IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

2 გვერდი V < 1 2  
Reply to this topicStart new topic
> არამართლმადიდებლური ეკლესიების მითვისება
გიორგი
პოსტი Oct 22 2007, 03:42 PM
პოსტი #21


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



ციტატა(ზებედე @ Oct 22 2007, 03:35 PM) *

მაპატიეთ, მაგრამ ეგ პრობლემები ჩვენი მთავრობის და ეკლესიის იერარქიის სისუსტეზე ხომ არ მიანიშნებს?

არა, ეს მიანიშნებს ვაი-ქართველების დიდ რაოდენობაზე, რომლებსაც თვითონ პირადად არაფერი უჭირთ და სხვა ქვეყნების ინტერესების სასარგებლოდ და ჩვენდა სამარცხვინოდ გამოდიან და გაუთავებლად ლაპარაკობენ საქართველოში სხვა აღმსარებლობების თუ ეროვნებების დაჩაგრულობაზე და ამ დროს ხმასაც არ იღებენ 100-ჯერ უარეს შემთხვევებზე სხვათა მხრიდან.

ეკლესიის იერარქიის სისუსტე ნამდვილად არაფერ შუაში არ არის. მთავრობის სისუსტე კი ნამდვილად არის, რაც გამოწვეულია მთავრობაში იმნაირი აზროვნების მქონე ადამიანებით, რომლებიც იძახიან, რომ მივცეთ სომხებს ეკლესიები, ავუშენოთ აზერბაიჯანელებს მეჩეთები, დავუბრუნოთ კათოლიკებს ბათუმის საკთედრო ტაძარი და სანაცვლოდ რა? მხოლოდ შეფურთხება, მართლმადიდებლების დაჩაგვრა და 100-ჯერ უარესი პირობები.

ჯერ ჩვენი ნახევარი გააკეთონ და მერე იქონიონ პრეტენზიები.


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზებედე
პოსტი Oct 22 2007, 03:44 PM
პოსტი #22


ზეციკეთი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,332
რეგისტრ.: 27-July 06
წევრი № 19



ციტატა( გიორგი @ Oct 22 2007, 11:30 AM) *

ეკუთვნის?

იურიდიულად - არა
საჭიროების მიხედვით - არა
ზოგადი სამართლიანობით - სანაცვლო მიიღეს უკვე


blink.gif კათოლიკე ძმებმა ზუბალაშვილებმა ააშენეს კათოლიკური ტაძარი, პირველი წირვა კათოლიკემ აღასრულა. ბოლშევიკებმა ეს ტაძარი გააუქმეს. და საწყობი თუ რაღაცისთვის გადააკეთეს. ეხლა, გიორგის აზრით, არც იურიდიულად, და საჭიროების მიხედვით ეს ტაძარი მაინც არაა კათოლიკებისო იტყვის biggrin.gif მარა დაეჯერება? საჭირო რომ არ იყოს, მაშინ არ ააშენებდნენ ახალ ტაძარს


--------------------
მზეო ამოდი, ამოდი
ნუ ეფარები გორასა
წიწილის თეთრი ბუმბული,
ველად გაჰქონდა ნიავსა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Oct 22 2007, 03:48 PM
პოსტი #23


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



ციტატა(მნათე @ Oct 22 2007, 03:32 PM) *

პრეტენზიებს გამოთქვამენ რომელია, კათოლიკური ეკლესიისთვის ეს ისეთივე აქტუალურია - როგორც ჩვენთვის აფხაზეთი biggrin.gif

აფხაზეთი არა სამაჩაბლო....

არიან გარკვეული წრეები ვისაც უნდათ, რომ დაიბრუნონ, მაგრამ იმას ვერ ხვდებიან, რომ ამის არანაირი არც იურიდიული, არც საჭიროებრივი მოთხოვნის უფლება არ აქვთ. იმედია ჩვენი ხელისუფლება ვაი სისულელეს არ იზამს და არ გადასცემს ამ ტაძარს, მითუმეტეს რომ უკვე სანაცვლო მიიღეს.

და თუ გგონია, რომ თვით ევროპაშიც ბევრი ქვეყანა მისცემდა კათოლიკებს თვით სანაცვლოს აშენების უფლებას ძალიან ცდები... (თავისთავად სომხეთზე და აზერბაიჯანზე არაა ლაპარაკი)



ციტატა(ზებედე @ Oct 22 2007, 03:44 PM) *

blink.gif კათოლიკე ძმებმა ზუბალაშვილებმა ააშენეს კათოლიკური ტაძარი, პირველი წირვა კათოლიკემ აღასრულა. ბოლშევიკებმა ეს ტაძარი გააუქმეს. და საწყობი თუ რაღაცისთვის გადააკეთეს. ეხლა, გიორგის აზრით, არც იურიდიულად, და საჭიროების მიხედვით ეს ტაძარი მაინც არაა კათოლიკებისო იტყვის biggrin.gif მარა დაეჯერება? საჭირო რომ არ იყოს, მაშინ არ ააშენებდნენ ახალ ტაძარს

იურიდიულად რატომ არ ეკუთვნის ამას ჩემი ძმა აგიხსნის...

სანაცვლო ზუსტად იმეხლაა, რამხელაც სჭირდებათ და ამის უფლებაც მიიღეს.


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Oct 22 2007, 03:48 PM
პოსტი #24


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



ზებედე
ციტატა
მაპატიეთ, მაგრამ ეგ პრობლემები ჩვენი მთავრობის და ეკლესიის იერარქიის სისუსტეზე ხომ არ მიანიშნებს?

ცხადია, არა. ეს ძირითადად მიანიშნებს ქართველი ხალხის , შეიძლება ფარულ და შეუცნობელ, მაგრამ მაღალ ქრისტიანულ შეგნებაზე და იმაზე, რომ ქართველი ადამიანი უდიდესი პატივისცემით ეკიდება უცხოტომელს და უცხოდ მადიდებელს,
რისი დასტურიცაა ამდენი არაქართველის მშვიდობიანი ცხოვრება ქართულ მიწაზე,

რისი დასტურიცაა არაბი ისტორიკოსის ჩანაწერი, ქართველთა მეფე გიორგისთან (V, ბრწყინვალე) მუსლიმები უფრო კარგად გრძნობენ თავს, ვიდრე მუსლიმურ სახელმწიფოებშიო,

რისი დასტურიცაა ის, რომ მართლმადიდებლურ საქართველოში არის მოქმედი 200-მდე მეჩეთი, 50-ზე მეტი სომხური ეკლესია, 10-ზე მეტი სინაგოგა, აგრეთვე არატრადიციული ქრისტიანული ეკლესიები მაშინ, როცა სომხეთის რესპუბლიკაში არის მოქმედი 2 მართლმადიდებლური ეკლესია, 1 თავლად გადაკეთებული მეჩეთი wink.gif ხოლო აზერბაიჯანში არის 3 მართლმადიდებლური ეკლესია და არცერთი სომხური tongue.gif ,

რისი დასტურიცაა უძველესი ქართული ანდაზა "შენი ძმა და თათარი რომ ჩხუბობდნენ, სამართალი სწორად მიეციო",

და რისი დასტურიცაა საქართველოს მთელი ისტორია


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Oct 22 2007, 03:49 PM
პოსტი #25


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
აფხაზეთი არა სამაჩაბლო....

არიან გარკვეული წრეები ვისაც უნდათ, რომ დაიბრუნონ, მაგრამ იმას ვერ ხვდებიან, რომ ამის არანაირი არც იურიდიული, არც საჭიროებრივი მოთხოვნის უფლება არ აქვთ. იმედია ჩვენი ხელისუფლება ვაი სისულელეს არ იზამს და არ გადასცემს ამ ტაძარს, მითუმეტეს რომ უკვე სანაცვლო მიიღეს.

და თუ გგონია, რომ თვით ევროპაშიც ბევრი ქვეყანა მისცემდა კათოლიკებს თვით სანაცვლოს აშენების უფლებას ძალიან ცდები... (თავისთავად სომხეთზე და აზერბაიჯანზე არაა ლაპარაკი)

წრეები არა ის, მე ვიცნობ კათოლიკე პადრეებს და მომისმენია მათი აზრი პირადად wink.gif და საბასაც ვკითხულობ ბევრისგან განსხვავებით... ეს თემა კათოლიკურ ეკლესიაში ძალიან აქტუალურია, აქტუალურია იმდენად - რამდენადაც მორალური სამართლიანობა და ქრისტიანული ზნეობა არსებობს მასში smile.gif

მომიტევეთ თუ ვცდები, მაგრამ ასე ვფიქრობ და თქვენი არგუმენტები ტენდენციურად მეჩვენება... ტენდენციურობა როდია მართლმადიდებლობა smile.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Oct 22 2007, 03:54 PM
პოსტი #26


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



ზებედე
ციტატა
კათოლიკე ძმებმა ზუბალაშვილებმა ააშენეს კათოლიკური ტაძარი, პირველი წირვა კათოლიკემ აღასრულა. ბოლშევიკებმა ეს ტაძარი გააუქმეს. და საწყობი თუ რაღაცისთვის გადააკეთეს. ეხლა, გიორგის აზრით, არც იურიდიულად, და საჭიროების მიხედვით ეს ტაძარი მაინც არაა კათოლიკებისო იტყვის მარა დაეჯერება? საჭირო რომ არ იყოს, მაშინ არ ააშენებდნენ ახალ ტაძარს


ეკლესიის მესაკუთრე იყო თუ არა სახელმწიფო? (შეგახსენებ შენს მსჯელობას სომხურ ეკლესიებზე, ხომ მიყიდა ეგზარქოსმაო)

უფრო მეტად სჭირდებოდათ თუ არა მართლმადიდებლებს კათედრალი, ვიდრე კათოლიკეებს?

ისტორიული სამართლიანობის გათვალისწინებით, მიეცათ თუ არა უფლება მათ, აეშენებინათ ახალი ეკლესია?

P.S. შაჰ-აბასის დროს თბილისში იყო 8 მეჩეთი და იქნებ აღგვედგინა? laugh.gif laugh.gif laugh.gif laugh.gif laugh.gif


მნათე
ციტატა
მომიტევეთ თუ ვცდები, მაგრამ ასე ვფიქრობ და თქვენი არგუმენტები ტენდენციურად მეჩვენება... ტენდენციურობა როდია მართლმადიდებლობა

ხოოოომ.........

იმ პადრეებს ხომ არ გადასცემდი, რომ გოლგოთის მთაზე, ერთ-ერთი უწმიდესი ადგილი, მაცხოვრის ჯვარცმასთან დაკავშირებული (ზუსტად არ მახსოვს, კონკრეტულად რა), როდესაც ქართველებს ყურადღება მიგვაკლდა, რატომ ჩაიგდო რომის ეკლესიამ? და თუ "საჭიროება იყო", რაღაც არ მახსენდება, სანაცვლოს ადგილი გამოეყოთ? laugh.gif laugh.gif laugh.gif

როგორი შეფარდებაა იცი სამართლიანობისა ჩვენსა და რომის ეკლესიას შორის? ასე 20-3 ჩვენ სასარგებლოდ...

ჰო, ის 3 არსებობს.... wink.gif 20-ის წინააღმდეგ, ოღონდ!


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Oct 22 2007, 04:03 PM
პოსტი #27


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



როგორ გეტყობათ, რომ სხვა მაღთლმადიდებლურ ქვეყნებში არ ხართ ალბათ ნამყოფი, ზებედე ! იქ კარგად გაერკვეოდი რას ნიშნავს ტენდენციურობა, როდესაც მაგას ტრადიციულობის თაიგულსაც მოაყოლებდნენ... ეეეჰ, რაში გაწყობს ნეტავ ვიცოდე ასე "ნაკლის" გამოაშკარავება არ მესმის...

მაგალითად მოგაქვთ სულ რუმინეთი, რუმინეთი... რუმინეთს ის ციგნური თვისებები სულ ჰგონდა, რომ არ დაღუპულიყო ვინც მომენტში ძლიერი იყო იმას ემხრობოდა, დღესაც ასე არიან და თუ არ იცით, მათ მეზობელ ქვეყნების მოსახლეობას კითხეთ და გაგარკვევენ. მიდი ერთი და სერბებს უთხარი მასე, პასუხი აქვთ ოხრად.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Oct 22 2007, 04:14 PM
პოსტი #28


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



ციტატა(მნათე @ Oct 22 2007, 03:49 PM) *

ეს თემა კათოლიკურ ეკლესიაში ძალიან აქტუალურია, აქტუალურია იმდენად - რამდენადაც მორალური სამართლიანობა და ქრისტიანული ზნეობა არსებობს მასში smile.gif

ყოველ შემთხვევაში საჯაროდ არ გამოუცადებით საკუთარი პრეტენზიები ოფიციალურ დონეზე, აქტუალური თუ არის მხოლოდ პოლიტიკიდან გამომდინარე, უნდათ, რომ რაც შეიძლება მეტი ეკლესია ჰქონდეთ საქართველოს ტერიტორიაზე, განურჩევლად იმისა სჭირდებათ თუ არა. შეიმჩნეოდა გარკვეული პროზელიტიზმის ნიშნებიც. ეს ყველაფერი პოლიტიკაა. ეგ კი არა კიდევ კარგი მაგრად დაუდგა ჩვენი საპატრიარქო და ეროვნულად მოაზროვნე ქართველები თუ არა "სამოციქულო ეკლესიის" სტატუსი უნდოდათ, რომ ჩაეწერათ საქართველოს ტერიტორიაზე...

ყველას თავისი პრეტენზიები აქვს, არავინ არ წყნარდება და არავის არაფერი არ უნდა დაუთმო თუ არა მთლად თავზე დაგაჯდებიან, ჩვენი ტოლერანტობის ბრალია ამდენს, რომ ლაპარაკობენ თუ არა წადი სხვა ქვეყნებში და ნახე ერთი ვინ რას გაგაბედინებს...


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზებედე
პოსტი Oct 22 2007, 04:19 PM
პოსტი #29


ზეციკეთი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,332
რეგისტრ.: 27-July 06
წევრი № 19



ციტატა( გიორგი @ Oct 22 2007, 11:42 AM) *

ეკლესიის იერარქიის სისუსტე ნამდვილად არაფერ შუაში არ არის. მთავრობის სისუსტე კი ნამდვილად არის, რაც გამოწვეულია მთავრობაში იმნაირი აზროვნების მქონე ადამიანებით, რომლებიც იძახიან, რომ მივცეთ სომხებს ეკლესიები, ავუშენოთ აზერბაიჯანელებს მეჩეთები, დავუბრუნოთ კათოლიკებს ბათუმის საკთედრო ტაძარი და სანაცვლოდ რა? მხოლოდ შეფურთხება, მართლმადიდებლების დაჩაგვრა და 100-ჯერ უარესი პირობები.


რამ გაგაბრაზა ასე? სომხებმა იყიდეს ტაძრები? ჰო და მათია! აქვთ უფლება მუსულმანებს ააშენონ მეჩეთები? აშენონ! კიდევ ვიმეორებ-ბათუმის საკათედრო ტაძარი ააშენეს კათოლიკებმა, და არის ჩვენი მითვისებული! ეს არის რეალობა!



--------------------
მზეო ამოდი, ამოდი
ნუ ეფარები გორასა
წიწილის თეთრი ბუმბული,
ველად გაჰქონდა ნიავსა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Oct 22 2007, 04:25 PM
პოსტი #30


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



ზებედე
ღმერთო ჩემო, რა ულოგიკობაა....

ციტატა
სომხებმა იყიდეს ტაძრები? ჰო და მათია!
აქვთ უფლება მუსულმანებს ააშენონ მეჩეთები? აშენონ!


ბათუმის საკათედრო ტაძარი იყო სახელმწიფოსი? იყო
გადასცა მას, ვისაც უნდოდა? გადასცა

თუკი, რუსულ სახელმწიფო უფლება ჰქონდა, გაეყიდა მოქმედი (!) ქართული ტაძარი და მიეცა იგი სომხებისათვის, ნუთუ ქართულ სახელმწიფოს არ ჰქონდა უფლება სანაცვლოს აშენების უფლებით კათოლიკური არქიტექტურის მქონე 60 წლის უმოქმედო ეკლესია მართლმადიდებლებისთვის მიეცა?

სად არის ლოგიკა?


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Oct 22 2007, 04:27 PM
პოსტი #31


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



კანონისტი
ციტატა
P.S. შაჰ-აბასის დროს თბილისში იყო 8 მეჩეთი და იქნებ აღგვედგინა?

შენ იშაყირე და ამგვარი ლოგიკა მართლა მანამდე მივა ბოლოს.

იტყვიან:
მერე რა რომ მუსულმანი "მრევლი" არ ჰყავდათ თბილისის მეჩეთებს, ხომ არსებობდნენ და რატომ დაანგრიესო? ჰოდა, ახლა კეთილი ინებონ და სანაცვლოები ააშენონო.

ციტატა
გოლგოთის მთაზე, ერთ-ერთი უწმიდესი ადგილი, მაცხოვრის ჯვარცმასთან დაკავშირებული (ზუსტად არ მახსოვს, კონკრეტულად რა), როდესაც ქართველებს ყურადღება მიგვაკლდა, რატომ ჩაიგდო რომის ეკლესიამ?


სანაცვლოს არა იმას გამოგიყოფდნენ კიდევ... იმიტომ ჩაიგდო ხელში, რომ სულ არ აინტერესებდა საქართველო, შანსი მიეცა და დაეპატრონა.

უნამუსო ვიყო, არავითარი ზნეობა არ არის და არავითარი ქრისტეანობა, მაგრამ ისტორიული სამართლიანობის მიხედვით სხვა კონფესიებს ყველა ტაძარი რომ ჩამოვართვათ და ნახევარი დაუნგრიოთ ან გავუფუჭოთ მაინც ჩვენ გამოვალთ დაჩაგრულები და არა ისინი, იმდენი რამე აქვთ ჩვენთვის წართმეული, გაფუჭებული და საერთოდ ჩვენ რომ ვაძლევთ ამხელა უფლებებს არავინ არავის არ აძლევს, მაგის ბრალია, რომ ყველას ჩვენთან აქვს პრეტენზია და წაგრძელებული ენა...


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Oct 22 2007, 04:28 PM
პოსტი #32


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



გიორგი
ციტატა
ეგ კი არა კიდევ კარგი მაგრად დაუდგა ჩვენი საპატრიარქო და ეროვნულად მოაზროვნე ქართველები თუ არა "სამოციქულო ეკლესიის" სტატუსი უნდოდათ, რომ ჩაეწერათ საქართველოს ტერიტორიაზე...


რა თქმა უნდა. ისე გათავხედდა ზოგი (სხვა სიტყვა ვერ მოვიგონე! mad.gif ) რომ თავისივე ლათინური კანონების და წესების საწინააღმდეგოდ აქაურ სამრევლოს "საქართველოს კათოლიკური ეკლესია" უწოდეს! თითქოს, მართლმადიდებლობის პარალელურად არსებობდა.... და წმ. ნინოს ჯვარიც ემბლემაზე მხოლოდ ტოლერანტობისა თუ ადგილობრივი ტრადიციის პატივსაცემად არა მგონია ჰქონდეთ.... ეს გაგრძელებაა იმ პოლიტიკის, უნდათ წარმოაჩინონ, რომ წმ. ნინოს მიერ ნაქადაგები სჯული აქვთ მათაც huh.gif


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Oct 22 2007, 04:31 PM
პოსტი #33


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



ციტატა(ზებედე @ Oct 22 2007, 04:19 PM) *

რამ გაგაბრაზა ასე? სომხებმა იყიდეს ტაძრები? ჰო და მათია!

არა, ნახევარი სომხეთი საქართველოს ტერიტორიაა... მოგვცეს ის და მივცემთ ტაძრებს...

აზერბაიჯანში ერთი ქართული ეკლესიაა, აქაც იქნება ერთი მეჩეთი.... რამდენი ეკლესიის აშენების უფლებასაც მოგვცემენ, იმდენ მეჩეთს მიიღებენ სანაცვლოდ, დანარჩენები უნდა დაინგრეს. აი, ასეთი მიდგომა სჭირდებათ მაგათ... მერე ვეღარ ილაპარაკებენ ამდენს...


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Oct 22 2007, 04:34 PM
პოსტი #34


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



გიორგი
ციტატა
არა, ნახევარი სომხეთი საქართველოს ტერიტორიაა... მოგვცეს ის და მივცემთ ტაძრებს...

აზერბაიჯანში ერთი ქართული ეკლესიაა, აქაც იქნება ერთი მეჩეთი.... რამდენი ეკლესიის აშენების უფლებასაც მოგვცემენ, იმდენ მეჩეთს მიიღებენ სანაცვლოდ, დანარჩენები უნდა დაინგრეს. აი, ასეთი მიდგომა სჭირდებათ მაგათ... მერე ვეღარ ილაპარაკებენ ამდენს...


წინდაწინ, უსამართლობაში რომ არავინ დაგდოს ბრალი, შევახსენებ ამ აზრის მოწინააღმდეგეთ, რომ სამართლის თეორიაში არსებობს ე.წ. iusticia distributiva, ანუ გათანაბრებითი სამართლიანობა, რაც გულისხმობს ზუსტად მაგ პრინციპს, რაც შენ ჩამოაყალიბე

არსებობს, სამართლიანობის მეორე გაგება - iusticia commutativa, ანუ განაწილებითი სამართლიანობა. ამ პრინციპით, რახან აზერბაიჯანში მცხოვრებ 15 ათას ქართველს აქვს 1 ეკლესია, აქ მცხოვრებ 300 000-მდე აზერბაიჯანელს უნდა ჰქონდეს 300 000:15 000 რაოდენობის მეჩეთი, ანუ 20

მაგრამ იმდენად დიდია ჩვენი ერის შინაგანი ქრისტიანული მრწამსი, რომ სამართლიანობის ყველანაირ ევროპულ გაგებაზეც მაღლა დგას! smile.gif


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზებედე
პოსტი Oct 22 2007, 04:56 PM
პოსტი #35


ზეციკეთი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,332
რეგისტრ.: 27-July 06
წევრი № 19



ციტატა( გიორგი @ Oct 22 2007, 12:31 PM) *

არა, ნახევარი სომხეთი საქართველოს ტერიტორიაა... მოგვცეს ის და მივცემთ ტაძრებს...

აზერბაიჯანში ერთი ქართული ეკლესიაა, აქაც იქნება ერთი მეჩეთი.... რამდენი ეკლესიის აშენების უფლებასაც მოგვცემენ, იმდენ მეჩეთს მიიღებენ სანაცვლოდ, დანარჩენები უნდა დაინგრეს. აი, ასეთი მიდგომა სჭირდებათ მაგათ... მერე ვეღარ ილაპარაკებენ ამდენს...


მაგაში გეთანხმები, ისინი აშკარად არ არიან ტოლერანტები unsure.gif თუმცა ბოლნისის მეჩეთს ამდენი ამბები არ უნდა მოყოლოდა....


ციტატა
ბათუმის საკათედრო ტაძარი იყო სახელმწიფოსი? იყო
გადასცა მას, ვისაც უნდოდა? გადასცა


ვახ, აქ არსებული მართლმადიდებლური ტაძრები სახელმწიფოსი ხომაა? ეხლა (უმოქმედო) ჟინვალში ჩაძირული ტაძარი რომ მოინდომონ კათოლიკებმა, და გადასცეს სამელმწიფომ, მაშინ ხმა არ უნდა ამოვიღოთ!

ციტატა
თუკი, რუსულ სახელმწიფო უფლება ჰქონდა, გაეყიდა მოქმედი (!) ქართული ტაძარი და მიეცა იგი სომხებისათვის, ნუთუ ქართულ სახელმწიფოს არ ჰქონდა უფლება სანაცვლოს აშენების უფლებით კათოლიკური არქიტექტურის მქონე 60 წლის უმოქმედო ეკლესია მართლმადიდებლებისთვის მიეცა?


ვერ ვხვდები, ეს გაცვლა-გამოცვლა რაა? ან რატომ დაუშვა ან სახელმწიფომ, ან ეკლესიამ ამდენი "კათოლიკური ნაგებობები"? ნუთუ არ სჯობდა, ის საკათედრო ტაძარი კათოლიკების დარჩენილიყო, და ბათუმის შესასვლელში მართლმადიდებლური ტაძარი აეშენებინათ?

ციტატა
სად არის ლოგიკა?


სადაც შენ გინდა biggrin.gif


--------------------
მზეო ამოდი, ამოდი
ნუ ეფარები გორასა
წიწილის თეთრი ბუმბული,
ველად გაჰქონდა ნიავსა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მართა
პოსტი Oct 24 2007, 09:25 PM
პოსტი #36


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,487
რეგისტრ.: 7-July 07
წევრი № 2,399



არანაირი მითვისება და განსაკუთრებით ქუთაისში არ მომხდარა,უამრავი სასამართლო პროცესი მოიგო მეუფე კალისტრატემ და სირცხვილია კიდევ ამ თემას მივუბრუნდეთ ერთი არ შეისმინო სასამართლოს დადგენილება მესმის და არ დაიჯერო, არ ირწმუნო მეუფის სიტყვები?გაუგებარია რა!!!


--------------------
ქართველნო ერთად ღვთისაკენ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Oct 24 2007, 10:08 PM
პოსტი #37


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



როგორც აწყობთ, ისე იგებენ მართა smile.gif 2kiss.gif არ იდარდო მაგაზე, ჩვენზე უკეთ იციან სიმართლე, მაგრამ ინტრიგა კაი საჭმელია თურმე ბევრისთვისsmile.gif

ასეთ თემებში არც უნდა ვპოსტავდეთ,რამეთუ მისი "შემოგდების" მოტივი ცხადია.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Oct 27 2007, 02:05 PM
პოსტი #38


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



მნათე
ციტატა
წრეები არა ის, მე ვიცნობ კათოლიკე პადრეებს და მომისმენია მათი აზრი პირადად და საბასაც ვკითხულობ ბევრისგან განსხვავებით... ეს თემა კათოლიკურ ეკლესიაში ძალიან აქტუალურია, აქტუალურია იმდენად - რამდენადაც მორალური სამართლიანობა და ქრისტიანული ზნეობა არსებობს მასში

მომიტევეთ თუ ვცდები, მაგრამ ასე ვფიქრობ და თქვენი არგუმენტები ტენდენციურად მეჩვენება... ტენდენციურობა როდია მართლმადიდებლობა



ჩემო ლევანი ვერ გამოვედით ვერაფრით ამ პროვოკაციული თემებისგან, ძალიან მწყდება გული, მაგრამ ხალხს მიზნები აქვთ, ჩვენ აყოლა ვიციტ სულ ეგ არის...


გიპასუხებ, თუ შენს გულდაწყვეტილ პადრეებს აქვთ რაიმე პრეტენზია, მათ შეუძლიათ ამაზე მიმართონ სასამართლოს. მაგრამ საქმე იმაშია, რომ თავის დროზე, როცა ერთ სადავო ტაძარზე მიმდინარეობდა სასამართლო დავა კათოლიკეებს და მაღთლმადიდებელებს შორის, მოგეხსენება ეკლესიებს წარმოადგენენ მათი მეთაურები, ანუ მარტო ერთ მღვდელს, ან მარტო ერთ პადრეს არ შეუძლია იდავოს ეკლესიის სახელით თუ არ იდავა პატრიარქმა , ანუ იმან ვინც წარმოადგენს ეკლესიას, ხოდა ჩემო ლევანი აღმოჩნდა, რომ ის ხალხ, რომლებიც დაობდნენ ეკლესიის კათოლიკეებისთვის კუთვნილების ტაობაზე, სულაც არ წარმოადგენდნენ კათოლიკურ ეკლესიას, სასამათლომ მიმართა მათ ,საპატრაიქოს,, თუ არ ვიცი რა ვუწოდო, იქიდან მოვიდა პასუხი, რომ სადავო არაფერი არა აქვთ, ანუ არ აცხადებდნენ არანაირ პრეტენზიას იმ კონკრეტულ ტაძარზე, რის გამოც დავა შეწყდა.

ანუ ცაკლეული პადრე რას ფუიქრობს, რას ემყარება მისი ფიქრი, არგუმენტირებულია ის თუ არა, არ ვიცით მანამ სანამ არ წავა სერიოზული დავა და არ გადაწყდება საქმე. ამიტომ თითო პადრეს ნააზრევი არ გვინდა რა აქ. ქართველებს ივერონი, ჯვრის მონასტერი , შავ თაზე არსებული ქართული ეკლესიები, ტაო-კლარჯეთი წგვართვეს, ხოდა იტირეთ ამაზე, ამაზე გახსენით თემები. ერთ ბათუმში აშენებულ ეკლესიას, რომ ვერ ინელებთ ვერაფრით. ჯვრის მონასტერი გაიხსენეთ იერუსალემში, ტაო გაიხსენეთ დღემდე სომხები სომხურად, რომ აცხადებენ და ჩვენ პირდაღებულები შორიდან ვუყურებთ.


ბათუმმის ეკლესიაზე ამაზე უფლებამოსილმა პირებმა ანუ მათმა ,,საპატრიაქომ,, განაცხადა უარი, ყოველგვარი ძალდატანების და იძულების გარეშე, ეს იყო ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, შესთავაზეს და დათანხმდა, ესეა საქმე, ამაზე არაერთხელ დგვიწერია, მაგრამ რაში გაინტერესებთ, მთავარი ისაა, რომ მართლმადიდებლებს და საპატრიარქოს ჩირქი მოეცხოს, ამის მეტს უკვე ვერაფერს ვხედავ.


გაიგეთ, ერთხელ და სამუდამოდ, ქრისტიანები არა ხართ? არ წაურთმევიათ, შესთავაზე და მათ უარი არ განუცხადებიათ, ანუ დავა არც დაწყებულა ვააააააააააააააააააააააააა
ააააააააააააააააააა!!!!!!!!!!!!!!!! გონზე არა ხართ რა ხდებოდა ამ საქმეში და მაინც იგივეს გაიძახით ....


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

2 გვერდი V < 1 2
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 9th May 2024 - 11:53 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი