IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

7 გვერდი V « < 3 4 5 6 7 >  
Reply to this topicStart new topic
> ეშმაკის განდევნა
sopo...
პოსტი Apr 2 2012, 12:26 PM
პოსტი #81


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 808
რეგისტრ.: 21-August 08
წევრი № 5,502



ციტატა(Ornies @ Apr 2 2012, 05:04 AM) *

toka@

გააფრთხილე ტამბოლსკი ვოლკები გაიგე ჯიგრიკ და ცოტა დამიშოშმინდი, ძალიან ილტვი ღრუბლებისაკენ. მე მრცხვენია შენს მაგივრად სასულიერო სემინარიაში სწავლობ და საღვთისმეტყველო განათლებასთან ისე ხარ როგორც თხა კონცერტზე.
sopo...

რას? მტკივნეულია?

გენი ყიოდა ანუ.

ცოდნა რომ გაგიზიარო, კითხვა უნდა დასვა ზედმეტი ცინიზმების გარეშე, რა ფორმითაც დასვი კითხვა ისეთი ფორმის პასუხები მიიღე.

რავიცი შენ როგორ ფიქრობ ეს ადეკვატური რეაქციაა და ჯანსაღი გონებრივი და ფსიქოლოგიური მდგომარეობა?
როცა ადამიანის მოსაზრებას, ამ კონკრეტულ შემთხვევაში ბოროტზე და ადამინაზე, ნორმალურ შემთხვევაში შეიძლება მარტივად უპასუხო რომ არ არის სწორი და დაუსაბუთო რატომ.
ამის მაგივრად იწყებ მიმართვით
ციტატა(Ornies @ Mar 26 2012, 12:49 PM) *

კარგი ერთი რა, გაბრდღვნიდა არა გამობრდღვნიდა

აგრძელებ შეურაცხყოფით,
ციტატა(Ornies @ Mar 26 2012, 12:49 PM) *

არ იცით რაზე საუბრობთ არც ერთმა არ იცით რის შესახებ გაქვთ საუბარი.
ამის შემდეგ ხუმრობასავით არაცინიზმით დასმულ კითხვაზე არ პასუხობ და აგრძელებ შეურაცხყოფებს
არვიცი თვითონ განსაჯე, მაგარამ ჩემტვის ეს საღ აზრს და ადამიანურ ურთიერთობების ცოდნას მოკლებული ა
ასე რომ კითხვები აღარ მაქვს , გმადლობთ.
გამოცდილებიდან ალბათ გააგრძელებ შეურაცხოფებს , თუ მუქარას, შეგიძლია შენი დახვეწილობის დემონსტრირებაზე თავი არ შეიწუხო, არ აქვს ფასი ადამინაის სიტყვებს , რომელსაც წონა არ აქვს, ) როგორც გინდა..

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Ornies
პოსტი Apr 2 2012, 10:06 PM
პოსტი #82


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 112
რეგისტრ.: 17-March 12
წევრი № 12,164



sopo...
ციტატა
ამის შემდეგ ხუმრობასავით არაცინიზმით დასმულ კითხვაზე არ პასუხობ და აგრძელებ შეურაცხყოფებს

არაცინიზმით ვინც დამისვა შეკითხვა პირადში ძალიან ნორმალური პასუხი მიიღო და ომედია კმაყოფილიც დარჩა, თუ გაინტერესებს რამე მკითხე სერიოზულად და რაღაც ყურით კულისში მოსმენილი ზღაპრების ჩანართების გარეშე რომ ვიღაც რაღაცას ბრდღვნის, ვერავინ ვერავის ვერ გაბრდღვნის სანამ ამის ნებას თავად ადამიანი არ მისცემს, ვიცი ეხლა აეწვება ვიღაც ვიღაცეებს მაგრამ ბერებსაც რომ სცემენ ესეც ბერების სისუსტეზე მიანიშნებს, ვინ მიგდია დემონი ზედმეტი რაღაც გააფხაკუნოს ჩემთან ადამიანთან ღვთის მსგავსთან.


--------------------
Princeps principum ens entium, miserere mei et respice in me, servum tuum Ornies.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Apr 2 2012, 10:18 PM
პოსტი #83


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



ციტატა
მ ბერებსაც რომ სცემენ ესეც ბერების სისუსტეზე მიანიშნებს, ვინ მიგდია დემონი ზედმეტი რაღაც გააფხაკუნოს ჩემთან ადამიანთან ღვთის მსგავსთან.

ილარიონ ქართველზე ძლიერი ხარ შენი აზრით?

(უბრალოდ დამაინტერესა)


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Ornies
პოსტი Apr 3 2012, 11:21 AM
პოსტი #84


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 112
რეგისტრ.: 17-March 12
წევრი № 12,164



A.V.M
ძლიერი რას ნიშნავს? ფიზიკურად? სულიერად? ფიზიკურად ვარ ძლიერი ილარიონ ქართველი საქართველოს პრიზიორი არ იყო მძიმე ათლეტიზმში რამდენადაც მახსოვს ჩემგან განსხვავებით და სულიერ სიძლიერეს კი რაც შეეხება ამაზე მაცხოვრის სიტყვებით გიპასუხებ: "ჩემი მორწმუნე, იმ საქმეებსაც იქმს რასაც მე ვაკეთებ და კიდევ ამაზე მეტსაც" ასე რომ სული ერთია და ის ილარიონ ქართველში იმოქმედებს თუ ვაგზალზე ჩებურეკების გამყიდველ დახლთან მდგომ ვაჭარში შედეგი ერთი და იგივეა.

ბერის დემონის მიერ ცემა კი მხოლოდ და მხოლოდ ერთ რამეზე მიუთითებს, ბერის სისუსტეზე, ვინაიდან ძლიერი სცემს სუსტს, ძლიერი მასზედ ძლიერს ვერ სცემს, შეეძლო დემონს იესოს ცემა? არ შეეძლო რატომ? იმიტომ რომ იესო მათზე ძლიერი იყო ასე არ არის? პეტრეს ცემა შეეძლო? ან იოანესი? ასე რომ რაღაცას რომ დავწერ კი არ უნდა ახტეთ ეგრევე მიზეზებს უნდა ჩაუკვირდეთ.


--------------------
Princeps principum ens entium, miserere mei et respice in me, servum tuum Ornies.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Apr 3 2012, 12:47 PM
პოსტი #85


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



Ornies

ციტატა
ილარიონ ქართველი საქართველოს პრიზიორი არ იყო მძიმე ათლეტიზმში რამდენადაც მახსოვს


გაფრთხილება. კვლავ მოგიწოდებ კორექტულობისკენ.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აკაკი
პოსტი Apr 3 2012, 03:57 PM
პოსტი #86


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,626
რეგისტრ.: 21-May 09
წევრი № 7,018



ციტატა
ვინ მიგდია დემონი ზედმეტი რაღაც გააფხაკუნოს ჩემთან ადამიანთან ღვთის მსგავსთან.


წმ. ილარიონ ქართველი გასაგებია...

ბოლოსდაბოლოს წმ. ანტონ დიდი, ეგვიპტელი მაინც მოიხსენე... ამხელა სულის ადამიანი ლამის სიკვდილამდე მიიყვანა ბოროტმა. მაგრამ წმ. ანტონი მაინც არ გაშორდა იმ ადგილს. რომელ სისუსტეზე საუბრობ?! "ძალი ჩემი უძლურებასა შინა სრულ იქმნების"

- ქრისტე უფალო, სად იყავი, როცა დემონები მცემდნენ?!
- აქ ვიყავი ანტონ, შენთან, ვუყურებდი შენს სიმამაცეს!

იძახი მე მათ ვიცნობო
სასაცილოა. ეტყობა მართლაც არ იცნობთ.

ჩემს თავსაც შევახსენებ იმას, რომ მსგავსება დაკარგული გვაქვს... მისაღწევია დაუსრულებლად

(არ ვსაუბრობ ხოლმე მაგრამ, რატომღაც მაინც დავწერე პოსტი)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Apr 3 2012, 04:21 PM
პოსტი #87


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



აანტონი დიდიც სუსტი იყო სულიერად?


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Ornies
პოსტი Apr 3 2012, 04:23 PM
პოსტი #88


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 112
რეგისტრ.: 17-March 12
წევრი № 12,164



afxazi
ციტატა
გაფრთხილება. კვლავ მოგიწოდებ კორექტულობისკენ.

და არაკორექტული რა დავწერე?
აკაკი
ციტატა
ბოლოსდაბოლოს წმ. ანტონ დიდი, ეგვიპტელი მაინც მოიხსენე... ამხელა სულის ადამიანი ლამის სიკვდილამდე მიიყვანა ბოროტმა.

ეს ერთეული შემთხვევებია როდესაც უფლის დაშვებით ხდება წმინდათა გამოსაცდელად, აგერ მოციქულს მიცა ხიჭვად სხეულში სატანას ანგელოზი, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას რომ დემონს ძალუძს ადამიანის გაბრდღვნა, აგერ თავად სატანამ შეყარა საშინელი სენი იობს მაგრამ ეს მანამდე ვერ ქნა სანამ ამაზედ დაშვება თავად უფლისაგან არ მიიღო, ადამიანი არ არის რა ასე უპატრონო ბატკანივით საძოვარზე მიშვებული, თქვენ თავზე თმებიც კი დათვლილიაო ამბობს იესო და დემონი მას ვერას დააკლებს თუ ამაზე თანხმობა ღვთისგან არ მიიღო.
ციტატა
- ქრისტე უფალო, სად იყავი, როცა დემონები მცემდნენ?!- აქ ვიყავი ანტონ, შენთან, ვუყურებდი შენს სიმამაცეს!

ასე უპასუხა ქრისტემ? რაღაც ძალიან მეეჭვება, სიმამაცე რაშია დემონი რომ გცემს მამაცი ხარ? მამაცი კი არა სუსტი ხარ ან რაღაც ვერ არის წესრიგში და ღვთის გეგმის ნაწილი ხარ და ცეცხლით იცდები. მასში ვისშიც ღვთის სულია ბოროტი ვერაფერს დააკლებს, პირიქით ასეთების დანახვისას თავად თრთის შიშისაგან ეშმაკი. შეიძლება ღმერთმა დაგტოვოს ეშმაკთან პირისპირ როგორც ადამიანი რომელსაც ერთი ღერი თმის გათეთრება ან გაშავება არ ძალუძს და ამით გაჩვენოს რომ უძლური ხარ ღვთის გარეშე, მაგრამ ღვთის სულით აღვსილს ეშმაკი ვერას დააკლებს.
ციტატა
იძახი მე მათ ვიცნობო

კი ვიცნობ და თან იმაზე უფრო უკეთ ვიდრე შენ ფიქრობ რომ ვიცნობ.
ციტატა
სასაცილოა

რა არის სასაცილო წყვდიადის მთავრებს რომ ვიცნობ სასაცილოა? ვიცნობ ისე კი არა რომ მათ შესახებ სადღაც რაღაც მაქვს მოსმენილი და მათ შესახებ ვიცი არა, უშუალოდ პიროვნულ დონეზე ვიცნობ და ისინი გამბრდღვნელ გამომბრდღვნელებისაგან ძალიან განსხვავდებიან, საკმაოდ გონიერი, გაწონასწორებული, მიზანდასახული და მოხერხებული არსებები არიან, ადამიანზე ბევრად გონივრები.

ციტატა
ეტყობა მართლაც არ იცნობთ.

მე აქ არავის ვთხოვ რომ გინდა თუ არა დამიჯერეთ თქო, გეუბნები ვიცნობ აწი შენი საქმეა დაიჯერებ თუ არ დაიჯერებ.
ციტატა
ჩემს თავსაც შევახსენებ იმას, რომ მსგავსება დაკარგული გვაქვს..

შენ შეიძლება დაკარგული გაქვს, მაგრამ არსებობენ ისეთი ადამიანებიც რომელთაც ზეციდან შობით დაიბრუნეს ეს მსგავსება და სწორედ ასეთ ადამიანებზე მაქვს საუბარი როდესაც ვიძახი "ადამიანი ღვთის მსგავსი" ხოლო იმათ ვისაც ეს მსგავსება აქვთ დაკარგული მოციქული იუდა უსულო პირუტყვებს უწოდებს.
ციტატა
მისაღწევია დაუსრულებლად

ანუ განღმრთოვება დაუსრულებელი პროცესია?


--------------------
Princeps principum ens entium, miserere mei et respice in me, servum tuum Ornies.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Apr 3 2012, 04:28 PM
პოსტი #89


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



ციტატა
დემონი მას ვერას დააკლებს თუ ამაზე თანხმობა ღვთისგან არ მიიღო.

ამაში ვინ გეწინააღმდეგება?

ციტატა
ასე უპასუხა ქრისტემ? რაღაც ძალიან მეეჭვება,

მაშინ შენ დაგვიდე ,,სწორი " ვერსია ამ ფაქტის შესახებ..
როგორ ამბობს ქრისტე აბა. დაგვიდე თუ შეიძლება ციტირება.


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Ornies
პოსტი Apr 3 2012, 04:29 PM
პოსტი #90


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 112
რეგისტრ.: 17-March 12
წევრი № 12,164



A.V.M
ციტატა
ამაში ვინ გეწინააღმდეგება?

არავინ, მაგრამ გინდაც ეს თანხმოვა მიცეს დემონს ის მაინც ვერას დამაკლებს, იმიტომ რომ არსებობს მათი ასე ვთქვათ დატყვევების საშუალებები.


--------------------
Princeps principum ens entium, miserere mei et respice in me, servum tuum Ornies.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Apr 3 2012, 04:36 PM
პოსტი #91


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



ციტატა

არავინ, მაგრამ გინდაც ეს თანხმოვა მიცეს დემონს ის მაინც ვერას დამაკლებს, იმიტომ რომ არსებობს მათი ასე ვთქვათ დატყვევების საშუალებები.

ანუ უფლის შემწეობის გარეშე დაამარცხებ მათ?
ანუ ვთქვათ უფალმა მისცა ნება რომ შენში შემოვიდეს ესა- თუ ის დემონი.
შენ, შენს ზალებზე დაყრდნობით.(ვაკონკრეტებ-უფლის შეწევნის გარეშე) შეძლებ მათ დამარცხებას? ისე რომ ზიანი არ მოგაყენონ?


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აკაკი
პოსტი Apr 3 2012, 04:43 PM
პოსტი #92


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,626
რეგისტრ.: 21-May 09
წევრი № 7,018



ციტატა
დემონი მას ვერას დააკლებს თუ ამაზე თანხმობა ღვთისგან არ მიიღო.


ეს, რა საკვირველია, ასეა.

ციტატა
სიმამაცე რაშია დემონი რომ გცემს მამაცი ხარ?

სიმამაცე ისაა, რომ არ ნებდები, არამედ უმკლავდები... ლოცვით მიმართავ უფალს.. და არ ურიგდები ამ მდგომარეობას თუ შემთხვევას

ციტატა
საკმაოდ გონიერი, გაწონასწორებული, მიზანდასახული და მოხერხებული არსებები არიან, ადამიანზე ბევრად გონივრები.*

ამას რად უნდა საუბარი, ეს ეკლესიამ და მისმა აღზრდილმა მამებმა კარგად იციან.

ციტატა
ისინი გამბრდღვნელ გამომბრდღვნელებისაგან ძალიან განსხვავდებიან **

ის მართალი თქვი "გონიერი, მოხერხებული არსებები არიანო", ფრთხილად, შენც თავიანტი მზაკვრობით ხომ არ გექცევიან და გეჩვენებიან, თითქოს "ძალიან განსხვავდებიან".

სახარებისეული შეპყრობილები მაინც მოიხსენე

ციტატა
შენ შეიძლება დაკარგული გაქვს, მაგრამ არსებობენ ისეთი ადამიანებიც რომელთაც ზეციდან შობით დაიბრუნეს


მე მაპატიეთ. ზეციდან შობა მსგავსებას ჯერ კიდევ არ ნიშნავს

ციტატა
ანუ განღმრთოვება დაუსრულებელი პროცესია?


რა თქმა უნდა.

"რომელი ჰგონდებდეს დგომასა, ეკრძალენ, ნუუკუე დაეცეს!" - წმ. პავლე მოციქული
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Apr 3 2012, 04:43 PM
პოსტი #93


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



Ornies

ციტატა
არავინ, მაგრამ გინდაც ეს თანხმოვა მიცეს დემონს ის მაინც ვერას დამაკლებს, იმიტომ რომ არსებობს მათი ასე ვთქვათ დატყვევების საშუალებები.


რატომ დაეცა ადამიანი? სწორედ ეშმაკთან გასაუბრების შემდეგ?


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Ornies
პოსტი Apr 3 2012, 04:56 PM
პოსტი #94


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 112
რეგისტრ.: 17-March 12
წევრი № 12,164



აკაკი
ციტატა
ზეციდან შობა მსგავსებას ჯერ კიდევ არ ნიშნავს

ნიშნავს, სრულყოფილ მსგავსებას არა, მაგრამ ეს არის პირველი ნაბიჯი.
ციტატა
რა თქმა უნდა."რომელი ჰგონდებდეს დგომასა, ეკრძალენ, ნუუკუე დაეცეს!" - წმ. პავლე მოციქული

მერე, რჩეულნიც კი შეცდებიანო ესეც წერია ანუ განღმრთოვებულის დაცემაა შესაძლებელი და არა თავად პროცესის დაუსრულებლობა, როდესაც მიაღწევ სრულყოფილებას, იმაზე უფრო სრულყოფილი ვეღარ გახდები, შეიძლება დეგრადაცია განიცადო და დაეცე მაგრამ სრულყოფილის კიდევ უფრო გასრულყოფილება შეუძლებელია. ასე რომ დასაწყისი და დასასრული ყველაფერს აქვს ღვთის გარდა.
afxazi
ციტატა
რატომ დაეცა ადამიანი?

იმიტომ რომ ღმერთს უნდოდა რომ დაცემულიყო.
ციტატა
სწორედ ეშმაკთან გასაუბრების შემდეგ?

რომელიც შემთხვევით მოხვდა ედემში?
A.V.M
ციტატა
ანუ უფლის შემწეობის გარეშე დაამარცხებ მათ?

უფალში ვის გულისხმობ ჯერ დააკონკრეტე თუ მამასა და ძეს გულისხმობ, მამამ და ძემ რომ დამტოვონ სრულიად მარტო ბოროტის წინაშე მაინც დავამარცხებ, როგორც კაცი აი ასე დავამარცხებ, არსებობს ამის საშუალება და ადამიანი არ გახლავთ სათამაშო თოჯინა რო ყველა თავზე წამოაჯდეს. თავზე ვერავინ ვერ წამოგაჯდება თუ თავად არ წამოისვავ.


--------------------
Princeps principum ens entium, miserere mei et respice in me, servum tuum Ornies.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Apr 3 2012, 05:02 PM
პოსტი #95


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



ციტატა

იმიტომ რომ ღმერთს უნდოდა რომ დაცემულიყო.

ამას რაზე დაყრდნობით ამბობ თუ საიდუმლო არაა?
ციტირება გაგვიკეთე ძალიან გთხოვ.
ციტატა
უფალში ვის გულისხმობ

მამას, ძეს და სულიწმინდას.
ციტატა
მამამ და ძემ რომ დამტოვონ სრულიად მარტო ბოროტის წინაშე მაინც დავამარცხებ,

რას იზავ? biggrin.gif laugh.gif biggrin.gif
(კაი.კაი. გამეცინა. ახლა საუბარი გავაგრძელოთ.
ბოდიში biggrin.gif
ციტატა
ადამიანი არ გახლავთ სათამაშო თოჯინა რო ყველა თავზე წამოაჯდეს

არავინ გედავება ამაში.


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აკაკი
პოსტი Apr 3 2012, 05:10 PM
პოსტი #96


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,626
რეგისტრ.: 21-May 09
წევრი № 7,018



Ornies

ციტატა
მერე, რჩეულნიც კი შეცდებიანო ესეც წერია ანუ განღმრთოვებულის დაცემაა შესაძლებელი და არა თავად პროცესის დაუსრულებლობა, როდესაც მიაღწევ სრულყოფილებას, იმაზე უფრო სრულყოფილი ვეღარ გახდები, შეიძლება დეგრადაცია განიცადო და დაეცე მაგრამ სრულყოფილის კიდევ უფრო გასრულყოფილება შეუძლებელია. ასე რომ დასაწყისი და დასასრული ყველაფერს აქვს ღვთის გარდა.


ციტატა
დასაწყისი და დასასრული ყველაფერს აქვს ღვთის გარდა


მართალი ხარ, რომ უფალი ასეთია, უფალი წარმოუდგენლად, შემოუსაზღვრელად სრულყოფილებაა.

ციტატა
როდესაც მიაღწევ სრულყოფილებას, იმაზე უფრო სრულყოფილი ვეღარ გახდები,


ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, უნდა მივხვდეთ, რომ განღმრთობა დაუსრულებელია, სრულყოფილების მიღწევა დაუსრულებელია, რადგან ღმრთეებაც და სრულყოფილებაც (ღვთის ბუნების თვისება) არ სრულდება, არაა შემოსაზღვრული.... თუ იტყვი, ადამიანმა განღმრთობას სრულად მიაღწია, ანუ სრულყოფილი გახდა და ამით ყველაფერი დასრულდაო.. მაშინ უფალი შემოსაზღვრულობამდე დაიყვანება და მისი სრულყოფილებაც

როდესაც ვამბობთ ”იმ ადამიანმა განღმრთობას მიაღწია” ეს პირობითი ნათქვამია, რითაც გამოვხატავთ, რომ ადამიანი ჩაერთო ამ პროცესში, რაღაც სიმაღლეებს მიაღწია, ის კიდევ მიიწევს წინ, მაგრამ ჩვენი გონება ვეღარ წვდება და ვამბობთ, რომ ”მიაღწია”.

აბა თუ ადამიანმა სრულყოფილებას და განღმრთობას ”მიაღწია” და შეჩერდა ყველაფერი... ეგ რა გამოდის?!
- თუ წინ არ მიდიხარ (სულიერებაში), ან გაჩერებული ხარ ერთ სიმაღლეზე, უკვე უკუსვლაა.

ციტატა
დასაწყისი და დასასრული ყველაფერს აქვს ღვთის გარდა


მაგრამ არ უნდა დაგავიწყდეს... ღმერთმა ინება, რომ ორ არსებას მისცემოდა დასაწყისი, მაგრამ არსებობა არ შეეწყვიტა

რაღაც მეეჭვება, რომ აკადემიაში სწავლობდით
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Ornies
პოსტი Apr 3 2012, 05:21 PM
პოსტი #97


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 112
რეგისტრ.: 17-March 12
წევრი № 12,164



აკაკი
ციტატა
აბა თუ ადამიანი სრულყოფილებას და განღმრთობას ”მიაღწია” და შეჩერდა ყველაფერი... ეგ რა გამოდის?!

რა გამოდის და საუკუნო ნეტარება, დასაბამი და დასასრული ყოველივეს აქვს ღვთის გარდა.
ციტატა
მაშინ უფალი შემოსაზღვრულობამდე დაიყვანება და მისი სრულყოფილებაც

უფალი ადამიანისაგან განსხვავდება ასე რომ ვერანაირად ვერ დაიყვანება, ღმერთი კაცი არ არის რომ გასრულყოფილება და ზღვრულ დონემდე მიღწევა ჭირდებოდეს.
A.V.M
ციტატა
ამას რაზე დაყრდნობით ამბობ თუ საიდუმლო არაა?

იესოს სიტყვაზე დაყრდნობით სადაც ის ამბობს რომ ღვთის ნების გარეშე ერთი ღერი თმაც კი არ ვარდება ადამიანს თავიდან.
ასეთი იყო მისი ნება და ასეც მოხდა, მისი ნება რომ არ ყოფილიყო ასეთი არ მოხდებოდა, მან იცოდა სატანას ვიზიტის შესახებ ედემში, ესმოდა ევასა და მისი საუბარი, ხედავდა როგორ იგემეს აკრძალული ხილი, იცოდა როგორ დაეცემოდნენ თან წინასწარ, მანამდე სანამ დაეცემოდნენ და მან ეს ყველაფერი დაუშვა, ამით მან ადამიანი მოიშორა საკუთარი წიაღიდან, ანუ შვა, რათა სიშორით აღექვა ქმნილებას შემოქმედი დაგცა რომ წამოდგომა შეგძლებოდა და ამ პროცესში გაძლიერებული, განვითარებული, ცამოყალიბებული, ზრდასრული შვილი დაბრუნებოდი მამას, სატანაც მისი დიადი გეგმის ერთი პაწია პეშკაა და სხვა არაფერი, ის მათრახია ღვთის ხელში რომლითაც ურჩ შვილებს სცემს.


ციტატა
უფალში ვის გულისხმობმამას, ძეს და სულიწმინდას.

მაშ ამ ციტატაზე მიპასუხე რას ნიშნავს როდესაც წერია "ვინ არის ღმერთი, უფლის გარეშე?"
ვიცი მაიძულებ მოვიძიო სად წერია და მომიწევს მოვიძიო ძველი აღთქმის წიგნის ციტატაა მაგრამ თუ სიტყვაზე მენდობი ასეთი ფრაზა ნამდვილად წერია, პირდაპირ არის ნათქვამი "ვინ არის ღმერთი, უფლის გარეშე"?
ციტატა
რას იზავ?

ვისთანაც ღრიჭინს არ დაიწყებ იმან გიპასუხოს.



--------------------
Princeps principum ens entium, miserere mei et respice in me, servum tuum Ornies.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აკაკი
პოსტი Apr 3 2012, 05:27 PM
პოსტი #98


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,626
რეგისტრ.: 21-May 09
წევრი № 7,018



ციტატა
რა გამოდის და საუკუნო ნეტარება, დასაბამი და დასასრული ყოველივეს აქვს ღვთის გარდა.

აქ ორიგენეს მწვალებლობა გამოსჭვივის (ანგელოზი იმიტომ დაეცა, რომ ნეტარების ერთფეროვნება მობეზრდაო).

საქმე ისაა, რომ ნეტარება არ სრულდება, ის მზარდია დაუსრულებლად, წინ სვლილსას კიდევ უფრო ახალი, აქამდე შეუმეცნებელს იმეცნებ, უერთდები ზიარი ხდები მასთან... ღმერთამდე მიღწევა შეუძლებელია... უბრალოდ ზღვარი არ არსებობს (ამას შენც ამბობს) რომ, აი მიხვედი და ვსო იმის იქით აღარაფერია - ასე არ არის.

ციტატა
უფალი ადამიანისაგან განსხვავდება ასე რომ ვერანაირად ვერ დაიყვანება, ღმერთი კაცი არ არის რომ გასრულყოფილება და ზღვრულ დონემდე მიღწევა ჭირდებოდეს.


არავინ ამბობს იმას, რომ უფალს რაიმე სჭირდება...

საკმარისზე ბევრი ვწერე, მემგონი ყველაფერი გასაგებად ვთქვი. მე მოვრჩი.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Apr 3 2012, 07:00 PM
პოსტი #99


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



ციტატა
საუბარი, ხედავდა როგორ იგემეს აკრძალული ხილი, იცოდა როგორ დაეცემოდნენ თან წინასწარ, მანამდე სანამ დაეცემოდნენ და მან ეს ყველაფერი დაუშვა, ამით მან ადამიანი მოიშორა საკუთარი წიაღიდან, ანუ შვა, რათა სიშორით აღექვა ქმნილებას შემოქმედი დაგცა რომ წამოდგომა შეგძლებოდა და ამ პროცესში

cray.gif cray.gif madlioba.gif
მე მოვრჩი საუბარს ამ სიტყვების მერე...
წარმატებები!


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Ornies
პოსტი Apr 3 2012, 10:24 PM
პოსტი #100


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 112
რეგისტრ.: 17-March 12
წევრი № 12,164



აკაკი
ციტატა
აქ ორიგენეს მწვალებლობა გამოსჭვივის (ანგელოზი იმიტომ დაეცა, რომ ნეტარების ერთფეროვნება მობეზრდაო).

მკიდია ორიგენე თავის მწვალებლობიანად, ანგელოზი იმიტომ დაეცა რომ ღმერთმა ისურვა ასე, მორჩა აი ეს ასეა და ეხლა რამდენიც არ უნდა აბრუნ ატრიალოთ რომ ასე კი არა ისეო, რეალობას ეს არ შეცვლის. ღვთის ნების გარეშე არ დაცემულა ის ანგელოზი და ანგელოზის დაცემაც და კაცის დაცემაც მისი გეგმის ნაწილია. აი აესე უნდოდა და აი ესე ქნა. როგორც უნდოდა ისე მოექცა საკუთარ ქმნილებას, იტყვით მაშ აბა ანგელოზისა და ადამიანის დანაშაულიო, ჰო და მეც ამას ვამბობ აბა დანაშაული?
როდესაც შენ წინასწარ იცი რაც მოხდება და წინასწარ არის განსაზღვრული მოსახდენი, აბა ჩემი დანაშაული? როდესაც 12 დან ერთს უნდა გაეცა და ეს უეჭველი უნდა მომხდარიყო აბა დანაშაული? როდესაც პეტრეს ეთქვა რომ სანამ მამალი ორჯერ იყივლებდა ის სამჯერ უარჰყოფდა აბა პეტრეს დანაშაული? გასაგებია რომ გიყვართ ეს შელამაზებ შემოლამაზებები მაგრამ არ არის ისე როგორც თქვენ გსურთ რომ წარმოაჩინოთ.
ციტატა
საქმე ისაა, რომ ნეტარება არ სრულდება,

ნეტარება განღმრთოვებისაგან განსხვავდება და ისიც კი არ იცი დასრულდება თუ არა ეგ ნეტარებაც.
ციტატა
ღმერთამდე მიღწევა შეუძლებელია..

შესაძლებელია და არა მხოლოდ მიღწევა ძალაუფლების გაყოფაც კი მასთან ერთად.
ციტატა
უბრალოდ ზღვარი არ არსებობს

ზღვარი მანამდე იარსებებს სანამ ღვთის ფობია გექნებათ.
ამ ცრუ ფობიებს სანამ არ გადალახავთ მანამდე სულ იქნება იაჰვე ღმერთი თქვენ მონები, როდესაც ამ ფობიას დაძლევთ მერე თქვენც ღმერთები იქნებით მასთან ერთად.


A.V.M
ციტატა
მე მოვრჩი საუბარს

სადმე სხვაგან აცრემლდი, მაგალითად სამსჯავროზე, როდესაც მიხვდები რომ მაგრად დაგაბოლეს და თითების გაშვერას სხვისკენ დაიწყებ ამათმა მაცდუნესო.


--------------------
Princeps principum ens entium, miserere mei et respice in me, servum tuum Ornies.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

7 გვერდი V « < 3 4 5 6 7 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 23rd April 2024 - 07:10 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი