IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Reply to this topicStart new topic
> რა არის სული?
Giorgi Kadagishvili
პოსტი Oct 21 2013, 07:53 PM
პოსტი #1


Giorgi Kadagishvili
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 140
რეგისტრ.: 18-October 13
წევრი № 13,384



ვფიქრობ და ვერ შემიცვნია, რა არის სული, იქნებ თქვენ ამიხსნათ მოძღვარო, ვიმედოვნებ მიზერული წარმოდგენა მაინც შემექმნება, სრულიად წვდომის იმედი კი არ მაქვს რადგან შესაბამისი აღქმის უნარი არ გამაჩნია. ისევე როგორც ხეს ვერ გააგებინებ რა არის სიყვარული, ანალოგიურად მშვინვიერ ადამიანს არ ძალუძს სულის სრულყოფილად აღქმა, მე კი მაინტერესებს, არ შემიძლია მაგრამ მაინტერესებს, იქნებ ბოლოსდაბოლოს მივხვდე ვინ ვარ, საიდან ვარ და საით მივდივარ თუ მივექანები, ძალიან გთხოვთ დამეხმაროთ და მცირედ მაინც გამაგებინოთ სულის არსი.


--------------------
ბრძენი ის არის, ვისაც საკუთარი შეცდომები ახსოვს.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mama archili
პოსტი Nov 4 2013, 11:17 PM
პოსტი #2


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 253
რეგისტრ.: 15-February 12
წევრი № 12,059



Giorgi Kadagishvili
შემოგთავაზებთ მამა კონსტანტინეს პასუხს ამ საკითხზე :

,,მამა კონსტანტინე გიორგაძე ( წმ. იოანე ღვთისმეტყველის ტაძრის მღვდელმსახური)

მამა კონსტანტინე გიორგაძეყველასათვის ცნობილია, რომ ადამიანი ორი სუბსტანციისგან შედგება: სულისა და სხეულისაგან. თითქმის ყველამ იცის, რომ სული უკვდავია, სხეული კი მოკვდავი. უნდა აღინიშნოს, რომ სულისა და სხეულის ერთობა აუცილებელი პირობაა, როგორც მიწიური, ასევე ზეციური ცხოვრებისათვის. წმინდა წერილში ნათლად არის გადმოცემული, თუ როგორ შექმნა ადამიანი უფალმა მიწის მტვრისაგან და შთაბერა მას თავისი უკვდავი სული: “და გამოსახა უფალმა ღმერთმა ადამი მიწის მტვრისაგან და შთაბერა მის ნესტოებს სიცოცხლის სუნთქვა, და იქმნა კაცი ცოცხალ არსებად” (დაბ.2.7).

ცნობილია, რომ ადამიანის სხეულისა და მიწის შემადგენელი ქიმიური ელემენტების პროპორცია ერთი და იგივეა. ე.ი. ადამიანი უცხოპლანეტელი არ არის, იგი მიწაა და მიწადვე იქცევა.

ადამიანი სუნთქავს ისეთივე ჰაერით, როგორითაც ბიბლიაში მოხსენიებული ღორი, ძაღლი, ან სხვა ცხოველი და ამ მხრივ ადამიანს თითქოს არა აქვს უპირატესობა, თუმცა იგი უფალმა ყოველივე ქმნილების გვირგვინად შექმნა, შექმნა ხატად თვისად და მსგავსად.

ადამიანი მოწოდებულია იყოს არამარტო ამ ქვეყნის მკვიდრი, არამედ მისი მბრძანებელიც, რამეთუ უფალმა მის პირს შთაბერა უკვდავი სული და ეს ცოცხალი არსება, რომელიც უფლის უკვდავი სულის მატარებელია, ადამიანად იწოდება.

ამრიგად, ადამიანი შედგება ორი ძირითადი ელემენტისაგან: მატერიალურისაგან – სხეულის სახით და სულიერისაგან – უკვდავი სულის სახით.

სული, ფსიქიკა – ეს ადამიანის გონებისათვის მიუწვდომელი, აუხსნელი, მაცოცხლებელი ძალაა, რომელიც ადამიანს ღვთისგან ზემოდან მიეცა: “და შთაბერა მის ნესტოებს სიცოცხლის სუნთქვა” (დაბ.2.7).

წმინდა წერილში ეს საწყისი იწოდება ხან სამშვინველად – “ფსიქი” (ბერძ.), “ანიმა” (ლათ.), ხან სულად – “პნევმა” (ბერძ.), “სპირიტუს” (ლათ.).

ძველ აღთქმაში მოსეს გამოთქმის მიხედვით (დაბ.1,20,24), მაშინ, როცა ადამიანის სხეული და ცხოველების სამშვინველი ღმერთმა შექმნა მიწისგან, შექმნა თავისი შემოქმედებითი სიტყვით – “იყოს”, ხოლო ადამიანის ღვთიური სულის შექმნის დროს მას არაფერი აუღია მიწის სტიქიური საწყისებიდან, ამის მაგივრად მან გამოიყენა თავისი შემოქმედებითი შთაბერვა (დაბ.2,7).

წმინდა წერილში მინიშნებულია როგორც ადამიანის შექმნა, ასევე მისი დასასრულიც: “მტვერი დაუბრუნდება მიწას, როგორც იყო, სული კი დაბრუნდება ღმერთთან, რომელმაც მისცა იგი”.

სულის უკვდავება ძველი და ახალი აღთქმის მრავალ ადგილშია დამოწმებული, ასევე ესქატოლოგიური პერიოდის საყოველთაო აღდგომის გამოსახულებით, როცა სული უბრუნდება თავის სხეულს.

სულის დაყოფა სამშვინველად და სულად პირობითია. როგორც აღვნიშნეთ, ყველა სულდგმულს გააჩნია სამშვინველი, რომელიც მის ფიზიოლოგიურ ქმედებასთან არის დაკავშირებული. ადამიანის სამშვინველი კი, სხვა არსებებისაგან განსხვავებით, უფლის უკვდავი სულით ცისკროვნდება.

სამშვინველი – ეს არის სიცოცხლის სიმბოლო და არა მისი წყარო. სიცოცხლის წყარო ღმერთია, რომელიც თავისი უკვდავი სულის მეშვეობით მოქმედებს (დაბ.2,7).

სული – ეს არის სამშვინველი ღვთიური მადლით, ანუ სულიწმინდით გამდიდრებული. როგორც გრიგოლ ღვთისმეტყველი ამბობს, სამშვინველი სიცოცხლესა და მადლს ერთდროულად ღებულობს, რამეთუ მადლი, ეს არის ღვთიური სუნთქვა, ღვთიური ჭავლი, სულიწმინდის ცხოველმყოფელური თანაარსება.

ადამიანის განსხვავება სხვა ქმნილებებისგან იმაშია, რომ ის თავის თავში ორგანულად აერთიანებს ორ სამყაროს: მატერიალურსა და სულიერს. ამიტომ ამ ორი სამყაროს განშორებისას ადამიანი წყვეტს ადამიანობას. უეჭველია, რომ ადამიანის სული და ხორცი ერთმანეთისათვის უდიდეს საჭიროებას წარმოადგენს. სული არასრულყოფილია სხეულის გარეშე, ხოლო სხეული კი სულის გარეშე.

ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, სხეული და სამშვინველი მიწიურ საწყისებს მიეკუთვნება, ხოლო სული კი უფლის სუნთქვაა. ამიტომ შეიძლება ვთქვათ, რომ სამშვინველის დაზიანება ეს მიწიური ექიმების, ანუ ფსიქიატრების საქმეა, ხოლო თუ ზიანდება სული, ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს ადამიანის ცოდვებთან და მისი მკურნალობაც სულიერ ექიმებს, ანუ მღვდლებს უნდა მივანდოთ.''

http://www.ambioni.ge/suli-da-samsvinveli
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Giorgi Kadagishvili
პოსტი Feb 10 2014, 04:21 AM
პოსტი #3


Giorgi Kadagishvili
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 140
რეგისტრ.: 18-October 13
წევრი № 13,384



გმადლობთ მამაო, რომ გაისარჯეთ და ღირსად ჩამთვალეთ პასუხისა, გავკადნიერდები და კვლავ გკითხავთ ამავე თემასთან დაკავშირებით, რამეთუ დამაფიქრებელი ფრაზა ამოვიკითხე პასუხში, კონკრეტულად ამ ნაწილზედ ვამახვილებ ყურადღებას:
ციტატა
უნდა აღინიშნოს, რომ სულისა და სხეულის ერთობა აუცილებელი პირობაა, როგორც მიწიური, ასევე ზეციური ცხოვრებისათვის.

ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ ზეციური ცხოვრებისათვის ღვთის მიერ ადამიანისათვის ბოძებულ სულს ხორციელისაგან განსხვავებული სხეული ესაჭიროვება? ვინაიდან წერილის თანახმად ხრწნადი ვერ დაიმკვიდრებს უხრწნელობას ვგონებ უხრწნელი სხეულით უნდა შეიმოსოს სული, მოციქულ პავლეს ეპისტოლეში რომაელთა მიმართ ნახსენებია სხეული სულიერი, ამ სულიერი სხეულით სულის შემოსვაა საჭირო, რომ პიროვნული ეგოს განცდა არ დაიკარგოს? თუ სული სხეულის გარეშეც აღიქვამს რომ ის ინდივიდია და არა ერთარსის ნაწილი? ვიმედოვნებ მიმიხვდით რაც მაინტერესებს, კონკრეტულად კი ჩემი კითხვა შემდეგია, სულს სხეულის გარეშე ძალუძს აღიქვას ინდივიდუალურობა, თუ ის იმ უზენაესს სულში ერთიანდება ვისგანაც გამოვიდა და ვისაც უხილავი ღმერთი ეწოდება?


--------------------
ბრძენი ის არის, ვისაც საკუთარი შეცდომები ახსოვს.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 2nd May 2024 - 03:03 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი