ნაწყვეტები წმინდა მამათა ცხოვრებიდან |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ნაწყვეტები წმინდა მამათა ცხოვრებიდან |
იოანა |
Aug 18 2006, 12:45 AM
პოსტი
#1
|
აკურთხევს სული ჩემი უფალსა ჯგუფი: Members პოსტები: 3,554 რეგისტრ.: 23-July 06 წევრი № 5 |
წმინდა მამები არა მარტო თავიანთი გამონათქვამებით, არამედ თავიანთი ცხოვრების წესით, თავიანთი საქციელით (ზოგჯერ უცნაურით ) გვმოძღვრავენ და გვასწავლიან. სწორედ ამიტომ, ურიგო არ იქნება კიდევ ერთხელ გავიხსენოთ და ერთმანეთს გავუზიაროთ ( მე ბევრი არ მაქვს წაკითხული წმინდა მამების ცხოვრებაზე (ეს ფაქტია და არა თავმდაბლობა და გამახარებთ თუ ბევრს დაპოსტავთ)) წმინდა მამათა ცხოვრებიდან ის ნაწყვეტები თუ სასწაულები, რომლებიც განსაკუთრებულად გვიყვარს...
პირველი, ვისი ცხოვრებიდანაც მინდა ორი შემთხვევა დავწერო, არის ნექტარიოს პენტაპოლელი (სხვათაშორის რომელიღაც ფორუმელი, ნამდვილად არ მახსოვს რომელი, მოგვიწოდებდა მისი ცხოვრება წაგვეკითხა, ეს ფრიად სასიამოვნოა ) მისი საერო სახელი იყო ანასტასი... პატარა ანასტასი თურმე ქაღალდის "სამღვდელო შესამოსელს შეიმოსავდა" და მეგობრებთან ერთად წირვას აყენებდა კონსტანტინოპოლში მყოფმა სიღარიბისაგან შეჭირვებულმა ანასტასმა შემდეგი წერილი "მისწერა" უფალს: "ქრისტე ჩემო, არც ფეხსაცმელი მაქვს, არც წინსაფარი, გთხოვ გამომიგზავნო, ხომ იცი როგორ მიყვარხარ". კონვერტზე შემდეგი მისამართი ეწერა: "უფალ იესო ქრისტეს ზეცაში"... გზაზე ნაცნობი შეხვდა და წერილი მას გაატანა. მისამართს რომ დახედა, ცნობისმოყვარეობას ვერ გაუძლო, გახსნა და წაკითხვის შემდეგ ატირდა. პასუხი მისწერა, კონვერტში ფული ჩადო და ანასტასს გაუგზავნა... -------------------- თავის სახედ და ხატად შექმნა ღმერთმა ადამიანი და ამ არსების უპირველესი დანიშნულებაა თანდათანობით უფროდაუფრო ემსაგვსოს შემქმნელს თავისას...
------------------------------------------------------ იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა?! იყო შაშვი მგალობელი, ღმერთი ჩვენი მწყალობელი... ------------------------------------------------------ აზროვნება სულის თვისებაა. |
თამარი |
May 21 2007, 12:38 PM
პოსტი
#2
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 706 რეგისტრ.: 7-September 06 წევრი № 166 |
დღეს არის ღირსი არსენ დიდის ხსენება, რომელიც მეოთხე საუკუნეში იმპერატორ თეოდოსის დროს მოღვაწეობდა.
იმპერატორმა მისი განათლების და ღვთისმოსაობის ამბავი რომ შეიტყო, 29 წლის წმიდა მამას თავისი ვაჟების აღზრდა დაავალა. თეოდოსიმ არსენი დიდი პატივით მიიღო და სთხოვა, მეფისწულები ღვთისმოშიშებით აღეზარდა: "თუმცა ისინი უფლისწულები არიან, მაგრამ ყველაფერში უნდა დაგემორჩილონ, როგორც მამას და მასწავლებელს". ღირსი მამა გულმოდგინედ შეუდგა ყრმათა აღზრდას, მაგრამ დიდი პატივი, რომლითაც გარშემორტყმული იყო, უმძიმებდა ბერული ცხოვრებისა და მდუმარებისაკენ მიდრეკილ სულს. ერთხელ წმიდა მამას ზეციდან მოესმა ხმა: "არსენ, განუდეგ კაცთა და ცხონდები". წმიდა არსენმა განიძარცვა მდიდრული სამოსელი, მალულად დატოვა სასახლე, ალექსანდრიაში ჩავიდა და უდაბნოს მიაშურა. წმიდანი მიიყვანეს ღირს იოანე კოლოვთან, რომელმაც მორჩილების გამოსაცდელად ტრაპეზთან კი არ დასვა მისული, არამედ პურის ნაჭერი გადაუგდო და უთხრა: "ჭამე, თუ გინდა". ღირსი არსენი მორჩილებით დაემხო მუხლებზე, მადლიერებით მიიღო პური და კუთხეში დადგა. წმიდა იოანემ თქვა: "ის უდიდესი მოღვაწე იქნება", და მალე ბერად აღკვეცა. ღირსი არსენი გულმოდგინე ღვაწლით მალე აღემატა უდაბნოს ბევრ მამას. მალე ის განმარტოებულ სენაკში დასახლდა და მდუმარების ღვაწლს შეუდგა. ერთი ბერის კითხვაზე, თუ რატომ განუდგა იგი ხალხს, მამამ უპასუხა: "ღმერთი ხედავს, რომ ყველა მიყვარს, მაგრამ არ ძალმიძს ერთდროულად ღმერთთანაც ვიყო და ხალხთანაც". ერთხელ ერთმა ბერმა ჰკითხა წმიდა არსენს, როგორ მოქცეულიყო, როდესაც ფსალმუნის კითხვისას სიტყვების მნიშვნელობა არ ესმოდა. წმიდა მამამ უპასუხა, რომ საჭიროა ფსალმუნის კითხვის გაგრძელება, რადგან ბოროტი ძალები გარბიან ადამიანისაგან წმიდა წერილის სიტყვების გაგონებისას. წმიდა ბერი ხშირად იტყოდა ხოლმე: "ბევრჯერ ჩავვარდნილვარ სინანულში წარმოთქმული სიტყვების გამო, დუმილის გამო კი - არასოდეს!" წმიდა მამამ ბერულ მოღვაწეობაში ორმოცდათხუთმეტი წელი გაატარა და ოთხმოცდათხუთმეტი წლის აღესრულა. -------------------- ყოველი სული აქებდით უფალსა! |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 17th May 2024 - 07:07 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი