პოეზია |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
პოეზია |
marine |
Nov 15 2022, 01:37 PM
პოსტი
#2881
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 57,574 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ნოემბრის თვეში
აცივდა... მალე თოვლიც მოგვივა, დაფარავს ტყეებს თეთრი მანდილი, ვინ იცის, იქნებ მეც ფოთოლი ვარ, ნოემბრის თვეში ჩამოვარდნილი. მითხრეს, რომ წვიმდა თურმე იმ ღამეს და რომ ნისლმა და ქარმა დამხედეს, მე დავიბადე ნ ო ე მ ბ რ ი ს ც ა მ ე ტ ს და ერთი ვარდიც არ დამახვედრეს. დღეს შემოდგომის მზით დაფერილი, მიმქრალი შუქი ადგას მთა-გორებს და ქარი, როგორც იუველირი, ალვის ოქროვან ფოთლებს აგროვებს. როს სული ჩემი სიმშვიდეს ჰპოვებს და დამადგება მწუხრი ბატონად, იტყვიან, მისთვის შეწირულ პოეტს სამშობლომ როგორ ვერ უპატრონა. აცივდა... მალე თოვლიც მოგვივა, და ტყეს დაფარავს თეთრი მანდილი, ვინ იცის, იქნებ მეც ფოთოლი ვარ, ნოემბრის თვეში ჩამოვარდნილი. /მანანა ჩიტიშვილი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Nov 18 2022, 12:17 PM
პოსტი
#2882
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 57,574 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
საღამო ანანურთან
ნელა შემოხსნის აპრილი კარებს და სერებს მწვანე ტერფით დაივლის, ანანურს იქით - ახალი მთვარე, ანანურს აქეთ - ვაშლის ყვავილი. ახლოს - ია და ლორთქო ბალახი, შორს - ფშავის მთები, ჩამობინდული, არაგვი გდია, როგორც კალმახი, მთვარის ნემსკავით ამოზიდული. /მანანა ჩიტიშვილი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Nov 21 2022, 09:16 PM
პოსტი
#2883
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 57,574 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
არ დაიჯერო...
არ დაიჯერო, თითქოს მაკლიხარ, არ დაიჯერო, თითქოს გინატრე, შენ ხომ ჩემთან ხარ დღისით და ღამით, შენ ხომ ჩემში ხარ, როგორც სინათლე. ჩვენი სიშორე ვინ მოიგონა, ან მარტოსულად როგორ ჩამთვალეს, რად ვერ ამჩნევენ, რომ მზეებივით, შენი თვალები დააქვთ ჩემ თვალებს. როგორ თქვეს ჩემზე: ცხოვრობს ეულად და გულზე დარდებს იკრავს ღილივით, სასაცილოა, რად ვერ შენიშნეს ჩემს ბაგეებზე შენი ღიმილი. უკვირთ, აღმართზე მყარად რომ მივალ, მე ხომ გეყრდნობი მხარზე გოლიათს, სასაცილოა, როდესაც ვტირი, ის ცრემლი მარტო ჩემი ჰგონიათ. მე შენი სულიც მიმაქვს სხეულით, მინდა ლაჟვარდის ფრთებზე ვარწიო და უკვდავებას თუ ვერ ვუბოძებ, ლექსებად მაინც გადავაქციო. /ლელა გაბური/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Dec 3 2022, 12:52 PM
პოსტი
#2884
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 57,574 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
და მტრედებივით ელოდება გუმბათი ფიფქებს….
ეშვებიან და დაცემამდე უსკდებათ გული, ბედნიერებას ერთნაირად ვერასდროს ითმენ, ყველა სხვაგვარად ისაკუთრებს, ესმის და უვლის… მოდის თოვლი და მოდის, მოდის ფიქრი და დარდი…. ნეტავ სადა ხარ, ან როგორი ზეცა გახურავს… ო, ღმერთო ჩემო, თოვს კი არა, სასტიკად ბარდნის… ოღონდ შენს თავზე ჩემი მხრები გადამახურა!.. /მამა პეტრე კვარაცხელია/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Dec 11 2022, 08:57 PM
პოსტი
#2885
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 57,574 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
,,და რასაც ფიქრობ, ყველას აჩვენე,
ან ვისთან რა გაქვს დასამალავი. სიჩუმე ზოგჯერ სისუსტეს უდრის და შენც გახსენი შენი ფიქრები, რომ პატიოსნად, დიდხანს და მყუდროდ იცხოვრო, როცა აღარ იქნები." ოთარ ჭილაძე -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jan 5 2023, 11:03 PM
პოსტი
#2886
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 57,574 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
* * *
მოვარდა ჟამი მზის ამბოხების, ცხრა იადონი გულში მიგალობს, სადმე უეცრად თუ შემომხვდები, გთხოვ, სიხარული არ დამიშალო. გამოვასწარი ქარს და რა მიშავს, არ გაიოცო და არც დაიბნე, თუ ჩემმა მზერამ რამე განიშნა, ან ბაგეებმა გითხრეს რაიმე. შენ ხარ მზესავით დამსხმელი რეტის, ჩემი მიმქრალი სისხლის ამკლები, მოწონებაზე ათასჯერ მეტი და სიყვარულზე ოდნავ ნაკლები. /მანანა ჩიტიშვილი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Feb 17 2023, 09:19 PM
პოსტი
#2887
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 57,574 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
***
მე შენ მიყვარხარ და გულში მყავხარ, ვიცი, ეს ლექსიც მეპატიება, სუნთქვის ბოლომდე ნეტავი შევძლო შენი ცრემლების მონანიება! და ამის შემდეგ იქნებ გავებდო, ღვთისკენ სავალი გზების ძიება, მჯერა, ცოდვიანს სამოთხის კართან თვით პოეზიაც მეპატიება. /ვალერიან წიკლაური/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Feb 24 2023, 08:37 PM
პოსტი
#2888
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 57,574 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
***
"ეს შემოდგომაც მიიწურება და ამის შემდეგ ზამთარი მოვა, ხეებს ფოთლები ჩამოსცვივდება, დარი დაიკლებს, იმატებს თოვა, დედა ბუნება დაიძინებს და გამოაცხადებს სამთვიან გლოვას, სახლში ბუხარი აგიზგიზდება, საკვამურიდან დაიწყებს ბოლვას, მერე ჩამოყრის ცა თეთრ ფანტელებს, გადაათეთრებს ველებს და მთა-ბარს, ზამთრის ღრუბელი უშიშრად ცხელ მზეს, ჩამოუფარებს დროებით ფარდაგს, ირგვლივ სამყარო ძილს მიეცემა, დღე მოიკლებს და იმატებს ღამე, ყინვას მეფობა გადაეცემა, და მზეზე დიდხანს ენთება მთვარე, ეს შემოდგომაც მიიწურება, გაბატონდება ყველგან ავდარი, სამყარო თეთრად დაიბურება კარს შემოგვიღებს ცივი ზამთარი". /ვალერიან წიკლაური/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Feb 24 2023, 08:53 PM
პოსტი
#2889
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 57,574 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"მთელ სამყაროს შემოქმედო, უფალო ღმერთო,
ვწუხვარ, რომ შენი სიყვარული არა მქონია, ................................................... გმადლობ, რომ ზოგჯერ გულს ვაყოლებ ლექსების წერას, თუმცა მე რას ვწერ? ესეც შენგან გადმოვიწერე" /ვალერიან წიკლაური/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jun 15 2023, 01:39 PM
პოსტი
#2890
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 57,574 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"XX საუკუნის გამორჩეული ღვთისმეტყველის ვლადიმირ ლოსსკის სიტყვით, ადამიანი იმისთვის იბადება, რომ "ღვთისათვის პოეტი" იყოს".
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Mar 7 2024, 09:32 PM
პოსტი
#2891
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 57,574 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ლექსები ჩემი ბედისწერაა და დაჭრილ სულზე წვიმა მარილის"
/პოეტი ალექსანდრე მიშელაშვილი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 29th March 2024 - 06:12 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი