IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

208 გვერდი V « < 206 207 208  
Reply to this topicStart new topic
> მონოზონნი(სამონაზვნო წესით ცხოვრება), რაოდენ დიდი ყოფილა მონაზვნობის პატივი...
marine
პოსტი Mar 14 2024, 12:48 PM
პოსტი #4141


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,437
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„იყო ერთი მონაზონი, რომელიც ისეთ უდებებაში ჩავარდა, რომ ლოცვის კანონსაც აღარ ასრულებდა და ერისკენ იბრუნა პირი. ის თავის სამშობლოში, კეფალონიაში ჩავიდა, სადაც, როგორც ცნობილია, ბევრი ეშმაკეული ისწრაფვის წმინდა გერასიმესგან კურნების მისაღებად. რადგან თავის სამშობლოში მოხვდა, ეს მონაზონიც გაემართა წმინდანის თაყვანისსაცემად. გზაზე მას ეშმაკეული ქალი შეხვდა და უთხრა:

-იცი, რა გიჭირავს ხელში? საცოდავო, რომ იცოდე, რა გიჭირავს! რომ იცოდე როგორ მწვავს ეგ შენი სკვნილი. შენ კი მხოლოდ ჩვევის გამო, უსარგებლოდ გიჭირავს იგი!

მონაზონი სახტად დარჩა. ღვთისგან იყო, ეშმაკმა ეს რომ თქვა. ის გონს მოეგო, ღმერთმა გონება გაუნათა და საკუთარ თავს უთხრა:

-ხედავ, რას ჩავდივარ მე, უგუნური! ხელში უძლიერესი იარაღი მიჭირავს და ერთი ეშმაკის გასილაქებაც არ შემიძლია. გასილაქება კი არა, საითაც უნდა, იქით მიმათრევს დატყვევებულს. შეგცოდე, უფალო!

სინანულით მაშინვე თავისი მონასტრისკენ გაეშურა. იქ დაბრუნებულმა თავიდან დაიწყო გულმოდგინე შრომა და ისევ კეთილ საწყისს დაუბრუნდა. იმდენად წარემატა ლოცვასა და მონაზვნურ მოქალაქეობაში, რომ მრავალთათვის სანიმუშო გახდა. ამ ბერს მე, მდაბალიც, მოვესწარი. მისგან განუწყვეტლივ მხოლოდ ეს ისმოდა: „უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე!“ როცა რამეს ეტყოდი, ორი სიტყვით გპასუხობდა და მისი ბაგეები კვლავ ლოცვას უბრუნდებოდა, იმდენად იყო მიჩვეული და იმდენად შეეცვალა ის ლოცვას. წარმოგიდგენიათ, ლოცვისა და სკვნილის ღირსება მას თავას ეშმაკმა გამოუცხადა - რა თქმა უნდა, საკუთარი სურვილის გარეშე, უზენაესის მიუწვდომელი განგებულებით და ნებით!“

/არქიმანდრიტი ეფრემ არიზონელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 15 2024, 11:43 AM
პოსტი #4142


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,437
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ჭეშმარიტი დაყუდებული ყოველთვის უნდა ელოდეს სიკვდილის მოსვლას, ყოველწამიერად უნდა იყოს მზად უფალთან შესახვედრად. სიკვდილზე ფიქრი ყველაზე დიდი ძალის მომნიჭებელია, რომელიც დაყუდებაში მყოფ ადამიანს ღვაწლში გააძლიერებს, მაგრამ ეს ხდება უფრო საწყის ეტაპებზე. როდესაც მოღვაწე სრულყოფილებას მიუახლოვდება და უვნებელ მდგომარეობას მოიპოვებს, შიში საერთოდ ქრება და ადამიანი მხოლდო ღვთის სიყვარულის გამო მოღვაწეობს“.



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 16 2024, 10:57 AM
პოსტი #4143


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,437
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„თავად მონაზონს [ღირს პაისი ათონელს] და ჭეშმარიტი მონაზვნური ცხოვრების მქადაგებელს დამანგრეველად მიაჩნდა ბერისთვის შრომისაგან და სხეულის დატვირთვისგან გაქცევა, ყოველდღიური ყოფის გაიოლება.

ერთხელ სტომიოს მონასტრიდან წასვლა გადაწყვიტა, როცა შეიტყო, რომ მონასტრამდე გზის გაყვანა სურდათ. სხვას, მის ადგილას, გაუხარდებოდა, რადგან მონასტერში მისვლა გამარტივდებოდა, მაგრამ მამა პაისი სხვა კრიტერიუმებით ცხოვრობდა.

ერთხელ ერთი ბერი ესტუმრა უდაბნოდან და გახარებულმა უთხრა, ტელეფონი დავიდგიო. ამიერიდან მეტი ლოცვის დრო ექნებოდა. ტელეფონით აცნობებდა დაფინდან, რაც დასჭირდებოდა.

მამა პაისი არ დაეთანხმა ბერს და უთხრა: „მე ვიცი, ადვილად გადაწყვეტ ბევრ რამეს ტელეფონით. რაც მეტი მიწიერი ნივთები გაქვს, უფრო ადვილად ცხოვრობ, მაგრამ ამ სიმარტივისთვის მოვედით აქ? მაშინ სჯობდა ერში გვეცხოვრა, იქ ხომ უფრო მარტივად ვიქნებოდით".

ასეთი მაგალითი მოუყვანა: „სენაკში ცხოვრობდა ბერი, თავის მორჩილთან ერთად. მოძღვარმა უთხრა: „მინდა ცოტა ჯვრები გააკეთო და ბევრი ილოცო“. მორჩილმა არ დაუჯერა და ხატწერა შეისწავლა. მიიღეს შეკვეთები, შეიძინეს ავეჯი, მღვდელმთავრების შესამოსელი. სულ ახლახანს მორჩილი გარდაიცვალა. გარდაცვალებამდე ვიყავი მის სენაკში. იგი უძლურად იყო, ავეჯი და ყველა ნივთი მოუვლელობისგან დამტვერილიყო და დაბინძურებულიყო. აი, როგორ ნადგურდება ყველაფერი, როცა ლოცვას მივატოვებთ და საკუთარ ნებას მივყვებით“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 17 2024, 12:43 PM
პოსტი #4144


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,437
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ახალი მონაზვნის აღკვეცის დროს საძმოს უმშვენიერესი და მოწიწებით აღსავსე წუთები უდგება. ეს ერთგვარი ნათლობაა, მეორე დაბადებაა ახალი ცხოვრებისთვის და ღმერთთან ქორწინებაა: ეს არის „განახლებაი მარჯუენისა მაღლისაი“. აღკვეცილი დგას სიხარულით მოცულ ძმებს შორის, ისმის ლოცვა, საკითხავების თანამიმდევრობის მითითება, „უფალო, შეგვიწყალე!“ და ხდება იგი ანგელოზთა მსგავსი, რათა მათი გზით იაროს და მათსავით იაზროვნოს. ყველაფერი განახლებულია. ამიერიდან ის მთლიანად ღმერთსა და მებრძოლ ეკლესიას ეკუთვნის. ქმედებითა და სიტყვებით ის მასში დაფარული ქრისტეს ხატებას წარმოადგენს. მისი გამართლება, მისი სასიცოცხლო სივრცე ახლა ისაა, უფალი: მოლოდინის საგანი.

„ჰოი, რა პატიოსანი აღმატებულებითაა სავსე ჩვენი წმინდა და კურთხეული სქემა! რა სულიერი სურნელით სუნთქავს! ჰოი, მოწოდებავ, ზეცას შემხებო! ო, მოწოდებავ, ღმერთამდე აწვდილო! ჰოი, მოწოდებავ, რომელიც ქვეყანას იხსნის!“

სანამ ვინმე მონაზვნად აღიკვეცებოდეს, საჭიროა, იგი არაერთხელ იყოს დასწრებული აღკვეცის წესზე. რათა სწყუროდეს და სურდეს, ნაყრდებოდეს და აღტაცება იპყობდეს! ეს კი მხოლოდ ღმერთისგან იძლევა. ამიერიდან მონაზვნის სულიერი ცხოვრება უწყვეტ, მაცოცხლებელ ასკეზზეა დამყარებული. ასკეზა ჰგავს მცენარეს, რომელიც გადაბელეს, რათა უფრო ჯანსაღი რტოები ამოიყაროს. ასკეზა - ესაა ჩვენი ცრემლები, სიხარულის მომგვრელი მწუხარება, ჩვენი შრომაა, ქრისტეში ჩვენი ზრდაა. წინასწარმეტყველი ესაია ამბობს: „და ყუავილი ძირისაგან მისისა აღმოხდეს, და განისუენოს მას ზედა სულმან ღმრთისამან“. „ყვავილი“ მაცხოვარია: ნამყო, აწმყო და მყოფადი, ჩვენკენ მომავალი. რადგან ჩვენ მოვუხმეთ მას!“

/არქიმანდრიტი ემილიანე (ვაფიდისი)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი გუშინ, 12:27 PM
პოსტი #4145


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,437
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



“სანამ მღვიძარების, სიფხიზლით შრომის შესახებ სწავლება სისტემურ სახეს მიიღებდა, საყოველთაო გახდებოდა და თავისუფლად გავრცელდებოდა, მამები და სულიერი მოშურნეობის მქონე ადამიანები ბევრს შრომობდნენ ხორციელი ღვაწლით: მარხულობდნენ, ღამეებს ათევდნენ, მრავალ გასაჭირს ითმენდნენ. მაგრამ როცა მღვიძარება, სიფხიზლით შრომა ცნობილი გახდა, როგორც სისტემაში მოყვანილი მეთოდი, ხორციელი ღვაწლი საგრძნობლად შემცირდა არა ზედმეტობის გამო, არამედ იმ მიზეზით, რომ მამებმა სულიერ საქმიანობას ხორციელ ღვაწლზე მეტად მიუძღვნეს თავი. სიფხიზლით შრომა მათ გულისსიტყვებისგან ათავისუფლებდა და ვნებებიც სუსტდებოდა. მღვიძარებამ მათ გულებს სიწმინდე მიჰმადლა. ამიტომაც აღარ ჰქონდათ სულის სიწმინდის მისაღწევად ხორციელი ღვაწლის უკიდურესი საჭიროება. ამის გამო ჩვენც, მონაზვნებმაც არ უნდა მივატოვოთ ეს ლოცვა, რომელსაც 1000%-ით მოაქვს სარგებელი. როცა სიფხიზლით შრომა განწმენდს გონებასა და გულს და ადამიანს მისცემს უნარს კეთილგონივრულად იზრუნოს როგორც სხეულის გარეგან, ისე სულის შინაგან გრძნობებზე, მაშინ მონაზონს მიზნის მისაღწევად დიდი ხორციელი ღვაწლი აღარ ესაჭიროება“.

/არქიმანდრიტი ეფრემ არიზონელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

208 გვერდი V « < 206 207 208
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 19th March 2024 - 09:55 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი