თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ღვთისმეტყველება _ "მეტანიებით ქრისტიანი მდაბლდება"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 19 2019, 10:22 PM

"ოდესღაც არსებობდა თავადობის და მონობის ეპოქა. იმისათვის, რომ მონებს თავადებისათვის მათი დაქვემდებარება და პატივისცემა ეჩვენებინათ, მათ წინაშე იჩოქებდნენ. ასევე ჩვენც მეტანიებით ცხადვყოფთ, რომ ვართ ღვთის მდაბალი მონები. ერთგვარი გრძნობადი გზით წარმოვაჩენთ ჩვენს სიმდაბლესა და პატივისცემას.

მეტანიებით ქრისტიანი მდაბლდება და ეს ხელს უწყობს, რომ მასთან ღვთის მადლი მოვიდეს. და როცა მადლი მოვა, მისი გული ალივით მოტყინარე ხდება. სიყვარულის ალი მსხვერპლს იღებს. მსხვერპლი და შესაწირავი არის მეტანიები; სიყვარულის მსხვერპლი, თაყვანისცემა. და თაყვანისცემაში მონაწილეობს სრული ადამიანი - სულიც და ხორციც"

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/



"არ შეიძლება პირჯვრისწრისა და მეტანიის ერთდროულად შესრულება (ჯერ პირჯვარს ვიწერთ და მერე მეტანიას ვასრულებთ)".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 20 2019, 01:59 PM

"შეასრულეთ მეტანიები კრძალულებით და სიყვარულით და ნუ დაითვლით. უმჯობესია ათი მეტანია იყოს და კარგად შესრულებული, ვიდრე ბევრი და მოშურნეობის, სიყვარულის და საღვთო ტრფიალების გარეშე.

აკეთეთ რამდენიც შეგიძლიათ, შესაბამისად თქვენი განწყობისა, მაგრამ არა ცრუმეტანიები და ცრულოცვები. ღმერთთან დაუშვებელია ფორმალობები. ღმერთი ითხოვს, რომ რასაც მისთვის ვაკეთებთ, გაკეთდეს "ყოვლითა გულითა და ყოვლითა სულითა".

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 20 2019, 09:50 PM

"როდესაც ფიქიკური შრომა - მეტანიები, მღვიძარება, თავგანწირვა - სიყვარულით, ტრფიალებით აღესრულება, არ ვნებს სხეულს. როდესაც ადამიანი ამას თავისუფლად და საყვარელი პიროვნებისადმი, ქრისტესადმი სიყვარულით აკეთებს, ამით ცხადყოფს, თუ რამდენად უყვარს ღმერთი"

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 21 2019, 05:24 PM

"თავად უფალი გვასწავლის ლოცვას. ლოცვას ჩვენ თვითონ ვერ ვისწავლით, არც სხვას ძალუძს ჩვენთვის ამის სწავლება. ნუ ვიტყვით: "ამდენი მეტანიები გავაკეთე, ახლა მადლი უზრუნველყოფილი მაქვს", არამედ ვითხოვოთ, რომ ჩვენში ღვთის შემეცნების ნათელი გამობრწყინდეს და აღგვიხილოს სულიერი თვალები, რათა მის ღვთაებრივ სიტყვებს ჩავწვდეთ".

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 22 2019, 04:45 PM

"შეიძლება ვინმემ თქვას: "მე სიყვარული გულში მაქვს". დიახ, მაგრამ მეტანიები და სხვა დანარჩენი ასკეზი საჭიროა, რადგან მიუხედავად იმისა, რომ გარეგნული მხარეა, ეს გვეხმარება რომ არსს ჩავწვდეთ. თუ არსს არ ჩავწვდებით, სხვა ყველაფერი ნულის ტოლია".

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 26 2019, 09:59 PM

"მთელი დღე სიყვარულით ვილოცოთ: იესოს ლოცვა, ტროპარები, მეტანიები - ყველაფერი ეს მორიგეობით უნდა შესრულდეს. მეტანიებს, რომლებსაც ღვთისმშობლის მიმართ ვასრულებთ, მიმართულია ქრისტესადმი, რადგან ღვთისმშობელი ქრისტეს საკუთარ თავში ატარებს. ქრისტე არის ჩვენი სულების მაცხოვარი და ღვთისმშობელი - ჩვენი დედა, ჩვენი დიდი მეოხი".

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 30 2019, 04:42 PM

"მეტანიები ფიზიკური ვარჯიშიცაა. არ არსებობს - თუმცა ჩვენ ამაზე საერთოდ არ უნდა ვფიქრობდეთ - ამაზე უკეთესი ვარჯიში კუჭისთვის, ნაწლავებისთვის, მკერდისთვის, გულისთვის, ხერხემლისთვის. ეს ძალიან სასარგებლოა და რატომ არ უნდა გავაკეთოთ?

როდესაც ეს ასკეზი აღესრულება ღვთისადმი მსახურებაში და სული ამას წარმატებით ახერხებს, სიხარულით ივსება, წყნარდება და მშვიდდება. ეს არის ყველაფერი. ამით ცხადია, სარგებელს პოულობს ხორციც. ანუ, როცა ხორცი სულს ღვთის სიყვარულში მიჰყვება, ისიც სარგებლობს. გაიგეთ? სული იძენს სიმშვიდეს და მყუდროებას, ხოლო ხორცი - კარგ ფუნქციონირებას ჩვენი ორგანიზმის ყველა სისტემისა, როგორიცაა სისხლის მიმოქცევის, საჭმლის მომნელებელი, სასუნთქი, ენდოკრინოლოგიური, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვთ ჩვენს სულთან".

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 3 2020, 09:59 PM

"წამოვიჩოქეთ მათ წინაშე ვედრებით"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 4 2020, 08:17 PM

"ყოველ საღამოს ღვთის წინაშე აღიარე შენი ცოდვები, რომლებიც დღის განმავლობაში ჩაგიდენია საქმით თუ ფიქრით, - მოკლე მეტანიების თანხლებით"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 1 2020, 07:06 PM

"მეტანიებით ჩვენ სინანულსა და ღვთისადმი მოკრძალებას გამოვხატავთ. მეტანიები ძირითადად მარხვაში, განსაკუთრებით კი აღდგომამდე, დიდი მარხვის დღეებში სრულდება. მეტანია წყდება აღდგომიდან სულთმოფენობამდე და ქრისტეშობიდან ნათლისღებამდე. ზიარების შემდეგაც არ არის დადგენილი მეტანიების კეთება"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 11 2020, 03:52 PM

"[ბერი ანთიმოზი] ყოველდღიურად, უცვლელად სამას მეტანიას აღასრულებდა. დამატებით კი მათთვის იყრიდა მუხლს უფლის წინაშე, ვის სახელზეც ლოცულობდა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 12 2020, 08:28 PM

" - რა ძალა აქვს ღამის მეტანიებს?

- არასოდეს დაგავიწყდეს ღამე მეტანიები. თუ ვერ ახერხებთ, სამჯერ მაინც მოიდრიკეთ მუხლი. ღამის მუხლმოდრეკითა და ლოცვით ადამიანი ეშმაკზე იმარჯვებს: რასაც დღისით შესცოდავს, ამით გამოისყიდის"

/მამა ვალენტინი (მორდასოვი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 21 2020, 07:35 PM

"მეტანიების გაკეთებისას არ უნდა იჩქარო. მცირე მეტანიის დროს მხოლოდ წელში უნდა მოიხარო, ისე რომ ხელით მიწვდე იატაკს"

/მამა ვალენტინი (მორდასოვი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 23 2020, 10:38 PM

" - ამბობენ, რომ მეტანიის დროს იატაკს სამი თითით არ უნდა შევეხოთ, თითქოს ეს წმიდა სამების უპატივცემლობაა

- საერთოდ, რა საჭიროა ყოველ დახრაზე იატაკს ხელით შეეხოთ? თაყვანისცემა ღმერთს ესათნოება, როდესაც ის აღესრულება მასზე ფიქრითა და საკუთარი თავის უღირსობისა და ცოდვიანობის შეგრძნებით"

/მამა ვალენტინი (მორდასოვი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 24 2020, 08:17 PM

"ცოდვილი თავის სხეულს უფრთხილდება - ასვენებს, ესათუთება, ნუგბარით კვებავს, მართალი კი თავის სხეულს თავისად კი არ თვლის, არამედ ღვთისად, ის ამძიმებს მას მუდმივი შრომით, მეტანიებით; იგი მას ინახავს უბიწოებასა და სიწმინდეში"

/მამა ვალენტინი (მორდასოვი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 19 2020, 10:19 PM

"წერილობითი წყაროები სკვნილის შესახებ მწირია. პირველად იგი "ლავსაიკონში" გვხვდება, სადაც მოთხრობილია, თუ როგორ ლოცულობდა კენჭებზე ბერი პავლე თერმიელი. დღის განმავლობაში მას 300-ჯერ უნდა ეთქვა ლოცვა. ამიტომ უბეში 300 კენჭი ჰქონდა და თითოეული ლოცვის შემდეგ თითო კენჭს იღებდა.

რაც შეეხება მეტანიებით ლოცვას, რომელსაც IV საუკუნიდან მჭიდროდ დაუკავშირდა სკვნილი, იგი ქრისტიანობის სათავეებიდან მომდინარეობს. როგორც ცნობილია, ევსევი კესარიელის "ეკლესიის ისტორიაში" მოთხრობილია, თუ როგორ ლოცულობდა უფლის ძმა, წმინდა იაკობი, ტაძარში მუხლმოყრილი და ღმერთს ადამიანების შეწყალებას სთხოვდა. თურმე ხშირი ლოცვისგან წმინდანის მუხლები აქლემის მუხლებივით ყოფილა გაუხეშებული.

ირლანდიელი მეცნიერები ამ საკითხთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას (შესაძლოა სადავოს) გვაწვდიან. წმინდა იაკობი ლოცვისას დღის განმავლობაში 2000-ჯერ და ამდენჯერვე ღამის განმავლობაში იყრიდა მუხლს ტაძრის ქვის იატაკზე, რის გამოც აქლემივით გადიდებული მუხლები ჰქონია.

ირლანდიური სამეცნიერო ლიტერატურის მიხედვით, მას წმინდა იაკობ მუხლმომყრელსაც უწოდებდნენ. ასევე იყრიდა მუხლს თურმე წმინდა ბართლომეც. მომდევნო საუკუნეებში კი ეს წესი ბერული ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა. ლოცვის შემდეგ მუხლის მოყრის წესი დასავლეთის ეკლესიაში აღმოსავლეთიდან შევიდა."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 21 2020, 06:59 PM

"არსებობს ორგვარი თვითგამოხატვა: სიტყვიერი და ჟესტის ან მოძრაობისმიერი. მეტანია და მუხლის მოყრა - უსიტყვო ენაა, სადაც სიტყვას მოძრაობა ცვლის. ეს სახეა დამწერლობისა, რომელიც ქაღალდზე მელნით კი არ გამოისახება, თვით ადამიანის სხეულში ირეკლება და ხორციელდება."

/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 23 2020, 02:37 PM

"წმინდა მამანი გვირჩევენ, ლოცვისას წელში გავიმართოთ, ადგილზე არ ვცმუკავდეთ და სხეული არ მოვადუნოთ. გადაღლილობისას კი უმჯობესია, ჩამოვჯდეთ და რამდენიმე ხანს ამ მდგომარეობაში განვაგრძოთ ლოცვა.

რაც შეეხება მეტანიებსა და მუხლთყრას, მათი მეშვეობით ღვთისადმი თაყვანისცემას გამოვხატავთ... აქ მოძრაობა და ჟესტი თითქოს ავსებს, ამძაფრებს და აღრმავებს სიტყვას...

ლოცვისას სხეული არც უნდა მოვადუნოთ და არც ზომაზე მეტად დავჭიმოთ, რადგან პირველი თითქოსდა რულს ჰგვრის და აუძლურებს სხეულს, მეორე კი - ქანცავს.

ლოცვისას სხეული შემართული უნდა იყოს, როგორც იმ სამუშაოს დაწყების წინ, რომელიც სისწრაფესა და ძალისხმევას ითხოვს, როდესაც საკუთარ კუნთებს ამუშავებამდე შევიგრძნობთ.

ადამიანი - მთლიანი პიროვნებაა, ერთიანი ფსიქო-ფიზიკური მონადა, ამიტომ, ლოცვაში იგი მთელი სულიერ-ხორციელი არსებით უნდა ჩაერთოს."

/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 23 2020, 07:17 PM

"გარეგნულად ლოცვითი გრძნობა ვლინდება პირჯვრის გამოსახვითა და მეტანიით."

"მეტანია ორი სახისაა: დიდი და მცირე.

დიდი მეტანია სრულდება შემდეგნაირად: ვიწერთ პირჯვარს, ვასრულებთ მუხლთმოყრას და შუბლით ვეხებით მიწას, რის შემდეგაც კვლავ ვდგებით ფეხზე.

მცირე მეტანიის დროს ვიწერთ პირჯვარს, ვიდრეკთ თავს, წელში ღრმად ვიხრებით და კვლავ ვიმართებით.

ლოცვის დროს, პირჯვრის გამოსახვის შემდეგ, თავს ვიდრეკთ, რაც არის პირჯვრისწერის დასასრული ნაწილი, რომლითაც ღვთის თაყვანისცემას გამოვხატავთ.

მეტანიით ლოცვის დროს გამოვხატავთ ღვთის წინაშე როგორც ჩვენს კრძალულებას, ასევე უღირსებისა და სინანულის გრძნობებს. დიდი მეტანიების შესრულება მიუღებელია საყოველთაო სულიერი სიხარულის დღეებში, როგორიც არის: კვირა დღეები და დიდი დღესასწაულები. ასევე, დიდი მეტანია არ სრულდება ზიარების მიღების შემდეგ მთელი იმ დღის განმავლობაში, თუ არ ჩავთვლით დიდმარხვაში ეფრემ ასურის ლოცვის მეტანიებს."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 4 2020, 08:29 PM

"შუაღამიდან სამ საათამდე წმინდა ცა გახსნილია. ყველაზე ძვირფასია ამ საათებში ლოცვა. შუაღამის შემდეგ კარგია 3 დიდი მეტანიის გაკეთება ლოცვით: მხსნელის, ღვთისმშობლისა და მფარველი ანგელოზის მიმართ"

/დედა ანტონია (კავეშნიკოვა)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 10 2020, 08:19 PM

"მეტანიები დილითაც უნდა შეასრულოთ, შუადღითაც და საღამოსაც"

/სქემარქიმანდრიტი ვიტალი (სიდორენკო)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 14 2020, 01:26 PM

"ყოველთვის, როდესაც განაწყენდები, ან განიკითხავ, მყისვე გაჩერდი და მეტანიები აღასრულე, სულ მცირე სამი მაინც"

/სქემარქიმანდრიტი ვიტალი (სიდორენკო)/


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 9 2020, 06:26 PM

"მეტანია - თავის დაკვრა წელში მოხრით. მეტანიას ხატების ან სიწმინდის წინ ახლავს პირჯვარის გადაწერაც. დიდი მეტანია ნიშნავს მუხლდრეკას".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 24 2020, 08:13 PM

"მე ცხრა მოწაფე მყავს. მათ არასოდეს ვუშვებ, დღისით ბოსტანსა და ვენახში მუშაობდნენ, ღამე კი ხანგრძლივ მეტანიებს ასრულებდნენ. მათ შორის, ვისაც ყველაზე მეტად უყვარს ეგ მეტანიები, ის თავისუფლდება სამუშაოდან".

/ნეოფიტე კარამანლისი (ბერდიდ ჰაჯი-გიორგის სულიერი მამა)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 14 2021, 06:16 PM

"მახსოვს ერთხელ, მწუხრზე ღვთისმშობლის საფარველის ტაძარში ვიდექი. მღვდელი, მამა ნ., დაუჯდომელს კითხულობდა. შევხედე და გავიფიქრე, მღვდელმონაზონი მსუქანია და მეტანიების შესრულება უჭირს-მეთქი. ამ დროს მე თვითონ დავიწყე მეტანიების შესრულება და უცებ ვიღაც უხილავმა წელში ისე ჩამცხო, რომ მინდოდა მეყვირა, მიშველეთ-მეთქი, მაგრამ საშინელი ტკივილისაგნ ხმა ვერ ამოვიღე. ასე მოწყალედ დამსაჯა უფალმა და მასწავლა, რომ არავინ განვიკითხო".

/ღირსი სილუანე ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 2 2021, 05:03 PM

„ერთი მონაზონი მებუნებოდა: „უსათუოდ შემიწყალებს ღმერთი, რადგან ყოველდღე ამდენ მეტანიას ვასრულებ“. მაგრამ სიკვდილი რომ მოადგა კარს, ტანზე პერანგი შემოიხია“.

/ღირსი სილუანე ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 29 2021, 07:40 PM

"მეტანია მოვიყარე"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 3 2021, 08:39 PM

"კლიმენტი ალექსანდრიელი ამბობს: "ლოცვის დროს ჩვენ აღვაპყრობთ ხელებსა და თავს ზეცისაკენ, ხოლო ლოცვის დასასრულს ფეხებსაც კი ავამოქმედებთ" (კლიმენტი, პედაგოგი 4.6), ანუ მუხლმოდრეკილი ლოცვის ბოლოს წარმოვდგებით".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 10 2022, 07:30 PM

"ეტიმოლოგიურად სიტყვა ""მეტანია" ნიშნავს გონების აღმოყვანებას, მობრუნებას"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 16 2022, 09:46 PM

"მაკრიანისი* საწყალი, რამდენი გადაიტანა! თანაც, როგორ წლებში!
- მან ერთხელ თქვა, გერონდა: "ჩემი თვალები გაიმჭვარტლა".
- დიახ, მას თვალები გაემჭვარტლა. დაძაბულობისა და შფოთის გამო, რომელსაც განიცდიდა, მისი თვალები თითქოსდა კვამლით ივსებოდა. რთულ დროში ცხოვრობდა და ტკივილისა და სიყვარულისაგან განუწყვეტლივ წირავდა თავს. საკუთარ თავზე არ ფიქრობდა, სათვალავში არასდროს აგდებდა თავის თავს. სამშობლოსათვის ბრძოლისას სიკვდილის არ ეშინოდა. ის რომ მონაზონი გამხდარიყო, ვფიქრობ, ანტონი დიდისგან დიდად განსხვავებული არ იქნებოდა. მიუხედავად თავისი ჭრილობებისა და სახიჩრობისა, იგი დღეში სამიათას მეტანიას ასრულებდა. როდესაც ამას აკეთებდა, ჭრილობები ეხსნებოდა, შიგთავსი გარეთ გამოდიოდა და თავად აბრუნებდა ადგილზე. სამი ჩემი მეტანია მის ერთ მეტანიას უდრის. მის წინაშე იატაკი ცრემლით იყო სველი. ჩვენ რომ მის ადგილზე აღმოვჩენილიყავით? მაშინვე საავადმყოფოში გავიქცეოდით, რათა სამედიცინო დახმარება მიგვეღო. ერისკაცები განგვსჯიან ჩვენ!"

/ღირსი პაისი მთაწმინდელი/

*იოანის მაკრიანისი (1797-1864) - გენერალ-მაიორი, ელადის ეროვნული გმირი. ერთ-ერთი თავგანწირული მებრძოლი საბერძნეთის რევოლუციის დროს - თურქეთის წინააღმდეგ (1821-1830). რევოლუციისა და განმათავისუფლებელი ბრძოლის შესახებ "მოგონებების" ავტორი. ი. მაკრიანისის ცხოვრება - თავგანწირვის, ღვთსადმი, მოყვასისა და სამშობლოსადმი ქრისტიანული სიყვარულის შესანიშნავი მაგალითია.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 20 2022, 09:35 PM

"მუხლდრეკა და ფსალმუნება და სხვა ყველაფერი, რასაც ჩვენი ტიპიკონის ფარგლებში ვაკეთებთ, სასარგებლოა, მაგრამ გულის განწმენდასა და სიწმიდეს არა საკუთრივ ესენი აღასრულებენ, არამედ საღმრთო მადლი, რომელმაც ჩვენ შეგვქმნა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 1 2022, 04:16 PM

"თუ დღეს ვინმეს 20 მეტანიის შესრულებას დაავალებ, მაშინვე შეგედავება - ოც მეტანიას როგორ გავაკეთებო"

/არქიმანდრიტი იუსტინე (პარვუ)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 15 2022, 07:23 PM

"მუხლთმოდრეკას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან მასში გამოიხატება ადამიანის სიმდაბლე ღვთის წინაშე"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 11 2022, 05:23 PM

"[დედა ნინოს] როცა შესცივდებოდა, დიდი მეტანიების კეთებას იწყებდა. ჩქარ-ჩქარა აკეთებდა ბევრს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 15 2022, 08:32 PM

"ერთხელ, ეს იყო ზატიკში, ეზოში ვიყავით, კაკლოვანის მახლობლად, და მოულოდნელად მამა გაბრიელი [აღმსარებელი და სალოსი] მიბრძანებს:

- 40 მეტანია!

უნდა გამოვტყდე, რომ მეტანიების კეთება ზოგადად მიჭირდა. მესამე მეტანიაზე გული მიჩქარდებოდა, მეხუთეზე სხეული ისე მიმძიმდებოდა, რომ დანარჩენს უკვე გაჭირვებით, ქოშინ-ქოშინით ვაკეთებდი. ყველაზე ბევრი - ეს იყო 10 მეტანია. ამის შემდეგ აღარაფრის თავი არ მქონდა. მაგრამ მისი ეს ბრძანება როგორც ჯილდო, ისე მივიღე. გახარებულმა დავიწყე მეტანიების კეთება. თან ისეთ ადგილას ვიდექი, სადაც დაღმართი იწყებოდა. არც სწორი ადგილი მიძებნია, არც მიფიქრია რამეზე, პირდაპირ დავიწყე ჩქარ-ჩქარა კეთება. მაშინ ვერ მივხვდი და ახლა კი ვაცნობიერებ, რომ ის 40 მეტანია "ერთი ამოსუნთქვით" შევასრულე. როგორ, რანაირად? - რაღა თქმა უნდა, მამა გაბრიელის ლოცვით. ერთადერთი აზრი, რაც მაშინ გონებაში მიტრიალებდა - ჩქარა და კარგად შემესრულებინა ნაბრძანები. ვხვდებოდი, რომ მცდიდა, და ამგვარი გამოცდები ჩვენთვის, ახალმოსულებისთვის, ძალზე სასიხარულო იყო. გულმოდგინედ ვითვლიდი და მეორმოცე რომ დავასრულე, აწითლებული მისკენ შევბრუნდი. არ ვიცი, რა გამომეტყველება მქონდა მე, მამა გაბრიელი კი, უაღრესად კმაყოფილი, გამარჯვებული და გაღიმებული სახით, დოინჯშემოყრილი მიყურებდა, თვალს არ მაშორებდა. ხმა აღარ ამოუღია. მე კი ბედნიერი ვიყავი, რომ მშვიდობიანად შევასრულე კურთხევა.

გაზაფხული იდგა. მახსოვს, ამის შემდეგ ძლიერი ალერგია დამეწყო, რადგან ბალახებში ვიდექი და მთელი გულმოდგინებით ძირს რომ ვემხობოდი, სახე ბალახებში მეფლობოდა. მაგრამ მაშინ არც ეს მადარდებდა. მამა გაბრიელს გვერდით არაფერი აღარ გადარდებდა, არაფრის გეშინოდა, არაფერი გინდოდა, თავს საიმედოდ დაცულად გრძნობდი. სიტყვით ვერ ახსნიდი: რატომ, რისთვის გინდოდა მის გვერდით ყოფნა, რა გიზიდავდა მისკენ, რატომ იყო ჯილდო შენთვის რთულად შესასრულებელი კურთხევა; და საერთოდ, არსებობდა კი რაიმე სიმძიმე, რაიმე გასაჭირი მის გვერდით?- არავითარი. რატომ? - არ ვიცი, და ასე კი იყო".

/იღუმენია პარასკევა/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 29 2022, 09:06 PM

"ლოცვის გარეგნულ, ანუ სხეულებრივ მეთოდზე საუბრისას ღირსი იოანე კიბისაღმწერელი ამ ლოცვისთვის აბსოლუტურად აუცილებლად მიიჩნევს გარეგნულ გამოვლინებებსა და სხეულებრივ მოქმედებებს, როგორიცაა: პირჯვრის გამოსახვა, ლოცვის სიტყვების გამოთქმა, თაყვანისცემა, დაჩოქება, მეტანიები და ა.შ. ისინი შეადგენენ გარეგანი ლოცვის აუცილებელ ატრიბუტებს, როგორც შინაგანი მოწიწებისა და პატივისცემის გრძნობის აუცილებელ გამოხატულებებს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 23 2022, 10:19 PM

"ღირსი თეოდოსი გვასწავლის, რომ სანამ პირჯვარს ბოლომდე არ გადავიწერთ, არ შეიძლება მეტანია, რათა ჯვარი არ გავტეხოთ"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 11 2022, 03:43 PM

"იგი [ღირსი ეფრემ კატუნაკელი] ეზოში, ერთ განსაზღვრულ ადგილზე ჯდებოდა და წინ ერთ ტომარასაც დაიფენდა მეტანიების შესასრულებლად"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 13 2022, 10:02 PM

"მონაზვნური ჩვეულების თანახმად, სანამ მორჩილი ბერის დავალების შესრულებას შეუდგება, და ასევე შესრულების შემდეგაც, ბერთან მეტანიას ასრულებს და მისგან კურთხევას იღებს. პირველ შემთხვევაში ითხოვს კურთხევას, რათა დავალება სათანადოდ შეასრულოს, ხოლო მეორე შემთხვევაში მოახსენებს მორჩილების შესრულების შესახებ და ადასტურებს, რომ მისივე კურთხევის მადლით შეასრულა მორჩილება"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 3 2022, 10:07 PM

"[მამა ნათანაელი] დღეში სამი ათას მეტანიას აღასრულებდა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 15 2022, 06:17 PM

"- მაკურთხეთ მამაო, - წარმოვთქვი და დავიხარე, რათა ურიცხვი მუხლმოდრეკის გამო დაწყლულებულ მის წმინდა ხელს ვმთხვევოდი"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 28 2022, 06:33 PM

"ყოველ დილით ღვთისმშობლის დაუჯდომელს ვკითხულობდით, ღამით კი ათას მეტანიას ვაკეთებდით"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 9 2023, 08:28 PM

"უფლისგან მას [ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს] უხვად ჰქონდა მინიჭებული სათნოებანი. როდესაც ღვთის სადიდებელი ლოცვა იკითხებოდა, მოტეხილი ფეხითაც დაიჩოქებდა, თავს იატაკზე დადებდა და ცრემლით ამბობდა: - დაიჩოქეთ, ჩქარა! "ის" აქ არის! საშიშია! იმას ვინ შეხედავს, ვინ არის ღირსი ცისა და ქვეყნის გამჩნეს შეხედოს!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 10 2023, 02:11 PM

"ყოველჟამს, გაღიძებიდან ძილად მისვლამდე, იარეთ ხსოვნით, რომ ღმერთი ყველგან მყოფობს, იმ ფიქრით, რომ უფალი გხედავთ და გამოთვლის თქვენი აზრისა და გულის ყველა მოძრაობას. ამის გამო გამუდმებით ილოცეთ იესუს ლოცვით და, ხშირად ხატებთან მისვლისას, აღასრულეთ რამდენიმე მეტანია. თქვენი გულის მოძრაობისა და მოთხოვნის შესაბამისად, ისე, რომ მთელი დღე ხშირად რამდენიმე მეტანია გააკეთეთ, და ღმერთის შესახებ გამუდმებულ ფიქრსა და იესუს ლოცვის აღსრულებაში გაატარეთ, რა საქმითაც არ უნდა იყოთ დაკავებული"

/სქემიღუმენი ხარიტონი (დუნაევი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 19 2023, 08:27 PM

"ძილის განდევნაში ხელსაქმეზე მეტად მეტანიების შესრულება გვიშველის"

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 24 2023, 08:40 PM

"თუ მოღვაწე განწყობილია, რომ მეტანიები აღასრულოს, ბოროტი ამისკენ უბიძგებს, რომ ძალებისაგან დაშრიტოს იგი. და თუ შენი ძალები ამოწურულია, ჯერ რაღაც ნევროზული მდგომარეობა შეიმჩნევა, იმიტო, რომ ხედავ, რომ ძალა აღარ გყოფნის. შემდეგ ეშმაკი სულიერ შფოთამდე მიგიყვანს, თავდაპირველად მსუბუქ უიმედობას იგრძნობ, შემდეგ კი ეს მდგომარეობა უფრო და უფრო გაღრამვდება. ერთხელ, როდესაც დასაძინებლად ვწვებოდი ხოლმე, მაცდური მეუბნებოდა: "შენ, რა გძინავს? ადექი! რამდენი ადამიანი იტანჯება, რამდენს - დახმარება სჭირდება!" მე ვდგებოდი და რამდენსაც შევძლებდი, იმდენ მეტანიას ვასრულებდი. საკმარისი იყო, კვლავ დავწოლილიყავი, რომ ისევ თავისას დაიწყებდა: "ადამიანები იტანჯებიან, შენ კი გძინავს? ადექი". - და მე ხელახლა წამოვდგებოდი. იქამდე მივედი, რომ ვთქვი: "რა კარგი იქნებოდა, ფეხები რომ წმართმეოდა! მაშინ მექნებოდა მიზეზი იმისა, რომ მეტანიები არ შემესრულებინა!" ერთი დიდი მარხვა ამ განსაცდელში გავატარე, იმიტომ, რომ ვცდილობდი, საკუთარი თავი იმაზე მეტად შემევიწროვებინა, ვიდრე შემეძლო".

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 12 2023, 08:52 PM

"გააკეთე ბევრი მეტანია, ღამე იფხიზლე, რამდენსაც შეძლებ"

/წმ. იოსებ ისიქასტი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 18 2023, 06:51 PM

"ლოცვის კანონი კი ღვთის თაყვანისცემითა და მუხლთადრეკით აღესრულება"

/არქიმანდრიტი ეფრემ არიზონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 19 2023, 09:02 PM

"მეტანიები ძალებისა და სიძვის ვნების მოქმედებათა შესაბამისად აღასრულე. როდესაც სათანადო ძალას გრძნობ და ჯანმრთელობაც არ გიშლის ხელს და ვნებები ძლიერად მოქმედებენ, მაშინ მეტი მეტანიის შესრულებაა საჭირო. არ იზარმაცო, ხოლო არასაკმარისი ფიზიკური ძალის დროს საკუთარი თავის განსჯით მეტანიათა მცირე რაოდენობას დასჯერდი"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 20 2023, 08:24 PM

"დილა-საღამოს ლოცვით კანონს შეიძლება დაემატოს ხუთჯერ ასი იესუს ლოცვა. შეძლებისდაგვარად, ილოცე ყურადღებით: კანონის დაწყებამდე გააკეთე ოცდაცამეტი სრული მეტანია, იესუს ლოცვისას, ყოველი ასი ლოცვის შემდეგ - სამი სრული მეტანია, ხოლო ყოველი ათეულის შემდეგ - თითო მცირე მეტანია, მთლიანი კანონის დასრულების შემდეგ - ისევ ოცდაცამეტი სრული მეტანია. ფიზიკური უძლურების შემთხვევაში შესაძლებელია სრული მეტანია არ გააკეთო, ან შეცვალო მცირე მეტანიით, ან პირჯვრით და სიტყვებში ჩაღრმავებით განაგრძო ლოცვა. წინადღესასწაულებსა და დღესასწაულებზე სრულ მეტანიებს შეცვლი მცირე მეტანიით"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 9 2023, 06:28 PM

"როდესაც მოსაგრე სულიერი თვალით ხედავს უფალს, მაშინ უჩნდება მოთხოვნილება პირქვე დაემხოს: მუხლები თავისით იდრიკება, დგომა შეუძლებელია; ის მაცხოვრის ფეხებთან ეცემა. მაგრამ ფრთხილად იყავი, რადგან მტერიც ხშირად ადუნებს მუხლებს, რათა შემდგომ გამოიწვიოს დაუდევრობა და ძილი"

/მონაზონი იოსებ დიონისიატისი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 9 2023, 09:17 PM

"მეტანიების შესრულება უმჯობესია საღამოს, ძილის წინ - ამ დროს დღიური საზრუნავი უკვე მოთავებულია და კანონსაც უფრო მეტ დროსა და ყურადღებას დავუთმობთ. მაგრამ დილით და შუადღითაც კარგი იქნება, აე, 12-დან 20-მდე მეტანიის შესრულება. ამ გზით ლოცვით განსწყობასაც შევინარჩუნებთ, ხორცსაც დავთრგუნავთ და უფრო გულმოდგინედაც ვილოცებთ"

/წმ. ეპისკოპოსი ეგნატე (ბრიანჩანინოვი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 10 2023, 06:14 PM

"მეტანიებისგან სხეული თბება და ცოტათი იღლება, რაც ყურადღებისა და ლმობიერების მოპოვებაში შეგვეწევა"

/წმ. ეპისკოპოსი ეგნატე (ბრიანჩანინოვი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 8 2023, 01:42 PM

"პელაგია კრავცოვა მოგვითხრობდა, რომ, როდესაც გამთენიისას მონასტერში მივიდა, ასევე გაოცებული დარჩა: "რა სჭირს მამა ტროფიმეს? ძლივს დადის". და როდესაც ტაძარში დაეცა, ბევრს ეგონა, რომ ბერი ტროფიმე შეუძლოდაა. მაგრამ იგი იმავე წამს წამოდგა და დიდი მეტანიების შესრულება განაგრძო, თავს შეღავათი წამითაც კი არ მისცა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 8 2023, 07:33 PM

"მისი [ბერი ფერაპონტე ოპტინელი] თანაკლასელები მოგვითხრობენ, რომ მას მერე, რაც სამონასტრო ლოცვით კანონს აღასრულებდა - ხუთასი მეტანიით, რაც, სხვათა შორის, ბერებისთვის არ იყო სავალდებულო, შემდეგ კიდეფვ დიდხანს ლოცულობდა და მეტანიებს აკეთებდა. მისმა ერთ-ერთმა თანამესენაკემ ერთხელ გადაწყვიტა, დაეთვალა, ღამის განმავლობაში რამდენ მეტანიას გააკეთებდა. სენაკს შუაზე ფარდა ყოფდა, ბერი ფერაპონტე თავის კუთხეში ლოცულობდა, ანალოგიის წინ იატაკზე ცხვრის ტყავის ჯუბა დაეფინა. მეტანიები დაგუდულად ისმოდა. თანამესენაკე ითვლიდა მეტანიებს, ითვლიდა და ისე ჩაეძინა, რომ ძილში კვლავ ჩაესმოდა მათი ხმა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 16 2023, 07:49 PM

"[მეფე დემეტრე თავდადებული] ამას თანა მოეგო მარხულობა, ღამით ლოცვა და მუხლთყრა ფრიად, რამეთუ ათას ხუთასი მუხლი მოაგდის მდაბლად მიწასა ზედა, ესრეთ ყოვლითურთ განმშვენებული და განათლებული იყო"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 2 2023, 08:47 PM

"მეტანიები შეგიყვარდათ... კარგია. მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ მეტანიებს თან უნდა სდევდეს გულიდან ამოსული ლოცვა - გულით ადიდებდე ღმერთს, გულით მადლობდე, გულით ითხოვო, საკუთარი სიყვებით იქნება ეს (რაც უმჯობესია), თუ დასწავლული სიტყვებით, ოღონდაც ყველგან გული იყოს ჩადებული..."

/წმ. თეოფანე დაყუდებული/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 2 2023, 09:04 PM

"მეტანიების შესახებ: მცირე მეტანია გააკეთოთ, თუ დიდი? რა გითხრათ? კარგია, რგოორც თქვენ აკეთებთ: აით მცირე და ერთი დიდი. შეგიძლიათ თავისუფლად გააკეთოთ ხან მცირე, ხან დიდი მეტანია.

მეტანიები მეტანიებად, მაგრამ მთავარია სწორი ცხოვრება. სწორ ცხოვრებას თან სდევს შიში და მოწიწება, რომლებიც მომდინარეობენ ღმერთის გამუდმებული ხსოვნიდან, თითოეულ ნაბიჯს თან რომ ახლავს. აქედანაა მღვიძარებაც. მაგრამ უპირატესია ცხონებისადმი ძლიერი და თავდაუზოგავი მოშურნეობა"

/წმ. თეოფანე დაყუდებული/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 2 2023, 09:19 PM

"იესუს ლოცვის დროს მეტანიები უნდა გააკეთო, რაც მეტი - მით უკეთესი. თუ კელიაში მარტო ხარ, იესუს ლოცვასთან ერთად ხშირად აკეთე მეტანიები, რამდენიც გინდა. დილა-საღამოს გაცილებით მეტი გააკეთე"

/წმ. თეოფანე დაყუდებული/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 3 2023, 07:52 PM

"ალბათ, მას შუბლი იმიტომ ჰქონდა გაწითლებული, რომ იატაკს ურახუნებს ხოლმე. თავი დაანებოს ამის კეთებას. მეტანიების კეთება კარგია. ყველა მლოცველი გვირჩევს მეტანიების კეთებას, ხოლო იატაკზე თავის რახუნი საჭირო არ არის"

/წმ. თეოფანე დაყუდებული/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 3 2023, 08:32 PM

"მეტანიები უნდა გააკეთოთ, მათი მეშვეობით უნდა გავახუროთ გული, როდესაც გაციებას დაიწყებს.

მეტანიები ხორციელი სამუშაოა. იგი შერწყმული უნდა იყოს ღმერთზე ფიქრსა და მისადმი გრძნობასთან"

/წმ. თეოფანე დაყუდებული/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 9 2023, 04:46 PM

"ლოცვა განუყოფელია მეტანიებისგან. მეტანიები შინაგანი ლოცვის ნიშანია"

/წმ. თეოფანე დაყუდებული/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 5 2023, 07:46 PM

"მუხლს იმდენჯერ ვიდრეკ, რამდენჯერაც შევძლებ"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 8 2023, 05:50 PM

"მეტანიები, მღვიძარება, მარხვა - ეს არის შრომა, რომელიც სატრფოსთვის აღესრულება"

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 10 2023, 04:19 PM

"ნუ ვიტყვით: "ამდენი მეტანიები გავაკეთე, ახლა მადლი უზრუნველყოფილი მაქვს", არამედ ვითხოვოთ, რომ ჩვენში ღვთის შემეცნების ნათელი გამობრწყინდეს და აღგვიხილოს სულიერი თვალები, რათა მის ღვთაებრივ სიტყვებს ჩავწვდეთ"

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 12 2023, 08:09 PM

"ათასობით მეტანიებიც რომ აკეთო იმ მიზნით, რომ სამოთხეში მოხვდე, არა აქვს ფასი. გააკეთე ეს სიყვარულით და, თუ ღმერთს შენი სატანჯველში გაშვება ნებავს, დაე, ქმნას ის, რაც მას ნებავს. ამას ეწოდება უანგარობა. არა აქვს ფასი, გააკეთო ასობით მეტანია და არაფერს გრძნობდე. უმჯობესია გააკეთო ოცი ან თხუთმეტი, მაგრამ ღვთისადმი სიყვარულის განცდით და მისი მცნებებისადმი მორჩილებით. ასე, თანდათანობით, ცხრებიან ვნებები, უკან იხევენ ცოდვები, და ნაზად, დაძაბულობის გარეშე შევდივართ ლოცვებში. ხოლო თუ ცარიელი ხარ, ანუ არ გაქვს სიყვარული, მაშინ ლოცულობ, აკეთებ მეტანიებს, მაგრამ ამაოდ."

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 12 2023, 08:40 PM

"ვიყავი შეუმჩნევლად და ვლოცულობდი. უცებ ტაძრის კარიბჭე გაიღო და შემოვიდა ერთი მაღალი და ასაკოვანი მონაზონი. ეს ბერი დიმა იყო. როგორც კი შემოვიდა, ირგვლივ მიმოიხედა; არავინ დაუნახავს. ხელში დიდი სკვნილი ეჭირა და დიიდ მეტანიების კეთება დაიწყო, ბევრ მეტანიას ასრულებდა და სწრაფად, თან განუწყვეტლივ ამბობდა: "უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე... ყოვლადწმინდაო ღვთისმშობელო, გუაცხოვნენ ჩვენ"

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 9 2024, 08:11 PM

"ხშირი მეტანიებისგან [ღირს პაისი ათონელს] ხელები გაწითლებული ჰქონდა. ფეხები ცარიელი ძვლებიღა დარჩენილიყო"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 11 2024, 12:20 PM

"წამოსვლისას, დამშვიდობებისას ვუთხარით [ღირს პაისი ათონელს]: "მამაო, გვითხარი რაიმე სულიერი". რა გითხრათ? ბევრი მეტანია შეასრულეთ"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 22 2024, 01:52 PM

"ღირსი მამის [მოსე სასწაულთმოქმედი] მუდმივი და საყვარელი ღვაწლი იყო მეტანიები, რისთვისაც ღირსი შეიქნა სასწაულთმოქმედების მადლისა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 27 2024, 09:39 PM

"კარგია ლოცვის დროს წელამდე და მიწამდე თაყვანისცემის შესრულება; ამასთან ჯერ ლოცვის წარმოთქმაა საჭირო, შემდეგ კი მეტანიის შესრულება. ამის გაკეთება ლოცვის დროს არ შეიძლება. მეტანიები ადამიანურ ამპარტავნებას თოკავენ და სულს ფხიზელს ხდიან"

/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 4 2024, 02:41 PM

"არსებობს ენის ორი სახე, ორი სახე თვითგამოსახვისა: სიტყვით და ჟესტით, ანუ მოძრაობით. მეტანია, მულხდრეკა - ეს უხმო ენაა, სადაც სიტყვა მოძრაობით იცვლება. ეს წერილის სახეა, რომელიც მელნით ქაღალდზე არ არის დაწერილი, არამედ თვით ადამიანის სხეულშია არეკლილი და განხორციელებული"

/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 21 2024, 09:33 PM

"მეტანიები ხელს უწყობს ჩვენი სულიერი ძრავის ამუშავებას"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 24 2024, 08:47 PM

"მე ნახევარი ფილტვიღა დამრჩა და იცი რამდენ მეტანიას ვასრულებ? არ შემიძლია ამის თქმა. როცა სკვნილზე ვლოცულობ და თან მცირე მეტანიებს ვასრულებ, მარჯვენა ხელი რომ დამეღლება, პირჯვარს მარცხენა ხელით ვიწერ"

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 1 2024, 05:48 PM

" - მამაო, სხეული გტკივათ?

- არა, რადგან სულიერი ტანვარჯიშ ვასრულებ.

- ანუ?

- მეტანიებს, შე დალოცვილო! ხედავ, ერისკაცები შვედურ ტანვარჯიშს აკეთებენ, მონაზვნები კი - მეტანიებს. ერისკაცები ტანვარჯიშით სხეულს იჯანსაღებენ, ხოლო მონაზვნები მეტანიებით იჯანსაღებენ სულსაც და სხეულსაც. საბრალო ერისკაცებმა არ იციან, როგორ ეხმარება მეტანიები არა მარტო სულის, არამედ სხეულის გაჯანსაღებას. მეტანიები აჯანსაღებს სახსრებს, აკაჟებს სხეულს, აცილებს ზედმეტ წონას, ამშვიდებს და ავაჟაცებს ადამიანს; ამავდროულად ადამიანს აძლევს შესაძლებლობას, ავიდეს სათნოებათა სულიერ სიმაღლეებზე და ასევე - მთების მწვერვალებზე, თავისუფლად და ქოშინის გარეშე.

მეტანიები აუცილებელია როგორც ახალგაზრდებისთვის, ისე ასაკიანებისთვისაც; მათთვისაც, ვისაც ხორციელი ბრძოლა აქვს და მათთვისაც, ვინც თავისუფალია ასეთი ბრძოლისგან. ძლიერი აღნაგობის მქონემ უფრო მეტი მეტანიები უნდა შეასრულოს, ვიდრე სნეულებებისკენ მიდრეკილმა, ისე როგორც ძლიერი ძრავა უფრო მეტს მუშაობს. განსაკუთრებით ეხმარება მეტანიები ახალგაზრდებს, რომ ხორცი დაიმორჩილონ, ამიტომ მათ ყოველთვის ვეუბნები: "შეასრულეთ, რამდენადაც შეგიძლიათ, ბევრი მეტანია, თქვენთივსაც და მათთვისაც, ვინც სნეულებაშია ან ხანდაზმულია და არ ძალუძს მეტანიების შესრულება".

მეტანიები არის ლოცვა, თუმცა, ამავდროულად, ასკეზიცაა და შეეწევა ადამიანს უფრო მეტად, ვიდრე ყველა სხვა დანარჩენი სულიერი ღვაწლი. გარდა იმისა, რომ ჩვენს სულიერ ძრავას ლოცვისთვის აღძრავს, მოაქვს სხვა მრავალი სიკეთე: პირველ ყოვლისა, მეტანიებით თაყვანს ვცემთ ღმერთს და მდაბლად ვითხოვთ მისგან წყალობას. მეორე სარგებელი ისაა, რომ მდაბლდება ჩვენი დაუმორჩილებელი ხორცი და მოდის სიმშვიდე და უვნებობა, ხოლო მესამე - აჯანსაღებს სხეულს და მოაქვს მრჩობლი ჯანმრთელობა ადამიანისთვის".

/ღირსი პაისი ათონელი/

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)