IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

2 გვერდი V  1 2 >  
Reply to this topicStart new topic
> განსხვავება ლუკასა და მათეს სახერებებში, იესოს ცინაპართა ჩამონათვალი
Sonenleufer
პოსტი Dec 10 2010, 03:45 AM
პოსტი #1


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 18
რეგისტრ.: 11-April 10
წევრი № 8,608



მე ერთხელ უკვე დავსვი ეს კითხვა და აქამდე ჯერჯერობით პასუხი არ მიმიღია.
ასე ვთქვათ მეორე ცდა ჭეშმარიტების ძებნაში : რითი აიხსნება განსხვავებები მათესა და ლუკას სახარებებში?
1) მათეს სახარებაში არიან 3 მოგვები აღმოსავლეთიდან( სამი მეფე აღმოსავლეთიდან); ლუკას სახარებაში კი ლაპარაკია სამ მწყემსზე;
2)მათეს სახარებაში საუბარია ჩვილთა ჟლეტაზე ჰეროდეს მიერ, ლუკას სახარებაში კი ამ მოვლენაზე საერთოდ არაა საუბარი;
3) მათე საუბრობს ეგვიპტეში გახიზვნაზე იესოსი და მისი მშობლებისა, ლუკასთან ეს საერთოდ არაა ნახსენები, უფრო მეტიც, ლუკა საუბრობს 8 დღის შემდეგ მის წინდაცვეთაზე და განწმენდის დღეების შემდეგ(40 დღე) მის ტაძარში უფლის წინაშე წარდგენაზე( ლუკ.21;22;23;24;25). უცნაურია ლუკას მიერ დუმილი და არაფრის თქმა ისეთ შემზარავობაზე და ჩვილი იესოს სიცოცხლის საშისროებაზე, როგორიც ჰეროდეს მიერ ჩვილთა ჟლეტაა_ლუკას სახარებაში შობის დროს საერთოდ მშვიდობა სუფევს;
4)მათეს სახარებიდან ჩანს რომ იესოს მშობლები(კერძოდ იოსები) ბეთლეემიდან იყვნენ, ხოლო ლუკას მიხედვით ისინი ნაზარეთში ცხოვრობდნენ;
5)იესოს წარმომავლობის ჩამონათვალი:მათესა და ლუკას სახარებებში სახელთა ჩამონათვალი იესოს წინაპრებისა დავით მეფის შემდეგ იოსებამდე( იესოს მამამდე) ერთმანეთს არ ემთხვევა და სრულიად განსხვავებულია. ამასთანავე მათე ჩამონათვალს იწყებს აბრაჰამიდან იესომდე ხოლო ლუკა კი იესოდან( ნათლისრებიდან) ადამამდე;
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დათიკო
პოსტი Dec 10 2010, 10:40 AM
პოსტი #2


დათიკო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,383
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: ვეიკი
წევრი № 10



Sonenleufer
სახარებები ერთმანეთს ავსებს დაა არ არის აუცილებელი ოთხივე სახარებაში ერთიდაიგივე ტექსტი ეწეროს.
ის ფაქტი რომ ერთში წერია, მეორეში კი არა არ ნიშნავს იმას რომ რაიმე შეცდომასთან გვაქვს საქმე.
გარდა ამისა არ უნდა დაგავიწყდეს რას წარმოადგენს სახარება. რომ ის არ არის არც ბიოგრაფიული არც გეოგრაფიული და არც ისტორიული წიგნი.
სახარება ცხონებისთვისაა დაწერილი და თავის დანიშნულებას ზედმიწევნით ასრულებს.
ხოლო თუკი შენ მასში ისტორიულ დეტალიზაციას ეძებ, სახარების ნაცვლად ისტორიის სახელმძღვანელოს შეძენას გირჩევ smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Sonenleufer
პოსტი Dec 10 2010, 04:41 PM
პოსტი #3


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 18
რეგისტრ.: 11-April 10
წევრი № 8,608



ციტატა(დათიკო @ Dec 10 2010, 10:40 AM) *

Sonenleufer
სახარებები ერთმანეთს ავსებს დაა არ არის აუცილებელი ოთხივე სახარებაში ერთიდაიგივე ტექსტი ეწეროს.
ის ფაქტი რომ ერთში წერია, მეორეში კი არა არ ნიშნავს იმას რომ რაიმე შეცდომასთან გვაქვს საქმე.
გარდა ამისა არ უნდა დაგავიწყდეს რას წარმოადგენს სახარება. რომ ის არ არის არც ბიოგრაფიული არც გეოგრაფიული და არც ისტორიული წიგნი.
სახარება ცხონებისთვისაა დაწერილი და თავის დანიშნულებას ზედმიწევნით ასრულებს.
ხოლო თუკი შენ მასში ისტორიულ დეტალიზაციას ეძებ, სახარების ნაცვლად ისტორიის სახელმძღვანელოს შეძენას გირჩევ smile.gif


ცხონება არ ნიშნავს ბრმა რწმენას, ჩემის აზრით სახარების შემეცნება არ უშლის ხელს სულის ცხონებას, არამედ პირიქით აუცილებელისა კიდეც რომ ადამიანმა გულით შემეცნება ისცავლოს წმინდა წერილების.
ისე რას გულისხმობ ცხონებაში? ან ზედმიწვენით დანიშნულების შესრულებაში; შეგიძლია კონკრეტულად ახსნა?
ჩემს კითხვას რაც შეხება და შენს პასუხს მასზე, შაბეჭდილება მრჩება რომ უბრალოდ იმის მაგივრად რომ თქვა: არ ვიცი პასუხიო, ცდილობ ძალდატანებით რაგაც პასუხი შეაკოწიწო, რაც სრულიად არ უხდება კითხვას და უფრო აგდებული ან უპატივისცემულო მიდგომას გამოხატავს ჩემი კითხვისადმი.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Dec 10 2010, 05:50 PM
პოსტი #4


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,813
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



აჰა, მორიგი შედევრი. მოდი ბოლოდან დავიწყებ და სათაურში დასმულ პრეტენზიულ დასკვნას ვუპასუხებ. სამწუხაროა, რომ არა კითხვა, არამედ დასკვნაა შემოთავაზებული, თითქოს ავტორს ისე ჰქონდეს შესწავლილი წმინდა წერილი, რომ ამის თქმის უფლება ჰქონდეს. კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩემთვის პირადად ეს სამწუხაროა.

გენეოლოგიის შესახებ იხილე ქვემოთ მითითებული ლინკი და გთხოვ ბოლომდე გულდასმით წაიკითხო აღნიშნული. განსაკუთრებით ბოლო ნაწილი, სადაც ევსები კესარიელი ამ განსხვავებათა შესახებ საუბრობს.

http://church.ge/index.php?s=&showtopic=10...ndpost&p=585724

რაც შეეხება სხვა კითხვებს. ზოგადად ავღნიშნავ, რომ თუკი ადამიანს ძვირფას წიგნად მიაჩნია წმინდა წერილი, უბრალოდ ის ქრისტიანია, ის არ უნდა ლაპარაკობდეს მხოლოდ ამ განსხვავებებზე, არამედ ცდილობდეს მათ გარკვევას, გულწფელად და ყოველგვარი ინტრიგის გარეშე.

ციტატა
1) მათეს სახარებაში არიან 3 მოგვები აღმოსავლეთიდან( სამი მეფე აღმოსავლეთიდან); ლუკას სახარებაში კი ლაპარაკია სამ მწყემსზე;


შენ თუ მიპოვი ადგილს, სადაც ლუკას სახარება სამ (ამ რაოდენობის) მწყემსზე საუბრობს ხელებს ავწევ. თუმცა, ცხადია, მსგავს რამეს ვერ მიპოვი.


ციტატა
2)მათეს სახარებაში საუბარია ჩვილთა ჟლეტაზე ჰეროდეს მიერ, ლუკას სახარებაში კი ამ მოვლენაზე საერთოდ არაა საუბარი;


ამასაც გავაერთიანებ წინა "დასკვნასთან" და ვიტყვი, რომ რა პრობლემაა, თუკი ორი სახარება სხვადასხვა ეპიზოდს გვთავაზობს სრულყოფილი შინაარსის შესავსებად. თუკი მათემ მოგვების მოსვლის ამბავი გადმოგვცა და ამასთან ყრმთა ჟლეტის სამწუხარო ამბავი, რატომ არ შეიძლება ვიფიქროთ, რომ ლუკამ აღარ ჩათვალა ეს საჭიროდ და მწყემსების ამბავზე გააკეთა აქცენტი, რომ მატეს უწყებასთან ერთად ესეც გვცოდნოდა. რაში ეწინააღმდეგებიან იქნებ ვინმემ გამარკვიოს ეს ორი სახარება ერთმანეთს ამ შემთხვევაში?

ციტატა
3) მათე საუბრობს ეგვიპტეში გახიზვნაზე იესოსი და მისი მშობლებისა, ლუკასთან ეს საერთოდ არაა ნახსენები, უფრო მეტიც, ლუკა საუბრობს 8 დღის შემდეგ მის წინდაცვეთაზე და განწმენდის დღეების შემდეგ(40 დღე) მის ტაძარში უფლის წინაშე წარდგენაზე( ლუკ.21;22;23;24;25). უცნაურია ლუკას მიერ დუმილი და არაფრის თქმა ისეთ შემზარავობაზე და ჩვილი იესოს სიცოცხლის საშისროებაზე, როგორიც ჰეროდეს მიერ ჩვილთა ჟლეტაა_ლუკას სახარებაში შობის დროს საერთოდ მშვიდობა სუფევს;


ამასაც იგივეს ვუპასხუებდი. მათემ გამოტოვა წინადაცვეთის ეპიზოდი და პირდაპირ ეგვიპტეში წავსლის ამბავი გადმოგვცა, ლუკამ კი შეავსო ეს თხრობა.

ციტატა
4)მათეს სახარებიდან ჩანს რომ იესოს მშობლები(კერძოდ იოსები) ბეთლეემიდან იყვნენ, ხოლო ლუკას მიხედვით ისინი ნაზარეთში ცხოვრობდნენ;


აი ეს კი წარმოუდგენელი არ ცოდნის გამომჟღავნებაა წმინდა წერილისა.

მათესთან ნათქვამია:

ხოლო როცა იუდეის ბეთლემში დაიბადა იესო ქრისტე, ჰეროდეს მეფობის ჟამს, აჰა, აღმოსავლეთით მოვიდნენ მოგვნი იერუსალიმს, (2,1).

ლუკა კი გადმოგვცემს:

ამ დღეებში გამოქვეყნდა კეისარ ავგუსტუსის ბრძანება, აღწერა ჩაეტარებინათ მთელს ქვეყანაში. ეს იყო პირველი აღწერა სირიაში კვირინუსის გამგებლობისას. და ყველამ თავ-თავის ქალაქს მიაშურა ჩასაწერად. წავიდა იოსებიც გალილეიდან, ქალაქ ნაზარეთიდან, იუდეაში, დავითის ქალაქში, რომელსაც ჰქვია ბეთლემი, ვინაიდან დავითის სახლისა და გვარისა იყო, რათა ჩაწერილიყო მარიამთან, თავის დანიშნულთან ერთად, რომელიც ფეხმძიმედ იყო. და იქ ყოფნისას მოაწია მისი მშობიარობის ჟამმა. (2, 1-6).


ანუ მათე ამბობს, რომ ქრისტე ბეთლემში დაიბადა. და ეს როგორ მოხდა ამას ლუკა ცოტა ვრცლად და გარკვევით გადმოგვცემს.



ყოველივე ამის შემდეგ მართლა გულწრფელად მინდა გკითხო, საერთოდ თუ გაქვს სახარება წაკითხული?


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Sonenleufer
პოსტი Dec 10 2010, 06:38 PM
პოსტი #5


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 18
რეგისტრ.: 11-April 10
წევრი № 8,608



ციტატა(afxazi @ Dec 10 2010, 05:50 PM) *

აჰა, მორიგი შედევრი. მოდი ბოლოდან დავიწყებ და სათაურში დასმულ პრეტენზიულ დასკვნას ვუპასუხებ. სამწუხაროა, რომ არა კითხვა, არამედ დასკვნაა შემოთავაზებული, თითქოს ავტორს ისე ჰქონდეს შესწავლილი წმინდა წერილი, რომ ამის თქმის უფლება ჰქონდეს. კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩემთვის პირადად ეს სამწუხაროა.

გენეოლოგიის შესახებ იხილე ქვემოთ მითითებული ლინკი და გთხოვ ბოლომდე გულდასმით წაიკითხო აღნიშნული. განსაკუთრებით ბოლო ნაწილი, სადაც ევსები კესარიელი ამ განსხვავებათა შესახებ საუბრობს.

http://church.ge/index.php?s=&showtopic=10...ndpost&p=585724

რაც შეეხება სხვა კითხვებს. ზოგადად ავღნიშნავ, რომ თუკი ადამიანს ძვირფას წიგნად მიაჩნია წმინდა წერილი, უბრალოდ ის ქრისტიანია, ის არ უნდა ლაპარაკობდეს მხოლოდ ამ განსხვავებებზე, არამედ ცდილობდეს მათ გარკვევას, გულწფელად და ყოველგვარი ინტრიგის გარეშე.
შენ თუ მიპოვი ადგილს, სადაც ლუკას სახარება სამ (ამ რაოდენობის) მწყემსზე საუბრობს ხელებს ავწევ. თუმცა, ცხადია, მსგავს რამეს ვერ მიპოვი.
ამასაც გავაერთიანებ წინა "დასკვნასთან" და ვიტყვი, რომ რა პრობლემაა, თუკი ორი სახარება სხვადასხვა ეპიზოდს გვთავაზობს სრულყოფილი შინაარსის შესავსებად. თუკი მათემ მოგვების მოსვლის ამბავი გადმოგვცა და ამასთან ყრმთა ჟლეტის სამწუხარო ამბავი, რატომ არ შეიძლება ვიფიქროთ, რომ ლუკამ აღარ ჩათვალა ეს საჭიროდ და მწყემსების ამბავზე გააკეთა აქცენტი, რომ მატეს უწყებასთან ერთად ესეც გვცოდნოდა. რაში ეწინააღმდეგებიან იქნებ ვინმემ გამარკვიოს ეს ორი სახარება ერთმანეთს ამ შემთხვევაში?
ამასაც იგივეს ვუპასხუებდი. მათემ გამოტოვა წინადაცვეთის ეპიზოდი და პირდაპირ ეგვიპტეში წავსლის ამბავი გადმოგვცა, ლუკამ კი შეავსო ეს თხრობა.
აი ეს კი წარმოუდგენელი არ ცოდნის გამომჟღავნებაა წმინდა წერილისა.

მათესთან ნათქვამია:

ხოლო როცა იუდეის ბეთლემში დაიბადა იესო ქრისტე, ჰეროდეს მეფობის ჟამს, აჰა, აღმოსავლეთით მოვიდნენ მოგვნი იერუსალიმს, (2,1).

ლუკა კი გადმოგვცემს:

ამ დღეებში გამოქვეყნდა კეისარ ავგუსტუსის ბრძანება, აღწერა ჩაეტარებინათ მთელს ქვეყანაში. ეს იყო პირველი აღწერა სირიაში კვირინუსის გამგებლობისას. და ყველამ თავ-თავის ქალაქს მიაშურა ჩასაწერად. წავიდა იოსებიც გალილეიდან, ქალაქ ნაზარეთიდან, იუდეაში, დავითის ქალაქში, რომელსაც ჰქვია ბეთლემი, ვინაიდან დავითის სახლისა და გვარისა იყო, რათა ჩაწერილიყო მარიამთან, თავის დანიშნულთან ერთად, რომელიც ფეხმძიმედ იყო. და იქ ყოფნისას მოაწია მისი მშობიარობის ჟამმა. (2, 1-6).
ანუ მათე ამბობს, რომ ქრისტე ბეთლემში დაიბადა. და ეს როგორ მოხდა ამას ლუკა ცოტა ვრცლად და გარკვევით გადმოგვცემს.
ყოველივე ამის შემდეგ მართლა გულწრფელად მინდა გკითხო, საერთოდ თუ გაქვს სახარება წაკითხული?


აი კიდევ ერთი აგრესიული, ცინიკური და ამპარტავნული პასუხი ჩემს კითხვაზე smile.gif

სახარების წაუკითხველობას რაზე მამჩნევ მაინც ვერ ვხვდები.
იესო რომ ბეტლემში დაიბადა ამაზე საუბარი არ არის, არამედ იოსების წარმომავლობაზე.
სხვათაშორის მადლობა იმ ლინკისთვის სადაც წმინდა მამები ამ თემაზე საუბრობენ.

იესოს გენეალოგიის განსხვავებაზე სრული, მკაფიო განმარტება მაინც ვერ მივიგე სამწუხაროდ


წავიკითხე და დავსკვენი ევსები კესარიელის ნაწერისგან რომ ორი გენეალოგიური შტო მომდინარეობს დავითის შემდეგ: ნათანისა და სოლომონისა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Dec 10 2010, 06:42 PM
პოსტი #6


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,813
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



Sonenleufer

და შენი ამგვარი უსაფუძვლო შეფასება რაზე მეტყველებს:

ციტატა
ჩემს კითხვას რაც შეხება და შენს პასუხს მასზე, შაბეჭდილება მრჩება რომ უბრალოდ იმის მაგივრად რომ თქვა: არ ვიცი პასუხიო, ცდილობ ძალდატანებით რაგაც პასუხი შეაკოწიწო, რაც სრულიად არ უხდება კითხვას და უფრო აგდებული ან უპატივისცემულო მიდგომას გამოხატავს ჩემი კითხვისადმი.



ციტატა
იესოს გენეალოგიის განსხვავებაზე სრული, მკაფიო განმარტება მაინც ვერ მივიგე სამწუხაროდ


ევსები კესარიელის ცნობა წაიკითხე ამ საკითხზე?

ციტატა
იესო რომ ბეტლემში დაიბადა ამაზე საუბარი არ არის, არამედ იოსების წარმომავლობაზე.


და სად წერია, რომ ქრისტეს მშობლები ბეთლემიდან იყვნენ?


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Sonenleufer
პოსტი Dec 10 2010, 07:02 PM
პოსტი #7


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 18
რეგისტრ.: 11-April 10
წევრი № 8,608



ციტატა(afxazi @ Dec 10 2010, 06:42 PM) *

Sonenleufer

ამასაც იგივეს ვუპასხუებდი. მათემ გამოტოვა წინადაცვეთის ეპიზოდი და პირდაპირ ეგვიპტეში წავსლის ამბავი გადმოგვცა, ლუკამ კი შეავსო ეს თხრობა.


სახარება მემგონი მახარობლებმა ერთმანეტის დამლუკიდებლად დაცერეს, ასე რომ შევსებაზე იმ აზრით რომ ერთმა კამოტოვა და მეორემ შეავსო მიჭირს საუბარი.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Dec 10 2010, 07:20 PM
პოსტი #8


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,813
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



Sonenleufer

ციტატა
სახარება მემგონი მახარობლებმა ერთმანეტის დამლუკიდებლად დაცერეს, ასე რომ შევსებაზე იმ აზრით რომ ერთმა კამოტოვა და მეორემ შეავსო მიჭირს საუბარი.


რაკი მრავალმა მიჰყო ხელი იმ ამბების დალაგებით გადმოცემას, რომლებიც ჩვენში მოხდა,როგორც გადმოგვცეს მათ, ვინც იმთავითვე თვითმხილველნი იყვნენ და სიტყვის მსახურნი, მეც მართებულად მივიჩნიე, ყველაფრის თავიდანვე გამოწვლილვით განხილვის შემდეგ, თანმიმდევრულად აღმეწერა ისინი შენთვის, ღირსეულო თეოფილე, რათა შეიცნო იმ მოძღვრების უმცდარობა, რაც გისწავლია. (ლუკა 1,1-4).

მომიტევე მაგრამ გულუბრყვილობაა იმის თქმა, რომ მოციქულებმა არ იცოდნენ ერთმანეთის ნაწერებისა. ევსები კესარიელის საეკლესიო ისტორია ცხადად და არაორაზროვნად მოგვითხრობს იოანეს სახარების დაწერის მიზეზს, თუ როგორ სთხოვა ხალხმა მას იმის გადმოცემა, რაც წინა სახარებებში არ იყო გადმცოემული.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Sonenleufer
პოსტი Dec 10 2010, 07:44 PM
პოსტი #9


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 18
რეგისტრ.: 11-April 10
წევრი № 8,608



ციტატა(afxazi @ Dec 10 2010, 07:20 PM) *

Sonenleufer
რაკი მრავალმა მიჰყო ხელი იმ ამბების დალაგებით გადმოცემას, რომლებიც ჩვენში მოხდა,როგორც გადმოგვცეს მათ, ვინც იმთავითვე თვითმხილველნი იყვნენ და სიტყვის მსახურნი, მეც მართებულად მივიჩნიე, ყველაფრის თავიდანვე გამოწვლილვით განხილვის შემდეგ, თანმიმდევრულად აღმეწერა ისინი შენთვის, ღირსეულო თეოფილე, რათა შეიცნო იმ მოძღვრების უმცდარობა, რაც გისწავლია. (ლუკა 1,1-4).

მომიტევე მაგრამ გულუბრყვილობაა იმის თქმა, რომ მოციქულებმა არ იცოდნენ ერთმანეთის ნაწერებისა. ევსები კესარიელის საეკლესიო ისტორია ცხადად და არაორაზროვნად მოგვითხრობს იოანეს სახარების დაწერის მიზეზს, თუ როგორ სთხოვა ხალხმა მას იმის გადმოცემა, რაც წინა სახარებებში არ იყო გადმცოემული.


ესეიგი თუ ლუკა მახარობელი ყველაფრის თანმიმდევრულ აღწერაზე საუბრობს, მაშინ რაღაცის შევსებაზე საუბარი ზედმეტია. არა?

მათე საერთოდ არ საუბრობს რომ Iოსები ნაზარეთიდან მივიდა ბეთლემში, ესეიგი შეიძლება აღიქვას კაცმა რომ მათეს მიხედვით იოსები ბეტლემელი იყო.
ლუკა კი ამბობს რომ იოსები ბეთლემში ნაზარეთიდან ჩავიდა.

ესეიგი შენ ამბობ სახარებები ერთმანეტს ავსებენ, ანუ რაც ერთმა გამოტოვა მეორემ დაამატა- აქედან გამომდინარე შენი აზრით სახარებები მახარობლებმა ერთმანეტის შეხამებით და თანამოქმედებით დაწერეს.

მე ვფიქრობ რომ თითოელ აღწერილ ფაქტს სახარებაში უფრო ღრმა დატვირთვაა აქვს ვიდრე უბრალო გამოტოვებულის შევსება.

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Berckley
პოსტი Dec 10 2010, 08:00 PM
პოსტი #10


მინისტრობისთვის გაჩენილი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 164
რეგისტრ.: 7-November 10
მდებარ.: თბილისი,საქართველო
წევრი № 9,820



სახარების 4 ავტორიდან,ყველა განსხვავებულად წერს ჩემის აზრით იმიტომ,რომ ყველამ სხვანაირად გაიგო.მაგალითად მივყვეთ:

1. მათე - მათე ესწრებოდა თითქმის ყველა სასწაულს,ხოლო დანარჩენი(მაგ. ლოცვა გეთსიმანიის ბაღში,ფერიცვალება და ა.შ.) არ ესწრებოდა იცის მხოლოდ იოანეს,იაკობის და პეტრეს გადმოცემით.ასევე მათემ შეიძლება ასევე გადმოცემით იცოდეს,რა ხდებოდა სანამ ქრისტე მათეს მოუწოდებდა.
2. მარკოზი - მარკოზი შესაძლოა ესწრებოდა ქრისტეს ბევრ ქადაგებას და სასწაულს,მაგრამ იმ შემთხვევებში,სადაც მხოლოდ მაცხოვარი და მოციქულები არიან "მოქმედი პირები" ეს მარკოზმა იცის მხოლოდ გადმოცემით.
3. ლუკა - ლუკაზეც იგივეს თქმა შემიძლია რაც მარკოზზე.
4. იოანე - იოანე ერთერთი პირველად არჩეული მოციქულია(თუ არ ვცდები იმ დროიდან,როცა მოინათლა) და მან იცის ყველა ის სასწაული და ქადაგება,რომელსაც ხახლის და სხვა მოციქულების თვალწინ აკეთებდა,არამედ ისიც,რაც მხოლოდ პეტრემ,იოანემ და იაკობმა იცოდნენ.

ამიტომ შეიძლება ითქვას,რომ სახარებები ავსებენ ერთმანეთს.
მაგ: რაც მათემ არ იცოდა (ალბად უფრო ის სადაც მხოლოდ სამი მოციქული წაიყვანა იესომ) ის მან გაიგო სხვა მოციგულისგან და ა.შ.

ის,რომ განსხვავებებია სახარებაში(უმეტესად ეს რიცხვების გამოა) ალბად ცუდი გაგების ბრალია.შეიძლება დაუშვად მარკოზმა არასწორედ გაიგო ამა თუ იმ სასწაულის შესახებ.ამიტომაა,რომ ყველა სახარება ერთმანეთს ავსებს.

რომ იყოს ოთხივე სახარება ერთმანეთის იდენტური,მაშინ რატომ შემოგვინახავდა დრო ოთხივეს? დატოვებდა ერთს და იქნებოდა ის სულ.მაგრამ იმიტომ შემოინახა,რომ დროთა განმავლობაში ხალხმა უკეთესად შეისწავლოს ოთხივე და ამოხსნას ბევრი საიდუმლოება.


--------------------
* ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო! *
* ბოროტისაგან კეთილი შურით ვერ განარჩიესო *
* ოცდაათ ვერცხლად გაგყიდეს,ისიც კი განაბნიესო *
* დიდება მოთბინებასა შენსა,უფალო იესო *
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Sonenleufer
პოსტი Dec 10 2010, 08:05 PM
პოსტი #11


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 18
რეგისტრ.: 11-April 10
წევრი № 8,608



”სოლომონისგან ჩამომავალმა მატათამ შვა იაკობი. იაკობის სიკვდილის შემდეგ ნათანისგან ჩამომავალმა მელქიმ იმავე ქალისგან შვა ელი. ასე რომ, ელი და იაკობი არიან ერთი დედის შვილები. როდესაც ელი უშვილოდ გარდაიცვალა, იაკობმა აღუდგინა მას თესლი და შვა იოსები, ბუნებით მისი, რჯულის მიხედვით კი ელის ძე. ამგვარად ორივე მათგანის ძე იყო იოსები”.

ასეთი რაგაც სახარებაში საერთოდ არ წერია და ევსები კესარიელი საიდან ასკვნის ამას ვერ ვხვდები.
ორივე მახარობელს სახარებებში გარკვევით უწერია ვინ ვინ შვა და მომიტევე მაგრამ ევსები კვესერელი აზრი უფრო სუბიექტური ხასიათისაა ( ცდა ახსნას შეუსაბამობა თავისი აზრით) და მე მირჩევნია ისევ წმინდა წერილს დავეყრდნო.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Berckley
პოსტი Dec 10 2010, 08:09 PM
პოსტი #12


მინისტრობისთვის გაჩენილი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 164
რეგისტრ.: 7-November 10
მდებარ.: თბილისი,საქართველო
წევრი № 9,820



ციტატა
1) მათეს სახარებაში არიან 3 მოგვები აღმოსავლეთიდან( სამი მეფე აღმოსავლეთიდან); ლუკას სახარებაში კი ლაპარაკია სამ მწყემსზე;
ლუკას სახარება,თავი 2
ციტატა
8. იყვნენ იმ მხარეში მწყემსები, რომლებიც ველად იდგნენ და თავიანთ ფარას დარაჯობდნენ ღამით.
9. და აჰა, უფლის ანგელოზი წარუდგა მათ, გამოუბრწყინდათ დიდება უფლისა და შეშინდნენ დიდი შიშით.
სად წერია აქ სამი მწყემსიო?


--------------------
* ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო! *
* ბოროტისაგან კეთილი შურით ვერ განარჩიესო *
* ოცდაათ ვერცხლად გაგყიდეს,ისიც კი განაბნიესო *
* დიდება მოთბინებასა შენსა,უფალო იესო *
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Sonenleufer
პოსტი Dec 10 2010, 08:10 PM
პოსტი #13


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 18
რეგისტრ.: 11-April 10
წევრი № 8,608



ციტატა(ნიკა ქუცნიაშვილი @ Dec 10 2010, 08:00 PM) *

სახარების 4 ავტორიდან,ყველა განსხვავებულად წერს ჩემის აზრით იმიტომ,რომ ყველამ სხვანაირად გაიგო.მაგალითად მივყვეთ:

1. მათე - მათე ესწრებოდა თითქმის ყველა სასწაულს,ხოლო დანარჩენი(მაგ. ლოცვა გეთსიმანიის ბაღში,ფერიცვალება და ა.შ.) არ ესწრებოდა იცის მხოლოდ იოანეს,იაკობის და პეტრეს გადმოცემით.ასევე მათემ შეიძლება ასევე გადმოცემით იცოდეს,რა ხდებოდა სანამ ქრისტე მათეს მოუწოდებდა.
2. მარკოზი - მარკოზი შესაძლოა ესწრებოდა ქრისტეს ბევრ ქადაგებას და სასწაულს,მაგრამ იმ შემთხვევებში,სადაც მხოლოდ მაცხოვარი და მოციქულები არიან "მოქმედი პირები" ეს მარკოზმა იცის მხოლოდ გადმოცემით.
3. ლუკა - ლუკაზეც იგივეს თქმა შემიძლია რაც მარკოზზე.
4. იოანე - იოანე ერთერთი პირველად არჩეული მოციქულია(თუ არ ვცდები იმ დროიდან,როცა მოინათლა) და მან იცის ყველა ის სასწაული და ქადაგება,რომელსაც ხახლის და სხვა მოციქულების თვალწინ აკეთებდა,არამედ ისიც,რაც მხოლოდ პეტრემ,იოანემ და იაკობმა იცოდნენ.

ამიტომ შეიძლება ითქვას,რომ სახარებები ავსებენ ერთმანეთს.
მაგ: რაც მათემ არ იცოდა (ალბად უფრო ის სადაც მხოლოდ სამი მოციქული წაიყვანა იესომ) ის მან გაიგო სხვა მოციგულისგან და ა.შ.

ის,რომ განსხვავებებია სახარებაში(უმეტესად ეს რიცხვების გამოა) ალბად ცუდი გაგების ბრალია.შეიძლება დაუშვად მარკოზმა არასწორედ გაიგო ამა თუ იმ სასწაულის შესახებ.ამიტომაა,რომ ყველა სახარება ერთმანეთს ავსებს.

რომ იყოს ოთხივე სახარება ერთმანეთის იდენტური,მაშინ რატომ შემოგვინახავდა დრო ოთხივეს? დატოვებდა ერთს და იქნებოდა ის სულ.მაგრამ იმიტომ შემოინახა,რომ დროთა განმავლობაში ხალხმა უკეთესად შეისწავლოს ოთხივე და ამოხსნას ბევრი საიდუმლოება.


მე არ მითქვამს რომ სახარებები ერთმანეთს არ ავსებენ, არამედ ჩემის აზრით თითოეულ სახარებაში მიზანმიმარტულად არის ესა თუ ის ფაქტი აღწერილი ან არა, არა იმიტომ რომ რომელიმემ ამა თუ იმ ფაქტის გამო არ იცოდა არამედ ასე იყო საჭირო. თუ რატო დაიწერა სახარებები ასე ეს უკვა ახალი კითხვაა? smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Berckley
პოსტი Dec 10 2010, 08:13 PM
პოსტი #14


მინისტრობისთვის გაჩენილი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 164
რეგისტრ.: 7-November 10
მდებარ.: თბილისი,საქართველო
წევრი № 9,820



ციტატა
ასეთი რაგაც სახარებაში საერთოდ არ წერია და ევსები კესარიელი საიდან ასკვნის ამას ვერ ვხვდები.
არაა აუცილებელი სახარებაში მთელი ძველი აღთქმა დაიწეროს,მანდ არ არის ლაპარაკი ვინ ვისი თესლი გააგრძელა,არამედ ქრისტეს შთამომავლობაზე - ადამიდან - ქრისტემდე.

ციტატა
მე არ მითქვამს რომ სახარებები ერთმანეთს არ ავსებენ,

შენს კომენტარს ვაკოპირებ:
ციტატა
ესეიგი თუ ლუკა მახარობელი ყველაფრის თანმიმდევრულ აღწერაზე საუბრობს, მაშინ რაღაცის შევსებაზე საუბარი ზედმეტია. არა?



--------------------
* ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო! *
* ბოროტისაგან კეთილი შურით ვერ განარჩიესო *
* ოცდაათ ვერცხლად გაგყიდეს,ისიც კი განაბნიესო *
* დიდება მოთბინებასა შენსა,უფალო იესო *
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
.ნინო
პოსტი Dec 10 2010, 08:16 PM
პოსტი #15


ნინო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,842
რეგისტრ.: 29-December 06
წევრი № 765



Sonenleufer

უფრო კარგად რომ გაიგო, რას ნიშნავს რომ ერთმანეთს ავსებს, შეგიძლია ასეთი ექსპერიმენტი ჩაატარო:

უცხო ნაწარმოები, თუნდაც მხოლოდ 3-4 გვერდი- წააკითხე 4 სხვადასხვა ადამიანს და სთხოვე რომ დაწერონ შინაარსი...

მათი ნაწერების წაკითხვის შემეგ, იმედია აღარ დასვამ ასეთ გულუბრყვილო შეკითხვას.

გარდა ამისა, ოთხივე სახარება დაიწერა სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ადამიანებისათვის, ამიტომ ყველა მახარებელმა იმ მოვლენებზე გააკეთა აქცენტი, რაც მათ "მსმენელს" იმ კონკრეტულ შემთხვევაში სჭირდებოდა...



--------------------
აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, ძლევა ჯვარითა ბარბაროსთა ზედა ღვთივდაცულსა ერსა შენსა მოანიჭე და ერი შენი საფარველსა ქვეშე მისსა დაიცევ, რათა ვიტყოდეთ, უფალო, დიდება შენდა.

საქართველო იქნება მთლიანი!

ნებით ქართველი არ თმობს საშობლოს, განა ადვილი დასათმობია...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Berckley
პოსტი Dec 10 2010, 08:21 PM
პოსტი #16


მინისტრობისთვის გაჩენილი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 164
რეგისტრ.: 7-November 10
მდებარ.: თბილისი,საქართველო
წევრი № 9,820



ციტატა
2)მათეს სახარებაში საუბარია ჩვილთა ჟლეტაზე ჰეროდეს მიერ, ლუკას სახარებაში კი ამ მოვლენაზე საერთოდ არაა საუბარი;

ამ მოვლენას როგორც მახსოვს მარტო მათე მახარებელი აღწერს.ვიმეორებ: სახარებები ავსებს ერთმანეთს! მგონი ამ კითხვაზე პასუხი გასაგებია.

ციტატა
3) მათე საუბრობს ეგვიპტეში გახიზვნაზე იესოსი და მისი მშობლებისა, ლუკასთან ეს საერთოდ არაა ნახსენები

სახარებები ავსებს ერთმანეთს!

ციტატა
უფრო მეტიც, ლუკა საუბრობს 8 დღის შემდეგ მის წინდაცვეთაზე და განწმენდის დღეების შემდეგ(40 დღე) მის ტაძარში უფლის წინაშე წარდგენაზე( ლუკ.21;22;23;24;25)

მემგონი არ წერია მათესთან,რომ ზუსტად ისრაელში მოხდა წინადაცვეთა.ამ პასუხმა არამგონია დაგაკმაყოფილოს(მირქმაზე ვერაფერს ვამბობ) ამიტომ ჯობია ამაზე აზრი მამაოს კითხო,ან ინტერენტში და ბიბლიოთეკაში მოიძიო ამაზე ინფორმაცია.

ციტატა
როგორიც ჰეროდეს მიერ ჩვილთა ჟლეტაა_ლუკას სახარებაში შობის დროს საერთოდ მშვიდობა სუფევს;

სახარებები ავსებს ერთმანეთს! ლუკასთან არაა ნახსენები რომ სრული ჰარმონიაა,სიმშვიდეა და ”ლომი და ირემი ერთად ძოვენ ბალახსო” biggrin.gif

ციტატა
4)მათეს სახარებიდან ჩანს რომ იესოს მშობლები(კერძოდ იოსები) ბეთლეემიდან იყვნენ, ხოლო ლუკას მიხედვით ისინი ნაზარეთში ცხოვრობდნენ;

არ შეიძლება კაცი ბეთლემიდან იყოს და ნაზარეთში ცხოვრობდეს? მე წარმოშობით ახალსოფლელი ვარ და თბილისში ვცოხვრობ მერე რა biggrin.gif


--------------------
* ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო! *
* ბოროტისაგან კეთილი შურით ვერ განარჩიესო *
* ოცდაათ ვერცხლად გაგყიდეს,ისიც კი განაბნიესო *
* დიდება მოთბინებასა შენსა,უფალო იესო *
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Sonenleufer
პოსტი Dec 10 2010, 08:22 PM
პოსტი #17


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 18
რეგისტრ.: 11-April 10
წევრი № 8,608



ციტატა(ნიკა ქუცნიაშვილი @ Dec 10 2010, 08:13 PM) *

არაა აუცილებელი სახარებაში მთელი ძველი აღთქმა დაიწეროს,მანდ არ არის ლაპარაკი ვინ ვისი თესლი გააგრძელა,არამედ ქრისტეს შთამომავლობაზე - ადამიდან - ქრისტემდე.
შენს კომენტარს ვაკოპირებ:


შევსებაზე -იმ გაგებით რომ ერთმა ის დაწერა რაც მეორეს არ დაუწერია ის სახარება რომ შეევსო- მქონდა საუბარი. ანუ შევსება ხდება საჭიროების კუტხით და არა -ლუკამ ეს გამოტოვა და მათემ ეს შეავსოს სახით-. თითოეული სახარება თავის თავში მოიცავს უკვე მთელ ღვთაებრივ სიბრძნეს , და ასევე ოთხივე სახარება ავსებს ერთმანეთს იმიტ რომ Fაქტები ერთმანეთს არ გამორიცხავენ.

მე მწამს რომ ფაქტები არ გამორიცხავენ ერთმანეტს, მაგრამ სურვილი მაქვს ასევე შევიმეცნო. აქედან გამომდინარე მე იმას კი არ ვამბობ გენეაოლოგიაში მაცხოვრისა შეცდომაა მეტქი, არამედ როგორ აიხსნება ეს განსხვავება.

"არაა აუცილებელი სახარებაში მთელი ძველი აღთქმა დაიწეროს,მანდ არ არის ლაპარაკი ვინ ვისი თესლი გააგრძელა,არამედ ქრისტეს შთამომავლობაზე - ადამიდან - ქრისტემდე."

და შენ საიდან სკვნი რა არის აუცილებელი და რა არა სახარებაში დასაწერად? smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Berckley
პოსტი Dec 10 2010, 08:23 PM
პოსტი #18


მინისტრობისთვის გაჩენილი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 164
რეგისტრ.: 7-November 10
მდებარ.: თბილისი,საქართველო
წევრი № 9,820



ამ ვიდეოში დეკანოზი ლევან მათეშვილი საუბრობს იგივე საკითხზე

http://www.myvideo.ge/?video_id=1128260

.ნინო ცოტა ხანი აქ იყავი დამეხმარე რამეში სულ მარტო ვარ biggrin.gif


--------------------
* ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო! *
* ბოროტისაგან კეთილი შურით ვერ განარჩიესო *
* ოცდაათ ვერცხლად გაგყიდეს,ისიც კი განაბნიესო *
* დიდება მოთბინებასა შენსა,უფალო იესო *
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Sonenleufer
პოსტი Dec 10 2010, 08:25 PM
პოსტი #19


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 18
რეგისტრ.: 11-April 10
წევრი № 8,608



ციტატა(.ნინო @ Dec 10 2010, 08:22 PM) *

და ესეც არ დაგავიწყდეს

25. ბევრი სხვა რამეც მოიმოქმედა იესომ, მაგრამ ყველაფერი სათითაოდ რომ დაწერილიყო, ვგონებ, ქვეყანაც ვერ დაიტევდა დაწერილ წიგნებს. ამინ. (იოანე, 21)


და ეს რა შუაშია?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Berckley
პოსტი Dec 10 2010, 08:26 PM
პოსტი #20


მინისტრობისთვის გაჩენილი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 164
რეგისტრ.: 7-November 10
მდებარ.: თბილისი,საქართველო
წევრი № 9,820



ციტატა
და ეს რა შუაშია?

არაფერი კაცო მე მითხრა რაღაც biggrin.gif
ბოდიში ოფისთვის biggrin.gif

P.S - კარგი იქნება თუ თემას დაარქმევთ განსხვავებები სახარებებში და მიპინავთ,აღარ გახდება ყველა საკითხზე ახალი თემის გახსნა საჭირო და ყველა იქ დასვავს კითხვას ამ თემაზე


--------------------
* ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო! *
* ბოროტისაგან კეთილი შურით ვერ განარჩიესო *
* ოცდაათ ვერცხლად გაგყიდეს,ისიც კი განაბნიესო *
* დიდება მოთბინებასა შენსა,უფალო იესო *
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

2 გვერდი V  1 2 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 21st July 2019 - 02:19 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი