თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ დაუსვით კითხვა მოძღვარს _ ენერგო ვამპირი ოჯახში

პოსტის ავტორი: Wwww თარიღი: Dec 17 2017, 08:33 PM

გამარჯობათ, ეს თემა წლებია მაწუხებს. საქმე იმაშია რომ ჩემი ოჯახის წევრი, დედაზე მაქვს საუბარი, ფსიქოლოგიურად მანგრევს, სულ მუდამ წუწუნებს, წლებია, სულ უკმაყოფილებას გამოთქვამს, სულ რაღაცის ტკივილზე იძახის, არადა არაფერი არ ჭირს რამე სერიოზული, მაგრამ ასე იმიტომ იქცევა რომ თვითონ გამოაქვს უარყოფითი ენერგია, თავისუფლდება ამისგან, აქვს კიდეც ნათქვამი ეს, მაგრამ მე რადგან მისი ცუდი ხასიათი მწყინს, მე ძალიან მანადგურებს ეს და ხშირად მის მიერ დილიდან ატეხილ წუწუნს და ვაი ვიშს სასოწარკვეთილებამდეც კი მივუყვანივარ. მამაოს მინდა ვკითხო, როგორ მოვიქცე მამაო? როგორი დამოკიდებულება მქონდეს მისი გაუთავებელი "პრეტენზიების" და წუწუნის მიმართ? და ა. შ.

რომ ველაპარაკები ამ თემაზე ერთ ამბავს მიტეხავს, და არაერთხელ დამმუქრებია თვითმკვლელობით....ნეტა მოვკვდეო და ასეთ საშინელებებს მეუბნება.როგორი დამოკიდებულება მქონდეს მამაო მასთან მირჩიეთ

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 18 2017, 10:17 AM

Wwww

გამარჯობათ. მოძღვარი დროებით არ შემოდის ფორუმზე, ამიტომ საკუთარ მოძღვარს მიმართეთ, თუკი გყავთ, თუ არა და სახლთან ახლოს რომელიმე ტაძარში მიდით და მოძღვარს გაესაუბრეთ.

ჩემი აზრით პირველ რიგში ისაა დასადგენი, რატომაა დედა დეპრესიაში, იქნებ მას აქვს ამის მიზეზი. დედა ძალიან ძვირფასი ადამიანია მთელ დედამიწაზე და ეცადეთ გაუგოთ, ჩაწვდეთ მის მწუხარებას, გაიგოთ რატომ არის ასეთი სასოწარკვეთილი. იქნებ ოჯახშივეა ამის მიზეზი. მთავარია მიზეზი გაიგოთ და გამოასწოროთ ის პირობა, რაც ხელს უწყობს დედას ასეთი განერვიულებული იყოს. მოეფერეთ, გაუგეთ, დაამშვიდეთ და ნახავთ, რომ ის ასეთი აღარ იქნება, პირიქით თქვენ სიყვარულს რომ დაინახავს, დამშვიდდება. რაკი სერიოზული არაფერი სჭირს და წუწუნებს, ეს იმას ნიშნავს რომ ოჯახის წევრებისგან სითბოს ითხოვს ქვეცნობიერად, თქვენგან თანადგომას ითხოვს, რადგან ალბათ ასეთი დაძაბული ცხოვრებით გადაღლილია. მე ასე ვფიქრობ. მოძღვარს აუცილებლად მიმართეთ რჩევისთვის.

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)