IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

6 გვერდი V  1 2 3 > »   
Reply to this topicStart new topic
> ფესტოს დისკო - საინტერესო აღმოჩენა, რომელიც შეცვლის ისტორიას
tamara
პოსტი Nov 20 2008, 09:55 PM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,865
რეგისტრ.: 13-December 06
წევრი № 679



ამ დღეებში მოხდა ერთი მეტად მნიშვნელოვანი მოვლენა,
რომელსაც ჩვენდა სამარცხვინოდ
იმედის ეთერმა სულ 1 წუთი დაუთმო -

mellow.gif

ლონდონში ჩატარდა ფესტოს დისკოსადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია-
სადაც მოწვეულები იყვნენ მსოფლიო დონის მენიერები - ლინგვისტები

კონფერენციის ხელმძრვანელმა პირადად დაპატიჟა ქართველი მეცნიერი
გია კვაშილავა..


http://www.uslaw.com/library/Legal_Comment...php?item=279427

INTERNATIONAL CONFERENCE ON THE PHAISTOS DISK
On the occasion of the 100th anniversary of its discovery,
Friday, 31 October ? Saturday, 1 November 2008,
At the Society of Antiquaries of London, Burlington House, Piccadilly,
Organised and sponsored by Minerva, the International Review of Ancient Art & Archaeology


CONFERENCE PROGRAMME

FRIDAY, 31 OCTOBER

10:30 Opening remarks by Jerome M. Eisenberg, Ph.D., New York, USA

10:40 Keynote speaker Louis Godart, D.Ph., D.ès L., Hon.C.B.E., Rome, Italy
The Phaistos Disk and the Aegean Civilizations

11:40 Introduction by Peter Clayton, F.S.A., Hemel Hempstead, UK
Arthur Evans and Plato Have Much to Answer For
[LawPundit: Peter A. Clayton is the author of Chronicle of the Pharaohs, in German Die Pharaonen, generally regarded to be one of the best books ever written about Ancient Egypt.]

11:50 1st paper Andis Kaulins, J.D., Traben-Trarbach, Germany
The Phaistos Disk: An Ancient Enigma Solved: Two Corroborative
Old Elamite Scripts Deciphered Using the Greek Syllabic Values
Obtained for the Phaistos Disk
[Proof of alleged decipherments of the Phaistos Disk have thus far suffered from the lack of corroborative texts. I have identified two such texts in Elam and have deciphered them using my decipherment of the Phaistos Disk as Greek, with spectacular historical results.]

12:20 2nd paper Torsten Timm, Dresden, Germany
The Two Sides of the Phaistos Disk

12:50 3rd paper Dieter A. Rumpel, Dr.-Ing., Dusseldorf, Germany
Facts and Probabilities Regarding the Phaistos Disk and the Axe of Arkalokhori

2:40 4th paper John Coleman, D.Phil., M.A., Oxford, UK
Epigraphic Continuity of the Phaistos Disk Signary
With Cretan Hieroglyphic and Linear Scripts

3:40 5th paper Richard Sproat, Ph.D., Urbana, Illinois, USA
How to Forge the Phaistos Disk Text

4:10 6th paper Jerome M. Eisenberg, Ph.D., New York, USA
Some Unique Decipherments of the Phaistos Disk

SATURDAY, 1 NOVEMBER

10:15 7th paper Tom Palaima, Ph.D., Austin, Texas, USA
Emmett L. Bennett, Jr., Cryptoanalysis, Decipherment, and the Phaistos Disc

10:45 8th paper Gareth Owens, Ph.D., Heraklion, Crete, Greece
The Phaistos Disk: The Enigma of the Minoan Script

11:45 9th paper Mark Newbrook, Ph.D., Heswall, Wirral, UK
Diskomania! Some Highly Non-Mainstream ?Decipherments? Of the Phaistos Disk

12:15 10th paper Nicholas Reed, M.A., M.Phil., Folkestone, Kent, UK
Why the Phaistos Disc is Unlikely to be a Forgery

2:15 11th paper Gia Kvashilava, Ph.D., Tbilisi, Georgia
On Deciphering the Phaistos Disk as a Sample of Colchian Goldscript


2:45 12th paper Panagiotes D. Gregoriades, Athens, Greece
The Phaistos Disk: The Oldest Portable Calendar
in Use by the Minoan Navy

IPB-ს სურათი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი Nov 20 2008, 10:29 PM
პოსტი #2


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



tamara
თუ სრული ერთი წუთი დაეთმო, ეგ კიდევ პროგრესია smile.gif
მარა აქ რა დასკვნები გამოვიტანოთ? სტატიას ვერ გავეცნობით როგორც მივხვდი.


--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tamara
პოსტი Nov 20 2008, 10:39 PM
პოსტი #3


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,865
რეგისტრ.: 13-December 06
წევრი № 679



მოხსენება არის ინგლისურად
მალე მექნება ელ.ვერსია
და დავდებ
მოკლე შინაარსი კი ამ აღმოჩენის ასეთია-

"საქართველოს რესპუბლიკა " # 210, შაბათი, 8 ნოემბერი, 2008 წელი

ქართული თემა ლონდონის სამეფო აკადემიაში

"საქართველო, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის უნივერსიტეტის "ენის, ლოგიკის და მეტყველების ცენტრი", დოქტორ გია კვაშილავას" მიწვევა ლონდონში, საერთაშორისო კონფერენციაზე, 2008 წლის 28 აგვსიტოთია დათარიღებული, საომარი მდგომაროების დროს, საქართველოსთვის კრიტიკულ პერიოდში, როცა მთელი მსოფლიოს მზერა კავკასიისკენ იყო მიმართული, ქართული მეცნიერული აზრის შეფასება და ევროპის სამეცნიერო ცენტრში მტკიცება იმისა, რომ "ქართული ენა და სახელმწიფოებრიობა ოთხი ათასი წლისაა" ან საუბარი პროქართული ძიებისა თუ კოლხურ ოქრომდამწერლობაზე ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი გზავნილი გახლდათ.

"ძვირფასო დოქტორო, შემიძლია გაცნობოთ, რომ თქვენი შრომა არის ბრწყინვალე. დიდად მოხარული ვიქნებით, თუ ჩამობრძანდებით ლონდონში და მოხსენებას წაიკითხავთ".

მარკ ბერნი, ჟურნალ "MINERVA"-ს რედაქტორი, კონფერენციის ორგანიზატორი.

საერთაშორისო კონფერენცია, კუნძულ კრეტაზე ე. წ.ფესტოსის დისკოს აღმოჩენის 100 წლისთავს მიეძღვნა და ლონდონის ცენტრში, ბერლინგტონის სახლში არსებულ ხელოვნების სამეფო აკადემიის ანტიკვარიის საზოგადოებაში 31 ოქტომბრიდან 1 ნოემბრამდე გაიმართა. ინგლისელ, იტალიელ, გერმანელ, ამერიკელ და ბერძენ ცნობილ მეცნიერთა შორის თბილისიდან დოქტორი გია კვაშილავა გახლდათ მიწვეული. ორი დღის მანძილზე თორმეტი მოხსენება იქნა წაკითხული: ფესტოსის დისკოს ირგვლივ მრავალი მტკიცებულება და ჰიპოთეზა გამოითქვა. შეჯამდა ყველა ის მეცნიერული აზრი, რაც 1908 წლიდან, ანუ მას შემდეგ, რაც საბერძნეთში, კრეტაზე, ქალაქ ფესტოსში დისკოს აღმოჩენიდან დღემდე ჩამოყალიბდა. კონფერენციის ორგანიზება უპირველესად მეცნიერულ განსწავლულობას და ზუსტ ორიენტაციას მოითხოვდა, რაც სიღრმისეულად, მაღალ დონეზე განახორციელეს საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალის "MINERVA"-ს დამფუძნებელმა ჯერომ ჰაიზენბერგმა და რედაქტორმა, მარკ ბერნმა.

ჟურნალის უკანასკნელ ნომერში მოცემულია ცნობები ოთხმოც განსაკუთრებულად ღირებულ ნაშრომთა ავტორების შესახებ, რომლებიც 100 წლის მანძილზე იკვლევდნენ ფესტოსის დისკოს. ამ გამოჩენილ მეცნიერთა ნაწილი უკვე გარდაცვლილია, მაგრამ მათი ღვაწლი სათანადოდაა აღნიშნული და დაფასებული.

მსოფლიოში ცნობილ მეცნიერთა თავყრილობა, რომელიც ნისლანი ლონდონის ცენტრში წარიმართა, მხოლოდ ამინდის თვალსაზრისით ჩანდა სტაბილური და ერთფეროვანი. კონფერენცია დისკუსიების და ახალი ვერსიების ფონზე წარიმართა, ხოლო თბილისის უნივერსიტეტის წარმომადგენლის თითქმის ათას ხუთას წყაროზე დაყრდნობილი დამარწმუნებლობა და მკაცრი ლაკონურობა ოპონირების საშუალებას არ იძლეოდა და თვით ბერძნებმაც, რომლებიც ფესტოსის დისკოს საკუთარ ეროვნულ საგანძურად თვლიან, ამერიკელ თუ ინგლისელ სწავლულთა საგულისხმო შეფასებების მიუხედავად, დუმილი არჩიეს.

ქართველი მეცნიერის თემის სათაური "ფესტოსის დისკო - კოლხური (პროქართული) ოქროდამწერლობის გაშიფვრის შესახებ" კვლევის შესაძლო შედეგებს გულისხმობდა.

ბატონი გია კვაშილავა ორი დღეა, რაც სამშობლოში დაბრუნდა. ჩვენ მას ინტერვიუს ნაცვლად ლონდონში წაკითხული მოხსენების გაცნობა ვთხოვეთ, რომელშიც სამი ძირითადი ცნობაა მოცემული:

1. ფესტოსის დისკოს მბეჭდავები იყვნენ ქურუმები, რომლებსაც კორიბანტები ერქვათ და რომლებიც დასავლეთ საქართველოდან იყვნენ ჩასულნი.

2. ბერძნულ წყაროებზე დაყრდნობით, კირბები არის ფირფიტები, რომელსაც გამოიყენებდნენ კოლხები. ეს არის თიხაზე ბეჭდვის განსაკუთრებული მეთოდი (ოქროს დამწერლობა ).

3. კოლხური ენის განმარტება. დაუყოფად ქართველურ ენებს ქართულ და მეგრულ-ლაზურს ვუწოდეთ კოლხური - პროტოქართული.

გთავაზობთ რამდენიმე ფრაგმენტს ლონდონში, ბერლინგტონის სახლში, ხელოვნების სამეფო აკადემიაში წაკითხული მოხსენებიდან, რომელსაც მსოფლიოს მეცნიერული ელიტა განსაკუთრებული ყურადღებით უსმენდა.

პროფ. პ. ინგოროყვა (1939, გვ. 169-170) და აკად. შ. ნუცუბიძე (1983, გვ. 99) გამოთქვამდნენ მოსაზრებებს, რომ ხარაქს პერგამონელის ტერმინი "ხრისოგრაფია" ნიშნავს ოქროს მეშვეობით დაწერას და იგი იყო წერის განსაკუთრებული და სპეციფიკური ხელოვნება, რომელიც კოლხეთში გამოიყენებოდა. მათი აზრით, მისი შესრულების წესები აღწერილი იყო ვერძის ტყავზე და არგონავტებმა ამ მეტად მნიშვნელოვანი კოლხური ხელოვნების შესათვისებლად იმოგზაურეს საბერძნეთიდან კოლხეთში (... ).

მეგრულ-ლაზური შედის ქართველურ ენათა ჯგუფში. ამ ენაზე ამჟამად მეტყველებს ხალხი, რომელიც სახლობს სამხრეთ კავკასიაში და შავი ზღვის სანაპიროს აღმოსავლეთ ნაწილში: დასავლეთ საქართველოში, სამეგრელოსა და აფხაზეთის რეგიონში და ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ თურქეთში, ლაზეთში, მეგრელები თავიანთ ენას უწოდებდნენ "მარგალურ ნინას", ლაზები - "ლაზურ ნინას", მეგრელებს ჭანები უწოდებდნენ "მაკრონებს" (ჩიქობავა 1926; ჯავახიშვილი 1979, გვ. 452; ჩუხუა 2000-2003, გვ. 84 ), მეგრელები კი თავიანთ თავს უწოდებენ "მარგალებს", თანამედროვე ქართულზე მათ ჰქვიათ "მეგრელები".

როგორც ქვემოთ ვნახავთ, ჩემი კვლევის შედეგები საფუძველს მაძლევს, რომ კოლხური მივიჩნიოთ პროტოქართველურ ენად.

დამატებით მსურს აღვნიშნოთ, რომ წინაბერძნული მოსახლეობის ენისა და კავკასიური ენების ნათესაობის შესახებ ჰიპოთეზები წამოაყენეს: ლ. ჰერვასმა, ვ. ჰუმბოლდტმა, პ. კრეჩმერმა, ან. მეიემ, ად. დირმა, ედ. შვიცერმა, მ. სერგიევსკმა, ფრ. შახერმაირმა, ს. ყაუხჩიშვილმა, ს. ჯანაშიამ, გ. დეეტერსმა, არნ. ჩიქობავამ, აკ. ურუშაძემ, პ. ბერაძემ, ედ. ფურნიემ, თ. გამყრელიძემ, რ. შმიტ-ბრანდტმა, რ. ბეეკესმა, რ. გორდეზიანმა, ჰ . ძებიშმა, ზ. გამსახურდიამ და სხვებმა.

ბ-ნ გია კვაშილავას ქართულ და უცხოურ მეცნიერულ წყაროებზე დაყრდნობილი გამოკვლევის შედეგები:

1) კრეტაზე აღმოჩენილი ძვ. წ. XV საუკუნებამდელი თიხის ფირფიტების წარწერების ენა არ არის ბერძნული.

2) კრეტის უძველესი წარწერის ენა განეკუთვნება კავკასიურ ენებს, რომელთა გავრცელების არეალი იმ დროს უფრო ვრცელი იყო, ვიდრე შემდგომ პერიოდში.

3) ნოტიო თიხის ფირფიტა - ფესტოსის დისკო მაღალ ტემპერატურაზე გამოწვის შემდეგ ქვასავით მაგარი გახდა და მისი ასეთი თვისებების გამო არის კირბი.

4) ფესტოსის დისკო, რომელიც დაბეჭდილია ოქროს ყალიბებით (რადგან სხვა სახის ყალიბების გამოყენების შემთხვევაში დისკოს ნახატ-ნიშნების კონტურები ძალიან ადრე მკაფიოობას დაკარგავდა და დღეს ჩვენ დისკოს ვერ ამოვიკითხავდით) არის კოლხური ოქროდამწერლობის ხელოვნების ნიმუში.

5) კოლხური ოქროდამწერლობის ნიმუში, დისკო დაბეჭდილია კოლხი ქურუმების - კორიბანტების მიერ კრეტაზე ან ანატოლიაში. ისინი ოქროდამწერლობით შექმნილ სავედრებელ-საგალობელ ტექსტებს უძღვნიდნენ ღვთაებებს. ასეთი სახის დამწერლობა არ გამოიყენებოდა სამეურნეო და ადმინისტრაციული სახის ტექსტების შედგენისას.

6) დისკოს ზოგიერთი ნახატ-ნიშანთა მობრუნებების, მათ ქვემოთ მოცემული ვერტიკალური და ირიბი შტრიხების გათვალისწინების შემთხვევაში დისკოს წარწერა მხოლოდ ერთ ენაზე იკითხება. დოქტ. ჰ. ძებიშის (1987-1991-1992 წლებში) დასტამბული მოსაზრებების და ჩვენს მიერ დისკოს გაშიფვრის საფუძველზე, ვამბობთ, რომ დისკოს წარწერის ენა არის პროტოქართველური - კოლხური.

7) დისკოს წარწერა რელიგიურ-სარიტუალო შინაარსის ტექსტია და იგი არის სავედრებელ-საგალობელი, რომელიც ეძღვნება კოლხური მოდგმის ხალხის მაკრელების ნაყოფიერებისა და მიწის დიდ დედაღვთაებას - ნენანას.

8) ძვ. წ. XX ს-დან კოლხური ტომი, უწინდელი მაკრელები (მაკრისელები თუ მერმინდელი მაკრონები) იგივე მეგრელები სახლობდნენ კრეტაზე, ხმელთაშუა ზღვის კუნძულებსა და ანატოლიაში...

და ა. შ.

ჩემი გამოკვლევით დადგინდა, რომ ფესტოსის დისკოს A და B მხარის ცენტრში დაბეჭდილია ციურ სხეულთა სიმბოლოები: "მზისა" და "მთვარის" ნახატ-ნიშნები, აია-ვარდული არის მზის, ცეცხლისა და ოქროს ნახატ-ნიშანი. მზისა და მთვარის მოძრაობის მიხედვით, ტექსტის ამოკითხვის მიმართულებაა სპირალურად ცენტრიდან ნაპრისკენ. ე. ი. ამოკითხვისას ბრუნვა ხდება ცენტრის ირგვლივ, ასეთი კანონით ვკითხულობთ დისკოს ი მხარესაც, სადაც ცენტრში ამოტვიფრულია "მთვარის" ნახატ-ნიშანი - "ჭვინტიანი გვირგვინი".

არქეოლოგიური მასალებიდან ცნობილია, რომ "მზისა და მთვარის" ნახატ-ნიშნები სამეფო ოჯახსა და სამეფო ძალაუფლების სიმბოლოებია. ხოლო სპირალი სიცოცხლისა და განწმენდის ნახატ-ნიშანია.

ზემოთ მოგახსენეთ, რომ დისკოს წარწერა დაბეჭდეს კოლხმა ქურუმებმა - კორიბანტებმა, რომლებიც ზედმიწევნით კარგად ერკვეოდნენ ცის რუკაში და ბევრი ასტრალური ნახატ-ნიშანი გამოიყენეს ენიგმატური სავედრებლის სპირალისებურად ამოსატვიფრად.

ვფიქრობთ, ქართული თემის გაჟღერება მსოფლიოს გამოჩენილ მეცნიერთა პრესტიჟულ ფორუმზე და პუბლიკაცია საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალ "MINERVA"-ში, არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე პოლიტიკოსთა მეტ-ნაკლებად წარმატებული დიპლომატიური სვლები ტელევიზორის ეკრანთან მიჯაჭვულმა ქართულმა საზოგადოებრიობამ ალბათ უფრო მეტი ყურადღება უნდა მიაპყროს ეროვნული მეცნიერების სახეს და ქართული მეცნიერული აზრის ექსპორტს ევროპაში, ვიდრე იმ მყვირალა ხმებს და სახელებს, ხვალ რომ აღარავის ემახსოვრება...

საბოლოო დასკვნა

"მაშასადამე, მრავალი მკვლევარისა და ჩემ მიერ ზემოთ მოცემული დებულებებისა და ფაქტების, არქეოლოგიური, პალეოგრაფიული და ლინგვისტური მასალების, მითოლოგიური და ისტორიული წყაროების, დისკოზე ღვთაებათა სახელებისა და ტოპონიმების, არქალოხორის ცულის, მალიის ქვის ბლოკისა და ფესტოსის ლარნაკის ნახატ-ნიშანთა ამოკითხვის საფუძველზე, ჩემ მიერ დასაბუთებულია, რომ ფესტოსის დისკოს ნახატ-ნიშანთა ჯგუფები გაშიფრულია პროტოქართველურ - კოლხურ ენაზე".

გაზეთი "საქართველოს რესპუბლიკა"


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი Nov 21 2008, 03:08 PM
პოსტი #4


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



tamara
დიდი მადლობა! მართლაც საინტერესო იქნება სრული ნაშრომის გაცნობა.
ბერძნების დუმილი ბევრს ნიშნავს biggrin.gif


--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Marabella
პოსტი Nov 21 2008, 03:20 PM
პოსტი #5


ႫႠႩႠ
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 146
რეგისტრ.: 17-June 07
მდებარ.: Aachen
წევრი № 2,215



აუუუუ ჩემს აღფრთოვანებას და აღმაფრენას საზღვარი არ აქვს!!!


--------------------
არაკად თქმულა, თორმეტნი შიშველს ნიფხავს ხდიდნენ და ვერ გახადესო
--
თვით უკვდავება მშვენიერსა სულში მდგომარებს
--
...უცდომელი მხოლოდ ღმერთია!
--
“და, აჰა, ესერა მე თქუენთანა ვარ ყოველთა დღეთა და ვიდრე აღსასრულამდე სოფლისა, ამინ”
--
...უფლებას ყველამ უნდა სცეს პატივი. საქართველოს არასოდეს მიუტაცია სხვისი ტერიტორიები, მაგრამ თავისასაც არავის დაუთმობს. /ილია II/
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tamara
პოსტი Nov 21 2008, 03:57 PM
პოსტი #6


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,865
რეგისტრ.: 13-December 06
წევრი № 679



ციტატა
ბერძნების დუმილი ბევრს ნიშნავს

დუმილი იმ კონფერენციაზე უნდა გენახათ..
laugh.gif
სადღაც ჩავარდნენ თურმე ბერძენი მომხსენებლები...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Marabella
პოსტი Nov 21 2008, 04:08 PM
პოსტი #7


ႫႠႩႠ
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 146
რეგისტრ.: 17-June 07
მდებარ.: Aachen
წევრი № 2,215



tamara
დუმილი თანხმობის ნიშანია :-)... მაგრამ, ბერძნები კიდევ რამეს "იმახინებენ" თუ საერთაშორისო საზოგადოებამ მხარი არ აგვიბა


--------------------
არაკად თქმულა, თორმეტნი შიშველს ნიფხავს ხდიდნენ და ვერ გახადესო
--
თვით უკვდავება მშვენიერსა სულში მდგომარებს
--
...უცდომელი მხოლოდ ღმერთია!
--
“და, აჰა, ესერა მე თქუენთანა ვარ ყოველთა დღეთა და ვიდრე აღსასრულამდე სოფლისა, ამინ”
--
...უფლებას ყველამ უნდა სცეს პატივი. საქართველოს არასოდეს მიუტაცია სხვისი ტერიტორიები, მაგრამ თავისასაც არავის დაუთმობს. /ილია II/
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tamara
პოსტი Nov 21 2008, 04:11 PM
პოსტი #8


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,865
რეგისტრ.: 13-December 06
წევრი № 679



ციტატა
დუმილი თანხმობის ნიშანია :-)... მაგრამ, ბერძნები კიდევ რამეს "იმახინებენ" თუ საერთაშორისო საზოგადოებამ მხარი არ აგვიბა

იცნობენ ბერძნებს (და სომხებსაც) საერთაშორისო დონის მეცნიერები.
გია კვაშილავა პირადად მიიწვია კონფერენციის ორგანიზატორმა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Marabella
პოსტი Nov 21 2008, 04:13 PM
პოსტი #9


ႫႠႩႠ
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 146
რეგისტრ.: 17-June 07
მდებარ.: Aachen
წევრი № 2,215



tamara
დუმილი თანხმობის ნიშანია :-)... მაგრამ, ბერძნები კიდევ რამეს "იმახინებენ" თუ საერთაშორისო საზოგადოებამ მხარი არ აგვიბა


--------------------
არაკად თქმულა, თორმეტნი შიშველს ნიფხავს ხდიდნენ და ვერ გახადესო
--
თვით უკვდავება მშვენიერსა სულში მდგომარებს
--
...უცდომელი მხოლოდ ღმერთია!
--
“და, აჰა, ესერა მე თქუენთანა ვარ ყოველთა დღეთა და ვიდრე აღსასრულამდე სოფლისა, ამინ”
--
...უფლებას ყველამ უნდა სცეს პატივი. საქართველოს არასოდეს მიუტაცია სხვისი ტერიტორიები, მაგრამ თავისასაც არავის დაუთმობს. /ილია II/
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tamuna m
პოსტი Nov 21 2008, 04:51 PM
პოსტი #10


კატეგორია: მოკვდავი
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 4,790
რეგისტრ.: 4-February 08
მდებარ.: არც იქით და არც აქეთ
წევრი № 3,842



ციტატა
ძვ. წ. XX ს-დან კოლხური ტომი, უწინდელი მაკრელები (მაკრისელები თუ მერმინდელი მაკრონები) იგივე მეგრელები სახლობდნენ კრეტაზე, ხმელთაშუა ზღვის კუნძულებსა და ანატოლიაში...


რავა ყველგან მოდებულები არიან laugh.gif

შეიზლება ამ თემაში არ უნდა გეკითხებოდე,მაგრამ ერთგან წავიკითხე, ეგვიპტეში რკინის დამუშავება სვანეთიდან გავიდაო და... თამარ, შენ გეცოდინება ამის სესახებ


--------------------

.....................
ენა მაქვს ძირში ამოსაგლეჯი, მაგრამ ვერავინ რისკავს
.....................
სენატორიც თავიდან რიგითი იუზერი იყო :D
...................
პ. ს. ბავშვობაში ყველა ხატავს
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tamara
პოსტი Nov 21 2008, 08:12 PM
პოსტი #11


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,865
რეგისტრ.: 13-December 06
წევრი № 679



ციტატა
შეიზლება ამ თემაში არ უნდა გეკითხებოდე,მაგრამ ერთგან წავიკითხე, ეგვიპტეში რკინის დამუშავება სვანეთიდან გავიდაო და... თამარ, შენ გეცოდინება ამის სესახებ

სწორედ მაგაზეა საუბარი -
თუ გია კვაშილავას აღიარებენ ოფიციალურად-
რაც ალბათ მოხდება უახლოეს 2-3 წელიწადში -
ეს შეცვლის ევროპის ისტორიას.

ანუ ჩვენ ვიქნებით პირველი ევროპელები...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tamuna m
პოსტი Nov 21 2008, 10:04 PM
პოსტი #12


კატეგორია: მოკვდავი
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 4,790
რეგისტრ.: 4-February 08
მდებარ.: არც იქით და არც აქეთ
წევრი № 3,842



tamara
ტემპი არ დააგდო.
მოველნები როგორ განვითარდება ინფორმაცია მოგავწოდე a075.gif


--------------------

.....................
ენა მაქვს ძირში ამოსაგლეჯი, მაგრამ ვერავინ რისკავს
.....................
სენატორიც თავიდან რიგითი იუზერი იყო :D
...................
პ. ს. ბავშვობაში ყველა ხატავს
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Nov 22 2008, 03:48 AM
პოსტი #13


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
ეს შეცვლის ევროპის ისტორიას.

ანუ ჩვენ ვიქნებით პირველი ევროპელები...


ჯერ გადავხტეთ ... biggrin.gif

ამ თოფიქს უკომენტაროდ ვტოვებ, ვფიქრობ ძალიან ურაქართულია, თუმცა თუ დაამტკიცებენ, მაშინ ყველაზე ხმამაღლა მაგ "ურას" მე დავიძახებ, თუმცა... ვნახოთ smile.gif

კაიროსი!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Nov 22 2008, 04:11 AM
პოსტი #14


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ესეც "ჩვენი დისკი"

IPB-ს სურათი

აი დისკის გრაფიკული ხედვა:

IPB-ს სურათი

აგერ მაგაზე სხვადასხვა ჰიპოთეზები:

ზოგი ამტკიცებს რომ პროტოსლავურია,

ეს წიგნი კი თავად მეტყველებს:
Evidence for Hellenic Dialect in the Phaistos Disk (Paperback)
by Steven R. Fischer
არის ხალხი ვინც ამტკიცებს, რომ წარწერა სემიტურ ენებს განეკუთვნება:
Another ancient writing system provides the key to reading the Phaistos Disk. At Byblos in modern day Lebanon, an advanced culture flourished for centuries
http://home.att.net/~phaistosdisk/ph.html
ხო, დამავიწყდა ამ წიგნს ქვია "ფესტოსის დისკი, საიდუმლო გახსნილია"
Mysteries of History Solved!

ეს იტალიელი კი ამტკიცებს, პროტობერძნულ წარმოშობას და დისკის ტექსტის ბერძნულ შედარებასაც გვთავაზობს:

წარწერა დისკზე ( A მხარე)

1 ma-ka-rya 2 da(y)-mon 3 la-wry-y-py-py-ty-sy 4 ma-ka-rya 5 Y-so-nya 6 da(y)-mon-ty-sy 7 ty-ke®-on 8 so-te(y)-ra-ky 9 py-ra-po®-to-py-ty-sy 10 Ke®-on-ty-sy 11 DA(Y)-ray 12 ra-nya-rya-ze(y)-py-sy 13 Ke®-on-ty-sy 14 nya-dyo 15 la-wry-y-py-py-ty-sy 16 Ke®-on-ty-sy 17 DA(Y)-ray 18 ra-nya-rya-ze(y)-py-sy 19 ne-kro 20 Ma-nya-por-ty-sy 21 de(y)-mn°-wy-da(y) 22 y-so-wy-ty-sy 23 y-ke®-on 24 [pa]-ra-ky-ty-sy 25 Ey-ro-py 26 ty-de(y)-ya-py 27 dyo-mn°-se-ty-sy 28 ste-ny-NY 29 De(y)-ya-NY 30 ty-mn°-wo 31 Ra-da(y)-mon-ty-sy.

იგივე ბერძნულად

Ἡ αποθέωσις ῾Ραδαμάνθυος.

Πλευρά Α:

μακάρια δαῖμον λαβρύοιφι πίτυς, μακάρια Ἰσόνοια, δαίμων τ᾽ᾖς θηκῶν, σώτειρα κὴ πήρα πόντου πίθιος. Κρειοντὶς Μεγάρη ῾ρ᾽ανιερίζειφι σοί, Κρειοντὶς ναΐδιῳ λαβρύοιφι πίτυσι, Κρειοντὶς Μεγάρη ῾ρ᾽ανιερίζειφι σοὶ νεκρόν. Μανιαπώρθης, δῆμων ὁ ϝίδρις ἰσοϝιθὺς οἴκων, [σφ]ραγισθεὶς Εủρώπη τιθήφι. διὸ μνησθεὶς σθένῃ Νίδᾳ, (Ἀμάλ)θειᾳ Νίδᾳ, θύμενος ὁ ῾Ραδάμανθυς. MGCorsini, Dicembre 1984-Dicembre 2006. Tutti i diritti riservati.

და თარგმანი ინგლისურად:

Blissful lady double-axes pole, blissful Isonoia, lady of the larnakes and protrectress of the last travel bag pithos. The doughter of Creon Megara consecrate there to You, the doughter of Creon, in the shrine with the double-axes poles, the doughter of Creon Megara consecrate there to You the dead. The Illustrious Deceased, skillful public and civil judge, has been committed in nursery to Europe. So he has been married to the strong Nida, to (Amal)thaea-Nida, the renowned Rhadamanthys.


დანარჩენი აქაა:

http://digilander.libero.it/mgcorsini/disco2006.htm


ძალიან ბევრი და ძალიან ნათლად წერია რუსულ ვიკიპედიაშიც:

http://ru.wikipedia.org/wiki/%D0%A4%D0%B5%...%B8%D1%81%D0%BA

სხვათაშორის მეცნიერთა ზოგი ნაწილი იმ დასკვნამდის მივიდა, რომ დისკი საერთოდ ყალბია და მისი სიმბოლოები საერთოდ არც არაფერს ნიშნავს biggrin.gif

Фестский диск, уникальный памятник письма, который до сих пор являлся одной из самых загадочный археологических находок, оказался подделкой. К такому выводу пришли американские ученые: изображенные на диске символы абсолютно ничего не обозначают.

http://ufolog.ru/news/detail.aspx?id=10128

და აი ეს ბოლო დესერტად იყოს, სია ამ დისკის "გამშიფრველთა" და ვარაუდებისა, ნახეთ რამდენ ენაზეა საუბარი, ზოგი საერთოდ ფიქრობს რომ აქ ენა არაფერ შუაშია და ა.შ.

List of decipherment claims
Main article: Phaistos Disc decipherment claims
The decipherment claims listed are categorized into linguistic decipherments, identifying the language of the inscription, and non-linguistic decipherments. A purely logographical reading is not linguistic in the strict sense: while it may reveal the meaning of the inscription, it will not allow for the identification of the underlying language.


[edit] Linguistic
George Hempl, 1911 (interpretation as Ionic Greek, syllabic writing); A-side first; reading inwards;
Florence Stawell, 1911 (interpretation as Homeric Greek, syllabic writing); B-side first; reading inwards;
Albert Cuny, 1914 (interpretation as an ancient Egyptian document, syllabic-logographic writing);
Benjamin Schwarz, 1959 (interpretation as Mycenean Greek, syllabic writing, comparison to Linear cool.gif; A-side first; reading inwards;
Jean Faucounau, 1975, (interpretation as "proto-Ionic" Greek, syllabic writing [3]; A-side first; reading inwards;
Vladimir I. Georgiev, 1976 (interpretation as Hittite language, syllabic writing); A-side first; reading outwards;
Steven R. Fischer, 1988 (interpretation as a Greek dialect, syllabic writing); A-side first; reading inwards;
Kjell Aartun, 1992 (interpretation as a Semitic language, syllabic writing); A-side first; reading outwards;
Derk Ohlenroth, 1996 (interpretation as a Greek dialect, alphabetic writing); A-side first; reading outwards; numerous homophonic signs;
Sergei V. Rjabchikov 1998 (interpretation as a Slavonic dialect, syllabic writing [4]); A-side first; reading outwards;
Adam Martin, 2000 (interpretation as a Greek-Minoan bilingual text, alphabetic writing); reading outwards, side A as Greek, side B as Minoan
Achterberg et al., 2004 (interpreted as Luwian); A-side first; reading inwards;
Torsten Timm, 2005 (reading attempt based upon the hypothesis of a Cretan Script [5]);

[edit] Non-linguistic or logographic
Paolo Ballotta, 1974 (interpretation as logographic writing);
Leon Pomerance, 1976 (interpretation as astronomical document);
Peter Aleff, 1982 (interpretation as ancient gameboard[6] );
Ole Hagen, 1988 (interpretation as calendar)
Harald Haarmann, 1990 (interpretation as logographic writing);
Bernd Schomburg, 1997 (calendar interpretation, logograms)
Hermann Wenzel, 1998 (astronomical interpretation)
Friedhelm Will, 2000 (interpretation as number-philosophically-document of "Atlantean" origin);
Axel Hausmann, 2002 (document from Atlantis, dated to 4400 BC, logographic reading)
Helène Whittaker, 2005 (a votive minuature version of a game board similar to the Egyptian Mehen)

http://en.wikipedia.org/wiki/Phaistos_Disc#Linguistic

მოკლედ საინტერესო საკითხია და შევეცადოთ ჩვენც მეცნიერულად, კრიტიკულად მივუდგეთ smile.gif

იხარეთ;

კაიროსი!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tamara
პოსტი Nov 22 2008, 09:53 AM
პოსტი #15


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,865
რეგისტრ.: 13-December 06
წევრი № 679



ვიცი ეგ თეორიები კარგად
KAIROS
პროტობერძნული გამორიცხულია -
დიდი ხანია ამას ამბობენ.
პროტოსლავური სასაცილოდ არ ჰყოფნით...
laugh.gif
ყველაზე საინტერესო იცი რა?
კვაშილავამ წაიკითხვა არა მარტო ფესტო -
არამედ კრეტაზე ნაპოვნი სხვა წარწერებიც.

აკალახორის ცულების წარწერები და ნახატები ვაზებზე-
ამან დაშოკა კონფერენცია.


ციტატა
თუმცა თუ დაამტკიცებენ, მაშინ ყველაზე ხმამაღლა მაგ "ურას" მე დავიძახებ, თუმცა... ვნახოთ

ოფიციალურად გიამ უკვე მიიღო ბრიტანეთის აკადემიის მოწვევა.
საუბარია ამ აკადემიის საპატიო წევრობაზეც
პირად საუბარში მას პირდაპირ უთხრეს-
2-3 წელიწადში თქვენი სახელი ყველას პიზე ეკერებაო.

დაველოდოთ 2- 3 წელიწადს...
rolleyes.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Nov 22 2008, 10:10 AM
პოსტი #16


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
დაველოდოთ 2- 3 წელიწადს...

კი ბატონო smile.gif
მესმის შემართება, მაგრამ იმდენჯერ მინახავს ჰოპლა დაძახებული და მერე ვერ გადამხტარი, ან ისევ ვერ გადახტარი როგორც გვპირდებოდა, სჯობს დღეს ეს განვიხილოთ როგორც ერთერთი საინტერესო ვარაუდი smile.gif
იხარე;
კაიროსი!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Marabella
პოსტი Nov 28 2008, 01:38 AM
პოსტი #17


ႫႠႩႠ
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 146
რეგისტრ.: 17-June 07
მდებარ.: Aachen
წევრი № 2,215



tamara
ის სტატია ნეტა მისაწვდომია ? მე ვეძებე ინტერნეტში და ვერაფერი ვნახე. ვნახე მხოლოდ რომ კვაშილავა მათემატიკოსი ყოფილა...


--------------------
არაკად თქმულა, თორმეტნი შიშველს ნიფხავს ხდიდნენ და ვერ გახადესო
--
თვით უკვდავება მშვენიერსა სულში მდგომარებს
--
...უცდომელი მხოლოდ ღმერთია!
--
“და, აჰა, ესერა მე თქუენთანა ვარ ყოველთა დღეთა და ვიდრე აღსასრულამდე სოფლისა, ამინ”
--
...უფლებას ყველამ უნდა სცეს პატივი. საქართველოს არასოდეს მიუტაცია სხვისი ტერიტორიები, მაგრამ თავისასაც არავის დაუთმობს. /ილია II/
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tamara
პოსტი Nov 28 2008, 01:45 AM
პოსტი #18


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,865
რეგისტრ.: 13-December 06
წევრი № 679



მალე მექნება ის მოხსენება
საქმე იმაშია, რომ ჯერ უნდა დაიბეჭდოს
სამეცნიერო ჟუნალში
და მერე შემიძლია გავნათავსო ფორუმზე.
ველოდები ამ პუბლიკაციას
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tamara
პოსტი Dec 3 2008, 03:58 PM
პოსტი #19


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,865
რეგისტრ.: 13-December 06
წევრი № 679



4 დეკემბერს რადიო ივერიაში
21:10 -ზე იქნება გია კვაშილავასთან შეხვედრა.
ასევე

5 დეკემბერს 12:15 საათზე

6 დეკემბერს 15:30 საათზე

მოუსმინეთ....
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ლეონტი
პოსტი Dec 3 2008, 04:57 PM
პოსტი #20


ილოცე!!!
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,990
რეგისტრ.: 7-November 06
მდებარ.: ოთახი
წევრი № 416



ციტატა(tamara @ Dec 3 2008, 03:58 PM) *

4 დეკემბერს რადიო ივერიაში
21:10 -ზე იქნება გია კვაშილავასთან შეხვედრა.
ასევე

5 დეკემბერს 12:15 საათზე

6 დეკემბერს 15:30 საათზე

მოუსმინეთ....

მადლობა


--------------------
tamarapaint.com აგრეთვე putkari.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

6 გვერდი V  1 2 3 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 23rd July 2019 - 03:20 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი