IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

3 გვერდი V < 1 2 3 >  
Reply to this topicStart new topic
> ნათლობის შესახებ, გთხოვთ მიპასუხოთ
A.V.M
პოსტი Aug 4 2013, 04:51 PM
პოსტი #21


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



ratinwt
ციტატა
რისტესნიერი პრინციპებიდან გამომდინარე პროტესტანტიზმისკენ ვიხრები.

ძალიან ფართო ცნებაა...
ანუ შენ იმ აზრზზე ხარ , რომ ნამდვილი , ქრისტიანული სწავლება ვერცრთმა კონფენსიამ ვერ შემოინახა , რადგან არ ეთანხმებიან შენს აზრზს.

კარგი , ახლა გთხოვ რომ დაწერო ყველა ის არგუმენტი , რომლის გამოც ჩვილთა ნათლობა არ მიგაჩნია სწორად...


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ratinwt
პოსტი Aug 6 2013, 10:36 AM
პოსტი #22


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 37
რეგისტრ.: 2-April 13
წევრი № 13,058



A.V.M
ციტატა
ძალიან ფართო ცნებაა...ანუ შენ იმ აზრზზე ხარ , რომ ნამდვილი , ქრისტიანული სწავლება ვერცრთმა კონფენსიამ ვერ შემოინახა , რადგან არ ეთანხმებიან შენს აზრზს.


არა ვერცერთმა ვერ შემოინახა არა. უბრალოდ მთავარია ქრისტეს გზაზე სიარული და მაინცდამიანც ვიწრო პარტიულად ,რომელ კონკრეტულ ეკლესიას წარმოადგენ ეს არ არის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი. მრავლაფეროვნება არის ძალიან მაგარი რამ. ერთი ეკლესია ყველაფერს იდეალურად ვერ გააკეთებს , ეს სხვადასხვა სახეები ქმნის სილამაზეს. შეგიძლია ამ ეკლესიაზე თქვა ეს აქვთ კარგი, ამათ ეს აქვთ კარგი და ა.შ

ქრისტეს პოვნა კი შეიძლება არაერთ ეკლესიაში,შეგიძლია საერთოდ ეკლესიის გარეშეც. ჩემი აზრის დათანხმება არ დათანხმება არა , აქ მხოლოდ ერთი აზრის გაზიარებაზეა საუბარი,რაც დავწერე. რომ არ არის ერთ მხარე ,რომელიც ცალსახად მართალია ,და მეორე მცდარი. ამ ფრაზის გააზრებაა საჭირო - ვინც ჩემს წინააღმდეგ არაა ჩემიანია!

ციტატა
კარგი , ახლა გთხოვ რომ დაწერო ყველა ის არგუმენტი , რომლის გამოც ჩვილთა ნათლობა არ მიგაჩნია სწორად...


მიმაჩნია რომ ქრისტიანობის თავისუფლების რელიგიიდან გამომდინარე ადამიანი თავად ირჩევს ქრისტეს და არ გადადის ეს მემკვიდრეობით. თვითონ არჩევა კი შესაბამის დონეზე მომზადებას ნიშნავს. ამას კი სჭირდება იმხელა ასაკი ,როცა უკვე აზროვნებ. და ეს ჩვილობაში ვერ იქნება ვერანაირად.

გარდა ამისა არის ბიბლიაში ერთი ფაქტი მაინც ,როცა ჩვილთა ნათლობა ხდება ? არ არის არცერთი შემთხვევა. ფაქტია რომ ზრდასრულ ასაკში ინათლებოდნენ . ისიც ფაქტია რომ მერე დაახლოებით მე-4 საუკუნეში შემოვიდა ნათლობის ეს ხერხი ,რომელიც ზღუდავს ადამიანის თავისუფლებას და არც მაინცდამაინც ქრისტეს სწავლებას არ ესადაგება.

წერია წმინდა წერილში, თან პირდაპირ ქრისტეს მხრიდან რომ ხელსახლა დაბადებაა საჭირო. თან ეს ისე ნათლად და თვლასაჩინოდ წერია , არ უნდა იყოს რთული გასაგები. ძალიან მიკვირს ასე პირდაპირ აზრს ,როგორ ამახინჯებს ხალხი. ეს შეიძლება გათვითცნობიერებით ან გაუთვითცნობიერად ხდება.

საინტერესო ისაა რომ ამ ეკლესიაშიც მართლმადიდებელ ეკლესიაშიც ,არის ხალხი რომელიც პირდაპირ ამბობს , რომ ჩვილთა ნათლობა არ არის სწორი, რომ ეს შემდეგ წამოვიდა და არ არის ქრისტესეული. მაგრამ საბოლოოდ ეკლესიის სწავლება მაინც სხვაა, მე მიკვირს ან ეს ხალხი ,როგორ რჩება ამ ეკლესიაში . რამდენადღა შეესაბამებიან ამ ეკლესიას.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Aug 11 2013, 07:06 PM
პოსტი #23


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



ციტატა
მე მიკვირს ან ეს ხალხი ,როგორ რჩება ამ ეკლესიაში

ეს სხვა თემაა და არ გინდა ახლა....

ანუ შენთვის ესაა ყველა არგუმენტი ამ საკითხზე ხომ?სხვა გაქვს კიდევ?


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sopo...
პოსტი Aug 15 2013, 04:02 AM
პოსტი #24


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 808
რეგისტრ.: 21-August 08
წევრი № 5,502



ციტატა(ratinwt @ Aug 6 2013, 10:36 AM) *

A.V.M

ქრისტეს პოვნა კი შეიძლება არაერთ ეკლესიაში,შეგიძლია საერთოდ ეკლესიის გარეშეც. ჩემი აზრის დათანხმება არ დათანხმება არა , აქ მხოლოდ ერთი აზრის გაზიარებაზეა საუბარი,რაც დავწერე. რომ არ არის ერთ მხარე ,რომელიც ცალსახად მართალია ,და მეორე მცდარი. ამ ფრაზის გააზრებაა საჭირო - ვინც ჩემს წინააღმდეგ არაა ჩემიანია!



ჩემი აზრით სიმართლე ამ შემთხვევაში ერთმხარესაა, ნაკლენად მრავალმხრივი,, რელიგიები ერთმანეთს არ ავსებენ იმდენად რამდენადაც ეწინააღმდეგებიან,
ანუ ისლამი ქრისტეს არ აღიარებს ღმერთად არამედ მორიგ ადამიანად, წინასწარმეტყველად, ეს -იმ ქრისტეს რომელიც გვწამს ცალსახად ეწინააღმდეგება, ყველაზე თავზარდამცემი სიმართლე ქრისტიანობის არის ღმერთის სიკვდილი ადამანებისთვის, სიმდაბლე, სიყვარული, სხვა მეტი არაფერია საჭირო ცხონებისთვის და ამ მსხვერპლის უგულებელმყოფელი რელიგია როგორ ჩაითვლება მის შემავსებელად,
ასეთი სხვაობა იმ სწავლებებს და ხედვას შორის რასაც რელიგიები გვთავაზობენ ბევრია, ..

ციტატა

გარდა ამისა არის ბიბლიაში ერთი ფაქტი მაინც ,როცა ჩვილთა ნათლობა ხდება ? არ არის არცერთი შემთხვევა. ფაქტია რომ ზრდასრულ ასაკში ინათლებოდნენ . ისიც ფაქტია რომ მერე დაახლოებით მე-4 საუკუნეში შემოვიდა ნათლობის ეს ხერხი ,რომელიც ზღუდავს ადამიანის თავისუფლებას და არც მაინცდამაინც ქრისტეს სწავლებას არ ესადაგება.



ნათლობა მარტო არჩევანი არ არის, ანუ გარეგნულად ასეა მაგრამ სულერი შობით ღვთის შვილი ხდები, მფარველი ანგელოზი დაემკვიდრება შენთან,
თან ყველაფერს გონებით ვერ შეაფასებ, თითქოს ცოტა გაუგებარია, მაგრამ ცხოვრებაშიც, სახარებაშიც ხშირია შემთხვევები როცა ადამიანებს სულიწმინდის მადლით ეხილება თვალი. ანუ გამოცდილებითაც ასეა, ხან რაღაც ხედვა, რწმენა, განცდა ხდება შენთვის ხელსეშახები, თუმცა იგივე გონებით მანამდე გაუგებარი შენთვის.
ქრისტიანობაში ადამიანი თავის თავზე მეტად ღმერთზე ამყარებს იმედს, სთხოვს რომ განამტკიცოს რწმენაში დაიფაროს ცოდვისგან. ნათლობაც ადრეულ ასაკში ამ კუთხით თუ შევხედავთ იქნებ უფრო გასაგები გახდეს, რადგან ის არჩევანი, რწმენა და მისი შემდგომი მიყოლა-დაცვა უფრო ღმერთის ხელშია ,..
რაც შეეხება ფაქტებს
პირველი ქრისტიანები მთელი ოჯახებით ინათლებოდნენ, მათ შორის ბავშვებიც იყვნენ.

„ხოლო პეტრემ უთხრა მათ: მოინანიეთ და თვითეულმა თქვენგანმა ნათელ იღოს უფლის იესო ქრისტეს სახელით ცოდვათა მოსატევებლად... ვინაიდან თქვენია აღთქმა და თქვენი შვილების და ყველა მშობლებისა, ვისაც მოუწოდებს უფალი ღმერთი ჩვენი“ (საქმე 2, 38-39).

„ნათელ იღო მან (ლიდიამ) და მისმა სახლეულმა“ (საქმე 16, 15. იხ. საქმე 16, 33-34).

ბიბლიური ტრადიციით „სახლეულში“ პირველ ყოვლისა ბავშვები იგულისხმებოდნენ (იხ. 3 მეფ. 17. 9-17; იობ. 21. 19-21). ბიბლიაში მითითებული იყო, როცა სახლეულთა შორის ბავშვები არ იყვნენ (დაბ. 50, 7-8).

პავლე მოციქული ბავშვებს წმინდანებს უწოდებს.

„თქვენი შვილებიც არაწმიდანი იქნებოდნენ, ახლა კი წმიდანი არიან“ (1 კორ. 7, 14). ნათლობის გარეშე კი წმინდანი არავის ეწოდება (იხ. იოან. 3, 5; 1 კორ. 6, 11; საქმე 22, 16; ტიტ. 3. 5-7).

- See more at: http://www.orthodoxy.ge/apologetika/raseli...h.4nZkaWxY.dpuf
ძველ აღთქმაში 8 დღის ბავშვების წინადაცვეთა ხდებოდა და ამით ისინი „ღვთის ბეჭედს“ იღებდნენ ისე, რომ მათ ამის შესახაებ არც კი ეკითხებოდნენ.

ანამ, სამუელ წინასწარმეტყველის დედამ, ღმერთს ჯერ დაბადებამდე აღუთქვა შვილი და გაჩენიდან ცოტა ხანში საბოლოოდ მიუძღვნა კიდეც, ისე, რომ ბავშვისათვის არც კი უკითხავს (1 მეფ. 1, 1-28).

ჯერ კიდევ დაბადებამდე, დედის მუცელში მყოფმა იოანე ნათლისმცემელმა იგრძნო ღვთის მადლი და შეტოკდა, რაჟამს ყოვლად წმინდა ღვთისმშობელი მათ სახლში სტუმრად მიბრძანდა (ლუკ. 1, 39-44).

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_saxva
პოსტი Aug 15 2013, 09:24 AM
პოსტი #25


I n t e r n e t
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 4,913
რეგისტრ.: 11-March 13
მდებარ.: i n t e r n e t
წევრი № 13,010



როცა შენს შვილს ზამთრიც ცივ დღეს ტანისამოს აცმევ მას არ ეკითხები უნდა თუ არა ჩაცმა რადგან ეს აუცილებელია რომ არ გაცივდეს. მართლმადიდებლობაშიც ასეა ნათლავ და არ ეკითხები რადგან ეს აუცილებელია სული რომ არ წაირწყმინდოს. თავისუფალი ნება აქ არაფერ შუაშია, მთავარი ისაა გჯერა თუ არა ღვთის და მისგან დადგენილი საიდუმლოებების.


--------------------
და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე?


კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ratinwt
პოსტი Sep 5 2013, 11:58 AM
პოსტი #26


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 37
რეგისტრ.: 2-April 13
წევრი № 13,058



ციტატა
როცა შენს შვილს ზამთრიც ცივ დღეს ტანისამოს აცმევ მას არ ეკითხები უნდა თუ არა ჩაცმა რადგან ეს აუცილებელია რომ არ გაცივდეს. მართლმადიდებლობაშიც ასეა ნათლავ და არ ეკითხები რადგან ეს აუცილებელია სული რომ არ წაირწყმინდოს. თავისუფალი ნება აქ არაფერ შუაშია, მთავარი ისაა გჯერა თუ არა ღვთის და მისგან დადგენილი საიდუმლოებების.


ასე შეიძლება ბევრი ძალადობრივი ქმედების გამართლება, პრინციპში ასე წარმოიშვა კიდეც ბევრი ძალადობრივი რეჟიმი.

მართლმადიდებლობა ტანისამოსია? ასე ნებისმიერი რამის თავს მოხვევა შეიძლება აიხსნას.

თან არ წაირწყმინდოსო smile.gif ანუ სხვა შემთხვევაში ირწყმინდება? ამას მივყავართ იმ აზრამდე რომ მართლმადიდებლობა ერთადერთი ჭეშმარიტი რელიგიაა ,მარტო ესენი გადარჩებიან და ა.შ რაც დიდი სისულელეაა.

მართლმადიდებლობის იქითაცაა რაღაც.

რა არა პირდაპირი შეზღუდვაა ადამიანის თავისუფალი ნების,აბა მეტი სხვა რას უნდა ვუწოდოთ შეზღუდვა?

და თუ საერთოდ არ მოინათლა რა? აი დარჩა ასე არ აქვს რელიგიასთან შეხება, რა მოსდის იღუპება?
ამ ზღაპრებს ახვევენ ადამიანებს თავს და მერე მგონი თვითონაც სჯერათ. რეალურად ეს ხალხის მართვის იოლი საშუალებაა.

უამრავ ამ ე.წ წარწყმედილ მშვენიერ ხალხს ვიცნობ smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_saxva
პოსტი Sep 5 2013, 01:00 PM
პოსტი #27


I n t e r n e t
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 4,913
რეგისტრ.: 11-March 13
მდებარ.: i n t e r n e t
წევრი № 13,010



ციტატა(ratinwt @ Sep 5 2013, 11:58 AM) *

მართლმადიდებლობა ტანისამოსია? ასე ნებისმიერი რამის თავს მოხვევა შეიძლება აიხსნას.

მგონი გარკვევით დავწერე რასაც ვგულისხმობდი, მთავარია გჯერა თუ არა.
ციტატა

თან არ წაირწყმინდოსო smile.gif ანუ სხვა შემთხვევაში ირწყმინდება? ამას მივყავართ იმ აზრამდე რომ მართლმადიდებლობა ერთადერთი ჭეშმარიტი რელიგიაა ,მარტო ესენი გადარჩებიან და ა.შ რაც დიდი სისულელეაა.

მართლმადიდებლობა მართლაც ერთადერთი ჭეშმარიტი რელიგიაა . რაც შეეხება მერეო ნაწილს უმორჩილესად გთხოვ თავი შეიკავო ასეთი შეურაწმყოფელი გამონათქვამებისგან.

ციტატა

რა არა პირდაპირი შეზღუდვაა ადამიანის თავისუფალი ნების,აბა მეტი სხვა რას უნდა ვუწოდოთ შეზღუდვა?

იძახით თავისუფლების შეზღუდვააო მაგრამ არ იცით რა არის თავისუფლების შეზღუდვა. როცა შვილს სწავლას აძალებ როცა თბილად აცმევ ზამთარში როცა საჭმელს აჭმევ და საერთოდ ზრუნავ მასზე მაშინ რატომ არ არის შენი ქმედება ბავსვის მიმართ თავისუფლების შეზღუდვა?
ციტატა

და თუ საერთოდ არ მოინათლა რა? აი დარჩა ასე არ აქვს რელიგიასთან შეხება, რა მოსდის იღუპება?
ამ ზღაპრებს ახვევენ ადამიანებს თავს და მერე მგონი თვითონაც სჯერათ. რეალურად ეს ხალხის მართვის იოლი საშუალებაა.

უამრავ ამ ე.წ წარწყმედილ მშვენიერ ხალხს ვიცნობ smile.gif

თუ რელიგია არ აქვს იღუპება აბა რა არის, ადამიანს რომელსაც ღმერთი არ სწამს, ჩემი აზრით ყველაზე შესაცოდია. შეიძLება სხვადასხვა რელიგიის მიმდევარი იყო და ღმერთს ეძებდე, მაგრამ ადამიანი რომელსაც ღმერთის არ სწამს და არც სურვილი გააჩნია გაიგოს ამის შესახებ დაღუპვისთვის არის გამზადებული. ყოველთვის ვფიქრობდი როგორ შეიძლება ასეთი ადამიანი არ დაფიქრებულა მილიონობით ფაქტზე რაც ღვთის მყოფადობას ამტკიცებს. ადამიანის გაჩენის დღიდან დღემდე რაღაცას ეთაყვანება ( ზოგი მზეს ზოგი ცეცხლს ზოგი სამება ზოგი ბუდას და ა.შ) და იცით რატომ, განა იმიტომ რომ პოლიტიკის ან ადამიანის მართავ სჭირდება (პირველ ყოფილ ადამიანს რა პოლიტიკა ან რა დიდი მართვა უნდოდა) არამედ იმიტომ რომ ეს მის ბუნებაში დევს. მგონი დღემდე ყველა ტომი დედმაიწაზე რომელიც ცხოვრობს არაა ცივილიზაციასთან ახლოს, მათთან რომ მიხვიდე მათაც ეყოლება ღმერთი რომელსაც თაყვანს ცემს. ამის მერე ვიღაც მოვად და დაიწყებს მტკიცება ეს ადამიანის სამართავად არისო. :| ასეთი მილიონობით მაგალითი არსებობს და ასეთი რამის ვერ დანახვა ერთგვარ ადამიანურ სიბრმავეს უსვამს ხაზს.
რაც შეეხება ბევრ " ე.წ წარწყმედილი" ხალხის ცნობა არაფერს არ წარმოადგენს. მეც ძალიან ბევრ ძარგ ადამიანს ვიცნობ რომელიც წყალს H2O არ იცნობს მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ ეს ასე არ არის smile.gif


--------------------
და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე?


კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nibiru
პოსტი Sep 5 2013, 03:37 PM
პოსტი #28


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 83
რეგისტრ.: 21-May 12
წევრი № 12,369



ნათლობის ფენომენამდე არსებული ათასობით ადამიანების სულები სად მიდიოდნენ? თან ათასობით წლების მანძილზე? 003.gif


--------------------
"здесь и сейчас"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_saxva
პოსტი Sep 5 2013, 03:45 PM
პოსტი #29


I n t e r n e t
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 4,913
რეგისტრ.: 11-March 13
მდებარ.: i n t e r n e t
წევრი № 13,010



ციტატა(nibiru @ Sep 5 2013, 03:37 PM) *

ნატობის ფენომენამდე არსებულიათასობით ადამიანების სულები სად მიდიოდნენ?

ჯოჯოხეთში. მაცხოვარი ჯვარზე აღსრულების შემდგომ ჩავიდა ჯოჯოხეთსი და ამოიყვანა იქიდან მართალთა სულები. მათთან ერთადაც შევიდა სამოთხეში, მას შემდგომ გაიხსნა ცათა სასუფეველი სადაც ვერავინ მოხვდება თუ იესოს მიერ დატოვებულ მცნებებს არ დაიცავს smile.gif


--------------------
და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე?


კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nibiru
პოსტი Sep 5 2013, 04:21 PM
პოსტი #30


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 83
რეგისტრ.: 21-May 12
წევრი № 12,369



G_saxva
ეგ გასაგებია და ესეიგი იმ უცნობი რაოდენობა მართალთა სულები განუსაზღვრელი ვადით იტანჯებოდნენ ჯოჯოხეთში? ღავი აბა რაგაც არ გამოდის სამართლიანი.


--------------------
"здесь и сейчас"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_saxva
პოსტი Sep 5 2013, 04:41 PM
პოსტი #31


I n t e r n e t
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 4,913
რეგისტრ.: 11-March 13
მდებარ.: i n t e r n e t
წევრი № 13,010



ციტატა(nibiru @ Sep 5 2013, 04:21 PM) *

G_saxva
ეგ გასაგებია და ესეიგი იმ უცნობი რაოდენობა მართალთა სულები განუსაზღვრელი ვადით იტანჯებოდნენ ჯოჯოხეთში? ღავი აბა რაგაც არ გამოდის სამართლიანი.

1 განუსაზღვრელით ვადით არა
2 არ იტანჯებოდნენ


--------------------
და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე?


კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nibiru
პოსტი Sep 5 2013, 06:03 PM
პოსტი #32


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 83
რეგისტრ.: 21-May 12
წევრი № 12,369



1. კი ბატონო განუსაზღვრელით არა იმიტომ რომ ქრისტემ გამოიყვანა, მაგრამ მანამდე ვინ იცის რამდენი ხანი იყვნენ?
2. აბა ჯოჯოხეთში რას შვრებოდნენ? ჩვენ მართლები ვართ და ხელშეუხებლობა გვააქვსო? რაღაც არ მგონია.


--------------------
"здесь и сейчас"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
†სერგი†
პოსტი Sep 5 2013, 07:36 PM
პოსტი #33


უბრალოდ სერგი
**

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 335
რეგისტრ.: 18-August 13
წევრი № 13,299



ციტატა
1. კი ბატონო განუსაზღვრელით არა იმიტომ რომ ქრისტემ გამოიყვანა, მაგრამ მანამდე ვინ იცის რამდენი ხანი იყვნენ?
2. აბა ჯოჯოხეთში რას შვრებოდნენ? ჩვენ მართლები ვართ და ხელშეუხებლობა გვააქვსო? რაღაც არ მგონია.


მათი "ტანჯვა" თუ შეიძლება რომ ასე ვუწოდოთ იყო მხსნელის მოლოდინი.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nibiru
პოსტი Sep 5 2013, 08:51 PM
პოსტი #34


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 83
რეგისტრ.: 21-May 12
წევრი № 12,369



არააა :-)
კარგი სტუმრის მოლოდინი ტანჯვა არაა, ჯოჯოხეთური ტანჯვა ცოტა სხვანაირადაა აღწერილი, ალბათ ბევრჯერ გექნება წაკითხული.


--------------------
"здесь и сейчас"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_saxva
პოსტი Sep 5 2013, 10:48 PM
პოსტი #35


I n t e r n e t
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 4,913
რეგისტრ.: 11-March 13
მდებარ.: i n t e r n e t
წევრი № 13,010



ციტატა(nibiru @ Sep 5 2013, 08:51 PM) *

არააა :-)
კარგი სტუმრის მოლოდინი ტანჯვა არაა, ჯოჯოხეთური ტანჯვა ცოტა სხვანაირადაა აღწერილი, ალბათ ბევრჯერ გექნება წაკითხული.

ტანჯვა თუ მართლა ასე ჭეიძლება ეწოდოს მართლა მაცხოვრის მოლოდინი იყო რადგან არ იცოდნენ როდის მოვიდოდა მათთან ანუ ჯოჯოხეთსი.
ჯოჯოხეთსი მყოფი მართლათა სულებს ნუ გააიგივებ იმ ტანჯვასთან რაც "კბილთა ღრჭენაში" იგულისმხემა მაცხოვარმა, რომ თქვა. ისინი ჯოჯოხეთში მაცხოვარს მოელოდნენ და ტანჯვისთვის არ ყოფილან იქ.


--------------------
და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე?


კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nibiru
პოსტი Sep 5 2013, 11:12 PM
პოსტი #36


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 83
რეგისტრ.: 21-May 12
წევრი № 12,369



ესეიგი გამოდის რომ, ამ ჯამად ჯოჯოხეთი დედამიწაა, რაადგანაც ველოდებით მეორეთ მოსვლას,
P.S.
ისე ჩემი აზრით ამჟამინდელი კაცობრიობა საითაც მიექანება, ზუსტად ჯოჯოხეთი დედამიწაა.


--------------------
"здесь и сейчас"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
†სერგი†
პოსტი Sep 6 2013, 08:29 AM
პოსტი #37


უბრალოდ სერგი
**

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 335
რეგისტრ.: 18-August 13
წევრი № 13,299



ციტატა
ესეიგი გამოდის რომ, ამ ჯამად ჯოჯოხეთი დედამიწაა, რაადგანაც ველოდებით მეორეთ მოსვლას,
P.S.
ისე ჩემი აზრით ამჟამინდელი კაცობრიობა საითაც მიექანება, ზუსტად ჯოჯოხეთი დედამიწაა.


შედარებითი ფორმით თუ ვიტყვით სადღაც მართალი ხა...

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_saxva
პოსტი Sep 6 2013, 09:20 AM
პოსტი #38


I n t e r n e t
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 4,913
რეგისტრ.: 11-March 13
მდებარ.: i n t e r n e t
წევრი № 13,010



ციტატა(nibiru @ Sep 5 2013, 11:12 PM) *

ესეიგი გამოდის რომ, ამ ჯამად ჯოჯოხეთი დედამიწაა, რაადგანაც ველოდებით მეორეთ მოსვლას,
P.S.
ისე ჩემი აზრით ამჟამინდელი კაცობრიობა საითაც მიექანება, ზუსტად ჯოჯოხეთი დედამიწაა.

არა ამჟამინდელი დედამიწა ჯოჯეთი ვერ იქნება რადგან აქ იმყოფებიან სათნო და ღვაწლმოსილი ადამიანები, არის ისეთი ადგილები სადაც უფლის განისვენებს. ეს ყველფერი როცა აღარ იარსებებს მაშინ იქნება მეორედ მოსვლა ზუსტად აქეთ მიექანება კაციბრიობა ამაში სრულებით გეთანხმები smile.gif


--------------------
და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე?


კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nibiru
პოსტი Sep 6 2013, 09:54 AM
პოსტი #39


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 83
რეგისტრ.: 21-May 12
წევრი № 12,369



G_saxva
მაშინაც იყვნენ ჯოჯოხეთში სათნონი და მართალნი, რომლებიც მაცხოვარს ელოდებოდნენ, სადღაც იგივე მდგომარეობას წააგავს ეხლა დედამიწაზე მოლოდინში მყოფთა ყოფა. ისე მეტი ჯოჯოხეთი რა გინდა მაცხოვარი მოვიდა სიყვარულის ცნობიერება შემოგვიტანა, ხალხმა კი დაიჭირეს აწამეს და "მოკლეს" ამის შემდეგ კი როგორც წერია ჩავიდა ჯოჯოხეთში და მართალნი გამოიყვანა, იქაც კი არაფერი დაუშავეს, ჩემი შეხედულებით დედამიწა ფიზიკური პლანის ჯოჯოხეთია და ის იყო სულიერი პლანის ჯოჯოხეთი.


--------------------
"здесь и сейчас"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Sep 6 2013, 10:04 AM
პოსტი #40


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



უჩემოდ კამათობთ თქვე უნამუსოებო?
ხმა არ გავიგონო თქვენი...biggrin.gif



ratinwt
ამ კაცთან არ მოვრჩენილვარ საუბარს. და დამაცადეთ..biggrin.gif

ციტატა
ანუ შენთვის ესაა ყველა არგუმენტი ამ საკითხზე ხომ?სხვა გაქვს კიდევ?



--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

3 გვერდი V < 1 2 3 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 1st November 2024 - 04:15 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი