თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ პასუხგაცემული კითხვები _ გარდაცვლილის სულისთვის

პოსტის ავტორი: 07.02.13 თარიღი: Feb 13 2013, 05:46 PM

გამარჯობა,
ბებია გარდამეცვალა, 2 დღის წინ დავკრძალეთ. ძალიან განვიცდი იმას რომ უზიარებლად გარდაიცვალა, არასდროს აღსარება არ უთქვამს. ვიცი რომ სხვა მძიმე თუ ყოველდღიურ ცოდვებთან ერთად, არაერთხელ ჰქონდა აბორტის ცოდვა sad.gif. გთხოვთ მიპასუხოთ რით შემიძლია მაქსიმალურად დავეხმარო მის სულს, ყოველ დღე ფსალმუნებს ვკითხულობ, მოწყალებასაც შეძლებისდაგვარად გავცემ.

ასევე, წავიკითხე რომ მნიშვნელოვანია მღვდლის მიერ კვეთაში მოხსენიება. როგორ ხდება ეს და ჩვენ შემთხვევაში თუა საერთოდ შესაძლებელი?
დიდი მადლობა

პოსტის ავტორი: mama archili თარიღი: Feb 15 2013, 09:30 PM

თქვენ და თქვენმა ახლობლებმა რაც შეიძლება ხშირად უნდა მოიხსენიოთ იგი პირად ლოცვებში. ძალიან კარგი იქნება თუ შეკვეთილ წირვასაც ჩაატარებთ ხოლმე მისთვის . გაეცით მოწყალება და რაც შეიძლება დიდი სიხშირით მოახსენიებინეთ იგი ღვთაებრივ ლიტურგიაზე.

(დაწერეთ მოსახსენებელი , შეიძინეთ სებისკვერი და შეაგზავნეთ ხოლმე მსახურების დროს)

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)