IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

4 გვერდი V < 1 2 3 4 >  
Reply to this topicStart new topic
> მედავითნეობა, რას ფიქრობთ?
თათი87
პოსტი Oct 4 2007, 10:05 AM
პოსტი #41


თამარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,290
რეგისტრ.: 13-January 07
მდებარ.: sul axlos
წევრი № 852



ციტატა
საეკლესიო საკითხავთა უდიდესი ნაწილი მედავითნეთა ბაგეებით მოგვეწოდება. შესაბამისად მათ გულმოდგინებაზე და სულიერებაზე დიდად არის დამოკიდებული, რამდენად აღვიქვამთ საკითხავთა სილამაზეს, სიბრძნეს და მათით გადმოცემულ ეკლესიის დოგმატურ სწავლებას.
1. რამდენად გვესმის ის, რასაც კითხულობს მედავითნე?
2. რა გვიშლის?
3. რას შეცვლიდით მედავითნეს მსახურებაში? (იგულისხმება ტემპი, ხმა, სიტყვათა გარჩევადობა და სხვა)


დამლოცეთ მამაო,

ალბათ ახალს და განსაკუთრებულს ვერაფერს ვიტყვი იმით, რომ მედავითნეების კითხვის ტემპი სწრაფია და აქედან გამომდინარე ბევრი რამ გაუგებარი რჩება მრევლისთვის. მთავარია გულმოდგინებით უსმინო, მაგრამ ხშირად ადამიანი ვერ ახერხებს ტაძრის გარეთ დატოვოს ცხოვრებისეული პრობლემები და წირვაზე მხოლოდ უფალზე იფიქროს. სამწუხაროდ ერთადერთი არ ვარ ალბათ ვისაც წირვის დროს გონება ებნევა, სწორედ ამიტომ ეს კიდევ ერთ დაბრკოლებას ქმნის. თუკი არ გესმის წაკითხული, მაშინ გონების გაბნევა უფრო ადვილად ხდება, ამიტომ მედავითნეებზე მგონია რომ დიდი როლია დაკისრებული მრევლის ყურადღების თვალსაზრისით. ალბათ ბევრად უკეთესი იქნება თუკი მედავითნეები დაწყნარებით, მაღალი ხმით და გარკვევით წაიკითხავდენენ.


--------------------
- ცოდვილთა შორის უცოდვილესი მე ვარ!




დე, ასე იყოს! შენში მიყვარს მე ის არსება,
ვისაც განგებამ განუწესა ჩემთან მსგავსება.



მაუწყე მე, უფალო, რომელი გზით ვიარო
ფსალმ. 142,8
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
izi-bartki
პოსტი Oct 4 2007, 12:33 PM
პოსტი #42


შეიყვარეთ სიყვარული
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,169
რეგისტრ.: 15-June 07
მდებარ.: გაღმა ნაპირი..:)
წევრი № 2,203



დამლოცეთ მამაო...
მგონი გონებაგაფნტულობა საყოველთაო პრობლემად გვექცა...წირვისას ყველა ცდილობს რომ რაც შეიძლება ახლოს დადგეს საკურთხველთან დამედავითნესთან,მაგრამ განა რამდენი ადამიანი დაეტევა იქ??ლბათ ჯერ უმჯობესია საკუთარ გულებში ჩავიხედოთ და ვეცადოთ გონება მოვიკრიბოთ,თუმცა ალბათ კარგი იქნება მედავითნემ ცოტა ხმამაღალი ტემბრით იკითხოს,და გარკვევით,ერთ-ერთ ტაზრსი მედავითნე ისეთი სისწრაფით და გაურკვევლად კითხულობდა რომ,მგონი ახლოს მდგომებსაც არაფერი გაუგიათ,ვიცი ჩემი განსასჯელი არაა,მაგრამ,როდესაც ტაძარში შევდივარ,მინდა გულით ვილოცო და თუ მედავითნეც დაგვეხმარება ყურადღების მოკრებაში,ამაზე უკეთესი რა იქნება??ჩემს ტაძარში ამის პრობლემა არააsmile.gif დიდი მადლობა მოთმინებისთვისsmile.gif .იზა


--------------------
"რომელმან სუას წყლისა მისგან რომელი მე მივცსე მას,არა სწყუროდეს უკუნისამდე"(იოან.4.14)

"ჭეშმარიტება არ იჩაგრება იმით, რომ ვიღაცა მას არ იზიარებს". შილერი.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
deli
პოსტი Oct 25 2007, 12:53 PM
პოსტი #43


codvili
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 33
რეგისტრ.: 19-October 07
მდებარ.: tbilisi da sopeli
წევრი № 2,998



ერთხელ კარიბჭეში წავიკითხე,რომ მედავითნე უნდა იყოს თავმდაბალი,ლოცვის მოყვარე,ღვთისმოშიში,მშვიდი,წ
ნარი. ასეთი მედავითნეებია სწორედ პრობლემა ახლა,თორემ მასეთები რომ გვყავდნენ ეს ზემოთ ნათქვამი პრობლემებიც აგარ წამოიჭრებოდა. შენდობას ვითხოვ mellow.gif


--------------------
მოვედით ჩემდა ყოველი ტვირთმძიმენი და მე განგისვენოთ თქვენ.

ღმერთო მილხინე მსასოებელსა შენსა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tatia333
პოსტი Jan 4 2008, 06:57 PM
პოსტი #44


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 64
რეგისტრ.: 26-November 07
წევრი № 3,276



მედავითნე კარგია როცა ლოცვებს ნელა,გასაგებად კითხულობს .ჩემს ტაძარში ერთ-ერთ მედავითნეს,რაღაცნაირი სასიამოვნო ხმა აქვს,მისი წაკითხული ლოცვების მოსმენა ძალიან მსიამოვნებს.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
q-e-T-i
პოსტი Jan 4 2008, 07:39 PM
პოსტი #45


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 583
რეგისტრ.: 30-August 07
წევრი № 2,659



დამლოცეთ მამაო....წმ. ნიკოლოზის ტაძარში ერთი მედავითნეა, სახეზეც ეტყობა სათნოება, თვალებიდან პირდაპირ სიწმინდე გამოსჭვივის(ასეთია ჩემი ხედვა), მის წაკითხულ თითოეულ სიტყვა მთლიანად შEიგრძნობს ჩემი სული და ყოველივე ამქვეყნიურს მავიწყებს.. უფრო მეტიც, როცა სახლში ვლოცულობ , მისი ხმით ჩამესმის ლოცვა თუ ფსალმუნები... ღმერთმა გვიმრავლოს ასეთი მედავითნეები...


--------------------
I will sooth you if you fall
I'll be right there if you call
You're my greatest love of all


________________________________________________________________


_______ სიყვარულია თავად ღმერთი ამქვეყანაზე_________

________________________________________________________________

__თუ ქარ-ცეცხლში ნაწრთობია სიყვარული, გვაკავშირებს საუკუნო სიხარულით__
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ლეონი
პოსტი Jan 5 2008, 08:44 PM
პოსტი #46


ლეონი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 267
რეგისტრ.: 2-January 08
მდებარ.: tbilisi
წევრი № 3,527



დამლოცეთ მამა ანდრია, მე ვერ დავეთანხმები მათ ვინც იძახიან რომ მედავითნე ჩქარა არ უნდა კითხულობდეს (არა იმიტომ, რომ ნელა კითხვა დიდხანს გრძელდება), მომისმენია მედავითნეების, რომლებიც ჩქარა კითხულობენ, მაგრამ ისეთი ხმის ტემბრი აქვთ რომ სასიამოვნო მოსასმენია, სიტყვების გარჩევაც და კარაგად მოსმენაც შეიძლება. მე ასეთი წაკითხული უფრო მომწონს, ის კი არ მომწონს რომ მედავითნეები ძალიან ნელა კითხულობენ, ერთი ფსალმუნის კითხვას 1საათი ანდომებენ და ადამიანს უკვე ინტერესი აღარ აქვს ლოცვის მოსმენის.
მომიტევეთ თუ რაიმე შეცდომას ვუშვებ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
medavitne nikolozi
პოსტი Jan 11 2008, 01:06 AM
პოსტი #47


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 143
რეგისტრ.: 31-December 07
მდებარ.: gori saqartvelo
წევრი № 3,518



ჩემი აზრით აუცილებელია სიტყვების სწორად გამოთქმა და ცოტა სწრაფი კიტხვაც რათა ხალხი არ დაიღალოს და არ დაკარგონ იმის შეგრძნება რომ წირვა-ლოცვაზე არიან.
მარა ყველაფერი სწავლით ხდება მედავითნე ნელ ნელა გამოიმუშავებს ამ ყველაფერს,ნმეც რო პირველად დავდექი სულ აურიე მარ ანელ ნელა ყველაფერს მივეჩვიე!


--------------------
ყოვლადწმინდაო ღვთისმშობელო შეგვეწიენ და გვაცხოვნენ ჩვენ!!!



"უფალო საჯენ ყოველნი რომელნი მემტერნეს მე ამაოდ! "





User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
miranda.d
პოსტი Jan 16 2008, 09:02 PM
პოსტი #48


fonte
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 36
რეგისტრ.: 17-July 07
მდებარ.: sakartvelo,tbilisi,sololaki:)
წევრი № 2,478



ჩემი აზრით, მედავითნე უპირველეს ყოვლისა, მისაბაძი უნდა იყოს თავისი ცხოვრებით.მედავითნეობა ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. ცხადია, ამიტომაც, მედავითნეს გაცილებით მეტი მოეთხოვება, ვიდრე ჩვეულებრივ მრევლს. მედავითნე პირველ რიგში თავისი წმინდა ცხოვრებით უნდა ქადაგებდეს რადგან იგი ეკლესიის მსახურია, ეკლესიის სახეა. ჩვენი ქვეყნის ყველა მედავითნეს ვუსურვებ სულიერ წინსვლას! ღვთის წყალობა ნუ მოგკლებოდეთ! იხარეთ ორსავე სოფელსა შინა!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
lch
პოსტი Jun 1 2008, 02:06 PM
პოსტი #49


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 616
რეგისტრ.: 10-May 08
წევრი № 4,780



ციტატა
3. რას შეცვლიდით მედავითნეს მსახურებაში? (იგულისხმება ტემპი, ხმა, სიტყვათა გარჩევადობა და სხვა)


ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, უპირველეს ყოვლისა კითხვის ტემპს შევცვლიდი, რადგან უმრავლეს შემთხვევაში ტექსტებს კითხულობენ ჩქარა, სხაპასხუპით, არადა ლოცვა მშვიდად, დინჯად, გამოთქმით და "გულისხმის-ყოფით" კითხვას ითხოვს...
ხმა ყველას ინდივიდუალური გვაქვს და ამაზე ვერ ვისაუბრებ, თუმცა მამა დემეტრეს (არქი-დიაკონი) ნაირი ხმა უფრო სასიამოვნო მოსასმენია ჩემთვის...


--------------------
"განა კაცია ტვინთხელა, ბევრს რომ ფარფატებს, ჰყვირისო. გვაშორე, ღმერთო, გვაშორე ერისთავობა ვირისო!"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sofio-sofio
პოსტი Nov 24 2009, 01:51 AM
პოსტი #50


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 20
რეგისტრ.: 14-November 09
წევრი № 7,723



iko dro martla araferi gamegeboda,cirva-locvis dros...videki rogorc kru da brma,uguliskurod...vusmendi,magram gonebas ver cvdeboda locvis arsi...ars ver vigebdi magram cremli mereoda da iseti shegrzneba mkonda titkos cxeli cremlebi gulshi megvreboda...turme cremlic udidesi gvtiuri madli kopila:)dideba ufals roca sistematurad davicke siaruli,chavcdi locvis arss.chemi azrit araferi ar unda sheicvalos gvtis msaxurebashi,chven adamianebi unda shevicvalot,ufro grmad unda chavcvdet mcnebas,ufro unda davuaxlovdet ufals,mchidrot mivekedlot deda eklesias,viarot cirva-locvebze da mashin,chveni metkvelebac ganicmindeba...chveni smena da xedva sheicvleba...
ai asetia chemi azri...


--------------------
ყოველგვარი განსაცდელის მიზეზი სხვა ადამიანებში კი არა, საკუთარ თავში ეძიე და თქვი: ეს ჩემი ცოდვების გამო დამემართა.
და მართლა, ვინ იცის სხვისი სინდისი? შენ განიკითხავ, ღმერთმა კი მას უკვე აპატია, ამიტომ ეხლა შენ განიკითხავ უდანაშაულო ადამიანს, ღმერთმა რომ გაამართლა,..
მღვდელმთავარი ფილარეტი
http://www.orthodoxy.ge/mamebi/gankitkhva.htm
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
neo
პოსტი Nov 24 2009, 10:05 AM
პოსტი #51


Advanced Member
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 2,152
რეგისტრ.: 11-September 07
წევრი № 2,723



მე ამ საკიტხს ძალიან მარტივად შევხედავდი. 1. არ უნდა კითხულობდეს ისე თითქოს სადღაც ეჩქარება, ვფიქრობ როცა ჩქარობ ლოცვა არ გამოდის.(სამწუხაროდ ძოგჯერ მღვდელი აჩქარებს) და 2. უნდა კითხულობდეს ხმამაღლა ისე რომ ტაძარს მთლიანად მოეფინოს ხმა (სამწუხაროდ ზოგჯერ ახლოს თუ არ მიხვედი არ ისმის).



--------------------
www.cordesign.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tibikonaA
პოსტი Jan 19 2010, 10:33 PM
პოსტი #52


ქეთევან
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 70
რეგისტრ.: 18-January 10
წევრი № 7,984



მე ბორჯომში ვმედავითნეობი და ეხლა რაც თბილიში ვარ ვსწავლობ უნივერსიტეტში და ვერსად მოვახერხე და თუ არის ადგილი რომ არ დამავიწყდეს გვერძე მაინც რომ ვედგე ან ჟამნის წაკითხვაში ან ფსალმუნებისაში მოვეხმარებოდი kitxva.gif oops.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tibikonaA
პოსტი Jan 19 2010, 11:13 PM
პოსტი #53


ქეთევან
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 70
რეგისტრ.: 18-January 10
წევრი № 7,984



ციტატა
ციტატა
1. რამდენად გვესმის ის, რასაც კითხულობს მედავითნე?
2. რა გვიშლის?
3. რას შეცვლიდით მედავითნეს მსახურებაში? (იგულისხმება ტემპი, ხმა, სიტყვათა გარჩევადობა და სხვა)

მე ვფიქრობ რომ თU საკითხავს მედავითნე არ განიცდის და არ ესმის მას თითოეულისიტყვა რასაც კითხულობს და თხოვს თუ ადიდებს უფალს ის როგორ შეძლებს მიიტანოს იგივე თხოვნა მრევლის ყუის გულამდე ? მე მახსოვს მომდევნო კვირის საკითხავებს ერთი კვირით ადრე ვარჩევდით და უცხო სიტყვებს ლექსიკონებში ვეძებდიტ ვმუშაობდით დიქციაზე , და სიტყვების სწორად გამოთქმაზე : ) wub.gif wub.gif wub.gif kitxva.gif kitxva.gif kitxva.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აბე
პოსტი Jan 21 2010, 11:27 AM
პოსტი #54


აბესალომ
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,705
რეგისტრ.: 14-December 08
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6,107



ციტატა(tibikonaA @ Jan 19 2010, 11:13 PM) *

მე ვფიქრობ რომ თU საკითხავს მედავითნე არ განიცდის და არ ესმის მას თითოეულისიტყვა რასაც კითხულობს და თხოვს თუ ადიდებს უფალს ის როგორ შეძლებს მიიტანოს იგივე თხოვნა მრევლის ყუის გულამდე ? მე მახსოვს მომდევნო კვირის საკითხავებს ერთი კვირით ადრე ვარჩევდით და უცხო სიტყვებს ლექსიკონებში ვეძებდიტ ვმუშაობდით დიქციაზე , და სიტყვების სწორად გამოთქმაზე : ) wub.gif wub.gif wub.gif kitxva.gif kitxva.gif kitxva.gif


განმარტებებსაც კითხულობდით? მაგალითად, მედავითნე კითხულობს ფსალმუნებსაც და 150 ფსალმუნის განმარტება იცოდით? თუ წინა კვირას კითხულობდით იმ ფსალმუნების განმარტებას, რაც მომდევნო კვირას უნდა წაკითხულოყო? და ასევე სხვა ტექსტების განმარტებებს?

თუ განმარტებებს არ კითხულობდით და უბრალოდ უცხო სიტყვებს სწაავლობდით და თქვენით იაზრებდით შინაარსს?


ხო მართლა, ერთი კითხვა დამებადა. თუ მედავითნე არის ქალი/გოგო, შეუძლია თუ არა მას სამოციქულოს წაკითხვა? თუ არ აქვს ამის უფლება და არც დიაკონი ყავს ტაძარს, მაშინ მღვდელი კითხულობს ხოლმე? თუ როგორაა ეს საკითხი...


--------------------
მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი

(ვაჟა-ფშაველა, ლექსიდან "ჩემი ვედრება")
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tamuna m
პოსტი Jan 21 2010, 12:39 PM
პოსტი #55


კატეგორია: მოკვდავი
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 4,790
რეგისტრ.: 4-February 08
მდებარ.: არც იქით და არც აქეთ
წევრი № 3,842



ციტატა
თუ მედავითნე არის ქალი/გოგო, შეუძლია თუ არა მას სამოციქულოს წაკითხვა?

კი, ცხადია კითხულობს yes4.gif


--------------------

.....................
ენა მაქვს ძირში ამოსაგლეჯი, მაგრამ ვერავინ რისკავს
.....................
სენატორიც თავიდან რიგითი იუზერი იყო :D
...................
პ. ს. ბავშვობაში ყველა ხატავს
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აბე
პოსტი Jan 21 2010, 02:38 PM
პოსტი #56


აბესალომ
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,705
რეგისტრ.: 14-December 08
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6,107



ციტატა(tamuna m @ Jan 21 2010, 12:39 PM) *

კი, ცხადია კითხულობს yes4.gif


ისე, წესით დიაკონმა უნდა წაიკიხოს სამოციქულო და მისი არ ყოფნის გამო ცვლის ხოლმე მედავითნე მას, თუ პირიქით - წესით მედავითნე უნდა კითხულობდეს სამოციქულოს და დიაკონი ცვლის ხოლმე მას?


--------------------
მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი

(ვაჟა-ფშაველა, ლექსიდან "ჩემი ვედრება")
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აბე
პოსტი Jan 30 2010, 08:28 PM
პოსტი #57


აბესალომ
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,705
რეგისტრ.: 14-December 08
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6,107



ციტატა(აბე @ Jan 21 2010, 02:38 PM) *

ისე, წესით დიაკონმა უნდა წაიკიხოს სამოციქულო და მისი არ ყოფნის გამო ცვლის ხოლმე მედავითნე მას, თუ პირიქით - წესით მედავითნე უნდა კითხულობდეს სამოციქულოს და დიაკონი ცვლის ხოლმე მას?



--------------------
მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი

(ვაჟა-ფშაველა, ლექსიდან "ჩემი ვედრება")
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
athos
პოსტი Jan 31 2010, 02:17 PM
პოსტი #58


Άγιον Όρος
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 1,846
რეგისტრ.: 8-January 07
წევრი № 816



აბე
ციტატა
ისე, წესით დიაკონმა უნდა წაიკიხოს სამოციქულო და მისი არ ყოფნის გამო ცვლის ხოლმე მედავითნე მას, თუ პირიქით - წესით მედავითნე უნდა კითხულობდეს სამოციქულოს და დიაკონი ცვლის ხოლმე მას?


წესით კითხულობს მედავითნე


--------------------
და ესე უწყოდეთ ჟამი, რამეთუ აწვე არს ჟამი განღჳძებად ჩუენდა ძილისაგან. აწ უმახლობელეს არს ჩუენდა ცხორებაჲ, ოდესღა-ესე გურწმენა. ღამე იგი განგუეშორა, და დღე შემოგუეახლა; განვიშორნეთ უკუე საქმენი ბნელისანი და შევიმოსოთ საჭურველი ნათლისაჲ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
lamara
პოსტი Jan 31 2010, 04:33 PM
პოსტი #59


lamara
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 615
რეგისტრ.: 25-May 07
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 2,015



ჩემი აზრით მედავითნე უნდა კითხულობდეს ისე, რომ ყველა სიტყვა იყოს გამოკვეთილი, ამასთან არც მეტისმეტად სწრაფად, რომ გონება მივადევნოთ, ამასთან უნდა იგრძნობოდეს, რომ მედავითნე კითხულობს არა მოვალეობის მოხდის მიზნით (ზოგჯერ ერთი სული აქვთ როდის დამთავრებენ და ამიტომ ძალიან სწრაფად კითხულობენ), არამედ სიხარულით. რაც შეეხება იმას, თუ როგორ განაწყობს მრევლს ლოცვისათვის, ვიტყოდი იმას, რომ ეს განწყობა მრევლმა თვითონ უნდა შეიქმნას და ისე მივიდეს ტაძარში. როგორც იგალობება"ყოველივე მსოფლიო დაუტეოთ ზრუნვა". წირვა-ლოცვაზე მისულნი სხვა არაფერზე უნდა ვფიქრობდეთ. თუ ასე არ არის, მაშინ ვერავინ განგვაწყობს ლოცვისათვის ჩვენი სურვილის წინააღმდეგ.


--------------------
[font=Arial]http://forum.archangels.ge/[/font][size=7]
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
shavlegi
პოსტი Sep 29 2011, 10:48 PM
პოსტი #60


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 117
რეგისტრ.: 7-July 09
წევრი № 7,229



უკვე დიდი ხანია ვსწავლობ მედავითნეობას და მივხვდი, რომ ჟღერადების ჰარმონიულობას შეუჩერებელი ხმამაღალი და მყარი ბგერები იძლევიან. ფსალმუნებს წესით ჩქარა კითხულობენ ხოლმე და სძლისპირებს,ჩასართავებს...,განმანათლებლებს... ნელა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

4 გვერდი V < 1 2 3 4 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 21st May 2024 - 08:38 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი