ფილმი ,,ფ ე ს ვ ე ბ ი", ხის სიმაღლე მიწის ზემოდან კი არ იზომება, არამედ ფესვებიდან... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ფილმი ,,ფ ე ს ვ ე ბ ი", ხის სიმაღლე მიწის ზემოდან კი არ იზომება, არამედ ფესვებიდან... |
ekusia |
Mar 20 2007, 12:13 PM
პოსტი
#21
|
ekaterine ჯგუფი: Members პოსტები: 160 რეგისტრ.: 1-March 07 წევრი № 1,227 |
Zeskvi_ucha
ფილმიც მიყვარს და გუნდიც ერთი კარგი ბიჭუნაა, სტიქაროსანი, წასვლას აპირებს საზღვარგარეთ, არ მოვიწონე მისი აზრი და მთხოვა დასაბუთებული არგუმენტები დავუსახელო არწასასვლელად. აბა თქვენ იცით, დამეხმარეთ გადავაფიქრებინო, თორემ ჯერ პატარაა, რა ვიცით როგორი დაგვიბრუნდება, ან დაგვიბრუნდება კი |
მაკუნა |
Mar 20 2007, 05:08 PM
პოსტი
#22
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 4,495 რეგისტრ.: 18-March 07 წევრი № 1,409 |
ყველაზე სამწუხარო იცით რა არი?დღევანდელი საქართველოს მდგომარეობა, რაც ხალხს სამშობლოს დატოვებისაკენ უბიძგებს!
ბავშვებო იქნებ ჩვენი საქმიანობა ამ კუთხითაც მივმართოთ? ჯერ რამე კონკრეტული იდეა არ მაქვს მაგრამ ღირს ამაზე დაფიქრება! p.s.ისე მეც ხშირად მიფიქრია სამშობლოს დატოვებაზე,ამაში არც არაფერია ცუდი, რადგან შეიძლება "იქიდანაც" დაეხმარო შენს ქვეყანას, თანაც ბევრად უფრო უკეთესად.... ერთი რამ მაშინებს მხოლოდ, "სამშობლოში დაბრუნების დრო არ გამომეპაროს" -------------------- ყველას უნდა მთის მწვერვალზე ცხოვრება, თუმცა ჭეშმარტი ბედნიერება სწორედ იმაშია, თუ როგორ ადიხარ ციცაბო ფერდობზე...
ადამიანს უფლება აქვს უყუროს მეორეს ზემოდან ქვემოთ იმ შემთხვევაში, როდესაც მას წამოდგომაში ეხმარება... არც ერთი ადამიანი არ იმსახურებს შენს ცრემლებს, ხოლო ვინც იმსახურებს ის არასოდეს აგატირებს... |
ნოდარიკო |
Mar 20 2007, 11:01 PM
პოსტი
#23
|
Georgia ჯგუფი: Members პოსტები: 1,474 რეგისტრ.: 16-March 07 წევრი № 1,398 |
მხატვრულ ფილმე"ფესვები"მაგარი ვიტირე
აუ რატომ უნდა იყოს ასე((((( |
უჩა |
Mar 20 2007, 11:29 PM
პოსტი
#24
|
ღმერთო სამშობლო მიცოცხლე ჯგუფი: Members პოსტები: 5,655 რეგისტრ.: 31-December 06 მდებარ.: მარად და ყველგან საქართველო, მე ვარ შენთანააა... წევრი № 771 |
ციტატა მეც მაწუხებდა წასვლის იდეა მაგრამ გადავიფიქრე სად უნდა წავიდეთ და მერე ჩინელებს დავუტოვოთ ეს ჩვენი სამოთხე, მე ეგ ვარიანტი არ მაწყობს და რა ვქნა ხო მართალი ხარ. ჩვენ მივდივართ ჩინელები მოდიან კაი გადაწყვეტილება მიგიღია. გაიხარეეე -------------------- და აწ თქუენ გეტყვ, მცნებასა ახალსა მიგცემ თქუენ, რაჲთა იყუარებოდით ურთიერთას, ვითარცა მე შეგიყუარენ თქუენ, რაჲთა თქუენცა იყუარებოდით ურთიერთას. ამით ცნან ყოველთა, ვითარმედ ჩემნი მოწაფენი ხართ, უკუეთუ იყურებოდით ურთიერთას...
იოანე 13, 33-35 |
უჩა |
Mar 20 2007, 11:47 PM
პოსტი
#25
|
ღმერთო სამშობლო მიცოცხლე ჯგუფი: Members პოსტები: 5,655 რეგისტრ.: 31-December 06 მდებარ.: მარად და ყველგან საქართველო, მე ვარ შენთანააა... წევრი № 771 |
ციტატა ერთი კარგი ბიჭუნაა, სტიქაროსანი, წასვლას აპირებს საზღვარგარეთ, არ მოვიწონე მისი აზრი და მთხოვა დასაბუთებული არგუმენტები დავუსახელო არწასასვლელად. აბა თქვენ იცით, დამეხმარეთ გადავაფიქრებინო, თორემ ჯერ პატარაა, რა ვიცით როგორი დაგვიბრუნდება, ან დაგვიბრუნდება კი ხოოო ძალიან ცუდია ნამდვილად თუ სტიქაროსანია მამაოც ეყოლება აუცილებლად და ასე უთხარი მაგ თემაზე მამაოს დაელაპარაკოს. არა მგონია მამაომ კურთხევა მიცეს, თან დაელაპარაკება და დაარიგებს. მგონი ასე აჯობებს -------------------- და აწ თქუენ გეტყვ, მცნებასა ახალსა მიგცემ თქუენ, რაჲთა იყუარებოდით ურთიერთას, ვითარცა მე შეგიყუარენ თქუენ, რაჲთა თქუენცა იყუარებოდით ურთიერთას. ამით ცნან ყოველთა, ვითარმედ ჩემნი მოწაფენი ხართ, უკუეთუ იყურებოდით ურთიერთას...
იოანე 13, 33-35 |
Irma |
Mar 30 2007, 01:30 PM
პოსტი
#26
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 239 რეგისტრ.: 28-September 06 მდებარ.: skami წევრი № 228 |
ეგ ფილმი ძალიან ძლიერი ფილმია, დამოუკიდებლად იმისა გიცხოვრია ტუ არა უცხოთში ე ჯერ არ მინახავს ადამიანი ამ ფილმისათვის გულგრილად რომ ეყურებინოს.
რაც შეეხება აბრუნება არ დაბრუნებას, დედაჩემი ასე ამბობს ჭიანჭველა რომ ჭიანჭველაა მოივლის მთელ ქვეყანას და მაინც შინ ბრუნდებაო. რაც შეეხება ადამიანებს ბედნიერია ვინც შინ დაბრუნდა და დაბრუნდება -------------------- ...ვაი არს კაცისა მის, რომლისა სახელი უმეტეს არს საქმეთა მისთა და ესე დამემართა მე...
|
leluka |
Mar 30 2007, 02:10 PM
პოსტი
#27
|
♥-ლელუკა-♥ ჯგუფი: Members პოსტები: 5,677 რეგისტრ.: 24-January 07 წევრი № 907 |
ძალიან მაგარი ფილმია , სულ მეტირება ხოლმე ((( თან ის ბაბუ მიყვარს ძალიან ,საერთოდ მოხუცემი მიყვარს განსაკუთრებით ბაბუები თეთრწვერები და საყვარლები
-------------------- ადამიანი რომ მარტო გულით იყვარებდეს ადამიანს და გონება არაფერ შუაში იყოს დამიჯერეთ განშორება აღარ იქნებოდა ...
|
მხევალი ნინო |
Mar 30 2007, 05:25 PM
პოსტი
#28
|
ზღაპრის ბოლო კეთილია.. ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 |
სამწუხაროდ, ქართველები მიდიან საზღვარგარეთ, ოჯახდებიან უცხოელებზე, მათმა შთამომავლობამ არ იცის ქართული და არც არავინ ცდილობს ასწავლოს. როცა დაბერდებიან ახსენდებათ სამშობლო და ყველა აქ დასაფლავებას ნატრობს.ხშირად ნოდარ დუმბაძის სიტყვები მახსენდება ხოლმე თეთრი ბაირაღებიდან, , ,,თქვენ საქართველო სასაფლაო ხომ არ გგონიათო? ქვეყანას მაშინ უნდა ემსახურო, როცა ახალგარდა ხარ, რაღაც შეგიძლია მისცე, ამით გამოიხატება ქეყნის სიყვარულიც და სასახურიც. საქართველოში დასაფლავების სურვილით ქვეყნის სიყვარული არ გამოიხატება. უფრო ხშირად რეალობა ასეთია, ეს რეალობა ალბათ არ ვრცელდება ამ ფილმზე, თუმცა ამ ფილმშიც არის რაღაც-რაღაც ისეთი რაც მე ვთქვი. მაგალითად გეგეჭკორის შეკითხა შენმა შვილებმა ქართული იციანო? შემდგომ აღმოჩნდება რომ შვილებმა ქართული არ იციან, ანუ ისინი უკვე ქართველები აღარ არიან.
ეს ფილმი მიყვარს, ცოტა გაღიზიანებული პოსტი გამომივიდა. -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
მარინე |
Apr 1 2007, 10:39 PM
პოსტი
#29
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 348 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: tbilisi წევრი № 432 |
აფხაზეთიდან დევნილმა პაპაჩემმა დიდ რუსეთს შეაფარა თავი და იქვე გარდაიცვალა..."ფესვებს" რომ ვუყურებ,ცრემლებს ვერ ვიკავებ...ალბათ,როცა როდისმე მის ნეშტს ჩამოასვენებენ,ისეთივე სიტუაცია დახვდება,როგორც ამ ფილმშია...ნაცნობ_უცნობები და ასე შემდეგ...
უძლიერესი ფილმია... -------------------- ვეზიარე ქრისტიანობას და ჩემივე ნებით ჯვარს ვაცვი საკუთარი აზრები, მაგრამ ჯვარი, რომელიც ვიტვირთე, მხოლოდ სიხარულს მანიჭებს. მე ყველაფერი შევიძინე და არაფერი დამიკარგავს.
მღვდელმონაზონი სერაფიმე როუზი |
უჩა |
Apr 2 2007, 05:26 AM
პოსტი
#30
|
ღმერთო სამშობლო მიცოცხლე ჯგუფი: Members პოსტები: 5,655 რეგისტრ.: 31-December 06 მდებარ.: მარად და ყველგან საქართველო, მე ვარ შენთანააა... წევრი № 771 |
ახლა ვფიქრობდი ამ ფილმზე და სამშობლოს დიდი სიყვარული მართლა საძირკვლად უდევს ამ ფილმს, მაგრამ უეცრად ერთ რაღაცაზე დავფიქრდი ღმერთის სიყვარული თითქმის არ ჩანს ამ ფილმში. ცოტა სადღაც ნიუანსებში კი ჩანს მაგრამ სათანადოდ არ არის წარმოჩენილი, ჩემი აზრით.
თქვენ რას იტყვით? -------------------- და აწ თქუენ გეტყვ, მცნებასა ახალსა მიგცემ თქუენ, რაჲთა იყუარებოდით ურთიერთას, ვითარცა მე შეგიყუარენ თქუენ, რაჲთა თქუენცა იყუარებოდით ურთიერთას. ამით ცნან ყოველთა, ვითარმედ ჩემნი მოწაფენი ხართ, უკუეთუ იყურებოდით ურთიერთას...
იოანე 13, 33-35 |
likka |
Apr 6 2007, 02:56 PM
პოსტი
#31
|
გენა ჯგუფი: Members პოსტები: 5,044 რეგისტრ.: 5-April 07 მდებარ.: Strawberry fields... წევრი № 1,578 |
ფილმ "ფესვების" მერე შემიყვარდა მსახიობი ლევან აბაშიდზე და დღესაც დიდ პატივს ვცემ, ბავშვი ვიყავი პირველად რო ვნახე, და დღესაც არ მავიწყდება ისე პირველი შთაბეჯდილებები... და არც ის გრზნობა სახლში გაზეთის ნაგლეჯი რო ვიპოვე ლევან აბაშიძის ფოტოთი....იუწყებოდნენ აფხაზეთის ომში დაიღუპაო..((( გული მომიკვდა..(((
უმაგრესი ფილმია, და ულამაზესი მუსიკა, სამწუხაროა, რომ ეხლა ვერ ვუსმენ, ამ კომპიურეტიდან ( -------------------- ეჰ...
|
თათი87 |
Apr 11 2007, 07:59 PM
პოსტი
#32
|
თამარი ჯგუფი: Members პოსტები: 4,290 რეგისტრ.: 13-January 07 მდებარ.: sul axlos წევრი № 852 |
გუშინ იყო და დიდი სიამოვნებით ვუყურე თუმცა მერე თვალებზე კარგი "დაშპაკვლა" დამჭირდა იმიტომ რომ ძალიან ბევრი ვიტირე რამდენჯერაც არ უნდა ვუყურო ისეთი მელოდია გასდევს ამ ფილმს სულ გატირებს. მითუმეტეს რომ ასეთი რამ რეალურად ხდებოდა და დღესაც ხდება მით უფრო მტკივნეულია და განცდაც შესაბამისად მძაფრია.
-------------------- - ცოდვილთა შორის უცოდვილესი მე ვარ! დე, ასე იყოს! შენში მიყვარს მე ის არსება, ვისაც განგებამ განუწესა ჩემთან მსგავსება. მაუწყე მე, უფალო, რომელი გზით ვიარო ფსალმ. 142,8 |
უჩა |
Apr 16 2007, 02:52 AM
პოსტი
#33
|
ღმერთო სამშობლო მიცოცხლე ჯგუფი: Members პოსტები: 5,655 რეგისტრ.: 31-December 06 მდებარ.: მარად და ყველგან საქართველო, მე ვარ შენთანააა... წევრი № 771 |
ესეც ჩვენი ფესვებიიი. აი აქ ყურებაც შეგიძლიათ.: მე ახლა ვუყურებ. უმაგრესია რა აქ---ფილმი ფესვები * * * * * * * * * * * * ფესვები ნუ გეშინია, არა ვართ გველები. ამ მაღალ მთაზე გველს რა უნდა? ტყუილად შეკრთი, ჩვენ კაცს არაფერს ვავნებთ, არ მოვსწამლავთ. გარედან რომ დაჭმუჭნილი, ხმელი ტყავი გვაკრავს, იმან შეგაშინა? ერთს დროს ჩვენ სხვა ფერი და იერი გვედო. დრომ, ჟამთა ვითარებამ შეგვიცვალასახე და ახლა, მწყემსი წამოგვაწყდება ზედ თუ მონადირე, უნდა შეკრთეს, მანამ ახლოს გვნახავს, სანამ გეიგნებს, რომ ჩვენ ერთის მუხის ხმელი ფესვები ვართ და სხვა არარა. ერთს დროს ჩვენ უზარმაზარ მუხას ვკვებდით, საზრდოს ვაწვდიდით, ძუძუს ვაწოვებდით. ჩვენის ოფლით, ჩვენის ღვაწლით მუხა თავმომწონედ ყელყელაობდა. ჩვენც ამითი მოგვწონდა თავი, რომ ლამაზი, შეუდრეკელი, ამაყი შვილი გავხარდეთ. -თქვენ და თქვენს მუხას მოგინდათ ჩემი ძალ-ღონე, ჩემი ამაგიო, - ბევჯელ უთქვამს ჩვენთვის დედამიწას; მაგრამ ჩვენ მაინც ყელის წევით მუხლმოდრეკილნი გამოვსთხოვდით ხოლმე საზრდოს ჩვენის საყვარელის შვილისათვის. მი გულისთვის დღე და ღამე გასწორებული გვქონდა. საზრდო არ დავაკლოთ, ვეცადოთ, - ერთმანთს ამ სიტყვებით ვამხნევებდით. დაისვენე, დედამიწავ, დაისვენე. ჩვენ ახლა შენ არ შეგაწუხებთ. ვისთვისაც გეფერებოდით და გეხვეწებოდით, ის აღარა გვყავს, ჩვენცა ვხმებით, ხმელსა და მკვდარს საზრდო რად უნდა? კაცმა, შეუბრალებელმა ადამიანმა, მოგვიკლა გული, მოგვიკლა შვილი და დაგვტოვა თვალცრემლიანი. ადგა, ცულით დაუწყო ჭრა; იმას არ ესმოდა ჩვენი და ჩვენის შვილის კვნესა. ცულს რომ გვცემენ, ჩვენ კვნესით და თქვენ კი, კაცნი, ამას “რაკუნს” ეძახით. გადმოგვდის სისხლი და თქვენ ჩვენს სისხლს “ხის წვენს” უწოდებთ... განა რომ ხელს არ გამოვიღებთ, თავ-პირს არავის ვაკაწრით, არა ვლანძღავთ, წარსულს არ მივდევთ და მოსულს მრისხანე სახით არ ვუხვდებით, იმიტომ არაფერსა ვგრძნობთ?! “მუხას ვჭრიო”,- კაცი თავსი ამხანაგს ეძახდა, ვითომდა არაფერიო. იგი ვერა ჰხედავდა, რომ ჩვენ მაშინ ჩუმად მიწაში ცრემლსა ვღვრიდით, რომ ჩვენმა ცოდვა-ბრალმა დედამიწაც აატირა: “საწყლებოვო, - ბუზღუნებდა ისიც, რისთვის, ვისთვის იწვალეთ, ან მე ვისთვის ვწვალობ, ვინ არის მადლობის მთქმელიო!..” თუმცა დედამიწა ამას ამბობდა, მაგრამ იმავე დროს წინ წამოწვდილს, შორიდან წამოზრდილს წიფლის, არყის და ვერხვის ფესვებს უდებდა საგზალს... უარს ვერავის ეტყვის ეს ღვთისაგან კურთხეული. ყველას დედაა, ყველასთვის ის ზრუნავს, ყველა იმის ზურგსა ჰკიდია. იკურთხოს შენი ძუძუ, ჩვენო დედავ, ჩვენო გამზრდელო, ჩვენო ძუძუს მაწოვებელო! მაგრამ რა ჰქნას საბრალომ? ამასაც ბედმა უმტყუნა. გუშინ და დღეს ჩვენ ბევრი ვიტირეთ, გვენანება იმ ადგილის განშორება, საცა დავიბადენით, აღვიზარდენით, სადაც სიცოცხლე ვიგრძენით. ვინ იცის, რა მოგველის?! დღითიდღე ჩვენი ბინა ინგრევა, იშლება, ფლატე კეთდება და ჩვენ უსახურავონი ვრჩებით, ტიტველნი და მშიერნი. ბოლოს მოვწყდებით და წავალთ თავქვე, ჩავეშვებით უღრანს ხევში. ვინ იცის, იქ რა მოგველის? ვინ იცის, იქ რა ნიადაგი დაგვიხვდება? დავიხოცებით სრულიად, თუ კიდევ მიწა დაგვფარავს დაგაგვიჩენს საზრდოს?! ვინ იცის, იქნება გიჟმაჟმა მდინარემ გაგვრიყოს სადმე უდაბურს ადგილას და მწვავე მზის სხივებმა დაგვაჭკნოს, გაგვახმოს, გააქროს ჩვენი ხსენება! ღმერთო, ნუ დაგვკარგავ! ბედო, ნუ გვიმტყუნებ, დედამიწავ, კიდევ გაგვიჩინე ბინა! სიცოცხლე და შრომა გვწყურია. გვინდა კიდევ ვიშრომოთ, ეგები კიდევ გავზარდოთ ჩვენს ფესვებზე შვილი, ეგები კიდევ ვიგრძნოთ სიხარული. ბუნების ძალნო, შეიწყნარეთ საბრალო ფესვების მუდარა. -------------------- და აწ თქუენ გეტყვ, მცნებასა ახალსა მიგცემ თქუენ, რაჲთა იყუარებოდით ურთიერთას, ვითარცა მე შეგიყუარენ თქუენ, რაჲთა თქუენცა იყუარებოდით ურთიერთას. ამით ცნან ყოველთა, ვითარმედ ჩემნი მოწაფენი ხართ, უკუეთუ იყურებოდით ურთიერთას...
იოანე 13, 33-35 |
შაკო |
Apr 16 2007, 02:58 AM
პოსტი
#34
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,102 რეგისტრ.: 1-December 06 წევრი № 617 |
უჩა
გ ა ი ხ ა რ ე !!!!!! -------------------- რავიცი.....რავიცი.....
|
ართი ვარდი |
Apr 16 2007, 04:48 PM
პოსტი
#35
|
MARIAMI ჯგუფი: Members პოსტები: 2,359 რეგისტრ.: 15-April 07 მდებარ.: tbilisi წევრი № 1,658 |
უჩა რა მაგარი ხარრ არაჩვეულებრივი ფილმია
-------------------- სიყვარული ჩემი სულის მდგომარეობაა :)
სიკვდილივით მარადია სურვილი, მთელი ქვეყნის სიმღერებით მოვლისა... ვისაც რა (ვინ)უნდა უყვარდეს, სულ სხვაა ჩემი ტრფიალი ;) |
Floyd |
May 13 2007, 12:11 PM
პოსტი
#36
|
ზურაბი ჯგუფი: Members პოსტები: 3,316 რეგისტრ.: 4-February 07 მდებარ.: პროვინცია-”გლდანი” :D წევრი № 1,001 |
ჩემთვის ამ ფილმზე საინტერესო და აზირანი ფილმი არ არსებობს (თან ეს მუსიკა პირდაპირ სულში ჩამწვდომია )
-------------------- And the times , they are all changin' ...
|
k@the |
May 22 2007, 12:43 AM
პოსტი
#37
|
იყო და არა იყო რა... ჯგუფი: Members პოსტები: 16,796 რეგისტრ.: 21-May 07 მდებარ.: მყარად მიწაზე წევრი № 1,967 |
ძალიან ძლიერი ფილმია. მეც სულ მეტირება ყურებისას.
რაც მთავარია ზუსტადაა გადმოცემული ქართული ემიგრანტის ცხოვრება. როცა არ უნდა კითხო, ვისაც არ უნდა კითხო: დავბრუნდებიო გიპასუხებს! მარა აი კითხვაზე: -თქვენმა შვილებმა ქართული იციან? პასუხი რა მოგახსენოთ... ვერ ბრუნდებიან... ძალიან ძლიერი უნდა იყო რომ დაბრუნდე. რადგან ფაქტიურად დაბრუნებისას, მართალია სამშობლოში, მაგრამ მაინც ყველაფერი ნოლიდან უნდა დაიწყო. ეს აშინებს ხალხს. -------------------- --
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't. |
nino_france |
May 29 2007, 11:21 PM
პოსტი
#38
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 8 რეგისტრ.: 29-May 07 წევრი № 2,052 |
ამ ფილმის ყურებისას სულ ვტირივარ :-(
|
nat_uly |
May 29 2007, 11:46 PM
პოსტი
#39
|
natalia ჯგუფი: Members პოსტები: 1,097 რეგისტრ.: 8-March 07 წევრი № 1,304 |
ახლა ვფიქრობდი ამ ფილმზე და სამშობლოს დიდი სიყვარული მართლა საძირკვლად უდევს ამ ფილმს, მაგრამ უეცრად ერთ რაღაცაზე დავფიქრდი ღმერთის სიყვარული თითქმის არ ჩანს ამ ფილმში. ცოტა სადღაც ნიუანსებში კი ჩანს მაგრამ სათანადოდ არ არის წარმოჩენილი, ჩემი აზრით. თქვენ რას იტყვით? კი გეთანხმები,სამწუხაროდ,ღმერთი ს სიყვარული მართლა არ ჩანს ამ ფილმში, მაგრამ იმდენად კარგად არის სამშობლოს სიყვარული გადმოცემული, რომ მაინც ძალიან ძლიერი ფილმია. -------------------- მე უგნური კაცთა შორის ვეძიებდი სიყვარულს, შენ კი უფალო გვერდით მყოლიხარ,
მომიტევე უფალო სიბრმავე ჩემი... |
nino_france |
May 30 2007, 12:02 AM
პოსტი
#40
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 8 რეგისტრ.: 29-May 07 წევრი № 2,052 |
სამშობლოს სიყვარული ერთ-ერთი ყველაზე უწმინდესი გრძნობაა
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 22nd September 2024 - 12:57 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი