რას კითხულობს დღევანდელი ახალგზარდობა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
რას კითხულობს დღევანდელი ახალგზარდობა |
ნანინა |
May 18 2010, 12:37 AM
პოსტი
#181
|
სოფო ჯგუფი: Members პოსტები: 5,621 რეგისტრ.: 8-July 08 მდებარ.: dedaqalaqi წევრი № 5,299 |
A.v.B
ხოდა იმიტომ გკითხე ახალგაზრდობაო და აგნზოგადებულად რომ წერდი ჩემზე ბებერი კი ყოფილხარ ისე -------------------- იყავი ის, რაც ხარ!!!
|
sable |
May 18 2010, 12:45 AM
პოსტი
#182
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,694 რეგისტრ.: 29-August 07 წევრი № 2,651 |
sable მე არ მითქვავს ცუდიათქო უბრალოდ სხვა არაფერი აინტერესებს და გული მწყდება ბევრი მართლა ძალიან კარგი წიგნია და ის არ წაუკითხავს,თუნდაც ქართველი მწერლები,(სხვაზე აღარ ვლაპარაკობ) ესაა და ეს რატომ გაბრაზდი? არ გავბრაზებულვარ რა შემატყვე გაბრაზეულის უბრალოდ მიკვირს როდესაც მის მიმართ ასე დამოკიდებულებაა და ისიც მხოლოდ იმის გამო რომ მისი წიგნები პოპულარულია, ხოლო ლექსიკა გასაგები ხოლო თემები აქტუალური. მართალია მანველიძე არ წერს რაღაც მაღალფარდობანი სიტყვებით და არც პროფესიონალი ლიტ.მცოდნეა მაგრამ მისი რომანები (მე ერთი წავიკითხე მარტო მგლების მეორე ტომი, შემთხვევით ჩამივარდა ხელში) მართლა საინტერესოა, დეტექტიური და სათავგადასავლო ჟანრია და ამასთან ძალიან კარგი და გასაგები ენით დაწერილი ვისაც ეს ჟანრი მოწონს იკითხავს კიდეც, ბევრიც იმისთვის იკითხავს რომ ის თემები აინტერესებს რაც იქაა წამოწეული. მანველიზემ საზოგადოების დაკვეთა შეასრულა და წარმატებითაც. რავიცი ჩემი აზრია და ეს კოელიო სულ არა მაქ წაკითხული მაგრამ გასაგებია, რატომაც იკითხავს ხალხი და იკითხავს იმ მიზეზით რა მიზეზითაც სერიალებს უყურებს ანუ ეგეც საზოგადოების დაკვეთა იყო რა. მაგრამ ან ერთი ან მეორე ცუდი რომ ყოფილიყო ხალხი წაიკითხავდა იმავე თემებზე დაწერილ სხვა ავტორების რომანებს და არა კოელიოს და მანველიძეს. -------------------- გერმანიაში ნაცისტები რომ კომუნისტებს მოადგნენ ხმა არ ამომიღია რადგან კომუნისტი არ ვყოფილვარ
ებრაელებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან ებრაელი არ ვყოფილვარ პროფკავშირებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან პროფკავშირელი არ ვყოფილვარ კათოლიკებზე გადავიდნენ და ხმა არ ამომიღია რადგან კათოლიკე არ ვყოფილვარ შემდეგ მე მომადგნენ და აღარავინ იყო დარჩენილი ხმა რომ ამოეღო |
A.v.B |
May 18 2010, 12:53 AM
პოსტი
#183
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 427 რეგისტრ.: 8-March 10 წევრი № 8,338 |
|
Ligia |
May 18 2010, 12:55 AM
პოსტი
#184
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,990 რეგისტრ.: 2-April 08 წევრი № 4,411 |
მანველიძის მორიელი მაქვს წაკითხული, ნუ წყალივით იკითხება, მაგრამ ისეთი რამეა მეეორედ აღარ დამაინტერესებს რომ წაიკითხო, თორე ცუდი არ არის
კოელიოს ალქიმიის გარტყმაში არ ვარ |
marine |
Apr 8 2015, 09:06 PM
პოსტი
#185
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
როგორ შევაყვაროთ ბავშვს კითხვა - ფრანგი მწერლის ორიგინალური რჩევები
ერთხელ ფრანგმა მწერალმა დანიელ პენაკმა მოახერხა ის, რაც ვერ შეძლეს კარგმა სკოლებმა და გამოცდილმა პედაგოგებმა - მოზარდების მთელ კლასს გაუღვივა კითხვის ინტერესი. საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით დაწერა პენაკმა წიგნი "როგორც რომანი". მასში ჩამოაყალიბა ის ათი წესი, რომელიც მოზარდს ეხმარება, საკუთარ თავში მკითხველი აღმოაჩინოს. ძირითადად, ყურადღება გამახვილებულია იმაზე, რომ ბავშვს არც უნდა დააძალოთ კითხვა და არც უნდა აუკრძალოს, იკითხოს ისე, როგორც თავად სურს. ასე ნელ-ნელა შეუყვარდება კითხვა და თანდათან კითხვის წყურვილი და უნარჩვევებიც ჩამოუყალიბდება. პენაკის მიერ ჩამოყალიბებული ბავშვის კითხვის წესები ასეთია: ბავშვს უნდა დაუტოვოთ უფლება... 1.არ წაიკითხოს. 2.გადაახტეს გვერდებს. 3. არ დაამთავროს წიგნის კითხვა. 4. გადაიკითხოს . 5. ხანდახან რეალური წარმოსახვითით ჩაანაცვლოს. 6. იკითხოს, სადაც გაუხარდება. 7. იკითხოს, რაც უნდა. 8. თითი ატაკოს წიგნში სასურველ ადგილებში. 9. წაიკითხოს ხმამაღლა. 10. გაჩუმდეს წაკითხულის შესახებ. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 21st September 2024 - 04:11 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი