IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> გურამ დოჩანაშვილი, ...
მატასი
პოსტი Oct 23 2007, 02:12 PM
პოსტი #1


თამ...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,614
რეგისტრ.: 10-November 06
მდებარ.: dedamiweli :)
წევრი № 440



ძალინ მინდოდა ამ ინტერვიუს დადება ფორუმზე... და შესაფერისი თემა ვერ ვნახე..

ხოდა, იყოს ეს თემა, ბატონ გურამზე ვისაუბროთ ხოლმე...
smile.gif
გენიოსია ეს ადამიანი...

smile.gif
ესეც ინტერვიუ:



-საშინლად ორპირი ვარ, როცა ვერდს ვუსმენ, ის მირჩევნია როსინს, როცა როსინს ვუსმენ, მაშინ როსინი მირჩევია ვერდის.
-და უფრო დიდი მაინც ვინ არის?
-ბახი და მოცარტი, რომელიც ისეთია, საცეკვაო მოედანზე რომ ხულიგნები შემოცვივდებიან...
-ასე თუ გავაგრძელებთ, ორპირი კი არა, `მრავალპირი~ აღმოჩნდებით.
-ასე გამოვა ალბათ თუ კი ყველას ჩამოვთვლი.
მაგრამ გინდათ, დიდი საიდუმლო გაგანდოთ? იცით, რომ შემოქმედი არ არსებობს? ისინი ყველანი მეორადები არიან, შავი მუშები, გადამწერები. ხელოვნება სულიმინდაა. სულიწმინდის მადლი, ღმერთი ქმნის მათი ხელით. იბლიიდან მოდიან ბახიც და მიქელანჯელოც. რუსთაველის ყველა აფორიზმი ბიბლიურია და, საერთოდ, შემოქმედის დანიშნულებაა, ბიბლია უბიბლიოდ მოიტანოს ადამიანებამდე. ბიბლიიდან მოდიან შოთაც, ილიაც, აკაკიც, ნიკო ლორთქიფანიძე – ჩვენი სინდისი და პატიოსნება.
ოცით, დავით გურამიშვილი მიყვარს განსაკუთრებით. ერთი შეხედვით აკადემიურია და თითქოს უცნაურია, მე რომ მომწონს, მაგრამ წარმოიდგინეთ, დღეს რომ ასეთი კაცი გვყავდეს...
-თანამედროვე ქართულ მწერლობაზე რას იტყვით?
-ოთხი მოთხრობა მიყვარს: რეზო ინანიშვილის `თოვლი~, გიორგი ლეონიძის `ღვინჯუა~, რჩეულიშვილის `შაშას რევოლუცია~ და ჯ. ქარჩხაძის `იგი~.
-თქვენი უამრავი გმირიდან ყველაზე გამორჩეულად ვინ გიყვართ?
-ყველა კარგი ბიჭია. ხომ კარგი ბიჭები არიან კადუნოსელები? ლუკა რა კარგი ვინმეა, არა? განსაკუთრებით მიყვარს დილის ქალი – როსა. გახსოვთ? ის თვით დიდ ქალზე – ტერეზაზეც კი ძლიერია...
-ანა-მარია? რატომ კლავთ ამ მშვენიერებას ასე უცებ და საზარლად?
-სხვათა შორის, ადრეც მკითხეს და იცით რა ვუპასუხე? განა შეიძლება ბედნიერება დიდხანს აგრძელდეს-მეთი? ჩემი ირაკლის წასვლის შემდეგ გამახსენდა და ვინანე – ეს რამ მათქმევინა-მეთქი. ეტყობა, ბედნიერება მართლა ძალიან ხანმიკლეა... იცით რა ბიჭი იყო ირაკლი? კეთილი, ლამაზი, ჭკვიანი. უკეთ ვინ მიცნობდა. იცოდა ჩემი პანიკიორი ხასიათი და სულ მამშვიდებდა ხოლმე. იცით რა კარგი ბიჭი მყავდა? არა, კი არ მყავდა, მყავს...
არა, ათი წელი მაინც უნდა ვიცხოვრო, თინათინს (შვილიშვილს) რომ დავამახსოვრდე. ისე არ წავალ...


--------------------
მუჭაში ვაგროვებდი მზეს შენთვის...
აჰა, მიიღე...


"ერთხანს შორიშორს იდგნენ და ოდნავი შეხედვისაც ეშინოდათ, რადგან აშკარად გრძნობდნენ გატრუნულნი, როგორ ამოდიოდა მათ სხეულში უცნაური, მჩხვლეტავი მცენარე - სიყვარულის კაკტუსი..."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
_Matasi_   გურამ დოჩანაშვილი   Oct 23 2007, 02:12 PM
გულთმისანი   ახლა "სამოსელ პირ...   Jun 5 2014, 11:36 AM
G_saxva   გულთმისანი დიახ არ...   Jun 5 2014, 12:14 PM
გულთმისანი   გულთმისანი დიახ ა...   Jun 5 2014, 12:37 PM
MIRDAT   ალექსანდრო შემდეგ...   Jun 5 2014, 12:58 PM
გულთმისანი   არა, თვითონ არ გამო...   Jun 5 2014, 03:04 PM
G_saxva   გულთმისანი არ წამი...   Jun 5 2014, 12:47 PM
MIRDAT   გულთმისანი წაიკით...   Jun 8 2014, 12:35 AM
გულთმისანი   გულთმისანი წაიკით...   Jun 16 2014, 04:34 PM
MIRDAT   მე ვერ გავიგე რატო...   Jun 16 2014, 05:14 PM
გულთმისანი   არც არაფერს ჩემო გ...   Jun 16 2014, 05:23 PM
გულთმისანი   "ზედამხედველი ნა...   Jun 18 2014, 04:46 PM
marine   "ერთხელ ჩემმა მეგ...   Oct 26 2017, 07:44 PM
marine   სიკვდილი ერთადერთ...   Apr 3 2021, 03:22 PM
marine   "ზოგჯერ მეუბნები...   May 4 2021, 08:37 PM
marine   "ირაკლი 22 წლისა წა...   May 4 2021, 08:58 PM
marine   "ირაკლი ჩემი შვილ...   May 4 2021, 09:17 PM
marine   "მარტოობაზე ძვირ...   May 5 2021, 08:31 PM
marine   "როცა ვწერ, უცხოე...   May 9 2021, 06:28 PM
marine   "მიუხედავად იმის...   May 9 2021, 06:38 PM
marine   "ძალიან მეშინოდა ...   May 9 2021, 06:48 PM
2 გვერდი V < 1 2


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 20th June 2024 - 10:28 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი