თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ წმიდა წერილი _ ძველი აღთქმიდან დღემდე

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Jul 16 2008, 03:32 PM

როგორც შევთანხდით ვიწყებთ ძველი აღთქმიდან დეტალურ განხილვას, განმარტებებს წმ. მამების მიხედვით

თითო-თითო თავი განვიხილოთ, სანამ შეკითხვები არ ამოიწურება მანამდე ნუ გადავალთ მომდევნო თავზე





დაბადება

თავი პირველი



ციტატა
1. თავდაპირველაღ ღმერთმა შექმნა ცა და მიწა.

2. მიწა იყო უსახო და უდაბური, ბნელი იდო უფსკრულზე და სული ღვთისა იძვროდა წყლებს ზემოთ.

3. თქვა ღმერომა: იყოს ნათელი ! და იქმნა ნათელი.

4. და ნახა ღმერთმა, რომ ნათელი კარგი იყო, და გაჰყარა ღმერთმა ნათელი და ბნელი.

5. ნათელს ღმერთმა უწოდა დღე და ბნელს უწოდა ღამე. იყო საღამო, იყო დილა - პირველი დღე.

6. თქვა ღმერთმა: იყოს წყალთა შორის მყარი და გაჰყაროს წყლები.

7. გააჩინა ღმერთმა მყარი და გაჰყარა ერთმანეთისგან წყალი, რომელიც არის მყარს ქვემოთ, და წყალი, რომელიც არის მყარს ზემოთ. და იქმნა ასე.

8. მყარს ღმერთმა უწოდა ცა. იყო საღამო, იყო დილა - მეორე დღე.

9. თქვა ღმერთმა: შეგროვდეს ერთგან ცისქვეშეთის წყალი და გამოჩნდეს ხმელეთი. და იქმნა ასე.

10. ხმელეთს ღმერთმა უწოდა მიწა და შეგროვილ წყალს უწოდა ზღვა. დაინახა ღმერთმა, რომ კარგი იყო.

11 . თქვა ღმერთმა: აღმოაცენოს მიწამ მცენარეული - ბალახი, თესლის მთესველი, ხე ნაყოფიერი, თესლოვანი ნაყოფის მომტანი მიწაზე თავისი გვარისდა მიხედვით. და იქმნა ასე.

12. წარმოშვა მიწამ მცენარეული - ბალახი, თესლის მთესველი თავისი გვარისდა მიხედვით, და ხე, თესლოვანი ნაყოფის მომტანი, თავისი გვარისდა მიხედვით.

13. იყო საღამო, იყო დილა - მესამე დღე.

14. თქვა ღმერთმა: იყოს მნათობები ცის მყარზე დღისა და ღამის გასაყრელად, დროჟამის აღმნიშვნელად - დღეებისა და წელიწადებისა;

15. იყვნენ მანათობლებად ცის მყარზე რომ გაანათონ მიწა. და იქმნა ასე.

16. გააჩინა ღმერთმა ორი მთავარი მნათობი, - დიდი მნათობი დღის განმგებლად და მცირე მნათობი ღამის განმგებლად - და ვარსკვლავები.

17. დასხა ისინი ღმერთმა ცის მყარზე, რომ გაენათებინათ მიწა,

18. განეგოთ დღე და ღამე, გაეყარათ ნათელი და ბნელი. დაინახა ღმერთმა, რომ კარგი იყო.

19. იყო საღამო, იყო დილა - მეოთხე დღე.

20. თქვა ღმერთმა: აფუთფუთდეს წყალში სულდგმული; მიწის ზემოთ კი, ცის მყარზე, ფრინველმა იფრინოს. და იქმნა ასე.

21 . შექმნა ღმერთმა დიდი თევზები და ყოველი სულდგმული, მცურავი თავ-თავისი გვარისდა მიხედვით, რაც-კი წყალში ფუთფუთებს, და ყველა ფრთოსანი თავ-თავისი გვარისდა მიხედვით. დაინახა ღმერთმა, რომ კარგი იყო.

22. აკურთხა ღმერთმა ისინი და თქვა: ინაყოფიერეთ და იმრავლეთ, აავსეთ ზღვები. ფრინველებმა იმრავლონ მიწაზე.

23. იყო საღამო, იყო დილა - მეხუთე დღე.

24. თქვა ღმერთმა: წარმოშვას მიწამ სულდგმული თავთავისი გვარისდა მიხედვით - პირუტყვი, ქვემძრომი და მიწის მხეცები თავ-თავისი გვარისდა მიხედვით. და იქმნა ასე.

25. გააჩინა ღმერთმა ნადირი თავ-თავისი გვარისდა მიხედვით, საქონელი თავ-თავისი გვარისდა მიხედვით და ქვემძრომი თავ-თავისი გვარისდა მიხედვით. დაინახა ღმერთმა, რომ კარგი იყო.

26. თქვა ღმერთმა: გავაჩინოთ კაცი ჩვენს ხატად, ჩვენს მსგავსებად. ეპატრონოს ზღვაში თევზს, ცაში ფრინველს, პირუტყვს, მთელს დედამიწას და ყველა ქვემძრომს, რაც კი მიწაზე დახოხავს.

27. შექმნა ღმერთმა კაცი, თავის ხატად შექმნა იგი, მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ისინი.

28. აკურთხა ღმერთმა ისინი და უთხრა: ინაყოფიერეთ და იმრავლეთ, აავსეთ დედამიწა, დაეუფლეთ მას, ეპატრონეთ ზღვაში თევზს, ცაში ფრინველს, ყოველ ცხოველს, რაც კი დედამიწაზე დახოხავს.

29 . თქვა ღმერთმა: აჰა, მომიცია თქვენთვის ყოველი ბალახი, თესლის მთესველი, რაც კი დედამიწის ზურგზეა, და ყოველი ნაყოფიერი ხე, თესლის მთესველი. ეს იყოს თქვენი საზრდო.

30. მიწის ყველა მხეცს, ცის ყველა ფრინველს, ყველა ქვემძრომს, რასაც კი სიცოცხლის სული უდგას, მწვანე ბალახი ჰქონდეს საჭმელად. და იქმნა ასე.

31. დაინახა ღმერთმა ყოველივე, რაც გააჩინა, და აჰა, ძალიან კარგი იყო. იყო საღამო, იყო დილა - მეექვსე დღე.






ვისაუბროთ ამ თავის გარშემო...


აბა შეკიხვები, გთხოვთ კომპეტენტურმა პირებმაც დაგვეხმარონ, თორემ მარტო ვერაფერს გავხდებით smile.gif

პოსტის ავტორი: თემო თარიღი: Jul 16 2008, 03:39 PM

აქ ძალიან საინტერესოა 26 მუხლი სადაც სამება საუბრობს "გავაჩინოთ" ანუ არა ერთი ჰიპოსტასი არამედ სამივე, ერთარსი და განუყოფელი

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Jul 16 2008, 03:49 PM

თანამედროვე ქართულ ენაზე თარგმნილს ვაკოპირებ და მგონი ასე სჯობს ...

მცხეთური ხელნაწერის მიხედვით რთულად გასაგებია




P.S. იცით რა მაინტერესებს, ეს ოთხო მოციქული (მათე, მარკოზი, ლუკა, იოანე) სხვადასხვა დროს აღწერენ?

პოსტის ავტორი: თემო თარიღი: Jul 16 2008, 03:52 PM

ციტატა
P.S. იცით რა მაინტერესებს ეს ოთხო მოციქული (მათე, მარკოზი, ლუკა, იოანე) სხვადასხვა დროს აღწერენ?

დროში რას გულისხმობ? ანუ სხვადასხვა წელს დაიწერა თუ არა?

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Jul 16 2008, 03:53 PM

თემო
ანუ სხვადასხვა პერიოდს?

პოსტის ავტორი: G_I_O_R_G_I_ თარიღი: Jul 16 2008, 04:10 PM

ციტატა
. იცით რა მაინტერესებს, ეს ოთხო მოციქული (მათე, მარკოზი, ლუკა, იოანე) სხვადასხვა დროს აღწერენ?

ეს სახარებები სხვადასხვა დროს დაიწერა.ყველაზე ბოლოს იოანემ დაწერა სახარება და გარკვეულ წილად შეავსო სამი სინოპტიკური სახარება.

პოსტის ავტორი: G_I_O_R_G_I_ თარიღი: Jul 16 2008, 04:31 PM

ციტატა
ანუ სხვადასხვა პერიოდს აღწერენ ხო?

სხვადასხვა პერიოდს კი არ აღწერენ არამედ სხვადასხვა დროს დაიწერა. biggrin.gif
ოთხივე სახარება მოიცავს პერიოდს უფლის შობიდან ამაღლებამდე მეტნაკლები კონკრეტიზმით

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Jul 16 2008, 04:35 PM

G_I_O_R_G_I_

ციტატა
სხვადასხვა პერიოდს კი არ აღწერენ არამედ სხვადასხვა დროს დაიწერა

იმიტომ ვიკითხე, რომ თითოეულის მიერ აღწერილ I თავში არის განსხვავებები...

მაშინ ოთხივედან დავდოთ პირველი თავი

პოსტის ავტორი: თემო თარიღი: Jul 16 2008, 04:39 PM

ციტატა(ნათია @ Jul 16 2008, 02:35 PM) *

G_I_O_R_G_I_

იმიტომ ვიკითხე, რომ თითოეულის მიერ აღწერილ I თავში არის განსხვავებები...

მაშინ ოთხივედან დავდოთ პირველი თავი


მე ასე ვიცი, რომ ყოველი სახარება გამიზნული იყო გარკვეულ ხალხთა მიმართ, ისინი რათქმაუნდა საყოველთაოა ყველასათვისაა, მაგრამ ზოგიერთი მოციქული ბერძენთათვის წერდა ზოგი ებრაელთათვის ანუ იმის ტქმა მინდა რომ ერთმანეთს ავსებენ ეს სახარებები და მათ დასაწყისში თუ რაიმე სხვაობაა ეს არაფერზე არ მეტყველებს.

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Jul 16 2008, 04:45 PM

თემო

ციტატა
მე ასე ვიცი, რომ ყოველი სახარება გამიზნული იყო გარკვეულ ხალხთა მიმართ, ისინი რათქმაუნდა საყოველთაოა ყველასათვისაა, მაგრამ ზოგიერთი მოციქული ბერძენთათვის წერდა ზოგი ებრაელთათვის ანუ იმის ტქმა მინდა რომ ერთმანეთს ავსებენ ეს სახარებები და მათ დასაწყისში თუ რაიმე სხვაობაა ეს არაფერზე არ მეტყველებს.

ახლა შევადარე ოთხივეს I თავი და განსხვავდება ერთმანეთისგან, აქ რომ თოთოეულის I თავი დავდოთ აირევა, მხოლოდ მათე წერს სამყაროს შექმნას უფრო დეტალურად

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Jul 16 2008, 05:26 PM

ნათია

ციტატა
მათეს სახარება

დაბადება


არა ნათი. მათეს სახარება ახალი აღთქმის პირველი წიგნია, დაბადება კი - ძველისა smile.gif

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Jul 16 2008, 05:30 PM

ნათია
შეცდომაა მერე. სად დაბადების წიგნი და სად მათეს სახარება !!!

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Jul 16 2008, 05:39 PM

ნათია

ციტატა
მაშინ შენ დადე I თავი ძველი აღთქმიდან

დევს კიდევაც ნათი, ეგ ძველი აღთქმის პირველი წიგნის (დაბადების) პირველი თავია. უბრალოდ თავზე წარწერა "მათეს სახარება" ზედმეტია, რადგან მათეს სახარება ახალი აღთქმის პირველი წიგნია.

აი, მათეს სახარების პირველი თავი: http://www.orthodoxy.ge/tserili/akhali_agtqma/mate-1.htm


პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Jul 16 2008, 05:52 PM

k@the

ციტატა
ნათ, აქედან რო გადმოვიტანოთ ხოლმე?

მაქედან დავაკოპირე



ოკ, პირველივე პოსტში "მათეს სახარება"-ს წავშლი... და მივყვეთ...

ოფები წაიშალოს რა

კანონისტი
ციტატა
ეგ ძველი აღთქმის პირველი წიგნის (დაბადების) პირველი თავია

მაპატიეთ, ერთი კითხვა..

ვინ არის ავტორი ამ ძველი აღთქმის I თავის?

k@the
ჩვენივე პოსტები წავშალოთ ქეთ...

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Jul 16 2008, 05:54 PM

ნათია

ციტატა
ვინ არის ავტორი ამ ძველი აღთქმის I თავის?

წინასწარმეტყველი მოსე. ისევე, როგორც შემდგომი 4 წიგნისა, რის გამოც ამ ხუთივე წიგნს ერთად (დაბადება, გამოსვლა, რიცხვნი, ლევიანნი, მეორე რჯული) ეწოდება მოსეს ხუთწიგნეული, ებრაულად - თორრა smile.gif

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Jul 16 2008, 05:56 PM

კანონისტი

ციტატა
წინასწარმეტყველი მოსე. ისევე, როგორც შემდგომი 4 თავისა, რის გამოც ამ ხუთივე თავს ერთად (დაბადება, გამოსვლა, რიცხვნი, ლევიანნი, მეორე რჯული) ეწოდება მოსეს ხუთწიგნეული, ებრაულად - თორრა

გაიხარე დათ...

ზემოთ თქვენი პოსტები წაშალეთ და მივყვეთ

პოსტის ავტორი: zedela თარიღი: Jul 16 2008, 07:08 PM

საინტერესო თემააა...

ციტატა
წინასწარმეტყველი მოსე. ისევე, როგორც შემდგომი 4 წიგნისა, რის გამოც ამ ხუთივე წიგნს ერთად (დაბადება, გამოსვლა, რიცხვნი, ლევიანნი, მეორე რჯული) ეწოდება მოსეს ხუთწიგნეული, ებრაულად - თორრა


ეს ნამდვილად არ ვიცოდიი....

პოსტის ავტორი: ლია თარიღი: Jul 17 2008, 12:19 PM

ვინაიდან ეს პირველი თავი დაბადებას ეხება, იქნებ სჯობდეს თანამედროვე შეხედულებები სამყაროს წარმოშობის შესახებ შევადაროთ წმიდა მამათა განმარტებებს? აქ რომელიღაც თემაში ნახსენები იყო წმიდა ბასილი დიდის "ჰომილიები ექვსი დღისათვის", ძალიან საინტერესო წიგნია! შედარებისთვის ძალიან კარგია!

პოსტის ავტორი: orthodox-georgia თარიღი: Jul 17 2008, 03:23 PM

ციტატა(ლია @ Jul 17 2008, 12:19 PM) *

ვინაიდან ეს პირველი თავი დაბადებას ეხება, იქნებ სჯობდეს თანამედროვე შეხედულებები სამყაროს წარმოშობის შესახებ შევადაროთ წმიდა მამათა განმარტებებს?

თანამედროვე მოსაზრებები და შეხედულებები ბევრია. შენ კონკრეტულად რა იგულისხმე?

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Jul 17 2008, 03:25 PM

ლია

ციტატა
წმიდა ბასილი დიდის "ჰომილიები ექვსი დღისათვის",

შეგიძლია მოკლედ დაგვიწერო?

პოსტის ავტორი: ზვარე თარიღი: Jul 17 2008, 07:14 PM

ბიბლიური შესაქმის ექვსი დღე
ბიბლიური შესაქმის ექვსი დღე სამყაროსა და ადამიანის შექმნა

8 გვერდი

155 პოსტი

1,651 მნახველი

ზვარე 4th July 2008 - 12:18 AM

QUOTE(ზვარე @ May 21 2008, 12:44 AM) *

ბიბლიური შესაქმის ექვსი დღე სამყაროსა და ადამიანის შექმნა

წმიდა მამების უამრავი შრომა ეხმაურება აღნიშნულ საკითხს. მასვე განმარტავენ ებრაელი კომენტატორები, მეცნიერები. საინტერესოა მათი გაცნობა და მსჯელობა ამ საკითხებზე.

სხვადასხვა თემებში ხშირად ხდება შეხებაამ თემასთან. გთხოვთ დადოთ ლინკები, გამოთქვათ მოსაზრებები, ვისაუბროთ ვიმსჯელოთ, ვიკამათოთ...
ალბათ ბევრისთვის იქნება საინტერესო.



მოდერატორს ვთხოვ, იქნებ ჩემი თემა ოფებისაგან გავწმინდოთ და ნათიას თემას შევუერთოთ

პოსტის ავტორი: Misha Songulashvili თარიღი: Jul 17 2008, 07:36 PM

ღით ვერ დაიწყეთ ამ თავის გარჩევა? მეორე გვერდზე ვართ და შეკითხვა არ გაჩნდა ამ თემის ირგვლივ? მოდი მივყვეთ შესაქმის დღეთა თანმიმდევრობას და ვთქვათ თუ რატომაა ამ ლოგიკით გადანაწილებული ეს დღეებიი. მეტად მნიშვნელოვანია თქვენი პირველადი შეხედულებები განა ის რომ უი ის მართალი ყოფილა მე ამას ვფიქრობდიო smile.gif მიდით აბა შევუბეროთ ამითი, მე აქტიურად გავუკეთებ ამ თემას კომენტარებს.
ნათიას დიდი მადლობა ამ თემისათვის smile.gif

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Jul 17 2008, 07:41 PM

Misha Songulashvili

ციტატა
მოდი მივყვეთ შესაქმის დღეთა თანმიმდევრობას და ვთქვათ თუ რატომაა ამ ლოგიკით გადანაწილებული ეს დღეებიი

ეგ კითხვა მე ბევრჯერ გამჩენია, რატომ მაინცდამაინც 6 დღე და არა 7 ან 8...

ღმერთისთვის 100 წელი შეიძლება 1 დღე იყოს... ჩვენთვის კი მთელი საუკუნე... ვინ დაადგინა რომ მაინცდამაინც 6 დღე დასჭირდა სამყაროს შექმნას?

ბევრი კითხვა მიჩნდება, მაგრამ ბევრ კითხვას ადამიანის გონება ვერ ჩასწვდება smile.gif



ზვარე
ციტატა
ბიბლიური შესაქმის ექვსი დღე სამყაროსა და ადამიანის შექმნა

ამ თემის ლინკი დადე ან პოსტები გადმოაკოპირე

პოსტის ავტორი: ზვარე თარიღი: Jul 17 2008, 07:48 PM

რამეთუ ათასი წელი წინაშე თუალთა შენთა, უფალო, ვითარცა გუშინდელი დღე. რომელ წარჴდა და, ვითარცა საჴუმილავი ერთი, ღამესა შინა. (ფს. 89.4)

ერთიმცა ესე ნუ დაგავიწყდების, საყუარელნო, რამეთუ ერთი დღე უფლისა მიერ ვითარცა ათასი წელი და ათასი წელი ვითარცა ერთი დღე. (2 პეტრ. 3.8)

ბიბლიაში ბევრგან (მათ შორის დაბ. 2,4; გამოს. 10.6; ლევ. 7. 35-36; რიცხ. 7.10; რიცხ. 7.84; მეორ. რჯ. 9.24; მეორ. რჯ. 31..17-18; მეორ. რჯ. 32.7), სუფთა ყოფითი მიდგომითაც კი ტექსტში ნახსენები ,,დღე'' ვერ ემთხვევა 24 საათს, ეს რაიმე განსაკუთრებული ლოგიკის, განმარტების და წიაღსვლების გარეშეც ნათლად ჩანს.
დასაბამად ქმნნა ღმერთმან ცაჲ და ქუეყანაჲ.


დასაბამად ქმნნა ღმერთმან ცაჲ და ქუეყანაჲ.

დასაბამად ქმნნა

დასაბამად ეს სიტყვა ებრაულ დედანში გამოითქმის ,,თჰილა" რაც არა ქრონოლოგიურ დასაწყისს არამედ მარადისობიდან დროში გადასვლას ნიშნავს. ნეტარი ავგუსტინეს თანახმადაც დრო სამყაროსთან ერთად შეიქმნა.

ქმნნა ეს სიტყვა ებრაულ დედანში აღინიშნება სიტყვით ,,ბარა'' რაც არაფრისაგან რაიმეს შექმნას ნიშნავს.



ცაჲ და ქუეყანაჲ.

მიქაელ პომაზანსკი დოგმატური ღვთისმეტყველება

სარწმუნოების სიმბოლოში ვკითხულობთ: „მრწამს ერთი ღმერთი... შემოქმედი ცათა და ქვეყანისაჲ, ხილულთა ყოველთა და არახილულთა“. უხილავი, ანგელოზთა სამყარო ღმერთმა ხილულ სამყაროზე უწინარეს შექმნა. „ოდეს იქმნნეს ვარსკვლავნი, მაქებდეს მე ხმითა დიდითა ყოველნი ანგელოზნი ჩემნი“ - ეუბნება უფალი იობს (იობ. 38,7). პავლე მოციქული წერს: „რამეთუ მის მიერ დაებადნა ყოველივე ცათა შინა და ქუეყანასა ზედა, ხილულნი და არა-ხილულნი, ანუ თუ საყდარნი, ანუ თუ უფლებანი, გინა თუ მთავრობანი, გინა თუ ხელმწიფებანი - ყოველივე მის მიერ და მისა მიმართ დაებადნა“ (კოლ. 1,16). ეკლესიის ზოგი მამის აზრით, შესაქმის წიგნის პირველ სიტყვებში - „დასაბამად ქმნნა ღმერთმან ცაჲ და ქუეყანაჲ“ - ლაპარაკია არა ფიზიკურ ცაზე, რომელიც შემდგომ შეიქმნა, არამედ ამ სიტყვაში უხილავ, ზეციურ ძალთა საცხოვრისი მოიაზრება. ეკლესიის ბევრი მასწავლებელი ფიქრობს, რომ ღმერთმა ანგელოზები ხილულ სამყაროზე ადრე შექმნა (წმ. ამბროსი მედიოლანელი, ნეტარი იერონიმე, გრიგოლ დიდი, ანასტასი სინელი). სამყაროს შექმნის დროს ისინი უკვე წარდგომილნი იყვნენ შემოქმედის წინაშე და ემსახურებოდნენ მას. წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი ამგვარად მსჯელობს: „საღვთო სახიერება არ დასჯერდა თავისთავის ჭვრეტას, სიკეთე მას სულ უფრო და უფრო უნდა განეფინა, რათა შეძლებისდაგვარად ბევრს რგებოდა იგი (ასეთია უზენაესი სიკეთე). ღმერთმა ჯერ ანგელოზთა ზეციური ძალები მოიფიქრა - და ზრახვა საქმედ იქცა, სიტყვით აღსრულდა და სულის მიერ განსრულდა... სათნო ეყვნენ რა მას პირველი ქმნილებანი, შემდგომ სხვაგვარი, ნივთიერი და ხილული სამყარო მოიაზრა. სხვა სიტყვებით - ცისა და დედამიწის და მათ შორის არსებულისაგან შედგენილი მწყობრი ნაგებობა მოიფიქრა“. წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველის ამ აზრს იმეორებს ღირსი იოანე დამასკელიც.


Владимир Лосский
ТОЛКОВАНИЕ НА СИМВОЛ ВЕРЫ


1-й член.

Верую во единаго Бога Отца, Вседержителя, Творца небу и земли, видимым же всем и невидимым.

(Верую во единого Бога Отца Вседержителя, Творца неба и земли, всего видимого и невидимого. )

.........................................................
........................................................
Библейское выражение "небо и земля" (Быт. 1, 1), которое обозначает целиком весь космос, всё то, что существует и сотворено Богом, в святоотеческом толкование получает разделительный смысл, указывая на существование реальности духовной и реальности телесной, невидимого мира "небесных духов" и мира видимого, с которым мы тесно связаны по биологическим условиям нашего земного существования. Мы видим, что это различение "неба" и "земли" отнюдь не влечет к необходимости признания "геоцентрической" космологии. Вообще, надо сказать, что "конфликт между наукой и религией" в этой проблеме выглядит искусственным. Действительно, не путем же исследования космических пространств откроется нам духовная безмерность тварной вселенной, И, тем более, не ядерная физика, анализируя строение материи, даст нам познать ту всемогущую Энергию Творца, которая сообщает бытие "видимым же всем и невидимым".


მრწამსის სიტყვები ბიბლიის პირველ პუნქტს განმარტავს შემდეგნაირად, რომ აქ იგულისხმება უხილავი და ხილული სამყაროს შექმნა
მრწამს ერთი ღმერთი, მამა, ყოვლისა მპყრობელი, შემოქმედი ცათა და ქუეყანისა, ხილულთა ყოველთა და არა ხილულთა ;

ცა და ქვეყანა ამ კონტექსტში რომ ხილულსა და უხილავ სამყაროს ნიშნავს აღიარებულია სარწმუნოების სიმბოლოში.
მას წარმოთქვამს ყოველი ქრისტიანი (მართლმადიდებელი) ყოველდღიურად.

კათოლიკებმა შეცვალეს სარწმუნოების სიმბოლო მაგრამ მისი პირველი წევრი იგივე სახითაა.

ლოგიკურადაც ერთი და იგივე ცა ხომ არ შეიქმნებოდა ორჯერ?


,,ცა და ქვეყანა'' ეს სიტყვათა ერთობლიობა შეესაბამებოდა შუმერულ ,,ანკი''-ს რაც მთელ სამყაროს, ქვეყნიერებას, კოსმოსს მიშნავდა (დღესაც მიჭირს ზუსტად გადმოცემა არათუ ძვ.წ.-აღ XIII სკ-ში).

წმ. გრიგოლ ნოსელის იგავური თქმით ეს ცა ის ოთხმოცდაცხრამეტი ცხვარია, რომელიც კეთილმა მწყემსმა, ერთი დაკარგული მეასე ცხვრის საძებნად წასულმა მიატოვა. დაკარგული ცხვარი ადამიანთა მიწაა (ხილული სამყარო zv), რომლისკენაც არის მიპყრობილი შესაქმეს ავტორის მთელი გულისყური.

სიტყვა ,,ცა'' მრავლობით რიცხვშია და თვითონ ამ სიტყვის (შამაიმ) ფუძე ,,შამ" - ,,იქ'', მიუთითებს იქაურ მიღმიერ, გამოყოფილ სამყაროზე.

სიტყვა ,,ცა'' ანგელოზთა ანუ სეციურ სამყაროს სინონიმად გამოიყენება ბიბლიაში (3 მეფ. 22.19; მთ18.10 და სხვა)

ისე ქართული სიტყვა ,,ქვეყანა'' საოცრად ერგება ამ სიტუაციას, ეს ქვეყანაა, ხოლო ის (ცა) ზეყანა.



გადავიდეთ მეორე პუნქტზე. მეორე პუნქტი სამი ნაწილისაგან შედგება, დავიწყოთ პირველით. წარმოგიდგენთ ამ პუნქტის სამ ქართულ ვერსიას


ხოლო ქუეყანაჲ იყო უხილავ და განუმზადებელ (მცხეთური ხელნაწერი)

მიწა იყო უსახო და უდაბური (ახ. ქართული 1989წ. გამოცემა)

ხოლო ქვეყანა იყო უხილავი და გაუმზადებელი (ახ. ქართული ბიბლიის თარგმნის ჯგუფი)



რადგან იმაზე, რომ დაბადების პირველი თავის პიველ პუნქტში ნახსენები ცა და ქვეყანა არის უხილავი და ხილული სამყარო დავა არ დაწყებულა და ეს სადავოდ არავის გაუხდია დამტკიცებულად ჩავთვალოთ, რომ მეორე პუნქტში ნახსენები ,,ქუეყანაჲ, ,,მიწა'' და ,,ქვეყანა'' (სხვადასხვა ვერსიის მიხედვით) არის ხილული, მატერიალური სამყარო.
ეს ,,ქუეყანაჲ, ,,მიწა'' და ,,ქვეყანა'' ანუ ხილული, მატერიალური სამყარო, ყოფილა -- ,,უხილავ და განუმზადებელ'', ,,უსახო და უდაბური'' და ,,უხილავი და გაუმზადებელი'' (სხვადასხვა ვერსიის მიხედვით).
ამ სიტყვების საშუალებით (,,უხილავ და განუმზადებელ'', ,,უსახო და უდაბური'' და ,,უხილავი და გაუმზადებელი'' (სხვადასხვა ვერსიის მიხედვით)) არის მცდელობა ქართულ ენაზე იქნას გადმოცემული ძველებრაული გამოთქმა ,,თოჰუ ვა ბოჰუ''. ანუ ხილული სამყარო (,,ქუეყანაჲ, ,,მიწა'' და ,,ქვეყანა'') იყო ,,თოჰუ ვა ბოჰუ''.

ეს გამოთქმა კიდევ ორგზის გვხვდება წმ. წერილში და იგი ,,არარაობის'', ,,ნგრევის'' და ,,უდაბურობის'' მნიშვნელობით, მარტო თოჰუ კი ,,ამაოს'' მნიშვნელობით.

ძველებრაული გამოთქმა ,,თოჰუ ვა ბოჰუ"" პირდაპირი მნიშვნელობით დაახლოებით აღნიშნავს ,,მოუწესრიგებლობას'', ,,ქაოტურ მდგომარეობას'', ,,გონივრული აგებულების არარსებობას'' ნიშნავს.

ეს გამოთქმა წმ. წერილში იშვიათად გამოიყენება და დღევანდელი მნიშვნელობით ,,ქაოსს'' ნიშნავს.

(კრიტიკულად განწყობილებს შეუძლიათ გადააზუსტონ ძველი ებრაულის სპეციალისტებთან)

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Jul 17 2008, 07:50 PM

ციტატა
კათოლიკებმა შეცვალეს სარწმუნოების სიმბოლო მაგრამ მისი პირველი წევრი იგივე სახითაა.

იქნებ ეს განმიმარტო... კათოლიკებს როგორ უწერიათ

პოსტის ავტორი: kavkasioni თარიღი: Jul 26 2008, 02:06 PM

ძალიან საინტერესო თემაა

1. თავდაპირველაღ ღმერთმა შექმნა ცა და მიწა.


ვიღაც უგუნური ათეისტი იტყვის,რომ როგორ შექმნისდა ცას და მიწას,როცა ჯერ პლანეტები არ იყო შექმნილიო? ამაზე პასუხი არის,რომ აქ პირველ რიგში იგულისხმებიან ცაში-ანგელოზთა სამყარო,მიწაში კი დაცემული ანგელოზების სამყარო.

2. მიწა იყო უსახო და უდაბური, ბნელი იდო უფსკრულზე და სული ღვთისა იძვროდა წყლებს ზემოთ

ჩემი ზემოთ თქმულის დასტური და ასევე ამ ნაწყვეტში სულიწმინდაც დასტურდება.

3. თქვა ღმერომა: იყოს ნათელი ! და იქმნა ნათელი.

ათეისტბის შემოტევის საგანი.ისინი ამბობენ რომ მზე თუ არ იყო ნათელი საიდანღა მოდიოდა? თუმცა მეცნიერებმა დიდი ხანია აღმოაჩინეს,რომ რადიოაქტიულ ნაწილაკებს შეუძლიათ სინათლის გამოსხივება.

4. და ნახა ღმერთმა, რომ ნათელი კარგი იყო, და გაჰყარა ღმერთმა ნათელი და ბნელი.


აქ არამარტო მატერიალური ნათელი და ბნელი იგულისხმება(ასტროფიზიკოსებმ
აღმოაჩინეს რომ სამყაროში ამტიმატერია არსებობს) არამედ ბნელეთის ძალებისა და ღვთის ანგელოზების გამოყოფა იგულისხმება.

5. ნათელს ღმერთმა უწოდა დღე და ბნელს უწოდა ღამე. იყო საღამო, იყო დილა - პირველი დღე.


აი აქაც უყვართ ათეისტებს ქილიკი.იძახიან რომ მზის გარეშე ვერც დღე და ვერც ღამე ვერ იარსებებსო.მაგრამ რა განაპირობებს დღე-ღამის ცვლილებას?-ნათელი.ღმერთს კი შეუძლია თავისით დაბადოს ნათელი და მოჰფინოს იგი ქვეყანას,და განა ღმერთი მზეზე მეტი არ არის?

6. თქვა ღმერთმა: იყოს წყალთა შორის მყარი და გაჰყაროს წყლები.

ეს გახლავთ გეოლოგიური პროცესი.მოხდა გავარვარებული ქანებიდან ჟანგბადისა და წყალბადის გამოყოფა,რის შედეგადაც წყლის მოლეკულები წარმოიქმნა.

7. გააჩინა ღმერთმა მყარი და გაჰყარა ერთმანეთისგან წყალი, რომელიც არის მყარს ქვემოთ, და წყალი, რომელიც არის მყარს ზემოთ. და იქმნა ასე

ანუ ნალექის სახით ნელ-ნელა ხმელეთზე დაგროვა წყალი და ოკეანეებად და ზღვებად შეიქმნა იგი.ასევე ორტქლის სახით დიდი რაოდენობა მოგროვდა ატმოსფეროში.


8. მყარს ღმერთმა უწოდა ცა. იყო საღამო, იყო დილა - მეორე დღე.

9. თქვა ღმერთმა: შეგროვდეს ერთგან ცისქვეშეთის წყალი და გამოჩნდეს ხმელეთი. და იქმნა ასე.

10. ხმელეთს ღმერთმა უწოდა მიწა და შეგროვილ წყალს უწოდა ზღვა. დაინახა ღმერთმა, რომ კარგი იყო.


ნუ ამ პროცესებზე ზემოთ მოგახსენეთ.


11 . თქვა ღმერთმა: აღმოაცენოს მიწამ მცენარეული - ბალახი, თესლის მთესველი, ხე ნაყოფიერი, თესლოვანი ნაყოფის მომტანი მიწაზე თავისი გვარისდა მიხედვით. და იქმნა ასე.

12. წარმოშვა მიწამ მცენარეული - ბალახი, თესლის მთესველი თავისი გვარისდა მიხედვით, და ხე, თესლოვანი ნაყოფის მომტანი, თავისი გვარისდა მიხედვით.

აი კიდევ ერთი ათეისტების საქილიკო საკითხი.ანუ როგრ ხარობდნენ მცენარეებიო,თუკი მზე არ იყოო? პასუხი მარტივია.მათ ღმერთი ასაზრდოებდა.განა ღმერთი მზეზე მეტი არაა? თუმცა ეს ნაწყვეტი ასევე გახლავთ კერპთაყვანისცემლობის პირველი კრიტიკა.ამით ხალხმა უნდა დაინახოს რომ მათ არა მზე,მტვარე და ვარსკვლავები ასაზრდოებენ,არამედ საზრდოს მხოლოდ ღმერთში ეძიონ,რათა არ შექმნან ხელქმნილი კერპები.


13. იყო საღამო, იყო დილა - მესამე დღე.

14. თქვა ღმერთმა: იყოს მნათობები ცის მყარზე დღისა და ღამის გასაყრელად, დროჟამის აღმნიშვნელად - დღეებისა და წელიწადებისა;

15. იყვნენ მანათობლებად ცის მყარზე რომ გაანათონ მიწა. და იქმნა ასე.


აი,ეს არის ათეიტების ლახვარი.ბევრი ათეისტი ქილიკობს იმაზე,რომ შეუძლებელია 6 დღეში სამყაროს შექმნა.მაგრამ დაკვირდით,ის 6 დღე არის ღვთიური დღე.ებრაულ ენაში ეს სიტყვა როგორც პერიოდი ისე ითარგმნება,აი აქ კი ზუსტად მიწიერ დღეებზე და წელიწადის დროებზე იყო საუბარი, რომლებიც მნათობთა ბრუნვაზე არიან დამოკიდებულნი.

16. გააჩინა ღმერთმა ორი მთავარი მნათობი, - დიდი მნათობი დღის განმგებლად და მცირე მნათობი ღამის განმგებლად - და ვარსკვლავები.

17. დასხა ისინი ღმერთმა ცის მყარზე, რომ გაენათებინათ მიწა,

18. განეგოთ დღე და ღამე, გაეყარათ ნათელი და ბნელი. დაინახა ღმერთმა, რომ კარგი იყო.

19. იყო საღამო, იყო დილა - მეოთხე დღე.


ანუ აქ უკვე ხდება მზის სინათლის შემოსვლა დედამიწაზე.


20. თქვა ღმერთმა: აფუთფუთდეს წყალში სულდგმული; მიწის ზემოთ კი, ცის მყარზე, ფრინველმა იფრინოს. და იქმნა ასე.

21 . შექმნა ღმერთმა დიდი თევზები და ყოველი სულდგმული, მცურავი თავ-თავისი გვარისდა მიხედვით, რაც-კი წყალში ფუთფუთებს, და ყველა ფრთოსანი თავ-თავისი გვარისდა მიხედვით. დაინახა ღმერთმა, რომ კარგი იყო.

22. აკურთხა ღმერთმა ისინი და თქვა: ინაყოფიერეთ და იმრავლეთ, აავსეთ ზღვები. ფრინველებმა იმრავლონ მიწაზე.

23. იყო საღამო, იყო დილა - მეხუთე დღე.

აქ უკვე ცხოველთა სამყარო შეიქმნა.მათ მცენარეების სახით საზრდო დამხვდარი ჰქონდათ.

24. თქვა ღმერთმა: წარმოშვას მიწამ სულდგმული თავთავისი გვარისდა მიხედვით - პირუტყვი, ქვემძრომი და მიწის მხეცები თავ-თავისი გვარისდა მიხედვით. და იქმნა ასე.

25. გააჩინა ღმერთმა ნადირი თავ-თავისი გვარისდა მიხედვით, საქონელი თავ-თავისი გვარისდა მიხედვით და ქვემძრომი თავ-თავისი გვარისდა მიხედვით. დაინახა ღმერთმა, რომ კარგი იყო.

აქ უკვე ძუზუმწოვართა შექმნაა აღწერილი.


26. თქვა ღმერთმა: გავაჩინოთ კაცი ჩვენს ხატად, ჩვენს მსგავსებად. ეპატრონოს ზღვაში თევზს, ცაში ფრინველს, პირუტყვს, მთელს დედამიწას და ყველა ქვემძრომს, რაც კი მიწაზე დახოხავს.

გავაჩინოთ...ნუთუ ეს სამებაზე არ მიუთითებს? და ზუსტად ადამიანის შექმნის დროს მოგვეცა იმის ნიშანი,რომ შევიცნოთ სამება.უფალი ჩვენ ხომ სამების პრონციპით გვაყალიბებს.ჩვენ გაგვაჩნია აზროვნების,მისი გამოხატვისა და მისი საქმედ ქცევის უნარი.ეს გვაქცევს ჩვენ პიროვნებებად.რაც შეეხება ცხოველებს,დააკვირდით,რაც უფრო ბოროტია ადამიანი,მით უფრო უყეფენ მას ძაღლები,მით უფრო გაურბიან მას კატები...ანუ ადამიანი რაც უფრო ახლოსაა ღმერთთან,მით უფრო ემორჩილებიან მას ცხოველები.მაგალითად ცნობილია რომ უამრავ წმინდას მინდვრის მხეცები უდაბნოში კვებასდნენ.

27. შექმნა ღმერთმა კაცი, თავის ხატად შექმნა იგი, მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ისინი

აქ უკვე ადამიანების შექმნაა აღწერილი.


28. აკურთხა ღმერთმა ისინი და უთხრა: ინაყოფიერეთ და იმრავლეთ, აავსეთ დედამიწა, დაეუფლეთ მას, ეპატრონეთ ზღვაში თევზს, ცაში ფრინველს, ყოველ ცხოველს, რაც კი დედამიწაზე დახოხავს.


აქ არის მრავალშვილიანობის პროპაგანდა.უფალმა გვიბრძანა ინაყოფიერეთ-ანუ გააჩინეთ მინიმუმ 2 შვილი, და იმრავლეთ-კიდევ ზედმეტიც დაამატეთ.სხვაგვარად კაცობრიობა დაიღუპება.

29 . თქვა ღმერთმა: აჰა, მომიცია თქვენთვის ყოველი ბალახი, თესლის მთესველი, რაც კი დედამიწის ზურგზეა, და ყოველი ნაყოფიერი ხე, თესლის მთესველი. ეს იყოს თქვენი საზრდო.

30. მიწის ყველა მხეცს, ცის ყველა ფრინველს, ყველა ქვემძრომს, რასაც კი სიცოცხლის სული უდგას, მწვანე ბალახი ჰქონდეს საჭმელად. და იქმნა ასე.

31. დაინახა ღმერთმა ყოველივე, რაც გააჩინა, და აჰა, ძალიან კარგი იყო. იყო საღამო, იყო დილა - მეექვსე დღე.

და აქ ღმერთი რთავს ადამიანს მცენარეული საკვების მიღების უფლებას.




პ.ს. მე დავწერე ის,თუ მე როგორ მესმის.თუ რამეში ვცდები შემისწორეთ.

პოსტის ავტორი: Misha Songulashvili თარიღი: Jul 26 2008, 04:22 PM

kavkasioni

ციტატა
არამედ ბნელეთის ძალებისა და ღვთის ანგელოზების გამოყოფა იგულისხმება.

იქამდის განუყოფელები იყვნენ?
ციტატა
ამით ხალხმა უნდა დაინახოს რომ მათ არა მზე,მტვარე და ვარსკვლავები ასაზრდოებენ,არამედ საზრდოს მხოლოდ ღმერთში ეძიონ,რათა არ შექმნან ხელქმნილი კერპები.

მცენარეებსაც ნუ მოსთხოვთ რწმენას.
ციტატა
რაც შეეხება ცხოველებს,დააკვირდით,რაც უფრო ბოროტია ადამიანი,მით უფრო უყეფენ მას ძაღლები,მით უფრო გაურბიან მას კატები...ანუ ადამიანი რაც უფრო ახლოსაა ღმერთთან,მით უფრო ემორჩილებიან მას ცხოველები.მაგალითად ცნობილია რომ უამრავ წმინდას მინდვრის მხეცები უდაბნოში კვებასდნენ.

ააა, გასაგებია....

პოსტის ავტორი: abo თარიღი: Jul 26 2008, 04:41 PM

http://www.radikal.ru
ერთ მეტად საინტერესო მასონურ საიტზე იდო.
აბო.

პოსტის ავტორი: kavkasioni თარიღი: Jul 26 2008, 05:01 PM

Misha Songulashvili


კი. მოგეხსენება რომ სატანა ერთ დროს ყველაზე მშვენიერი ანგელოზი იყო,რომელიც ამპარტავნებამ დაღუპა.

პოსტის ავტორი: nino kiwo თარიღი: Jul 26 2008, 05:19 PM

მეგობრებო რთულ თემას შეჭიდებიხართ. ღმერთმა შეგაძლებინოთ. რთული და საინტერესო.

პოსტის ავტორი: ჰერელი თარიღი: Apr 2 2012, 09:09 PM

ძველი აღთქმა, თავისი განმარტებებით, < ხომ არსებობს ასეთი წიგნი, ვერსად ვერ ვნახე და ხომ არ შეგიძლიათ დამეხმაროთ? სად შეიძლება შევიძინო, ყველგან ვეძებე და ვერ ვნახე, იქნებ ვინმეს შეგხვედრიათ სადმე. ვიცი რომ არსებობს ყუბანეიშვილის გამოცემა, თუ ამ ავტორის არა, იქნებ სხვა ავტორის მაინც იყოს, დიდი მადლობა წინასწარ smile.gif

პოსტის ავტორი: George Leluashvili თარიღი: Apr 2 2012, 11:43 PM

ციტატა(ჰერელი @ Apr 2 2012, 10:09 PM) *

ძველი აღთქმა, თავისი განმარტებებით, < ხომ არსებობს ასეთი წიგნი, ვერსად ვერ ვნახე და ხომ არ შეგიძლიათ დამეხმაროთ? სად შეიძლება შევიძინო, ყველგან ვეძებე და ვერ ვნახე, იქნებ ვინმეს შეგხვედრიათ სადმე. ვიცი რომ არსებობს ყუბანეიშვილის გამოცემა, თუ ამ ავტორის არა, იქნებ სხვა ავტორის მაინც იყოს, დიდი მადლობა წინასწარ smile.gif

ლოპუხინს აქვს მთლიანად ძველი აღთქმა განმარტებული და ძალიან კარგი წიგნებია.
თითოეული ძვ. აღთქმის წიგნი ცალკე ნაწილადაა გამოცემული.

ბოლოს გამოვიდა სამი ერთად: "დაბადების", "გამოსვლის", და "რიცხვნის" განმარტებების კრებული, რომელიც 8 ლარი ღირს საეკლესიო მაღაზია "ალილოში", რომელიც ლესელიძეზეა და მგონი ყველაზე საბითუმო საეკლესიო მაღაზიაა.

პოსტის ავტორი: ჰერელი თარიღი: Apr 3 2012, 12:09 AM

ციტატა(George Leluashvili @ Apr 2 2012, 11:43 PM) *

ლოპუხინს აქვს მთლიანად ძველი აღთქმა განმარტებული და ძალიან კარგი წიგნებია.
თითოეული ძვ. აღთქმის წიგნი ცალკე ნაწილადაა გამოცემული.

ბოლოს გამოვიდა სამი ერთად: "დაბადების", "გამოსვლის", და "რიცხვნის" განმარტებების კრებული, რომელიც 8 ლარი ღირს საეკლესიო მაღაზია "ალილოში", რომელიც ლესელიძეზეა და მგონი ყველაზე საბითუმო საეკლესიო მაღაზიაა.



საბითუმო ნამდვილად არის, მაგრამ რატომღაც მარტო ალილოში კი არა, ლესელიძის ყველა მაღაზია დავიარე და ძველ აღთქმას სადაც ვახსენებდი დამთავრებულიც არ მქონდა კითხვა რომ უკვე უარს მეუბნებოდნენ. იმედია ავტორით რომ ვიკითხავ მიხვდებიან smile.gif)))) მადლობ დახმარებისთვის smile.gif

პოსტის ავტორი: George Leluashvili თარიღი: Apr 3 2012, 01:16 AM

ციტატა(ჰერელი @ Apr 3 2012, 01:09 AM) *

საბითუმო ნამდვილად არის, მაგრამ რატომღაც მარტო ალილოში კი არა, ლესელიძის ყველა მაღაზია დავიარე და ძველ აღთქმას სადაც ვახსენებდი დამთავრებულიც არ მქონდა კითხვა რომ უკვე უარს მეუბნებოდნენ. იმედია ავტორით რომ ვიკითხავ მიხვდებიან smile.gif)))) მადლობ დახმარებისთვის smile.gif

არადა, ზუსტად მახსოვს, რომ ალილოში აქვთsmile.gif შემიძლია ზუსტი თარო და წიგნების რიგიც მიგითითო smile.gif

ლოპუხინის "ბიბლიის განმარტებანი" იკითხე; შავი წიგნია.

პოსტის ავტორი: აკაკი თარიღი: Apr 3 2012, 04:01 PM

ჰერელი
ვერცხლის ქუჩაზე ნახავ... ლესელიძიდანაა ერთი შესახვევი

პოსტის ავტორი: ჰერელი თარიღი: Apr 3 2012, 05:44 PM

უი არც გამიგია ეგ ქუჩა smile.gif იმედია ალილოში იქნება, თუ არა და ვერცხლის ქუჩასაც დავადგები, მადლობ smile.gif

პოსტის ავტორი: George Leluashvili თარიღი: Apr 3 2012, 07:30 PM

ჰერელი

ციტატა
ვერცხლის ქუჩაზე

მანდ ძვირი ფასები აქვს.
ვიცი ეგ მაღაზია, სულ წიგნები იყიდება.

პოსტის ავტორი: აკაკი თარიღი: Apr 3 2012, 11:12 PM

ხო, არ ვიცი, 8 ლარი ღირს ძველი აღთქმის წიგნთა განმარტებანი, თითო ტომი

პოსტის ავტორი: George Leluashvili თარიღი: Apr 5 2012, 03:50 PM

აკაკი

ციტატა
ხო, არ ვიცი, 8 ლარი ღირს ძველი აღთქმის წიგნთა განმარტებანი, თითო ტომი

ბოლოს გამოვიდა ბიბლიის პირველი სამი წიგნის განმარტება ერთად, რაც შედარებით იაფია, ვიდრე ცალ-ცალკე აღებული.

პოსტის ავტორი: აკაკი თარიღი: Apr 5 2012, 06:40 PM

George Leluashvili
კი მაგას ვამბობ თითო ტომში სამი წიგნია, 8 ლარი ღირს

მარტო პირველ ტომშია ერთი წიგნი, დაბადება

პოსტის ავტორი: George Leluashvili თარიღი: Apr 5 2012, 06:49 PM

ციტატა(აკაკი @ Apr 5 2012, 07:40 PM) *

George Leluashvili
კი მაგას ვამბობ თითო ტომში სამი წიგნია, 8 ლარი ღირს

მარტო პირველ ტომშია ერთი წიგნი, დაბადება

ანუ ერთსა და იმავეს ვამბობდითsmile.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Dec 15 2012, 12:22 AM

მოგვთა თაყვანისცემა
,,დღეს ზესთაარსს შობს ქალწული და გამოქვაბულს უძღვნის მიწა მიუახლებელს , ანგელოზები მწყემსებთან ერთად ადიდებენ , ხოლო მოგვები ვარსკვლავთა ერთად გზას მიიკვლევენ , რადგან ჩვენს გამო იშვა ყრმა ახალი , საუკუნეთა უწინარესი ღმერთი.’’(1
რომანოზ მელოდოსისი (ტკბილადმგალობელი)

შესავალი

წმინდა წერილის თითეული თავი და მუხლი უმიშვნელოვანესი და საინტერესოა . თუმცა მათგან განსაკუთრებით აღსანიშნავია , მაცხოვრის ამქვეყნიური შობა , რომლითაც დამთავრდა ძველი აღთქმის ეპოქა და დაიწყო ახალი პერიოდი კაცობრიობის არსებობის ისტორიაში .
უფლის შობას თან ახლდა მწყემსთა და მოგვთა თაყვანისცემა . უამრავი ვარაუდი თუ მოსაზრებაა გამოთქმული სახარების ამ ეპიზოდის შესახებ . აღნიშნულ ნამუშევარში შევეცდებით წარმოვადგინოთ წმ . მამათა თუ სხვა მკვლევართა ის განმარტებები და ვარაუდები რომლებიც არ მოდის წინააღმდეგობაში ეკლესიის სწავლებასთან .

1-edisheri.wordpress.com

სარჩევი

შესავალი
სარჩევი
მოგვთა წარმომავლობა და მათი ვინაობა
ძველი აღთქმა და მოგვთა თაყვანისცემა
ვარსკვლავის შესახებ
უფლისადმი მირთმეული ძღვენი
დასკვნა
გამოყენებული ლიტერატურა

მოგვთა წარმომავლობა და მათი ვინაობა
სანამ უშუალოდ საკითხზე საუბარს დავიწყებთ,აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ რომ მათ მოგვები (გნებავთ მაგები ) იმიტომ კი არ ეწოდათ რომ რაიმე სახის მაგიური რიტუალების აღსრულებით იყვნენ დაკავებულნი , არამედ იმის გამო რომ აღმოსავლეის ქვეყნებში ამ სახელით მოიხსენიებდნენ მას , ვინც იკვლევდა ცას და ზოგადად ბუნებრივ მოვლენებს .
ახლა კი ვისაუბრებთ მათ წარმომავლობასა და ვინაობის შესახებ.. მართალია უშუალოდ წმ. წერილში ამის შესახებ მოთხრობილი არაა , თუმცა შეგვიძლია გამოვიყენოთ ის სხვადასხვა გადმოცემები , რომლებიც ეკლესიის წიაღში მოიპოვება . აი ერთ-ერთი მათგანი : ,,გადმოცემის მიხედვით , მოგვები იყვნენ მეფეები , ან რჩეული წინამზღოლები სპარსეთიდან–სამი ასაკის და სამი მოდგმისანი . მელქიორი (მელქონ)–მოხუცებული–სემის შთამომავალი , გასპარი (კასპერი)–უწვერული და ჯან–ღონით სავსე ჭაბუკი–ქამის შთამომავალი და ბალთაზარი (ბაღდასარი)–მოწიფულობაში ახლადფეხშედგ-მული კაცი ,იაფეთის შავგვრემანი შთამომავალი’’(1)
გარდა ამისა , ჩვენ იგივე გადმოცემა გვაუწყებს რომ ვარსკვლავთმრიცხველნი იყვნენ ძველი ბაბილონიდან . ადგილიდან სადაც ქრისტეს შობამდე 500 წლით ადრე მოღვაწეობდა დანიელ წინასწარმეტყველი-,,ეს დიდი წინასწარმეტყველი თავის დროზე ყველაზე გამორჩეული იყო ბაბილონელ ბრძენთა შორის. მან, რა თქმა უნდა, გადასცა სხვებსაც ჭეშმარიტი სწავლება ღმერთზე. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მან მიუთითა მოგვებს მათი ძველი წინაპრის – მოგვ ვალაამის წინასწარმეტყველებაზე.’’(2)



1-ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიწიერი ცხოვრება…..(გვ40) თბ-2012
2-მათეს სახარების განმარტება წმიდა მამათა სწავლების მიხედვით . მასალების შემკრები, მთარგმნელი დაგამმართველი: წილკნელი ეპისკოპოსი ზოსიმე (შიოშვილი)





ძველი აღთქმა და მოგვთა თაყვანისცემა



თავშიც ვახსენეთ და უიმისოდაც ნათელი იყო , რომ მოგვების თაყვანისცემა ძალიან მნისვნელოვანი მოვლენა გახლავთ ახალი აღთქმის ისტორიისათვის , აქედან გამომდინარე შეუძლებლად მიგვაჩნია , რომ ამ ფაქტს გამოხმაურება არ ჰქონოდა ძველი აღთქმის წიგნებში . ჩვენ ამგვარი რამდენიმე ფაქტი გავიხსენეთ . ზოგი მათგანი აღიერებული და დადასტურებულია ეკლესიის მიერ , ზოგი კი ჩვენს ვარაუდს ემყარება .
დავიწყებთ წინასწარმეტყველ დანიელით- ,, ამოდის ვარსკვლავი იაკობიდან და აღიმართება კვერთხი ისრაელიდან .’’(რცხ. 24-17) საინტერესეო ამ მუხლის განმარტებაც-,, ბალაამი ჭვრეტს ისრაელში მომავალ დიდებას – მაგრამ უფრო კონკრეტულად მონარქიას : ვარსკვლავი მეფობის მეტაფორაა (ეს 14:12) , კვერთხი სამეფო ნიშანი , (დაბ.49;10) საბოლოო აზრით ეს სიტყვები მესიანისტურია: უახლოესი ახდომა მათი დავიტ მეფეა , -უშორესი მაცხოვრის შობა , რომელიც აღმოსავლეთიდან წამოსულმა ვარსკვლავმა მიანიშნა.’’(1)
ამ მხრივ მნიშვნელოვანია ესაია წინასწარმეტყველის წიგნიც . აი რას ვხვდებით იქ- ,, ხალხები მოვლენ შენს ნათელზე და სხივის ელვარებაზე’’(ეს.60-2) ; ,, მუდამ ღია იქნება შენი კარიბჭენი , არ ჩაიკეტება დღითა და ღამით , რათა მიგიტანონ ხალხთა დოვლათი და მათი მეფეები მოგიყვანონ.’’(ეს.60-11)
თქვენის ნებართვით ვნახოთ ამ მუხლის განმარტება და შემდეგ ჩვენეული აზრი. ,,აქლემებზე ამხედრებულ წარმართთა სიმდიდრით შემოსვლა იერუსალიმში , ისე , რომ მისი ჭიშკარი არ დაიხურება დღე და ღამე (ეს 60 , 6-9 , 11 ) –მაჩვენებელია წარმართთა მოსვლისა უფლის წინაშე , რომელსაც არ ექნება დასასრული ქვეყნის აღსასრულამდე (გამ. 21 , 24-27) ; ხოლო მათ მიერ იერუსალიმის აღშენება , ანუ კეთილმოწყობა (ეს . 60,10 ; 13-17 ) – მიუთითებს მათ სიწრფელეს ღმერთთან მიმართებასა და ღვთისმსახურებაში ; მშვიდობის დამყარება და სამართლის მეფობა იერუსალიმში , რომელიც გაანადგურებს ისამართლობას და შეინარჩუნებს მას.’’(2)



1-ზურაბ კიკნაძე-ხუთწიგნეულის თარგმანება , თბილისი 2004 ; გვ. 283 .
2-ძველი აღთქმის საწინასწარმეტყველო წიგნთა განმარტებანი.შემდგენელი Dდეკ.არჩილ მეგრელიშვილი . თბილისი 2011 , გვ.92



ჩვენი აზრით , ამ განმარტების გარდა , მოცემულ წინასწარმეტყველებაში შეიძლება იყოს მოგვთა თაყვანისცემის შესახებ საუბარიც -
,,ხალხები მოვლენ შენს ნათელზე და სხივის ელვარებაზე.’’ შხივის ელვარებაში არ გამოვრიცხავთ რომ სწორედ ის ელვარება იყოს ნაგულისხმევი , რასაც ის ვარსკვლავი გამოსცემდა , რომელმაც ვარსკვლავთმრიცხველები მაცხოვართან მიიყვანა , ხოლო ფრაზაში-,,რათა მიგიტანონ ხალხთა დოვლათი და მათი მეფეები მოგიყვანონ.’’ ვფიქრობთ , რომ უკვე დაკონკრეტებულია , რომ ეს ხალხი მეფეები იქნებიან . (ზემოთ ნახსენები გადმოცემით მართლაც მეფეები იყვნენ ისინი , და აგრეთვე საუბარია მათ ძღვენზე-დოვლათზე , რომელიც მოართვეს უფალს. (ოქრო , გუნდრუკი და მური) . მართალია კონკრეტულად რა ძღვენზეა საუბარი აქედან არ ჩანს , თუმცა შესაძლებელია სხვა ადგილზე იყოს მოთხრობილი ამის შესახებ . ვნახოთ რას მოგვითხრობს ,,დაბადება’’- ,, და დასხდნენ ისინი პურის საჭმელად და როცა აღაპყრეს თვალი , დაინახეს ისმაელიანთა ქარავანი მოდიოდა გალაადიდან და მათ აქლემებს მოჰქონდათ გუნდრუკი , მური და ნელსაცხებელი.’’(დაბ.37-25)
ყველასთვის კარგადაა ცნობილი , რომ იოსები მაცხოვრის წინასახე გახლდათ . აღნიშნული ვაჭრები ისმაელიანები ანუ არაბები ანუ აღმოსავლეთის მკვიდრნი იყვნენ და მათ მოჰქონდათ სწორედ ის ნივთიერებები , რომლებიც რამდენიმე საუკუნის შედეგ მიართვეს ძღვნად ბაბილონელმა მეფეებმა უფალს.
ღოდესაც ამ საკითხზე ამოვწურავთ საუბარს ისმის კითხვა-რისთვის მოვიდნენ მოგვები ბეთლემში ? ეს კითხვა გასჩენია ნეტარ თეოფილაქტე ბულგარელსაც და შემდეგნაირად უპასუხია-,, იუდეველების განსაკითხავად , რადგან თუ კერპთაყვანისმცემელმა მოგვებმა ირწმუნეს . მასი რით გაიმართლებენ თავს იუდეველები ? ასევე იმისთვისაც , რომ მოგვთა მოწმობით ქრისტეს დიდება უფრო მეტად გაბრწყინებულიყო , იუდეველები ხომ ღვთის მტრები და დემონების მსახურნი იყვნენ .’’ (1)

1-ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი . მათეს სახარების განმარტება . თბილისი 2012 ; გვ.42

ვარსკვლავის შესახებ



მივადექით ძალიან საინტერესო საკითხსს . ვარსკვლავის თემას. ამ საკითხზე უამრავი აზრია გამოთქმული და შევეცდებით რომ მათგან ყველაზე მართებულნი შემოგთავაზოთ .
თავიდანვე უნდა აღინიშნოს სიმცდარე იმ აზრისა ,ვითომ აღნიშნული საგანი კომეტა , მეტეორი გახლდათ . რადგან მან კი არ გაიელვა და გაქრა ცის კაბადონზე , არამედ დიდი ხნის მანძილზე იყო გაჩერებული.
იოანე ოქროპირი აღნიშნულ ციურ სხეულს არ მიიჩნევს ჩვეულებრივ მნათობად , მისი აზრით ეს იყო გონიერ ძალთა გამოვლინება , დიდი ალბათობით ანგელოზის მიერ ვარსკვლავის სახის მიღება და საამისოდ მოჰყავს შემდეგი არგუმენტები . პირველი ისაა , რომ მამის გადმოცემით ყველა ვარსკვლავი აღმოსავლეთიდან დასავლეთით მოძრაობს , აღნიშნული ვარსკვლავი კი ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ მიემართებოდა , აგრეთვე იგი დღისითაც ჩანდა , გარდა ამისა , როდესაც მოგვები იერუსალიმში მივიდნენ იგი გაუჩინარდა და გამოჩნდა მაშინ როდესაც გზა გააგრძელეს , ხოლო ბოლო არგუმენტ კი გახლავთ ის , რომ ვარსკვლავი , სხვა მნათობთაგან განსხვავებით დაეშვა დაბლა და მიანისნა ისეთ მცირე ადგილზე , როგორიც ბაგა და ქოხი გახლდათ.
(ამ მოსაზრებას იზიარებს ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელიც)
ლოგიკურია დაგვებადოს კითხვა-რატომ მაინცდამაინც ვარსკვლავი . ამ კითხვაზე პასუხსაც წმ.მღვდელთმთავარი გვეუბნევა: ,, რას იტყვიან თავის გასასამართლებლად იუდეველები , რომელთაც არ შეიწყნარეს ქრისტე – წინასწარმეტყველთა ამდენი მოწმობის მიუხედავად ; მას შემდეგ რაც ნახეს მოგვები , რომელთაც მხოლოდ ვარსკვლავის ხილვით მიიღეს და თაყვანისსცეს მას.’’(1)



1-განმარტება სახარებისათვის წმიდისა მოციქულისა და მახარებელისა მათესი . წმ.იოანე ოქროპირი . თბილისი2009

მას შემდეგ რაც ვნახეთ , რომ ანიშნული მნათობი უხილავი ძალი იყო , საინტერესო იქნება ისიც გავიგოთ თუ ხილულად , რას წარმოადგენდა იგი , რა ბუნებრივი პროცესების შედეგად მოხდა მისი ცაზე გამოჩენა . აი რას წერს ამის შესახებ არქიმანდრიტი მარკ პეტროვცი – ,, 1604 წელს თევზის თანავარსკვლავედში გაჩნდა ახალი გასაოცარი ვარსკვლავი , რომლის სიკაშკაშე აღემატებოდა თვით პირველი სიდიადის ვარსკვლავებს და რომელიც დღისითაც კი ჩანდა . მაგრამ მალე შესუსტება იწყო მისმა სიკაშკაშემ და ორი წლის შემდეგ , 1606 წ. მარტში იგი მთლიანად გაქრა . მიზეზი ამ ვარსკვლავის გამოჩენისა იყო 1603 წელს ორი პლანეტის – იუპიტერისა და სატურნის – შეერთება , რომელთაც 1604 წ. მარსიც შეუერთდა . ამ ამბავმა აფიქრებინა გამოჩენილ ასტრონომ კაპლერს , ხომ არ იყო ამგვარივე შეერთება იესო ქრისტეს შობის დროსო . ასტრონმიულმა გამოთვლებმა გვიჩვენეს , რომსინამდვილეში 747 წლის ბოლოსა და 748 წ. დასაწყისში (რომის დაარსებიდან ) ადგილი ჰქონდა ამგვარ შეერთებას იუპიტერისა და სატურნის , ხოლო შემდეგ მარსისა . ამიტომაც კაპლერი და სხვა ასტრონომები ამტკიცებდნენ , რომ მესიის ვარსკვლავი სხვა არაფერი იყო , თუ არა ამგვარი შეერთება პლანეტებისა , რომელსაც მოჰყვა განსაკუთრეული ,, უცნაური ვარსკვლავის ‘’ გამოჩენა .(1)
ამ ერთის მხრივ უწყინარმა ეპიზოდმა საკმაოდ სერიოზული აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია საზოგადოების გარკვეულ ფენებში.ისინი მიიჩნევდნენ რომ აღნიშნული მაგალითის შემდეგ გაუგებარი გახდა თუ რატომ კრზალავს მართლმადიდებლობა ასტროლოგიას . აღნიშნულ საკითხზე საყურადღებოდ საუბრობს დეკ.ბიძინა გუნია: ,, ხშირად ამბობენ, მოგვებმა ხომ იწინასწარმეტყველეს მაცხოვრის შობა და თუ ასტროლოგია მიუღებელია, მაშინ როგორ მოახერხესესო. უპირველეს ყოვლისა, შევნიშნავთ, რომა სტროლოგები თავიანთ ცრუსწავლებას უკავშირებენ ხილულ ცას, ვარსკვლავიურ ზეცას. მათგან განსხვავებით ბეთლემის ვარსკვლავი არცერთ ასტროლოგებისათვის მეტად თუ ნაკლებად
1-არქიმანდრიტი მარკ (პეტროვცი) ახალი აღთქმის წმიდა წიგნები გვ.21
ცნობილ ვარსკვლავს არ მიეკუთვნება. მეორე მხრივ კი, ასტროლოგები ვარსკვლავთა მეშვეობით ადამიანთა ბედზე ცრუბრძნობენ. წმინდა წერილში მოხსენიებულმა მოგვებმა კი განა მაცხოვრის ბედი ან მისი ამქვეყნიური ცხოვრება იწინასწარმეტყველეს? და მესამეც, მეტი სიცხადისათვის წმიდამამას, გრიგოლ ღვთისმეტყველს მოვუსმინოთ. მის მეხუთე სიტყვაში განგებულების შესახებ ასტროლოგიით დაინტერესებულთა მიმართ იგი გვმოძღვრავს: „ნუ მახსენებთ მე მაცხოვრის უდიდეს დიდებას, მახარობელ ვარსკვლავს, რომელიც აღმოსავლეთიდან მიუძღვოდა მოგვებს იმქალაქისაკენ, სადაც აღმობრწყინდა ქრისტე, უჟამოშვილი მოკვდავი მოდგმისა. იგი (ანუ მახარობელი ვარსკვლავი) იმათ რიცხვს არ ეკუთვნის, რომელთაგან მჩხრეკნიც ასტროლოგები არიან, არამედ არაჩვეულებრივი და ამ დრომდე გამოუჩინებელი, ამოკითხულია ებრაული წიგნებიდან. სწორედ მათგან, ებრაული წიგნებიდან შეიტყვეს ქალდეველებმა ამ ვარსკვლავის შესახებ, რომლებმაც მთელი თავისი ცხოვრება ვარსკვლავთმეტყველებას მიუძღვნეს. როცა განცვიფრებულებმა გამოარჩიეს იგი, მათ მიერვე დაკვირვებულური ცხვვარსკვლავთაგან, მოინიშნეს, თუ როგორი უცხო, ახალი ელვარებით მოიწევდა ზეცა აღმოსავლეთიდან ებრაელთა მიწისაკენ და დაასკვნეს კიდეც მეფის დაბადება. და სწორედ იმდროს, როცა ზეცის მაცხოვრებლებთან ერთად, ასტროლოგებმაც თაყვანისცესმეფეს, საჭიროდ აღარ უჩნდათ ზრუნვა მათსავე ხელოვნებაზე“(1)
P.S.(ჩვენ არაფერი გვითქვამს მის შესახებ, თუ ზუსტად როდის მოხდა ვარსკვლავის გამოჩენა . ამის სესახებ არსებობდ ვარაუდი რომ ღვთისმშობლის ხარების დროს გამოჩნდა ცაზე მნათობი.)

1-ლაშა გაბუნია გაზეთი „ახალივერსია“, № 29, 2002 წ.



უფლისადმი მირთმეული ძღვენი

ყველასათვის ცნობილია , რომ ვარსკვლავთმრიცხველებმა უფალს ძღვენი შესწირეს . განვიხილოთ ეს საკითხი . ჩვენ გვაქვს გადმოცემა , საიდანაც ვიგებთ თუ რომელმა მეფემ რა მიართვა მაცხოვარს : ,,ქალდეველთა მეფემ მელქიორმა უფალს მიუღვნა გუნდრუკი ანუ საკმეველი , როგორც ღმერთს , სპარსელმა ბალთაზარმა – ოქრო , როგორც საუკუნო მეფეს ; ეთიოპიელმა გასპარმა – მური როგორც ღმერთკაცს , რომელიც ჯვარზე სიკვდილით მთელი ქვეყნიერების ცოდვებს გამლისყიდდა . ‘’(1)
ოქრო და გუნდრუკი ( საკმეველი ) მეტ-ნაკლებად ცნობილი ნივთიერებები გახლავთ , მათთან სედარებით უცხოა მური . ვნახოთ როგორ განმარტავს მას სულხან-საბა : A-,, მური არის შტახსისა უზრქესი სუნნელი . B-მური არს შტახსისა ნაწური უზრქესი სუ (ლ) ნელი , რომელსა მური მაქად სახელ-სდებენ მკურნალნი . ჩ-ეს მური ყვავილისაგან გამოხდება მეფეთ საცხებლად . თუ მკვდარს წასცხო , წლამდისინ არ გაიხრწნება , ბაბილონს მოვა.’’ Gარდა ამისა ჩვენ გვაქვს ეოფილაქტე ბულგარელის სწავლებაც : ,, (მას გ.ლ.) იუდეველები დასაფლავების წინ მიცვალებულს სცხებდნენ , რათა ის უხრწნელი დარჩენილიყო , რადგან მური მშრალია , ნესტს აშრობს და მატლებისა და ხრწნის წარმოშობას ხელს უშლის … ,,მიწოლით განისვენა ვითარცა ლომმან’’.(რცხ.24 , 9)-აი , სამეფო ღირსება , რომელსაც ლომის სახე აღნიშნავს , ხოლო ,,მიწოლით’’ მოკვდინებას აღნიშნავს . ,,მაკურთხეველნი შენნი კურთხეულ იყვნენ’’-აი ღვთაებრივი ღირსება , იმიტომ რომ კურთხევის ჭეშმარიტი ძალა მხოლოდ ღვთაებრივ არსებას გააჩნია.’’(2)
საინტერესოა თუ რა ბედი ეწია ძღვენს შობის შემდეგ . საეკლესიო გადმოცემის თანახმად მას ღვთისმშობელი ინახავდა და



1-ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიწიერი ცხოვრება…..(გვ42)თბ-2012
2-ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი . მათეს სახარების განმარტება . თბილისი 2012 ; გვ.48-49



სანამ მისი მიძინება მოხდებოდა გადასცა იერუსალიმის ეკლესიას . 400 წელს , ბიზანტიის იმპერატორ არკადს იგი გადმოუტანია კონსტანტინოპოლში და ინახებოდა იმპერატორთა პირად საგანძურში. Kონსტანტინოპოლის დაცემის შემდეგ , დედოფალ მაროს , ძღვენი ათონის მთისთვის მიუცია .
ჩვენ გვაქვს ამ ძღვენის აღწერილობაც , და შეგვიძლია გარკვეული წარმოდგენა შეგვექმნას , თუ როგორი სახითაა იგი დღესდღეობით – ,, ოქრომ ჩვენამდე 28 ცალი, 7ხ5 სანტიმეტრის ზომის, კვადრატული და სამკუთხედის ფორმის ფირფიტების სახით მოაღწია. ეს ფირფიტები ერთამენთს წააგავს, მხოლოდ ორნამენტებით განსხვავდებიან. გუნდრუკი და მური კი ერთმანეთშია გადაზელილი და დაახლოებით 70 ცალი მუქი ფერის ბურთულების სახით არის შენახული.’’ (1)
ამჟამად . მოგვების ძღვენი ინახება გერმანიაში . კერძოდ კი კიოლნის მუზეუმში .
1-ჟურნალი „სამრეკლო“, №4, 2006 წ.

დასკვნა



აღნიშნულ ნაშრომში ჩვენ არაერთ საკითხს შევეხეთ . საუბრის ბოლოს კი შეგვიძლია შევაჯამოთ ისინი და ერთიანი სახით გადმოვცეთ . წმ.მამათა და საეკლესიო გადმოცემებზე დაყრდნობით ვასკვნით , რომ მოგვები იყვნენ მეფეები სპარსეთიდან . მათი სახელებია – მელქიორი , გასპარი და ბალთაზარი , რომლებმაც ძველი წინასწარმეტყველების აღსრულების მოლოდინით და ციურ სხეულთა დაკვირვებით შესძლეს , რომ ღირსი გამხდარიყვნენ უფლის თაყვანისცემისა .
საკითხზე საუბრისას უნდა აღვნიშნოთ , რომ მოგვთა და მწყემსთა თაყვანისცემა თანადროული არ ყოფილა . რადგან მწყემსებმა გამოქვაბულში მყოფ ქრისტეს სცეს თაყვანი და არც არავის ჰქონდა უფლება რომ საზოგადო ადგილას აეკრძალა მათთვის მისვლა , მაგრამ მოგვების თაყვანისცემა ხდება არა გამოქვაბულსი , არამედ სახლში და ებრაული ტრადიციის მიხედვით სანამ ქალს არ გაუვიდოდა განწმენდის 40 დღე არ შეეძლო საზოგადოებასთან კონტაქი . გარდა ამისა არაერთ წყაროში , რომელშიც ახალი აღთქმისეული მოვლენები ქრონოლოგიურადაა დალაგებული თაყვანისცემა ყველგან მოხსენიებულია მირწმის შემდეგ . თუ დავკონკრეტდებით , ამ დროს ასაკი უფლისა უნდა იყოს 40 დღიდან 2 წლამდე .

გამოყენებული ლიტერატურა



1-არქიმანდრიტი მარკ (პეტროვცი) ახალი აღთქმის წმიდა წიგნები

2-ბიბლია , საქართველოს საპატრიარქოს გამომცემლობა , 1989 წელი

3-განმარტება სახარებისათვის წმიდისა მოციქულისა და მახარებელისა მათესი . წმ.იოანე ოქროპირი . თბილისი 2009

4-ზურაბ კიკნაძე-ხუთწიგნეულის თარგმანება , თბილისი 2004

5-ლაშა გაბუნია გაზეთი „ახალივერსია“, № 29, 2002 წ.

6-მათეს სახარების განმარტება წმიდა მამათა სწავლების მიხედვით . მასალების შემკრები, მთარგმნელი და გამმართველი: წილკნელი ეპისკოპოსი ზოსიმე (შიოშვილი)

7-ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი . მათეს სახარების განმარტება . თბილისი 2012 .

8-ჟურნალი „სამრეკლო“, №4, 2006 წ.

9-ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიწიერი ცხოვრება…..თბ-2012

10-ძველი აღთქმის საწინასწარმეტყველო წიგნთა განმარტებანი.შემდგენელი დეკ.არჩილ მეგრელიშვილი . თბილისი 2011 ,

11-edisheri .wordpress .com



http://seminarieli.wordpress.com/category/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A6%E1%83%95%E1%83%97%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%A7%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D/

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Dec 15 2012, 12:46 AM

ამ თემაზე იყო ადრე რომ გელაპარაკებოდით...

მზად ვარ კითხვებზე საპასუხოდ...

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Mar 21 2013, 01:50 AM

ახლა ვიპოვე მართლმადიდებლური რადიო და იმას ვუსმენ.
ძალიან კარგად საუბრობს ბატონი-joshua Sturgill,-ი ,,დაბადების'' შესახებ...


http://ancientfaith.com/specials/the_climacus_conference_2013/poetic_illumination_genesis_and_the_nature_of_reality

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Jun 6 2013, 10:45 AM

A.V.M
10-ძველი აღთქმის საწინასწარმეტყველო წიგნთა განმარტებანი.შემდგენელი დეკ.არჩილ მეგრელიშვილი . თბილისი 2011 ,
ამის ელ ვერსია მინდა თუ გაქვენ ლინკი გამოუშვი

პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: Jun 6 2013, 07:34 PM

G_saxva
ეგ მამა აკაკი მეგრელიშვილისაა. ჩემი ლექტორია happy.gif

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Jun 7 2013, 08:33 AM

qetevano
ძალიან კარგი biggrin.gif წიგნი ხომ არ გაქ შემთხვევით?

პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: Jun 7 2013, 09:47 AM

G_saxva
კიი მაქვს. ეხლა არ მითხრა დამისკანერეო, სამას რაღაცა გვედრია smile.gif

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Jun 7 2013, 10:03 AM

qetevano
არა მასე როგორ შეგაწუხებ biggrin.gif მერე მათხოვებ ხო თუ დამჭირდება არ ? biggrin.gif კარგი ბავშვი ვარ და არ გაგიფუჭებ kiss1.gif

პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: Jun 7 2013, 10:14 AM

G_saxva
კი გათხოვებ, წიგნები არ მენანება სათხოვებლად. smile.gif

ისე ეხლა გამახსენდა, აფხაზის მოცემული წინასწარმეტყველები მაქვს ელ ვერსია, თუ გინდა იმას მოგცემ, იმედია წინააღმდეგი არ იქნება smile.gif ავტორი სხვაა მაგრამ კარგადაა იქ ყველაფერი უფრო.

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Jun 7 2013, 10:23 AM

ციტატა(qetevano @ Jun 7 2013, 10:14 AM) *

G_saxva
კი გათხოვებ, წიგნები არ მენანება სათხოვებლად. smile.gif

ისე ეხლა გამახსენდა, აფხაზის მოცემული წინასწარმეტყველები მაქვს ელ ვერსია, თუ გინდა იმას მოგცემ, იმედია წინააღმდეგი არ იქნება smile.gif ავტორი სხვაა მაგრამ კარგადაა იქ ყველაფერი უფრო.

დიდი სიამოვნებით მივიღებ ელ ვერსიებსაც, უბრალოდ თვალები მენანება მთელი დღე კომპთან ყოფნის მერე აქ რომ ვიკითხო sad.gif სადმე ატვირთე ან გამომიგზავნე სკაიპში.

პ.ს ხო არ იცით რა ღირს წიგნების საკითხავი პატარა მოწყობილობა რომ არის ელ ვერსიებს რომ ჩაწერ და აიპადს გავს.

პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: Jun 7 2013, 10:28 AM

G_saxva
მაილი მომეცი პმ-ში და გამოგიგზავნი საღამოს, ეხლა უკვე გავდივარ სახლიდან.
ქინდლს 100 დოლარადაც იყიდი, გააჩნია რა.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jun 7 2013, 09:26 PM

ციტატა

პ.ს ხო არ იცით რა ღირს წიგნების საკითხავი პატარა მოწყობილობა რომ არის ელ ვერსიებს რომ ჩაწერ და აიპადს გავს.

მე მაქვს...
ქინდლკი , 119 დოლარი მივეცი...

მაგადია...biggrin.gif

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Jun 8 2013, 09:09 PM

ციტატა(A.V.M @ Jun 7 2013, 09:26 PM) *

მე მაქვს...
ქინდლკი , 119 დოლარი მივეცი...

მაგადია...biggrin.gif

ანუ კმაყოფილების გრძნობით აღსავსე ხარ და მირჩევ მოგბაძო? biggrin.gif

პოსტის ავტორი: azazeli თარიღი: Sep 3 2013, 11:24 AM

,,დასაბამად ღმერთმა ქმნა ცაჲ და ქვეყანაჲ,,
ღმერთი პირველად ქმნის დროს და დროში იქმნება ყველაფერი. ზედროული არის ის ვინც ქმნის თავად დროს,ანუ ღმერთი. შემოქმედებითი პროცესი განწესებულია ექვს დღეზე. გრიგოლ ნოსელი კი სვავს აბსოლიტურად ჭეშმარიტ კითხვას, თუ რატომ დასჭირდა მას ექვსი დღე სამყაროს შესაქმნელად? წმ.იოვანე თავის ნაშრომში ,, მართმადიდებელი სარწმუნოების ზედმიწევნითი გარდამოცემა ,, ბრძანებს, რომ ღმერთის თვისებები არის ყოვლადმყოფობა; ყოვლისშემძლებელი; ყოვლისმცოდნე, ერთი მომენტი რომ გამოვაკლოთ, იგი ღმერთი არ იქნება. ყოვლადძლიერმა შექმნა სამყარო და კითხვა, რაში ჭირდებოდა მას ექვსი დღე შესაქმნელად? გრიგოლ ნოსელი ამბობს რომ ღმერთი სამყაროს ქმნის მყისიერად. იგი ამბობს რომ ღმერთმა აბსოლიტურად ყველაფერი შექმნა და ის ექვსი დღე რაღა არისო ისმებოდა ასეთი კითხვა.სიბნელე არის სინათლის ნაკლებობა.თავდაპირველად ქვეყნის შექმნამდე , არსებობდა სიბნელე, სიბნელისა და სინათლის ერთდროული არსებობა, წარმოუდგენელია, სიბნელე არის უარსო, აქ ყურადღებას ვაქცევთ სიას, წმ. გრიგოლ ნოსელი ავითარებს მოძღვრებას,რომლის თანახმადაც ღმერთი მყისიერად ქმნის პრინციპებს, მაგ: სიმსუბქე-მსუბუქი, სიმძიმე-მძიმე. ღმერთმა შექმნა იდეები ანუ საწყისი პირველი ელემენტები. ღმერთმა ეს ელემენტები ჩაალაგა ერთმანეთის გვერდით თითოეულ ელემენტში ორი რამ დევს (მომენტი) ნათებისა და ურთიერთ ლტოლვისა. ანუ ღმერთმა ეს პირველი ელემენტები შექმნა და ამ ელემენტებით რეალიზდება ყველაფერი, მათ აქვთ უნარი ურთიერთმიზიდულობისა მათ აქვთ უნარი ერთმანეთისაკენ ძვრისა და ცვლისა მათ აქვთ აგრეთვე ნათება ერთმანეთისაკენ სწრაფვის დროს , შეჯახების დროს წარმოიქმნება ნათელი, კაჟის ქვის მსგავსად მათი შეჯახების შედეგად შეიქმნა სინათლე. და სწორედ ეს უნდა იყოს ფიზიკოსების მიერ ნათქვამი დიდი აფეთქების შესახებ. აუცილებლად, პირველად უნდა გაჩენილიყო სინათლე, ამისათვის რომ მატერიალური სამყარო შეიქმნას სინათლე უნდა არსებობდეს, ამიტომაც საჭიროა გამოჩნდეს ანუ ხილული გახდეს.
წმინდა გრიგოლ ნოსელი ამბობს: ოთხი დასაბამი სტიქიის შესახებ. შეხვდა ერთმანეთს, სიმშრალე, სიცივე, სიმსუბუქე და შექნმა ჰაერი. გამოვიდა სიმსუბუქე და შევიდა სიმძიმე. გამოვიდა სიმშრალე და შევიდა სისველე, შეიქმნა წყალი და გამოვიდა სიცივე შეიქმნა მიწა და შევიდა სიმხურვალე ,სიმძიმე და სიმშრალე ცეცხლი, მხურვალე, მშრალი მსუბუქი დაიძრა სიმსუბუქის გამო ზევით, ანუ ცეცხლი მიდის ზევით და ანათებს გარშემო. ეს არის ქმნილი მატერიალური ნათელი, იარა მან გარკვეულ სამყარომდე, სადაც სხვა ნათელია და გამოვიდა უკან. ასვლა, განათება ჩამოსვლა და კვლავ ასვლა.
წმინდა გრიგოლ ნოსელი ამბობს:ღმერთმა ბრძანა რომ განყაროს ერთმანეთისაგან წყლები, მოაქციოს წყლები მყარს ზემოთა და მყარს ქვემოთ ( ამის შესახებ მე-7 მუხლშია ნათქვამი) ესეიგი რაღაცა მყარი გაჩნდა, მაღლა წყლები დარჩა და რაღაცა წყლები დაბლა დარჩა. აი ამ მყარს ღმერთმა უწოდა ცა. ორიგენე როდესაც მსჯელობდა ამ მუხლთან დაკავშირებით არსებობდა რაიმე. პირველ მუხლში ნათქვამი (ცა), მე-7 და მე-8 მუხლში ნათქვამი (ცა) ერთი და იგივეა. მოსემ ის რაც პირველ მუხლში მოკლედ თქვა, მე-8 და მე-7 მუხლში გავრცობილად მოგვითხრო. ამის შესახებ. წმ. გრიგოლ ნოსელი, ბასილ დიდს აბსოლიტურად ეთანხმება, პავლე მოციქულის ცნობილ სიტყვებს, რომ ის იყო აღტაცებული მე-3 ცამდე. და მეფსალმუნის სიტყვები ,, ცანი ცათანი ,, რომ არსებობდა იგი. და ამბობს რომ ეს სხვადასხვა ცებია. წმ.გრიგოლ ნოსელი ეთანხმება და ყურადღებას ვაქცევთ ასეთ რამეს ეს ცა, პირველ მუხლში იგულისხმება ყველაფერი მატერიალურიც და არამატერიალურიც, მყისიერიც და არამყისიერიც ხოლო მე-7 მუხლისა არის უკვე მყარი და ამ მყარს ეწოდება ცა.
ძვ.ქართული ტერმინოლოგიით სამყარო არის ადგილი,რომელზეც რაღაცა ემყარება (მყარი, დასამყარებელი).აი ამ სამყაროს ღმერთმა უწოდა,ცა.
წმ.წერილი ამბობს რომ ამ მყარს ზემოთ და ქვემოთ არის წყალი.
წმ.ბასილი დიდი ამბობს:რომ ზედა და ქვედა წყლები არის ჩვეულებრივი წყლები ( ხმელეთი არის უკვე შემდეგი შემოქმედება). ბასილისათვის მნიშვნელოვანია ასეთი რამ თუ კი არსებობს ცეცხლი რომლის შემადგენელი თვისებაა სიმხურვალე, მაშინ იგი შედეგს უნდა იძლეოდეს და თუ კი ეს სიმხურვალე დაყენებულია, მაშინ მისი განლევადი სტიქიაა საჭირო, რომელსაც მისი საპირისპირო თვისება ექნება ეს კი არის წყალი, რომელიც ნოტიო და სველია, თუ სიმხურვალე მეტია, მაშინ სინოტივე ნაკლებად ექნება და პირიქით. ესენი აკონსპექტებენ ერთმანეთს.(ბასილის მიხედვით).და საინტერესოა თუ საიდან იღებენ ისინი სათავეს.ცეცხლი ვიცით უკვე საიდან მოდის,მარა წყალი, ეს აინტერესებს ბასილს და ამბობს აი აქედან სადაც ზემო წყლებია. იგი ამბობს რომ ღმერთმა გახსნა ცათა სარკმლები(ალეგორიულად) და ჩამოიქცა წყლები, მაგრამ აქ ისმება კითხვა, ეს ზემო წყლები განლევადია თუ განულევადი? ბასილი დიდი ამბობს რომ განლევადია წყლის ზემო მარაგი რადგან ის მატერიაა და რაც მატერიაა მას ბოლო აქ ანუ დასასრული. წყლის გამოლევის შემთხვევაში რჩება მხოლოდ სიმხურვალე და სწორედ მის ცეცხლში გამოიწრთობა ახალი ქვეყანა (აპოკალიფსი). გრიგოლ ნოსელი ამ შემთხვევაში ბასილს არ ეთანხმება. იგი სვამს შემდეგ კითხვას არსებობს თუ არა ზედა წყლები იგი წყლის თვისებებს აქცევს ყურადღებას წყალი არის ცივი,სველი და მძიმე,და თუ მძიმეა უნდა ჩამოიქცეს ამიტომ იგი მასზე უარს ამბობს. შესაბამისად იგი ამბობს რომ ქვემოთ არსებული სტიქია,გაქრეს და განილიოს. იგი მას კი არ აქრობს,არამეედ ერთიდან მეორეში გადაჰყავს.მისი აზრით წყალი ცივი და მძიმეა და როდესაც მხურვალება ზემოქმედებს სიმძიმე განილევა და სიმსუბუქე შემოდის.შემდგომ მხურვალებასთან ურთიერთობისას ჰაერი იფილტრება და სიმძიმე კვლავ შემოდის და იწყებს მოძრაობას. წმ.გრიგოლ ნოსელი, ზედა წყლებს არ აღიარებს და გარკვეულწილად ეთანხმება ორიგენეს, რადგან იგი ამბობდა, რომ ზედა წყლები ანგელოზებია, რადგან ანგელოზნიც უსამყოფონი არიან და წყალსავით გადაადგილდებიან. ორიგენე იმასაც ამბობს რომ, ქვედა წყლები ანგელოზები არიანო,ამაზე კი გრიგოლ ნოსელი არ ეთანხმება და ქვედა წყლებს ჩვეულებრივ წყლებად მიიჩნევს.ეს ასეც არის რადგან ღვთის ქმნილებაში არაფერი არ იყო დაცემული და ცუდი ღმერთმა შექმნა ყველაფერი კარგი და კარგად. არ შეიძლებოდა ცუდი შეექმნდა .ამიტომ გრიგოლ ნოსელის მოძღვრება ამ თემასთან დაკავშირებით აბსოლიტურად სწორია.
ყურადრება ექცევა რას, წმ.წერილში თხრობა გვაქ სამყაროს შექმნის შესახებ,პირველ თავში, როცა დასრულდება თხრობა მისი შექმნის შესახებ,წმ. წერილი კიდევ ერთხელ იწყებს სამყაროს შემოქმედებაზე საუბარს.
თავში ჩვენ ვახსენეთ თუ რატომ სჭირდებოდა უფალს ექვსი დღე ქვეყნის შესაქმნელად? ეს ექვსი დღე არის რეალიზება შესაქმისა. საღმრთო მოაზრებაში მთელი შესაქმე დასრულებულია, ეს ჩვენთვის იქნა ექვს დღეში რეალიზებული რათა კარგად გაგვეგო შესაქმე.

ადამიანის შექმნისას ღმერთმა კი არ შეეხო პირდაპირ და კი არ მოზიდა მიწიდან, ეს ყველაფერი (ალეგორიულია)რათა ჩვენ ტვინამდე მოეტანა.მას ასე რომ შეექმნა ეს ქვეყანა იგი ღმერთი არ იქნებოდა.იგი თუ რაიმეს შეეხებოდა დაილეოდა, ყველაფერი დაინთქმებოდა .ეს ყველაფერი ხდება საღვთო განგებით ( შესაქმე ). თუ ღმერთია იგი მაშინ ყველაფერს პირველმოაზრებაში ქმნის ყოველივეს,და იგი მერე რეალიზდება დროში,რათა ჩვენთვის გასაგები იყოს ყოველივე ეს. ( ექვსი დღე ).
მოსეს ორჯერ აქვს თხრობა წმ.წერილში შესაქმის შესახებ.მეექვსე დღის შემდეგ ადამიანის შექმნის შემდეგ ღმერთმა განისვენა. ( შაბათი) განა ღმერთი დაიღალა და ოფლი მოიწმინდა? რათქმაუნდა არა, ამით ღმერთმა დაასრულა ყველაფრის შექმნა, რაც აბსოლიტურად კმარია და მეტი არაფერი შეიქმნება.სრული სისავსით შექმნა მან ყოველივე. ,, აკურთხა ეს დღე და წმინდა ჰყო იგი,, მეშვიდე დღე აკურთხა, განა სხვა დღეები კურთხეული არ არის ? მეშვიდე დღე აკურთხა ღვთის ლიტურგიკული დიდებისთვის ,მან ერთი დღე გამოყო მისთვის.განა სხვა დღეებში არ შეიძლება ლიტურგიკული ღვთისმსახურება? ,,მოიხსენე დღე იგი შაბათი და წმინდა ჰყავ იგი,, განა ადამიანი სხვა დღეებში არ ადიდებს ღმეერთს? ადამიანს რაც აკისრია და აასრულებს მას, სწორედ ამით ადიდებს იგი ღმერთს.ღვთის დიდება ხდება ყოველ წამს.
წმ.პავლე მოციქული ამბობს: ,, გინა თუ ჭამდეთ გინა თუ სვამდეთ ყველაფრის ღვთის სადიდებლად აკეთებდეთ,, როცა წინადაცვეთა შემოიღეს, იერემია წინასწარმეტყველმა თქვა: ,,გული წინადაიცვითეთ გული,, და არა ის ორგანო რასაც მოჭრით და გიხარიათ, ის არ ჭირდებაო ღმერთს. ქრისტიანობა არის გააზრებული გული და ამ დროს სიცოცხლის გული,იგი აზროვნებს ამ დროს სწორად და მართებულად.მოსე თავიდან იწყებს თხრობას, სამყაროს შექმნის შესახებ.პირველ თავში მან უკვე დაასრულა მის შესახებ თხრობა, მეორე თავში კი კვლავ უბრუნდება მის თხრობას. რათ უნდა მას ამის განმეორება, განა მას რამე დაავიწყდა? გავარჩიოთ ერთმანეთისგან ორი რამ. წმ.მოსე გვეუბნება რომ შექმნა ყველაფერი და მისი ცენტრი არის ადამიანი.შესაბამისად როცა ვამბობთ რომ პირველი თხრობა მიმართულია უშუალოდ ცენტრისაკენ ანუ (კოსმოცენტრულია) თხრობა,(სადაც ყველაფერი შეიქმნა). ხოლო მეორე თავში მიმართულია ამ ცენტრის კიდე ცენტრისკენ ანუ თხრობა არის (ანთროპოცენტრული) (ცენტრი ადამიანი)
თქვა ღმერთმა: ,,ვქმნეთ კაცი ხატებისაებრ და მსგავსებისა ჩვენისა,, ღმერთმა ხორცს შთაბერა სული.ადამიანი ღმერთი არ არის და სული არ აძლევს მას ღმერთობის გარანტიას.ადამიანი ღმერთი ვერასოდეს გახდება თუ იქნება მისი გარანტია რომ ღმერთი გახდება იგი,მაშინ რწმენა დაიკარგება და გქრება.თუ შექმნა ღმერთმა ადამიანი მამაკაცად და დედაკაცად. მოსე მას ხაზს უსმევს მამაკაციც და დედაკაციც ხატია და მსგავსი ღვთისა თანასწორუფლებიანნი არიან მისი.
მართალია თავია კაცი ოჯახისა.ქმნილებაში იერარქია აუცილებელია.იგი თავისთავში გულისხმობს სიყვარულს და თუ სიყვარული არ არის მაშინ იერარქიაც არ არის. ღმერთს ერთნაირად უყვარს მამაკაციც და დედაკაციც.მამაკაცი მაშინ არის ქალზე მაღლა მდგომი,როცა კაც უყვარს ქალი და პატივს სცემს მას. ქალს არ აქვს უფლება მამაკაცთან განშორებისა რადგან,ადამიანი (კაცი), როცა ქალს აყენებს შეურაცყოფას,არ უნდა წავიდეს ქალი რადგან კაცი ავადმყოფია ა დროს და მას მოვლა უნდა,მიტოვება არ შეიძლება. ეს ავადმყოფი არის ქალის ქმარი და უნდა ატაროს იგი.იერარქია მაშინ არის ძლიერი,როცა სიყვარულია. ეკლესია არის ეპისკოპოსი და მის გარშემო მრევლი და აუცილებელია სიყვარული მათ შორის.დედაკაცსაც და მამაკაცსაც ევალება ერთი რამ,განღმრთობა, ორივე აბსოლოტურად სწორია ერთმანეთისა.ადამიანი არის მსგავსი ღმრთის ხატება მისი,აქვს თავისუფალი ნება, გონება, და სინდისი, რომელიც ამხელს მას. არცერთ სხვა ცხოველს არ აქვს
სინდისი,მიუხედავად ადამიანის დაცემულობისა, მასში მაინც არის სინდისის მარცვლები რომელიც ზემოქმედებს მასზე,ამ შემთხვევაში სინდისი დაჩრდილულია.( მარგალიტი ტალახში რომ ჩავარდეს და დაისვაროს,ამოიღებ გაწმენდ და კვლავ მარგალიტად რჩება, არაფერი იცვლება მასში).
ადამიანის უკვდავება არ არის პროგრესირებადი, იგი სტატიკურია,მისი სული გაჩენის დღიდან არის და იქნება. არ იცვლება, ხოლო ღვთისაკენ სწრაფვა არის მარად განახლება,სულ უნდა ვისწრაფოთ მის მიმართ მოვიპოვოთ სიხარული, ღმერთი მიუღწეველია, ჩვენ შეიძლება შევიცნოთ,მარა საბოლოოდ მას ვერ მივაღწევთ ბოლომდე.
წმ.გრიგოლი ბრძანებს ,,მარადის საკუთარ თავზე მაღლა,,
რას ნიშნავს ეს ! ვთქვათ რაღაცას აკეთებ და შენ თავს არ ძალუძს მისი გაკეთება და აიძულებ თავს რათა გააკეთო. არ გინდა მაგრამ მაინც აკეთებ. დავითი ამბობს:,,უფალი ჩემი, და ტვირთი ჩემი მსუბუქ არს,, წმ.წერილი გვამცნობს რომ ადამიანი დაასახლა,სამოთხეში სადაც იყო,ხე სიცოცხლისა და ხე ცნობადისა კეთილისა და ბოროტისა.ერთი უნდა ჭამოს მეორე არა.ღმერთმა უთხრა:,,თუ შეჭამ სიკვდილით მოკვდები,, ეს იყო პირველი როცა უთხრა არ ეჭამა ნაყოფი, კეთილისა და ბოროტისა. ამ დროს ღმერთმა იცის რომ ადამი მაინც შეჭამს.ადამიანი არის თავისუფალი არსება, ანუ საკუთარ თავზე გაბატონდა, და ყველაფერს მიაღწევს.ამ თავისუფალ ნებას უნდა მიეცა გამოხატულება, ამიტომ დაუწესა ღმერთმა, რომ არ შეეჭამა ნაყოფი, ამით მან მისცა საშვალება ადამს გამოეხატა თავისუფალი ნება. ეს რომ არ ექნა მაშინ რაში გამოხატავდა ადამი თავისუფალ ნებას? და რა აძლევს ნებას რეალიზების საშვალებას? იმ დროისთვის არ შეიძლებოდა ეგემა ეს ნაყოფი, ამით ის მიემსგავსებოდა ღმერთს.ადამი სამოთხეში მარხულობს,ადამი სამოთხეში სიყვარულით ესაუბრება ღმერთს, ანუ ლოცულობს გულით.ღმერთი ეუბნება ადამს იშრომეო, ადამიც შრომობს და ამას სიყვარულითა და სიხარულით, თავმდაბლობითა და მორჩილებით ასრულებს, რომელიც მისთვის სიამოვნების მომგვრელია.ამ აბსოლიტური სიამოვნების ჟამს, როცა ადამი ლოცულობს ანუ ესაუბრება ღმერთს, მას არ აკლია არაფერი. ამ დროს ადამმა მოიწყინა, ადამის მოწყენის განქარვება არ მოხერხდა, მისთვის განქარვების მცდელობა, თითქოს და წარუმატებლად დასრულდა.
არცერთი ქმნილება არ არის ქვეყანაზე ღვთის ხატება, გარდა ადამიანისა. ადამიანი ძალიან გონიერი არსებაა, სწორედ მან დაარქვა ცხოველებს სახელები.
რატო ქმნის ღმერთი სამყაროს?მას არ უნდა რომ მარტო თვითონ განიცდიდეს იმ ნეტარებას რაც მასშია, იგი საკუთარ თავში არ იკეტება და მას სურს მასთან ერტად ვიღაცა იყოს ბედნიერი.ღმერთმა თავისი ყოვლადმოწყალებით და ყოვლადსახურებით შექმნა სამყარო. მას სურს თანამონაწილე გახადოს, თავის დიდებაში ადამიანი და იყოს მასთან ბედნიერი, არა ეგოიზმით,არამედ მისი ყოვლადმოწყალებით.
ადამიანს როგორც ხატს ღვთისას უჩნდება სურვილი რომ მასთან ერთად იყოს ვიღაცა და მასთან ერთად, ადიდებდეს ღმერთს, და ემორჩილებოდეს მას. ადამი რატომ შევიდა სამოთხეში? და რა დამსახურება ქონდა მაას? არანაირი დამსახურება არ ჰქონია, არამედ იგი შევიდა ღვთის მოწყალების გამოვლინებით. ადამს უჩნდება სურვილი მასთან ერთად იყოს ვინმე,რომელთან ერთადაც განადიდებს ღმერთს.
ადამის სამოთხისეული ყოფისადმი შესაბამისობა,მისი სულიერი მდგომარეობისა, სწორედ იმაში გამოიხატა რომ მისთვის შემწე არ აღმოჩნდა.ის არ არის კმაყოფი.დაკმაყოფილდება მხოლოდ მაშინ როცა ვერტიკალურ და ჰორიზონტალურ სხივს შეემატება. გარდა იმისა რომ ყავს ღმერთი უნდა ყავდეს ვიღაცა, რომელიც ასევე ეყვარება და თანამსგავსი იქნება და ეყვარება მას.ეს მოწყინება ღვთისადმი პროვოცირებულიც კი იყო, რადგან ადამს უნდა უყვარდეს მისი ხატი.ადამმა უნდა იგრძნოს საჭიროება სიყვარულისა, მოყვარის არსებობისა. მოციქულის ეპისტოლე:თუ არ გიყვარს შენს გვერძე მდგომი რომელსაც ხედავ, მაშინ როგორღა შეიყვარებ უფალს, რომელიც არ გიხილავს.მთელი ეს მოძღვრება მთელი სისავსით ჩანდა და ვითარდება სამოთხეში სწორედ ამ მდგომარეობის მცდელობა, მისი აღკვეთისა გახლავთ, ბრძოლა და ომი, ნათელ და ბნელ ძალას შორის, რომელიც აბსოლიტური გამარჯვებით გოლგოთაზე დასრულდება.
,,ღმერთმა ადამს დასცა განკვირვება,, განკვირვება არის ნარკოზული ძილის მდგომარეობა ( ეს მდგომარეობა წმ.წერილში აბრაამთან გამოჩნდება) ეს მდგომარეობა არის ორგანიზმის მიძინება როცა ზურგის ტვინი მუშაობს.აღთქმის უნარს ინარჩუნებს.წმ.წერილში წერია რომ ნეკნი გამოუღო უფალმა, ნეკნი უშვალოდ კი არ განიშნებს ნეკნზე, არამედ გვერდზე, წიბოზე, განაპირა ნაწილზე. შეიქმნა დედაკაცი, და მას რომ შეხედა მამაკაცმა თქვა: აჰა ძვალი,ძვალთა ჩემთაგანი, ხორცი, ხორცთა ჩემთაგანი, ამას ეწოდოს ცოლ რამეთუ მამაკაცისგან მოღებულ არს ესე ამიტომ დაუტეოს კაცმან მამაი თვისი და დედაი თვისი და შეეკრას ცოლსა თვისა და იყვნეს იგინი ერთ... ერთ ხორც.

ირაკლი ასტამაძე.

ციტატა

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Sep 3 2013, 11:52 AM

azazeli
გვასალიას ლექციაა...
biggrin.gif

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Sep 3 2013, 11:54 AM

azazeli
აზაზელო ეშმაკის სახელი ანგელოზის სახელი არაა? biggrin.gif ოსტატი და მარგარიტადან მახსსოვს მე.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Oct 31 2013, 10:45 PM

G_saxva
ჩემი ჯგუფელი ყოფილა ეს.
მაგარი კაცია და თუ გააქტიურდება კარგი იქნება ფორუმისთვი.

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Nov 1 2013, 09:12 AM

A.V.M
მერე გაწიე პროპაგანდა ჯგუფში biggrin.gif

პოსტის ავტორი: †სერგი† თარიღი: Nov 1 2013, 09:16 AM

ციტატა
ჩემი ჯგუფელი ყოფილა ეს.


რომელია გურამ?

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Nov 1 2013, 04:44 PM

†სერგი†
ასტამაა ბიჯო...biggrin.gif


G_saxva

ციტატა
მერე გაწიე პროპაგანდა ჯგუფში

პროპაგანდა რო გავწიე იმიტომ შემოვიდა ეს კაცი , თორემ...
biggrin.gif

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Nov 1 2013, 05:26 PM

A.V.M
მერე შე კაი კაცოასე როგორ დააფრთხე ერთხელ შემოვიდა მარტო tongue.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Nov 2 2013, 12:50 AM

შემოიხედე აქ.
G_saxva
http://church.ge/index.php?showtopic=9897&pid=740893&st=0&#entry740893

გაოფებას კიდევ მოვრჩეთ .



პოსტის ავტორი: †სერგი† თარიღი: Nov 3 2013, 09:03 PM

ციტატა
ასტამაა ბიჯო...


აზაზელს მივცემ მაგას biggrin.gif

პოსტის ავტორი: azazeli თარიღი: Nov 5 2013, 10:39 PM

დებორასა და ბარაკის გალობა.
ეს გალობა გაიმართა მას შემდეგ რაც დაამარცხეს ქანაანის მეფე იაბინი და მისი მხედართმთავარი სისარა. პირობითად ეს გალობა იყოფა სამ ნაწილად. პირველ ნაწილში მოთხრობილია ის თუ ზოგოადად როგორ იკრიბებოდნენ ისრაელიანი ერი ქანაანელთა წინააღმდეგ საბრძოლველად, მეორე ნაწილში უშვალოდ ომის, ბრძოლის, ამბებია მოთხრობილი თუ როგორ გაიმართა ბარაკსა და იაბანის მხედართმთავარს შორის ეს ბრძოლა. ამავე ნაწილშია გადმოცემული ის თუ რა მოიმოქმედა იაყელმა. და მას ასეთი სიტყვებით აქებს, კურთხეულ იყოს დიაცთა შორის იაყელი, კურთხეულ იყოს კარავში მცხოვრებ ყოველ დიაც შორის იაყელი.
რადგანაც წყალი სთხოვა და რძე მისცა. ხელი პალოსკენ გაიწოდა, მარჯვენა მუშის უროსკენ დაჰკრა სისარას და თავი გაუჩეხა, განგმირა და საფეთქელი შეულეწა. ხოლო დასკვნით ნაწილში გადმოცემულია თუ როგორ ელოდება მიწაზე დაჭედებულ სისარას თავის დედა, რად აგვიანებს მისი ეტლი მოსვლას? ეგებ ნადავლი იპოვეს და მას იყოფენ?

ასე დაიღუპოს ყველა შენი მტერი უფალო.
ასე დაიღუპოს ყველა შენი მტერი უფალო.

თბილისის სასულიერო სემინარია.
საღვთისმეტყველო ფაკულტეტი.
სტუდენტი: ირაკლი ასტამაძე.

ისრაელის ურჩობა, მონანიება და სასჯელი.
მსაჯულთა წიგნის მე–2 თავში საუბარია იმის შესახებ თუ როგორ ურჩობდა ისრაელიანი ერი, მას შემდეგ რაც აღესრულა ისუ ნავეს ძე. ამის გამო მათ არაერთი სასჯელი დაატყდა თავს. მაგრამ სანამ უშვალოდ ამ სასჯელების, ურჩობისა მონანიებების შესახებ დავიწყებდეთ საუბარს მანამდე უნდა ვისაუბროთ იმის შესახებ თუ რაზეა დამყარებული მთელი ძველი აღთქმის მსაჯულთა ეპოქა. წმ. წერილში წერია ერთი ასეთი რაღაცა, ,, მოკვდა ის თაობა– წავიდა ის თაობა,, თავის მამა–პაპასთან წავიდა.აი ეს არის ადამიანი,რომელიც მიუძღვის ერს გარკვეული დროის შემდეგ ეს კვდება ეს რომ კვდება წმინდა წერილში წერია თაობა კვდებაო აი ეს ერთი ეპოქაა ერთი პერიოდია. ეს თაობა რომ კვდება მოდის ახალი თაობა ახალი თაობა ნიშნავს არა ახალ გენერაციას ვთქვათ მე ვარ და ჩემი შვილი, ჩემი შვილი ახალი თაობაა, არა ახალ თაობა ნიშნავს ახალებურ თაობას, სხვანაირ თაობას. ანუ ახალი თაობაო წმინდა წერილი რომ იტყვის აუცილებელი კი არ არის შემდეგი გენერაცია იყოს, შეიძლება ის იყოს შვილთაშვილის ან კიდე იმის შვილის თაობა მაგრამ ახალია თაობა, სხვანაირია. რას ნიშნავს სხვანაირია თაობა რანაირად უნდა იყოს ის ახალი თაობა სხვანაირი არა დროის სივრცული თვალსაზრისით არამედ ფასეულობათა თვალსაზრისით. პირველ რიგში ეს არის აზროვნება და შემდგომ ამ აზროვნებიდან გამომდინარე იკვეთება ცხოვრება. პრობლემა რატომაც ამ თაობას დაერქვა ახალი გახლავთ ის რომ ამ თაობამ არ იცის რა წყალობა უყო ღმერთმა მათ მამა პაპას.არ იცის ეს ამბავი, არ გაუგია.ადამიანის აზროვნება თავისთავში გულისხმობს მის რელიგიურ წარმოდგენებს აუცილებლად. როგორ ვაზროვნებ,როგორ ვცხოვრობ,აი ის რელიგია იკვეთება შენში.რელიგია რა არის ღმერთთან ურთიერთობა, ღმერთთან დამოკიდებულება. 1)არის კონკრეტული თაობა რომელიც ითხოვს და ღმერთი ეწევა მას. კვდება თაობა და თაობასთან ერთად კვდება დროც.
2) მოდის ახალი თაობა ახალი თაობა გახლავთ ახლებური თაობა რომელმაც არ იცი რა წყალობა უყო ღმერთმა მის მამა –პაპას. 1)განეშორება ღმერთს. 2) მიდის კერპთან. 3)მერე მოდის ტანჯვა. 4)ტანჯვას მოსდევს ტირილი. 5) ტირილს მსაჯულის გამოჩეენა. 6) მსაჯულის გამოჩენას ხსნა. 7) შემდეგ მშვიდობა. 8)შემდეგ სიკვდილი. 9) შემდეგ ახალი თაობის გამოჩენა.

მსაჯულები: 1) ღოთონიელი, რომლის მოსვლამდე იყო 8 წელი ტანჯვა ხოლო მისი მოსვლის
შემდგომ 40 წელი მშვიდობა.
2)აჰუდი, რომლის მოსვლამდე 18 წელი იყო ტანჯვა, ხოლო მისი მოსვლის შემდგომ
80 წელი მშვიდობა.
3) სემაგარი.
4)დებორა, ქალი მსაჯული რომლის მოსვლამდე 7 წელი იყო ტანჯვა, ისრაელს
ამალეკელები და მიდიანელები აუხრებდნენ, მისი მოსვლის შემდგომ 40 წელი
მშვიდობა.
5)გედეონი. 40 წელი იყო მშვიდობა.
6)თოლა, თოლაყი. 23 წელი იყო მშვიდობა.
7)იაელ–გალაადელი. 22 წელი იყო მშვიდობა.
8)იაფი. გალაადელი 6 წელი იყო მშვიდობა.
9)ესებონ ბეთლემელი.7 წელი იყო მშვიდობა.
10)ელეონ ზაბულონელი. 10 წელი იყო მშვიდობა.
11)ყაბიდონი, აბიდონი. 8 წელი იყო მშვიდობა.
12)სამსონი. 40 წელი ტანჯვა, 20 წელიწადი მშვიდობა.

სულ: 289 წელი იყო მშვიდობა.
111 წელი იყო ტანჯვა.

თბილისის სასულიერო სემინარია
საღვთისმეტყველო ფაკულტეტი.
სტუდენტი: ირაკლი ასტამაძე.



იუდა ებრძვის ქანაანელთ.
როგორც მოგეხსენებათ ისრაელიან ერს წინამაძღვრობდა ისუ ნავეს ძე მაგრამ ახლა ისუს გარდაცვალების შემდგომ ისრაელიანი ერი დარჩა წინამძღვრის გარეშე და მათ უწევთ დამოუკიდებლად რაღაც–რაღაც საკითხების გადაჭრა. მაგრამ ისრაელიან ერს ისუს გარდა წინამძღვრობდა ვინ?ყოვლადძლიერი ღმერთი და ახალ სწორედ ისუს გარდაცვალების შემდგომ მიმართავს ისრაელიანი ერი ღმერთს: ვინ წარგვიძღვება ქანაანზე საბრძოლველად ? და ქანაანელებთან საბრძოლველად ღმერთი გამოარჩევს იუდას ტომს, იუდას ტომი მის მოძმე სიმონის ტომს სთხოვს დახმარებას და ეტყვის რომ გამოყვეს მის წილხვდომში საბრძოლველად, ხოლო როდესაც გაიმარჯვებს, შემდგომ ის გაყვება მის წილხვდომში საბრძოლველად. დათანხმდა სიმონი, და გამართეს ბრძოლა ქანაანელებთან და ფერიზეველებთან ბეზეკში სადაც ათი ათასი კაცი მოსრეს. ბეზეკში ომის დროს ისინი გადააწყდნენ ადონი–ბეზეკს რომელიც გაექცათ მათ მაგრამ დაეწია იუდას და სიმონის ტომი და შეიპყრეს იგი. მას დააჭრეს ხელისა და ფეხის ცერები. და თქვა ადონი–ბეზეკმა: როგორც მე ვაკეთებდი სწორედ ისე მომაგო მე ღმერთმაო. და წაიყვანეს ის იერუსალიმს და იქ გარდიცვალა. იუდას და სიმონის ტომების დაპყრობითი ომები მხოლოდ ამით არ ამოწურულა, მათ იერიში მიიტანეს იერუსალიმზე და აიღეს იგი და მოსრეს იგი მახვილის პირით, და ქალაქი ცეცხლს მისცეს.ამის შემდეგ იუდას ტომმა გაილაშქრა ქანაანელებზე რომლებიც მკვიდრობდნენ მთებში, ნეგებში, და ბარად. იუდამ ხებრონშიც გაილაშქრა ქნაანელებზე სადაც დაამარცხეს შეშაი თალმაი და ახიმანი. და გაილაშქრეს იქიდან დებირის მკვიდრებზე უწინ მათ კირიათ–სეფარი ერქვა და თქვა ქალებმა: ვინც კირიათ სეფარს აიღებს მივცემ მათ ჩემს შვილს, ყაქსას ცოლად. და აიღო იგი ღოთონიელმა ქალების უმცროსი ძმის, კენეზის ძემ. ამის შემდგომ იმართება დიალოგი ღოთონიელსა და ქალებს შორის, რასაც მოკლედ განვიხილავთ. ღოთონიელი დაიყოლიებს ქალებს რომ გამოითხოვოს მამისაგან მინდორი და ეუბნება ასეთ რაღაცას: რაკი ნეგების ქვეყანა მიბოძე, ბარემ წყლის წყაროებიც მიბოძეთ და მისცა მას როგორც ზემო ისე ქვემო წყარონი. ამის შემდეგ გაილაშქრა იუდამ სიმონათან ერთად ქანაანელების წინააღმდეგ რომლებიც მკვიდრობდნენ ცეფათში და დაარისხეს ეს ქალაქი და დღევანდლამდე ეწოდება ხორმა. ამის შემდგომ აიღო იუდამ ღაზა, აშკელონი და ყეკლონი. და იყო უფალი იუდასთან და დაიმკვიდრა მთა მაგრამ ვერ აყარა ბარელები რადგანაც რკინის ეტლები ჰქონდათ. და მისცეს ქალებს ხებრონი როგორც მოსეს ქონდა ნათქვამი, და აჰყარა მან იქიდან სამი ძე ყენაკისა. ხოლო იებუსეველები იერუსალიმის მკივიდრები არ აუყრიათ ბენიამინის ძეთ და დღევანდლამდე იქ ცხოვრობენ, ბენიამინის ძეებთან ერთად იერუსალიმში.
ომების მხრივ, გამონაკლისი არც იოსების ტომი გახლდათ. და მან შეუტია ბეთელს, მაგრამ ვიდრე შეუტევდა და რაიმე სპეც–ოპერაციებს განახორციელებდა, მანამდე კარგად ზვერავდა ბეთელს. ერთხელ როდესაც იოსების ტომი დაზვერვით ღონისძიებებს ატარებდა შენიშნა რომ ქალაქიდან გამოვიდა კაცი და უთხრეს მას მზვერავებმა: გვიჩვენე ქალაქის შესასვლელი და წყალობას გიზამთ. კაცმაც უჩვენა ქალაქის შესასვლელი დაეცა იოსების ტომი თავს ქალაქცს მოწყვიტეს მახვლიებით მტელი ეს ხალხი ხოლო ეს კაცი და მთელი მისი სახლეული შეიწყალეს, ეს ადამიანი თავისი ოჯახითურთ დამკვიდრდა ხეთელთა ქვეყანაში, სადაც მან ააშენა ქალაქი და უწოდა მას სახელად ლუზი.
არც ეფრემს, არც ზებულონს,არც აშერს,არც ნაფთალს არ აუყრია უცხო ტომელები სხვადასხვა ქალაქებიდან. ხოლო იოსების ხელი დამძიმდა ამორეველებზე რომლებიც ცხოვრობდნენ ხერესის მთაზე და გაუხდნენ ისინი მოხარკეებად.

თბილისის სასულიერო სემინარია.
საღვთისმეტყველო ფაკულტეტი.
სტუდენტი:ირაკლი ასტამაძე.

მესამედ განდგომა ღვთაისაგან.
ეჰუდის გარდაცვალების შემდგომ კვლავ დაიწყო ურჯულოება უფლის თვალში ისრაელიანმა ერმა. და კვლავ დამძიმდა უფლის ხელი მათზე.და ხელში ჩაუგდო ისინი უფალმა ქანაანის მეფეს იაბანს რომელიც მეფობდა ხაცორში. და მისი მხედართმთავარი იყო სისარა რომელიც ცხოვრობდა ხარო–შეთ გოიმში. ოცი წელიწადი ჩაგრავა ისრაელიანი ერის ძეთ სისარა რადგანაც 900 ეტლი ყავდა. იმჟამად ერს განსჯიდა დებორა ქალი წინასწარმეტყველი რომლის ქმარიც იყო ლაფიდოთი. იმჯამად ისრაელიან ერს ჭირდებოდა დედა, სხვაგვარად რომ ვთქვათ პიროვნება რომელიც იქნებოდა მსაჯულიც და დედაც. როგორც ახალ ნამტირალებ ბავშვს ჭირდება ალერსი ასევე ჭირდება ისრაელს ალერსი და ნუგეში.და ასე მოალერსედ გამოუგზავნის ღმერთი ისრაელს მსაჯულს. ამ დროს მიდის ისრაელის მამაკაცობა და დედაკაცის წინაშე იხრის ქედს, არა მარტო პატივს მიაგებს მას, არამედ ჭკუასაც ეკითხება მას. თითქოს და პატრიარქატული დრო დაბრუნდა ისრაელში. როდესაც აბრაამი სარას უსმენდა ისააკი რებეკას, იაკობი რაქელს აი სწორედ ეს სული აღსდგა ისრაელში. დებორა გაგზავნის კაცებს და მოიყვანს ბარაკს და ეტყვის მას, აი რა გიბრძანა უფალმა , წადი თაბორის მთაზე და წაიყვანე ათი ათასი კაცი ნაფთალისა და ზებულონის ძთაგან და დაიბანაკე იქ. მე კიშონის ხევთან მოგიყვან სისარას იაბანის მხედართმთავარს, მის ეტლებსა და მის ჯარს და ხელში ჩაგაგდებინებ. ამის შემდეგ თხოვს ბარაკი დებორას რომ მას გაჰყვეს იგი. დებორა კი პასუხობს, მე წამოგყვები ამ გზაზე რომელსაც შენ დაადგები მაგრამ, შენი აღარ იქნება დიდება რადგან დიაცის ხელში ჩააგდებს უფალი სისარას. ამის შემდგომ ასე ვითარდება მოვლენები რომ შეიტყობს სისარა, ბარაკი, თაბორის მთაზეა ასულიო. გამოემართება მისკენ ეტლიონებითა და ხალხით. დებორა ეტყვის ბარაკს რომ ადექი და ჩადი ამ მთიდან და შეებძოლე სისარას რადგანაც დღეს უფალი მას ჩაგიგდებს ხელში. ადგა ბარაკი და ის ათი ათასი კაცი რომელიც ბარაკს ახლდა და გამართა ბრძოლა სისარას იაბანის მხედართმთავართან. დაფთხა სისარა და მთელი მისი ეტლიონი, სისარამ მარჯვეე დრო გამონახა და გაიქცა იგი ხებერ კენიელის ცოლის კარავთან რადგანაც იაბანისა და ხებერის კარვებს შორის მშვიდობა სუფევდა. გამოეგება იაყელი სისარას და შეიპატიჟა იგი კარავში. და უთხრა სისარამ: გეთაყვა ცოტა წყალი დამალევინე რადგან მწყურია. და მოხსნა იაყელმა რძის ტიკს თავი და დაალევინა. სისარამ უთხრა მას დადექი კარავს გარეთ და თუ ვინმემ ჩამოიარა და გკითხა ვინმე ხომ არ არის მანდო უთხარი არა–თქო. და იაყელმა აიღო კარვის პალო მეორე ხელში დაიჭირა ურო და როდესაც მას ეძინა ჩაურჭო პალო საფეთქელში და მიწას დააჭედა. აჰაა ბარაკი მოსდევს სისარას, გამოეგება იაყელი ბარაკს და უთხრა ვისაც შენ ეძებ აქ არის ჩემ კარავში. შევიდა ბარაკი და რას ხედავს აჰაა ვისაც ეძებდა მიწაზეა პალოთი მიჭედებული. იმ დღეს დაამორჩილა ქანაანის მეფე ისრაელის ძეთა წინაშე. დამძიმდა ხელი ისრაელისა იაბანზე ქანაანის მეფეზე ვიდრე იგი არ მოსპეს ისრაელიანებმა.

თბილისის სასულიერო სემინარია
საღვთისმეტყველო ფაკულტეტი.
სტუდენტი:ირაკლი ასტამაძე.

ხალხები რომლებიც აცდუნებდნენ ისრაელს.
უფალმა არ აჰყარა და დატოვა 5 ფილისტიმელი მთავარი, ციდონელნი და ხივიელნი, რომელნიც მკვიდრობდნენ მთაში. ყოველივე ეს იმიტომ გააკეთა უფალმა რომ ისრაელიან ძეთა შემდგომ თაობას ესწავლა ომი და გამკლავება წინა აღმდგომთა მტერთა. და რათა გამოეცადა ისრაელი მათით, ანუ ამ ადამიანებით. ისრაელიანი ერი კი რას აკეთებს, მკვიდრდება ხივიელებთან , იებუსეველებთან, ამორეველებთან , ქანაანელებთან და ფერიზეველთა შორის. მოჰყავდათო მათი ასულები ცოლად და ათხოვებდნენ მათ ასულებს მათ ძეებზე,ემსახურებოდნენ და თაყვანისცემდნენ მათ ღმერთებს. ეს რა საკვირველია არ არის ღვთივსათო საქციელი და შესაბამისად აღიგზნო უფლის რისხვა ისრაელიან ერზე და ხელში ჩაუგდო ის ქუშან–რიშათაიმს არამის მეფეს. და ემსახურებოდა რვა წელი ისრაელიანი ერი არამის მეფეს, ისე დამძიმდა არამის მეფის ხელი ისრაელიან ერზე რომ შეღაღადეს უფალს, უფალმა მათ აღუდგინა მხსნელი რომელმაც იხსნა ისრაელიანი ერი, არამის მეფის ხელიდან და ეს გახდათ მსაჯული ღოთონიელი. რიგით პირველი მსაჯული.
როდესაც გავიდა ღოთონიელი სალაშქროდ ხელში ჩაუგდო უფალმა მას ქუშან– რიშთაიმი და მოისვენა ქვეყანამ ორმოცი წელი. როდესაც გარდაიცვალა ღოთონიელი კვლავ დაიწყო ერმა ურჯულოება და გადაუხვია უფლისკენ მიმავალ გზას. კვლავ დამძიმდა უფლის ხელი ისრაელიან ერზე და მოუვლინა მას დამპყრობლის სახით ყეგლონი მეფე მოაბისა. მას მხარი აუბა ყამონის ძეებმა და ყამალეკელებმა. მიიტანეს იერიში ისრაელიან ერზე და დაიპყრეს პალმების ქალაქი. ყეგლონის 18 წელი ყავდა დამორჩილებული ისრაელი , და კვლავ შეჰღაღადეს უფალს ისრაელიანებმა და ღმერთმაც აღუდგინა მათ მსაჯული ეჰუდის სახით რომელზეც წერია რომ ,, იყო ორივ ხელითა მარჯვენე’’ ახლა ეს მსაჯული ასეთ რაღაცას მოიფიქრებს ის წაუღებს ისრაელიანი ერის სახელით ყეგლონს ხარკს. ახლა ეს ყეგლონი იყო ძალიან მსუქანი კაცი და წმინდა წერლიც ამახვილებს ამაზე ყურადღებას. ვიდრე ეჰუდი ყეგლონთან შევიდოდა მან გაიკეთა თავისთვის ორლესული ხმალი და შეიბა ის მარჯვენა თეძოზე. შედის ეჰუდი ყეგლონთან რომელიც საგრილობელ ოთახშია მოთავსებული . ეჰუდი ეუბნება ყეგლონს: ღვთის სიტყვა მაქ შენთვის სათქმელი, და ამის გაგონებაზე წამოდგა მეფე სავარძლიდან. და გაიკრა ეჰუდმა მარცხენა ხელი, იძრო მარჯვენა ტეძოდან შებმული მახვილი და მუცელში აძგერა. ხმალი ქონებმა დაფარეს. ეჰუდმა გამოსვლის თანავე დაცვას უთხრა რომ ყეგლონი საგრილობელშია და არ შეაწუხოთო. მაგრამ როედესაც მისი შეყოვნება საეჭვო გახლდა ავიდა დაცვა საგრილობელში და ნახა მათი მეფე მკვდარი. ამ დროს ეჰუდი უკვე სამშვიდობოს იყო გასული, მან სეყირს შეაფარა თავი. მისვლის თანავე დააყვირა მან რქის საყვირი და ჩამოვიდნენ ეფრემის მთიდან ისრაელიანი ერის ძენი და წარუძღვა მათ წინ.მომყევით რადგან უფალმა ჩამიგდო ხელში თქვენი მტრები მოაბელნი.და მოსრეს იმ დროს ათი ათასამდე მამაცი მოაბელი მამაკაცი და თავს ვერავინ უშველა. იმ დღეს დაიმორჩილეს ისრაელიანებმა მოაბელები და დამშვიდდა ქვეყანა 40 წელი. ეჰუდის შემდგომ იყო მსაჯული ისრაელიანი ერისა სემაგარი რომელზეც წმინდა წერილში ძალზედ მწრი იმფორმაციაა მაგრამ ნათქვამი არის რომ მან 600 ფილისტიმელი ხარის სახრეთი მოკლა და იხსნა ისრაელიო .

თბილისის სასულიერო სემინარია
საღვთისმეტყველო ფაკულტეტი.
სტუდენტი: ირაკლი ასტამაძე.

მეოთხე განდგომა და მონობა. გედეონის მოწოდება . კერპთა შემუსვრა და სამსხვერპლოს აგება.
ახლა ჩვენ უნდა დავიწყოთ საუბარი ისრაელიანი ერის რიგით მეოთხე განდგომასა და მონობაზე. რომელიც მსაჯულთა წიგნის რიგით მე–6 თავშია გადმოცემული. როდესაც ჩაიდინეს ისრაელიანთა ძეთ ბოროტება უფლის თვალში და გადაუხვიეს უფლისკენ მიმავალი გზიდან მაშინვე მოუვლინა განსაცდელი უფალმა მიდიანის სახით და ჩაუგდო ხელში მათ 7 წლით. ისრაელინი ერი ფაქტიურად მშვიდად ვეღარ ცხოვრობს მათ გამოკვეთეს მთებში კლდეები და იქ ცხოვრობენ.როგორც კი ისრაელი თესვას მოამთავრებდა ამოდიოდნენ მიდიამელნი, ყამალეკელნი და აღმოსავლეთის ძენი და თავს ესხმოდნენ მათ. ისინი დაბანაკდებოდნენ მათ წინ და აჩანაგებდნენ მათ მოსავალს არ ტოვებდნენო ისრაელში სარჩო–საბადებელს, ცხვარს, ძროხას.ამოდიოდნენ ისინი თავიანთი კარვებითა და აქლემების ჯოგებით და აჩანაგებდნენ მოსავალს. დაგლახაკდა და გაღატაკდა ისრაელი მიდიამელების გამო. ტანჯულმა ისრაელმა კიდევ ერთხელ შეჰღაღადა ღმერთს და ღმერთმაც მოუვლინა წინასწარმეტყველი კაცი რომელმაც უთხრა:მე გამოგიყვანეთ თქვენ ეგვიპტიდან და გამოგიყვანეთ მონობის სახლიდან. გიხსენით მჩაგვრელი ეგვიპტელების ხელიდან, და გითხარით, მე ვარ უფალი თქვენი ღმერთი და არ ირწმუნოთ და არ შეისმინოთ ამორეველებისა თქვენ კი არ შეისმინეთ ჩემი ხმა.და მოვიდა უფლის ანგელოზი და დაჯდა მუხის ქვეშ რომელიც ეკუთვნოდა იოაშს. გედეონი მისი ვაჟი ხორბალს ცეხვავდა საწნახელში რათა გადაემალა მიდიამელთაგან. გამოეცხადება უფლის ანგელოზი და ეტყვის: უფალი შენთანაა მამაცო მებრძოლო. და უთხრა მას გედეონმა: ბატონო ჩემო! უფალი რომ ჩვენთან ყოფილიყო ყოველივე ეს რისთვის დაგვემართებოდა ? აბა სადაა მთელი ის რიგი სასწაულები რომლებიც ჩვენი წინაპრებისგან გვსმენია რომელიც უფალმა მოიმოქმედა და გამოგვიყვანა ეგვიპტიდან? განა ახლა მიგვატოვა ჩვენ უფალმა და მიდიანის ხელში ჩაგვაგდო? მაგრამ მიუბრუნდა მას უფალი და უთხრა წადი და იხსენი ისრაელი მაგ შენი ძალით, მე გაგზავნი შენ. ვაგლახ ბატონო ჩემო რით ვიხსნა ისრაელი? აჰაა ყველაზე გლახაკია ჩემი საგვარეულო მენაშეს ტომში მე კი ყველაზე პატარა ვარ მამაჩემის სახში. მე ვიქნები შენთან და ისე მოსრავ მიდიანს როგორც ერთ კაცს. თუ რამ მადლი მიპოვია შენს თვალში რამეთი მანიშნე რომ შენ მელაპარაკები. გედეონმა უთხრა უფლის ანგელოზს ნუ წახვალ აქდან ჩემს მოსვლამდე ძღვენს გამოვიტან და დავდებ შენს წინაშე, ანგელოზმაც მიუგო: დაგიცდი ვიდრე დაბრუნდებოდე. გედეონმა მოამზადა თიკნის ხორცი ერთი ეფა ფქვილისაგან ხმიადები და ხორცი კალათაში ჩაალაგა და მოვიდა იმ ადგილას სადაც უფლის ანგელოზი იყო. და უფლის ანგელოზის სიტყვისამებრ დადო კლდეზე ხორცი და ხმიადები წვენი რომელიც ქილაში ქონდა ზემოდან მოასხა და გაიწოდა კვერთხი ანგელოზმა რომელიც ხელში ეჭირა და ცეცლმა შთანთქა შესაწირავი და ანგელოზიც თვალს მიეფარა. და დაინახა გედეონმა რომ ეს უფლის ანგელოზი იყო და თქვა : ,, ბატონო უფალო’’ რადგან პირისპირ ვიხილე უფალი. და უფალმაც უთხრა მშვიდობა შენდა ნუ გეშინია არ მოკვდები. და გედეონმა სამსხვერპლო აუგო უფალს და უწოდა მას: უფალი მშვიდობაა. და დღევანდლამდე დგას იგი აბიყეზერელის ყოფაში. და ახლა უკვე ჯერი მიდგება კერპთა შემუსვრაზე, ღმერთი აძლევს გედეონს უშვალო მითითებებს თუ როგორ უნდა მოიქცეს და გედეონიც პირნათლად ასრულებს. გედეონი ანგრევს ბაყალის სამსხვერპლოს ხოლო მის გვერდით მდგარ აშერას სამსხვერპლოს აჩეხავს. და უფლის სიტყვისამებრ აუგებს იქ სამსხვერპლოს ღმერთს და აჩეხილი აშერას ხით ყოვლადასაწველ მოზვერს აღავლენს უფლის სამსხვერპლოზე. ეს მოვლენები ვითარდება ღამით გედეონს თავის მსახურთაგან 10 კაცი ახლავს და ღამით ეს ყველაფერი იმიტომ ვითარდება რომ გედეონს შიში ქონდაო მამამისის სახლეულისა და ქალაქის მკვიდრების და ვერ გაბედა დღისით გაეკეთებინა ესო. გათენდა ის ღამე და გამოვიდნენ გარეთ იმ ქალაქის მკვიდრნი და რას ხედავენ, აჰა ბაყალის კერპი დანგრეულია, აშერას კერპი რომელიც მის გვერდით იყო აჩეხილია და არის სხვა ახალი სამსხვერპო აგებული (უფლის სამსხვერპლო) რომელზეც მეორე მოზვერი არის აღვლენილი სრულად დასაწველად და დაიწყო გამოძიება თუ ვინ ჩაიდინა ეს. დიდი კველვა–ძიების შემდეგ გედეონზე იოაშის ძეზე შეაჩერეს ყურადღება და თქვეს მან ჩაიდინა ეს საქმე. მივიდნენ იოაშთან და უთხრეს: გამოიყვანე შენი ვაჟი და მოკვდეს რადგანაც მან დაანგრია ბაყალის კერპი და მან აჩეხა აშერას კერპი. ხოლო იოაშმა უთხრა მათ: ნუთუ თქვენ უნდა გამოესარჩლოთ ბაყალს ნუთუ თქვენ უნდა გამოესარჩლოთ მას? თუ ღმერთია იგი თავად გამოესარჩლოს თავის თავს. და იმ დღეს ეწოდა მას იერობაყალი რადგანაც თქვა თავად ბაყალმა გასცეს პასუხი რადგანაც მან დაანგრია მისი სამსხვერპლო. და ახლა რომელი ამბის მოყოლასაც ვიწყებთ შეიძლება ჩაითვალოს , მზადება მიდიამელებთან საომრად. რადგანაც მთელი მიდიანი ყამალეკნი და ძენი აღმოსავლეთისა შეიყარნენ ერთად და გადალახეს იორდანე და დაიბანაკეს იზრაყელის ველზე. მეორეს მხრივ უფლის სული მოვიდა გედეონზე დააყვირა საყვირები და თავი მოიყარეს მის უკან აბიყეზერელებმა. ასევე მოუწოდა მენაშეს ტომს , აშერის ტომს ,ნაფთალის ტომს და ზებულონის ტომს.და უთხრა გედეონმა ღმერთს: თუ შენი ხელით იხსნი ისრაელს როგორც შენ მე მითხარი მაშინ აჰა მატყლის საწმისს გავშლი მიწაზე თუ მართო საწმისი იქნება სველი ხოლო მიწა მშრალი მაშინ ვირწმუნებ რომ შენ იხსნი ისრაელს ჩემი ხელით. მეორე დღეს ასეც მოხდა გამოწურა გედეონმა საწმისიდან ერთი თასი წყალი ხოლო მიწა მშრალი იყო. ნუ განმირისხდება უფალი ღმერთი ჩემი და ერთხელ კიდე გეტყვი რომ გამოვცადო საწმისი , მხოლოდ ამჯერად არა საწმისი იყოს სველი არამედ მთელი მიწა მის გარშემო. და ასეც მოახდინა უფალმა იმ ღამეს მხოლოდ საწმისი იყო მშრალი ხოლო მიწა სველი.

თბილისის სასულიერო სემინარია
საღვთისმეტყველო ფაკულტეტი.
სტუდენტი:ირაკლი ასტამაძე.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Nov 5 2013, 10:40 PM

ნახეთ რა კაცი დავამატე აქაურობას...
cocxali.gif cocxali.gif

პოსტის ავტორი: azazeli თარიღი: Nov 5 2013, 11:23 PM

ციტატა
აზაზელს მივცემ მაგას

სერგი შენ ნიჭიერო. smile.gif))))))))))))

ციტატა
ნახეთ რა კაცი დავამატე აქაურობას...

გურამ შენ რომ არ მყავდე. smile.gif smile.gif smile.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Nov 5 2013, 11:30 PM

azazeli
ძმა ხარ ასტამ !
შებერე აბა შენებურად , რომ ,,დაამუღამებ''...

პოსტის ავტორი: azazeli თარიღი: Nov 6 2013, 11:22 PM

მზადება მიდიამელებთან საომრად.

მე–7 თავში მოთხრობილია ამბავი გედეონისა თუ როგორ ემზადება მიდიანთან საომრად. ეს მზადება მოიცავს უშვალოდ ჯარის, საბრძოლო რაზმის გამორჩევასა და დაბანაკებას. ღმერთი ეტყვის გედეონს რომ მან შეკრიბოს რაზმი გედეონიც ასე მოიქცევა და შეკრიბავს ჯარს მაგრამ ძალიან ბევრი ხალხი მოიყრის თავს. უფალი კი ეტყვის გედეონს აქ ძალიან ბევრი ხალხია საიმისოდ რომ მიდიანი ჩავუგდო ხელში, არ მინდა ისრაელი გაყოყოჩდეს და მითხრას ხელმმა ჩემმა მიხსნა მეო. მიდი ახლა და გამოუცხადე მათ რომ ვინც შეშინებულია დატოვოს ჯარი და წავიდეს გილყადის მთიდან და აჰა დატოვა 22 ათასმა კაცმა რაზმი. დარჩა ათი ათასი კაცი მაგრამ ესეც ბევრია მიდიანის ასაღებათ. ამიტომ უფალი ეუბნება გედეონს წადი ჩაიყვანე ეს ხალხი წყალთან და იქ გამოგირჩევ. ვინც ამ ხალხთაგან ჩამუხლული დალევდა წყალს ცალკე უნდა დაეყენებინა, ხოლო ვინც პირდაპირ პეშვით შესვავდა ისინიც ცალკე დაეყენებინა. დაანაწილა გედეონმა მთელი ჯარი ამ ფორმულირებით და უთხრა უფალმა გედეონს: ამ მსხვლეპავთა ხელით ჩაგიგდებ მიდიანს ხელში (რომელიც 300 კაცს შეადგენდა.) აიღეს მათ ხელში ხალხის საგზალი და რქის საყვირები და დაბანაკდნენ. ხოლო მათ ქვემოთ მიდიანის ბანაკი იყო. იმ ღამეს უთხრა უფალმა გდედეონს: ჩადი იმ ბანაკში რომელიც შენ დაბლაა რადგანაც ხელში ჩაგიგდე მე ის. ჩადი და რასაც მოისმენ ის გაგაძლიერებს და მოგცემს სიმტკიცეს ხელებში. თუ მარტო ჩასვლისა გეშინია წადი და წაიყვანე შენი მსახური ფურა. და წავიდნენ გედეონი და ფურა იარაღასხმულები მიდიანის წინაშე. სადაც მიდიანი, ყამალეკნი და ყველა ძე აღმოსავლეთისა იყრიდა თავს. და როგორც წმ. წერილის ფურცლებზე წერია ქვიშასავით ურიცვი იყო მათი აქლემები იმ ველზე რომელ ველზეც განლაგებულები იყვნენ ისინიო. და მოვიდა გედეონი და მოისმინა სიზმარი რომელსაც ერთი კაცი უყვებოდა მეორეს: აჰა სიზმარი მესიზმრა ვითოიმ ქერის პური დაგორდა მიდიანში ბანაკს რომ მოაღწია კარავს დაეჯახა და თავდაყირა დააყენა ყველაფერი. ეს რა უნდა იყოს თუ არა გედეონის მახვილი. განიხარა გედეონმა ეს რომ გაიგო და მიეცა ძალა ხელებში და გამხნევდა იგი რადგანაც ღმერთმა ხელში ჩაუგდი მას მიდიანელთა ბანაკი. გედეონი აბრუნდა მიდიამელთა ბანაკში და თქვა ადექით! რადგანაც უფალმა ჩაგვიგდო ხელში მიდიანელთა თავი . ახლა გედეონი ამ სამას კაცს დაყობს სამ ნაწილად და ეტყვის მოიქეცით ისე როგორც მე გავაკეთებ. აჰა შემოვარტყავთ წრეს მიდიანის ბანაკს, ცალ ხელში გეჭირებათ საყვირები ცალში დოქები (დოქები ცარიელი იყო და შიგნით იყო ლამპრები) და როდესაც განიშნებთ დაიყვირებთ უფლისათვის და გედეონისათვის. და მივიდა გედეონი და მასთან ერთად ასი კაცი ბანაკის კიდესთან შუა ღამე რომ დგებოდა და როდესაც მცველები შეცვალეს დააყვირა სამივე გუნდმა საყვირები და დოქები დაამტვრიეს და გაჰყვირეს მახვილი უფლისათვის და გედეოიონისათვის. და დააყვირაა სამასმა კაცმა საყვირები და გაიქცნენ და შეუტიეს მიდიამელებს უფალი ეწეოდა ისრაელს და ასე ვთქვათ უკუიქცა მიდიამელთა ლაშქარი მირბოდა იგი აბელ–მექოლას საზგვრებამდე. ხოლო შემდგომ მოუხმეს ისრაელის კაცებს ნაფთალიდან, აშერიდან, მენაშედან და დაედევნენ უკან მიდიანს.და დაგზავნა მოციქულები გედეონმა ეფრემის მთაში და შეუთვალა მათ დაიჭირეთ წყლები და ბეთ–ბარამდე და იორდანე. და დაიჭირეს და შეიპყრეს მიდიანის ორი მთავარი ყორები და ზეები. და მოკლეს ყორები ყორების კლდესთან და ზეები ზეების საწნახელთან და დაედევნეს მიდიანს ხოლო ყორებისა და ზეების თავები მოუტანეს გედეონს იორდანის გაღმიდან.

თბილისის სასულიერო სემინარია
საღვთისმეტყველო ფაკულტეტი.
სტუდენტი: ირაკლი ასტამაძე.

პოსტის ავტორი: azazeli თარიღი: Nov 16 2013, 09:21 PM

აბიმელექის შეთქმულება.

როგორც მოგეხსენებათ აბიმელექი გახლავთ იერუბაყალის ძე შექემელი ხარჭისგან გაჩენილი. აბიმელექი მიემართება შექემში და ასეთ რაღაცას ამბობს რა გირჩევნიათ შექემელებო გედეონის მთელმა 70–ათმა ძემ იმეფოს თქვენზე თუ მე ერთმა რომელიც თქვენი ხორცი და თქვენი ძვალი ვარ? და შექემელებს შეასმინა აბიმელექის დედის ძმებმა და ყველამ ერთხმად დაიწყო ღაღადი რომ შენ ერთი გვირჩევნიხარ მეფეთ ვიდრე გედეონის 70–ძეო. და მისცეს აბიმელექს 70 ვერცხლი ბაყალ–ბეთერის სახლიდან და ამ ფულით მან დაიქირავა უღირსი და თავზე ხელ–აღებული ხალხი, რომლებიც გაჰყვნენ აბიმელექს. და გაემართა აბიმელექი თავისი მამის სახლში, ყოფრაში და ერთ ქვაზე დაკლა თავისი ძმები მხოლოდ იოთამი იერობაყალის უმცროსი ძე გადარჩა რადგანაც გადაიმალა იგი. თავი მოიყარა ყველა შექემელმა და გაამეფეს აბიმელექი მუხასთან აღმართულ სვეტთან რომელიც შექემშია. როგორც უკვე ვახსენეთ ყველაზე უმცროსი( იოთამი) გადარჩება. გადმოდგება სერზე და იტყვის: მისმინეთ სიქემელებო, აგრემც უფალი მოგისმენთ, უთხრეს ხეებმა ლეღვის ხეს გახდი მეფეო, ლეღვის ხემ უთხრა: დავთმო სიმსუყე, რომელიც ჩემშია კაცთაგან და ღვთისაგან ქებული და ხეებს გადავეგო? და უარი თქვა– შემდეგ უთხრეს ვაზს. ვაზმა, დავთმო წვენი რომლის სიტკბოც ჩემშია, ღვთისაგან და კაცთაგან პატივდებული და თქვენ გადმოგეგოთ? და უარი განაცხადა.შემდეგ უთხრეს ძეძვს იმეფე ჩვენზე, და დათანხმდა ერთი პირობით უთხარით ყველა ხეს რომ მე შემომეფარონ რადგან ამოვარდება მისგან ცეცხლი და გადაედება სხვებსაც და დაიწვებიან ისინი. ეს გახლავთ პირველი იგაური თხრობა წმ.წერილში. აბა სწორად და პატიოსნად მოიქეცით აბიმელექი რომ გაამეფეთ? განა გედეონს ღვაწლისამებრ მოექეცით? განა სწორად მოიქეცით აბიმელექი რომ გაამეფეთ და მამაჩემის ძეები ერთ ქვაზე რომ დაკალით? და თუ სწორად მოიქეცით მაშინ იხარეთ აბიმელექით და მანაც იხაროს თქვენით. და მთავრობდა აბიმელექი ისრაელზე სამი წელი. ღმერთმა ბოროტი სული გამოგზავნა აბიმელექსა და შექემელებს შორის მტრობის ჩამოსაგდებათ რადგანაც აბიმელექიცა და შექემელებიც დასჯილიყვნენ სათანადოთ აბიმელექი იმიტომ რომ 70 ძე გედეონისა ერთ ქვაზე დაკლა და შექემელები იმისთვის რომ მათ ხელი გაუმაგრეს აბიმელექს. თხრობა რომ არ გაგვიგრძელდეს ჩამოვარდა მტრობა აბიმელექსა და შექემელებს შორის. შექემელებმა მიიღეს ზებული და უჯერებდნენ მას. ხოლო გაყალი ასევთქვათ მთავარსარდლად ედგა შექემელებს. გაიხედა გაყალმა და რა დაინახა აჰაა ხალხია ჩასაფრებული და ეშვება მთიდან. მთების ჩრდილია და გეჩვენება უთხრა ზებულმა. და კვლავ ალაპარაკდა გაყალი აჰაა მართლა ეშვება ხალხი მთიდან და უთხრა ზებულმა: სად არის შენი ბაგე რომლითაც თქვი, ვინ არის აბიმელექი რომ ვემსახუროთ მას. აგერ აბიმელექი აი ეს ხალხია რომლებიც მოიძულე შენ გადი და შეები. გაუძღვა გაყალი შექემელებს და შეება აბიმელექს. დაედევნა აბიმელექი და უკუ იქცა მისგან გაყალი, დაეცაო მრავალი დახოცილი კარიპჭის შესასვლელთან. განდევნა ზებულმა გაყალი და მისი ძმები შექემიდან. მეორე დღეს შეატყობინეს აბიმელექს ეს ამბავი. მან კი თავის რაზმი სამ ნაწილად დაჰყო და ველზე დააბანაკა. ქალაქიდან გამოსული ხალხი რომ დაინახა თავს დაესხა აბიმელექის სამ ნაწილიდან დაყოფილი ორი რაზმი ხოლო აბიმელექმა და ერთმა რაზმა შეუტია უშვალოდ ქალაქს. ამ ბრძოლამ მთელი დღე გასტანა და საბოლოვო ჯამში გაწყვიტა ამ ქალაქში მყოფი მოსახლეობა. და შეიტყო შექემის გოდლის ყველა მკვიდრმა და შეცვივდნენ ელ–ბერითის სახლის გოდოლში. ეს შეიტყო აბიმელექმა და ცალმონის მთაზე ასულმა ხის ტოტები მოჭრა იგივე გაიმეორა მისმა თანხლებმა პირებმა და ეს ტოტები შემოუწყვეს იმ გოდოლს რომელშიც შექემელები იყვნენ. ცეცხლს მისცეს ის გოდოლი სადაც შექემელები იყვნენ და ამოწყდა იმ დღეს 1 000 კაცი და ქალი. ამის შემდეგ გამარჯვების ჟინით აღვსილმა აბიმელექმა გადაწყვიტა რომ ქალაქი თებეციც აეღო. გაემართა მთელი მისი მხედრებით თებეცისკენ. ალყა შემოარტყეს და დაიპყრეს იგი. ამ ქალაქის შუა გულში იდგა მძლავრი გოდოლი დაშინებული მოსახლეობა ამ ქალაქისა გაემართა ამ გოდოლისკენ და შეიკეტნენ შიგნით აბიმელექი მიადგა გოდოლს რათა გადაეწვა იგი. სიქიმელებს უკვე მიეზღოთ თავისი საქციელიდან გამომდინარე ახლა ჯერი აბიმელექზე მიდგა. გოდლის წინ მდგარ აბიმელექს ქალი თავში დოლაბის ნატეხს მოარტყავს და თავის ქალას ჩაუმტვრევს. მომაკვდავი აბიმელექი უმალ თავის საჭურველმტვირთველს უხმობს და ეტყვის: იშიშვლე მახვილი და მომკალი რადგანაც ხალხმა შემდგომში არ სთქვას ქალის ხელით აღესრულა აბიმელექიო. ბიჭმაც უმალვე აღასრულა აბიმელექის ბოლო სურვილი და მახვილით განგმირა. როდესაც იხილეს ისრაელიანებმა მკვდარი აბიმელექი წავიდ–წამოვიდნენ თავ–თავიანთ სახლებში. ასე მიუზღო უფალმა აბიმელექს იმ ბოროტებისათვის რაც მან თავისი მამის წინაშე ჩაიდინა როდესაც მან თავის ძმები მოკლა. ასევე მიეზღო სიქიმელებს თავის ცოდვებისდა გამო და მოიქცა წყევლა იოთამ იერობაყალის ძისა აბიმელექზე და სიქიმელებზე.

თბილისის სასულიერო სემინარია
საღვთისმეტყველო ფაკულტეტი
სტუდენტი: ირაკლი ასტამაძე.

გედეონის საქმეები.
რაჟამს აღესრულება ყორები და ზეები, ყორები ყორების მთებთან ზეები ზების საწნახელთან, ჩამოვარდება კონფლიქტი ეფრემის ტომსა და გედეონს შორის. ეფრემიანები გედეონს საყვედურობენ რომ როდესაც თქვენ მათ ებრძოლებოდით რატომ არ შეგვატყობინეთ ჩვენც. გედეონმა თავმდაბლობით მიუგო მათ: თქვენოდენი რა გამიკეტებია მე? განა ეფრემის ნამცვერავი არ სჯობია აბიყეზერელის რთველს? ღმერთმა ხელში ჩაგიგდოთ მიდიანის მთავრები ყორეები და ზეები. და როდესაც ეს სიტყვა უთხრა გედეონმა დააცხრო მათი რისხვა ეფრემიანელების წინაშე. ამრიგად გედეონი სამას კაცთან ერთად გაემართება იორდანის გაღმა და გადალახავს იორდანეს. მიადგება ქალაქს რომელსაც ქვიან სუქოთ. და უთხრა გედეონმა სუქოთის მცხოვრებს მიეცით პურის კვერები ჩემს ჯარს რადგანაც დაქანცულები არიან, ხოლო მე ზებახს და ცალმუნაყს მივსდევ. ამ ქალაქის მკვიდრებმა უპასუხეს გედეონს განა ზებახი და ხალმუნაყი უკვე ხელში გყავს შენი ჯარი რომ დავაპუროთ? მიუგო გედეონმა კეთილი როდესაც ზებახს და ცალმუნაყს ხელში ჩავიგდებ მოვალ და უდაბნოს ეკლითა და კვრინჩხით დაგიფლეთთ ხორცებს. სუქოთიდან გაემართა გედეონი ქალაქ ფენუელისკენ მათთანაც იგივე სათხოვარი ქონდა და მათაც ამგვარად უპასუხეს მას. გედეონმა მათაც იგივე სასჯელი აღუთქვა რაც სუქოთელებს. როდესაც დავბრუნდები ამ კოშკს დავანგრევ.( რომელიც მათ ქალაქში იყო აღმართული) ზებახი და ცალმუნაყი კორკორში იყვნენ დაბანაკებულნი თავის 15 000 კაცით. გედეონი თავის ლაშქრითურთ გაემართება კარვების ქალაქიდან და მოულოდნელად შეუტევს მათ დაბნეულმა ჯარმა აღარ იცის რა ქნას. ამოწყვეტენ ზებახისა და ცალმუნაყის ლაშქარს გედეონი და მისი ხალხი. ხოლო მიდიანელი მთავრები ვკლავ ხელიდან დაუსხლტებიან. დაედევნება გედეონი და შეიპყრობს მათ. ამის შემდგომ გედეონი ერთ სუქოთელ ბიჭს შეიპყრობს რომელსაც ჩამოაწერინებს მთავრებისა და უხუცესების სახელებს. მიადგებიან სუქოთს სწორედ იმ ქალაქს სადაც მათ პური არ აჭამეს. გედეონი მიმართავს სუქოთელებს: აი ზებაზი და ცალმუნაყი, რომელთათვისაც არ აჭამეთ ჩემს ჯარს პური. და გამოიყვანა გედეონმა ქალაქის უხუცესნი და უდაბნოს ეკლითა და კვრინჩხით დააფლითა ხორცები. ხოლო კოშკი რომელიც აღმართული იყო ფენუელში დაამხო და იქ მცხოვრები ხალხი მოსრნა. ამის შემდეგ გედეონმა უთხრა ზებახსა და ცალმუნაყს, რანაირები იყვნენ ის კაცები თაბორის მთაზე რომ დახოცეთ? შენნაირები ტანადები და მამაცები. ჩემი ძმები იყვნენ ისინი. ვფიცავ ისინი რომ ცოცხლები დაგეტოვათ თქვენც არ დაგხოცავდით. და მოუხმობს გედეონი თავის პირმშოს იეთერს და ეტყვის რომ დახოცოს ზებახი და ცალმუნაყი, მაგრამ ბიჭი ამათ ვერ შეძლებს რადგანაც ჯერ კიდევ პატარა იყო და შიში ქონდა. ხოლო ზებახმა და ცალმუნაყმა უთხრა გედეონს: შენ თავად დაგვხოცე რადგანაც რაც არის კაცი ის არის მისი ძალ–ღონეც. და ადგა გედეონი და დახოცა ზებახი და ცალმუნაყი. ხოლო მათ აქლემებს კისრიდან ჩამოხსნა ოქროს ნახევარმთვარეები. ამის შემდეგ ისრაელიანი ერი გადაწყვეტს რომ გაამეფოს გედეონი, მარტო გედეონი კი არა მათი ძეებიც და ძეთა ძეებიც. გედეონი ამაზე უარს განაცხადებს. ხოლო ამ ხალხს ეტყვის: მე არ ვიხელმწიფებ თქვენზე არც ჩემი ძენი იხელმწიფებენ თქვენზე უფალი იხელმწიფებს თქვენზე. გედეონი ამ ხალხისგან მოითხოვს საყურეებს როდესც დაიხსნის ისრაელიანი ერი საყურეებს და ერთ ადგილზე შეაგროვებენ გამოვა წონით 1700 ოქროს შეკელი, გარდა იმ ნახევარმთავრეებისა რომელიც გედეონმა მიდიანელი მთავრების აქლემებს დახსნა. და ჩამოასხა გედეონმა ეფოდი, ოქროს ეფოდი ჩამოასხა მან და დადგა იგი თავის ქალაქში ყოფრაში. მეძაობდაო იქ მთელი ისრაელიანი ერი მის კვალზე და მახედ ექცა გედეონსა და მის სახლს. დამორჩილდა ისრაელიან ერს მიდიანელები და თავი აღარ წამოუყვიათ. და წავიდა იერუბაყალი იოაშის ძე თავის სახლში და დამკვიდრდა. გედეონს ყავდა 70 ძე. მაგრამ ამათგან მხოლოდ 3 არის ცნობილი ვინაიდან და რადგანაც წმ. წერილს მეტი არ აინტერესებს. ამ სამიდან ერთ–ერთი არის აბიმელექი რომელიც შექემელმა ხარჭამ გაუჩინა გედეონს. გედეონი ღრმა სიბერეში მიცვალება და დაიმარხება მისი მამის იოასის სამარხში, აბიყეზერის ყოფაში. როდესაც გედეონი აღესრულა მალევე გადაუხვია ისრაელიანმა ერმა უფლისკენ მავალი გზიდან და გაიხადეს ღმერთად ბაყალ–ბერითი და თაყვანისცემდნენ მას.

თბილისის სასულიერო სემინარია
საღვთისმეტყველო ფაკულტეტი
სტუდენტი; ირაკლი ასტამაძე.

თავშესაფარი ქალაქები.
როგორც მოგეხსენებათ თავშესაფარ ქალაქებზე თხრობა გვხვდება ისუ ნავეს ძის წიგნის მე–20 თავში. ზოგადად ეს თხრობა მარტივია,თავის შინაარსიდან გამომდინარე. აქ აქცენტი უნდა გავაკეთოთ იმ ქალაქებზე და იმ ადგილებზე სადაც უშვალოდ ეს ქალაქები იყო აშენებული. მაგრამ ვიდრემდე ამ საკითხის შესახებ დავიწყებდეთ საუბარს მანამდე ზოგადად ავღნიშნოთ თუ რა ფუნქციისა და შინაარსის მატარებელი იყო ეს ქალაქები. უფალი ელაპარაკება ისუს რომ დაიდგინონ ქალაქები მათ შორის, რათა უნებლიე მკვლელობის დროს საშვალება ჰქონდეს
,, მკვლელს’’ თავი შეაფაროს ამ ქალაქს რათა ცხელ გულზე უბედური შემთხვევით მოკლულის ახლობელმა არ იძიოს შური მასზე. უნებლიე მკვლელი გაიქცეოდა ხოლმე ამ ქალაქის კარიბჭესთან განაცხადებდა თავის ამბავს თუ რა შეემთხვა მას და უხუცესიც დააბინავებდა მას. მას ქონდა უფლება ეცხოვრა იქამდე სანამ ის თემის წინაშე არ წარსდგებოდა, ანდა სანამ მღვდელმთავარი არ მოკვდებოდა. მხოლოდ ამის შემდგომ შეეძლო მკვლელს თავის ქალაქში, თავის სახში დაბრუნება. ეს ქალაქები გამოყვეს: გალილეაში, ნაფთალის მთაში, ეფრემის მთაზე, ხებრონში და იუდას მთაში. ასევე ქალაქები გამოყვეს იორდანის გაღმა სულ 3 ქალაქი გამოყვეს და ესენია: ბეცერი; რამოთი და გოლანი. ამ ქალაქებში თავის შეფარება შეეძლო ყველა უნებლიე მკვლელს, მათ შორის იმ ხიზანთათვისაც იყო კარი ღია რომელნიც ისრაელიან ერში მკვიდრობდა.

თბილისის სასულიერო სემინარია
საღვთისმეტყველო ფაკულტეტი
სტუდენტი : ირაკლი ასტამაძე.

ისრაელიანი ერისთვის მიწების დანაწილება. ტომთა დამკვიდრების ზოგადი მიმოხილვა.
როგორც მოგეხსენებათ ისრაელიანი ერი როდესაც შედის აღთქმულ მიწაზე მათ უხდებათ ომი სხვა და სხვა ქალაქებთან, მაგრამ მაინც ძირითად მასას წარმოადგენენ ქანაანელები. რომლებსაც როგორც ვიცით ისრაელიანები ბოლომდე ვერ აყრიან (უფლის დაშვებით) მაგრამ აყრიან იმდენს რომ მათ დაიმკვიდრონ მის ნაცვლად. ზოგადად სამკვიდრებელი შეხვდება: იუდას, დანის, ბენიამინის, ეფრემის, მენაშეს, გადის, ნეფთალის, აშერის, რუბენის, ისიქარის ზაბულონის ტომებს. ხოლო ლევიანთა ტომს სამკვიდრო არ შეხვედრია რადგან უფალია მათი სამკვიდრო როგორც ამას მოსე ეუბნება აარონს მე ვარ შენი სამკვიდრო. შენი სამკვიდრებელი ჩემი წიაღია. მაგრამ როგორც ვიცით ლევიანებს გარკვეული მიწები გამოეყოთ როგორც საცხოვრებელად ასევე საძოვრებისთვის. მაგრამ ახლა უშვალოდ უნდა დავიწყოთ იუდას ტომით საუბარი ვინაიდან და რადგანაც იუდას ტომია სათავე სხვაგვარად რომ ვთქვათ ათვლის წერტილი ტომთა დამკვიდრებისა.1) იუდა რომლის ტომი 76 000 ათასი კაცისგან შედგებოდა.ეს ტომი იმთავითვე გამორჩეული იყო ვინაიდან და რადგანაც შემდგომ მაცხოვარი ამ შტოდან წამოვა. ამ ტომის ასევთქვათ კოლორიტი, გამოსული, ადამიანი იყო ქალებ იეფუნის ძე რომელსაც შეხვდება სამკვიდრო იუდას ტომში ეს არის ქალაქი ხებრონი, სადაც ჯერ კიდევ მკვიდრობდნენ ქანაანელები ამ ქანაანელებს აყრის ღოთონიელი რიგით პირველი მსაჯული და ქალებ იეფუნის ძის შვილის ყაქსას ქმარი. შემდეგ იმკვიდრებს 2)ეფრემის ტომი რომლის ხალხთა რაოდენობა შეადგენს 22000 კაცს. ეფრემის შემდეგ იმკვიდრებს 3)მანაშე რომლის ტომთა რაოდენობა შეადგენს 26 000 ათას კაცს. მენაშე და ეფრემი იმკვიდრებენ იუდას ჩრდილოეთ ნაწილში. შემდეგ იმკვიდრებს 4)ბენიამინი, ეს დამკვიდრება ხდება იუდასა და ეფრემის ტომთა შუაში. ამის შემდგომ იმკვიდრებს 5)სიმონი იუდას სამხრეთით ყველაზე ქვემოთ. სიმონის შემდგომ იმკვიდრებს 6)დანი. დანი მკვიდრდება 64 000 კაცით ეფრემსა და იუდას შორის ბენიამინის გვერდით. ძირითადი მასა ისრაელიანი ერისა დამკვიდრებულია მაგრამ ახლა დარჩა დასამკვიდრებელი ისიქარი, ზებულონი, ნეფთალი, აშერი, რუბენი, გადი და ლევი.

იხილეთ ისუ ნავეს ძის წიგნის,
მე–18 თავის 1–9 მუხლი.


თბილისის სასულიერო სემინარია
საღვთისმეტყველო ფაკულტეტი
სტუდენტი; ირაკლი ასტამაძე.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Nov 17 2013, 12:22 AM

azazeli
ჯიგარი ხარ ასტამ !

პოსტის ავტორი: azazeli თარიღი: Jan 13 2014, 03:33 PM

საღმრთო გამოცხადება ისუ–ნავეს ძესთან. მზადება იორდანის გადასალახავად.
ვიდრემდე აღნიშნული საკითხის შესახებ დავიწყებდეთ საუბარს მანამდე ჩვენ უნდა ვისაუბროდ ზოგადათ ისუ–ნავეს ძის წიგნის შესახებ. ხოლო ამის შემდეგ განვიხილოთ, ისუ–ნავეს ძე, როგორც პიროვნება და წინამძღოლი ისრაელიანი ერისა. ისუ –ნავეს ძის წიგნის შესახებ ძალიან შინაარსობრივად შეგვიძლია საუბარი მაგრამ, ახლა საუბარი უნდა დავიწყოთ იმ ძირითად საკითხებზე და დეტალებზე რომელსაც ისუ–ნავეს ძის წიგნი მოიცავს. ისუ–ნავეს ძის წიგნის დაწერის დროსა და ადგილზე სარწმუნო ცნობები არ არის შემორჩენილი. მხოლოდ და მხოლოდ შეგვიძლია ვივარაუდოთ რომ ისუ–ნავეს ძემ წიგნი დაწერა სიცოცხლის ბოლოს რადგანაც არც თუ ისე იშვიათად შენიშნავს ესა და ეს შემორჩა დღევანდლამდეო. ეს იმას ნიშნავს რომ იმ დროის მოვლენებსა და მის მიერ აღწერილს შორის მნიშვნელოვანი დრო არის გასული. წიგნის დაწერის ადგილი შეიძლება ყოფილიყო ქალაქი თიმნათსერახი რომელიც ღვთის განგებით საცხოვრებელად მისცეს ისუ–ნავეს ძეს ქანაანის მიწების დანაწილებისას. რაც შეეხება ისუ–ნავეს ძის წიგნის დაწერის მიზანს, იგი მდგომარეობს იმაში რომ მომავალი თაობისთვის შემონახულიყო ის საგმირო საქმენი რომელიც გადახდა ისრაელიან ერს მოსეს გარდაცვალების შემდგომ.ისუ–ნავეს ძის შესახებ შეგვიძლია ვთქვათ ის რომ, არსებობს მასზე სამი ტიპოლოგიური განმარტება. პირველი გახლავთ მათესეული, მეორე იოვანესეული და მესამე ფილონისეული (ფილონ ალექსანდრიელი) მათესეული ტიპოლოგიური განმარტების თანახმად ისუ– ნავეს ძე გახლავთ სახე სიმბოლო მაცხოვრისა.ჩვენ ვიცით რომ ისუ ნავეს ძემ დაანგრია ქანაანის ქალაქები და ეს არის წინასახე ამ ტიპოლოგიით მაცხოვრის მიერ ბოროტების დანგრევისა. მეორე გახლავთ იოვანესეული ტიპოლოგიური განმარტება რომლის თანახმად ისუ ნავეს ძე არის მაცხოვრის სიმბოლო და ის როდესაც იორდანეს გადალახავს არის ნათლობის სიმბოლოს წინასახე. და მესამე გახლავთ ფილონისეული ტიპოლოგიური განმარტება.ამ მამას აქვს ფსიქოლოგიური ხედვა, რომ, ისუ ნავეს ძე და მთელი ისრაელი იმარჯვებს მაშინ, როცა მისი წინამძღვარია ისუ ნავეს ძე ე.ი. სული იმარჯვებს მაშინ როცა მისი წინამძღვარია მაცხოვარი.
უფლის მორჩილის მოსეს სიკვდილის შემდგომ უთხრა უფალმა ისუ–ნავეს ძეს მოსეს მსახურს. მოკვდა ჩემი მორჩილი მოსე და ახლა დრო დადგა რათა გადალახო მთელი ერითურთ ეს იორდანე და დაიმკვიდრო ის მიწები რომლებიც თქვენ ისრაელიანებს მოგეცით. ვერავინ დაგიდგება წინ მთელი შენი სიცოცხლე, როგორც მოსესთან ვიყავი ისე ვიქნები შენთან არ გამოგეცლები და არ მიგატოვებ. გამაგრდი და მტკიცედ სდექ რადგანაც შენ უნდა დაუმკვიდრო ამ ხალხს ის მიწა რომლის მიცემასაც მათ მამა–პაპას აღვუთქვი. ნუ გაქრება რჯულის ეს სიტყვები შენი ბაგეებიდან. ფიქრობდე დღე და ღამე მასზე, რადგანაც მაშინ წარგემართება ხელი როდესაც არ გადაუხვევ გზიდან არც მარცხნივ და არც მარჯვნივ. არამედ ივლი შუაში სამეუფო გზაზე. ანუ რჯულის აღსრულება და სამეუფო გზაზე სიარული არის გარანტი იმისა რომ ამ ერს ექნება წინსვლა და წარმატება. უბრძანა იესომ რჯულკაცებს: მოიარეთ ბანაკი და გამოუცხადეთ ხალხს, გაიმზადეთ–თქო საგზალი რადგანაც სამი დღის შემდგომ უნდა გადავლახოთ ამ იორდანის გაღმა. რუბენიანელებს, გადელებს და მენაშეს შტოს ნახევარს ასე უთხრა ასე გაახსენა იესომ: გაიხსენეთ სიტყვა რომელიც გამოგიცხადათ მოსემ. ეს იყო სიტყვა (გნებავთ კურთხევა) რომ ამ 2,5 ტომ ნახევარს დანარჩენ ისრაელიანებთან ერთად უნდა გადაელახა იორდანე ხოლო თავიანთი შვილები ცოლები და საქონელები დაეტოვებინათ იორდანის გადმოღმა აეყარათ უცხო ტომელები, რომლის ძირითადი მასა იყო ხივიელები, იებუსეველები, გირგაშეველები, ქანაანელები ფერიზეველები. პასუხად უთხრეს იესოს: ყველაფერს გავაკეთებთ რასაც გვიბრძანებ, როგორც მოსეს ვუჯერებდით შენც ისე დაგიჯერებთ, ოღონდ უფალი შენი ღმერთი იყოს შენთან როგორც მოსესთან იყო.

აღთქმული მიწის ხელახალი დაზვერვა და მეძავი რახაბი.
როგორც მოგეხსენებათ იორდანის გადალახვა ასე ერთი ხელისმოსმით არ ხდება და ეს რაღაც გარკვეულ პროცესებთან არს დაკავშირებული და ეხლა რაზეც უნდა დავიწყოთ საუბარი ერთგვარი შემავალი ნაწილია იმ პროცესებისა რასაც საბოლოვო ჯამში იორდანის გადალახვა უნადა მოჰყვეს. ისუ ნავეს ძე შიტიმიდან ფარულად გზავნის ორ მსტოვარს, რათა დაზვერონ ქალაქი და იერიხონი. როდესაც ისინი ამ დაზვერვით ღონისძიებებს ატარებენ დამკვიდრდებიან მეძავი რახაბის სახში. შეიტყობს იმ მხარის მეფე რომ ისრაელიდან ხალხი მოსულა იერიხონის დასაზვერად და რომ ისენი მეძავი რაქაბის სახში მკვიდრობენ. გაგზავნის მეფე თავის მსახურთ რათა გამოითხოვოს მეძავი ქალის სახლიდან ეს ადამიანები. როდესაც მივლენ გაიმართება დიალოგი რაქაბსა და მსახურებს შორის. გავიგეთ რომ მსტოვრები მოვიდნენ შენთან სასწრაფოოდ გადმოგვეცი ისინი. რაქაბი პასუხობს კი, ნამდვილად იყო ჩემთან ორი ადამიანი მაგრამ მათი არც ვინაობა ვიცი და არც სადაურობა მწუხრისას კარიპჭე რომ იხურებოდა მაშინ წავიდნენ თუ იჩქარბთ აუცილებლად დაეწევით მას. მსახურებიც გაემართებიან რათა მსტოვრები მოძებნონ. რაქაბი ადის მეორე სართულზე სადაც ეს ადამიანები მკვიდრობდნენ და უთხრა მათ:მე კარგად ვიცი რომ უფალმა თქვენმა ღმერთმა მოგცათ ეს ქვეყანა, თქვენმა შიშმა მოგვიცვა ყველა, ამ ქვეყნის მკვიდრნი შეძრწუნებულები არიან თქვენს წინაშე. რადგანაც გვსმენია თუ როგორ ამოაშრო უფალმა მეწამული ზღვა როდესაც გამოგიყვანათ უფალმა ეგვიპტის ტყვეობისაგან. ისიც კარგად გვსმენია თუ რა დამართა იმ ორ ამორეველ მეფეს. თქვენი ღმერთი, ღმერთია მაღლა ცაში და დედამიწაზე. ახლა კი დამიფიცეთ უფალი რომ როგორც მე გიყავით სიკეთე თქვენც ისევე უყოფთ მამაჩემის სახლს სიკეთეს როდესაც უფალი თქვენი ღმერთი აგაღებინებთ მას. მიუგეს კაცებმა: როდესაც უფალი ჩაგვიგდებს ხელში ამ ქვეყანას ჩვენს სიყვარულსა და ერთგულებას დაგიმტკიცებთ. სარკმლიდან თოკი ჩაუშვა ქალმა და ამ თოკის მეშვეობით მსტოვრები, რადგანაც გალავანში ცხოვრობდა იგი. ქალმა უთხრა სამი დღე დაიმალეთ მთაში რათა მდევრებს არ გადააწყდეთ სადმე მერე კი ისევ უკან დაბრუნდით. მსტოვრებმა მიუგეს: ეს მეწამური თოკი სარკმელზე გქონდეს გამობმული მაშინ როდესაც უფალი აგვაღებინებს ამ ქალაქს. თუ შენი სახლეულიდან ვინმე გამოვა მაშინ თავისუფალნი ვართ შენი ფიცისგან ხოლო თუ არავინ გამოვა და მაინც შეგეხებბათ მახვილი თქვენი სისხლი იყოს ჩვენ ზედა. სამი დღე დაჰყოფენ მთაში მსტოვრები მერე კი უკან შიტიმში დაბრუნდებიან და მოახსენებენ ყოველივეს ისუ–ნავეს ძეს რაც მათ გადახდათ თავს

ისრაელის მიერ იორდანის გადალახვა. აღთქმულ ქვეყანაში შესვლა.
ნელ–ნელა უახლოვდება ისუ–ნავეს ძე და მასთან ერთად მთელი ისრაელიანი ერი იმ მიზანს რომ გადალახონ იორდანე და შევიდნენ აღთქმულ მიწაზე. რაც გამოიხატება შემდეგში. ისუ–ნავეს ძე და მთელი ისრაელიანობა დაიძრება შიტიმიდან და დაბანაკდება იორდანის მისადგომებთან, და იქ დაიღამეს ვიდრე გაღმა გადავიდოდნენ. სამი დღის შემდგომ მოიარეს ხალხის გამრიგეებმა ბანაკი და გამოუცხადეს ხალხს: როდესაც დაინახავთ ლევიან მღვდებს რომლებსაც აღთქმის კიდობანი მოაქვთ გაატარებთ და გაჰყვებით უკან. ორიათასი წყრთა უნდა იყოს თქვენსა და ლევიან მღვდლებს შორის დაშორება ვინაიდან და რადგანაც ეს გზა უცხოა თქვენთვის რადგან ამ გზით არც გუშინ და არც გუშინ წინ არ გივლიათ. უთხრა იესომ ერს: განიწმინდენით რადგან ხვალ უფალი მოიმოქმედებს სასწაულს თქვენში. ამის შემდგომ ისუმ მიმართა მღვდლებს; იტვირთეთ აღთქმის კიდობანი და გეზი აიღეთ იორდანისკენ როდესაც მიუახლოვდებით მას შეჩერდით. უთხრა იესომ ირაელიანებს: ახლა მოდექით და ისმინეთ უფლის სიტყვა. ამ სასწაულის შემდგომ იხილავთ რომ უფალი ჩემთანაა და თითოეულ თქვენგანთან. რადგან იგი აყრის უცხოტომელებს აღთქმული მიწიდან: ქანაანელებს, ფერიზეველებს, გირგაშეველებს, ხივიელებს და იებუსეველებს. ახლა კი ამოირჩიეთ 12 კაცი თითო კაცი თითო ტომიდან, რადგან ლევიანი მღვდლები როგორც კი ფეხს ჩადგავენ იორდანეში მაშინვე შეჩერდება წყალი და გადავა ისრაელიანი ერი მშრალზე. (აქ აღსანიშნავია ერთი ფაქტი რომ ისრაელიანი ერი იორდანეს ლახავს რწმენით, რადგანაც უფალი ეუბნება მათ რომ გაჩერდება, მერე კი არ ჩადგავენ ლევიანი მღვდლები წყალში ფეხს, არამედ ჯერ ჩადგავენ და მერე გაჩერდება. ამგვარი დამოკიდებულება ლევიანების რწმენასა და სულიერ ამაღლებულობაზე მიუთითებს) ხოლო იორდანე როგორც წმინდა წერილი აღნიშნავს ერთ კედლად აღიმართაო ხოლო როგორც ორიგენე განმარტავს თივის ზვინივით ზე არიმართაო. ახლა იმ 12 კაცს, თითო ტომის თითო წარმომადგენელს ევალებოდა რა, იორდანის შუაგულიდან ამოეღოთ ქვები და დაეწყოთ იმ იორდანის სათავეში სადაც შემდგომში დაბანაკდებიან და ღამეს გაათევენ. ასევე 12 ქვა ისუმ დააწყობინა იმ ადგილას სადაც ლევიან მღვდლებს ფეხის ტერფები ედგა. (მაგრამ როდესაც იორდანის წყლები დაიწყებდა სვლას ამ ქვებს ხომ წაიღებდა? ამიტომ გვაქ გარდამოცემა იმის შესახებ რომ ეს ქვები არა უშვალოდ იორდანის შაგულში ეწყო არამედ მის ნაპირას.) უფლის კიდობნის მტვირთველი მღვდლები იმ დრომდე იორდანეში იდგნენ სანამ მთელმა ისრაელმა არ გადალახა იორდანე. ახლა ჯერი მიდგა მღვდლებზეც რომელთაც მიეცემათ კურთხევა წყლიდან ამოსვლისა. რაჟამს ამოვლენ ლევიანნი მღვდლები წყლიდან მაშინვე იწყებს წყალი აჩქარებით დინებას. (არსებობს გარდამოცემა იორდანის გაჩერებასთან დაკავშირებით. ამგვარი ფაქტი მოხდა ორჯერ პირველად 1267 წელს და 1927 წელს ორივე მიზეზი იყო მიწისძვრა. რადგანაც მასიური კლდები მოწყდება და ჩახერგავს იორდანეს. ერთ შემთხვევაში 24 საათი მეორე შემთხვევაში 21 საათი დაჭირდა წყალს რათა გამოეკვლია და თავისი გზა.ზოგიერთები ამბობენ რომ ამ შემთხვევაშიც მიწისძვრა მოხდა და ჩაიხერგა გზა მაგრამ წმ. წერილი არანაირ მიწისძვრაზე არ საუბრობს. აქედან გამომდინარე უნდა ვაღიაროთ ისე როგორც ამას წმ. წერილი მოგვითხრობს.) ის თორმეტი ქვა იორდანიდან რომ წამოიღეს გილგალში დააწყობინა იესომ. ნიშნად იმისა რომ უფალმა გადმოიყვანა მშრალზე. როდესაც შვილიშვილები და შვილთაშვილები გეტყვიან რა ქვებიაო ეს უნდა მიუგოთ და უთხრათ ეს არის ქვები ნიშნად იმისა რომ უფალმა მშრალზე გადმოგვალახინა.

იერიხონის აღება.
ახლა რომელი ამბის შესახებაც უნდა დავიწყოთ საუბარი გახლავთ ისუ–ნავეს ძის წიგნის რიგით მე–6 თავში მოთხრობილი. ეს გახლავთ იერიხონის აღება. ისრაელიანმა ერმა რწმენით გადალახა იორდანე, ახლა ამავე რწმენითვე აიღებს იგი იერიხონს. ჩაიკეტა იერიხონი და ჩაკიტილი იყო იგი, ვერავინ შედიოდა და ვერავინ გამოდიოდა იქიდან. ჩაიკეტა იერიხონი ნიშნავს საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა იერიხონში. უთხრა უფალმა ისუს: დამაცადე ხელში ჩაგიგდებ მთელ ამ იერიხონს. ახლა როგორი სტრატეგიით უნდა აეღო ისრაელიან ერს იერიხონი. ლევიან მღვდლებს უნდა ეტვირთათ აღთქმის კიდობანი რომელთაც აუცილებლად წინ უნდა წარძღომოდა ლევიანი მღვდლები ბუკებით. დაერტყათ წრე მდუმარებით იერიხონისთვის და დაბრუნებულიყვენ ბანაკში. ეს მეორდებოდა 7 დღის განმავლობაში, დაარტყავდნენ წრეს ბრუნდებოდნენ ბანაკში იძინებდნენ.დაარტყავდნენ იძინებდნენ. ხოლო რაც შეეხება მე–7 დღეს აქ სხვაგვარად გვაქ საქმე აქ ისრაელიანი ერი 7–გზის არტყავს წრეს რასაც უფლის უშვალო მითითები მოჰყვება. შემდგ დააყვირებენ ლევიანი მღვდლები ბუკებს და მთელი ისრაელიანი ერი დასცემს ყიჟინას. მთელი იერიხონის კედლები, გალავანი ჩამოიქცევა და დაინგრევა. მაგრამ აქ უნდა აღინიშნოს ერთი რამ რომ იერიხონი მორალურად უკვე დაცემული და განადგურებულია. და ახლა ზუსტად მათ სულიერ დაცემას ფიზიკური განადგურებაც მოჰყვება. ახლა ეს ქალაქი დარისხებულია, რას ნიშნავს დარისხებულია იგი აუცილებლად უნდა დაიწვას, ხალხი ბავშვები საქონელი, ქალები უნდა განადგურდნენ ხოლო ოქრო, ვერცხლი, ძვირფასეულობა, და ძვირფასი ნაჭრები უფლის კიდობნისთვის შეიწიროს. ყველაფერი იმ ფორმულირებით იმ სტრატეგიით მიმდინარეობს როგორი სტრატეგიითაც უნდა მიმდინარეობდეს. ახლა ისუ აგზავნის იმ ორ მსტოვარს რომლებიც შეიფარა რაქაბმა, აგზავნის და ეუბნება წადი და მოიყვანეთ რაქაბი და მთელი მისი სახლეული მივიდნენ და გამოიყვანეს მსტოვრებმა ის და მთელი მისი სახლეული და ბანაკის გარეთ დააყენეს. ხოლო ქალაქი გადაწვეს. მაშინ დაიფიცა იესომ რომ წყეული იყოს ის კაცი უფლის წინაშე ვინც ააშენოს ეს ქალაქი და დააფუძნოს თავის პირმშოზე.
მიწების დანაწილება
და აი ახლა ჯერი მიდგება ისრაელიანი ერისთვის მიწების დანაწილებაზე. ისუ ნავეს ძე, ასრულებს ეპოქას. იგი აკეთებს ასეთ რამეს მან უნდა დაუნაწილოს მიწა ისრაელს.მოსეს და ისუს მისია არ იყო მხოლოდ ამ ხალხის ეგვიპტიდან გამოყვანა. მათ უნდა მიეყვანათ აღთქმულ მიწამდე და დაემკვიდრებინათ იქ აუცილებლად. ისუ ნავეს ძე ამას ვერ მოესწრება. ვერც ქანაანის ბოლომდე აღებას მოესწრება.ისუ ნავეს ძე დაიწყებს მიწების დანაწილებას.და ეს მიწების დანაწილება ხდება შემდეგი ფორმულირებით: ორი თასი დაიდგმება ერთ თასში იქნება მიწების სახელწოდებები ჩაყრილი, ხოლო მეორე თასში 12 ტომის სახელი, ტომის სახელს ისუ ამოიღებდა, წაიკითხავდა, გამოვიდოდა იმ ტომის უხუცესი, ეს უხუცესი ამოიღებდა მეორე თასიდან იმ მიწის სახელწოდებებს რომელიც მის ტომს ერგებოდა. თუ თითოეულს რამდენი ქალაქი უნდა რგებოდა ამას თავად ადგენდნენ ტომები, შიგნით. ეს რათქმაუნდა დამოკიდებული იყო ტომის რიცხოვნობაზეც. ყველაზე დიდი ტომი აღმოჩნდა იუდასი, დასავლეთ იორდანიაში. ხოლო მანასეს ტომი რომელიც გაყოფილი იყო, გაცილებით უფრო დიდი იყო რიცხობრივად. ყველაზე პატარა იყო ბენიამინის ტომი როგორც ძმებში ყველაზე პატარა.
როგორც მოგეხსენებათ ისრაელიანი ერი როდესაც შედის აღთქმულ მიწაზე მათ უხდებათ ომი სხვა და სხვა ქალაქებთან, მაგრამ მაინც ძირითად მასას წარმოადგენენ ქანაანელები. რომლებსაც როგორც ვიცით ისრაელიანები ბოლომდე ვერ აყრიან (უფლის დაშვებით) მაგრამ აყრიან იმდენს რომ მათ დაიმკვიდრონ მის ნაცვლად. ზოგადად სამკვიდრებელი შეხვდება: იუდას, დანის, ბენიამინის, ეფრემის, მენაშეს, გადის, ნეფთალის, აშერის, რუბენის, ისიქარის ზაბულონის ტომებს. ხოლო ლევიანთა ტომს სამკვიდრო არ შეხვედრია რადგან უფალია მათი სამკვიდრო როგორც ამას მოსე ეუბნება აარონს მე ვარ შენი სამკვიდრო. შენი სამკვიდრებელი ჩემი წიაღია. მაგრამ როგორც ვიცით ლევიანებს გარკვეული მიწები გამოეყოთ როგორც საცხოვრებელად ასევე საძოვრებისთვის. მაგრამ ახლა უშვალოდ უნდა დავიწყოთ იუდას ტომით საუბარი ვინაიდან და რადგანაც იუდას ტომია სათავე სხვაგვარად რომ ვთქვათ ათვლის წერტილი ტომთა დამკვიდრებისა.1) იუდა რომლის ტომი 76 000 ათასი კაცისგან შედგებოდა.ეს ტომი იმთავითვე გამორჩეული იყო ვინაიდან და რადგანაც შემდგომ მაცხოვარი ამ შტოდან წამოვა. ამ ტომის ასევთქვათ კოლორიტი, გამოსული, ადამიანი იყო ქალებ იეფუნის ძე რომელსაც შეხვდება სამკვიდრო იუდას ტომში ეს არის ქალაქი ხებრონი, სადაც ჯერ კიდევ მკვიდრობდნენ ქანაანელები ამ ქანაანელებს აყრის ღოთონიელი რიგით პირველი მსაჯული და ქალებ იეფუნის ძის შვილის ყაქსას ქმარი. შემდეგ იმკვიდრებს 2)ეფრემის ტომი რომლის ხალხთა რაოდენობა შეადგენს 22000 კაცს. ეფრემის შემდეგ იმკვიდრებს 3)მანაშე რომლის ტომთა რაოდენობა შეადგენს 26 000 ათას კაცს. მენაშე და ეფრემი იმკვიდრებენ იუდას ჩრდილოეთ ნაწილში. შემდეგ იმკვიდრებს 4)ბენიამინი, ეს დამკვიდრება ხდება იუდასა და ეფრემის ტომთა შუაში. ამის შემდგომ იმკვიდრებს 5)სიმონი იუდას სამხრეთით ყველაზე ქვემოთ. სიმონის შემდგომ იმკვიდრებს 6)დანი. დანი მკვიდრდება 64 000 კაცით ეფრემსა და იუდას შორის ბენიამინის გვერდით. ძირითადი მასა ისრაელიანი ერისა დამკვიდრებულია მაგრამ ახლა დარჩა დასამკვიდრებელი ისიქარი, ზებულონი, ნეფთალი, აშერი, რუბენი, გადი და ლევი.

2,5 ტომის მიერ ნიშის აგება.
ის ლაშქარი ანუ 2,5 ტომის რომელნიც გადმოყვნენ სხვა ტომებს, მიიღეს უფლება, რომ დაუბრუნდნენ ოჯახებს ანუ გადაკვეთონ უკან იორდანე, და წავლენ ისინი. ჩვენ გვახსოვს იორდანის გადმოკვეთისას გილგალთან დადეს ქვები ისრაელიანებმა, ამბავი მოუვა ისუს სილუამში და უხუცესებს რომ აი იმ ლაშქარმა რაღაცა დიდი წამომართა ქვების გროვისაგან. ისუ ნავეს ძე, კატეგორიულად მოითხოვს შეიკრას ლაშქარი და გაილაშქრონ ამ 2,5 –ის წინააღმდეგ. ისინი დაეჭვდნენ, აქაც ხომ არ გაჩნდა კიდევ ერთი სალოცავი ადგილიო. ჩვენ ვიცით რომ ამ დროს სილოამში იყო კიდობანი და სჯულის მიხედვით ტაძარი შეიძლებოდა მხოლოდ ერთი ყოფილიყო შესაბამისად ისუ ნავეს ძე ფრთხილობს სადმე კიდევ არ აღმოჩნდეს კერპი ამით შეიძლებოდა ისრაელში შემოსულიყო ფიქრი იმის შესახებ რომ,იქ მყოფი ღმერთი და აქ მყოფი ღმერთი ერთია. არამედ ესეც ღმერთია და იქ მყოფი ღმერთი კიდევ სხვა ღმერთია. ანუ სხვაგვარად რომ ვთქვათ აქ (მრავალღმერთიანობაზე გვაქ საუბარი. რაც შემდგომში არ გამართლდება)ისუ ნავეს ძე ჯერ დელეგაციას გაგზავნის გილგალთან. რომელნიც ეტყვიან თუ რატომ გააკეთეს, ეს ხომ არ შეიძლება რატომ განარისხებთ უფალს. წმ. წერილში წერია, რომ იმათი მხრიდან არ ჩანს უხუცესები, ჯარი პასუხობს საოცარ რამეს, ეს რა არის იცითო? მდინარე რომ გადმოლახეთ და ეს აქ დაალაგეთ რის ნიშნათ დაალაგეთ? თქვენი შვილები რომ გვეტყვიან რა არის ესო ხომ უნდა ვუპასუხოთო. მდინარის გადმოლახვის შესახებ თქვენმა შვილებმა ჩვენს შვილებს, რომ არ უთხრან წილი არ გიდევთო, ეს იყოს ნიშანი იმისა, რომ ჩვენი შვილები ისეთივე ისრაელიანები იქნებიან როგორიც თქვენი შვილები.ჩვენი შვილების ღმერთი ის ღმერთი იქნება, რომელიც კიდობანშია ეს არის ნიშანი იმისა რომ ჩვენ გვყავს ის ღმერთი. რომელიც მოსემ მოგვცა იმ რჯულის შვილები ვართ რომელიც მოსემ გადმოგვცა რომ ჩვენ მართალია იქითა ნაპირზე გადავდივართ, მგარამ სხვბი არ ვართ ისრაელიანები ვართ ჩვენ. ეს იმდენათ სამართლიანი და გასაოცრად დიდი პასუხი იყო რომ ყველამ ადიდა უფალი. ეს თაობა არის საოცარი თაობა და ამიტომაც ეს თაობა ომს ომზე იგებს.
თავშესაფარი ქალაქები.
როგორც მოგეხსენებათ თავშესაფარ ქალაქებზე თხრობა გვხვდება ისუ ნავეს ძის წიგნის მე–20 თავში. ზოგადად ეს თხრობა მარტივია,თავის შინაარსიდან გამომდინარე. აქ აქცენტი უნდა გავაკეთოთ იმ ქალაქებზე და იმ ადგილებზე სადაც უშვალოდ ეს ქალაქები იყო აშენებული. მაგრამ ვიდრემდე ამ საკითხის შესახებ დავიწყებდეთ საუბარს მანამდე ზოგადად ავღნიშნოთ თუ რა ფუნქციისა და შინაარსის მატარებელი იყო ეს ქალაქები. უფალი ელაპარაკება ისუს რომ დაიდგინონ ქალაქები მათ შორის, რათა უნებლიე მკვლელობის დროს საშვალება ჰქონდეს
,, მკვლელს’’ თავი შეაფაროს ამ ქალაქს რათა ცხელ გულზე უბედური შემთხვევით მოკლულის ახლობელმა არ იძიოს შური მასზე. უნებლიე მკვლელი გაიქცეოდა ხოლმე ამ ქალაქის კარიბჭესთან განაცხადებდა თავის ამბავს თუ რა შეემთხვა მას და უხუცესიც დააბინავებდა მას. მას ქონდა უფლება ეცხოვრა იქამდე სანამ ის თემის წინაშე არ წარსდგებოდა, ანდა სანამ მღვდელმთავარი არ მოკვდებოდა. მხოლოდ ამის შემდგომ შეეძლო მკვლელს თავის ქალაქში, თავის სახში დაბრუნება. ეს ქალაქები გამოყვეს: გალილეაში, ნაფთალის მთაში, ეფრემის მთაზე, ხებრონში და იუდას მთაში. ასევე ქალაქები გამოყვეს იორდანის გაღმა სულ 3 ქალაქი გამოყვეს და ესენია: ბეცერი; რამოთი და გოლანი. ამ ქალაქებში თავის შეფარება შეეძლო ყველა უნებლიე მკვლელს, მათ შორის იმ ხიზანთათვისაც იყო კარი ღია რომელნიც ისრაელიან ერში მკვიდრობდა.
ქალებ იეფუნის ძე და მათი სამკვიდრო.
ქალებ იეფუნის ძე რომელიც ისუ ნავეს ძესთან ერთად იყო, მოითხოვს ისუსგან ქებრონს, ეს არის ჯერ კიდევ აუღებელი ქალაქი. ქალებ იეფუნის ძე დადებს ასეთ პირობას, ვინც აიღებს ამ ქალაქს ჩემს ქალიშვილს მივათხოვებო.ქალების ქალიშვილების შერთვა არ იქნებოდა ურიგო, რადგან იგი იყო დაწინაურებული აზნაური, ასე რომ ვსთქვათ შერავა მოხდებოდა მისი იმჟამინდელ ინტელიგენციაში.ამიტომ ყველასათვის მისაღები იქნებოდა ეს პირობა. ქებრონი წარმოადგენდა სტრატეგიულად მნიშვნელოვან ადგილს, ამიტომაც მოექცა ქალების ყურადღების ქვეშ. ქალებ იეფუნის ძე თავის ძმიშვილს ლოთონიელს მისცემს უფლებას რომ აიღოს ქებრონი.აიღებს იგი ქებრონს, შესაბამისად ლოთონიელი ბიძაშვილს მოიყვანს ცოლად. ლოთონიელი გახლავთ იუდას ტომიდან. ისუ ნავეს ძე გარდაიცვლება მისი საფლავი ცნობილია იგი ეფრემის მთებში დაიკრძალება. ისუ ნავეს ძის გარდაცვალება საკმაოდ განსხვავებულია მოსესგან, მოსე მანამ არ გავიდა ამ ქვეყნიდან სანამ მისი საქმის გამგრძელებელი არ დატოვა. მთელი ცხოვრება ისუ ნავესმა სამომავლო საქმე აკეთა. ქანაანი უკვე ისრაელისაა, მიწები უკვე დანაწილებულია. ისუ ნავეს ძით იწყება ეპოქა რომელიც გულისხმობს ხეტიალს, მოდის ეპოქა როდესაც იწყება მკვიდრობის, დასახლების ეპოქა.ამ მომავალ ეპოქას ეწოდება მსაჯულთა ეპოქა და პირველი მსაჯული იქნება ლოთომიელი. ისუ ნავეს ძე გარდაიცვალა 110 წლისა, მის საფლავზე მზე იყო გამოქანდაკებული და ის დანები დაწყობილი რომლითაც მან აღასრულა ისრაელიანი ერის წინადაცვეთა.

ისუ ნავეს ძის გამოთხოვება ხალხთან და მისი ანდერძი.
ახლა ნელ–ნელა ჩვენ უნდა დავიწყოთ თხრობა იმის შესახებ თუ როგორ ეთხოვება ისუ ნავეს ძე ხალხს. ისუ ნავეს ძის გამოთხოვება ხალხთან მოხდება მაშინ როდესაც უფალი მოასვენებს ისრაელს ბრძოლებისაგან. როგორც ძვ. აღთქმის წმ. წერილი მოგვითხრობს მოხუცდა და ხანში შევიდაო იესო, მოუხმობს იგი მთელ ისრაელს მის მთავრებს, მსაჯულებს და დაიწყებს ამ ხალხის შეგონებას და თხრობას იმის შესახებ თუ როგორ გამოიყვანა უფალმა ისრაელიანი ერი ეგვიპტიდან, როგორ გადმოალახინა ჯერ მეწამური ზღვა, შემდგომ მთელი ეს იორდანე, როგორ შემოიყვანა აღთქმულ მიწაზე, დაიწყებს და მოყვება მთელ ამ ამბავს. ახსენებს თუ როგორ აყარა უფალმა სხვადასხვა ტომის წარმომადგენლები. უფალი იქნება თქვენთან და თქვენც იქნებით უფალთან შეიყვარეთ ის და მიეწებეთ მას. არ გადაუხვიოთ არც მარცხნივ და არც მარჯვნივ, არ დაივიწყოთ მოსეს რჯული და არ მოიშოროთ იგი თქვენი ბაგეებიდან. თუკი უფალთან იქნებით და თუკი უფალი იქნება თქვენთან 1 კაცი 1 000 განდევნის რადგან უფალია თქვენთან. აჰა მე გამცენით ყოველივე რაც უფალმა გამცნოთ თქვენ კარგად უწყით ის წყალობა რომელიც უფალმა მოგცათ თქვენ. ასევე მოგივლენთ უფალი განსაცდელს თუ გადაუხვევთ მისი გზიდან და მოიშორებთ მის აღთქმას თქვენი ბაგეებიდან.
ახლა უკვე ვიწყებთ საუბარს ისუ ნავეს ძის ანდერძისა და სიკვდილის შესახებ. შეკრიბავს ისუ ნავეს ძე შექემში მთელ ისრაელს, უხუცესებს, მთავრებს, მსაჯულებს და იწყებს საუბარს:აბრაამიდან თუ როგორ გამოიყვანა იგი ქალდეველთა ურიდან როგორ ჩაიყვანა ხარანში სიქემში როგორ მოატარა მთელი ეს ადგილები როგორ გაუმრავლა თესლი შემდეგ იწყებს საუბარს და ამბობს: უფალმა თქვენმა ღმერთმა გამოგიყვანათ ეგვიპტის ტყვეობიდან, ეგვიპტის მონობიდან, გადმოგალახინათ მეწამული ზღვა მაგრამ ვიდრემდე მეწამულ ზღვას გადმოგალახინებდათ მან გვემა ფარაონი და მთელი მისი სახლეული სასჯელებით. და ერთი სიტყვით იწყებს თხრობას აბრაამიდან და და იხსენებს მთელ იმ მოვლენებს რომელსაც ადგილი ქონდა ისრაელის ცხოვრებაში. შემდეგ იხსენებს იორდანის გადმოლახვას წინადაცვეთას პასექის აღსრულებას იერიხონის აღებას. თქვენ მოგცათ უფალმა ზეთისხილის ბაღები, ვენახები რომლებიც არ გაგიშენებიათ თქვენ უფალმა მოგცათ ის მიწა რომელიც არ დაგიბარიათ თქვენ, უფალმა დაგამკვიდრათ იმ ქალაქებში რომლებიც არ გაგიშენებიათ თქვენ. ახლა კი გადაწყვიტეთ ვის გინდათ ემსახუროთ, ბაალებსა და ყაშთორეთელებს, ცრუ ღმერთებს თუ უფალს რომელმაც გამოგიყვანათ თქვენ ეგვიპტის ტყვეობიდან? ხოლო ხალხმა ერთხმად მიუგო უფალს გვინდა ვემსახუროთ, ჩვენ გამომყვანებელს ეგვიპტის ტყვეობიდან. და უთხრა იესომ ხალხს; თქვენ თავად ხართ მოწმენი იმისა რომ ირჩევთ უფლის მსახურებას. და ხალხმაც მიუგო ერთხმად:მოწმენი ვართ. და უთხრა იესომ ხალხს აჰაა ეს ქვა იყოს ჩვენს შორის მოწმე რადგანაც მან მოისმინა ყოველი სიტყვა რომელიც უფალმა გვითხრა ჩვენ. გაისტუმრა ისუმ ხალხი ყველა თავ–თავიანთ სამკვიდროში, ხოლო თვითონ აღესრულა. ისუ ნავეს ძე აღესრულა 110 წლისა. იგი დაკრძალეს თიმნათ–ცერახში. არის გარდამოცემა იმასთან დაკავშირებით რომ იესოს საფლავზე მზე არის ამოქანდაკებულიო ასევე არის გარდამოცემა იმასთან დაკავშირებით რომ ისუ ნავეს ძის საფლავზე დააწყვეს ის კაჟის ქვის დანები რომლითაც მან გილგალში წინადაცვეთა აღასრულა. და ისრაელის ძეებმა იოსების ძვლები რომლებიც ამოიტანეს ეგვიპტიდან დაკრძალეს შექემში.

თბილისის სასულიერო სემინარია
საღვთისმეტყველო ფაკულტეტი
სტუდენტი: ირაკლი ასტამაძე.

პოსტის ავტორი: azazeli თარიღი: Jan 13 2014, 03:51 PM

იუდა ებრძვის ქანაანელთ.
როგორც მოგეხსენებათ ისრაელიან ერს წინამაძღვრობდა ისუ ნავეს ძე მაგრამ ახლა ისუს გარდაცვალების შემდგომ ისრაელიანი ერი დარჩა წინამძღვრის გარეშე და მათ უწევთ დამოუკიდებლად რაღაც–რაღაც საკითხების გადაჭრა. მაგრამ ისრაელიან ერს ისუს გარდა წინამძღვრობდა ვინ?ყოვლადძლიერი ღმერთი და ახალ სწორედ ისუს გარდაცვალების შემდგომ მიმართავს ისრაელიანი ერი ღმერთს: ვინ წარგვიძღვება ქანაანზე საბრძოლველად ? და ქანაანელებთან საბრძოლველად ღმერთი გამოარჩევს იუდას ტომს, იუდას ტომი მის მოძმე სიმონის ტომს სთხოვს დახმარებას და ეტყვის რომ გამოყვეს მის წილხვდომში საბრძოლველად, ხოლო როდესაც გაიმარჯვებს, შემდგომ ის გაყვება მის წილხვდომში საბრძოლველად. დათანხმდა სიმონი, და გამართეს ბრძოლა ქანაანელებთან და ფერიზეველებთან ბეზეკში სადაც ათი ათასი კაცი მოსრეს. ბეზეკში ომის დროს ისინი გადააწყდნენ ადონი–ბეზეკს რომელიც გაექცათ მათ მაგრამ დაეწია იუდას და სიმონის ტომი და შეიპყრეს იგი. მას დააჭრეს ხელისა და ფეხის ცერები. და თქვა ადონი–ბეზეკმა: როგორც მე ვაკეთებდი სწორედ ისე მომაგო მე ღმერთმაო. და წაიყვანეს ის იერუსალიმს და იქ გარდიცვალა. იუდას და სიმონის ტომების დაპყრობითი ომები მხოლოდ ამით არ ამოწურულა, მათ იერიში მიიტანეს იერუსალიმზე და აიღეს იგი და მოსრეს იგი მახვილის პირით, და ქალაქი ცეცხლს მისცეს.ამის შემდეგ იუდას ტომმა გაილაშქრა ქანაანელებზე რომლებიც მკვიდრობდნენ მთებში, ნეგებში, და ბარად. იუდამ ხებრონშიც გაილაშქრა ქნაანელებზე სადაც დაამარცხეს შეშაი თალმაი და ახიმანი. და გაილაშქრეს იქიდან დებირის მკვიდრებზე უწინ მათ კირიათ–სეფარი ერქვა და თქვა ქალებმა: ვინც კირიათ სეფარს აიღებს მივცემ მათ ჩემს შვილს, ყაქსას ცოლად. და აიღო იგი ღოთონიელმა ქალების უმცროსი ძმის, კენეზის ძემ. ამის შემდგომ იმართება დიალოგი ღოთონიელსა და ქალებს შორის, რასაც მოკლედ განვიხილავთ. ღოთონიელი დაიყოლიებს ქალებს რომ გამოითხოვოს მამისაგან მინდორი და ეუბნება ასეთ რაღაცას: რაკი ნეგების ქვეყანა მიბოძე, ბარემ წყლის წყაროებიც მიბოძეთ და მისცა მას როგორც ზემო ისე ქვემო წყარონი. ამის შემდეგ გაილაშქრა იუდამ სიმონათან ერთად ქანაანელების წინააღმდეგ რომლებიც მკვიდრობდნენ ცეფათში და დაარისხეს ეს ქალაქი და დღევანდლამდე ეწოდება ხორმა. ამის შემდგომ აიღო იუდამ ღაზა, აშკელონი და ყეკლონი. და იყო უფალი იუდასთან და დაიმკვიდრა მთა მაგრამ ვერ აყარა ბარელები რადგანაც რკინის ეტლები ჰქონდათ. და მისცეს ქალებს ხებრონი როგორც მოსეს ქონდა ნათქვამი, და აჰყარა მან იქიდან სამი ძე ყენაკისა. ხოლო იებუსეველები იერუსალიმის მკივიდრები არ აუყრიათ ბენიამინის ძეთ და დღევანდლამდე იქ ცხოვრობენ, ბენიამინის ძეებთან ერთად იერუსალიმში.
ომების მხრივ, გამონაკლისი არც იოსების ტომი გახლდათ. და მან შეუტია ბეთელს, მაგრამ ვიდრე შეუტევდა და რაიმე სპეც–ოპერაციებს განახორციელებდა, მანამდე კარგად ზვერავდა ბეთელს. ერთხელ როდესაც იოსების ტომი დაზვერვით ღონისძიებებს ატარებდა შენიშნა რომ ქალაქიდან გამოვიდა კაცი და უთხრეს მას მზვერავებმა: გვიჩვენე ქალაქის შესასვლელი და წყალობას გიზამთ. კაცმაც უჩვენა ქალაქის შესასვლელი დაეცა იოსების ტომი თავს ქალაქცს მოწყვიტეს მახვლიებით მთელი ეს ხალხი ხოლო ეს კაცი და მთელი მისი სახლეული შეიწყალეს, ეს ადამიანი თავისი ოჯახითურთ დამკვიდრდა ხეთელთა ქვეყანაში, სადაც მან ააშენა ქალაქი და უწოდა მას სახელად ლუზი.
არც ეფრემს, არც ზებულონს,არც აშერს,არც ნაფთალს არ აუყრია უცხო ტომელები სხვადასხვა ქალაქებიდან. ხოლო იოსების ხელი დამძიმდა ამორეველებზე რომლებიც ცხოვრობდნენ ხერესის მთაზე და გაუხდნენ ისინი მოხარკეებად.
ისრაელის ურჩობა, მონანიება და სასჯელი.
მსაჯულთა წიგნის მე–2 თავში საუბარია იმის შესახებ თუ როგორ ურჩობდა ისრაელიანი ერი, მას შემდეგ რაც აღესრულა ისუ ნავეს ძე. ამის გამო მათ არაერთი სასჯელი დაატყდა თავს. მაგრამ სანამ უშვალოდ ამ სასჯელების, ურჩობისა მონანიებების შესახებ დავიწყებდეთ საუბარს მანამდე უნდა ვისაუბროთ იმის შესახებ თუ რაზეა დამყარებული მთელი ძველი აღთქმის მსაჯულთა ეპოქა. წმ. წერილში წერია ერთი ასეთი რაღაცა, ,, მოკვდა ის თაობა– წავიდა ის თაობა,, თავის მამა–პაპასთან წავიდა.აი ეს არის ადამიანი,რომელიც მიუძღვის ერს გარკვეული დროის შემდეგ ეს კვდება ეს რომ კვდება წმინდა წერილში წერია თაობა კვდებაო აი ეს ერთი ეპოქაა ერთი პერიოდია. ეს თაობა რომ კვდება მოდის ახალი თაობა ახალი თაობა ნიშნავს არა ახალ გენერაციას ვთქვათ მე ვარ და ჩემი შვილი, ჩემი შვილი ახალი თაობაა, არა ახალ თაობა ნიშნავს ახალებურ თაობას, სხვანაირ თაობას. ანუ ახალი თაობაო წმინდა წერილი რომ იტყვის აუცილებელი კი არ არის შემდეგი გენერაცია იყოს, შეიძლება ის იყოს შვილთაშვილის ან კიდე იმის შვილის თაობა მაგრამ ახალია თაობა, სხვანაირია. რას ნიშნავს სხვანაირია თაობა რანაირად უნდა იყოს ის ახალი თაობა სხვანაირი არა დროის სივრცული თვალსაზრისით არამედ ფასეულობათა თვალსაზრისით. პირველ რიგში ეს არის აზროვნება და შემდგომ ამ აზროვნებიდან გამომდინარე იკვეთება ცხოვრება. პრობლემა რატომაც ამ თაობას დაერქვა ახალი გახლავთ ის რომ ამ თაობამ არ იცის რა წყალობა უყო ღმერთმა მათ მამა პაპას.არ იცის ეს ამბავი, არ გაუგია.ადამიანის აზროვნება თავისთავში გულისხმობს მის რელიგიურ წარმოდგენებს აუცილებლად. როგორ ვაზროვნებ,როგორ ვცხოვრობ,აი ის რელიგია იკვეთება შენში.რელიგია რა არის ღმერთთან ურთიერთობა, ღმერთთან დამოკიდებულება. 1)არის კონკრეტული თაობა რომელიც ითხოვს და ღმერთი ეწევა მას. კვდება თაობა და თაობასთან ერთად კვდება დროც.
2) მოდის ახალი თაობა ახალი თაობა გახლავთ ახლებური თაობა რომელმაც არ იცი რა წყალობა უყო ღმერთმა მის მამა –პაპას. 1)განეშორება ღმერთს. 2) მიდის კერპთან. 3)მერე მოდის ტანჯვა. 4)ტანჯვას მოსდევს ტირილი. 5) ტირილს მსაჯულის გამოჩეენა. 6) მსაჯულის გამოჩენას ხსნა. 7) შემდეგ მშვიდობა. 8)შემდეგ სიკვდილი. 9) შემდეგ ახალი თაობის გამოჩენა.

მსაჯულები: 1) ღოთონიელი, რომლის მოსვლამდე იყო 8 წელი ტანჯვა ხოლო მისი მოსვლის
შემდგომ 40 წელი მშვიდობა.
2)აჰუდი, რომლის მოსვლამდე 18 წელი იყო ტანჯვა, ხოლო მისი მოსვლის შემდგომ
80 წელი მშვიდობა.
3) სემაგარი.
4)დებორა, ქალი მსაჯული რომლის მოსვლამდე 7 წელი იყო ტანჯვა, ისრაელს
ამალეკელები და მიდიანელები აუხრებდნენ, მისი მოსვლის შემდგომ 40 წელი
მშვიდობა.
5)გედეონი. 40 წელი იყო მშვიდობა.
6)თოლა, თოლაყი. 23 წელი იყო მშვიდობა.
7)იაელ–გალაადელი. 22 წელი იყო მშვიდობა.
8)იაფი. გალაადელი 6 წელი იყო მშვიდობა.
9)ესებონ ბეთლემელი.7 წელი იყო მშვიდობა.
10)ელეონ ზაბულონელი. 10 წელი იყო მშვიდობა.
11)ყაბიდონი, აბიდონი. 8 წელი იყო მშვიდობა.
12)სამსონი. 40 წელი ტანჯვა, 20 წელიწადი მშვიდობა.

სულ: 289 წელი იყო მშვიდობა.
111 წელი იყო ტანჯვა.

ხალხები რომლებიც აცდუნებდნენ ისრაელს.
უფალმა არ აჰყარა და დატოვა 5 ფილისტიმელი მთავარი, ციდონელნი და ხივიელნი, რომელნიც მკვიდრობდნენ მთაში. ყოველივე ეს იმიტომ გააკეთა უფალმა რომ ისრაელიან ძეთა შემდგომ თაობას ესწავლა ომი და გამკლავება წინა აღმდგომთა მტერთა. და რათა გამოეცადა ისრაელი მათით, ანუ ამ ადამიანებით. ისრაელიანი ერი კი რას აკეთებს, მკვიდრდება ხივიელებთან , იებუსეველებთან, ამორეველებთან , ქანაანელებთან და ფერიზეველთა შორის. მოჰყავდათო მათი ასულები ცოლად და ათხოვებდნენ მათ ასულებს მათ ძეებზე,ემსახურებოდნენ და თაყვანისცემდნენ მათ ღმერთებს. ეს რა საკვირველია არ არის ღვთივსათო საქციელი და შესაბამისად აღიგზნო უფლის რისხვა ისრაელიან ერზე და ხელში ჩაუგდო ის ქუშან–რიშათაიმს არამის მეფეს. და ემსახურებოდა რვა წელი ისრაელიანი ერი არამის მეფეს, ისე დამძიმდა არამის მეფის ხელი ისრაელიან ერზე რომ შეღაღადეს უფალს, უფალმა მათ აღუდგინა მხსნელი რომელმაც იხსნა ისრაელიანი ერი, არამის მეფის ხელიდან და ეს გახდათ მსაჯული ღოთონიელი. რიგით პირველი მსაჯული.
როდესაც გავიდა ღოთონიელი სალაშქროდ ხელში ჩაუგდო უფალმა მას ქუშან– რიშთაიმი და მოისვენა ქვეყანამ ორმოცი წელი. როდესაც გარდაიცვალა ღოთონიელი კვლავ დაიწყო ერმა ურჯულოება და გადაუხვია უფლისკენ მიმავალ გზას. კვლავ დამძიმდა უფლის ხელი ისრაელიან ერზე და მოუვლინა მას დამპყრობლის სახით ყეგლონი მეფე მოაბისა. მას მხარი აუბა ყამონის ძეებმა და ყამალეკელებმა. მიიტანეს იერიში ისრაელიან ერზე და დაიპყრეს პალმების ქალაქი. ყეგლონის 18 წელი ყავდა დამორჩილებული ისრაელი , და კვლავ შეჰღაღადეს უფალს ისრაელიანებმა და ღმერთმაც აღუდგინა მათ მსაჯული ეჰუდის სახით რომელზეც წერია რომ ,, იყო ორივ ხელითა მარჯვენე’’ ახლა ეს მსაჯული ასეთ რაღაცას მოიფიქრებს ის წაუღებს ისრაელიანი ერის სახელით ყეგლონს ხარკს. ახლა ეს ყეგლონი იყო ძალიან მსუქანი კაცი და წმინდა წერლიც ამახვილებს ამაზე ყურადღებას. ვიდრე ეჰუდი ყეგლონთან შევიდოდა მან გაიკეთა თავისთვის ორლესული ხმალი და შეიბა ის მარჯვენა თეძოზე. შედის ეჰუდი ყეგლონთან რომელიც საგრილობელ ოთახშია მოთავსებული . ეჰუდი ეუბნება ყეგლონს: ღვთის სიტყვა მაქ შენთვის სათქმელი, და ამის გაგონებაზე წამოდგა მეფე სავარძლიდან. და გაიკრა ეჰუდმა მარცხენა ხელი, იძრო მარჯვენა ტეძოდან შებმული მახვილი და მუცელში აძგერა. ხმალი ქონებმა დაფარეს. ეჰუდმა გამოსვლის თანავე დაცვას უთხრა რომ ყეგლონი საგრილობელშია და არ შეაწუხოთო. მაგრამ როედესაც მისი შეყოვნება საეჭვო გახლდა ავიდა დაცვა საგრილობელში და ნახა მათი მეფე მკვდარი. ამ დროს ეჰუდი უკვე სამშვიდობოს იყო გასული, მან სეყირს შეაფარა თავი. მისვლის თანავე დააყვირა მან რქის საყვირი და ჩამოვიდნენ ეფრემის მთიდან ისრაელიანი ერის ძენი და წარუძღვა მათ წინ.მომყევით რადგან უფალმა ჩამიგდო ხელში თქვენი მტრები მოაბელნი.და მოსრეს იმ დროს ათი ათასამდე მამაცი მოაბელი მამაკაცი და თავს ვერავინ უშველა. იმ დღეს დაიმორჩილეს ისრაელიანებმა მოაბელები და დამშვიდდა ქვეყანა 40 წელი. ეჰუდის შემდგომ იყო მსაჯული ისრაელიანი ერისა სემაგარი რომელზეც წმინდა წერილში ძალზედ მწრი იმფორმაციაა მაგრამ ნათქვამი არის რომ მან 600 ფილისტიმელი ხარის სახრეთი მოკლა და იხსნა ისრაელიო .


მესამედ განდგომა ღვთაისაგან.
ეჰუდის გარდაცვალების შემდგომ კვლავ დაიწყო ურჯულოება უფლის თვალში ისრაელიანმა ერმა. და კვლავ დამძიმდა უფლის ხელი მათზე.და ხელში ჩაუგდო ისინი უფალმა ქანაანის მეფეს იაბანს რომელიც მეფობდა ხაცორში. და მისი მხედართმთავარი იყო სისარა რომელიც ცხოვრობდა ხარო–შეთ გოიმში. ოცი წელიწადი ჩაგრავა ისრაელიანი ერის ძეთ სისარა რადგანაც 900 ეტლი ყავდა. იმჟამად ერს განსჯიდა დებორა ქალი წინასწარმეტყველი რომლის ქმარიც იყო ლაფიდოთი. იმჯამად ისრაელიან ერს ჭირდებოდა დედა, სხვაგვარად რომ ვთქვათ პიროვნება რომელიც იქნებოდა მსაჯულიც და დედაც. როგორც ახალ ნამტირალებ ბავშვს ჭირდება ალერსი ასევე ჭირდება ისრაელს ალერსი და ნუგეში.და ასე მოალერსედ გამოუგზავნის ღმერთი ისრაელს მსაჯულს. ამ დროს მიდის ისრაელის მამაკაცობა და დედაკაცის წინაშე იხრის ქედს, არა მარტო პატივს მიაგებს მას, არამედ ჭკუასაც ეკითხება მას. თითქოს და პატრიარქატული დრო დაბრუნდა ისრაელში. როდესაც აბრაამი სარას უსმენდა ისააკი რებეკას, იაკობი რაქელს აი სწორედ ეს სული აღსდგა ისრაელში. დებორა გაგზავნის კაცებს და მოიყვანს ბარაკს და ეტყვის მას, აი რა გიბრძანა უფალმა , წადი თაბორის მთაზე და წაიყვანე ათი ათასი კაცი ნაფთალისა და ზებულონის ძთაგან და დაიბანაკე იქ. მე კიშონის ხევთან მოგიყვან სისარას იაბანის მხედართმთავარს, მის ეტლებსა და მის ჯარს და ხელში ჩაგაგდებინებ. ამის შემდეგ თხოვს ბარაკი დებორას რომ მას გაჰყვეს იგი. დებორა კი პასუხობს, მე წამოგყვები ამ გზაზე რომელსაც შენ დაადგები მაგრამ, შენი აღარ იქნება დიდება რადგან დიაცის ხელში ჩააგდებს უფალი სისარას. ამის შემდგომ ასე ვითარდება მოვლენები რომ შეიტყობს სისარა, ბარაკი, თაბორის მთაზეა ასულიო. გამოემართება მისკენ ეტლიონებითა და ხალხით. დებორა ეტყვის ბარაკს რომ ადექი და ჩადი ამ მთიდან და შეებძოლე სისარას რადგანაც დღეს უფალი მას ჩაგიგდებს ხელში. ადგა ბარაკი და ის ათი ათასი კაცი რომელიც ბარაკს ახლდა და გამართა ბრძოლა სისარას იაბანის მხედართმთავართან. დაფთხა სისარა და მთელი მისი ეტლიონი, სისარამ მარჯვეე დრო გამონახა და გაიქცა იგი ხებერ კენიელის ცოლის კარავთან რადგანაც იაბანისა და ხებერის კარვებს შორის მშვიდობა სუფევდა. გამოეგება იაყელი სისარას და შეიპატიჟა იგი კარავში. და უთხრა სისარამ: გეთაყვა ცოტა წყალი დამალევინე რადგან მწყურია. და მოხსნა იაყელმა რძის ტიკს თავი და დაალევინა. სისარამ უთხრა მას დადექი კარავს გარეთ და თუ ვინმემ ჩამოიარა და გკითხა ვინმე ხომ არ არის მანდო უთხარი არა–თქო. და იაყელმა აიღო კარვის პალო მეორე ხელში დაიჭირა ურო და როდესაც მას ეძინა ჩაურჭო პალო საფეთქელში და მიწას დააჭედა. აჰაა ბარაკი მოსდევს სისარას, გამოეგება იაყელი ბარაკს და უთხრა ვისაც შენ ეძებ აქ არის ჩემ კარავში. შევიდა ბარაკი და რას ხედავს აჰაა ვისაც ეძებდა მიწაზეა პალოთი მიჭედებული. იმ დღეს დაამორჩილა ქანაანის მეფე ისრაელის ძეთა წინაშე. დამძიმდა ხელი ისრაელისა იაბანზე ქანაანის მეფეზე ვიდრე იგი არ მოსპეს ისრაელიანებმა.


დებორასა და ბარაკის გალობა.
ეს გალობა გაიმართა მას შემდეგ რაც დაამარცხეს ქანაანის მეფე იაბინი და მისი მხედართმთავარი სისარა. პირობითად ეს გალობა იყოფა სამ ნაწილად. პირველ ნაწილში მოთხრობილია ის თუ ზოგოადად როგორ იკრიბებოდნენ ისრაელიანი ერი ქანაანელთა წინააღმდეგ საბრძოლველად, მეორე ნაწილში უშვალოდ ომის, ბრძოლის, ამბებია მოთხრობილი თუ როგორ გაიმართა ბარაკსა და იაბანის მხედართმთავარს შორის ეს ბრძოლა. ამავე ნაწილშია გადმოცემული ის თუ რა მოიმოქმედა იაყელმა. და მას ასეთი სიტყვებით აქებს, კურთხეულ იყოს დიაცთა შორის იაყელი, კურთხეულ იყოს კარავში მცხოვრებ ყოველ დიაც შორის იაყელი.
რადგანაც წყალი სთხოვა და რძე მისცა. ხელი პალოსკენ გაიწოდა, მარჯვენა მუშის უროსკენ დაჰკრა სისარას და თავი გაუჩეხა, განგმირა და საფეთქელი შეულეწა. ხოლო დასკვნით ნაწილში გადმოცემულია თუ როგორ ელოდება მიწაზე დაჭედებულ სისარას თავის დედა, რად აგვიანებს მისი ეტლი მოსვლას? ეგებ ნადავლი იპოვეს და მას იყოფენ?

ასე დაიღუპოს ყველა შენი მტერი უფალო.
ასე დაიღუპოს ყველა შენი მტერი უფალო.

თბილისის სასულიერო სემინარია
საღვთისმეტყველო ფაკულტეტი
სტუდენტი:ირაკლი ასტამაძე.

მეოთხე განდგომა და მონობა. გედეონის მოწოდება . კერპთა შემუსვრა და სამსხვერპლოს აგება.
ახლა ჩვენ უნდა დავიწყოთ საუბარი ისრაელიანი ერის რიგით მეოთხე განდგომასა და მონობაზე. რომელიც მსაჯულთა წიგნის რიგით მე–6 თავშია გადმოცემული. როდესაც ჩაიდინეს ისრაელიანთა ძეთ ბოროტება უფლის თვალში და გადაუხვიეს უფლისკენ მიმავალი გზიდან მაშინვე მოუვლინა განსაცდელი უფალმა მიდიანის სახით და ჩაუგდო ხელში მათ 7 წლით. ისრაელინი ერი ფაქტიურად მშვიდად ვეღარ ცხოვრობს მათ გამოკვეთეს მთებში კლდეები და იქ ცხოვრობენ.როგორც კი ისრაელი თესვას მოამთავრებდა ამოდიოდნენ მიდიამელნი, ყამალეკელნი და აღმოსავლეთის ძენი და თავს ესხმოდნენ მათ. ისინი დაბანაკდებოდნენ მათ წინ და აჩანაგებდნენ მათ მოსავალს არ ტოვებდნენო ისრაელში სარჩო–საბადებელს, ცხვარს, ძროხას.ამოდიოდნენ ისინი თავიანთი კარვებითა და აქლემების ჯოგებით და აჩანაგებდნენ მოსავალს. დაგლახაკდა და გაღატაკდა ისრაელი მიდიამელების გამო. ტანჯულმა ისრაელმა კიდევ ერთხელ შეჰღაღადა ღმერთს და ღმერთმაც მოუვლინა წინასწარმეტყველი კაცი რომელმაც უთხრა:მე გამოგიყვანეთ თქვენ ეგვიპტიდან და გამოგიყვანეთ მონობის სახლიდან. გიხსენით მჩაგვრელი ეგვიპტელების ხელიდან, და გითხარით, მე ვარ უფალი თქვენი ღმერთი და არ ირწმუნოთ და არ შეისმინოთ ამორეველებისა თქვენ კი არ შეისმინეთ ჩემი ხმა.და მოვიდა უფლის ანგელოზი და დაჯდა მუხის ქვეშ რომელიც ეკუთვნოდა იოაშს. გედეონი მისი ვაჟი ხორბალს ცეხვავდა საწნახელში რათა გადაემალა მიდიამელთაგან. გამოეცხადება უფლის ანგელოზი და ეტყვის: უფალი შენთანაა მამაცო მებრძოლო. და უთხრა მას გედეონმა: ბატონო ჩემო! უფალი რომ ჩვენთან ყოფილიყო ყოველივე ეს რისთვის დაგვემართებოდა ? აბა სადაა მთელი ის რიგი სასწაულები რომლებიც ჩვენი წინაპრებისგან გვსმენია რომელიც უფალმა მოიმოქმედა და გამოგვიყვანა ეგვიპტიდან? განა ახლა მიგვატოვა ჩვენ უფალმა და მიდიანის ხელში ჩაგვაგდო? მაგრამ მიუბრუნდა მას უფალი და უთხრა წადი და იხსენი ისრაელი მაგ შენი ძალით, მე გაგზავნი შენ. ვაგლახ ბატონო ჩემო რით ვიხსნა ისრაელი? აჰაა ყველაზე გლახაკია ჩემი საგვარეულო მენაშეს ტომში მე კი ყველაზე პატარა ვარ მამაჩემის სახში. მე ვიქნები შენთან და ისე მოსრავ მიდიანს როგორც ერთ კაცს. თუ რამ მადლი მიპოვია შენს თვალში რამეთი მანიშნე რომ შენ მელაპარაკები. გედეონმა უთხრა უფლის ანგელოზს ნუ წახვალ აქდან ჩემს მოსვლამდე ძღვენს გამოვიტან და დავდებ შენს წინაშე, ანგელოზმაც მიუგო: დაგიცდი ვიდრე დაბრუნდებოდე. გედეონმა მოამზადა თიკნის ხორცი ერთი ეფა ფქვილისაგან ხმიადები და ხორცი კალათაში ჩაალაგა და მოვიდა იმ ადგილას სადაც უფლის ანგელოზი იყო. და უფლის ანგელოზის სიტყვისამებრ დადო კლდეზე ხორცი და ხმიადები წვენი რომელიც ქილაში ქონდა ზემოდან მოასხა და გაიწოდა კვერთხი ანგელოზმა რომელიც ხელში ეჭირა და ცეცლმა შთანთქა შესაწირავი და ანგელოზიც თვალს მიეფარა. და დაინახა გედეონმა რომ ეს უფლის ანგელოზი იყო და თქვა : ,, ბატონო უფალო’’ რადგან პირისპირ ვიხილე უფალი. და უფალმაც უთხრა მშვიდობა შენდა ნუ გეშინია არ მოკვდები. და გედეონმა სამსხვერპლო აუგო უფალს და უწოდა მას: უფალი მშვიდობაა. და დღევანდლამდე დგას იგი აბიყეზერელის ყოფაში. და ახლა უკვე ჯერი მიდგება კერპთა შემუსვრაზე, ღმერთი აძლევს გედეონს უშვალო მითითებებს თუ როგორ უნდა მოიქცეს და გედეონიც პირნათლად ასრულებს. გედეონი ანგრევს ბაყალის სამსხვერპლოს ხოლო მის გვერდით მდგარ აშერას სამსხვერპლოს აჩეხავს. და უფლის სიტყვისამებრ აუგებს იქ სამსხვერპლოს ღმერთს და აჩეხილი აშერას ხით ყოვლადასაწველ მოზვერს აღავლენს უფლის სამსხვერპლოზე. ეს მოვლენები ვითარდება ღამით გედეონს თავის მსახურთაგან 10 კაცი ახლავს და ღამით ეს ყველაფერი იმიტომ ვითარდება რომ გედეონს შიში ქონდაო მამამისის სახლეულისა და ქალაქის მკვიდრების და ვერ გაბედა დღისით გაეკეთებინა ესო. გათენდა ის ღამე და გამოვიდნენ გარეთ იმ ქალაქის მკვიდრნი და რას ხედავენ, აჰა ბაყალის კერპი დანგრეულია, აშერას კერპი რომელიც მის გვერდით იყო აჩეხილია და არის სხვა ახალი სამსხვერპო აგებული (უფლის სამსხვერპლო) რომელზეც მეორე მოზვერი არის აღვლენილი სრულად დასაწველად და დაიწყო გამოძიება თუ ვინ ჩაიდინა ეს. დიდი კველვა–ძიების შემდეგ გედეონზე იოაშის ძეზე შეაჩერეს ყურადღება და თქვეს მან ჩაიდინა ეს საქმე. მივიდნენ იოაშთან და უთხრეს: გამოიყვანე შენი ვაჟი და მოკვდეს რადგანაც მან დაანგრია ბაყალის კერპი და მან აჩეხა აშერას კერპი. ხოლო იოაშმა უთხრა მათ: ნუთუ თქვენ უნდა გამოესარჩლოთ ბაყალს ნუთუ თქვენ უნდა გამოესარჩლოთ მას? თუ ღმერთია იგი თავად გამოესარჩლოს თავის თავს. და იმ დღეს ეწოდა მას იერობაყალი რადგანაც თქვა თავად ბაყალმა გასცეს პასუხი რადგანაც მან დაანგრია მისი სამსხვერპლო. და ახლა რომელი ამბის მოყოლასაც ვიწყებთ შეიძლება ჩაითვალოს , მზადება მიდიამელებთან საომრად. რადგანაც მთელი მიდიანი ყამალეკნი და ძენი აღმოსავლეთისა შეიყარნენ ერთად და გადალახეს იორდანე და დაიბანაკეს იზრაყელის ველზე. მეორეს მხრივ უფლის სული მოვიდა გედეონზე დააყვირა საყვირები და თავი მოიყარეს მის უკან აბიყეზერელებმა. ასევე მოუწოდა მენაშეს ტომს , აშერის ტომს ,ნაფთალის ტომს და ზებულონის ტომს.და უთხრა გედეონმა ღმერთს: თუ შენი ხელით იხსნი ისრაელს როგორც შენ მე მითხარი მაშინ აჰა მატყლის საწმისს გავშლი მიწაზე თუ მართო საწმისი იქნება სველი ხოლო მიწა მშრალი მაშინ ვირწმუნებ რომ შენ იხსნი ისრაელს ჩემი ხელით. მეორე დღეს ასეც მოხდა გამოწურა გედეონმა საწმისიდან ერთი თასი წყალი ხოლო მიწა მშრალი იყო. ნუ განმირისხდება უფალი ღმერთი ჩემი და ერთხელ კიდე გეტყვი რომ გამოვცადო საწმისი , მხოლოდ ამჯერად არა საწმისი იყოს სველი არამედ მთელი მიწა მის გარშემო. და ასეც მოახდინა უფალმა იმ ღამეს მხოლოდ საწმისი იყო მშრალი ხოლო მიწა სველი.
მზადება მიდიამელებთან საომრად.
მე–7 თავში მოთხრობილია ამბავი გედეონისა თუ როგორ ემზადება მიდიანთან საომრად. ეს მზადება მოიცავს უშვალოდ ჯარის, საბრძოლო რაზმის გამორჩევასა და დაბანაკებას. ღმერთი ეტყვის გედეონს რომ მან შეკრიბოს რაზმი გედეონიც ასე მოიქცევა და შეკრიბავს ჯარს მაგრამ ძალიან ბევრი ხალხი მოიყრის თავს. უფალი კი ეტყვის გედეონს აქ ძალიან ბევრი ხალხია საიმისოდ რომ მიდიანი ჩავუგდო ხელში, არ მინდა ისრაელი გაყოყოჩდეს და მითხრას ხელმმა ჩემმა მიხსნა მეო. მიდი ახლა და გამოუცხადე მათ რომ ვინც შეშინებულია დატოვოს ჯარი და წავიდეს გილყადის მთიდან და აჰა დატოვა 22 ათასმა კაცმა რაზმი. დარჩა ათი ათასი კაცი მაგრამ ესეც ბევრია მიდიანის ასაღებათ. ამიტომ უფალი ეუბნება გედეონს წადი ჩაიყვანე ეს ხალხი წყალთან და იქ გამოგირჩევ. ვინც ამ ხალხთაგან ჩამუხლული დალევდა წყალს ცალკე უნდა დაეყენებინა, ხოლო ვინც პირდაპირ პეშვით შესვავდა ისინიც ცალკე დაეყენებინა. დაანაწილა გედეონმა მთელი ჯარი ამ ფორმულირებით და უთხრა უფალმა გედეონს: ამ მსხვლეპავთა ხელით ჩაგიგდებ მიდიანს ხელში (რომელიც 300 კაცს შეადგენდა.) აიღეს მათ ხელში ხალხის საგზალი და რქის საყვირები და დაბანაკდნენ. ხოლო მათ ქვემოთ მიდიანის ბანაკი იყო. იმ ღამეს უთხრა უფალმა გდედეონს: ჩადი იმ ბანაკში რომელიც შენ დაბლაა რადგანაც ხელში ჩაგიგდე მე ის. ჩადი და რასაც მოისმენ ის გაგაძლიერებს და მოგცემს სიმტკიცეს ხელებში. თუ მარტო ჩასვლისა გეშინია წადი და წაიყვანე შენი მსახური ფურა. და წავიდნენ გედეონი და ფურა იარაღასხმულები მიდიანის წინაშე. სადაც მიდიანი, ყამალეკნი და ყველა ძე აღმოსავლეთისა იყრიდა თავს. და როგორც წმ. წერილის ფურცლებზე წერია ქვიშასავით ურიცვი იყო მათი აქლემები იმ ველზე რომელ ველზეც განლაგებულები იყვნენ ისინიო. და მოვიდა გედეონი და მოისმინა სიზმარი რომელსაც ერთი კაცი უყვებოდა მეორეს: აჰა სიზმარი მესიზმრა ვითოიმ ქერის პური დაგორდა მიდიანში ბანაკს რომ მოაღწია კარავს დაეჯახა და თავდაყირა დააყენა ყველაფერი. ეს რა უნდა იყოს თუ არა გედეონის მახვილი. განიხარა გედეონმა ეს რომ გაიგო და მიეცა ძალა ხელებში და გამხნევდა იგი რადგანაც ღმერთმა ხელში ჩაუგდი მას მიდიანელთა ბანაკი. გედეონი აბრუნდა მიდიამელთა ბანაკში და თქვა ადექით! რადგანაც უფალმა ჩაგვიგდო ხელში მიდიანელთა თავი . ახლა გედეონი ამ სამას კაცს დაყობს სამ ნაწილად და ეტყვის მოიქეცით ისე როგორც მე გავაკეთებ. აჰა შემოვარტყავთ წრეს მიდიანის ბანაკს, ცალ ხელში გეჭირებათ საყვირები ცალში დოქები (დოქები ცარიელი იყო და შიგნით იყო ლამპრები) და როდესაც განიშნებთ დაიყვირებთ უფლისათვის და გედეონისათვის. და მივიდა გედეონი და მასთან ერთად ასი კაცი ბანაკის კიდესთან შუა ღამე რომ დგებოდა და როდესაც მცველები შეცვალეს დააყვირა სამივე გუნდმა საყვირები და დოქები დაამტვრიეს და გაჰყვირეს მახვილი უფლისათვის და გედეოიონისათვის. და დააყვირაა სამასმა კაცმა საყვირები და გაიქცნენ და შეუტიეს მიდიამელებს უფალი ეწეოდა ისრაელს და ასე ვთქვათ უკუიქცა მიდიამელთა ლაშქარი მირბოდა იგი აბელ–მექოლას საზგვრებამდე. ხოლო შემდგომ მოუხმეს ისრაელის კაცებს ნაფთალიდან, აშერიდან, მენაშედან და დაედევნენ უკან მიდიანს.და დაგზავნა მოციქულები გედეონმა ეფრემის მთაში და შეუთვალა მათ დაიჭირეთ წყლები და ბეთ–ბარამდე და იორდანე. და დაიჭირეს და შეიპყრეს მიდიანის ორი მთავარი ყორები და ზეები. და მოკლეს ყორები ყორების კლდესთან და ზეები ზეების საწნახელთან და დაედევნეს მიდიანს ხოლო ყორებისა და ზეების თავები მოუტანეს გედეონს იორდანის გაღმიდან.

გედეონის საქმეები.

რაჟამს აღესრულება ყორები და ზეები, ყორები ყორების მთებთან ზეები ზების საწნახელთან, ჩამოვარდება კონფლიქტი ეფრემის ტომსა და გედეონს შორის. ეფრემიანები გედეონს საყვედურობენ რომ როდესაც თქვენ მათ ებრძოლებოდით რატომ არ შეგვატყობინეთ ჩვენც. გედეონმა თავმდაბლობით მიუგო მათ: თქვენოდენი რა გამიკეტებია მე? განა ეფრემის ნამცვერავი არ სჯობია აბიყეზერელის რთველს? ღმერთმა ხელში ჩაგიგდოთ მიდიანის მთავრები ყორეები და ზეები. და როდესაც ეს სიტყვა უთხრა გედეონმა დააცხრო მათი რისხვა ეფრემიანელების წინაშე. ამრიგად გედეონი სამას კაცთან ერთად გაემართება იორდანის გაღმა და გადალახავს იორდანეს. მიადგება ქალაქს რომელსაც ქვიან სუქოთ. და უთხრა გედეონმა სუქოთის მცხოვრებს მიეცით პურის კვერები ჩემს ჯარს რადგანაც დაქანცულები არიან, ხოლო მე ზებახს და ცალმუნაყს მივსდევ. ამ ქალაქის მკვიდრებმა უპასუხეს გედეონს განა ზებახი და ხალმუნაყი უკვე ხელში გყავს შენი ჯარი რომ დავაპუროთ? მიუგო გედეონმა კეთილი როდესაც ზებახს და ცალმუნაყს ხელში ჩავიგდებ მოვალ და უდაბნოს ეკლითა და კვრინჩხით დაგიფლეთთ ხორცებს. სუქოთიდან გაემართა გედეონი ქალაქ ფენუელისკენ მათთანაც იგივე სათხოვარი ქონდა და მათაც ამგვარად უპასუხეს მას. გედეონმა მათაც იგივე სასჯელი აღუთქვა რაც სუქოთელებს. როდესაც დავბრუნდები ამ კოშკს დავანგრევ.( რომელიც მათ ქალაქში იყო აღმართული) ზებახი და ცალმუნაყი კორკორში იყვნენ დაბანაკებულნი თავის 15 000 კაცით. გედეონი თავის ლაშქრითურთ გაემართება კარვების ქალაქიდან და მოულოდნელად შეუტევს მათ დაბნეულმა ჯარმა აღარ იცის რა ქნას. ამოწყვეტენ ზებახისა და ცალმუნაყის ლაშქარს გედეონი და მისი ხალხი. ხოლო მიდიანელი მთავრები ვკლავ ხელიდან დაუსხლტებიან. დაედევნება გედეონი და შეიპყრობს მათ. ამის შემდგომ გედეონი ერთ სუქოთელ ბიჭს შეიპყრობს რომელსაც ჩამოაწერინებს მთავრებისა და უხუცესების სახელებს. მიადგებიან სუქოთს სწორედ იმ ქალაქს სადაც მათ პური არ აჭამეს. გედეონი მიმართავს სუქოთელებს: აი ზებაზი და ცალმუნაყი, რომელთათვისაც არ აჭამეთ ჩემს ჯარს პური. და გამოიყვანა გედეონმა ქალაქის უხუცესნი და უდაბნოს ეკლითა და კვრინჩხით დააფლითა ხორცები. ხოლო კოშკი რომელიც აღმართული იყო ფენუელში დაამხო და იქ მცხოვრები ხალხი მოსრნა. ამის შემდეგ გედეონმა უთხრა ზებახსა და ცალმუნაყს, რანაირები იყვნენ ის კაცები თაბორის მთაზე რომ დახოცეთ? შენნაირები ტანადები და მამაცები. ჩემი ძმები იყვნენ ისინი. ვფიცავ ისინი რომ ცოცხლები დაგეტოვათ თქვენც არ დაგხოცავდით. და მოუხმობს გედეონი თავის პირმშოს იეთერს და ეტყვის რომ დახოცოს ზებახი და ცალმუნაყი, მაგრამ ბიჭი ამათ ვერ შეძლებს რადგანაც ჯერ კიდევ პატარა იყო და შიში ქონდა. ხოლო ზებახმა და ცალმუნაყმა უთხრა გედეონს: შენ თავად დაგვხოცე რადგანაც რაც არის კაცი ის არის მისი ძალ–ღონეც. და ადგა გედეონი და დახოცა ზებახი და ცალმუნაყი. ხოლო მათ აქლემებს კისრიდან ჩამოხსნა ოქროს ნახევარმთვარეები. ამის შემდეგ ისრაელიანი ერი გადაწყვეტს რომ გაამეფოს გედეონი, მარტო გედეონი კი არა მათი ძეებიც და ძეთა ძეებიც. გედეონი ამაზე უარს განაცხადებს. ხოლო ამ ხალხს ეტყვის: მე არ ვიხელმწიფებ თქვენზე არც ჩემი ძენი იხელმწიფებენ თქვენზე უფალი იხელმწიფებს თქვენზე. გედეონი ამ ხალხისგან მოითხოვს საყურეებს როდესც დაიხსნის ისრაელიანი ერი საყურეებს და ერთ ადგილზე შეაგროვებენ გამოვა წონით 1700 ოქროს შეკელი, გარდა იმ ნახევარმთავრეებისა რომელიც გედეონმა მიდიანელი მთავრების აქლემებს დახსნა. და ჩამოასხა გედეონმა ეფოდი, ოქროს ეფოდი ჩამოასხა მან და დადგა იგი თავის ქალაქში ყოფრაში. მეძაობდაო იქ მთელი ისრაელიანი ერი მის კვალზე და მახედ ექცა გედეონსა და მის სახლს. დამორჩილდა ისრაელიან ერს მიდიანელები და თავი აღარ წამოუყვიათ. და წავიდა იერუბაყალი იოაშის ძე თავის სახლში და დამკვიდრდა. გედეონს ყავდა 70 ძე. მაგრამ ამათგან მხოლოდ 3 არის ცნობილი ვინაიდან და რადგანაც წმ. წერილს მეტი არ აინტერესებს. ამ სამიდან ერთ–ერთი არის

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jan 13 2014, 06:17 PM

azazeli
jigari xar...

პოსტის ავტორი: შანკარა თარიღი: Feb 27 2014, 09:20 PM

წმ. ანდრია პირველწოდებულის სახ. ქართული უნივერსიტეტის
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკ. II კ. სტუდენტი ღვთისავარ ჩაბრავა

დასავლური და აღმოსავლური კოსმოგონიის თეოსოფიური ანალიზი

თავდაპირველი პირველდასაბამიერი უნივერსალური ზესულის - ბიტუსის ანუ ეინ სოფის იგივე პარაბრაჰმანის შესახებ გვამცნობს ბიბლიის პირველი წიგნის, დაბადების პირველი სტროფივე და იოანეს სახარების პირველი ხუთი სტროფი, მათში ჩაქსოვილია და კოდირებული უზენაესი საიდუმლო. დაბადების პირველ სტროფში წერია: „დასაბამში ღმერთმა შექმნა ცა და მიწა“, სხვა თარგმანით: „თავდაპირველად ღმერთმა შექმნა ცა და მიწა“, მაგრამ აქ მთავარი ისაა რომ ეს არის მცდარი და არასწორი თარგმანი, ე.პ. ბლავატსკაიას, გამოჩენილ თეოსოფ ქალს და აგრეთვე დიდ ებრაელ კაბალისტებს, მაკ გრეგორ მატერსსა და ისააკ მეიერს თავიანთ ნაშრომებში უწერიათ რომ ტექსტი რომელიც ორიგინალშია ნახსენები: „ბარაშიტ ბარა ელოჰიმ ეთ ჰაშამაიმ ვეთ ხარეთს“ ითარგმნება როგორც: „მარადიულად არსებული არსისაგან ღმერთებმა (ორმაგმა ენერგიამ) მოახდინეს ორმაგი ცის ფორმირება“. ის მარადიულად არსებული არსი, რომელზედაც არის დაბადების წიგნის პირველი სტროფის ორიგინალში საუბარი, იგივეა რაც ინდუისტური პასიური აბსოლუტი, უნივერსალური ზესული - პარაბრაჰმანი, გნოსტიკური ვალენტინიანური - სიღრმე ანუ ბიტუსი, კაბალისტური - უსასრულო არარაობა ანუ უსასრულო არაფერი - ეინ სოფი, ბუდისტური ალაია-ვიჯნანა იგივე შუნია ანუ იგივე ადიბუდა, დაუსური დაო, ნეოპლატონიკური თავდაპირველი ერთიანი და არადიფერენცირებული ზესული - პირველერთიანი და ა.შ. მრავალი მსგავსი ანალოგი მსოფლიოს მრავალ ფილოსოფიურ თუ რელიგიურ სისტემაში.იოანეს სახარების პირველ ხუთ სტროფში წერია: „დასაბამში (თავდაპირველად) იყო სიტყვა და სიტყვა იყო ღმერთთან და სიტყვა იყო ღმერთი“ 1, „ის იყო დასაბამში (თავდაპირველად) ღმერთთან“ 2, „ყოველივე მის მიერ შეიქმნა, და მის გარეშე არაფერი შექმნილა, რაც კი შექმნილა“ 3, „მასში იყო სიცოცხლე და სიცოცხლე იყო ადამიანთა ნათელი“ 4, „ნათელი ბნელში ანათებს და ბნელმა ვერ მოცვა იგი“ 5, საქმე აქ შემდეგნაირადაა, ის თავდაპირველი ანუ დასაბამი რომელიც არის ნახსენები დაბადების პირველ სტროფში, არის უნივერსალური ზესული, პასიური აბსოლუტი, გამოუვლენელი ზესულიერი პირველღვთაება - პარაბრაჰმანი, ხოლო „ღმერთი“ რომელმაც „შექმნა“ ცა და მიწა, ესაა ბინარული და ბიპოლარული დემიურგი, მისი აქტიური მანიფესტაცია, ღვთაებათა უსასრულო მირიადების უსასრულო ერთობლიობა, კრებითი სახე და სახელი, რამეთუ „ელოჰიმ“, ნახსენები დაბადებაში, თარგმნილი როგორც „ღმერთი“, სინამდვილეში ნიშნავს - ღმერთებს, აგრეთვე სიტყვა შექმნა არც ისე მიზანშეწონილია, უფრო მისაღებია წარმო-ქმნა ან გარდა-ქმნა, რაც ნიშნავს ემანაციას ანუ გამოყოფას და რადიაციას ანუ გამოსხივებას.
სიტყვამ ანუ ლოგოსმა, დასაბამია ანუ თავდაპირველის - უნივერსალური ზესულის, პასიური აბსოლუტის - პარა ბრაჰმანის წიაღში მყოფმა, საკუთარი სულიერი არსების წიაღიდან გამოჰყო და გამოასხივა ცოცხალ არსებათა და სამყაროთა უსასრულო მირიადები. ლოგოსში ანუ იშვარაში, პასიური აბსოლუტის - პარაბრაჰმანის ანუ დასაბამის აქტიურ მანიფესტაციაში ინახებოდა ცოცხალ არსებათა უსასრულო მირიადები, მთელი სამყაროები, ინდივიდუალური გონებები და ინდივიდუალური ინტელექტები, რაზეც მოწმობს სიტყვები იოანეს სახარებიდან: „მასში იყო სიცოცხლე“, ეს სიცოცხლე მართლაც რომ არის სიცოცხლე ანუ სინგულარული მატრიცა სიცოცხლისა.
„დასაბამში ბინარულმა ბიპოლარულმა დემიურგმა გამოჰყო და გამოასხივა კოსმოსი და სუპერკოსმოსი“, ამგვარი ფორმულირება უფრო სწორი იქნებოდა. ცა რომელზედაც არის საუბარი პირველ სტროფში ესაა სუპერკოსმოსი, განზომილებათა ზედა სისტემა, ხოლო მიწა, კოსმოსი, განზომილებათა ქვედა სისტემა.
დაბადების წიგნის, პირველი თავის, მეორე სტროფში წერია: „სული ღვთისა იძვროდა წყლებს ზემოთ“, ამ სიტყვებში უდიდესი საიდუმლო იმალება, ამასთან არის დაკავშირებული ცნობილი ინდუისტური დოქტრინა უფალი ნარაიანა-მაჰავიშნუს შესახებ, ამ დოქტრინის თანახმად, ჩვენი სამყარო არ არის ერთადერთი, არამედ ერთერთი იმ მრავალრიცხოვან სამყაროთაგან, რომელნიც განისვენებენ თავდაპირველი კოსმიური წყლების ანუ კაუზიური კოსმიური ოკეანის წიაღში, რომელშიც აგრეთვე სუფევს და მყოფობს მარადიული კოსმიური სული - ნარაიანა-მაჰავიშნუ, ნარაიანა-მაჰავიშნუს სიცოცხლის სუნთქვა ქმნის სამყაროთა უსასრულო მირიადებს. სახელი ნარაიანა ფლობს სამ მნიშვნელობას, პირველი მნიშვნელობა არის: „ის ვინც თავდაპირველი კოსმიური წყლების წიაღში იმყოფება“, მეორე: „ის ვინც თითოეული ცოცხალი არსების წიაღში სუფევს“, მესამე კი: „ის ვის წიაღშიც იმყოფებიან ცოცხალი არსებები“, ის წყლები, რომლებზეც არის საუბარი ბიბლიაში, დაბადების წიგნში, სხვა არაფერია თუ არა სივრცეთაშორისი სივრცე ანუ სუპერკოსმოსი, თავდაპირველი კოსმიური წყლები, კაუზიური კოსმიური ოკეანე, სახელად - ეკარნავა, ხოლო სული ღვთისა, უფრო ზუსტად სული ღმერთებისა (რადგანაც ელოჰიმ, ნიშნავს ღმერთებს), როგორც ვედურ ინდუისტურ ფილოსოფიასა და მეტაფიზიკაშია ნათქვამი, არსებობე ღვთაებათა უსასრულო მირიადები, რომელთაც ერთი და ერთიანი, უსასრულო სული აერთიანებს. ბიბლიური - „რუახ ელოჰიმ“ იგივე ნარაიანა ესაა ტრანცენდენტური და იმანენტური უნივერსალური სული, გამაერთიანებელი ყოველივე ცოცხალისა.
სამყაროები წარმოიშვნენ ტრანსცენდენტური და იმანენტური უნივერსალური სულის - ნარაიანას წიაღიდან ემანაციისა და რადიაციის გზით, ამას ამტკიცებს ბიბლიაში, დაბადების წიგნის პირველი თავის მესამე სტროფში: „თქვა ღმერთმა: იყოს ნათელი და იქმნა ნათელი“, ამასთან არის დაკავშირებული, იოანეს სახარების პირველი თავის პირველი ხუთი სტროფი: „თავდაპირველად (დასაბამში) იყო სიტყვა და სიტყვა იყო ღმერთთან და სიტყვა იყო ღმერთი“ (იოანეს სახ. თ. 1. სტ. 1),“ის იყო თავდაპირველად (დასაბამში) ღმერთთან“ (იოანეს სახ. თ. 1. სტ. 2), „ყოველივე მის მიერ შეიქმნა და მის გარეშე არაფერი შექმნილა, რაც კი შექმნილა“ (იოანეს სახ. თ. 1. სტ. 3.), „მასში იყო სიცოცხლე და სიცოცხლე იყო ადამიანთა ნათელი“ (იოანეს სახ. თ. 1. სტ. 4.), „ნათელი ბნელში ანათებს და ბნელმა ვერ მოიცვა იგი“ (იოანეს სახ. თ. 1. სტ. 5.), ის დასაბამი ანუ თავდაპირველი იგივე ღმერთი რომელშიც და რომელთანაც არის სიტყვა ანუ ლოგოსი არის იგივე ინდუისტური ტრანცენდენტური და იმანენტური უნივერსალური სული - ნარაიანა (იგივე პარაბრაჰმანი) იგივე მაჰაიანური ბუდისტური შუნია (დიადი სიცარიელე) და ალაიავიჯნანა (გამოუვლენელი აბსოლუტური ცნობიერება) და ტანტრისტული ბუდისტური - ადიბუდა (თავდაპირველი გასხივოსნება, სინათლე, შემეცნების ფესვი, ზესულიერი აბსოლუტი). სიტყვები: „თქვა ღმერთმა“ ბიბლიაში, ნიშნავს იმას, რომ ლოგოსი, რომელიც იგივეა რაც იშვარა (ანუ უფალი), გამოდის თავდაპირველი მსოფლიო სულის წიაღიდან, სიტყვები: „იყოს ნათელი! და იქმნა ნათელი“, ნიშნავს ლოგოსის მიერ სულიერი მონადების, ცოცხალი არსებების რადიაციას (გამოსხივებას) და ემანაციას (გამოყოფას).
„დაინახა ღმერთმა რომ ნათელი კარგი იყო და გაყარა ღმერთმა ნათელი და ბნელი“ (დაბადება, თავი 1, სტროფი 4), „ნათელს ღმერთმა უწოდა დღე და ბნელს უწოდა ღამე“ (დაბადება, თავი 1, სტროფი 5), ბიბლიის ეს სიტყვები პირდაპირაა დაკავშირებული გნოსტიკურ მოძღვრებასთან, რომელშიც არსებობს ერთი დიადი დოქტრინა ეონების შესახებ, ყოფიერების ბუნების შესახებ, ამ კონცეფციის თანახმად კოსმიური ყოფიერება შედგება ორი განზომილებისაგან, პირველი ესაა პლერომა, ხოლო მეორე კენომა ანუ გისტერმა, პლერომა ესაა უნივერსალური სულის, უნივერსალური ინტელექტისა (ინტელექტის უნივერსალური ოკეანის - სამუდრაარნავას) და უნივერსალური გონის ერთობლიობა, ცოცხალ არსებათა უსასრულო მირიადების კოლექტიური გონი, კოლექტიური ინტელექტი და კოლექტიური ცნობიერება, პლერომა ეს არის სამუდრაარნავა - ინტელექტის უნივერსალური ოკეანე, ბრაჰმანი - უნივერსალური სულიერი ცნობიერების კოსმიური ოკეანე და შაკტი - ღვთაებრივი მარადის ქალური ენერგიის უსასრულო კოსმიური ოკეანე, ხოლო კენომა ანუ გისტერმა ესაა - მატერიალური ბუნება, მატერიალური ყოფიერება, აღსავსე სატანჯველით, რომელიც აღსავსეა კარმული ენერგიის უნივერსალური ოკეანის მუდმივი ზეგავლენის ქვეშ მყოფი სულიერი არსებებით, არსებებით რომელნიც მუდმივ გარდასახვებში არიან, გნოსტიკური ქრისტიანული კენომა იგივეა რაც ბუდისტური, ინდუისტური, ჯაინური და სიქჰისტური - სამსარა ანუ სანსარა იგივე პარიკალპიტა (ვიკალპა) სვაბჰავა.
ნათელი არის პლერომა ანუ ნირვანა, ხოლო ბნელი - კენომა(გისტერმა) ანუ სამსარა, ნათელი ესაა სინათლის (სიკეთის) ენერგეტიკული სუბსტანცია, ხოლო ბნელი სიბნელის (ბოროტების) ენერგეტიკული სუბსტანცია, ასეთია ბიბლიის თეოსოფიური, ეზოთერიკული განმარტება.
სინათლის სულიერი ენერგეტიკული სუბსტანციის მიწიერი ფიზიკური კორელაცია არის ელექტრომაგნიტური სინათლის ენერგია, ხოლო ბნელეთის ფსიქიკური ენერგიის მიწიერი ფიზიკური კორელაცია არის ბნელი ენერგია ანუ ანტიგრავიტაციული ენერგია, ელექტრომაგნიტური რადიაცია არის სულიერი სინათლის რადიაციის გადაბრუნებული ანარეკლი, ხოლო ფიზიკური ბნელი არადეტექტირებადი უხილავი ანტიგრავიტაციული ენერგია არის ბნელეთის რადიაციული ენერგეტიკული სუბსტანციის კონტრპოლარული ინვერსიული ტრანსმუტაცია, სწორედ ამას ნიშნავს სინათლისა და სიბნელის მეორენაირი განმარტება, ერთისმხრივ სინათლე ესაა ნირვანა ანუ პლერომა, ხოლო მეორესმხრივ ელექტრომაგნიტური სინათლე, სიბნელე, ერთისმხრივ არის სამსარა ანუ კენომა, ხოლო მეორესმხრივ ბნელი ანტიგრავიტაციული ენერგია, სინათლე აგრეთვე შეიძლება განიმარტოს როგორც სინათლის ენერგეტიკული სუბსტანცია ანუ სინათლის მაგია, ხოლო სიბნელე ბნელეთის ფსიქიკური ენერგეტიკული სუბსტანცია ანუ ბნელი მაგია.
„თქვა ღმერთმა: იყოს წყალთა შორის მყარი და გაყაროს წყლები“ (დაბადება, თავი 1, სტროფი 6), „გააჩინა ღმერთმა მყარი და გაყარა ერთმანეთისაგან წყალი, რომელიც არის მყარს ქვემოთ და წყალი, რომელიც არის მყარს ზემოთ“ (დაბადება, თავი 1, სტროფი 7), „მყარს ღმერთმა უწოდა ცა“ (დაბადება, თავი 1, სტროფი 8), ამასთან არის დაკავშირებული ორი მოძღვრება, რომლებიც ერთმანეთს თითქმის გაჭრილი ვაშლებივით გვანან, ერთია კვანტურ ფიზიკაში მულტისამყაროების თეორია, ხოლო მეორე გნოსტიკოსი ქრისტიანის, ბასილიდე სირიელის მოძღვრება, პირველის თანახმად, ჩვენი სამყარო, როგორც უკვე ხსენებულ იქნა ზემოთ, არაა ერთადერთი, არამედ ერთერთი მრავალრიცხოვანი მულტისამყაროებიდან ანუ მეტაგალაქტიკებიდან, რომლებიც სამყაროთაშორისი ეგზოტიკური კოსმიური ოკეანის წიაღში არსებობენ, ესაა კაუზიური კოსმოსი. მეტაგალაქტიკის შიდა კოსმიურ სივრცეს და გარე კოსმიურ სივრცეს ყოფს ენერგეტიკული მემბრანა, ჩვენი მულტისამყარო არის ერთერთი, არარაობისა და არაფრის კოსმიური ოკეანის წიაღში მოლივლივე მულტისამყაროთაგან, ხოლო მეორე მოძღვრების თანახმად კოსმიური ყოფიერება შედგება ორი განზომილებისაგან, ესენია: კოსმოსი და სუპერკოსმოსი, კოსმოსი ესაა 365 ცის დაღმავალი იერარქია, ხოლო სუპერკოსმოსი 365 ცის აღმავალი იერარქია, ზედა ყოფიერება (ქრისტეს სამეფო და მამაღმერთის სამეფო), კოსმოსსა და სუპერკოსმოსს ერთმანეთისაგან ყოფს ცის მყარი ანუ სულიწმინდა(სოფია), ზღვარი, ბარიერი, ბასილიდე სირიელის მოძღვრების თანახმად ყოფიერების სათავეში დგას უზენაესი არაარსობრივი ღმერთი, რომლის წიაღშიც იყო ყოფიერების მრავალფეროვნების თესლი ანუ სინგულარული მატრიცა, მისი წიაღიდან ყოფიერების დასაწყისში გამოიყო ე.წ. „პირველი ძეობა“ ანუ გამოვლინების პირველი თანრიგი, რომელიც იყო სულიერი, მან წარმოშვა სუპერკოსმოსი, სულიერი სამეფო და აზრის სიჩქარით მიეახლა არარარსობრივ ღმერთს და „დამკვიდრდა“ მის სიახლოვეს, შემდეგ „მეორე ძეობა“ ანუ გამოვლინების მეორე თანრიგი, რომელმაც შექმნა მშვინვიერი (ფშვინიერი) სამყაროს 364 ცა და სანახევროდ სუფთამ, სანახევროდ კი დაბინძურებულმა, პირველი ძეობისაგან უფრო დაშორებულმა ღმერთისაგან, არაარსობრივი ღმერთისაკენ იწყო სწრაფვა და პირველი ძეობის შემდეგ მეორე ადგილი დაიკავა, მაგრამ იმისათვის რათა დაცემულს, შეძლებოდა არაარსობრივთან საკმარისად მიახლოება, მან „გარემომცველი ნივთიერებისაგან“ შექმნა ენერგეტიკული სუბსტანცია - სულიწმინდა, მეორე ძეობის „ფრთები“ , მაგრამ როგორც კი გარკვეული ზღვარი გადალახა, მისმა იპოსტასმა, სულიწმინდამ ვეღარ შეძლო გზის განგრძობა, რადგან ამ ზღვარს იქით მას უკვე არსებობა აღარ შეეძლო და ამიტომაც მეორე ძეობამ იგი ამ ზღვარზე დატოვა და მასზე განავრცო. ამის შემდეგ ბარიერს ეწოდება სულიწმინდა. მეორე ძეობის შემდეგ არაარსობრივის წიაღიდან გამოვლინდა „მესამე ძეობა“, უკვე იმდენად დაბინძურებული და დაშორებული არაარსობრივ ღმერთს, რომ მისკენ აღმასვლა ვეღარ შეძლო და მესამე ადგილი დაიკავა მისგან, მან წარმოშვა 365-ე, სულ ბოლო ცა სულიწმინდის ქვემოთ. ბასილიდეს მტკიცებით კოსმოსი ესაა სამყარო სულიწმინდის ქვემოთ, ხოლო სუპერკოსმოსი, სამყარო სულიწმინდის ზემოთ.
„თქვა ღმერთმა: შეგროვდეს ერთგან ცისქვეშეთის წყალი და გამოჩნდეს ხმელეთი“ (დაბადება, თავი 1, სტროფი 9), „ხმელეთს ღმერთმა უწოდა მიწა და შეგროვილ წყალს უწოდა ზღვა“ (დაბადება, თავი 1, სტროფი 10), ბიბლიის ეს სიტყვები განიმარტება შემდეგნაირად: „ხმელეთი“ ანუ „მიწა“ ეს იგივეა რაც კოსმიური მატერია, ნივთიერება,ბარიონული მატერია და ბნელი მატერია, ხოლო „წყალი“ ანუ „ზღვა“ ესაა კოსმოსი, კოსმიური სივრცე, ბნელი ენერგია და ვირტუალური ნაწილაკების ენერგეტიკული ოკეანე, სხვაგვარად რომ ვთქვათ ბიბლიის ამ მონაკვეთში აღწერილია, რათქმაუნდა ალეგორიულად კოსმიური მატერიისა და ენერგიის, დროისა და სივრცის ფორმირება.
„თქვა ღმერთმა: იყოს მნათობები ცის მყარზე“ (დაბადება, თავი 1, სტროფი 14), „იყვნენ მნათობები ცის მყარზე რომ გაანათონ მიწა“ (დაბადება, თავი 1, სტროფი 15), „დასხა ისინი ღმერთმა ცის მყარზე, რომ გაენათებინათ მიწა“ (დაბადება, თავი 1, სტროფი 17), ეს „ცის მყარი“ რომელიც აქ არის ნახსენები, არის სამყაროს ენერგეტიკული მემბრანის გაგრძელება, შიდა კოსმიური დროსივრცული კონტინიუმი. კოსმიური სხეულები, სწორედ ამ დროსივრცული კონტინიუმის ზედაპირზე მიმოიძვრიან, როგორც გვეუბნება ფიზიკა. „ცის მყარი“ არის ბიბლიაში, დროსივრცული კონტინიუმის ალეგორიული სახელწოდება.
თანამედროვე კვანტურ ფიზიკაში არსებობს უმნიშვნელოვანესი და უდიადესი თეორია ორი სუბსტანციის შესახებ, რომელთაც ეწოდებათ - ბნელი მატერია და ბნელი ენერგია, ბნელი ენერგია არის ენერგეტიკული სუბსტანცია რომელიც კოსმიურ სხეულებს აქსელერაციას ანუ აჩქარებას ანიჭებს, ის კოსმიურ სამყაროს აიძულებს დიდი სიჩქარით გაფართოვდეს, სწორედ მისი წყალობით კოსმიური მატერიის ნაწილაკები განიცდიან აჩქარებას და იძენენ მოძრაობის უნარს, იგი არის მძლავრი ანტიგრავიტაციული სუბსტანცია, მას შეუძლია ისე ააჩქაროს სუბატომები, რომ კოსმიური მატერია საბოლოოდ დაშალოს და დაამსხვრიოს ანუ მოახდინოს სრული დეზიტეგრაცია, ხოლო ბნელი მატერია პირიქით კოსმიურ მატერიას, კოსმიურ სხეულებს გაფანტვასა და დეზინტეგრაციაში ხელს უშლის და ბნელი ენერგიის ზემოქმედებას ეწინააღმდეგება, ახდენს რა ჩვეულებრივი ბარიონული მატერიის შეკავშირებას და შემჭიდროვებას და ახდენს კონრეტული სტრუქტურების ჩამოყალიბებას და ფორმირებას, სხვაგვარად რომ ვთქვათ მატერიის სუბატომებსა და ატომებს ბნელი ენერგიის საპირისპიროდ, ამუხრუჭებს და აყოვნებს, ასევთქვათ ანელებს ბარიონული მატერიის ნაწილაკთა მასას, ბნელი ენერგიისა და ბნელი მატერიის ძალთა შორის ბალანსი უზრუნველყოფს სამყაროს მატერიალური სტრუქტურის მოწესრიგებას (სტაბილიზაციას), ბნელმა მატერიამ რომ სძლიოს ბნელ ენერგიას სამყარო საკუთარ თავში ჩაინთქმება და მოხდება სრული იმპლოზია, ხოლო იმ შემთხვევაში თუ სძლევს ბნელი ენერგია სამყაროს მატერია უსასრულოდ მცირე ნაწილაკებად დაიხლიჩება და უსასრულო სიჩქარით მიმოიფანტება ყველა მიმართულებით, იქნება სრული დეზ-ინტეგრაცია. ჯაინისტურ მოძღვრებაში აგრეთვე არსებობს დოქტრინა, კონცეფცია ორი მსგავსი სუბსტანციის შესახებ, პირველი ესაა - დჰარმასტიკაია - მოძრაობის გამტარი, მამოძრავებელი ანუ ამაჩქარებელი სუბსტანცია, ხოლო მეორე - ადჰარმასტიკაია - უძრაობის გამტარი, დამამუხრუჭებელი სუბსტანცია, დამაყოვნებელი სუბსტანცია, პირველი მსგავსად ბნელი ენერგიისა კოსმიური მატერიის ნაწილაკებს აქსელერაციას ანუ აჩქარებას ანიჭებს და სივრცეში ამოძრავებს, ხოლო მეორე (ადჰარმასტიკაია) პირიქით მატერიის ნაწილაკებს ამუხრუჭებს და ანელებს, ის ხელს უშლის მატერიის ნაწილაკების გაფანტვას, მსგავსად ფიზიკის ბნელი მატერიისა. ჯაინისტური კონცეფცია დჰარმასტიკაიას და ადჰარმასტიკაიას შესახებ სრულებით იდენტურია, კვანტური ფიზიკის თეორიისა, ბნელი მატერიისა და ბნელი ენერგიის შესახებ. დჰარმასტიკაიასა და ადჰარმასტიკაიას შორის ბალანსი ქმნის კოსმიურ წესრიგს, დჰარმასტიკაიას და ადჰარმასტიკაიას გარდა სამყაროში არსებობს კიდევ 4 სუბსტანცია: ჯივა-დრავია ანუ საფშვინველი (სამშვინველი), აკაშა ანუ სივრცე, კალა ანუ დრო და პუდგალა-აჯივა-დრავია ანუ ჩვეულებრივი ფიზიკური მატერია. ჯაინისტური მოძღვრების თანახმად სივრცე შედგება უსასრულო რაოდენობის სივრცული წერტილებისაგან, ასევე უსასრულო რაოდენობის სივრცული წერტილებისაგან ანუ ანუებისაგან (ელემენტარული ნაწილაკებისაგან) შედგება ფიზიკური მატერიაც. ჯაინისტურ, სიქჰისტურ, ინდუისტურ და ბუდისტურ მოძღვრებებში ელემენტარული ნაწილაკების თეორია, ატომისტური თეორია, დროის და სივრცის კონტინიუმის თეორია, ბნელი მატერიისა და ბნელი ენერგიის თეორიები არსებობდა უხსოვარი დროიდან, ჯერ კიდევ მაშინ როდესაც კვანტური ფიზიკის ხსენებაც არ იყო. ინდურ რელიგიებში ელემენტარულ ნაწილაკებს ანუ სუბატომებს ეწოდებათ - ანუ, ხოლო ატომებს - პარამა ანუ. ჯაინისტებისა და სხვა ინდური რელიგიების აპოლოგეტების მსგავსად ანაქსაგორაც, ძველი ბერძენი ფილოსოფოსი, ამტკიცებდა რომ მატერიის დიფერენცირება უსასრულოდ შეიძლება, ის აგრეთვე ამტკიცებდა რომ მატერია წარმოადგენს კოსმიური გონის ემანაციას.
თავდაპირველ თეოგონიურ ოგდოადას ინდუისტური ეზოთერიკის თანახმად შეადგენენ - თავდაპირველი პურუშა (მატერიალურ ცნობიერებათა თავდაპირველი სინგულარული სულიერი მატრიცა), თავდაპირველი პრაკრიტი (კოსმიური ენერგიების თავდაპირველი სინგულარული სულიერი მატრიცა), ჯნანაშაკტი-მაჰასარასვატი (რადიაციისა და ემანაციის ქალური ეონი, ქალღმერთი), ბრაჰმა (რადიაციისა და ემანაციის მამრობითი ეონი), იჩხაშაკტი-მაჰალაკშმი (ევოლუციის ქალღმერთი-ეონი), მაჰავიშნუ (ევოლუციის ღმერთკაცი-ეონი), კრიაშაკტი-მაჰაკალი (გრავიტონული იმპლოზიის, ანიჰილაციისა და დეზინტეგრაციის ქალღმერთი-ეონი) და მაჰაკალა მაჰეშა (იმპლოზიის, ანიჰილაციისა და დეზინტეგრაციის ღმერთკაცი-ეონი). მატერიალური ბუნება წარმოადგენს ამ რვა ეონის სინერგიისა და კონვერგენციის ინვერსიულ ტრანსმუტაციურ რეზულტატს და გამოვლინებას. სანკხიას მოძღვრებაში აღიარებულია მრავალი პურუშას არსებობა, ხოლო ცხონებად ანუ ნირვანად ითვლება პურუშების ერთი პრაკრიტისაგან განშორება, სანკხიას სწავლებაში ყოფიერების ყველა ელემენტი რეალურადაა მიჩნეული, მათ შორის ფიზიკური მატერიაც რომელიც პურუშებისა და პრაკრიტის ურთიერთქმედების შედეგად წარმოშიბილი უმდაბლესი რეალური მოდიფიკაციაა. სანკხიას სწავლება ნაწილობრივ მართალია, ნაწილობრივ კი მცდარია, მართალია როდესაც აღიარებს რომ ფიზიკური კოსმოსი არის ორი სუბსტანციის, ცნობიერი პურუშასა და არაცნობიერი პრაკრიტის შეერთების რეზულტატი და პრაკრიტის მოდიფიკაცია, რომ პურუშასა და პრაკრიტის შეერთების პირველი პროდუქტი არის ბუდჰი - სულიერი ინტელექტი და რომ იგი რეალურია, მართალია როდესაც ამტკიცებს მანასის - გონების რეალურობას, მაგრამ ცდება როდესაც ამტკიცებს მრავალი პურუშას არსებობას, ცდება როდესაც ამტკიცებს ინდრიების (გრძნობათა ორგანოების), ტანმატრების (პროტოსტიქიების), ახამკარას (პიროვნული ეგოს) და ფიზიკური ელემენტების რეალურობას. მრავალი პურუშას არსებობა არ არის აუცილებელი, აგრეთვე ცოცხალი არსება უნდა განთავისუფლდეს არა პრაკრიტისაგან, არამედ მისი უმდაბლესი ილუზორული მოდიფიკაციებისაგან, ესენია: ფსიქიკური პიროვნული ეგო, ათი გრძნობა, კაუზიური მატერია, ფსიქიკური მატერია, ფიზიკური მატერია, კაუზიური ენერგია, ფსიქიკური ენერგია, ფიზიკური ენერგია, ხუთი დრო, ხუთი სივრცე და მეექვსე სივრცეთაშორისი სივრცე, ამაჩქარებელი ენერგეტიკული სუბსტანცია, დამაკავშირებელი დამამუხრუჭებელი გრავიტაციული მატერიალური სუბსტანცია, სხვა ყველაფერი რეალურია, სატ-ჩიტ-ანანდა ბუნება ანუ მარადისობის, ცნობიერებისა და ნეტარების ბუნება აქვს არა მარტო პურუშას, არამედ ბუდჰისა და მანასსაც, ეს ინტელექტი და გონება არიან, არა პრაკრიტის, არამედ, მისი ილუზორული, ინვერსიული, ტრანსმუტაციური მოდიფიკაციების ტყვეობისაგან გასანთავისუფლებელნი, ინდივიდუალური ინტელექტი და გონება არ არიან ისეთივე უსასრულონი როგორც თავდაპირველი ცნობიერება - პურუშა და თავდაპირველი ენერგია - პრაკრიტი, მაგრამ მაინც, არიან უქმნელნი, უშობელნი, უსაწყისონი და უკვდავნი, მარადიულნი, მათ აქვთ მუდმივი ენერგეტიკული ევოლუციისა და ინვოლუციის განცდის, ემანაციის, რადიაციის, ანიჰილაციისა და დეზინტეგრაციის ძალები და უნარები. ინტელექტი და გონი არსებობს ორგვარი: უსასრულო და სასრულო ინდივიდუალური. ინდივიდუალური ინტელექტი და გონი გააჩნია ყველაფერს, უმცირესი სუბატომით დაწყებული, უდიდესი მეტაგალაქტიკით დამთავრებული. ფაქტობრივად ინტელექტები და გონებანი კი არ იყოფიან, არამედ უბრალოდ ერთმანეთში „ზიან“. თითოეულ არადაყოფად ინტელექტში და გონებაში, არის კიდევ უფრო მცირე არადაყოფადი ინტელექტები და გონებანი, მათში კიდევ სხვა უფრო მცირენი და ასე უსასრულოდ. მაგრამ სასრულ არადაყოფად ინტელექტთა და გონებათა გარდა არსებობს ერთი ჰიპერუნივერსალური უსასრულო ინტელექტი და უსასრულო ჰიპერუნივერსალური გონი. უსასრულო არადაყოფადი ჰიპერუნივერსალური ინტელექტი შეიცავს უსასრულო ოდენობის სასრულ არადაყოფად შინაგან ინტელექტებს და გონებებს. კოსმოსიც ორგვარია: სასრული და უსასრულო ანუ სასრული კოსმოსი და უსასრულო სუპერკოსმოსი. ხოლო ადვაიტა ვედანტას სწავლებაში ყველაფერი ილუზიად ითვლება გარდა თავდაპირველი ცნობიერებისა - პარაბრაჰმანისა ანუ პურუშასი, ეს არასწორია, იმ მიზეზით, რომ თუ რეალურია მარტო ბრაჰმანი, მაშინ სამსარას ტყვეობაში რაღა ან ვინღა იმყოფება? თუ როგორც ადვაიტა ამბობს, ბრაჰმანი არის მუდამ თავისუფალი, ცნობიერი, ნეტარი და უსაწყისო, უსასრულო სულიერი სუბსტანცია და თუ ადამიანის ატმანი და ბრაჰმანი იდენტურია, გამოდის რაღაც აბსურდი, გამოდის, რომ დატყვევებული არავინაა და განთავისუფლებაც არავის ჭირდება, მაგრამ მაშინ სამსარა რაღაა? გამოდის სრული აბდაუბდა. იმისათვის რათა ადვაიტას სისტემა წესრიგში მოვიდეს, საჭიროა ინტელექტისა და გონების რეალურობის აღიარება და აქცენტის ატმანიდან ინტელექტსა და გონებაზე გადატანა. ადვაიტას სწავლებაში აგრეთვე არასწორია კოსმოგონიური სქემა, რომლის თანახმად ბრაჰმანის პირველი პროდუქტებია ხუთი მატერიალური ელემენტი და არა ბუდჰი.
სანკხიას გარდა, ოღონდაც უფრო ლოგიკური, რაციონალური და იდეალისტური სახით, დუალისტური ანუ ბინარული, ბიპოლარული პირველდასაბამის შესახებ ასწავლიდნენ ვალენტიანიანელი, ვორვორიტი, სიმონიანელ-მენანდრელი და მარკოსიანელი გნოსტიკოსები, იგივეს ქადაგებს მაჰაიანური და ტანტრისტული ბუდიზმიც და ებრაულუ ტრანსცენდენტური კაბალაც, იგივეა ნათქვამი ძველ ბერძნულ და ძველ სკანდინავიურ მითოლოგიაშიც.
CrdiloeT amerikaSi mcxovrebi indielebi fiqrobdnen, rom samyaro brZenma yoranma Seqmna. Tavdapirvelad irgvliv mxolod ukidegano wylis sivrce da aqa iq momobneuli qvebi iyo. yorani niskartiT ezideboda qvebs da wyalSi yrida. ase gaCnda xmeleTi. yoranma igi xeebiT, yvavilebiTa dabalaxiT daamSvena, wyalSi Tevzebi warmoSva, miwaze cxovelebi, xolo caSi frinvelebi, bolos ki Tixisagan dedamiwis binadari pirveli qali da kaci Seqmna.
უკიდეგანო წყლის სივრცე ეს არის იგივე - ეკარნავა - სამყაროთაშორისი კაუზიური კოსმიური ოკეანე (რომელზედაც საუბარია, ინდუიზმში, ბუდიზმში, ჯაინიზმსა და სიქჰიზმში და აგრეთვე სხვა ეზოთერულ სწავლებებში), ხოლო ბრძენი ყორანი ეს არის კოსმიური გონის ალეგორიული სიმბოლო, კოსმიური გონისა რომელიც ახდენს მატერიალური ბუნების ემანაციას და რადიაციას და აგრეთვე წინარეარსებული სამყაროს ენერგეტიკული ნარჩენებით ახლის ფორმირებას.
iaponelebs sjerodaT rom samyaro tyupma RmerTebma, qalRmerTma iZanaმim da RmerTkacma iZanaგim Seqmnes. იsini didxans moTminebiT urevdnen varskvlavbunekian jadosnur Subebs talaxis tbaSi. Talaxi TandaTan Sesqelda aqeT-iqeT gundgundad cvena iwyo. პatara gundebisgan kunZulebi gaCnda xolo didebi materikebad iqca. Semdeg miwa balaxma, xeebma da yvavilebma dafara.
თეოსოფიური განმარტებით, გამოუვლენელ, პოტენციურ, პასიურ ასპექტში, როგორც ნირგუნა, იძანამი განასახიერებს ინდუისტურ თავდაპირველ არაცნობიერ პირველძალას, პირველენერგიას, პირველენერგეტიკულ ულტრასინგულარულ სუპრაენერგეტიკულ პროტომატრიცას - პრაკრიტის, ხოლო იძანაგი განასახიერებს თავდაპირველ სულიერ ცნობიერებას, ცნობიერებათა სუპერმატრიცას - პურუშას, ხოლო როგორც სარგუნა, გამოვლენილი, კინეტიკური, დინამიკური, აქტიური მანიფესტაცია, იძანამი წარმოადგენს ინდუისტური მაჰასარასვატი-ჯნანაშაკტის განსახიერებას, ხოლო იძანამი იშვარა ბრაჰმას განსახიერებას. იძანამი არის სამყაროს მდედრობითი პირველდასაბამი, ხოლო იძანამი სამყაროს მამრობითი პირველდასაბამი. იძანამი აგრეთვე შეესაბამება ბუდისტურ სამანტაბჰადრის, კაბალისტურ შეხინას, ზოროასტრულ ზერვანა აიონას, ვალენტინიანურ გნოსტიკურ მდედრობით პირველეონს - მდუმარებას ანუ სიგის, ბარბელიოტურ ანუ ვორვორიტულ გნოსტიკურ ქალურ პირველეონ - მარადის ქალწულ არსს ანუ ბარბელოს, ხოლო იძანამი შეესაბამება ბუდისტურ სამანტაბჰადრას, ვალენტინიანურ გნოსტიკურ მამრობით პირველეონს - სიღრმეს ანუ ბიტუსს, კაბალისტურ - უსასრულო არარაობას ანუ ეინ სოფს, ბარბელიოტურ მამრობით პირველეონს - მარადიულ გამოუთქმელ პირველმამას და ზოროასტრულ ზურვანს.
მოკლედ რომ ვთქვათ, თავდაპირველად იყო მხოლოდ დიადი სიღრმე - მეგალე ბიტუს, მამრობითი პირველდასაბამიერი პირველეონი, რომელსაც აგრეთვე ქვია პირველმამა ანუ პროტოპატორი, რომელთანაც იყო მისგან განუყოფელი და განუშორებელი მდედრობითი პირველეონი, მდუმარება - სიგი იგივე პირველაზრი ანუ პროტოენოია იგივე მადლი ანუ ხარისი, იგი იყო პირველდედა - პროტომატერია. სიღრმემ მდუმარებაში ჩადო ღვთიური თესლი და მდუმარებამ შვა ორი ეონი (სულიერი არსება, ღვთაება), გონება - ნუსი (მამრობითი) და ჭეშმარიტება - ალატეია (ქალური), ხოლო გონებამ და ჭეშმარიტებამ შვეს სიტყვა - ლოგოსი და სიცოცხლე - ზოე, სიტყვამ და სიცოცხლემ შვეს ადამიანი - ანთროპოს და მოხმობა - ეკლესია და კიდევ ათი სხვა ეონი, კიდევ სხვა ხუთი სიზიგია (წყვილი): სიღრმული (ბიტიოს, ვუფიოს), აღრევა (მისის), უბერებელი (აგეპატოს), ერთობა(ენოსის), თვითშობილი (აუტოგენეს), სიამოვნება (ჰდონე), უძრავი (აკინეტოს), განმქვრევა (ზუგკრადის), მხოლოდშობილი (მონოგენეს) და ნეტარი (მაკარია), ხოლო ადამიანმა და მოხმობამ შვეს თორმეტი ეონი: მანუგეშებელი (პარაკლეტი) და რწმენა (პისტის), მამისეული (პატრიკიოს) და იმედი (ელპის), დედისეული (მატრიკოს) და სიყვარული (აგაპე), მარადიული გონი (ასინოეს) და გონიერება (ნუუზსის), ეკლესიური (ეკლეტიატიკოს) და ნეტარება (მაკარიოტეს), სასურველი (ოელეტოს) და სიბრძნე (სოფია). ესაა სულიერი სამყარო ანუ პლერომა - კოსმიური გონის, კოსმიური ინტელექტისა და თავდაპირველი უსასრულო ბიპოლარული კოსმიური ზესულის ერთობლიობა, პლერომა აგრეთვე არის კოლექტიური გონი, კოლექტიური ინტელექტი და კოლექტიური ცნობიერება (კაუზიური და ბუდჰიკური), პლერომა ესაა ინდივიდუალურ მენტალურ-კაუზიურ და ბუდჰიკურ ცნობიერებათა ერთობლიობა. გონებამ და ჭეშმარიტებამ შვეს კიდევ ერთი წყვილი: ქრისტე და სულიწმინდა. სოფია დაეცა და განერთხა ბარიერზე პლერომას გარეთ, სოფია იმდენად დაშორდა სინათლისა და სიკეთის პირველწყაროს და მისი ნათელი და მადლი თითქმის ჩაქრა, სოფიამ აღუვლინა ლოცვა ქრისტეს და ქრისტემაც შეისმინა და ორ მთავარანგელოზთან - მიქაელთან და გაბრიელთან ერთად გამოეცხადა და ქაოსისა და არყოფნის უფსკრულიდან ამოიყვანა ოდნავ ზემოთ.

პოსტის ავტორი: azazeli თარიღი: Jun 7 2014, 02:08 PM

1) შესავალი
2)წმიდა ელია წინასწარმეტყველის ხალენის ისტორია.
3)ელია წინასწარმეტყველის მოღვაწეობის დროს არსებული მდგომარეობა. მეფე აქაბი.
4)ელია წინასწარმეტყველის საწინასწარმეტყველო ასპარესზე გამოსვლა.
5)ელიას დაპირისპირება ისრაელის სამეფო სახლთან. ელია წინასწარმეტყველის მიერ, ბაალის კერპის ქურუმთა განადგურება.
6)უფალი იცავს ელია წინასწარმეტყველს.ელიას მიერ ელისეს, წინასწარმეტყველად გამორჩევა.
7) იეზებიელისა და აქაბის ვერაგული დამოკიდებულება ნაბუთეს მიმართ. ელიას ცად ამაღლება.

ელია წინასწარმეტყველი ძველი აღთქმის ერთ–ერთი გამორჩეული წინასწარმეტყველი გახლავთ. მისი შობა, სამოღვაწეო ასპარესზე გამოსვლა, საკუთრივ მოღვაწეობა და ამ მოღვაწეობის დასასრული გამორჩეული, განსაკუთრებული გახლავთ. როდესაც ელიას შობაზე ვსაუბრობთ აუცილებლად უნდა გავამახვილოთ ყურადღება იმ იდუმალ ჩვენებაზე რომელიც ელია წინასწარმეტყველს მამამ იხილა, რომლის შესახებაც ეპიფანე კვიპრელი იუწყება. როდესაც ელია დაიბადა, მისმა მამამ იდუმალი ჩვენება იხილა: თუ როგორ ხვევდნენ კეთილსახიერი ჭაბუკები ცეცხლის ალში, ელიას და როგორ კვებავდნენ მას ცეცხლითა და ალით. ელია, ლევისტომიდან, ქალაქ თეზბადან[1] გახლდათ, სწორედ ამიტომ იგი ელია (თეზბიტელის) სახელწოდებითაც მოიხსენიება.

[1] (თეზბა–მისი მშობლიური ქალაქია. ეს ქალაქი, ერთი ვარაუდით, გალილეაში მდებარეობდა, სხვა მოსაზრებით კი – მდინარე იორდანეს მახლობლად, გალაადის ქვეყანაში )

საქართველო ეკუთვნის იმ რჩეული ქვეყნების რიცხვს, რომელთაც ბიბლიურ სამყაროსთან ინტენსიური ურთიერთობის პატივი ხვდა წილად. უძველესი დროიდან ქართლში დამკვიდრებული ძლიერი ებრაული დიასპორა იძლეოდა ამ ურთიერთობების საშუალებას; მესიანისტური იდეები, რომლებსაც ისრაელიანებთან ერთად გაეცნო ქართველობა, კარგი ფონი აღმოჩნდა ქრისტიანობის მისაღებად. სწორედ ებრაელებს უკავშირდება უდიდესი ქრისტიანული სიწმინდის – ქრისტეს კვართის საქართველოში ჩამოტანა.

პირველი დიდი სიწმინდე, რომლის სიახლოვესაც მცხეთაში ქრისტეს კვართი დაიკრძალა, არის წმ. ელია წინასწარმეტყველის ხალენი (მოსასხამი), რომლის საქართველოში მოტანას, ასევე ებრაელებს უკავშირებენ.

წინასწარმეტყველთა სამოსის, კონკრეტულად ხალენის დაწვრილებითი აღწერა ძველი აღთქმის წიგნებში არ გვხვდება. ბუნებრივია, წინასწარმეტყველთა საქმეების აღმწერთათვის ეს სამოსი ცნობილი იყო და მისი აღწერა აუცილებლობას არ წარმოადგენდა. ამისათვის, იმის გარკვევა, თუ როგორი იყო ამ სამოსის კომპლექსის ერთ-ერთი აუცილებელი ნაწილი – ხალენი, ძალიან ძნელია, თუმცა, წინასწარმეტყველთა სამოსის ერთ-ერთი ნაწილი სწორედ ხალენი უნდა ყოფილიყო. იგი არა მარტო ჩვეულებრივი ჩასაცმელი, არამედ სიმბოლური დატვირთვის მატარებელიც იქნებოდა. გავიხსენოთ, რომ ელია წინასწარმეტყველი სწორედ ხალენის სიმბოლური შეხებით დაწინდავს ელისეს თავის მემკვიდრედ, ხალენით ახდენს სასწაულებს და ამ ხალენსვე უტოვებს ცეცხლოვანი ეტლით ზეცად ატაცებული მასწავლებელი მოსწავლეს, როგორც ღვთის მადლით ზიარების სიმბოლოს.

ქრისტიანულ ხატწერაში გვხვდება ელია წინასწარმეტყველის ცხოვრების სხვადასხვა ეპიზოდები (მაგ. მახვილით შეიარაღებული კარმელის მთასთან, ქორათის ხევს თავშეფარებული და სხვა), მაგრამ ძირითადად „ფერისცვალების“ სიუჟეტი. ამ თემატიკაზე შესრულებულ ხატებში ერთ მხარეს გამოისახება ელია წინასწარმეტყველი, მეორე მხარეს – მოსე. მაგ. ბერძნულ ხატებში ელია წინასწარმეტყველს გამოხატავენ სხვა ბიბლიურ წინასწარმეტყველთათვის დამახასიათებელი სამოსით, ხოლო ისეთ სიუჟეტებში, სადაც ელია ამ ქვეყნიდან წასვლამდეა გამოსახული, ყურადღება გამახვილებულია მოსასხამზე, რომელიც შიგნიდან ბეწვით არის შემოსილი ან ქსოვილის მოსასხამს ბეწვის ქობა აქვს შემოვლებული.

ლექსიკონებში ხალენი სხვადასხვაგვარად არის განმარტებული: ხალენი – უნდო მაზარა (უნდო მაზარა ცხოვართ მატყლისა, წამოსასხმელი) [11,414]. ხალენი – მატყლის უხეში ქსოვილი, ცხვრის ტყავის წამოსასხამი [12,1242], ხალენი – მატყლის ქსოვილი [4,460]. ხალენი – წამოსასხამი, ქურთუკი („იქცეოდნენ ხალენებითა და თხის ტყავებითა“) (ებრ. 11,37). ხალენი მოხსენიებულია შუშანიკის წამებაშიც „სასთაული ერთი ხალენისა უცნ სასთუნლით კერძო“ (შუშანიკის წამება, XIV,19). რუსულ ლექსიკონებში იგი განმარტებულია, როგორც ტოლომა, საკუხი, მოსასხამი [10,360] ან ზედა მოსაცმელი განიერი, გრძელი მოსასხამის სახით [18,1264]. გერმანულშჲ ხალენის შესატყვისია Umhang, Mantel… მაგრამ მისი დაწვრილებითი აღწერა არც ერთ ლექსიკონში არ გვხვდება. იგი არ არის აღწერილი უცხოენოვან სიმბოლოთა ლექსიკონებშიც [20]. როდესაც ოქოზიამ ბაალთან შესაკითხად გაგზავნა მაცნენი, მათ გზაში შეხვდათ ელია წინასწარმეტყველი, რომელიც, მსახურთა აღწერით, ასე გამოიყურებოდა: „კაცი მატყიერ და სარტყუელი ტყავისა ერტყა წელთა მისთა“ (IV მეფეთა 1,8) მსგავსი სამოსი ეცვა იოანე ნათლისმცემლს, „თვით იოანეს ემოსა აქლემის ბეწვის სამოსი და წელზე ერტყა ტყავის სარტყელი (მათე 3,4; მარკოზი 1,6).

ელია წინასწარმეტყველის ხალენი რამდენჯერმეა ნახსენები ძველ აღთქმაში: პირველად ხალენი ნახსენებია უფლის გამოცხადების ჟამს, როცა ელიამ „დაიფარა პირი თვისი ხალენითა“ (III მეფეთა 19,13), და მეორედ ელისესთან შეხვედრის დროს „…მიიწია ელია მისა და დააგდო ხალენი იგი მისი მის ზედა“ (III მეფეთა 19,19). მესამედ ხსენებისას ელია ხალენით უკვე სასწაულს ახდენს: „და მოიღო ელიამ ხალენი იგი თვისი… სცა წყალსა… და განიპო წყალი“ (IV მეფეთა 2,8), შემდეგ, როცა ცად ატაცებული ელია გადმოუგდებს ხალენს მოწაფეს. ამის შემდეგ უკვე ელისე ახდენს სასწაულს – იგი იორდანეს წყალს შუაზე გაჰყოფს და ისე გაივლის (IV მეფეთა 2,14).

ქართული წყაროები ელია წინასწარმეტყველის ხალენის საქართველოში, კერძოდ მცხეთაში ყოფნას ადასტურებენ: „მოქცევაჲს“ მიხედვით სიდონიას თავის მამის აბიათარისაგან სცოდნია, რომ უფლის კვართის დაკრძალვის ადგილი ორმაგი ძალით იყო შემოსილი: ქრისტეს კვართის დაფვლამდე ოდესღაც აქ დაუმარხავთ წინასწარმეტყველ ელიას ხალენი, რომლის შესახებაც „მოქცევაჲ“-ს შატბერდული რედაქცია ჭელიშურთან შედარებით განსხვავებულ ინფორმაციას იძლევა:

შატბერულ ვარიანტში, როდესაც სიდონია კვართის შესახებ საუბრობს, ამბობს, რომ, მისი ადგილსამყოფელი იცის ღმერთმან და „დედამან ჩემმან ნინო“, მაგრამ არ ამხელს, ვინაიდან ჯერ არ დამდგარა ჟამი. ამის შემდეგ სიდონია განაგრძობს, რომ მას მამისგან სმენია, რომ „არს სხუაჲცა ძალითა შემოსილი, მრჩობლი იგიცა, ხალენი ელიაჲსი ამას ქალაქსა შინა, ხელთა ჩუენთა საკურთხეველისა სიმტკიცისა ქუეშე ქვათა შინა ულპოლველად ვიდრე ჟამამდე მისა“ [1,130]. ჭელიშური რედაქციის ავტორი კი იმ ფრაზის შემდეგ, რომელიც ელიას ხალენს ეკუთვნის, წერს: „და აწ ესე სამოსელი იესუჲსი აქა არს გამოუთქმელად ვიდრე ჟამამდე მისა, რამეთუ მრავალგზის მაშრომა დედამან ჩემმან ნინო მამისა ჩემისა მიმართ, გამოვწულე ადგილი იგი სამოსლისა მის ჭეშმარიტად“ [1,130], მაშინ, როდესაც ცოტა ზემოთ იგივე ავტორი წერს, რომ „ელიოზ დაჰმარხა რაჲ თვისი და ხელთა აქვს სამოსელი იგი (კვართი) და არს ადგილი იგი, რომელი ღმერთმან იცის და იცის დედამან ჩემმაც“ (იგულისხმება ნინო) [1,129 - 2 ვარიანტი]. ჭელიშური რედაქციის ავტორს შეცდომით ჰგონია, რომ კვართზეა საუბარი, სინამდვილეში საუბარია ელიას ხალენის დაკრძალვის ადგილზე.

მოქცევაჲში ორივე სიწმინდის – როგორც ქრისტეს კვართის, ისე ელიას ხალენის ადგილსამყოფელის დასადგენად საჭიროა ელიოზის სახლისა და „მცირე ბაგინის“ ლოკალიზება. წყაროს ცნობით „სახლი ელიოზისი იყო ქალაქის დასავლით, წიაღ მოგუთასა, ხიდსა ზედა“ [1,130], ეს ის ხიდია, რომლის შესახებაც წმ. ნინო ამბობს: „მოვიწიენით მცხეთად ქალაქად წიაღ კერძო მოგუთასა, ხიდსა ზედა დავდექით. მუნით ვხედავდი ცეცხლის მსახურსა ერსა მოგუებასა და ცდომასა შინა“ [1,115].

ელია, სამოღვაწეო ასპარესზე მაშინ გამოდის როდესაც ისრაელში მეფობს მეფე აქაბი.შესაბამისად სანამ ელია წინასწარმეტყველზე ვისაუბრებდეთ, მანამდე ყურადღება უნდა გავამახვილოთ მეფე აქაბზე და მისი მოღვაწეობის დროს არსებულ მდგომარეობაზე.

ა ქ ა ბ ი[1]

აქაბი (874–853) ომრის დინასტიის ყველაზე გამოჩენილი მეფეა. მან მნიშვნელოვნად განავითარა ისრაელის ეკონომიკა და სამეფოს პოლიტიკური ინტერესები განვითარების ახალ საფეხურზე აიყვანა. აქაბმა ამას მთელი თავისი მეფობა მოახმარა. (22 წელი) აქაბის მეფობის დროს ისრაელსა და ფინიკიას საკმაოდ კარგი ურთიერთობები აქვს. მათი ერთმანეთთან ასეთი დამოკიდებულება სირიის ინტერესებს ეწინააღმდეგება. სწორედ ამის გამო სირიის მეფე ბენედადი უკავშირდება ფინიკიას და მასაც შემოაქვს ტვიროსული ღვთაება. ფიქრობენ რომ ბენედადმა ომრის მსგავსად, ტვიროსთან ნათესაური კავშირი შეკრა. მანამ, სანამ სირიასთან დაპირისპირება შეიარარებულ კომფლიკტში არ გადაიზრდება. აქაბი ახერხებს ქვეყნისა და ხალხის კეთილდრეობაზე ზრუნვას. მთელს ისრაელში აქაბმა მრავალი ქალაქი ააშენა და გაამაგრა. მათ რიცხვს მიათვლიან იერიქონსაც (3 მფ. 16, 34 ; 22 , 39 .) აქაბმა მოაბი ძლიერ დახარკა საქონლით, რამაც ფინანსურად ისე გააძლიერა, რომ ეკონომიკურად ფინიკიასთან და სირიასთან გაათანაბრა. იუდას სამეფოსთან აქაბი მეგობრობას აღწევს თავისი ქალიშვილის გოთოლიას[2] ქორწინებით იუდას სამეფოს მეფის, იოსაფატის ძეზე, იორამზე.
ისრაელი იუდას სამეფოსთან კარგ ურთიერთობას, სირიასთან ურთიერთობის გასარკვევად იყენებს. (3 მფ. 22, 39)–ში ნათქვამია, რომ აქაბმა სპილოს ძვლისაგან ააგო სასახლე, რაც მის ძლიერ სიმდიდრეზე მიუთითებს. ომრიმ ისრაელს ტვიროსის კერპი, ბაალი გააცნო, ხოლო მისმაძემ, აქაბმა მისი კულტი შემოიტანა სამეფოში. აქაბი ბაალის კერპს სამარიაში დგამს. ტვიროსიდან ასობით ქურუმი(წმინდა წერილში მათი რაოდენობა 850–ით იფარგლება) იქნა ჩამოყვანილი, რათა ისრაელში ბაალის კულტის მსახურება არა მარტო ოფიციალურ რელიგიად ქცეულიყო , არამედ ამ კულტისადმი მსახურება გამყარებულიყო კიდეც ისრაელიანთა გულებში. სწორედ ამის გამო, აქაბი, ისრაელის მეფეთა შორის ყველაზე ცოდვილი მეფის რეპუტაციით სარგებლობს.

[1] იუდასა და ისრაელის სამეფოს მეფეები. ( Ⓒ გიორგი გვასალია) 2013 წელი.

[2] არსებობს მოსაზრება რომლის მიხედვითაც გოთოლია იეზებიელის და არის და არა შვილი.

დასაწყისშივე უნდა აღინიშნოს, რომ ელია წინასწარმეტყველის სამოღვაწეო ასპარესზე გამოჩენა ხდება მოულოდნელად, სწორედ ისე როგორც იოვანე ნათლისცემლის გამოჩენა მოხდება აფსოლიტურად მოულოდნელად. ,, შეინანეთ რამეთუ მოახლოვებულ არს სასუფეველი ცათა’’ არაფერი წინ არ უძღვის იოვანეს გამოჩენას. და ელიაც სწორედ ასე გამოჩნდება, ელიას სამოღვაწეო ასპარესზე გამოსვლას, ელიას სამოღვაწეო ასპარესზე გამოჩენას, შემდეგი სიტყვები უძღვის წინ: ცხოველ არს უფალი ღმერთი ძალთა, ღმერთი ისრაჱლისა, რომლისა წინაშე ვდგა მე, უკუეთუ იყოს ცვარი გინა წვიმა ამათ წელთა თჳნიერ სიტყუათა პირისა ჩემისათა.ელია წინასწარმეტყველის მოღვაწეობას უკავშირდება ისრაელში სამ წლიანი უწვიმრობა, თუმცაღა მაცხოვარი 3 წელ ნახევარს ასახელებს უწვიმარობის პერიოდს ელიას დროს. მესამე მეფეთაში გვაქ სამი წელი აქ გვაქ სამ ნახევარი წელი. ჩვენთვის აპრიორი და საფუძველდამდები მაცხოვრის სიტყვებია სწორედ. ამიტომ ვარაუდობენ რომ ელიას თქმიდან, ელიას გამოჩენიდან იწყება უწვიმარობა, მაგარამ ასევთქვათ შესაგრძნობი, შემაწუხებელი უკვე ნახევარი წლის მერე ხდება და სწორედ ამიტომ მემატიანე სამ წელს აღნიშნავს. ჩვენ იუდაური გარდამოცემა გვიყვება ამბავს რატომ გამოჩნდა ელია. ჩვენ ქრისტიანობაში არ გვაქ ეს, მაგრამ იუდაური გარდამოცემა გვიყვება ერთ ასეთ ამბავს: მაგრამ სანამ უშვალოდ ელიაზე დავიწყებდეთ საუბარს მანამდე ყურადღება მინდა გავამახვილო წმინდა წერილიდან ერთ ასეთ დეტალზე: როდესაც იელ ბეთლემელმა წამოიწყო იერიქონის აშენება თავის უფროს შვილზე საძირკვლის დადება და თავის უმცროს შვილზე კარიპჭის დაფუძვნება. ახლა ეს იელ ბეთლემელი უბრალო კაცი არ უნდა იყოს ერთი მარტივი მიზეზის გამო რადგანაც მან წამოიწყო იერიქონის მშენებლობა, დარისხებულის აღდგენა, ეს ასე მარტივად არ ხდება, შესაბამისად ეს ადამიანი საკმაოდ დაწინაურებული უნდა ყოფილიყო, შეძლებული უნდა ყოფილიყო, მეფის კართან დაახლოვებული და შესაბამისად როდესაც მშენებლობა იწყება ის მან თვითნებურად ვერ დაიწყო, ეს აუცილებლად მეფის კართან უნდა იყოს შეთანხმებული, აუცილებლად აქაბის თანხმობა უნდა ქონდეს მას. აი ამ დეტალებიდან გამომდინარე ჩვენთვის მართლაც საინტერესო ხდება იუდაური გარდამოცემა რომელიც ერთ ასეთ ამბავს გვიყვება: როდესაც იელმა მიიწვია მეფე (აქაბი) მასთან ერთად მივიდა იელთან ელიაც. ანუ ამ გარდამოცემაში ელია და აქაბი ერთად არიან. როდესაც ამ ბეთილელმა კაცმა გააცნო თავის გეგმა იერიქონთან დაკავშირებით, ელიას უთქვამს მისთვის: არ შეიძლება ამ ქალაქის აგება რადგანაც ისუ ნავეს ძემ წყევლა დადო მასზე. მაშინ რქვა აქაბმა: (ამ გარდამოცემის თანახმად) ეგრე მოსემაც დაწერა თუ ზურგს აქცევ ჩემს ღმერთს და მიიქცევი კერპებისკენ, შიმშილობას ჩამოვაგდებ და დაგაქცევთო და აბა სად ხედავ აქ შიმშილობასო. ამ გარდამოცემის თანახმად ელიას უთქვამს: ,,ცხოველ არს უფალი ღმერთი ისრაელისა’’ და მერე დადო ეს წყევლა რომ სამი წელი შიმშილობა იქნებოდა. ელია თეზბიტელთან დაკავშირებით იუდაური გარდამოცემა საკმაოდ ბევრ რამეს ლაპარაკობს, ბევრი რამე ცხადია ურთიერთგამომრიცხავია მაგრამ ერთი მნიშვნელოვანი დეტალიც არის, ელია წინასწარმეტყველს იუდეველები დღევანდელ დღემდე ელოდებიან. რაც გამოიხატება შემდეგში: დღევანდელ იუდეველთა პასექსზე რომ შევიდეთ, იქ სადაც სუფრაა გაწყობილი, აუცილებლად დევს ერთი თეფშით მეტი ნიშნად იმისა რომ ელიამ შეიძლება ყოველ წუთს შემოაღოს კარები და მისთვის აუცილებლად უნდა იყოს გამზადებული ადგილი. ელია ქორათის ხევში ჩადის უფალმა ის იქ ჩაიყვანა, სავარაუდოდ ეს უნდა იყოს ის ექვსი თვე, ნაბრძანები აქვს უფალს ყორნებისთვის რომ მოუზიდოს მას პური და ხორცი. უწყლობისაგან აქაურობა გაუდაბურდება, მაგრამ სანამ უწყლობისაგან გაუდაბურდება ეს ადგილი, მანამდე სულიერი გაუდაბურება დაიწყება ისრაელიანებში. ისრაელი არის აღთქმულ მიწაზე მაგრამ სულით ისევ დაბრუნდა უდაბნოში. ელიას მთავარი დანიშნულება გახლავთ ეს ხალხი ამ სულიერი უდაბნოდან, ამ სულიერი ხეტიალიდან, ისევ აღთქმულ მიწაზე შეიყვანოს, ისევ ღმერთთან დააბრუნოს. თვითონ ყორანი არის უწმინდური ფრინველი და მისგან შეხებული წარმოუდგენელია ისრაელიანმა ჭამოს. მაგრამ ელია ყორნისაგან მოტანილ ხორცს და პურს ჭამს. რამდენად გაუწმინდურდა ელია ამ დროს? არანაირად ელია ამ დროს არ გაუწმინდურებულა. ეს აღთქმა დადებული იყო რელიგიურად არამდგრადი ადამიანებისთვის, მაგრამ ეს აკრძალვა არ ჭირდება პავლეს, პეტრეს, ელიას მოსეს და ა.შ. გარკვეული პერიოდის შემდგომ ეს ქორათის ხევი დაშრება საიდანაც წყალს სვავდა ელია, და უფალი უბრძანებს წავიდეს სარეფთაში. ,, ადექი და წადი სიდონიდან სარეფთაში და იქ იცხოვრე, რადგანაც ნაბრძანები მაქ იქ ერთი ქვრივი ქალისთვის, რომ საჭმელი გაჭამოს.’’

ნაბრძანები მაქ ერთი ქვრივი ქალისთვის რომ პური გაჭამოს. რას ქვია ნაბრძანები მაქ ? თუ ამ ქალს არ უნდა ? ახლა რაშია საქმე: ეს ნაბრძანები მაქ, არ ნიშნავს თავისთავად იმას რომ ამ ქალის თავისუფალი ნებაა შეკვეცილი. ეს ნიშნავს იმას რომ უფალი წინდაწინ ხედავს ეს ქალი რას გააკეთებს. ადგა და გაემართა ელიაც უფლის სიტყვისამებრ სარფათში. ქალაქის კარიპჭეს რომ მიადგა, ხედავს ქვრივი ქალი აგროვებს შეშას, დაუძახა და უთხრა: ცოტა წყალი მომიტანე ჭურჭლით რომ დავლიო. როდესაც ქალი წავიდა წყლის მოსატანად გზაში სიტყვა დააწია და უთხრა: პურის ნაჭერიც წამომიღე შენი ხელით. აი ეს ქალი რომელიც წყლის გამოსატანად უშურველად შეტრიალდა ამით ანახა ელიას თავის დამოკიდებულება უცხოდმოყვარეობისადმი. მაგრამ როდესაც ელია ეტყვის პურის ნაჭერიც გამომიტანეო, გაჩერდება დაიფიცებს და ეტყვის: ერთი ხმიადიც არ გამაჩნია, გარდა ერთი მუჭა ფქვილისა და ცოტაოდენი ზეთისა, ახლა წავალ გამოვაცხობ, ჩემთვის და ჩემი შვილისთვის შევჭამთ და მერე დავიხოცებით. ელია კი ეტყვის მას: წადი და ჯერ მე მაჭამე, რადგანაც ასე ამბობს უფალი ღმერთი ისრაელისა: საფქვილესა შენსა არა მოაკლდეს ფქვილი და საზეთესა შენსა არა მოაკლდეს ზეთი ვიდრე ვაწვიმო ქვეყანასა ზედა. ახლა რა მინდა გითხრათ ამ ქალს აქვს ერთი ასეთი არჩევანი: შენ ჯერ ეს გააკეთე და მერე ღმერთი არ მოგაკლებს, აი ეს არის ქრისტიანობა, აი ეს არის ქრისტიანობის ფორმულა. ქრისტიანობა რა არის? მომეცი და გავაკეთებ კი არა, გააკეთე და მოგეცემა. და ეს ქალი სწორედ ამ გზას ირჩევს თავის ერთ მუჭა ფქვილს გაიმეტებს ადამიანისთვის, რომელსაც საერთოდ არ იცნობს. და წმინდა წერილში ხაზგასმით წერია: არა მოაკლდა საფქვილესა ფქვილი და საზეთელსა ზეთი. ამ ამბების შემდგომ ავად გახდება ქვრივი ქალის ვაჟი, მისი ავადმყოფობა ძალზედ მძიმე იყო სხვაგვარად რომ ვთქვათ მას არანაირი ნიშანწყალი არ ეტყობოდა სიცოცხლისა. და რქვა ქალმა ელიას: [1]რაი არს ჩემი და შენი კაცო ღმრთისაო, შემოხუედ ჩემდა აღჴსნებად უწესობათა ამათ ჩემთა და მოკუდინებად ძისა ამის ჩემისა. მიუგო ელიამ და რქვა: ,,მომეც ყრმაი ეგე შენი’’ და უბიდან გამოართვა დედას შვილი, აიყვანა ზემოთვალში სადაც თვითონ ცხოვრობდა, დააწვინა ლოგინზე შეჰღაღადა უფალს და რქვა: უფალო, ღმერთო ჩემო, მოიქეცინ სამშჳნველი ყრმისა ამის ამისავე! და იყო ეგრე. ისმინა უფალმა ელიას სიტყვის, და გაცოცხლდა ბავშვი, ჩაიყვანა წინასწარმეტყველმა ბავშვი ზემოთვალიდან დაბლა და მისცა დედამისს. ქვრივმა ქალმა კი მიუგო: ვუწყი რამეთუ კაცი ღმრთისაი ხარ შენ და სიტყვაი ღმრთისა ჭეშმარიტ არს პირსა შენსა.



[1] მცხეთური ხელნაწერი.

ამ ამბების შემდგომ აუცილებლად უნდა დავიწყოთ თხრობა იმის შესახებ თუ როგორ უპირისპირდება ელია წინასწარმეტყველი მეფე აქაბს. მესამე წელს იყო უფლის სიტყვა რომ გამოეცხადა ელიას რომელმაც რქვა: წადი და ეჩვენე მეფე აქაბს და მეც ვაწვიმებ მიწის პირზე. შესაბამისად ელიაც უფლის სიტყვისამებრ გაემართება მეფე აქაბთან რათა შეხვდეს მას. წმ. წერილი აღნიშნავს და ამბობს რომ დიდი შიმშილობა იყო სამარიაში. წმ. წერილი ორი კაცის სახელს ახსენებს, აბდიას და იზებელის სახელებს. ერთის სახელს დადებით კონტექსტშიმოიხსენიება ხოლო მეორეს სახელი უარყოფით კონტექსტში. აბდიას შესახებ წმ. წერილში წერია ღვთისმოშიში ადამიანი იყოვო, ხოლო იზებელზე წერია რომ სპობდაო იგი უფლის წინასწარმეტყველებს. აბდიას ღვთივსათნო საქციელები გამოიხატება იმაში რომ მან გადამალა 100 წინასწარმეტყველი, 50 ცალკე და 50 ცალკე სხვადასხვა გამოქვაბულებში რომელთაც ამარაგებდა პურითა და წყლით, მაშინ როდესაც თვით მეფე აქაბიც თავისი სახედრებისთვის ბალახს ეძებს რათა შიმშილით არ დახოცვოდა. ამრიგად მეფე აქაბი იმ გზას დაადგა რომლის საპირისპირო გზასაც აბდია დაადება. სხვაგვარად რომ ვთქვათ მათ გაიყვეს ქვეყანა რომელსაც თავად მეფე ჩაუდგა სათავეში იმ ეკონომიკური კრიზისიდან გამოსასვლელი გზების საძებრად, რაც თავის თავში გულისხმობდა სამხედრო ძლიერება ისრაელისა არ შესუსტებულიყო თუმცაღა ამის აშკარა საფრთხის წინაშე დგას ახლა ისრაელი. მიუხედავად ამისა ღმერთი არ დაუშვებს ამ სამხედრო ძლიერების შესუსტებას ისრაელში, არა იმიტომ რომ ისრაელი იმსახურებს ამას, არამედ იმიტომ რომ საღმრთო განგებულებას უნდა ასე, და რას ნიშნავს საღმრთო განგებულებას უნდა ასე ამას ჩვენ ცოტა მოგვიანებით ვნახავთ როდესაც ბენ–ჰადიდისა და აქაბის ურთიერთობებს გავეცნობით. აი სწორედ ამ დროს არის ელია ჩამოსული, უფლის მითითებით, ქვეყნის ერთი მიმართულებით არის აქაბი წასული ქვეყნის მეორე მიმართულებით არის აბდია წასული, და სწორედ აბდიას შეხვდება ელია. ელიას იცნობს აბდია, იცნობს მისი შესამოსელით, მისი ხალენით, გაუხარდება მისი ნახვა და დაუჩოქებს. ახლა ვინ არის აბდია? აბდია არის ადამიანი რომელიც გახლავთ განსხვავებული თავისი ცხოვრების წესით, უფალი ყოველთვის მოავლენს ისეთ ღვთივსათნო ადამიანს, ისეთი პირწავარდნილი ადამიანის გვერძე როგორიც აქაბი გახლავთ. და რას აკეთებს ეს ადამიანი გამოქვაბულში კვებავს 100 წინასწარმეტყველს პურითა და წყლით. მაშინ როდესაც ქვეყანაში კრიზისია. წადი და უთხარი აქაბს : აქ არის–თქო ელია. განა არ იცი მე ვინ ვარ? განა არ იცი მე რა საქმეები მაქ გაკეთებული ? და უყვება იმ თავის საგმირო საქმეებს თუ როგორ შეიფარა 100 წინასწარმეტყველი და როგორ კვებავდა პურითა და წყლით. ისმის კითხვა: რა პრობლემაა? ელია არ ეხება ამ კაცს საერთოდ, მაგრამ წმ. წერილში საინტერესო რაღაც წერია: მთელს ისრაელში გეძებდაო შენ აქაბი, რომ წავიდოდა კაცი შენს მოსაძებნად, დაბრუნდებოდა და იტყოდა ელია ვერ ვნახეო, დააფიცებდა სამეფოსა და ხალხს, მართლა ვერ ნახე თუ გვატყუებო. სხვაგვარად რომ ვთქვათ ელიას სარეფთაში, ფინიკიაში წასვლა პოლიტიკური თავშესაფარიც იყო, ეს არ იყო მარტო მორწმუნე დედაკაცთან მისვლა, ელიას ეძებს აქაბი, გაშმაგებული ეძებს მას, და ერთადერთი ადგილი სადაც ელიას ძებნას აქაბი თავს დაანებებს ეს არის პოლიტიკური საზღვარი ისრაელის მიღმა ფინიკიის მხარეს. ახლა რომ მეუბნები წადი და უთხარი ელია ვნახეო, რომ წამოვიდეს შენს სანახავად, შენ კი ღმერთის სულმა აქედან აგიყვანოს და სხვაგან დაგსვას, ხომ დამსაჯაო სიკვდილით. სხვაგვარად რომ ვთქვათ აბდიას წარმოდგენაში შესაძლებელია ასეთი რაღაც მოხდეს: ელია გაქრეს სადღაც და გაჩნდე სადღაც. ელია კი მიუგებს: ცხოველ არს უფალი ღმერთი ისრაელისა რამეთუ დღესვე შევხვდები მე მას. მოხდება შეხვედრა ელიასა და აქაბს შორის. ერთადერთი რატომაც არის ელია ჩამოსული ისრაელში გახლავთ ოფიციალური კულტის დანგრევა, ოფიციალური რელიგიის მსახურების დარღვევა, რაც თავის თავში გულისხმობს იზებელის რელიგიური გარყვნილების მხილებას. (იზებელის რელიგიური გარყვნილების მხილება)– იეზებიელი სანამ აქაბი ოფიციალურად გამოაცხადებდა ბაალის კულტს, სანამ ჩაანაცვლებდა ხარების კულტს ბაალის კულტით, იეზებიელმა 850 კარგად გაწვრთნილი ქურუმი ჩამოიყვანა ფინიკიიდან. აქედან 400 უშვალოდ დაუდგინა ბაალის კერპს, და 450 დაუდგინა აშერას კერპს. და ახლა ელია სწორედ ამას ითხოვს: შემიკრიბეთ ქარმელის მთაზე მთელი ისრაელი, ბაალისა და აშერას წინასწარმეტყველნი. აქაბიც ელიას სიტყვისამებდაგზავნის ხალხს ისრაელში და შეკრიბავს ქარმელის[1] მთაზე ყოველ ,, წინასწარმეტყველს’’ და იტყვის ელია: თუ კი ბაალია უფალი, მაშინ მას ეცით თაყვანი, ხოლო თუ კი უფალია, უფალი ანუ თუკი მოსეს ღმერთია უფალი მაშინ მას ეცით თაყვანი.მაგრამ ახლა ჩვენ ერთ დეტალზე უნდა გავამახვილოთ ყურადრება, როდესაც მოხდება აქაბისა და ელიას შეხვედრა, აქაბი ერთ ასეთ რაღაცას ეუბნება: მოხვედი ისრაელის მაოხრებელო? სხვაგვარად რომ ვთქვათ აქაბის წარმოდგენებში ელია ისრაელის მაოხრებელია და თვითონ ისრაელის ამყვავებელი. რა კუთხით შეიძლებოდა ხალხის ცნობიერებაში გაჩენილიყო აზრი იმასთან დაკავშირებით რომ ელია მაოხრებელია ისრაელისა ხოლო აქაბი მაყვავებელი? ელიას გამოჩენამდე ისრაელი იყო (პოლიტიკური თვალსაზრისით) აყვავებული. არც საძოვარი მინდვრები აკლდათ, არც საჭმელი, არც სასმელი, სამხედრო წყობილებაც ძლიერი იყო, ერთი შეხედვით ხალხი ბედიერი იყო იმ დონეზე იყო პოლიტიკური თვალსაზრისით ისრაელი აყვავებული რომ მისი მეზობლებიც ინტერესდებოდნენ მასთან მეგობრული ურთიერთობებით. მაგრამ უცებ გამოჩნდა ადამიანი რომელმაც თქვა რომ არ მოვიდეს წვიმა 3 წელ ნახევარი ისრაელში, განადგურდა საძოვრები, ჯარი მოსუსტდა, საჭმელ–სასმელი, სანთლით საძებნელი გახდა, სხვაგვარად რომ ვთქვათ აყვავებული ისრაელი მიწასთან სწორდება, ვის გამო, ერთი ადამიანის გამო რომელმაც თქვა: არ იწვიმოს ისრაელში 3–წელ ნახევარი. მაგრამ ელიას პასუხი არის საოცარი: მე კი არ ვაოხრებ ისრაელს, არამედ შენ და მამაშენის სახლი აოხრებდით ისრაელს რომ დაივიწყეთ უფლის მცნებები და შეაცდინეთ ისრაელი. ქარმელის მთაზე უნდა მოხდეს ამ იდეის შეპირისპირება. ქარმელის მთაზე უნდა დაუპირისპირდეს ვინ ? აქაბი და ელია კი არა, წინასწარმეტყველთა დასი და 850 ქურუმი კი არა, არამედ ღმერთები, ბაალის და მოსეს ღმერთი. ორი კურატი, ორი საკურთხეველი, ბაალის მსახურებმა უნდა მოიბან ერთი კურატი, გაკვეთონ და შეშებზე შემოდონ, ოღონდ პირობაა ერთი, ცეცხლი არ უნდა შეუნთონ. იგივეს გააკეთებს ელია და რომელსაც ცეცხლით მოხედავს ღმერთი, აი ის იყოს უფალი. ახლა აქ ერთი დეტალია რატომ უთმობს ელია ბაალის თაყვანისმცემლებს რომ პირველებმა მათ მოუხმონ ღმერთს ?[2] საბაბი რომ არ დარჩენოდათ ბაალი გაგვიწყრა პირველი მე რატო არ მეცით თაყვანიო. შუადღემდე გაჰყვიროდნენ: ბაალ მოგვხედე, ბაალ მოგვხედე, ტანს ისერავდნენ მახვილებით და შუბებით მათი წესისამებრ. (ტანის დასერვასთან დაკავშირებით, რატომ ისერავდნენ ტანს, მაინც და მაინც ქურუმები?) ყველა რელიგიაში, აბსოლიტურად ყველა რელიგიაში, ქურუმის სისხლი ითვლებოდა განსაკუთრებულ შესაწირავად. წარმართულ რელიგიაში, სადაც ღმერთები და ღმერთის შვილები არსებობდნენ, როდესაც ამბავი წავიდა რომ ღმერთმა თავისი შვილი თავისი ძე მოავლინა და იმ ძემ სისხლი დაღვარა, … წარმართი რომელიც ამას გაიგებდა ყველაზე დიდ ინტერეს მასში ეს დეტალი იწვევდა. ეს თუ მართლა ღმერთის ძე იყო ამაზე დიდი შესაწირავი ადამიანისაგან ვერ იქნებოდა. და ახლა ქერმელის მთაზე როდესაც ღმერთის მოხმობასა და ვედებაზე მიდგება საქმე ეს ქურუმები ღვრიან სისხლს. ირონია, დაცინვა ამ ტერმინების ხმარებას წმ. წერილი არ ერიდება, ელია იჯდა და დასცინოდა მათ ქურუმებს ცოტა ხმამაღლა იყვირეთ ვაითუ გზაშია, ან რამე უჭირთ, ან იქნებ სძინავს და გაიღვიძებს. ანუ ელიას ცნობიერებაში ღმერთი იმ თვისებებით არის აღჭურვილი, რის შესახებაც წარმოდგენა არააქვთ მაცხოვრის განკაცების პერიოდში. ელიასათვის ღმერთი იმ თვისებებით არის შემკული (ძაან შორს არ მინდა წავიდე) რასაც უკვე ივანე დამასკელი თავის გარდამოცემაში დაწერს. ეს დაცინვა, ეს ირონია წმინდა წერილისთვის დამახასიათებელი არ არის მაგრამ უცხოც არ არის. დაიღალნენ აღარ შეუძლიათ და მორჩნენ. ახლა კი ჯერი ელიაზე მიდგება. წმ. წერილში წერია ელია ახალს სამსხვერპლოს კი არ აშენებს არამედ დანგრეულს აღადგენსო, რაშიც მას ხალხი ეხმარება. აიღო ელიამ 12 თლილი ქვა (ნიშნად იაკობის 12 ძისა) და ააშენა სამსხვერპლო რომლის გარშემოც შემოავლო ორი სეა მარცვლის ტევადობის თხრილი. და 4 ჩაფ წყალს გადაასხმევინებს, ისე რომ ეს თხრილი წყლით ამოივსება. ანუ რაღაცა წყარო, რაღაცა ჯერ კიდევ დაუმშრალი ზღვა არსებოდა. სხვაგვარად რომ ვთქვათ აქ თუ რამეს ცეცხლი მოეკიდა ეს უნდა იყოს საერთო რელიგიური აღტკინების გამოვლინება. ელია დაიჩოქებს და იწყებს ლოცვას: უფალო, ღმერთო აბრაამისა, ისაკისა და ისრაელისა! გაცხადდეს დღევანდელ დღეს, რომ შენა ხარ ღმერთი ისრაელში, მე კი შენი მორჩილი ვარ, და რომ შენი სიტყვის წყალობით გავაკეთე ეს ყველაფერი. ხმა გამეცი, უფალო, ხმა გამეცი, რათა გაიგოს ამ ხალხმა, რომ შენ ღმერთი ხარ, უფალო, და რომ შეგიძლია უკუმოაქციო მათი გულები. ჩამოვარდა უფლის ცეცხლი და შთანთქა აღსავლენი მსხვერპლი, შეშა, ქვები და მტვერი; ამოლოკა წყალიც, არხში რომ ესხა. დაინახა ეს მთელმა ხალხმა, პირქვე დაემხო და შეჰყვირა: ღმერთია უფალი! ღმერთია უფალი! ახლა ელია ბრძანებს შეიპყარით წინასწარმეტყველნი, არავინ გაგეგცეთ. შეიბყრობენ და ხევში დახოცავენ. ხოლო ყოველივე ამას აქაბი უყურებს თავისი თვალით. და უთხრა ელიამ აქაბს: წადი სახლში და საჭმელი ჭამე, რადგან წვიმის ხმაური ისმის უკვე. ადგება აქაბიც და წავა. მოუხმობს ელია თავის მსახურს. არსად არ ჩანს წმ. წერილიდან რომ ელიას მსახური ჰყავს ( ვიდრე თავად არ მოუხმობს მას) მაგრამ ელიას ჰყავს მსახური რომელიც დაყვება და ემსახურება მას. მოუხმობს ელია მსახურს და ეტყვის: წადი გახედე ცას: არაფერი არ სჩანს: მიუგებს მსახური. შვიდჯერ გააკეთე. ისიც ელიას სიტყვისამებრ შვიდჯერ გააკეთებს და მეშვიდეზე რომ გაიხედავს ეტყვის: ვხედავ ღრუბელსა ვითარცა ნებსა კაცისასა. ნელ–ნელა ეს ღრუბელი გაიზრდება, გაძლიერდება და წამოვა წვიმა. აქაბი მიისწრაფის თავის საზაფხულო რეზიდენციისაკენ. და რომ ჩავა ელია დახვდება იქ. აი ეს არის ელიას სულით მოძრაობა, რომ შეიძლება აქედან აღიტაცოს ღმერთმა და იქ გააჩინოს.
წვიმა მოვიდა, ყველას უხარია, ეკონ

პოსტის ავტორი: azazeli თარიღი: Jun 7 2014, 03:24 PM

ომიკური კრიზისის დაძლევის პერიოდი უნდა დაიწყოს ახლა. აქაბსაც უხარია მაგრამ იეზებიელს არ უხარია სამწუხაროდ, რადგან 850 ქურუმი ერთ დღეში დაუკლეს ხევში. აქაბმა მოუყვა ყველაფერი, თუ როგორ დაუხოცა 850 ქურუმი. იეზებიელი წერილს მიწერს ელიას სადაც ეუბნება: მე თუ ვარ იეზებიელი და შენ თუ ხარ ელია, ასე და ასე მიყონ ღმერთებმა და უფრო მეტიც მომისართონ თუ ხვალე ისევე არ მოგექცე შენ როგორც შენ მოექეცი თითოეულ მათგანს. ელიას შეეშინდა, ადგა და წავიდა რათა თავი გადაერჩინა, თავდაპირველად ის მიდის იუდას ბერშებაში სადაც თავის მსახურს ტოვებს, თავად კი უდაბნოში გავიდა, ერთი დღის სავალზე. მივიდა ბუჩქთან სიკვდილი ინატრა და თქვა: ახლა კი კმარა უფალო, წაიღე ჩემი სული რადგან ჩემს მამა–პაპაზე უკეთესი არ ვარ. სწორედ ამ დროს ჩაეძინება ელიას და მოდის მასთან ვიღაც კაცი[3] რომელიც ეუბნება მას: ელია ადექი ჭამე! გაიხედა ელიამ და დაინახა სასთუმალთან ნამცხვარი და დოქით წყალი ედო, შეჭამა, შესვა და კვლავ მიიძინა. კვლავ მოხდება სიზმრისეული ჩვენება, და კვლავ შეჭამს ელია ნამცხვარს და დალევს წყალს, რადგანაც ანგელოზის სიტყვისამებრ შორი გზა აქვს ელიას გასავლელი. რომელიც თავის თავში, ორმოც დღე–ღამიან მოგზაურობას გულისხმობს, საბოლოვოდ ელია მიადგება ადგილს რომელსაც ხორების მთა ეწოდება. რა გინდა აქ ელია, ეკითხება ღმერთი. შემშურდა შურით შენი უფალო რამეთუ აღარავინ დარჩა შენი თაყვანისმცემელი. არაფრით არავარ უკეთესი ჩემს მამა–პაპაზე. ახლა წაიღე სული ჩემი ჩემგან. რას ნიშნავს შემშურდა შურით შენით? რას ნიშნავს კაცი აღარამყავს? აბა ვინ არის თავის მსახური, აბა ვინ არის ის 50–50 მსახური? საქმე ის გახლავთ რომ აქ ელია ძალიან გავს მოსეს, რომელიც დაიღალა. აღარავინ აღარ ეიმედება ამ სამეფოში. უფალი ეუბნება: აჰა ხვალ ნახავ მიწისძვრას, მაგრამ მასში არ არის ღმერთი, ნახავ ცეცხლს და არც ცეცხლშია ღმერთი, ნახავ ქარიშხალს არც ქარიშხალშია ღმერთი, აჰა ჩქამი და ნიავი და ნიავშია ღმერთი. მეორე დღესაც განმეორდება ზუსტად იგივე დიალოგი. ამ ნიავის ხმა როდესაც გაიგონა ელიამ მოსასხამი სახეზე აიფარა, ისევე როგორც თავის დროზე მოსემ უთხრა ღმერთს შენი დიდება მახილვინეო და სახე დაიფარა. 7.000 კაცი გვყავს რომელსაც ფეხი არ მოუდრეკია ბაალის კერპთან და არ უკოცნიათ მისთვის, ახლა აქედან გაბრუნდი და ელისეს ცხე,(შენს მემკვიდრედ) შემდგომ აზაელს სცხე დამასკოში.ხოლო ისრაელში იეჰუს. ვინც აზაელის მახვილს გადაურჩება იმას იეჰუ მოკლავს. 3 დავალება. 1) აზაელის ცხება დამასკოში გულისხმობს სახელმწიფოს გადატრიალებას 2) იეჰუს ცხება ისრაელზე გულისხმობს სახელმწიფო გადატრიალების მოხდებას, 3) ელისეს ცხება კი გულისხმობს იმ საწინასწარმეტყველო სკოლის გამოცოცხლებას რომელიც ისრაელში უკვე სულს ღაფავს.

შემდეგი ბიბლიური პასაჟი გახლავთ ნაბუთეს ვენახის შესახებ თხრობა, როგორც მოგეხსენებათ იზრეყელის ველზე საზაფხულო რეზიდენცია ჰქონდათ ისრაელის მეფეებს. აი ამ საზაფხულო რეზიდენციის მახლობლად ერთ ისრაელიანელ კაცს ნაბუთეს ჰქონდა ვენახი, აქაბი ეტყვის ნაბუთეს: მომყიდე შენი ვენახი, საბოსტნედ მექნება ელისე, შენ კი ელისეს მიწას მოგცემ (ანუ უკეთეს მიწას) ნაბუთეს პასუხი მარტივია: ღმერთმა ნუ ქნას ჩემი მამა–პაპის მიწა ვინმეს მივცე. და ეს ლოგიკურიცაა რადგანაც მიწა გვარიდან გვარშიც კი არ უნდა გადავიდეს. აქაბი მოწყენილი, დაღვრემილი ადის სახლში. იეზებიელი ამ დაღვრემილობის მიზეზს ეკითხება და აქაბი უყვება მიწის შესახებ. ახლა კი აჩვენებ რომ მეფე ხარ შენ ისრაელისა ეუბნება იეზებიელი აქაბს. იეზებიელი ეუბნება უხუცესებს: მონახეთ ორი ნაძირალა რომელსაც პირის–პირ დაუსვამთ ნაბუთეს და რომელებიც ცილს დასწამებენ მას, (ვითომდა მეფესა და ხალხს აგინებდა იგი) ამის შემდგომ კი ჩაქოლეთ ნაბუთე შვილებთან ერთად. შვილებთან ერთად რატომ? ერთი მარტივი მიზეზის გამო რამეთუ მიწას მემკვიდრე არ ჰყავდეს. ასეთი ორი ნაძირალის მონახვა არცეთ ეპოქაში არ ყოფილა ძნელი (და სხვათაშორის არც ეხლა დაჭირდება კაცს დიდი ძალისხმევა) მონახავენ ამ ორ ნაძირალას დაუსვავენ ნაბუთეს, დასწამებენ ცილს, და ჩაქოლავენ მასაც და მთელს მის ოჯახს ქვებით. შევიდა იეზებიელი და თქვა: ახლა ჩადით და დაეპატრონეთ ნაბუთეს ვენახს. აქაბს გაუხარდა ჩავიდა და დაეპატრონა. ახლა აქაბი და იეზებიელი რომ დავაყენოთ და შევადაროთ , იეზებიელი უფრო გარყვნილია ვიდრე აქაბი, მაგრამ აქაბის პრობლემა იცი რაშია? იეზებიელის ეს გარყვნილება და ვერაგობა მას სიამოვნებას ანიჭებს. ელია მივა აქაბთან, აქაბი რომ დაინახავს ელიას კიდევ მომნახეო ჩემო მტერო. ელია ეტყვის: ამას ამბობს უფალი ისრაელისა: ნაბუთეს სისხლს ლოკავდნენ ძაღლები, იქ ალოკავენ შენს სისხლსაც, იეზებიელის სისხლსაც იქ ალოკავენ არავის დაგიტოვებთ უფალი მოდგმიდან იმისათვის რაც გააკეთეთ. აქ დაშორდებიან ელია და აქაბი. და წმინდა წერილში გამაოგნებელი და სულისშემძვრელი სიტყვები წერია: შეინანაო აქაბმა, მიწაზე იწვა და ტიროდაო. უფალი ეუბნება ელიას: ხედავ როგორ შეინანა აქაბმა? ამიტომ მის სიცოცხლეში არ დავათევ მას ამ უბედურებას. აქაბის სინანულიც კი უფლამდე ადის. და ნათქვამია, იუდას სინანულიც ავიდოდა ღმერთამდე რომ შეენანებინა მასო.

ამის შემდგომ წმინდა წერილი მოგვითხრობს იმ ბრძოლის შესახებ რომელშიც სასიკვდილოდ იჭრება მეფე აქაბი, ამით კი სრულდება ის წინასწარმეტყველება რომელიც ღმერთმა გააცხადა ელია წინასწარმეტყველის პირით.

[1] ქარმელის მთის ქედის განშტოება შთამბეჭდავად ეშვება ხმელთაშუა ზღვისკენ. ფაქტობრივად, ქარმელი არის მთაგრეხილი, რომლის სიგრძე დაახლოებით 48 კილომეტრია და ზღვის დონიდან 545 მეტრზეა აზიდული. ქარმელის მთები წარმოადგენს სამარიის მთების გაგრძელებას. მთავარი ქედის ჩრდილო-დასავლეთით, ხმელთაშუა ზღვაში შეჭრილი ქარმელის კონცხი ძალიან ლამაზი სანახავია (ქებ. 7:5). „ქარმელი“ ნიშნავს წალკოტს. ეს სახელწოდება ნამდვილად შესაფერისია, რამდენადაც ამ ნაყოფიერ ადგილზე ხარობს ვაზის ცნობილი ჯიშები, ხეხილი და ზეთისხილი. ესაიას 35:2-ში ქარმელი აღდგენილი ისრაელის დიდების სიმბოლოა

[2] ნეტარი თეოდორიტე. ისტორიულ წიგნთა განმარტებანი.


[3] (ვიღაც კაცად წმ. წერილში მოიხსენიება ანგელოზი)

ელია წინასწარმეტყველი არ მომკვდარა, იგი უფალმა ცოცხლად აღიტაცა ზეცად. შეგნებულად არ გავამახვილებ იმ ბიბლიურ თხრობაზე ყურადრებას რომელიც ელიას ცად აყვანებას მოგვითხრობს. მაგრამ ერთ დეტალზე მაინც შევაჩერებ თქვენს ყურადღებას რომელიც აღნიშნულ ფაქტს უკავშირდება. ელია ზეცად კი არ ამაღლდა, არამედ ადგილი შეიცვალა. წმიდა გრიგოლ პალამა გვაძლევს განმარტებას, რომ აქ ადგილი გვაქვს არა ამაღლებასთან არამედ ადგილ მონაცვლეობასთან. რადგან პირველი ამაღლება ეკუთვნის მაცხოვარს, რომელმაც გამოიხსნა კაცობრიობა პირველქმნილი ცოდვისაგან. ენოქს და ელიას ეს არ ეკუთვნით გამომსხნელობით მისიას რაც შეეხება, ამდენად ისინი ვერ ამაღლდებოდნენ ზეცად. ჩვენ წმიდა წერილში გვაქვს მითითება რომ ელიას ხშირად იტაცებდა უფლის სული ერთი ადგილიდან მეორეზე, ამიტომ ჩვენ მიჩვეული ვართ ელიასთან დაკავშირებით ასეთ გადაადგილებებს. თუმცა ვფიქრობ აქ კიდევ სხვა გადაადგილებასთან გვაქვს საქმე.

http://prozeliti.wordpress.com/2014/06/06/%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%90-%E1%83%AC%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%AC%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%A7%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%AB/
ირაკლი ასტამაძე.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jun 7 2014, 03:25 PM

azazeli
ჯიგარი ხარ ასტამ !

პოსტის ავტორი: შანკარა თარიღი: Jun 11 2014, 03:45 PM

89 შეკითხვა ქრისტიანულ სამღვდელოებას და სამრევლოს
ავტორი ღვთისავარ ჩაბრავა – თეოსოფი და სქოლასტიკოსი

1. ქრისტიანი და იუდაისტი სამღვდელოების და სამრევლოს მტკიცებით „ღმერთმა“ სამყარო არაფრისგან შექმნა. ისმის კითხვა: რა სახის სუბსტანციას წარმოადგენს ეს „არაფერი“?
2. სად მდებარეობს ეს არაფერი?
3. გააჩნია თუ არა დასაბამი და დასასრული ამ არაფერს, თუ იგი მარადიული, უსაწყისო და უსასრულოა?
4. რა ძალის მეოხებით „შექმნა“ „ღმერთმა“ სამყარო?
5. შეიცავს თუ არა რამეს ეს არაფერი?
6. დიფერენცირებული, დეტერმინირებული, დისკრეტული და მატერიალურია ეს არაფერი? თუ პირიქით არადიფერენცირებული, არადეტერმინირებული, არადისკრეტული და არამატერიალური?
7. რა სახის კონტაქტში იყო იგი ამ არაფერთან და როგორ შეიძლებოდა მისგან რაღაცის შექმნა თუ მასში თავიდანვე არ იყო ან ჩანასახი ან პროტოფორმა ან რაღაც მატრიცის, ინფორმაციული ან ენერგეტიკული მატრიცის მსგავსი? როგორ და რა ძალის ან ძალების მეშვეობით აიძულა „ღმერთმა“ სამყაროს წარმოქმნა?
8. როგორ მართავდა ქრისტიანების და იუდაისტების ბიბლიური „ღმერთი“, არაფერს და მისგან ქმნიდა 6 დღის განმავლობაში მთელ ხილულ და უხილავ სამყაროს, მათ შორის სამოთხესაც?
9. დაბადების პირველ სტროფში წერია: ץדאה חאו םימשה חאמיהלא אדבחישאדב, ინგლისურად ასეა: «B’rashith bara Elohim eth hashamayim v’eth h’areths, რუსულად ასეა: «из вечносуществующей Сущности Боги сформировали двойные небеса», „მარადიულად არსებული არსიდან (სუბსტანციიდან) ღმერთებმა (ელოჰიმებმა) წარმოქმნეს ორმაგი ცა“(„ბარაშიტ ბარა ელოხიმ ეთ ხაშამაიმ ვეთ ხარეთს“),სწორედაც რომ! ახლა კი მოდით დავაზუსტოთ, პლატონის ფილოსოფიაში უმაღლეს პირვალსაწყის არაფერს ანუ არარაობას ეწოდება - ნეონი რომელიც იგივეა რაც აგაფონი (უმაღლესი ღვთაებრივი სუბსტანცია), მაგრამ ეს არარაობა და არაფერი უბრალოდ არაფერი კი არ არის, არამედ ყოფიერების გარკვეულ ფორმას წარმოადგენს, ესაა არა უბრალოდ არაფერი, არამედ არაფერი როგორც უმაღლესი ღვთაებრივი სუბსტანცია, ყოფიერების უმაღლესი განზომილება, თუმცაღა არსებობს არაფრის კიდევ ერთი განსაზღვრება - უკონი, რაც ნიშნავს საერთოდ აბსოლუტურ არაფერსა და არარაობას, ამ ცნებას აბსოლუტურად შეესაბამება შუნიავადინი ბუდისტების - შუნიატა - აბსოლუტური არარაობა, არაფერი და სიცარიელე. ეს სიცარიელე არც არსებობს და არც არ არსებობს, არც არ არსებობს და არც არ არ არსებობს, არც ერთდროულად და არც ცალ-ცალკე, არც ერთი, არც მეორე, არც მესამე და არც მეოთხე განსაზღვრებები მას არ შეესაბამება, შუნიატა ესაა დადებითი ანუ პოზიტიური დასაბამი, არაფრის პოზიტიური განსაზღვრება. შუნია ესაა მუდმივი დასაბამი, ესაა აბსოლუტი - როგორც არაფერი, რამეთუ მის მიმართ ყოვლად გამოუსადეგარია ფენომენური, მიწიერი სამყაროს ყველა კატეგორია. ის არაფერი რომელსაც ადიდებენ შუნიავადინი მადხიამიკელი ბუდისტები და რომელზედაც საუბრობენ მართლმადიდებლები (და რომელზედაც სასხვათაშორისოდ, ბიბლიაში სიტყვაც არაა ნათქვამი!) იგივეა რაც სპინოზას სუბსტანცია, ჰერბერტ სპენსერის შეუცნობადი ძალა, ჰამილტონის უპირობო, შელინგის - ნეიტრუმი და კაბალისტების - ეინ სოფი, ეინ სოფი ნიშნავს - არაფერს, არარაობასა და სიცარიელეს, ისაა უზენაესი სუბსტანცია. დგას თუ არა ეს არაფერი ამ „ღმერთზე“ მაღლა თუ ღმერთმა ეს არაფერი კიდევ სხვა არაფრისგან შექმნა რათა ამ არაფრისგან შეექმნა რაღაცა ანუ სამყარო?
10. სად იყო ღმერთი სანამ სამყაროს შექმნიდა?
11. რატომ შექმნა ღმერთმა სამყარო?
12. იყო თუ არა სხვა სამყარო ჩვენს სამყარომდე?
13. სად იყვნენ ანგელოზები სანამ გაჩნდებოდა სამოთხე?
14. სად იყვნენ ადამიანები სანამ გაჩნდებოდა სამყარო?
15. სად იყვნენ დემონები სანამ გაჩნდებოდა სამყარო?
16. როდის შეიქმნა სამოთხე?
17. ვინ შექმნა ჯოჯოხეთი?
18. თუ ჯოჯოხეთი ღმერთმა შექმნა, მაშინ რატომ?
19. რატომაა ჯოჯოხეთი მარადიული?
20. რატომ სწირავს ღმერთი ცოდვილებს ჯოჯოხეთში მარადიული ტანჯვისათვის?
21. რატომ თარგმნიან ორთოდოქსი აბრაამული ქრისტიანები ბიბლიაში არსებულ სიტყვა „ელოჰიმს“ მხოლობითში, როგორც ღმერთს და არა მრავლობითში, როგორც ღმერთებს?
22. რას ნიშნავს ბიბლიის პირველ წიგნში არსებული სიტყვები „ბნელი იდო უფსკრულზე და სული ღვთისა იძრვოდა წყლებს ზემოთ“?
23. რა ბნელი არსებობდა მაშინ? რა იყო ის „ბნელი“ და სად იყო?
24. რა იყო ის უფსკრული და სად იყო და ახლა სადაა?
25. რა არის „ღვთის სული და სად არის“? რას ნიშნავს „წყლებს ზემოთ“ ანუ რა წყლებზეა საუბარი ბიბლიის მეორე სტროფში?
26. რა ცამყარზეა საუბარი ბიბლიის პირველი წიგნის პირველ თავში? როდესაც წერია „გააჩინა ღმერთმა მყარი“, რაზეა საუბარი?
27. როდესაც წერია „გაყარა წყლები“ რაზეა საუბარი?
28. რატომ წერია რომ მცენარეები შექმნა ღმერთმა მესამე დღეს ხოლო მზე მეოთხე დღეს? ეს ხომ შეცდომაა? მცენარეები იკვებებიან მზის ელექტრომაგნიტური ენერგიით, მის გარეშე ისინი ვერ იარსებებენ, მაშინ რატომ წერია ასე?
29. რატომ ამბობენ „მორწმუნე ორთოდოქსი ქრისტიანები“ რომ ღმერთს შეუძლია ფიზიკის კანონების დარღვევა?
30. რატომ მეორდება სამყაროსა და ადამიანის შექმნის ისტორია ბიბლიის პირველ წიგნში ორჯერ?
31. რატომ თარგმნიან ორთოდოქსი ქრისტიანები ებრაულ სიტყვას ნეფეშ, ნახსენებს დაბადების წიგნის მეორე თავში, სადაც აღწერილია თუ როგორ შთაბერა ღმერთმა ადამს ეს „ნეფეშ“, როგორც სულს და არა ფსიქიკურ (ცხოველურ) საფშვინველს?
32. რატომ აუკრძალა ღმერთმა ადამსა და ევას შემეცნება, ანუ შეცნობის ხიდან ნაყოფის მოწყვეტა და შეჭმა?
33. რატომ მოატყუა ღმერთმა ადამი და ევა, თუ შეცნობის ხიდან ნაყოფს შეჭამთ მოკვდებითო და რატომ დემაგოგობენ ამასთან დაკავშირებით ქრისტიანები?
34. რატომ დემაგოგობენ და ამტკიცებენ ქრისტიანები, რომ ძველ აღთქმაში ნახსენებია წმინდა სამება და ამის დასადასტურებლად არასწორად რატომ თარგმნიან მას?
35. ბიბლიაში წერია რომ ადამმა მსოფლიოს ფლორისა და ფაუნის ყველა სახეობას თავისი სახელი დაარქვა, მას მერე რაც მთელი ცხოველთა სამყარო ედემის ბაღში მის წინაში წარდგა, ცხოველთა სამყარო შეიცავს 8 700 000 სახეობას, როგორ შეძლო ადამმა ყველა მათგანის ნახვა და აღრიცხვა?
36. როგორ წარდგნენ მსოფლიოს ფლორისა და ფაუნის 8 700 000 სახეობის წარმომადგენელი ინდივიდები ედემის ბაღში ანუ როგორ დაეტივნენ ედემის ბაღში ყველანი?
37. რამდენი დრო დახარჯა ადამმა სახელების დარქმევაში?
38. როგორ წარდგენ ხმელეთზე მდებარე ედემის ბაღში ადამთან, მარილიანი მსოფლიო ოკეანის წიაღში მცხოვრები თევზები და დელფინები და ვეშაპები? თუ ქრისტიანები და იუდაისტები დაიწყებენ იმის მტკიცებას რომ ისინი ედემის გარშემო მდებარე მდინარეებით მივიდნენ ადამთან, მაშინ ისმის კიდევ ერთი კითხვა: მდინარეების მტკნარ წყალში როგორ შეძლეს მარილიანი წყლის წიაღში მცხოვრებმა არსებებმა არსებობა?
39. თუ თევზები და დელფინები და ვეშაპები ფრენით ან ხმელეთზე ფორთხვით მივიდნენ ადამთან?
40. საიდან გაიგეს მსოფლიოს ფლორისა და ფაუნის წარმომადგენლებმა რომ ადამთან ედემის ბაღში უნდა მიბრძანებულიყვნენ?
41. და საერთოდ რა ენაზე საუბრობდა ადამი?
42. რა ასაკის შეიქმნა ადამი?
43. როგორ დაელაპარაკა გველი ადამსა და ევას თუ გველებმა საუბარი არ იციან და საერთოდ ადამიანური ინტელექტი არც კი აქვთ და რატომ დემაგოგობენ ქრისტიანები რომ გველში სატანა იყო შესული, როდესაც ეს ბიბლიაში საერთოდ არ წერია?
44. რატომ დაწყევლა ღმერთმა გველი „მუცელზე იხოხე და მტვერი ჭამე მთელი სიცოცხლეო“ თუ გველები ისედაც მუცელზე დახოხავენ? გველს მანამდე ფეხები ქონდა?
45. კონკრეტულად რა სახეობის გველმა აცდუნა ადამი და ევა?
46. იქნებ ადამი და ევა გველმა კი არა დრაკონმა აცდუნა?
47. რატომ მიიღო ღმერთმა მეცხვარე აბელის მიერ მირთმეული სისხლიანი ძღვენი; მოკლული ცხვარი და რატომ უარყო მიწისმუშაკი კაენის მიერ მირთმეული პურეული? რატომ დემაგოგობენ ქრისტიანები და იძახიან რომ კაენის ძღვენი ღმერთმა მისი ამპარტავნობისა და ქედმაღლობის გამო არ მიიღო, თუ ეს ბიბლიაში საერთოდ არსად არ წერია?
48. რატომ უარყოფენ ქრისტიანი სასულიერო პირები გიგანტების არსებობას, ბიბლიაში ხომ ბევრგან არიან ნახსენები გიგანტები ანუ ბუმბერაზები (რეფაიმები, ემიელები, ზამზუმიელები, ნიფილიმები, გიბორიმები)?
49. ბიბლიაში წერია რომ როდესაც დედამიწაზე გამრავლდნენ ადამიანები და შეეძინათ ქალიშვილები, ე.წ. ღვთისშვილები ჩამოვიდნენ დედამიწაზე და შეირთეს ცოლად ადამიანთა ქალიშვილები, რომლებმაც მათ უშვეს გიგანტები (ბუმბერაზები), ეზოთერიკის (ენოქის აპოკრიფული წიგნების) მიხედვით ეს ღვთისშვილები (ბიბლია, დაბადება, თავი 6, სტროფები 1–3) არიან დაცემული ანგელოზები, რატომ უარყოფენ ქრისტიანი დოგმატიკოსები ამას და ღვთისშვილებს უწოდებენ სეითის შთამომავლებს?
50. რატომ დაანგრია ღმერთმა ბაბილონის გოდოლი, როდესაც ადამიანები არაფერს ცუდს არ აკეთებდნენ?
51. ბიბლიაში არაფერი წერია იმის შესახებ რომ ბაბილონის გოდოლის მშენებლებს ბოროტი მიზნები ამოძრავებდათ, მაშინ რატომ ამტკიცებენ საპირისპიროს ქრისტიანი მღვდლები და რატომ აურია მათმა ღმერთმა ადამიანებს ენა?
52. რატომ დაღუპა ღმერთმა სოდომი და გომორა, როდესაც ისინი ცუდს არაფერს აკეთებდნენ და რატომ არის რომ სოდომელებსა და გომორელებს ქრისტიანი მღვდლები და მორწმუნეები არატრადიციულ სექსუალურ ორიენტაციაში, პროსტიტუციასა და ნარკომანიაში და აგრეთვე კერპთაყვანისმცემლობაში დებენ ბრალს, როდესაც რეალურად ბიბლიაში არაფერი არ წერია კონკრეტულად?
53. რატომ ხოცავდა ბიბლიური ღმერთი ეგვიპტიდან გამოსვლის შემდეგ, აღთქმული ქვეყნისკენ მიმავალ გზაზე, ებრაელ ხალხს, მცირეოდენი უკმაყოფილების გამოთქმის შემთხვევაშიც კი და რატომ ვერ იტანდა იგი კრიტიკას და თავისუფალ აზრს?
54. რატომ აიძულებს ბიბლიური ღმერთი ადამიანებს მხოლოდ მის აღიარებას ჭეშმარიტ ღმერთად, და მხოლოდ მის თაყვანისცემას და რატომ ვერ იტანს იგი სხვა ღმერთებს და აცხადებს მათ ეშმაკებად?
55. როგორ გამრავლდა კაცობრიობა თუ ადამის, ევას, კაენისა და სეითის გარდა ქვეყნად არავინ იყო?
56. რატომ უარყოფენ ქრისტიანი სასულიერო პირები ატლანტიდის არსებობას?
57. რატომ აქვს იესოს მათეს სახარებაში და იესოს ლუკას სახარებაში განსხვავებული გენეოლოგია?
58. სახარებაში წერია რომ იესო ქრისტე ქადაგებდა სინაგოგებში, კონსპიროლოგი მეცნიერები ამბობენ რომ იესოს ყავდა ცოლ–შვილი, ქრისტიანი მღვდლები და მორწმუნეები ამას უარყოფენ, მაგრამ სინაგოგებში ქადაგების უფლება ხომ არ ქონდათ უცოლშვილო მამაკაცებს? თუ იესოს არ ყავდა ცოლშვილი, მაშინ როგორ შედიოდა იგი სინაგოგებში (ტაძრებში), თუ ებრაული ტრადიციის თანახმად უცოლო და უშვილო მამაკაცს სინაგოგაში არ შეუშვებდა არავინ?
59. რატომ გამოეცხადა პირველად აღმდგარი იესო ქრისტე მარიამ მაგდალინელს, თუ ის მისი ცოლი არ იყო?
60. რატომ დაუდგინა ადამიანებს ღმერთმა ასოცი წელი სიცოცხლის ხანგრძლივობა?
61. და თუ სიცოცხლის ხანგრძლივობა 120 წელი იყო ჯერ კიდევ წარღვნამდე, თუ წარღვნის შემდეგ ნოე და მისი შთამომავლები ასოც წელზე მეტხანს ცხოვრობდნენ? ცნობილია რომ წარღვნის შემდეგ ნოემ 350 წელი იცოცხლა, საერთო ჯამში კი 950 წელი, სემმა 620 წელი, აბრაამმა 175 წელი იცოცხლა, ისააკმა 180 წელი იცხოვრა, სარამ, აბრაამის ცოლმა იცხოვრა 127 წელი და ა.შ. რატომ მოხდა ასე?
62. ქრისტიანი მღვდლები ამტკიცებენ რომ ნოეს სამი შვილისგან: სემისგან, ქამისგან და იაფეტისგან, წარმოიშვა მთელი კაცობრიობა, სემისგან ებრაელები და არაბები, ქამისგან აფრიკელი ნეგროიდები და იაფეტისგან ევროპეიდები, კი მაგრამ, ვიღასგან წარმოიშვნენ ამერიკელი წითელკანიანი ინდიელები, ავსტრალიელი ავსტრალოიდები და აზიელი მონღოლოიდები?
63. ბიბლიის მიხედვით როდესაც აბრაამი თავის ცოლთან, სარასთან ერთად ეგვიპტეში წავიდა, იგი შეხვდა ფარაონს და მის ხალხს, აბრაამმა სარა თავის დად გაასაღა იმიტომ რომ ეშინოდა არ მომკლან ლამაზი ცოლის გამოო, ფარაონმა სარა თავის ჰარამჰანაში წაიყვანა და აბრაამს სარას ფასად საგანძური და მონები აჩუქა და როდესაც სქესობრივი კავშირის დამყარება მოისურვა აბრაამის ღმერთმა ფარაონს თავზე სასჯელი დაატეხა, ფარაონმა შესჩივლა აბრაამს რატომ მომატყუეო, ისმის კითხვა: რატომ დასაჯა „ღმერთმა“ ფარაონი და არა ლაჩარი და მხდალი აბრაამი რომელმაც ცოლი ფაქტობრივად გაყიდა?
64. ბიბლიაში წერია რომ როდესაც ლოტი თავის ქალიშვილებთან ერთად სოდომ–გომორას მიდამოებიდან გადაიხვეწა, ქალიშვილებმა გადაწყვიტეს რომ მათი მამის თესლის გაგრძელებას საფრთხე ემუქრებოდა და რადგან გარშემო არავინ იყო რომ ისინი დაეორსულებინა, ქალიშვილებმა გადაწყვიტეს ლოტთან, თავიანთ მამასთან დაწოლილიყვნენ და მისგან დაორსულებულიყვნენ, მათ დაათვრეს ლოტი და მასთან სექსუალური კავშირი დაამყარეს, ისინი დაორსულდნენ... ისმის კითხვა: რეალურად არ იყო მათ გარშემო არავინ? ნუთუ დედამიწაზე იმ დროს არავინ არ იყო? რატომ ქადაგებს ბიბლია ინცესტს და რატომ არავინ უყურებს ამ ბიბლიურ პასაჟს სერიოზულად?
65. ბიბლიაში (გამოსვლაში, რიცხვთა წიგნში, მსაჯულთა წიგნში და იესო ნავინის წიგნში) წერია რომ ებრაელებმა ჯერ მოსეს და შემდეგ იესო ნავინის და გედეონის თაოსნობით გაანადგურეს ათი ეთნოსი: მიდიელები, ქანაანელები, ხეთელები, ამონელები, ედომელები, მოაბელები, ფერიზეველები, იებუსეველები, გირგაშეველები და რეფაიმელები, მას მერე რაც ეს ხალხები მოსპეს ებრაელებმა დაიკავეს მათი ქვეყნები და შექმნეს თავიანთი სამეფო, ისმის კითხვა: ყოველივე ეს არის დიდებული და კარგი საგმირო საქმეები თუ ტერორიზმი და ფაშისტური გენოციდი? ქონდათ კი ებრაელებს ამ ხალხების მოსპობის უფლება?
66. რატომ არ არის ძველ აღთქმაში მოცემული იაფეტისა და ქამის შთამომავალთა სრული ისტორია?
67. რატომ დახოცა უმოწყალოდ და საოცარი სისასტიკით, ბიბლიურმა ღმერთმა ეგვიპტის უკლებლივ ყველა პირმშო?
68. რას ნიშნავს გამოსვლის წიგნში არაერთხელ ნახსენები ფრაზა: „გაუსასტიკა გული უფალმა ფარაონს“ და თუ ბიბლიურ ღმერთს სურდა რომ ეგვიპტელებს გაეშვათ ებრაელები, რატომ უსასტიკებდა იგი გულს ფარაონს, იმის მაგივრად რომ მისთვის სიყვარული და მშვიდობა შთაეგონებინა?
69. თუ ბიბლიური ღმერთი არის ყოვლისმცოდნე და ყოვლისშემძლე, იცის წარსული, აწმყო და მომავალი და აქვს ყველაფრის უნარი, რატომ არ გაანადგურა სიკეთისა და ბოროტების შეცნობის ხე თავიდანვე, სანამ ადამი და ევა შეჭამდნენ მის ნაყოფს და დაარღვევდნენ მისთვის მიცემულ პირობას? ან რატომ არ შთააგონა ადამსა და ევას რომ არ მიკარებოდნენ ცნობადის ხეს? ან რატომ არ შეუცვალა ადამსა და ევას ცნობიერება და მეხსიერება იმწამსვე როგორც კი მათ დაარღვიეს აღთქმა და იგემეს აკრძალული ნაყოფი, ამის მაგივრად კი დაწყევლა?
70. რატომ არაფერი არ წერია ბიბლიაში, თუ საიდან და როგორ წარმოიშვნენ ანგელოზები?
71. თუ ბიბლიური ღმერთი ყოვლისშემძლეა, მაშინ რატომ დაუშვა მან სატანის და მისი მომხრე ანგელოზების განდგომა და დაცემა?
72. თუ ბიბლიური ღმერთი ყოვლისმცოდნეა და იცის წარსული, აწმყო და მომავალი, ესე იგი მან წინასწარ იცოდა რომ სატანა და ზეციური ანგელოზების გარკვეული ნაწილი მას განუდგებოდნენ და „დაეცემოდნენ“, იბადება ლოგიკური კითხვა: ბიბლიურმა ღმერთმა, სატანა და ანგელოზების ნაწილი, სპეციალურად იმისათვის შექმნა, რომ მომავალში ისინი აჯანყებულიყვნენ მის წინააღმდეგ და დაცემულიყვნენ თუ არა? ანუ ბიბლიურმა ღმერთმა, თუ ის ყოვლისმცოდნეა, სატანა და ანგელოზთა ნაწილი, წინასწარ დააპროგრამა იმაზე, რომ მათ მოეწყოთ ამბოხი თუ არა? თუ მან იცოდა მომავალი ამბოხის შესახებ, რატომ არაფერი მოიმოქმედა?
73. თუ ღმერთმა შექმნა ჯოჯოხეთი, იცოდა თუ არა მან წინასწარ, რომ მოხდებოდა „ცოდვით დაცემა“ და ათასობით და მილიონობით ადამიანი ჯოჯოხეთში წავიდოდა გარდაცვალების შემდეგ? ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ღმერთმა წინასწარ გაწირა ადამიანები ცოდვით დაცემისთვის და ჯოჯოხეთში მოხვედრისთვის? ესე იგი ღმერთმა სპეციალურად დაუშვა ადამიანთა ცოდვით დაცემა, რათა ჯოჯოხეთი ცარიელი არ დარჩენილიყო?
74. რატომ ამტკიცებენ ქრისტიანები, რომ იესო მეფე დავითის შთამომავალი იყო, თუ იგი არ გახლდათ დედამისის, მარიამის ქმრის, იოსების ხორციელი შვილი, არამედ სულიწმინდისგან უბიწოდ ჩაისახა? დავითის შთამომავალი იყო იოსები, მაგრამ თუ ლაპარაკია უბიწოდ ჩასახვაზე, რა კავშირშია დავით მეფესთან და მის შთამომავალ იოსებთან იესო?
75. წარღვნის დამთავრებისთანავე, კიდობნიდან გამოსვლის შემდეგ, რატომ მოკლა ნოემ ცხოველთა ნაწილი და მათი გვამები შესწირა ბიბლიურ ღმერთს? ბიბლიაში წერია რომ ღმერთმა იყნოსა გვამების სუნი და ესიამოვნა, რატომ სიამოვნებს ბიბლიურ ღმერთს სისხლის სუნი და საერთოდ ღმერთია თუ არა იგი?
76. მოსეს ხუთწიგნეულში წერია, რომ ერთხელ მოსეს ხალხის ნაწილი, ვინმე დათანისა და კორახის თაოსნობით აუჯანყდა და მათ ეგვიპტეში დაბრუნება ინდომეს, მაგრამ მოსემ შესჩივლა თუ არა ეს „ღმერთს“ მან მყისვე გაანადგურა მეამბოხეები, აჯანყებულთა ქვეშ მიწა ჩაინგრა და ჩაიტანა ყველანი: კაცები, ქალები, ბავშვები და და პირუტყვი (რიცხვნი, თავები 16 და 17), ბიბლიის მიხედვით 700 კაცზე მეტი დაიხოცა იმ დღეს, ისმის ლოგიკური კითხვა: რატომ გააკეთეს ეს მოსემ და მისმა „ღმერთმა“? რატომ გამოიჩინეს ამგვარი მხეცური სისასტიკე? იქნებ შესაძლოა, რომ მოსეს „ღმერთი“ სინამდვილეში არის არა ღმერთი, არამედ შენიღბული დემონი?
77. მოსეს ხუთწიგნეულში წერია რომ ერთხელ უდაბნოში ხეტიალისას, ებრაელებს ძალიან მოშივდათ ხორცი და მათ დაიწყეს გმინვა და გოდება, იმ დროის გახსენება როდესაც ეგვიპტეში ცხოვრობდნენ და მოსეს და მის „ღმერთს“ საყვედური გამოუცხადეს, ისურვეს რა უკან დაბრუნება (რიცხვნი, თავი 11, სტროფები 1–35), მოსემ ისინი არ გაუშვა, მოკლე დროში მოსეს „ღმერთმა“ მოუვლინა დამშეულებს ხორცი, ციდან ჩამოცვენილი მკვდარი მწყერების სახით, დამშეულებმა იწყეს შეგროვება და ჭამა, მაგრამ ჯერ მონელებული არ ქონდათ, რომ ბიბლიურმა „ღმერთმა“ დამშეულებს კეთრი შეყარა და ერთიანად გაავლო მუსრი დათვლილ წუთებში, ეს მშვენივრადაა აღწერილი ხუთწიგნეულში, სამღვდელოება და ბიბლია ამბობენ, რომ ამ ადამიანებს ეს სიხარბის გამო დაემართათ, მაგრამ რა შუაშია აქ სიხარბე და რა საჭიროა ეს დემაგოგია? როდესაც ადამიანები უბრალოდ იტანჯებოდნენ და დამშეულები იყვნენ და შიმშილით სიკვდილი ემუქრებოდათ უდაბნოში, ხოლო მოსეს „ღმერთმა“ ჯერ ფუჭი იმედი მისცა და „გაახარა“ მშივრები, ხოლო როდესაც ხალხი ჭამდა, კეთრი მოსდო და მუსრი გაავლო და დახოცა ყველა: კაცები, ქალები და ბავშვები? რატომ?! საიდან ასეთი უსამართლო სისასტიკე?!
78. ბიბლიაში წერია რომ როდესაც ებრაელები ქანაანის დაპყრობის პროცესში იყვნენ, მათ იერიში მიიტანეს მიდიელებზეც და მოკლეს რა ყველა მამაკაცი, ქალები ტყვედ ჩაიგდეს და მათზე სექსუალური ძალადობა განახორციელეს, აიძულეს რა სექსუალური კავშირის დამყარება, მიდიანელ ქალებს ეყოლათ ბავშვები, მაგრამ როდესაც ეს მოსემ გაიგო, ის განრისხდა და ბრძანა მიდიელი ქალების შვილებიანად განადგურება, რაც ებრაელმა ჯარისკაცებმა შეასრულეს (რიცხვნი, თავი 31, სტროფები 1–54), ისმის კითხვა: რატომ ჩაიდინეს ებრაელებმა ასეთი ფსიქოპათური სისასტიკე უდანაშაულო ქალების და ბავშვების მიმართ, რომლებიც ისედაც ძალადობის მხვერპლნი იყვნენ? და ეს ხალხია „ღვთის რჩეული“?! ესე იგი „ღმერთმა“ მათ უდანაშაულო ქალების და ბავშვების მოკვლის უფლება მიანიჭა?!
79. მოსეს ხუთწიგნეულში წერია რომ ერთხელ ებრაელებმა იპოვეს შეშის შემგროვებელი კაცი რომელსაც შეშა მიქონდა სახლში, მათ ის დაიჭირეს და ციხეში ჩააგდეს, ხოლო როდესაც მოსეს და „ღმერთს“ დაეკითხნენ რა ექნათ, ორივემ ერთხმად შეშის შემგროვებელი კაცის მოკვლა ბრძანეს, რაც აღსრულდა კიდეც, რადგანაც იმ დღეს შაბათი იყო, „წმინდა დღესასწაული“, როდესაც „ღმერთმა“ უსაქმურობა ბრძანა (რიცხვნი, თავი 15 სტროფები 32–35), ისმის კითხვა რატომ მოკლეს ებრაელებმა უდანაშაულო კაცი და რატომ ბრძანა მოსეს „ღმერთმა“ მისი მოკვლა თუ იგი არის ღმერთი და არა შენიღბული დემონი?
80. გამოსვლის წიგნში წერია, რომ როდესაც მოსე დიდი ხნით განმარტოვდა მთაზე ე. წ. „ღმერთის“ წინაშე, ებრაელებმა ვეღარ მოითმინეს, ყელში ამოუვიდათ მოსეს ლოდინი და აარონს თხოვეს კერპების გაკეთება, აჯანყდა მხოლოდ ებრაელთა გარკვეული ნაწილი, მას მერე რაც „ღმერთმა“ დაინახა ეს, მან ხალხის მთლიანად მოსპობა გადაწყვიტა (ჭეშმარიტად საოცარი და უნიკალური შეუწყნარებლობაა „ღმერთისთვის“, ამჯერადაც მოსეს „ღმერთმა“ გამოავლინა თავისი ბარბაროსული და პირსისხლიანი ნატურა), მოსემ დიდი ხვეწნა-ვედრებით გადაათქმევინა მას ეს, მაგრამ მას მერე რაც მთიდან ჩამოვიდა, მოხდა არანაკლებ საზარელი ფაქტი, მოსემ შეკრიბა ლევიანები („ისრაელის ღმერთის“ პირადი მონები) და მათი მახვილით, იმ დღეს ამოხოცა და გაჟლიტა 3000 ადამიანი (გამოსვლა, თავი 32, სტროფები 1–35), ისმის ლოგიკური კითხვა: რატომ აიძულებს მოსეს „ღმერთი“ ადამიანებს მორჩილ თაყვანისცემას და ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთად აღიარებას და რატომ ანადგურებს უმოწყალოდ იმ ადამიანებს რომლებსაც არ სურთ მისი თაყვანისცემა? რატომ გაჟლიტეს ლევიანებმა მოსეს თაოსნობით იმ დღეს 3000 ადამიანი?!
81. მოსეს ხუთწიგნეულში წერია რომ ერთხელ ერთი ქალი აგინებდა მოსეს „ღმერთს“, ის კი შეიპყრეს და ქვებით ჩაქოლვის რიტუალით სიცოცხლეს გამოასალმეს, ისმის ლოგიკური კითხვა: რატომ გამოიჩინეს ებრაელებმა ასეთი სისასტიკე და რა უფლება ქონდათ მათ?
82. დაბადების წიგნის მეექვსე, მეშვიდე და მერვე თავებში ნახსენებია, რომ ნოემ ბიბლიური „ღმერთის“ ბრძანებით ააგო კიდობანი, რათა გადარჩენილიყო წარღვნას, მან კიდობანში შეიყვანა და დააბინავა თავისი სამი შვილი, სემი, ქამი და იაფეტი და მათი ცოლები, აგრეთვე მან „გამოარჩია“ დედამიწის ყველა პირუტყვიდან თითო წყვილი და ისინიც თავის მიერ აგებულ კიდობანში დააბინავა, მაგრამ აქ არის ერთი პატარა პრობლემა; მეცნიერებამ დაადგინა, რომ ამჟამად მსოფლიოში არსებობს ცოცხალი არსებების არც მეტი არც ნაკლები 8 700 000 სახეობა, რომელთაგან 2 200 000 ცხოვრობს მსოფლიო ოკეანეში, ხოლო 6 500 000 ხმელეთზე (მათ შორის მცენარეთა 300 000 სახეობა), ხოლო მრავალი ათასი წლის წინ არსებობდა კიდევ უფრო მეტი სახეობა და აქ ისმის ლოგიკური კითხვა: როგორ დაატია ნოემ თავის კიდობანში, რომელიც ზომით მეცხრამეტე საუკუნეში აგებულ ტრანსატლანტიკურ გემ „ტიტანიკზე“ რამოდენიმეჯერ უფრო მცირე იყო, კერძოდ კი სიგრძით 300 წყრთა, სიგანით 50, ხოლო სიმაღლით 30, ცხოველთა სამყაროს 17 000 000 წარმომადგენელი?! და ესეც იმ შემთხვევაში თუ არ მივათვლით მცენარეთა 300 000 სახეობას(!), თუ წარმოუდგენია ვინმეს, რამხელა უნდა ყოფილიყო კიდობანი, რომელიც 17 000 000 ინდივიდს დაიტევდა? და თქვენ გჯერათ რომ „ტიტანიკზე“ გაცილებით მცირე „გემმა“ და თან ისიც ხისგან გაკეთებულმა (თუნდაც ე.წ. „გოფერისგან“) დაიტია 17 000 000 ინდივიდი ნოეს ოჯახის ჩათვლით, თუ იმას მივიღებთ მხედველობაში, რომ ამჟამად ცოცხალი არსებების სახეობათა მხოლოდ სულ რაღაც 15% არის აღწერილი და აღრიცხული? თუ ჰიპოთეტიკურად, თეორიულად მათემატიკურად გამოვიანგარიშებთ, საერთო ჯამში შესაძლოა არსებობდეს არანაკლებ 59 500 000 სახეობა და ისიც მცენარეთა გამოკლებით, ხოლო მცენარეთა ჩათვლით 61 600 000 სახეობა და თქვენ კიდევ გჯერათ ნოეს ბიბლიური ისტორიის? კიდევ გჯერათ რომ ნოეს კიდობანი დაიტევდა 61 600 000 სახეობას ანუ 123 200 000 ინდივიდს?!
83. დაბადების წიგნში წერია რომ წარღვნა, მიმდინარეობდა პრაქტიკულად 10 თვე ანუ არც მეტი არც ნაკლები 300 დღე (დაბადება თავი 7, სტროფები 12–24, დაბადება თავი 8 სტროფები 1–5), მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ არათუ 300 დღე, არამედ 30 დღეც კი ვერ გაუძლებდა ვერანაერი ხის ნაკეთობა წყალში და ისიც აბობოქრებულ და აზვირთებულ ოკეანეში ცურვას, ეს პრაქტიკულად გამორიცხულია (!), აქედან გამომდინარე რაც დაბადების წიგნში წერია შეცდომაა ან გაცნობიერებული სიცრუე, ისმის ლოგიკური კითხვა: მაშინ რატომ წერია ეს ბიბლიაში და რატომ არიან ადამიანები დაბადებაში ნოეს კიდობნის შესახებ მოცემული „მონაცემების“ სისწორეში ფანატიკურ სიგიჟემდე „დარწმუნებულნი“?
84. დაბადების წიგნში წერია, რომ ნოემ როდესაც წყლებმა კლება იწყეს და წარღვნა დასრულდა, კიდობნიდან მტრედი გაუშვა რათა გაეგო, დაიკლო თუ არა წყალმა, ორჯერ გაუშვა და მხოლოდ მეორედ გაუმართლა, მეორე გაშვების შემდეგ მტრედი ნისკარტში ზეთისხილის რტოთი დაბრუნდა კიდობანში (დაბადება, თავი 8, სტროფი 11), აქ აშკარად იმაზეა ლაპარაკი, რომ მტრედმა აღმოაჩინა მცენარე, ზეთისხილი არის მცენარე, მაგრამ აქ არის ერთი პატარა პრობლემა: დაბადებაში წერია რომ წარღვნის დროს წყალმა დაფარა თვით ყველაზე მაღალი მთები (თავი 7, სტროფები 19–20), ამგვარ პირობებში კი მცენარეთა სამყარო სრულიად განადგურდებოდა და ვერანაირად ვერ გადარჩებოდა, ისმის ლოგიკური კითხვა: საიდან გაჩნდა ის ზეთისხილის მცენარე, რომელსაც მტრედმა მიაგნო?
85. რა სქესის არიან ანგელოზები ანუ გააჩნიათ თუ არა სქესი ანგელოზებს?
86. რა სქესის არიან დემონები ანუ გააჩნიათ თუ არა სქესი დემონებს?
87. რატომ წერია ბიბლიაში, რომ ქალს არ აქვს სწავლის უფლება(პავლე, პირველი ეპისტოლე კორინთელთა მიმართ, თავი 14, სტროფები 34–35)?
88. რატომ წერია ბიბლიაში, რომ თუ ადამიანი უმეცარია სჯობს ბოლომდე უმეცრად დარჩეს (პავლე, 1 წერილი კორინთელთა მიმართ, თავი 14, სტროფი 38)?
89. მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ იმისათვის რათა დედამიწაზე მომხდარიყო იმგვარი წარღვნა, რომელიც ბიბლიაში არის აღწერილი, სადაც წერია რომ წყალმა დაფარა ყველაზე მაღალი მთებიც კი, საჭირო იქნებოდა სამი მსოფლიო ოკეანის მასის წყალი, ისმის ლოგიკური და რაციონალური კითხვა: უპირველეს ყოვლისა საიდან გაჩნდა ამდენი წყალი და მეორე რიგში კი სადღა გაქრა წარღვნის შემდეგ ამხელა წყლის მასა?


პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Jun 11 2014, 06:27 PM

ციტატა
ეს სიცარიელე არც არსებობს და არც არ არსებობს, არც არ არსებობს და არც არ არ არსებობს

ჩავქვესკნელდი biggrin.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jun 11 2014, 11:28 PM

შანკარა

ციტატა

ეს სიცარიელე არც არსებობს და არც არ არსებობს, არც არ არსებობს და არც არ არ არსებობს

ამ შეკითხვას , მსოფლიოში ვერვაინ გასცემს პასუხს !
biggrin.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jun 13 2014, 01:01 AM

შანკარა
მიუხედავად იმისა რომ ძალიან მეზარება და ვხვდები აზრი არ აქვს , ნმკითხველთა გამო , მზად ვარ შენ მიერ ჩამოწერილ კითხვებს პასუხი გავცე . ოღონდ , ამგვარი სისულელეები და სიტყვების რახა-რუხი დავივიწყოთ .

ციტატა
ეს სიცარიელე არც არსებობს და არც არ არსებობს, არც არ არსებობს და არც არ არ არსებობს, არც ერთდროულად და არც ცალ-ცალკე, არც ერთი, არც მეორე, არც მესამე და არც მეოთხე განსაზღვრებები მას არ შეესაბამება,


რაც ბიბლიას შეესაბამება ყველაფერზე გაგცემ პასუხს . ზემოთნახსენებ არაფრის მომცემ სიტყვების რახა-რუხს კი გამოვტოვებ და დროს არ დავკარგავ . გაწყობს ?

პოსტის ავტორი: შანკარა თარიღი: Jun 13 2014, 02:44 AM

ციტატა(A.V.M @ Jun 13 2014, 01:01 AM) *

შანკარა
მიუხედავად იმისა რომ ძალიან მეზარება და ვხვდები აზრი არ აქვს , ნმკითხველთა გამო , მზად ვარ შენ მიერ ჩამოწერილ კითხვებს პასუხი გავცე . ოღონდ , ამგვარი სისულელეები და სიტყვების რახა-რუხი დავივიწყოთ .
რაც ბიბლიას შეესაბამება ყველაფერზე გაგცემ პასუხს . ზემოთნახსენებ არაფრის მომცემ სიტყვების რახა-რუხს კი გამოვტოვებ და დროს არ დავკარგავ . გაწყობს ?


სიტყვების რახარუხი არაა, ეგ არის გამოჩენილი ინდოელი ორიენტალისტის და ინდოლოგის რადხაკრიშნანის წიგნიდან ფრაგმენტის პერიფრაზირება ბუდისტური შუნიას დოქტრინის შესახებ biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif .

და კიდევ თქვენ მართლმადიდებლებს საერთოდ არ შეგიძლიათ ბიბლიის სწორად კითხვა და მეცნიერულად აზროვნება.

ანგელოზების იერარქიები სხვადასხვა მოძღვრებებში

ავტორი თეოსოფი და სქოლასტიკოსი ღვთისავარ ჩაბრავა (შანკარა)

იუდაისტი რაბინი ანგელოლოგები: მოშე მაიმონიდი „მიშნე თორაში“ და იად გა ხაზაკა „იასოდა გა თორაში“ ანგელოზთა იერარქიას გვისახავენ შემდეგნაირად:
1. ხაიოტ ხა–კოდეშები (хайот ха-кодеш)
2. აუფანიმები (Ауфаним)
3. არელიმები (Арелим)
4. ხაშმალიმები (Хашмаллим)
5. სერაფიმები (Серафим)
6. მალახიმები (Малахим)
7. ელოჰიმები (Элохим)
8. ბენ ელოჰიმები (бене элохим)
9. ქერუბიმები (Керувим)
10. იშიმები (Ишим)

კაბალისტურ ტრადიციაში არის ანგელოზთა შემდეგი იერარქიები:
1. არელიმები (арелим)
2. იშიმები (ишим)
3. ბენ ელოჰიმები (бене элохим)
4. მალახიმები (Малахим)
5. ხაშმალიმები (Хашмаллим)
6. ტარშიშიმები (Таршишим)
7. შინანიმები (Шинанним)
8. ქერუბიმები (Керувим)
9. ოფანიმები (Офаним)
10. სერაფიმები (Серафим)



აბრაამ ბენ ისააკი გრენადიდან წიგნში „ბერიტ მენუხა“ სახავს შემდეგნაირ ანგელოზთა იერარქიებს:

1. მალახიმები (малахим)
2. ერელიმები (Эрелим)
3. სერაფიმები (Серафим)
4. ხაიოტები (Хайот)
5. ოფანიმები (Офаним)
6. ხაშმალიმები (Хашмаллим)
7. ელიმები (Элим)
8. ელოჰიმები (Элохим)
9. ბენ ელოჰიმები (бене элохим)
10. იშიმები (Ишим)

ებრაულ წიგნში „მასეხეტ აცილუტ“ მოცემულია ანგელოზთა შემდეგნაირი იერარქიები:
1. სერაფიმები (серафим)
2. ოფანიმები (Офаним)
3. ქერუბიმები (Керувим)
4. შინანიმები (Шинанним)
5. ტარშიშიმები (Таршишим)
6. იშიმები (Ишим)
7. ხაშმალიმები (Хашмаллим)
8. მალახიმები (Малахим)
9. ბენ ელოჰიმები (бене элохим)
10. არელიმები (Арелим)


ისლამში მოცემულია შემდეგნაირი ანგელოზთა იერარქია:

1. მუკარაბუნები (მიახლოებულნი)
2. ილიიუნები (ისინი ვინც იკავებენ უმაღლეს ადგილს)
3. ხაზაფაები (მცველები)
4. მუაკიბატები (ერთმანეთის მეთვალყურენი)
5. კირიამან კიატიბინები (პატივცემული მემატიანეები)
6. მუდაბირატები (ისინი ვინც წყვეტენ საქმეებს)
7. მუკოსიმატები (გამანაწილებელნი)
8. ზააჟირატები (ისინი ვინც დევნიან)
9. ხამალია ალ–არშები (ტახტრევანის მატარებელნი)
10. შვიდი ცის ანგელოზები

სიკვდილის ანგელოზის დამხმარენი:
11. ნაზიატები (ამომგლეჯნი)
12. ნაშიტატები (ამომღებნი)
13. საბიხატები (მცურავნი)
14. საბიკატები (დამსწრებნი)

15. ხაზანა ი ჯანატ ვა ჯახანამები
16. აზ ზაბანიები
17. ჯუნდალები (ალაჰის ჯარისკაცები)
18. ანფალები
19. საფატები (დამწვრივებულნი)
20. ტაილიატები (წამკითხველნი)
21. დარდაილები (ღვთის მოგზაურები)

ქრისტიანულად (დიონისე არეოპაგელის მიხედვით) ასეა:
1. ანგელოზები
2. მთავარანგელოზები
3. არქეები
4. ელოჰიმები
5. დინამები
6. კირიოტეტესები
7. ტრონოსები
8. ქერუბიმები
9. სერაფიმები



პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jun 13 2014, 03:50 PM

შანკარა

ციტატა

და კიდევ თქვენ მართლმადიდებლებს საერთოდ არ შეგიძლიათ ბიბლიის სწორად კითხვა და მეცნიერულად აზროვნება.

GMADLOB !
ციტატა
ეგ არის გამოჩენილი ინდოელი ორიენტალისტის და ინდოლოგის რადხაკრიშნანის წიგნიდან

მომიკითხე თუკი ნახავ .
იქამდე კი ჩემი შემთავაზება ძალაშია :
ციტატა
რაც ბიბლიას შეესაბამება ყველაფერზე გაგცემ პასუხს . ზემოთნახსენებ არაფრის მომცემ სიტყვების რახა-რუხს კი გამოვტოვებ და დროს არ დავკარგავ . გაწყობს ?


პოსტის ავტორი: შანკარა თარიღი: Jun 14 2014, 01:56 PM

რაციონალური მეცნიერება დაამარცხებს ირაციონალურ რელიგიას

რელიგიური რწმენა სისულელეა

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jul 26 2014, 11:21 PM

,,იუდაიზმში სქესობრივი ცხოვრება ადამიანის ძირითად მოვალეობას წარმოადგენს. ამ მცნების აღსრულება მან უშუალოდ ღვთისაგან მიიღო, როდესაც დაევალა გამრავლება და ქვეყნიერების ავსება. უფრო მეტიც, იუდაიზმისათვის ქმნილებისათვის გამრავლების უნარის მინიჭება (და შესაბამისად ამ უნარის რეალიზება) გახდა საფუძველი იმისა, რომ ღმერთმა შემოქმედება აღარ გააგრძელა.
ებრაული ტრადიცია დადებითად უყურებს ქალის სექსუალურ ლტოლვას და მამაკაცს ავალდეულებს ქალის სექსუალური სურვილების დაკმაყოფილებას (ზომიერების ფარგლებში). ებრაულ კანონმდებლობაში, ამ მხრივ, რაბინიზმისათვის ჩვეული ფორმალიზმი შეინიშნება. მაგალითად, ჯანმრთელ მამაკაცს ევალება ყოველ ღამეს დედაკაცის სექსუალური მოთხოვნა დააკმაყოფილოს (გარდა რამდენიმე დღისა). ის, ვინც მძიმე ფიზიკური შრომით არის დკავებული, მას თავისი სექსუალური მოვალეობის შესრულება ცოლის მიმართ კვირაში ორჯერ ევალება, ხოლო ის ვინც თორას სისტემატურად სწავლობს, მას - კვირაში ერთხელ მაინც (აქედანაც კარგად ჩანს რაბინული დამოკიდებულება თორის შესწავლისადმი). ცოლ-ქმრული ურთიერთობა სასტიკად იკრძალება პირველი და მეორე ტაძრის დანგრევის აღსანიშნავად დადგენილ მარხვის დღესა და განწმენდის დღეს (როდესაც განტევების ვაცის გამორჩევა ხდება).
რაბინები სექსუალურ ცხოვრებაში თავშეკავებას დიდ გმირობად განიხილვენ. აი, რამდენიმე მოსაზრება ებრაელი მოძღვრების ფურცლებიდან: „ვინ არის ძლიერი? ის ვინც საკუთარ ვნებებს აღვირს სდებს.“ „ზოგიერთი ადამიანისათვის არაფერია იმაზე რთული თორაში, ვიდრე ვნებებისაგან თავშეკავებისა და აკრძალული სექსუალური კავშირისაგან თავის არიდების მცნების შესრულება.“ იმისათვის, რომ აღვირახსნილი სექსუალური ურთიერთობა თავიდან იქნას აცილებული, იკრძალება ცოლისა და ქმრის ცალ-ცალკე ცხოვრება.
იუდაიზმი კატეგორიულად კრძალავს მამათმავლობასა და ზოოფილიზმს (ცხადია, ბიბლიურ უწყებაზე დაფუძნებით). ამ დანაშაულის ჩამდენს იუდაიზმი უპირობოდ სიკვდილს განუსაზღვრავს. საინტერესოა, რომ ლესბოსელობის შესახებ ბიბლიაში არაფერია ნათქვამი. აქედან გამომდინარე, იუდაიზმში ამ ცოდვასთან დკავშირებით მხოლოდ მიდრაში საუბრობს და ლესბოსელ ქალებს სიკვდილის ნაცვლად გამათრახებას განუწესებს. საინტერესოა, რომ მამათავლობის ტავიდან ასახილებლად რაბინთა ჯგუფმა მოითხოვა მამაკაცებს აკრძალვოდათ მარტოებს ერთ ჭერ ქვეშ ღამის გათენება, თუმცა ეს მოსაზრება არ იქნა ბოლომდე გაზიარებული და არც კანონმდებლობაში შესულა. თანამედროვე ისრაელში მამათმავლობა ისჯება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი მოხდა ძალადობა ან არასრულწოვანის შეცდენა.
სექსუალურ ცხოვრებასთან დაკავშირებით იუდაიზმს მთელი რგირ წესები აქვს შემუშავებული, რომელთაგანაც საყურადღებოა კატეგორიული აკრძალვა გათხოვილ ან დანიშნულ ქალთან სექსუალურ ურთიერთობაზე. ცხადია, ეს ღალატად აღიქმება. ღალატის შემთხვევაში ისჯება როგორც ქალი, ასევე მამაკაცი, რომელთანაც მოხდა ღალატი. ქორწინებამდე ქალწულების დაკარგვა ასევე ღალატად და უმძიმეს დანაშაულად ითვლება. მთელი სიმძიმე იუდაური კანონმდებლობისა უკავშირდება იმას, რომ ძველაღმოსავლური კანონთა ნუსხებისაგან განსვავებით, სადაც ქალის ღალატი მამაკაცისადმი ქმრის შეურახყოფად აღიქმებოდა, იუდაიზმში ქმრის ღალატი არამხოლოდ მეუღლის, არამედ ღმერთის შეურაცხყოფადაც ითვლებოდა. სწორედ ამიტომ იყო, რომ ოჯახურ ღალატში დამნაშავეს არავითარი დანდობა არ ჰქონდა. ქმრის ეჭვის შემთხვევაში, როდესაც მას ფაქტები ხელთ არ ჰქონდა, მოქმედებას იწყებდა ქალის მიერ „მწარე წყლის“ დალევის ტრადიცია. საინტერესოა, რომ თალმუდის მიხედვით, მოღალატეების დასჯა მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ მათ ღალატამდე იცოდნენ, რა დანაშაულზე მიდიოდნენ (აქედან გამომდინარე, ცხადია ოჯახური სიწმინდის შესახებ თავიდანვე შეაგონებდნენ იუდეველებს). ასევე საინტერესოა ის, რომ ბიბლიისაგან განსხვავებით, რომელიც ოჯხის სიწმინდის მოღალატეებს ქვებით ჩაქოლვას ან ცეცხლში დაწვას გნუწესებდა, თალმუდი, როგორც უფრო ჰუმანურს, დახრჩობა-ჩამოხრჩობას განაწესებს.
ძველი ებრაული ტრადიციისა და იუდაიზმის შეხედულების შედეგია ის, რომ ღალატისათვის მამაკაცი არ ისჯება. საქმე ის გახლავთ, რომ ერთი მხრივ მამაკაცს მხარს უჭერს ძველი ებრაული ტრადიცია პოლიგამიისა, ხოლო მეორე მხრივ ის ფაქტი, რომ უძველესი კონცეფციის ტანახმად მამაკაცი ცოლს ყიდულობდა და ამიტომაც მასზე ექსკლუზიური უფლება გააჩნდა.
იუდაიზმი კატეგორიულად კრძალავს კანონიერად შობილი ებრაელის ქორწინებას იმაზე, რომელიც ან სისხლის აღრევის ან დედის უსუფთაო ცხოვრების შედეგად იშვა.ამ კანონის დარღვევა გამათრახებით ისჯება.
უცხო რჯულის მქონესთან სექსუალური კავშირი იმის გამო, რომ შემდეგ მასზე ექორწინა, კანონი ებრაელს ასევე გამათრახებით ისჯებოდა. უცხო ტომელთან სექსუალური ურთიერთობა მხოლოდ ტკბობის მიზნით იყო ნებადართული და ის სასჯელს არ ითვალისწინებდა. ამ შემთხვევაში მხოლოდ მსუბუქი გამათრახება იქნებოდა გამოყენებული ჭკუის სასწავლებლად.
სპეციფიკური აკრძალვა უხებოდა (ან სულაც ეხება) იუდაიზმის რელიგიურ მსახურს. მას ეკრძალება სქესობრივი კავშირი ქმარგაშორებულ, მეძავ ან ქორწინებამდე ქალწულება დაკარგულ ქალთან. ამ კანონის დარღვევისათვის, როგორც სასულიერო პირი, ასევე ქალი გამათრახებით ისჯება. უზენაეს რელიგიურ მსახურს იუდაიზმი ქვრივთან კავშირსაც კი უკრძალავს. აღნიშნული წესის დარღვევის შემთხვევაში ისიც კი ექვემდებარებოდა გამათრახებას.
ყველაფერთან ერთად, საინტერესოა ისიც, რომ გაუპატიურებისათვის მამაკაცი მძიმედ არ ისჯებოდა. მას მხოლოდ ქალის მამისათვის 50 ვერცხლის გადახდა და ამ ქალის ცოლად მოყვანა ევალებოდა. თუმცა აქ მოქმედებდა ის პრინციპი, რომ ამ ქალს ქმარი ვერასოდეს გაცილდებოდა. თალმუდს ამ მხრივ არაფერი შეუცვლია. მხოლოდ ის არის გათვალისწინებული, რომ თუ ქალი უარს იტყვის მოძალადეზე გათხოვებაზე, მაშინ მმკაცი ყოველგვარი მოვალეობისაგან არის თავისუფალი. თანამედროვე ისრაელში გაუპატიურებისათვის 14 წლით თავისუფლების აღკვეთაა გათვალისწინებული, ხოლო ჯგუფური ძალადობისათვის - 20 წელი.''

https://www.facebook.com/krialosani/posts/474244912710911:0

პოსტის ავტორი: azazeli თარიღი: Aug 4 2014, 12:29 PM

ისრაელის გაყოფვის მიზეზები და შედეგები.

სანამ უშვალოდ ისრაელის გაყოფის მიზეზებზე დავიწყებდეთ საუბარს მანამდე მე მინდა ვისაუბრო ისრაელის პოლიტიკურ–რელიგიურ მდგომარეობაზე რომელსაც ადგილი ჰქონდა ისრაელის გაყოფამდე და გაყოფის შემდეგ. კერძოდ ყურადღება მინდა შევაჩერო მეფე სოლომონზე. როგორც მოგეხსენებათ მეფე სოლომონმა მეფობა დაიწყო მაშინ როდესაც განისვენა დავით მეფემ. სოლომონიც ისევე როგორც დავითი ღვთივსათნო მეფე გახლდათ, მაგრამ მოგეხსენებათ მეფობის ორგვარი გაგება არსებობს მეფობა სადაც უფალი მეფობს და მეფობა სადაც თავად მეფე მეფობს. დავითთან ჩვენ ვნახავთ რომ ბოლო წუთებამდე უფალი მეფობს, და ჩვენ თუ მის მეფობას გადავხედავთ ვნახავთ რომ ერთ–ერთი სამაგალითო მეფე იყო, მაგრამ არა უნაკლო. ჩვენ ვიცით ის ცნობილი ბიბლიური პასაჟი რომელიც ხეთელი ურიას ცოლს უკავშირდება და დავითის შეცოდებას მის მიმართ, თუმცაღა ამაზე ყურადღების გამახვილება ამ ეტაპზე არ ღირს, დავითის ამ შეცოდებას მყისიერი სინანული მოსდევს და ის კვლავ აგრძელებს ღვთივსათნო ცხოვრებას. რასაც ვერ ვიტყვით სოლომონზე, დავითის შვილზე. სოლომონი გახლავთ ადამიანი რომელიც ყოველივეს სიბრძნით განსჯიდა, სოლომონი გახლავთ ადამიანი რომელმაც უფლისაგან გული გონიერი ითხოვა, გავიხსენოთ უფლის სიტყვები: აჰა მიგცე შენ გული გონიერი და სიბრძნე, არავინ არის შენზე ბრძენი და არც მომავალში იქნება ვინმე. სოლომონის სახელს უკავშირდება ცნობილი ტაძრის აგება რომელიც თავისი მაშტაბებით, და გარეგნული სილამაზით თვალს ჭრიდა ყოველს. მაგრამ ყოველივე ამას ეტყობა ჭკნობის ელფერი, რადგანაც მეფე სოლომონის გული სიბერის ჟამს მიიდრიკეს უცხოელმა ქალებმა. შეუყვარდა მრავალი უცხოელი ქალი გარდა ფარაონის ასულისა. მოაბელები, ყამონიანელები, ედომელები, ციდონელები და ხეთელები. გავიხსენოთ რა სწერია მეორე რჯულის 17. 17–ში, (არ გაიმრავლოს ცოლები, რომ არ გაირყვნას მისი გული. ვერცხლი და ოქრო არ გაიმრავლოს მეტისმეტად.) 1)სოლომონის დანაშაული მდგომარეობდა მის უზომო მრავალცოლიანობაში. მართალია ძველ აღთქმაში დაშვებული იყო რამდენიმე ცოლის ყოლა, მაგრამ ეს არ გულისხმობს იმას რომ სოლომონს ქარაფხანები უნდა ჰქონოდა. 2) სოლომონის მრავალცოლიანობის დანაშაულს კიდევ ის გარემოება ამძიმებდა რომ ის ისეთი ეროვნების ქალებთან იყო დაკავშირებული რომელნიც საძულველნი იყვნენ უფლისთვის, მათი წარმართული გარყვნილების გამო. სოლომონის შეცოდებები, სოლომონის დაცემა განსაკუთრებულ პიკს აღწევს მაშინ როდესაც იგი დაიწყებს კერპთთაყვანისცემას, მსგავსად მისი წარმართი ცოლებისა. ამრიგად აღარ ასრულებდა იმას რაც მას ღვთისგან ჰქონდა დადგენილი. რა ჰქონდა ღვთისაგან დადგენილი? რომ არ გადაეხვია უფლისაკენ მავალი გზიდან, მუდამ ევლო იმ გზაზე რომელი გზითაც დადიოდნენ მამათმთავრები და მეფეები, არ მოეშორებინა სჯულის ის სიტყვები ბაგეებიდან რომელიც უფალმა მოსეს გამოუცხადა. სოლომონმა კი ყოველივე ეს დაივიწყა და თაყვანი–სცა ისეთ კერპებს როგორიც იყო: (ციდონელთა კერპი–აშთორეტი, ყამონელთა სიბილწე–მილქომი, მოაბის სიბილწე–ქამოში და სხვა.) ახლა ყურადღება მინდა გავამახვილო საბეას აჯანყებაზე, რომელსაც ჰქონდა სეპარატისტული მოწოდება: ,, რა საერთო გაქ ისრაელ იესეს ძეში, ყველა თქვენ–თქვენს კარვებში. დავითს ხელში ეშლებოდა ნაკოწიწები ქვეყანა, მაგრამ ვიცით რომ ეს მოწოდება ვერ გავა და მყისიერად მოხდება მისი ჩახშობა, რომელიც საბეას თავისკვეთას და სიკვდილს გულისხმობს.

ამგვარ სეპარატისტულ მოწოდებას ექნება ადგილი, რომელიც გავა და მივიღებთ რას? ორად გაყოფილ ისრაელს, საკუთრივ ისრაელის და იუდას სახელმწიფოებს, რომელთაც მართავს შესაბამისი მართველები. ხოლო ეს მოხდება სოლომონის გარდაცვალების შემდგომ როდესაც მის წილ მეფდება მისი ძე რობოამი. რობოამს უპირისპირდება იერობოამი. მათი დიალოგის შესახებ ბევრს არ ვისაუბრებ, ავღნიშნავ მხოლოდ და მხოლოდ ერთს: იერობოამი თავის მორჩილებითურთ მოვა რობოამთან და შეწყალებას სთხოვს, მამაშენი გვიმძიმებდა უღელს და გვსჯიდა ახლა კი შენ გევედრებით შეგვიწყალე და შენი მორჩილნი შევიქმნებითო. წმ. წერილი ორ ტიპაჟს გამოყობს მრჩევლებისას, ეს არიან მამამისის (სოლომონის) მრჩეველნი და მეორენი ,, შეზრდილნი მოყმენი’’ რობოამი სწორედ მათ რჩევას მიემხრობა რომელიც თავისთავში გულისხმობს არათუ ამ ადამიანების უღლის შემსუბუქებას არამედ პირიქით დამძიმებას. სწორედ ამგვარი დამოკიდებულება გახდება მიზეზი ისრაელის ორად გაყოფისა. ჩვენ გავეცანით ისრაელის გაყოფამდელ ეპოქას ახლა კი ორიოდე სიტყვით უნდა ვთქვათ ისრაელის გაყოფის შემდგომ არსებულ ეპოქაზე. ისევ და ისევ მძვინვარებს კერპთაყვანისმცემლობა. ყველა მეფეზე ყურადღებას ვერ გავამახვილებ მაგრამ ზოგად ფონს დავხატავ რომელიც ამ ეპოქის შავ–ბნელ მხარეებს ნათლად წარმოაჩენს. ერი გარყვნილია ერი მრუშობს, დაივიწყეს უფლის მცნებები და კანონები. გაიჩინეს გორაკები სადაც მსხვერპლს წირავდნენ. ძირითადად უნდა ითქვას რომ მეფეები ერის გარყვნას ემსახურებოდნენ მაგრამ ყურადღება მინდა შევაჩერო ასაზე რომელმაც ერთიანად მოიშორა უგვანნი ხალხი თავისი მეფობის ჟამს. მაგრამ ასევე უნდა ვახსენოთ მეფე აქაბი. რომელზეც წმ. წერილში წერია გადააჭარბა ყველა აქამდე არსებულ მეფეს თავისი უგვანი საქციელებითო. სწორედ მის სამხელად ჩამოდის უფლის მითითებით ელია რომელიც ამხელს მას. და არა მარტო მას არამედ იეზებიელსაც რომელიც მისი ცოლი გახლავთ. ელიას ისრაელში ჩამოსვლის ერთადერთი მიზეზი გახლავთ ის რომ დაანგრიოს ოფიციალური რელიგიური კულტი, დაარღვიოს ოფიციალური რელიგიური მსახურება, რომელიც თავის თავში გულისხმობს იეზებიელის რელიგიური გარყვნილების მხილებას. სწორედ ამ იდეის შეპირისპირებას ექნება ადგილი ქარმელის მთაზე, რასაც ელია ძირშივე სპობს და ანადგურებს.

თბილისის სასულიერო სემინარია.
საღვთისმეტყველო ფაკულტეტი
სტუდენტი: ირაკლი ასტამაძე.

http://prozeliti.wordpress.com/2014/08/04/%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%A7%E1%83%9D%E1%83%A4%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%96%E1%83%94%E1%83%96%E1%83%94/

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Aug 4 2014, 12:34 PM

azazeli
ჯიგარი ხარ ...

პოსტის ავტორი: azazeli თარიღი: Aug 4 2014, 12:55 PM


პოსტის ავტორი: azazeli თარიღი: Aug 4 2014, 01:13 PM


პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Sep 1 2014, 10:05 PM

პატრიოტიზმი ძველ და ახალ აღთქმაში
01/09/2014


ავტორი: იღუმენი ფილარეტი

თარგმნა ლევან მექოშვილმა (დეკანოზი ლევან მექოშვილი)

ერთიანი და მყარი ოჯახი სახელმწიფოს და საზოგადოების ძირითადი უჯრედია. თვით ძლიერი და ორგანიზებული ქვეყანაც დაინგრევა და დაიშლება, თუ მასში მოშლილია ოჯახი და ოჯახური პირობები არახელსაყრელია, თუ აღზრდის საკითხი დავიწყებულია. თუ ოჯახი ძლიერია და ბავშვთა აღზრდა ჯანმრთელ საწყისებზე მიმდინარეობს, მაშინ, სახელმწიფოებრივი ცხოვრების გარეგნული ფორმების დაშლაც ვერ ავნებს ხალხის ცხოვრებისუნარიანობას, იგი მაინც შეძლებს სახელმწიფოებრივი ერთიანობისა და სიძლიერის აღდგენას.


მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ქრისტიანული ოჯახი მთლიანად თავის თავში არ უნდა ჩაიკეტოს. ასეთი ცხოვრება ოჯახური ცხვრების ეგოიზმია. მისი წევრის ინტერესი ოჯახს არ სცილდება, გარე სამყაროს ავის და კარგის გაგება არ სურს, არ სურს სამშობლოს ემსახუროს. ასეთი ცხოვრება არაქრისტიანული ცხოვრებაა, ასეთი ოჯახი არაქრისტიანულია, როგორც უკვე აღვნიშნეთ ქრისტიანული ოჯახი საზოგადოების უჯრედია, მისი ნაწილია, მასთან განუყოფლად შერწყმული თავისი მიზნებით, ის აქტიურად მონაწილეობს საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ემსახურება მოყვასს და განუყრელად ეხმარება მას.

მეორეს მხრივ, ესეც მცირედი რამაა. სახარების სწავლების თანახმად, ქრისტიანის ცოცხალი ურთიერთობანი მხოლოდ ოჯახით არ უნდა შემოიფარგლოს. ის უნდა სწვდებოდეს ეროვნულ-მოქალაქეობრივს, მამულიშვილურს. ქრისტიანობა თავისი სიყვარულით ზოგადსაკაცობრიოა. ქრისტიანისთვის ნებისმიერი ეროვნების ადამიანი მისი მოყვასია, რომელიც უფლის მცნების თანახმად უნდა უყვარდეს. ამის შესახებ გვეუბნება იგავი მოწყალე სამარიტელისა. მაცხოვარმა ამ იგავით იუდეველ რჯულმდებელს იმაზე მიუთითა, თუ როგორი სიყვარულით და მოწყალებით მოექცა სამარიტელი ნაცემ და გაძარცვულ იუდეველს, ანუ თავის მტერს. შემდეგ კი რჯულისმცოდნეს უთხრა: „ვიდოდე და ჰყოფდ შენცა ეგრეთვე“ (ლკ. 9,37). ასეთია ქრისტიანული სიყვარულის კანონი.

თუ ასეთი სრულყოფილი სიყვარულისთვის ვართ ქრისტიანები მოწოდებულნი, ნუთუ მართალი არ არის ის კოსმოპოლიტი, რომელიც გვასწავლის ხალხთა მეგობრობას, რომლის მიხედვითაც ადამიანი „მთელი მსოფლიოს მოქალაქეა“, და არა თავისი ქვეყნისა. ამ სწავლების მიხედვით კაცობრიობაში არ უნდა არსებობდეს ეროვნულ-სახელმწიფოებრივი განსხვავებანი და დაყოფანი, იგი სრულიად უნდა წარმოადგენდეს ერთ მთლიან ოჯახს. უეჭველია კოსმოპოლიტიზმის დადებითი მხარე უახლოვდება ქრისტიანობას. ისიც უეჭველია, რომ მეგობრობის, სიყვარულის, ურთიერთდახმარების სათნოებები მან ქრისტიანობიდან აიღო და სწორედ ესაა ქრისტიანული. ეს იდეებია ყველაზე უფრო ღირებული კოსმოპოლიტიზმში. სამაგიეროდ, მან ამ სიმართლეს შეურია ბევრი უსამართლო და მცდარი აზრი. ამის გამო ეს სწავლება ხელოვნური, ცალმხრივი, არაცხოვრებისეული გამოდგა. ასეთ გზააბნეულობას მიეკუთვნება კოსმოპოლიტიზმის სწავლება მამულის სიყვარულის წინააღმდეგ, სამშობლოს სავალდებულო სამსახურის წინააღმდეგ, მისი უსაფრთხოების და კეთილდღეობის წინააღმდეგ. ვინ არ იცის, რეალურ ცხოვრებაში კოსმოპოლიტიზმის მქადაგებელნი როგორი გულცივნი და გულქვანი არიან? ისინი მთელი ხმით გაჰკივიან კაცობრიობისადმი სიყვარულს და არ იციან, როგორ შეიყვარონ მოყვასი. შეიყვარო მოყვასი, ნიშნავს შეიყვარო ყოველი ადამიანი, რომელსაც ხშირად სჭირდება ნუგეშისცემა და დახმარება. ქრისტიანობისთვის უცხოა კოსმოპოლიტიზმისთვის დამახასიათებელი ცალმხრივობა. იესო ქრისტეს „კაცობრიობის“ ხელოვნურლი სიყვარულისთვის არ მოვუწოდებივართ, არამედ მოყვასის სიყვარულისთვის. ქრისტიანისათვის ეს მოყვასი ნებისმიერი ადამიანია (ამისათვის ქრისტიანმა ყოველი ადამიანინ უნდა შეიყვაროს). კერძოდ, ვისაც ხვდება ყოველდღიურ ცხოვრებაში. ქრისტიანული სიყვარული მჟღავნდება პირად შეხვედრაში, ცოცხალ ურთიერთობაში, ურთიერთდახმარებაში და თანაგრძნობაში, რომლისგანაც ასე შორსაა კოსმოპოლიტიზმის ცალმხრივი სწავლება „კაცობრიობისადმი“!

ბავშვისთვის ყველაზე ახლობელი ადამიანები არიან მშობლები, ძმები, დები და საერთოდ, ნათესავები. ცხადია, მისთვის ჯერ კიდევ მიუღწეველია სიყვარული უცხო ადამიანთა მიმართ, ვინც მათ ოჯახს არ ეკუთვნის. მათთან არავითარი ცოცხალი ურთიერთობა არა აქვთ. ამიტომაც მისთვის ისინი „უცხონი“ არიან. შემდგომში კი, სიყმაწვილისა და სიყრმის წლებში, თანდათანობით აბამს ცოცხალ ურთიერთობებს სხვა ადამიანებთან, ისინი მისთვის „თავისიანები“ ხდებიან. აი, აქ კი, ბავშვმა კეთილშობილური აღზრდის საშუალებით უნდა ისწავლოს ქრისტიანული ქცევა „თავისიანებისადმი“ (თუმცა ნამდვილ მოყვასად უწინდებურად მისი ახლობლები რჩებიან). ამ შემთხვევაში, ყმაწვილის სულიერი ზრდა ჯერ კიდევ არაა დასრულებული და მისგან ნებისმიერი სხვა ხალხებისადმი წრფელი სიყვარულის მოთხოვნა არამართებული იქნებოდა. როცა მოზარდი ხდება სრულიად ჩამოყალიბებული, ზრდასრული ქრისტიანი, მისი აზროვნების ჰორიზონტი ფართოდ იშლება და მისთვის „მოყვასი“ ხდება ნებისმიერი ეროვნების ადამიანი. მაგრამ ყველაზე მეტად მას მაინც თავისიანები უყვარს, პირველად თავისი ოჯახი, თავისი ახლობლები, რომელთა შორის აღიზარდა და ცხოვრობს. შემდგომ კი, თავისი სამშობლო და თავისი ხალხი, რომელსაც იგი ეკუთვნის. ამ ხალხთანაა იგი დაკავშირებული საზოგადოებრივ-პოლიტიკური და მოქალაქეობრივი მოვალეობით. კულტურა, წეს-ჩვეულებები, მისი ხალხის ეთნიკური ნიშნები, განსაკუთრებით მისი სიწმინდეები მისთვის „ახლობელია“, „საკუთარია“. ის თავის ხალხთანაა, თავის სამშობლოსთანაა მთელი არსებით. მას ისინი უყვარს – ზუსტად ესაა ქრისტიანული პატრიოტიზმი, რომლის წინააღმდეგ ასე გაძლიერებულად იბრძვის კოსმოპოლიტიზმი თავისი გზააბნეულობით.

ქრისტიანული პატრიოტიზმისთვის უცხოა ის უკიდურესობა და შეცდომები, რომელიც დამახასიათებელია ცრუ „პატრიოტიზმისათვის“. ქრისტიან პატრიოტს, უყვარს რა თავისი ხალხი, ამხელს მათ უკეთურებას. ფხიზლად უჭირავს თვალი ეროვნული თვისებების და ხასიათის შენარჩუნებისათვის. ამიტომაც იგი არასდროს დაეთანხმება იმ „პატრიოტებს“, რომლებიც ყველაფერ საკუთარს (მემთვრალეობასაც, ბილწსიტყვაობასაც და სხვ.) აღმერთებენ და კანონიერად, ტრადიციულად თვლიან. მათ დავიწყებიათ, რომ ეს პატრიოტიზმი კი არა, ეროვნული ამპარტავნობაა, ანუ ის ცოდვა, რომლის წინააღმდეგ იბრძვის ქრისტიანობა. ჭეშმარიტი პატრიოტი თავის ხალხის ცოდვებზე და მანკიერებაზე არ დახუჭავს თვალებს. იგი წუხს ამის გამო და იბრძვის მის გამოსასწორებლად. ინანიებს ღვთის წინაშე როგორც საკუთარ, ისე თავისი ხალხის ცოდვებს. ამის გარდა, ქრისტიანული პატრიოტიზმისთვის უცხოა სხვა ხალხის მტრობა. მე თუ მიყვარს ჩემი ხალხი, რატომ არ უნდა მიყვარდეს ჩინელი, თურქი ან ებრაელი. ღმერთმა მოჰმადლოს მათ ბედნიერება, სიხარული, რადგანაც ჩვენ ერთი მამის შვილები ვართ.

ახლა წმიდა წერილი დავიმოწმოთ პატრიოტიზმის შესახებ. ებრაელი ხალხის ისტორია სავსეა იმის მტკიცებით, თუ როგორ უყვართ მათ სიონი, იერუსალიმი, თავიანთი ტაძარი. ეს იყო ნამდვილი პატრიოტიზმის, საკუთარი ხალხისადმი სიყვარულის და მისი სიწმიდეების თაყვანისცემის ჭეშმარიტი მაგალითი. ამაოდ როდი აიღო ახალი აღთქმის ეკლესიამ თავის ღვთისმსახურებაში სიწმიდეებისადმი დამოკიდებულების მაგალითი.

ძველ აღთქმაში სამშობლოსადმი განსაკუთრებული სიყვარული მოსე წინასწარმეტყველმა გვიჩვენა, მაშინ როცა აღთქმის დადებისთანავე ებრაელმა ხალხმა უარყო ჭეშმარიტი ღმერთი და „ოქროს კერპს“ სცა თაყვანი, უფალი რისხვით აღივსო მათ მიმართ. მოსე ერის ცოდვებს ორმოცი დღე და ორმოცი ღამე ავედრებდა უფალს. ღმერთმა უპასუხა: „და აწ მიტევე მე და განვრისხნე გულისწყრომითა დიდითა და აღვხოცნე იგინი და გყო შენ ნათესავად დიდად“ (გამ. 32,10). უფლის ამ სიტყვებში ნათლად ჩანს მართალი კაცის ლოცვის ძალა. წმ. იოანე ოქროპირის თქმით, მოსე თითქოს აყოვნებს უფალს. ამის შემდეგ წინასწარმეტყველი უფრო მხურვალედ ევედრებოდა უფალს და ბოლოს აღმოხდა: „უკუეთუ არა, აღმხოცე მეცა წიგნისა მისგან, რომელსა დამწერე“ (გამ. 32,32). შეისმინა უფალმა მოსეს ვედრება და არ გაწყვიტა ერი მთლიანად. ნუთუ ეს სამშობლოს, ერის სიყვარული არაა?!

მსგავსი შემთხვევა გვხვდება მოციქულ პავლეს ცხოვრებაშიც. მას ქადაგებისას საკუთარ ხალხზე მეტად არავინ უშლიდა ხელს. მათ სძულდათ პავლე, მამათა რწმენის მოღალატედ თვლიდნენ. რას ამბობს მოციქული ასეთ თანამემამულეებზე? „რამეთუ ვილოცევდ მე შეჩუენებულ-ყოფად თავსა ჩემსა ქრისტესგან ძმათა ჩემთათჳს და ნათესავთა ჩემთა ხორციელად, რომელნი-იგი არიან ისრაიტელნი“ (რომ. 9,3-4).

ამ სიტყვებიდან ვრწმუნდებით, თუ როგორ უყვარდა პავლე მოციქულს ისრაელის ხალხი. ეს სიყვარული ისეთი ძლიერი იყო, რომ ის, მოსეს მსგავსად, მზად იყო საკუთარი მარადიული ცხოვრება (და არა ამქვეყნიური ცხოვრება) შეეწირა ხალხის გადარჩენისათვის.

ან თვითონ მაცხოვრის მაგალითი. სახარებაში ვკითხულობთ, რომ იგი მოვიდა უწინარესად თავისი ხალხისთვის. სხვა ადგილას, მიმართავს იერუსალიმს და იტყვის, „იერუსალიმ, იერუსალიმ, რომელმან მოსწყვიდენ წინაჲსწარმეტყველნი და ქვაჲ დაჰკრიბე მოკლებულთა შენდა, რავდენ გზის მინდა შეკრებაჲ შვილთა შენთაჲ ვითარცა სახედ მფრინველმან თჳსნი მართუენი ფრთეთა ქუეშე, და არა ინებეთ“! (ლკ. 12,34-35).

უფალს იერუსალიმში შესვლისას „ოსანას“ ძახილით ხვდებიან. მაცხოვარი კი ტიროდა. ტიროდა თავისი ხალხის გამო. იმათ გამო, ვინც ახლა „ოსანას“ გაიძახოდა, რამდენიმე დღის შემდეგ კი იყვირებდნენ „ჯუარს-აცუ ეგე“. ასე უყვარდა მაცხოვარს თავისი ხალხი, ღრმა, ჭეშმარიტი სიყვარულით.

ამგავარად, ქრისტიანობა პატრიოტიზმის გრძნობას არ უარყოფს და არც განიკითხავს. არ განიკითხავს ახლობლებისა და ნათესავების მიმართ უპირატეს სიყვარულს. ჩვენ გვახსოვს მოციქულის შეგონება: „ხოლო უკუეთუ ვინმე თჳსთა და უფროჲსღა სახლეულთა, არა მოღუაწე იყოს, სარწმუნოებაჲ უარ-უყოფიეს და არს იგი ურწმუნოჲსა უძჳრეს“ (I ტიმ. 5,8).

სხვა ადგილას, ეკლესიის მსახურის არჩევაზე საუბრის დროს, ასეთ პირობას აყენებს: „თჳსისა სახლისა კეთილად განმგებელ, შვილნიმცა უსხენ დამორჩილებულნი ყოვლითა ღირსებითა“ (I ტიმ. 34,4).

ერთხელ კიდევ აღვნიშნავ, რომ ასეთი სიყვარული და მზრუნველობა არ უნდა იყოს ეგოისტური, ჩაკეტილი, ქრისტიანმა, თავისი ცხოვრების წესის თანახმად, არ უნდა დაივიწყოს სხვა ხალხი – მოყვასნი ქრისტესსმიერი ძმები სიყვარულში. დაბოლოს, კვლავ წმ. მოციქულ პავლეს სიტყვებს მოვიყვანთ: „აწ უკუე, ვიდრე ჟამი გუაქუსღა, ვიქმოდით კეთილსა ყოველთა მიმართ, ხოლო უფროჲსად სახლეულთა მათ მიმართ სარწმუნოებისათა“ (გალ. 6,10).

ჟურნალი „ჯვარი ვაზისა“, №1, 1993 წ.
http://www.orthodoxtheology.ge/patriotisminbible/#more-5289

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 21 2015, 05:39 PM

"პირველ ქრისტიანთა შორის ბევრი იყო ყოფილი იუდეველი, რომელთაც ძველი აღთქმის წეს-ჩვეულებანი ქრისტიანობაში გადმოჰქონდათ"

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)