თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ საეკლესიო სამართალი _ პირჯვრის გადაწერა

პოსტის ავტორი: GlORGl თარიღი: Aug 28 2011, 02:58 PM

თემა დახურულია

პოსტის ავტორი: georgios თარიღი: Aug 28 2011, 03:53 PM

ციტატა
სანთელი აუცილებლად თითებით უნდა ჩააქრო და არა სულის შებერვით


საიდან მოაქვთ ხოლმე ასეთი გენიალური აზრები...
ამაზე მნიშვნელოვანი საქმე ალბათ არ აქვთ.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Aug 31 2011, 09:36 PM

აუ მეტი საქმე არა გაქვთ?

მე გეტყვით სიმართლეს:
უნდა ჩავისუნთქოთ ღრმად(ნუ პაკაძში რომ მგელი ნაპასს ურტყამს ისე)დავიბანოთ ხელები,გადავიწეროთ პირჯვარი,გავაკეთოთ 10 მცირე და 100 დიდი მეტანია,(იქამდე მძიმე მარხვა დავიცვათ) ტაში შემოვკრათ და ხელის გულებს შორის მოვაქციოთ სანთლის ალი,რომ ჩაქვრება მერე ამოვისუნთქოთ.
biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif tongue.gif tongue.gif tongue.gif

პოსტის ავტორი: toka@ თარიღი: Aug 31 2011, 09:47 PM

არა მეც მაინტერესებს ახლა,პირჯვარი უნდა გადაიწეროს ადამიანმა მარჯვენა ხელით ხოომ?? და თუ მარჯვენა ხელი არ მაქვს და პირჯვრის გადაწერა მინდა რა ვქნა?? სული შევიბერო??

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Aug 31 2011, 10:09 PM

...

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Aug 31 2011, 11:30 PM

A.V.M

ციტატა
.ხალხი კი ამბობდა ე,ამდენი სწავლით სულ გადაირიაო.

biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif


ზოგადად გამოკითხვა გენიალურია biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: georgios თარიღი: Sep 1 2011, 12:06 AM

კარგად მახსოვს, ეკლესიაში სანთელს სული შევუბერე და ისე ჩავაქრე, ხელით რატომ უნდა ჩავაქრო... ჰოდა წინ მედგა ქალი და ისე მიყურებდა, თითქოს ანტიქრისტეს ბეჭედი ავიღე. biggrin.gif თან შევამნჩიე, რომ მივიტანე პირთან ახლოს სანთელი ჩასაქრობად, შეირხა, თითქოს გაჩერება გაიფიქრა ჩემი. biggrin.gif

გამეღიმა.

პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: Feb 25 2013, 07:36 PM

ამ თემის კითხვაში გამახსენდა, გუშინ გულზე ხელებ დაკრეფილი ვიდექი წირვაზე და მოვიდა 5-6 წლის გოგო, ამომხედა გაბრაზებული თვალებით და მეუბნება: მასე დგომა არ შეიძლება, მე ვუთხარი შეიძლებათქო და ეს გამეორდა დაახლოებით 7-8 ჯერ. ერთმანეთს ვუმტკიცებდით შეიძლება-არშეიძლება-შეიძლება-არშეიძლება და ა.შ.... და მაგდენჯერ უფროსთან შეპასუხება შეიძლებათქო და მიბრუნდა ამრეზილი თვალებით... ზოგი ბავშვი თავიდანვე დიდი იბადება რაა....

პოსტის ავტორი: MIRDAT თარიღი: Feb 25 2013, 08:31 PM

ციტატა(qetevano @ Feb 25 2013, 07:36 PM) *

ზოგი ბავშვი თავიდანვე დიდი იბადება რაა....


ხო და მერე სულ ეგეთი დიდი რჩება, აღარ იზრდება tongue.gif

პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: Feb 25 2013, 08:41 PM

ციტატა(MIRDAT @ Feb 25 2013, 08:31 PM) *

ხო და მერე სულ ეგეთი დიდი რჩება, აღარ იზრდება tongue.gif

აი ეგ ბავშვი დარწმუნებული ვარ მერეც მასეთი იქნება. "არამკითხე მოამბეო" რომ იტყვიან ხოლმე, მასეთი. dry.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Feb 25 2013, 09:30 PM

მე რა მაინტერესებს:
რატომ არ შეიძლება ეგრე დგომა ვინმემ შეიძლება მითხრას?

პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: Feb 25 2013, 09:34 PM

A.V.M
რა ვიცი შევწუხდი უკვე, ძაან კარგადაც შეიძლება. ერთხელ ერთმა მოხუცმა ლამის გამომაგდო ეკლესიიდან მასე ნუ დგახარ ეშმაკს სცემ თაყვანსო... ახლა კიდევ ეს ბავშვი... huh.gif

პოსტის ავტორი: vaxushti13 თარიღი: Nov 14 2013, 11:25 PM

ანუ შეიძლება შებერვით ჩაქრობა??? (მაგაზე არც მიფიქრია რატო არ უნდა შეიძლებოდეს ხელის გარდა სხვა რამით ჩაქრობა)
და კიდე ის გამიგია გინდა თუ არა ასანთით უნდა აანთო სანთელიო და სიტყვაზე ე.წ. სანთებელათი არ შეიძლებაო და ეგაც ფარსია ხო?

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Nov 14 2013, 11:28 PM

vaxushti13
რითაც გინდა აანთე და რიტაც გინა ჩააქრე .

პოსტის ავტორი: vaxushti13 თარიღი: Nov 14 2013, 11:54 PM

QUOTE
vaxushti13
რითაც გინდა აანთე და რიტაც გინა ჩააქრე .

მასე რაა... smile.gif
ცრურწმენებზე რამე თემა არის გახსნილი აქ სადმე?

პოსტის ავტორი: სელენია თარიღი: Nov 15 2013, 12:28 AM

სანთებელათი ანთებული სანთელი ნამეტანი არაა ლამაზი biggrin.gif .
მე ვიცი,რომ წირვაზე გასწორებული უნდა იდგე,ფეხები აუცილებლად უნდა გქონდეს მიტყუპული და ხელები ჩამოშვებული რომ სანთელს დაემსგავსო და შენც ისევე დაიღვენთო როგორც სანთლი... smile.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Nov 15 2013, 02:19 AM

vaxushti13

ციტატა
ცრურწმენებზე რამე თემა არის გახსნილი აქ სადმე?

არ ვიცი , მაგრამ იქნება...

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Nov 15 2013, 09:28 AM

ციტატა(სელენია @ Nov 15 2013, 12:28 AM) *

სანთებელათი ანთებული სანთელი ნამეტანი არაა ლამაზი biggrin.gif .

რაც მე სანთებელათი მინთია სანთელი იმდენი ნამდვილად არ მექნება ასანთით ანთებული biggrin.gif ისე ძველ დროში ნეთა რითი ანთებდნენ კაჟით? biggrin.gif

პოსტის ავტორი: nick თარიღი: Nov 15 2013, 11:53 AM

ციტატა(A.V.M @ Feb 25 2013, 09:30 PM) *

მე რა მაინტერესებს:
რატომ არ შეიძლება ეგრე დგომა ვინმემ შეიძლება მითხრას?

ერთხელ მამა არჩილი მინდიაშვილთან ვესწრებოდი წირვას, ქადაგებისას კი ერთი გოგო შერისხა იმის გამო რო გულყე ხელებდაკრეფილი იდგა, მიყეყი იზო შემდეგი: "შენ არც მეგობრებთან დგახარ და არც ქუჩაში" ანუ ეგ ცრურწმენასთან არ უნდა გავაიგივოთ (ბევრი სწორედ ასე იქცევა) უბრალოდ ულამაზოა მასე დგომა, ბევრჯერ ვმდგარვარ ეგრე და მე თუ მკითხავთ ეგ დასვენების პოზიცია უფროა ვიდრე წირვაზე დგომის, წირვის დროს კი დასვენება შუა ბრძოლისას დასვენებას გავს.

პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: Nov 15 2013, 02:33 PM

nick

ციტატა
მე თუ მკითხავთ ეგ დასვენების პოზიცია უფროა ვიდრე წირვაზე დგომის, წირვის დროს კი დასვენება შუა ბრძოლისას დასვენებას გავს.

მოიცადე და იმაზე ფიქრს რომ ვაიმე ხელები დამეღალა ნეტავ გულზე ხელი დამაკრეფინათქო, არ ჯობია ე.წ. "დასვენების პოზაში ვიდგე და შედარებით უკეთ მოვუსმინო ლოცვის სიტყვებს?

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Nov 15 2013, 03:23 PM

ციტატა(nick @ Nov 15 2013, 11:53 AM) *

ერთხელ მამა არჩილი მინდიაშვილთან ვესწრებოდი წირვას, ქადაგებისას კი ერთი გოგო შერისხა იმის გამო რო გულყე ხელებდაკრეფილი იდგა, მიყეყი იზო შემდეგი: "შენ არც მეგობრებთან დგახარ და არც ქუჩაში" ანუ ეგ ცრურწმენასთან არ უნდა გავაიგივოთ (ბევრი სწორედ ასე იქცევა) უბრალოდ ულამაზოა მასე დგომა, ბევრჯერ ვმდგარვარ ეგრე და მე თუ მკითხავთ ეგ დასვენების პოზიცია უფროა ვიდრე წირვაზე დგომის, წირვის დროს კი დასვენება შუა ბრძოლისას დასვენებას გავს.

რავიცი ასეთი რაღაც მაინცდამინც არ მესმის. ადამიანი დგას ისე როგორც მისთვის უკეთესია ლოცვა რომ მოისმინოს თან არავის არ უშლის ხელს თავისი დგომით. რატომ არ უნდა იდგეს?

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Nov 15 2013, 03:48 PM

მაგ მდგომარეობაში მრევლს უფალი არ უსმენს ხომ?

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Nov 15 2013, 03:50 PM

A.V.M
მაგ დროს კურამ კარგად არ "იჭერს" biggrin.gif

პოსტის ავტორი: vaxushti13 თარიღი: Nov 15 2013, 08:20 PM

QUOTE
A.V.M
მაგ დროს კურამ კარგად არ "იჭერს"

biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Nov 15 2013, 08:46 PM

nick


და მთელი წირვა-ლოცვა იმაზე თუ ვიფიქრეთ,ხ ელი, ფეხი, შუბლის ნაოჭო და სხეულის სხვა ნაწილები როგორ გვექება, დამიჯერე, მეორეჯერ წირვაზე არ მივა მრევლის 80%.

მე იმისთვის რომ ყურადღება მოვიკრიბო, ხან თავით მიყვარს კედელზე მიყრდნობა, რომ ასე ვტქვათ, გავერიდო გარემოს.ხან თვალს ვხუჭავ, ხან ზემოთ ვიყურები, ხან ქვემოთ და ხან წინ : ))) ანუ, როგორც უკეთესად გამომივა კონცენტრაცია. მე მგონი მთავარი კონცეტრაციაა, რომ ერთობა შედგეს ლოცვის დროს და არა ხელ-ფეხის სწორად დაჭერა.

ეხლა წარმოვიდგინე საშინელ სამსჯავროზე რომ გვეტყვის უფალი, შენ 2013 წლის 13 აგვისტოს წირვაზე ხელი გქონდა გულმკერდის ქვემოთ, სამაგიეროდ, აგერ მხევალს ჰქონდა გასწვრივ. მერე რა რომ ამ დროს ყავასა და შოკოლადზე ფიქრობდა, მთავარია ხელი მდებარეობა....

ან რომ გვიტხრას, მოციქული პეტრე რომ ლოცულობდა, ხელები გულმკერდზე ჰქონდა გადაჯვარედინებული, შენ რატომ არ გქნდა, განვედ ურჯულოვ smile.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Nov 16 2013, 02:11 AM

G_saxva

ციტატა
მაგ დროს კურამ

კურამს მოგცემ შენ , თუ დაგადე ბანი...biggrin.gif
მხევალი ნინო
ციტატა
შენ 2013 წლის 13 აგვისტოს წირვაზე ხელი გქონდა გულმკერდის ქვემოთ,


ეგ 15 აგვისტოს არ იყო?

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)