მჭირდება მოხალისეები, დამეხმარეთ თქვენივე კომპიუტერიდან |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მჭირდება მოხალისეები, დამეხმარეთ თქვენივე კომპიუტერიდან |
Abe |
Nov 28 2008, 02:21 AM
პოსტი
#21
|
აბე(salom) ჯგუფი: Members პოსტები: 73 რეგისტრ.: 27-November 08 მდებარ.: თბილისი წევრი № 6,012 |
მუშაობა რამდენიმე საათის წინ დავიწყეთ 2-მა ადამიანმა და უკვე ასეთი მდგომარეობაა.
მოხალისეების ვებ-გვერდი ამ ვებ-გვერდს მუდმივად განვაახლებ და როდესაც დაემატება ახალი ლოცვა (როდესაც მე გამომიგზავნით) ამ გვერდზეც აღინიშნება. ამის გაკეთება საჭიროდ ჩავთვალე იმისთვის, რომ ერთი და იგივე ლოცვა არ გააკეთოს ბევრმა ადამიანმა და ახალმა მოხალისემ ის ლოცვა გააკეთოს, რომელიც მე არ მაქვს (რომელიც გასაკეთებელია) |
sergi_glaxa |
Nov 28 2008, 10:52 AM
პოსტი
#22
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 3,015 რეგისტრ.: 12-December 07 წევრი № 3,400 |
Abe
ციტატა არც ისე დიდი ხნის წინ, ერთმა ჩემმა ნაცნობმა მკითხა, მხედრულით ლოცულობ თუ ნუსხურითო? |
მარიამი |
Nov 28 2008, 12:46 PM
პოსტი
#23
|
+ + + ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 |
Abe
თუ შეამოწმეთ, პრინტერზე როგორ გამოიყურება ამ სიგანით დაბეჭდილი ლოცვა? ანუ 100%-ით რომ დაიბეჭდოს A4 ზომის ქაღალდზე, შემჭიდროვება ხომ არ დაჭირდება? სასურველია A4-ზე ზუსტად ეტეოდეს. -------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
Abe |
Nov 28 2008, 03:53 PM
პოსტი
#24
|
აბე(salom) ჯგუფი: Members პოსტები: 73 რეგისტრ.: 27-November 08 მდებარ.: თბილისი წევრი № 6,012 |
Abe თუ შეამოწმეთ, პრინტერზე როგორ გამოიყურება ამ სიგანით დაბეჭდილი ლოცვა? ანუ 100%-ით რომ დაიბეჭდოს A4 ზომის ქაღალდზე, შემჭიდროვება ხომ არ დაჭირდება? სასურველია A4-ზე ზუსტად ეტეოდეს. არ შემიმოწმებია, მაგრამ დარდი ნუ გექნებათ, მე ისეთ ლოცვებს ჩაგაბარებთ, რომ A4-ზე ზუსტად ჩაჯდება.... ამას მე უზრუნველვყოვ.. ისე A4-ის ზომა საიტზე დასადებად რა საჭიროა? |
Abe |
Nov 28 2008, 09:43 PM
პოსტი
#25
|
აბე(salom) ჯგუფი: Members პოსტები: 73 რეგისტრ.: 27-November 08 მდებარ.: თბილისი წევრი № 6,012 |
გთხოვთ გააქტიურდეთ, ამ ფორუმიდან ჯერ-ჯერობით მოხალისეები არ ჩანან
|
Abe |
Nov 28 2008, 11:00 PM
პოსტი
#26
|
აბე(salom) ჯგუფი: Members პოსტები: 73 რეგისტრ.: 27-November 08 მდებარ.: თბილისი წევრი № 6,012 |
Abe მე ვიქნები მოხალისეეეე. დიდი მადლობა ქეთი.. გაიხარე... შენი გამოგზავნილი ლოცვა ძალიან მომეწონა... უბრალოდ რამდენიმე მითითება მოგეცი (მოგწერე მეილზე) და გაითვალისწინე. შენიშვნები არაფერი არ მაქვს, ბრწყინვალე ნაშრომია აი რა მითითებები მივეცი ქეთის: დღეს საეკლესიო მაღაზიებში შევხვდებით ისეთ ლოცვანებსაც, სადაც ოდნავ გათანამედროვებული ენით წერია ლოცვები და ისეთებსაც, სადაც სუფთა ძველ ქართულადაც წერია. თუ წინააღმდეგი არ იქნები სუფთა ძველ-ქართულით ვწეროთ ამისათვის გავითვალისწინოთ შემდეგი: 1) "იოტას" ( ჲ ) გამოყენება. დაწერე ხოლმე: დიდებაჲ... გონებაჲ და გული ჩემი... ცოდვაჲ ჩემი წინაშე ჩემსა... სუფევაჲ ძალი და დიდებაჲ... ძლევაჲ... და ა.შ. 2) უ-ს გამოყენება. დაწერე ხოლმე მამაო ჩუენო... ქუეყანასა ზედა... ჯუარი... საფარველსა ქუეშე... და ა.შ. 3) ვ-ს გამოტოვება. ცხორება (და არა ცხოვრება)... 4) ჳ-ს გამოყენება ("ვი") ჩვენთჳს... კაცთათჳს... ცხორებისათჳს... სახელისა შენისათჳს... უფალო შეგჳწყალენ... 5) ბოლოში ნ-ს გამოყენება შეგჳნდვენ... მოიხილენ... განკურნენ... 6) მრ-ს გამოყენება ღმრთისმშობელი... ღმრთივდაცულსა ერსა... 7) ჴ-ს გაოყენება ჴმა... ჴსნაჲ... მოიჴსენენ... უჴმარი მონაჲ... მჴედრობაჲ... მჴურვალე... ჴელი... იჴარებდეს... ჴორცნი გარდამოიჴილე... გარდამოჴდა... |
zedela |
Nov 29 2008, 12:06 AM
პოსტი
#27
|
chuvaaaaak:) ჯგუფი: Members პოსტები: 1,886 რეგისტრ.: 15-March 08 წევრი № 4,194 |
Abe
მეც მაქვს ეგ ფონტი...მითხარი რომელი ლოცვები ავკრიფო და გავაკეთებ ამ შაბათ-კვირას |
Abe |
Nov 29 2008, 12:12 AM
პოსტი
#28
|
აბე(salom) ჯგუფი: Members პოსტები: 73 რეგისტრ.: 27-November 08 მდებარ.: თბილისი წევრი № 6,012 |
Abe მეც მაქვს ეგ ფონტი...მითხარი რომელი ლოცვები ავკრიფო და გავაკეთებ ამ შაბათ-კვირას საავტორო უფლებაა რომელიღაცა ნუსხურ ფონტზე და არ შეიძლება გამოყენება. ამიტომ აუცილებელია მაინც და მაინც abe-nusxa-xucuri-ით გაკეთება. ძილად მისლვის ლოცვაჲ დაიწყე თუ არ შეწუხდები... |
Abe |
Nov 29 2008, 12:40 AM
პოსტი
#29
|
აბე(salom) ჯგუფი: Members პოსტები: 73 რეგისტრ.: 27-November 08 მდებარ.: თბილისი წევრი № 6,012 |
|
ეკატო |
Nov 29 2008, 01:08 AM
პოსტი
#30
|
ეკატერინე ჯგუფი: Members პოსტები: 6,924 რეგისტრ.: 28-August 07 მდებარ.: tbilisi წევრი № 2,647 |
მეც შემოგიერთდებით
მაგრამ ჩემს ლოცვანში ძველ ქართულით არ წერია და ჩასასწორებელი იქნება როგორც ქეთოსი -------------------- ღმერთო მომეცი მოთმინება,რათა ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია. გამბედაობა,რათა შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია და გონიერება, რათა გავარჩიო პირველი მეორისაგან. კურტ ვონეგუტი |
Abe |
Nov 29 2008, 01:32 AM
პოსტი
#31
|
აბე(salom) ჯგუფი: Members პოსტები: 73 რეგისტრ.: 27-November 08 მდებარ.: თბილისი წევრი № 6,012 |
მეც შემოგიერთდებით მაგრამ ჩემს ლოცვანში ძველ ქართულით არ წერია და ჩასასწორებელი იქნება როგორც ქეთოსი არაუშავს, ერთად ყველაფერს შევძლებთ. თუ შეგიძლია ძილად მისლვის ლოცვებიდან დაიწყე შენ, ცოტა ბოლოებიდან. ყველას მე შეიძლება რამდენიმე დღე კომპიუტერთან საერთოდ ვერ დავჯდე (უნივერსიტეტში შუალედური გამოცდები დამეწყო და დრო არ მაქვს), მაგრამ თქვენ რასაც გააკეთებთ გამომიგზავნეთ. შეეცადეთ მაქსიმალურად, რომ ბევრი კორექტირება არ სჭირდებოდეს. გაითვალისწინეთ ჩემს მიერ ზემოთ დაწერილი მითითებები. მოხალისეების საიტი ამ რამდენიმე დღის განმავლობაში არ განახლდება, მაგრამ ამან არ დაგაბრკოლოთ, მაინც გამომიგზავნეთ ვინც რას გააკეთებთ. აბა დროებით. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ |
Abe |
Nov 29 2008, 06:33 PM
პოსტი
#32
|
აბე(salom) ჯგუფი: Members პოსტები: 73 რეგისტრ.: 27-November 08 მდებარ.: თბილისი წევრი № 6,012 |
2 წუთით შემოვირბინე აქ....
მეილზე მომივიდა რამდენიმე ლოცვა, რისთვისაც დიდ მადლობას მოგახსენებთ... 7-გზის ლოცვებს ქეთი აკეთებს და სხვები ნუ გააკეთეთ. სხვებმა ძილად მისლვის ლოცვები და აღსარების ლოცვები გააკეთეთ თუ არ შეწუხდებით ვისაც ურვილი გაქვთ... დიდი მადლობა ყველას... P.S. ხო მართლა, ჩემი ქეთისთან მიწერილი ეს სმაილიკი => ერთმა ადამიანმა სხვანაირად გაიგო და სხვებმაც არ მიბაძოთ მას... მე ბიჭებსაც ვწერ ამას როცა ძალიან გამახარებენ... |
მარიამი |
Nov 29 2008, 06:46 PM
პოსტი
#33
|
+ + + ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 |
ციტატა ისე A4-ის ზომა საიტზე დასადებად რა საჭიროა? რა საჭიროა და ბევრი დაბეჭდავს და ისე წაიკითხავს. აბა ხატების მაგივრად მონიტორს ხომ არ დაიდებენ წინ და ისე ხომ არ ილოცებენ... -------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
სარდიონ |
Nov 29 2008, 06:51 PM
პოსტი
#34
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 677 რეგისტრ.: 3-April 08 წევრი № 4,428 |
რა საჭიროა და ბევრი დაბეჭდავს და ისე წაიკითხავს. აბა ხატების მაგივრად მონიტორს ხომ არ დაიდებენ წინ და ისე ხომ არ ილოცებენ... მონიტორს რატო ?ტელევიზორიც წავა. -------------------- KILL YOUR TV !
|
piligrimi |
Nov 29 2008, 08:02 PM
პოსტი
#35
|
piligrimi ჯგუფი: Members პოსტები: 1,496 რეგისტრ.: 6-March 07 მდებარ.: saqartvelo წევრი № 1,278 |
არ ვიცოდი თუ ხუცური შრიფტიც არსებობდა ძალიან გამიხარდა, მაგრამ მაგის გამოყებეისთვის ჯერ მისის სწავლა მომიწევს
მადლობა შრიფტის შემქმნელს -------------------- "ყოველ ადამიანში არის ის, რის გამოც შეიძლება გიყვარდეს ან გეცოდებოდეს მაინც,
ამიტომ ადვილად ნურავის გაიმეტებ" |
ბიძია თომა |
Nov 29 2008, 09:23 PM
პოსტი
#36
|
t.d ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 8,628 რეგისტრ.: 29-September 07 მდებარ.: თბილისი წევრი № 2,858 |
კაროცე ის რარაც არ ვიცი რა ფოტოშოფი თუ უბედურება ეგ რომ ვინმემ კარგათ ამიხსნას სახარების აკრიფვას ვირებ ჩემს თავზე დიდი ხანი მოუნდები მარა არაუშავრს .
-------------------- უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი
|
Abe |
Nov 30 2008, 03:03 PM
პოსტი
#37
|
აბე(salom) ჯგუფი: Members პოსტები: 73 რეგისტრ.: 27-November 08 მდებარ.: თბილისი წევრი № 6,012 |
მარიამი
ციტატა რა საჭიროა და ბევრი დაბეჭდავს და ისე წაიკითხავს. აბა ხატების მაგივრად მონიტორს ხომ არ დაიდებენ წინ და ისე ხომ არ ილოცებენ... პირობას გაძლევთ, ჩემს თავზე ვიღებ, რომ A4-მოერგება და ამ მხრივ პრობლემა არავის არ შეექმნება. ჯერ საიტისთვის შევქმნით მოხალისეები და მერე გადმოსაწერ ვერსიასაც გავაკეთებ თავისი ილუსტრაციებითა და გაფორმებებით, ისე როგორც ლოცვანს ეკადრება სარდიონ ციტატა მონიტორს რატო ?ტელევიზორიც წავა. ვფიქრობ რომ კომპიუტერში ლოცვების არსებობა (მაგ. საიტზე) საჭიროა იმისთვის, რომ ადამიანი გაეცნოს მას, ნახოს მისი განმარტებები და ა.შ. ხოლო თავად ლოცვა ხატების წინ უნდა აღვავლინოთ. არ მეთანხმები? piligrimi ციტატა არ ვიცოდი თუ ხუცური შრიფტიც არსებობდა ძალიან გამიხარდა, მაგრამ მაგის გამოყებეისთვის ჯერ მისის სწავლა მომიწევს smile.gif მადლობა შრიფტის შემქმნელს სწავლას ადვილად მოახერხებ, "მამაო ჩუენო" გადაწერე რამდენჯერმე და უკვე საშუალო დონეზე გეცოდინება რაც შეეხება მადლობას, ნამდვილად არ მეკუთვნის მე მადლობა, რადგანაც ჩემამდეც არსებობდა ნუსხური შრიფტი კომპიუტერისთვის (და რათქმაუნდა კომპიუტერამდეც არსებობდა სტამბისთვის). პირიქით, მადლობა თქვენ, ვინც იცით ნუსხური და ვინც დაინტერესდით ნუსხური ანბანის შესწავლით. გკოცნით ყველას ამისათვის ბიძია თომა ციტატა კაროცე ის რარაც არ ვიცი რა ფოტოშოფი თუ უბედურება ეგ რომ ვინმემ კარგათ ამიხსნას სახარების აკრიფვას ვირებ ჩემს თავზე დიდი ხანი მოუნდები მარა არაუშავრს . მე გასწავლი დროს როგორც კი მოვიგდებ ხელთ. სახარების აკრეფა კი მეინია, ვერ ავიღებ მე ჩემს თავზე... ეს ხომ წმინდა წიგნია... თან, ნუსხური სახარებები იყიდება საეკლესიო მაღაზიებში. და სახარების კომპიუტერში წაკითხხვა მემგონი არც შეიძლება.... არ ვიცი, ამ საკითხში კომპეტენტური არა ვარ... მოძღვარს დავეკითხოთ მერე... რაც შეეხება შრომატებადობას, მინდა ყველა მოხალისეს ვუთხრა ერთი მეთოდის შესახებ. 1) შევდივართ საიტზე http://convert.ge/ge/text.shtml 2) www.orthodoxy.ge -დან გადმოვაკოპირებთ პირველ (ზედა) უჯრაში ლოცვას. 3) "საიდან" დავაყენოთ _utf8_ "სად" დავაყენოთ _eng_ (საერთოდ საიტზე შესვლის დროს პირიქით აყენია და ჩვენ ასე შევცვლით) 4) დავაკლიკავთ ღილაკზე "გადაიყვანე" 5) მეორე (ქვედა) უჯრაში გაჩნდება ლათინური ასოებით დაწერილი ტექსტი. ამ ტექსტს დავაკოპირებთ Photoshop-ში (copy და paste-თი) და ფონტს ავირჩევთ abe-nusxa-xucuri. ზომასაც და ფერსაც ავირჩევთ ისე, როგორც ზემოთ მიწერია. 6) ამის შედეგად ტექსტი იქნება ერთ ხაზზე დაწერილი და საჭიროა Enter-ით ჩამოვიტანოთ რამდენიმე ხაზზე. 7) ჩავასწოროთ ტექსტი ძველ-ქართულად (ზემოთ დაწერილი მითითებების მიხედვით: ჩვენო-ს მაგივრად ჩუენო და ა.შ.) 8) გავასწოროთ ტექსტი მარცხენა და მარჯვენა კიდესთან სიტყვებს შორის დაშორებების გაზრდით და სიტყვების შემდეგ ხაზზე გადატანით. (ისე რომ ორივე გვერდზე დარჩენილი იყოს ძალიან პატარა "მინდორი", ისე როგორც http://pcmaster.ge/moxaliseebi/ დადებულ ლოცვებშია) 9) შევინახოთ .psd ფორმატში და გავაგზავნოთ besoqor@gmail.com -ზე. არცერთი თქვენი ნამუშევარი არ დაიწუნება, რაც არ უნდა დასახვეწი იყოს. მე ყველას დავაკორექტირებ! ყველას კიდევ ერთხელ დიდი მადლობა აქტიურობისთვის ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ ! ! ! |
Abe |
Dec 8 2008, 12:05 AM
პოსტი
#38
|
აბე(salom) ჯგუფი: Members პოსტები: 73 რეგისტრ.: 27-November 08 მდებარ.: თბილისი წევრი № 6,012 |
მოხალისეებო გილოცავთ! ! !
თქვენი შრომის პირველი ნაყოფი უკვე მზადაა... ყველას უღრმესი მადლობა დახმარებისათვის! ! ! მემგონი ახლა უფრო გექნებათ სტიმული უფო აქტიური მუშაობისა. მინდა გითხრათ, რომ Photoshop-ში მუშაობა აღარ მოგიწევთ. ამაზე მოგვიანებით დავწერ. ჯერ-ჯერობით ნახეთ ეს პატარა ლოცვანი (ელექტრონული ვარიანტი), რომლის ამობეჭდვაც ყველას შეუძლია ვისაც კი პრინტერი აქვს. მართალია გაყიდვაში არის ხუცური ლოცვანები, მაგრამ ვფიქრობ არც ელ-ვარიანტია ზედმეტი, რადგანაც მგონი უმჯობესია ქრისტიანობასთან, სარწმუნოებასთან რაც შეიძლება მეტი შეხება ჰქონდეთ ადამიანებს. იმას რა ჯობია თუ ხალხი ყოველ ფეხის ნაბიჯზე წააწყდებიან ლოცვანებს და მათ შორის ინტერნეტში. და ის ადამიანი, რომელიც ჯერ კიდევ არ მისულა ეკლესიაში და არ დაუწყია ჭეშმარიტ გზაზე სიარული, სრულიად შემთხვევით შეიძლება მოექციოს, და ამის "მიზეზი" რაც შეიძლება ბევრი უნდა იყოს და ბევრგან. და თქვენ, ვინც უკვე სდგახართ ქრისტეს გზაზე, ჩემო უსაყვარლესო ადამიანებო, იმედი მაქვს რომ ძალიან გაგიხარებთ გულს ეს პატარა ელ-ვერსიის ლოცვანი. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ ! ! ! |
ბიძია თომა |
Dec 8 2008, 12:26 AM
პოსტი
#39
|
t.d ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 8,628 რეგისტრ.: 29-September 07 მდებარ.: თბილისი წევრი № 2,858 |
კაია ძან შეგიწიროთ უფალმა.
-------------------- უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი
|
lingvo |
Dec 8 2008, 12:33 AM
პოსტი
#40
|
ვახტანგი ჯგუფი: Moderator პოსტები: 4,095 რეგისტრ.: 13-July 07 მდებარ.: თბილისი წევრი № 2,456 |
გაიხარეთ, საჭირო და კარგი საქმეა!
-------------------- ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია. (ინ.1,5)
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th April 2024 - 07:35 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი