IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

48 გვერდი V « < 41 42 43 44 45 > »   
Reply to this topicStart new topic
> წმინდა მამათა გამონათქვამები, გამონათქვამები, წერილები, ამონარიდები ქადაგებებიდან და ა.შ
marine
პოსტი May 9 2022, 07:35 PM
პოსტი #841


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,045
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ღვთის ხსოვნა არამხოლოდ არ აბრკოლებს ჩვენს მეცადინეობას, პირიქით, მათ სასიამოვნოს ხდის. როცა კეთილ მეგობართან ერთად ვიმყოფებით, მისი თანდასწრებითაც ვაგრძელებთ იმის კეთებას, რასაც მის გარეშე ვაკეთებდით, და კიდევ უფრო მეტი ხალისითა და წარმატებითაც კი. განსაკუთრებით მაშინ, როცა მას შეუძლია, თავისი რჩევებით დაგვეხმაროს, მოიწონოს ეს საქმე და ჩვენთან ერთად იშრომოს კიდეც, თუკი დაგვჭირდება".

/"სულიერი მდელო"/



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 9 2022, 08:09 PM
პოსტი #842


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,045
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მოწყინება ისაა, როცა კაცს მოეწყინება, ანუ მოსძულდება თავისი თავი, ან რომელიმე კეთილი საქმე; ეს ცოდვაც ეშმაკის მანქანებისაგან მოდის"

/წმ. ეპისკოპოსი გაბრიელ ქიქოძე/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 13 2022, 10:18 PM
პოსტი #843


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,045
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მიმომწვლილველობა დიდი და საშინელი ცოდვაა, პირველ რიგში იმიტომ, რომ ქრისტიანი ყოველთვის მღვიძარე, ფრთხილი და სულგრძელი უნდა იყოს"

/წმ. ეპისკოპოსი გაბრიელ ქიქოძე/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 17 2022, 08:36 PM
პოსტი #844


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,045
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ბუნებაში ყველა საგანი თავისი მიდრეკილების მიხედვით მოძრაობს: მსუბუქები სიმაღლეზე ადიან, მძიმეები კი მიწისკენ მიიზიდებიან. გონიერ ქმნილებებში ეს მდრეკილება სიყვარულია და ისინი იქით მიისწრაფვიან, საითაც მათ გულში არსებული ეს ვნება იზიდავს. ამგვარად, თუკი ჩვენში ბატონობს ხრწნადი სიკეთეებისადმი სიყვარული, ხორციელი სიამოვნებების წყურვილი, პატივისა და დიდების სურვილი, მაშინ სრულებით მიწას მივეკუთვნებით და ზეციურ საგნებამდე ამაღლება ჩვენთვის ისევე ძნელი იქნება, როგორც ქვისთვის მაღლა ატყორცნა; მაგრამ თუ ხორცის მოკვდინებით ყველა მიწიერ სურვილს დავთრგუნავთ, მაშინ ჩვენი ღვთისმიმსგავებული სული, დაუბრკოლებლად, უსწრაფესად აიტყორცნება ღვთისაკენ, ვიდრე სიმაღლიდან თავის ადგილს დაუბრუნდებოდეს.
ნეტარი ავგუსტინე, რომელიც ფსალმუნის სიტყვებს განმარტავდა, ამბობს: "ირემი კლავს გველს, რომელიც მას წყლისკენ მიმავალ გზაზე ხვდება და კბენს, რის გამოც კიდევ უფრო მეტ წყურვილს გრძნობს და უფრო დიდი სიჩქარით გარბის წყაროსკენ. "გინდათ, იცოდეთ, - აგრძელებს ეკლესიის ნეტარი მამა, - რატომ არაა თქვენში სრულყოფილების ესოდენ ძლიერი სურვილი და ესოდენ შეუკავებელი სწრაფვა ღვთისაკენ? ეს იმიტომ, რომ თქვენ არ თრგუნავთ თქვენს გველებს: თქვენი გველები გრძნობადი, ხორციელი ვნებებია: მოაკვდინეთ ეს სიცრუის გველები, და მაშინ მეტი გულმოდგინებით ისწრაფებთ ცხოვებისა და ჭეშმარიტების წყაროსკენ".

/"სულიერი მდელო"/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 17 2022, 09:05 PM
პოსტი #845


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,045
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"უდიდესი შეურაცხყოფა უფლისა ისაა, თუ შენ მას ქვეყნიურ მეტოქეს დაუპირისპირებ"

/"სულიერი მდელო"/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 22 2022, 02:58 PM
პოსტი #846


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,045
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"რისთვის რგავენ ხეხილს?" - რა თქმა უნდა, იმისთვის, რომ მათგან ნაყოფი მოიწიონ. - "რისთვისაა ფოთლები?" - მხოლოდ გარეგნული მშვენებაა, მაგრამ თუ მათ მოვწყვეტთ, ხე გახმება და ნაყოფს ვერ გამოიღებს. სწორედ ასევე თუკი გავანადგურებთ ღვთისმსახურებაში გარეგნულ მხარეს, რაც ადამიანის წარმოსახვაზე კეთილად მოქმედებს და სულს ძრავს, მაშინ შინაგანიც სწრაფად გაცივდება"

/"სულიერი მდელო"/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 22 2022, 03:36 PM
პოსტი #847


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,045
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ადამიანური საქმეების ბედნიერი დინებაც ნუ წარმოშობს შენს სულში განუსაზღვრელ სიხარულს; მწუხარებაც ნუ დაამცირებს მის სიმხნევეს და ამაღლებულობას წუწუნითა და წუხილით"

/წმ. ბასილი დიდი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 24 2022, 10:55 PM
პოსტი #848


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,045
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"როგორც ღვთის შინაგან თაყვანისცემას არ შეუძლია გარეგნულის გარეშე არსებობა, - მსგავსად ხისა, რომელიც მოკლებულია ფოთლებსა და ქერქს, - ასევე, ღვთის მხოლოდ გარეგნული თაყვანისცემა, შინაგანის გარეშე, ჭეშმარიტი და ქმედითი არ არის; იგი ჰგავს სხეულს სულის გარეშე ან - ადამიანის ცვილისგან გაკეთებულ ფიგურას, რომელსაც თუმცა ადამიანის სახე აქვს, მაგრამ სინამდვილეში ადამიანი არ არის"

/"სულიერი მდელო"/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 25 2022, 09:18 PM
პოსტი #849


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,045
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"თუ გსურს ღვთის მონა გერქვას, მონის ღვაწლი იტვირთე!"

/"სულიერი მდელო"/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 27 2022, 12:43 PM
პოსტი #850


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,045
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ძე ღვთისას უყვარდა დაუცემელი ადამიანი, მაგრამ კიდევ უფრო მეტად შეიყვარა იგი - დაცემული; თავად მოვიდა მის აღსადგენად და უთხრა: "განიღვიძე, რომელსა-ეგე გძინავს, და აღდეგ მკუდრეთით!"

/"სულიერი მდელო"/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 27 2022, 01:18 PM
პოსტი #851


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,045
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"კარგ ხეს მხოლოდ ყვავილები კი არ ასხია, არამედ - ნაყოფიც!"

/"სულიერი მდელო"/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 28 2022, 02:30 PM
პოსტი #852


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,045
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ტყუილად როდი ჰქონდა თითქმის ყველა ხალხს ძველი გარდამოცემა, რომ ადამიანის მიწიერი მდგომარეობა მისი დაცემა, ანდა დასჯაა; ეს გარდამოცემა გულის გრძნობაზეა დამოკიდებული. ავადმყოფობა მოგველის აქ შესვლისა და გასვლის დროს; შუალედში კი, ჯანმრთელობის გაფურჩქვნის ხანაში, გულითადი მწუხარებების გველი იმალება"

/"სულიერი მდელო"/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 28 2022, 06:04 PM
პოსტი #853


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,045
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"გამარჯვების ღვაწლის გარეშე არ არსებობს გვირგვინი, ზეიმი კი - გამარჯვების გარეშე!"

/წმ. ტიხონ ზადონელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 1 2022, 08:32 PM
პოსტი #854


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,045
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"სიმაღლეზე ასვლა უფრო ძნელია, ვიდრე უფსკრულში ჩავარდნა. ასე რომ, განა უფსკრულში ჩავარდნა უნდა გვერჩიოს?"

/"სულიერი მდელო"/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 1 2022, 08:52 PM
პოსტი #855


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,045
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"საცოდავნი, უგუნურნი არიან ისინი, ვინც არარაობას ყოველივეს ამჯობინებენ!"

/"სულიერი მდელო"/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 1 2022, 09:31 PM
პოსტი #856


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,045
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"უმჯობესია უმძიმესი ამოირჩიო, თუ იგი სასარგებლოა, და ადვილი დატოვო, თუ იგი საზიანოა"

/"სულიერი მდელო"/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 2 2022, 01:46 PM
პოსტი #857


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,045
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"როგორც ზეციური საგნების მიწიერის გამო მიტოვებით სული მიწიერს ეჩვევა, ასევე, ზეციურისთვის მიწიერი საგნების მიტოვებით ზეციურს მიეჩვევა"

/წმ. ფილარეტ ჩერნიგოველი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 3 2022, 09:44 PM
პოსტი #858


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,045
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"უფალი შეუძლებელს არაფერს გვთავაზობს, არამედ მხოლოდ იმას, რისი მიღწევაც შესაძლებელია"

/ნეტარი იერონიმე/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 3 2022, 10:08 PM
პოსტი #859


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,045
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ნუ მიაჯაჭვავ შენს გულს მიწიერ სიკეთეებს, რომელთა ძიებაც დიდ გაწამაწიასთან, მოპოვება - შიშთან, დაკარგვა კი მწუხარებასთან არის დაკავშირებული"

/"სულიერი მდელო"/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 11 2022, 06:16 PM
პოსტი #860


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,045
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ამბობენ, რომ სათნოება ძნელია. რომელი მადლი მოიპოვება ადვილად? განშვებით ვის დაუდგამს საკუთარი თავისთვის გამარჯვების ძეგლი? სარბიელის გარბენის გარეშე ვერავინ იღებს ჯილდოს. შრომა წარმოშობს დიდებას. თუ მკაცრად შევხედავთ,ეშმაკის საქმეებიც უკანონობის ჩამდენთ უშრომელად როდი ეძლევათ. განა თავშეკავება სხეულს იმდენივეს ართმევს, რამდენსაც აზიანებ ჯოჯოხეთური და გაშმაგებული თავშეუკავებლობა? უძილო ღამეები აქვთ მათ, ვინც მათ ლოცვაში ატარებენ; მაგრამ სიამოვნებათა ვნება ყოველგვარ სიმშვიდეს განდევნის"

/წმ. ბასილი დიდი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

48 გვერდი V « < 41 42 43 44 45 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 15th May 2024 - 08:35 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი