IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> მიმართვა წმინდა სინოდს, "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის" პროექტის თაობაზე
უჭერთ თუ არა მხარს მიმართვას?
უჭერთ თუ არა მხარს მიმართვას?
დიახ [ 84 ] ** [94.38%]
არა [ 5 ] ** [5.62%]
სულ ხმები:: 89
სტუმრებისთვის ხმის მიცემა აკრძალულია 
კანონისტი
პოსტი Jun 27 2008, 10:49 AM
პოსტი #1


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



ახალგაზრდული ორგანიზაციების კოალიციის
„მოძრაობა ზნეობრივი საქართველოსათვის“

მ ი მ ა რ თ ვ ა


საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდს



თქვენო უწმიდესობავ და უნეტარესობავ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქო ილია II
ყოვლადსამღვდელონო მეუფენო საქართველოს ღვთივკურთხეული ეკლესიის წმიდა სინოდის წევრებო

ღრმა პატივისცემითა და მოწიწებით გამოვითხოვთ თქვენს ლოცვა-კურთხევასა და მოგმართავთ თხოვნით განიხილოთ წმიდა სინოდის სხდომაზე ის სრულიად უკონტროლო და აღმაშფოთებელი მდგომარეობა, რომელიც შექმნილია საქართველოს სამაუწყებლო სივრცეში.

თქვენო უწმიდესობავ თქვენ არაერთხელ აღგინიშნავთ თქვენს ეპისტოლეებსა თუ ქადაგებებში ის შეურაცხმყოფელი და სრულიად მიუღებელი, არა თუ ქრისტიანისთვის, არამედ ნებისმიერი ჭკუადმყოფელი ადამიანისთვის, უზნეობის, ძალადობის, ბილწსიტყვაობის, აგრესიისა და უგემოვნობის ნიაღვარი, რომელიც დღედაღამ უწყვეტი ნაკადით გადმოედინება ჩვენს მოსახლეობაზე და განსაკუთრებით ჩვენზე - ახალგარზრდებსა და მოზარდებზე.

ჩვენი თანატოლები და, განსაკუთრებით, ჩვენზე უმცროსი თაობა, ფაქტობრივად უზნეობისა და უხამსობის პროპაგანდის ალყაში ვიმყოფებით და ერთადერთი საყრდენი და ამ მორევიდან თავდახსნის საშუალება ჩვენი წმიდა ეკლესიაა.

სწორედ ამიტომ მოგმართავთ თქვენ, რათა დაგვიცვათ და აღიმაღლოთ ხმა ჩვენი უფლების დასაცავად - აღვიზარდოთ უსაფრთხო და მაღალზნეობრივ გარემოში.

მოგეხსენებათ, დღეისათვის ფაქტობრივად გაუქმებულია და არ მოქმედებს არასრულწლოვანთა დამცავი დებულებები „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში, „რეკლამის შესახებ“ კანონში, ამოღებულია და აღარ მოქმედებს „მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონის უმთავრესი მუხლები, რომლებიც ეხება „არასრულწლოვანთა დაცვას მავნე ზეგავლენისაგან, რომელიც დაკავშირებულია კინო-, ვიდეო-, ტელეფილმების ჩვენებასა და ნაბეჭდ პროდუქციასთან“ („მაუწყებლობის შესახებ“ კანონის ამოღებული მუხლის სახელწოდება).

უკვე ორი წელი სრულდება მას შემდეგ, რაც „მაუწყებლობის შესახებ“ კანონით კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ უნდა შემუშავებულიყო და საჯარო განხილვის შედეგად მიღებულიყო (2006 წლის დეკემბრამდე) „მაუწყებელთა ქცევის კოდექსი“, რომელსაც უნდა დაერეგულირებინა აღნიშნული საკითხები, მაგრამ, სამწუხაროდ ისე მოხდა, რომ „თავისუფლების ინსტიტუტის“ მიერ კულუარებში შემუშავებული აღნიშნული კოდექსის პრინციპები, რომლებიც ზნეობის საკითხებში სრულ ანარქიისკენ უბიგებს სამაუწყებლო კომპანიებს, ვერა და ვერ გახდა საზოგადოებისათვის მისაწვდომი, ფართო და თავისუფალი განხილვის საგანი.

ჩვენი განსაკუთრებული დაინტერესების მიუხედავად, ვერ მივაღწიეთ იმას, რომ ჩვენი შენიშვნები და წინადადებები არა თუ გათვალისწინებულიყო, არამედ თუნდაც, განხილვის საგნად ქცულიყო. „ზეპირი მოსმენები“, რომლებიც კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში ძალზედ იშვიათად და დროის კატასტროფული დეფიციტის ვითარებაში იმართება, საკითხის განხილვის საჯაროობის ილუზიის შექმნას ემსახურება.

ამა წლის 9 ივლისს დაგეგმილია აღნიშნული „მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ ე.წ. განხილვის დასრულება და დაკანონება, რის შედეგადაც ის ანარქია და უკონტროლობა, რაც ჯერ-ჯერობით სამაუწყებლო კომპანიების ნება-სურვილით სუფევს, უკვე კანონის ძალით იქნება დადასტურებული.

უმორჩილესად გთხოვთ დაიცვათ ჩვენი ახალგაზრდობა და, ზოგადად, საქართველოს საზოგადოება, უზნეობისა და უხამსობის, ძალადობისა და აგრესიის ნიაღვარისგან, რომელიც გადმოედინება სამაუწყებლო სივრციდან და ანგრევს ჩვენს ცხოვრებასა და მომავალს.

მიმართვას თან ერთვის ჩვენი კოალიციის მიერ სხვადასხვა დროს გამოქვეყნებული განცხადებები, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. გამოთქვამთ მზადყოფნას ნებისმიერ დროს წარმოვადგინოთ ჩვენს მიერ შემუშავებული წინადადებები, აგრეთვე ჩვენს ხელთ არსებული დოკუმენტები.

პატივისცემითა და სიყვარულით

ახალგაზრდული ორგანიზაციების კოალიციის
„მოძრაობა ზნეობრივი საქართველოსათვის“ საკოორდინაციო საბჭო


მაუწყებელთა ქცევის კოდექსის პროექტი

მსურველებს ხმის მიცემით შეუძლიათ დაადასტურონ მიმართვისადმი თანხმობა ან საწინააღმდეგო პოზიცია. საკითხი დღეს გადაეცემა წმინდა სინოდს, თუკი საკმაოდ იქნება ჩვენგანაც ხელმომწერები, "ახალგაზრდა მართლმადიდებელთა გაერთიანებაც" მიეთითება მხარდამჭერთა სიაში და ჩვენი პოზიცია გაეცნობა წმ. სინოდის წევრებს


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
4 გვერდი V « < 2 3 4  
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები(60 - 65)
უჩა
პოსტი Jun 3 2009, 11:19 AM
პოსტი #61


ღმერთო სამშობლო მიცოცხლე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,655
რეგისტრ.: 31-December 06
მდებარ.: მარად და ყველგან საქართველო, მე ვარ შენთანააა...
წევრი № 771



კანონისტი
ციტატა
მაუწყებელთა ქცევის კოდექსის პროექტი

ამ საიტიდან საერთოდ ამოუღიათ ეგ პროექტი. მე ვერ ვნახე ვერსად.
ნუ უკვე კი მიიღესო მარა მიღებული მაინც ხომ უნდა ეწეროს.


--------------------
და აწ თქუენ გეტყვ, მცნებასა ახალსა მიგცემ თქუენ, რაჲთა იყუარებოდით ურთიერთას, ვითარცა მე შეგიყუარენ თქუენ, რაჲთა თქუენცა იყუარებოდით ურთიერთას. ამით ცნან ყოველთა, ვითარმედ ჩემნი მოწაფენი ხართ, უკუეთუ იყურებოდით ურთიერთას...
იოანე 13, 33-35
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
inaina
პოსტი Jun 3 2009, 02:41 PM
პოსტი #62


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,525
რეგისტრ.: 22-October 08
წევრი № 5,839



ამ გამოკითხვას მხოლოდ ახლა მივეცი ხმა

დაახლოებით 3 წლის წინ,ფეხმძიმედ ვიყავი და საინფორმაციოში გავიდა სიუჟეტი,სადაც აჩვენეს ფეხმძიმე გარადაცვლილი ქალი,რომელიც ქმარმა სცემა და დაიღუპა,ასევე აჩვენეს ბავშვი რომელიც აგრეთვე დაიღუპა დაჩქარებული მშობიარობის მომენტში

2 საათი მასულიერებდნენ,ისე ცუდად გავხდი
მთელი კვირეები თვალწინ მედგა ეს კადრები და ვერ ვივიწყებდი
ვიყავი ძალიან დათრგუნული და განადგურებული დარიდით და რაც მთავარია უპასუხოდ დამრჩა კითხვა,დასაჯეს თუ არა დამნაშავე ქმარი,დღემდე არ ვიცი,ვინ იყვნენ ისინი,მაგრამ გახსენებისას მზარავს და ცრემლი მომდის....

რატომ გავიდა ასეთი საზარელი კადრი საინფორმაციო საშუალებით

ნუთუ არავინ მიცავდა მე,
როცა იღებდნენ ამ სიუჟეტს და ამზადებდნენ გასაშვებად,რატომ არ იფიქრეს,რომ შეიძლება ეს კადრი ვინმესთვის სტრესი ყოფილიყო?

მედია სივრცე მისახედია და არავინ დაგვიცავს ჩვენ,თუ ჩვენვე არ დავიცავით საკუთარი თავები

ძალიან მნიშვნელოვანია ეს საკითხი და საჭიროებს დიდი ყურადღების დათმობას.


--------------------
16. განმცადეს მე და შეურაცხებით შეურაცხ-მყვეს მე და დაიღრჭინნეს ჩემ ზედა კბილნი მათნი. 17. უფალო, ოდეს მომხედო? განაშორე სული ჩემი ძვირის საქმისა მათისაგან და ლომთაგან მხოლოდ-შობილებაი ჩემი. 19. ნუმცა უხარის ჩემ ზედა მტერთა ჩემთა უსამართლოდ, რომელთა მომიძულეს მე ცუდად და თუალ-ჰყოფდეს თუალითა. 20. რამეთუ ჩემ თანა მშვიდობასა იტყოდეს და რისხვით ზაკუვასა განიზრახვიდეს.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ეკატო
პოსტი Jun 3 2009, 10:25 PM
პოსტი #63


ეკატერინე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,924
რეგისტრ.: 28-August 07
მდებარ.: tbilisi
წევრი № 2,647



inaina
ციტატა
რატომ გავიდა ასეთი საზარელი კადრი საინფორმაციო საშუალებითნუთუ არავინ მიცავდა მე

ერთხელ მე შევესწარი საინფორმაციოში სიუჟეტს, სადაც აჩვენეს როგორ მოკლა ცალხელა კაცმა ახალგაზრდა კაცი, მერე დანით დაჭრა, გარეთ გაათრია და ცეცხლი წაუკიდა, ამ ყველაფერს კი ისე დაწვრილებით აჩვენებდნენ, რომ ამის ნახვის მერე მთელი ღამე ვერ დავიძინე, თან ეს სიუჟეტი გავიდა საღამოს 9 საათზე, მაშინ, როცა თითქმის ყველა უყურებს საინფორმაციოს.
არავინ არ ფიქრობს იმაზე, რომ მსგავსი სიუჟეტები ცუდად მოქმედებს ადამიანის ფსიქიკაზე. აუცილებელია რომ არსებობდეს კანონი, რომელიც აკრძალავს ასეთ ფაქტებს
დღეს უკვე ტელევიზიით ისეთი სიუჟეტები გადის, საერთოდ მეკარგება ტელევიზორის ყურების სურვილი sad.gif


--------------------
ღმერთო მომეცი მოთმინება,რათა ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია.
გამბედაობა,რათა შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია
და გონიერება, რათა გავარჩიო პირველი მეორისაგან.
კურტ ვონეგუტი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tamuna m
პოსტი Jun 3 2009, 11:16 PM
პოსტი #64


კატეგორია: მოკვდავი
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 4,790
რეგისტრ.: 4-February 08
მდებარ.: არც იქით და არც აქეთ
წევრი № 3,842



ციტატა
, საერთოდ მეკარგება ტელევიზორის ყურების სურვილი

დიდი ხანია ეგ სურვილი დავკარგე.
უკვე 2 წელია რაც არ ვუყურებ მაგ კოლოფს.
ძალიან ცუდად მოქმდებს ჩემზე.
შეიძლება თვალი შეჩვეული გვაქვს და ვერც აღვიქვამთ რაღაცეებს, მაგრამ აბა რაღაც პერიოდი დაისვენე, მერე როგორ უხეშად მოგხვდება.
მაგალითად შოკოლადი ძალიან მიყვარს, მაგრამ ეს სნიკერსის რეკლამა ცარიელი აგრესიაა.
პირღია ვუყურებდი, უნამუსო ვიყო biggrin.gif
შეიძლება ბევრს სასაცილოდ ეჩვენოს, მაგრამ მართლა საშინლად მოქმედებს ჩემზე
თუნდაც შემეცნებით გადაცემას ვუყურებდე, შუალედში ისეთ რეკლამას ჩართავენ...
თუ ფილმისაა, აუცილებლად სისხლიანი, ან შიშველი კადრები უნდა აჩვენონ sad.gif (ვითომ ამით დააინტერესონ ხალხი) user.gif user.gif user.gif
ერთადერთი გამოსავალი ჩემთვის იყო, რომ საერთოდ დამევიწყებინა ტელესივრცე.
მშვიდად კი ვარ, მაგრამ ყოველგვარ ინფორმაციას მოკლებული blink.gif
პ. ს. ინა, ეკა, მე პატრულის ყურების დროს (ავარია აჩვენეს, თავის გახლეჩილი სხეულებით და სისლებით) გული წამივიდა user.gif


--------------------

.....................
ენა მაქვს ძირში ამოსაგლეჯი, მაგრამ ვერავინ რისკავს
.....................
სენატორიც თავიდან რიგითი იუზერი იყო :D
...................
პ. ს. ბავშვობაში ყველა ხატავს
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ანანო
პოსტი Jun 4 2009, 12:35 AM
პოსტი #65


დავიღალე..... მოდი ჩემთან უფალო......
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 5,367
რეგისტრ.: 25-September 07
წევრი № 2,831



ციტატა
სნიკერსის რეკლამა

ციყვების მაგარიაა biggrin.gif



ხოდა რაც შეეხება თემას, ჩემს ირგვლივ ყველა პატარა ბავშვი, უყურებს ამ სერიალებს, ზეპირად იციან მთელი ისტორიები

ნუ რა ისტორიებია მოთხრობილი, თქვენც იცით, აღარ დავკონკრეტდები wacko.gif

აუტანელია უკვე, სულ აგრესია და ეროტიკა :|


--------------------
დაინდეთ ერთმანეთი და უფალი შეგინდობთ. წმ. ანტონი დიდი

****************************
შიშველი გამოვედი დედის მუცლიდან და შიშველი დავბრუნდები იქ. უფალმა მომცა, უფალმა წაიღო. კურთხეულ იყოს უფლის სახელი..... იობი თავი 1...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მაშიკო
პოსტი Jun 4 2009, 08:01 PM
პოსტი #66


მარიამი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,850
რეგისტრ.: 18-May 09
მდებარ.: ქუთაისი
წევრი № 7,002



ვეთანხმები


--------------------
უფალო იესო ქრისტე, ძე ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი. მომეც ძალა და უნარი, ვადიდო სახელი შენი.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

4 გვერდი V « < 2 3 4
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 14th May 2024 - 09:19 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი