IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

4 გვერდი V < 1 2 3 4 >  
Reply to this topicStart new topic
> ქართული გალობის მდგომარეობა, დედაქალაქში და ეპარქიებში
ninuna
პოსტი Jan 25 2008, 08:54 PM
პოსტი #41


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 64
რეგისტრ.: 19-March 07
წევრი № 1,440



მოგვიანებით გიერთდებით rolleyes.gif ზოგიერთ ,,ახალ" ფორუმელს არც კი ვიცნობ, მაგრამ ნამდვილად საჭირბოროტო საკითხზე მსჯელობთ! მართალია,დღევანდელი გალობის მდგომარეობა არც ისე სახარბიელოა.ამაში ,,ბრალი" თითოეულ ჩვენთაგანს მიუძღვის და მერე საზოგადოდ ყველას...თუ ყველანი ჩვენ-ჩვენ გუნდებს მივხედავთ და გამართულად ვიგალობებთ, მერე ძალაც მოგვეცემა და შესაძლებლობაც რაიონებში მივაწვდინოთ ხმა! უცნაურია, მაგრამ ჩვენთვის ყველასთვის საპატივცემულო ადამიანი მეუბნებოდა სულ ეხლახან: ,,ჯერ გუნდი არ მინახავს სადა კილოს რომ გამართულად და მოსაწონრად გალობდესო!" თითქოს დაუჯერებელია, მაგრამ-ჯერჯერობით ასეა! და რა გვეთქმის რაიონებზე?! გალობის ცენტრში ხშირად ყოფილა ლაპარაკი- რითი უნდა გამოსწორდეს მდგომარეობა! კადრი ძალიან ცოტაა (მასწავლებლად რომ გამოდგება), ფინანსები კი პრაქტიკულად არ არსებობს! არადა ამის გარეშე ვერავის დაავალებ 1-2 თვე დაუთმოს მხოლოდ ამ საქმეს. ისევ ენთუზიაზმით თუ წავა ვინმე ახალგაზრდა და ისიც თუ ადგილობრივი ეპისკოპოსის კურთხევა და სურვილი იქნა! მაგრამ თავისთავად, გარკვეული ძვრები, მადლობა ღმერთს-არის...ჩვენზე ბევრი რამეა დამოკიდებული ლოცვითაც და საქმითაც mellow.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ninuna
პოსტი Jan 25 2008, 09:38 PM
პოსტი #42


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 64
რეგისტრ.: 19-March 07
წევრი № 1,440



ფრიად საინტერესო პოლემიკა გაქვთ მეგობრებო smile.gif ბევრი გონივრული აზრი წავიკითხე და ძალიან მიხარია. რაც მეტი იფიქრებს ამ საკითხებზე ,,სოფელიც მალე აშენდება". გალობის საფუძვლიან შესწავლას რაც შეეხება, მგონია დღევანდელ პირობებში დამოუკიდებლადაც შეიძლება განსწავლა, ოღონდ მიმართულება უნდა მოგცეს ვინმემ. აი, M.M.-ი წუხდა - ნოტების ცნობა არ ვიციო. ეგ არც ისე რთული საქმეა: ნოტების მცოდნე ვინმე ახლობელს თხოვე ცოტა წაგავარჯიშოს, მერე გირჩევ ცალ-ცალ ხმაზე ჩააწერინო აუდიო ვარიანტი და სმენით და თვალით უფრო მალე ისწავლი! ჩემი მეგობარი სულ მასე სწავლობს! თუ მოინდომებ არ მგონია გაგიჭირდეს; საერთოდ ადრე თურმე გალობის შესწავლას რომ იწყებდნენ, მგალობელთმოძღვრები ჯერ ლოცვით ტექსტებს ასწავლიდნენ ყმაწვილებს და მხოლოდ მერე გააგალობებდნენ, რომ ამოსავალი ყოფილიყო ლოცვა და არა მუსიკა. დღეს ეს ძალიან გვაკლია! ძალიან ცოტა რამ ვიცით თვით საგალობელთა შინაარსზე, სიმბოლურ დატვირთვაზე ... ეს ყველაფერი კი აირეკლება ჩვენს სულიერ-სარწმუნოებრივ სიძლიერეზე!.. კიდევ ერთი: საგალობელთა ტექსტების მნიშველობას ცხადყოფს ანტონ დუმბაძის, დიმიტრი ჭალაგანიძის, არტემ ერქომაიშვილის (და რამდენის არ ვიცით!) ,,საგალობელთა წიგნაკები", სადაც სიტყვიერ მარცვლებზე თავისებური ნიშნებით ჰქონდათ აღნიშნული ხმის მოძრაობა. ეს პრაქტიკა ყველას შეუძლია გამოიყენოს. უფრო მეტად რთული, გამშვენებული ან ორიგინალური საგალობლების შესწავლისას (მაგ ძლისპირების). რამდენჯერ ყოფილა შემთხვევა: რაღაც დეტალის უზუსტობის გამო უარი გვითქვამს საგალობლის შესრულებაზე მაგ. სუფრაზე, თუ ყოველთვის თან გვექნება ჩვენი ,გალობის უბის წიგნაკი!.. საერთოდ სუფრა საუკეთესო საშუალებაა გალობის პროპაგანდისათვის. აი, ჩვენი მეგობარი ჯამბაკურის წყალობით ჩვენს წრეში უკვე ტრადიციად იქცა ,,დღეს საღვთომან მადლმან"-ის შესრულება, რომელიც ადრე ლხინის დასაწყისში ითქმებოდა! ასე ყველამ რომ თითო-თითო საგალობელი გავაცოცხლოთ სუფრის წესისა- ძველი მადლიანი ტრადიციაციაც აღდგება smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ჯამბაკური
პოსტი Jan 25 2008, 11:57 PM
პოსტი #43


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 299
რეგისტრ.: 14-September 06
წევრი № 189



გენაცვალე ნინუნა სად ხარ დაკარგული?

მე ვფიქრობ უმნიშვნელოვანესია ჩვენ ლოცვა ვისწავლოთ. არ გამოვა გალობა ლოცვის გარეშე.


--------------------
გალობის ერთი მოყვარულთაგანი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Amuza
პოსტი Jan 27 2008, 04:25 PM
პოსტი #44


გიორგი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,040
რეგისტრ.: 15-January 08
მდებარ.: GSE
წევრი № 3,638



ციტატა(M.M. @ Jan 23 2008, 01:05 PM) *

ყველა ვერ წაიკითხავს. ჯერ ერთი, ხუცური უნდა იცოდე; მეორე, კილოში უნდა კითხულობდე (გამართულად მაინც); მესამეც, რაც მთავარია, მედავითნემ ტიპიკონი უნდა იცოდეს, ეს კი ხუმრობა საქმე ნუ გგონია. ტომებია მაგაზე გამოცემული და მაინც უმეტესობამ ბოლომდე არ იცის. წლები უნდა მაგის სრულყოფილად შესწავლას.

რატომ ვერ მოვთხოვთ? მე ვიცი, რომ ჩვენი პატრიარქი, მალხაზ ერქვანიძე და კიდევ რამოდენიმე ადამიანი სწორედ იმ ძველ კილოში კითხულობს (გაზეთი "ქართული გალობა", #10).

ადრე, პირველ საუკუნეებში, მარტო ფსალმუნები იგალობებოდა, ამასაც პროფესიონალური გალობის სახე არ ჰქონდა. დანარჩენი იყო ლოცვები, საწინასწარმეტყველოს კითხვა, ქადაგებები და ა. შ. როცა ლიტურგიამ ჩამოყალიბებული სახის მიღება დაიწყო, მგალობლის და მედავითნის ინსტიტუტები პარალელურად ვითარდებოდა. ასე ვიცი მე. ოდითგანვე იყვნენ ტიპიკონის მცოდნე პირები, მსახურების დროსაც საკითხავები ყველა ეპოქაში იყო. თანაც, ასეც რომ არ იყოს, ადრინდელი არ ნიშნავს უპირატესს.

ყველაფერი შრომით და ლოცვით მიიღწევა,მაგრამ ბევრი გალობაში წარუმატებელი,შემდგომში კაი მედავითნე მინახავს. მე თუ მკითხავ 90% პროცენტი მედავითნეებისა, გასანვითარებელი და დასახვეწია (თუ რა თკმა უნდა,ისევ და ისევ წინაპართა ნაკვალევით და ნამოღვაწარით შევაფასებთ)

არა,უბრალოდ პატარა ყურადგების ამბავია. მგალობელი როდესაც შაბათს დილიდან საღამომდე ეკლესიაში არიან და სახლში ვერ ახერხებენ წასვლას კი უნდა ატრაპეზო. ალბათ დამეთანხმები. მონასტრებში რატომ არ უნდა გალობდნენ თვითონ ბერები? იგალობონ თუნდაც ერთ ხმაში საწყისად. სანამ ყურადგება არ მიიექცევათ მგალობლებს მანამდე ოცნების დონეზე იქნება,ქართული გალობის იმ სიდიდემდე დაბრუნება,რომელზეც ადრეულ წლებში იმყოფებოდა.


--------------------
ღვინო ახალისებს, გულს კაცისასა!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Amuza
პოსტი Jan 28 2008, 10:54 PM
პოსტი #45


გიორგი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,040
რეგისტრ.: 15-January 08
მდებარ.: GSE
წევრი № 3,638



იქნებ შეძლო და ალავერდში აღსრულებული ღვთისმშობლის პარაკლისის შემდგომი, რამოდენიმე ფოტო აქაჩო ფორუმზე.


მადლობელი დაგრჩები!!!

გიორგი.


--------------------
ღვინო ახალისებს, გულს კაცისასა!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ninuna
პოსტი Jan 29 2008, 07:52 PM
პოსტი #46


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 64
რეგისტრ.: 19-March 07
წევრი № 1,440



ციტატა(ჯამბაკური @ Jan 25 2008, 11:57 PM) *

გენაცვალე ნინუნა სად ხარ დაკარგული?

მე ვფიქრობ უმნიშვნელოვანესია ჩვენ ლოცვა ვისწავლოთ. არ გამოვა გალობა ლოცვის გარეშე.


უკვე აქ ვარ smile.gif ასეთ თემებს გულგრილად ხომ იცი, რომ ვერ დავტოვებდი rolleyes.gif და შემოგიერთდით.

რაც შეეხება მედავითნეებს, ესეც ძალიან საგულისხმო ამბავია! ადრე თურმე მედავითნედ და მით უმეტეს მღვდლად ისეთ ადამიანს აკურთხებდნენ, რომელსაც ბევრ სხვა ღირსებასთან ერთად მუსიკალური სმენა გააჩნდა! მღვდლის, მგალობლისა და მკითხველის ჰარმონიულად შეთანხმებული მსახურებაც აქედან გამომდინარე უპრობლემოდ აღესრულებოდა. ღმერთმა ქნას ნელ-ნელა ყურადღება მიექცეს კილოში კითხვის წესის აღდგენას,რომლის შესახებაც, სხვათაშორის, უკვე დაცულია ძალიან საინტერესო დიპლომი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზარნაშო
პოსტი Feb 27 2008, 05:37 PM
პოსტი #47


рождённый, чтобы боротся
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,654
რეგისტრ.: 23-August 07
მდებარ.: წყალში დგას, ცეცხლი უკიდია
წევრი № 2,633



ციტატა(ninuna @ Jan 25 2008, 09:38 PM) *

გალობის საფუძვლიან შესწავლას რაც შეეხება, მგონია დღევანდელ პირობებში დამოუკიდებლადაც შეიძლება განსწავლა, ოღონდ მიმართულება უნდა მოგცეს ვინმემ. აი, M.M.-ი წუხდა - ნოტების ცნობა არ ვიციო. ეგ არც ისე რთული საქმეა: ნოტების მცოდნე ვინმე ახლობელს თხოვე ცოტა წაგავარჯიშოს,
მასეთ ახლობლები თითქოს მყავს, მაგრამ ზოგს დავშორდი, ზოგი გარდაიცვალა, ზოგმა მუშაობა დაიწყო. თუმცა, ერთის იმედი კიდევ მაქვს... rolleyes.gif
პიანინო მაინც რომ მქონდეს სახლში, ჩემით ვისწავლიდი. თუ მუშაობა დავიწყე, ერთ უბრალო ელექტრო პიანინოს ვიყიდი, 80 ლარის ფარგლებში ყოფილა.
ციტატა
მერე გირჩევ ცალ-ცალ ხმაზე ჩააწერინო აუდიო ვარიანტი და სმენით და თვალით უფრო მალე ისწავლი!
აუდიო ვარიანტსაც ვერ მოვუსმენ ჯერჯერობით. ერთი CD ფლეერი და ელ-პიანინო რომ მაშოვნინა, წავიდოდი სოფელში და თავს მივაკლავდი.


ციტატა(Amuza @ Jan 27 2008, 04:25 PM) *

არა,უბრალოდ პატარა ყურადგების ამბავია. მგალობელი როდესაც შაბათს დილიდან საღამომდე ეკლესიაში არიან და სახლში ვერ ახერხებენ წასვლას კი უნდა ატრაპეზო.
თუ საშუალებაა, მგალობლები კი არა, მთელი მრევლიც რომ დასხა, კარგია, მაგრამ ეს მეათეხარისხოვანია.
ისე, ჩემ თავზე მაქვს გამოცდილი, შიმშილით კუჭი როცა მეწვის, უფრო კარგად ვგალობ.
ციტატა
მონასტრებში რატომ არ უნდა გალობდნენ თვითონ ბერები?
ბარეღამ უნდა გალობდნენ, მაგრამ მონასტერთა უმეტესობა საძმოს მცირერიცხოვნებით გამოირჩევა. გალობის სწავლა კი არა, წირვა-ლოცვასაც ვერ ესწრება ყველა, საქმის გადამკიდე. თან მასწავლებელიც ძნელი საშოვნელია.
ციტატა
იგალობონ თუნდაც ერთ ხმაში საწყისად.
blink.gif


--------------------
კარგი ყმა ლაშქარს მოკვდება, სწორების მჯობინობასა, ცუდი კი ბოსლის ყურესა, ქალებთან ლოგინობასა. ხალხური
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
saforume
პოსტი Apr 3 2008, 04:29 PM
პოსტი #48


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 2
რეგისტრ.: 3-April 08
წევრი № 4,430



კარგია, ეს ყველაფერი ჩვენ რომ გვაწუხებს, მთავარია ისინი შეწუხდნენ გალობის მდგომარეოიბით ვისაც ხელეწიფება რაიმეს შეცვლა.

albat saeklesio galobis mdgomareoba rom sheicvalos sruliad saqartvelos mgaloblebi erti miznit unda gaertiandnen.

ციტატა(N. R. @ Nov 29 2007, 05:17 AM) *

თქვენი აქრით რა მიზეზებია რომ რაიონებში განსაკუთრებულად ცუდად გვაქვს ამ მხრივ საქმე?

რაიმე კონკრეტული გეგმა ხომ არ გაქვთ ვინმეს ან ხომ არ წარმოგიდგენიათ როგორ შეიძლება სიტუაციის გამოსწორებისათვის ზრუნვა?

რაიონების საქმე ცუდად ინფორმაციის ნაკლებობის გამო არის. საეკლესიო გალობისთვის არ არის საკმარისი მხოლოდ ნოტების ცოდნა და კარგი ხმა. არსი და მიზანი უნდა იცოდეს მგალობელმა. გალობის მოსამზადებლად და სარეპეტიციოდ არავის სცალია. მაგალითის მიმცემნიც ცოტა არიან სამწუხაროდ. sad.gif

ჩართვა იმიტომ გადავწყვიტე, რომ ეს ყველაფერი დიდი ხანია მაწუხებს, მაგრამ ვერაფერს გავხდი. აქ ბევრია ასეთ ჭკუაზე და ძალიან კარგია.

ნინო რაზმაძის განცდები ამ მიმართულებით ჩემთვის კარგად არის ცნობილი, ბევრი გვისაუბრია, მაგრამ გამოსავალის პოვნის რა მოგახსენოთ. ისე მიხარია, ახლაც რომ შეიძლება შენთვის აზრების გაზიარება. rolleyes.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
N. R.
პოსტი Apr 3 2008, 07:02 PM
პოსტი #49


nino razmadze
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,150
რეგისტრ.: 1-May 07
მდებარ.: tiflisi :)
წევრი № 1,805



ციტატა(saforume @ Apr 3 2008, 04:29 PM) *

კარგია, ეს ყველაფერი ჩვენ რომ გვაწუხებს, მთავარია ისინი შეწუხდნენ გალობის მდგომარეოიბით ვისაც ხელეწიფება რაიმეს შეცვლა.

albat saeklesio galobis mdgomareoba rom sheicvalos sruliad saqartvelos mgaloblebi erti miznit unda gaertiandnen.
რაიონების საქმე ცუდად ინფორმაციის ნაკლებობის გამო არის. საეკლესიო გალობისთვის არ არის საკმარისი მხოლოდ ნოტების ცოდნა და კარგი ხმა. არსი და მიზანი უნდა იცოდეს მგალობელმა. გალობის მოსამზადებლად და სარეპეტიციოდ არავის სცალია. მაგალითის მიმცემნიც ცოტა არიან სამწუხაროდ. sad.gif

ჩართვა იმიტომ გადავწყვიტე, რომ ეს ყველაფერი დიდი ხანია მაწუხებს, მაგრამ ვერაფერს გავხდი . აქ ბევრია ასეთ ჭკუაზე და ძალიან კარგია.

ნინო რაზმაძის განცდები ამ მიმართულებით ჩემთვის კარგად არის ცნობილი, ბევრი გვისაუბრია , მაგრამ გამოსავალის პოვნის რა მოგახსენოთ. ისე მიხარია, ახლაც რომ შეიძლება შენთვის აზრების გაზიარება. rolleyes.gif



იქნებ ერთად მოვიფიქროთ , და ერთად ,,გავხდეთ" რამეს? smile.gif სხვადასხვა ეფექტური საშუალებებით?

ახლა ვაპირებთ რომ აღდგომის საგალობლების საღამოს შემდგომ დღეს შევიკრიბოთ ამ პრობლემატიკის განსახილველად, სასურველია რეგიონებიდან ჩამოსულ მგალობლებთან ერთად.


ანუ ვიცნობთ ერთმანეთს? გაგვიმხილე გათაყვა ვინაობა


--------------------
მგონი რაღაცა ხდებაო..... მარა რა ვიცი, რა ვიცი.......... :D
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tetnuldi
პოსტი May 10 2008, 02:42 PM
პოსტი #50


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 309
რეგისტრ.: 7-May 08
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4,758



ჩემი აზრით,მთავარია გულით,გრძნობით და გონებით იყოს გალობა შესრულებული!!! უფალი მხოლოდ ასეთ გალობას შეიწირავს!!!ჯამბაკური
გეთანხმები!


--------------------
www.axalgazrdoba.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
noone__90
პოსტი Mar 12 2010, 12:42 PM
პოსტი #51


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 112
რეგისტრ.: 13-January 10
წევრი № 7,951



ციტატა
 ქართული გალობის მდგომარეობა, დედაქალაქში და ეპარქიებში


არ სემეძლო ამ თემას არ გამოვხმაურებოდი..1 კონკრეტული ეპარქიის საფუძველზე ვისაუბრებ..ქუთაის-გაენათზე მაქვს საუბარი..პირველ რიგში, აქამდე ჯერ არ შემოუღწევია კანო

კანონიკურ გალობას და დღემდე ტაძრების უმრავლესობაში ევროპულ, საგალობლებს მისდევენ..ამ მხრივ ყველაზე უარესი მდგომარეობაა საკათედროში სადაც საოპერო მონაცცემების მქონე 70 ს გადაცილებული ქალები "გალობენ" რაღაც, გაურკვეველ საგალობლებს (ჩემთვის გაურკვევლს, წარმოგიდგენიათ ერთი და იგივეს იმეორებენ ყოველ კვერექსზე, თან იმასადც უმარტივესს))))..მაგრამ რაც მთავარია მეუფეს მოსწონს..ამათი ახალგაზრდა შემცვლელებიც გვყავს, ახალგაზრდა ოპერს მომღერლები, რომელთაც კარგად მხოლოდ ალილუია და ვაი რა კარგი საჩინო გამოდით

კიდევ კარგი მთლად არ გაგვწირა უფალმა და თითზე ჩამოსათვლელი კანონიკის მიმდევრებიც გვყავს, რომლებიოც სამწუხაროდ ცოტა არიან და ვერ წვდებიან მთელ ქალაქს...ასე რომ ს.ო.ს ბატონებოო
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
უჩა
პოსტი Mar 12 2010, 02:07 PM
პოსტი #52


ღმერთო სამშობლო მიცოცხლე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,655
რეგისტრ.: 31-December 06
მდებარ.: მარად და ყველგან საქართველო, მე ვარ შენთანააა...
წევრი № 771



noone__90
როგორც ვიცი ქუთაისი მართლა პრობლემატიური საკითხია.

ყველაზე ძალიან გელათზე მწყდება გული, ამხელა სამგალობლო სკოლის ადგილი ეხლა როგორ უსიცოცხლოდ აროს გალობის მხრივ. არადა სულ რამდენიმე საუკუნის წინ რამხელა ცენტრი იყო გალობის მხრივ და რა დიდი საქმეები კეთდებოდა. მაგრამ მაგის დროც მოვა დამიჯერეთ ნელნელა ყველაფერი იქნება, უფლის მადლით რათქმაუნდა.

მთავარია მოთმინებით მივუდგეთ ყველაფერს, არ განვიკითხოთ, სიყვარულით მივუდგეთ საქმეს და საკუთარი მაგალითით დავანახოთ ხალხს რაა სწორი და თუნდაც კანონიკური.


--------------------
და აწ თქუენ გეტყვ, მცნებასა ახალსა მიგცემ თქუენ, რაჲთა იყუარებოდით ურთიერთას, ვითარცა მე შეგიყუარენ თქუენ, რაჲთა თქუენცა იყუარებოდით ურთიერთას. ამით ცნან ყოველთა, ვითარმედ ჩემნი მოწაფენი ხართ, უკუეთუ იყურებოდით ურთიერთას...
იოანე 13, 33-35
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნანინა
პოსტი Mar 12 2010, 07:25 PM
პოსტი #53


სოფო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,621
რეგისტრ.: 8-July 08
მდებარ.: dedaqalaqi
წევრი № 5,299



ეხ.. sad.gif რამდენი გააკეთოს გალობის ცენტრმა ან მარტო ლია სალაყაიამ? sad.gif
ხალხის გონებამდე უნდა დავიდეს და პირველ რიგში სამღვდელოების


--------------------
იყავი ის, რაც ხარ!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
noone__90
პოსტი Mar 12 2010, 08:08 PM
პოსტი #54


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 112
რეგისტრ.: 13-January 10
წევრი № 7,951



ციტატა
ხალხის გონებამდე უნდა დავიდეს და პირველ რიგში სამღვდელოების



ხალხის გონებამდე დაყვანა ცოტა რთულია..იმათ პირიქით მოწონთ როცა გალობა "მელოდიურია" ამ გალობაზე ნაზად ირხევიან და ყვებიან უპრობლემოდ..კანონიკური კი რთულია და ვერ ახერხებენ..




ციტატა
ან მარტო ლია სალაყაიამ?


ერთი ლია სალაყაია ჩვენც გვაჩუქეთ.. biggrin.gif laugh.gif

კარგი იქნება თუ გაიხსნება ეპარქიასთან არსებული გალობის შემსწავლელი კურსები, ადაც პროფესიონალი ადამიანები ასწავლიან ნამდვილ, კანონიკურ გალკობას..იყოს სწავლა ფასიანი თუნდაც...მსურველი ბევრი იქნება..ოღონდ რაც მთავარია ეს არ უნდა დექვემდებაროს ადგილობრივ ეპისკოპოსს, მაშინ კანონიკური გალობის მცოდნეთა ნაცვლად გვეყოლება ბევრი "ალილუიას "მგალობელი biggrin.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
arali?
პოსტი Mar 13 2010, 02:50 PM
პოსტი #55


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 93
რეგისტრ.: 24-August 09
წევრი № 7,405



ციტატა
ყველაზე ძალიან გელათზე მწყდება გული, ამხელა სამგალობლო სკოლის ადგილი ეხლა როგორ უსიცოცხლოდ აროს გალობის მხრივ. არადა სულ რამდენიმე საუკუნის წინ რამხელა ცენტრი იყო გალობის მხრივ და რა დიდი საქმეები კეთდებოდა. მაგრამ მაგის დროც მოვა დამიჯერეთ ნელნელა ყველაფერი იქნება, უფლის მადლით რათქმაუნდა.


გაიხარე უჩ,ეგ არის.ღმერთმა ქნას ყველგან აღდგეს ქართული კანონიკური გალობა



ციტატა
noone__90


თუ ქართული კანონიკური საგალობლების სწავლა გინდა,ამისათვის არაა საჭირო არანაირი მასწავლებელი,მითუმეტეს ლია სალაყაია ... იმ მარტივი მიზეზის გამო,რომ ყველა დამიანია და ფიზიკურად შეიძლება დაიღალოს და სათანადო დრო ვერ დაგითმოს ან სხვა ... ამიტომ ყველაზე დიდი მასწავლებელი ჩანაწერები იქნება,რამდენჯერაც გინდა იმდენჯერ ჩართავ და ყოველ ჯერზე ერთიდაიგივე ენთუზიაზმით გაგიმეორებს საგალობლის ნებისმიერ მონაკვეთს,რომელშიც ნათლად შეიძლება 3 ხმის გარჩევა.არადა დღესდღეობით არსებობს უამრავი ჩანაწერი და მათი მოძიება არანაირი პრობლემა არ არის,ასევეა ნოტები ელექტრონული ვარიანტებიც smile.gif ... მემგონი მაინც ჯობია ნუ დაელოდები როდის აღდგება ქუთაის-გაენათში კანონიკური გალობა და შენ შენით შეეცადო სწავლას (რადგან სხვა გამოსავალი არ არის და შენ სწავლა გინდა),დამიჯერე წინ დაგხვდება a075.gif


და თუ გალობის შესწავლა გინდა მანდ მართლა დაგჭირდება ლია სალაყაია smile.gif


რავი ეს ჩემი აზრია,იგივე დღეში მეც ვყოფილვარ და იმიტომ გეუბნები


--------------------
'' დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო! ''
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
უჩა
პოსტი Apr 15 2010, 06:15 PM
პოსტი #56


ღმერთო სამშობლო მიცოცხლე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,655
რეგისტრ.: 31-December 06
მდებარ.: მარად და ყველგან საქართველო, მე ვარ შენთანააა...
წევრი № 771



ციტატა
თუ ქართული კანონიკური საგალობლების სწავლა გინდა,ამისათვის არაა საჭირო არანაირი მასწავლებელი,მითუმეტეს ლია სალაყაია

ეეე შენ არ იცი ლიაა მასწი. :წუბ: გააძლიეროს უფალმა.
მაგ ადამიანისგან პირველ რიგში ცხოვრებას სწავლობს ადამიანი და მერე გალობას.


ისე კი გეთაანხმები, მთავარი მონდომებაა. მაგრამ ძალიან ძნელია, გარშემო სულ სხვა გარემო რომაა მაგ დროს ყველაფერი ხელს გიშლის რა.
ძნელია მარა ძლიერი ადამიანისთვის და მონდომებულისთვის ადვილია. smile.gif


--------------------
და აწ თქუენ გეტყვ, მცნებასა ახალსა მიგცემ თქუენ, რაჲთა იყუარებოდით ურთიერთას, ვითარცა მე შეგიყუარენ თქუენ, რაჲთა თქუენცა იყუარებოდით ურთიერთას. ამით ცნან ყოველთა, ვითარმედ ჩემნი მოწაფენი ხართ, უკუეთუ იყურებოდით ურთიერთას...
იოანე 13, 33-35
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
arali?
პოსტი Apr 15 2010, 10:07 PM
პოსტი #57


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 93
რეგისტრ.: 24-August 09
წევრი № 7,405



ციტატა
ეეე შენ არ იცი ლიაა მასწი. :წუბ: გააძლიეროს უფალმა.
მაგ ადამიანისგან პირველ რიგში ცხოვრებას სწავლობს ადამიანი და მერე გალობას.

აბა რა გიპასუხო უჩ g.gif ეტყობა სწორად ვერ გაიგე რაც მიწერია.დანარჩენზე პირადად გაგესაუბრები biggrin.gif

ციტატა
ისე კი გეთაანხმები, მთავარი მონდომებაა. მაგრამ ძალიან ძნელია, გარშემო სულ სხვა გარემო რომაა მაგ დროს ყველაფერი ხელს გიშლის რა.
ძნელია მარა ძლიერი ადამიანისთვის და მონდომებულისთვის ადვილია.

ჩემი აზრით სწავლა ყოველთვის შეიძლება და როცა დრო იქნება იმ ცოდნას მაშინ გამოამჟღავნებ.სულ ასეთი ''ხელისშემშლელი გარემო'' ხომ არ იქნება?ადრე თუ გვიან ყველგან აღდგება ქართული საეკლესიო გალობა და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ,რამდენადაც შეგვიძლია.

''ცოდნა თან დასდევს მცოდნელსა, რაზომსაც დაეტარების,
აქვს უხილავი საუნჯე, ხელი არ შაეკარების;
არც ცხადით ძალით წაერთმის, არც მალვით მოიპარების,
ჭკუვა უხმარ არს ბრიყვთათვის, ჭკვა ცოდნით მოიხმარების.''

P.S წავედი კიდევ ერთხელ უნდა გადავიკითხო რააა... დამბურძგლა tongue.gif biggrin.gif
p.s იმედია ამ პოსტსაც ცუდათ არავინ გაიგებს ( I hope )


--------------------
'' დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო! ''
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
noone__90
პოსტი Apr 29 2010, 11:02 PM
პოსტი #58


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 112
რეგისტრ.: 13-January 10
წევრი № 7,951



ციტატა
თუ ქართული კანონიკური საგალობლების სწავლა გინდა,ამისათვის არაა საჭირო არანაირი მასწავლებელი,მითუმეტეს ლია სალაყაია


მე რო მოვინდომე ღვთის წყალობით კი ვისწავლე ,მაგამ სხვამ რა უნდა ქნას?

ციტატა
ეეე შენ არ იცი ლიაა მასწი. :წუბ: გააძლიეროს უფალმა.მაგ ადამიანისგან პირველ რიგში ცხოვრებას სწავლობს ადამიანი და მერე გალობას.



+100%...საუკეთესო
ადამიანია... ბედნიერია ვისაც მასთან უსწავლია
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
arali?
პოსტი Apr 30 2010, 03:44 PM
პოსტი #59


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 93
რეგისტრ.: 24-August 09
წევრი № 7,405



ციტატა
მე რო მოვინდომე ღვთის წყალობით კი ვისწავლე ,მაგამ სხვამ რა უნდა ქნას?

უნდა მოინდომოს smile.gif


--------------------
'' დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო! ''
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
vladimer13
პოსტი May 7 2010, 03:46 PM
პოსტი #60


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 3
რეგისტრ.: 27-April 10
წევრი № 8,719



ციტატა(yipiani gio @ Jan 17 2008, 01:51 PM) *

mariami-k
იმედია ასე მოხდება.
არ არის გამართლებული როდესაც მღვდლის ან სასულიერო პირის სიყვარულის გამო დაირღვეს ის კანონიკა რომელიც დაწესებულია ეკლესიაში.

ვკითხულობდი თქვენს პოსტებს და იქნებ ამიხსნათ მე ვერ ვერკვევი კარგად რა კანონიკის დარღვევაზეა საუბარი, ალბათ დიდი თემაა, მაგრამ ორი სიტყვით რას ნიშნავს კანონიკური გალობა pleaseeeeeeeeee smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

4 გვერდი V < 1 2 3 4 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 28th April 2024 - 02:03 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი