IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

19 გვერდი V « < 17 18 19  
Reply to this topicStart new topic
> თავმდაბლობა vs ამპარტავნება
marine
პოსტი Jan 28 2024, 03:20 PM
პოსტი #361


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,437
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



სიმდაბლის გზები
/იგავი/

"დიდი ხნის წინათ ეშმაკმა გადაწყვიტა თავისი ხელობის ყველა ინსტრუმენტი გაეყიდა. მან ფაქიზად გამოფინა ისინი შუშის ვიტრინაში, ყველას დასანახად. რა საოცარი კოლექცია იყო! აქ ნახავდით შურის ელვარე ხანჯალს, მის გვერდით კი თავს იწონებდა მრისხანების ჩაქუჩი. მეორე თაროზე ვნების მშვილდი იდო, გვერდით განთავსებული იყო ნაყროვანების, ხორციელი ვნებებისა და ეჭვიანობის მომწამვლელი ისრები. ცალკე სტენდზე გამოფენილი იყო ტყუილის ხაფანგების უზარმაზარი არჩევანი. იქვე იყო მოწყინების, ვერცხლისმოყვარეობისა და სიძულვილის იარაღები. ყველაფერი მოწესრიგებულად იყო წარმოდგენილი და ზედ მიმაგრებული ჰქონდა ფასისა და დასახელების ამსახველი იარლიყები. ყველაზე ლამაზ თაროზე კი, ყველა ინსტრუმენტისგან განცალკევვებით, იდო პატარა, შეუხედავი და შელახული ხის სოლი, რომელზეც ეკიდა იარლიყი წარწერით "ამპარტავნება". რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ამ იარაღის ფასი ერთად აღებულ ყველა დანარჩენ იარაღზე მეტი იყო. ერთმა გამვლელმა ჰკითხა ეშმაკს, რატომ აფასებდა ამ უცნაურ სოლს ასე ძვირად? მან უპასუხა:

- მე ნამდვილად ყველაზე ძვირად ვაფასებ მას, იმიტომ რომ ეს ერთადერთი ინსტრუმენტია ჩემს არსენალში, რომლის იმედიც შემიძლია მქონდეს, თუ ყველა დანარჩენი უსარგებლო აღმოჩნდება.

და მან ნაზად გადაუსვა ხის სოლს ხელი.

- თუ მე მოვახერხე ადამიანის გულში ამ სოლის ჩაჭედება, - განაგრძობდა ეშმაკი, - ის სხვა ინსტრუმენტებისთვისაც ახერხებს კარის გაღებას".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 11 2024, 05:46 PM
პოსტი #362


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,437
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"იქ, სადაც უბრალოებაა, ანგელოზები ივანებენ!"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 21 2024, 05:41 PM
პოსტი #363


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,437
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"და ჩვენც სულიწმიდის მადლს შევინარჩუნებთ და არ განვშორდებით მას, თუკი კეთილსინდისიერად ვიბრძოლებთ ვნებებთან, განსაკუთებით კი ამპარტავნების ვნებასთან. როგორ გვმართებდა ყოველთვის გვეხელმძღვანელა წმინდა წერილით, რომელიც იტყვის: "ამპარტავანთა შეჰმუსრავს ღმერთი, ხოლო მდაბალთა მოსცის მადლი". ამპარტავნების გამო მადლი ჩვენ არა მარტო გვშორდება, არამედ თავად ღმერთის მტრები ვხდებით"

/მთავარეპისკოპოსი სერაფიმე სობოლევი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

19 გვერდი V « < 17 18 19
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 3 მომხმარებელი (მათ შორის 3 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 19th March 2024 - 09:51 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი