თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ეკლესია-მონასტრები, სიწმინდეები _ მფარველი წმინდანი

პოსტის ავტორი: david the iverian თარიღი: Jul 28 2006, 12:00 AM

***

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Jul 28 2006, 12:10 AM

დავითები მესმის, მაგრამ ანთიმოზ ივერიელი და სერაფიმე საროველი როგორ? თვითონ აირჩიე? თუ რამე განსაკუთრებული მოვლენის შედეგად?

ჩემი მფარველი წმიდანია მარიამ ეგვიპტელი...

პოსტის ავტორი: david the iverian თარიღი: Jul 28 2006, 12:19 AM

მარიამი
რაღაც განსაკუთრების გამო, მაგრამ ვერ ვიტყვი.... ბოდიში... wink.gif

პოსტის ავტორი: mnate თარიღი: Jul 28 2006, 12:20 AM

ციტატა
დავითები მესმის, მაგრამ ანთიმოზ ივერიელი და სერაფიმე საროველი როგორ? თვითონ აირჩიე? თუ რამე განსაკუთრებული მოვლენის შედეგად?


უკვე მეორე ფორუმია მაგის ამოხსნას ვცდილობ biggrin.gif

პოსტის ავტორი: david the iverian თარიღი: Jul 28 2006, 12:30 AM

მაგას ვერ გეტყვიტ მხოლოდ იმას გეტყვით, რომ ორივე წინდანისგან შემწეობას ვგრძნობ... smile.gif

პოსტის ავტორი: guja თარიღი: Jul 28 2006, 12:53 AM

ჩემი მფარველი წმინდანია "ზებედე"

პოსტის ავტორი: IOANA თარიღი: Jul 28 2006, 01:13 AM

მე მქვია ანა. ჩემი მფარველი ანგელოზია ღვთისმშობილის დედა ანა და იოანე ღვთისმეტყველი (მისი ხსენების დღეს ვარ დაბადებული). IOANA ორივე მფარველი ანგელოზის სახელს იტევს. smile.gif

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Jul 28 2006, 01:33 AM

ჩემი მფარველი წმიდანი არის წმიდა ალექსანდრე ნეველი

პოსტის ავტორი: david the iverian თარიღი: Jul 28 2006, 12:08 PM

IOANA
სამების ერთ-ერთმა იღუმენმა ადამმა თქვა, რომ ანა არასწორია, სწორია ანნა... smile.gif

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Jul 28 2006, 02:40 PM

სადღაც წავიკითხე, ქართულ ენაში ორი თანხმოვანი ერთად კარგად არ ჯდებაო, თუ არასწორიაო... თავს ვერ დავდებ... ისედაც როცა ამბობ, ერთი "ნ"-თი ქართულად გამოდის და ორი "ნ"-თუ რაღაც რუსულ ჟღერადობას იძენს... იღუმენს არ ვეკამათები, ღმერთმა დამიფაროს... ალბათ ჰქონდა საფუძველი როცა ამბობდა. იქნებ ვინმემ ზუსტად დაწეროს ამის შესახებ: რის საფუძველზე უნდა იყოს "ანნა" და არა "ანა"?

პოსტის ავტორი: IOANA თარიღი: Jul 28 2006, 04:08 PM

david the iverian
მარიამი
მეც არ ვიცი რის საფუზველზეა "ანნა", მეც ეგ სულ რუსულის გავლენა მეგონა. ისე ყველა სახელების წიგნში, რაც მე მინახავს, ასევე ტროპარ- კონდაკებშიც ყველგან "ანა" წერია. smile.gif

პოსტის ავტორი: gvirila_mari თარიღი: Jul 28 2006, 04:57 PM

ჩემო მფარველი ანგელოზი მარიამ მეგვიპტელია.

პოსტის ავტორი: mnate თარიღი: Jul 28 2006, 05:08 PM

ჩემი მფარველი ანგელოზია ლეონ დიდი რომის პაპი.

პოსტის ავტორი: glaxa თარიღი: Jul 28 2006, 06:35 PM

mnate

ციტატა
ჩემი მფარველი ანგელოზია ლეონ დიდი რომის პაპი.

unsure.gif unsure.gif unsure.gif ?????

პოსტის ავტორი: mnate თარიღი: Jul 28 2006, 06:41 PM

glaxa

პაპი იგივე მამა biggrin.gif ჭეშმარიტი ეკლესიისადმი რომის ეკლესიის ჩამოცილებამდე საჭეტმპყრობლობდა რომის მარტლმადიდებლურ ეკლესია smile.gif სხვათაშორის ანტიოქიის ეკლესიის მწყემსთავარი "პაპის და პატრიარქის" ტიტულს ატარებს smile.gif ასე რომ "ფსევდო პაპი" და პაპიზმი შორს აქედან biggrin.gif

პოსტის ავტორი: glaxa თარიღი: Jul 28 2006, 06:44 PM

mnate
aaaa...ai ras niSnavs ufskero ganaTleba...
Sen rom ara vin metyoda

პოსტის ავტორი: mnate თარიღი: Jul 28 2006, 06:47 PM

ციტატა
mnate
aaaa...ai ras niSnavs ufskero ganaTleba...
Sen rom ara vin metyoda


გლახაიე გამანებე ახლა თავი biggrin.gif

პოსტის ავტორი: solomony თარიღი: Aug 1 2006, 04:13 AM

ლეონ დიდი რომის პაპი 461 წელს ცხოვრობდა ხოლო კათოლიკები მე11საუკუნეში გაჩნდნენ.რომის ბევრი პაპი არის წმინდანად შერაცხული და ისინი თავიდან მართმადიდებლები იყვნენ ხოლო როცა დასავლეთ რომს მოუნდა გამოყოფა აღმოსავლეთ რომისგან მაშინ მათ ბევრი ცვლილებები შეიტანეს ქრისტიანულ დოგმატებში და რელიგიური და პოლიტიკური მიზეზებით გამოეყვნენ აღმოსავლეთ რომს.ეს ცვლილებები დღესაც გრძელდება,ხოლო მართმადიდებლობამ კი უცვლელად შეინარჩუნა მოციქულებისა და 7მსოფლიო საეკლესიო კრების დადგენილებები. rolleyes.gif rolleyes.gif

პოსტის ავტორი: solomony თარიღი: Aug 1 2006, 04:31 AM

მართმადიდებლობა ამბობს:დრონი იცვლებიან მაგრამ ქრისტიანული შეხედულებები და დოგმები არ იცვლება.ეს უნდა ახსოვდეს თანამედროვე ცვლილება მოყვარულ მსოფლიოს. დრო ცვლიდა ყველაფერს მეფეებს მთავრობებს.სახემწიფოები იქმნებოდნენ და ქვრებოდნენ მაგრამ უფლის ჭეშმარიტება და სამართალი იყო არის და იქნება შეუცვლელი. rolleyes.gif rolleyes.gif rolleyes.gif rolleyes.gif

მოგვახსენეთ თქვენი აზრი rolleyes.gif smile.gif rolleyes.gif smile.gif

პოსტის ავტორი: salome თარიღი: Aug 5 2006, 11:50 AM

ჩემი მფარველია წმ.სალომე უჯარმელი...

პოსტის ავტორი: mnate თარიღი: Aug 8 2006, 10:27 AM

ციტატა
მოგვახსენეთ თქვენი აზრი


მე დოგმები ჭეშმარიტებისკენ მიმავალ გზაზე კედლები მგონია, რომლებიც ამ გზიდან გადავარდნისგან გვიცავენ smile.gif ესაა ჭეშმარიტების ბილიკი და არა მოძველებული გაქვავებული რამ (ეს სიტყვა ამ უკანასკნელების ასოციაციას იწვევდა/იწვევს ხალხში სამწუხაროდ )

პოსტის ავტორი: mamia თარიღი: Aug 13 2006, 10:03 PM

ჩემი მფარველია I საუკუნის მოწამე წმიდა მამია, რომელიც წამებამდე ავაზაკი იყო და შემდგომ ერთერთმა სამოცდაათაგანმა მოციქულმა მოაქცია. თუ ვინმეს გაქვთ ამ წმიდანის ხატის სურათი გთხოვთ დადოთ აქ-ფორუმზე. წინასწარ მადლობა და გაიხარეთ!

პოსტის ავტორი: leqso თარიღი: Aug 19 2006, 09:14 AM

ჩემი მფარველი წმინდანია ღირსი ალექსი ღვთისკაცი

http://orthodoxy.wanex.net/tsmindanebi/alexi_gvtiskatsi.htm




პოსტის ავტორი: Irine თარიღი: Aug 19 2006, 01:44 PM

მე დამარქვეს წმინდა დიდმოწამე ირინეს სახელი

პოსტის ავტორი: mnate თარიღი: Aug 19 2006, 01:47 PM

ციტატა
მე დამარქვეს წმინდა დიდმოწამე ირინეს სახელი


ეს პირველი საუკუნის წმიდანი იყო არა? smile.gif

პოსტის ავტორი: Irine თარიღი: Aug 19 2006, 01:48 PM

როგორ უნდა ჩავსვა ხატი?

პოსტის ავტორი: mnate თარიღი: Aug 19 2006, 01:50 PM

ციტატა
როგორ უნდა ჩავსვა ხატი?


ხოო, შეხვალ ამ საიტზე foto.radikal.ru ბროუზით აირჩევ სასურველ ფოტოს მისცემ ზაგრუზიცს, როცა ჩაიტვირთება გამოჩნდება ჩამონათვლაი შენ ამ ჩამონათვლისგან რიგით მეორეს დააკოპირებ რომელსაც თავზე აწერია მწვანე ასოებით, და აქ გაპასტავ smile.gif

პოსტის ავტორი: Irine თარიღი: Aug 19 2006, 02:12 PM

ციტატა(Irine @ Aug 19 2006, 09:44 AM) *

მე დამარქვეს წმინდა დიდმოწამე ირინეს სახელი

IPB-ს სურათი

ციტატა(Irine @ Aug 19 2006, 09:48 AM) *

როგორ უნდა ჩავსვა ხატი?

IPB-ს სურათი [/img]

წმ.ირინეს ხატი

http://days.pravoslavie.ru/Images/ib245.jpg


კიდევ მაქვს ერთი ხატი

IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: mnate თარიღი: Aug 19 2006, 02:17 PM

როგორც უკვე ვთქვი ჩემი მფარველი წმინდანია, ლეონ დიდი რომის პაპი.

IPB-ს სურათი

წმიდა ლეონ დიდმა, რომის პაპმა (440-461) შესანიშნავი და მრავალმხრივი განათლება მიიღო, რაც ბრწყინვალე საერო კარიერას უმზადებდა, მაგრამ სულიერი ცხოვრებისკენ მიდრეკილმა ჭაბუკმა სხვა გზა აირჩია - წმიდა პაპის, სიქსტ III-ის (432-440) დროს იგი არქიდიაკვნად ეკურთხა, მისი სიკვდილის შემდეგ, 440 წელს კი რომის პაპიც გახდა. ამ დროს ეკლესიას აშფოთებდა სხვადასხვა მწვალებლური სწავლებები. მღვდელმთავარი ლეონი საოცარ სიმტკიცესა და შეურყველობას იჩენდა, როცა საქმე აღმსარებლობის დაცვას ეხებოდა. იგი მართლმადიდებელი ეკლესიის სახელით გაბედულად ამხელდა ქრისტეს ერთბუნებოვნების მქადაგებელ ევტიქისა და დიოსკორეს ერესებს, აგრეთვე ნესტორის მწვალობლობას; ბიზანტიის იმპერატორებთან, თეოდოსი II-თან (408-450) და მარკიანესთან (450-475) გაგზავნილი ეპისტოლეებით მან დიდად შეუწყო ხელი ქალკედონის IV მსოფლიო კრების (451) მოწვევას მონოფიზიტობის დასაგმობად. კრებაზე, რომელსაც 630 ეპისკოპოსი ესწრებოდა, წაკითხულ იქნა მღვდელმთავარ ლეონის ეპისტოლე უკვე მიცვალებული კონსტანტინეპოლელი პატრიარქის ფლავიანეს (447-449) მიმართ, რომელიც 449 წელს ეფესოში გამართულ ავაზაკთა კრებას ემსხვერპლა. პაპის ეპისტოლეში მოცემული იყო მართლმადიდებლური სწავლება ქრისტეს ორბუნებოვნების შესახებ, რომელსაც კრების მონაწილე ყველა ეპისკოპოსი დაეთანხმა. ერეტიკოსები ევტიქი და დიოსკორე ეკლესიიდან განკვეთეს. წმიდა პაპი ბარბაროსთა შემოტევებისგანაც იცავდა თავის სამშობლოს: 452 წელს მან სიტყვის ძალით დააშოშმინა იტალიის დასანგრევად და ასაოხრებლად გამზადებული ჰუნების მრისხანე მთავარსარდალი ატილა, 455 წელს კი რომში შემოჭრილ ვანდალების წინამძღვარს ჰუნზერიხს შეაგონა, არ დაენგრია ქალაქი, შენობები არ გადაეწვა და სისხლი არ დაეღვარა.

პაპმა ლეონ დიდმა ღრმა მოხუცებულობამდე იცხოვრა. ის წინასწარ გრძნობდა მოახლოებულ აღსასრულს და მხურვალე ლოცვებითა და ქველისსაქმეებით ემზადებოდა მისთვის.

წმიდა მამა 461 წელს გარდაიცვალა და რომში, ვატიკანის ტაძარში დაკრძალეს. მისი ლიტერატურული მემკვიდრეობა მოიცავს 96 ქადაგებას და 143 ეპისტოლეს.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.


აღებულია orthodoxy.wanex.net

პოსტის ავტორი: Irine თარიღი: Aug 20 2006, 04:58 PM

წმიდა დიდმოწამე ირინე (I-II)
5 (18) მაისი
წმიდა დიდმოწამე ირინე ცხოვრობდა I საუკუნეში. ნათლობამდე მისი სახელი იყო პენელოპე. ის იყო ასული წარმართი ლიკინიუსისა, ქალაქ მაგდონიის (მაკედონია, ანუ თრაკია) მმართველისა. ლიკინიუსმა ქალიშვილს მდიდრული სასახლე აუშენა, სადაც ცხოვრობდა თავის აღმზრდელ კარიეასთან ერთად თანატოლებითა და მსახურებით გარემოცული. პენელოპესთან ყოველდღე მოდიოდა მასწავლებელი, სახელად აპელიანე და სხვადასხვა მეცნიერებას ასწავლიდა. აპელიანე ქრისტიანი იყო. სწავლების დროს იგი გოგონას უყვებოდა ქრისტე-მაცხოვარზე. როცა პენელოპე გაიზარდა, მშობლებმა გადაწყვიტეს მისი გათხოვება. ამ დროს უფალმა მას საოცარი ხილვა გამოუცხადა: მასთან მოფრინდნენ მტრედი - ზეთისხილის რტოთი, არწივი - გვირგვინით და ყვავი - გველით. აპელიანემ პენელოპეს აუხსნა ამ ხილვის მნიშვნელობა: მტრედმა, რომელიც სახეა სათნოებათა - მორჩილებისა, სიმდაბლისა და უბიწოებისა, მოუტანა ზეთისხილის დრო - მადლი უფლისა, რომელსაც ნათლისღებით იღებს ყოველი ადამიანი. არწივმა - სულიერი სიმაღლის სიმბოლომ - მოართვა გვირგვინი, ბოროტ ძალებზე გამარჯვებისათვის უფლისაგან მოძღვნილი ჯილდო; ყვავმა კი გველი მოუტანა ნიშნად იმისა, რომ ეშმაკი ამხედრდებოდა მის წინააღმდეგ და მწუხარებასა და დევნილობას მოუტანდა წმიდანს. საუბრის ბოლოს აპელიანემ თქვა, რომ უფალმა პენელოპე გამოარჩია და მას ზეციური სასიძოსთვის ბევრი სატანჯველის დათმენა მოუწევს. პენელოპემ უარი განაცხადა ქორწინებაზე, მოინათლა წმიდა პავლე მოციქულის მოწაფის, მოციქული ტიმოთესაგან და ეწოდა ირინე. მან მშობლების გაქრისტიანებაც მოინდომა. დედას უხაროდა შვილის მოქცევა. მამა თავიდან არ ეწინააღმდეგებოდა ქალიშვილს, მაგრამ შემდეგ მოსთხოვა, წარმართული ღვთაებებისათვის ეცა თაყვანი. როცა წმიდა ირინემ მტკიცედ უარყო მამის წინადადება, გამძვინვარებულმა ლიკინიუსმა ბრძანა, ქალწული შეეკრათ და გაუხედნავი ცხენების ფლოქვებქვეშ ჩაეგდოთ. ცხენები გაირინდნენ წმიდანის წინშე, ბოლოს კი ერთმა აიწყვიტა, ლიკინიუსს ხელი გაუმრთელდა. ამ სასწაულის მხილველმა ლიკინიუსმა, მისმა მეუღლემ და 3000 ადამიანმა ირწმუნეს ქრისტე და უარყვეს წარმართობა. ლიკინიუსმა ქალაქის მართვას თავი დაანება, წმიდა ირინეს სასახლეში დასახლდა და სურდა იესო ქრისტსეს მსახურებისთვის გადაედო თავი. წმიდა ირინემ ქრისტეს მოძღვრების ქადაგება დაიწყო წარმართთა შორის. ის ცხოვრობდა თავისი მასწავლებლის, აპელიანეს სახლში. ქალაქის ახალმა მმართველმა სედეკიამ დაიბარა წმიდა ქალწული და მოსთხოვა, მსხვერპლი შეეწირა კერპებისათვის. წმიდა ირინემ უშიშრად აღიარა ქრისტიანობა და განემზადა მოწამეობრივი ღვაწლისათვის. სედეკიას ბრძანებით წმიდანი ჩააგდეს გველებით სავსე ორმოში, სადაც 10 დღე გაატარა. იგი უვნებლად დაიცვა უფლის ანგელოზმა, რომელიც საზრდელს აწვდიდა მას. სედეკიამ ეს სასწაული ჯადოქრობას მიაწერა და ბრძანა, გაეხერხათ ქალწული. რკინის ხერხები ტყდებოდა და ვნებას ვერ აყენებდა წმიდა მოწამეს. ბოლოს, მეოთხე ხერხმა სისხლით შეღება მოწამის სხეული. სედეკიამ დაცინვით ჰკითხა წმიდანს: „სად არის შენი ღმერთი, რატომ არ გეხმარება?“ მოულოდნელად ქარიშხალი ამოვარდა, იელვა, იქუხა და კოკისპირული წვიმა წამოვიდა. სედეკიამ ახალი სატანჯველი განუმზადა მოწამეს, მაგრამ ღმერთმა კვლავ უვნებლად დაიცვა თავისი რჩეული. ხალხი აღშფოთდა, აღდგა სედეკიას წინააღმდეგ და ქალაქიდან გააგდო. მისი შემცვლელი მმართველებიც აწამებდნენ წმიდა ირინეს, მაგრამ ღმერთი კვლავ იცავდა მას. მისი ქადაგებისა და სასწაულების მხილველი ხალხი კი ქრისტიანდებოდა. წმიდა ირინეს მიერ მოქცეულ იქნა 10000 წარმართი. წმიდანი თავისი ქალაქიდან კალაპოლში გადავიდა და იქ გააგრძელა ქადაგება. ქალაქის მმართველმა ბაბადონმა შეიპყრო და აწამა ქალწული, მაგრამ, ღვთის ნებით თავადაც ქრისტიანობაზე მოექცა. მასთან ერთად ქრისტეს სჯული მიიღო მრავალმა წარმართმა. მათ ნათელ-იღეს წმიდა ტიმოთეს ხელით. ამის შემდეგ წმიდა ირინემ ქადაგებით მოიარა თრაკიის სხვა ქალაქები. ეფესოში მას უფალმა გამოუცხადა, რომ მოახლოებულია ამიერ სოფლისაგან მისი განსვლის ჟამი. წმიდა ირინე აპელიანესა და სხვა ქრისტიანებთან ერთად ქალაქიდან გავიდა, გამოქვაბულთან მივიდა, პირჯვარი გადაისახა, თავის თანმხლებლების სთხოვა, დიდი ქვით დაეგმანათ შესასვლელი და შიგნით შევიდა. მეოთხე დღეს ქრისტიანები გამოქვაბულში შევიდნენ, მაგრამ წმიდანის ნეშტი ვერ იხილეს.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.



IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი


წმიდა დიდმოწამე ირინეს ხატი ნახეთ ზემოთ rolleyes.gif

პოსტის ავტორი: iako თარიღი: Aug 21 2006, 02:27 AM

მე ორი სახელი მაქვს ია და ნონა.
საქმე იმაშია რომ თავად არ ვიცი ნათლობის სახელი, რადგან რომ მომნათლეს პატარა ვიყავი და ჩემს მშობლებს არ ახსოვთ რომელი სახელი მომცეს ნათლობისას. ნათლიას კი სამწუხაროდ არ ვიცნობ.


პოსტის ავტორი: IOANA თარიღი: Aug 21 2006, 11:11 AM

ციტატა(iako @ Aug 21 2006, 03:27 AM) *

მე ორი სახელი მაქვს ია და ნონა.
საქმე იმაშია რომ თავად არ ვიცი ნათლობის სახელი, რადგან რომ მომნათლეს პატარა ვიყავი და ჩემს მშობლებს არ ახსოვთ რომელი სახელი მომცეს ნათლობისას. ნათლიას კი სამწუხაროდ არ ვიცნობ.


რამდენადაც მე ვიცი, იაც და ნონაც ყოველთა წმიდანთანში შედის, შეგიძლია ის აირჩიო მფარველად, რომელიც შენთან უფრო ახლოს არის, ან მოძღვარს კითხე smile.gif

პოსტის ავტორი: Palefty თარიღი: Aug 21 2006, 11:26 AM

ჩემი ალბათ წმინდა გიორგი იქნება რახან გიორგი მქვია? rolleyes.gif

პოსტის ავტორი: IOANA თარიღი: Aug 21 2006, 11:28 AM

მონათლული თუ ხარ კი, მაგრამ თუ ათეისტი ხარ?..

პოსტის ავტორი: Palefty თარიღი: Aug 21 2006, 11:37 AM

მონათლული ვარ, ეგ ბავშვობაში მოხდა.
თუ ათეისტი ვარ მაშინ იასნია, არ მეყოლება.smile.gif

პოსტის ავტორი: Irine თარიღი: Aug 21 2006, 02:12 PM

Palefty
მაინტერესებს რამდენი წლის ბრძანდებით?

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Aug 21 2006, 02:34 PM

iako

ციტატა
მე ორი სახელი მაქვს ია და ნონა.

მართალი ნონა იყო წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყუელის დედა და მისი ხსენების დღე 18 აგვისტოს გახლდათ smile.gif

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Aug 21 2006, 03:33 PM

QUOTE(ალექსანდრე @ Aug 21 2006, 02:34 PM) *

iako

მართალი ნონა იყო წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყუელის დედა და მისი ხსენების დღე 18 აგვისტოს გახლდათ smile.gif


ია კიდევ სპარსი მოწამეა, ზოგი წმინდა ევდოკიასთან აიგივებს.

პოსტის ავტორი: iako თარიღი: Aug 21 2006, 10:09 PM

დიდი მადლობა ყველას ინფორმაციისთვის.

პოსტის ავტორი: mnate თარიღი: Aug 22 2006, 03:31 PM

ციტატა
მონათლული ვარ, ეგ ბავშვობაში მოხდა.
თუ ათეისტი ვარ მაშინ იასნია, არ მეყოლება.


იქნებ ათეიზმი განმიმარტოთ wink.gif სამწუხაროდ ყველა ათეისტობას იბრალებს და რომ გამოარკვევ თურმე არ არიან wink.gif მატერიალიზმი გესმით? smile.gif

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Aug 22 2006, 03:45 PM

QUOTE(mnate @ Aug 22 2006, 03:31 PM) *

იქნებ ათეიზმი განმიმარტოთ wink.gif სამწუხაროდ ყველა ათეისტობას იბრალებს და რომ გამოარკვევ თურმე არ არიან wink.gif მატერიალიზმი გესმით? smile.gif

მნათე, Palefty-ის ანგარიში გაუქმებულია, ასე რომ ტყუილად უსვამ კითხვებს wink.gif მაინც ვერ გიპასუხებს... შეგიძლია პმ-ით ესაუბრო...

პოსტის ავტორი: mnate თარიღი: Aug 22 2006, 03:55 PM

ციტატა
მნათე, Palefty-ის ანგარიში გაუქმებულია, ასე რომ ტყუილად უსვამ კითხვებს მაინც ვერ გიპასუხებს... შეგიძლია პმ-ით ესაუბრო...


არა მადლობთ biggrin.gif ისე სიამოვნებით შევიდოდი პოლემიკაში მომენატრა კამათი მაგათთან, და საბოლოოდ ამ არგუმენტის მოსმენა :რომელი საუკუნეა?" biggrin.gif

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Aug 22 2006, 04:09 PM

რომელი საუკუნეა-ზე რას პასუხობ ხოლმე? smile.gif

პოსტის ავტორი: mnate თარიღი: Aug 22 2006, 04:24 PM

ციტატა
რომელი საუკუნეა-ზე რას პასუხობ ხოლმე?


XXI-ეა და ეგ შენ საწინააღმდეგოდ მეტყველებს თქო biggrin.gif

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Aug 22 2006, 04:29 PM

mnate

ციტატა
XXI-ეა და ეგ შენ საწინააღმდეგოდ მეტყველებს თქო

ეჰ, ნეტაი შენა biggrin.gif

პოსტის ავტორი: eka-ekaterine თარიღი: Aug 26 2006, 09:34 PM

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

მე დამარქვეს წმ.ეკატერინეს სახელი

წმიდა დიდმოწამე ეკატერინე (+305-313)

დიდმოწამე ეკატერინე ეგვიპტის ალექსანდრიის მმართველის, კონტის ასული იყო. იშვიათი მეცნიერებითა და გონიერებით შემკულმა ქალწულმა ბრწყინვალე განათლება მიიღო. ჭაბუკები ყველაზე დიდგვაროვანი ოჯახებიდან ეძიებდნენ მის ხელს, მაგრამ ეკატერინეს გულმა ვერც ერთი ვერ შეიყვარა. წმიდანმა მშობლებს განუცხადა, რომ ცოლად მხოლოდ გვარიშვილობით, სიმდიდრით, მშვენიერებითა და სიბრძნით მასზე აღმატებულს გაჰყვებოდა.

ეკატერინეს დედამ, ფარულმა ქრისტიანმა, ასული თავის სულიერ მამასთან, ქალაქის მახლობლად, განკრძალულად გამოქვაბულში მოღვაწე წმიდა მოძღვართან მიიყვანა რჩევა-დარიგების მისაღებად. ნეტარმა ბერმა ქალწულს რომ მოუსმინა, უთხრა, მე ვიცნობ ჭაბუკს, რომელიც ყველაფრით აღამტებულია შენზე: მისი მშვენიერება მზეზე უბრწყინვალესია, სიბრძნე - ყველაფერ არსებულს განგებს, სიმდიდრე - მთელს სამყაროს ეფრქვევა, მაგრამ ოდნავადაც არ მცირდება - პირიქით, მრავლდება; წარმომავლობა კი - ენით გამოუთქმელია“. გამომშვიდობებისას მოძღვარმა ეკატერინეს გადასცა ხატი, რომელზეც ყოვლადწმიდა მარიამი ჩვილი მაცხოვრით ხელში იყო გამოსახული.

ეკატერინე მთელი ღამე მხურვალედ ლოცულობდა. ბოლოს წრფელი გულით აღვლენილი მისი ვედრება შესმენილ იქნა - წმიდანის წინ საღვთო ჩვენებით წარსდგა ყოვლადწმიდა ქალწული, რომელიც თავის ღვთაებრივ ძეს სთხოვდა, შეეხედა მათ წინ მუხლმოყრილი ქალწულისათვის. მაგრამ ყრმა პირს არიდებდა ასულს და ამბობდა, არ შემიძლია მას შევხედო, რადგან წმიდა ნათლისღების წყალში განუბანველი და სულიწმიდის ბეჭედს მოკლებული ყველა ადამიანივით უშნო, მდაბიო, გლახაკი და უგუნურიაო. საშინლად დამწუხრებულმა ეკატერინემ კვლავ მოძღვარს მიმართა. ბერმა სიყვარულით მიიღო იგი, ქრისტიანულ სარწმუნოებაში დამოძღვრა, შემდეგ კი ნათლობის წესიც აღასრულა. მაშინ წმიდა ეკატერინეს სიზმრეულ ჩვენებაში კვლავ გამოეცხადა ღვთისმშობელი ყრმა იესოთი. ამჟამად უფალმა ბეჭედი უბოძა წმიდა ქალწულს. როცა ეკატერინეს გამოეღვიძა, ხელზე მაცხოვრის საკვირველი საჩუქარი - ოქროს ბეჭედი უბრწყინავდა.

ამ დროს ალექსანდრიაში წარმართულ დღესასწაულზე თავად იმპერატორი მაქსიმინი ჩავიდა. მოედნებზე გამოფენილმა ბრბომ აავსო ქალაქი. მსხვერპლად ადამიანებსაც სწირავდნენ - დაუნდობლად ყრიდნენ ცეცხლში ქრისტეს აღმსარებლებს, რომლებიც სასტიკი სატანჯველებითაც ვერ გადაედრიკათ მაცხოვნებელი სარწმუნოებისაგან. ქრისტეს მოწამეებისადმი წმიდა სიყვარულითა და მათთვის ხვედრის შემსუბუქების დაუოკებელი სურვილით აღძრულმა ეკატერინემ თვით იმპერიის მთავარ ქურუმებსა და უპირველეს ხელისუფალს - უღმრთო იმპერატორ მაქსიმინს მიმართა. ნეტარმა ვინაობა განაცხადა, დაუფარავად აღიარა თავისი სარწმუნოება და ბრძნულად ამხილა წარმართთა ცდომა. ქალწულის სილამაზემ მეფე მოხიბლა. მან გადაწყვიტა, გადმოებირებინა ქალწული, რითაც წარმართული ცრუ-სიბრძნე განდიდდებოდა. ამისთვის იმპერატორმა იმპერიის 50 ყველაზე განსწავლულ ბრძენკაცს მოუწოდა, მაგრამ ეკატერინემ სიტყვიერ პაექრობაში დაჯაბნა ისინი და ყველანი ქრისტიანობაზე მოაქცია. ნეტარმა ქალწულმა ჯვარი გადასახა აღმსარებლებს, რის შემდეგაც მათ ახოვნად იდეს თავს სიკვდილი ქრისტესთვის - იმპერატორის ბრძანებით მარტვილები ცეცხლში გამოწვეს.

მაქსიმინმა სიმდიდრისა და დიდების აღთქმით სცადა მისი ცდუნება. როცა სანაცვლოდ რისხვით სავსე პასუხი მიიღო, იმპერატორმა საწამებლად შეაგდო ავგუსტამ, რომელსაც ბევრი სმენოდა წმიდა ეკატერინეს შესახებ, მისი ხილვა მოიწადინა. დედოფალი გააოცა ღვთაებრივი მადლით სახეგაბრწყინებული წმიდანის სულის სიმტკიცემ. წმიდა ეკატერინემ მოსულებს ქრისტიანული სწავლება განუმარტა და მათაც იწრმუნეს ჭეშმარიტი ღმერთი.

მომდევნო დღეს მარტვილი კვლავ სამსჯავროზე წარადგინეს, ბორბალზე წამებით დაემუქრნენ და კიდევ ერთხელ მოსთხოვეს ქრისტეს უარყოფა და ცრუ ღვთაებებისთვის მსხვერპლის შეწირვა. უფლის რჩეულმა ისევ ახოვნად აღიარა მაცხოვარი. იგი თავად მიუახლოვდა ბორბლებს, მაგრამ ანგელოზმა შემუსრა წამების იარაღები და მიმოფანტულმა ნამსხვრევებმა ბევრი წარმართი იმსხვერპლა. ეს სასწაული რომ იხილეს, დედოფალმა ავგუსტამ და მხედართუფროსმა პორფირიმ 200 მეომართან ერთად დაუფარავად აღიარეს ქრისტეს სარწმუნოება, რისთვისაც ყველა სიკვდილით დასაჯეს. მაქსიმინი ისევ შეეცადა ქალწულის ცთუნებას და ამჟამად ცოლობა შესთავაზა მას, მაგრამ პასუხად უარი მიიღო. ნეტარმა ეკატერინემ მტკიცედ განაცხადა, რომ თავისი ზეციური სიძის - ქრისტეს ერთგული რჩებოდა, ლოცვა აღავლინა მისადმი და თავად დადო თავი ჯალათის კუნძზე. უსჯულოებმა მარტვილს თავი მოჰკვეთეს. ნეტარი ეკატერინეს წმიდა ნაწილები ანგელოზებმა სინას მთაზე გადაიტანეს. VI საუკუნეში ზეციური გამოცხადებით მიაკვლიეს უფლის სათნომყოფლის პატიოსან თავსა და მარცხენა ხელს და პატივით გადააბრძანეს იმპერატორ იუსტინიანეს (527- 565; ხს. 14 ნოემბერს) მიერ აგებულ სინას მონასტრის ტაძარში.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2001 წ.
წმიდა ეკატერინეს ტროპარი:

ტარიგი შენი, იესუ, ეკატერინე, ხმობდა ხმითა მაღლითა: შენდა მსურის სიძეო ჩემო, და შენითა ძიებითა დავსთხევ სისხლთა ჩემთა, და თანა ჯუარს ვეცმი, და თანა დავეფლვი შენდა ნათლის ღებითა, და მელმის შენთვის, რათა ვსუფევდე შენ თანა, და მოვსწყდები სახელისა შენისათვის, რათა ვიდიდოცა შენ თანა, არამედ ვითარცა მსხვერპლი უბიწო მიმითვალე, რომელი სურვილით მოვივლტი შენდა, მისითა მეოხებითა ქრისტე ღმერთო, აცხოვნენ სულნი ჩუენნი.

სათნოებითა, ვითარცა მზისა შარავანდედითა, განანათლენ ურწმუნონი ბრძენნი, და ვითარცა ყოვლად ბრწყინვალემან მთოვარემან, ბნელსა შინა მავალთაგან ურწმუნოებისა ბნელი განსდევნე, და დედოფალი მორწმუნე-ჰყავ, და ზოგად ამხილე მძლავრსა, ღმრთივ-წოდებული სძალო, ნეტარო ეკატერინე, და სიხარულით შეხვედით ზეცისა სასძლოსა ყოვლად შვენიერსა სიძისა შენისა მიმართ ქრისტესა, და მის მიერ სამეფოთა გვირგვინითა გვირგვინოსან იქმენ, და ანგელოსთა თანა მდგომარე ხარ, ევედრე მას ჩუენ ყოველთა-თვის, რომელნი აღვასრულებთ ყოვლად პატიოსანსა სახსენებელსა შენსა.
კონდაკი:

მწყობრი პატიოსანი ღმრთისა მიერ მარტვილთ მოყვარენო აწ დაადგინენით, მაქებელთა ყოვლად ბრძნისა ეკატერინესა, რამეთუ ამან სტადიონსა შინა ქრისტე ქადაგა, და გველი დასთრგუნა, რიტორთა მეცნიერებისა განმნერწყველმან.


პოსტის ავტორი: judi თარიღი: Sep 6 2006, 03:54 PM

ჩემი მფარველი ანგელოზია წმიდა გიორგი (გიორგობას ვარ დაბადებული) და ფოტინე -სამარიტელი დედაკაცი

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Sep 6 2006, 03:55 PM

QUOTE
ფოტინე -სამარიტელი დედაკაცი

ფოტინე რატომ? ნათია გქვია? smile.gif

პოსტის ავტორი: judi თარიღი: Sep 6 2006, 03:57 PM

მარიამი
კი, ნათია მქვია,თუმცა ძალიან მიყვარს ფოტინეს როდესაც მეძახიან

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Sep 6 2006, 04:10 PM

QUOTE(judi @ Sep 6 2006, 03:57 PM) *

მარიამი
კი, ნათია მქვია,თუმცა ძალიან მიყვარს ფოტინეს როდესაც მეძახიან

წმინდა ფოტინე ჩემი ერთ-ერთი საყვარელი წმინდანია. სახარებისეული წმინდანებიდან გამორჩეულად მიყვარს ფოტინე და ზაქე მეზვერე smile.gif (მოციქულებზე არაფერს ვამბობ)

პოსტის ავტორი: judi თარიღი: Sep 7 2006, 08:48 AM

მარიამი გაიხარე და წმიდა ფოტინეს მადლი გფარავდეს...

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Sep 7 2006, 10:51 AM

QUOTE(judi @ Sep 7 2006, 08:48 AM) *

მარიამი გაიხარე და წმიდა ფოტინეს მადლი გფარავდეს...

შენც ასევე smile.gif

პოსტის ავტორი: natalia თარიღი: Sep 7 2006, 09:32 PM

ჩემი მფარველი წმინდანია ჭმინდა ადრიანე და ნატალია სხვათაშორის ხვალ არის ხსენება და ყველა ნატალიას ვულოცავ

პოსტის ავტორი: OrthoGio თარიღი: Sep 7 2006, 09:50 PM

ჩემი მფარველები არიან: წმ.გიორგი, წმ. აბო,

პოსტის ავტორი: salome თარიღი: Sep 7 2006, 09:52 PM

ციტატა(OrthoGio @ Sep 7 2006, 05:50 PM) *

ჩემი მფარველები არიან: წმ.გიორგი, წმ. აბო,


წმ.აბო ძალიან მიყვარს, ჩემი დეიდაშვილის წმინდანიაsmile.gif

პოსტის ავტორი: gorgasali თარიღი: Sep 24 2006, 04:46 AM

ჩემი მფარველი წმიIPB-ს სურათინდანი წმიდა გიორგია.

პოსტის ავტორი: shota თარიღი: Sep 24 2006, 11:40 AM

judi
მე მყავს ერთი ნაცნობი არაბი ქრისტიანი იმასც ფოტინე ქვია.. smile.gif

პოსტის ავტორი: Solomonia თარიღი: Sep 25 2006, 07:29 PM

ფოტინე ჩემი მფარველი წმიდანიცაა, რადგან 2 აპრილს ვარ დაბადებული, მისი ხსენების დღეს. სახელი კი, რამდენდაც არ უნდა გაგიკვირდეთ, თამარი მქვია და რა თქმა უნდა, წმიდა თამარ მეფე არის ჩემი მფარველი წმიდანი.

პოსტის ავტორი: ABDALA თარიღი: Sep 26 2006, 04:42 PM

ჩემს მფარველ წმინდანათ მივიჩნევ ღირს მამა დავით გარეჯელს!რადგან მე მთაწმინდის მამა დავითის ტაძარში დავდივარ.

პოსტის ავტორი: liliana თარიღი: Sep 26 2006, 04:59 PM

ციტატა(ABDALA @ Sep 26 2006, 04:42 PM) *

ჩემს მფარველ წმინდანათ მივიჩნევ ღირს მამა დავით გარეჯელს!რადგან მე მთაწმინდის მამა დავითის ტაძარში დავდივარ.

უი მეც მამა დავითის მრევლი ვარ rolleyes.gif

პოსტის ავტორი: ABDALA თარიღი: Sep 26 2006, 08:12 PM

ჩემი მფარველი წმინდანია ღირსი მამა დავით გარეჯელი

პოსტის ავტორი: salome თარიღი: Sep 26 2006, 08:12 PM

ციტატა(ABDALA @ Sep 26 2006, 04:12 PM) *

ჩემი მფარველი წმინდანია ღირსი მამა დავით გარეჯელი


დავითი გქვიათ ესე იგიsmile.gif

პოსტის ავტორი: nikoloz_v თარიღი: Sep 27 2006, 12:12 AM

ჩემი მფარველია წმინდა ნიკოლოზი მისი მადლი და წყალობა არ მოგაკლოთ მაღალმა ღმერთმა

IPB-ს სურათი
IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: fea თარიღი: Oct 1 2006, 05:29 PM

წმ. მაია, მეტეხის ხიდთან წამებულ 10 000 მოწამეში შედის...smile.gif ხსენების დღეა 11/24 დეკემბერი smile.gif

IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: guja თარიღი: Oct 1 2006, 06:00 PM

ჩემი მფარველი წმინდანია ზებედე, ჰოდა ვინმეს თუ გაქვთ 100 000 ქართველი მოწამის ხატი დადეთ რა აქ.

პოსტის ავტორი: ABDALA თარიღი: Oct 1 2006, 08:13 PM

salome
არა ზურა მქვია!

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Oct 1 2006, 09:40 PM

QUOTE
წმ. მაია, მეტეხის ხიდთან წამებულ 10 000 მოწამეში შედის... ხსენების დღეა 11/24 დეკემბერი

წმ. მაიას ხატი უკეთესი ხარისხით (იქნებ ვინმეს გამოადგეს)
http://image.700up.com

QUOTE
ვინმეს თუ გაქვთ 100 000 ქართველი მოწამის ხატი დადეთ რა აქ.

http://image.700up.com

პოსტის ავტორი: fea თარიღი: Oct 1 2006, 10:13 PM

მარიამი
გმადლობ უკეთესი ხარისხის სურათებისთვის მარიამ!!! smile.gif ასეთი შთაბეჭდილება მრჩება ჩემი დადებული ფოტოების გადახარისხებას აკეთებ... biggrin.gif
გაიხარე, თუ კი კიდევ შემისწორებ ხარისხით ფოტოებს მხოლოდ გამახარებს, მეც და სხვებასც rolleyes.gif

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Oct 2 2006, 10:44 AM

QUOTE(fea @ Oct 1 2006, 10:13 PM) *

მარიამი
გმადლობ უკეთესი ხარისხის სურათებისთვის მარიამ!!! smile.gif ასეთი შთაბეჭდილება მრჩება ჩემი დადებული ფოტოების გადახარისხებას აკეთებ... biggrin.gif
გაიხარე, თუ კი კიდევ შემისწორებ ხარისხით ფოტოებს მხოლოდ გამახარებს, მეც და სხვებასც rolleyes.gif

smile.gif ხატების და ფოტოების იმხელა კოლექცია მაქვს კომპიუტერში, ადგილი აღარ მყოფნის...
აი, 100 000 მოწამის ხატს თუ ვინმე დადებს უკეთესი ხარისხით, ძალიან გამახარებს rolleyes.gif

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Oct 2 2006, 11:15 AM

ციტატა
აი, 100 000 მოწამის ხატს თუ ვინმე დადებს უკეთესი ხარისხით, ძალიან გამახარებს

ხატების თემაში დავდე სულ პირველ გვერდზე smile.gif

აი წმიდა მაის ხატიც smile.gif
IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: Irma თარიღი: Oct 2 2006, 04:19 PM

ირმა მქვია მეsmile.gif რატომღაც მგონია რომ წმინდა ნიკოლოზი მფარველობს

პოსტის ავტორი: ABDALA თარიღი: Oct 2 2006, 05:01 PM

Irma
რომელი წმინდა ნიკოლოზი?

პოსტის ავტორი: elizabeth თარიღი: Oct 2 2006, 05:11 PM

მშვიდობა, ჩემო ძვირფასებო!
მე ელისაბედი მქვია და ჩემი მფარველი წმინდანი წმ. იოანე ნათლისმცემლის დედაა:
წმ. ელისაბედი. მისი ცხოვრება ალბა ყველამ ყველასთვის კარგად ცნობილია. თუმცა მე დიდი სურვილი მაქვს მასზე ბევრად უფრო მეტი ვიცოდე. თუ ვინმეს გაქვთ რაიმე ინფორმაცია და აქ გამოაქვეყნებტ, უზომოდ მადლობელი დაგრჩებით. smile.gif

პოსტის ავტორი: mr_morrison თარიღი: Oct 2 2006, 05:37 PM

ერთი რაგაც მაინტერესებს.მე ირაკლი მქვია და რამდენიმე წმინდანი არის ამ სახელით და კიდევ 21 სექტემბერს ანუ ღვტისმშობლობას ვარ დაბადებული და რომელია ჩემი მფარველი ანგელოზი როგორ გავიგო, ტუ ყველანი ერთად?

წმიდა წინასწარმეტყველი ზაქარია და მართალი ელისაბედი



წმიდა წინასწარმეტყველი ზაქარია და მართალი ელისაბედი, უფლის წინასწარმტყველის, წინამორბედისა და ნათლისმცემლის იოანეს მშობლები, აარონის მოდგმისანი იყვნენ: წმიდა ზაქარია, ბარაქის ძე, იერუსალიმის ტაძარში მღვდელმსახურობდა. მართალი თანამეუღლენი „ვიდოდეს ყოველთა მცნებათა სიმართლისა უფლისათა უბიწონი“ (ლკ. 1, 6), მაგრამ უნაყოფობით იტანჯებოდნენ, რაც იმ ხანებში უფლის დიდ სასჯელად ითვლებოდა. ერთხელ, ტაძარში მსახურების დროს, წმიდა ზაქარიას ანგელოზმა აუწყა, რომ უკვე მხცოვანებას მიღწეული ელისაბედი უშობდა ძეს, რომელიც იქნებოდა „დიდ წინაშე უფლისა“ (ლკ. 1, 15) და „პირველად განვიდეს წინაშე ნისსა სულითა და ძალითა ელიაჲსითა“ (ლკ. 1, 17). ზაქარია დაეჭვდა.

ამ წინასწარმეტყველების აღსრულების შესაძლებლობაში და მცირედმორწმუნეობისთვის უტყვებით დაისაჯა, როცა მართალმა ელისაბედმა ძე შვა, სულიწმიდის შეგონებით მას იოანე უწოდა, თუმცა მათ მოდგმაში ეს სახელი არავის რქმევია. ახალშობილის მამას რომ დაეკითხნენ, მან ფიცარი მოითხოვა და ზედ იგივე სახელი წააწერა. ამის შემდეგ „მეყსეულად აღეღო პირი მისი და ენაჲ და იტყოდა და აკურთხებდა ღმერთსა“ (ლკ. 1, 64). სულიწმიდის მადლით აღვსილი, იგი წინასწარმეტყველებდა თავის ძეზე, როგორც უფლის წინამორბედზე.

როცა უსჯულო ჰეროდემ მოგვებისგან შეიტყო მესიის შობის შესახებ, გადაწყვიტა, ბეთლემსა და მის შემოგარენში ამოეჟლიტა ყველა წული „ორით წლითგანი და უდარესი“ (მთ. 2, 16) - იმედოვნებდა, რომ სოფლის მაცხოვარიც მათ შორის იქნებოდა. ჰეროდემ კარგად უწყოდა იოანე წინასწარმეტყველის საკვირველი შობის შესახებ და მისი მოკვლაც სურდა. მართალი ელისაბედი ჩვილთან ერთად მთებში გაიხიზნა. მკვლელები ყველგან დაეძებდნენ მის ძეს. როცა ელისაბედმა მდევრები შენიშნა, ცრელმებით შესთხოვა უფალს, შესწეოდა. უეცრად მთა გაიპო და დედა-შვილი შეიფარა. ამ ავბედით ჟამს ზაქარია იერუსალიმის ტაძარს არ განშორებია. ჰეროდეს გამოგზავნილი მეომრები დიდხანს ამაოდ ეცადნენ, იოანეს ადგილსამყოფელი შეეტყოთ მისგან, რის შემდეგაც ჰეროდეს ბრძანებით განგმირეს იგი „შორის ტაძრისა და საკურთხეველისა“ (მთ. 23, 35). მართალი ელისაბედი თავის მეუღლის მიცვალებიდან ორმოცი დღის შემდეგ გავიდა ამსოფლიდან, უფლის მფარველობის ქვეშ მყოფი წმიდა იოანე კი უდაბნოში ცხოვრობდა მანამ, სანამ ებრაელი ხალხის წინაშე მისი გამოჩენის ჟამმა არ მოაწია.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტ. III, თბილისი, 2001 წ


აი სულ ეს მოვიპოვე თუ ახალი არის შენთვის რამე არ ვიცი

P.S. ისე მე არ წამიკითხია ეს smile.gif

მშობლების სიკვდილის შესახებ არ მქონდა წაკითხული

პოსტის ავტორი: liliana თარიღი: Oct 2 2006, 05:38 PM

mr_morrison ქართული შრიფტით უკვე სიხარულით ვკითხულობ შენ ფოსტებს
rolleyes.gif

პოსტის ავტორი: elizabeth თარიღი: Oct 2 2006, 05:51 PM

დიდი მადლობა ირაკლი გამოხმაურებისათვის! მიუხედავად იმისა, რომ ეს წაკთხული მქონდა, მაინც მიხარია თქვენი ყურადღება

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Oct 2 2006, 07:59 PM

mr_morrison

ციტატა
ერთი რაგაც მაინტერესებს.მე ირაკლი მქვია და რამდენიმე წმინდანი არის ამ სახელით და კიდევ 21 სექტემბერს ანუ ღვტისმშობლობას ვარ დაბადებული და რომელია ჩემი მფარველი ანგელოზი როგორ გავიგო, ტუ ყველანი ერთად?

რათქმაუნდა ყოველი წმიდანი ჩვენი მეოხნი არიან ღვთის წინაშე, საერთოდ კი როდესაც რამოდენიმე წმიდანი არის ერთნაირი სახელის მფარველ წმიდანად ითვლება ის წმიდანი რომლის ხსენების დღე ყველაზე ახლოსაა დაბადების დღესთან.
აი მაგალითად ძალიან ბევრი წმიდა ალექსანდრე არსებობს, მაგრამ ჩემ მფარველ წმიდანად ალექსანდრე ნეველი ითვლება რადგან მისი ხსენების დღე ყველაზე ახლოსაა ჩემს დაბადების დღესთან. კონკრეტულად თუ რომელი წმიდანია თქვენი მფარველი ანგელოზი ამის გარკვევა ადვილად შესაძლებელია საეკლესიო კალენდრის მიხედვით smile.gif

პოსტის ავტორი: mr_morrison თარიღი: Oct 4 2006, 12:08 PM

ციტატა(liliana @ Oct 2 2006, 06:38 PM) *

mr_morrison ქართული შრიფტით უკვე სიხარულით ვკითხულობ შენ ფოსტებს
rolleyes.gif


მადლობთ rolleyes.gif

ციტატა(ალექსანდრე @ Oct 2 2006, 08:59 PM) *

mr_morrison

რათქმაუნდა ყოველი წმიდანი ჩვენი მეოხნი არიან ღვთის წინაშე, საერთოდ კი როდესაც რამოდენიმე წმიდანი არის ერთნაირი სახელის მფარველ წმიდანად ითვლება ის წმიდანი რომლის ხსენების დღე ყველაზე ახლოსაა დაბადების დღესთან.
აი მაგალითად ძალიან ბევრი წმიდა ალექსანდრე არსებობს, მაგრამ ჩემ მფარველ წმიდანად ალექსანდრე ნეველი ითვლება რადგან მისი ხსენების დღე ყველაზე ახლოსაა ჩემს დაბადების დღესთან. კონკრეტულად თუ რომელი წმიდანია თქვენი მფარველი ანგელოზი ამის გარკვევა ადვილად შესაძლებელია საეკლესიო კალენდრის მიხედვით smile.gif


დიდი მადლობა ინფორმაციისთვის

ციტატა(liliana @ Oct 2 2006, 06:38 PM) *

mr_morrison ქართული შრიფტით უკვე სიხარულით ვკითხულობ შენ ფოსტებს
rolleyes.gif



მადლობა მარიამს გადავუხადოთ გაწეული დახმარებისთვის smile.gif

ვინმეს ამ წმინდანის შესახებ თუ გაქვთ ინფორმაცია ძაან გთხოვთ შემატყობინეთ
ირაკლი ადრიანოპოლელი, მოწამე; 4.11

პოსტის ავტორი: Irma თარიღი: Oct 4 2006, 06:52 PM

ციტატა(ABDALA @ Oct 2 2006, 05:01 PM) *

Irma
რომელი წმინდა ნიკოლოზი?



sad.gif რამოდენიმე წმ. ნიკოლოზი არსებობს??

კარგად დავათვალიერებ წარწერას ხატზე რომელიც თან მაქვს

პოსტის ავტორი: mr_morrison თარიღი: Oct 5 2006, 04:24 PM

ნიკოლოზი - ხალხის მძლეველი (ბერძ.)
იაპონელი, მთავარეპ. მოც. სწორი; 16.02
კათალიკოსი; 2.02; (3.03)
მორონ-ლუკიის მთავარეპ. საკვირველთმოქმ. 22.05; 19.12
სებასტიელი, მოწამე; 22.03
სლავი, სქემმონაზონი; 6.01
სტუდიელი, იღუმენი, აღმს. 17.02
ქართველი (დვალი), მოწამე; 25.02
ქართველთა მნათობი, აკოლოთიათა აღმწერელი, ღირ. 16.11

აი რამდენი წმინდა ნიკოლოზია

პოსტის ავტორი: Irma თარიღი: Oct 6 2006, 06:39 PM

ციტატა(mr_morrison @ Oct 5 2006, 04:24 PM) *

ნიკოლოზი - ხალხის მძლეველი (ბერძ.)
იაპონელი, მთავარეპ. მოც. სწორი; 16.02
კათალიკოსი; 2.02; (3.03)
მორონ-ლუკიის მთავარეპ. საკვირველთმოქმ. 22.05; 19.12
სებასტიელი, მოწამე; 22.03
სლავი, სქემმონაზონი; 6.01
სტუდიელი, იღუმენი, აღმს. 17.02
ქართველი (დვალი), მოწამე; 25.02
ქართველთა მნათობი, აკოლოთიათა აღმწერელი, ღირ. 16.11

აი რამდენი წმინდა ნიკოლოზია



smile.gif გაიხარე სჰენა, ნამდვილად არ ვიცოდი
წმ. ნიკოლოზი - მორონ-ლუკიის მთავარეპ. საკვირველთმოქმ. 22.05; 19.12 - ეგ არის ჩემი

პოსტის ავტორი: mamia თარიღი: Oct 15 2006, 03:46 PM

ფორუმელებს გაუმარჯოს!
ვინმეს ხომ არა გაქვთ, შემთხვევით წმიდა მამიას ხატი(I საუკუნე). თუ გაქვთ ფორუმზე დადეთ ან ელ.ფოსტით გამომიგზავნეთ.
წინასწარ დიდი მადლობა და გაიხარეთ!

პოსტის ავტორი: fea თარიღი: Oct 17 2006, 09:05 PM

ციტატა
ხატების და ფოტოების იმხელა კოლექცია მაქვს კომპიუტერში, ადგილი აღარ მყოფნის...
აი, 100 000 მოწამის ხატს თუ ვინმე დადებს უკეთესი ხარისხით, ძალიან გამახარებს


მარიამი smile.gif გაიხარე კეთილო და თბილო!!! smile.gif smile.gif smile.gif

ერთი სათხოვარი მაქვს... ძალიან მინდა (თუ კი არსებობს არც ვიცი) მთავარანგელოზი რაფაელის ხატი, თუ არსებობს საერთოდ და იქნება ვინმეს ჰქონდეს... ძალიან მჭირდება smile.gif smile.gif

წინასწარ დიიდი მადლობა!!! smile.gif

იხარებდეთ! smile.gif

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Oct 17 2006, 10:56 PM

QUOTE
ძალიან მინდა (თუ კი არსებობს არც ვიცი) მთავარანგელოზი რაფაელის ხატი

http://image.700up.com

http://image.700up.com

პოსტის ავტორი: guja თარიღი: Oct 17 2006, 10:58 PM

მარიამ შენ წმ. ზებედეს ხატიც გექნება და თუ აღმოაჩინე დადე რა

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Oct 17 2006, 11:41 PM

QUOTE(guja @ Oct 17 2006, 10:58 PM) *

მარიამ შენ წმ. ზებედეს ხატიც გექნება და თუ აღმოაჩინე დადე რა

ქართველი წმინდანი ყოფილა, 100000 მოწამეთა შორისაა. კონკრეტულად მისი ხატი ალბათ არ არსებობს, შეიძლება შეკვეთით დააწერინო.

პოსტის ავტორი: fea თარიღი: Oct 19 2006, 08:49 PM

smile.gif მარიამი უდიდესი მადლობაააა!!!! smile.gif

გაიხარე, უფალმა ისეთი სიხარული მოგცეს ახლა როგორც მე გამახარეეე wub.gif

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Oct 19 2006, 08:59 PM

QUOTE(fea @ Oct 19 2006, 08:49 PM) *

smile.gif მარიამი უდიდესი მადლობაააა!!!! smile.gif

გაიხარე, უფალმა ისეთი სიხარული მოგცეს ახლა როგორც მე გამახარეეე wub.gif

ღმერთმა სიხარული არ მოგაკლოს smile.gif

პოსტის ავტორი: ნინო თარიღი: Oct 19 2006, 09:04 PM

ჩემი მფარველია წმინდა ნინო

პოსტის ავტორი: Medavitne თარიღი: Oct 25 2006, 12:59 AM

მე მქვია გიორგი და ჩემი მფარველი წმიდანია წმ. გიორგი

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Oct 25 2006, 01:02 AM

ციტატა
მე მქვია გიორგი და ჩემი მფარველი წმიდანია წმ. გიორგი

შეგეწიოს მისი მადლი smile.gif

პოსტის ავტორი: mogzaura თარიღი: Oct 27 2006, 06:50 PM

მე მქვია ნანა და ჩემი მფარველია ნანა დედოფალი

პოსტის ავტორი: მედავითნე თარიღი: Oct 28 2006, 10:38 PM

მე მქვია გიორგი დაჩემი მფარველია წმ.გიორგი smile.gif

პოსტის ავტორი: მარინე თარიღი: Nov 10 2006, 08:34 PM

მე მქვია მარინე და ჩემი მფარველია დიდმოწამე მარინე ანტიოქიელი.

პოსტის ავტორი: nincho თარიღი: Nov 12 2006, 10:06 PM

ჩემი მფარველი წმინდანი წმინდა ნინოა. კიდევ უზომოდ მიყვარს წმინდა ნიკოლოზი და ამ ორი წმინდანისა მჯერა განსაკუთრებით

პოსტის ავტორი: ilarion90 თარიღი: Nov 13 2006, 12:11 AM

ჩემი მფარველი ანგელოზია ილია მართალი და ილია თეზბიტელი

პოსტის ავტორი: sergo თარიღი: Nov 13 2006, 07:26 PM

gamarjobat , xalxo cmida sergis xati tu gaqvt vinmes an aq dadet an mailze gamomigzavnet ra gtxovt sul 2 cali maqvs da mainteresebs sxvebic da tu mogepovebat mis shesaxeb raime nebismieri informacia didad madlobeli dagrchebiyt

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Nov 13 2006, 10:49 PM

sergo

ციტატა
gamarjobat , xalxo cmida sergis xati tu gaqvt vinmes an aq dadet an mailze gamomigzavnet ra gtxovt sul 2 cali maqvs da mainteresebs sxvebic da tu mogepovebat mis shesaxeb raime nebismieri informacia didad madlobeli dagrchebiyt

წმიდა სერგი მართლაც არსებობს, თან ერთი კი არა რამოდენიმე.

1. ღირსი სერგი, რადონეჟელი იღუმენი საკვირველმოქმედი (ხსენება 18 ივლისს და 8 ოქტომბერს)
მის ცხოვრებას შეგიძლია გაეცნო http://orthodoxy.wanex.net/tsmindanebi/sergi_radonejeli.htm
IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი



2 წმიდა სერგი, რომაელი მოწამე ( ხსენება 20 ოქტომბერს ), იხილე http://orthodoxy.wanex.net/tsmindanebi/sergi_baqosi.htm

3 წმიდა სერგი საბაიტელი ღირს მოწამე (ხსენება 2 აპრილს)
4 წმიდა სერგი სინელი ღირს მოწამე (ხსენება 27 იანვარს)


პოსტის ავტორი: zviad თარიღი: Nov 14 2006, 02:12 AM

მე მქვია ზვიადი და ჩემი მფარველი ანგელოზი ვინ იქნება? არ ვიცი, ვინმემ მითხარით როგორ გავიგო

პოსტის ავტორი: solomony თარიღი: Nov 14 2006, 02:17 AM

ეხლავე ვნახავ ზვიადი თუ ერქვა რომელიმე წმინდანს.

პოსტის ავტორი: solomony თარიღი: Nov 14 2006, 02:37 AM

სამწუხაროდ ასეთი წმინდანი ვერ ვნახე სხვებმა გირჩიონ რამე.ისე კი იმ 100 ათას წამებულში ზვიადიც იქნებოდა და როგორც პატრიარქი იტყვის არ არის ისეთი ქართული სახელი რომ მოსახელე წმინდანი არ ყავდეს გამომდინარე იმ 100 000 ქართველი და 6 000 ბერი რომ აწამეს.

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Nov 14 2006, 02:47 AM

zviad

ციტატა
მე მქვია ზვიადი და ჩემი მფარველი ანგელოზი ვინ იქნება? არ ვიცი, ვინმემ მითხარით როგორ გავიგო

ამ შემთხვევაში თუ ასეთი წმიდანის სახელი არ აღმოჩნდება კალენდარში, შენს მფარველ ანგელოზად ჩაითვლება ის წმიდანები ვისი ხსენების დღეც იქნება შენს დაბადების დღეზე smile.gif თუმცაღა როგორც სოლომონმა უკვე აღნიშნა, შესაძლოა იმ 100 ათას წამებულში ზვიადიც ყოფილიყო და როგორც პატრიარქი იტყვის არ არის ისეთი ქართული სახელი რომ მოსახელე წმინდანი არ ყავდეს გამომდინარე იმ 100 000 ქართველი და 6 000 ბერი რომ აწამეს.


პოსტის ავტორი: Beri თარიღი: Nov 14 2006, 12:01 PM

aleksandre jigari xar upali gparavdes dma ...... didad damavale tongue.gif saits rac sheexeba arc tu ise sainteresoa exla vmushaob ert temaze da mere naxe saintereso shen tongue.gif

პოსტის ავტორი: ilarion90 თარიღი: Nov 14 2006, 12:35 PM

ჩემი მფარველი ანგელოზია ილია მართალი და ილია ტეზბიტელი

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Nov 14 2006, 02:50 PM

Beri

ციტატა
aleksandre jigari xar upali gparavdes dma ...... didad damavale saits rac sheexeba arc tu ise sainteresoa exla vmushaob ert temaze da mere naxe saintereso shen

გაიხარე smile.gif ჩვენს ფორუმზე ხშირად შემოდი ხოლმე.

პოსტის ავტორი: Beri_Sergi თარიღი: Nov 15 2006, 12:55 AM

ალექსანდრე
ara shemovlit ar shemogvlit, titqmis sul aq viqnebi ...(da modi exla temas ar gadavuxvev torem mere damcxeben moderebi...uazrod postav da fludavo tongue.gif )

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Nov 15 2006, 12:22 PM

ჩემი მფარველი წმინდანია

კეთილმსახური და ღმრთივდაცული, მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა კახთა და სომეხთა, შირვანშა, შაჰანშა და ყოვლისა აღმოსაველთისა პყრობელი, ქრისტეს უძლეველი მხედარი, მესსიის მახვილი, მართლმადიდებლობის ბურჯი და მადლიერი ერისა და ეკლესიის მიერ აღმაშენებლად წოდებული დიდი დავითი


პოსტის ავტორი: Beri_Sergi თარიღი: Nov 15 2006, 04:38 PM

shen gaixare tongue.gif ra aashena i kaci tongue.gif

პოსტის ავტორი: Springchild თარიღი: Nov 24 2006, 12:27 PM

chemi mfarveli angelozia cmnda Qetevan dedofali! da kvelaze akrgad misi cxovreba "gmirta varamshia" nachvenebi, amitom es cignic zalian mikvars..

პოსტის ავტორი: NaNuKa თარიღი: Nov 28 2006, 01:15 AM

ჩემი მფარველი ანგელოზია ნანა დედოფალი. smile.gif და კიდევ წმინდა გიორგი იმიტომ რომ წმინდა გიორგის სკოლაში ვსწავლობ და ამ წმინდანის მფარველობის ქვეშ არის მთელი სკოლა და მეც biggrin.gif

პოსტის ავტორი: თეკლა თარიღი: Nov 28 2006, 02:09 AM

QUOTE(Springchild @ Nov 24 2006, 12:27 PM) *

chemi mfarveli angelozia cmnda Qetevan dedofali! da kvelaze akrgad misi cxovreba "gmirta varamshia" nachvenebi, amitom es cignic zalian mikvars..

მეც ძალიან მიყვარს "გმირთა ვარამი" და წმ.ქეთევანიც გამორჩეულად მიყვარს
ჩემი მფარველი წმინდანია http://orthodoxy.wanex.net/tsmindanebi/tekla.htm
IPB Image

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 30 2006, 01:13 PM

ყველა ქვეყანას თავისი მფარველი წმინდანი ჰყავს. ყველა მართლმადიდებელი ქვეყნის უკანასკნელი მეფე, ღვთის განგებით, ქვეყნის მფარველი წმინდანის სახელს ატარებს.

ბიზანტიის იმპერიის მფარველი წმ. კონსტანტინე იყო. უკანასკნელ იმპერატორს ბიზანტიისას კონსტანტინე ერქვა.

რუსეთის იმპერიას წმ. ნიკოლოზი მფარველობდა. უკანასკნელ იმპერატორს რუსეთისას ნიკოლოზი ერქვა.

ბულგარეთის მფარველი წმინდანი ბორისია. ბულგარეთის უკანასკნელ მეფეს ბორისი ერქვა.

სერბეთის მფარველი წმინდანი საბაა. სერბეთის უკანასკნელ მეფეს საბა ერქვა.

საქართველოს მფარველი წმინდანი გიორგია. საქართველოს უკანასკნელ მეფეს გიორგი ერქვა.

პოსტის ავტორი: ნიკოლოზ_V თარიღი: Nov 30 2006, 03:21 PM

Beri_Sergi

მაპატიე, მაგრამ ძალიან არ მომწონს შენი ხელმოწერა, რაღაც არ გავს მართლმადიდებულს და ჯობია რომ შეცვალო , კარგი?

პოსტის ავტორი: lilu თარიღი: Dec 4 2006, 11:06 PM

მე ნინო ვარ. ჩემი მფარველი ანგელოზის დღე 12 ივლის არის პეტრე-პავლობას. smile.gif smile.gif smile.gif smile.gif

პოსტის ავტორი: nino-89 თარიღი: Dec 19 2006, 03:16 AM

კველას ნიკოლოზობას გილოცავტ!ჩემი სახელია ნინო და გამოდის ცმ ნინოა ჩემი მპარველი.

პოსტის ავტორი: _MATASI_ თარიღი: Dec 19 2006, 11:39 PM

მე კი თამარი ვარ smile.gif და წმინდა კეთილმსახური მეფე თამარი, "მზე საქართველოისა" ჩეემი მფარველი წმინდანია :smile.gif

პოსტის ავტორი: ana-xatia თარიღი: Dec 19 2006, 11:56 PM

ჩემი სახელია ანა.

ღვთისმშობლის დედის სახელი smile.gif

თუმცა ანა წინასწარმეტყველიც ძალიან მიყვარს.

ისე კი ზოგადად ღვთისმშობლის მფარველობას ვგრძნობ მუდამ.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 20 2006, 12:29 PM

_MATASI_

უი, ბიჭი მეგონე smile.gif

პოსტის ავტორი: tinka თარიღი: Dec 23 2006, 09:43 PM

ჩემი მფარველი წმინდანი რომელია ნეტა? ისე თინათინი მქვია და თუ არის ესეთი წმინდანი - თინათინი? და კიდევ 27 იანვარს ვარ დაბადებული, ნინოობას და ალბათ წმინდა ნინოც არის ჩემი მფარველი წმინდანი ხომ?

პოსტის ავტორი: maeasi თარიღი: Dec 23 2006, 11:09 PM

ჩემი მფარცელი წმინდანი სალიმე უჯარმელია

ძალიან მაინტერესებს თუ არსებობს ამ წმინდანის ხატი,ხომ არ იცით??

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 26 2006, 12:42 PM

tinka

კი, წმიდა თინათინი არსებობს და არსებობს მისი ხატიც. smile.gif ჩემ დასაც თინათინი ჰქვია და ხატი პირადად მე ვუყიდე, ასე რომ წმინდანის სახელი გქვია! smile.gif

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Dec 26 2006, 01:08 PM

QUOTE
ჩემი მფარცელი წმინდანი სალიმე უჯარმელია

ძალიან მაინტერესებს თუ არსებობს ამ წმინდანის ხატი,ხომ არ იცით??

კი არსებობს smile.gif

http://images.ge/

პოსტის ავტორი: tinka თარიღი: Dec 26 2006, 05:45 PM

marine
დიდი მადლობა, შეგეწიოს უფალი.
აუცილებლად შევიძენ მის ხატს smile.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 26 2006, 05:51 PM

tinka

შეგეწიოს წმიდა თინათინის ლოცვა. smile.gif

მახსოვს, მისი ხატი ვაკეში სამების ტაძარში ვიყიდე, იმედია დღესაც ექნებათ.. smile.gif

პოსტის ავტორი: maeasi თარიღი: Dec 26 2006, 08:49 PM

QUOTE(მარიამი @ Dec 26 2006, 10:08 AM) *

კი არსებობს smile.gif

http://images.ge/

გაიხარე,მარიამ! ძალიან დიიიდი მადლობა smile.gif

პოსტის ავტორი: მარინე თარიღი: Dec 26 2006, 10:26 PM

წმიდა დიდმოწამე მარინე
წმიდა დიდმოწამე მარინე პასიდიის ანტიოქიაში მცხოვრები წარმართი ქურუმის ოჯახში დაიბადა. დედით ადრეულ სიყმაწვილეშივე დაობლებულ შვილზე ზრუნვა მამამ ძიძას მიანდო. კეთილმსახურმა გამდელმა კი მართლმადიდებლური სარწმუნოების ერთგულებით აღზარდა ნეტარი. როცა მამამ შეიტყო ამის შესახებ, საშინლად განრისხდა და საკუთარი ასულისადმი სიძულვილით აღსავსემ უარი განაცხადა მასზე.

ამასობაში იმპერატორმა დიოკლეტიანემ (284-305) ქრისტიანების სასტიკი დევნა დაიწყო. მართლმორწმუნეთა დასასჯელად ანტიოქიაში მიმავალი ეპარქი ოლიმბრი გზად თხუთმეტი წლის მარინეს გადაეყარა, მოიხიბლა მისი მშვენიერებით და ვინაობა და წარმომავლობა გამოჰკითხა. სათნო ქალწული თავმდაბალად პასუხობდა შეკითხვებზე, არ დაუმალავს ისიც, რომ ქრისტიანი იყო და ქრისტესთვის აპირებდა ცხოვრების მიძღვნას. ეს რომ შეიტყო, ოლიმბრმა თანმხლებ მეომრებს მისი შეპყრობა და ქალაქისკენ გაყოლიება უბრძანა, თან ფრთხილად ეპყრობოდა ასულს, იმედი ჰქონდა, რომ ადვილად დაიყოლიებდა რწმენის უარყოფაზე და ცოლადაც შეირთავდა.

მეორე დღეს წმინდანი სამსჯავროზე წარადგინეს. ეპარქმა ურჩია, კერპებისათვის მსხვერპლი შეეწირა, მაგრამ ვერც პირფერობამ გაჭრა და ვერც მუქარამ - ქრისტეს მხევალი მზად იყო, რომ მომკვდარიყო ქრისტესთვის.

ქალწული დაუდუმებლად ლოცულობდა და მაცხოვარმაც წყალობის თვალით მოხედა თავის მსასოებელს: მარტვილის თავს ზემოთ მანათობელი ჯვარი გაბრწყინდა და განკვეთა წყვდიადი. ჯვარს თეთრი მტრედიც დაადგა და ზეგარდმო გაისმა: „გიხაროდენ, მარინე, ქრისტეს გონიერო მტრედო! რამეთუ დათრგუნე მხდომის სივერაგე; გიხაროდენ, რამეთუ მალე ბრძენ ქალწულთა თანა ღირს იქმნები შესვლად ქორწილსა შინა სიძისა შენისასა, უკვდავისა მეუფისა ზეცათასა!“ მადლმოსილი სიტყვებით გამხნევებულმა მოწამემ იგრძნო, რომ წყლულებიც უმთელდებოდა, გული სიხარულით აღევსო, ადიდა უფალი და მეორე დღეს სულით და ხორცით ახოვანქმნილი წარსდგა მსაჯულის წინაშე. მომხდარი სასწაული ეპარქმა კერპებს მიაწერა და მარინეს კვლავ მათი თაყვანისცემა მოსთხოვა, ნეტარმა აღმსარებელმა კი ისევ და ისევ ერთი ჭეშმარიტი ღმერთი ადიდა, უღმრთოებმა ახალ-ახალი სატანჯველები დაატეხეს წმინდანს.

მმართველმა ბრძანება გასცა, წყლით სავსე უზარმაზარ კოდში ჩაეხრჩოთ გაკოჭილი მარინე, მარტვილი კი უფალს შესთხოვდა, ეს სასიკვდილო სასჯელი ნათლისღებად შექმნილიყო მისთვის. უეცრად ნეტარი ღვთაებრივმა ნათელმა გააცისკროვნა, საკრველები თავისით შეიხსნა და თავს ზემოდან გარდამომხდარი თეთრი მტრედი დაადგა, რომელსაც ნისკარტით ოქროს გვირგვინი მოჰქონდა. უფლის რჩეული ნათლისღების ემბაზში იდგა და ყოვლადწმიდა სამებას განადიდებდა. ემბაზიდან იგი კვლავ წყლულებდაამებული ამოვიდა. ამ სასწაულმა განცვიფრებაში მოიყვანა ხალხი. ბევრმა ირწმუნა და ადიდა ჭეშმარიტი ღმერთი. ეპარქი კი გააფრთდა და ბრძანა, ამოეჟლიტათ ყველა, ვინც ქრისტეს აღიარებდა. მაშინ 1500 ქრისტიანის სული შეერთო ცათა სასუფეველს... წმიდა მარინეს თავი მოჰკვეთეს. დიდმოწამის ღვაწლი ამ მოვლენათა თვითმხილველმა თეოტიმემ აღწერა.

ჯვაროსნების მიერ 1204 წელს კონსტანტინეპოლის აღებამდე წმ. მარინეს უხრწნელი ნაწილები პანტეპონტის მონასტერში იყო დაცული. სხვა ცნობებით, 908 წლამდე ისინი ანტიოქიაში ესვენა, აქედან კი იტალიაში გადააბრძანეს. დიდმოწამის პატიოსანი მკლავი ათონზე, ვათოპედის მონასტერში გადაასვენეს. მეორე მკლავი კი საქართველოშია (ამჟამად ზუგდიდის მუზეუმში).




პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Dec 27 2006, 03:15 PM

მარინე
მუზეუმში sad.gif სამწუხაროა

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 27 2006, 03:49 PM

მარინე
ქავთარაძე

ამ საიტზე წმიდა მარინეს მიერ აღსრულებული სასწაულია, თუ როგორ გადაურჩინა ერთ ბერძულ ოჯახს ბავშვი:

http://orthodoxy.wanex.net/sastsaulebi/marine.htm

პოსტის ავტორი: ხათუნა თარიღი: Jan 6 2007, 04:48 AM


საერო სახელი ხათუნა მქვია და რამდენადაც ვიცი არის ის მოწამეთა სიაში მაგრამ
ჩემი ნათლობის სახელია ნინო ,
დაბადებული კი 23 აგვისტოს ვარ.
ხომ არ იცით 23 აგვისტოს რომელი წმინდანის ხსენების დღეა?

პოსტის ავტორი: tati87 თარიღი: Jan 9 2007, 12:53 AM

სახელიდან გამომდინარე ჩემი მფარველი ანგელოზი წმ. თამარია !!!

პოსტის ავტორი: beqa.shuxoshvili თარიღი: Jan 12 2007, 11:51 PM

მოგესალმებით ბექა 100000 მოწამეთა შორის ერთ ერთი იყო smile.gif და ბექად ვარ მონათლული smile.gif

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Jan 15 2007, 07:32 PM

beqa.shuxoshvili
შენ დალოცვას მაინც წმიდა ნიკოლოზ საკვირველმოქმედს შევავედრებ (გასაგები მიზეზის გამო)

ჰო, გაემზადე. დაბადების დღეს დიიიდი დალოცვა გელოდება, ჩემებური smile.gif

პოსტის ავტორი: მაეასი თარიღი: Jan 23 2007, 07:13 PM

ბავშვებო,წმ. სალომეს ლოცვა,ტროპარი ან კონდაკი თუ იცით არსებოობს? blink.gif იქნებ გქონდეთ რომელიმესsmile.gif

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Jan 24 2007, 10:42 AM

მე რა ტქმა უნდა ნინო ვარ, და ჩემი მფარველიც წმინდა ნინო იქნება, თუ ძალიან ხმამაღალი არ არის ჩემი ნათქვამი:

პოსტის ავტორი: lelenika თარიღი: Jan 25 2007, 12:51 AM

ჩემი სახელია ელენე და ჩემი მფარველია წმინდა დედოფალი ელენე smile.gif

პოსტის ავტორი: Маиа თარიღი: Jan 25 2007, 01:19 AM

ჩემი მფარველი ანგელოზია წმინდა მაია, რომელიც 100000 მოწამეთა შორის იყო და 24 დეკემბერს მოიხსენიება. მე 25 დეკემბერს ვარ დაბადებული. Так же своим покравителем я считаю Спиридона епископа Тримифунского. რომელიც 25 დეკემბერს მოიხსენიება.

პოსტის ავტორი: teo.. თარიღი: Jan 28 2007, 07:17 AM

ჩემი ნამდვილი სახელია თეა, მაგრამ ვიღაცამ მითხრა ნათლობის სახელი თამარიაო, მე მაშინ 12 წლის ვიყავი და არ მიმიქცევია დიდად ყურადღება, მამაოს რომ ავუხსენი მითხრა წმინდა თეა არსებობს და შენც შენი სახელით მოგნათლავდნენო , მამაომ ასე მაკურთხა და ზიარების დროსაც ჩემი სხელით მიხსენიებს. მე არასოდეს არ გამეგო აქამდე თუ არსებობდა ასეთი წმინდანი და გთხოვთ თუ ვინმეს გაქვთ წმ.თეას ხატი რომ მაჩვენოთ, მე მის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ მომეპოვება

პოსტის ავტორი: Karo თარიღი: Feb 13 2007, 12:00 PM

ჩემი მფარველი არის წმინდა გიორგი

სხვათაშორის დედამ მითხრა რო დავბადებულვარ მარჯვენა წარბთან ჯვარი მქონია გამოსახულიsmile.gif 27 სექტემბერსა ვარ დაბადებული, ჯვართამაღლებას

პოსტის ავტორი: Маиа თარიღი: Feb 13 2007, 01:19 PM

ციტატა(teo.. @ Jan 28 2007, 06:17 AM) *

ჩემი ნამდვილი სახელია თეა, მაგრამ ვიღაცამ მითხრა ნათლობის სახელი თამარიაო, მე მაშინ 12 წლის ვიყავი და არ მიმიქცევია დიდად ყურადღება, მამაოს რომ ავუხსენი მითხრა წმინდა თეა არსებობს და შენც შენი სახელით მოგნათლავდნენო , მამაომ ასე მაკურთხა და ზიარების დროსაც ჩემი სხელით მიხსენიებს. მე არასოდეს არ გამეგო აქამდე თუ არსებობდა ასეთი წმინდანი და გთხოვთ თუ ვინმეს გაქვთ წმ.თეას ხატი რომ მაჩვენოთ, მე მის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ მომეპოვება



წმინდა თეონა იყო ერთ ერთი 100000 წამებულთა შორის, რომლებიც ჯალალედინმა 13 საუკუნეში მეტეხის ხიდზე აწამა... წმინდა თეონამ არ შეურაცყო ღვთიმშობელი და მაცხოვარი და არ დააბიჯა მათ ხატს, რის გამოც თავი მოჭრეს...
http://geo.orthodoxy.ru/calendar_names.htm - აქ ნახავ სხვების სახელებსაც
მეტი მეც არაფელი არ ვიცი sad.gif

პოსტის ავტორი: Маиа თარიღი: Feb 13 2007, 01:30 PM

ციტატა(Karo @ Feb 13 2007, 11:00 AM) *

ჩემი მფარველი არის წმინდა გიორგი

სხვათაშორის დედამ მითხრა რო დავბადებულვარ მარჯვენა წარბთან ჯვარი მქონია გამოსახულიsmile.gif 27 სექტემბერსა ვარ დაბადებული, ჯვართამაღლებას


rolleyes.gif მაგარია
ეხლა რაღაც სხვანაირად არ გამომივიდეს მეშინია .... biggrin.gif დედაჩემს როცა ჯერ არც იცოდა ორსულად რომ იყო დასიზმრებია რომ ვიღაცეები უმღეროდნენ: (სიმღერაა ასეტი) 25-სა დეკემბერსა ქრისტე იშვა ბეთლემსაო... ( smile.gif ექიმთან რომ მივიდა გაიგო რომ ფეხმძიმედ ყოფილა... 25 დეკემბერს მე დავიბადე biggrin.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 13 2007, 02:18 PM

Karo
Маиа

რა ლამაზი ამბებია.. smile.gif

გამომიდინარე იქიდან რომ ურწმუნოების ხანაში დავიბადე და გავიზარდე, სანამ გავიგებდი რომ წმინდა მარინე არსებობს, გული მწყდებოდა რომ წმინდანის სახელი არ მერქვა და დედაჩემს ვემდურებოდი მარიამი მაინც დაგერქვა-თქო ჩემთვის smile.gif

არადა პატარაობიდან მორწმუნე ვარ, ჯერ კიდევ ლაპარაკი არ ვიცოდი ნორმალურად, რომ ვამბობდი: "ღმერთმა დაფაროს! " ღმერთმა დაიფაროს ნაცვლად smile.gif

პოსტის ავტორი: mariami-k თარიღი: Feb 13 2007, 02:22 PM

ჩემი მფარველი წმინდანი ვინ იყო არ ვიცოდი, რადგან სამი და ერთად მოვინათლეთ და სახელები აერიათ. სავარაუდოდ ნინო სახელით მომნათლეს.

როცა ეკლესიური ცხოვრება დავიწყე ჩემმა მოძღვარმა მარიამი დამარქვა და ჩემი მფარველი მარიამ მეგვიპტელია.

ერში ისეთი სახელი მქვია, რომ ამ სახელის წმინდანი არ არსებობს.

http://imageshack.us

http://imageshack.us

პოსტის ავტორი: Karo თარიღი: Feb 13 2007, 07:08 PM

ეხლა მოგითხრობთ თუ როგორ დავანებე თავი სიგარეტის მოწევას smile.gif
ძალიან მომინდა სიგარეტზე თავის დანებება.. ვერ ვანებებდი, შეჩვეული ვიყავი ზედმეტად sad.gif
ამიტომ შევედი ეკლესიაში, ჩემი მფარველის, წმ. გიორგის ხატს ვთხოვე დამხმარებოდა სიგარეტზე თავის დანებებაში.
მას შემდეგ უკვე მესამე თვე გადის, ერთი ღერიც კი არ მომიწევია, არც მომნდომებია smile.gif

პოსტის ავტორი: van111 თარიღი: Feb 13 2007, 08:59 PM

ციტატა(david the iverian @ Jul 28 2006, 12:00 AM) *

აქ დავწეროთ ჩვენი სახელები და რომელ წმინდანს(წმინდანებს) მივიჩნევთ ჩვენს მფარველად...

მე მქვია დავითი და ჩემი მფარველი წმინდანები არიან: დავით გარეჯელი, დავით აღმაშენებელი, დავით მეფსალმუნე, სერაფიმე საროველი და ანთიმოზ ივერიელი.

მე ვიცი მფარველი ანგელოზი უნდა იყოს ერთი, თუ ვცდები?
ჩემი მფარველი ანგელოზი არის წმ. იოანე ნათლისმცემელი... თავიდან არ ვიცოდი რომელი წმინდანის სახელი დამარქვეს, ბევრი წმინდანია რომესაც იოანე ქვიათ, და მოძღვარმა მითხრა: რომელი წმინდანის ხსენების დღეც შენ დაბადების დღესთან არის უფრო ახლოს, ის იქნება შენი მფარველიო და ყველაზე ახლოს არის 7 ივლისი, იოანე ნათლისმცემლის შობა...
ასე რომ ჩემი მფარველი ანგელოზია იოანე ნათლისმცემელი smile.gif

პოსტის ავტორი: nino-iza თარიღი: Mar 2 2007, 03:51 PM

ჩემი მპარველია წმიდა NINO

პოსტის ავტორი: SainT_Sinner თარიღი: Apr 17 2007, 01:42 AM

ჩემი მფარველი წმიდანია ღირსი მამა სერგი რადონეჟელი......

პოსტის ავტორი: magdalina თარიღი: Apr 25 2007, 12:39 PM

სამწუხაროდ, მე არ ვიცი ჩემი მფარველი წმინდანი ვინ არის. 3 წლის მოვინათლე და არ დამამახსოვრდა, ნათლიასაც არ ახსოვს, რა თქმა უნდა და დედა, არ შემოუშვეს ტაძარში, ვინ რა იცოდა მაშინ რატომ ან რისთვის არ შეიძლებოდა შესვლა, არადა, 3 წლის ვიყავი უკვე...
ნეტა რა მაქვს ნათლობის სახელი? unsure.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 25 2007, 02:09 PM

QUOTE(magdalina @ Apr 25 2007, 01:39 PM) *

სამწუხაროდ, მე არ ვიცი ჩემი მფარველი წმინდანი ვინ არის. 3 წლის მოვინათლე და არ დამამახსოვრდა, ნათლიასაც არ ახსოვს, რა თქმა უნდა და დედა, არ შემოუშვეს ტაძარში, ვინ რა იცოდა მაშინ რატომ ან რისთვის არ შეიძლებოდა შესვლა, არადა, 3 წლის ვიყავი უკვე...
ნეტა რა მაქვს ნათლობის სახელი? unsure.gif


მაგაზე არ იდარდო smile.gif

მიდი მოძღვართან და ის შეგირჩევს სახელს smile.gif

პოსტის ავტორი: magdalina თარიღი: Apr 25 2007, 02:12 PM

marine
magdanas mezaxis xolme, magdanaTi veziarebi, magram wmindani aris magdana?

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 25 2007, 03:15 PM

QUOTE(magdalina @ Apr 25 2007, 03:12 PM) *

marine
magdanas mezaxis xolme, magdanaTi veziarebi, magram wmindani aris magdana?


მგონი არ არის, ამიტომ სთხოვე რომ წმინდანის სახელი დაგარქვას.. smile.gif

ჩემს სულიერ დას რუსუდანი ერქვა და რომ თხოვა მოძღვარს სალომე დაარქვა..

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Apr 25 2007, 03:36 PM

magdalina

ციტატა
magdanas mezaxis xolme, magdanaTi veziarebi, magram wmindani aris magdana?

ასეთი წმიდანი არსებობს სახელად მაგდანი და ხსენება არის 11/24 დეკემბერს.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 25 2007, 03:38 PM

QUOTE(ალექსანდრე @ Apr 25 2007, 04:36 PM) *

magdalina

ასეთი წმიდანი არსებობს სახელად მაგდანი და ხსენება არის 11/24 დეკემბერს.


მართალია ალექსანდრე.

აი, აქაც წერია: http://www.orthodoxy.ge/sakhelebi/ka/d_mani.htm

პოსტის ავტორი: a-l-e-q-s-a-n-d-r-e თარიღი: May 5 2007, 02:40 PM

ა ლ ე ქ ს ა ნ დ რ ე

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: May 6 2007, 11:12 PM

ნათია იგივე ფოტინე.

მამაოს ნათლობის დროს დაავიწყდა ნათლობის სახელის დარქმევა და რახან ნათია იგივე ფოტინეა ამიტომ ფოტინეა ჩემი მფარველი


უფლის საუბარი სამარიტელ დედაკაცთან (ფოტინესთან)

http://imageshack.us

წმიდა მოწამე ფოტინე იყო ის სამარიტელი დედაკაცი, რომელთანაც უფალი ჩვენი იესო ქრისტე საუბრობდა იაკობის წყაროსთან (ინ. 4,5-42). იმპერატორ ნერონის დროს (54-68) წმიდა ფოტინე ცხოვრობდა კართაგენში უმცროს ვაჟთან, იოსიასთან ერთად და უშიშრად ქადაგებდა ქრისტიანობას. უფროსი ვაჟი ბიქტორი რომაელთა ლაშქარში იბრძოდა ბარბაროსთა წინააღმდეგ. განსაკუთრებული სიმამაცისთვის ბოქტორი მხედარმთავრად დანიშნეს ქალაქ ატალიაში (მცირე აზია).

როცა ქალაქის მმართველმა სებასტიანემ შეიტყო, რომ წმიდა ბიქტორი ქრისტიანი იყო, ურჩია მას, იმპერატორის ნებას დამორჩილებოდა, დედასა და ძმას კი საჯაროდ ქადაგება შეეწყვიტათ. წმიდა ბიქტორმა უთხრა: „დედაჩემისა და ჩემი ძმის მსგავსად მეც მინდა საჯაროდ ვაღიარო ქრისტე“. სებასტიანემ კვლავ გააფრთხილა უშიშარი ქრისტიანი: „ამის გამო უბედურება მოგელისო“, მაგრამ ამ სიტყვების წარმოთქმისთანავე მწვავე ტკივილმა დაუარა თვალებში, სახე შეეცვალა და დამუნჯდა.

სამი დღე იწვა ქალაქის თავი დაბრმავებული და დამუნჯებული. მეოთხე დღეს ხმამაღლა წარმოთქვა: „მხოლოდ ქრისტეს რწმენაა ჭეშმარიტი“, გვერდით მყოფ ბიქტორს უთხრა: „ქრისტე მიხმობს“. მალე ის მოინათლა და თვალიც აეხილა. სასწაულის მხილველი სებასტიანეს მსახურებიც ბატონის მსგავსად მოინათლნენ.

მომხდარის შესახებ ნერონს ეუწყა. მან ბრძანა, ქრისტიანები რომში ჩაეყვანათ. მაშინ თვით მაცხოვარი გამოეცხადა აღმსარებლებს და უთხრა: „მე ვიქნები თქვენთან და ნერონიც და მისი მსახურნიც ძლეულნი იქნებიან, შემდეგ კი წმიდა ბიქტორს მიმართა: „დღეიდან შენი სახელი ფოტინი - ნათელსხივოსანი, რამეთუ მრავალი გაანათლო“, წმიდა სებასტიანეც გაამხნევა: „ნეტარ არს, რომელმან დაითმინოს სრულიად“. ღვთის მიერ მომავალგანცხადებული ფოტინე რამდენიმე ქრისტიანთან ერთად კართაგენიდან რომში გაემგზავრა, რათა აღმსარებლებს შეერთებოდა.

რომში იმპერატორმა თავისთან მოიხმო წმიდანები და დაკითხა. ყველა აღმსარებელმა უარი განაცხადა ქრისტეს უარყოფაზე. ნერონმა ბრძანა, წმიდანებისთვის თითიები მოეჭრათ. წამების დროს აღმსარებლებს ტკივილები არ უგრძვნიათ, ფოტინეს ხელები კი უვნებელი დარჩა. ნერონის ბრძანებით სებასტიანეს, ფოტინეს და იოსიას თვალები დათხარეს და საპყრობილეში ჩააგდეს. წმიდა ფოტინე დებთან: ანატოლიასთან, ფოტოსთან, ფოტიდასთან, პარასკევასთან და კირიაკიასთან ერთად იმპერატორის სასახლეში გაგზანეს ნერონის ასულის, დომნინას მეთვალყურეობის ქვეშ. წმიდა ფოტინემ ქრისტეს სჯულზე მოაქცია დომნინა და მისი მხევლები, მოაქცია აგრეთვე მოგვი, რომელმაც მოწამლული ღვინო მოუტანა აღმსარებლებს. გავიდა სამი წელი. ნერონმა მსახური გაგზავნა სატუსაღოში და შეიტყო, რომ მის მიერ დაბრმავებული წმიდანები, აწ უკვე სასწაულებრივად თვალახელილნი, ისევ უშიშრად ქადაგებდნენ ქრისტეს, ხალხიც ბლომად მიდიოდა მათთან და საპყრობილე ღვთის სადიდებელ ადგილად ქცეულიყო. იმპერატორმა ბრძანა ჯვარზე გაეკრათა წმიდანები და სამი დღის განმავლობაში ეცემათ. მეოთხე დღეს, წამების ადგილზე მისული ნერონის მსახურები დაბრმავდნენ. უფლის ანგელოზმა მოწამენი გაათავისუფლა და განკურნა. წმიდანები შეევედრნენ უფალს, რომ თვალისჩინი დაებრუნებინა წარმართებისთვის. განკურნებულებმა ირწმუნეს ქრისტეს ყოვლისშემძლეობა და მოინათლნენ.

გამძვინვარებულმა ნერონმა ბრძანა, ტყავი გაეძროთ წმიდა ფოტინესათვის და ჭაში ჩაეგდოთ. წმიდა სებასტიანეს, ფოტინის და იოსიას წვივები დააჭრეს, ძაღლებს მიუგდეს, შემდეგ კი ტყავი გააძვრეს. საშინლად აწამეს წმიდა ფოტინეს დებიც. ნერონმა ბრძანა მათთვის მკერდი დაეჭრათ, შემდეგ კი ტყავი გაეძროთ. წმიდა ფოტიდა ფეხებით მიაბეს ორი დადრეკილი ხის წვეროებს და შუაში გაგლიჯეს. დანარჩენებს თავი მოჰკვეთეს. წმიდა ფოტინე ჭიდან ამოიყვანეს და ოცი დღით ჩაამწყვდიეს საპყრობილეში.

ამის შემდეგ ნერონმა თავისთან მოიხმო წმიდანი და ურჩია დამორჩილებოდა და კერპებისათვის მსხვერპლი შეეწირა. წმიდა ფოტინემ შენეწყვა იმპერატორს და უთხრა: „უსჯულო, ბრმაო, უგუნურო და გონდაკარგულო! ნუთუ იფიქრე, რომ უარვყოფ მეუფე ქრისტეს და მსხვერპლს შევწირავ შენსავით ბრმა კერპებს?“ ნერონმა კვლავ ჭაში ჩააგდებინა წმიდანი, სადაც აღესრულა კიდეც.

პოსტის ავტორი: ulvashi თარიღი: May 24 2007, 10:01 AM

მე გრიგოლი მქვია და ძალიან ვამაყობ ჩემი სახელით
გრიგოლ ხანძთელია ჩემი მფარველი წმინდანი

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 24 2007, 11:32 AM

ციტატა(ulvashi @ May 24 2007, 11:01 AM) *

მე გრიგოლი მქვია და ძალიან ვამაყობ ჩემი სახელით
გრიგოლ ხანძთელია ჩემი მფარველი წმინდანი


გრიგოლ, წმინდა გრიგოლ ხანძთელის დაუჯდომელი მაქვს, თუ შენ არ გაქვს შემიძლია გაჩუქო smile.gif

პოსტის ავტორი: ulvashi თარიღი: May 24 2007, 11:44 AM

ციტატა
marine

smile.gif
გმადლობ

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 24 2007, 12:17 PM

ციტატა(ulvashi @ May 24 2007, 12:44 PM) *

smile.gif
გმადლობ


შევთანხმდეთ, გრიგოლ და გადმოგცემ smile.gif

პოსტის ავტორი: magdalina თარიღი: May 24 2007, 04:10 PM

ალექსანდრე
გმადლობ, ჩემო კარგო, კი ვიცოდი ეგ წმინდანი, მაგრამ არ ვიცი ეგ სახელი დამარქვეს თუ არა ნათლობისას. თუმცა, ჩემი მოძღვარი მაგდანას მეძახის.

პოსტის ავტორი: likka თარიღი: May 24 2007, 07:46 PM

წმინდად ლიაზე ხომ არ იცით ვინმემ რამე?
ხსენების დღე მაინც...




პ.ს ჩემს ტაძარში არის მისი ფრესკა, ჯვარის მამაში....smile.gif

პოსტის ავტორი: მამფალი თარიღი: May 24 2007, 08:43 PM

მეკი ჩემ სახელზე არაფერი არ ვიცი. წმინდა ზურა არ გამიგია

პოსტის ავტორი: likka თარიღი: May 24 2007, 08:46 PM

მამფალი

ციტატა
მეკი ჩემ სახელზე არაფერი არ ვიცი. წმინდა ზურა არ გამიგია



არც მე...biggrin.gif
ზურა არა, მარა ზურაბი იქნება ალბათ....biggrin.gif


ისე შენი სახელი არაბულია და ნიშნავს ოქროს წყალს თუ გაინტერესებს ..biggrin.gif

პოსტის ავტორი: adamis_nekni თარიღი: May 24 2007, 08:48 PM

ჩემი სახელია ნინო და ჩემი მფარველი წმინდა ნინოა

პოსტის ავტორი: მამფალი თარიღი: May 24 2007, 09:13 PM

ციტატა
ისე შენი სახელი არაბულია და ნიშნავს ოქროს წყალს თუ გაინტერესებს


არა, ვიცოდი რომ სასწაული ვიყავი მარა ასეთი? "P smile.gif
დღეიდან არაბების მომხრე ვარ. biggrin.gif

ჭკვიანი ხალხია

პოსტის ავტორი: adamis_nekni თარიღი: May 24 2007, 09:14 PM

ციტატა(მამფალი @ May 24 2007, 09:13 PM) *

არა, ვიცოდი რომ სასწაული ვიყავი მარა ასეთი? "P smile.gif
დღეიდან არაბების მომხრე ვარ. biggrin.gif

ჭკვიანი ხალხია

laugh.gif laugh.gif განდიდების მანია არ დაგემართოს tongue.gif

პოსტის ავტორი: sofi89 თარიღი: May 24 2007, 09:53 PM

ციტატა
არა, ვიცოდი რომ სასწაული ვიყავი მარა ასეთი? "P
დღეიდან არაბების მომხრე ვარ.

ჭკვიანი ხალხია


განდიდების მანია არ დაგემართოს

აბაა კაცო, აქ რა დღეშია ხოლმე... laugh.gif და მე რო ვნახე ნეტა რა სჭირდა მაშინ?ხმა ვერ ამოვაღებინე tongue.gif laugh.gif

პოსტის ავტორი: ::სალომე:: თარიღი: May 25 2007, 12:57 PM

ჩემი მფარველი წმინდანები არიან წმ.სალომე უჯარმელი, წმ.სალომე (სპარსთაგან წამებული ) და მენელსაცხებლე დედა წმ.სალომე

პოსტის ავტორი: ubralod gio თარიღი: May 29 2007, 11:42 AM

მე კი მართლმადიდებლობის მახვილი ასე რომ ვთქვა მგონი არაუშავს ქართველებისთვის განსაკუთრებულად საყვარელი წმინდანი წმ.გიორგი მწყალობსsmile.gif

პოსტის ავტორი: შევრდომილი თარიღი: May 31 2007, 08:00 PM

ციტატა(magdalina @ Apr 25 2007, 01:12 PM) *

marine
magdanas mezaxis xolme, magdanaTi veziarebi, magram wmindani aris magdana?

მეც მაგდა მქვია smile.gif და მფარველი წმინდანი მარტო მაგდანი კი არა მარიამ მაგდალინელიცაა. იმიტომ, რომ სახელი ”მაგდა” სწორედ მაგდალინელიდან წარმოიშვა.

პოსტის ავტორი: ai gogoo თარიღი: May 31 2007, 08:45 PM

მე ნატალია ვარ და შესაბამისად,ჩემი მფარველი წმინდანიც
არის წმინდა ნატალია.

პოსტის ავტორი: serafita თარიღი: Jun 1 2007, 04:09 PM

ჩემი მფარველია წმინდა მარინე

პოსტის ავტორი: catherina_10 თარიღი: Jun 1 2007, 04:34 PM

მე ეკა მქვია და ჩემი მპარველი ანგელოზი წმ. ეკატერინეა რომლის ხსენების დღე არის 7 დეკემბერს

პოსტის ავტორი: di_onise თარიღი: Jun 5 2007, 02:23 PM

იმედა მქვია. ადრე არ მეგონა, ჩემი სახელი თუ მართლმადიდებლური იყო, მაგრამ შემდეგ ვნახე წმინდანთა სახელებში და იცით როგორ გამეხარდა ?!!! smile.gif
ისე ჩემ ნიკზეც მეუბნებოდნენ შეიცვალეო, (მაინც ბერძნული მითოლოგიიდან როა) მაგრამ ერთხელ ყური მოვკარი, რომ მართლმადიდებელ მოძღვარს ერქვა ეს სახელი და.........
იმის მერე სრული სიამაყით დავდივარ smile.gif

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Jun 5 2007, 03:29 PM

ციტატა
მოძღვარს ერქვა ეს სახელი და.

წმიდა დიონისე არეოპაგელი (I)

წმიდა ათონელი ღირსმოწამენი: იაკობი და მოწაფენი მისნი -
ბერდიაკონი იაკობი და დიონისე მონაზონი (+დაახ. 1520)

წმიდა მოწამენი ბარბარ მხედარი, ბაქო, კალემახო და დიონისე (+362)

მღვდელმოწამე დიონისე - ალექსანდრიელი ეპისკოპოსი (+264-265)

პოსტის ავტორი: di_onise თარიღი: Jun 6 2007, 10:32 AM

ციტატა(ალექსანდრე @ Jun 5 2007, 03:29 PM) *

წმიდა დიონისე არეოპაგელი (I)

წმიდა ათონელი ღირსმოწამენი: იაკობი და მოწაფენი მისნი -
ბერდიაკონი იაკობი და დიონისე მონაზონი (+დაახ. 1520)

წმიდა მოწამენი ბარბარ მხედარი, ბაქო, კალემახო და დიონისე (+362)

მღვდელმოწამე დიონისე - ალექსანდრიელი ეპისკოპოსი (+264-265)


მადლობთ smile.gif
გაიხარე wink.gif

პოსტის ავტორი: natiko თარიღი: Jul 8 2007, 11:53 AM

მე თავად ნათია მქვია და ჩემი მფარველი ანგელოზია წმინდა ფოტინე

IPB-ს სურათი IPB-ს სურათი


dagnebdit.gif

პოსტის ავტორი: Tamro თარიღი: Jul 9 2007, 02:46 PM

მე თამარი ვარ და რამდენადაც ვიცი ებრაულია და ქართულად ფინიკს ნიშნავს, ჩემი მფარველი წმინდანი კი კეთილმორწმუნე წმიდა თამარ მეფეა IPB-ს სურათი IPB-ს სურათი IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: გ ი ო რ გ ი თარიღი: Jul 9 2007, 09:42 PM

ჩემი მფარველი წმინდანია წმინდა გიორგი.

პოსტის ავტორი: stch თარიღი: Jul 9 2007, 10:43 PM

მე გიორგი მქვია და რამდენი ჩემი მოსახელე წიდანია თქვენ დათვალეთ laugh.gif

პოსტის ავტორი: gvantsi თარიღი: Jul 15 2007, 05:05 PM

მე გვანცა მქვია,წმინდა გვანცას შესახებ არაფერი გამიგია,მაგრამ ვიცი რომ ყოველთა წმიდათა დღეს იხსენიებენ წმინდა გვანცასაც,24 დეკემბერს,მაგრამ სამწუხაროდ არც ხატი მინახავს და მგონი არც არსებობს

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 15 2007, 05:09 PM

ციტატა(gvantsi @ Jul 15 2007, 06:05 PM) *

მე გვანცა მქვია,წმინდა გვანცას შესახებ არაფერი გამიგია,მაგრამ ვიცი რომ ყოველთა წმიდათა დღეს იხსენიებენ წმინდა გვანცასაც,24 დეკემბერს,მაგრამ სამწუხაროდ არც ხატი მინახავს და მგონი არც არსებობს


წმინდა გვანცას ხატი ცალკე არა მგონია, მაგრამ არსებობს და იყიდება ყოველთა ქართველთა წმინდათა ხატი და ეს წმინდანიც მათ შორის მოიაზრება smile.gif

არსებობს ყოველთა ქართველთა წმინდათა სახელობის ტაძარი დიდ დიღომში, რომლის დღესასწაულიც 24 დეკემბერსაა (მე პირადად ამ ტაძრის მრევლი ვარ smile.gif )

პოსტის ავტორი: Tatarashvili თარიღი: Jul 15 2007, 05:28 PM

ჩემი მფარველი წმინდანია... წმინდა გიორგი smile.gif

პოსტის ავტორი: izi-bartki თარიღი: Jul 27 2007, 08:30 PM

ჩემი მფარველი წმინდანია ანნა წინასწარმეტყველი,დიდი ხანი ვეძებდი მის ხატს და ღვთის მადლით ახლა მაქვსsmile.gifმადლიერი ვარ ჩემი მფარველი წმინდანისა,განსაცდელის დროს ძალიან მიწყალობაsmile.gif:

პოსტის ავტორი: kisish თარიღი: Aug 16 2007, 11:38 AM

ჩემი მფარველი წმინდანია, წმ.ნანა

მაგრამ ყოველთვის როცა თავს ცუდად ვგრძნობ წმ.ბარბარეს ვთხოვ დახმარებას და მაშინვე ვგრძნობ მის თანადგომას smile.gif

პოსტის ავტორი: izi-bartki თარიღი: Aug 20 2007, 02:00 AM

მაგრამ წმინდა ნიკოლოზი ძალიან მფარველობსsmile.gif მადლიერი ვარ მისი...smile.gifვთხოვ რომ კიდევ ბევრი კეთილი საქმის გაკეთებაში შემეწიოს!.....

პოსტის ავტორი: komisia თარიღი: Aug 20 2007, 02:52 AM

წმინდა გიორგი.

პოსტის ავტორი: Lenus თარიღი: Aug 20 2007, 08:24 AM

მეც საინტერესო ისტორია მაქვს. დავიბადე კომუნისტების დროს (ფული რო ფულობდაsmile.gif) და მამაჩემმა დამარქვა მამამისის სახელი - სიმონი.

იმ დროს, სიმონი იყო რაღაც სასწაული სახელი, სკოლაში დაცინვა, ნათესავების ღადაობა არ დამკლებია, მიუხედავად იმისა რომ მეორე სახელი დაბადებისთანავე მომაწებეს.

არ დამავიწყდება, 8 წლის ვარ და მამაჩემის უფროსი (პარტიული კაცი, სამმართველოს თუ ტრესტის მმართველი) სტუმრადაა ოჯახში და ეს ამბავი გაიგო, და მთელი გულწრფელობით მეუბნება - მაგ სახელის როგორ გრცხვენია, რომ გაიზრდები მამაშენს დიდ მადლობას ეტყვიო.
მეთქი, ვერაა ეს კაცი ტვინზე, არც მიმიქცევია მაშინ ყურადღება.

გამოხდა ხანი... ბეთანიის მონასტერში ვარ, უკვე ვმარხულობ, ეკელსიაში დავდივარ, ვეზიარები (რასაკვირველია ნათლობის სახელიც სიმონი დამენათლა), და თვენი პირველად ჩამივარდა ხელში. ვიფიქრე აბა შევამოწმო, წესით და რიგით რა უნდა დაერქმიათ მეთქი და ჰოი საოცრებავ - ჩემს დაბადების დღეზე (10 მაისი, ა.ს.) - მღვდელმოწამე სიმონი, 107 წელს მოწამეობრივად გარდაცვლილი, ჰურიებმა კლდიდან თუ ტაძრის კედლიდან გადაჩეხეს, იერუსალიმის მე-2 პატრიარქი, იაკობის შემდეგ, ხორციელად ნათესავი უფლისა, ზებედეს (ვაიმე გუჯა! IPB-ს სურათი) შვილი, ანუ იაკობ მოციქულის ძმა.

სიმართლე რომ ვთქვა დიდი მოკვლევა ჯერ ვერ ჩავატარე, მაგრამ მადლობელი დაგრჩებოდით ინფორმაციისთვის.

სახელმა კი მართლა გაამართლა. რაც კომუნისტები გადავარდნენ (და ფული გაფუჭდა wink.gif) უცხოელებთან ვმუშაობ, სახელიც ითარგმნება გადასარევად : საიმონ, რუსულად სიმონ, ფრანგები სიმო, და არის ასე ურთიერთპატივისცემა და სიმონტკბილობა... IPB-ს სურათი

პრობლემა სხვა რამეშია: იმ მეორე სახელს ვეღარ ვიშორებ... IPB-ს სურათიიმეილივითაა, რო გახსნი და აღარ გინდა IPB-ს სურათი IPB-ს სურათი IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: nini egriseli თარიღი: Aug 20 2007, 11:26 AM

ჩემი მფარველი წმინდა ნინოა.ძალიან მიყვარს ეს წმინდანი და ვთვლი, რომ ყოველთვის მეხმარება, მწყალობს.ბევრ ქართველს ჰქვია ეს სახელი და მიხარია.ასევე ძალიან მიყვარს წმინდა ბარბარე ,განსაკუთრების ბავშვების მფარველი და შემწეა . ყველა წმინდანის მადლი გფარავდეთ და შეგეწიოთ!

პოსტის ავტორი: alilo თარიღი: Aug 24 2007, 07:34 PM

ჩემი მფარველი წმიდანი არის დიდ მოწამე წმიდა გიორგი. და რათქმა უნდა ყველა წიმდანი ვისაც შევევედრებით შუამდგომლობას უფალთან ისიც ჩვენი ფარველი წმიდანებია.

http://imageshack.us

პოსტის ავტორი: serapioni თარიღი: Oct 20 2007, 12:16 PM

ჩემი მარველი წმინდანია, წმინდა გიორგი.

ძალიან მაინტერესებს თუ გაქვთ რაიმე ცნობები "ლაშას" შესახებ და არსებობს თუ არა მისი ხატი...

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Oct 20 2007, 04:16 PM

ციტატა(gvantsi @ Jul 15 2007, 06:05 PM) *

მე გვანცა მქვია,წმინდა გვანცას შესახებ არაფერი გამიგია,მაგრამ ვიცი რომ ყოველთა წმიდათა დღეს იხსენიებენ წმინდა გვანცასაც,24 დეკემბერს,მაგრამ სამწუხაროდ არც ხატი მინახავს და მგონი არც არსებობს

წმინდა გვანცა დემეტრე თავდადებულის დედაა. ნამდვილად ვიცი, რომ მის ხატს წერდნენ რამდენიმე წლის წინ, თუმცა დაიწერა თუ არა, ვერ გეტყვი..

პოსტის ავტორი: xornabujeli თარიღი: Oct 21 2007, 02:23 AM

ციტატა(alilo @ Aug 24 2007, 06:34 PM) *

ჩემი მფარველი წმიდანი არის დიდ მოწამე წმიდა გიორგი. და რათქმა უნდა ყველა წიმდანი ვისაც შევევედრებით შუამდგომლობას უფალთან ისიც ჩვენი ფარველი წმიდანებია.

http://imageshack.us

smile.gif ჩემიც წმიდა გიორგია,შეგვეწიოს მისი ლოცვა.

პოსტის ავტორი: serapioni თარიღი: Oct 22 2007, 12:42 PM

ჩემი მფარველიც წმინდა გიორგია!!!... საქართველოში უმრავლესობა გიორგიააsmile.gifsmile.gifsmile.gif

პოსტის ავტორი: ვალერი თარიღი: Oct 22 2007, 12:47 PM

მე მქვია ვალერი. ჩემი მფარველი წმინდანია წმ. ვალერიანე. იქნებ ვინმეს გქონდეთ მისი ხატი ან რაიმე იცოდეთ მისი ცხოვრების შესახებ

პოსტის ავტორი: ann-ann თარიღი: Oct 26 2007, 11:05 PM

მოგესალმებით ფორუმელებო თუ არ შეწუხდებით იქნებ დაწვრილებით მითხრად წმ. მაიას შესახებ და წმ. ანას შესახებ როგორც ვიცი ორი წმ.ანნა იყო. გმადლობთ წინასწარ გაი ხარეთ

პოსტის ავტორი: Ismail თარიღი: Oct 27 2007, 03:46 PM

ხალხო, თუ იცით, წმინდა ზურაბი არსებობს? huh.gif

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Oct 27 2007, 04:07 PM

ციტატა(ვალერი @ Oct 22 2007, 10:47 AM) *

მე მქვია ვალერი. ჩემი მფარველი წმინდანია წმ. ვალერიანე. იქნებ ვინმეს გქონდეთ მისი ხატი ან რაიმე იცოდეთ მისი ცხოვრების შესახებ


ბევრი არ ვიცი ვალერი, რაც ვიცი მოკლედ დაგიწერ: წმინდა მოწამენი Justin, Hariton, Harita, Evelpist, Jeraks, Peon, Valerijan , Just მოწამეობრივად აღესრულნენ 163 წელს რომში მარკ აურელიუსის დროს (თავკვეთა).
მათი მოხსენიების დღეა ძველი სტილით 1 ივნისი და ახლით კი 14 ივნისი.

ხატი თუ სადმე ვნახე, მოგცემ.


პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Oct 27 2007, 04:33 PM

Ismail

ციტატა
ხალხო, თუ იცით, წმინდა ზურაბი არსებობს?


კი, აი აქ მოძებნე : http://www.orthodoxy.ge/calendar_2006/12/1112.htm

ის არის საქართველოში წამებულ ყოველთა წმიდათა სიაში, რომლის ნახვაც შეგიძლიათ საეკლესიო კალენდარში
მათი ხსენების დღეს (11(24) დეკემბერს).

პოსტის ავტორი: Ismail თარიღი: Oct 27 2007, 06:56 PM

Kato Bato
მადლობა, smile.gif ყოფილა თურმე.

პოსტის ავტორი: ვალერი თარიღი: Oct 30 2007, 01:27 PM

ციტატა(staywhite @ Oct 27 2007, 04:07 PM) *

ბევრი არ ვიცი ვალერი, რაც ვიცი მოკლედ დაგიწერ: წმინდა მოწამენი Justin, Hariton, Harita, Evelpist, Jeraks, Peon, Valerijan , Just მოწამეობრივად აღესრულნენ 163 წელს რომში მარკ აურელიუსის დროს (თავკვეთა).
მათი მოხსენიების დღეა ძველი სტილით 1 ივნისი და ახლით კი 14 ივნისი.

ხატი თუ სადმე ვნახე, მოგცემ.

მადლობთsmile.gif

პოსტის ავტორი: TuTashxia თარიღი: Oct 30 2007, 07:50 PM

თათა(თამარი)
შესაბამისად ჩემი მფარველი წმინდანია თამარი. smile.gif

პოსტის ავტორი: NaNN თარიღი: Oct 31 2007, 04:23 PM

ჩემი მფარველი წმინდა გიორგი და წმინდა ნანაა.


პოსტის ავტორი: khat-nino თარიღი: Nov 1 2007, 01:17 PM

სალამი ყველას! მე მაყავს ტყუპისცალი და მე მქვია ხათუნა ჩემს დას კი ეკა. ვართ დაბადებული ნინოობას. 27 იანვარს. ხომ წარმოგიდგენიათ როგორ მადლიან დღეს ვართ დაბადებული. ძალიან ბევრი მეკითხებოდა ერთერთს ნინო რატომ არ გქვიათო? ამ შეკითხვას ჩემს მშობლებსაც ვუსვამდი? და პასუხი ასეთი მქონდა მაშინ ნინოობას 14 ნოემბერს ძველი სტილით აღნიშნავდნენთქო. მაგრამ შინაგანად ბავშვობიდანვე ყოველთვის მინდოდა ნინო მრქმეოდა. ხოდა 1 წლის წინ ავიხდინე ოცნება (ჩემი მოძღვარიც სულ მეკითხებოდა სახელის შეცვლა არ გინდაო? ამ დროს არც კი იცოდა ჩემი დაბადების დღე) და 27 იანვარს საიდუმლო ზიარება მივიღე როგორც მხევალმა ღვთისამ ნინომ. ერთი კვირის წინ კი ბოდბე მოვილოცე (საოცარია იქაურობა წამოსვლა არ მინდოდა), მის წმიდა წყალშიც ჩავედი და ძლიან ბედნიერი ვარ. ვინ არ ხართ ნამყოფი ბოდბეში აუცილებლად მოინახულეთ ეს წმინდა, ღვთივკურთხეული და მადლმოსილი ადგილი.

პატივისცემით ნინო

პოსტის ავტორი: ანა_ანა თარიღი: Nov 1 2007, 02:23 PM

ჩემი მფარველი ანგელოზია ღვთისმშობილის დედა ანა smile.gif







პოსტის ავტორი: პელაგია თარიღი: Nov 2 2007, 04:20 PM

ჩემი მფარველი წმინდანი პელაგიაა. თანაც 1 კი არა 4.

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Nov 2 2007, 05:24 PM

მფარველი წმინდანი მხოლოდ ტანამოსახელე წმინდანია, ის წმინდანი, რომელიც გამორჩეულად გიყვარს, თუ რამოდენიმე?

პოსტის ავტორი: mariami-k თარიღი: Nov 2 2007, 09:40 PM

მხევალი ნინო

ციტატა
მფარველი წმინდანი მხოლოდ ტანამოსახელე წმინდანია, ის წმინდანი, რომელიც გამორჩეულად გიყვარს, თუ რამოდენიმე?

ვისი სახელიც გქვია.

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Nov 3 2007, 05:22 PM

mariami-k

ციტატა
ვისი სახელიც გქვია.



რა იცი?

პოსტის ავტორი: mariami-k თარიღი: Nov 3 2007, 09:17 PM

მხევალი ნინო

ციტატა
რა იცი?

ვიცი. დედა გლაფირასგან.

პოსტის ავტორი: tinka თარიღი: Nov 3 2007, 09:18 PM

ციტატა(მხევალი ნინო @ Nov 2 2007, 05:24 PM) *

მფარველი წმინდანი მხოლოდ ტანამოსახელე წმინდანია, ის წმინდანი, რომელიც გამორჩეულად გიყვარს, თუ რამოდენიმე?


რავი, მაგალითად ჩემი მოსახელე წმინდანი თინათინია, მაგრამ ჩემს მფარველ წმინდანად წმინდა ნინოსაც მივიჩნევ, რადგან მისი ხსენების დღეს ვარ დაბადებული და თან ეს წმინდანი გამორჩეულად მიყვარს smile.gif

პოსტის ავტორი: gugua თარიღი: Nov 4 2007, 09:53 PM

IPB-ს სურათი

ასეთი წმინდა გიორგის ხატი თუ გინახავთ?
ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ ტრადიციული გველეშაპის ნაცვლად სპარსი მეომარია, ან სულაც შაჰ-აბაზი!?

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Nov 5 2007, 01:39 PM

ციტატა(gugua @ Nov 4 2007, 09:53 PM) *

IPB-ს სურათი

ასეთი წმინდა გიორგის ხატი თუ გინახავთ?
ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ ტრადიციული გველეშაპის ნაცვლად სპარსი მეომარია, ან სულაც შაჰ-აბაზი!?






ძალიან კარგი შეკითხვაა, მაგრამ მფარველ წმინდანთნ რა კავშირი აქვს?????

პოსტის ავტორი: gugua თარიღი: Nov 5 2007, 09:56 PM

მე თვითონ გიორგი ვარ და წმინდა გიორგის მფარველობის ქვეშ ვიმყოფები! ამას ვგრძნობ ხშირად... ბევრი ხატი მინახავს წმინდა გიორგისა, მაგრამ ასეთი - არა! გადავწყვიტე, რომ სხვებისთვისაც მეჩვენებინა!
გიორგი ალავერდაშვილი

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Nov 5 2007, 10:00 PM

გაიხარე გიორგი smile.gif ძალიან საინტერესო ხატია, კარგია რომ გვაჩვენე. ალბათ არ გეწყინება, რომ დავაკოპირე და მეც ვაჩვენებ მოძღვარს, იქნებ იცოდეს რაიმე ამ ხატის თაობაზე.

წმინდა გიორგის მადლი ნუ მოგკლებოდეს.

პოსტის ავტორი: gugua თარიღი: Nov 6 2007, 08:16 AM

staywhite-ს!
ეგ წმინდა გიორგის ხატი ფერეიდნულია! ძალიან საინტერესო!!! თანაც ძველია!!! მე ჩემი მფარველი წმინდა გიორგის მინიატურული ხატი ისპაჰანში ერთ-ერთ ოჯახში დავტოვე... მეგონა, რომ ხატთან განშორების შემდეგ ჩემი საქმეები ცუდად წავიდოდა, მაგრამ მოხდა პირიქით! დარწმუნებული ვარ, რომ ახლა იმ ოჯახს იცავს და ეს კი დიდი მადლია! გააჩნია, ვის აჩუქებ და რა ვითარებაში...

პოსტის ავტორი: deli თარიღი: Nov 6 2007, 04:12 PM

მე ვახტანგი მქვია და ვახტანგ გორგასალი ნმფარველობს,მაგრამ ვთვლი რომ მთავრანგელოზი მიქაელიც.

პოსტის ავტორი: gugua თარიღი: Nov 6 2007, 09:11 PM

ერთ მართლაცდა სიწმინდეს კიდევ შემოგთავაზებთ... ოღონდ გადაღების ადგილს ვერ გავამხელ... უბრალოდ დიდი ხანია ეს ფოტო ჩემს არქივშია და მინდა რომ სხვამაც ნახოს...

IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Nov 7 2007, 02:19 AM

ციტატა(gugua @ Nov 4 2007, 08:53 PM) *

IPB-ს სურათი

ასეთი წმინდა გიორგის ხატი თუ გინახავთ?
ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ ტრადიციული გველეშაპის ნაცვლად სპარსი მეომარია, ან სულაც შაჰ-აბაზი!?

წმიდა გიორგის მსგავსი გამოსახულებიანი ხატები უძველესია, წმიდა გიორგის ამ ხატზე არა სპარსი მეომარი ან შაჰ–აბაზი, არამედ ღვთისმებრძოლი იმპერატორი დიოკლეტიანეა გამოსახული. გაიგივებულია როგორც ბოროტების სიმბოლოსთან.

ციტატა(gugua @ Nov 6 2007, 08:11 PM) *

ერთ მართლაცდა სიწმინდეს კიდევ შემოგთავაზებთ... ოღონდ გადაღების ადგილს ვერ გავამხელ... უბრალოდ დიდი ხანია ეს ფოტო ჩემს არქივშია და მინდა რომ სხვამაც ნახოს...

IPB-ს სურათი

ვერ ვხედავ კარგად რა სიწმიდეა?

პოსტის ავტორი: gugua თარიღი: Nov 8 2007, 08:47 PM

ალექსანდრეს!
ძმავ და მეგობარო! დიდი მადლობა გამოხმაურებისათვის და ინფორმაციისათვის. თუ იცი კიდევ რამე ამ ხატის შესახებ - შემატყობინე, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მე რა ინფორმაციაც მქონდა, ის მოგაწოდეთ. მაინტერესებს რომელი საუკუნისაა ან ამჟამად სად ინახება?
რაც შეეხება მეორე ფოტოს, მეტს ვერაფერს ვერ გეტყვით, სასურველია, პირადად შეხვედრისას ვისაუბროთ!

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Nov 9 2007, 12:01 AM

gugua

ციტატა
ლექსანდრეს!ძმავ და მეგობარო! დიდი მადლობა გამოხმაურებისათვის და ინფორმაციისათვის. თუ იცი კიდევ რამე ამ ხატის შესახებ - შემატყობინე, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მე რა ინფორმაციაც მქონდა, ის მოგაწოდეთ. მაინტერესებს რომელი საუკუნისაა ან ამჟამად სად ინახება?

ჩემდა სამწუხაროდ, ნამდვილად არ მახსოვს რომელი საუკნის ხატია ან სად ინახება. შესაძლოა ხელოვნების მუზეუმში იყოს, როგორც ყველა სხვა უძველესი ხატები, ნამდვილად არ მახსოვს.

აი კიდევ ჩემს კომიუტერში მსგავსი ხატები აღმოვაჩინე
IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Nov 9 2007, 05:27 AM

ესეც ქვემო ბეთლემის ტაძრის ფრესკა

IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: xornabujeli თარიღი: Nov 9 2007, 08:48 PM

smile.gif ჩემი მფარველი წმიდა დიდმოწამე გიორგია.
"წმიდა გიორგი გეწეოდეთ ყოველგვარ ხილულ და უხილავ ბოროტზე ძლევაში."

პოსტის ავტორი: gugua თარიღი: Nov 9 2007, 11:37 PM

ალექსანდრეს!
ბრწყინვალეა!!!

პოსტის ავტორი: ekone თარიღი: Nov 12 2007, 05:18 PM

rogor gabarkbio chemi mfarbeli cmindani?

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Nov 12 2007, 05:20 PM

ციტატა(ekone @ Nov 12 2007, 02:18 PM) *

rogor gabarkbio chemi mfarbeli cmindani?


ძირითადად სახელის მიხედვით, რაც გქვია ან როდის ხარ დაბადებული.ან აირჩიე შენ თვითონ,მგონი ესეც შეიძლება smile.gif

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Nov 13 2007, 04:51 AM

ციტატა(ვალერი @ Oct 22 2007, 09:47 AM) *

მე მქვია ვალერი. ჩემი მფარველი წმინდანია წმ. ვალერიანე. იქნებ ვინმეს გქონდეთ მისი ხატი ან რაიმე იცოდეთ მისი ცხოვრების შესახებ


წმინდა ვალერიანე

IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: serafita თარიღი: Nov 13 2007, 01:26 PM

წმინდა მარინეს ხატი იქნებ დადოთ ვინმემ?

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 13 2007, 02:23 PM

ციტატა(serafita @ Nov 13 2007, 01:26 PM) *

წმინდა მარინეს ხატი იქნებ დადოთ ვინმემ?

IPB-ს სურათი

ჩვენი მფარველი ანგელოზი..smile.gif

პოსტის ავტორი: serafita თარიღი: Nov 13 2007, 04:50 PM

marine
ძალიან დიდი მადლობა, მწ. მარინეს ხატისათვის.madlioba.gif
მეც მარინე მქვია 001.gif

პოსტის ავტორი: ვალერი თარიღი: Nov 13 2007, 09:43 PM

ციტატა(staywhite @ Nov 13 2007, 04:51 AM) *

წმინდა ვალერიანე

IPB-ს სურათი


დიდი მადლობა, ძალიან გამახარე smile.gif

გფარავდეს ღმერთი

პოსტის ავტორი: ვალერი თარიღი: Nov 13 2007, 11:06 PM

აი ახლა ვნახე კიდე დამატებითი ინფორმაცია წმ. ვალერიზე ამ ბმულზე:
http://days.pravoslavie.ru/Images/im1691.htm

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 14 2007, 11:50 AM

ციტატა(serafita @ Nov 13 2007, 04:50 PM) *

marine
ძალიან დიდი მადლობა, მწ. მარინეს ხატისათვის.madlioba.gif
მეც მარინე მქვია 001.gif


რისი მადლობა smile.gif

ვიცოდი, რომ ჩემი სეხნია ხარ, ადრე დაპოსტე რომელღაცა თემაში wub.gif

წმიდა მარინე იყოს ჩვენი ლოცვების მიმტანი უფალთან smile.gif

პოსტის ავტორი: Lela_Orthodoxy თარიღი: Nov 15 2007, 06:45 PM

მოგესალმებით. ჩემი მფარველია წმ.ლელა,რომელიც 100000 მოწამეთა შორის იყო. მაინტერესებს წმ.ლელას ხატი თუ არსებობს... გმადლობთ.

პოსტის ავტორი: leluka თარიღი: Nov 15 2007, 07:00 PM

ციტატა
მოგესალმებით. ჩემი მფარველია წმ.ლელა,რომელიც 100000 მოწამეთა შორის იყო. მაინტერესებს წმ.ლელას ხატი თუ არსებობს... გმადლობთ.
შენ გეიხარეე : )

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 16 2007, 12:03 PM

ციტატა(Lela_Orthodoxy @ Nov 15 2007, 06:45 PM) *

მოგესალმებით. ჩემი მფარველია წმ.ლელა,რომელიც 100000 მოწამეთა შორის იყო. მაინტერესებს წმ.ლელას ხატი თუ არსებობს... გმადლობთ.


ცალკე წმიდა ლელას ხატი არამგონია, მაგრამ ყოველთა ქართველთა წმიდათა ხატს თუ შეიძენ, იქ დაწერილ წმინდანებში შენი მფარველი ანგელოზიც იგულისხმება smile.gif

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Nov 16 2007, 12:11 PM

gugua
ეგ მგონი სვანური უნდა იყოს.

პოსტის ავტორი: Lela_Orthodoxy თარიღი: Nov 17 2007, 12:06 AM

marine
მადლობა ჩემო კარგო, დაგლოცოს ღმერთმა. smile.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 18 2007, 03:56 PM

ციტატა(Lela_Orthodoxy @ Nov 17 2007, 01:06 AM) *

marine
მადლობა ჩემო კარგო, დაგლოცოს ღმერთმა. smile.gif


შენთან ერთად, ლელა smile.gif მე მაკაც მქვია და ესეც ლელას მსგავსად ქართველი წმინდანის სახელია. ხსენება 24 დეკემბერსაა. ყოველთა ქართველთა წმიდათა სახელობის ტაძარი დიდ დიღომში და იქ ვარ მრევლი rolleyes.gif თუ გვესტუმრები, პირობას გაძლევ რომ მოიხიბლები, მიუხედავად იმისა რომ ტაძარი სკოლის შენობაშია smile.gif

პოსტის ავტორი: ann_ann9 თარიღი: Nov 29 2007, 12:56 AM

ციტატა(izi-bartki @ Jul 27 2007, 07:30 PM) *

ჩემი მფარველი წმინდანია ანნა წინასწარმეტყველი,დიდი ხანი ვეძებდი მის ხატს და ღვთის მადლით ახლა მაქვსsmile.gifმადლიერი ვარ ჩემი მფარველი წმინდანისა,განსაცდელის დროს ძალიან მიწყალობაsmile.gif:

ანნა თუ არ შეწუხდები წმ, ანნას ხატი გამომიგზავნე..ანნა წინასწარმეტყველის და ღვთისმშობლის დედის..მადლობ წინასწარ
smile.gif smile.gif smile.gif

პოსტის ავტორი: Irma თარიღი: Nov 30 2007, 01:29 PM

ირმა მქვია მე rolleyes.gif გერმანულ მთოლოგიაში ომის ქალღმერთია - ვაგიარებ ვარ შარიანი biggrin.gif (საკუთარმა დედამ გამიმეტა ამისათვის biggrin.gif გერმანისტია დააა), ჩემის სახელის წმინდანი და ხატი ალბათ არ არსებობს unsure.gif ისე კი ძალიან მიყვარს წმ,ნიკოლოზი და მთავარანგელოზი მიქაელი

პოსტის ავტორი: NaNuKa თარიღი: Dec 1 2007, 01:35 AM

ჩემია წმინდა ნანა დედოფალი

პოსტის ავტორი: ბოლქვაძე თარიღი: Dec 1 2007, 11:14 AM

აუჰ ეს რა დროინდელი თემაა biggrin.gif
თავიდან რომ შემოვედი აქ დავპოსტე მგონი

და კიდევ ეს მახსოვს

ციტატა
დავით_ივერიელი
დავით_ივერიელი
აქ დავწეროთ ჩვენი სახელები და რომელ წმინდანს(წმინდანებს) მივიჩნევთ ჩვენს მფარველად...

მე მქვია დავითი და ჩემი მფარველი წმინდანები არიან: დავით გარეჯელი, დავით აღმაშენებელი, დავით მეფსალმუნე, სერაფიმე საროველი და ანთიმოზ ივერიელი.


და მერე ვიღაცამ იკითხა რომ თუ დავითი გქვია სერაფიმე საროველი შენი მფარველი წმინდანი როგორა არისო?

ხოდა მნათემ თქვა მერე რო მაგის გარკვევას ვცდილობ 2 ფორუმიაო biggrin.gif

პოსტის ავტორი: ilia003 თარიღი: Dec 10 2007, 05:32 PM

ჩემი მფარველი წმინდანია ილია მართალი

პოსტის ავტორი: llaasshhaa თარიღი: Dec 10 2007, 07:07 PM

როგორ იგებტ თუ ვინაა ტქვენი მფარველი ? sad.gif

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Dec 11 2007, 08:35 AM

ციტატა(Irma @ Nov 30 2007, 12:29 PM) *

ირმა მქვია მე rolleyes.gif გერმანულ მთოლოგიაში ომის ქალღმერთია - ვაგიარებ ვარ შარიანი biggrin.gif (საკუთარმა დედამ გამიმეტა ამისათვის biggrin.gif გერმანისტია დააა), ჩემის სახელის წმინდანი და ხატი ალბათ არ არსებობს unsure.gif ისე კი ძალიან მიყვარს წმ,ნიკოლოზი და მთავარანგელოზი მიქაელი

წმიდა ორმა საეკლსიო კალენდარში ვერ მოვიძიე, შეიძლება არც იყოს, ასეთ შემთხვევაში ნათლობის დროს დაგარქმევდნენ რომელიმე წმიდანის სახელს და ის ჩაითვლება თქვენ მფარველ წმიდანად.

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Dec 11 2007, 08:47 AM

ციტატა(llaasshhaa @ Dec 10 2007, 06:07 PM) *

როგორ იგებტ თუ ვინაა ტქვენი მფარველი ? sad.gif

რომელი http://church.ge/index.php?showtopic=1999 გქვია ის ითვლება შენს მფარველ წმიდანად. მაგალიტად შენი სახელია ლაშა, ესეიგი წმიდა ლაშა არის შენი მფარველი წმიდანი. მისი ხსენების დღეა 24 დეკემბერს, როდესაც ეკლესია ღნიშნავს ყოველთა წმიდათა საქართველოში წამებულთა და ღირსთა მამათა და დედათა ხსენების დღეს.

პოსტის ავტორი: maZiebeli თარიღი: Dec 12 2007, 04:07 AM


ალექსანდრე

ციტატა
რომელი წმიდანის სახელიც გქვია ის ითვლება შენს მფარველ წმიდანად.

თუ რამდენიმეა, მაშინ?

პოსტის ავტორი: llaasshhaa თარიღი: Dec 12 2007, 04:08 AM

ციტატა
რომელი წმიდანის სახელიც გქვია ის ითვლება შენს მფარველ წმიდანად. მაგალიტად შენი სახელია ლაშა, ესეიგი წმიდა ლაშა არის შენი მფარველი წმიდანი. მისი ხსენების დღეა 24 დეკემბერს, როდესაც ეკლესია ღნიშნავს ყოველთა წმიდათა საქართველოში წამებულთა და ღირსთა მამათა და დედათა ხსენების დღეს.

დიდი მადლობა გასაგებია smile.gif

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Dec 13 2007, 01:18 AM

ციტატა(maZiebeli @ Dec 12 2007, 03:07 AM) *

ალექსანდრე

თუ რამდენიმეა, მაშინ?

თუ რამოდენიმე წმიდანია მაშინ მფარველად ითვლება ის ვისი ხსენების დღეც ყველაზე ახლოსაა შენს დაბადების დღესთან. ამის გარკვევა ადვილად შესაძლებელია საეკლესიო კალენდრის მიხედვით smile.gif

პოსტის ავტორი: Irma თარიღი: Dec 13 2007, 02:06 PM

gaixare Aleqsandre, Zalian kargad maxsovs Cemi naTlobis dRe, foTSi momnaTles, Cqari aSiT, saxeli ar SeucvliaT, rac CamrCa maxsovrobaSi erTi xati iyo mere aRmovaCine rom Turme wm. Giorgi yofila smile.gif

პოსტის ავტორი: maZiebeli თარიღი: Dec 14 2007, 03:01 AM

ალექსანდრე

ციტატა
თუ რამოდენიმე წმიდანია მაშინ მფარველად ითვლება ის ვისი ხსენების დღეც ყველაზე ახლოსაა შენს დაბადების დღესთან. ამის გარკვევა ადვილად შესაძლებელია საეკლესიო კალენდრის მიხედვით smile.gif


მართალს ბრძანებთ; და კიდე მეორე ვარიანტიც გამიგია, ნათლობის თარიღთან უფრო ახლოს რომელი წმინდანის ხსენებაც არისო. ეს ალბათ იმ შემთხვევაში, როცა ნათლობისას ახალი სახელი ეძლევა მონათლულს.

მაგალითად, თუ დეკემბერში დაბადებული ამირანი მოინათლა ივნისში და ეწოდა პეტრე, მაშინ მფარველ წმინდანად ის ითვლება, ვინც ივნისში, ნათლობის თარიღთან ახლო პერიოდში მოიხსენება ეკლესიის მიერ და არა იანვრის (ხორციელი დაბადების) ახლოსო.

ისე, საერთოდაც, სულიერი დაბადება ნათლობისას ხდება, მფარველი ანგელოზიც მაშინ უჩნდება, ქრისტიანი მაშინ ხდება და ...

თუმცა მგონი არაა ეს ისეთი საკითხი, რომ დაწვრილებითი ძიება ღირდეს, რაც არი, არი.

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Dec 17 2007, 03:24 AM

maZiebeli

ციტატა
მაგალითად, თუ დეკემბერში დაბადებული ამირანი მოინათლა ივნისში და ეწოდა პეტრე, მაშინ მფარველ წმინდანად ის ითვლება, ვინც ივნისში, ნათლობის თარიღთან ახლო პერიოდში მოიხსენება ეკლესიის მიერ და არა იანვრის (ხორციელი დაბადების) ახლოსო..

თუ ადამიანს უკვე ჰქვია რომელიმე წმიდანის სახელი მაშინ აუცილებობას არ წარმოდგენს სახელის შეცვლა, ხოლო იმ შემთხვევაში თუ მოძღვარმა სახელი შეუცვალა იმასაც ეტყვის თუ რომელი წმიდანის სახელს არქვემს.

პოსტის ავტორი: maZiebeli თარიღი: Dec 18 2007, 03:31 AM

ალექსანდრე

ციტატა
იმ შემთხვევაში თუ მოძღვარმა სახელი შეუცვალა იმასაც ეტყვის თუ რომელი წმიდანის სახელს არქვემს.


მოძღვრის ნათქვამი თუ ახსოვთ, არც არაფერია სარკვევი, მაგრამ ეძებენ მაშინ როცა არ იციან სხვადასხვა მიზეზის გამო, მაგალითად, თუ მცირე ასაკში მოინათლნენ და მშობლებს არ დაუმახსოვრებიათ.

ისე კი ვიმეორებ, რომ მათემატიკური სიზუსტით არ ვიძიებ ამ წესს, უბრალოდ აღვნიშნე, რომ მთლად მარტივად არაა საქმე და ეს "არამარტივობა" არავითარ დაბრკოლებას არ ქმნის.

ქრისტიანმა, ცალკეულ შემთხვევებში, თავისი დაბადების ან ნათლობის თარიღის მიუხედავადაც შეიძლება მიიჩნიოს ესა თუ ის მოსახელე წმინდანი მფარველ წმინდანად ამ წმინდანის ცხოვრების, მის მიერ აღსრულებული სასწაულების თუ სხვა რამის გამო, რაც მისდამი შესაბამისად განაწყობს.

პოსტის ავტორი: levan gelovani თარიღი: Jan 3 2008, 09:13 PM

მე ლევანი მქვია, წმიდა ლევანის ხატი ვერსად ვერ ვნახე თქვენ ხომ არა გაქვთ. მე წმიდა ლეონის ხატი მოვნახე.


მიმაგრებული სურათ(ებ)ის ესკიზ(ებ)ი
მიმაგრებული სურათი

პოსტის ავტორი: maZiebeli თარიღი: Jan 4 2008, 09:52 PM

levan gelovani

ციტატა
მე ლევანი მქვია, წმიდა ლევანის ხატი ვერსად ვერ ვნახე თქვენ ხომ არა გაქვთ. მე წმიდა ლეონის ხატი მოვნახე.

წმ. ლევანის ხსენება არის ახ. სტილით 24 დეკემბერს ყოველთა წმიდათა საქართველოში წამებულთა და ღირსთა მამათა და დედათა შორის. ცალკე მისი ხატი არსად იქნება, წმ. ლევანი იგულისხმება ყოველთა წმიდათა ხატზე სხვა წმიდანთა შორის.

პოსტის ავტორი: neo თარიღი: Jan 4 2008, 09:57 PM

წარმოდგენა არა მაქვს...

ჩემ ანგელოზს სამჯერ ვთხოვე და თავისი სახელი მაინც არ მითხრა smile.gif

პოსტის ავტორი: levan gelovani თარიღი: Jan 5 2008, 12:17 AM

დიდი მადლობა მაძიებელო biggrin.gif

პოსტის ავტორი: levan gelovani თარიღი: Jan 5 2008, 08:58 PM

მეგობრებო, ბოდიშით თუ შეგაწუხეთ მაგრამ ვინმეს ხომ არ გაქვთ წმიდა დიდმოწამე ანასტასიას ან საბა განწმედილის ხატი?
წინასწარ გიხდით მადლობას.

პოსტის ავტორი: ვალერი თარიღი: Jan 6 2008, 12:08 AM

ციტატა(levan gelovani @ Jan 5 2008, 08:58 PM) *

მეგობრებო, ბოდიშით თუ შეგაწუხეთ მაგრამ ვინმეს ხომ არ გაქვთ წმიდა დიდმოწამე ანასტასიას ან საბა განწმედილის ხატი?
წინასწარ გიხდით მადლობას.


ეს არის წმ. საბა განწმედილის ხატი
http://imageshack.us

ეს კი წმიდა დიდმოწამე ანასტასიას ხატია

http://imageshack.us

პოსტის ავტორი: levan gelovani თარიღი: Jan 6 2008, 11:49 AM

ძალიან დიდი მადლობა, შეგეწიოს წმიდა საბა განწმედილი და დიდმოწამე ანასტასია.

პოსტის ავტორი: llaasshhaa თარიღი: Jan 6 2008, 03:20 PM

ისა რა უნდა მეკითხა მფარველი ანგელოზი ყველგან დამყვება თუ ჩემშია თუ როგორაა ? wub.gif

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Jan 6 2008, 05:33 PM

ციტატა(llaasshhaa @ Jan 6 2008, 02:20 PM) *

ისა რა უნდა მეკითხა მფარველი ანგელოზი ყველგან დამყვება თუ ჩემშია თუ როგორაა ? wub.gif

განუყრელად ჩვენთანაა

პოსტის ავტორი: llaasshhaa თარიღი: Jan 6 2008, 05:40 PM

ციტატა
განუყრელად ჩვენთანაა

გასაგებია მადლობ smile.gif და სიტყვაზე მოხვდა ადამიანი სასუფეველში მისი ანგელოზი სად მიდის? მასტან ერტად რჩება თუ ?

პოსტის ავტორი: tatia333 თარიღი: Jan 9 2008, 08:13 PM

ჩემი მფარველი წმინდანი, თამარ მეფეა.ასევე ჩემი მოძღვრის დალოცვით წმ.ნიკოლოზი.(ერთხელ როცა წმ.ნიკოლოზის ხატის კურთხევა მინდოდა,მამაომ წმ.ნიკოლოზის ხატი თავზე დამადო ჯვარი გადამსახა და მითხრა,შენი მფარველი ყოფილიყოსო)

http://imageshack.us

პოსტის ავტორი: ni.ca თარიღი: Jan 19 2008, 05:59 AM

ჩემი მფარველია წმიდა ნინო.

პოსტის ავტორი: alter ego თარიღი: Jan 19 2008, 02:16 PM

მე მარიამი მქვია. მფარველი წმინდანია მარიამ მეგვიპტელი.

დავიბადე დღეს ხსენებისა ღირსისა სვიმეონ მესვეტისა (596); მოწამეთა: მელეტი სტრატილატისა, სტეფანესი, იოანესი, სერაპიონ ეგვიპტელისა, კალინიკე მოგვყოფილისა, თეოდორესი და ფავსტოსი და მათთანა 1218 მხედართა დედებითა და ყრმებითა (დაახ. 218).

(www.shemoqmedi.ge)

პოსტის ავტორი: sisunia თარიღი: Jan 24 2008, 03:31 PM

ჩემი მფარველი წმიდანია სოფიო,
ჩემი სახელია სოფიო,
შეიძლება მყავდეს სხვა მფარველი წმიდანები მაგრამ არ ვიცი...
(ევედრე ღმერთსა ჩემთვის წმიდაო სათნოო სოფიო, რამეთუ გულმოდგინედ შენდამი მოვილტვი, ვითარცა მსწრაფლშემწისა და მეოხისა სულისა ჩემისაი) smile.gif

პოსტის ავტორი: *tamo-tamo* თარიღი: Jan 24 2008, 04:45 PM

ჩემი მფარველი წმიდანია თამარ მეფე.

პოსტის ავტორი: llaasshhaa თარიღი: Jan 25 2008, 05:35 PM

წმ.ლაშა wub.gif

პოსტის ავტორი: vinvar თარიღი: Jan 27 2008, 04:10 PM

მე მქვია რუსუდანი , ჩემს მფრაველად მე მივიჩნევ წმინდა ნიკოლოზს, ჩემი სახელის მსგავსი სახელის მქონე წმინდანი არ ასებობს ალბათ, ყოველ შემთხვევაში მე ასე გავიგე..... sad.gif

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Jan 27 2008, 05:36 PM

vinvar
შანსი არაა, 100 000 წმინდანთა შორის მაინც იქნება ერთი smile.gif
ეგ კი არა შმაგი და ესეთი სახელებია.

პოსტის ავტორი: neo თარიღი: Jan 27 2008, 06:22 PM

მაგრად მაინტერესებს რა ქვია ჩემ მფარველ ანგელოსს, როგორ უნდა გავიგო ?

ვეკითხები და არ მპასუხობს smile.gif

პოსტის ავტორი: vinvar თარიღი: Jan 27 2008, 08:16 PM

მეც მაინტერესებს , როგორ უნდა გავიგო sad.gif

პოსტის ავტორი: nuca_ge თარიღი: Jan 27 2008, 08:29 PM

ჩემი მფარველი არის წმინდა ნინო !!! დღეს მის ჯვარს ვემთხვიე და ძალიან ბედნიერი ვარ smile.gif smile.gif smile.gif

პოსტის ავტორი: vinvar თარიღი: Feb 1 2008, 03:06 PM

ვინმემ არ იცით სად უნდა გავიგოთ?sad.gif

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Feb 1 2008, 03:41 PM

ციტატა(vinvar @ Feb 1 2008, 02:06 PM) *

ვინმემ არ იცით სად უნდა გავიგოთ?sad.gif

შენი სახელი რა არის?

პოსტის ავტორი: Floyd თარიღი: Feb 5 2008, 01:04 PM

ქავთარაძე
მიპოვე რა რომელია ჩემი მფარველი წმინდანი რააა sad.gif

პოსტის ავტორი: xornabujeli თარიღი: Feb 7 2008, 07:09 PM

smile.gif ჩემი მფარველი წმინდანი, წმინდა დიდმოწამე გიორგია! შეგვეწიოს მისი ლოცვა-მადლი.

პოსტის ავტორი: სოფი თარიღი: Feb 7 2008, 11:54 PM

ციტატა
მე მქვია რუსუდანი , ჩემს მფრაველად მე მივიჩნევ წმინდა ნიკოლოზს, ჩემი სახელის მსგავსი სახელის მქონე წმინდანი არ ასებობს ალბათ, ყოველ შემთხვევაში მე ასე გავიგე.....

თუ წმიდა რუსუდანი არ გვყავს,მგონი მღვდელს,რომელმაც მოგნათლა,სხვა რომელიმე წმინდანის სახელი უნდა შეერჩია შენთვის,და ორი სახელი გექნებოდა,ასე ვთქვათsmile.gif ერთი საერო,მეორე ეკლესიური.
აი მაგალითად ერთ ადამიანს გუგული(გულიკო) ჰქვია,მარიამობას მოინათლა,და მაგიტო მღვდელმა მარიამი დაარქვაsmile.gif

ალექსანდრე
ციტატა
შენი სახელი რა არის?

რუსუდანიოო.
შენ გეცოდინება ეგეთი წმინდანი თუ გვყავსsmile.gif

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Feb 8 2008, 02:36 AM

ციტატა(სოფი @ Feb 7 2008, 10:54 PM) *


ალექსანდრე

რუსუდანიოო.
შენ გეცოდინება ეგეთი წმინდანი თუ გვყავს?smile.gif

რუსუდანი ასეთი ქართველი წმიდანი არსებობს და მისი ხსენების დღეა 24 დეკემბერს ახალი სტილით

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Feb 8 2008, 02:47 AM

ჩემი მფარველი წმინდანია დავით აღმაშენებელი, რომლის ხსენების დღეც არის დღეს smile.gif

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Feb 8 2008, 03:17 AM

ციტატა(კანონისტი @ Feb 8 2008, 01:47 AM) *

ჩემი მფარველი წმინდანია დავით აღმაშენებელი, რომლის ხსენების დღეც არის დღეს smile.gif

ხოდა გილოცაააავ biggrin.gif 2kiss.gif

პოსტის ავტორი: სოფი თარიღი: Feb 8 2008, 06:09 PM

ალექსანდრე

ციტატა
რუსუდანი ასეთი ქართველი წმიდანი არსებობს და მისი ხსენების დღეა 24 დეკემბერს ახალი სტილით


ე.ი. vinvar-ის საკითხიც გადაწყვეტილააა biggrin.gif smile.gif

კანონისტი

ბარემ აქვე მოგილოცავ ძამიკო 2kiss.gif
წმ. დავითი იყოს შენი მფარველი,გეწეოდეს ყველა კეთილ საქმეში! smile.gif

პოსტის ავტორი: ქეთუ თარიღი: Feb 9 2008, 03:27 AM




ჩემი მფარველი წმინდანია წმინდა დიდმოწამე ქეთევანი....

პოსტის ავტორი: სოფი თარიღი: Feb 11 2008, 08:34 PM

ქეთუ


ისე,ქეთ,იცოდი რო ჩემი მფარველი წმინდანი წმ. სოფია იყო? laugh.gif

user.gif

პოსტის ავტორი: mari touchet თარიღი: Feb 11 2008, 08:42 PM

ჩემი მფარველი წმინდანია ლია

IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Feb 12 2008, 02:38 AM

ჩემი მფარველი წმინდანი წმინდა ქეთევანია wub.gif



პოსტის ავტორი: xornabujeli თარიღი: Feb 12 2008, 04:26 AM

ციტატა(k@the @ Feb 12 2008, 01:38 AM) *

ჩემი მფარველი წმინდანი წმინდა ქეთევანია wub.gif

წმინდა დიდმოწამე კახეთის მნათობი, დედოფალი ქეთევანი.
არ მიწყინო smile.gif ,რა ვქნა ასე წარმოითქმის სრულად შენი მფარველის სახელი.

პოსტის ავტორი: _Matasi_ თარიღი: Feb 12 2008, 04:21 PM

ხვალ თამარობაა smile.gif

ვინმემ წმინდა ირაკლის შესახებ ხომ არ იცით რამე?

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Feb 12 2008, 04:57 PM

ციტატა(_Matasi_ @ Feb 12 2008, 03:21 PM) *

ხვალ თამარობაა smile.gif

ვინმემ წმინდა ირაკლის შესახებ ხომ არ იცით რამე?

წმიდა ირაკლი ათენელის ხატია ბათუმის საკათედრო ტაძარში, ჯერჯერობით მარტო ეგ ვიცი

პოსტის ავტორი: ქეთუ თარიღი: Feb 12 2008, 06:41 PM

_Matasi_
ჩემი სიხარული a025.gif
ჩემ იკას ვკითხავ და მოგწერ თამუa025.gif

IPB-ს სურათი

ეს მისი ხატია თამო...

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Feb 12 2008, 08:08 PM

ციტატა(xornabujeli @ Feb 12 2008, 01:26 AM) *

წმინდა დიდმოწამე კახეთის მნათობი, დედოფალი ქეთევანი.
არ მიწყინო smile.gif ,რა ვქნა ასე წარმოითქმის სრულად შენი მფარველის სახელი.

რა უნდა გიწყინო გიორგი. სწორი შენიშვნაა wub.gif
IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: T i N a T i N თარიღი: Feb 13 2008, 12:31 AM

Irmaჩემ დასაც ირმა ქვია,მეორეს ინგაsmile.gifნეტა რატო დაარქვეს?ხოდა რაც შეეხება წმინდანებს,მეც ძალიან მიყვარს წმინდა ნიკოლოზი და მთავარანგელოზი მიქაელი.გამიხარდა რო დაწერეsmile.gifისე ჩემი წმინდა თინათინია.თუმცა დავიბადე 1 სექტემბერს და არ ვიცი მგონი წმინდა თეკლას ხსენებაა


თუ ვინმემ იცის წმინდა თინათინის ცხოვრება დამიწერეეთ რაა

მე მხოლოდ ის ვიცი რომ მეტეხის ხიდთან წამებულთა სიაშია

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Feb 13 2008, 05:55 PM

ციტატა(_Matasi_ @ Feb 12 2008, 04:21 PM) *

ხვალ თამარობაა smile.gif

ვინმემ წმინდა ირაკლის შესახებ ხომ არ იცით რამე?

ირაკლი - ჰერკულესი (ბერძ.)

ადრიანოპოლელი, მოწამე; 4.11
ათინელი, მოწამე; 31.05
სებასტიელი, მოწამე; 22.03


პოსტის ავტორი: _Matasi_ თარიღი: Feb 13 2008, 07:26 PM

tamuna m

ციტატა

ირაკლი - ჰერკულესი (ბერძ.)

ადრიანოპოლელი, მოწამე; 4.11
ათინელი, მოწამე; 31.05
სებასტიელი, მოწამე; 22.03


დიდი მადლობა smile.gif გაიხარე smile.gif

პოსტის ავტორი: შევრდომილი თარიღი: Feb 14 2008, 07:59 PM

და ეს რომელი ირაკლია მაგ სამიდან? სებასტიელი არ იქნება იმიტომ რომ ეგ ხატი ვიცი. რადგან ხმალი უჭირავს წესით მხედარი უნდა იყოს
http://imageshack.us

პოსტის ავტორი: ninikoniniko თარიღი: Mar 21 2008, 03:58 PM

მე ნინო მქვია. ვფიქრობ რომ ეს ისეთი სახელია , არ ჭირდება ზედმეტი მოფერება, ნინუცა და ა შ. თუმცა ჩემი ნიკი "ნინიკონინიკოა" :-) ;

იმდენად სათნოა ეს წმინდანი , რომ ნინოს რომ იტყვი, უკვე ეფერები ადამიანს. ასე არაა?;

ჩემი მფარველია ნინო, მაგრამ მე წმ. ნიკოლოზიც მფარველობს. ყოველთვის ვგრძნობდი მის ძალას;

პოსტის ავტორი: makiki თარიღი: Mar 21 2008, 04:45 PM

მარიამი მქვია და შესაბამისად ჩემი მფარველი ღვთისმშობელი მარიამია.ყველას შეგვეწიოს მისი მადლი და შემწეობა.
http://imageshack.us

ბარბარობას ვარ დაბადებული და ყოველთვის ვგრძნობ წმინდა ბარბარეს შემწეობას.შეიძლება ბევრს ნორმალურად არ მოეჩვენოს,მაგრამ როგორც ვიცით წმინდა ბარბარე ძალიან ახალგაზრდა გარდაიცვალა და ყოველთვის მგონია ხოლმე,რომ მას ჩემი ყოველთვის კარგად ესმის. smile.gif

პოსტის ავტორი: natia-fotine თარიღი: Mar 22 2008, 09:53 PM

მე ვარ ნათია. ჩემი მფარველია ნეტარი ქალწული ფოტინე (V ს)(ხსენება 26 თებერვალს).

პოსტის ავტორი: sisunia თარიღი: Mar 27 2008, 02:27 PM

თუ ვინმე წმ. სოფიოს ხატს დადებს აქ ძალიან გამიხარდება, ხატებს ვიწერ ვაგროვებ ჩემთვის.

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)