IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

3 გვერდი V  1 2 3 >  
Reply to this topicStart new topic
> შიო მღვიმის მონასტერი., დღეს შიო ათცამეტთაგანის მიცვალების დღეა, შეგეწიოთ.
ლეონტი
პოსტი May 22 2007, 07:30 PM
პოსტი #1


ილოცე!!!
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,990
რეგისტრ.: 7-November 06
მდებარ.: ოთახი
წევრი № 416



შიო მღვიმელი, ათცამეტთაგან ერთ-ერთი ასურელი მამა. შიომღვიმის მონასტრის დამაარსებელი.

დაიბადა ანტიოქიაში. 20 წლისა, განთქმული მეუდაბნოის იოანეს მოწაფე გახდა,რომელიც თავის მხრივ სიმეონ მესვეტის სულიერი შვილი გახლდათ.
მან თავისი ქონება გლახაკებს და მონასტრებს დაურიგა და ბერად აღიკვეცა.

VI საუკუნის შუა წლებში იოანე თავის მოწაფეებთან ერთად საქართველოში ჩამოვიდა. ცხოვრობდნენ მცხეთაში, შემდეგ ზედაზნის მთაზე.
4 წლის შემდებ შიო მღვიმელი გამოეყო ძმობას და სარკინეს მთაზე დააარსა შიომღვიმის მონასტერი. თავდაპირველად შიო მღვიმელი ცხოვრობდა მცირე გამოქვაბულში, რომელიც დაახლოებით IX საუკუნეში ეკლესიად უქცევიათ, მონასტერი შიო მღვიმელის დროსვე იქცა მსხვილ ლავრად.
მისივე ინიციატივით აქ ააგეს პირველი ეკლესია იოანე ნათლისმცემლის სახელობისა. სიცოცხლის უკანასკნელი წლები შიო მღვიმელმა გაატარა განმარტოებით, 12 მ სიღრმის მღვიმეში , ანდერძის თანახმად, იქვე დაკრძალეს.
შიო მღვიმელის ცხოვრების ამსახველი თხზულება შემონახულია ორი რედაქციით:
მოკლე (გამოკრეფილია არსენ II კათოლიკოსის ვრცელი თხზულებიდან "იოანე ზედაზნელის და მისი მოწაფეების ცხოვრება", X საუკუნის II ნახევარი) და მისი მეტაფრასი (XII ს.).


აი უფრო ვრცლად:
წმინდა შიო ანტიოქიაში დაიბადა. იგი დედისერთა იყო და მშობლები განსაკუთრებულად ევლებოდნენ თავს. მათ შვილს საუკეთესო განათლება მისცეს და სურდათ სამოქალაქო სამსახურში ჩაეყენებინათ, მაგრამ შიოს გული მონასტრისაკენ მიუწევდა. ამიტომ ერთ-ერთი მონასტრისაკენ გასწია, იქ მას წმინდა იოანე დახვდა და უწინასწარმეტყველა, რომ მალე ბერი გახდებოდა, მაგრამ ჯერ შინ უნდა დაბრუნებულიყო და მშობლებისაგან ნებართვა აეღო. თავიდან მშობლები უარზე დადგნენ. შიო რამოდენიმე წელი ელოდა მათ დალოცვას ბერობაზე, თან გამუდმებით ლოცულობდა. და აი, მისი ლოცვის ნაყოფად, მშობლებს თავად გაუჩნდათ მონასტერში წასვლის სურვილი. მათი გამგზავრების შემდეგ შიოც გაუდგა მონასტრის გზას.

წმინდა შიო რამოდენიმე წელი მოღვაწეობდა იოანეს სავანეში. მაგრამ ერთხელ წმინდა იოანეს ღვთისმშობელი გამოეცხადა და უბრძანა, თორმეტი რჩეული მოწაფით საქართველოში ჩასულიყო. ამ მოწაფეთა შორის აღმოჩნდა წმინდა შიოც.

საქართველოში ჩამოსული შიო, წინამძღვრის ლოცვა-კურთხევით, სარკინეთის მთებში მდებარე ერთ-ერთ მღვიმეში დასახლდა. ეს ადგილი განსაკუთრებით უკაცრიელი იყო და საცხოვრებლად ძნელი, მაგრამ მამა შიოს საზრდელს მტრედი უზიდავდა. ერთ დღეს ამ სასწაულის მომსწრე გახდა ფარსმან მეფის მხედართმთავარი ევაგრე, რომელზეც ნანახმა ისე იმოქმედა, რომ სამუდამოდ წმინდა მამასთან დარჩა და ბერად აღიკვეცა. ფარსმანს ეწყინა ევაგრეს ბერად შედგომა და თვითონ წავიდა წმინდა შიოს სანახავად. მან ბერის სახეზე ისეთი ნათელი იხილა, რომ გვირგვინი მოიხსნა და დაუჩოქა. წმინდა მამამ წამოაყენა და გვირგვინი თავისი ხელით დაადგა. მოხიბლულმა მეფემ სავანეს უამრავი თვალ-მარგალიტი და სიმდიდრე შესწირა, რათა იმ ადგილას ტაძარი აეგოთ. როცა ტაძრის მშენებლობა დასრულდა, მეფე კათოლიკოსთან ერთად ჩაბრძანდა შიომღვიმეში და მის კურთხევას დაესწრო.

წმინდა მამა ღირსი შეიქმნა ეხილა ღვთისმშობელი, რომელიც წმინდა იოანე ნათლისმცემელთან ერთად გამოეცხადა მას, აკურთხა და გაძლიერება აღუთქვა.

წმინდა შიო მღვიმელი უამრავ სასწაულს აღასრულებდა. ერთხელ მას ბერებმა შესჩივლეს, მონასტრის ფარას მგელი შეეჩვია და მოსვენებას არ გვაძლევსო. მამა შიომ ილოცა და შემდეგ მგელს უბრძანა ამიერიდან არა თუ არ ევნო ცხვრებისთვის, არამედ ემწყემსა კიდეც. მართლაც, რამოდენიმე წელიწადი მგელი მორჩილად ასრულებდა წმინდა მამის ლოცვა-კურთხევას. ბოლოს, მამა შიოს შეეცოდა მგელი და ტყეში გაუშვა, თან დააბარა, თქვენმა მოდგმამ მონასტრის ფარას არაფერი ავნოსო. მართლაც, ამ ამბის შემდეგ მონასტრის ცხვრებს მხეცები აღარ აწუხებდნენ.

შიომღვიმის მონასტერი თანდათან იზრდებოდა. მალე იქ ორი ათასამდე ბერი მოღვაწეობდა, რომელთაც მამა შიო ბერულ ცხოვრებას ასწავლიდა. რამოდენიმე წლის შემდეგ წმინდა მამამ წინამძღვრობა ევაგრეს გადაულოცა, თვითონ კი მონასტერში არსებულ მღვიმეში განმარტოვდა და თხუთმეტი წელი ასე გაატარა.

ყველიერის ხუთშაბათს (დიდმარხვის, ანუ სააღდგომო მარხვის დაწყების წინა კვირის ხუთშაბათს) მისი წმინდა ნაწილები მღვიმიდან ამოიწევდა ხოლმე და ჰაერში ჩერდებოდა. ამიტომ საქართველოს ეკლესიამ ყველიერის ხუთშაბათს წმინდა შიო მღვიმელის ხსენება დააწესა.
სპარსელების ერთ-ერთი შემოსევის დროს შაჰ-აბასის მხედრებმა მონასტერი ააოხრეს ,შიო მღვიმელის წმიდა ძვლები ირანში წაიღეს. იმ წელს სპარსეთი საშინელმა ჭირმა მოსრა.შემდეგ იყო გამოცხადება, შეშინებულმა სპარსელებმა წმიდა შიოს ნაწილები კვლავ მონასტერში დააბრუნეს.

IPB-ს სურათი


აი ამონარიდი პატრიარქის ქადაგებიდან:
"ასეთივე დიდი მადლით იყო მოსილი შიო მღვიმელი. ზოგიერთი ფიქრობს, რომ მოვა ეკლესიაში, დაანთებს სანთელს და ეს საკმარისია. ადამიანმა რომ მიიღოს მადლი, საჭიროა დიდი სულიერი მოღვაწეობა.

ცნობილია, რომ შიო მღვიმელი სირიიდან იყო. იგი საკმაოდ ძლიერი ოჯახის ერთადერთი ვაჟი გახლდათ. როცა შიომ იოანე ზედაზნელი გაიცნო, დაარიგა თავისი ქონება, მივიდა მასთან და მორჩილებაში იმყოფებოდა 20 წლის განმავლობაში. დღეს ეკლესიაში რომ მოდიან ადამიანები, უცებ უნდათ ავიდნენ სულიერ სიმაღლეებზე, ასე არ ხდება. შიო მღვიმელი 20 წლის განმავლობაში მორჩილი იყო! იოანე ზედაზნელი თავის მოწაფეებთან ერთად ასურეთიდან საქართველოში რომ მოვიდა, შიო ისევ თავისი მოძღვრის მორჩილებაში იმყოფებოდა და მხოლოდ შემდეგ დაიწყო მან დამოუკიდებელი მოღვაწეობა.

ღირსმა მამა შიომ დააარსა შიომღვიმის მონასტერი. იგი მღვიმეში ჩავიდა და იქ ლოცულობდა თავისი ქვეყნისათვის, მთელი კაცობრიობისათვის. მისმა მოღვაწეობამ დიდი ნაყოფი გამოიღო და დღესაც და მარად იქნება დიდება მისი სახელისა! "


--------------------
tamarapaint.com აგრეთვე putkari.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
სოფი
პოსტი May 22 2007, 08:55 PM
პოსტი #2


Pro Christo..
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 3,122
რეგისტრ.: 10-January 07
წევრი № 843



ლეონტი
დიდი მადლობა ინფორმაციისათვის...თქვენც შეგეწიოთ smile.gif
დაახ. ერთი თვის წინ პირველად წავედი შიო მღვიმეში და იქაურობა ძალიან მომეწონა,საოცარი ადგილია... ასეთი მადლით აღსავსე... უკან ძალიან ბედნიერი დავბრუნდი.smile.gif
მართლაც საოცარია ის ფაქტი,რომ შიო მღვიმელმა 15 წელი დაჰყო ამ მღვიმეში... ადამიანი, რამდენად მორწმუნე უნდა იყო, რა დიდი სიყვარული უნდა გაგაჩნდეს უფლისა,რომ ამის ძალა შეგწევდეს... საოცარია... დიდება უფალს!


--------------------
"Happiness only real when shared."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ლეონტი
პოსტი May 22 2007, 09:35 PM
პოსტი #3


ილოცე!!!
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,990
რეგისტრ.: 7-November 06
მდებარ.: ოთახი
წევრი № 416



ფოტოები გადაღებულია 20 მაისს 2007.
გზად შიომღვიმისკენ.
ახლოს მოჩანს კალოუბნის წმ.გიორგის საყდარი, შორს გაღმა წმ. ნინოს საყდარი:

IPB-ს სურათი

ადგილი სადაც პირველად განმარტოვდა წმინდა შიო:

IPB-ს სურათი

ნათლისმცემლის კომპლექსი, სადაც გამოცხადების მერე გადავიდა:

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი


--------------------
tamarapaint.com აგრეთვე putkari.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
::სალომე::
პოსტი May 22 2007, 10:00 PM
პოსტი #4


ფანცქვალა :D
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 3,744
რეგისტრ.: 16-February 07
მდებარ.: საქართველო, აჭარა, ბათუმი.
წევრი № 1,092



ჩემი უსაყვარლესი მონასტერია შიომღვიმე, ძალიან ძალიან მიყვარს wub.gifდა ძალიან მადლიანია.

IPB Image


--------------------
სიყვარულს ჩარჩოში ვერ ჩავსვამ
რადგან მას სამყარო ვერ იტევს
იგი ძალაა ღმერთისა , ანგელოზის ენით ნათქვამი
მთავარია შენ გიყვარდეს....
გიყვარდეს ისე რომ,
სამაგიეროს არ ელოდო...
გიყვარდეს,რა მოხდა მერე, იმ ძალით
თუ არ გიპასუხებენ...

=====================================
შეუძლებელი კაცთათვის, შესაძლებელია უფლისთვის.
=====================================
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ლეონტი
პოსტი May 22 2007, 10:01 PM
პოსტი #5


ილოცე!!!
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,990
რეგისტრ.: 7-November 06
მდებარ.: ოთახი
წევრი № 416



აი ეს კი ძველი სიდიადიას ნაშთია.
აქ შიოს დროს 2000 ბერი იყო, თამარის დროს 5000.
მრავალი მათგანი უმაღლესი ასკეტიზმით გამოირცეოდა , რაც ასურელ მამათა სკოლის დამსახურებაა.
წყალი მხოლოდ თამარს გაუყვანია, ისეც ადგილ ადგილ, მანამდე ქვევიდან ეზიდებოდნენ.
ქვევით კი წვეტობით მოდის.
ეს კლდე რომ ქვიშაქვის არ იყოს და ყოველ წელს არ ინგრეოდეს, ვარძია ბავშვობად მოგეჩვენებოდათ იმხელა კომპლექსი იყო.
ეხლა მხოლოდ ღრმა გვირაბების ნაშტიღაა, აქა იქ.

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი


--------------------
tamarapaint.com აგრეთვე putkari.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
::სალომე::
პოსტი May 22 2007, 10:03 PM
პოსტი #6


ფანცქვალა :D
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 3,744
რეგისტრ.: 16-February 07
მდებარ.: საქართველო, აჭარა, ბათუმი.
წევრი № 1,092



IPB Image


--------------------
სიყვარულს ჩარჩოში ვერ ჩავსვამ
რადგან მას სამყარო ვერ იტევს
იგი ძალაა ღმერთისა , ანგელოზის ენით ნათქვამი
მთავარია შენ გიყვარდეს....
გიყვარდეს ისე რომ,
სამაგიეროს არ ელოდო...
გიყვარდეს,რა მოხდა მერე, იმ ძალით
თუ არ გიპასუხებენ...

=====================================
შეუძლებელი კაცთათვის, შესაძლებელია უფლისთვის.
=====================================
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mogzaura
პოსტი May 22 2007, 11:31 PM
პოსტი #7


ნანა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,805
რეგისტრ.: 26-October 06
მდებარ.: თბილისი.პლანეტა დიღომი:)
წევრი № 332



ულამაზესი ადგილია და დზალიან მადლიანი!


--------------------
''როდესაც თქვენს ქებას გაიგებთ,გაიხსენეთ საკუთარი ნაკლოვანებები''
წმ ფილარეტ მოსკოველი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი May 23 2007, 10:28 AM
პოსტი #8


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



დავით აღმაშენებლის ანდერძის თანახმად, შიომღვიმის მონასტერი არის საქართველოს საერო ხელისუფლების მფარველი


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
სოფი
პოსტი Jun 22 2007, 08:18 PM
პოსტი #9


Pro Christo..
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 3,122
რეგისტრ.: 10-January 07
წევრი № 843



ბარემ აქვე დავწერ წმიდა შიოს ექვს დიდ სასწაულს(ჩვენამდე რამაც მოაღწია),რომელიც მე-14-15 სააუკნეებში მცხოვრებმა ბასილი კათალიკოსმა შეკრიბაsmile.gif

1.სპარსეთის სამთავროდან ერთი მდიდარი კაცი იტანჯებოდა წყალმანკით დიდხანს.გაიგო რა მამა შიოს სასწაულთმოქმედება,რწმენით მიეშურა მისკენ.მღვიმესთან მისული რამდენიმე დღის განმავლობაში თხოვდა მას შიოს განკურნებას.კვირა დღეს ღირსი ევაგრე ჩავიდა ღირს შიოსთან მღვიმეში სნეულის განკურნების თხოვნით,რაზეც ღირსმა შიომ სიმდაბლით უპასუხა,რომ მხოლოდ უფალს შეუძლია განკურნება.ევაგრე აღარ შეეპასუხა მოძღვარს,მისი კუნკულიდან შეუმჩნევლად აიღო სამი ღერი თმა და განსაკურნებლად აუტანა ავადმყოფს.მოხდა სასწაული:კაცი სრულიად ჯანმრთელი დახვდა.იმ დროს,როცა ევაგრე მღვიმეში ჩასულა,ვინმე ჭაბუკს სნეულისთვის სამი ღერი თმა მიუცია და ჩაყლაპვა უბრძანებია,რის შემდეგაც იგი მაშინვე განიკურნა.ევაგრემ მუჭი გაშალა და აღმოჩნდა,რომ თმის ღერები მას აღარ ჰქონდა ხელში.


--------------------
"Happiness only real when shared."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
სოფი
პოსტი Jun 29 2007, 08:19 PM
პოსტი #10


Pro Christo..
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 3,122
რეგისტრ.: 10-January 07
წევრი № 843



2.მამა შიოს ლოცვით განიკურნა ერთი სპარსელი კაცის ბრმა ვაჭი.სამადლობლად მამას მონასტერში მიჰქონდა ხოლმე შესაწირი და ერთხელაც გზად იგი ავაზაკებმა გაძარცვეს.დამწუხრებული კაცი მივიდა შიომღვიმეში და დაინახა სასწაული:მონასტერთან იხილა თავისივე ნაძარცვი ტვირთი და დაბრმავებული ავაზაკები,რომლებიც ყვებოდნენ,რომ გაძარცვის შემდეგ ვიღაც მოხუცებულმა მონაზონმა თვალებში შეჰბერა მათ და ისინი დაბრმავდნენ.ახლა კი სინანულით აღიარებდნენ ჩადენილ დანაშაულს და ევაგრეს სთხოვდნენ დახმარებას.კვირა დღეს ღირსი ევაგრე ჩავიდა ღირს შიოსთან მღვიმეში.მამა შიოს განჭვრეტილი ჰქონდა ავაზაკების მოქმედება და გაკვირვებულ ევაგრეს გადასცა თავისი კვერთხი,რომლის შეხებისთანავე მონანულ ავაზაკებს თვალები აეხილათ.


--------------------
"Happiness only real when shared."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
stch
პოსტი Jul 3 2007, 11:04 PM
პოსტი #11


გიორგი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 448
რეგისტრ.: 3-July 07
მდებარ.: შორს უფლისგან :(
წევრი № 2,381



შიო მღვიმე ძალიან კარგი მონასტერია ერთი მინუსი აქ ჩემი აზრით ბევრი ექსკურსიაა ხოლმე იქ და მონასტრის მყუდროება ირღვევა ჩემი აზრით თუმცა ალბათ ეგ მხოლოდ ჩემნაირებისთვის და ბერებზე ალბათ ეს არ მოქმედებს smile.gif


--------------------
და განიხარა სულმან ჩემმან უფლისა მიმართ მაცხოვრისა ჩემისა :)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
სოფი
პოსტი Jul 25 2007, 08:43 PM
პოსტი #12


Pro Christo..
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 3,122
რეგისტრ.: 10-January 07
წევრი № 843



3. მეშვიდე საუკუნეში შიო მღვიმეს ერთდროულად ესტუმრნენ კათოლიკოსი ბართლომეოსი და ქართლის მთავარი სტეფანოზი.კათალიკოსს,სტეფანოზისაგან განსხვავებით,დიდებული პატივი სცეს ,რის გამოც მთავარი შურითა და ამპარტავნებით აღივსო და მონასტრის ძმებს უსაყვედურა.პასუხად კი მიიღო:"ეკლესიის წესების თანახმად,ეკლესიის მწყემსთავარს პატივი უნდა მივაგოთ,მსგავსად ქრისტესი". ამის შემდეგ უფრო განრისხებულმა მთავარმა უკანვე მიიტაცა ადრე შეწირული ორი აგარაკი (მიწის ნაკვეთი) და ძმებს დაემუქრა.შინ დაბრუნებულს ზედიზედ სამ ღამეს ეცხადებოდა წმიდა შიო და მკაცრად თხოვდა აგარაკების დაბრუნებას.მთავარმა არ ისმინა მისი,ურჩობის გამო თავის ოჯახთან ერთად დაბრმავდა და გონება გაუცოფდა.მამა შიოს კიდევ ერთი გამოცხადების შემდეგ,სინანულში ჩავარდნილი სტეფანოზი ცოლ-შცილით მივიდა შიომღვიმეში.მამებმა შიოს საფლავის მიწა ბარძიმში შეურიეს ღვინოს და დაალევინეს მათ,რის შემდეგაც მოსულებს გონების სიცოფე მოეხსნათ.გონებაგახსნილმა მთავარმა გასცა ბრძანება მონასტრისთვის მიტაცებული მიწების დაბრუნებისა.მხოლოდ ამის შემდეგ განიკურნა მთელი ოჯახი სიბრმავისაგან.


--------------------
"Happiness only real when shared."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Sotiris
პოსტი Jul 26 2007, 04:53 AM
პოსტი #13


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,567
რეგისტრ.: 3-November 06
წევრი № 382



ციტატა(ზებედე @ Jul 25 2007, 09:46 PM) *

ეხლა მეტყვით პროტესტანტი ხარო, მაგრამ ჩემთვის გაუგებარია, მონასტრის წევრებმა რატომ ვერ დაინახეს იგივე ღვთის ხატება ქართლის მთავარ სტეფანოზში? ან რომელი საეკლესიო წესით თუ კანონით ისწავლება ის რომ სტუმრობის დროს სასულიერო იერარქს უფრო დიდი პატივი უნდა მიაგონ ვიდრე საერო ხელისუფალს?


მასეთ კითხვებს იმიტომ სვამ, რომ არ წაგიკითხავს ის ამბავი თავიდან ბოლომდე. მანდ წერია, რომ სტეფანოზი იყო ბოროტი, ავი და ამპარტავანი კაცი, სამღვდელოების შემავიწროვებელი. შიოს საფლავის მოსალოცად ვითომ ღმრთისმსახურების მიზეზით მივიდა. ძმებმა ჩვეულებრივად მიიღეს. აი ბართლომე კათოლიკოსი კი როცა მივიდა, ძმები ჯვრებით და სანთლებით შეეგებნენ, ხელებს და ფეხებს უკოცნიდნენ, ზოგი მიწას იღებდა მისი ნაფეხურისგან ევლოგიად და როგორც წესი იყო, უგალობდნენ. ახლა შენ იმის თქმა გინდა, რომ მიშიკოსაც ასე უნდა შეხვდეს შიომღვიმის ძმობა, თუ თავში მოუარა შიომღვიმეში წასვლა? IPB-ს სურათი

წინამძღვარსა და სტეფანოზს შორის საუბარი გაიმართა, სადაც წინამძღვარმა აუხსნა, რატომ შეხვდნენ ეპისკოპოსს ასეთი დიდი პატივით. ამაზე სტეფანოზმა ასეთი კითხვა დასვა:

და უმეტეს არსა საყდარსა ჩემსა ეპისკოპოზისაჲ? და რამეთუ მე მეფეთა საყდართა ვზი, და იგინი არიან ნაცვალნი ღმრთისანი ქუეყანასა ზედა.

ე.ი. განა ჩემს ტახტზე დიდია ეპისკოპოსისო? მე მეფეთა ტახტზე ვზივარ და ისინი არიან ღმერთის ნაცვლები მიწაზეო.

წინამძღვარმა მიუგო:

მთავარო, კეთილად იტყჳ, რამეთუ მეფენი, ოდეს ემსგავსებიან ღმერთსა სიმართლითა და სახიერებითა და მოწყალებითა, არიან ნაცვალ ღმრთისა, არამედ, ვითარ ვხედავ გონებასა შენსა, ფრიად შორის ხარ ღმრთისა მსგავსებისგან, რამეთუ სიტყუანი ეგე ამპარტავანთანი არიან და მოშურნეთანი, რომელთათჳს წერილ არს სულისა მიერ წმიდისა: ”შეჰრისხენ შენ ამპარტავანთა, და წყეულ არიან, რომელთა გარდააქციეს მცნებათაგან შენთა”; და კუალად: ”შურმან შეიპყრა ერი უსწავლელი და ცეცხლი აღედვა”. და აწ შენ განეშორე წინააღდგომასა ღმრთისასა და მიიღე მსგავსთა შენთაგან კაცობრივი პატივი, ხოლო ეპისკოპოზთა ეკლესიისათა და შვილთა მისთაგან, რამეთუ ოდეს შენ ჯეროვნად არა პატივს-სცემ, რად აყენებ მონათა ღმრთისათა მცნებისა მისისა აღსრულებად?

ჰო, ეს ნაწყვეტი ცენზურამ ამოიღო sofi89-ს დადებული ტექსტიდან IPB-ს სურათი

ციტატა
ეს აშკარად გასაკვირია, დაბრმავებულმა სტეფანოზმა როგორ გაარჩია გამოცხადების დროს წმ. შიო იყო თუ სხვა?


ღმერთისგან გასაკვირი არაფერია, ჩვენო პროტესტანტო მეგობარო IPB-ს სურათი ისე კი სტეფანოზს ჯერ გამოცხადება ჰქონდა და მერე დაბრმავდა. ასეა ძვ. ქართულ ტექსტში.

ციტატა
ან გონება გაცოფებული ადამიანი როგორ ჩავარდა სინანულში?


ტექსტში წერია დაბრმავებამდე დიდმა ურვამ მოიცვა სტეფანოზიო, მანამდე ნაკვეთების დაბრუნებასაც აპირებდა. ამის მერე ხელახლა გამოეცხადა შიო და უთხრა:

ჵ საწყალობელო და ბრმაო გულითა სტეფანოზ, აჰა მსგავსად გულისა შენისა იქმნე ბრმა თუალითაცა, შენ და ცოლი შენი და შვილნი შენნი, და ცოფ, ვიდრემდის განგსწავლოს შენ უფალმან საქმედ უმჯობესისა.

ე.ი. აქ ალბათ შიშისგან აპირებდა საქმის გამოსწორებას და არა ჭეშმარიტი სინანულის გამო. გაგიჟებული სტეფანოზის სინანულზე არაფერია ნათქვამი, წერია მარტო, რომ ქართლის წარჩინებულებმა შეკრულები წაიყვანეს ის და მისი ოჯახი შიომღვიმეში. სინანული განკურნების შემდეგ გამოავლინა (ჯერ სიგიჟისგან განიკურნა და მაშინ დაეუფლა სინანული, ხოლო მერე სიბრმავისგან).

ციტატა
ბარძიმში საფლავის მიწის შერევა ღვინოში სადაური წესია? blink.gif


სიდოური და აქოური წესია. ბარძიმი სასმისსაც ნიშნავს, მე დარწმუნებული არ ვარ 100%-ით რომ ქრისტეს სისხლში შეურიეს საფლავის მიწა. თუმცა ეგ უფრო რეალური ჩანს.


--------------------
მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
სოფი
პოსტი Aug 2 2007, 01:02 PM
პოსტი #14


Pro Christo..
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 3,122
რეგისტრ.: 10-January 07
წევრი № 843



არა რა,წინათგრძნობა ძალიან განვითარებული მაქვს biggrin.gif ზოგჯერ ასიანში ვარტყავ,თუ ვინ გამომეხმაურება და რა შეკითხვებს დასვამს biggrin.gif tongue.gif

ზებედე

ციტატა
ეხლა მეტყვით პროტესტანტი ხარო, მაგრამ ჩემთვის გაუგებარია, მონასტრის წევრებმა რატომ ვერ დაინახეს იგივე ღვთის ხატება ქართლის მთავარ სტეფანოზში? ან რომელი საეკლესიო წესით თუ კანონით ისწავლება ის რომ სტუმრობის დროს სასულიერო იერარქს უფრო დიდი პატივი უნდა მიაგონ ვიდრე საერო ხელისუფალს?

რა ვიცი გუჯა,შენ სასულიერო და საერო პირს ერთნაირად უყურებ? ვერანაირად ანსხვავებ? რომელს უფრო მოწიწებით მოეპყრობი,პრეზიდენტს თუ პატრიარქს?ვინმე პარლამენტარს,საზოგადო მოღვაწეს თუ ბერს? და ა.შ. საქმე იმაშია,რომ ეს ადამიანები ღვთის მორჩილნი,მსახურნი არიან ,მათგან დიდი მადლი მოდის,განა ტყუილად ალოცინებენ მათ თავს ან ტყუილად ეამბორებიან ხელზე?მათგან ხომ უზომო ქრისტესმიერი სიყვარული მოდის...
ვერასოდეს განვიცდი საერო პირთან ისეთ შეხვედრას,რაც შეიძლება სასულიერო პირთან შეხვედრისას,ურთიერთობისას განვიცადო...
ის ხომ ღვთის მსახურია,მისი სიტყვის შემსრულებელი და გამავრცელებელი... ამიტომ,ვფიქრობ,უფლისათვის და, რა თქმა უნდა, ჩემთვის უფრო სათნოა მათი პატივისცემა...

ციტატა
მასეთ კითხვებს იმიტომ სვამ, რომ არ წაგიკითხავს ის ამბავი თავიდან ბოლომდე. მანდ წერია, რომ სტეფანოზი იყო ბოროტი, ავი და ამპარტავანი კაცი, სამღვდელოების შემავიწროვებელი. შიოს საფლავის მოსალოცად ვითომ ღმრთისმსახურების მიზეზით მივიდა

სოტირისმა ეს არგუმენტი მოგვიყვანა,მაგრამ დიდი მნიშვნელობა არ აქვს,როგორი იქნება იგი, "ავი" თუ "კარგი".მე მახსენდება დიდებული და ღვთისმოსავი ბაგრატ კურაპალატი,გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებიდან. ერთხელ იგი და გრიგოლ ხანძთელი ერთად იმყოფებოდნენ.ბაგრატ მეფემ საბა იშხნელის მოწვევა გადაწყვიტა და "მსწრაფლ დაწერა წიგნი და წარავლინნა კაცნი",რათა პატივით მოეყვანათ,მაგრამ წარგზავნილნი მალე დაბრუნდნენ და მეფეს მოახსენეს: "არა ჰნებავს კაცსა მას ღმრთისასა მოსვლაი აქა".
გრიგოლის მოწვევის შემდეგ საბა დაუყოვნებლივ მივიდა,ბაგრატი მას წინ მიეგება და პატივით მოიკითხა.მან საბას ასეთი მოქცევის მიზეზი ჰკითხა,ხოლო მან უპასუხა:დიდებულო მეფეო,შენ წარმავალთა მეფე ხარ,ქრისტე კი მარადიული მეფეო,გრიგოლი მისი მსახურია და ამიტომაც მოვედი მის ხმობაზე,შენსაზე კი - არაო.


--------------------
"Happiness only real when shared."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
catherina_10
პოსტი Aug 2 2007, 03:05 PM
პოსტი #15


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 847
რეგისტრ.: 2-May 07
წევრი № 1,816



შიო მღვიმესთან დაკავშირებით ბევრი საინტერესო ამბები არსებობს, ერთ-ერთს მეც მოგიყვებით
ერთი გოგონა ყვავილებს კრეფდა შიო მღვიმის მონასტრის მიდამოებში და შემდეგ ყიდდა თაიგულებს, ერთ დღეს გველი შეხვდა და მის წინ გაჩერდა და წამოიმართა გოგონას ისე შეეშინდა რომ ნაბიჯის გადადგმაც კი ვერ გაბედა, ამ დროს ერთი თეთრ წვერებიანი მოხუცი გაჩნდა და უთხრა: ნუ გეშიან გადააბიჯე და გამოიარეო, გოგონამ უვნებლად გამოიარა მოხუცებული კი გაუჩინარდა, იქვე კაცები შეხვედრია და მათ კითხა მოხუცებული ხომ არ გინახიათ ეხლა აქ შემხვდაო, მათ კი კითხვაზე უარით უპასუხეს.
ეს მამა შიო იყო რომელიც დაეხმარა შეშინებულ გოგონას.
ეს ამბავი მეც მომიყვნენე და რამდენად სწორად გადმოვეცი არ ვიცი, ბოდიშით თუ რამე შემეშალა wub.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
bell
პოსტი Aug 17 2007, 07:33 PM
პოსტი #16


lile
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,880
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: tbilisi
წევრი № 285



გუშინ ვიყავი wub.gif


საოცარი ადგილიაა....

IPB-ს სურათი


--------------------
[size=3][color=#CC33CC]დუმილი ხანდახან ყველაზე აუტანელი შეპასუხებაა.[/color][/size]
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
bell
პოსტი Aug 17 2007, 07:50 PM
პოსტი #17


lile
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,880
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: tbilisi
წევრი № 285



IPB-ს სურათი


--------------------
[size=3][color=#CC33CC]დუმილი ხანდახან ყველაზე აუტანელი შეპასუხებაა.[/color][/size]
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
bell
პოსტი Aug 17 2007, 09:36 PM
პოსტი #18


lile
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,880
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: tbilisi
წევრი № 285



IPB-ს სურათი


--------------------
[size=3][color=#CC33CC]დუმილი ხანდახან ყველაზე აუტანელი შეპასუხებაა.[/color][/size]
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
bell
პოსტი Aug 18 2007, 12:36 AM
პოსტი #19


lile
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,880
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: tbilisi
წევრი № 285



IPB-ს სურათი


--------------------
[size=3][color=#CC33CC]დუმილი ხანდახან ყველაზე აუტანელი შეპასუხებაა.[/color][/size]
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
bell
პოსტი Aug 18 2007, 08:33 PM
პოსტი #20


lile
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,880
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: tbilisi
წევრი № 285



ყველა სურათზე საავტორო უფლება მე მეკუთვნის...

გთხოვთ ნუ გაავრცელებთ ინტერნეტში ჩემი ნებართვის გარეშე.

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი


IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი



IPB-ს სურათი


IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი


--------------------
[size=3][color=#CC33CC]დუმილი ხანდახან ყველაზე აუტანელი შეპასუხებაა.[/color][/size]
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

3 გვერდი V  1 2 3 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 29th March 2024 - 09:16 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი