IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

5 გვერდი V  1 2 3 > »   
Reply to this topicStart new topic
> რჯული და მადლი, ჩვენ რჯულში აღარ ვცხოვრობთ...
გლახა
პოსტი Jan 30 2007, 05:07 PM
პოსტი #1


--------
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,345
რეგისტრ.: 24-July 06
წევრი № 12



------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Jan 30 2007, 05:17 PM
პოსტი #2


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



გლახაჯან, იქნებ დააკონკრეტო რას გულისხმობ, როდესაც ამბობ, რომ ისევ რჯულით ცხოვრობს ხალხიო


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გლახა
პოსტი Jan 30 2007, 05:20 PM
პოსტი #3


--------
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,345
რეგისტრ.: 24-July 06
წევრი № 12




კანუდოსელ

http://church.ge/index.php?showtopic=111&st=80&#entry42528
აი ამ თემის გამო გადავწყვიტე რომ ეს ტემა გამეხსნა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
orthodox_82
პოსტი Jan 30 2007, 05:40 PM
პოსტი #4


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 35
რეგისტრ.: 28-December 06
წევრი № 759



მე მივხვდი რასაც გულისხმობ, საინტერესო საკითხია. დღესდღეობით სჯულისკანონით ცხოვრება შეუძლებელია, სჯულის კანონით რომ "ცხოვრობენ ზოგიერთი მოძღვრები" ამიტომაცაა ჩვენთან ფანატიზმი sad.gif ბევრი ბრკოლდება და ბევრი გაურბის სჯულის კანონით ცხოვრებას, ჩემი აზრით ადამიანს კანონების შესრულება კი არ უნდა უქადაგო, ღმერთის სიყვარულზე და მოწყალებაზე უნდა ესაუბრო, რომ შეიყვაროს ღმერთი და ეკლესია. დღეს ისევ პრობლემად რჩება ქალზე შარვლის ჩაცმა, ესეც კანონებიდან გამომდინარეობს, მაგრამ ამის აკრძალვამ ბევრი ქალი გააქცია ეკლესიიდან, დიდი სიფრთხილეა საჭირო "სჯულის კანონზე" როცა საუბრობენ...


--------------------
[b]
უფალო შეგვიწყალენ
[/b]
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გლახა
პოსტი Jan 30 2007, 05:50 PM
პოსტი #5


--------
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,345
რეგისტრ.: 24-July 06
წევრი № 12



orthodox_82
აი ეგ არის ზუსტად...
რჯულის მიხედვით ხომ დიდი ხანია ჩასაქოლი ვარ....
მაგრამ მადლობა ღმერთს, რომ შემოგვწირა თავისი ერთადერთი ძე და მისი სისხლი გვწმენდს ყოველგვარი ცოდვისაგან.... (თუმცა იმას არ ვამბობ რომ მივიდეთ ახლა და ვცოდოთ, უფალი მაინც გვაპატიებსო..)


აქაც ვახსენებ იმ საკითხს...
დედათა წესზე იყო ლაპარაკი თემაში "დიდი სჯულის კანონი" ....მაგრამ მგონი ამ თემაში შეიძლება მისი უკეთ განვრცობა....

როგორც ვთქვი ერთერთი ეკლესიის კარზე იყო მასეთი რამ დაწერილი: წყეული იყოს ვინც ამ ტაძარში დედათა წესით შემოვიდესო შემოვიდესო....
ხო და დარწმუნებული ვარ სხვა ტაძრებშიც იქნება ასეთი რამ, როცა თვით ეკლესიის მოძღვარს ვერ გაუგია, რომ რჯულის ხანაში აღარ ვცხოვრობთ...
საწყალი მრევლი ასეთი ტაძრისა....
ვუთანაგრძნობ მათ...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Jan 30 2007, 05:58 PM
პოსტი #6


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



orthodox_82
ციტატა
ჩემი აზრით ადამიანს კანონების შესრულება კი არ უნდა უქადაგო, ღმერთის სიყვარულზე და მოწყალებაზე უნდა ესაუბრო

სუფთა პროტესტანტული მიდგომაა, ბაპტისტურ-ევანგელისტური სულით

არ გეწყინოს!!

რას ჰქვია სიყვარულზე ესაუბრო მხოლოდ! უფლის სიყვარული იმით იწყება, რომ მისი რჯული უნდა შეასრულო. ოღონდ ახალი რჯული - ახალი აღთქმა და არა ძველი

ნებისმიერი პროტესტანტი მასე ამბობს! ზოგს მღვდელიც "ეზედმეტება", რა საჭიროა შუამდგომელი ადამიანსა და უფალს შორის, გეგონება ზეცას უერთდებიან თავისი ლოცვით

გლახა
ციტატა
აი ეგ არის ზუსტად...
რჯულის მიხედვით ხომ დიდი ხანია ჩასაქოლი ვარ....

laugh.gif
რომელი რჯულის მიხედვით? ძველი აღთქმა ხომ არ გგონია შენ??

კანონიკურ ნორმებში (რაც ახალი აღთქმისაა) შენ თუ სადმე ჩაქოლვას ნახავ, მე ჩამქოლე biggrin.gif


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Jan 30 2007, 06:10 PM
პოსტი #7


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ციტატა(კანონისტი @ Jan 30 2007, 06:58 PM) *



კანონისტ, დიდი სჯულის კანონი და ძველი აღთქმის კანონები სხვადასხვა რამეებია, მეორე აუცილებელი იყო უპირობოდ

ახალაღთქმაში რჯული აღარ არის, გაიხსენე იესოს სიტყვები რა რჯული მოგვცა

გლახავ:
შენ თუ გულისხმობ ლიტურგიას რჯულში და მის შესრულებას, მაშინ შენც გაგიყენებ კანონისტის გზას biggrin.gif (კანონისტ არ გეწყინოს biggrin.gif)


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Jan 30 2007, 06:14 PM
პოსტი #8


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



რჯული შეზღუდვა არ არის, კოლიდორია უფსკრულში laugh.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გლახა
პოსტი Jan 30 2007, 06:18 PM
პოსტი #9


--------
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,345
რეგისტრ.: 24-July 06
წევრი № 12



კანონისტი
ციტატა
სუფთა პროტესტანტული მიდგომაა, ბაპტისტურ-ევანგელისტური სულით

არ გეწყინოს!!


smile.gif რად უნდა მეწყინოს? ეგრე მიცნობ?


რაც გინდა დავარქვათ...ღვთის სიტყვა მასე ამბობს და შენ ვისი ნაშრომიც გინდა მოყვანე და დადე ბატონო smile.gif


ციტატა
რას ჰქვია სიყვარულზე ესაუბრო მხოლოდ! უფლის სიყვარული იმით იწყება, რომ მისი რჯული უნდა შეასრულო. ოღონდ ახალი რჯული - ახალი აღთქმა და არა ძველი


მე ეს არ მითქვია...

რახან შენ თქვი გეტყვი, რომ მხოლოდ იმაზე არ შეიძლება ისაუბრო 'რა არ შეიძლება'...
რჯული მხოლოდ ამაზე საუბრობს: არ შეიძლება! არ იგემო! არ გაეკარო!

კანუდოსელი
მე ძველი აღთქმის რჯულზე "ვღაღადებ" wink.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Jan 30 2007, 06:32 PM
პოსტი #10


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
კანუდოსელი
მე ძველი აღთქმის რჯულზე "ვღაღადებ"


იუდეველების ფორუმი მიგასწავლო? laugh.gif











































პ.ს რეზერვისთვის ვინმემ თუ იცით მომაწოდეთ, იუდეველთა ფორუმის მისამართი laugh.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Jan 30 2007, 06:51 PM
პოსტი #11


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



რამდენი პრობლემა ყოფილა რელიგიაში, ეს ყველაფერი მხოლოდ აქ შემოსვლის შემდეგ გავიგე. IPB-ს სურათი


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
orthodox_82
პოსტი Jan 30 2007, 11:53 PM
პოსტი #12


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 35
რეგისტრ.: 28-December 06
წევრი № 759



ციტატა(კანონისტი @ Jan 30 2007, 05:58 PM) *

orthodox_82

სუფთა პროტესტანტული მიდგომაა, ბაპტისტურ-ევანგელისტური სულით

არ გეწყინოს!!

რას ჰქვია სიყვარულზე ესაუბრო მხოლოდ! უფლის სიყვარული იმით იწყება, რომ მისი რჯული უნდა შეასრულო. ოღონდ ახალი რჯული - ახალი აღთქმა და არა ძველი

ნებისმიერი პროტესტანტი მასე ამბობს! ზოგს მღვდელიც "ეზედმეტება", რა საჭიროა შუამდგომელი ადამიანსა და უფალს შორის, გეგონება ზეცას უერთდებიან თავისი ლოცვით



მე პროტესტანტი არ ვარ smile.gif

და არც მწყენია smile.gif

__________________________________________________

მე არ მითქვამს მხოლოდ უფლის სიყვარულზე უნდა ესაუბრო და სჯულზე არ უნდა ესაუბროთქო, უბრალოდ ვერ გამიგე, და ეხლა უფრო შევეცდები აგიხსნათ.
ზოგიერთ მორწმუნეს მხოლოდ სჯულის აღსრულება და კანონიკურობა ჰგონია მართლმადიდებლობა, და ამას აყენებს ღვთის და ადამიანს შორის სიყვარულზე მაღლა, მაგ: არაეკლესიური ქალი თუ შევიდა შარვლით ტაძარში ზოგიერთი კანონისტი და სჯულის კანონის აღმსრულებელი მღვდელი ან სტიქაროსანი ეგრევე მივარდება და დაუყვირებს გადი გარეთ! მე პირადად მინახავს მოძღვარს როგორ გაუგდია შარვლის გამო ქალი ტაძრიდან, და ამას მოყვება ის რომ ქალი გადის, და საერთოდ მიდის დარცხვენილი და გულგატეხილი და უკან აღარ იხედება, სამუდამოდ შორდება ეკლესიას. მე ვფიქრობ რომ ასეთ ადამიანს სიყვარულით უნდა ესაუბრო სჯულზე და კანონიკაზე რომ არ დააბრკოლო და დააშორო ღმერთს, ხშირად ხდება კანონისტი სტიქაროსნები როგორ "ქადაგებენ" და აბრკოლებენ ხალხს. კიდევ არის სხვა მსგავსი მომენტები, ზოგ ტაძარში მრევლი ასეთ წესს იცავს, ქალები მარცხნივ არიან კაცები მარჯვნივ, ეს კარგია რომ არის, მაგრამ თუ კაცი ქალების მხარეს გადავა რომელიმე ხატთან სანთლის დასანთებათ, ან უნდა რომელიმე ხატთან ილოცოს ქალების მხარეს, სჯულმცველი სტიქაროსანი მივა და ეტყვის-სჯულის კანონში ასე წერია რომ თქვენ უნდა იდგეთ კაცების მხარეს, და იმას არ ფიქრობს რომ მას უკეთესად ლოცვისთვის იქ ურჩევნია დგომა.

მიმიხვდი ამით რისი თქმაც მინდა?

___________________________________________________





--------------------
[b]
უფალო შეგვიწყალენ
[/b]
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Jan 30 2007, 11:56 PM
პოსტი #13


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



იმე აჰა ჩახეთქეთ laugh.gif


მართლმადიდებლური სარწმუნოების თანახმად, რა არის ფანატიზმი?

- მართლმადიდებლობა ცოცხალ ღმერთთან კავშირის ერთადერთი საშუალებაა. ქრისტიანობა გვასწავლის, რომ ღმერთი სიყვარულია. ამიტომ მართლმადიდებელი ადამიანი, როგორც ღმერთთან დაკავშირებული, თავადაც სიყვარულის მატარებელი ხდება; ფანატიკოსი, ამის საპირისპიროდ, სიძულვილის მატარებელია. მართლმადიდებლობა სიცოცხლეა, ვითარცა სიცოცხლის წყაროსთან, ცოცხალ ღმერთთან დამაკავშირებელი; ფანატიზმი სიკვდილია (ეტიმოლოგიურადაც ამ მნიშვნელობისა). მართლმადიდებლობა სულის სიხარულია; ფანატიზმი მწუხარება. მართლმადიდებლობა სხვებში კეთილის დანახვის უნარია; ფანატიზმი სხვათა ცუდის მაძიებელია. მართლმადიდებელი საკუთარ ცოდვებს ხედავს; ფანატიკოსი სხვებისას. მართლმადიდებელი სხვათა სათნოებას ხედავს; ფანატიკოსი საკუთარი ნების მორჩილია; მართლმადიდებელი სარწმუნოებაში მის არსს ჭვრეტს; ფანატიკოსი ფორმის იქით ვერაფერს ხედავს. მართლმადიდებელი ყოველ ადამიანში ქრისტეს შვილს ხედავს; ფანატიკოსი თითქმის ყველაში ღვთის მოწინააღმდეგეს. მართლმადიდებლისათვის სჯული ადამიანისთვისაა; ფანატიკოსისთვის ადამიანია სჯულისათვის. ამიტომ მართლმადიდებელი, როგორც სჯულის შინაარსის გამგები, მოწაფეა ქრისტესი; ხოლო ფანატიკოსი, ვითარცა სჯულის კერპადმქცეველი, ქრისტეს ჯვარმცმელია. მართლმადიდებლობა სიმდაბლით იკვებება; ხოლო ფანატიზმის მიზეზი სატანის ცოდვაში, ანუ სიამაყეშია საძებნი.
(მღვდელი თეოდორე გიგნაძე)




--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ალექსანდრე
პოსტი Jan 31 2007, 12:48 AM
პოსტი #14


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,232
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 7



მნათე
ციტატა
იმე აჰა ჩახეთქეთ

ეს გლახას მიეცი ჩასახეთქად? laugh.gif laugh.gif


--------------------
ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო.

ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გლახა
პოსტი Jan 31 2007, 01:29 AM
პოსტი #15


--------
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,345
რეგისტრ.: 24-July 06
წევრი № 12



0.00
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Jan 31 2007, 01:31 AM
პოსტი #16


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
მართლმადიდებლური გაგებით? თეოდორე გაგნიძეს ქადაგებებს ვუსმენ ხოლმე, მაგრამ ასეთ რაღაცეებში სანსი არ არის დავეთანხმო..
"შანსოვ ნეტ..."


შენი პრობლემაა laugh.gif 'მამენტ' laugh.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Jan 31 2007, 11:21 AM
პოსტი #17


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



orthodox_82
მესმის შენი....

გასაგებია, რომ მთავარი სიყვარულია. მაგრამ ისიც ხომ მნიშვნელოვანია, რომ ადამიანი სიყვარულის გამო ცოდვაზე არ მიუშვა. შენი მოძმე კლდიდან რომ ვარდებოდეს, შეიძლება ისე მაგრამ წაავლო ხელი და გამოქაჩო, რომ ხელიც ატკინო, მაგრამ აზრადაც არ მოუვა მას შენ ჩხუბი დაგიწყოს, ხელი რატომ მატკინეო. ამდენად, შენ რომ ადამიანს რაღაცას უკრძალავ მთავარია შენ გულში ჩაიხედო, რატომ უკრძალავ? ფანატიზმის და სჯულთშემსრულებლობის (ანუ ფარისევლობის) სენისგან დაავადებული, თუ მისი სიყვარულის გამო. ეს ერთი

მეორეც, შენ რაც ჩამოთვალე, მისი დიდი ნაწილი:
ციტატა
კანონისტი სტიქაროსნები როგორ "ქადაგებენ" და აბრკოლებენ ხალხს

ციტატა
ქალები მარცხნივ არიან კაცები მარჯვნივ

ციტატა
კაცი ქალების მხარეს გადავა რომელიმე ხატთან სანთლის დასანთებათ

საერთო არ არის არც კანონიკური და არც დოგმატური. ამდენად მისი აღსრულების მოთხოვნა არ შეიძლება კანონიკურ ჭრილში იქნეს განხილული.
მე პირადად, ვერიდები ხოლმე მსგავს შენიშვნებს, თუმცაღა ეს არ ნიშნავს იმას, რომ საერთოდ არავის არაფერს ვეუბნები. ახლა შარვლით რომ ქალი ტაძარში შედის შეიძლება მოითმინო, მაგრამ ქალი ისეთი "ჩაცმული" რომ შედის ტაძარში, რომ სხეულის უფრო მეტი ნაწილი შიშველი რომ აქვს ვიდრე ჩაცმული mad.gif იმას არ უნდა უთხრა (ცხადია მშვიდად და აღელვების გარეშე, რამდენადაც შეძლებ) რომ ტაძრიდან გავიდეს???

მე მერე ასეთებიც მინახავს დაბრკოლებულნი....

რაზეც უფალი სახარებაში უპასუხებს (მოციქულთა კითხვაზე, რომ მოძღვარო შენ რაც უთხარი მაგით იუდეველნი დაბრკოლდნენო), რომ "ნუუკუე თქუენცა გნებავს წარსლვის?" (ინ. 6:67)


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გლახა
პოსტი Jan 31 2007, 11:57 AM
პოსტი #18


--------
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,345
რეგისტრ.: 24-July 06
წევრი № 12



0
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Jan 31 2007, 12:14 PM
პოსტი #19


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



გლახა
ციტატა
ამას წინათ სამებაში ვიყავი და უცხოელთა ჯგუფი შემოვიდა... მივიდა ერთი არამკითხე და ერთ ტურისტს ეუბნება ქუდი მოიხადეო...სხვებს კი ამ ჯგუფიდან ზოგ ქალს შარვალი ეცვა და იმათ ვერაფერი უთხრა...ეს კაცი გაუძალიანდა ..არ იხდიდა..ეს არ მოეშვა ...და ბოლოს მოიხადა იმანაც...
მაშინ ბატონო სულ უნდა გაეშვა ეს ჯგუფი იმ ტაძრიდან ან საერთოდ არ შემოეშვა...

აქ მხოლოდ მართლმადიდებლობაზე არ არის საქმე. ეს ტრადიციაცაა და ჩვენ თუ არ დავიცავით ტრადიცია, სხვა მით უმეტეს არ დაიცავს

მე სხვა მაგალითს გეტყვი. სვეტიცხოველში შემხვდნენ ბელგიელი ტურისტები. ინგლისური კარგად იცოდნენ და დიდხანს ვესაუბრე. ხელთ ჰქონდათ ძალიან კარგი ბრიტანული გამოცემა Traveller's Guide in CAUCASUS: Georgia, Armenia, Azerbaijan. ძალიან საინტერესო ცნობები ეწერა ამიერკავკასიის ქვეყნებზე

მერე ვკითხე, რომ ჩვენ დიდი სიწმიდე გვაქვს თბილისის სიონში - წმ. ნინოს ვაზის ჯვარი და თუ ნახეთ-თქო. იცი რა მიპასუხა? არაო, მე შარვალი მეცვა (გოგო ამბობდა) და ტაძარში არ შევედითო. რატომ, დაგიშალათ ვინმემ-თქო? არაო, ამ ტურისტულ ცნობარში ეწერა, რომ საქართველოს ტაძრებში ქალების შარვლით შესვლა არ შეიძლებაო. კათოლიკეები იყვნენ....

ციტატა
ერთ ცინიკურ სტატიას გააშალასინებდა რომელიმე უცხოურ ჟურნალში

მაგ სტატიამდე იმაზე დაწეროს სტატია, ბუკინგემის სასახლეში შემსვლელ ქალბატონს რომ აუცილებლად შლაპა უნდა ეხუროს და ზომები პროტოკოლის სამსახურს რომ უნდა შეუთანხმოს!!! biggrin.gif biggrin.gif

სხვათაშორის, ჩვენ გვემართება ეს "დემოკრატობანა", თორემ უცხოელებს როგორც წესი პრობლემები არ აქვთ. არ უნდა რჯულის და კანონიკის ახსნა, მარტივად ვეუბნები: please take off your hat, it's just our tradition და მორჩა!

ჩემი პირადი სტატისტიკა სამწუხაროდ აჩვენებს, რომ ქართველი "მართლმადიდებლები" უფრო მიწევენ ხოლმე წინააღმდეგობას, ვიდრე უცხოელები

ციტატა
გახსოვს ფარისეველთან რომ იესო იყო სტუმრად და მეძავი რომ მივიდა მასთან, ალებასტრონის ნელსაცხებელი რომ სცხო, ფეხები ცრემლებით რომ დაუსველა და თმებით შეუმშრალა? რა რეაქცია ჰქონდათ ფარისევლებს?
განა არ იცის ვინ ეხებაო..?

ამაზე ჩემ წინა პოსტში ხომ დავწერე. უყურე:
ციტატა
შენ რომ ადამიანს რაღაცას უკრძალავ მთავარია შენ გულში ჩაიხედო, რატომ უკრძალავ? ფანატიზმის და სჯულთშემსრულებლობის (ანუ ფარისევლობის) სენისგან დაავადებული, თუ მისი სიყვარულის გამო.

ისინი უგულოდ და უსიყვარულოდ აკეთებდნენ ამას....


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
შეხვეწილი
პოსტი Jan 31 2007, 12:14 PM
პოსტი #20


უსამართლობაა ქვეყნის ალაჰი და ძალმომრეობაა მისი მოციქული
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 555
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: გარდატეხის ასაკი
წევრი № 436



დედათა წესს რაც შეეხება, გლახა, წმინდა ჰიგიენური მომენტია მანდ და იგი ქრისტიანობის ,,გამოგონილი'' არაა ნამდვილად, ნებისმიერ სხვა რელიგიას გადახედე ჯერ და მერე ქრისტიანობამდელ რელიგიებს. დედათა წესის მქონე ქალი უმეტესად განსაკუთრებული საკრალური დატვირთვისაა ნებისმიერ ხალხსა და ეპოქაში.

რჯულში არის აკრძალვები, რომლებიც პირდაპირ კრძალავს ცოდვას, მაგალითად არა იპარო, გეუბნება, რომ არ უნდა მოიპარო. მაგრამ არის აკრძალვები, რომლებიც პირდაპირ კი არ გიკრძალავს ცოდვის ჩადენას, არამედ ისეთი საქციელის ჩადენას კრძალავს, რამაც შეიძლება ცოდვა გამოიწვიოს და ამ აკრძალვის დარღვევა რაღაც მომენტში კია მთელი სჯულის დარღვევა მაგრამ იმ გაგებით, რომ სჯულის მიზანი ერთია და ნებისმიერი დარღვევა მის მიზანს ეწინააღმდეგება, მაგრამ კონკრეტულად ამაკრძალვის დარღვევა ცალკე აღებული, ასე ვთქვათ, ცოდვა არ არის და მას ვერ გაათანაბრებ იგივე კაცის კვლასთან.

ასეთ ,,უმნიშვნელო'' დარღვევებს მიეკუთვნება დედათა წესით ტაძარში შესვლა (წყეულიმც იყოსო, ზედმეტია, მაგრამ აქ ალბათ ის უნდა იყოს წყეული, რომელიც შეგნებულად დედათა წესით შედის ტაძარში). დედათა წესის დროს ქალს სპეციფიკური სუნი უდის, რომელსაც ადამიანის ყნოსვა ე.წ. 25 კადრის ეფექტის მსგავსად აღიქვამს და მან შეიძლება მოგვიანებით სხეულებრივი ლტოლვა გამოიწვიოს ან მისი ერთ-ერთი ხელშემწყობი გახდეს.

ამიტომ ტაძარში სადაც ადამიანი მიწიერი ვნებებისაგან გასათავისუფლებლად შედის მას არ უნდა დახვდეს ისეთი რამ, რაც პირდაპირ თუ არაპირდაპირ აღაგზნებს მის წარმოსახვას.

რაც შეეხება ქუდის მოხდას, რადგან კავკასიაში არის ჩვეულება ქუდის მოხდისა, შენ უცხოელი, რომელიც ჩემთან მოდიხარ სტუმრად, უნდა პატივს სცემდე ჩემს ტრადიციას და თუ არ იცი, მე უფლება კი არა მოვალეობა მაქვს, გასწავლო, რადგან იგივე მუსლიმურ ქვეყანაში, მიდი და შედი ფეხსაცმლით მეჩეთში, ან სინაგოგაში შედი წესების დაუცველად, ან იაპონელთან ჩაის დალევისას ფეხზე იდექი და ნახავ რა რეაქციაც ექნება.

რა შუაშია ფარისევლები? ჩევენ ზემოდან კი არ ვუყურებთ ტურისტებს. მეც მივცემდი იმავე შენიშვნას, ვთხოვდი, რომ ქუდი მოეხადა, აგრესისი გარეშე, რა თქმა უნდა, ან გარეთ გასულიყო, რადგან აქ ასეთი წესია და მორჩა. არ იღებ ჩემს წესს, წადი შენი გზით, რას მეძალებიოდესაც ჩემს სახლში მოდიხარ სტუმრად, პატივი უნდა სცე ჩემი სახლის წესებს, მე რომ შენთან მოვალ, მეც პატივს ვცემ, შენსას.


--------------------
სამშობლოსათვის თავდადება კიდეც მინდოდეს... ვერ დავდებ!
რადგან გაყიდეს და... არ გამაჩნია!

არადა, რავჩივარ ერთი?..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

5 გვერდი V  1 2 3 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 1st November 2024 - 03:20 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი