IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

82 გვერდი V « < 80 81 82  
Reply to this topicStart new topic
> მონოზონნი(სამონაზვნო წესით ცხოვრება), რაოდენ დიდი ყოფილა მონაზვნობის პატივი...
marine
პოსტი May 21 2017, 08:51 PM
პოსტი #1621


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 23,235
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381




" ქალწულ მელანია დაყუდებულის (გარდაიცვალა 1836 წლის 11 ივნისს) ცხოვრების აღწერაში მოგვითხრობენ: ელეცის მონასტერში, სადაც მელანია მოღვაწეობდა, დედა-შვილი მოვიდა და მალე ორივე მონაზვნად აღიკვეცა. დედას მოდესტა უწოდეს, ქალიშვილს კი მიტროფანია. დედა უკვე ხანდაზმული იყო, სიკვდილისთვის ემზადებოდა და ქალიშვილს არიგებდა, რა უნდა გაეკეთებინა მისი განსვენების შემდეგ. არადა, ღვთის განგებულებით, შვილი დედაზე ადრე უნდა გარდაცვლილიყო. მოხუცებულ დედას ძალზე ენატრებოდა შვილი. ერთხელ ძილში იხილა მელანია დაყუდებული, რომელმაც უთხრა; "გეყოფა მწუხარება! სჯობს ეცადო და ღვთის სადიდებლად გაყიდო ჩემი წიგნებიო".

ამ სიტყვებმა დაამშვიდა მოხუცებული, მაგრამ გაკვირებული კი დარჩა: არ იცოდა, რომელ წიგნებს გულისხმობდა განსვენებული. მას ხომ თითქოს არაფერი დაუწერია, წიგნის სახით არაფერი დაუტოვებია. მაგრამ ოთხი დღის შემდეგ მონასტერში წიგნების ამანათი მოიტანეს. იგი გახლდათ მელანია დაყუდებულის ცხოვრების აღწერა. ვიღაცას შეედგინა და მონასტერში გამოეგზავნა. იღუმენიამ დედა მოდესტას დაავალა ამ წიგნების პატრონობა და მათი მონასტრის სტუმართათვის მიყიდვა. მაშინ ნათელი გახდა ადრე მისთვის გაუგებარი სიტყვების მნიშვნელობა."


--------------------
"...ღვთის სიყვარულით დაითმენდა ხორციელ სიყვარულს..."
--------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ქრისტიანს მუდამ უნდა ახსოვდეს: 1. თუ ვინ გაუკეთა სიკეთე 2.თუ ვის გაუკეთა ცუდი.
ქრისტიანს მუდამ უნდა ავიწყდებოდეს: 1. თუ ვის გაუკეთა სიკეთე 2. და ვინ გაუკეთა ცუდი".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 22 2017, 02:30 PM
პოსტი #1622


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 23,235
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მეუფე ნექტარიოსის [პენტაპოლელი] რვა სულიერმა შვილმა მონაზვნად აღკვეცა გადაწყვიტა, რაც ეგინაზე, წმინდა სამების მონასტერში აღსრულდა. აღდგენილი სავანის იღუმენია გახდა მონაზონი ფილოთეა. იგი წმინდა ფილოთე ათონელის ნათესავი იყო, რომელმაც ათონზე 1680 წელს მოწამებრივი აღსასრული მიიღო და აქ ქალაქის მფარველად ითვლებოდა. თავიდან მეუფემ მონასტერში გასამგზავრებლად მხოლოდ სამი მონაზონი აკურთხა. დედა ფილოთეა მონაზვნების მიმართ ძალიან მკაცრი და მომთხოვნი იყო.
ამ დროს ათენში ერთი მორწმუნე ქალი ცხოვრობდა, რომელმაც სიზმარში ნახა დიდი გალია, სადაც სამი ჩიტი იტანჯებოდა და თავის დახსნას ცდილობდა. ქალი მიხვდა, რომ დედებს უმძიმდათ მონასტერში ყოფნა. მაშინვე იყიდა პური, ზეთისხილი, ჰალვა. მონაზვნებს წაუღო და მეუფეს მათი მდგომარეობა შეატყობინა... წმინდა ნექტარიოსის ლოცვა-კურთხევით, იღუმენია ფილოთეა უსინათლო მონაზონმა კასიანამ შეცვალა..."


--------------------
"...ღვთის სიყვარულით დაითმენდა ხორციელ სიყვარულს..."
--------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ქრისტიანს მუდამ უნდა ახსოვდეს: 1. თუ ვინ გაუკეთა სიკეთე 2.თუ ვის გაუკეთა ცუდი.
ქრისტიანს მუდამ უნდა ავიწყდებოდეს: 1. თუ ვის გაუკეთა სიკეთე 2. და ვინ გაუკეთა ცუდი".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 22 2017, 02:41 PM
პოსტი #1623


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 23,235
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"გარეგნულადაც საოცრად ლამაზი იყო მონაზონი მართა. ხანდახან ქუჩაში მიმავალს ხალხი თვალს აყოლებდა. მაგრამ მთავარი მაინც სულიერი სილამაზე იყო. სახეს უბრწყინებდა შინაგანი ნათელი. მის თვალებში იგრძნობოდა რაღაცნაირი დაფარული საიდუმლო - საიდუმლო ლოცვისა. ის ყველას თანაგრძნობით უყურებდა, თითოეულის ტკივილი ესმოდა და თითქოს ეუბნებოდა: - მეც განმიცდია ამგვარი ტკივილი. ახლა კი ბედნიერება ვიპოვე, განღებულია მისი კარი ყველასთვის და არც თქვენ ხართ შორს მისგანო."


--------------------
"...ღვთის სიყვარულით დაითმენდა ხორციელ სიყვარულს..."
--------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ქრისტიანს მუდამ უნდა ახსოვდეს: 1. თუ ვინ გაუკეთა სიკეთე 2.თუ ვის გაუკეთა ცუდი.
ქრისტიანს მუდამ უნდა ავიწყდებოდეს: 1. თუ ვის გაუკეთა სიკეთე 2. და ვინ გაუკეთა ცუდი".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 22 2017, 02:54 PM
პოსტი #1624


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 23,235
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ამბავი მონასტრის ვენახში მომხდარი ქურდობისა

"გვიყვება ოქრიდის მახლობელი მონასტრის ბერი რაფაელი: "ხშირად ვნახულობდით წარმოშობით მაკედონიელ ჟანდარმერიის უნტერ-ოფიცერს. ყოველთვის წესიერად იქცეოდა. შემოდგომის ერთ ნაშუადღევს აღელვებული მოვიდა, ტაძარში შევიდა და ხატთან ათი დინარი დადო. მერე კი მოგვიყვა, რა მოხდა. თურმე, როცა მონასტრის ვენახს ჩაუარა, მოწეულმა ყურძენმა მოსტაცა თვალი. შევიდა, გამოკრა ხელსახოცი და მტევნებით აივსო, ისე, რომ არავის დაენახა. მერე მთაზე ავიდა და მოფარებულ ადგილზე მიწვა მოსასვენებლად. სიზმარში კაცი ნახა, ხელთ სასწორი ეპყრა. ხელსახოცში გამოკრული ყურძენი აწონა და უთხრა: - აქ ზუსტად ორი ოყაა, ათი დინარის ღირებულებისაო. მერე მკაცრად შეხედა ჟანდარმს და დაუმატა, - ეს მონასტრის ვენახში მოპარული ყურძენია. უთხოვნელად მისი მოწყვეტა არ შეიძლება! ვაი იმას, ვინც ასე მოიქცევაო. თქვა ეს და კაცი გაქრა. ჟანდარმს შეშინებულს გაეღვიძა. ჩაფიქრდა ნანახზე და მონასტერში დაბრუნდა, ყურძენიც დააბრუნა, ათი დინარიც ტაძარში ხატთან დადო. როცა მორჩა მოყოლას, უნტერ-ოფიცერმა ცად აღაპყრო ხელნი და თქვა: "არასოდეს, ამიერიდან არასოდეს, არათუ მონასტრისას, სხვისასაც არაფერს მივითვისებო".


--------------------
"...ღვთის სიყვარულით დაითმენდა ხორციელ სიყვარულს..."
--------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ქრისტიანს მუდამ უნდა ახსოვდეს: 1. თუ ვინ გაუკეთა სიკეთე 2.თუ ვის გაუკეთა ცუდი.
ქრისტიანს მუდამ უნდა ავიწყდებოდეს: 1. თუ ვის გაუკეთა სიკეთე 2. და ვინ გაუკეთა ცუდი".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 22 2017, 07:50 PM
პოსტი #1625


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 23,235
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"უცხოა მონაზონისათვის განრისხება და მოყვასის შეწუხება"


--------------------
"...ღვთის სიყვარულით დაითმენდა ხორციელ სიყვარულს..."
--------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ქრისტიანს მუდამ უნდა ახსოვდეს: 1. თუ ვინ გაუკეთა სიკეთე 2.თუ ვის გაუკეთა ცუდი.
ქრისტიანს მუდამ უნდა ავიწყდებოდეს: 1. თუ ვის გაუკეთა სიკეთე 2. და ვინ გაუკეთა ცუდი".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 23 2017, 11:40 AM
პოსტი #1626


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 23,235
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ბერობა შემთხვევით არ ხდება"


--------------------
"...ღვთის სიყვარულით დაითმენდა ხორციელ სიყვარულს..."
--------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ქრისტიანს მუდამ უნდა ახსოვდეს: 1. თუ ვინ გაუკეთა სიკეთე 2.თუ ვის გაუკეთა ცუდი.
ქრისტიანს მუდამ უნდა ავიწყდებოდეს: 1. თუ ვის გაუკეთა სიკეთე 2. და ვინ გაუკეთა ცუდი".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 25 2017, 11:22 PM
პოსტი #1627


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 23,235
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ერთმა ბერმა მიიღო მორჩილი, რომელიც წმინდა მთის მახლობელი სოფლიდან იყო და ურჩია, არ ეზრუნა თავისიანებზე, რადგან მათ გამო შინაგან ბრძოლას განიცდიდა. ჭაბუკს მამა გარდაცვლოდა, დედა და ორი გაუთხოვარი და ჰყავდა. ბერმა მორჩილს აუკრძალა მომსვლელ ერისკაცებთან საუბარი, რათა დაეცვა იმ მიზეზებისგან, რომელთაც მასში სულიერი ბრძოლის გამოწვევა შეეძლოთ.
ერთხელ მონაზონმა ბერის რჩევა დაარღვია და საუბარი გაუბა ერთ ხნიერ სტუმარს, რომელიც მისი თანასოფლელი აღმოჩნდა. თავისი ოჯახის შესახებაც ჰკითხა. სტუმარმა გულისტკივილით უპასუხა: - როგორ უნდა იყვნენ, მამაო! დიდ გაჭირვებას ებრძვიან. ქვრივ-ობლებმა ისიც არ იციან, სად დაიკარგა მათი ერთადერთი პატრონი ვაჟი, ცოცხალია თუ არა... არიან ასე უნუგეშოდ.
ჭაბუკი შეწუხდა და ბერს მიადგა: - მამაო, ამას ვეღარ გავუძლებ. წავალ და მათზე ვიზრუნებო.
ბერმა ვერც დაამშვიდა აღელვებული და ვერც გულისსიტყვა შეაცვლევინა. ბერის მცნების დარღვევამ - არ ელაპარაკა მომსვლელებთან - მორჩილთან ბრძოლის უფლება მისცა სატანას, რომელმაც მიზანს მიაღწია.
მორჩილი კურთხევის გარეშე, ფეხით გაემართა თავისი სოფლისკენ. ბინდისას უდაბურ ადგილას ღამის გასათევად გაჩერდა. ბერმა კი მორჩილის წასვლისთანავე დაიწყო ლოცვა: - უფალო ჩემო, დაიცავი იგი ყოველგვარი საცდურისა და საფრთხისგან და მოაქციე თავისი სინანულის ადგილას; აპატიე შეცდომები, შეისმინე ლოცვა ჩემიო.
მორჩილმა განთიადისას დაინახა ნათლის ანგელოზი, რომელმაც უთხრა: - შენი შინიდან წამოსვლის წამიდან ღმერთმა შენს ახლობლებზე საზრუნავად მიმავლინა. მაგრამ რახან შინ ბრუნდები, მე საჭირო აღარ ვარო. გონს მოეგო მორჩილი და შეჰყვირა: - ამას რას ვაკეთებ?! მათ გადასარჩენად მივდივარ თუ მათთან ერთად დასაღუპავად?! თუ მათზე ღმერთი ზრუნავს, შენ რაღა გინდა, უგუნურო მონაზონო?!
უმალ დაბრუნდა თავის კალივაში. ბერმაც სიხარულით მიიღო და განცვიფრება ვერ დამალა, თუ რაოდენი ძალა ჰქონია ლოცვას.
მალე მორჩილის თანასოფლელი ესტუმრათ. ბერმა მას ჩუმად გამოჰკითხა მორჩილის ოჯახის ამბავი.
- მამაო, - უპასუხა სტუმარმა, - ამ სახლში დიდი სასწაული მოხდა. ერთი მეტად შეძლებული ჩვენი თანამემამულე ამერიკიდან სოფელში ჩამოვიდა. ერთი ქალიშვილი ცოლად შეირთო, მეორეს კი მზითევი განუმზადა. ჩვენმა სოფელმა დიდად გაიხარა, რადგან იმედიც არ გვქონდა, რომ ეს ობლები ფეხზე დადგებოდნენო.
ბერმა უხმო მორჩილს და უამბო, რა სასწაულს მოუვლენს ქრისტეს განგებულება მათ, ვინც მისდამი სიყვარულით განუდგება ყოველ თავის მონაგებს".


--------------------
"...ღვთის სიყვარულით დაითმენდა ხორციელ სიყვარულს..."
--------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ქრისტიანს მუდამ უნდა ახსოვდეს: 1. თუ ვინ გაუკეთა სიკეთე 2.თუ ვის გაუკეთა ცუდი.
ქრისტიანს მუდამ უნდა ავიწყდებოდეს: 1. თუ ვის გაუკეთა სიკეთე 2. და ვინ გაუკეთა ცუდი".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 26 2017, 03:46 PM
პოსტი #1628


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 23,235
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ყველა მონაზონი ბედნიერია"


--------------------
"...ღვთის სიყვარულით დაითმენდა ხორციელ სიყვარულს..."
--------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ქრისტიანს მუდამ უნდა ახსოვდეს: 1. თუ ვინ გაუკეთა სიკეთე 2.თუ ვის გაუკეთა ცუდი.
ქრისტიანს მუდამ უნდა ავიწყდებოდეს: 1. თუ ვის გაუკეთა სიკეთე 2. და ვინ გაუკეთა ცუდი".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 27 2017, 10:21 PM
პოსტი #1629


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 23,235
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ბერად აღკვეცა მოისურვა ანდრია ბულისკირიამ (შემდგომში ბერი გიორგი), გამოუტყდა კიდეც დედას, რომელსაც მისი დაქორწინება სურდა. დედამისი კივილითა და თმის გლეჯით მოთქმა-გოდებას მოჰყვა და მკვდარივით დაიტირა შვილი. ევედრებოდა, - ისე ნუ მომკლავ, შენი შვილები არ ჩავიკრა გულშიო. შვილი უკან არ იხევდა. ქალი შეშლილობის მსგავსმა რისხვამ შეიპყრო - ჩემი ხელით დავახრჩობ ამ უმადურსო. შვილი ხმას არ იღებდა. დედამ სასტიკად დაწყევლა და შეაჩვენა ანდრია. პასუხად შვილმა მხოლოდ თაყვანი სცა და იმავე ღამეს წავიდა თავის მოძღვართან, წმინდა ალექსისთან (შუშანია)."


--------------------
"...ღვთის სიყვარულით დაითმენდა ხორციელ სიყვარულს..."
--------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ქრისტიანს მუდამ უნდა ახსოვდეს: 1. თუ ვინ გაუკეთა სიკეთე 2.თუ ვის გაუკეთა ცუდი.
ქრისტიანს მუდამ უნდა ავიწყდებოდეს: 1. თუ ვის გაუკეთა სიკეთე 2. და ვინ გაუკეთა ცუდი".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი გუშინ, 01:22 PM
პოსტი #1630


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 23,235
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მონასტერში თითქოს ყოველი დღე ერთმანეთს ჰგავს. მაგრამ თუ საკუთარ თავს ჩაუღრმავდები, მიხვდები შენს შინაგან სამყაროში ცვლილებებს და უფალთან მეტ სიხალოვეს".


--------------------
"...ღვთის სიყვარულით დაითმენდა ხორციელ სიყვარულს..."
--------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ქრისტიანს მუდამ უნდა ახსოვდეს: 1. თუ ვინ გაუკეთა სიკეთე 2.თუ ვის გაუკეთა ცუდი.
ქრისტიანს მუდამ უნდა ავიწყდებოდეს: 1. თუ ვის გაუკეთა სიკეთე 2. და ვინ გაუკეთა ცუდი".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

82 გვერდი V « < 80 81 82
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 29th May 2017 - 01:32 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი