საქართველო 1918-1921 წლებში |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
საქართველო 1918-1921 წლებში |
bekas |
Jun 22 2009, 11:18 AM
პოსტი
#41
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 352 რეგისტრ.: 31-October 07 წევრი № 3,078 |
ბატონებო რა თქმა უნდა ვინც სხვას ეკინკლავება ყველა ბილწი და მოღალატე არ არის. ერთი რამე გამახსენდა, სტუდენტობაში ჩემმა ლექტორმა მომიყვა; ილიას უთხრეს, რომ შენზე აკაკი სულ ცუდ რაღაცეებსა სწერს და სანაცვლოდ შენ მასზე კარგებსა სწერო და რაშია საქმეო? ჩვენ ორივენი ვცდებითო, უთქვამს ილიას. (ეს ისე) ადამიანი, რომელიც საკუთარ სამშობლოს გაყიდის და გაასხვისებს ის მხოლოდ და მხოლოდ მოღალატეა და სხვა არაფერი. არ შეიძლება ნოე ჟორდანია, კაცი რომელმაც სერგო ორჯონიკიძეზე მეტი თუ არა ნაკლები საქმე არ გააკეთა ჩვენი ერის დასაქცევად იყოს დადებითი პიროვნება. კარგი, ის დავივიწყოთ ვინ უყვარდა და ვინ სძულდა, მაგრამ საქართველოს გასხვისებაც დავივიწყოთ? ჩემეული შეფასება ამ ადამიანისადმი არის ძალზედ უარყოფითი. ასევე საინტერესოა თქვენი აზრიც, თუმცა სათქმელი კი უკვე ითქვა მგონი... ფაქტებიიიიიიიიიიიიიიიიიიიი ი სტუდიაშიიიიიიიიიიიიიიიიიიი იიიიიიიიიიიიიიიიიიიი პლზზზზზზზზზზზზზზზზზზზზზზზზ ზზზზზზზზზზზზზზ. ვახ! დადე ერთი ფაქტი მაინც და მერე ვიკამათოთ. |
zegardeli |
Jun 22 2009, 12:09 PM
პოსტი
#42
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 198 რეგისტრ.: 9-February 09 წევრი № 6,471 |
bekas
რა ფაქტები? ჟორდანიას ხელმოწერილი დოკუმენტი დავდო საინგილოს რო აძლევდა თათრებს? ის, რომ ამ საქმეში მაგისი დიდი წილია, მაგაზე დღეს არავინ აღარ დაობს და არც ჩვენ გვინდა ამაზე კამათი. |
guest |
Jun 22 2009, 12:26 PM
პოსტი
#43
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 |
zegardeli
ციტატა ასევე საინტერესოა თქვენი აზრიც, თუმცა სათქმელი კი უკვე ითქვა მგონი... მე მგონი, არაფერი არ თქმულა ჯერ მე მაინტერესებს , ასევე სხვებსაც, დაე, გააგრძელონ ამ საკითხის ირგვლივ. მე თიტქმის არაფერი ვიცი, ჩვენს დროს მაგ თემას სკოლაშიც არ გავდიოდით და მას შემდეგ კი - ჩემი პროფესია ძალიან შორსაა ისტორიისგან, სპეციალურად კი არ დავინტერესებულვარ ადრე, რომ მომეძებნა და გამეგო. ასე რომ, მე მაინტერესებს გააგრძელეთ , ჯენტლმენებო . |
bimo1 |
Sep 5 2009, 01:35 PM
პოსტი
#44
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 2 რეგისტრ.: 5-September 09 წევრი № 7,452 |
ნოე ჟორდანია ილია ჭავჭავაძეს" ქართველი ხალხის დამღუპველს","კაცთმოძულეს"," ბნელეთის მოციქულს", "დემოკრატიის მტერს" ...უწოდებდა....ზვიად გამსახურდიასაც" დემოკრატიის მტერს","ჩაუშესკუს" უწოდებდნენ "ახალი ქართველები"...ილიაობა ვისაც შეეყრება ის ძნელად "მოსარჩენია"..."ზვიადიზმი ფაშიზმია","აგრესიული პროვინციალიზმი","ფაშისტური იდეოლოგიაა"...ჟორდანიამ შეამზადა ილიას მკვლელობა,ამბობენ ორგანიზატორიც იყოო.. ზვიადის მკვლელობის ორგანიზატორი შევარდნაძეა...ილიას უმხედრებდნენ კეშეშოვებს,ჩილინგაროვებს,კლა
ცმანებს...ზვიადსაც უმხედრებდნენ არაქართველებს - ჩილინგაროვებს,მანუკიანებს,რი ვკინებს,ანტონიანებს,კულუმბეგ ოვებს...ილიამ მის მისამართით ბრძანა "ჩვენი ქვეყანა მკვდარია თქვენგანა"...რომ ვეღარას გახდით რა,საქართველოს ერთად მაბეზღებთ განა"? ...ანალოგიურად ზვიად გამსახურდიას ქართველებმა ბრალი დასდეს ოსების გენოციდში,ეროვნული უმცირესესობების შევიწროებაში... წმ. ილია მართალზეც ასე ამბობდნენ ბანდიტი სოც დეკები!"-.. საქართველოს მტრობენ მაგრამ მაინც ცოცხალია, რადგან ღვთისმშობელი იფარავს, დიდება უფალს! |
marine |
Mar 25 2014, 01:27 PM
პოსტი
#45
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
* * *
"1921 წელს რუსეთის მიერ ჩვენი ქვეყნის ოკუპაციამ საქართველოს მისი ტერიტორიების ნახევარი დააკარგვინა: სოჭი და დვალეთი - რუსეთს, ტაო-კლარჯეთი - თურქეთს, ლორე - სომხეთს, ჰერეთი [საინგილო] - აზერბაიჯანს დარჩა. ოკუპაცია საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგაც გაგრძელდა - რუსეთი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონს მიდგა. თუმცა, რუსეთის იმპერიალისტური ზრახვები ამით არ შემოიფარგლება. დიდი ხანია, რუსეთი არა მხოლოდ ტერიტორიების წართმევით, არამედ ჩვენი ისტორიის გაყალბებითაც არის დაკავებული". /"ახალი თაობა", N35/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Apr 1 2015, 09:51 PM
პოსტი
#46
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა პირველი ქართული დამოუკიდებელი სახელმწიფოს დაარსების დღიდან დაწყებულა საქართველოში, ამას მოწმობს ეკლესიისა და ერის ღირსებისთვის ბოლომდე მებრძოლი კათოლიკოს-პატრიარქის ლეონიდე ოქროპირიძის ნოე ჟორდიანისადმი გაგზავნილი წერილი, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
"... თქვენთვის უცნობი არ არის წმინდა წყლის ქართული დიდი მოთმინება და მოკრძალება. არასოდეს ამ ენით და კილოთი არ მილაპარაკია თქვენთან, მაგრამ ამქვეყნად ყველაფერს საზღვარი აქვს. უკანასკნელი საქციელით თქვენ შარაზე დასვით ქართული ეკლესიის ყოფნა-არყოფნის საკითხი და ასეთ შემთხვევაში ჩემი გაჩუმება იქნება ღალატი, ურომლისოდაც ერთ წამსაც არ მსურს სიცოცხლე. უფლებააყრილი და შეურაცხყოფილი კათოლიკოს-პატრიარქი ლეონიდე" უწმინდესი ლეონიდეს ნოე ჟორდიანიასადმი გაგზავნილი წერილი მოწმობს, თუ როგორ იბრძოდნენ კათოლიკოს-პატრიარქები საქართველოს ეკლესიის გადასარჩენად". (წერილის სრული ვერსია შეგიძლიათ წაიკითხოთ ჟურნალ "კარიბჭეში" N7, 2015, გვ. 46. მ.გ.) -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Aug 4 2015, 04:55 PM
პოსტი
#47
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"განსაკუთრებით პოპულარულია კოლაუს [ნადირაძე] ლექსი "25 თებერვალი", რომელსაც ბ-ნი ლევან სეფისკვერაძე "საშინელებაზე დაწერილ ლექსს" უწოდებს:
"ეს ლექსი, ალბათ, ყველაზე ნათლად ასახავს 1921 წელს ჩვენი ქვეყნის თავზე დატრიალებულ საშინელ ტრაგედიას, რასაც ერთი სიტყვით "გასაბჭოებას" ეძახდნენ, თუმცა ამ დღის ტრაგიზმი და მნიშვნელობა ბევრად მეტია, ვიდრე ამას ეს ერთი საზარელი სიტყვა იტევს". თოვდა და თბილის ებურა თალხი, დუმდა სიონი და დუმდა ხალხი, ძილღვიძრად იყო ქალაქი ჩემი, საშინელებას კვლავ სჭედდა გრდემლი – ისევ გოლგოთა, სისხლი და ცრემლი! მშობელი დედავ, ისევ გაგყიდეს, ისევ წამების ჯვარი აგკიდეს, არ შეგიბრალეს, კვლავ არ დაგინდეს! თოვდა და თბილისს ებურა თალხი, დუმდა სიონი და დუმდა ხალხი, დაცხრა კოჯორი და ტაბახმელა, მხოლოდღა თოვლი ცვიოდა ნელა, ეფინებოდა გმირების გვამებს – განგმირულ მკერდებს, დალეწილ მკლავებს, და უძრავ იყო თებერვლის ღამე. თოვდა და თბილისს ებურა თალხი, დუმდა სიონი და დუმდა ხალხი, იმ გზით, სად წინად ელავდნენ ხმლები, სად სამას გმირთა დაიფშვნა ძვლები, სად ქართლის დედის ცრემლით ნანამი, მძიმედ დაეშვა ჩვენი ალამი, სად გმირთა სისხლით ნაპოხიერი, თოვს დაეფარა კრწანისის ველი, – წითელი დროშით, მოღერილ ყელით, თეთრ ცხენზე მჯდომი, ნაბიჯით ნელით შემოდიოდა სიკვდილი ცელით! თოვდა, და თბილისს ებურა თალხი, დუმდა სიონი და დუმდა ხალხი. /"კარიბჭე" N16, 2015, გვ. 24/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Feb 24 2016, 01:23 PM
პოსტი
#48
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"1918 წელი, მაისის 26. ცხადდება აქტი საქართველოს დამოუკიდებლობისა. ზეიმი ჯერ კიდევ არ დამთავრებულა, ერთი მოზეიმე მირბის მამადავითისკენ. ექსტაზით აყვანილი და აელვარებული უახლოვდება სალოცავს. ავარდება სამრეკლოზე და ზარების რეკვით ამცნობს სამშობლოს "აღსდგა საქართველო". მე არ მეგულება არც ერთს უნივერსალურ ეპოსში მამულიშვილური აქტი ეგზომ აყვანილი მითურ სიმაღლემდე. ყველამ იცის, ვინ იყო ეს მოზეიმე: ვლასა მგელაძე... მარტოდმარტო ეს ფაქტი საკმაოა, რომ ვლასა შევიდეს "ქართლის ცხოვრებაში", როგორც რაინდი, მზიური შარავანდით მოსილი", - წერდა გრიგოლ რობაქიძე. ვლასას როცა ჰკითხეს, დამოუკიდებლობის დღეს გვიან შუადღემდე რად არ ჩანდიო, უთქვამს: მამადავითის ეკლესიაზე ზარს ვრეკდი, ილია ჭავჭავაძეს, აკაკი წერეთელს, დიმიტრი ყიფიანს თავისუფლებას ვულოცავდიო.
ვლასა ბოლშევიკებს უცხოეთში გაექცა, ჯერ ბერლინში, ბოლოს პარიზში... აქვე გარდაიცვლა და დაკრძალეს დაბა ლევილის ქართულ სასაფლაოზე". /მართლმადიდებლური კალენდარი კარიბჭე 2015, 7 ნოემბერი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Apr 5 2016, 02:51 PM
პოსტი
#49
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ისტორიულ გამოცდილებას თავისი მნიშვნელობა აქვს. ჩვენ უკვე დიდი ხანია, ვერ ვაკეთებთ არჩევანს. ყველაზე თვალნათელი მაგალითი 1918-1921 წლის საქართველოა, როდესაც ღმერთმა გვაჩუქა თავისუფლება, რომელსაც ასე მივტიროდით. ჩვენ კი თავისუფალ საქართველოში, როგორც კი დრო ვიხელთეთ, იმწამსვე მოვკალით პატრიარქი და გავძარცვეთ ეკლესიები. იყო თუ არა ასეთი ერი თავისუფლების ღირსი?!"
/დეკანოზი თეოდორე, "ქადაგებანი", გვ. 364/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jun 12 2016, 09:32 PM
პოსტი
#50
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"1918 წლის 26 მაისს მოპოვებულმა დამოუკიდებლობამ გაამარტივა 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა".
/"საპატრიარქოს უწყებანი" N19, 2016, ჩანართი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Apr 26 2017, 12:17 PM
პოსტი
#51
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ცნობილია, რომ სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან ხელისუფლებაში მოსული ნოე ჟორდანიას პოლიტიკური გუნდი, არათუ შემწყნარებლობით გამოირჩეოდა ჩვენი ეკლესიის მიმართ, დაუპირისპირდა კიდეც მას, რამაც ქართული სახელმწიფოებრიობა კატასტროფულ შედეგებამდე მიიყვანა".
/"კარიბჭე" N8, 2017, გვ.28/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Aug 10 2017, 10:35 AM
პოსტი
#52
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"1921 წლის 25 თებერვალი - საქართველოს გასაბჭოების დღე. 25 თებერვალს (ძვ. სტ. 12 თებერვალს) ივერიის ღვთისმშობლის ხატის ხსენების დღეა. ქართველმა ხალხმა ანტიეროვნული, ანტიქრისტიანული მენშევიკური მთავრობა აირჩია და ღვთისმშობლისაგან ჩვენზე სასჯელი მოიწია, 78 წელი უფრო საშინელი, კომუნისტური ჯოჯოხეთი გამოგვატარა. მართლაც, ვისაც ყურნი სმენად გვაქვს - ვისმინოთ!"
/"კარიბჭე" N17, 2009, გვ.12/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Sep 20 2019, 11:39 AM
პოსტი
#53
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"1921 წელს ხმაც კი არავის დაუძრავს, ისე "ჩაყლაპა" საქართველო რუსეთმა"
/"კრიალოსანი" N9, 2008, გვ.36/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Aug 23 2020, 05:56 PM
პოსტი
#54
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"1921 წელს, სარფი საბჭოთა საქართველოს და ქემალაისტურ თურქეთს შორის ზუსტად ისე გაიყო, როგორც მოსკოვში ისურვეს - ვლადიმერ ილიჩ ლენინმა რუკაზე სახელმწიფო საზღვარი ალალბედად, წითელი ფანქრით გაავლო, იქვე კიდეზე, ხელიც მოაწერა და ეს "დოკუმენტი" საქართველოში გამოგზავნა. წითელი პროლეტარიტატის ბელადს წარმოდგენა არ ჰქონდა სარფზე და, შესაბამისად, არც ის იცოდა, რომ საზღვარი პირდაპირ შუა სოფელზე გაატარა".
/"კარიბჭე" N16, 2014,გვ.61/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Aug 24 2021, 12:49 PM
პოსტი
#55
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"1921 წელს, მაშინ, როდესაც ძალით დაიპყრეს საქართველო, ჩვენი ქვეყნის ფართობი 91,300 კვადრატულ კილომეტრს შეადგენდა, 1922 წლის ბოლოს კი საქართველოს ფართობი დარჩა 69,700 კვადრატული კილომეტრი. 21,600 კვ.კმ. მხოლოდ იმიტომ გაჩუქდა, რომ ქართული სახელმწიფო არ ყოფილიყო ძლიერი, ამას სხვა ახსნა არა აქვს"
/მღვდელი გიორგი მეტრეველი "საპატრიარქოს უწყებანი" N1, 2021, გვ.16/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Feb 3 2022, 08:05 PM
პოსტი
#56
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"1917 წლის საქართველოს ორი ბედნიერება ერთად ეწვია: პირველი - ეროვნული თავისუფლებისათვის მშრომელი ხალხის ბრძოლაზე დაყრდნობით ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის მესვეურებმა ამ ეკლესიის დამოუკიდებლობა აღადგინეს, მეორე - აღდგენილ იქნა ქართველი ხალხის დიდი ხნის ნანატრი ეროვნული სახელმწიფოებრიობა, მაგრამ ეს ბედნიერება დიდხანს არ გაგძელებულა: 1921 წელს რუსეთის წითელმა არმიამ დაიპყრო საქართველო, გააუქმა მისი დამოუკიდებლობა და შეიყვანა საბჭოთა კავშირში. ამ დროიდან იწყება გაუგონარი სისასტიკე ქართული ეკლესიის მიმართ".
/მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე, ლია ბარბაქაძე, "საქართელოს საეკლესიო ისტორია IX-X კლასის სახელმძღვანელო" გვ.32/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 20th September 2024 - 02:25 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი