გამოჩენილი და ისტორიული პიროვნებები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
გამოჩენილი და ისტორიული პიროვნებები |
ნათია |
Sep 25 2007, 11:57 AM
პოსტი
#21
|
Miss invisible ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
პიროვნება: - სალაჰ ალ-დინი ცხოვრებისა და მოღვაწეობის წლები: - 1137-1193 ქვეყანა: - ეგვიპტე მნიშვნელოვანი ფაქტები: - წარმოშობით ქურთი ეგვიპტის მბრძანებელი. მხედართმთავარი. ჯვაროსნების მთავარი ოპონენტი. გამორჩეული ვაჟკაცი ვებ გვერდი: - http://en.wikipedia.org/wiki/Saladin პიროვნება: - ჩინგიზ-ყაენი ცხოვრებისა და მოღვაწეობის წლები: - 1155-1227 ქვეყანა: - მონღოლეთი მნიშვნელოვანი ფაქტები: - 1206წ მონღოლური სახელმწიფოს დამაარსებელი. უდიდესი დამპყრობი. დიდი რეფორმატორი და მონღოლების გამაერთიანებელი. მონღოლეთში გაღმერთებული. სავარაუდოდ მსოფლიოში ამჟამად მისი 16 მილიონი პირდაპირი შთამომავალი ცხოვრობს მამაკაცების ხაზით (ჩინგიზიდები). ვებ გვერდი: - http://en.wikipedia.org/wiki/Genghis_Khan პიროვნება: - თემურ ლენგი ცხოვრებისა და მოღვაწეობის წლები: - 1336-1405 ქვეყანა: - უზბეკეთი მნიშვნელოვანი ფაქტები: - მოღოლებისაგან გამდგარი ტომის შთამომავალი. უდიდესი დამპყრობი . 1362წ ფეხში დაიჭრა. ტაჯიკურად "თემურლენგი"- კოჭლი თემური შეარქვეს. საქართველოში 8-ჯერ ილაშქრა. ლეგენდის მიხედვით, მისი საფლავის ( სამარყანდი), შეხებას დიდი უბედურება მოყვებოდა. 1941წ 21 ივნისს გაიხსნა საფლავი - 22- ში სამამულო ომი დაიწყო. ვებ გვერდი: - http://en.wikipedia.org/wiki/Timur პიროვნება: - ლაიოშ I დიდი ცხოვრებისა და მოღვაწეობის წლები: - 1326-1382 ქვეყანა: - უნგრეთი მნიშვნელოვანი ფაქტები: - უნგრეთის და პოლონეთის მეფე. დიდი მეომარი. უნგრელებში განათლების გამავრცელებელი. ნაკლებად ერეოდა პოლონეთის საქმეებში ვებ გვერდი: - http://en.wikipedia.org/wiki/Louis_I_of_Hungary -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
ნათია |
Sep 25 2007, 12:24 PM
პოსტი
#22
|
Miss invisible ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
პიროვნება: - ფრანცისკ ასიზელი ცხოვრებისა და მოღვაწეობის წლები: - 1182-1226 ქვეყანა: - იტალია მნიშვნელოვანი ფაქტები: - რელიგიური მოღვაწე. ფრანცისკელების ორდენის დამაარსებელი, რაც სიღარიბის პატივისცემას ითვალისწინებდა ვებ გვერდი: - http://en.wikipedia.org/wiki/Francis_of_Assisi პიროვნება: - პრჟემისლი I ოტოკარი ცხოვრებისა და მოღვაწეობის წლები: - 1198-1230 ქვეყანა: - ჩეხეთი მნიშვნელოვანი ფაქტები: - ჩეხეთის I მეფე ვებ გვერდი: - http://en.wikipedia.org/wiki/Ottokar_I_of_Bohemia -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
ნათია |
Sep 25 2007, 12:50 PM
პოსტი
#23
|
Miss invisible ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
პიროვნება: - სიმონ დე მონფორნი ცხოვრებისა და მოღვაწეობის წლები: - 1160-1218 ქვეყანა: - ინგლისი მნიშვნელოვანი ფაქტები: - სამხედრო, პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწე. თავი გამოიჩინა როგორც ჯვაროსანმა და რომის პაპისგან მიიღო დიდი მიწები. დაიღუპა ტულუზის ალყისას. ვებ გვერდი: - http://en.wikipedia.org/wiki/Simon_de_Mont...rl_of_Leicester პიროვნება: - ბათო-ყაენი ცხოვრებისა და მოღვაწეობის წლები: - 1205-1255 ქვეყანა: - მონღოლეთი მნიშვნელოვანი ფაქტები: - ჩინგიზ-ხანის შვილიშვილი. რუსეთისა და აღმ. ევროპის დამპყრობი ვებ გვერდი: - http://en.wikipedia.org/wiki/Batu_Khan -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
ნათია |
Sep 25 2007, 01:13 PM
პოსტი
#24
|
Miss invisible ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
პიროვნება: - ალექსანდრე ნეველი ცხოვრებისა და მოღვაწეობის წლები: - 1236-1263 ქვეყანა: - რუსეთი მნიშვნელოვანი ფაქტები: - ნოვგოროდის მთავარი და ვლადიმირის დიდი მთავარი. ბათო-ყაენის შვილობილი. გააძლიერა ქვეყნის საზღვრები. დაამარცხა შვედეთის და გერმანიის ძლიერი ჯარი. დიდი დამსახურებისათვის ეკლესიის მიერ წმინდანად არის შერაცხული. ვებ გვერდი: - http://ru.wikipedia.org/wiki/%D0%9D%D0%B5%...%B5%D0%BB%D1%8C პიროვნება: - ალფონსო X ბრძენი ცხოვრებისა და მოღვაწეობის წლები: - 1221-1282 ქვეყანა: - ესპანეთი მნიშვნელოვანი ფაქტები: - კასტილიისა და ლეონის მეფე. მეფე-ასტრონომი. უაღრესად განათლებული მეფე, რომელიც ისტორიაში ბრძენის სახელით შევიდა. ვებ გვერდი: - http://en.wikipedia.org/wiki/Alfonso_X_of_Castile -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
ნათია |
Sep 26 2007, 11:26 AM
პოსტი
#25
|
Miss invisible ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
პიროვნება: - დანტე ალიგიერი ცხოვრებისა და მოღვაწეობის წლები: - 1265-1321 ქვეყანა: - იტალია მნიშვნელოვანი ფაქტები: - პოეტი. საყოველთაოდ ცნობილი "კომედიის" ავტორი, რომელსაც ბოკაჩომ შემდგომში ღვთაებრივი უწოდა. ვებ გვერდი: - http://en.wikipedia.org/wiki/Dante_Alighieri პიროვნება: - ფილიპ IV ლამაზი ცხოვრებისა და მოღვაწეობის წლები: - 1268-1314 ქვეყანა: - საფრანგეთი მნიშვნელოვანი ფაქტები: - მეფე, რომელმაც გააძლიერა მონარქია. გამოირჩეოდა სიმკაცრით და პაპებთან ბრძოლით ვებ გვერდი: - http://en.wikipedia.org/wiki/Philip_IV_of_France პიროვნება: - უილიამ უოლესი ცხოვრებისა და მოღვაწეობის წლები: - 1270-1305 ქვეყანა: - შოტლანდია მნიშვნელოვანი ფაქტები: - ეროვნული გმირი. ინგლისის დაუძინებელი მტერი დასაჯეს და სხეული დაანაწევრეს ვებ გვერდი: - http://en.wikipedia.org/wiki/William_Wallace პიროვნება: - ოსმან I გაზი ცხოვრებისა და მოღვაწეობის წლები: - 1258-1326 ქვეყანა: - თურქეთი მნიშვნელოვანი ფაქტები: - თურქი სულთანი. 1299წ ოსმალეთის იმპერიის დამფუძნებელი, მცირე აზიის მთელი დასავლეთი ნაწილის დამპყრობი. ვებ გვერდი: - http://en.wikipedia.org/wiki/Osman_I -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
ნათია |
Sep 26 2007, 12:13 PM
პოსტი
#26
|
Miss invisible ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
პიროვნება: - იაგელო ცხოვრებისა და მოღვაწეობის წლები: - 1351-1424 ქვეყანა: - ლიტვა მნიშვნელოვანი ფაქტები: - დიდი მთავარი. გააქრისტიანა ლიტვა და ალაგმა გერმანელები. პოლონეთის მეფე, როგორც პოლონეთის დედოფლის ქმარი. ვებ გვერდი: - http://en.wikipedia.org/wiki/Jogaila პიროვნება: - იან ჰუსი ცხოვრებისა და მოღვაწეობის წლები: - 1371-1415 ქვეყანა: - ჩეხეთი მნიშვნელოვანი ფაქტები: - ჩეხი ხალხის ეროვნული გმირი, მოაზროვნე, მოძღვარი. თავის წიგნებთან ერთად დაწვეს რეფორმატორული იდეებისათვის. მას ეკუთვნის - “ო ეს წმინდა უბრალოება”, როდესაც მის ცეცხლს მოხუცმა ქალმა თივის კონა დაამატა. ვებ გვერდი: - http://en.wikipedia.org/wiki/Jan_Hus პიროვნება: - მონტესუმა I (დიდი) ცხოვრებისა და მოღვაწეობის წლები: - 1390-1469 ქვეყანა: - მექსიკა მნიშვნელოვანი ფაქტები: - აცტეკების ბელადი დაიმორჩილა ცენტრალური მექსიკის სხვა ტომები და ამ კავშირის მეთაური გახდა. ვებ გვერდი: - http://en.wikipedia.org/wiki/Moctezuma_I პიროვნება: - ენგელბრეკტ ენგელბრეკტსონი ცხოვრებისა და მოღვაწეობის წლები: - 1390-1436 ქვეყანა: - შვედეთი მნიშვნელოვანი ფაქტები: - ეროვნული გმირი. მეშახტე. არსებული სისტემისა და უსამართლობის წინააღმდეგ სახალხო აჯანყების ორგანიზატორი (1434). მის მოღვაწეობას მოყვა ქვეყნის სრულიად ახალი მიმართულებით განვითარება (შვედეთის შემობრუნების დასაწყისი). ვებ გვერდი: - http://en.wikipedia.org/wiki/Engelbrekt_Engelbrektsson -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
ნათია |
Oct 25 2007, 10:48 AM
პოსტი
#27
|
Miss invisible ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
პიროვნება: - გეორგ სკანდერბერგი ცხოვრებისა და მოღვაწეობის წლები: - 1405-1468 ქვეყანა: - ალბანეთი მნიშვნელოვანი ფაქტები: - ეროვნული გმირი. ალბანელი თავადის შვილი თურქების კარზე აღიზარდა. თურქებისაგან გაათავისუფლა ალბანეთი და თავი მის მართველად აღიარებინა. ვებ გვერდი: - http://en.wikipedia.org/wiki/Skanderbeg პიროვნება: - პიუს II ცხოვრებისა და მოღვაწეობის წლები: - 1405-1464 ქვეყანა: - ვატიკანი მნიშვნელოვანი ფაქტები: - რომის პაპი. ჰუმანისტი-მწერალი. კონსტანტინეპოლის დასაბრუნებლად დიდ ჯვაროსნული ლაშქრობის ორგანიზატორი, რომლის ჩავარდნის გამო გული გაუსკდა. ვებ გვერდი: - http://en.wikipedia.org/wiki/Pope_Pius_II პიროვნება: - ჟანა დ'არკი ცხოვრებისა და მოღვაწეობის წლები: - 1412-1431 ქვეყანა: - საფრანგეთი მნიშვნელოვანი ფაქტები: - საფრანგეთის ეროვნული გმირი (ასწლიანი ომი). უმამაცესი მებრძოლი. ერთ-ერთი ლეგენდის მიხედვით მკერდიც კი მოიკვეთა, რადგან ხელს უშლიდა ბრძოლაში. მისი დიდი პოპულარულობით შეშინებულმა ხელისუფლებამ შეიპყრო და კოცონზე დაწვა. ვებ გვერდი: - http://en.wikipedia.org/wiki/Joan_of_Arc პიროვნება: - მუჰამედ თარაღაი ულუბეგი ცხოვრებისა და მოღვაწეობის წლები: - 1394-1449 ქვეყანა: - უზბეკეთი მნიშვნელოვანი ფაქტები: - თემურლენგის შვილიშვილი მეცნიერი, დიდი ასტრონომი, მაგრამ ტემურიდების სუსტი მართველი. ნაკლებ ყურადღებას უთმობდა სახელმწიფო საქმეებს და ხელისუფლების ხელში ჩასაგდებად მოკლა საკუთარმა შვილმა ვებ გვერდი: - http://en.wikipedia.org/wiki/Ulugh_Beg -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
ნათია |
Oct 25 2007, 11:16 AM
პოსტი
#28
|
Miss invisible ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
პიროვნება: - ისაბელ კასტილიელი ცხოვრებისა და მოღვაწეობის წლები: - 1450-1504 ქვეყანა: - ესპანეთი მნიშვნელოვანი ფაქტები: - კასტილიის დედოფალი, ხელი შეუწყო კოლუმბის მოგზაურობას, მაგრამ აღადგინა ინკვიზიცია და ებრაელთა დევნა ვებ გვერდი: - http://en.wikipedia.org/wiki/Isabella_of_Castile პიროვნება: - ფერდინანდ II არაგონელი ცხოვრებისა და მოღვაწეობის წლები: - 1452-1516 ქვეყანა: - ესპანეთი მნიშვნელოვანი ფაქტები: - არაგონის, კასტილიის, სიცილიის და ნეაპოლის მეფე 40-წლიანი მართველობის განმავლობაში უზრუნველყოფილი იყო ესპანეთის პოლიტიკური სტაბილურობა (აღმოაჩინეს ამერიკა). ვებ გვერდი: - http://en.wikipedia.org/wiki/Ferdinand_II_of_Aragon პიროვნება: - ქრისტეფორე კოლუმბი ცხოვრებისა და მოღვაწეობის წლები: - 1451-1506 ქვეყანა: - ესპანეთი მნიშვნელოვანი ფაქტები: - გენუელი ზღვაოსანი და მოგზაური. 1492წ მსოფლიოს ისტორიაში ყველაზე დიდი გეოგრაფიული აღმოჩენის - ამერიკის კონტინენტის აღმომჩენი. ვებ გვერდი: - http://en.wikipedia.org/wiki/Christopher_Columbus -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
ნათია |
Oct 25 2007, 11:34 AM
პოსტი
#29
|
Miss invisible ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
პიროვნება: - ნიკოლა კოპერნიკი ცხოვრებისა და მოღვაწეობის წლები: - 1473-1543 ქვეყანა: - პოლონეთი მნიშვნელოვანი ფაქტები: - ასტრონომი, მათემატიკოსი და ეკონომისტი. პირველმა ჩამოაყალიბა სამყაროს ჰელიოცენტრული აგებულება ვებ გვერდი: - http://en.wikipedia.org/wiki/Nicolaus_Copernicus პიროვნება: - ლეონარო და ვინჩი ცხოვრებისა და მოღვაწეობის წლები: - 1475-1519 ქვეყანა: - იტალია მნიშვნელოვანი ფაქტები: - რენესანსის ხანის უდიდესი მხატვარი, მოქანდაკე, არქიტექტორი, მეცნიერი, ინჟინერი. მას მიეკუთვნება პირველი საფრენი აპარატების სქემები. იმდენად უსწრებდა თავის დროს, რომ არსებობს აზრი თითქოს მას შეეძლო გონების ძალით დროში და სივრცეში თავისუფლად გადაადგილება. ვებ გვერდი: - http://en.wikipedia.org/wiki/Leonardo_da_Vinci -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
ნათია |
Oct 26 2007, 01:16 PM
პოსტი
#30
|
Miss invisible ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
პიროვნება: - მიქელანჯელო ბუონაროტი ცხოვრებისა და მოღვაწეობის წლები: - 1475-1564 ქვეყანა: - იტალია მნიშვნელოვანი ფაქტები: - რენესანსის უდიდესი მოქანდაკე, ფერმწერი, პოეტი, არქიტექტორი ვებ გვერდი: - http://en.wikipedia.org/wiki/Michelangelo პიროვნება: - ნიკოლო მაკიაველი ცხოვრებისა და მოღვაწეობის წლები: - 1469-1527 ქვეყანა: - იტალია მნიშვნელოვანი ფაქტები: - მოაზროვნე-მწერალი. იყო ფლორენციის სახელმწიფო მდივანი – ძლერი სახელმწიფო მართველობის მომხრე ვებ გვერდი: - http://en.wikipedia.org/wiki/Niccol%C3%B2_Machiavelli პიროვნება: - ფერნანდო მაგელანი ცხოვრებისა და მოღვაწეობის წლები: - 1480-1521 ქვეყანა: - ესპანეთი მნიშვნელოვანი ფაქტები: - პორტუგალიაში დაბადებული ზღვაოსანი. დედამიწის გარშემო I მოგზაურობის ორგანიზატორი. ფილიპინებში ორი ტომის ბელადებს შორის დავაში ჩაერია და მოკლეს. ვებ გვერდი: - http://en.wikipedia.org/wiki/Ferdinand_Magellan -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
ბოლქვაძე |
Nov 3 2007, 02:22 PM
პოსტი
#31
|
ა ლ ე ქ ს ა ნ დ რ ე ჯგუფი: Members პოსტები: 639 რეგისტრ.: 11-March 07 მდებარ.: თბილისი -|- ხილიანი წევრი № 1,340 |
აბაშიძე ასლან
დაიბ. 20.07.1938 ქართველი პოლიტიკური მოღვაწე. 1975 წელს დაამთავრა ბათუმის პედაგოგიური ინსტიტუტი, 1984 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახალხო მეურნეობის დაგეგმარების ფაკულტეტი. ახალგაზრდობიდანვე კომკავშირულ სამუშაოზე იყო, 1965-80 წლებში მუშაობდა პროფტექნიკური სასწავლებლის დირექორად. 1981 წლიდან ბათუმის საქალაქო კომიტეტის აღმასკომის თავმჯდომარედ. იყო ჯერ აჭარის, შემდეგ მთლიანად საქართველოს სსრ. საყოფაცხოვრებო მომსახურეობის მინისტრი, კონცერნ ”საქყოფსერვისის” პრეზიდენტი. საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ 1991 წელს გახდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე. ასლან აბაშიძემ დროთა განმავლობაში აჭარაში საკუთარი ერთპიროვნული ხელისუფლება განამტკიცა და განუყოფლად მართავდა აჭარას 13 წლის მანძილზე (1991-2004), იგი გამოხატავდა რა რუსეთის ხელისუფლების ინტერესებს, მხოლოდ ნომინალურად ემორჩილებოდა თბილისს. თუმცა 1992-95 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, შემდეგ კი პოლიტიკური მოძრაობა ”აღორძინების” ლიდერი. ”ვარდების რევოლუციის” დროს აქტიურად უჭერდა მხარს ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლებას, ხელისუფლების ცვლის შმდეგ კიდევ უფრო გამწვავდა მისი ურთიერთობა თბილისთან, რაც 2004 წლის 4-6 მაისის მოვლენებით დასრულდა. ასლან აბაშიძე თანამოაზრეებთან ერთად საქართველოდან წავიდა. ამჟამად ცხოვრობს რუსეთში. მის ვაჟს გიორგი აბაშიძეს (დაიბ.1976) ერთი პერიოდი ბათუმის მერის თანამდებობა ეკავა. ___________________________________________ ___________________________________________ სააკაშვილი მიხეილ დაიბ. 21.12.1967 საქართველოს პრეზიდენტი 2004 წლიდან. დაიბადა ქალაქ თბილისში , 1984 წელს ოქროს მედლით დაამთავრა თბილისის №51 საშუალო სკოლა. 1992 წელს წარჩინებით დაამთავრა კიევის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტის საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი. 1994 წელს დაიცვა სამართლის მაგისტრის ხარისხი ნიუ-იორკის კოლუმბიის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, სადაც ის სწავლობდა, როგორც ამერიკის კონგრესის სტიპენდიატი. 1995-96 წწ. სწავლობდა დოქტორანტურაში ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის ეროვნულ ცენტრში. მიღებული აქვს საფრანგეთში ადამიანის უფლებათა ინსტიტუტის დიპლომი ადამიანის უფლებათა შედარებით სამართალში. მუშაობდა ნორვეგიის ადამიანის უფლებათა დაცვის სახელმწიფო კომიტეტში და ნიუ-იორკის უდიდეს საადვოკატო ფირმაში. 1995-1999 წლებში საქართველოს პარლამენტის წევრია, 1995 წელს აირჩიეს საქართველოს პარლამენტის საკონსტიტუციო, იურიდიულ საკითხთა და კანონიერების კომიტეტის თავმჯდომარედ. 2000 წლის 24 იანვარს აირჩიეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტად. იმავე წლის 12 ოქტომბერს დაინიშნა საქართველოს იუსტიციის მინისტრად. პარლამენტში მისი კანდიდატურის დამტკიცებისას მას რვა ფრაქციიდან შვიდმა მხარი დაუჭირა. 2001 წლის სექტემბერში პრეზიდენტის კურსისა და მთავრობაში გამეფებული კორუფციისადმი პროტესტის ნიშნად, მინისტრის თანამდებობიდან გადადგა და ამავე წლის 21 ოქტომბერს, როგორც დამოუკიდებელი კანდიდატი, ვაკის მაჟორიტარ დეპუტატად აირჩიეს. მიხეილ სააკაშვილი იყო პოლიტიკური პარტიის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე. 2002 წელს სათავეში ჩაუდგა თბილისის საკრებულოს. 2003 წელს ზურაბ ჟვანიასთან და ნინო ბურჯანაძესთან ერთად იყო ”ვარდების რევოლუციის” ერთ-ერთი ორგანიზატორი, რის შედეგადაც ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლება დაემხო. 2004 წლის 4 იანვარს ქართველმა ხალხმა ხმათა 97%-ით ქვეყნის პრეზიდენტად აირჩია. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი. _______________________ კანონისტ გეეხარდება -------------------- რაც არ იწვის არ ანათებს!
|
Ismail |
Jun 30 2010, 03:57 PM
პოსტი
#32
|
სტუმარი ცოტა ხანისა ჯგუფი: Members პოსტები: 2,336 რეგისტრ.: 29-June 07 მდებარ.: Қырҭтәыла, Қарҭ წევრი № 2,331 |
პიროვნება: - ვერცინგეტორიქსი ცხოვრებისა და მოღვაწეობის წლები: - 52-46 ქვეყანა: - გალია მნიშვნელოვანი ფაქტები: - რომაელების წინააღმდეგ გალების (სენა, ლუარა და გარონს შორის მდებარე ქვეყნები) აჯანყების ბელადი. 52 წელს რომაელებმა ხელში ჩაიგდეს ბრძოლის დროს და ტყვეობაში ყავდათ 46 წლამდე. შემდეგ მისი უდრეკი ხასიათის გამო დაახრჩვეს. ვებ გვერდი: - http://en.wikipedia.org/wiki/Vercingetorix -------------------- ...And it's hard to hold a candle
In the cold November rain... |
marine |
Jul 23 2016, 10:25 PM
პოსტი
#33
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 58,193 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ასეთი კაცები ისტორიის მარადისობაში დავანდებიან ხოლმე".
/"კარიბჭე" N13, 2010, გვ.7/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Oct 21 2016, 09:51 PM
პოსტი
#34
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 58,193 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ერის ღირსებას და მის სიმტკიცეს ღირსეული ადამიანები განაპირობებენ; ბედნიერია ის ქვეყანა, სადაც ასეთი პიროვნებების სიმრავლეა".
/"კარიბჭე" N21, 2016, გვ.23/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Feb 2 2017, 11:28 AM
პოსტი
#35
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 58,193 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"შორეულ იტალიაში, დროთა და ვითარებათა უკუღმართობით კათოლიციზმის ასპარეზზე მოღვაწე სასულიერო პირი, მიქაელ თამარაშვილი, მშობელი ერის საისტორიო სიძველეებს იკვლევდა. თუმცა ის მოწყვეტილი იყო ჭეშმარიტი სარწმუნოების საფუძველს, მის გულში მშობელი ერის და მოყვასისადმი ქრისტიანულ სიყვარულს მძლავრად ჰქონდა გადგმული ფესვი.
ამის დასტურია მისი მოწამებრივი არსასრული: ერთხელ, ზღვის ნაპირას სეირნობის დროს, მან დაინახა ადამიანი, რომელიც იხრჩობოდა. იგი ყოველგვარი ყოყმანის გარეშე გადაეშვა წყალში უცნობი ადამიანის დასახსნელად და მოყვასის გადარჩენის მცდელობისას თავად დაიხრჩო ზღვაში!" /"ჩემო კარგო ქვეყანა" (ნორჩი მართლამდიდებლის ბიბლიოთეკა) გვ. 43/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Feb 2 2017, 12:01 PM
პოსტი
#36
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 58,193 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
„ფორე მოსულიშვილი იტალიის ეროვნული გმირის სახელს ატარებს. მისი გმირობა მოყვასისადმი თავგანწირვის მაგალითია: ბრძოლის დროს სამასამდე გერმანელმა ალყაში მოაქცია თექვსმეტი პარტიზანი, რომლებიც ერთ მიტოვებულ სახლში გამაგრდნენ. სროლა ერთ საათს გაგრძელდა. გერმანელებმა შემოთვალეს: პარტიზანთ მეთაური დაგვნებდეს და დანარჩენებს სიცოცხლეს გაჩუქებთო. მეთაური ყოყმანობდა და გადაწყვეტილება ვერ მიეღო. პარტიზანებს ტყვია-წამალი ელეოდათ და სიკვდილი ელოდათ. მაშინ შენობიდან გავიდა ფორე მოსულიშვილი - მე ვარ მეთაური! - გაუმარჯოს იტალიას, გაუმარჯოს საქართველოს! - დაიძახა და ტყვია დაიხალა. ასე აჩუქა სიცოცხლე თხუთმეტ იტალიელს ფორემ თავისი გმირული სიკვდილით“.
/"ჩემო კარგო ქვეყანა" (ნორჩი მართლამდიდებლის ბიბლიოთეკა) გვ. 43/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Feb 9 2017, 01:30 PM
პოსტი
#37
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 58,193 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"სამშობლოს კეთილდღეობას შესწირა თავი გმირმა მფრინავმა - ამბაკო (ალექსანდრე) საღარაძემ. ის 1924 წლის აჯანყების ერთ-ერთი აქტიური მონაწილე იყო, ხოლო აჯანყების დამარცხების შემდეგ შური იძია სამშობლოს მტრებზე.
საღარაძე მართავდა თვითმფრინავს, რომლითაც სოხუმ მიემგზავრებოდნენ ჩვენი სამშობლოს დამაქცევარი უცხო ტომის ჯალათები: მოგილევსკი, ათარბეგოვი, მიასნიკოვი და მათი თანმხლები შპილი. საღარაძემ თბილისის აეროპირტიდან ააფრინა თვითმფრინავი, მაგრამ დიდუბეში დააყირავა, ცხვირით დაბლა დაუშვა და ძირს დაანარცხა თავის მგზავრებთან ერთად. ცხადია, დაიღუპა თვით საღარაძეც. დაღუპულთა გვამებში აღმოჩნდა რევოლვერის ტყვიები: საღარაძემ ჯერ დახოცა სამშობლოს მტრები და მხოლოდ შემდეგ დაასკდა მიწას მისი თვითმფრინავი!" /"ჩემო კარგო ქვეყანა" (ნორჩი მართლამდიდებლის ბიბლიოთეკა) გვ. 35/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Feb 21 2017, 03:17 PM
პოსტი
#38
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 58,193 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
სიაუში (სიაუშ ბეგ გურჯი)
წარმოშობით ქართველი მხატვარ-მინიატიურისტი სიაუში მოღვაწეობდა ირანში XVI ს-ში შაჰ-თამაზის კარზე. მისი ბიოგრაფიული ცნობები შემოგვინახა XVII ს-ის სპარსელმა ისტორიკოსმა ისქანდერ მუნშიმ თავის თხზულებაში "ქვეყნის დამამშვენებელი ისტორია აბასისა", სადაც იგი წერს, რომ წარმატებული მხატვარი სიაუში ქართველი იყო. მას ძალზე ნაზი ფუნჯი ჰქონდა, იყო დეტალების დიდი ოსტატი, შეუდარებელი იყო კონტურულ ხატვაში; მთების გამოსახვასა და თმის დახატვაში მას ვერცერთი ოსტატი ვერ შეედრებოდა. მისი შემოქმედების ნიმუშები ინახება როგორც მუზეუმში, ასევე კერძო კოლექციებში". /"ლამპარი" N8, 2016, გვ.21/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Feb 24 2017, 05:10 PM
პოსტი
#39
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 58,193 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ჯაბადარი (ალი-ული ბეგი)
წარმოშობით ქართველი მხატვარი ჯაბადარი მოღვაწოებდა XVII ს-ში. მისი შემოქმედებიდან შემორჩენილია რვა მინიატიურა, რომლებშიც ასახულია მეფის კარის ცხოვრებისა და ნადირობის სცენები. ერთ-ერთ მათგანზე შესრულების ადგილი და თარიღია მითითებული, რითაც ირკვევა, რომ ის შეიქმნა ყაზვინში (ეს ქალაქი ირანის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს) 1674 წელს. მრავალფიგურებიან მინიატიურაში კარგად ჩანს გვიანდელი ირანული მინიატიურების ტრადიციისთვის დამახასიათებელი სტილი და დასავლეთ ევროპის ხელოვნების ცალკეული მოტივები. მნიშვნელოვანია, რომ მინიატიურებზე არის ქართული წარწერები, რომლებშიც დასახელებულია, თუ რა თანამდებობა უჭირავთ გამოსახულ პირებს. ჯაბადარის მინიატიურები იმდროინდელ საუკეთესო ირანულ მინიატიურებს უტოლდება". /"ლამპარი" N8, 2016, გვ.21/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Mar 27 2017, 12:30 PM
პოსტი
#40
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 58,193 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"გამორჩეულ კაცს ჩვენში მხოლოდ სახელით ახსენებენ, განსაკუთრებული დამსახურების გამო კი ზედმეტსახელით შეამკობენ ხოლმე სამარადისოდ".
/"კარიბჭე" N6, 2009, გვ.28/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 30th May 2024 - 03:42 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი