უცხოპლანეტელები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
უცხოპლანეტელები |
ikanosi |
Aug 17 2011, 03:32 PM
პოსტი
#21
|
ირაკლი ჯგუფი: Moderator პოსტები: 6,285 რეგისტრ.: 3-January 10 მდებარ.: ფოთი - თბილისი წევრი № 7,906 |
Kanishtha-Adhikar
ციტატა რა მოხდა, დაშავდა რამე? კი ციტატა მართლმადიდებლური ფორუმი ამასთანავე ციტატა მეცნიერება და განათლება განყოფილებაა და არა აპოლეგეტიკის -------------------- ფარით ან ფარზე
|
Kanishtha-Adhikar |
Aug 17 2011, 03:37 PM
პოსტი
#22
|
Govinda das ჯგუფი: Members პოსტები: 131 რეგისტრ.: 4-May 11 მდებარ.: sukhum წევრი № 10,979 |
ikanosi
ციტატა კი რა კი, დამიკონკრეტე ციტატა განყოფილებაა და არა აპოლეგეტიკის მერე რა ნახე აპოლოგეტიკის. სხვათაშორის თემას ვერ ნახავ რომ არ კამათობდეს ხალხი. მასე ყველა თემა აპოლოგეტიკაშია გადასატანი, რადგან ყველა თემაში განსხვავებულ აზრებს ვხვდებთ. აქ კი არ ვკამათობთ, მე სიმართლეს ვლაპარაკობ, რომელიც გიორგის დააინტერესა და ნუ ატეხავთ ხოლმე ყველგან ერთ ამბავს. ბოლოს და ბოლოს მართლმადიდებლები ხართ, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ. თუ არასწორს ვამბობ რამეს, დამიმტკიცე რომ არასწორია და შევწყვეტ საუბარს, თუ არადა მაცადე. აღარ გვინდა ეხლა უაზრო კამათის წარმართვა, პატივი ვცეთ თემასაც და თემის ავტორსაც. მგონი გიორგის ეს თემა კვლავ საკამათოდ არ გაუხსნია. -------------------- პიროვნება, რომლის არსება მთლიანად დაუპყრია კრიშნას ცნობიერებას, ყველაფერს სწირავს სულიერ ამაღლებას და მისი შენაწირიც აბსოლუტური სულიერებით არის აღბეჭდილი. იგი უსათუოდ დამკვიდრდება უფლის სასუფეველში(ბ.გ.4;24). |
ikanosi |
Aug 17 2011, 03:49 PM
პოსტი
#23
|
ირაკლი ჯგუფი: Moderator პოსტები: 6,285 რეგისტრ.: 3-January 10 მდებარ.: ფოთი - თბილისი წევრი № 7,906 |
Kanishtha-Adhikar
კარგი ბატონო ნუ ჩხუბობთ, მე არ გეჩხუბებით ციტატა მერე რა ნახე აპოლოგეტიკის. რომელი მეცნიერული ნაშრომი ეგაა -------------------- ფარით ან ფარზე
|
Kanishtha-Adhikar |
Aug 17 2011, 03:54 PM
პოსტი
#24
|
Govinda das ჯგუფი: Members პოსტები: 131 რეგისტრ.: 4-May 11 მდებარ.: sukhum წევრი № 10,979 |
ikanosi
ციტატა კარგი ბატონო ნუ ჩხუბობთ, მე არ გეჩხუბებით კიდე მე ვჩხუბობ? ციტატა რომელი მეცნიერული ნაშრომი ეგაა მეცნიერული კი არა, მეცნიერულზე ბევრად სარწმუნოა, რადგან მეცნიერებმა ეხლა რომ აღმოაჩინეს ბუნებაში "ახალ-ახალი" რაღაცეები, ეგ ყოველივე ვედებში მილიონი წლების წინ ეწერა. რა მოსატანია მეცნიერება ვედებთნ. მეცნიერებს ვედური წმინდა წერილები რომ წაეკითხათ, აღარ დახარჯავდნენ მილიარდებს რაღაც უაზრო კვლევებში, რადგან რაც მათ ახლა აღმოაჩინეს, შემიძლია თვითონ წაგაკითხო ეგ ვედებში. -------------------- პიროვნება, რომლის არსება მთლიანად დაუპყრია კრიშნას ცნობიერებას, ყველაფერს სწირავს სულიერ ამაღლებას და მისი შენაწირიც აბსოლუტური სულიერებით არის აღბეჭდილი. იგი უსათუოდ დამკვიდრდება უფლის სასუფეველში(ბ.გ.4;24). |
George Leluashvili |
Aug 17 2011, 04:25 PM
პოსტი
#25
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 |
ოჰ, მოგისწრიათ უკვე
რომელი მოერიეთ? Kanishtha-Adhikar ეგ ყველაფერი ზეპირად იცი? მაგარია ძაან. მაგრამ მე მაინც მგონია რომ ეგ ყველაფერი ფანტაზიის ნაყოფია. (არ გეწყინოს) ვინაიდან ჩემთვის ავტორიტეტულ წიგნს მხოლოდ და მხოლოდ ბიბლია წარმოადგენს, მე ამას ყოველივეს ვერ ვერწმუნები, თუ ასევე ჩემთვის ავტორიტეტმა პიროვნებამ არ დაადასტურა. სამყარო-მისი შემადგენლობა, ციური სხეულები, პლანეტები- ეს ყველაფერი ძალიან, ძალიან საინტერესოა და ვგონებ, დაუსრულებლად შეიძლება მისი კვლევა. სამყარო ყოველთვის იყო და არის ყველას დაინტერესების სფერო. თუ გადავხედავთ ისტორიულ წყაროებს ვნახავთ, რომ მის შესახებ ხალხს ყოველთვის ჰქონდა თავისებური წარმოდგენები. ეს რომ წაიკითხო, უსაზღვრო ფანტაზიის ნაყოფია. მაგამ მე მაინც მაფიქრებს ვედები. ეს უდიდესი სიბრძნე, ფილოსოფია, არამგონია ამხელა საკითხში აბსოლუტურად ცდებოდეს. შენი თქმის არ იყოს, რის კვლევებსაც მეცნიერებმა მილიარდები დაახარჯეს, ეგ ყოველივე მთელი სიზუსტით ვედებში იყო აღწერილი. მეც ამიტომ გეკითხები ხოლმე, რომ იქნებ რაიმე მისაღებს წავაწყდე. თუ არ დაგეზარება, რამდენიმე კითხვა კიდევ მაქვს და მერე მიპასუხე. -------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
George Leluashvili |
Aug 17 2011, 05:06 PM
პოსტი
#26
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 |
georgios
ციტატა მაგრამ ვერც უარვყოფდი გადაჭრით. პიროვნულად შენ შეიძლება არ უარყო, რადგან ყველა ადამიანი ინდივიდუალურია და ყველას აქვს პიროვნული აჩევნისა თუ აზროვნების უფლება. მაგრამ აქ უკვე სინამდვილეზეა ლაპარაკი. შეუძლებელზე შუძლებელია არსებობდნენ რაღაც არსებები, რომლებიც უფალმა შექმნა და ამაზე ბიბლიაცა და წმინდა მამებიც ერთბაშად დუმდნენ. ციტატა ვერ ვხვდები, რა პრობლემას ქმნის უცხოპლანეტელების არსებობა-არარსებობა ადამიანი მიწიერ ქმენილებათა კიბის უმაღლეს საფეხურზე დგას და თავისი მდგომარეობით ყოველ მიწიერ არსებაზე მეუფებს. თავად მიწიერი, ნიჭით ზეციურ არსებებს უახლოვდება.საღვთო ბჭობა, რასაც სხვა მიწიერ არსებათა შესაქმის დროს ადგილი არ ჰქონია, ნათლად მიანიშნებს, რომ ადამიანი დედამიწაზე განსაკუთრებული, გამორჩეული, აღმატებული და უსრულყოფილესი, სამყაროში უმაღლესი დანიშნულების მქონე ქმნილება უნდა ყოფილიყო. საღვთო ბჭობით დადგინდა, ადამიანი ღვთის ხატად და მსგავსად შექმნილიყო და ამით კიდევ უფრო იკვეთება აზრი ადამიანის მაღალი მოწოდებისა და განსაკუთრებული მნიშვნელობის შესახებ - იგი, მართლაც, ღვთის ხატად არის შექმნილი ყოველ ხატში აუცილებლად პირველსახესთან მსგავსება იგულისხმება. მაშასადამე, ღვთის ხატის არსებობა ადამიანში ადასტურებს, რომ მის სულიერ ბუნებაში თავად საღვთო თვისებები აისახება. ანუ აქედან გამომდინარე ბიბლია ბევრს საუბრობს იმის შესახებ, თუ ვინ არის ადამიანი, რა მდგომარეობა უკავია სამყაროში. ბიბლია ადამიანს წამოგვიჩენს ყველაზე უმაღლეს ქმნილებად და ყველაფრის ბატონ-პატრონად. ყველაფერი მისთვისაა შექმნილი, ბუნება ცხოველები, მიწა, ჰაერი და ა.შ. შემოქმედმა ადამიანი მთელს მიწიერ სამყაროზე აამაღლა, მიანიჭა გონება და თავისუფლება, განაშვენა თავისი ხატებით და ამით მისი განსაკუთრებული, მაღალი დანიშნულება გამოკვეთა. ადამიანის სულიერი თვალთახედვა ღმერთისა და სულიერი სამყაროსკენ არის მიმართული, სხეულებრივი კი ნივთიერ სამყაროს აღიქვამს. ადამიანის პირველი დანიშნულება ღვთის განდიდებაა. ეხლა დაუკვირდი:თუკი დავუშვებთ, რომ არსებობენ ადამიანის მსგავსი გონიერი არსებები, რომლებიც სხვა პლანეტებზე ბინადრობენ, მაშინ ჩვენ აუცილებლად უნდა გვქონდეს ცნობა მათ შესახებ. იქნებ ისინი ადამიანზე მაღლა დგანან? იქნებ ისინიც ღვთის ხატად და მსგავსად შექმნილი არსებები არიან? ეს რომ ასე იყოს, მაშინ ადამიანის პიროვნება და მისი პოყენციები საგრძნობლად უნდა ჩამოვაქვეითოთ. შესაძლოა ადამიანს მათი არსებობის შემთხვევაში უფრო ნაკლები პასუხისმგებლობები დავაკისროთ. შესაძლოა აღარ იყოს ადამიანის მიზანი ღვთაებრივ არსამდე მისვლა, რადგან უკვე არსებობენ ადამიანისაგან განსხვავებული, მაღალი პოტენციების მქონე არსებები, რომლებიც შეასძლოა ჩვენზე ბატონობენ კიდეც. ეხლა მეორე საკითხი:ვთქვათ დავუშვით უცხო პლანეტელთა არსებობა. მაშინ უნდა გავიგოთ, თუ რა მდგომარეობა უჭირავთ მათ სამყაროში. ვინ არიან და რას წარმოადგენენ. რა არის მათი არსების მიზანი:ღმერთთან მისვლა (ისევე როგორც ადამიანისა), თუ ისინიც ადამიანისათვის არიან შექმნილნი-ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. თუკი მათი მიზანიც ღმეთთან მისვლაა, მაშინ ამის შესახებ აუცილებლად უნდა იყოს ადამიანი ინფორმირებული, რადგან ყველაფერს რომ თვი დავანებოთ-კვდება ადამიანი და ხედავს არსებებს, რომლებიც არც დემონებს გვანან და არც ანგელოზებს. შესაძლოა მათთან ერთად მოუწიოს სამოთხეში ყოფნა. წარმოიდგინე ახლა ადამიანი მდგომარეობა-ყველაზე ცოტა, იგი ღმერთს კითხავს თუ ვინ არიან ისინი, რატომ არაფერი უთხრა უფალმა ადამიანებს მათი არსებობის შესახებ. ადამიანი მათთან გაუცხოვებასა და სიცივეს განიცდის, რადგან არაფერი სმენია მათ შესახებ. არ იცის ვინ არიან და რა უნდათ მათ უნ უფლისაგან, ან ადამიანისაგან. მე ვფიქრობ, რომ ამ დროს ადამიანი ძალიან გაურკვევლ, დაბნეულ და გაოგნებულ მდგომარეობაში აღმოჩნდება. და ბოლოს:ვთქვათ უცხოპლანეტელებს არ გააჩნიათ ცნობიერება და ისინიც ცხოველების მსგავსად ადამიანისათვის არიან შექმნილნი, მაშინ ჩნდება კითხვა-რა სარგებლობა მოაქვთ მათ ადამიანისათვის? რისთვის არსებობენ ბუნებაში? რა დანიშნულება აქვთ? ჩვენ თუ ვერ ვიპოვით ამ კითხვებზე პასუხს, გამოდის ტყუილად არიან ისინი შექმნილნი. რავიცი, მგონი გამიგებ რისი თქმაც მინდა. ციტატა მაგალითად, წმინდა წერილი თუნდაც შესაქმეს დასაწყისში არ ეხება ცხოველების დაწვრილებით კლასიფიკაციას, არ ასახელებს რომელი სახეობა რომლისგან წარმოიშვა. ეს რა, წმინდა წერილის ნაკლია? ესეც ძალიან უხეში "არგუმენტია". მთავარია ბიბლია შესაქმის დასაწყისში ზოგადად ცხოველების შექმნას ეხება. მითხარი რაღა საჭიროა ბიბლიაში ეწეროს, რომ უფალმა ძაღლიც შექმნა, როცა ეს სავსებით ნათელია? ძაღლს ხომ მე თითქმის ყოველდღე ვხედავ, რატომ უნდა დაიკავოს ბიბლიაში ასეთმა უაზრო მომენტმა დგილი? ბიბლია ამბობს, რომ შექმნა უფალმა ცხოველები-სავსებით გასაგები და საკმარისია! წერებულიყო ბიბლიაში, რომ უფალმა ადამიანის მსგავსი გონიერი არსებები შექმნა, რომელთაც თავიანთი გარკვეული მისიები აკისრიათ და მე არ მოვითხოვ მათ დაწვრილებით ჩამონათვალს, უბრალოდ მე ინფორმირებული ვიქნები ამის შესახებ. ციტატა ანგელოზები ხომ ვიცით რომ არსებობენ? ვახერხებთ მათ შესწავლას? ანგელოზები კარგა ხანია შესწავლილნი არიან და ყველაფერი ვიცით მათ შესახებ თუ არ გჯერა, მკითხე რა გაინტერესებს მათ შესახებ და პასუხს ბიბლიით ან წმინდა მამებით გაგცემ. ჩვენ ვიცით მათი ბუნების, ქმედების, დანიშნულების, ადგილმდებარეობის, იერარქიის, გარეგნულობის შესახებაც კი. ამდენი რამ უცხოპლანეტელებზე ვიცოდეთ, რაღა გვიჭირს მაგრამ ჩვენ ყველაზე ცოტა, ისიც არ ვიცით საერთოდ თუ არსებობენ ისინი. ციტატა ასეა თუ ისე, საკვლევია. ამას ვერ წაუვალთ ვერსად. მცდარი წარმოდგენები ადამიანებმა მარტო ახალ დროში კი არ ჩამოაყალიბეს, მეცნიერება რომ არ იყო დღევანდელი გაგებით საერთოდ, მაშინაც აყალიბებდნენ. საკვლევია, მაგრამ საქმეც იმაშია, რომ ადამიანმა უნდა იკვლიოს წმინდა წერილის ხელმძღვანელობითაც. მცდარი წარმოდგენები იმიტომ ჩამოაყალიბეს, რომ არ უსმენდნენ ბიბლიას. მაგალითად, ისინი რომ ამბობდნენ, რომ დედამიწა სიბრტყე იყო, რომელიც რაღაც მყარ საგანზე იდგა, ბიბლიაში, კერძოდ ესასიას წიგნში გარკვევით წერია, რომ ღმერთმა დედამიწა ჰაერში დაკიდა, და რომ მას სფეროსებური ფორმა აქვს. როდის დარწმუნდა მეცნიერება ამაში? სულ ორი საუკუნის წინ! დაეჯერებინათ ახლა ბიბლიისთვის, ხომ ექნებოდათ სწორი წარმოდგენა. შენ კი ამბობ, რომ ბიბლიაში ბუნების შესახებ არაფერი წერია! ციტატა ეკლესია კი გვასწავლის, რომ ზოგჯერ ცდებოდნენ კიდეც. ეკლესია არასდროს შემცდარა! კი, პიროვნებები ცდებოდნენ, მაგრამ რაც მთავარია ეს სიმცდარე მაშინვე მჟღავნდებოდა, სანამ ხალხში დამკვიდრდებოდა. ციტატა ქრისტეს ეკლესია, როგორც ქრისტეს იდუმალი სხეული უცდომელია, მაგრამ მისი მიწიერი გამოხატულება, საეკლესიო იერარქები შემცდარან კიდეც და არა მარტო ცალკეული პირები, კრებაც კი შემცდარა... ზუსტად მისი მიწიერი გამოხატულება არასდროს არაფერში შემცდარა! დამიდასტურე ერთი. ეკლესიას ქისტე უდგას თავში და თუ ის ცდება, გამოდის, რომ ქრისტეც ცდება, რაც ყოვლად დაუჯერებელი და მიუღებელია. -------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
Kanishtha-Adhikar |
Aug 17 2011, 05:17 PM
პოსტი
#27
|
Govinda das ჯგუფი: Members პოსტები: 131 რეგისტრ.: 4-May 11 მდებარ.: sukhum წევრი № 10,979 |
GIORGI LELUASHVILI
ციტატა ეგ ყველაფერი ზეპირად იცი? კი, თითქმის ზეპირად დავწერე მერე რა, მაგარი ვარ? ციტატა მაგრამ მე მაინც მგონია რომ ეგ ყველაფერი ფანტაზიის ნაყოფია. (არ გეწყინოს) ეეჰ, რა გიყო აბა თუ არ გჯერა შენი ნებაა, მაგრამ მე მაქვს საფუძველი დავიჯერო. ციტატა მაგამ მე მაინც მაფიქრებს ვედები.ეს უდიდესი სიბრძნე, ფილოსოფია, არამგონია ამხელა საკითხში აბსოლუტურად ცდებოდეს. მერე თუ მაგდენს ხვდები, სულ რატომ უარყოფ? დაფიქდი, დაფიქრდი. ციტატა თუ არ დაგეზარება, რამდენიმე კითხვა კიდევ მაქვს და მერე მიპასუხე. აბა გისმენ ეხლა შენი 26-ე პოსტი რომ წავიკითხე, მივხვდი, რატომ არ აღიარებთ უცხოპლანეტელთა არსებობას, გასაგებია. შენი მხრიდან ჭკვიანური აზრია. ამ შემთხვევაში მართლმადიდებელი რომ ვყოფილიყავი, არც მე ვაღიარებდი -------------------- პიროვნება, რომლის არსება მთლიანად დაუპყრია კრიშნას ცნობიერებას, ყველაფერს სწირავს სულიერ ამაღლებას და მისი შენაწირიც აბსოლუტური სულიერებით არის აღბეჭდილი. იგი უსათუოდ დამკვიდრდება უფლის სასუფეველში(ბ.გ.4;24). |
George Leluashvili |
Aug 17 2011, 05:25 PM
პოსტი
#28
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 |
Kanishtha-Adhikar
ციტატა მერე თუ მაგდენს ხვდები, სულ რატომ უარყოფ? დაფიქდი, დაფიქრდი. ვინ გითხრა, რომ სრულიად უარვყოფ? მე მეუბნები? მე უფრო იმიტომ ვარ ორ აზრზე, რომ არ ვიცი რას ამბობენ ეკლესიის მამები, არა უცხოპლანეტელებზე, არამედ კოსმოსზე, ამხელა ურიცხვ სამყაროზე. ესეც ერთ-ერთი საკითხი, რომელიც საფუძვლიანად უნდა გამოვიკვლიო. იქამდე კი, ვედებს გავეცნობი კითხვა მდგომარეობს შემდეგში:ვინ აღწევს და ვის შეუძლია მიაღწიოს (გადაინაცვლოს, დაათვალიეროს) მატერიალურ სამყაროთა სხვა დაბალი თუ მაღალი პლანეტები. რის შედეგად მიიღწევა ეს? -------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
georgios |
Aug 17 2011, 05:43 PM
პოსტი
#29
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,263 რეგისტრ.: 13-August 11 წევრი № 11,439 |
GIORGI LELUASHVILI
ციტატა პიროვნულად შენ შეიძლება არ უარყო, რადგან ყველა ადამიანი ინდივიდუალურია და ყველას აქვს პიროვნული აჩევნისა თუ აზროვნების უფლება. მაგრამ აქ უკვე სინამდვილეზეა ლაპარაკი. შეუძლებელზე შუძლებელია არსებობდნენ რაღაც არსებები, რომლებიც უფალმა შექმნა და ამაზე ბიბლიაცა და წმინდა მამებიც ერთბაშად დუმდნენ. შეუძლებელი არ არის. უბრალოდ მათი ხსენება ჩემს სულიერ წინსვლას არაფერს არც მატებს და არც აკლებს. ციტატა თუკი დავუშვებთ, რომ არსებობენ ადამიანის მსგავსი გონიერი არსებები და იქნებ არ არიან ადამიანის მსგავსი არსებები? ციტატა თუკი მათი მიზანიც ღმეთთან მისვლაა, მაშინ ამის შესახებ აუცილებლად უნდა იყოს ადამიანი ინფორმირებული, რადგან ყველაფერს რომ თვი დავანებოთ-კვდება ადამიანი და ხედავს არსებებს, რომლებიც არც დემონებს გვანან და არც ანგელოზებს. შესაძლოა მათთან ერთად მოუწიოს სამოთხეში ყოფნა. და რა არსებებიც შენთვის ცნობილია, ზუსტად იცი ისინი, ვისთან ერთად და როგორ იქნები მომავალ ცხოვრებაში? ციტატა თუკი მათი მიზანიც ღმეთთან მისვლაა, მაშინ ამის შესახებ აუცილებლად უნდა იყოს ადამიანი ინფორმირებული, რადგან ყველაფერს რომ თვი დავანებოთ-კვდება ადამიანი და ხედავს არსებებს, რომლებიც არც დემონებს გვანან და არც ანგელოზებს. შესაძლოა მათთან ერთად მოუწიოს სამოთხეში ყოფნა. წარმოიდგინე ახლა ადამიანი მდგომარეობა-ყველაზე ცოტა, იგი ღმერთს კითხავს თუ ვინ არიან ისინი, რატომ არაფერი უთხრა უფალმა ადამიანებს მათი არსებობის შესახებ. ადამიანი მათთან გაუცხოვებასა და სიცივეს განიცდის, რადგან არაფერი სმენია მათ შესახებ. არ იცის ვინ არიან და რა უნდათ მათ უნ უფლისაგან, ან ადამიანისაგან. მე ვფიქრობ, რომ ამ დროს ადამიანი ძალიან გაურკვევლ, დაბნეულ და გაოგნებულ მდგომარეობაში აღმოჩნდება. ვერ ვხვდები, რატომ აღმოჩნდება ადამიანი გაურკვეველ მდგომარეობაში რაიმე მისთვის მანამდე უცნობი არსება(გინდა ადამიანის მსგავსი და გინდა ისე) რომ შენიშნოს. ციტატა ესეც ძალიან უხეში "არგუმენტია". მთავარია ბიბლია შესაქმის დასაწყისში ზოგადად ცხოველების შექმნას ეხება. მითხარი რაღა საჭიროა ბიბლიაში ეწეროს, რომ უფალმა ძაღლიც შექმნა, როცა ეს სავსებით ნათელია? ძაღლს ხომ მე თითქმის ყოველდღე ვხედავ, რატომ უნდა დაიკავოს ბიბლიაში ასეთმა უაზრო მომენტმა დგილი? მეც მაგას გეუბნები რომ სავსებით საკმარისია და ძაღლის და ძაღლის მონათესავე არსებების შემჩნევა და კვლევა უკვე საბუნებისმეტყველო მეცნიერებით ხდება. შენ კი ზემოთ რომ გითხარი ბიბლია არ არის საბუნებისმეტყველო სახელმძღვანელოთქო გაიკვირვე. ციტატა ანგელოზები კარგა ხანია შესწავლილნი არიან და ყველაფერი ვიცით მათ შესახებsmile.gif თუ არ გჯერა, მკითხე რა გაინტერესებს მათ შესახებ და პასუხს ბიბლიით ან წმინდა მამებით გაგცემ. ჩვენ ვიცით მათი ბუნების, ქმედების, დანიშნულების, ადგილმდებარეობის, იერარქიის, გარეგნულობის შესახებაც კი. ამდენი რამ უცხოპლანეტელებზე ვიცოდეთ, რაღა გვიჭირსsmile.gif ოსიპოვი ამბობს ლექციებში, სრული წარმოდგენა მიღმა სამყაროზე ჩვენ არ გვაგვაჩნია და რაც ვიცით, ეს არ არის სრული ცოდნაო. და ვეთანხმები. ციტატა მაგალითად, ისინი რომ ამბობდნენ, რომ დედამიწა სიბრტყე იყო, რომელიც რაღაც მყარ საგანზე იდგა, ბიბლიაში, კერძოდ ესასიას წიგნში გარკვევით წერია, რომ ღმერთმა დედამიწა ჰაერში დაკიდა, და რომ მას სფეროსებური ფორმა აქვს. როდის დარწმუნდა მეცნიერება ამაში? სულ ორი საუკუნის წინ! დაეჯერებინათ ახლა ბიბლიისთვის, ხომ ექნებოდათ სწორი წარმოდგენა. შენ კი ამბობ, რომ ბიბლიაში ბუნების შესახებ არაფერი წერია! არ მისმენ რასაც ვამბობ. მე არ მითქვამს არაფერი წერიამეთქი. არაფერს, ნაწილობრივსა და ყველაფერს შორის განსხვავება არის ნამდვილად და მე ვთქვი, რომ ნაწილობრივ წერია და არა სრულად. ხოლო რაც შეეხება ბრტყელ დედამიწას, ეს საეკლესიო იერარქებსაც ასე ეგონათ და არა მარტო მაგ, სხვა საკითხებშიც ზოგი წმინდა მამა მთლად ზუსტ ცოდნას არ ფლობდა. მაგალითისთვის გრიგოლ ნოსელის "ადამიანის მოწყობის შესახებ". ციტატა ზუსტად მისი მიწიერი გამოხატულება არასდროს არაფერში შემცდარა! დამიდასტურე ერთი. ეკლესიას ქისტე უდგას თავში და თუ ის ცდება, გამოდის, რომ ქრისტეც ცდება, რაც ყოვლად დაუჯერებელი და მიუღებელია. ადრე მიხვდნენ თუ გვიან, ფაქტია და ეკლესია არ უარყოფს, რომ კრებებიც კი ცდებოდნენ. თვალსაჩინოებისთვის გავიხსენოთ თუნდაც ხატმებრძოლობის პერიოდი, როდესაც თავად პატრიარქები იყვნენ ჩართულები ხატების წინააღმდეგ მოძრაობაში და ეკლესიაში დიდი განხეთქილება შევიდა. -------------------- დღესაც არ ვიცი ფერი შენთა უძირო თვალთა,
მხოლოდ ვიცი, რომ შენი ცქერა სევდასა ჰგავდა - ხატების სევდას, ფრესკების სევდას... |
George Leluashvili |
Aug 17 2011, 06:23 PM
პოსტი
#30
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 |
georgios
ციტატა შეუძლებელი არ არის. უბრალოდ მათი ხსენება ჩემს სულიერ წინსვლას არაფერს არც მატებს და არც აკლებს. ეე, მაინც ვერ გაიგე რა! ციტატა და იქნებ არ არიან ადამიანის მსგავსი არსებები? არაა აუცილებელი ადამიანის მსგავსნი იყვნენ. მე ქვემოთ აღვწერე რამდენიმე შემთხვევა, თუ როგორები შეიძლება იყვნენ ისინი. "ადამიანის მსგავსში" ადამიანის პოტენციების მსგავსს ვგულისხმობ. ციტატა და რა არსებებიც შენთვის ცნობილია, ზუსტად იცი ისინი, ვისთან ერთად და როგორ იქნები მომავალ ცხოვრებაში? ნამდვილად ვიცი ვისთან ერთად იქნება და მეტ-ნაკლებად თუ როგორ იქნება ციტატა მეც მაგას გეუბნები რომ სავსებით საკმარისია და ძაღლის და ძაღლის მონათესავე არსებების შემჩნევა და კვლევა უკვე საბუნებისმეტყველო მეცნიერებით ხდება. შენ კი ზემოთ რომ გითხარი ბიბლია არ არის საბუნებისმეტყველო სახელმძღვანელოთქო გაიკვირვე. მე გითხარი, რომ საფუძველი უნდა იყო ბიბლია, ხოლო შემდგომი კვლევაც ისე უნდა გაგრძელდეს, რომ ბიბლიასთან არ მოვიდეს წინააღმდეგობაში. ასევე უნდა იყოს ბიბლიაში მცირედი მინიშნება მაინც უცხო პლანეტელებზე, სანამ მათ არსებობას დააჯრებდნენ ადამიანებს. ციტატა ოსიპოვი ამბობს ლექციებში, სრული წარმოდგენა მიღმა სამყაროზე ჩვენ არ გვაგვაჩნია და რაც ვიცით, ეს არ არის სრული ცოდნაო. და ვეთანხმები. აბსოლუტურად სწორია მერე სრული წარმოდგენა რომ გვქონდეს, რაღა გვიჭირდა ციტატა ხოლო რაც შეეხება ბრტყელ დედამიწას, ეს საეკლესიო იერარქებსაც ასე ეგონათ ვის ეგონა კაცო, ეს აზრი უკვე იოანე ოქროპირმა დაამკიცა როცა ესაიას წინასწარმეტყველებას განმარტავდა. ციტატა მაგალითისთვის გრიგოლ ნოსელის "ადამიანის მოწყობის შესახებ". და ამ ნაწარმოებში წერია რომ დედამიწა სიბრტყეაო? ციტატა ადრე მიხვდნენ თუ გვიან, ფაქტია და ეკლესია არ უარყოფს, რომ კრებებიც კი ცდებოდნენ. ანუ ადრე მიხვდნენ თუ გვიან მნიშვნელობა არ აქვს? ასე გამოგდის. მაშინ გამოდის, რომ რახან ადამიანი არაა უცდომელი, სრულად არც ერთ წმინდა მამას არ უნდა ვენდოთ და საშველიც არ ყოფილა ციტატა თვალსაჩინოებისთვის გავიხსენოთ თუნდაც ხატმებრძოლობის პერიოდი, როდესაც თავად პატრიარქები იყვნენ ჩართულები ხატების წინააღმდეგ მოძრაობაში და ეკლესიაში დიდი განხეთქილება შევიდა. კაი რა! რეებს ურევ ერთმანეთში. დღეს რომ გაიძახიან ზოგიერთი სექტის წარმომადგენლები-ქრისტიანები ვართო და ხატებს ზედაც არ უყურებენ, ასეთი "ქრისტიანი" პატრიარქები იყვნენ ისინიც. -------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
georgios |
Aug 17 2011, 06:48 PM
პოსტი
#31
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,263 რეგისტრ.: 13-August 11 წევრი № 11,439 |
GIORGI LELUASHVILI
ციტატა ეე, მაინც ვერ გაიგე რა! მე კი ვფიქრობ შენ ვერ გაიგე. ციტატა ნამდვილად ვიცი ვისთან ერთად იქნება და მეტ-ნაკლებად თუ როგორ იქნებაsmile.gif ლექციებში კი სხვას ამბობენ. გარდა ამისა, ისიც არ ვიცით ვინ რას დავიმკვიდრებთ მომავალ ცხოვრებაში. ამიტომ მომავალში იქ რა დაგვხვდება, ამაზე საუბარი უბრალოდ უნაყოფოა. ციტატა მე გითხარი, რომ საფუძველი უნდა იყო ბიბლია, ხოლო შემდგომი კვლევაც ისე უნდა გაგრძელდეს, რომ ბიბლიასთან არ მოვიდეს წინააღმდეგობაში. ბიბლია საფუძველი ოღონდ რა სახით? ადამიანის შექმნისას საუბარი სიტყვა-სიტყვით არის მის გამოძერწვაზე. მაგრამ ღვთისმეყველები და პედაგოგები მას დღეს ასე არ ასწავლიან. ანუ მანდ არის მოკლე სიმბოლური გადმოცემა და არა ის, რომ ღმერთმა მიწას წყალი დაუმატა და გამოძერწა ადამიანი. ციტატა აბსოლუტურად სწორია მერეsmile.gif სრული წარმოდგენა რომ გვქონდეს, რაღა გვიჭირდაsmile.gif შენ კი მითხარი ზემოთ, შანსი არ არის, ბიბლიაში რაიმე საკითხზე ბოლომდე არ ვიცოდეთ პასუხიო. ციტატა ვის ეგონა კაცო, ეს აზრი უკვე იოანე ოქროპირმა დაამკიცა როცა ესაიას წინასწარმეტყველებას განმარტავდა. კოლუმბამდე და მაგელანამდე ყველა დარწმუნებული იყო, რომ დედამიწა მრგვალია? ციტატა და ამ ნაწარმოებში წერია რომ დედამიწა სიბრტყეაო? არა. ეს ერთ-ერთი მაგალითია იმისა, რომ წმინდა მამებიც ცდებოდნენ ხოლმე. ამ წიგნში აღწერილია ადამიანის სხეულის აგებულება და ფიზიოლოგიური პროცესები, რაც დღეს უკვე მოძველებული და არაზუსტია. P.S. შენ ეს ბმული არ გადაიკითხე ალბათ. http://www.mgarsky-monastery.org/kolokol.php?id=44 ციტატა ანუ ადრე მიხვდნენ თუ გვიან მნიშვნელობა არ აქვს? biggrin.gif ასე გამოგდის. მაშინ გამოდის, რომ რახან ადამიანი არაა უცდომელი, სრულად არც ერთ წმინდა მამას არ უნდა ვენდოთ. ადრე თუ გვიან რას ნიშნავს? ცდომილებები წლების განმავლობაში გრძელდებოდა. ზოგისთვის ერთი წელია ძალზე ბევრი, ზოგისთვის კი ათი წელიც არაფერია... რადგან ადამიანი უცდომელი არ არის, ეს იმას არ ნიშნავს, რომ სრულად არც ერთს ვენდოთ. ისევ კატეგორიულად მსჯელობ. რაც შეეხება წმინდა მამების რა დავიჯეროთ და რა არა, ეს ზემოთ მითითებულ ბმულზეც წერია და ლექციებშიც კარგად ხსნიან. აგერ მშვენიერი ვებ-გვერდებია: www.aosipov.ru www.predanie.ru პრედანიე.რუ-ზე უზარმაზარი მასალა არის ატვირთული. ციტატა კაი რა! რეებს ურევ ერთმანეთში. დღეს რომ გაიძახიან ზოგიერთი სექტის წარმომადგენლები-ქრისტიანები ვართო და ხატებს ზედაც არ უყურებენ, ასეთი "ქრისტიანი" პატრიარქები იყვნენ ისინიც. არაფერსაც არ ვურევ. ეს ერთმა და ორმა სასულიერო იერარქმა არ გააკეთა, ამას აკეთებდნენ კრებები. და ერთხელ კი არა ორჯერ დაგმეს კრებებმა ხატები. -------------------- დღესაც არ ვიცი ფერი შენთა უძირო თვალთა,
მხოლოდ ვიცი, რომ შენი ცქერა სევდასა ჰგავდა - ხატების სევდას, ფრესკების სევდას... |
A.V.M |
Aug 17 2011, 09:41 PM
პოსტი
#32
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
...
-------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
Kanishtha-Adhikar |
Aug 17 2011, 10:09 PM
პოსტი
#33
|
Govinda das ჯგუფი: Members პოსტები: 131 რეგისტრ.: 4-May 11 მდებარ.: sukhum წევრი № 10,979 |
GIORGI LELUASHVILI
ციტატა ვინ გითხრა, რომ სრულიად უარვყოფ?მე მეუბნები? მაშინ ღირს შენთან მაინც ამაზე საუბარი ციტატა მე უფრო იმიტომ ვარ ორ აზრზე, რომ არ ვიცი რას ამბობენ ეკლესიის მამები, არა უცხოპლანეტელებზე, არამედ კოსმოსზე, ამხელა ურიცხვ სამყაროზე.ესეც ერთ-ერთი საკითხი, რომელიც საფუძვლიანად უნდა გამოვიკვლიო. თუ რამე მოიძიე, მეც შემატყობინე, მაინტერესებს. ციტატა კითხვა მდგომარეობს შემდეგში:ვინ აღწევს და ვის შეუძლია მიაღწიოს (გადაინაცვლოს, დაათვალიეროს) მატერიალურ სამყაროთა სხვა დაბალი თუ მაღალი პლანეტები.რის შედეგად მიიღწევა ეს? გასაგებია ბჰაგავად გიტაში ნათქვამია, რომ ადამიანის მიერ სხვა პლანეტაზე მიღწევის მცდელობა ახალი არ არის. ეს ძალიან ძველი პრაქტიკაა. "ჩემო ძვირფასო არჯუნა, უმაღლეს პლანეტარულ სისტემაზეც რომ წახვიდე, რომელსაც ბრაჰმალოკა ეწოდება, მაინც მოგიწევს უკან დაბრუნება"(8,16) ამ ციტატის განმარტება ძალიან ვრცელია და შორს წაგვიყვანს, მთავარია ის, რომ ბჰაგავად გიტა ამტკიცებს, რომ შესაძლებელია იოგის მიერ სხვა პლანეტარულ სისტემაზე წასვლა. ჯერ დავიწყებ მთვარეზე წასვლით საერთოდ, როგორ შეიძლება მთვარეზე წასვლა, დაბრუნება და ა.შ. გრძელი ისტორიაა და ეს ვედურ ლიტერატურაშია აღწერილი. ვედური ინფორმაციის საფუძველზე, მთვარეზე სიცოცხლის ხანგრძლივობა 10 000 წელიწადია და ერთი დღე აქაურ ექვს თვეს უდრის. ამრიგად, 10 000 X 180 წელზე მთვარეზე სიცოცხლის ხანგრძლივობას წარმოადგენს. მაგრამ დედამიწის მობინადრეს არ შეუძლია მთვარეზე წასვლა და დიდხანს ცხოვრება. წინააღმდეგ შემთხვევაში მთელი ვედური ლიტერატურა მცდარი იქნებოდა. ჩვენ შეგვიძლია ვცადოთ მასზე გამგზავრება, მაგრამ არ შეგვიძლია იქ ცხოვრება. უმაღლესი პლანეტარული სისტემის-ბრაჰმალოკის მიღწევაც შესაძლებელია, მაგრამ მეცნიერები ამბობენ ამას კოსმოსური ხომალდის სიჩქარით მოგზაურობით 40 000 წელი დასჭირდებაო. ეს კი შეუძლებელია. ვედური ლიტერატურიდან ვგებულობთ, რომ თუკი მოვემზადებით, ნებისმიერ პლანეტაზე შეღწევა შეიძლება. თუკი ადამიანი მოემზადება მაღალ პლანეტარულ სისტემებში შესაღწევად, რომელზეც ნახევარღმერთები ბინადრობენ, შეძლებს იქ გამგზავრებას. სწორედ ასევე შესაძლებელია დაბალ პლანეტარულ სისტემებზე წასვლაც, ან თუკი სურს ამ პლანეტაზე დარჩენაც კი. ( ისე კი, თუ კაცს სურს შეუძლია კრიშნას პლანეტასაც მიაღწიოს ) ყველაფერი მომზადებაზეა დამოკიდებული. ეხლა კი უფრო დაწვრილებით მოგითხრობ კრიშნა ამბობს:"ვედებში განსწავლული პიროვნებები, რომლებიც წამოთქვამენ ომკარას და განდეგილის წესში მყოფი დიადი ბრძენები არიან, შედიან ბრაჰმანში. ასეთი სრულყოფილების სურვილით ადამიანი უბიწოებას იცავს. იოგური მდგომარეობა ნიშნავს ყოველი გრძნობითი საქმიანობისგან ჩამოცილებას. გრძნობათა ყოველი კარების დაკეტვით და ჭკუის გულზე და სასიცოცხლო ჰაერის თავზე დაფიქსირებით, ადამიანი იოგაში მკვიდრდება"(ბ.გ. 8,11-12) იოგას სისტემაში ამ პროცესს ეწოდება პრატიაჰარა, რაც საწინააღმდეგოს ნიშნავს. ანუ ყველაფერ გარეგნულს ახლა შინაგანზე ფიქრი უპირისპირდება. "იოგას ამ პრაქტიკაში ყოფნისა და წმინდა მარცვალ ომ-ის, ასოთა უზენაესი შენაერთის ვიბრირების შემდეგ, თუკი ადამიანი ფიქრობს ღმრთეების უზენაეს პიროვნებაზე და ტოვებს სხეულს, აუცილებლად მიაღწევს სულიერ პლანეტებს."(ბ.გ.13) ამგვარად, საჭიროა ყოველი გრძნობის გარეგანი მოქმედების შეჩერება და ჭკუის კონცენტრაცია ვიშნუ-მურტიზე (უფალ ვიშნუს ფორმაზე). ეს არის იოგას სრულქმნა შემდეგ სრულყოფილი იოგი ირჩევს სად წავიდეს. როგორც ვთქვით, არსებობს ურიცხვი მატერიალური პლანეტა და ამ პლანეტებს მიღმა სულიერი სამყაროა. იოგმა ყველაფერი იცის, შეუძლია ნებისმიერ პლანეტაზე გადაინაცვლოს. მათ, ვინც მაღალ მატერიალურ პლანეტებს, ნახევარღმერთების პლანეტებს მიაღწიეს, კვლავ უწერიათ განმეორებადი დაბადება და სიკვდილი. როგორც დედამიწაზე მაცხოვრებელი ხალხი ადის მაღალ პლანეტებამდე (როგორც ვთქვით ეს ხალხი იოგები არიან), მაღალი პლანეტების მაცხოვრებლებიც ეცემიან დედამიწაზე. ეხლა გამახსენდა, ჩჰანდოგია უპანიშადში მოცემულია მსხვერპლშეწირვა, რომელსაც პანჩაგნი-ვიდია ეწოდება, ბრაჰმალოკას მიღწევის საშუალებას იძლევა. მაგრამ თუკი სული ბრაჰმალოკაზე არ განივითარებს კრიშნას ცნობიერებას, იძულებული გახდება დედამიწას დაუბრუნდეს. ისინი, ვინც მაღალ პლანეტებზე ინვითარებენ კრიშნას ცნობიერებას, თანდათანობით ადიან სულ უფრო და უფრო მაღალ პლანეტებამდე და სამყაროს გაჩანაგების დროს, მარადიულ სულიერ სასუფეველში გადაინაცვლებენ. -------------------- პიროვნება, რომლის არსება მთლიანად დაუპყრია კრიშნას ცნობიერებას, ყველაფერს სწირავს სულიერ ამაღლებას და მისი შენაწირიც აბსოლუტური სულიერებით არის აღბეჭდილი. იგი უსათუოდ დამკვიდრდება უფლის სასუფეველში(ბ.გ.4;24). |
George Leluashvili |
Aug 18 2011, 12:30 AM
პოსტი
#34
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 |
georgios
ციტატა მე კი ვფიქრობ შენ ვერ გაიგე. არა ძალიან კარგად მესმის რასაც ამბობ და მე კი გიმტკიცებ, რომ არასწორად მსჯელობ ციტატა ლექციებში კი სხვას ამბობენ. გარდა ამისა, ისიც არ ვიცით ვინ რას დავიმკვიდრებთ მომავალ ცხოვრებაში. რათქმაუნდა არ ვიცი რას დავიმკვიდრებ, მაგრამ მხოლოდდამხოლოდ ორი ვარიანტია-სამოთხე ან ჯოჯოხეთი. მე ის ვიცი რა მდგომარეობაა როგორც ეთ, ისე მეორე ადგილას, მაგრამ სრულიად ამის განცდა და დატევნა შეუძლებელია. შენ უნდა დაინახო განსხვავება საერთოდ არ ცოდნასა და ნაწილობრივ ცოდნაში. ციტატა ამიტომ მომავალში იქ რა დაგვხვდება, ამაზე საუბარი უბრალოდ უნაყოფოა. რატოა კაცო უნაყოფო, თვითონ ბიბლიაში მიწერია რა ცხოვრებით რას მოვიგებ მერმის სამყოფელში. ციტატა ადამიანის შექმნისას საუბარი სიტყვა-სიტყვით არის მის გამოძერწვაზე. მაგრამ ღვთისმეყველები და პედაგოგები მას დღეს ასე არ ასწავლიან. ანუ მანდ არის მოკლე სიმბოლური გადმოცემა და არა ის, რომ ღმერთმა მიწას წყალი დაუმატა და გამოძერწა ადამიანი. აი ამით რისი თქმა გინდა ვიცი და მეც ვამბობ: წერებულიყო ბიბლიაში, რომ უფალმა გონიერი არსებები შექმნა ( ამ შემთხვევაში უცხოპლანეტელები), რომელთაც თავიანთი გარკვეული მისიები აკისრიათ და მე არ მოვითხოვ მათ დაწვრილებით ჩამონათვალს, უბრალოდ მე ინფორმირებული ვიქნები ამის შესახებ. ელემენტარულად ის ხომ უნდა ვიცოდე თუ არსებობენ ისინი. თუ ეს არ მეცოდინება, როგორ გამოვიკვლევ? ციტატა შენ კი მითხარი ზემოთ, შანსი არ არის, ბიბლიაში რაიმე საკითხზე ბოლომდე არ ვიცოდეთ პასუხიო. "ბოლომდეო" არსად მითქვამს. და საერთოდ, გააჩნია რა საკითხე ვმსჯელობთ. მაგალითად, ჩვენ შეიძლება გარკვეული წარმოდგენა გვქონდეს სამოთხესა და ჯოჯოხეთზე, მაგრამ შესაძლოა ის ნანახი და განცდილი არ გვქონდეს. ამიტომ შეგვიძლიათ ვთქვათ, რომ ბოლომდე არ ვიცით მის შესახებ. ციტატა კოლუმბამდე და მაგელანამდე ყველა დარწმუნებული იყო, რომ დედამიწა მრგვალია? ვისაც ბიბლიის სჯეროდა, ბუნებრივია დარწმუნებულნი იქნებოდნენ. ციტატა ადრე თუ გვიან რას ნიშნავს? ცდომილებები წლების განმავლობაში გრძელდებოდა. ზოგისთვის ერთი წელია ძალზე ბევრი, ზოგისთვის კი ათი წელიც არაფერია... მათი ცდომილებები მათივე ცხოვრებაში გამომჟღავნებულა და დაუგმიათ. როგორც ასეთი მათი ნააზრევი ეკლესიას არ მიუღია და საეკლესიო კრებებზევე უარყოფილ იქნა. ყოველ შემთხვევაში ხალხი დაბნეული და გაორებული არასოდეს ყოფილა ერთ გაკვეულ საკითხზე. ყველაფერზე იყო და არის ჭეშმარიტი სწავლება. ციტატა არაფერსაც არ ვურევ. ეს ერთმა და ორმა სასულიერო იერარქმა არ გააკეთა, ამას აკეთებდნენ კრებები. და ერთხელ კი არა ორჯერ დაგმეს კრებებმა ხატები. თუ შეგიძლია დამიკონკრეტე რომელ კრებას რომელ საუკუნეში, ვისი მონაწილეობით დაგმეს "კრებებმა" ხატები. ასე ზერელედ მსჯელობა არასწორია. A.V.M ციტატა ჩემნაირო... Kanishtha-Adhikar ვაა, მოკლედ რა ხარ რა დიდი მადლობა ასეთი საინტერესო ინფორმაციისთვის ეს ყველაფერი დღესაც აღესრულება და დღესაც ხდება? ანუ ვგულისხმობ იმას, რომ თუ არსებობენ პიროვნებები, რომლებიც სხვადასხვა პლანეტებზე მოგზაურობენ სულით. ან იქნება ვაიშნავებიც აკეთებთ ამას? -------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
georgios |
Aug 18 2011, 03:00 AM
პოსტი
#35
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,263 რეგისტრ.: 13-August 11 წევრი № 11,439 |
GIORGI LELUASHVILI
ციტატა არა ძალიან კარგად მესმის რასაც ამბობ და მე კი გიმტკიცებ, რომ არასწორად მსჯელობsmile.gif არც მე ვიზიარებ შენს მსჯელობას ამ შემთხვევაში. ციტატა შენ უნდა დაინახო განსხვავება საერთოდ არ ცოდნასა და ნაწილობრივ ცოდნაში. მე კი ვხედავ, მაგრამ შენ მეუბნები ზუსტად ვიცით რა და როგორ იქნებაო შემდეგ ცხოვრებაში. ციტატა რატოა კაცო უნაყოფო, თვითონ ბიბლიაში მიწერია რა ცხოვრებით რას მოვიგებ მერმის სამყოფელში. ჰო, მაგრამ ესეც ნაწილობრივ იცი. ციტატა ვისაც ბიბლიის სჯეროდა, ბუნებრივია დარწმუნებულნი იქნებოდნენ. და მერე ვინ იყვნენ ისინი, ვინც დაწმუნებული იყო, ერთი მუჭა ხალხის გარდა? მასიურად ასეთი წარმოდგენა იყო მაშინ სამყაროზე და გეოგრაფიულმა აღმოჩენებმა შეცვალა მაშინდელი სამყარო. ალბათ ეს ამბავი ბევრის რელიგიურ ცხოვრებაზეც აისახებოდა, რომლებიც დედამიწის სიმრგვალესა თუ სიბრტყეს აქცევდნენ უფრო მეტ ყურადღებას და ამით გაუნელდათ რწმენა. ესეც კიდევ ერთი ზედაპირულობა და მიწიერება ასეთი ხალხის სარწმუნეების საკითხებში. ციტატა მათი ცდომილებები მათივე ცხოვრებაში გამომჟღავნებულა და დაუგმიათ. როგორც ასეთი მათი ნააზრევი ეკლესიას არ მიუღია და საეკლესიო კრებებზევე უარყოფილ იქნა. მართლმადიდებლური ეკლესია დღეს აწარმოებს საკმაოდ აქტიურ დიალოგს ე.წ. ქალკედონის კრებამდელ ეკლესიებთან და საკმაო წარმატებებს აღწევენ, როგორც ამბობენ. მარტო ეს კი არა სასულიერო პირები აცხადებენ და იმედს გამოთქვამენ, რომ საკმაოდ მალე ალბათ ევქარისტული კავშირის აღდგენაც იქნება შესაძლებელი მათთანო. ამ შემთხვევაში კი, თუ ქრისტოლოგიურ და სხვა საკითხებში ისევ ერთ აზრზე დადგებიან ისინიც, გამოდის რომ მოექცევიან მართლმადიდებლური ეკლესიისკენ და შესაბამსიად მათი მწვალებლობა საკმაოდ ხანგრძლივი ყოფილა. ყველაფერი ხდება... ციტატა თუ შეგიძლია დამიკონკრეტე რომელ კრებას რომელ საუკუნეში, ვისი მონაწილეობით დაგმეს "კრებებმა" ხატები. ასე ზერელედ მსჯელობა არასწორია. კარგი. თუ ზერელე ინფორმაცია არის, უფრო დაწვრილებით მიმოვიხილოთ: იმპერატორები ლეონ III და კონსტანტინე V შეეცადნენ განეხორციელებინათ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რეფორმა. მათ აკრძალეს წმიდა ხატები და დევნა დაუწყეს მათ დამცველ ბერ-მონაზვნებს. ასე რომ, მათ მიერ წამოწყებული ხატსაწინააღმდეგო ბრძოლის შედეგად "ხატთმებრძოლების" სახელით შევიდნენ ისტორიაში. 726 წლისთვის ლეონ მესამემ გადაწყვიტა, რომ აქტიურად და საჯაროდ დაეგმო ხატები და ნებისმიერი ადამიანის გამოსახულება ტაძრებში. დაიწყო რეპრესიები და სისხლისღვრა. იმპერატორს წინააღმდეგობას უწევდნენ ძირითადად ბერ-მონაზვნობა, რომელსაც გავლენა და საყრდენი ჰქონდა ხალხში. თუმცა აჯანყება ჩაახშეს. კონსტანტინოპოლის პატრიარქი გერმანე ამხელდა იმპერატორს მწვალებლობაში. ლეონმა მოსთხოვა თავისი ახირების შესრულება, თუმცა გერმანემ უარი უთხრა რწმენის საკითხებში კრების გარეშე ცვლილების შეტანაზე. როდესაც გერმანემ თავისი ვერ გაიტანა, იძულებული გახდა გადამდგარიყო პატრიარქობიდან. მის მერე პატრიარქი გახდა ანასტასი, რომელმაც გამოსცა ედიქტი ხატის თაყვანისცემის აკრძალვის შესახებ. ანასტასის და მისი გუნდის ქმედებები იმდენად შორს წავიდა, რომ რომის პაპი ჩაერია საქმეში და გაწყვიტა მასთან კავშირი. მიუხედავად ამისა, ბიზანტიის წიაღში მძვინვარებდა ხატების განადგურება. ლეონის მემკვიდრემ, კონსტანტინე მეხუთემ იგივე გზა გააგრძელა და ჰიერიაში 748 წელს მოწვეული იქნა საეკლესიო კრება 348 ეპისკოპოსისგან, რომლებმაც ზარ-ზეიმით დაგმეს ხატები. კონსტანტინე მეხუთის შემდეგ ირინამ აღადგენინა ხატების თაყვანისცემა და მოწვეული იქნა 787 წელს მეშვიდე კრება, რომელმაც დაგმო ხატმებრძოლობა. თუმცა ამით არ დამთავრებულა ყველაფერი. კონსტანტინე მეექვსისა და ირინას შემდეგ გარკვეული ხანი ხატებს თაყვანს სცემდნენ. მოდის ახალი იმპერატორი ლეონ მეხუთე სომეხი და 815 წელს შედგა ახალი კრბა, რომელმაც გააუქმა მეშვიდე კრების კანონები და აღადგინა წინა, პირველი ხატმებრძოლური კრების პრინციპები. ოღონდ ამ შემთხვევაში ხატებს სრულად არ ანადგურებდნენ, არამედ მათ ათავსებდნენ ძალზე მაღლა და მათ წინ ლოცვა და ღვთისმსახურება არ შეიძლებოდა. მოგვიანებით იმპერატორმა თეოფილემ ყველაზე მეტად გაამკაცრა დევნა ხატების თაყვანისმცემლების მიმართ, რაშიც მას ეხმარებოდა თავად პატრიარქი იოანე გრამატიკოსი. მხოლოდ თეოფილეს სიკვდილის შემდეგ, მისმა ცოლმა-რეგენტმა თეოდორამ ხელი შეუწყო ხატების დაბრუნებას და 842 წელს კონსტანტინოპოლის კრებამ კვლავ აღადგინა ხატების თაყვანისცემა. საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში მიდიოდა სასტიკი ომი ხატების გარშემო და ამაში ჩართულები იყვნენ ხატმებრძოლი პატრიარქები და კრებები. მთელი ეკლესიის მასშტაბით უარყვეს ორჯერ ხატები და საერთოდ ამ მოვლენამ დიდი დარტყმა მიაყენა ეკლესიას... ზოგჯერ პატრიარქებიც და კრებებიც ცდებიან... -------------------- დღესაც არ ვიცი ფერი შენთა უძირო თვალთა,
მხოლოდ ვიცი, რომ შენი ცქერა სევდასა ჰგავდა - ხატების სევდას, ფრესკების სევდას... |
George Leluashvili |
Aug 18 2011, 02:21 PM
პოსტი
#36
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 |
georgios
ციტატა მე კი ვხედავ, მაგრამ შენ მეუბნები ზუსტად ვიცით რა და როგორ იქნებაო შემდეგ ცხოვრებაში. სად გითხარი მასეთი რამ, დამიკოპირე ერთი ჩვენ გვაქვს ზოგადი წარმოდგენა იმის შესახებ, თუ როგორი მდგომარეობა იქნება როგორც სამოთხეში, ისე ჯოჯოხეთში. ამას ზოგადს იმიტომ ვუწოდებ, რომ ჩვენ წერილობით შესაძლოა სრული ინფორმაცია გვაქვს, მაგრამ პირადად არ განგვიცდია. ან განგვიცდია მისი უმნიშვნელო ნაწილი. ადამიანი ვერ დაიტევს ხორცში მყოფი იმ ნეტარებასა და სიხარულს, რომელიც მას მართალი ცხოვრების შემდეგ ელოდება. სამოთხე ასევე იხილა პავლე მოციქულმა და მან ვერ გამოთქვა მისი მშვენიერება. მხოლოდ ძალიან ზოგადად აღგვიწერა ის. (II კორ. 12, 1-2) ციტატა ჰო, მაგრამ ესეც ნაწილობრივ იცი. ნაწილობრივ ვიცი არა ზოგადად ორი ადგილი (სამოთხე და ჯოჯოხეთი), არამედ ის, თუ რა მდგომარეობაა მათზე. ციტატა და მერე ვინ იყვნენ ისინი, ვინც დაწმუნებული იყო, ერთი მუჭა ხალხის გარდა? ხო ასე იყო რათქმაუნდა. ჭეშმარიტი მორწმუნეები ყოველთვის თითზე ჩამოსათვლელნი იყვნენ. ციტატა მართლმადიდებლური ეკლესია დღეს აწარმოებს საკმაოდ აქტიურ დიალოგს ე.წ. ქალკედონის კრებამდელ ეკლესიებთან და საკმაო წარმატებებს აღწევენ, როგორც ამბობენ. მარტო ეს კი არა სასულიერო პირები აცხადებენ და იმედს გამოთქვამენ, რომ საკმაოდ მალე ალბათ ევქარისტული კავშირის აღდგენაც იქნება შესაძლებელი მათთანო. ამ შემთხვევაში კი, თუ ქრისტოლოგიურ და სხვა საკითხებში ისევ ერთ აზრზე დადგებიან ისინიც, გამოდის რომ მოექცევიან მართლმადიდებლური ეკლესიისკენ და შესაბამსიად მათი მწვალებლობა საკმაოდ ხანგრძლივი ყოფილა. ყველაფერი ხდება... ვერ გავიგე ამით რისი თქმა გინდა ციტატა მის მერე პატრიარქი გახდა ანასტასი, რომელმაც გამოსცა ედიქტი ხატის თაყვანისცემის აკრძალვის შესახებ. ანასტასის და მისი გუნდის ქმედებები იმდენად შორს წავიდა, რომ რომის პაპი ჩაერია საქმეში და გაწყვიტა მასთან კავშირი. მიუხედავად ამისა, ბიზანტიის წიაღში მძვინვარებდა ხატების განადგურება. მერე სად ჩანს აქ ან წმინდა მამათა, ან ქრისტეს ეკლესიის შეცდომა? მითხარი ან რომელმა წმინდა მამამ, ან რომელმა მსოფლიო საეკლესიო კრებამ დაგმო ხატთაყვანისცემა. აი ეს მითხარი და ხელები ამიწევია. ციტატა ლეონის მემკვიდრემ, კონსტანტინე მეხუთემ იგივე გზა გააგრძელა და ჰიერიაში 748 წელს მოწვეული იქნა საეკლესიო კრება 348 ეპისკოპოსისგან, რომლებმაც ზარ-ზეიმით დაგმეს ხატები. ისევ იგივე ვერ გავიგე რა შუაში არიან ეს ეპისკოპოსები ან წმინდანთა, ან ეკლესიის შცდმომებთან. ჩვენ თუ ასე ვიმსჯელეთ, გამოდის ეკლესიის ბრალი ყოფილა, როცა ეკლესიაში მწვალებლური იდეები ჩნდებოდა ზუსტად ასეთი "ეპისკოპოსების" მიერ. მაგრამ საქმე იმაშია, რომ შესაძლოა ჩნდებოდა, მაგრამ მას ერთი წმინდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია მაშინვე გმობდა. ღვთისმგმობელი იდეები ყოველთვის მრავლად იყო ეკლესიებში, მაგრამ ეს იდეები იკვეთებოდა წმ.მამათა ძალისხმევით. ციტატა საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში მიდიოდა სასტიკი ომი ხატების გარშემო და ამაში ჩართულები იყვნენ ხატმებრძოლი პატრიარქები და კრებები. მთელი ეკლესიის მასშტაბით უარყვეს ორჯერ ხატები და საერთოდ ამ მოვლენამ დიდი დარტყმა მიაყენა ეკლესიას... ეს არ გაუკეთებია საყოველთაო (კათოლიკე) ეკლეისას. ამას აკეთებდნენ ადგილობრივი კრებები და უღირსი სამღვდელოება. თუ ამას მართლმადიდებელი ეკლესია აკეთებდა, მაშინ ისიმის კითხვა, ვიღამდ დაგმო ხატმებრძოლობა? ისევ იმან ვინც წამოიწყო? არამც და არამც! ეს დაგმო მსოფლიო ეკლესიამ მსოფლიოს წმ.მამათა ხელმძღვანელობით. ციტატა ზოგჯერ პატრიარქებიც და კრებებიც ცდებიან... რათქმაუნდა შეცდომისაგან არავინაა დაზღვეული. მოდი დავაკონკრეტებ:ზოგჯერ პატრიარქი და ადგილობრივი კრებები ცდებიან, ხოლო მსოფლიო ერთი, წმინდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია არასდროს შემცდარა. ძალიან დიდი განსხვავებაა ამ ორს შორის. მგონი გასაგები უნდა იყოს -------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
georgios |
Aug 18 2011, 03:29 PM
პოსტი
#37
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,263 რეგისტრ.: 13-August 11 წევრი № 11,439 |
GIORGI LELUASHVILI
ციტატა მე კი ვხედავ, მაგრამ შენ მეუბნები ზუსტად ვიცით რა და როგორ იქნებაო შემდეგ ცხოვრებაში. სად გითხარი მასეთი რამ, დამიკოპირე ერთიbiggrin.gif ციტატა ნამდვილად ვიცი ვისთან ერთად იქნება და მეტ-ნაკლებად თუ როგორ იქნებაsmile.gif ციტატა ჩვენ გვაქვს ზოგადი წარმოდგენა იმის შესახებ, თუ როგორი მდგომარეობა იქნება როგორც სამოთხეში, ისე ჯოჯოხეთში. ციტატა ნაწილობრივ ვიცი არა ზოგადად ორი ადგილი (სამოთხე და ჯოჯოხეთი), არამედ ის, თუ რა მდგომარეობაა მათზე. ზოგადი ცოდნა არ არის "ნამდვილი" და "უეჭველი" ცოდნა. ამიტომ უნდა მიაყოლოს კაცმა მსჯელობისას არა ნამდვილად ანუ ზუსტად არამედ ნაწილობრივ. ციტატა ხო ასე იყო რათქმაუნდა. ჭეშმარიტი მორწმუნეები ყოველთვის თითზე ჩამოსათვლელნი იყვნენ. თითზე ჩამოსათვლელებმა რომ იცოდნენ დედამიწის სიმრგვალე, იმიტომაც მორწმუნეების უდიდესმა ნაწილმა ეს არ იცოდა, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს მათ რწმენაში რაიმე ნაკლს. ციტატა ვერ გავიგე ამით რისი თქმა გინდაfiqri.gif სიტყვა ჩამოვარდა იმაზე, აქვს თუ არა მნიშვნელობა ადრე შეწყდება მწვალებლობა თუ გვიან. და მაგალითად მოვიყვანე მონოფიზიტებთან დიალოგის პერსპექტივები. თუკი ისინი უარყოფენ თავიანთ სწავლებას და დაბრუნდებიან ერთიან ეკლესიაში, მაშინ ეს მწვალებლობა კარგა ხანს გაგრძელებულა. ეს ისე, იმის გასააზრებლად დავწერე, რომ შეიძლება რომელიმე ეკლესიაში მწვალებლობა შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს და ეგრევე არ დაგმობენ. ციტატა მერე სად ჩანს აქ ან წმინდა მამათა, ან ქრისტეს ეკლესიის შეცდომა? მითხარი ან რომელმა წმინდა მამამ, ან რომელმა მსოფლიო საეკლესიო კრებამ დაგმო ხატთაყვანისცემა. აი ეს მითხარი და ხელები ამიწევია. მე დავწერე უკვე ორ კრებაზე, და ისინი მოწვეული იყო არა რიგითი გამვლელის მიერ, არამედ თავად პატრიარქის მიერ. მონაწილეობდნენ ოფიციალურად ეპისკოპოსები და არა ვინმე სხვა. ეს არ იყო მსოფლიო საეკლესიო კრება, მაგრამ ეს იგივე იყო ანალოგიურად, რაც მაგალითად რაიმე საკითხზე საქართველოს სამოციქულო ეკლესიამ რომ გამართოს კრება. ციტატა ღვთისმგმობელი იდეები ყოველთვის მრავლად იყო ეკლესიებში, მაგრამ ეს იდეები იკვეთებოდა წმ.მამათა ძალისხმევით. მე არ ვამბობ რომ არ იკვეთებოდა, მაგრამ სასულიერო იერარქებიც რომ ცდებოდნენ და საკმაოდ ცდებოდნენ, მაგაზე მაქვს საუბარი. თუ პატრიარქის მიერ მოწვეული კრება კრება არ არის? ციტატა თუ ამას მართლმადიდებელი ეკლესია აკეთებდა, მაშინ ისიმის კითხვა, ვიღამდ დაგმო ხატმებრძოლობა? ისევ იმან ვინც წამოიწყო? არამც და არამც! ეს დაგმო მსოფლიო ეკლესიამ მსოფლიოს წმ.მამათა ხელმძღვანელობით. ვინ დაგმო და პატრიარქმა თავისი ეპისკოპოსებით. როდის დაგმეს და როდის მოვიდნენ აზრზე, მაგას რა მნიშვნელობა აქვს. ფაქტია, რომ კრებები შედგა საპატრიარქოს მასშტაბით. და თუკი საპატრიარქოს დადგენილება არაფერს ნიშნავს, მაშინ ჩვენი საპატრაირქოს გადაწყვეტილებაც ზოგირთის მოსაზრებით არასწორი ყოფილა და ქართულის მაგივრად ბერძნულად ვიგალობოთ ან გრიგოლ ფერაძე წმინდანად აღარ მოვიხსენიოთ. ადგილობრივ კრებასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ციტატა მოდი დავაკონკრეტებ:ზოგჯერ პატრიარქი და ადგილობრივი კრებები ცდებიან, ხოლო მსოფლიო ერთი, წმინდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია არასდროს შემცდარა. მაგრამ აქ სწორედ ისევ მთავარ თემას ვუბრუნდებით პირდაპირ: არც მსოფლიო საეკლესიო კრებებს არ უმსჯელიათ საერთოდ უცხოპლანეტელებზე. იმიტომ რომ ამის არანაირი საჭიროება არ არსებობდა და მათ არსებობა-არარსებობაზე აზრი ისევ პირადი აზრი იქნება ჯერჯერობით, რომელსაც თავისთავად არც ზიანის მოტანა შეუძლია და არც სარგებლის. -------------------- დღესაც არ ვიცი ფერი შენთა უძირო თვალთა,
მხოლოდ ვიცი, რომ შენი ცქერა სევდასა ჰგავდა - ხატების სევდას, ფრესკების სევდას... |
George Leluashvili |
Aug 18 2011, 04:47 PM
პოსტი
#38
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 |
georgios
ციტატა ზოგადი ცოდნა არ არის "ნამდვილი" და "უეჭველი" ცოდნა. ამიტომ უნდა მიაყოლოს კაცმა მსჯელობისას არა ნამდვილად ანუ ზუსტად არამედ ნაწილობრივ. გიორგი შენ არ კითხულობ დაკვირვებით ჩემ პოსტებს და მასე იმიტომ ამბობ. მე დავაკონკრეტე თუ რა ვიცი ნამდვილად და რა ნაწილობრივ. ნამდვილად ვიცი რომ არსებობს სამოთხე და არსებობს ჯოჯოხეთი, მაგრამ ნაწილობრივ, ან უფრო ნაკლებად ვიცი რა მდგომარეობაა თითოეულ მათგანში. მგონი არის განსხვავება ამ ორს შორის. ციტატა თითზე ჩამოსათვლელებმა რომ იცოდნენ დედამიწის სიმრგვალე, იმიტომაც მორწმუნეების უდიდესმა ნაწილმა ეს არ იცოდა, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს მათ რწმენაში რაიმე ნაკლს. ცოტა არ იყო პარადოქსია... ეხლა დაუკვირდი:თუ ადამიანს გააჩნია იმ ღვთის რწმენა, რომელიც ბიბლიაშია, მაშინ ბუნებრივია მას უნდა სჯეროდეს ბიბლიისაც. თუკი ბიბლიის სჯერა, უნდა სჯეროდეს ყველაფერ იმის რაც ბიბლიაშია ნათქვამი. ბიბლიაში კი ნათქვამია, რომ დედამიწა ღმერთმა ჰაერში დაკიდა და რომ მას სფეროსებრი ფორმა აქვს. სხვა საკითხია თუკი ადამიანმა სიზარმაცის გამო არ იცის ეს და უბრალოდ არ წაუკითხავს. ციტატა სიტყვა ჩამოვარდა იმაზე, აქვს თუ არა მნიშვნელობა ადრე შეწყდება მწვალებლობა თუ გვიან. და მაგალითად მოვიყვანე მონოფიზიტებთან დიალოგის პერსპექტივები. თუკი ისინი უარყოფენ თავიანთ სწავლებას და დაბრუნდებიან ერთიან ეკლესიაში, მაშინ ეს მწვალებლობა კარგა ხანს გაგრძელებულა. ეს ისე, იმის გასააზრებლად დავწერე, რომ შეიძლება რომელიმე ეკლესიაში მწვალებლობა შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს და ეგრევე არ დაგმობენ. გიორგი რა გჭირს რეებს ურევ ეკლესია არის მხოლოდ ერთი-ჭეშმარიტი მართლმადიდებელი ეკლესია. ამ ეკლესიამ, აღმოცენდა თუ არა მონიფიზიტობის იდეა, მაშინვე დაგმო იგი, მაგრამ ისინი გამოეყვნენ ჭეშმარიტ ეკლესიას და თავიანთი მსოფლმხედველობა ჩამოაყალიბეს. აქედან მომდინარე მონიფიზიტურ ეკლესიას შეიძლება ეწოდოს ეკლესია, მაგრამ ის არ არის მაცხოვნებელი და ჭეშმარიტი ეკლესია. არსებობს მრავალი ეკლესია:კათოლიკური, მონოფიზიტური, პროტესტანტული, მართლმადიდებლური და სხვა, მაგრამ აქედან სწორი და ჭეშმარიტი არის მხოლოდ ერთი. სწორედ ეს ერთი ეკლესია ინახავს მოციქულთა დროიდან მოყოლებული სწორ სარწმუნოებას და მემკვიდრეა მოციქულებისა. ამიტომ მას ეწოდება სამოციქულო ეკლესია. ციტატა მე დავწერე უკვე ორ კრებაზე, და ისინი მოწვეული იყო არა რიგითი გამვლელის მიერ, არამედ თავად პატრიარქის მიერ. მონაწილეობდნენ ოფიციალურად ეპისკოპოსები და არა ვინმე სხვა. ეს არ იყო მსოფლიო საეკლესიო კრება, მაგრამ ეს იგივე იყო ანალოგიურად, რაც მაგალითად რაიმე საკითხზე საქართველოს სამოციქულო ეკლესიამ რომ გამართოს კრება. ჰოდა ეს თუ იცი, რაღა უნდა იყოს მაშინ გაუგებარი? საქართველოს ეკლესიამ რომ იგივე გააკეთოს(სიტყვეზე), მაშინ ეს უნდა დაგმოს მსოფლიოს სხვა მართლმადიდებელმა ეკლესიებმა. ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ ქრისტეს მთელი ეკლესია შეცდა? თუკი რომელიმე ეპისკოპოსი, ან პატრიარქი გაიზიარებს მწვალებლურ იდეებს, რათქმაუნდა არ შერაცხავს მას ეკლესია წმინდანად. ამიტომ სისულელეა იმის თქმა, რომ რომელიმე წმინდანი არასწორად მსჯელობდა სერიოზულ საღვთისმეტყველო საკითხებში. თუკი მათ რაიმე უმნიშვნელო შეცდომა დაუშვეს, ეგ შეცდომა მაშინვე გამომჟღავნებულა და გაუქმებულ იქნა. შემცოდესაც მოუნანიებია და გამოუსწორებია საქციელი. განსხვავებით იმ სასულიერო პირებისა, რომელთაც არასწორი მსჯელობა დაიწყეს, შემდეგ ეს მათი იდეები ეკლესიამ დაგმო და მათ კი, მონანიების ნაცვლად თავიანთი ეკლესია ჩამოაყალიბეს. ციტატა მე არ ვამბობ რომ არ იკვეთებოდა, მაგრამ სასულიერო იერარქებიც რომ ცდებოდნენ და საკმაოდ ცდებოდნენ, მაგაზე მაქვს საუბარი. კი ცდებოდნენ, მაგრამ ამ შეცდომას ხომ ასწორებდნენ?აი ესაა მთავარი. ციტატა ვინ დაგმო და პატრიარქმა თავისი ეპისკოპოსებით. არა, ეს დაგმო არა ერთმა რომელიმე პატრიარქმა, არამედ მსოფლიო საეკლესიო კრებამ. ციტატა როდის დაგმეს და როდის მოვიდნენ აზრზე, მაგას რა მნიშვნელობა აქვს. ფაქტია, რომ კრებები შედგა საპატრიარქოს მასშტაბით. ჯერ ერთი ძალიან, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და მეორე-თუკი რომელიმე პატრიარქს მწვალებლური იდეები გაუჩნდება, ეს არ აკნინებს ეკლესიის ავტორიტეტს, ვინაიდან ეკლესია მას არ იზიარებს. ციტატა და თუკი საპატრიარქოს დადგენილება არაფერს ნიშნავს, მაშინ ჩვენი საპატრაირქოს გადაწყვეტილებაც ზოგირთის მოსაზრებით არასწორი ყოფილა და ქართულის მაგივრად ბერძნულად ვიგალობოთ ან გრიგოლ ფერაძე წმინდანად აღარ მოვიხსენიოთ. მაშინ, ვინც არ ეთანხმება საქართველოს ეკლესიის დაგაწყვეტილებას რაიმე გარკვეულ საკითხში, მან უნდა დააკონკრეტოს რაში არ ეთანხმება და რატომ არ ეთანხმება. შემდეგ ეს საკითხი გაირკვევა ბიბლიის, ან წმინდა მამათა სწავლების მიხედვით და გამჟღავნდება მტყუან-მართალი. ციტატა ადგილობრივ კრებასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. რათქმაუნდა. ციტატა მაგრამ აქ სწორედ ისევ მთავარ თემას ვუბრუნდებით პირდაპირ: არც მსოფლიო საეკლესიო კრებებს არ უმსჯელიათ საერთოდ უცხოპლანეტელებზე. იმიტომ რომ ამის არანაირი საჭიროება არ არსებობდა და მათ არსებობა-არარსებობაზე აზრი ისევ პირადი აზრი იქნება ჯერჯერობით, რომელსაც თავისთავად არც ზიანის მოტანა შეუძლია და არც სარგებლის. იმიტომ არ უმსჯელიათ, რომ მაშინ არც არსებობდა მათი არსებობის დამადასტურებელი თეორიები. მაშინ არც მფრინავი თეფშები აღმოუჩენიათ და არც მახინჯი არსებები. ხალხს მაგავსი რამ აზრადაც არ მოუვიდოდა. მაგრამ თანამედროვე წმინდა მამები რომ ერთხმად უარყოფენ მათ არსებობას, ეს არაა საკმარისი? -------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
georgios |
Aug 18 2011, 05:46 PM
პოსტი
#39
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,263 რეგისტრ.: 13-August 11 წევრი № 11,439 |
GIORGI LELUASHVILI
ციტატა გიორგი შენ არ კითხულობ დაკვირვებით ჩემ პოსტებს და მასე იმიტომ ამბობ. მე დავაკონკრეტე თუ რა ვიცი ნამდვილად და რა ნაწილობრივ. ნამდვილად ვიცი რომ არსებობს სამოთხე და არსებობს ჯოჯოხეთი, მაგრამ ნაწილობრივ, ან უფრო ნაკლებად ვიცი რა მდგომარეობაა თითოეულ მათგანში. მგონი არის განსხვავება ამ ორს შორის. მერე მაგას დაზუსტება უნდა. ციტატა ცოტა არ იყო პარადოქსია... ეხლა დაუკვირდი:თუ ადამიანს გააჩნია იმ ღვთის რწმენა, რომელიც ბიბლიაშია, მაშინ ბუნებრივია მას უნდა სჯეროდეს ბიბლიისაც. თუკი ბიბლიის სჯერა, უნდა სჯეროდეს ყველაფერ იმის რაც ბიბლიაშია ნათქვამი. ბიბლიაში კი ნათქვამია, რომ დედამიწა ღმერთმა ჰაერში დაკიდა და რომ მას სფეროსებრი ფორმა აქვს. სხვა საკითხია თუკი ადამიანმა სიზარმაცის გამო არ იცის ეს და უბრალოდ არ წაუკითხავს. ციტატა ნეტარი ავგუსტინე ეწინააღმდეგებოდა დედამიწის სიმრგვალეზე მოსაზრებას, მაგრამ არც ზარმაცი ყოფილა და არც "ცუდი" ქრისტიანი. ციტატა გიორგი რა გჭირს რეებს ურევbiggrin.gif ეკლესია არის მხოლოდ ერთი-ჭეშმარიტი მართლმადიდებელი ეკლესია. ამ ეკლესიამ, აღმოცენდა თუ არა მონიფიზიტობის იდეა, მაშინვე დაგმო იგი, მაგრამ ისინი გამოეყვნენ ჭეშმარიტ ეკლესიას და თავიანთი მსოფლმხედველობა ჩამოაყალიბეს. აქედან მომდინარე მონიფიზიტურ ეკლესიას შეიძლება ეწოდოს ეკლესია, მაგრამ ის არ არის მაცხოვნებელი და ჭეშმარიტი ეკლესია. არსებობს მრავალი ეკლესია:კათოლიკური, მონოფიზიტური, პროტესტანტული, მართლმადიდებლური და სხვა, მაგრამ აქედან სწორი და ჭეშმარიტი არის მხოლოდ ერთი. სწორედ ეს ერთი ეკლესია ინახავს მოციქულთა დროიდან მოყოლებული სწორ სარწმუნოებას და მემკვიდრეა მოციქულებისა. ამიტომ მას ეწოდება სამოციქულო ეკლესია. ეს გასაგებია, მაგრამ ეკლესიის წიაღშიც შეიძლება შეცდნენ, თუნდაც დედამიწის გარეთ მყოფ არსებებზე(ხაზს ვუსვამ, არ ვგულისხმობ თეფშებსა და დიდთავიან მაჯლაჯუნებს, ფილმებში რომ არის) ციტატა ჰოდა ეს თუ იცი, რაღა უნდა იყოს მაშინ გაუგებარი? საქართველოს ეკლესიამ რომ იგივე გააკეთოს(სიტყვეზე), მაშინ ეს უნდა დაგმოს მსოფლიოს სხვა მართლმადიდებელმა ეკლესიებმა. ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ ქრისტეს მთელი ეკლესია შეცდა? მთელი ეკლესია არ ცდება სარწმუნებრივ სწავლებებში, მაგრამ გეოგრაფიულ აღმოჩენებზე, ბიოლოგიის საკითხებზე და ა.შ. თუ ეს აშკარად არ ეწინააღმდეგება წმინდა წერილს, უბრალოდ არც განიხილავს და მიზეზები შემდეგია: 1. ეს არ არის მრწამსის საკითხი. 2. ეს არ ახდენს გავლენას ადამიანის რწმენაზე. ციტატა კი ცდებოდნენ, მაგრამ ამ შეცდომას ხომ ასწორებდნენ?აი ესაა მთავარი. და მე ვკითხულობ: რატომ არის ასეთი მძაფრი რეაქცია უცხოპლანეტელების არსებობაზე? როდესაც ეს არ წყვეტს ქრისტიანობისთვის არსებითად არაფერს. ციტატა თუკი რომელიმე ეპისკოპოსი, ან პატრიარქი გაიზიარებს მწვალებლურ იდეებს, რათქმაუნდა არ შერაცხავს მას ეკლესია წმინდანად. ამიტომ სისულელეა იმის თქმა, რომ რომელიმე წმინდანი არასწორად მსჯელობდა სერიოზულ საღვთისმეტყველო საკითხებში. თუკი მათ რაიმე უმნიშვნელო შეცდომა დაუშვეს, ეგ შეცდომა მაშინვე გამომჟღავნებულა და გაუქმებულ იქნა. შემცოდესაც მოუნანიებია და გამოუსწორებია საქციელი. განსხვავებით იმ სასულიერო პირებისა, რომელთაც არასწორი მსჯელობა დაიწყეს, შემდეგ ეს მათი იდეები ეკლესიამ დაგმო და მათ კი, მონანიების ნაცვლად თავიანთი ეკლესია ჩამოაყალიბეს. იუსტინიანე პირველის მეუღლე, დედოფალი თეოდორა დღესაც ითვლება წმინდანად. მაშინ, როდესაც ის თუნდაც მონოფიზიტების მიმართ სიმპათიებით იყო განწყობილი და შეძლებისდაგვარად მფარველობდა მათ, თუმცაღა თავად ოფიციალურად არ იყო მონოფიზიტი. ისმის კითხვა, რატომ რჩება ის წმინდანად აღიარებულად, როდესაც მასეთ უმნიშვნელოვანეს საკითხში ის იჩენდა საკმაოდ არასწორ პოზიციას? ციტატა მაშინ, ვინც არ ეთანხმება საქართველოს ეკლესიის დაგაწყვეტილებას რაიმე გარკვეულ საკითხში, მან უნდა დააკონკრეტოს რაში არ ეთანხმება და რატომ არ ეთანხმება. შემდეგ ეს საკითხი გაირკვევა ბიბლიის, ან წმინდა მამათა სწავლების მიხედვით და გამჟღავნდება მტყუან-მართალი. ესეც ერთ-ერთი მოსაზრება გრიგოლ ფერაძის წმინდანად შერაცხვის შესახებ, სადაც სინოდის გადაწყვეტილების გაუქმებას მოითხოვენ. http://religia.ge/ceo11_Feradze.html ციტატა იმიტომ არ უმსჯელიათ, რომ მაშინ არც არსებობდა მათი არსებობის დამადასტურებელი თეორიები. მაშინ არც მფრინავი თეფშები აღმოუჩენიათ და არც მახინჯი არსებები. ხალხს მაგავსი რამ აზრადაც არ მოუვიდოდა. მაგრამ თანამედროვე წმინდა მამები რომ ერთხმად უარყოფენ მათ არსებობას, ეს არაა საკმარისი? აზრადაც სწორედ რომ მოუვიდოდათ და დედამიწის იქით ბევრ რამეს ვარაუდობდნენ ძველი ხალხები. წმინდა მამები უარყოფენ და უნდობლობით ეკიდებიან, მაგრამ თუნდაც თეოფანე დაყუდებული საუბრის ბოლოს ამბობს, რომ რაც მე თქვენ ახლა გესაუბრეთ, მაინც ვარაუდია და მომავალში ვნახავთო. ნაკლები შესაძლებლობა მაინც ასი პროცენტით არ გამორიცხავს უცხოპლანეტელების არსებობას და სავსებით შესაძლებელია ისინი იყვნენ ან დაცემული სულები, გარკვეულწილად გარდაქმნილები, რომლებიც სრულიად სამყაროს წესრიგში არიან ჩართულები. -------------------- დღესაც არ ვიცი ფერი შენთა უძირო თვალთა,
მხოლოდ ვიცი, რომ შენი ცქერა სევდასა ჰგავდა - ხატების სევდას, ფრესკების სევდას... |
George Leluashvili |
Aug 18 2011, 09:25 PM
პოსტი
#40
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 |
georgios
ციტატა მერე მაგას დაზუსტება უნდა. დაზუსტებული მქონდა და მეც მაგას გეუბნები. აბა გადახედე ზემოთ. ციტატა ნეტარი ავგუსტინე ეწინააღმდეგებოდა დედამიწის სიმრგვალეზე მოსაზრებას, მაგრამ არც ზარმაცი ყოფილა და არც "ცუდი" ქრისტიანი. კაი რა, რას ეწინაამდეგებოდა, საიდან დაასკვენი ეგ, ან სად იპოვე ეგ ინფორმაცია. შესაძლოა სხვა რაღაცას გულისხმობს. მთლიანი კონტექსტით უნდა ვიმსჯელოთ. ციტატა ეს გასაგებია, მაგრამ ეკლესიის წიაღშიც შეიძლება შეცდნენ, თუნდაც დედამიწის გარეთ მყოფ არსებებზე(ხაზს ვუსვამ, არ ვგულისხმობ თეფშებსა და დიდთავიან მაჯლაჯუნებს, ფილმებში რომ არის) ეხლა შენ ისე ნუ გგონია, რომ რახან ერთი პიროვნება შეიძლება შეცდეს, ვსო აღარ უნდა ვენდოთ არავის! კაი, ვთქვათ ერთი პიროვნება შეცდა, მაგრამ ყველა ერთხმად შეცდა და შენ ხარ მართალი? მასე გამოდის, რადგან შენ ამბობ-შეიძლება ეკლესიის წიაღშიც შეცდნენ. ჯერ ერთი ეს დასაზუსტებელია შეცდნენ თუ არა. თუ ამბობ, რომ შეცდნენ, მაშინ უნდა დაუმტკიცო რაში და რატომ შეცდნენ. დღეს მთელი მართლმადიდებელი ეკლესია ამბობს, რომ არანაირი უცხოპლანეტელები, ჰუმანოიდები და მფრინავი თეფშები არ არსებობენ. შენ თუ მართლმადიდებელ ეკლეიას არ ენდობი და არ გჯერა მისი დასკვნებისა, ეგ შენი საქმეა. მაგრამ შენ ვერ მაჩვენებ მცირე დასაყრდენსაც კი როგორც ბიბლიაში, ისე წმ. მამათა ნაშრომებში და საერთოდ, მართლმადიდებელ ეკლესიაში იმის თაობაზე, რომ ჩამოთვლილთაგან რომელიმე მხარს უჭერდეს უცხოპლანეტელთა არსებობას. ციტატა მთელი ეკლესია არ ცდება სარწმუნებრივ სწავლებებში, მაგრამ გეოგრაფიულ აღმოჩენებზე, ბიოლოგიის საკითხებზე და ა.შ. თუ ეს აშკარად არ ეწინააღმდეგება წმინდა წერილს, უბრალოდ არც განიხილავს და მიზეზები შემდეგია:1. ეს არ არის მრწამსის საკითხი. 2. ეს არ ახდენს გავლენას ადამიანის რწმენაზე. მაგრამ რატომ განიხილავენ წმ. მამები უცხოპლანეტელების არსებობა-არ არსებობის საკითხს? ანუ გამოდის, რომ ეს არ არის მხოლოდ გეოგრაფიული, ან ანატომიური საკითხი, არამედ სერიოზულია და მნიშვნელოვანი ღვთისმეტყველებაში. ციტატა და მე ვკითხულობ: რატომ არის ასეთი მძაფრი რეაქცია უცხოპლანეტელების არსებობაზე? როდესაც ეს არ წყვეტს ქრისტიანობისთვის არსებითად არაფერს. ეს შენ გგონია რომ არ წყვეტს, თორემ მე ზემოთ აგიხსენი კიდეც რატომ წყვეტს. თუ ჩემი ახსნა არ იყო საკმარისი, შეგიძლია წმ. მამებს გაეცნო ამის შესახებ. თუ არაქვს მნიშვნელობა, კიდევ ერთხელ გეკითხები- რატომ განიხილავენ მათ არსებობა-არ არსებობას ეკლესიის მამები? ესეიგი მნიშვნელოვანია! ციტატა იუსტინიანე პირველის მეუღლე, დედოფალი თეოდორა დღესაც ითვლება წმინდანად. მაშინ, როდესაც ის თუნდაც მონოფიზიტების მიმართ სიმპათიებით იყო განწყობილი და შეძლებისდაგვარად მფარველობდა მათ, თუმცაღა თავად ოფიციალურად არ იყო მონოფიზიტი. ისმის კითხვა, რატომ რჩება ის წმინდანად აღიარებულად, როდესაც მასეთ უმნიშვნელოვანეს საკითხში ის იჩენდა საკმაოდ არასწორ პოზიციას? გიორგი მაოცებ. განა არ იცი რომ ყველას მიმართ პატივისცემა, დახმარება და მფარველობა ვალია ქრისტიანისა? ვინც არ უნდა იყოს იგი:განურჩევლად ერისა, რასისა, სქესისა, რელიგიისა-ვინც დახმარებას გთხოვს ზურგი არ უნდა აქციო. გაიხსენე იგავი მოწყალე სამარიტელზე. რატომ აუარეს გვერდი ლევიტელმა და მღვდელმა დაჭრილს? იმიტომ, რომ დაჭრილი არ იყო მათი ეროვნებისა. ასეთი მიდგომა სასტიკად დაგმო ქრისტემ. იოანე ოქროპირი ბრძანებს, რომ უნდა გვძულდეს არა ადამიანი, არამედ მისი ცოდვილი ქმედება. შენ რა იცი, იქნება წმ დედოფალი მათ როგორც ადამიანებს ისე იფარავდა და სრულიადაც არ აქცევდა ყურადღებას მათ რელიგიურ აღმსარებლობას. ციტატა ესეც ერთ-ერთი მოსაზრება გრიგოლ ფერაძის წმინდანად შერაცხვის შესახებ, სადაც სინოდის გადაწყვეტილების გაუქმებას მოითხოვენ.http://religia.ge/ceo11_Feradze.html აუ რანაირად წერია, მაგრად მეზარება ეხლა ამის წაკითხვა, მერე გავეცნობი ნაწილ-ნაწილ. ციტატა წმინდა მამები უარყოფენ და უნდობლობით ეკიდებიან, მაგრამ თუნდაც თეოფანე დაყუდებული საუბრის ბოლოს ამბობს, რომ რაც მე თქვენ ახლა გესაუბრეთ, მაინც ვარაუდია და მომავალში ვნახავთო. მერე წმ. თეოფანეს ამ სიტყვების გამოყენება უცხო პლანეტელთა არსებობის შესახებ შეიძლება? იქნებ რას გულისხმობდა იგი ამ სიტყვებში. რატომ უნდა მივიღო ისე, როგორც მე მაწყობს? ციტატა ნაკლები შესაძლებლობა მაინც ასი პროცენტით არ გამორიცხავს უცხოპლანეტელების არსებობას და სავსებით შესაძლებელია ისინი იყვნენ ან დაცემული სულები, გარკვეულწილად გარდაქმნილები, რომლებიც სრულიად სამყაროს წესრიგში არიან ჩართულები. ზუსტადაც წმ. მამები ამბობენ, რომ ესენი დაცემული სულები, ანუ დემონები არიან. თანაც პავლე მოციქული დემონებს "ჰაერის მპყობელებს" უწოდებს. თუკი ვამბობთ, რომ არსებობენ უცხო პლანეტელები, მაშინ მათში მხოლოდ და მხოლოდ დემონები უნდა ვიგულისხმოთ. ამ აზრზეა მართლმადიდებელი ეკლესია და შესაბამისად მეც. -------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 03:44 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი