თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ღვთისმეტყველება _ ბოროტება

პოსტის ავტორი: ulvashi თარიღი: Jul 6 2007, 04:13 PM

რა არის ბოროტება?
არსებობს თუ არა ბოროტება, როგორც ასეთი
თუ ბოროტება ადამიანის სულის თვისება, ესე იგი გაჩნდა ადამიანთან ერთად, არა? მაგრამ ადამის სამოთხიდან გამოძვებამდე შეიძლებოდა არსებულიყო?
რა იყო ის ძალა, რამაც ერთ-ერთ ანგელოზს ღმერთისადმი თავის გატოლება გააბედინა?
ძალიან მაინტერესებს ამ კითხვებზე პასუხები, რომლებიც გამაგრებული იქნება შესაბამისი საღვთისმეტყველო არგუმენტებით

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Jul 6 2007, 04:15 PM

ციტატა(ulvashi @ Jul 6 2007, 04:13 PM) *

რა იყო ის ძალა, რამაც ერთ-ერთ ანგელოზს ღმერთისადმი თავის გატოლება გააბედინა?



თავისუფალი ნება

პოსტის ავტორი: shota1 თარიღი: Jul 6 2007, 04:16 PM

ბოროტება არ არსებობს, ისევე როგორც არ არსებობს სიბნელე,

ბოროტება უ - კეთურებაა, ანუ სიკეთის არ ქონა, ანუ ღმერთთან კავშირის გაწყვეტა...

თავისუფალ არსებას, ადამიანს და ანგელოზს აქვთ უნარი გაწყვიტონ კავშირი ღმერთთან და ჩაიკეტონ საკუთარ თავში, საკუთარ საფლობელოში, სადაც სიკეთე არ არის და შესაბამისად ჯოჯოხეთია...

მე მგონი smile.gif


პოსტის ავტორი: დავით ივერიელი თარიღი: Jul 6 2007, 04:18 PM

ulvashi
ბოროტება მხოლოდ სიკეთის ნაკლოვანებაა....

რომ არ ყოფილიყო ბოროტების ცნება არ იქნებოდა სიკეთე wink.gif

ეგ ძალა იყო თავისუფალი ნება, რომელიც გადავიდა ამპარტავნებაში wink.gif


პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Jul 6 2007, 04:19 PM

ციტატა(დავით ივერიელი @ Jul 6 2007, 04:18 PM) *

ulvashi
ბოროტება მხოლოდ სიკეთის ნაკლოვანებაა....

რომ არ ყოფილიყო ბოროტების ცნება არ იქნებოდა სიკეთე wink.gif

ეგ ძალა იყო თავისუფალი ნება, რომელიც გადავიდა ამპარტავნებაში wink.gif



სიკეთე თავად უფალია და ეს ნამდვილად არ არის ბოროტების შედეგი

პოსტის ავტორი: მარიტა თარიღი: Jul 6 2007, 04:22 PM

კანუდოსელი
კი გეთანხმები სიკეტე თავად უფალია და მერე წარმოიშვა ბოროტება,მაგრამ უფლის ნების გარეშე?

პოსტის ავტორი: shota1 თარიღი: Jul 6 2007, 04:30 PM

არსებობს სინათლე, მაგრამ ის არ არის სიბნელის არსებობის საფუძველი, უბრალოდ სინათლე შემოსაზღვრულია და ყველგან არ არის, შესაბამისად სადაც არ არის იქ არის სიბნელე...

სულს აქვს უნარი თავისი ნებით შემოისაზღვროს და სიკეთე, ანუ ღმერთი თავის თავში არ შემოუშვას, შესაბამისად იქ სადაც არ არის რმერთი არის ბოროტება...

პოსტის ავტორი: ulvashi თარიღი: Jul 6 2007, 04:36 PM

ესე იგი
1. სიკეთე და ბოროტება არაა ურთიერთდაპირისპირებული ცნებები
2. იმიტომ რომ სიკეთე ღმერთია და შესაბამისად, აბსოლუტური
3. თუ სიკეთე (სინათლე) აბსოლუტურია, ესე იგი ყველგან არის, ხოლო ბოროტება წარმოშობილია, შექმნილია, ხოლო სიკეთე მარადიული

თუ ბოროტება წარმოშობილია და შექმნილი, ვისგან შეიქმნა და რა ბედი ელის მას?
შეიძლება ასეთი დასკვნის გაკეთება, რომ თავისუფალმა ნებამ შექმნა ბოროტება?

პოსტის ავტორი: shota1 თარიღი: Jul 6 2007, 05:04 PM

სული არის ერთადერთი არსება სადაც შესაძლებელია არ იყოს სიკეთე...

შენ თუ სახლში შეხვალ და შუქს ცაარობ, ეს ხომ არ ნიშნავს რომ სიბნელე ვინმემ შექმნა ?

შენ თუ შენი სულის კარებს დახურავ და ღმერტს არ შემოუშვებ, ეს ხომ არ ნიშნავს რომ ვინმემ შექმნა უღმერთობა (ბოროტება)...

პოსტის ავტორი: ulvashi თარიღი: Jul 9 2007, 11:25 AM

ციტატა

შენ თუ შენი სულის კარებს დახურავ და ღმერტს არ შემოუშვებ, ეს ხომ არ ნიშნავს რომ ვინმემ შექმნა უღმერთობა (ბოროტება)...

ამბობ, რომ ბოროტება არ არის "შექმნილი?", ანუ მას შეუძლია თავისთავად არსებობა?
მაგრამ სამყაროს შექმნამდე არსებობდა მხოლოდ ღმერთი და ეს გამორიცხავს ბოროტების არსებობას სადმე
რაღაა იგი სინათლე, რასაცა ახლავს ბნელია
ესე იგი ბოროტება, როგორც ძალა არასუბსტანციურია და მას თავისთავად და დამოუკიდებლად არსებობა არ შეუძლია, ამიტომ ოდესმე დაასრულებს არსებობას

პოსტის ავტორი: shota1 თარიღი: Jul 10 2007, 12:25 AM

ციტატა
ამბობ, რომ ბოროტება არ არის "შექმნილი?", ანუ მას შეუძლია თავისთავად არსებობა?


არა შექმნილი თუ არ არის ეს არ ნიშნავს რომ მას ტავისტავად არსებობა შეუძლია, მე ვამბობ რომ ის რეალურად არ არსებობს...

მათემატიკურად რომ ვთქვათ თუ ვიტყვით რომ პლიუს უსასრულობა აბსოლიტური სიკეტეა, მაშინ ფიქსირებული ციფრი სისრულეს მოკლებული სიკეთეა, რაც უფრო უახლოვდება ციფრი ნულს მით უფრო მცირდება სიკეტე, ის შეიძლება ნულამდე დავიდეს მაგრამ მინუსებში არ გადავა, ანუ სინათლის გამოსხივების ძალა შეიძლება ნულამდე დავიდეს მაგრამ, სიბნელის გამოსხივება არ შეიძLება, ანუ სიბნელე არ არსებობს და არც არავის შეუქმნია, უბრალოდ ჩვენ დავარქვით სიბნელე სინათლის არ არსებობას. ბოროტების შემთხვევაშიც...

პოსტის ავტორი: Homo Faber თარიღი: Jul 10 2007, 12:46 AM

ერთი ისე უკაცრავად კი ვარ მაგრამ რა არის სიკეთე და ბოროტება???
რავი მე მგონი მაქამდე ჯერ ვერ ვქაჩავ და იქნებ ორი ან თუნდაც სამი სიტყვით მითხრათ, დევიტანჯე კაცი... smile.gif

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Jul 10 2007, 12:50 AM

ეს საინტერესო ზღაპარი, რომელშიც უდიდესი ღვთისმეტყველებაა ყველაფერში მარტივად გაგვარკვევს smile.gif

... იყო ერთი ქალაქი, ამ ქალაქში უნივერსიტეტი, და ამ უნივერსიტეტში კი, ერთი პროფესორი.
ერთ დღესაც, ჩვეულებისამებს პროფესორმა დარბაზის კარები შეაღო და მშვიდი ნაბიჯით
კათედრისაკენ გაეშურა. გადაჭედილ დარბაზში სიჩუმე ჩამოვარდა. სახუმარო საქმე
ნამდვილად არ არის მის ლექციაზე დასწრება, ამიტომ ყოველ წუთსა და სიტყვას ფასი აქვს.
ნახევრად გახუნებული მუქი ხელჩანთა მადიდაზე დადო და აუდიტორიას მიუბრუნდა.

- სანამ კონკრეტულად განსახილველ საკითხზე გადავიდოდეთ, მსურს
ცოტა გავისაუბროთ - დოინჯგაკეთებულმა აუდიტორიაში სიარული დაიწყო.
- ვის გწამთ ღმერთის არსებობის?
მიუხედავად იმისა, რომ ყველასათვის ასე თუ ისე ცნობილი იყო განსახილველი
თეოლოგიური საკითხები... ასეთი პირდაპირი ფორმით დასმულმა შეკითხვამ
მაინც დაბნეულობა გამოიწვია.
პროფესორმა გაკვირვებული გამომეტყველებით თვალი შეავლო სტუდენტებს.
- მ ე - უპასუხა ერთმა ოდნავ გასაგონი ხმით.
- ძალიან კარგი - ამჯერად უკვე მომღიმარემ გააგრძელა - მაშინ მიპასუხე,
ყველაფერი რაც არსებობს ღმერთის შექმნილია?
- დიახ.
- ღმერთმა შექმნა ყველაფერი? - გაიმეორა იგივე კითხვა უკვე გაცილებით
კონკრეტულად და შედარებით მაღალი ტონით.
- დიახ ბატონო.
- თუ ღმერთმა შექმნა ყველაფერი გამოდის, რომ მანვე შექმნა ბოროტება,
რადგან ასეთი რამ არსებობს. ხოლო თუ გავითვალისწინებთ არსებულ პრინციპს,
რომ ჩვენი საქმენი განგვსაზღვრავენ პირადად ჩვენ, გამოდის - ღმერთი ბოროტიცაა.
ასეთი პასუხის გამგონე სტუდენტი დადუმდა. პროფესორი აშკარად კმაყოფილი იყო
მიღწეული შედეგით, ამაყად დარბაზს გადახედა, თითქოს თვალებით ანიშნა:
''ალბათ მიხვდით რისი თქმაც მსურდა'' და განსახილველ საკითხზე გადასასვლელად მოემზადა.

- შეიძლება ბატონო შეკითხვა თქვენც დაგისვათ? - გაისმა აუდიტორიაში
- რა თქმა უნდა.
- ბატონო პროფესორო სიცივე არსებობს?
- რა შეკითხვაა? რა თქმა უნდა არსებობს. შენ რა არასდროს შეგცივნია?
სტუდენტებს გაეცინათ და ირონიულად შეხედეს კითხვის დამსმელს.
- სინამდვილეში კი ბატონო, სიცივე არ არსებობს. ფიზიკის კანონების თანახმად,
რასაც ჩვენ სიცივედ ვთვლით, სხვა არაფერია თუ არა სითბოს არ არსებობა.
ადამიანის ან საგნის შესწავლა შესაძლებელია იმის მიხედვით გააჩნია
თუ არა მას ან გადასცემს თუ არა ის ენერგიას.
''აბსოლიტური ნოლი'' - 273 გრადუსი ცელსიუსი წარმოადგენს სითბოს სრულ არ არსებობას.
სიცივე არ არსებობს. ჩვენ შევქმენით ეს სიტყვა, რათა აღვწეროღ ის,
რასაც სითბოს არ არსებობისას ვგრძნობთ და მას მოყვება.
ამჯერად დარბაზში სიჩუმე იდგა.
- ბატონო პროფესორო სიბნელე არსებობს?
- რა თქმა უნდა არსებობს - სერიოზულად მიუგო პროფესორმა.
- თქვენ ისევ ცდებით. სიბნელეც არ არსებობს. სინამდვილეში სიბნელე წარმოადგენს
სინათლის არ არსებობას. ჩვენ უნარი შეგვწევს სინათლის შესწავლის, მაგრამ არა - სიბნელის.
ჩვენ შეგვიძლია დავშალოთ დღის შუქი მრავალ სხვადასხვა ფრად და შევისწავლოთ ყოველი
ფერის განსხვავებული ტალღათა სიგრძე. თქვენ ვერ შესძლებთ სიბნელის გაზომვას.
უბრალო სინათლის სხივს ყოველთვის შესწევს უნარი
შეიჭრას სიბნელის სამყაროში და გაანათოს იგი.
როგორ შესძლებთ იმის გაგებას, თუ რამდენად ბნელია რომელიმე სივრცე?
თქვენ გაზომავთ რა რაოდენობის სინათლეა იქ წარმოდგენილი. განა ასე არ არის?!
სიბნელე ეს მცნებაა, რომელსაც ადამიანი იყენებს იმის აღსაწერად,
თუ რა ხდება სინათლის არ არსებობისას.

სტუდენტმა პაუზა გააკეთა. სურდა ბოლომდე დასულიყო ადრესატამდე ნათქვამი,
რაც ალბათ შესაბამის რეაქვიას გამოიწვევდა, თუმცა დარბაზში კვლავ სიჩუმეა გაბატონებული.

- და ბოლოს... ბოროტება თუ არსებობს?
ამჯერად პროფესორმა უკვე გაუბედავად უპასუხა:
- არსებობს, რაც უკვე ავღნიშნე. ჩვენ ვხედავთ მას ყოველ დღე.
სისასტიკე ადამიანთა შორის, უამრავი დანაშაული და ძალადობის ფაქტები მთელ მსოფლიოში...
ეს მაგალითები სხვა არაფერია, თუ არა ბოროტების გამოვლინება.
- ბოროტება არ არსებობს პროფესორო, ყოველ შემთხვევაში ის არ არსებობს როგორც ასეთი,
პირადად მისთვის. ბოროტება ეს უბრალოდ ღმერთის არ არსებობაა. ის გავს სიცივესა და
სიბნელეს - სიტყვა, ადამიანის მიერ შექმნილი, რომ აღწეროს ღმერთის არ არსებობა.
ღმერთს არ შეუქმნია ბოროტება. ბოროტება ეს არაა რწმენა ან სიყვარული
რომლებიც არსებობენ სითბოსა და სინათლის მსგავსად.
ბოროტება ესაა ადამიანის გულში ღვთაებრივი სიყვარულის არ არსებობის შედეგი,
რომელიც დგემა როდესაც არ არის სითბო... ან სიბნელის მსგავსად
რომელიც დგება სინათლის არ არსებობით.

დარბაზში კვლამ სიჩუმე სუფევდა. ცოტა ხანში სტუდენტი დაჯდა,
ხოლო პროფესორმა დუმილით კათედრას მიაშორა.
_______________


რადგან ბოროტება სხვა არაფერია, თუ არა სიკეთის ნაკლებობა,
ისევე როგორც სიბნელე ნაკლებობაა სინათლისა.
სიკეთე გონისეული სინათლეა. მსგავსადვე, ბოროტება გონისეული სიბნელეა.
ღვთისგან სწორედ სინათლე შეიქმნა და შეიქმნა, როგორც კეთილი, რადგან
''ნახა ღმერთმა ყოველივე, რაც ქმნა, და აჰა - კარგი ძალიან'' [შეს. 1,31]
წმინდა იოანე დამასკელი


მართლმადიდებელი სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა.
თავი მეთვრამეტე

პოსტის ავტორი: ulvashi თარიღი: Jul 10 2007, 10:11 AM

shota1
მნათე
მეც დაახლოებით მასე ვფიქრობდი. საინტერესო ტექსტი იყო. გმადლობთ

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Jul 10 2007, 12:10 PM

ციტატა
მეც დაახლოებით მასე ვფიქრობდი. საინტერესო ტექსტი იყო. გმადლობთ


საინტერესო ის არის რომ, ბოროტების საწყისი და მიზანი - სიკეთეა biggrin.gif

ამ დიდ პრობლემაზე შემდეგ თემას გავხსნი, ადამიანური ბუნების კანონი - იგივე სინდისი - იგივე ზნეობა smile.gif

პოსტის ავტორი: catherina_10 თარიღი: Jul 12 2007, 01:34 PM

ციტატა
ეს საინტერესო ზღაპარი, რომელშიც უდიდესი ღვთისმეტყველებაა ყველაფერში მარტივად გაგვარკვევს

მნათე ეს ზღაპარს არ გავს, ნამდვილად კარგი გასააზრებელი სიბრძნეა

პოსტის ავტორი: მართა თარიღი: Jul 12 2007, 01:58 PM

ციტატა(catherina_10 @ Jul 12 2007, 02:34 PM) *

მნათე ეს ზღაპარს არ გავს, ნამდვილად კარგი გასააზრებელი სიბრძნეა

მომეწონა მადლობა მნათე madlioba.gif ასეთები ბევრი იცი?ხანდახან რომ ჭამენ დადე მსგავსი რამეები და დაშოშმინდებიან biggrin.gif

პოსტის ავტორი: iraklidze თარიღი: Jul 12 2007, 02:45 PM

ზოგადად სიკეთსი საპირისპირო საქციელია, თუ არსებობს სიკეთე სადმე ბოროტებაც იქნება, თორემ ისე საიდან გაიგებ რომ სიკეთეა smile.gif.

მაგრამ ისე მე მგონი თავდაცვის ინსტიქტის ცუდი ინტერპრეტაციაა. მაგრამ ცოტა ბოროტება ხანსახან საჭიროა, თორემ ამ სამყაროში სიკეთე დასჯადია sad.gif.ბევრი სიკეთის მაკეთებელი ხშირად სულელადაც კი მოუნათლავთ, ასე რომ ხანდახან რამე ცუდი თუ არ გაურია კაცმა, სხვებს არ ესიამოვნებათ. ასე რომ ყევალ ადამიანშია ბოროტი ნება, მთავარია ცოტა იყოს smile.gif. და მაქსიმალურად ვეცადოთ კიდე უფრო შევამციროდ და მოვთოკოთ თავი.

ყველას ჩაუდენია რამე ბოროტი საქციელი, არც ისე არაჩვეულებრივი მოვლენაა.

პოსტის ავტორი: ulvashi თარიღი: Jul 12 2007, 03:46 PM

ციტატა
ასე რომ ყევალ ადამიანშია ბოროტი ნება, მთავარია ცოტა იყოს .

აი, სწორედ ამას არ ვეთანხმები. ბოროტი ნება არ არსებობს, არსებობს თავისუფალი ნება, რომლსაც, შეიძლება სიკეთე აკლდეს

პოსტის ავტორი: Tatarashvili თარიღი: Jul 12 2007, 04:58 PM

მნათე

მომეწონა... დიდი სიბრძნეა ჩადებული და ბევრის მასწავლებელი ზღაპარია(თუ შეიძლება ამას ზღაპარი ვუწოდოთ)

პოსტის ავტორი: iraklidze თარიღი: Jul 12 2007, 06:00 PM

ციტატა
აი, სწორედ ამას არ ვეთანხმები. ბოროტი ნება არ არსებობს, არსებობს თავისუფალი ნება, რომლსაც, შეიძლება სიკეთე აკლდეს


ზოგადად კი არ არსებობს ბოროტი ნება, ადამიანს უნდა ბოროტის გაკეთება. ხანდახან და ის ვიგულისხმე რომ უნდა შეეძლოს თავის მოთოკვა-მეთქი, თორემ ბოროტი ნება ეს ცალკე მოვლენა ან არსება კი არაა smile.gif. სურვილის ნაირსახეობაა. ხომ გვაქ რაღაც სურვილები, ზოგი ბოროტია, ზოგი კეთილი. ესეც საზოგადოებისგან და სიტუაციიდან გამომდინარეობს.

აი მაგალითად ერთი რამ მაინტერესებს, ბოროტებაა თუ არა როდესაც ერთი ადამიანის სიცოცხლის ხარჯზე ადამიანი შექმინს რაიმე წამალს, რომლითაც მერე ათასებს მოარჩენენ. მაგალითად ყველამ ვიცით რა საშინელი ცდები ტარდებოდა კონცლაგერებში II მსოფლიო ომისას. მაგრამ ისიც ცნობილია რომ ამ ცდებმა რამოდენიმე ათეული წლით წაწია მედიცინა წინ.

პოსტის ავტორი: გიორგი თარიღი: Jul 12 2007, 06:44 PM

ციტატა
კონცლაგერებში

საკონცენტრაციო ბანაკებში
ციტატა
ბოროტებაა თუ არა როდესაც ერთი ადამიანის სიცოცხლის ხარჯზე ადამიანი შექმინს რაიმე წამალს

- თუ ექსპერიმენტს ატარებენ ადამიანზე ან ადამიანებზე მათი სურვილის გარეშე თუნდაც ეს მედიცინისთვის სასარგებლო იყოს ბოროტებაა.
- თუ ექსპერიმენტს ატარებენ ადამიანზე ან ადამიანებზე მათი სურვილით, მაგრამ მათი ეს სურვილი მომდინარეობს მატერიალური კომპენსაციის გამო ანდა უკომპენსაციოდ მაგრამ სურვილის პირველ მიზეზი არის საექსპერიმენტო ადამიანების უჭკუობა, ქმედუუნარობა ანდა უსასოობით და თვითმკვლელობის სურვილით გამოწვეული საკუთარი თავის არაფრად ჩაგდება მაშინაც ბოროტებაა.
- თუ ექსპერიმენტს ატარებენ ადამიანზე ან ადამიანებზე მათი სურვილით, რომელიც მომდინარეობს მათი სიყვარულისგან იმ ადამიანების მიმართ ვისთვისაც ეს დადებით შედეგს გამოიღებს. არ არსებობს არანაირი ანგარების მომენტი და პირიქით ექსპერიმენტის შედეგად საექსპერიმენტო ადამიანები სიყვარულიდან მომდინარე საკუთარივე ნებით თავს სწირავენ საკუთარ მოყვასს, მაშინ ეს თავგანწირვაა და ბოროტებად არ ჩაითვლება.

პოსტის ავტორი: iraklidze თარიღი: Jul 12 2007, 08:45 PM

გიორგი
მადლობთ ბატონო მოსამართლე biggrin.gif.

მე რომ ვთქცა კიბოს წამალს გამოვიგონებ და მოლიონობოთ ადამიანს მოვარჩენთქო, სამაგიეროდ 10 კაცის სიცოცხლე მინდა მეთქი, გამართლებული იქნება თუ არა იმ 10 კაცის სიცოცლხე, მიუხედავად მათი ნებისა. უბრაოდ მაინტერესებს. დაფიქრდით 10 მილიონის წინ. ამ 10-ში შეიძლება შენთვის ძვირფასი ადამიანი იყოს და ამიტომ ვერ დათმო, მაგრამ იმ მილიონში უფრო მეტი შანსი აქ მოხვედრის.

მე არ ვთვლი რომ ადამიანის სიცოცხლით ასე უნდა თამაშობდეს ვინმე, უბდალოდ თქვენი აზრი მაინტერესებს.

პოსტის ავტორი: shota1 თარიღი: Jul 12 2007, 11:38 PM

ამბობენ რომ ადამიანი მუდმივად აკეტებს არცევანს სიკეთესა და ბოროტებას (ნაკლებ სიკეთეს) smile.gif შორის,

მაინტერესებს თქვენი აზრი: არსებობს თუ ადამიანის ცხოვრებაში ისეთი არჩევანი, რომელიც ამ დილემისაგან თავისუფალი იყოს, ანუ შეიძლება თუ არა ადმიანი იდგეს ორი კეთილი ალტერნატივის წინაშე? ანუ იღებდეს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელსაც არავითარი კავშირი არ აქვს სიკეთესა და პოროტებასთან?

მგონია რომ ბოროტებასა და სიკეტეს ოს კი არ განსაზღვრავს რას აკეტებ, არამედ რატომ აკეტებ...

სიყვარულის მოტივით ჩადენილი მკვლელობა მგონია რომ ცოდვა არ არის...

პოსტის ავტორი: გიორგი თარიღი: Jul 13 2007, 12:31 AM

ციტატა
მე რომ ვთქცა კიბოს წამალს გამოვიგონებ და მილიონობოთ ადამიანს მოვარჩენთქო, სამაგიეროდ 10 კაცის სიცოცხლე მინდა მეთქი, გამართლებული იქნება თუ არა იმ 10 კაცის სიცოცლხე, მიუხედავად მათი ნებისა.

არ იქნება გამართლებული ორი მიზეზის გამო, პირველი რეალისტური პრაქტიკიდანაა, მეორე კი ქრისტიანული მსოფლმხედველობიდან:
1) რეალურად არ არსებობს არავითარ საქმეში 100%-იანი გარანტია, ექსპერიმენტი თავისთავად ისეთი რამეა, რომ თავის თავშივე მოიცავს ცდას ანუ მცდელობას, რაც შეიძლება სულაც არ იყოს წარმატებული, ამიტომ რეალურ ცხოვრებაში საკითხი ეგრე არასოდეს არც ერთ საქმეში არ დაისმება, რომ "10 კაცის სიცოცხლე მინდა და და სამაგიეროდ მილიონს გადავარჩენო". საეჭვო შედეგის დროს მითუმეტეს არ შეიძლება არავითარი ექსპერიმენტი.
2) ქრისტიანული მსოფლმხედველობა რამდენადმე განსხვავდება საზოგადოებაში დამკვიდრებული ნორმებისაგან. ადამიანის მოკვლის უფლება სხვა ადამიანების გადასარჩენად არ შეიძლება. ამით სრულიად უდანაშაულო ადამიანს ვუსწრაფებთ სიცოცხლეს და ვართმევთ ამქვეყნიური სინანულის და მადლის მიღების შანსს სხვისი სიცოცხლის სანაცვლოდ. ეს ყოვლად დაუშვებელია. საერთოდ პრინციპული განსხვავება ასე ვთქვათ საზოგადოებრივი ნორმების და ქრისტიანული მსოფლმხედველობის არის ის რომ საზოგადოებაში უმაღლესი ფასეული არის ადამიანის სიცოცხლე, ხოლო ქრისტიანობაში სულის ცხონება, ამიტომ საზოგადოებრივი ნორმებით ყველაფერი ემსახურება ადამიანის სიცოცხლის გადარჩენას, ხოლო ქრისტიანობის ამოსავალი წერტილი არის სულის გადარჩენა ამიტომ ქრისტიანობა მატერიალურ სიკეთეებს გარკვეულ სიტუაციებში უკანა პლანზე აყენებს. ქრისტიანობა არ თვლის, რომ თუ ვინმე იმკურნალებს ამ წამლით და სიცოცხლეს გაიხანგრძლივებს ამით უმთავრესი საქმე გაკეთდება. (თავისთავად სიცოცხლე კარგია, მადლის მიღების საშუალებაა, მაგრამ უმთავრესი ფასეული მაინც არაა)

ეგეთი ლოგიკით და თანმიმდევრული დამოკიდებულების მიხედვით ბოლოს ადამიანის სხეულის გამოყენებამდე მივალთ, როდესაც სხვა ადამიანების გადასარჩენად (თუნდაც ერთის სიკვდილმა ორი გადაარჩინოს დათვლის პრინციპით უკვე სასარგებლო გამოდის) შესაძლებელია ორგანოების გადანერგვა ვთქვათ რამდენიმე პაციენტისთვის ერთი ადამიანის სიკვდილის ხარჯზე.

ასევე ა.შ.შ.-ში გამოჩნდა ნოვატორული იდეა ყოველმა ოჯახმა იყოლიოს ერთი კლონირებული ადამიანი, რომელიც ოჯახის დანარჩენი წევრების სიცოცხლის გარანტი იქნება, რადგან ოჯახის ყველა წევრი საჭიროების შემთხვევაში გამოიყენებს მის ორგანოებს, თანაც ვინაიდან ოჯახის წევრების უჯრედებიდან იქნება ეს ადამიანი განვითარებული მისი ორგანოები ძალიან თავსებადი იქნება ოჯახის ყველა წევრისათვის. (ერთის სიკვდილი 4-5 ადამიანის სიცოცხლის გარანტი ხდება, მათემატიკურად სასარგებლო გამოდის). არადა ამ თანამედროვე მეცნიერული მიღწევის უკან, რამდენიც არ უნდა გავალამაზოთ საკუთარი ძმის ან დის მკვლელობა კანონდება და ნორმად ცხადდება, რადგან კლონირებით მიღებული ადამიანი ჩვეულებრივი პიროვნებაა, დანარცენი ოჯახის წევრების ბიოლოგიური ძმა ან და, მისი "დანაშაული" მხოლოდ ის იქნება, რომ საექსპერიმენტო კლონირებული უჯრედიდან გაჩნდა. ეს არის საშინელება. ამის წინააღმრდეგი არის არა მარტო მართლმადიდებლური, არამედ კათოლიკური და ყველა პროტესტანტული ეკლესიაც. აი ამ დონემდე შეიძლება მივიდეს ადამიანი ამ "კეთილშობილი" საქმით.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 15 2017, 12:33 PM

+

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 2 2017, 12:35 PM

"ქრისტიანული მოძღვრებით, ცოდვა ანუ ბოროტება გაუკუღმართებაა იმისა, რაც ღმერთმა კეთილად და უცოდველად შექმნა."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 21 2017, 06:23 PM

"საკუთარ თავში სიკეთის გამრავლება ნიშნავს სიკეთის გამრავლებას სამყაროში, ხოლო ბოროტის შემცირება - სამყაროში ბოროტის შემცირებას."

/მეუფე ანდრია (გვაზავა)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 1 2017, 08:46 AM

"ნებისმიერი ბოროტება, რასაც ადამიანი სჩადის, მისი სულის დაღუპვისკენაა მიმართული"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 23 2017, 10:45 AM

"ბოროტი ადამიანის გულიც ისევე გაუმაძღარია, როგორც კეთილისა, ოღონდ ერთი სხვაობით: პირველი ბოროტი საქმეებით ვერ ძღება, ხოლო მეორე - კეთილი საქმეებით".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 27 2017, 06:17 PM

"უღირსი საქციელის წინ წამოწევით, ჩვენ მხოლოდ ვაძლიერებთ მას".

/მიტროპოლიტი ათანასე ლიმესოელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 30 2017, 10:57 AM

"ბოროტ ადამიანებს დაავიწყდათ ზეცაში მჯდომარე უხილავი ღმერთი".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 6 2017, 10:38 AM

"ბოროტებას სიკეთეს ნუ დავარქმევთ და ნუ დავიტეხთ თავზე ღვთის რისხვას!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 8 2017, 11:37 AM

"ბოროტის დათმენა როდია ბოროტება, არამედ ბოროტის ქმნაა ბოროტება, ამიტომ უბედურებათა მოთმინებით გადატანისთვის ცათა სასუფეველი გვაქვს აღთქმული".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 9 2017, 08:16 PM

"რწმენის გარეშე გაკეთებული სიკეთე ურწმუნო, ღვთის არმოშიშია და თუ ძლიერ გაანაწყენებ, სიკეთეს ბოროტებითაც შეცვლის. ღვთის შიში კი არასდროს დაუშვებს ბოროტების წილ ბოროტებას".

/წმ. გაბრიელ სალოსი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 31 2018, 11:22 AM

"არ შეიძლება ბოროტება საერთოდ განდევნო სამყაროდან, მაგრამ შესაძლებელია ყოველ ადამიანში შეავიწროვო იგი."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 1 2018, 02:23 PM

"თუ სიკეთე არ გაგაჩნია, მაშინ შენში ცოდვაა ჩაბუდებული. ერთ ჭერქვეშ სიკეთისა და ბოროტების თანაცხოვრება შეუძლებელია. ისევე როგორც ნათელი და ბნელი ერთმანეთთან შეუთავსებელია.

თუ სინათლე გაუჩინარდა მის ნაცვლად ბნელი დაისადგურებს. სიკეთე და ბოროტება ერთმანეთს ენაცვლებიან, მაგრამ მათი თანაასებობა შეუძლებელია".

/წმ. ნიკოლოზ სერბი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 11 2018, 06:29 PM

“ყველაფერი, რაც ღმერთის მიერაა შექმნილი, სიკეთეა. უფალს ბოროტება არ შეუქმნია”.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 11 2018, 07:01 PM

"- მამაო, როგორ უნდა შევებრძოლოთ ბოლო დროს თითქოს გამრავლებულ ბოროტებას?

- ბოროტებას შიშველი ხელებით ვერ შევებრძოლებით. აუცილებელია უფლის მცნებების გადმოტანა ცხოვრებაში. როცა ადამიანი ცოდავს და ბოროტებას სჩადის, მოყვასმა ის უნდა შეიწყალოს. დღეს კი პირიქით ხდება - თუ კაცი წაიქცა, ბევრი ცდილობს მის გადათელვას, არავინ - წამოყენებას. ეკლესიის სწავლებით კი ამგვარი შეცდომილი, უარყოფილი უნდა დააბრუნო დედაეკლესიის წიაღში.

ბოროტებას უნდა ვებრძოლოთ აღსარებით, ზიარებით. როცა ბავშვი პირველ ნაბიჯებს დგამს, მშობელი ეხმარება. როცა ისწავლის სიარულს, უკვე ჩამოყალიბებული ადამიანია. რატომღაც უფროსებს არ გვიყვარს გამუდმებული სწავლა, ყოველთვის ვიღაცის ხელით გვსურს, ცხოვრება გავლიოთ.

უფლის მინდობით, სასულიერო პირების დახმარებით შევძლებთ სიკეთის კეთებას. იოანე ღვთისმეტყველი ამბობს: "იყვარებოდეთ ურთიერთარს, რათა ერთობით აღვიარებდეთ - მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, სამებასა ერთარსებასა და განუყოფელსა".

/მამა ალექსანდრე თოლორდავა/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 25 2018, 01:16 PM

"კაცი თავის თავს თვითონ ბოროტობს, თვითონ კრავს"

/დეკ. დავით შაქარაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 16 2018, 11:00 AM

"თუ ბოროტებასთან ბრძოლის დაწყება გვინდა, უპირველესად საკუთარ თავში უნდა აღმოვფხვრათ იგი და თუ ამას შევძლებთ, ჩვენ გარშემოც მოვახერხებთ".

/დეკანოზი ალექსი უმინსკი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 16 2018, 04:59 PM

"ბოროტს ბოროტით ნუ მიუზღავ და შეურაცხყოფას შეურაცხყოფითვე ნუ უპასუხებ, რადგან შენი დამცირება - დაკნინება უფლის ნებით ხდება, რომელიც ხედავს, რომ თვით შენ არ დაიმდაბლებ თავს".

/წმ. ანტონი დიდი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 26 2018, 03:54 PM

"ჩვენში დამარცხებული ბოროტება მთელი სამყაროსთვისაც დამარცხებულია"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 27 2018, 02:10 PM

"როგორი ბოროტებაც არ უნდა გაგვიკეთონ, მოვალენი ვართ, ღვთის შვილობა გამოვიჩინოთ."

/დეკ. პეტრე გიორგაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 17 2019, 12:09 PM

"ბოროტება დაუსჯელობისგან თავხედდება და ძლიერდება"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 18 2019, 07:31 PM

"- რომ არა სიკეთე, ბოროტებას რით დავამარცხებთ?

- ვერაფრით. ბოროტება არის სიკეთის ნაკლებობა. ამიტომაა, რომ ბოროტებას ვერ შეებრძოლები, როგორ შეებრძოლები ოთახში სიცივეს, გადი, შე წყეულო, რომ უთხრა, გავა? სითბო უნდა დაანთო. სიკეთე არის რეალობა, ბოროტებას, თავისთავად, არსებობა არ აქვს, ეს არის არასწორი ხედვა, არასწორი მოქმედება, შენ არქმევ ბოროტს, იმიტომ რომ ვერ გაუგე.

ბავშვი ხეს რომ დაეჯახება, ხე ბოროტია მისთვის. ბოროტება არის არა ხე, არამედ მისდამი არასწორი დამოკიდებულება. ბოროტებას არა მასთან ჭიდილი, არამედ ცოდნა მოსპობს, დანახვა და მერე სიბრძნე, თუ როგორ გადააკეთო ის სიკეთედ. ამიტომ, როცა ბოროტება მრავლდება, შენ უნდა აიღო პასუხისმგებლობა,რომ მეტი აქტიურობით გაანელო, გამოწვევას გიწყობს, რომ შენ ინერტული არ გახდე".

/მამა გურამ ოთხოზორია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 2 2019, 10:04 PM

"ბოროტი ზრახვანი - თესლია ყოველგვარი ბოროტებისა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 6 2019, 09:19 PM

"ბოროტი ზრახვების დასათრგუნად ძალიან მნიშვნელოვანია ლოცვა"

/დეკ. დავით ციცქიშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 6 2019, 10:01 PM

"თუ ადამიანი რაიმესთან დაკავშირებით თუნდაც მცირეოდენი ბოროტი ზრახვები აქვს, რა ღვაწლსაც უნდა აღასრულებდეს იგი, იქნება ეს მარხვა, მღვიძარება თუ რაიმე სხვა, ყველაფერი ამაოდ ჩაუვლის"

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 17 2019, 09:45 PM

"ნუ ჩაიდენ ბოროტებას და არც შენ გეწევა ბოროტი"

/ისო ზირაქი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 20 2019, 07:59 PM

"ბოროტება განათლებული ადამიანებისაგან მოდის"

/წმ. კოსმა ეთოლიკიელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 1 2019, 03:45 PM

"არ დაგძლიოს ბოროტმა, არამედ სიკეთით სძლიე ბოროტს"

/წმ. პავლე მოციქული/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 20 2019, 11:18 AM

"ადამიანი, რომელიც ატარებს ბოროტებას გულში, უპირველეს ყოვლისა თავის თავს ვნებს"

/ილია მეორე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 4 2019, 10:00 PM

"ბოროტება არასწორად გაგებული თავისუფლება და არასწორად წარმართული ნებაა, სხვაგვარად რომ ვთქვათ - ბოროტი ნება. ის შეიძლება გამოვლინდეს, რადგანაც არსებობს პიროვნება, რომელსაც იგი ეკუთვნის. ასეთი პიროვნება, პირველ რიგში ბოროტი სული, ანუ ეშმაკია. რა თქმა უნდა, თავადაპირველად ისიც კეთილად შეიქმნა, რადგან ღმერთს არაფერი ბოროტი არ შეუქმნია. მხოლოდ თვითნ მას, ადრე კეთილ სულს შეეძლო ბოროტებისაკენ გადახრილიყო და დაცემულიყო. წმინდა ეკლესია გვასწავლის ნათელი სულის დაცემის შესახებ, რომელიც შემდეგ ეშმაკად იქცა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 13 2019, 03:15 PM

"ბოროტება ღმერთის ნაკლებობაა ადამიანში"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 20 2019, 02:02 PM

"როდესაც ადამიანში ქრისტეა დავანებული, მას არ შეუძლია ჩაიდინოს ბოროტება. ამის საპირისპიროდ, ბოროტი სულით შეპყრობილს არ ძალუძს, შეიყვაროს"

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 20 2019, 03:25 PM

"როცა ადამიანი სიკეთის ტყვე ხდება, მაშინ მას არ ძალუძს დაძრახოს, მოიძულოს, თქვას ტყუილი. რომც უნდოდეს, მაინც ვერ შეძლებს. აბა, როგორ შევა მის სულში ბოროტი? როგორ შეამთხვევს მას უიმედობას, იმედგაცრუებას, მცონარებას და მსგავს რამეებს? ადამიანი საღვთო მადლით ივსება და ბოროტებას არ შეუძლია მასში შესვლა"

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 20 2019, 10:30 PM

"ყველაზე სრულყოფილი გზა ის არის, რომ პირდაპირ ბოროტებას კი არ დაუწყოთ ბრძოლა, არამედ შეიყვაროთ ქრისტე, მისი ნათელი, და ბოროტებაც უკან დაიხევს"

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 25 2019, 04:33 PM

"როდესაც ვინმე უსამართლოდ გვეპყრობა - ცილს გვწამებს, შეურაცხგვყოფს, უნდა ვიფიქროთ, რომ ის ჩვენი ძმაა, რომელიც ბოროტის გავლენის ქვეშ მოექცა; ბოროტის მსხვერპლი გახდა. ამიტომ უნდა თანავუგრძნოთ მას და ვევედროთ ღმერთს, რომ შეგვიწყალოს ჩვენც და ისიც; და ღმერთი ორივეს დაეხმარება. ხოლო, თუ მასზე განვრისხდებით, მაშინ ბოროტი ჩვენზე გადმოინაცვლებს და ორივეს მასხრად აგვიგდებს. ვინც სხვას განიკითხავს, მას არ უყვარს ქრისტე. ეს ეგოიზმის ბრალია. აქედან იწყება განკითხვა".

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 26 2019, 10:28 PM

"ნუ აღვშფოთდებით მკრეხელებზე, უღმერთოებზე, მდევნელებზე და ა.შ. აღშფოთება ცუდია. მათი სიტყვები, მათი ბოროტება მოვიძულოთ, ხოლო ადამიანს, რომელიც ამას ამბობს, ნუ მოვიძულებთ, ნურც აღვშფოთდებით მის წინააღმდეგ. ვილოცოთ მისთვის. ქრისტიანს აქვს სიყვარული და კეთილშობილება და ამის შესაბამისად მოქმედებს".

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 29 2019, 07:36 PM

"არასდროს უნდა ვიფიქროთ სხვაზე, რომ ღმერთი მას ბოროტს მიაგებს ან დასჯის მისი ცოდვების გამო. ასეთ გულისზრახვას, ჩვენდა გაუცნობიერებლად, დიდი ბოროტება მოაქვს".

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 30 2019, 05:04 PM

"ჩვენი სული წყლით სავსე აუზის მსგავსია. თუ წყალს ყვავილებზე მიუშვებ, ე. ი. სათნოებებზე, სიკეთის გზაზე, მაშინ ჭეშმარიტი სიხარულით იცხოვრებ და ატროფირდება ეკლები, ანუ ბოროტება. ხოლო თუ წყალს ეკლებზე მიუშვებ, გაიზრდებიან, მოგაშთობენ და ყველა ყვავილი დაჭკნება".

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 5 2019, 05:58 PM

"ბოროტება უფალმა ადამიანების გავარჯიშებისთვის (წვრთნისთვის) დაუშვა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 12 2019, 04:45 PM

"სულმა არ უნდა ისურვოს საკუთარი ბოროტების, საკუთარი უსიყვარულობის, სიცარიელის გამართლება"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 12 2019, 05:11 PM

"ბოროტება ვერასდროს გამოსწორდება ბოროტი საქციელით"

/არქიმანდრიტი ანდრია (კონანოსი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 14 2019, 06:07 PM

"ყოველი ადამიანის მიერ სულიდან უნდა ამოიშანთოს ბოროტება და როცა სული განიწმინდება, იგი ნაყოფის გამოღებასაც შეძლებს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 21 2019, 03:14 PM

როგორ გაჩნდა დედამიწაზე ბოროტება

"ბოროტება – ადამიანთა და ანგელოზთა თავისუფალი არჩევანის არსებობის შედეგი

ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ღმერთმა სამყარო შექმნა "და აჰა ძალიან კარგი იყო" და პირველი ადამიანების ცხოვრება სამოთხეში იყო ნეტარი, მაგრამ იმ რეალობას, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, ძნელია, "ძალიან კარგი" დაარქვა. სტიქიური უბედურებები, დაავადებები, ომი, უსამართლობა, დანაშაული და უპირველეს ყოვლისა სიკვდილი არ აძლევს ადამიანს იმის საშუალებას, იყოს ბედნიერი. ჩნდება კითხვა: თუ ღმერთმა შექმნა ყველაფერი "ძალიან კარგად", საიდან მოვიდა ბოროტება, რომელმაც ჩვენს ცხოვრებაში უბედურება მოიტანა?

რეალურად ბოროტება ღმერთს არ შეუქმნია, რადგან ღმერთი სიყვარულისა და სიკეთის წყაროა. მისი გაჩენის მიზეზზე მხოლოდ ადამიანი აგებს პასუხს, რომელმაც თავისუფალ არჩევანში სიკეთე არ აირჩია. ბოროტება - ეს არის იმ თავისუფლების ცუდად გამოყენება, რომლითაც ადამიანი დასაბამიდანაა დაჯილდოებული.

მიუხედავად ყველაფრისა, ადამიანი არ ყოფილა ბოროტების შემოქმედი. პირველად ერთ-ერთმა ანგელოზმა უარი თქვა ღვთის სიყვარულზე, ამით ის ჩამოშორდა ყოველგვარ სიკეთეს და თავად შეიქმნა ბოროტებისა და სიბნელის წყარო. ამ დაცემული ანგელოზის მიზანი გახდა ადამიანის შეცდომაში შეყვანა, ბოროტებისკენ გადმობირება და ღმერთისადმი დაპირისპირება. ამ მიზნით ის ცდილობს ადამიანს უბიძგოს ღვთის მცნებების დარღვევისაკენ."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 8 2019, 01:55 PM

"ღმერთმა ბოროტი გაშოროთ და ღვთიური საფარველი არ მოგიშალოთ"

/მეუფე ზოსიმე (შიოშვილი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 8 2020, 07:08 PM

"მართალს ამბობს ძველი ანდაზა: ის ადამიანები, ვინც არაფერს აკეთებენ, ბოროტების კეთებას სწავლობენ"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 10 2020, 08:50 PM

"ბოროტი კაცის გულში სარწმუნოება არ შევა"

/წმ. გაბრიელ ეპისკოპოსი (ქიქოძე)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 10 2020, 09:06 PM

"საჭმელი კი არ არის ბოროტება, არამედ ნაყროვანება: ფული კი არა, არამედ ვერცხლისმოყვარეობა; დიდება კი არა, არამედ პატივმოყვარეობა. ბოროტება წარმოიშობა მათი ბოროტად გამოყენებით"

/წმ. მაქსიმე აღმსარებელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 2 2020, 03:50 PM

"ჩვენი ეკლესიური სწავლების მიხედვით, სხეული ბოროტება არ არის; ბოროტება ხორციელად აზროვნებაა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 19 2020, 10:11 AM

"გაბოროტებული ადამიანის გადარჩენა უფალმაც რომ მოინდომოს, არ გამოუვა, რადგან მას ურჩევნია იგივე სიტუაციაში დარჩეს!.."

/მამა პეტრე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 23 2020, 03:04 PM

"ღმერთს ბოროტება არ შეუქმნია. ბოროტება არის არასწორად გაგებული თავისუფლება და არასწორად წარმართული ნება"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 11 2020, 06:16 PM

"რას ნიშნავს იყო წმინდა ადამიანი? ამის საფუძველი არის ბოროტებაზე უარის თქმა და სიკეთის თესვა"

/ბერი ანთიმოზი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 17 2020, 03:21 PM

"მტკიცედ უნდა გვწამდეს, რომ ვინც ბოროტების მიზეზად ღმერთს მიიჩნევს, ისეთივე უგუნურია, როგორც ღმრთის არსებობის უარმყოფელი"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 18 2020, 10:16 PM

"ბოროტება არა მხოლოდ სიკეთეს, არამედ თავის თავსაც ეწინააღმდეგება"

"ბოროტმზრახველობა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 19 2020, 09:25 PM

"რომელ ბოროტებაზე საუბრობენ ადამიანები განსაკუთრებული კმაყოფილებით? - სხვის ცოდვებსა და საკუთარ წარმატებებზე"

/წმ. ნიკოლოზ სერბი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 19 2020, 10:15 PM

"ყველა ადამიანურ ბოროტებათაგან მხოლოდ ცოდვაა ნამდვილი ბოროტება"

/წმ. იოანე ოქროპირი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 21 2020, 04:44 PM

"სიწრფელით და ჭეშმარიტებით გამოისყიდება ცოდვა, უფლის მოშიშებით ბოროტებისაგან თავს დაიხსნის კაცი"

/იგავნი სოლომონისა/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 21 2020, 05:39 PM

"სული შეიძლება, ცოდვას ეწინააღმდეგებოდეს, მაგრამ ღვთის გარეშე იგი ბოროტებაზე ვერ გაიმარჯვებს"

/წმ. მაკარი დიდი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 2 2020, 09:40 PM

"თუ უფალი არ დაუშვებს, ღვთის შეწევნის გარეშე არაფერი გამოგვივა; თუ უფალი არ დაუშვებს, ბოროტების მოსურნე ვერას დაგვიშავებს. შესაძლოა, ვინმემ თქვას, - როგორ, უფალი უშვებს ჩვენზე ბოროტებას? რასაც ჩვენ მიწიერი თვალსაზრისით ბოროტებას, "სალმობის პურს", გასაჭირსა და განსაცდელებს ვეძახით, ეს არის წყალობა ღვთისა, ჩვენი სულის საზრდოდ, ჩვენი სულის განსაკურნებლად და აღსაშენებლად".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 11 2020, 10:33 PM

"ბოროტება წარმოიშობა უზრუნველობისაგან, უსაქმურობისაგან, ბოროტ ადამიანებთან დამოკიდებულებისა და სათნოების სიძულვილისაგან"

/მამა ვალენტინი (მორდასოვი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 13 2020, 08:02 PM

"ბოროტების დაძლევას ვერავინ შეძლებს ხანგრძლივი შრომისა და ტანჯვის გარეშე"

/წმ. თეოდორე სტუდიელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 13 2020, 10:27 PM

"ბოროტებას იგემრიელებს!"

/ლევან გოთუა/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 15 2020, 08:43 PM

"საჭმელი კი არ არის ცოდვა, არამედ გემოთმოყვარეობა; ფული კი არ არის ცოდვა, არამედ ვერცხლისმყოვარეობა; დიდება კი არ არის ცოდვა, არამედ პატივმოყვარეობა; არსებითად სიბოროტე ბოროტად გამოყენებისაგან წარმოიშობა"

/წმ. მაქსიმე აღმსარებელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 14 2020, 11:48 AM

როგორც (ქვრივის) ორ მწიკვლს შეეძლო სულისათვის ხსნა მოეტანა, პირიქითაც ასევე ხდება: ორიოდე ბოროტ სიტყვას შეუძლია სული წარწყმიდოს.

ღირსი ეფრემ ასური

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 18 2020, 05:33 PM

"გულუბრყვილობამდე მისული უბოროტობა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 31 2020, 06:10 PM

"თავად ქვეყნიერება არაფერშია დამნაშავე, ის თავისი არსით ბოროტებას არ წარმოადგენს, თუმაც იმის გამო, რომ ჩვენ მას ბოროტად ვიყენებთ, ბოროტებაშია ჩაძირული"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 27 2020, 07:59 PM

"იმაზე უდიდესი ბოროტება არ არსებობს, ვიდრე საკუთარი ნების გატარება და არა - ღვთის ნებისამებრ ცხოვრება"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 27 2020, 09:46 PM

"ღმერთი არაა ბოროტების მიზეზი. ბოროტების მიზეზია ადამიანების ნებაყოფლობითი არჩევანი"

/დეკ. დავით ხაჭაპურიძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 14 2020, 09:08 PM

"აი, რას მოგახსენებთ, შვილნო და ძმანო, ბრძოლა თავის თავთან არის ნამდვილი ბრძოლაცა ქვეყნის სიბოროტესთან, რამეთუ უკეთუ ყოველი კაცი სულიერის ბრძოლითა დავამშვიდებთ ჩვენს ცხოვრებას, მაშინ უეჭველად დავამშვიდებთ მთელს მსოფლიოს, შევამცირებთ სიბოროტეს"

/წმ. ალექსი ბერი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 9 2020, 08:22 PM

"ბოროტი ჩვეულების უფრო გეშინოდეს, ვიდრე მტრებისა"

/წმ. ისააკ ასური/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 9 2020, 08:39 PM

"ბოროტების ფარულად ჩამდენი დაუფარავ მჩაგვრელზე უარესია; აი, ამიტომაც ისჯება ის უფრო მკაცრად"

/წმ. მარკოზ განშორებული/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 12 2020, 06:22 PM

"ბოროტება ეწოდება ნების არასწორად წარმართვითა და ღვთის მცნებათა დარღვევით გამოწვეულ ზნეობრივი ხასიათის უარყოფით მოვლენებს"

/პროტოპრესვიტერი მიხეილ პომაზანსკი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 25 2020, 02:28 PM

"გაბოროტებული ადამიანი, მტაცებელ ცხოველზე დაუნდობელია. მისთვის არ არსებობს არც სიკეთე, არც სიყვარული და არც სხვა დანარჩენი სათნოება. საკუთარი ბოღმის შესანიღბად, ძალიან უნიჭოდ იყენებს რელიგიურ საკითხებსაც კი, რომ მასებზე მანიპულირება მოახდინოს.
ის არასდროს აფასებს იმას, რაც ღვთისგან ებოძა. არ უფრხილდება ერთგულ და თავდადებულ მეგობრებს. მეტიც, უმადურობის მორევში იხრჩობა და ცდილობს, რაც შეიძლება მეტი გესლი ანთხიოს.
მასთან არ აქვს აზრი არც ერთ საკითზე მსჯელობას. ის ყველასიანია, სინამდვილეში კი არავისიანი. მისთვის უცხოა ერთგულება.
მხოლოდ მაშინ ცოცხლდება, როცა ვიღაცას ლანძღავს, შეურაცხყოფას აყენებს, ცილს სწამებს...
ასეთი ადამიანი უფრო შესაბრალისია, ვიდრე გასაკიცხი, რადგან ის ფსიქიკური აშლილობის ზღვარზეა!.."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 1 2020, 09:19 PM

"განარჯვებული ის არის, ვის გულშიც სიძულვილს და ბოროტებას არ აქვს ადგილი!.."

/მამა პეტრე კვარაცხელია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 5 2020, 01:17 PM

"ზოგჯერ მგონია, სოციალურ ქსელებს ადამიანები საკუთარი აგრესიის რეალიზებისთვის იყენებენ.
ნუთუ მხოლოდ ცუდი გააჩნია მას, ვისაც ასე ვლანძღავთ და დაუნდობლად ვექცევით. ან როგორ ვისვენებთ, როცა ამდენ ცილისწამებას, ტყუილებს, ბოროტებას ვუწევთ ანგარიჟებას.
სული როგორ არ მძიმდება, ადამიანების ასეთი დამცირებით და ლანძღა-გინებით.
არავინ ზარალდება, გარდა იმისა, ვინც დაუსრულებელ სიძულვილს და ბოროტებას აფრქვევს.
ცხოვრების დაუწერელი კანონია, ყველაფერი, რასაც გავცემთ, უკან ბუმერანგივით გვიბრუნდება.
გავიგე, რომ ყველა მოსაწონი ვერ იქნება, მაგრამ გაუგებარია, ვინც არ მოგვწონს, ის რატომ უნდა გავანადგუროთ. არ მოგწონდეს, გაატარე, მაგრამ ხშირად ისე ხდება, სწორედ რომ ვინც ძალიან მოგვწონს, მას ვცხებთ ჩირქს. იმიტომ ვაკნინებთ, რომ სხვებსაც ასეთ ადამიანზე ცუდი წარმოდგენა შევუქმნათ. ამაზე დიდი სულმდაბლობა არ არსებობს...
დრო მხოლოდ ერთმანეთის დაპირისპირებაში გადის. ამიტომაც ხდება ამდენი ტრაგედია, მკვლელობა...
იქნებ შევძლოთ, მოვინდომოთ მაინც, სხვაში მეტი მ ყურადღება კარგზე გადავიტანოთ, ჩვენს შიგნით კი ცუდს უფრო ვებრძოლოთ...
სხვისი ცხოვრების დალაგება არა, საკუთარი მოგვეკითხება...
საკუთარზე ვაგებთ პასუხს...
ვიცხოვროთ ისე, თითქოს ბოლო დღეს ვატარებთ დედამიწაზე...
ვინ იქნება ის უჭკუო,ვინც იმ ერთ დღეს
ბოროტებას დაუთმოს!.."

/მამა პეტრე კვარაცხელია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 6 2020, 12:51 PM

"ღმერთი მოთმინებით იტანს ბოროტებასა და ბოროტთა არსებობას სამყაროში არა იმიტომ, რომ მათი განადგურება არ შეუძლია; მან თავისუფლება მიანიჭა სულიერ არსებებს და ისე წარმართავს მათ, რომ ძალდაუტანებლად, თავიანთი ნებით განუდგნენ ბოროტებას და სიკეთისკენ იქციონ პირი".

/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 10 2020, 01:17 PM

"სულის ცხონებაზე ზრუნვა და ღვთის სიყვარული ყველას ეხმარება, რომ შინაგანი ბოროტებისაგან განთავისუფლდეს და გულწრფელად შინანოს"

/სქემარქიმანდრიტი ვიტალი (სიდორენკო)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 16 2020, 08:38 PM

"თქვენი ცხოვრება ღმრთის ხელებს მიაბარეთ. ნუ აიძულებთ მოვლენებს ასე ან ისე მოხდეს. თუ კარი დაკეტილი დაგხვდებათ, ნუ შეამტვრევთ. ადამიანთა ბოროტებისა და ცუდი საქციელის უკანაც კი საიდუმლოდ ღმერთის განგებულება იმალება".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 16 2020, 09:59 PM

"ღმერთმა ყველა ატაროს სიკეთის გზით, ბოროტება ნაკლები იქნება!.."

/მამა პეტრე კვარაცხელია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 18 2020, 08:41 PM

"ჩვენ ვცხოვრობთ ურთულეს დროს, მაგრამ უნდა ითქვას, რომ ჩვენ საოცრად ვგავართ ერთმანეთს ხასიათით. ჩვენი პირველი თვისება და მთავარი თვისება არის ის, რომ არასდროს არ ვინახავთ ბოროტებას გულში. ბოროტება აზიანებს ადამიანს, ბოროტება უდიდეს ნაკლს სძენს მას. მადლობა ღმერთს, ქართველი ადამიანი მოწყალეა"

/ილია მეორე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 3 2020, 01:24 PM

"ბოროტებას არ შეუძლია იმ სიწმინდის თანამოზიარე გახდეს, რომელიც ღმერთშია. ამიტომ, ღმერთისთვის თავისთავადი ბოროტება არ არსებობს; რადგან ღმერთს არაფერი აზიანებს".

/წმ. მაკარი დიდი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 27 2020, 09:52 PM

"ზღვარგადასული ბოროტების ჩამდენნი"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 31 2020, 01:21 PM

"ვინც შენს მიმართ ბოროტია, გულით აპატიე და განერიდე!.."

/მამა პეტრე კვარაცხელია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 11 2021, 08:20 PM

"ჩვენ გვაბრმავებს ბოროტება. აკი პირდაპირ წერია სახარებაში: "მოძულე ძმისა თვისისა ბნელსა შინა ვალს". სანამ ჩვენს გულში მტრობას და ბოროტებას აქვს ადგილი, ბრმები ვართ. ბოროტება ადამიანის გულზე დადებული ლოდია"

/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 19 2021, 09:49 PM

"ძვირუხსენებელი - ბოროტის და ბოროტების არმოსურნე"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 2 2021, 08:30 PM

"შვილებო, თუ ვინმე დიდ ბოროტებას გაგიკეთებს, თქვენ სიკეთით გადაუხადეთ, ასე დაისადგურებს სიყვარული თქვენს გულებში და ღვთის მადლს შეიძენთ"

/გერონდესა მაკრინე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 3 2021, 10:24 PM

"სხვა ადამიანს შენთან დაშვებულ შეცდომას თუ მიუტევებ, ბოროტებაში აღარ ჩავარდები!"

/პროფესორი ტარიელ ფუტკურაძე/


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 15 2021, 10:23 PM

"ღმერთისგან არავითარი ბოროტება არ შეიძლება მოდიოდეს"

/ღირსი სილუანე ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 25 2021, 02:52 PM

"ვინც თავის თავში სული წმიდის მშვიდობას ატარებს, ის სხვებსაც მშვიდობას ჰფენს, ხოლო ვინც ბოროტ სულს ატარებს, სხვებსაც ბოროტებას გადასცემს".

/ღირსი სილუანე ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 29 2021, 08:10 PM

"თუ შენ ბოროტებას აკეთებ, შენ მორწმუნეც ვერ გახდები".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 2 2021, 09:29 PM

"კეთილ კაცს კეთილი გულისსიტყვები აქვს, ბოროტს - ბოროტი. მაგრამ ყოველმა მათგანმა უნდა ისწავლოს გულისსიტყვებთან ბრძოლა და ბოროტი გულისსიტყვების კეთილად გარდაქმნა. ესაა გამოცდილი სულის ნიშანი. მკითხავ, ეს როგორ ხდებაო? როგორ და ასე: როგორც ცოცხალი ადამიანი გრძნობს, როდის სცივა და როდის სცხელა, ისევე მას, ვინც გამოცდილებით შეიცნო სული წმიდა, ესმის, როდის არის სულში სული წმიდა და როდის მოდიან ბოროტი სულები"

/ღირსი სილუანე ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 3 2021, 03:23 PM

ბოროტი ადამიანის ბოლო უმძიმესია. რაც არ უნდა გაუკეთო და გადაყვე, ის მაინც ბოროტად რჩება... დროთა განმავლობაში, მეტ სიბოროტეს გამოავლენს და თავის აგრესიას და ბოღმას გამართლება რომ მისცეს, სიწმინდის და პატიოსნების სახელით დაიწყებს საუბარს...
ბოროტი ადამიანი ყველაზე მხდალი და მშიშარაა... ის არასდროს არის სტაბილური, სანდო და საიმედო... საკუთარ სამარეს თავად ითხრის და თავს ცოცხლად იმარხავს...
თავი მუდამ ღირსეულად და უციდველად მოაქვს, მაგრამ იმდენად არადამაჯერებელია, ვერც ბრაზდები, უბრალოდ მაინც გინდა, რომ მძიმედ არ დაისაჯოს...
მისი სალაპარაკო ენა ზიზღი, დაუნდობლობა და არაადამიანობაა...
ასეთზე არ უნდა გაბრაზდე... პირიქით, მაინც უნდა შეძლო, რომ სიკეთე და სინანული უსურვო, იქნებ დაინახოს საკუთარი მდგომარეობა!..

/მამა პეტრე კვარაცხელია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 29 2021, 02:46 PM

"ღმერთი არ მერყეობს სიკეთესა და ბოროტებას შორის, მასში და მისგან, უცვლელად და ყოველთვის, მხოლოდ სიკეთეა, ბოროტების ოდნავი ჩრდილის გარეშე, რაც შეუსაბამოა თავად მისი ბუნების, როგორც უწმინდესისა და უმწიკვლოსათვის".

/ეპისკოპოსი მიქაელი (ლუზინი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 5 2021, 08:27 PM

" - რა დარჩება თქვენი სამყაროსგან წლების შემდეგ?
- რა ვიცი, რა ვიცი... ეგოისტი ვარ და, მინდა, ყველაფერი დარჩეს, იმიტომ, რომ ბოროტება, რომელიც ცუდად იმოქმედებს ადამიანზე, მე არსად გამიჭაჭანებია".

/გურამ დოჩანაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 7 2021, 05:09 PM

"ღმერთი არ არის ბოროტების მომცემი და არც ადამიანის დაღუპვის მიზეზი, არამედ სიკეთის მომტანია და ადამიანის ხსნის მიზეზი".

/ღირსი ნიკოდიმოს მთაწმინდელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 8 2021, 10:18 PM

"ჩვენი სამღვდელოება თავდადებულად ებრძვის ბოროტებას, იბრძვის სულიერი წინსვლისთვის"

/ილია II/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 9 2021, 06:19 PM

"რაკი თავისუფალ ნებაზეა დამოკიდებული ბოროტისა და კეთილის არჩევა, სამართლიანად ღებულობენ ერთნი გვირგვინს მოღვაწეობისა, სხვები კი სასჯელს ცოდვათათვის".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 9 2021, 06:53 PM

"თუკი ადამიანი ლოცვითა და სინანულით არ გაარღვევს ბოროტის ხლართებს, გარკვეული პერიოდის შემდეგ ის ბოროტების იარაღად იქცევა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 11 2021, 08:43 PM

"ვიყოთ კეთილი ან ბოროტი - არ არის დამოკიდებული ჩვენს ბუნებაზე, არამედ დამოკიდებულია ჩვენს თავისუფალ ნებაზე... არავინ არასდროს არ გამხდარა ბოროტი აუცილებლობიდან გამომდინარე. თუ ამის შემდეგ კვლავ იკითხავ, საიდან მომდინარეობს ბოროტება, აი, რას გიპასუხებ: დაუდევრობისაგან, უზრუნველობისაგან, ბოროტ ადამიანებთან მეგობრობისა და სათნოების უგულებელყოფისაგან".

/ღირსი იუსტინე პოპოვიჩი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 12 2021, 08:22 PM

"ვინც ბოროტებაში მტკიცედ დგას, ის შენდობას ვერ იღებს"

/ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 21 2021, 05:31 PM

"რას იზამ, ასეთია ადამიანური უძლურება: როდესაც კეთილი ადამიანი ბოროტთა წრეში ხვდება, თვითონაც ბოროტი ხდება. მაშინ როდესაც ბოროტები, კეთილ საზოგადოებაში მოხვედრით, იშვიათად ხდებიან კეთილნი"

/წმ. იოანე ოქროპირი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 24 2021, 08:38 PM

"ცხონება მარტო იმაში კი არ არის, რომ ბოროტება არ ჩაიდინო, არამედ თავადაც ახოვნად დაითმინო ის"

/წმ. იოანე ოქროპირი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 25 2021, 10:38 PM

"თუ ბევრი ბოროტება ჩაგიდენია, უნუგეშოდ ნუ წუხარ ამის გამო, არამედ მტკიცედ გადაწყვიტე შენს გულში, რომ ამიერიდან აღარ შეცოდავ"

/ღირსი ისაია განშორებული/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 1 2021, 08:48 PM

"უნდა ვიცოდეთ, რომ ნამდვილი ბოროტება ადამიანისთვის არის მის მიერ ჩადენილი ცოდვა და არა - სიღატაკე, ჩაგვრა, შეურაცხყოფა, უპატიობა ან თუნდაც სიკვდილი"

/წმ. იოანე ოქროპირი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 28 2021, 10:27 PM

"იზრუნეთ სიკეთის კეთებაზე, რათა ისინი, ვინც ბოროტი სიტყვით ახსენებს თქვენს კეთილ ქცევას, მომავალი ჯილდოს მიღებისას, რომელიც ახლოვდება, შერცხვენილნი დარჩნენ, რადგან დაინახავენ, რომ ისინი ეშმაკთან ერთად განისჯებიან, როდესაც თქვენ ქრისტესთან ერთად გვირგვინით შეიმოსებით".

/ღირსი ბედა/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 29 2021, 10:14 PM

"ბოროტი და ცოდვილი ერთმანეთისგან იმით განსხვავდება, რომ ბოროტი საერთოდ არ აღიარებს ღმერთს, ხოლო ცოდვილს აქვს ღმერთის რწმენა, მაგრამ სძულს მისი რჯული. ამასთან, ერთი და იგივე ადამიანი შეიძლება იყოს ბოროტიც და ცოდვილიც. რადგან, ურჯულოების ჩამდენი, ის უდავოდ თავსაც ირცხვენს და არ ფიქრობს ცოდვის ჩადენისას ღმერთის არსებობაზე (ფს. 9,25)"

/ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 1 2021, 07:20 PM

"კაენმა თავისი ბოროტი საქმეებით ბოროტებაზე გაცვალა თავისი ბუნება, სინდისი, გონება. ბოროტებამ იგი ეშმაკის მსგავსი და ბოროტების პირმშო გახადა. ასე რომ, იგი ნებაყოფლობით იშვა სულით ეშმაკისაგან და ეშმაკის შვილი გახდა"

/წმ. იუსტინე პოპოვიჩი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 2 2021, 05:08 PM

"კეთილი ის კი არ არის, ვინც მხოლოდ სიკეთეს აკეთებს, არამედ ის, ვისაც ბოროტების ქმნაც არ შეუძლია"

/ღირსი გაბრიელი, აღმსარებელი და სალოსი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 5 2021, 09:13 PM

"კეთილი ადანაშაულებს ბოროტს, ვინაიდან ის ეწინააღმდეგება ჭეშმარიტებას. ბოროტი კი ეწინააღმდეგება კეთილს, ვინაიდან მას არ გაუკეთებია ის, რასაც გრძნობდა"

/ამბროსიასტე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 9 2021, 08:04 PM

"ბოროტისთვის ყრმანი" არიან ისინი, ვინც არავის უკეთებს ბოროტებას, ხოლო სრულია გონებით ის, ვინც არავის უკეთებს ბოროტს, მოაქვს სარგებელი და არა მხოლოდ ბოროტს გაურბის, არამედ სათნოებასაც აღწევს და საკუთარ თავსაც ინახავს დაუზიანებლად ყოველივე წარმავლისგან. ეს დარიგება ჰგავს შემდეგს: "მაშ, იყავით გონიერნი, როგორც გველები,, და უმანკონი, როგორც მტრედები" (მთ. 10,16)".

/ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 25 2021, 08:40 PM

"ხის მჭამელი მატლი მას აზიანებს: ასევე, ბოროტებაც იკვებება ადამიანის გულით და ჭამს მას"

/ამბა ისაია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 16 2021, 07:47 PM

"ბოროტების ჩადენისას ადამიანი, უპირველეს ყოვლისა, ეფლობა ბოროტების ოკეანეში, ხოლო როდესაც იგი ბოროტ ბოროტით მიაგებს, თავს ორჯერ უფრო მეტად წირავს ჯოჯოხეთური ტანჯვისთვის, რადგან თავისი ბოროტებით ის სხვებსაც უბიძგებს ბოროტისკენ. თავისი ბუნებით, ყოველი ბოროტება კაცისმკვლელია, ვინაიდან იგი კლავს ყოველივე საღვთოსა და წმინდას ადამიანში. ამრიგად, ადამიანი, როდესაც ბოროტისთვის ბოროტებას სჩადის, თანდათან იკლავს თავს, რადგან ბოროტებით იგი შორდება ღმერთს, სიცოცხლის წყაროსა და სიკეთეს".

/წმ. იუსტინე პოპოვიჩი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 22 2021, 08:40 PM

"ბოროტება დროებით პოულობს აღიარებას, საბოლოოდ კი გამჟღავნდება და გაქრება. სიკეთისკენ განსხვავებით, რომელიც მარადიულია"

/წმ. იოანე ოქროპირი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 25 2021, 12:02 PM

"ვინც ბოროტ ადამიანთა საზოგადოებას ეძიებს, იგი საკმაოდ წარმოაჩენს საკუთარ ბოროტებას"

/ნეტარი ავგუსტინე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 25 2021, 10:17 PM

"ბოროტების დასაწყისი დაბნეულობაა"

/ამბა პიმენი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 9 2021, 07:40 PM

"ბოროტს ყველა ადამიანი თავისნაირი ვერაგი ჰგონია; კეთილის მოტყუება ადვილია!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 14 2021, 06:46 PM

"ბოროტი და ცბიერი ადამიანი ჰგავს ნახშირს, რომელიც თუ არ დაწვავს, გასვრის მაინც"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 17 2021, 07:16 PM

"ბოროტება არანაირად არ მოსპობს ბოროტებას; და ამიტომაც, თუ ვინმე ბოროტებას გაგიკეთებს, სიკეთით გადაუხადე, რათა ბოროტება სიკეთით დაჯაბნო!"

/ამბა პიმენი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 18 2021, 09:07 PM

"როგორც კიბეზე პირველი საფეხური მიწიდან იწყება, ასევე ღვთივსათნო ცხოვრებაშიც წარმატების დასაწყისი ბოროტებისგან განშორებაა"

/წმ. ბასილი დიდი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 19 2021, 04:30 PM

"კეთილთა უბედურება ბოროტთა ბედნიერებას სჯობს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 21 2021, 07:52 PM

"ყველა ადამიანურ ბოროტებათაგან მხოლოდ ცოდვაა ნამდვილი ბოროტება"

/წმ. იოანე ოქროპირი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 22 2021, 09:31 PM

"ვინც ბოროტებისაგან შორსაა, ის ყველაზე ნაკლებად ეჭვობს ბოროტებას!"

/წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 3 2021, 10:23 PM

"აიძულეთ ბოროტი ადამიანი, რომ სიკეთე აკეთოს: იგი სწრაფად შეიყვარებს მას. აიძულეთ ზარმაცი, იმუშაოს და მას სულ მალე გააოცებს შრომისადმი თავისი წინანდელი სიძულვილი".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 18 2021, 08:09 PM

"ატილა, საყოველთაო დამპყრობელი, სხვაგვარად რომ ვთქვათ, საყოველთაო მძარცველი და მაოხრებელი, საკუთარ თავზე ამბობდა: "სადაც ჩემი ცხენი გაივლის, იქ ბალახი არ ამოდის!". ბოროტი ადამიანები ბოროტებითაც თავს იქებენ, კეთილნი კი სიკეთის ქმნისას დუმან".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 18 2021, 08:25 PM

"ვინც ბოროტებას სიძულვილის გარეშე უყურებს, იგი მალე მას სიამოვნებით დაუწყებს ცქერას".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 19 2021, 05:05 PM

"ვინც ბოროტებას ბოროტებით მიაგებს, ის წარმართზე უარესია!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 23 2021, 10:02 PM

"შეიძლება ცოდვილი იყო, შეიძლება დანაშაულიც ჩაიდინე… თუ გააანალიზებ, თუ სინანული გექნება, ორივეს თავს დააღწევ, მაგრამ ბოროტი არ უნდა იყო, ბოროტებას არ უნდა ცდილობდე!.."

/მამა პეტრე კვარაცხელია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 24 2021, 02:09 PM

"ნურავისზე იფიქრებ ბოროტს, სხვაგვარად თვითონ გაბოროტდები!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 3 2021, 09:39 PM

"გარშემო იმდენი ცოდვა და ბოროტებაა, რომ სიკეთე ლამის დაინთქას მასში."

/კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 4 2021, 12:09 PM

"ადამის მთელი შთამომავლობა სიკეთისა და ბოროტებისკენ არის მიდრეკილი, შეიძლება ბოროტებისადმი იყოს მგრძნობიარე, მაგრამ მას ბოროტი საქმის კეთება შეიძლება არც კი შეეძლოს, თუ, რა თქმა უნდა, ასეით სურვილი თავად გააჩნია".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 30 2021, 07:22 PM

ნუ იქნები ბოროტი და სამყარო შენს მიმართ კეთილი და მზრუნველი იქნება!..

/მამა პეტრე კვარაცხელია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 10 2021, 08:06 PM

"ბოროტი ადამიანები ვნებენ არა მხოლოდ სხვებს, არამედ პირველ რიგში საკუთარ თავს"

/პრიმაზიუს არდუმეტელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 13 2021, 10:14 PM

"ბოროტთან კავშირს მოაქვს ბოროტება"

/წმ. ნიკოლოზ სერბი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 16 2021, 06:36 PM

"ბოროტება და დაყოფა იწყება იმ წამს, როცა ჩვენ სხვებისგან ვითხოვთ სამაგიეროს გადახდას, როცა ვიწყებთ პრეტენზიულობას, გვსურს და ველოდებით საზღაურს ჩვენი სიყვარულისთვის, ჩვენ მიერ მათთვის გაწეული დახმარებისთვის".

/მიტროპოლიტი ათანასე ლიმასოლელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 19 2021, 04:49 PM

"ბოროტებით მოცული ადამიანი მთლად მხეცს ემსგავსება, თვალებიდან ნაპერწკლებს ყრის, სახე უმახინჯდება - გეგონება, მზადაა, საკუთარი მოყვასი შეჭამოს"

/არქიმანდრიტი ლაზარე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 22 2021, 01:54 PM

"ვფიქრობთ, არ არსებობს სხვა საშუალება, გარდა ლოცვისა, რომელსაც შეუძლია შეაჩეროს გლობალური ბოროტება, რომელიც დღევანდელ საზოგადოებაში სუფევს"

/არქიმანდრიტი ეფრემ ვატოპედელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 27 2021, 09:14 PM

ზოგი სიამოვნებას ბოროტებით იღებს. ოღონდ ვინმეს ავნოს, ხელი შეუშალოს, გაანადგუროს, ამით კმაყოფილდება და ახალი ნადავლისთვის ემზადება.
ყველაფრით სავსე რომ იყოს, მაინც უკმაყოფილო და უბედურია, რადგან ვერაფრით ეგუება, თუ სხვაც ფეხზე მყარად დგას და სხვასაც არსებობა შეუძლია.
ბოროტი ადამიანი გარშემო ვერ იტანს ბედნიერ, ლაღ, თავისუფალ ადამიანებს. ის ცდილობს მასზე იყოს ყველა დამოკიდებული…. თუ სადავეები ეცლება ხელიდან, უფრო დაუნდობელი და მრისხანე ხდება.
მთლიანობაში საკუთარი თავის გარდა ვერავის აზარალებს!..

/მამა პეტრე კვარაცხელია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 9 2022, 05:20 PM

"უგუნურო, ის დრო რომელსაც ბოროტების ქმნისთვის იყენებ, ორმოს გითხრის, ხოლო ხვალ მარადისობა დადგება!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 10 2022, 07:53 PM

"ეშმაკი მუშაობს, მაგრამ უფალიც მუშაობს და ბოროტება სარგებლად გარდაიქცევა ისე, რომ მისგან სიკეთე მიიღება"

/ღირსი პაისი მთაწმინდელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 11 2022, 05:31 PM

"იცი, ცხოველებს არ შეუძლიათ დიდი ბოროტების ჩადენა, რადგან არ აქვთ გონება, მაშინ, როცა ადამიანი დაშორდა უფალს, იგი უდიდეს მხეცზე უარესიც კი ხდება! იგი დიდ ბოროტებას ჩადის"

/ღირსი პაისი მთაწმინდელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 12 2022, 10:07 PM

"ყოვლადსახიერო, მიხსენი მე ბოროტი ადამიანებისგან. ყოვლადსახიერო, დამეხმარე. შენ მიგვიზიდე, რომ გამოგყოლოდით, ახლა ნუ დაგვტოვებ"

/ბერი იოსებ ვატოპედელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 14 2022, 06:02 PM

"ქვეყანაზე მთელი ბოროტება მოდის იქიდან, რომ საღმრთო განათლება არ არის, როდესაც არ არის საღმრთო განათლება, ადამიანი წყვდიადში იმყოფება".

/ღირსი პაისი მთაწმინდელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 17 2022, 09:24 PM

"სარწმუნოებას იმაზე უარესად არავინ მტრობს, ვიდრე ის, ვინც ღმერთს ხშირად ახსენებს, მაგრამ გული ბოროტებით აქვს სავსე!.."

/მამა პეტრე კვარაცხელია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 21 2022, 05:52 PM

"როდესაც ადამიანს აქვს გარჩევის უნარი, მის გულში ვერანაირი ბოროტება ვერ შედის".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 7 2022, 08:40 PM

"ბოროტება გონების ნაკლულევანებაა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 10 2022, 08:09 PM

"ვინც არავის არანაირ ცუდს არ უკეთებს, მას არაფრის არ უნდა ეშინოდეს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 18 2022, 01:47 PM

"საჩუქარი - ჯილდოს გარეშე, ხოლო ბოროტება სასჯელის გარეშე არ დარჩება"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 18 2022, 10:16 PM

"კეთროვანი სუფთასაც აავადებს; ასევე, ბოროტებთან ურთიერთობა კარგ ადამიანებსაც რყვნის"

/წმ. იოანე ოქროპირი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 20 2022, 01:52 PM

"ის კი არ ზიანდება, ვინც ბოროტებას დაითმენს, არამედ ის, ვინც მას აკეთებს"

/წმ. იოანე ოქროპირი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 20 2022, 08:21 PM

"თუ არ არის ღვთის შიში და კეთილზნეობა, ვერც ჭეშმარიტი ბედნიერება იქნება! ბოროტი და გარყვნილი ადამიანები, მიუხედავად გარეგნული მხიარულებისა, შინაგანად, სულიერად მოკლებულნი არიან იმ სიმშვიდესა და მოსვენებას, რითაც ტკბებიან მხოლოდ მართალნი და კეთილზნეობრივნი: "მშვიდობაი მრავალ არს მათ თანა, რომელთა უყუარს შჯული შენი, და არა არს მათ თანა საცთურ". ერთმა წარმართმაც კი ამოიძახა: "უფალო! გულმოწყალე ექმენ ბოროტებს, ვინაიდან ყველა სიხარული კეთილს მიანიჭე".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 21 2022, 11:32 AM

"ის, ვინც არაფრისგან ყველაფერი შექმნა, სიბნელიდან - ნათლის, ბოროტისგან კი სიკეთის ქმნა შეუძლია"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 21 2022, 08:37 PM

"ვინც ბოროტებას იქმს, მას ეს ბოროტება მოეწევა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 27 2022, 09:44 PM

"სანამ ლოცვას დავიწყებთ, აუცილებელია, რომ დავივიწყოთ ყოველგვარი ბოროტება, რაც მოყვასისგან მივიღეთ. თუ ლოცვისას გავიხსენებთ იმას, რომ ვიღაცამ დაგვამწუხრა და ამაზე ვიფიქრებთ, მაშინ ჩვენი ლოცვა არაფრისმომცემი იქნება. დავივიწყოთ ბოროტება! მთელი ცხოვრება, ყოველდღე ვებრძოლოთ ამას და განსაკუთრებით კი ლოცვისას. იცით, რას ამბობენ წმინდა მამები? ვისაც ბოროტება ახსოვს, თვითმკვლელიაო! ამიტომაც, დავივიწყოთ ყოველგვარი ბოროტება და წყენა"

/არქიმანდრიტი ნიკონი (ლაზარუ)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 7 2022, 09:06 PM

"ბოროტების არქმნა ღვთივსათნო ცხოვრების დაწყების მხოლოდ პირველი საფეხურია! - არა უმეტეს იმისა, რომ მხოლოდ ასვლაა მანკიერი ცხოვრებიდან სათნოებისაკენ. საკუთარი სულის ცხონებისათვის საკმარისი არ არის მხოლოდ ბოროტებისგან განშორება, საჭიროა აგრეთვე სიკეთის ქმნაც. დავით მეფსალმუნე ბრძანებს: ბოროტებასთან განშორების შემდგომ "ქმენი სიკეთე!".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 8 2022, 03:34 PM

"ბოროტ ადამიანს ბრძენი უგუნური ჰგონია, რადგან მისი აზროვნება და მოქმედება ბოროტი ადამიანის მიზეზებისა და მიზნებისათვის სრულიად საწინააღმდეგოა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 8 2022, 10:01 PM

"ბოროტება ნაპერწკალს ჰგავს - ჩააქრე იგი. სხვაგვარად ხანარი გაჩნდება და გეენიის ცეცხლში დაიწვები!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 14 2022, 09:16 PM

"გრძნობა ბოროტი აქუფრებს სახეს"

/ვასილ ბარნოვი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 15 2022, 09:12 PM

"მის თვალში ბოროტმა ელვამ გაიპრიალა"

/ვასილ ბარნოვი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 16 2022, 08:28 PM

"წყენა უბედურება არ არის; უბედურება ისაა, როდესაც გვიჩნდება სიძულვილი იმის მიმართ, ვინც გვაწყენინა. ჩვენი გული შეიცნობს სიძულვილს, გაბოროტებასა და შურისძიების სურვილს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 18 2022, 05:43 PM

"შეთამაშდა შავი გველი მის ღრმა თვალებში: მიაგნო ბნელ ხერხს"

/ვასილ ბარნოვი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 20 2022, 08:24 PM

"ყოველთვის და ყველაფერში, მით უმეტეს, ბოროტებაში, მთავარი მხოლოდ პირველი ნაბიჯია. მისი გადადგმა ძნელია, მეორე ნაბიჯი უკვე უფრო ადვილია, შემდეგ კი ადამიანი კი არ მიდის, არამედ მიისწრაფვის ბოროტების მოლიპულ გზაზე"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 26 2022, 10:20 PM

"ვინც სხვისთვის ბოროტების გაკეთებას ფიქრობს, იგი თვითონ მიიღებს მას, ვიდრე გაკეთებას მოასწრებდეს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 8 2022, 10:21 PM

"მძიმე მდგომარეობაა, როდესაც ბაგეზე სიწმინდეა, გულში კი - უკანონობა და ბოროტება"

/ამბა ისაია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 14 2022, 03:24 PM

"მტკივნეულია, როდესაც ბოროტება ხდება, მაგრამ უფრო მტკივნეულია, როდესაც სიკეთისაგან ბოროტებას ქმნიან!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 16 2022, 08:05 PM

"ამაოა ლოცვა და ღვაწლი ადამიანისა, რომელსაც გულში მოყვასის მიმართ ბოროტება და შურისძიების სურვილი აქვს".

/ამბა ისაია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 17 2022, 02:24 PM

"უნდა გვახსოვდეს - ღვთის მადლით და წმინდა ჯვრის ძალითა და მადლით შევძლებთ ამ ყველაფრის გადალახვას, შევძლებთ დამარცხებას იმ ბოროტებისა, რომელიც ჩვენშია, ჩვენს სულშია და ასევე იმ ბოროტებისა და ღვთის მოწინააღმდეგე ძალებისა, რომლებიც ბობოქრობენ დღეს მთელ მსოფლიოში!"

/მეუფე შიო (მუჯირი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 30 2022, 10:17 PM

"ბოროტებას ნურც გაუკეთებ ვინმეს და ნურც გულში გაივლებ ვინმეს მიმართ მას!"

/ამბა მოსე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 15 2022, 08:54 PM

"თუ ბოროტების დათმენა არ გსურს, ნურც მის ქმნას მოისურვებ. ამ უკანასკნელს აუცილებლად მოსდევს პირველი. "რამეთუ რაიცა-იგი სთესოს კაცმან, იგიცა მოიმკოს"

/წმ. ტიხონ ზადონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 20 2022, 07:52 PM

"ვინც ბოროტებას დაინდობს, ის კეთილებს გულს სტკენს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 28 2022, 06:27 PM

"ცხონება მხოლოდ იმაში როდია, რომ ბოროტება არ გააკეთო, არამედ იმაშიც, რომ თვითონაც გმირულად დაითმინო ბოროტება!"

/წმ. იოანე ოქროპირი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 2 2022, 09:40 PM

"სულში ნებით დათესილი ბოროტების თესლი ვერანაირი ძალისხმევით ვერ ამოიგლიჯება, მაგრამ სულში დარჩენილი, და ზეცაში ასული, გაიშლება და ტანჯვის წყაროებად იქცევა"

/წმ. ფილარეტ ჩერნიგოველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 3 2022, 10:22 PM

"ჯერ კიდევ არ უყვარს სიკეთე, და ბოროტება არ შეუძლია მას, ვინც უკანასკნელს ებრძვის მხოლოდ იმის იმედით, რომ ბოროტებაზე გამარჯვებულის დიდებას მოიხვეჭს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 11 2022, 06:44 PM

"ვინც რას დათესს, - იმავეს მოიმკის. ასევე, როდესაც ნებაყოფლობით ვთესავთ, ჩვენი ნების წინააღმდეგ მოვიმკით ბოროტებას, ამაში ღვთის სამართალი უნდა დავინახოთ"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 12 2022, 09:08 PM

"ურწმუნო და ღვთის არამოშიში თუ ძლიერ გაანწყენეს, სიკეთეს ბოროტებითაც შეცვლის. ღვთისმოშიში კი არასოდეს დაუშვებს ბოროტების სანაცვლოდ ბოროტებას"

/ღირსი გაბრიელი, აღმსარებელი და სალოსი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 13 2022, 10:07 PM

"ბოროტი საქმეები, უკვე აქვე, გეენაში ყოფნაა, რადგან სინდისი ამხილებს მცოდველს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 14 2022, 09:38 PM

"ვინც სხვას ზიანს აყენებს, იგი კადნიერებას იჩენს ღვთის წინაშე, უსამართლოა მოყვასისადმი და სასტიკია საკუთარი თავის მიმართაც"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 16 2022, 07:53 PM

"თუ წარმოვიდგენთ სათნოების არა მხოლოდ სიმძიმეს, არამედ - მის ჯილდოსაც, მალე განვიშორებთ სულიდან ყოველგვარ ბოროტებას"

/წმ. იოანე ოქროპირი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 17 2022, 12:39 PM

"უდიდესი ბოროტებაა ადამიანისთვის ის, რომ სურს ნეტარება იმ საგნებით, რითაც მხოლოდ უნდა სარგებლობდეს, და პირიქით, სურს ისარგებლოს იმით, რითაც უნდა ნეტარებდეს!"

/ნეტარი ავგუსტინე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 17 2022, 01:04 PM

"ყველა ღონე იხმარე, რათა არავის გაუკეთო ბოროტება და ყველა ადამიანის მიმართ სუფთა გული გქონდეს"

/ამბა პიმენი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 18 2022, 05:44 PM

"რაც უფრო ასაკოვნები ვართ ბოროტებაში, მით უფრო ჩვილები ვართ სულიერებაში, რადგან სული და ხორცი ურთიერთბრძოლაში არიან"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 19 2022, 06:05 PM

"ბოროტების (დაცემისა და თვით დაღუპვისაც - სათნოებებში მრავალწლიანი მოღვაწეობის შემდეგაც) დასაწყისი სიკეთისადმი დაუდევრობაა, ისევე, როგორც უკუნეთის დასაწყისი არის განშორება ნათლისა!"

/წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 19 2022, 08:51 PM

"როდესაც ბოროტი ადამიანი საკუთარი თავის მტერია, განა ძალუძს ბოროტების გარდა რაიმე გაუკეთოს სხვებს?"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 21 2022, 07:20 PM

"გაცილებით მეტს ნიშნავს, თვით სიკეთის გამო არ გსურდეს სიკეთეზე უარის თქმა, ვიდრე ბოროტების შიშის გამო ბოროტებაზე არ დათანხმდე"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 21 2022, 08:46 PM

"გინდა, არ დაუთმო ეშმაკს და წინააღმდეგობა გაუწიო მას?! - დაუთმე ადამიანებს და ნუ შეეწინააღმდეგები მათ, ბოროტებას ბოროტებით ნუ გადაუხდი!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 22 2022, 05:28 PM

"კვამლი და მყრალი ანაორთქლი იმდენად არ წვავს თვალებს, რამდენადაც ბოროტ ადამანებთან ურთიერთობა აწყლულებს სულს!"

/წმ. იოანე ოქროპირი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 22 2022, 05:43 PM

"უმჯობესია ბოროტება დაითმინო, ვიდრე ბოროტების მიზეზი იყო; უმჯობესია, იყო მსხვერპლი, ვიდრე - ბოროტმოქმედი!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 22 2022, 06:38 PM

"უმჯობესია ცხოველებთან ცხოვრება, ვიდრე ბოროტ ადამიანებთან!"

/წმ. იოანე ოქროპირი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 22 2022, 07:32 PM

"ბოროტი ადამიანები მეტი ზიანის მომტანი არიან, ვიდრე - შხამიანი გველები; იმიტომ, რომ ისინი აშკარად ატარებენ თავიანთ შხამს, ესენი კი ჩუმად და უგრძნობლად ასნებოვნებენ!"

/წმ. იოანე ოქროპირი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 22 2022, 07:57 PM

"ადამიანების უძლურება იქამდე მივიდა, რომ კეთილი ადამიანი ბოროტთა საზოგადოებაში შესვლისას თვითონაც ბოროტი ხდება, მაშინ როდესაც ბოროტები იშვიათად ხდებიან კეთილები!"

/წმ. იოანე ოქროპირი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 22 2022, 10:01 PM

"სამართლიანია, ბოროტებაში ბოროტება გძულდეს, მაგრამ გიყვარდეს ღვთის ქმნილება!"

/ნეტარი ავგუსტინე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 22 2022, 10:16 PM

"საკმარისი არ არის ბოროტებისაგან თავის შეკავება, თუ სიკეთეს არ გააკეთებ. ცოტაა ის, რომ არავის ავნო, უნდა ეცადო, რომ ბევრისთვის იყო საჭირო!"

/ნეტარი ავგუსტინე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 23 2022, 02:41 PM

"გაცილებით ადვილია, გადაიტანო უბედურება, ვიდრე მათი მიზეზი იყო. სუფთა სინდისის მქონე ადამიანი იტანჯება, მაგრამ მისი სულის სიმშვიდე დარღვეული არაა; ადამიანი, რომელიც სხვას ბოროტებას უკეთებს, საკუთარ თავში ატარებს ბოროტებას. ეს მოსვენებას არ აძლევს არც დღე და არც ღამე; ეს ის მატლია, რომელიც მას გამუდმებით ხრავს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 23 2022, 02:56 PM

"ცდუნებულნი თითქმის ყოველთვის მაცდუნებელნი ხდებიან!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 24 2022, 06:06 PM

"ბოროტება საკუთარ თავს ვნებს"

/წმ. იოანე ოქროპირი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 29 2022, 01:20 PM

"ადამიანები უფრო სუსტები არიან, ვიდრე - ბოროტები!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 1 2022, 09:19 PM

"ის, ვის სულშიც ბოროტის ხსოვნაა, ჰგავს ადამიანს, თივაში რომ ინახავს ცეცხლს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 3 2022, 04:30 PM

"ძლიერი ქარი ღრუბლებს განდევნის, ბოროტის ხსოვნა კი, კეთილ გრძნობებს - სულიდან"

/ამბა ევაგრე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 4 2022, 06:59 PM

"ფუტკრების მეფეს აქვს ნესტარი, მაგრამ მას შურისძიებისათვის არ იყენებს. თუ რომელიმე ფუტკარი მეფის მაგალითს არ მიბაძავს, ისინი მალე შეინანებენ თავიანთ უგუნურებას, რადგან ნესტრით განგმიულები კვდებიან. შეისმინონ ეს იმ ქრისტიანებმა, რომელთაც აქვს მცნება: "და ნუვის ბოროტსა ბოროტისა წილ მიაგებთ!"

/წმ. ბასილი დიდი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 5 2022, 10:12 PM

"ცეცხლს ცეცხლით კი არ აქრობენ, არამედ - წყლით; ასევე, ბოროტებაც ბოროტებით კი არ მარცხდება, არამედ - სიკეთით; არა სიძულვილით, არამედ - სიყვარულით".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 6 2022, 11:32 AM

"ცხონება მხოლოდ იმაში როდია, რომ ბოროტება არ გააკეთო, არამედ იმაშიც, რომ თვითონაც გმირულად დაითმინო ბოროტება"

/წმ. იოანე ოქროპირი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 6 2022, 06:46 PM

"ნუ ჩაიდენ ბოროტებას - ხუმრობითაც კი, რამეთუ ისეც ხდება, რომ ზოგი თავდაპირველად ხუმრობით აკეთებს ბოროტებას, შემდეგ კი გაიტაცებს იგი"

/ამბა დოროთე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 8 2022, 09:10 PM

"წყენის სანაცვლოდ მიგებული წყენა არათუ არ სპობს ჩადენილ ბოროტებას, არამედ, არც შეაჩერებს ბოროტებას და აძლიერებს კიდეც მას. ბოროტება საკმარისი იყო იმისათვის, რათა წყენისთვის დასაბამი მიეცა; უეჭველია, მასში მოიძებნება კიდეც უფრო მეტი, რათა პასუხი გაეცეს ორმხრივ წყენას. ამრიგად, წარმოიშობა წყენათა ჯაჭვი; და რამდენადაც თითოეული, რომელიც წყენაზე სანაცვლოს მიაგებს, ბუნებრივია, ეცდება, მოწინააღმდეგე დააუძლუროს და ბრძოლის უუნარო გახადოს, მაშინ, ბუნებრივია, ყოველი შემდგომი წყენა წინამორბედზე უფრო მძიმე და მომაკვდინებელი იქნება. ამ ყოველივედან, შესაძლოა, მივხვდეთ, რა სამართლიანად ბრძანებს მოციქული: "უკუეთუ ურთიერთას იკბინებოდით და შეიჭამებოდით, იხილეთ, ნუუკუე ურთიერთას განილინეთ!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 12 2022, 09:18 PM

"იმდენად ბოროტი ადამიანებისა კი არ უნდა გეშინოდეს, რამდენადაც - საკუთარი ბოროტი ბუნებისა, რამეთუ ისინი გაიძულებენ, ღმერთს მიმართო, და თვითონაც ვერ ხვდებიან, ისე გაახლოებენ ღმერთთან; ჩვენი ბოროტი ნება კი ღმერთს განგვაშორებს და მის მრისხანებას მოაწევს ჩვენზე!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 17 2022, 05:38 PM

"ავისმეტყველებისა და ცილისწამების ქარიშხალში (რომლითაც ბოროტი სამყარო თითქმის ყოველთვის უმასპინძლდება მათ, ვინც არ უყვარს), ისევე მშვიდად უნდა განაგრძო სვლა, როგორც - მზე და მთვარე დაცურავენ ცაზე, როდესაც მიწიდან მათ ძაღლები უყეფენ"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 21 2022, 02:23 PM

"ნუ შეიწყნარებ მათ, ვინც ზომაზე მეტად მოწყალეა, მაგრამ ბოროტთა დასჯაც თვით სიკეთისა და სამართლიანობისთვისაა საჭირო და არა - საკუთარი ვნებისათვის"

/წმ. ანტონი დიდი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 11 2022, 06:53 PM

"როდესაც გაშფოთებს და სასოწარკვეთილებაში გაგდებს სხვა ადამიანების ბოროტება, გაიხსენე, როგორ უზომოდ უყვარხარ ყოვლადძლიერ და ყოვლადმოწყალე უფალს, რომელიც გარკვეულ დრომდე ითმენს ბოროტებას, მაგრამ შესაბამის სასჯელს მიაგებს თავის დროზე"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 19 2022, 05:46 PM

"ყოველთვის და ყველაფერში, მით უმეტეს, ბოროტებაში, მთავარი მხოლოდ პირველი ნაბიჯია. მისი გადადგმა ძნელია, მეორე ნაბიჯი უკვე უფრო ადვილია, შემდეგ კი ადამიანი კი არ მიდის, არამედ მიისწრაფვის ბოროტების მოლიპულ გზაზე"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 30 2022, 08:44 PM

"დღე და ღამე ლოცვაში რომ გადიოდეს, მაშინ ბოროტი საქმეებისთვის დრო აღარ დარჩებოდა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 10 2022, 10:02 PM

"მთელი ძალით ეცადე, გაიწმინდო ადამიანების მიმართ ბოროტი განწყობისაგან. რადგან ასეთი განწყობით შენს თავში შხამს იგროვებ, რომელიც ადრე თუ გვიან აუცილებლად მოკლავს შენში ადამიანს"

/წმ. ნიკოლოზ სერბი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 11 2022, 08:23 PM

"რა ბოროტებაზე ლაპარაკობენ ადამიანები განსაკუთრებული კმაყოფილებით? - სხვის ცოდებსა და საკუთარ გამარჯვებაზე"

/წმ. ნიკოლოზ სერბი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 20 2022, 09:27 PM

"თუ სიცოცხლე გწადია, ბოროტებას არასოდეს გაურიგდე;

თუ არ გსურს, რომ საბოლოოდ დაგჯაბნოს, ბოროტებას წუთიც აღარ აცადო"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 21 2022, 04:47 PM

"ერთხელ გზაზე მძარცველი დაიჭირეს, რომელიც ხალხს უმოწყალოდ ძარცვავდა, მაგრამ არ კლავდა. დაკავებული ბოროტმოქმედი მოსამართლესთან მიიყვანეს. მოსამართლემ ჰკითხა: "ხალხს ძაარცვავდი?" - "დიახ, ბატონო მოსამართლევ!" - "მერე და იცი ამის გამო რა მოგელის?" - "ვიცი, ბატონო მოსამართლევ!" "მაშ, რატომ ძარცვავდი?" - "ტაძრებისა და მონასტრების მშენებლობა მსურდა და ხალხისათვის კეთილი საქმის გაკეთება მინდოდა. გთხოვთ, რომ გაითვალისწინოთ ეს!" - "ჩვენ ტაძრებისა და მონასტრების გამო კი არა, ძარცვისთვის განგსჯით!" - უპასუხა მოსამართლემ."

სიკეთეს თუ ემსახურები,
ბოროტებას ამ სიკეთისთვისაც
არასოდეს ჩაიდენ:

სიკეთე - ბრძენია,
ბოროტება - ვერაგი".

/ბერი სვიმეონ ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 21 2022, 07:31 PM

"თუ ირჩევ სიკეთეს, ის უზადო უნდა იყოს. თუ ბოროტებაზე ამბობ უარს, ისეთი ბოროტებაც უარყავი, რომელიც თითქოსდა სიკეთეს წააგავს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 22 2022, 09:27 PM

"ბოროტება ვერასოდეს დაგეუფლება, თუ თავს ნებაყოფლობით არ დაუკრავ"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 22 2022, 09:55 PM

"კეთილ კაცს ბოროტება ვერ აცდუნებს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 24 2022, 01:53 PM

"ნუ შეგაშინებს ბოროტება, ღვთის შეწევნის დაკარგვას ეკრძალე"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 8 2023, 04:41 PM

"უფალმა ბოროტება იმიტომ დაუშვა, რომ დაცემიდან ჩანს ღმერთის სიდიადე, სამაგიეროდ დაცემულებს ყოველთვის შეუძლიათ შეინანონ, სანამ დროა"

/ღირსი გაბრიელი, აღმსარებელი და სალოსი/


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 11 2023, 07:52 PM

"როდესაც ღმერთი გააბრწყინებს ზოგიერთ რჩეულ ადამიანს, მაშინ თვით ბოროტების ფასი თანდათან ეცემა და მასზე მოთხოვნილება აღარ არის. რადგან ბოროტება ღმერთს კი არ ანადგურებს, არა! ის ანადგურებს საკუთარ თავს. მოვა დრო და ყველაფერი თავის ადგილას დადგება. მე ვხედავ, რომ მრავალ მათგანს, ვისაც რაღაც მაღალი მდგომარეობა უკავია, ესმის, თუ რა ხდება, მათ სტკივათ და ებრძვიან ბოროტებას. ყოველივე ეს უდიდეს ბედნიერებას მანიჭებს"

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 15 2023, 05:55 PM

" - წმიდაო მამაო, რატომაა, რომ ასე გვიჭირს სიკეთის ქმნა და ამდენადვე ადვილია ბოროტებაში ჩაძირვა?

- იმიტომ, რომ სიკეთისვის, უპირველეს ყოვლისა, შრომაა საჭირო, ადამიანს ამისთვის ძალისხმევა სჭირდება. მაშინ, როდესაც ბოროტ საქმეში მას ეშმაკი ეხმარება. ამის გარდა კი ადამიანები არ ბაძავენ კეთილს და არც კეთილი ზრახვები აქვთ".

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 24 2023, 01:43 PM

"ვნებათაგან განწმენდილებს ბოროტება არა აქვთ და ამიტომ ბოროტებას სიკეთედ აქცევენ"

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 24 2023, 02:05 PM

"ღმერთი მრუდისა და ბოროტისაგანაც სიკეთს გამოადენს"

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 9 2023, 03:41 PM

"ალექსანდრე ელჩანინოვი წერს: "ღვთის მიერ შექმნილი არაფერი არ არის ბოროტი; ჩვენ თვითონ ვაფუჭებთ, გარდავქმნით ბოროტებაში ჩვენს თავსაც და ჩვენ ირგვლივ მყოფთაც. ბოროტებისაკენ ამ შებრუნებაში ძევს ჩვენი თავისუფალი ნება"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 19 2023, 08:23 PM

"ჩვენ არაეერთხელ გვისაუბრია იმაზე, რომ ბოროტება არ არსებობს, უფალმა ყოველივე კეთილად შექმნა. დაფიქრება გვმართებს, რადგანაც კარგად მოგვეხსენება, რომ ბოროტება დედამიწაზე თვით ადამიანმა დაამყარა, თუ შეიძლება ასე ითქვას"

/მიტროპოლიტი ილარიონი (ქიტიაშვილი)/


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 10 2023, 06:14 PM

"როდესაც ადამიანში ქრისტეა დავანებული, მას არ შეუძლია ჩაიდინოს ბოროტება"

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 12 2023, 08:53 PM

"თუ საღვთო მადლში იცხოვრებთ, ბოროტება ვერ გავნებთ. თუკი ღვთით არ იცხოვრებთ, ბოროტება მოგიცავთ, მცონარება დაგეუფლებათ და გაწვალდებით"

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 13 2023, 01:48 PM

"ადამიანი ქრისტესთან ერთად ხდება მადლმოსილი და ბოროტება მასზე ზეგავლენას ვერ ახდენს. მისთვის არ არსებობს ბოროტება. არსებობს მხოლოდ სიკეთე, ღმერთი. შეუძლებელია მისთვის ბოროტება არსებობდეს. ანუ, ვინაიდან აქვს ნათელი, არ შეიძლება ჰქონდეს ბნელი. შეუძლებელია იგი ბნელმა მოიცვას, იმიტომ, რომ აქვს ნათელი"

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 15 2023, 08:16 PM

"ღმერთმა ადამიანის სულში შთანერგა ძალა. ადამიანზეა დამოკიდებული, საით მიმართავს ამ ძალას - სიკეთისკენ თუ ბოროტებისკენ. თუ სიკეთეს ყვავილებით, ხეებით და მცენარეებით სავსე წალკოტს შევადარებთ, ბოროტებას - ეკლებს, ძალას კი - წყალს, შეიძლება, მოხდეს შემდეგი: როდესაც წყალს წალკოტისკენ მივუშვებთ, მაშინ ყველა მცენარე ვითარდება, მწვანდება, ყვავდება, სიცოცხლეს იძენს; ამ დროს ეკლები, ვინაიდან არ ირწყვება, ჭკნება, ქრება. და პირიქით.

ამრიგად, არ არის საჭირო, დაკავდეთ ეკლებით. ნუ შეალევთ მთელ ძალას ბოროტების განდევნას. ქრისტეს სურს, რომ არ ვიყოთ დასაქმებულნი ვნებებით და მოწინააღმდეგესთან ბრძოლით. მიმართეთ წყალი, ანუ მთელი თქვენი სულიერი ძალები ყვავილებისკენ და გაიხარებთ მათი მშვენიერებით, სურნელებით, სიქორფით.

ვერ მიაღწევთ სიწმინდეს ბოროტებაზე ნადირობით. თავი დაანებეთ ბოროტებას; ქრისტეს უმზირეთ და ის გაცხოვნებთ. ნაცვლად იმისა, რომ კართან დადგეთ და მტერი იგერიოთ, უგულებელყავით ის. ერთი მხრიდან მოდის ბოროტება? მსუბუქი გზით სხვა მხარეს მიაშურეთ. ასე, როდესაც მტერი შეტევაზე გადმოდის, თქვენ სიკეთისკენ, ქრისტესკენ მიმართეთ თქვენი შინაგანი ძალები. შეევედრეთ: "უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე". მან კარგად უწყის, როგორ და რა გზით შეგიწყალოთ. და როცა სიკეთით აღივსებით, უკვე აღარ ხართ მიმართული ბოროტებისკენ. ღვთის მადლით, თვითონ ხდებით კარგები. და მაშინ როგორ იპოვის ბოროტება თქვენში ადგილს? ის უჩინარდება".

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 16 2023, 06:03 PM

"ვერ გახდებით წმინდანები ბოროტებაზე ნადირობით. თავი დაანებეთ ბოროტებას. ქრისტეს უმზირეთ და ის გიხსნით"

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 18 2023, 08:26 PM

"უფალო, ძალი ჩემო, რაოდენ უძლურნი არიან მიწა და ცა! ყოველი ბოროტება, რომელსაც ადამიანები ცისქვეშეთში ჩადიან, მხოლოდ და მხოლოდ მათი უძლურების აღიარება და თვით უძლურებაა"

/წმ. ნიკოლოზ სერბი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 27 2023, 05:48 PM

"თუკი დღისით მოვქსოვთ და ღამით დავარღვევთ, ვერასოდეს მოვქსოვთ.

თუკი დღისით ავაშენებთ, ხოლო ღამით დავარღვევთ, ვერასოდეს ავაშენებთ.

თუკი ღვთის წინაშე ვილოცებთ, მის წინაშე კი ბოროტებას ჩავიდენთ, ვერასოდეს ვერც მოვქსოვთ, ვერც ავაშენებთ საკუთარი სულის სახლს"

/წმ. ნიკოლოზ სერბი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 3 2023, 05:13 PM

"ვერავითარ ბოროტებას ვერ მომაყენებენ ადამიანები, თუ ჭრილობა არ მაქვს"

/წმ. ნიკოლოზ სერბი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 4 2023, 04:23 PM

"ადამიანები ვერავითარ ბოროტებას ვერ მიაყენებენ მართალს, რომ ეს ბოროტება ორმაგად არ დაემხოთ მათ თავზე"

/წმ. ნიკოლოზ სერბი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 10 2023, 07:30 PM

"მამა ამფილოქეს [პოჩაევოდან] კეთილი გულის პატრონს, არ უყვარდა ბოროტი ადამიანები, რადგან ბოროტება არ არის ადამიანის თვისება. ადამიანებში ამ გრძნობას აღვიძებენ დემონები და ამიტომ ბოროტი ადამიანები ხდებიან მათი მსგავსნი"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 7 2023, 05:46 PM

ბევრად მარტივია ბოროტება ქმნა, ვიდრე სიკეთის კეთება"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 15 2023, 06:27 PM

"უდიდესი ბოროტება, რომელიც ღვთისაგან გვაშორებს, ღვთისაგან გვაუცხოებს, ის ბოროტება, რომელიც უნდა შეიმუსროს და განადგურდეს, ამპარტავნებაა, საკუთარ თავზე წარმოდგენაა!"

/აკაკი მინდიაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 20 2023, 05:45 PM

"არ არსებობს ბოროტება, გარდა ცოდვისა და არ არსებობს სიკეთე, გარდა სათნოებისა"

/წმ. იოანე ოქროპირი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 24 2023, 05:37 PM

"რა დიდ ბოროტებას სჩადიან ადამიანები, რომლებსაც არ სურთ საკუთარი სიყვარული მიუძღვნან ქრისტეს, არამედ ფლანგავენ მას მიწიურ, ამაო და წარმავალ რაღაცეებზე"

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 17 2024, 06:28 PM

"დე, გაბოროტება და სისასტიკე ნუ დაიდებს ბინას ჩვენს გულებში"

/მთავარეპისკოპოსი სერაფიმე სობოლევი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 26 2024, 09:04 PM

"დემონს ბოროტება იმაზე მეტად უყვარს, ვიდრე ჩვენ გვიყვარს სიკეთე. ამიტომ იმარჯვებს ბოროტება ასე ხშირად ჩვენში"

/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 20 2024, 05:10 PM

"თუკი ჩვენ წინ არ აღვუდგებით ბოროტებას, საფლავებიდან ადგებიან ჩვენი წინაპრები"

/ღირსი პაისი ათონელი/

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)