IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

5 გვერდი V < 1 2 3 4 > »   
Reply to this topicStart new topic
> ვინმემ თუ მოსიმინეთ?, გიორგობაზე სამებაში...
ზებედე
პოსტი Nov 26 2006, 04:44 AM
პოსტი #21


ზეციკეთი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,332
რეგისტრ.: 27-July 06
წევრი № 19



ხალხნო ვერ გავიგე რა პრეტენზიები გაქვთ? იგალობეს საგალობელი და არა სიმღერა, ალბათ ასე იყო საჭირო, დღესასწაული იყო და ბევრი სტუმარი იყო ტაძარში, და ბევრია შეჩვეული "სიონურ" გალობას და ესეც გავითვალისწინოთ...


--------------------
მზეო ამოდი, ამოდი
ნუ ეფარები გორასა
წიწილის თეთრი ბუმბული,
ველად გაჰქონდა ნიავსა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Sotiris
პოსტი Nov 27 2006, 05:56 AM
პოსტი #22


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,567
რეგისტრ.: 3-November 06
წევრი № 382



ციტატა(კანუდოსელი @ Nov 26 2006, 04:18 AM) *

სოტირის ეს შენ თავს მიუძღვენი? biggrin.gif


არა, ეს იმათ მივუძღვენი, ვისაც საქართველოს ეკლესიაში ევროპული სტილის გალობა შემოაქვს წმ. სინოდის განჩინების მიუხედავად. მე ეგეთი არ შემომაქვს, არც ბიზანტიური გალობა შემომაქვს სხვათა შორის.

ციტატა(კანუდოსელი @ Nov 26 2006, 04:18 AM) *

ისე, რომ გაგვიშავე, იქ რატომღაც "ქართული" არ მოგინიშნია....ახლა როგორ გავიგოთ ეს?


თქვენ ბევრი სხვა რამეც არ გესმით. ქართული რასაც ნიშნავს, ყველამ იცის, აი ქართული კანონიკური რას ნიშნავს ყველამ არ იცის. მაგალითად ერთ-ერთ უკვე წაშლილ თემაში ერთ ფორუმელს ევროპული სტილის გალობა ქართული და მისაღები ეგონა. სწორედ ამიტომ გავაშავე სიტყვები ტრადიციული და კანონიკური.

ციტატა(გუჯა @ Nov 26 2006, 04:44 AM) *

ხალხნო ვერ გავიგე რა პრეტენზიები გაქვთ? იგალობეს საგალობელი და არა სიმღერა,


დათიკოს აღწერიდან უფრო სიმღერას გავდა.

ციტატა(გუჯა @ Nov 26 2006, 04:44 AM) *

ალბათ ასე იყო საჭირო, დღესასწაული იყო და ბევრი სტუმარი იყო ტაძარში,


ტაძარში "სტუმრებიც" დადიან? biggrin.gif

ციტატა(გუჯა @ Nov 26 2006, 04:44 AM) *

და ბევრია შეჩვეული "სიონურ" გალობას და ესეც გავითვალისწინოთ...


ნუ მასე შეიძლება ბიზანტიურ გალობას შეჩვეული ხალხიც იყო იქ biggrin.gif


--------------------
მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Nov 27 2006, 06:14 AM
პოსტი #23


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ციტატა(Sotiris @ Nov 27 2006, 06:56 AM) *

ქართული რასაც ნიშნავს, ყველამ იცის, აი ქართული კანონიკური რას ნიშნავს ყველამ არ იცის.


ხოლო ზოგს "ქართული" და "კანონიკური" ერთმანეთთან შეუთავსებელი გონია, რაც მე მართლა არ მესმის, როგორც აღნიშნე biggrin.gif


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზებედე
პოსტი Nov 27 2006, 06:18 AM
პოსტი #24


ზეციკეთი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,332
რეგისტრ.: 27-July 06
წევრი № 19



ციტატა(Sotiris @ Nov 27 2006, 01:56 AM) *

დათიკოს აღწერიდან უფრო სიმღერას გავდა.


დათიკომ აღიარა რომ შეცდა!!!


ციტატა(Sotiris @ Nov 27 2006, 01:56 AM) *

ტაძარში "სტუმრებიც" დადიან? biggrin.gif



კი, მოწვეული "სტუმრები," სამწუხაროდ ზოგიერთების ჩაკეტილი და დახშული გონება ვერ ხვდება რას ნიშნავს ტაძარში მოწვეული "სტუმრები" და "ტურისტები"


ციტატა(Sotiris @ Nov 27 2006, 01:56 AM) *

ნუ მასე შეიძლება ბიზანტიურ გალობას შეჩვეული ხალხიც იყო იქ biggrin.gif



ბიზანტიურ გალობას ვინ საიდან შეეჩვია და რატომ გარკვეულია უკვე!!!


--------------------
მზეო ამოდი, ამოდი
ნუ ეფარები გორასა
წიწილის თეთრი ბუმბული,
ველად გაჰქონდა ნიავსა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დათიკო
პოსტი Nov 27 2006, 01:30 PM
პოსტი #25


დათიკო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,383
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: ვეიკი
წევრი № 10



გუჯა
ციტატა
დათიკომ აღიარა რომ შეცდა!!!

მე შევცდი იმაში რომ სათაური (ტექსტის ავტორიც არ ვიცოდი) არასწორად დავწერე, თორემ კეჭაყმაძის რომ იყო არ შევმცდარვარ.

კეჭაყმაძე მე არ მომწონს, მისი არცერთი ნაწარმოები არ მომწონს. ის ფაქტი რომ ტექსტი ილია ჭავჭავაძეს ეკუთვნის, არ ნიშნავს იმას რომ მისი ღირებულება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. მასე შენც აიღებ წმინდანის ტექტს და რამე მუსიკას შეუფარდებ. იქნება ეს ღირებული?
ასეთი სახის შესრულება ჩემთვის მისაღებია მხოლოდ საკონცერტო დარბაზში და არავითარ შემთხვევაში ტაძარში ლიტურგიის დროს.
გორის ქალთა კაპელა შალვა მოსიძის ხელმძღვანელობით არის უძლიერესი დასი, მაგრამ ის რაც შეარულეს, რა დროს და რა ადგილას (პირადად ჩემთვის) აბსოლიტურად მიუღებელი იყო.
სხვა საქმეა როდესაც უწმინდესის გალობა სრულდება, რადგან მისი სულიერი მდგომარეობა იძლევა ამის საშუალებას. მან შესანიშნავად იცის საგალობელთა კანონიკაც და ისიც თუ როგორი დინამიკა უნდა იყოს დაცული საგალობელის დაწერისას.
კეჭაყმაძის ექსპრესიული ”გალობა” ჩემთვის იყო ოპერა რომელიც მუსიკის მოყვარულს ან მოეწონება და ან არა. მისი ლიტურგიისას გამოყენება არ მიმაჩნია გამართლებულად.

ეს არის სიონური გალობის მსგავსი მომენტი. თავად სიონური გალობასნელ-ნელა იღებენ ლიტურგიიდან. ამის შესახებ სტატიაც იყო დაწერილი გაზეთ ”ქართულ გალობაში”. თუმცა როგორც ვხედავთ მაინც არ ეშვებიან თანამედროვე საერო არაკანონიკური გალობის დამკვირდების მცდელობებს.
ნებისმიერი საგალობელი რომელიც გამოიყენება ლიტურგიისას არის წმინდა მამათა მიერ დაწერილი და მათ უაღრესად განსაკუთრებული მნიშვნელობა გააჩნიათ. თავად ის ფაქტი რომ გალობა წმინდა მამათა მიერ (სასულიერო პირთა მიერ) არის დაწერილი უკვე არ გვაძლევს იმის ნებას რომ კეჭაყმაძის მსგავსი კომპოზიტორების (ევროპული სტილით) შესრულებული საოპერო მუსიკა დამკვიდრდეს ჩვენი ეკლესიის მღვდელმსახურებისას.

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ვეშაპო
პოსტი Nov 27 2006, 04:46 PM
პოსტი #26


ბიზონებზე მონადირე
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 2,860
რეგისტრ.: 1-November 06
წევრი № 360



Sotiris
ციტატა
დათიკოს აღწერიდან უფრო სიმღერას გავდა.

IPB-ს სურათი
Sotiris
ციტატა
ტაძარში "სტუმრებიც" დადიან?

IPB-ს სურათი თანაც საკმაოდ ხშირად.
ციტატა
ნუ მასე შეიძლება ბიზანტიურ გალობას შეჩვეული ხალხიც იყო იქ

"ბიზანტიურ" გალობას საქართველოში არავითარი ტრადიცია არ გააჩნია.
სიონურ გალობას მინიმუმ 100 წლის მაინც აქვს.
მაგრამ, რაც ზემოთ დათიკომ დაწერა, ეგ სიონურიც არ გამოდის, ეგაა კეჭაყმაძის ე.წ. საგალობლები.
პრინციპში, განიცადეს დროს შესრულებულა, თუმცა მაგას მაინც არ მივესალმები.
სამების ტაძრის გახსნაზე ანჩისხატის ტაძრის გუნდმა სწორედ მაგ მიზეზით თქვა უარი მონაწილეობაზე, რომ განიცადეს დროს შერეულ გუნდს უნდა ეგალობა კეჭაყმაძის "საგალობლები" (წინასწარ ვიცოდით პროგრამა).
თუმცა, ამ საქციელსაც არ ვამართლებ.


--------------------
"ვინაც ორიოდე ნოტები ისწავლა, ჩაიგდეს ხელში ეს საცოდავი წირვის წესი და ჯიჯგნიან . . . ყველა მონდომებულია სხვადასხვაგვარი სახე მისცეს, თავის გემოზე გადააკეთოს, ე.ი. ქართული სიტყვები მიუწეროს სლავიანურ სხვა და სხვა გალობათა ხმებს, ამ სიმახინჯით თავი მოსწონთ და სირცხვილათ არ მიაჩნიათ ის, რომ ერთი უბრალო ტროპარი არ იციან გალობით ქართულათ."
მღვდელი რაჟდენი (ხუნდაძე) 1911 წ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დათიკო
პოსტი Nov 27 2006, 05:20 PM
პოსტი #27


დათიკო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,383
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: ვეიკი
წევრი № 10



ვეშაპო
ციტატა
პრინციპში, განიცადეს დროს შესრულებულა, თუმცა მაგას მაინც არ მივესალმები.სამების ტაძრის გახსნაზე ანჩისხატის ტაძრის გუნდმა სწორედ მაგ მიზეზით თქვა უარი მონაწილეობაზე, რომ განიცადეს დროს შერეულ გუნდს უნდა ეგალობა კეჭაყმაძის "საგალობლები" (წინასწარ ვიცოდით პროგრამა).თუმცა, ამ საქციელსაც არ ვამართლებ.

ხო, სწორედ ეგრეა.
მეც ზუსტად მაგას ვგულისხმობ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
zaza21
პოსტი Nov 27 2006, 06:21 PM
პოსტი #28


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 1
რეგისტრ.: 27-November 06
წევრი № 591



მეგობრებო მიმიგეტ თქვენს გუნდში..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Sotiris
პოსტი Nov 27 2006, 08:47 PM
პოსტი #29


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,567
რეგისტრ.: 3-November 06
წევრი № 382



ციტატა(გუჯა @ Nov 27 2006, 06:18 AM) *

დათიკომ აღიარა რომ შეცდა!!!


ერთი წუთი:

1) დათიკომ აგვიხსნა, რომ იმ ე.წ. საგალობლის ტექსტი არ იყო მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ მიღებული და ღმრთისმსახურებისადმი განკუთვნილი ტექსტი. ბოლო-ბოლო საგალობლის ტექსტის დაწერასაც თავისი წესი და რიგი აქვს და ახალ ქართულზე დაწერილი ლექსი, თუგინდ ილიას ეკუთვნოდეს, არ არის საგალობელი. მითუფრო ილიამ საგალობლად კი არ დაწერა, ლექსად დაწერა.
2) ჩავთვალოთ ტექსტი აკმაყოფილებს კრიტერიუმებს. მაშინ საქმე მელოდიაზეა, ის უნდა ეკუთვნოდეს ქართულ რვა ხმათა სისტემას, როგორც ამბობს კიდეც სინოდის განჩინება.

ახლა გასაგებია რატომ ვთქვი დათიკოს აღწერით უფრო სიმღერას გავდაო?

ციტატა(გუჯა @ Nov 27 2006, 06:18 AM) *

კი, მოწვეული "სტუმრები," სამწუხაროდ ზოგიერთების ჩაკეტილი და დახშული გონება ვერ ხვდება რას ნიშნავს ტაძარში მოწვეული "სტუმრები" და "ტურისტები"


"ტურისტების" გამო საერო სტილის საგალობლების შემოღებას მე ვერ გავამართლებ. მასე სელინ დიონიც მართლმადიდებელია და ტომ ჰენქსიც, მაგრამ მაგათ გამო ხომ ვერ შემოვიღებთ მაგათთვის მისაღებ მუსიკას ეკლესიაში? biggrin.gif

ციტატა(გუჯა @ Nov 27 2006, 06:18 AM) *

ბიზანტიურ გალობას ვინ საიდან შეეჩვია და რატომ გარკვეულია უკვე!!!


ვერ მივხვდი რას გულისხმობთ. ისე თქვენ არ იყავით, კირიე ელეისონის ჩანაწერებს რომ ითხოვდით მეზობელ თემაში? biggrin.gif ინფექციასთან გვაქვს საქმე? biggrin.gif


--------------------
მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზებედე
პოსტი Nov 28 2006, 03:31 AM
პოსტი #30


ზეციკეთი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,332
რეგისტრ.: 27-July 06
წევრი № 19



ციტატა(Sotiris @ Nov 27 2006, 04:47 PM) *

ერთი წუთი:

1) დათიკომ აგვიხსნა, რომ იმ ე.წ. საგალობლის ტექსტი არ იყო მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ მიღებული და ღმრთისმსახურებისადმი განკუთვნილი ტექსტი. ბოლო-ბოლო საგალობლის ტექსტის დაწერასაც თავისი წესი და რიგი აქვს და ახალ ქართულზე დაწერილი ლექსი, თუგინდ ილიას ეკუთვნოდეს, არ არის საგალობელი. მითუფრო ილიამ საგალობლად კი არ დაწერა, ლექსად დაწერა.
2) ჩავთვალოთ ტექსტი აკმაყოფილებს კრიტერიუმებს. მაშინ საქმე მელოდიაზეა, ის უნდა ეკუთვნოდეს ქართულ რვა ხმათა სისტემას, როგორც ამბობს კიდეც სინოდის განჩინება.




შოთა ამით რისი თქმა გინდა ვერ მივხვდი, გასაგებია არ უნდა ეგალობათ მარა მაგის გამო ნუ მოვკვლავთ იმ ხალხს smile.gif


--------------------
მზეო ამოდი, ამოდი
ნუ ეფარები გორასა
წიწილის თეთრი ბუმბული,
ველად გაჰქონდა ნიავსა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დათიკო
პოსტი Nov 30 2006, 01:07 AM
პოსტი #31


დათიკო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,383
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: ვეიკი
წევრი № 10



გუჯა
ციტატა
მაგის გამო ნუ მოვკვლავთ იმ ხალხს

არავინ არავის არ კლავს biggrin.gif
ნუ მიიღებთ ისე თითქოს ისეთი რამ ჩაიდინა ამ ხალმა, რომ გელიოტინის ღირსია.
მე უბრალოდ ჩემს აზრს ვაფიქსირებ, რომ არ ვარ ასეთი სახის მუსიკის დამკვიდრების ჩვენს ეკლესიებში და მორჩა.
ეს არაა განაჩენის გამოტანა ანდა რაღაც რადიკალური ზომების მიღება.
უბრალოდ არ მომწონს და მორჩა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
სალომე
პოსტი Nov 30 2006, 01:10 AM
პოსტი #32


სალომე
***

ჯგუფი: მემატიანე
პოსტები: 2,068
რეგისტრ.: 3-August 06
წევრი № 38



ციტატა(დათიკო @ Nov 29 2006, 09:07 PM) *

გუჯა

არავინ არავის არ კლავს biggrin.gif
ნუ მიიღებთ ისე თითქოს ისეთი რამ ჩაიდინა ამ ხალმა, რომ გელიოტინის ღირსია.
მე უბრალოდ ჩემს აზრს ვაფიქსირებ, რომ არ ვარ ასეთი სახის მუსიკის დამკვიდრების ჩვენს ეკლესიებში და მორჩა.
ეს არაა განაჩენის გამოტანა ანდა რაღაც რადიკალური ზომების მიღება.
უბრალოდ არ მომწონს და მორჩა.


მეც გეთანხმები!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tekla1
პოსტი Dec 10 2006, 02:05 AM
პოსტი #33


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 14
რეგისტრ.: 21-November 06
წევრი № 500



კეჭაყმაძის "მამაო ჩვენო" არის ჩევულებრივი საგუნდო ნაწარმოები (საგუნდო სიმღერა), შერეული გუნდისთვის დაწერილი, მაგრამ ისეთი დიაპაზონია ხმებში, რომ გორის ქალთა კაპელას შეუძლაი შესარულოს.
ასე, რომ კეჭაყმაძეს იგი როგორც საგალობლელი არ დაუწერია და თუ შესარულეს ეგ კომპოზიტორის მითითებით არ ხდება, მითუმეტეს სამების ტაძარში.
მეორე- თუ უწმინდესის გემოვნებას პატივს სცემთ, მინდა გითხრათ, რომ ის საგალობლები, რომლებიც კეჭაყმძემ დაწერე სწორედ პატრიარქის კუთხევით იყო. ასევე გეტყვით, რომ პატრიარქს ძალიან მოსწონს კეჭაყმაძის შემოქმედება, მეორე საკიტხია უნდა შესულდეს თუ არა ის ტაძარში.


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დათიკო
პოსტი Dec 12 2006, 03:09 AM
პოსტი #34


დათიკო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,383
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: ვეიკი
წევრი № 10



tekla1
ბუნებრივია რომ უწმინდესის კურთხევის გარეშე სამების ტაძარში არაფერი კეთდება.
უბრალოდ, მე არ მომწონს კეჭაყმაძის შემოქმედება.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
N. R.
პოსტი May 4 2007, 07:51 PM
პოსტი #35


nino razmadze
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,150
რეგისტრ.: 1-May 07
მდებარ.: tiflisi :)
წევრი № 1,805



ციტატა(დავით ივერიელი @ Nov 25 2006, 12:56 AM) *


და ისე ეს საგალობელი მრევლის 99% მოსწონს

და 9 999 999% გაჩუმებულია, ხო? laugh.gif


ციტატა(გუჯა @ Nov 26 2006, 03:44 AM) *

ხალხნო ვერ გავიგე რა პრეტენზიები გაქვთ? იგალობეს საგალობელი და არა სიმღერა, ალბათ ასე იყო საჭირო, დღესასწაული იყო და ბევრი სტუმარი იყო ტაძარში, და ბევრია შეჩვეული "სიონურ" გალობას და ესეც გავითვალისწინოთ...

ჩემი აზრით პრობლემა ისაა რომ ჩვენვე რომ არ ვიცავთ სინოდის დადგენილებას მორალური უფლება აღარ გვრჩება ბიზანტიკოსებისთვის რაიმეს აკრძალვის

ციტატა(კანუდოსელი @ Nov 27 2006, 05:14 AM) *

ხოლო ზოგს "ქართული" და "კანონიკური" ერთმანეთთან შეუთავსებელი გონია, რაც მე მართლა არ მესმის,


და ფიქრობ რომ შეთავსებულია??? wacko.gif 20 საუკუნის დასაწყისიდან, რაც კომპოზიტორებმა თვითნებური ცვლილებების შეტანა და სრულიად ახალი, ევროპულ სტილზე გაწყობილი საგალობლების წერა დაიწყეს, მას შემდეგ აღარა ეს ორი ტერმინი ერთმნიშვნელოვანი


ციტატა(დათიკო @ Dec 12 2006, 02:09 AM) *

tekla1

უბრალოდ, მე არ მომწონს კეჭაყმაძის შემოქმედება.

ერთია უნდა სრულდებოდეს თუ არა ასეთი საგალობლები ეკლესიაში ღვთისმსახურების დროს, მაგრამ მეორეც ხომ ფაქტია, კეჭაყმაძე ერთ-ერთი უზლიერესია, და არა მხოლოდ საქართველოს მასშტაბით

უკაცრავად, ისე შემოგეჭერით არც კი მოგესალმეთ biggrin.gif


--------------------
მგონი რაღაცა ხდებაო..... მარა რა ვიცი, რა ვიცი.......... :D
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
yipiani gio
პოსტი Jul 7 2007, 03:21 PM
პოსტი #36


Tavadi Yipiani
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,917
რეგისტრ.: 25-May 07
მდებარ.: saburtalo
წევრი № 2,017



იცი რა არი?
უბრალოდ პატრიარქი ვერ ეუბნება ხოლმე დღესასწაულებზე
კაპელას და მაგნაირებს გალობას სამებაში ტორე ისე მარტლა რა ჯანდაბა უნდათ მანდ,მაგ ოპერის მომღერლებს


--------------------
alazani.ge

ფოლკოლორული საიტი.ვისაც გაინტერესებთ ფოლკლორი და ხელოვნება
გვეწვიეთ.ამ საიტზე მრავალი საინტერესო მასალის მოძიება შეგიძლიათ
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Didgoreli
პოსტი Jul 9 2007, 01:19 AM
პოსტი #37


ძლევაი საკვირველი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,829
რეგისტრ.: 24-May 07
მდებარ.: თბილისი, დელისი :))
წევრი № 2,010



მაპატიეთ გვიან აღმოვაჩინე ეს თემა და მინდა ჩემი მოკრძალებული აზრი დავაფიქსირო smile.gif სრულიად ვეთანხმები დათიკოს და მათ ვინც ეწინააღმდეგება ასეთი საოპერო არიების ტაძრებში შესრულებას!!! მგონი თქვენც კარგად წაიკითხეთ სინოდის დადგენილება ქართული გალობის შესახებ . ეს ფაქტი კი დიდაად ეწინააღმდეგებაა ჩვენი სამღვდელოების გადაწყვეტილებას , უფრო სწორედ თვითონ ეწინააღმდეგებიან თავიანთ ნააზრევს (იმ ფაქტის გაგების შემდეგ რის გამოც ეს თემა გაიხსნაა , ასეთი აზრი ჩამომიყალიბდა ) !!! ჩემი აზრით სრული უაზრობაა დაა სასაცილოც კია იმის მტკიცებაა , რომ მრევლს რომელიც მიჩვეულიაა სიონურ საგალობლებს ანგარიში უნდა გავუწიოთ და მათი გემოვნება უნდა დავაკმაყოფილოოთ!!! ხო კიდევ სტუმრები ახსენეთ!!! ერთი რამ არ მესმის !!! სტუმარს ძველი, ქართული , ტრადიციული და კანონიკურის მაგივრაად ასარწორი დაა საშინელი საგალობლები უნდა მოასმენინო? შორს ჩვენგაან არაკანონიკური საგალობლები biggrin.gif tongue.gif


--------------------
ნიკოლოზ ირაკლის ძე ივანაშვილი

www.didgorelebi.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზებედე
პოსტი Jul 9 2007, 02:48 AM
პოსტი #38


ზეციკეთი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,332
რეგისტრ.: 27-July 06
წევრი № 19



ციტატა(Didgoreli @ Jul 8 2007, 10:43 PM) *

აი სიონურებს რაც შეეხება , ჩემი აზრით საშინელებაა wink.gif


სიონური გალობა უყვარს პატრიარქს...

ფალიაშვილის საგალობლებზე რას იტყვით?


--------------------
მზეო ამოდი, ამოდი
ნუ ეფარები გორასა
წიწილის თეთრი ბუმბული,
ველად გაჰქონდა ნიავსა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Didgoreli
პოსტი Jul 9 2007, 03:03 AM
პოსტი #39


ძლევაი საკვირველი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,829
რეგისტრ.: 24-May 07
მდებარ.: თბილისი, დელისი :))
წევრი № 2,010



ზებედე
ციტატა
სიონური გალობა უყვარს პატრიარქს...ფალიაშვილის საგალობლებზე რას იტყვით?

აქ სიყვარულზე არაა საუბარი!!! შეიძლება მოსასმენად სასიამოვნო იყოს , მაგრამ ეკლესიაში მსახურების დროს გალობაა არაკანონიკური საგალობლებისა დაუშვებლად მიმაჩნია wink.gif ფალიაშვილი არააა სიონურები ? ისეე მეეე Deep Purple-ს ვუსმენ დაახლოებით 12-13 წელია და ძალიან მიყვარს , მაგრამ ხომ არ შეიძლებაა მოვითხოვო რომ მართლმადიდებლურ ტაძარში ვამღეროთ მაათ?


--------------------
ნიკოლოზ ირაკლის ძე ივანაშვილი

www.didgorelebi.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზებედე
პოსტი Jul 9 2007, 03:09 AM
პოსტი #40


ზეციკეთი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,332
რეგისტრ.: 27-July 06
წევრი № 19



ციტატა(Didgoreli @ Jul 8 2007, 11:03 PM) *

ზებედე

აქ სიყვარულზე არაა საუბარი!!! შეიძლება მოსასმენად სასიამოვნო იყოს , მაგრამ ეკლესიაში მსახურების დროს გალობაა არაკანონიკური საგალობლებისა დაუშვებლად მიმაჩნია wink.gif ფალიაშვილი არააა სიონურები ? ისეე მეეე Deep Purple-ს ვუსმენ დაახლოებით 12-13 წელია და ძალიან მიყვარს , მაგრამ ხომ არ შეიძლებაა მოვითხოვო რომ მართლმადიდებლურ ტაძარში ვამღეროთ მაათ?


არ გეწყინოს მაგრამ ლოგიკაში ვერა ხარ ცოტა გატყობ....

შენ რასაც უწოდებ სიონურს "არაკანონიკურს" მაგ არაკანონიკურმა საგალობლებმა ბევრ ადამიანს მისცა სინანული, ბევრი მათი მოსმენის გამო დადიოდა ტაძარში და აქედან გახდნენ ეკლესიურებიც, ანუ იმ დროს საჭირო იყო "არაკანონიკური სიონურების" გალობა...ფალიაშვილის "შენ ხარ ვენახი"-ც თუ საშინელებაა შენთვის მაშინ....ისე როგორ შეადარე ფარფლები და სიონური გალობა ერთმანეთს? გეძინება შენ უეჭველი biggrin.gif


--------------------
მზეო ამოდი, ამოდი
ნუ ეფარები გორასა
წიწილის თეთრი ბუმბული,
ველად გაჰქონდა ნიავსა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

5 გვერდი V < 1 2 3 4 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 27th April 2024 - 05:48 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი