართლა ძალიან ძნელ...   Mar 24 2008, 05:17 PM
marine   "მისდიეთ მოწყალე...   Mar 25 2008, 10:46 AM
marine   "ჩვენი დღეები - ის ...   Mar 25 2008, 01:27 PM
marine   ქუთაისში გაბრიელ ე...   Mar 26 2008, 11:22 AM
zviadauri   ქუთაისში გაბრიელ ...   Mar 26 2008, 02:38 PM
marine   მადლი ისაა მარინე ...   Mar 26 2008, 02:41 PM
marine   "დრო ჩვენ მოგვეცა...   Mar 26 2008, 04:25 PM
xornabujeli   :) კარგი თემაა,მარინ...   Mar 26 2008, 04:36 PM
marine   ალბათ,თქვენც გამო...   Mar 26 2008, 04:52 PM
ნათია   marine მაპატიე, ეხლა შე...   Mar 26 2008, 04:38 PM
marine   "შენი კეთილი საქმ...   Mar 28 2008, 02:09 PM
TikoE   "შენი კეთილი საქ...   Mar 28 2008, 03:15 PM
marine   შენ წარმოთქვი სიტ...   Mar 28 2008, 03:28 PM
marine   "მოწყალების რამდ...   Apr 8 2008, 10:42 AM
marine   მოწყალების ძალა წ...   Apr 11 2008, 01:31 PM
marine   შენს მოქმედებას სა...   Apr 15 2008, 01:52 PM
ნათია   შენს მოქმედებას ს...   Apr 15 2008, 01:55 PM
marine   ულამაზესი სიტყვებ...   Apr 16 2008, 03:44 PM
ლულუ   "მოწყალე ხელი არ ...   Apr 16 2008, 03:50 PM
marine   "მოწყალე ხელი არ ...   Apr 16 2008, 03:52 PM
ლულუ   როგორადაც ძალგიძს,...   Apr 16 2008, 03:54 PM
nino_ni   მე ასეთი ისტორია ვ...   Apr 16 2008, 09:19 PM
makiki   მაგარი ისტორიაა :) ,...   Apr 16 2008, 10:53 PM
TikoE   მარინე - არაჩვეულე...   Apr 17 2008, 09:39 AM
marine   ყველას მადლობა, რო...   Apr 17 2008, 11:28 AM
ლულუ   ერთი კონსტანტინეპ...   Apr 17 2008, 02:07 PM
marine   ლულუ ლულუ, ჩემო კარ...   Apr 17 2008, 03:09 PM
marine   "არსებობს სულიერ...   Apr 22 2008, 11:14 AM
marine   ძალზე მოწყალე იყო ...   Apr 22 2008, 01:52 PM
marine   "მოწყალება არს დე...   Apr 23 2008, 12:26 PM
marine   "მოწყალება ისეთი ...   May 14 2008, 11:01 AM
marine   ყოველივეს, რასაც ღ...   May 16 2008, 01:59 PM
marine   "საყვარელნო, ღვთი...   May 22 2008, 02:19 PM
sssimonika   ერთხელ პატრიარქ იო...   May 22 2008, 11:15 PM
marine   "თუ კეთილ საქმეს ...   May 28 2008, 02:20 PM
marine   "რადგან ადამიანთ...   Jun 19 2008, 10:47 AM
.nino   მართალი და მოწყალე...   Jul 1 2008, 02:26 PM
N10a   1. ერიდეთ, თქვენი კე...   Sep 16 2008, 10:17 PM
dariala   .ნინო რა მაგარიააა...   Sep 16 2008, 10:20 PM
.ნინო   ერთი მონასტრის წინ...   Sep 18 2008, 08:25 PM
.ნინო   1917 წლის შიმშილობის...   Nov 3 2008, 08:29 PM
.ნინო   1917 წლის შიმშილობის...   Nov 3 2008, 08:29 PM
marine   "კეთილი საქმის კე...   Dec 4 2009, 02:58 PM
marine   "ღატაკი, ეს არის შ...   Feb 4 2010, 02:42 PM
marine   "შენი მოყვასით ცხ...   Apr 15 2010, 01:13 PM
marine   "ჩარლი წავა, ჯერა...   Jan 10 2014, 11:56 AM
qetevano   ძალიან კარგი წეილი...   Jan 10 2014, 01:30 PM
marine   ძალიან კარგი წეილ...   Jan 10 2014, 02:02 PM
qetevano   marine Aაა კაი. რომელირა...   Jan 10 2014, 02:04 PM
marine   marine Aაა კაი. რომელირ...   Jan 10 2014, 02:08 PM
qetevano   marine Dიდი დიდი მადლობ...   Jan 10 2014, 02:14 PM
marine   marine Dიდი დიდი მადლობ...   Jan 10 2014, 02:15 PM
qetevano   ჩაპლინზე რომ არს წ...   Jan 10 2014, 02:16 PM
marine   როცა ქუჩაში ზამთრი...   Jan 15 2014, 01:58 PM
marine   "მოწყალე ადამიან...   Jan 16 2014, 11:06 AM
marine   არ არსებობს უცოდვე...   Jan 17 2014, 11:41 AM
marine   "იცხოვრე სხვების...   Jan 28 2014, 10:52 AM
marine   "მცირსა ზედა" მა...   Feb 10 2014, 11:26 AM
marine   "თუ მოყვასს დაეხმ...   Feb 25 2014, 11:01 AM
marine   იმისათვის რომ თვალ...   Feb 25 2014, 04:03 PM
marine   "ქართველ ხალხს ის...   Nov 1 2014, 08:43 PM
sanfol   თუ კი ვივარაუდეთ თ...   Nov 1 2014, 11:09 PM
marine   თუ კი ვივარაუდეთ თ...   Nov 2 2014, 02:46 PM
sanfol   ერთი წმინდა მამა ა...   Nov 3 2014, 06:43 PM
marine   გასაგებია და თუ კი ...   Nov 3 2014, 07:46 PM
marine   „გვავიწყდება, რომ ...   Nov 4 2014, 06:25 PM
marine   „საკუთარ თავს ყველ...   Nov 5 2014, 12:02 PM
marine   "იგი (წმ. ნექტარიო...   Nov 6 2014, 02:41 PM
marine   "მოწყალე ადამიან...   Nov 15 2014, 08:48 PM
marine   "პირდაპირ ამბობს ...   Nov 18 2014, 04:21 PM
sanfol   სულიერი მოწყალება...   Dec 9 2014, 02:15 PM
G_saxva   sanfol ვერავის ვერ დაუ...   Dec 9 2014, 02:21 PM
marine   sanfol ვერავის ვერ დაუ...   Dec 9 2014, 05:28 PM
sanfol   G_saxva საინტერესოა ნა...   Dec 9 2014, 02:24 PM
mari90   sanfol შენ როგორც მიხვ...   Dec 9 2014, 02:32 PM
mari90   ანუ ღმერთის არსებ...   Dec 9 2014, 05:43 PM
marine   ბავშვებო, თემას ნუ ...   Dec 9 2014, 05:56 PM
G_saxva   mari90 მგონი ტერმინებ...   Dec 10 2014, 09:50 AM
mari90   G_saxva რწმენა არის რო...   Dec 10 2014, 10:06 AM
G_saxva   mari90 ეგ როდის მერე გა...   Dec 10 2014, 10:43 AM
marine   "ბევრი სიკეთე აკე...   Dec 11 2014, 06:13 PM
marine   "საკუთარი სიკეთე ...   Dec 28 2014, 07:01 PM
marine   "მართლაცდა, ვინც ...   Jan 11 2015, 08:36 PM
marine   "უნდა ბევრი გასცე...   Jan 11 2015, 09:07 PM
marine   "განკითხვა ძველქ...   Feb 3 2015, 07:16 PM
marine   "გულის განწყობის ...   Feb 3 2015, 11:23 PM
marine   "თავის თავს ყოველ...   Feb 13 2015, 09:35 PM
marine   "მოწყალების გაღე...   Mar 1 2015, 09:46 PM
marine   "ვინც უფლის სიყვა...   Mar 21 2015, 09:45 PM
marine   "ადამიანმა საკუთ...   Mar 21 2015, 10:00 PM
marine   "სათნო საქმეზე, რ...   Mar 27 2015, 10:35 PM
marine   "მეუფე [ელისე ჯოხ...   Mar 29 2015, 10:24 PM
marine   "ვინც გაჭირვებულ ...   Apr 8 2015, 02:38 PM
marine   "უპოვარნი ხორციე...   Apr 12 2015, 01:09 PM
marine   მე და მათხოვარი ბა...   Apr 19 2015, 05:18 PM
8 გვერდი V  1 2 3 > » 


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 5 მომხმარებელი (მათ შორის 5 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 26th April 2024 - 10:47 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი